forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (19) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სამხრეთ ოსეთის საკითხი
BONAVENTUR
სახალხო მკურნალი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4441
წევრი No.: 21370
რეგისტრ.: 5-July 06

გამოგზავნილია: 18 Nov 2006, 15:09  #4183618      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მინდა მივმართო ყველას ვინც შემოდის ისტორიის განყოფილებაში , რა თქმა უნდა ჩვენი ისტორიის ნებისმიერი დეტალი განუზომლად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ დღეს როცა ქვეყანაში არის უკონტროლო
ტერიტორიები ამდენად აქტუალურია და ყველა დანარჩენ
ფაქტორთან ერთად წინ წამოიწია ისტორიულმა ნაწილმა.
ძალიან გთხოვთ ვისაც მოგეპოვებათ ნებისმიერი
ინფორმაცია საქართველოში მცხოვრები ოსების შესახებ
მათი ქართლში გამოჩენიდა დღემდე დავდოთ აქ.
წინასწარ ყველას დიდი მადლობა





ოსების ჩამოსახლება

ქართლში





და ქართველების ამაგი და ღვაწლი მათზედ.



ისტორიული მიმოხილვა ზ. ჭიჭინაძისა.



ტფილისი.

სახელმწიფო სტამბა



1916.



«ხელოვნება», თბილისი, 1990.





ოსების ჩამოსახლება ქართლში



თამარ მეფის მიცვალების შემდეგ, ქართველებს ბევრი გარეული მტერი აუტყდათ, ესენი საქართველოს მოსვენებას აღარ აძლევდნენ, ამიტომაც ქართველთ აღარ აქვნდა დრო, რომ თავიანთ მეზობელ ოსებისთვის ისეთი მფარველობა გაეწიათ, როგორც ეს იყო ბაგრატ მეოთხის დროდამ მოყოლებული თამარ მეფის გადაცვალებამდე.

საქართველოს გაჭირვებულმა მდგომარეობამ ქართველი ერი დიდს განსაცდელის გზაზედ დააყენა, ამიტომაც საქართველოს გარეშე გასულნი ქართველნიც უცხოს ქვებნებიდან სულ შინ იკრეფდნენ თავს და მტერს უძღვებოდნენ, ასევე ოსეთიდამ დაბრუნდნენ ყველა ის მასწავლებელ ქართველნი, რომელნიც კი ოსებს ასწავლიდნენ ქართულ წერა-კითხვას, სხვა და სხვა ხელოსნობას და ბევრსაც კიდევ სხვა ასეთებს.

ქართველების გაცილებამ ოსები მეტად ცუდს მდგომარეობაში ჩააგდო, თვით ოსებმა ვერ გამოიჩინეს ვერაფერი ენერგიული შნო, თვით ვერც ოსების სკოლებში ასწავლიდნენ ოსის ბავშვებს წერა-კითხვას, მაშინ ოსები ქართულ ანბანს სწავლობდნენ, რადგანაც ქართული ანბანი ოსების ანბანიც არის, ვერც სხვა ნასწავლი კაცები გამოჩნდნენ კოჩაღათ, ნამეტურ ხელოსნობის ხელოსანთა რიცხვი ისე მოისპო, რომ ამიერ და იმერ ოსებში აღარც ხელოსნები იყვნენ, აღარც ფეიქრები და არც სხვა ასეთნი საჭირო ხელოსნობის მუშაკნი.

ოსთა საუბედუროთ ისე მოეწყო ოსების საქმე, რომ ქალი და კაცი სულ ფეხშიშველი დაიარებდნენ, ტანსაცმელის ხომ აღარა აქვნდათ რა და სულ ძველს ჩულებში იყვნენ გახვეულნი. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ოსებმა რამდენიმე ხანს გასძლეს, მაშინ კი, როცა მთაში წისქვილებიც დაიქცენ და ქერის პურის შოვნაც კი ერთობ ძვირი გახდა, მაშინ კი ამათ იკადრეს ფიქრები და ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ქართლში იწყეს გადომსვლა, ქართველების ცარცვა, გლეჯა, სახლების წართმევა, მთელი სოფლების დაჩემება დაბების, ქალაქების და მასთან მთელის მოსავალ პურის გატაცებაც.

ოსების ბოროტებამ და ცარცვა-გლეჯამ ქართველი ერი დიდად დააღონა, მაგრამ ქართველნი ოსებს უთმენდნენ ყველაფერს, ვინაიდგან ქართველთ ოსები დიდად ეცოდებოდათ და ებრალებოდათ, როგორც ფეხშიშველა მოსიარულე ხალხი, თავ-შიშველა და ძველს ჩულებსა და ძონძებში გახვეულებს. ამიტომ ქართველები სთმობდნენ ოსებისას ყველაფერს, მაგრამ ოსები მაინც რაც დრო გადიოდა, მით იგინი უფრო თამამდებოდნენ და მთელს ქართლის სოფლებს იკლებდნენ, იგინი არც ხნავდენ, არც სთესავდენ, ყოველ თვეს ველურის ძალით ქართველებს სძარცვავდენ და ამ ნაცარცვით სცხოვრობდენ.

ამ გვარათ მთელი ქართლი ოსებმა აიკლეს და დაარბიეს და რაც დრო გადიოდა მით იგინი უფრო წინ მიდიოდნენ ავ კაცობით. ასე იყო საქართველოს გარემოება მომართული და როცა ქართელთ გარეშე მტრები აუტყდენ, მაშინ ქართლში, თვით ქართველთ მეზობელ ოსებმაც იპოვნეს დრო და წამოყვეს თავი. მაინც ღმერთმა არ გასწირა საქართველო და ამ განსაცდელის დროსაც მოევლინა საქართველოს გმირი და გონიერი მეფე, ეს იყო გიორგი, ძე დიმიტრი თავ-დადებულისა, შემდეგ დროს ქართველთაგან გიორგი ბრწყინვალედ წოდებული.

გიორგი ბრწყინვალემ თავის გამეფების დღიდგანვე (1313 წ.) დიდი ყურადღება მიაქცია ქართლის მდგომარეობას და ნამეტურ ოსების თავგასულობას. გიორგი ბრწყინვალეს ჯერეთ საქართველოს დაგლეჯ-დაფლეთა ადარდებდა და ამიტომ ოსებს წყნარათ ექცეოდა, თან ავალებდა, რომ ქართველთ ცარცვა-გლეჯას თავი დაანებეთო. მაგრამ ოსები მეფის დავალებას არ ასრულებდენ და უფრო უარეს შვრებოდენ, ამიტომ გონიერნმა მეფემ დროებით ოსების ალაგმვა იქით გადასდო.

გირგი ბრწყინვალე შეუდგა ჯარის მოკრებას და მის შემდეგ საქართველოს გაერთიანებას და ნაწილ ნაწილათ დაყოფილ სამთავროების, საერისთავოების დამორჩილებას ყველა ესენი მას ძრიელ ძვირად დაუჯდა, რადგანაც მას ზოგიერთი მთავარი და ერისთავი ეწინააღმდეგებოდა სასტიკათ. ამ მოწინააღმდეგეთა რიცხვს გიორგი ბრწყინვალე კარგად იხსომებდა, მან მალე გაიცნო ყველა ის პირნი, თუ ვინ იყო მისი მტერი და საქართველოს გაერთიანების არ მოსურნე და ვინ ერთგული და მსურველი საქართველოს გაძლიერების, მოწინააღმდეგე მტერთა რიცხვში მოჰყვა ოსების ბელადიც, რომელიც ოსებთან ერთად ქართლში სცხოვრობდა და ცხოვრებას და თავის ბელადობას ოსების წინაშე ქართველების გაქუცვით და გაცარცვით ასრულებდა. ეს ბელადი იყო მფარველი ოსების ქურდობის და ავაზაკობის.

გიორგი ბრწყინვალემ ამ ოსების ბელადის და ოსების ალაგმვა დროებით უბურადღებოდ დასტოვა, შეუდგა ჯერეთ დანაწილებულ და დაგლეჯილ, ანუ საერისთაოებათ და სამთავროებათ დაყოფილ საქართველოს გაერთიანებას და მათ დამოჩილებას, ზოგი დაიმორჩილა და ზოგი ვერა, ამიტომ მან ახა კვალათ შესცვალა თავის გეგმა.

ვინც ვერ დაიმორჩილა, იმათ ოჯახებში ეწვია, გაუმასპინძლდა, დაუმეგობრდა, სიყვარული და ერთობა გაუმართა, რასაკვირველია ყველა ამათ ოსტატურათ ექცეოდა, ამაოებაში გიორგიმ დაიპყრო შირვანა, ადრაბადაგანი, (დღეს ადრიბეჟანი), ჰაისტანის ბევრი ქვეყნები და მის შემდეგ იგი შემობრუნდა ქართლში და თავის მტერ მოყვარებს სალამი გაუმართა, ყველას ესტუმრა, მეფე გიორგი ფიქრობდა, რომ იქმნება ეხლა დამოჩილდნენ, მაგრამ ლაპარაკში ყველას უმედობა შეატყო.

მაგრამ მეფეს გული არ გაუტყდა, იგი მაინც ცდას მიეცა და განიძრახა ამ შინაურ მტერთა მოსპობა, ამისთვის მან შეკრიბა დიდი ძალი ჯარი და მერე მიეცა სამზადის და დიდის ნადიმის გადახდას და ყველა თავის მტრის ან ნადიმზედ მოწვევას. ეს ნადიმი თურმე ისეთის სახელოვნებით მზადდებოდა, რომ გიორგი მეფის ყველა მტრებმაც კარგად შეიტყეს, მათ ეს დიდათაც უკვირდათ.

ბერვის სამზადისის და დიდის მზადების შემდეგ მეფემ გადასწყვიტა ნადიმის გამართვა გომბორის მთის ნაწილ ცივზედ, სადაც უფრო სიამოვნებით მივიდოდნენ მისი სტუმრები, მალე გონიერმა გიორგიმ მიმართა ყველა თავის მტრებს და დაპატიჟებით დაავალა ნადიმზე მისვლა და პატვისი ცემა გიორგისა. დაპატიჟება ყველ სიამოვნებით მიიღო და დანიშნულს დღეს მართლაც ყველა დაპატიჟებულნი ეწვივნენ მეფე გიორგის. ამათშივე იყო ოსების ქურდბაცაცა ბელადიც.

გიორგიმ აქაც განიძრახა ყველას დალოლიება და სისხლ დაუღვრელად დამორჩილება, მაგრამ ყველას ლაპარაკში უარი გამოსჩნდა, ამიტომ მეფემ შეწყვიტა მათთან საუბარი და იგი სხვა საგანზედ გადავიდა, ამ დროს, მათ უკვე გადაკვრევინა ძვირფასი კახური. რაკი ეს მოხდა, გადაკრულებს რაც კი აქვნდათ გულში გიორგის წინააღმდეგ, ყველაფერი სთქვეს, ამით გიორგიმ შეიტყო მათი ბოროტების საბუთები და ისიც, რომ ისინი უსისხლოთ არასფერს დასთმობდნენ.

ამიტომ გიორგიმ იხმარა თავისი გეგმის თანახმად წადილის შესრულება და რაკი ყველა ეს მტრები ვერ დაიყოლია და არც დაყოლიების მიზეზები შეუტყო, ამიტომ მან თავის მომზადებულ კაცებს ეს თავის მტერ სტუმრები, თვით ამ დიდ სანადიმო სუფრაზედ ისე ამოაწყვეტინა, რომ იქ მათში ერთი მტერიც აღარ დარჩა, აქვე ამათში მოჰყვა ოსების ქურდბაცაცა ბელადიც.

გიორგი ბრწყინვალემ ბრწყინვალეთ და ხალხის სისხლის დაუღვრელად მოსპო თვისი მტრები და მათი სამფლობელნიც შეიერთა გაერთიანებულ საქართველოსთან სისხლ დაუღვრელათ, ამის შემდეგ გიორგი ბრწყინვალემ მიმართა ქართლში შემოსეულ ოსებს და აუწყა თვისი ბრძანება, რომ დღეის შემდეგ თქვენ ქართველთა ცარცვა, გლეჯას თავი დაანებეთო, თორემ მე არ შეგარჩენთ და დაგსჯით სასტიკათაო. ახლა ველური ოსები ამაზედ უფრ გაბრაზდენ და სთქვეს, რომ გიორგიმ ცივზედ ჩვენი ბელადი მოკლაო და ჩვენ დაწყნარებასა და დაშოშმინებას გთხოვსო, ეს ჩვენგან არ იქნება, ჩვენ სისხლის აღება ვიცითო. გიორგი ბრწყინვალემ მალე სცნო ოსების აზრები, სთქვა: რაკი საქმე ასე არის, მაშინ მე ვასწავლი მათ ჭკუასაო. გიორგი ბრწყინვალე ბრწყინველეთ შეუდგა ქართლიდამ ოსების გარეკვის სამზადის და ეს მან ერთობ მალეც დაიწყო.

მოხდა მალე ის, რომ ქართლში ოსებს კარგი დღე არ დაუდგათ, მთელის ქართლის სოფლებიდან ოსები აჰყარა, ქართველთაგან წართმეული სახლები წაართვა, ყველა ეს სახლები თავიანთ ძველ სახლის პატრონებს დაუბრუნდა, მთელი აყრილი ოსები ერთ ალაგას შეყარა. მერე მიჰყვა ქართლის დიდი ჯარით და ყველა ეს მცარცველნი ისე გადარეკა ოსეთში, რომ ქართლში ერთი ოსი აღარ დასტოვა. ამ გვარათ გიორგი ბრწყინვალემ დაამშვიდა ქართლი.

გიორგი ბრწყინვალე მარტოთ ამ გაძევებას არ ჟასჯერდა, იფიქრა: ვაი თუ კიდევ მერე შემოესიონ ქართველსაო, ამიტომ იგი ქართველის ჯარით შუა გულ ოსეთამდის მიჰყვა, იქ ჩარეკა და მასთან პირობა ჩამოართვა, რომ დღეის შემდეგ თქვენ აღარ გაბედოთ და ქართლს აღარ შემოესიოთ, თორემ მე სასტიკაც დაგსჯით. ამის პირობა ოსებმა დიდის სიხარულით მისცეს და სთქვეს, რომ დღეიდან ჩვენი ფეხი ქართლში აღარ შემოვაო. მხოლოდ ოსებმა სთხოვეს გიორგი ბრწყინვალეს, რომ ჩვენ თქვენს ბრძანებას შევასრულებთ, თქვენც ერთი სიკეთე გვიყავითო, ჩვენს ქვეყანაში, ოსებს არა გვყავს არც ხაბაზები, არც მეჩუსტე, მეწუღე, მექალამანე, არც ჭონი, არც თერძი, ფეიქარი, არა გვყავს და დალაქი და სხვაც ასეთი საჭირო ხელოსნები, ეგება გვიშველოთ თქვენა, თფილისიდამ გვიბოძოთ სა სამი კაცით თითო ხელობის, რომ მათ დაიწყონ აქ მუშაობა და ჩვენც გვექმნეს ყველა საჭირო სახმარებლიო.

გონიერმა გიორგი ბრწყინვალემ ამ დავალებას თავისებურის კეთილის თვალით შეხედა, იგი მალე ჩამოვიდა ოსეთიდან თფილისში, შეკრიბა ყველა ხელოსნები, ყველა მათ მისცა დახმარება, ულუფა და მალე გაბრუნდა ოსეთში და ყველა ეს ხელოსნებიც თან წაიყვანა, მალე ჩავიდა ოსეთში, ყველა ესენი დაამკვიდრა იქ, ამათ გაუხსნა სახელოსნოები და ამ გვარით შემოსა ტიტვილიკანა და ფეხშიშველე ოსები.

ამის შემდეგ გიორგი ბრწყინვალემ ოსებს გარდა მიმართა კავკასიის მთის სხვა და სხვა ხალხებსაც და გააცნო თვის მეფობა და ძლიერება, მათაც აუწყა და დაავალა, რომ თქვენ ზედამხედველობა იქონიეთ ოსებზედ და მათ თუ კიდევ გაბედონ ქართველებზე შემოსევა, თქვენ მათ ხელი არ შეუწყოთ. მათაც მისცეს ამის პირობა.

ამ გარემოებას ვახუშტი ასე ამოწმებს: «მერე შევიდა და შემუსრნა კავკასიასა შინა მყოფნი მოსრნა და დაიმოჩილა და მოხარკე ჰყვნა ყველა იგი დამშვიდდა ქართლი ოსტთაგან, ვინაითგან გზანი ყოველნი თვირ დაიპყრნა».

ამის შემდეგ გიორგი ბრწყინვალე ეწვია თუშ-ფშავ-ხევსურ-მოხევებს, აუწყა ოსების დამარცხება და მასთან პირობის ჩამორთმევა, რომ დღეის შემდეგ, იგინი ქართლში ფეხს ვეღარ შემოდგამენო. ამიტომაც ამ მთის ხალხს აჩუქა საკუთრებათ ყველა მათი საცხოვრებელი ადგილები, ამას გარდა მათვე დაუწერა «ძეგლის დება», და დაუმტკიცა, სხვაც ბევრი წყალობა უბოძა ამის სანაცვლოდ მათ დაავალა ის სამსახური, რომ მთელი კავკასიის გზები ეხლა მე დავიპყარი და თქვენ ამ გზებზე ყარაულები იყოლიეთ და უყურეთ, რომ ქართლში ოსები აღარ შემოიპარონ. მოხევებმა ამის ფითცი და პირობა მისცეს და მას შემდეგ გიორგი ბრწყინვალე თფილისში დაბრუნდა და მთიელებმაც ხსენებულ გზებზედ დააყენა მცველები, მის შემდეგ ანუ 1330 წ, თითქმის გავიდა ორი საუკუნე და ქართლში ერთი ოსის ფეხით აღარ შემოსულა, ერთს კაცს არ შემოუდგამს ქართლში ფეხი, არც იმერეთში და კახეთში.

ოსეთის ერის ისტორია მეტის მეტი სიბნელით არის გარემოცული. ოსებმა არც თვისი უძველესი დროის ისტოია იციან, არც შემდეგ დროის, არც საშუალო საუკუნის და არც უახლოესის საუკუნების.

ოსეთის ისტორიის შესახებ, ისევ და ისევ თუ არის დარჩენილი ისტორიული მასალები, ამას იგინი უნდა უმადლოდნენ ქართულ მემატიანეებს და საქართველოს ისტორიის წყაროებს და ამ წაყროების მწერლებს, რაც მკვიდრად და მტკიცედ არის დაცული ქართულს წიგნებსა და სიგელ-გურჯებში. აი ეხლაც, მე წარმოვადგენ ოსების საგულისხმოთ, ერთ ისტორიულ გერემოებათა აღნუსხვას, ე.ი. ოსების ჩამოსახლების მიზეზებს ქართლში, რაც არ იქმნება მეტი და მნიშვნელობას მოკლებული.

ეს ისტორიული მასალა მე მოვიპოვე 1884 წ. ქვათახევის მონასტერში მცხორებ, მღ. მონაზ. ნიკონ ჯობინაშვილის ძველს საწიგნობელში ეს აღწერა მე მოვათავსე «ოსეთის ისტორიაში», რომელ წიგნიც ცალკე მოგვეცი 1914 წ. ხოლო ამ წიგნში ეს აღწერა ვერ მოვათავსე, რადგანაც წიგნი თავდება მეცამეტე საუკუნის დამდეგს, ანუ თამარ მეფით და ეს გადმოცემა კი ეხება მეხუთმეტე საუკუნის დამლევს.

ოსები ვალდებულნი არიან ზენეობრივათ, რომ ქართველ ერს და მათს და ისტორიას ისე უნდა უცქირონ, როგორც თავიანთ თავს და ძვრიფას საუჯნეს თორემ თუ მათ ქართველი ერი გადაიმტერეს და ქართლიც აიკლეს, მაშინ მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ იგინიც ისე გაჰქრებიან საქართველოს ისტორიის ასპარეზზე, როგორც გაქრა ერთ დროს ქალაქი ჟინვალი და აქ მცხოვრებ ოსების ავკაგიანობა და ისტორიული ცნობებიც.

ნიკ. ჯობინაშვილის ხელთნაწერი განიყოფა ასე: I ნაწილში აღნუსხულია საქართველოს აოხრება მტერთაგან, ეს ნაწილი მე გამოვეცი ცალკე წიგნათ 1889 წ. მეორე ნაწილი კი ოსებს და ოსების ჩამოსახლებას შეეხება, ეს ნაწილი კი დავტოვე, არ დავბეჭდე, რადგანაც არ მაინტერესებდა, ახლა კი, როცა საჭირო გახდა, ამიტომ წარმოვადგენ როგორც ჩვენთვის საცოდნელათ ისევე ჩვენ მეზობელ მეტერთათვის.

როგორც მოწმობენ ქართველთ ისტორიის წყაროები, მეხუთმეტე საუკუნის დამლევს, ოსებს მეურნეობა ძრიელ სუსტად სცოდნიათ, თვით პურის თესვაც კი არა სცოდნიათ, მათში თურმე მარტო ქერს სთესავდნენ და ისიც როგორც მიწის მოხვნაც კი არ ყოფილა მათში წესად მიღებული, ბარითა და ნიჩბით მიწას სჩიჩქნიდნენ და ასე სთესავდნენ ქერს.

ამ გვარად მეხუთმეტე საუკუნეში, კარგად სჩანს, რომ ოსებში მარტო ქერი მოდიოდა, ამას გარდა არც პურის, არც სიმინდის და ბრინჯის ხომ სანახვობაც არ ყოფილა მთელი ოსეთის ერი ქერის ქარჯინათი იკვებებოდა. ეს იყო სულ მათი საცხოვრებელი ავლადიდება, ამიდამა ხდიდნენ ლუდს, არაყს და მით ირჩენდნენ თავს, ბაღოსნობა და ღვინის დაყენების ხომ ოსებმა სულ არაფერი იცოდნენ.

მოხდა ასეთი უბედურება, რომ ოსეთის ერთ ნაწილში და უფრო კი ქართლის მოსახღვრე ოსებში, 1580 წლიდან, ქერის მოსავალმა გამუდებით სასტიკად იკლო. ქერი თითქმის სულ აღარ მოდიოდა, ამ უბედურების მიზეზი ის იყო თურმე, რომ 1580 წ. ქერის ყანები დიდმა წვიმებმა და ნიაღვრებმა სულ წაიღო და მოსპო თურმე. მეორე წელიწადს ასევე მოსპო დიდი ქარებისაგან, მესამე წელს, თურმე იქმნა ისეთი ცხელი მზე, რომ ყანები თურმე სულ გადაიწვა, ასე და ამ გვარად გასტანა თურმე. ამ უბედურებამ, რაც ოსების ერთი ნაწილი ერისა და დიდს განსაცდელში ჩააგდო.

ოსეთში ჩამოვარდა დიდი სიმშილობა. ამ სმიშილობას, ქართელი მემატიანე ასე აღნუსხავს: «1580 წელს, ოსეთში, იქმნა სიყმილი ფრიად დიდი, მრავალნი სწყდებოდნენ სიყმილითა, ვინაიდგან ოსნი იკვებებოდნენ მდელოთი».

ბალახის ჭამამ დიდად ავნო ხალხს და მრავალი გაწყდა. იგივე მატიანე ამბობს, რომ მკვდრები დაუფლელნი დარჩნენ.

ამ გარემოებამ ოსებზე იქონია თურმე მეტად დიდი გავლენა. ამ დამშეულ ოსებმა იწყეს აქეთ იქით გარდახვეწა და დღიური ლუკმის ძებნა მათხოვრობით, ასეთის დამშეულის ოსების ერთი ნაწილიგადასახლდა შაირვანში, ერთი ნაწილი ჩერქეზეთსა და ერთი ნაწილიც გადმოსახლდა ქართლში.

გარდახვეწილნი ყველგან მიეცნენ მათხოვრობას, მაგრამ შვონით კი ზოგ ალაგას სულ ვერაფერს შოულობდნენ, მაგალითად ასეთი იყო შირვანი, ლეკეთი და ჩერქეზეთი, სადაც ოსები ბევრს ვერისფერს შოულობდნენ, შოულობდნენ იმდენს, რაც მარტო მათ ჰყოფნიდათ იქვე დღიურად და შინაურთათვის წასაღებით კი აღარა რჩებოდათ-რა, ქართლში გარდახვეწილი ოსები კი, ამ პურის და ქერის ქვეყანაში, შოულობდნენ იმდენს ქერს, პურს, სიმინდს, ლობიოს და სხვას, რაც თვითონაც ჰყოფნიდათ საზრდოთ დღიურად, და თანაც ბევრი მონაგროვი მიჰქონდათ.

ამ გვარად რაც ხანი გადიოდა, ქართლის სოფლები მათხოვარ ოსებით უფრო ივსებოდა, რაკი ოსებმა ნახეს, რომ ქართლში უფრო ადვილად ვშოულოთ პურსაო, სვხა კუთხეებში წასვლა შესწყვიტეს და მთლად ქართლისკენ იწყეს გადმოხვეწა და მათხოვრობა. საქმე ისე მოეწყო, რომ ქართლის სოფლები მალე გაივსო მათხოვარ ოსებით. ყველა სოფელში მუდამდღე ოსის რამდენიმე მათხოვარს მხარზედ გუდა ეკიდა, ხელში პარკი და დაიარებოდა და მათხოვრად.

ამ გარემოებამ საქმე იქამდის მაიყვანა, რომ ქსნისა და არაგვის ერისთავმა მათხოვარ ოსებს ჰკითხეს მიზეზები მათის სიგლახაკის და ქართლის სოფლებში ასე გამოსვლის და გლახაობის, ოსებმა აუწყეს ქართველთ ყოველვე თავიანთი ქვეყნის მოუსავლობის მიზეზები. აიღეს-დაიღეს და ეს ამბები ერისთავებმა და მაჩაბლებმა სიმონ მეფეს მოახსენეს ამ მეფემ ერისთავებს ნება მისცა ასე:

რაკი ოსები მაგისთანა გაჭირვებაში ჩავარდნილან, ამიტომ აუწყეთ მათ, რომ თუ ისურვებენ და ქართლში გადმოსახლდებიან, მაშინ თქვენ მიიღეთ იგინი ხიზნებად და თქვენს მამულზე დაასახლეთ, ერისთავებმა სიმონ მეფის ნებართვა და წადილი გაჭირვებულ ოსებს მალე აუწყეს. ასეთი ამბავი ოსებს დიდად გაეხარდათ ამათ მალე თანხმობა და მადლობა გაუცხადეს ქართველთ და ამის შემდეგ მათ მართლაც იწყეს ქართლში გადმოსახლება, ასე და ამგვარად, საქმე ისე მოეწყო, რომ მეხუთმეტე საუკუნის ბოლოს, ან მეთექვსმეტე საუკ. დამდეგს, ქართლში უკვე იმდენი ოსი იყო, რომ თითქმის კაცი მათ ყოველს სოფელში ნახავდი.

ამგვარად, ოსების ჩამოსახლებას ქართლში ხელი შეუწყო დიად სიმონ მეფის ბრძანებამ. ამ დროს ოსები დასახლებულ იქმნენ ქსნის ერისთავის მამულზე, არაგვის ერისთავის, მაჩაბლის, ფალავანდიშვილის, ფურცელაძეების და ზოგიც სხვა თავად-აზნაურების მიწაზე, სადაც ოსები დღემდე მოსახლეობენ.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სამწუხაროდ, ოსების გადმოსახლების დროს, ქართლში, თან სულ არასფერი მოჰქონდათ და თითქმის სულ ცარიელ-ტარიელები მოდიოდნენ: ფეხშიშველი, ტანშიშველიც კი, თავშიშველი, ერთი სიტყვით ყველა ოსი იყო ჩავარდნილი წყალ-წაღებულს მდგომარეობაში.

გადმოსახლებულ ოსებს არ ჰქონდათ ლოგინი, ტანსაცმელი, ბარგი, ჭურჭელი, არ ჰყავდათ საქონელი და ფრინველი. დღიური პურის ლუკმაც კი არ გააჩნდათ თურმე. ოსებმა მიმართეს სიმონ მეფეს და დახმარება სთხოვეს. ამ მეფემ ინება და ქართველთ თავადაზნაურებს დაავალა ოსების დახმარების მიცემა. ამ დროს, ოსებს დაეხმარა ის გარემოება, რომ სიმონ მეფემ ქალაქი გორი ოსმალებს წართვა და ამიტომ უფრო ინებეს ოსების დახმარება. ოსებს ქართლის თავად-აზნაურებმა აი როგორც და რითი დაუწყეს დახმარების აღმოჩენა.

გადმოსულ ოსებს მიუჩინეს სახლის გასაკეთებელი ალაგი, სახლისთვის ასაშენებელი ხე-ტყე და სხვა მასალაც. საქმე ისე მოეწყო, რომ მოკლე დროის განმვლობაში, ოსების გადმოხვეწილებს ყველას გაუკეთდა თავის საკუთარი ქოხები, რადგანაც ოსებს არა ჰქონდათ დღიური საზრდო, ამიტომ ეს საზრდო მათ მისცეს ქართლის თავად აზნაურება, არ ჰქონდათ სათესათ ქუერი და პური, ესეც მისცეს თავად აზნაურებმა, რომელთა მამულებზედაც ოსები ხიზნად დასახლდნენ, არ ჰქონდათ ბარი, ნიჩაბი და სხვა იარაღი, ესეც ქართველებმა მისცეს.

მაგრამ საქმე მარტო ასეთის დახმარებით არ გათავდა, ასეთ დიდს დახმარებას გარდა ოსებისათვის საჭირო იყო სხვა დახმარების აღმოჩენაც, რაც თავს იდვა ქართლის გლეხობამ.

ზოგ გლეხ კაცის ოჯახმა ოსებს აჩუქა ტანთსაცმელი, ზოგმა ლოგინი, ზოზმა ფარგადი, ზოგმა ჭილობი და სხვა ასათებიც.

ზოგმა მისცა ჯამ-ჭურჭელი, ზოგმა კოკები, ლიტრები, ქვაები და ასეთი საჭიროვბანი.

ქართლის გლეხები დაეხმარნენ ოსებს აგრედვე შინაური საქონლით და ფრინველით. ზოგმა ქათაი აჩუქა, ზოგმა ბატი, იხვი, ინდოური, ზოგმა ცხენი, ზოგმა ძროხა, ხარ კამეჩი, თხა, ცხვარი და სხვაც კიდევ ასეთნი.

ზოგმა ამბა აჩუქა ნართი, სოფლის ფეიქრაიც დაჰპირდა მუქთათ მოქსოვას ასეთის დახმარებით, ქართველებმა ოსები ფეხზე დააყენეს, ასე და ამ გვარით, ქართლის სოფლებში მოშენდა და შეიქმნა ოსთა გლეხთა მოსახლეობა. ეს აღორძინების ხანა უწევს მე-16 საუკუ. დამგედს. ასეთის დახმარებით ოსები მოშენდნენ და სოფლებში ფეხი გაიმაგრეს.

ოსები რომელნიც ქართველებთან კარგად მიეცნენ ცხოვრებას და ამათ მალე დამსახურეს ქართველთ სიყვარული და თანაგრძნობათ. ამიტომ ქართლის გლეხები ოსებს ეხმარებოდნენ ყანაში მუშაობისთაც. მალე საქმე ისე მოეწყო, რომ ოსებმა ქართლის გლეხებისაგან ისწავლეს პურის და მის მოყვანაც, ისწავლეს მებაღებაც კი, ნამეტურ ვაზის გამრავლება და ღვინის დაწურვაც, რასაც ოსები თვითაც ერთობ კარგად ეწყობოდნენ.

მოხდა ის, რომ ოსეთის დამშეული გლეხ-კაცობა, ქართლის სოფლებში კარგად მოშენდა, ფეხიც და წელიც გაიმაგრა ამით საქმე ისე მოეწყო და ისე მოღონიერდნენ, რომ ზოგი მათში ოჯახის შვილათაც კი გახდა, ამიტომ ამათ გულში მიეცათ შიში თავიანთ ხიზნურ ცხოვრების: ვაი თუ ოდესმე ჩვენმა მემამულეებმა აღარ დაგვაყენონ ამ მამულებზე და აყრა დავგიპირონ, მაშინ სადღა წავიდეთ. ამიტომ ოსებმა ითათბირეს და ერთმანეთში დაადგინეს ასე, რომ მივმართოთ ჩვენს მემამულეებს და ვსთხოვოთ, რომ ეგები მათ გვიყმონ ჩვენაო. რაკი ჩვენი მყობა მოხდება, მაშინ აყრის შიში აღარ გვექნებაო.

ამიტომაც ოსებმა მიმართეს ქართლის თავადებს და სთხოვეს გვიყმეთო, თ.-აზ-ბმა უარი უთხრა: თქვენი ყმობა არგვინდა, თქვენთვის იყავით, იცხოვრეთ, თქვენ ჩვენს ქვაყანაში ბუზსაც ვერავინ აგიფრენთ, ასე ელაპარაკებოდნენ ქართველ მებატონენი, მაგრამ ოსები მაინც თავიანთსას სჩადიოდნენ და ევედრებოდნენ ყმობას.

ბევრის დავალებით მობეზრდნენ ქართველ თავად-აზნაურები და ოსებს განუცხადეს თანხმობა, ამის შემდეგ მათი ყმობაც მოხდა, ესე და ამ გვარად, ოსები ქართველ მებატონეებს ეყმნენ მე-16 საუკუნის დამლევს და მას შემდეგ მართლაც ოსები ქართლის სოფლებში სხცოვრობენ უვნებლად, მას შემდეგ რაც ესენი ქართველ მებატონეებს ეყმნენ, იგინი ამის გამო, ქართველ გლეხებს უფრო დაუახლოვდნენ.

დაახლოვება ისე მოიმართა, რომ მათში მალე ნათესავობაც დაიწყო, ერთმანეთში ქალების მითხოვება, გახშირდა ნათელ-მირონობა, მეჯვარეობა და სვხაც ბევრი ამ გვარები, რაც ამ ორს ერს მარტივად აკავშირებდა ერთმანეთან და მასთან მათთი ურთიერთისადმი სიყვრულის სხივებიც არსდებოდა. ქართველთა და ოსთა კავშირი ისე განმტკიცდა, ისე შეიყვარეს ერთმანეთი, რომ მას შემდეგ, ამდენი ხნის განმავლობაში, ერთი მაგალითი არ მომხდარა, რომ ოსებს, ან ქართელებს ერთმანეთისათვის ეღალატნოთ და რამე ბოროტება ჩაედინოთ. ასეთი ბოროტება ძველად ოსთა და ქართველთ შორის აბმათაც არ გაგონილა, ნაცვლად მტრობის, ოსები ქართლში გადმოსახლების შემდეგ, ქართველებთან ყოველთვის ერთად იყვნენ და ერთად იბრძოდნენ, ბრძოლის დროს არას დროს არ უღალატნიათ, უკან არ დამდგარან.

ამიტომ უფრო გვწყინს ეს ბოროტებმა, ამ გარემოებას ჩვენ ვსთვლით დიდს ცოდვად და ოსების მთელის ისტორიული ღირსების შეგნებად, ეს ბოროტება ოსებისაგან ნაქნარია საქართველოს მტრების ჩაგონებით, რომელთაც ქართული რესპუბლიკური მთავრობის სისხლი სწყურიათ და რესპუბლიკის დამხობას ელტვიან. ამას ვფიქრობთ ჩვენ და ეს ასეც უნდა გახლდეთ. მხოლოთ ოსებს კი არ ეკადრებათ ქართველების მტრობა და შეძულება, ამას იგინი სასტიკად უნდა ერიდებოდნენ, რადგანაც ქართველთა შეგინება იქნება მათ მამა-პაპათა საფლავების შეგინება.

ასეთ შეგინებას ოსები უნდა მოერიდონ. მასთანვე მათ აუცილებლად უნდა გასცენ ის ბოროტი პირები, რომელთაც იგინი შეაგულიანეს, გააბრიყვეს და თავიანთ მეზობელ ქვართველ ერის წინააღმდეგ ხელში ხმალი ააღებინეს. ოსებს თუ ადამიანური ნამუსი და სირცხვილი სულ არ დაუკარგავთ, მაშინ მათ ჩვენი და მათი მტრები უსათუოდ უნდა გამოაშკარავონ. ეს გამოაშკარავება იქნება ის, რომ იგინი ჩვენი ამაგის დაწიხვლასთავს დაანებებენ, ჩვენს პურმარილს და სიკეთეს არ დაივიწყებენ, მასთან არც თვის მამა-პაპათა ღირსებას შეაგინებენ.

ძველ დროს და საშუალო საუკუნეთა ამბებს ჩვენ არ შევეხებით, მოვიყვანთ მხოლოდ უახლოეს საკუნეთა დროის ამბებს და იმედია რომ ესეც ეყოფათ ოსებს იმის საფუძვლად, რომ დღეის შემდეგ მაინც აღარ აჰყვნენ თვის დამღუპველს და საქართველოს რესპუბლიკური მთავრობის მტერებს.

იქ სადაც მათ მამა-პაპებს ამაგი და სამსახური მიუძღვით, იმათ სისხლით დაცულს მამულზე, ოსებს ღალატი და ქართველების სისხლის ღვრა არაას დროს ეპატიებათ, ამას მათ არ აპატიებს თვით მათი ძველის დროის მამა-პაპანი და ის საერთო ამაგი, რაც კი ოსთა წინაპრებს საქართველოს სასარგელოდ ჩაუდენიათ ხოლმე.

1496 წ. შაჰ-ისმაილი ტფილისში ქართველებმა დაამხეს და გააძევეს, ამ ომში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას.

1536 წ. შაჰ-თამაზი საქართველოდან ქართველებმა განდევნეს, ტფილისის განთავისუფლებაში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას.

1556 წ. სულთან სულეიმანი ქართველებმა დამხეს და გააძევეს საქართველოდან ოსმალთა ჯარი, ამ ომში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას.

1562 წ. გიორგი მეფემ ოსმალოებზე გაიმარჯვა, ამ გამარჯვებაში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას.

1578 წ. ოსმალეთმა აოხრა ქართლი და ოსეთიც, მერე ქართველებმა სძლიეს, ოსეთიდან გამორეკეს და გარეკეს, ამ ბრძოლაში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას.

1583 წ. სიმონ მეფემ გორი აიღო, ოსმალნი განდევნა, დამონებული ოსეთი სულ გააანთავისუფლა, ამ ომში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას.

1617 წ. შაჰაბაზმა კახეთი აიკლო, ამ აკლების დროს ოსეთიდან ოსები ჩამოვიდნენ და ფიცი მისცეს კახელებს და მის შემდეგ მტერს ერთად ებრძოლეს.

1634 წ. ოსებიშეუერთდნენ ქართველებს და ყიზილბაშთა წინააღმდეგ სასტიკად იბრძოლეს. ყიზილბაშნი ტფილისიდან სულ გარეკეს.

1640 წ. თეიმურაზ კახთა მეფემ ოსეთში შეაფარა თავი, ოსებში ამ დროს, მან შეადგინა ოსთა ძეთა დასი და მათ მიუჩინა წერა-კითხვის მასწავლებელნი, რომელთაც ოსეთში დახსნეს სკოლები.

1690 წ. არჩილ მეფემ ოსებში შეაფარა თავი, ოსთა მოწინავე პირნი შეჰყარა და მათ უქადაგა სწავლა-განათლების მნიშვნელობა და თვალის გახილება. ოსებმა თანხმობა განუცხადეს. მერე არჩილ მეფემ რამდენიმე ოსი რუსეთში გაიყოლა და 1706 წ. მოსკოვში მათ გააცნო რუსული სასტამბო საქმეები და მასთანვე მათ აჩვენა ახლად ჩამოსხმული ქართული ასოების ყალიბები. ოსებს ქართული საბეჭდი ასოების ნახვა დიდად მოეწონათ.

ეს ამბებიც საკმარისია იმისათვის, რომ ვიცოდეთ ის ჭეშმარიტება და ისტორიული პირობები, თუ ძველად ქართველთა და ოსებს როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთში და დღეს კი ამ მეოცე საუკუნეში, როცა მოვესწარით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დაარსებას, რას სჩადიან და რა ლაფით სვრიან დიდს ისტორიულ წარსულსა და ქართველების ამაგს.





პასუხისმგებელი გამოცემაზე: ე. ნადარეიშვილი

გამოცემის ტექნიკური ხელმძღვანელი: რ. კოხრეიძე





გამომცემლობა «ხელოვნება», 1990

თბილისი, დავით აღმაშენებლის პრ. 179.

1990

* * *
აი ეს კი ერთ-ერთი ოსი ისტორიკოსის ნაშრომი ,,სამხრეთ ოსეთის" და ოსი ხალხის ყოფის შესახებ საქართველოში!
საინტერესოა მართლა ამბობს თუ არა ქართლის ცხოვრება ოსებზე იმას რასაც ამბობს ეს ბატონი თუ არა?




-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

В связи с известными событиями в Южной Осетии, в последние годы резко возрос интерес к истории южных осетин. Осетинская тема, то усиливаясь, то ослабевая, практически не сходит со страниц прессы и экрана телевидения Грузии. Выступают историки и языковеды, писатели и публицисты, просто любители и даже спортсмены. В центре этих выступлений - история формирования Южной Осетии, этническая и политическая история осетинского народа в целом. О наличии в Грузии стольких специалистов по истории осетинского народа вряд ли кто-нибудь до этого даже догадывался.
Ни одно из этих выступлений фактически не обходится без того, чтобы само упоминание Южной Осетии не сопровождалось эпитетом «так называемая». Это определение, ставшее чуть ли не атрибутом хорошего тона при рассмотрении югоосетинской проблемы, видимо, должно, по мысли таких авторов, подчеркнуть как иллюзорность самого понятия Южной Осетии, так и стоящую за ним реальность. Грузинские ученые утверждают и пытаются доказать, что само это название появилось якобы лишь в 1922 г. в связи с образование
basa-ttt
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 31310
წევრი No.: 27414
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 8 Sep 2007, 19:58  #6606120      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აი რა ვნახე ერთ - ერთ საიტზე

http://compatriot.su/news/31942.html
რა მოხდა სამაჩაბლოში 20-იან წლებში?
ეს მართალია?

После распада Российской империи Грузия 26 мая 1918 года, провозгласила свою независимость и сразу же предъявила претензии на Южную Осетию. К этому времени в Южной Осетии начал функционировать легитимно избранный Национальный Совет, первый съезд которого состоялся 6-9 июня 1917 года в поселке Джава. Национальный Совет Южной Осетии, состоявший из представителей различных политических направлений (эсеры, анархисты, меньшевики, большевики и др.), в своем постановлении по национальному вопросу высказался за предоставление южным осетинам „права свободного самоопределения“. С этого времени меньшевистская Грузия берет курс на вооруженное подавление любых попыток южных осетин к этнической самоидентификации и политическому самоопределению.

Летом 1920 года начались вооруженные выступления южных осетин за национальное самоопределение. Разгромив меньшевистские отряды, восставшие 8 июня 1920 года заняли Цхинвал. В изданном по этому поводу приказе Ревкома Южной Осетии говорилось о провозглашении Советской власти в Южной Осетии — „от Они до Душета“ и „присоединении к Советской России“. Провозглашение Советской власти в Южной Осетии послужило для грузинских властей формальным поводом к началу широкомасштабного вооруженного вторжения в Южную Осетию и физическому истреблению осетин, хотя подготовка к этому велась давно. Еще с 1918 года меньшевистское руководство Грузии и грузинские СМИ вели открытую травлю осетин, которых объявляли „разбойниками“, „анархистами“, „виновниками всех бед Грузии“. Один из руководителей грузинских карательных отрядов, орудовавших в Южной Осетии в 1918-1919 гг., полковник Казишвили на митинге в с.Эред говорил: „Россия вот уже 118 лет как покорила и лишила Грузию свободы. Это столетнее мучение и терзание Грузия перенесла по вине осетин“. Тот же Казишвили в другом месте заявил: „Я — диктатор, и имею право убивать в день 12 человек“. Грузинская пресса работала на идеологическое обеспечение поддержки широкими общественными массами репрессий против осетин. „Демократическое“ правительство выпустило обращение „к грузинским воинам-защитникам родного очага“, где призывало „не щадить изменников, ядовитых змей с их детенышами, которые должны быть уничтожены. Этого требует благоденствие грузинского народа. Твердая воля всего грузинского народа и непреклонное решение эго правительства железной метлой очистить и вымести гнезда измены и раскаленным железом удалить с нашего национального тела гнойники и нарывы, которые угрожают всему организму отравлением и гибелью“, (газета „Эртоба“, 20 июня 1920 г.).

7 июня 1920 года начальник грузинской карательной экспедиции полковник Чхеидзе испросил разрешения грузинского правительства сжечь села Южной Осетии. Начиная с 17 июня 1920 года, грузинские войска огнем и мечом прошли по всей Южной Осетии. Практически все села Южной Осетии были сожжены и разорены, массы осетинского населения, в основном женщины, дети, старики подверглись резне. В г. Цхинвал на Осетинской улице, обходя дома осетин подряд, грузинские меньшевики истребили все мужское население. Ф.И. Махарадзе писал об этих же событиях следующее: „Мы не будем здесь останавливаться на описании тех ужасов и дикостей, которые были совершены меньшевистскими войсками и гвардией под начальством палача Джугели над населением Юго-Осетии. Они не делали различия между старыми и молодыми, женщинами и мужчинами, вооруженными и безоружными. Меньшевистские палачи вели себя как звери и дикари. Они убивали всех без разбора, разрушали, жгли все на своем пути“. „Грузинские меньшевики поставили себе целью совершенное уничтожение Юго-Осетии, и цель эту они почти достигли. Дальше этого идти было невозможно“. И далее: „вне всякого сомнения, что в данном случае имели место националистические и шовинистические тенденции грузинских меньшевиков и та ненависть, которую эти господа обыкновенно проявляли по отношению ко всем национальным меньшинствам, жившим в пределах Грузии“. Оставшиеся в живых южные осетины были вынуждены спасаться бегством в Северную Осетию. Через труднопроходимые горные перевалы в Северную Осетию бежало более 50 тысяч человек (или 75% населения Южной Осетии), значительная часть которых погибла от голода, холода, тифа и холеры.

17 мая 1920 года была создана грузинская правительственная комиссия, которая занималась изгнанием уцелевших осетин и разделением их имущества между грузинскими переселенцами из разных районов Грузии, в основном из Душетского и Казбекского районов. Таким образом, власти Грузии привели в 1920 году в исполнение свою заветную мечту об уничтожении негрузинского национального элемента. Это была государственная политика. Правительственная газета „Эртоба“ писала: „Наша республика выселяет осетин туда, куда они стремились — в социалистический рай“.

Потери и убытки Южной Осетии при разгроме ее меньшевиками в 1920 году выразились в следующих цифрах:

1. Убито: мужчин — 387, женщин — 172, детей — 110. Итого 669 душ.

2. Умерло во время бегства и эмиграции: мужчин — 1206, женщин — 1203, детей — 1734. Итого 4143 душ.

Всего погибло 4812 человек (по другим данным — 5279 человек)

3. Изнасиловано женщин — 62 случая.

4. Сожжено — 4227 жилых и хозяйственных построек на сумму — 1268034 руб.

5. Увезено вещей и инвентаря из 1268 домов на сумму — 190200 руб.

6. Сожжено общественных зданий (школ и др.) — 30 на сумму — 15000 руб.

7. Угнано крупного рогатого скота 19764 головы на сумму — 988200 руб., мелкого скота — 46428 голов на сумму — 234140 руб.

8. Пропало крупного рогатого скота 4077 голов на сумму — 234140 руб., мелкого рогатого скота на сумму — 32653 руб.

9. Продано за бесценок крупного рогатого скота 6527 голов на сумму — 177100 руб., мелкого — 6263 голов на сумму — 31315 руб.

10. Погиб урожай в 1920 году на сумму — 167706 руб.

Всего понесено убытков в сумму — 3317506 руб.

Количество погибших осетин в 1920 году составило 6-8% от всего населения Южной Осетии.

Только в 1921 году после установления Советской власти осетины, изгнанные Грузией, получили возможность вернуться на свои пепелища. Часть южных осетин осела тогда же в разных местах северной Осетии, составив отдельные села. Зверства грузинских меньшевиков в отношении мирного населения Южной Осетии никого не оставили равнодушными. Ф.И. Махарадзе пишет: „Меньшевики в отношении крестьян Юго-Осетии допустили такое преступление, подобного которому не совершало еще никогда ни одно реакционное правительство“. Юго-Осетинский областной Совет народных депутатов на своей сессии от 20 сентября 1990 года охарактеризовал события 1920 года в Юго-Осетии как геноцид осетинского народа.

Геноцид, учиненный властями Грузинской Республики в Южной Осетии в 1920 году, получил яркое отражение в осетинской художественной литературе. Трагическая судьба народа, ограбленного и изгнанного с родной земли, превращенной в пепелище, вошла скорбной повестью в творчество классиков осетинской литературы Арсена Коцоева, Цомака Гадиева, Чермена Беджизати, Созруко Кулаева, Кудзага Дзесова. Произведения этих писателей являются показаниями очевидцев (Арсен Коцоев и Цомак Гадиев) и прямых участников трагических событий кровавого 1920 года — года первого геноцида южных осетин, которым грузинские, фашиствующие уже тогда власти навязали истребительную войну.

http://cominf.iryston.net/history.html

This post has been edited by basa-ttt on 8 Sep 2007, 20:00


--------------------
საყდრისი საქართველოა - საქართველოს ვერ მოკლავთ!

უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში...

"რევოლუციას ჯობია ევოლუცია, მაგრამ როცა არაა ევოლუცია, სწორედ მაშინ ხდება რევოლუცია."

"კარი გაუღე ცვლილებებს, მაგრამ მათ ნაცვლად ღირებულებებს ნუ დათმობთ." (დალაი ლამა)
ფაშისტი
Пещерный человек


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5135
წევრი No.: 25871
რეგისტრ.: 20-November 06

გამოგზავნილია: 8 Sep 2007, 20:06  #6606176      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სუჯაშვილი ოსური გვარია? არადა ყაზბეგიდან არიან ...


--------------------
Важно не то, что сделали из меня, а то, что я сам сделал из того, что сделали из меня - Жан-Поль Сартр

basa-ttt
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 31310
წევრი No.: 27414
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 8 Sep 2007, 20:17  #6606248      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მაინტერესებს,
მართლა ჰქონდა თუ არა ადგილი ამ მოვლენებს?
მართლა ხოცავდნენ ოსებს?
ვერ დავიჯერებ, რომ ოსები გულხელ დაკრეფილები იჯდნენ და ქართველები არ იღუპებოდნენ.
არწივი9
სამაგალითო ქართველი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 47271
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 8 Sep 2007, 22:39  #6607359      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
basa-ttt
QUOTE
მართლა ხოცავდნენ ოსებს?

იმედი მაქვს რომ კი

QUOTE
Трагическая судьба народа, ограбленного и изгнанного с родной земли

gigi.gif


--------------------
რაციონალიზმი ჩვენს ცხოვრებას ხდის სასარგებლოდ, ირაციონალიზმი კი საინტერესოდ

ამქვეყნად ყველაფერი იცვლება და მხოლოდ ცვალებადობაა მუდმივი (!)

კვანტური მექანიკა ესაა მეცნიერება კვანტის გამოდების შესახებ ;)
EDENA
baby shake ya ass


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3076
წევრი No.: 32569
რეგისტრ.: 6-April 07

გამოგზავნილია: 8 Sep 2007, 23:16  #6607799      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
basa-ttt
QUOTE
მართლა ხოცავდნენ ოსებს?

რომ დაეხოცათ, ახლა ამდენს არ იბლატავებდნენ ირისთონელები!


--------------------
http://www.youtube.com/watch?v=OlWHALHCcXo
ფარსმანი
__________________________


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10725
წევრი No.: 10213
რეგისტრ.: 16-May 05

გამოგზავნილია: 8 Sep 2007, 23:18  #6607824      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ოსების გენოციდი

სისულელეა


--------------------
Time
არწივი9
სამაგალითო ქართველი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 47271
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 8 Sep 2007, 23:21  #6607860      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
ფარსმანი
QUOTE
სისულელეა

სამწუხაროდ
basa-ttt
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 31310
წევრი No.: 27414
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 8 Sep 2007, 23:48  #6608160      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იქ კონკრეტული გვარებია დასახელებული - შეიძლება რაღაც მაგდაგვარი მართლა იყო...
ნუ ბევრი რამ რომ სისულელე წერია - ეგ გასაგებია...
არწივი9
სამაგალითო ქართველი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 47271
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 8 Sep 2007, 23:51  #6608187      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
basa-ttt
QUOTE
შეიძლება რაღაც მაგდაგვარი მართლა იყო...

შეიძლება რას ქვია? იყო კიდეც (ალბათ) და უნდა ყოფილიყო კიდეც-შენი მიწის მიმტაცებელს დაუნდობლად უნდა გაუსწორდე!
აღასპერი
постиндустриальный парень


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16272
წევრი No.: 26838
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 8 Sep 2007, 23:55  #6608233      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
არწივი9
ძალიან გთხოვ, ეგ უკვე ნაციზმია spy.gif


თემას რაც შეეხება, არ მგონია, ეგ მართალი იყოს, უფრო მეტიც, გაზვიადებული და ლეგენდარული ფაქტები მაგ რეგიონზე ბოლო დროს მომრავლდა, არადა ადგილზე რეალობა სულ სხვაა.

არ არიან ეგენი ჩვენი მოსისხლე მტრები.

ოსი ხალხი არაა ზიზღით ჩვენ მიმართ, მხოლოდ კოკოითი და მისი ამალა არაა ოსეთი...


--------------------


აღასპერი - ჩემი ოჯახის მოდერატორი © Fall_For_You
>
-
www.zur.ge
არწივი9
სამაგალითო ქართველი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 47271
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 8 Sep 2007, 23:58  #6608276      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
აღასპერი
QUOTE
ძალიან გთხოვ, ეგ უკვე ნაციზმია

სისხლი სისხლის წილ! აი ჩემი დევიზი პოლიტიკაში! დაინდობ იმას ვინც დანდობის ღირსი არაა? გადაგივლიან ზედ! მე კი მირჩევნია ჩვენ გადავუაროთ........... yes.gif

QUOTE
არ არიან ეგენი ჩვენი მოსისხლე მტრები.

მოსისხლე არ ვიცი და მტრები არიან yes.gif
აღასპერი
постиндустриальный парень


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16272
წევრი No.: 26838
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 9 Sep 2007, 00:07  #6608375      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
არწივი9
QUOTE
სისხლი სისხლის წილ!

აი, სისხლის გარეშე თუ არ მოგვარდეს ყველაფერი (თუ მოგვარდება) და ნახავbiggrin.gif

არა, ეს ისე არ გაიგო, რომ ამ მთავრობის მახვილგონიერების მწამს, არა, ასეა თუ ისე, ბევრ ინფორმაციას ვფლობ სამაჩაბლოში მიმდინარე მოვლენებზე და ეს მაძლევს ამისი თქმის საფუძველს.

QUOTE
მოსისხლე არ ვიცი და მტრები არიან

არ არიან მტრები, შეიძლება არაა სასიამოვნო არც ერთი ქართველისთვის, რომ ჩვენს მხარეში სხვა ნაცია ცხოვრობს, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს იმის მიზეზი, რომ დახჭამოთ ერთმანეთი. ბევრია იქ შერეულო ოჯახები, ოსების და ქართველების ძალიან დიდ ნაწილს გადასარევი თუ არა, კარგი ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან და ამ არეულობით ორივე მხარე ერთნაირად ზარალდება.

რაც მე ოსებისგან მოვისმინე, დამიჯერე, ძალიან სასაცილოა და არ შეესაბამება იმ ინფორმაციას, რაც ზოგადად, მედიის და პოლიტიკოსების მეშვეობით ვიცით.

და არც ჩვენი სამართალდამცავები თუ ვიღაცები არიან ფრთაშესხმული ანგელოზები.

პრობლემა რუსეთი და კოკოითია, გაცილებით მძიმე მძიმე მდგომარეობა კი აფხაზებთან გვაქვს, მათზე იგივეს ვერ ვიტყვი, რასაც ოსებზე. ასე რომ... მათთვის შემოვინახოთ ძალებიbiggrin.gif
არწივი9
სამაგალითო ქართველი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 47271
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 9 Sep 2007, 00:09  #6608406      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
აღასპერი
QUOTE
აი, სისხლის გარეშე თუ არ მოგვარდეს ყველაფერი (თუ მოგვარდება) და ნახავ

არა მგონია

QUOTE
არ არიან მტრები, შეიძლება არაა სასიამოვნო არც ერთი ქართველისთვის, რომ ჩვენს მხარეში სხვა ნაცია ცხოვრობს

მაგაზე კი არაა საუბარი არამედ იმაზე რომ გუშინწინ მოთრეული ხალხი შენს მიწას გტაცებს და თან ნამდვილად ჰგონია რომ ეს მისი, ყოველთვის მაწანწალა და მომთაბარე ხალხის მიწაა
niiinuza
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 526
წევრი No.: 29930
რეგისტრ.: 14-February 07

გამოგზავნილია: 9 Sep 2007, 00:16  #6608497      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რაც მანდ წერია სამწუხაროდ როგორც მე მაქვს ინფორმაცია მართალია. sad.gif უარესებიც ხდებოდა, უბრალოდ ყველაფერი არ არის აღბეჭდილი. sad.gif


QUOTE
მაგაზე კი არაა საუბარი არამედ იმაზე რომ გუშინწინ მოთრეული ხალხი შენს მიწას გტაცებს და თან ნამდვილად ჰგონია რომ ეს მისი, ყოველთვის მაწანწალა და მომთაბარე ხალხის მიწაა 


არავინ არავის არაფერს ართმევს, უბრალოდ აქ თუ ვისმეს რამე ესმის, და გაეგება, ყველაფერში პოლიტიკაა დამნაშავე.



და საერთოდ პოლიტიკა იმდენად ბინძური თამაშია, რომ ეგ საკითხი არც ჩემი და არც არავის გასარჩევი არ არის.




This post has been edited by niiinuza on 9 Sep 2007, 00:21
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (19) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0408 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]