forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სამეცნიერო ფანტასტიკა, წიგნი გამოვცე თუ არ გამოვცე(ყოფნა, თუ არყოფნა.ჰა?)
Elonor
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 4
წევრი No.: 253552
რეგისტრ.: 4-November 19

  გამოგზავნილია: 8 Nov 2019, 00:31  #55457028      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა. ამ რამდენიმე წლის წინ, როცა ნორჩი ვიყავი და გონებაც მიჭრიდა, წიგნი დავწერე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. მოთხრობების კრებულია, მოქმედება ვითარდება სხვადასხვა პლანეტაზე და მთავარი გმირიც, შესაბამისად, ცვალებადია.
ეს წიგნი დიდი ბავშვებისთვის და პატარა დიდებისთვისაა განკუთვნილი, არის მხატვრული სტილში დაწერილი და ილუსტრაციებიც აქვს თან დართული (ჩემივე დახატული).
ამ წიგნის მხატვრული ღირებულება უნდა შეაფასოს შესაბამისმა მკითხველმა. სუბიექტურობის გამო, მე მიჭირს მისი შეფასება (მაგრამ არ მინდა ვინმე სხვას წავაკითხო, საიდუმლოა).

დილემა იმაშია, რომ ვერ გადავწყვიტე, ღირს თუ არა მისი გამოცემა. რამდენად იყიდება საქართველოში წიგნები? რამდენად ემართებათ ხელი საშუალო დონის, ან კარგ მწერლებს? დასაწყისისთვის,რამდენიანი ტირაჟი შეიძლება გამოვცე? (ნიადაგის მოსასინჯად) არ მინდა, მინუსებში გადავვარდე ფინანსურად.
მოკლედ, ამ სფეროს შიდა სამზარეულოში არა გამეგება რა. მირჩიეთ რამე, თუ შეიძლება
არწივი9
სამაგალითო ქართველი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 47280
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 8 Nov 2019, 14:17  #55458222      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
Elonor
მე ვწერდი ხოლმე გავშვობაში ეგეთ რამეებს smile.gif

მგონი სჯობია აქ იკითხო:
ლიტერატურა


--------------------
რაციონალიზმი ჩვენს ცხოვრებას ხდის სასარგებლოდ, ირაციონალიზმი კი საინტერესოდ

ამქვეყნად ყველაფერი იცვლება და მხოლოდ ცვალებადობაა მუდმივი (!)

კვანტური მექანიკა ესაა მეცნიერება კვანტის გამოდების შესახებ ;)
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3016
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 8 Nov 2019, 17:54  #55459009      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Elonor
QUOTE
როცა ნორჩი ვიყავი და გონებაც მიჭრიდა,

აჰამ, ვიცი რაც არის ეგ "სინორჩე" მასე მეც კი დამეწერა, ორი წიგნი biggrin.gif და რაც დავხარჯე იმ წიგნების გამოცემაში, მხოლოდ ის ავიღე, ბოლოს ის ფურცლებიც მივაკარგე, რომელ მაღაზიაში რამდენი წიგნი მქონდა მიტანილი. წიგნმა რომ შემოსავალი მოგიტანოს, პროფესიონალური მიდგომა სჭირდება (ბევრი მუშაობა და ასე შემდეგ). მე რომ თავიდან გავრისკე და ფული ჩავდე გამოცემაში, ცოტა შეშინებული ვიყავი, რომ ფული დავკარგე, თან მაშინ უფრო ახალგაზრდა და მინდოდა უცებ გამეყიდა ეს წიგნები. ამიტომ მე თვითონ ვყიდდი ერთიორგან biggrin.gif
ერთგან ძაან მდიდარ ორგანიზაციასთან დავდექი, ვიფიქრე აქ უფრო გაიყიდებათქო გამოვიდა მაგარი გაზმანული ქალი, აიღო წიგნი და გადათვალიერა და მერე ხვეწნა დამიწყო მაჩუქეო.
წაიღე შენი დადაც მეთქი biggrin.gif

საერთოდ, დღეს ერთი წიგნის გამოცემაც შეიძლება, ისეა ტექნოლოგიები.
რავი, მე მომწონს სამეცნიერო ფანტასტიკა, უფრო ფილმებს ვყურობ.


--------------------
პირველად იყო სიტყვა
Elonor
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 4
წევრი No.: 253552
რეგისტრ.: 4-November 19

  გამოგზავნილია: 8 Nov 2019, 20:02  #55459445      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Komponent @ 8 Nov 2019, 17:54 )
Elonor
QUOTE
როცა ნორჩი ვიყავი და გონებაც მიჭრიდა,

აჰამ, ვიცი რაც არის ეგ "სინორჩე" მასე მეც კი დამეწერა, ორი წიგნი biggrin.gif და რაც დავხარჯე იმ წიგნების გამოცემაში, მხოლოდ ის ავიღე, ბოლოს ის ფურცლებიც მივაკარგე, რომელ მაღაზიაში რამდენი წიგნი მქონდა მიტანილი. წიგნმა რომ შემოსავალი მოგიტანოს, პროფესიონალური მიდგომა სჭირდება (ბევრი მუშაობა და ასე შემდეგ). მე რომ თავიდან გავრისკე და ფული ჩავდე გამოცემაში, ცოტა შეშინებული ვიყავი, რომ ფული დავკარგე, თან მაშინ უფრო ახალგაზრდა და მინდოდა უცებ გამეყიდა ეს წიგნები. ამიტომ მე თვითონ ვყიდდი ერთიორგან biggrin.gif
ერთგან ძაან მდიდარ ორგანიზაციასთან დავდექი, ვიფიქრე აქ უფრო გაიყიდებათქო გამოვიდა მაგარი გაზმანული ქალი, აიღო წიგნი და გადათვალიერა და მერე ხვეწნა დამიწყო მაჩუქეო.
წაიღე შენი დადაც მეთქი biggrin.gif

საერთოდ, დღეს ერთი წიგნის გამოცემაც შეიძლება, ისეა ტექნოლოგიები.
რავი, მე მომწონს სამეცნიერო ფანტასტიკა, უფრო ფილმებს ვყურობ.


ჩემი წიგნი არ არის ცარიელი ახალგაზრდული ენთუზიაზმის შედეგად წარმოქმნილი, არამედ მას გარკვეული მეცნიერული საფუძვლები "უყრია საძირკველში". biggrin.gif დავხვეწ და გამოვცემ ერთ 100 ეგზემპლარს. რაც იქნება, იქნება. თავს ზევით ძალა არაა, ერთხელ ვცხოვრობთ.

ვინც არ რისკავს, ის შოკოლადს არ ჭამს ბოლოს
* * *
QUOTE (არწივი9 @ 8 Nov 2019, 14:17 )
Elonor
მე ვწერდი ხოლმე გავშვობაში ეგეთ რამეებს smile.gif

მგონი სჯობია აქ იკითხო:
ლიტერატურა

კაი ბატონო.
უკვე მივიღე გადაწყვეტილება, მაგრამ მაინც.wink.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0147 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]