Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კლასიკური მუსიკა > გამაჟრიალებელი და სულში ჩამწვდომი ფრაგმენტები


Posted by: agnusweisen 28 Mar 2013, 02:08
აი, ხომ არის ისეთი მომენტები, როცა ნაწარმოების ერთ პატარა ფრაგმენტზე მთელ სხეულში გაგაჟრიალებს და თითქოს მთელი გულით შეიგრძნობ იმ მომენტის გენიალურობას და ამით ბედნიერი ხარ.

ეს ერთ-ერთი მასეთი ფრაგმენტია:

Posted by: agnusweisen 28 Mar 2013, 03:04
გულის ამაჩუყებელი მომენტი სიმფონიიდან, რომლის მოსმენის შემდეგაც - გემოვნებიანი ადამიანი გულგრილი ვერ დარჩება. user.gif

Posted by: Lanius 28 Mar 2013, 04:10
QUOTE (agnusweisen @ 28 Mar 2013, 03:04 )
გულის ამაჩუყებელი მომენტი სიმფონიიდან, რომლის მოსმენის შემდეგაც - გემოვნებიანი ადამიანი გულგრილი ვერ დარჩება. user.gif


საიდან არის ? რალამაზია user.gif
ფანტასტიკურია up.gif

Posted by: agnusweisen 28 Mar 2013, 06:21
Lanius
კალინიკოვის პირველი სიმფონიის პირველი ნაწილიდანაა. smile.gif
ამ სიმფონიას უგრანდიოზულესი დასასრული აქვს. ახლაც მაჟრიალებს, ლითონის ჩასაბერი საკრავების გამაოგნებელ ხმას რომ ვუსმენ. biggrin.gif
ცოტა დამუღამება უნდა, ეგრევე შეიძლება არ მოგეწონოთ.

Posted by: Lanius 28 Mar 2013, 07:35
agnusweisen
გაიხარე, აუცილებლად მოვუსმენ.
შენი დადებული მონაკვეთი ორმოცდაათჯერ დავატრიალე უკვე biggrin.gif
QUOTE
ამ სიმფონიას უგრანდიოზულესი დასასრული აქვს. ახლაც მაჟრიალებს, ლითონის ჩასაბერი საკრავების გამაოგნებელ ხმას რომ ვუსმენ.
ცოტა დამუღამება უნდა, ეგრევე შეიძლება არ მოგეწონოთ.

ოჰო, ეგეც მაგარია, რუსი კომპოზიტორია ?
გენიალურია, მხეცია, სულ ჯანებში წავიდა up.gif
თემასთან არაფერშუაშია და ამ ბოლო დროს სკრიაბინზე გავაფანატე, ვერავის ვერ დავამუღამებინე ჩემს გარშემო biggrin.gif
არადა ტიპს ჰიპერსტრანნი მუსიკა აქვს კარგი გაგებით user.gif

Posted by: agnusweisen 28 Mar 2013, 16:08
Lanius
QUOTE
ოჰო, ეგეც მაგარია, რუსი კომპოზიტორია ?

კი, რუსია. ადრე გარდაიცვალა და ძალიან ცოტა ნაწარმოების დაწერა მოასწრო. პირველი სიმფონია - კალინიკოვის საუკეთესო ნამუშევრად ითვლება, მეორეც - საკმაოდ აღიარებულია.
QUOTE
თემასთან არაფერშუაშია და ამ ბოლო დროს სკრიაბინზე გავაფანატე, ვერავის ვერ დავამუღამებინე ჩემს გარშემო biggrin.gif
არადა ტიპს ჰიპერსტრანნი მუსიკა აქვს კარგი გაგებით user.gif

სკრიაბინი ცოტა რთული კომპოზიტორია, შოპენსა და მენდელსონს გაეცნონ ჯერ. biggrin.gif

ეს კი - ჩემი საყვარელი ფრაგმენტები კალინიკოვის მეორე სიმფონიიდან:




Posted by: djbachi 28 Mar 2013, 16:23
Lanius
აგერ ვარ


სკრიაბინის "დამუღამება" ვერ ხერხდება თუ შესაბამისი ფსიქო-ემოციური განწყობა არ გაქვს.(ძაან ჩავახუჭუჭე მარა მაინც)

Posted by: agnusweisen 28 Mar 2013, 16:36
djbachi
როგორ ხარ? სად დაიკარგე? biggrin.gif

მენდელსონის სიმფონიის დასასრულის მოსმენაზე - ისე აღვფრთოვანდებოდი ხოლმე, რომ ცაში გაფრენა მინდებოდა. user.gif


ვებერის საკლარნეტო მუსიკას კი არაფერი შეედრება. მთელი ნაწარმოების განმავლობაში გრძნობ, რომ დასასრული რაღაც ზეგენიალურობამდე უნდა მივიდეს და ასეც ხდება.

Posted by: Stavrogin 29 Mar 2013, 03:44
როგორ მოვჭრა და სად ავტვირთო მასწავლეთ რა mo.gif

Posted by: gogoshvili94 29 Mar 2013, 14:09



დასასრული აქვს უძლიერესი პირველ ნაწილს love.gif

Posted by: agnusweisen 29 Mar 2013, 23:25
Stavrogin
QUOTE
როგორ მოვჭრა და სად ავტვირთო მასწავლეთ რა mo.gif

აქ დაჭერი - http://www.mp3cut.ru/
და აქ ატვირთე - https://soundcloud.com/stream - ოღონდ ამ საიტზე დარეგისტრირებაა საჭირო, ფეისბუქითაც შეიძლება რეგისტრაციის გავლა. smile.gif

gogoshvili94
მაგ კონცერტის მესამე ნაწილის დასასრულს მაინც არაფერი შეედრება. smile.gif

ეს კი - ულამაზესი ფრაგმენტი რიმსკი-კორსაკოვის სიმფონიიდან:



Posted by: agnusweisen 30 Mar 2013, 00:50
ფრაგმენტები გლაზუნოვის ნაწარმოებებიდან:



Posted by: agnusweisen 30 Mar 2013, 01:01
გუნოს "რომეო და ჯულიეტას" ფინალის ბოლო საორკესტრო მომენტი ალბათ მინიმუმ 200-ჯერ მაინც მექნება მოსმენილი. biggrin.gif

Posted by: Stavrogin 30 Mar 2013, 18:46
QUOTE
აქ დაჭერი - http://www.mp3cut.ru/
და აქ ატვირთე - https://soundcloud.com/stream - ოღონდ ამ საიტზე დარეგისტრირებაა საჭირო, ფეისბუქითაც შეიძლება რეგისტრაციის გავლა.
გაიხარე

აჰა მაშინ , მენდელსონის 4 სიმფონიის 4 ნაწილი . სულში მიფათურებს ხელებს )


Posted by: ნინა 31 Mar 2013, 22:09
http://www.youtube.com/watch?v=ETC6yIi00Cc

აი, ეს მოისმინეთ თუ გინდათ საერთოდ საორკესტრო ჟღEრადობიუს არსს ჩაწვდეთ

Posted by: bittersweet) 31 Mar 2013, 22:29
თემას დიიიდი + ჩემგან )
რაც შეეხება ჟრიალებს, დაბურძგვლებს და სულში ხელის ფათურებს - ამ კაცივით ჯერ ვერვინ მოახერხა )
http://www.youtube.com/watch?v=S6yuR8efotI

ხო და არ შემიძLია არ აღვნიშნო:
http://www.youtube.com/watch?v=Ed2ZtwCDvvw
ყველა გადასვლაზე თუ რაც იქნება ცუდად ვხდები, ფერს ვკარგავ )
ვიყო ბანალური, არ მაინტერესებს user.gif biggrin.gif


Posted by: gogoshvili94 1 Apr 2013, 14:39
bittersweet)
QUOTE
ხო და არ შემიძLია არ აღვნიშნო:
http://www.youtube.com/watch?v=Ed2ZtwCDvvw
ყველა გადასვლაზე თუ რაც იქნება ცუდად ვხდები, ფერს ვკარგავ )
ვიყო ბანალური, არ მაინტერესებს

+1 up.gif შოპენს საფორტეპიანო მუსიკაში ვერავინ აჯობებს.

Posted by: agnusweisen 1 Apr 2013, 15:11
ფრაგმენტები სენ-სანსის მეხუთე საფორტეპიანო კონცერტიდან love.gif





Posted by: Stavrogin 2 Apr 2013, 00:00
QUOTE (ნინა @ 31 Mar 2013, 22:09 )
http://www.youtube.com/watch?v=ETC6yIi00Cc

აი, ეს მოისმინეთ თუ გინდათ საერთოდ საორკესტრო ჟღEრადობიუს არსს ჩაწვდეთ

"მოიტანა" jump.gif

Posted by: bittersweet) 5 Apr 2013, 22:19
gogoshvili94
მართლაც )

QUOTE
როდესაც ვერ უტევენ აზრს, უტევენ მოაზროვნეს.

up.gif


===
http://www.youtube.com/watch?v=15XN14InK8c

* * *
http://www.youtube.com/watch?v=LpJnYGq0JDI

Posted by: Strolling Refugee 9 Apr 2013, 21:20

up.gif





......................................


Posted by: Stavrogin 12 Apr 2013, 14:46

Posted by: ხრამოვიჩი 12 Apr 2013, 15:25

Posted by: Stavrogin 13 Apr 2013, 15:18
QUOTE (ხრამოვიჩი @ 12 Apr 2013, 15:25 )



ეს მოგეწონება მაშინ. მსგავსია.

მაგრამ ამ თანამედროვეობის სულს ვერ ვწვდები მე პირადად )

Posted by: laplandia 16 Apr 2013, 01:55
Stavrogin

თქვენი ბოლო 2 პოსტი რა მუსიკა დადეთ?
ძაან დონეებია

Posted by: მადლი 17 Apr 2013, 12:52


სადღაც 4:20-დან მოუსმინეთ

რა მაგარია cry.gif



ამის დასაწყისი მომწონს ძალიან

Posted by: Strolling Refugee 17 Apr 2013, 13:00
Piotr Ilich Tchaikovsky - 1812 Overture


ამაზე თავიდან ბოლომდე მაჟრიალებს < 3

Posted by: Stavrogin 21 Apr 2013, 01:59
laplandia

QUOTE (laplandia @ 16 Apr 2013, 01:55 )
Stavrogin

თქვენი ბოლო 2 პოსტი რა მუსიკა დადეთ?
ძაან დონეებია

რომელს გულისხმობ? ბოლო ეს დავდე "Bo Moonlight - Rainballs"

Posted by: agnusweisen 27 Apr 2013, 05:12





ფრანგული ოპერა-ბუფათი რომ ვიყავი გატაცებული, ეს ფრაგმენტები განსაკუთრებით მომწონდა.

Posted by: agnusweisen 1 May 2013, 18:04
კაბალევსკის საბავშვო კონცერტიდან. უბრალოა, მაგრამ გენიალური. up.gif



Posted by: MRlurch 6 May 2013, 20:56


მომენტი არ ვიცი მე რო ვუსმენ მთლიანად მაჟრიალებს yes.gif

Posted by: Lanius 2 Jun 2013, 18:49


yes.gif yes.gif

ბნელი, ნისლიანი, მელანქოლიური, ექპერიმენტული, პიზდეცგენიალური შედევრი. 5:17 - წუთიდან პროგრესივ მეტალი შემოდის მე ვიყო კუწურიე.
თავიდან გახურებს, ჩახვეულ, გაურკვეველ ლაბირინთებში დაყავხარ და მერე ეს ურთულესი გენიალური "ტვნისდღვნა" იწყება.
8:18 - იდან გამოდიხარ იმ საშინელი ლაბირინთიდან და რაღაც არარსებულ სივრცეში ეძრობი სადაც ტვინი თვითონ ხაზავს უცნაურ ფორმებს.
ნელ-ნელა რაღაცნაირი დაბნეული თვალებით სადღაც ღვთისგანმივიწყებული მოლეკულების ხეობაში ეშვები სადაც ახალი, განსხვავებული სიცოცხლის თესლი იღვრება.
ქაოტური და უფორმო მაგრამ ამავედროს გენიალური კანონზომიერებით გაჯერებული მანქანა ! ! !
12:40 ამ დროს იბადება დიდი შლეგიანი, მითოლოგიური გიგანტი, რომელიც მძიმედ მოფოფხავს შავი ხვრელის საშოდან.
ბოლოსკენ თითქოს ყველაფერი მშვიდდება, მაგრამ ახალდაყენებული, ამღვრეული ღვინის ხასიათზე გტოვებს კომპოზიცია და თან მშვიდად, ანაზდაც გეცლება ხელიდან/ყურიდან.

QUOTE
მომენტი არ ვიცი მე რო ვუსმენ მთლიანად მაჟრიალებს 

უჰ კარგი რამეა ეგ war.gif

Posted by: agnusweisen 5 Jun 2013, 21:47
ბერლინის ფილარმონიურის საიტი იუთუბზე ხშირად დებს ჯიგრულ მომენტებს! biggrin.gif
ეს მარტო შოსტაკოვიჩის სიმფონიებიდან:
http://www.youtube.com/watch?v=Yj-4ew4p8pE
http://www.youtube.com/watch?v=cx5UaMr9V-Y
http://www.youtube.com/watch?v=XM4hxyK-Ddo

Posted by: chombe 16 Jun 2013, 16:28

.....................................................................................................................

Posted by: agnusweisen 20 Jun 2013, 11:40

ნაწარმოებიც გამოიცანით აბა ბარემ. biggrin.gif
ადვილია. smile.gif

Posted by: GEBI 28 Jun 2013, 13:54
agnusweisen
თუ არ ვცდები, მოცარტი უნდა იყოს, ისეთი "გადასვლებია". მაგრამ რომელი ნაწარმოებია არ ვიცი

* * *
QUOTE
გამაჟრიალებელი და სულში ჩამწვდომი ფრაგმენტები, კლასიკური მუსიკის ნაწარმოებებიდან

ძაან ბევრს გავუჟრიალებივარ და გამოვუჟრიალებივარbiggrin.gif აი, ძაან ბევრს.. უბრალოდ, რომელი ერთი დავასახელო არც კი ვიცი smile.gif

Posted by: agnusweisen 28 Jun 2013, 16:55
GEBI
QUOTE
თუ არ ვცდები, მოცარტი უნდა იყოს, ისეთი "გადასვლებია". მაგრამ რომელი ნაწარმოებია არ ვიცი

მოცარტის საკლარნეტო კვინტეტიდანაა. yes.gif


პ.ს. დღეს ვუსმენდი ამ ნაწარმოებებს და რამდენიმე დასამახსოვრებელი ფრაგმენტიც ამოვჭერი. smile.gif


Posted by: gogoshvili94 28 Jun 2013, 19:32
agnusweisen
მეორეს რა ქვია?

Posted by: agnusweisen 29 Jun 2013, 01:00
gogoshvili94
QUOTE
მეორეს რა ქვია?

რუბინშტეინის 4-ე საფორტეპიანო კონცერტის პირველი ნაწილიდანაა. smile.gif

პ.ს. ეს კი - ბალაკირევის ახალგაზრდული კონცერტიდან. შოპენის გავლენა იგრძნობა,მაგრამ მაინც ულამაზესი ნაწარმოებია.

Posted by: gogoshvili94 6 Jul 2013, 17:50






Posted by: Germanela 6 Jul 2013, 20:19
მაგარი მაჟრიალა, საღოლь baby.gif baby.gif baby.gif

Posted by: agnusweisen 8 Jul 2013, 21:30
...........................................................

Posted by: agnusweisen 8 Jul 2013, 23:23


.........................................
* * *
მოკლედ, ჩემი გემოვნებით შედგენილი 15 საუკეთესო ფრაგმენტი, რაც კი ესპანურ რითმებზე, ჰანგებსა და მელოდიებზე შექმნილა.
მოუსმინეთ და შეაფასეთ.
რამე თუ არის დასამატებელი, შეგიძლიათ დაწეროთ. smile.gif
https://soundcloud.com/user771729427/sets/spain

Posted by: agnusweisen 9 Jul 2013, 12:37
მოკლედ, ჩემი გემოვნებით შედგენილი 15 საუკეთესო ფრაგმენტი, რაც კი ესპანურ რითმებზე, ჰანგებსა და მელოდიებზე შექმნილა.
მოუსმინეთ და შეაფასეთ.
რამე თუ არის დასამატებელი, შეგიძლიათ დაწეროთ. smile.gif
https://soundcloud.com/user771729427/sets/spain

Posted by: agnusweisen 9 Jul 2013, 13:28
მიედაროს შოპენის ნებისმიერი მელოდია! yes.gif

Posted by: agnusweisen 10 Jul 2013, 15:31


Posted by: agnusweisen 10 Jul 2013, 15:47

.......................................................

Posted by: agnusweisen 10 Jul 2013, 16:14
თითქოს აღელვებულ ზღვას გაჰყურებ. სასიამოვნო ნიავის შეხებას გრძნობ და შავი ღრუბელიც უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება ცაზე.
ასეთ შეგრძნებას მიტოვებს ეს ფრაგმენტი. biggrin.gif

Posted by: agnusweisen 10 Jul 2013, 16:29
დახვეწილი რომანტიკა!

Posted by: agnusweisen 10 Jul 2013, 20:47

.....................................................

Posted by: agnusweisen 10 Jul 2013, 21:49

........................................

Posted by: luka123 12 Jul 2013, 01:18
agnusweisen
რატომ უნდა მიედაროს რა გაჭირვება აქვსbiggrin.gif
1 თემის 2 სხვადასხვა ეპიზოდია.
მე პირადად ამ განწყობით შევალ ეხლა საწოლ ოთახში


Posted by: ტომი 13 Jul 2013, 16:58
მშვენიალური თემაა up.gif

მომცა ასეთი ფრაგმენტების პატარა კოლექციის გაკეთების იდეა, მოგვიანებით დავდებ, როცა იქნება : D

Posted by: agnusweisen 14 Jul 2013, 21:32
luka123
QUOTE
რატომ უნდა მიედაროს რა გაჭირვება აქვს1 თემის 2 სხვადასხვა ეპიზოდია.

საერთოდ შოპენს უჭირს ყველა მოაზროვნე კომპოზიტორთან. biggrin.gif

ეს კი - ფრაგმენტები ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებიდან.
ქართველი რახმანინოვი. biggrin.gif


თაქთაქიშვილის გენიალური ქმნილებებიდან:


Posted by: luka123 18 Jul 2013, 11:46
agnusweisen
QUOTE
საერთოდ შოპენს უჭირს ყველა მოაზროვნე კომპოზიტორთან.

drug.gif
რა აზრიანი გამოსვლა იყო.

აჰმ..ამას "უჭირს ყველა მოაზროვნე კომპოზიტორთან"


ნეტა ამ "სიბრძნეებს" ვინ გასწავლით, საიდან მოგაქვთ ...


* * *
agnusweisen
QUOTE
თაქთაქიშვილის გენიალური ქმნილებებიდან:

თაქთაქიშვილი გენიალური ყოფილა.
ხოლო შოპენს აზროვნება უჭირს.
ტაში

Posted by: gogoshvili94 18 Jul 2013, 23:51


QUOTE
საერთოდ შოპენს უჭირს ყველა მოაზროვნე კომპოზიტორთან.

drug.gif










მაგრად უჭირს vis.gif

Posted by: agnusweisen 19 Jul 2013, 20:19
luka123
gogoshvili94
საერთოდ, შოპენის განსაკუთრებული გაფანატება ხშირად მუსიკალურ დილეტანტიზმთან ასოცირდება.
ნუ მოთხვარეთ თემა ღებინების სმაილიკებით. biggrin.gif
მოუსმინეთ და დატკბით. smile.gif




Posted by: luka123 20 Jul 2013, 12:30
agnusweisen
QUOTE
საერთოდ, შოპენის განსაკუთრებული გაფანატება ხშირად მუსიკალურ დილეტანტიზმთან ასოცირდება.

კერქიი gigi.gif გაფანატებასა და რეალობის გამოთქმას შორის სხვაობას ვერ ხედავ და ღებინების სმაილებს ხედავ (რომლებიც აქ არსად არააbiggrin.gif) ხილვები გაქვს მოკლედ.biggrin.gif
დილეტანტი-მოყვარულის გახსნილ თემაში ვპოსტამთ ბოლობოლო.
QUOTE
მოუსმინეთ და დატკბით.

ამოდღლეზილი ფრაგმენტებზე მე პირადად არ მაჟრიალებს. ვისაც აჟრიალებს ქურთუკი წამოიხუროს.

არ გეწყინოს თუ ძმახარ თუ და ხარ ვხუმრობ, ისე...=))

QUOTE
თაქთაქიშვილის გენიალური ქმნილებებიდან:

რაც "გენიალურად" აღიქმება მანდ, ის შოსტაკოვიჩსეულია, კ სტაწი :gigi
ქართველი შსტაკოვიჩიც აღმოვაჩინეთ: gigi.gif

Posted by: gogoshvili94 21 Jul 2013, 20:47
2 დღის წინ მოვუსმინე ბეთჰოვენის ფანტაზიას და ეს ადგილი დამამახსოვრდა განსაკუთრებით.

"fading ეფექტს" შვება ძალიან მაგრად.

Posted by: Leporello 21 Jul 2013, 21:04
agnusweisen
არ ეშვები ძველებურს smile.gif ლეოპოლდოვიჩის სიმებიანი კვინტეტი 6.

ახლა ვნახე, შენ თვითონ დაგიწერია gigi.gif

კაბალევსკიზე მწყობრიდან გამოვედი.

Posted by: agnusweisen 22 Jul 2013, 00:18
luka123
QUOTE
კერქიი gigi.gif გაფანატებასა და რეალობის გამოთქმას შორის სხვაობას ვერ ხედავ და ღებინების სმაილებს ხედავ (რომლებიც აქ არსად არააbiggrin.gif) ხილვები გაქვს მოკლედ.biggrin.gif
დილეტანტი-მოყვარულის გახსნილ თემაში ვპოსტამთ ბოლობოლო.

რაღაც უწყინარ ხუმრობაზე კი ავარდი, ბოდიში მომითხოვია და, გოიმი დილეტანტივით. biggrin.gif
"იიიი შოპენი გენიოსია ჯო, როგორ ბედავ მასზე რამის თქმასა" - დაახლოებით ასე გამოგივიდა. biggrin.gif

QUOTE
ამოდღლეზილი ფრაგმენტებზე მე პირადად არ მაჟრიალებს. ვისაც აჟრიალებს ქურთუკი წამოიხუროს.

მაგას არც ვაკადრებ ადამიანს. მართლა, რომ გააჟრიალოს კაცს, ხომ არ შევეკითხები - "შენ ხომ არ გაჟრიალებსო"? არაკორექტულია! biggrin.gif
QUOTE
არ გეწყინოს თუ ძმახარ თუ და ხარ ვხუმრობ, ისე...=))

ისე, დარწმუნებული ვარ, მაგ რამდენიმე სიტყვის დაწერას უფრო დიდი დრო მიაქვს, ვიდრე იუზერის პროფილის ნახვას. smile.gif
QUOTE
რაც "გენიალურად" აღიქმება მანდ, ის შოსტაკოვიჩსეულია, კ სტაწი :gigi
ქართველი შსტაკოვიჩიც აღმოვაჩინეთ:

მანდ რაც გენიალურად აღიქმება, ეს ქართული ფოლკლორია. პროკოფიევის პირველ სიმფონიას მოუსმინე და ნახავ, თუ როგორ შეიძლება მოცარტ-ჰაიდნისეული სტილით გენიალური ნაწარმოების შექმნა.
თაქთაქიშვილის სონატა ფლეიტისათვის საუკეთესო ნაწარმოებადაა აღიარებული თავისივე ჟანრში.


Leporello
QUOTE
არ ეშვები ძველებურს smile.gif ლეოპოლდოვიჩის სიმებიანი კვინტეტი 6.

ახლა ვნახე, შენ თვითონ დაგიწერია gigi.gif

მეექვსე კვინტეტი სულ სხვა ნაწარმოებია. ცოტა არც შეეფერებოდა მოცარტის ბოლო წელს.
ეგ - საკლარნეტო კვინტეტი იყო. smile.gif

QUOTE
კაბალევსკიზე მწყობრიდან გამოვედი.

იმედია, მოგეწონა და მაგიტომ. givi.gif


პ.ს აეეეეე, მევიდა რასია! biggrin.gif

* * *
ფრაგმენტები ხრენნიკოვის სავიოლინო კონცერტებიდან.
პირველი კონცერტის ფინალს ვერაფერი შეედრება. yes.gif



ეს კი - ხრენნიკოვის მესამე სიმფონიიდან. ამ ფრაგმენტს ყოველთვის დიდი შემართებით ველი ნაწარმოების მოსმენისას. biggrin.gif

Posted by: agnusweisen 22 Jul 2013, 13:14
ზამთრის სუსხიანი ღამე. ნახევრად დანგრეული ორ სართულიანი შენობა. ახლად დადებულ თოვლზე მოკაშკაშე ნათურის სინათლე.
ეს ყველაფერი - ამ ფრაგმენტშია. biggrin.gif

Posted by: luka123 22 Jul 2013, 17:31
agnusweisen
agnusweisen
QUOTE

რაღაც უწყინარ ხუმრობაზე კი ავარდი, ბოდიში მომითხოვია და, გოიმი დილეტანტივით.

წაი შვილო სკოლაში yes.gif 2kiss.gif

QUOTE
ისე, დარწმუნებული ვარ, მაგ რამდენიმე სიტყვის დაწერას უფრო დიდი დრო მიაქვს, ვიდრე იუზერის პროფილის ნახვას.

რჩევას რომ აძლევ სხვას, ჯერ შენ უნდა გამოსცადო რასაც ურჩევ. ჰოდა, თუ ჩემს პროფილში შეისეირნებ, შენთვის სასარგებლო რაღაცეებს წაიკითხავ.
პს.
QUOTE
მანდ რაც გენიალურად აღიქმება, ეს ქართული ფოლკლორია.

ქართული ფოლკლორი გენიალურად აღიქმება და გენიალურია ორიგინალში.
გენიალური მასალის დასესხება + განვითარების ხერხების დასესხება გენიალური კომპოზიტორებისაგან= თაქთაქიშვილს.
ესაა და მორჩა კამათი.

QUOTE
პროკოფიევის პირველ სიმფონიას მოუსმინე და ნახავ, თუ როგორ შეიძლება მოცარტ-ჰაიდნისეული სტილით გენიალური ნაწარმოების შექმნა.

გინდოდა გეთქვა ვენის კლასიკური სკოლის სტილში (ბეთჰოვენი ასრულებს და გადის უკვე ამ სტილის საზღვრებიდან).
ჯერ კიდევ მაშინ ვუსმენდი შენ რომ აკვანში კრუტუნებდი.
წარმატებები up.gif

Posted by: Leporello 22 Jul 2013, 18:57
agnusweisen
QUOTE
ეგ - საკლარნეტო კვინტეტი იყო.

რო დავწერე, მერე მივხვდი მაგას.

Posted by: agnusweisen 22 Jul 2013, 21:19
luka123
QUOTE
ქართული ფოლკლორი გენიალურად აღიქმება და გენიალურია ორიგინალში.გენიალური მასალის დასესხება + განვითარების ხერხების დასესხება გენიალური კომპოზიტორებისაგან= თაქთაქიშვილს.ესაა და მორჩა კამათი.

ყველა კომპოზიტორი სხვისგან "სესხულობდა" არა მარტო ჰარმონიებს, მელოდიებსაც კი.
იმ კომპოზიტორების რიცხვი, რომლებმაც ახალი სიტყვა თქვეს მუსიკაში, რომ ჩამოთვალო. ალბათ 15-ს არ აცდება. ამიტომ ყველას არ ევალება რაღაც ახლის შექმნა. შუბერტი მოცარტ-ბეთჰოვენის კოპია, მაგრამ არავინ აკნინებს ულამაზესი მელოდიების გამო.
QUOTE
გინდოდა გეთქვა ვენის კლასიკური სკოლის სტილში  (ბეთჰოვენი ასრულებს და გადის უკვე ამ სტილის საზღვრებიდან).ჯერ კიდევ მაშინ ვუსმენდი შენ რომ აკვანში კრუტუნებდი.

მოდი, მაშინ მე უფრო ზუსტად გეტყვი. კლასიციზმის ეპოქის სტილში და არა - კონკრეტულად ვენისაში. smile.gif



პ.ს. გამოიცანით ბარემ ნაწარმოებიც. biggrin.gif

Posted by: agnusweisen 23 Jul 2013, 10:42
ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა მარგალიტი საფორტეპიანო მუსიკიდან.

Posted by: agnusweisen 23 Jul 2013, 11:14
პირველ წამებში, საქსაფონის სოლო რომ შემოდის, ეგ არის ზე მომენტი.

Posted by: doctor ako 23 Jul 2013, 17:53
მოგესალმებით ყველას.

აქაური ატმოსფერო "ყველაფერია" - რაც მუსიკასთან არის დაკავშირებული,

საოცარი მუსიკების ნაწყვეტები დადეთ,


და ასეთი თემაც "ინოვაციაა"

იხარეთ! ყველა მონაწილეს მადლობა!

პ.ს. მასე გააგრძელეთ
* * *
http://www.youtube.com/watch?v=DiNFVb-TxL4


* * *
http://www.youtube.com/watch?v=PCCLiuOQF88

Posted by: agnusweisen 23 Jul 2013, 23:02
doctor ako
სალამი! მართლა მიხარია, როცა დადებულ ფრაგმენტებს მიქებენ. biggrin.gif

პ.ს. ვიოლინოსა და ფორტეპიანოს ასეთი შეხამება ალბათ ბევრს მოიყვანს აღფრთოვანებაში. smile.gif


Posted by: agnusweisen 24 Jul 2013, 20:24
ტრაგიზმი! user.gif


Posted by: agnusweisen 25 Jul 2013, 15:07
....................................................................
* * *



Posted by: agnusweisen 25 Jul 2013, 17:55
იმდენად გენიალური სიმფონიაა, რომ რთულია რომელიმე ფრაგმენტი ამოარჩიო. smile.gif



Posted by: agnusweisen 27 Jul 2013, 10:28
სიმფონიის ოთხივე ნაწილიდანაა მცირე ფრაგმენტი.

ეს მეორე ნაწილი განსაკუთრებით კარგია:


და გრანდიოზული ფინალი:

Posted by: agnusweisen 27 Jul 2013, 10:52
ცეკვა ბაკქანალია "სამსონი და დალილადან":


Posted by: doctor ako 27 Jul 2013, 17:38
agnusweisen

მოგესალმებით.

... კარგ და გამორჩეულ ნაწარმოებსაც უნდა ზოგჯერ "წამოწევა" . მეტმა ადამინმა გაიგოს მისი არსებობა. ნებისმიერი სფეროში დასაქმებულ, მოღვაწე ადამიანს სჭირდება შინაგანი ზრდისთვის, შევსებისთვის, სულს, გულს ... თქვენ ისეთი ფრაგმენტები დადეთ, პირადად მე უმეტესობა არც მქონდა გაგონილი. (მუსიკოსი არ ვარ და დასაძრახი არც იქნება ალბათ.)
მიყვარს მუსიკა და მის გარეშე ერთი დღეც ვერ წარმომიდგენია ...

"იმდენად გენიალური სიმფონიაა, რომ რთულია რომელიმე ფრაგმენტი ამოარჩიო." - ვისია და რა ქვია ამ სიმფონიას, ჩემნაირებისთვის მიაწერეთ,მადლობელი დაგრჩებით.


და კიდევ ერთი - რამოდენიმე თვის წინ რადიო "მუზა"-ს ღამის ეთერში მოვისმინე სიმფონია, მეტწილად ნელი, აღმოსავლური გავლნით -იაპონურ-ჩინურ მოტივით,(გავლენით) მაგრამ კოპირება არ იყო ტრადიციული მუსიკის, კლასიკა აღმოსავლირი ელფერით. რომელიც მოგაგონდებათ მსგავსი მუსკია დადევით. იქნებ მივაგნოთ ან უკეთესი აღმოვაჩინო.

მადლობთ.

Posted by: gogoshvili94 27 Jul 2013, 21:49
agnusweisen
ამათი სახელები დაწერე რა






Posted by: agnusweisen 28 Jul 2013, 01:33
doctor ako
QUOTE
"იმდენად გენიალური სიმფონიაა, რომ რთულია რომელიმე ფრაგმენტი ამოარჩიო."  - ვისია და რა ქვია ამ სიმფონიას, ჩემნაირებისთვის მიაწერეთ,მადლობელი დაგრჩებით.

დვორჟაკის მეცხრე სიმფონიაა. smile.gif

QUOTE
და კიდევ ერთი -  რამოდენიმე თვის წინ რადიო "მუზა"-ს ღამის ეთერში მოვისმინე სიმფონია, მეტწილად ნელი, აღმოსავლური გავლნით -იაპონურ-ჩინურ მოტივით,(გავლენით) მაგრამ კოპირება არ იყო ტრადიციული მუსიკის, კლასიკა აღმოსავლირი ელფერით. რომელიც მოგაგონდებათ მსგავსი მუსკია დადევით. იქნებ მივაგნოთ ან უკეთესი აღმოვაჩინო.

ეს ხომ არ იყო შემთხვევით?
http://www.youtube.com/watch?v=yr1c7Xa1AqM
მუზაზე ხშირად გადის ხოლმე. ეს ერთ-ერთი ცნობილი ფრაგმენტია. მთლიანად ნაწარმოები დაახლოებით 50 წუთი გრძელდება.


gogoshvili94
პირველი - ბეთჰოვენის მეცხრე სავიოლინო სონატაა (იგივე კრეიცერის სონატა).
მეორე - მენდელსონის კვარტეტი. ოპ. 44 (ამ ოპუსში სამი კვარტეტი შედის და რიგით მეორეა, მინორული).
მესამე - სენ-სანსის მესამე (საორღანო) სიმფონიიდანაა.

პ.ს. აწი, ინფოში დავწერ ნაწარმოების სახელს. მეგონა, რომ სახელის გარეშე უფრო საინტერესო თემა გამოვიდოდა. biggrin.gif

პ.პ.ს. ეს კი - ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი ეპიზოდი საფორტეპიანო კონცერტებიდან:

Posted by: agnusweisen 29 Jul 2013, 13:03
მენდელსონის ნაწარმოებებიდან კიდევ უამრავი შესანიშნავი ფრაგმენტის ამოჭრა შეიძლება. smile.gif

Posted by: doctor ako 29 Jul 2013, 16:14
agnusweisen

აწი ცალკე მოვუსმენ დვორჟაკს. ...

ეს კლასიკაც მომწონს. მადლობთ ...

მაგრამ ის ღამის ეთერში გაუშვეს, ერთხელ მოვუსმინე, მერე არც გამიგია და მეც არ ვუსმენ ხშირად "მუზას" , ღამის ეთერს ზოგჯერ ... ის მუსიკა სიმფონია, სიმებიანი საკრავების დომინირებით, მეტად მელოდიური, ნელი, იაპონურ-ჩინური მოტივის, მაგრამ ევროპული კლასიკური სიმფონიაა,ის რომ იაპონური ტრადიციული მუსიკა მთლიანად გადმოტანილი არაა, მცირედი ელფერი დაჰკრავს და მეტად თბილი სიმფონიაა,

(ახლა ცოტა "მსუბუქ" მუსიკაზე შეგეკითხები -პირველი რადიოში არის გადაცემათა ციკლი,უფრო ფრაგმენტული - "ჩვენ ვუსმენთ გალაქტიონს" სადაც გალაკტიონის ლექსებს კითხულობენ ... ამ გადაცემის დასაწყისში რომ ჟღერს მელდია ვისია ნეტა?)



* * *
(მუსიკის მოყვარულის გადმოსახედიადან ვსაუბრობ,დეტალებში, მიმდინარეობებში, ვის რა აქვს შექმინი და რაშია ძლიერი ... ამაში არ ვერ ვერკვევი. მაგრამ გრძნობად, შინაარსიან მუსიკას ვარჩევ და მათი "ფასი" მესმის ჩემებურად. მუსიკა ცხოვრებას ალამაზებს და ავსებს ...)

Posted by: agnusweisen 30 Jul 2013, 12:33
doctor ako
QUOTE
(ახლა ცოტა "მსუბუქ" მუსიკაზე შეგეკითხები -პირველი რადიოში არის გადაცემათა ციკლი,უფრო ფრაგმენტული  - "ჩვენ ვუსმენთ გალაქტიონს" სადაც გალაკტიონის ლექსებს კითხულობენ ... ამ გადაცემის დასაწყისში რომ ჟღერს მელდია ვისია ნეტა?)

პირველად გავიგე მაგ გადაცემის შესახებ. smile.gif


Posted by: agnusweisen 30 Jul 2013, 12:47

Posted by: agnusweisen 3 Aug 2013, 19:39
ეს კონცერტი თავიდან ბოლომდე კარგი მოსასმენია. smile.gif

Posted by: elisoeliso 6 Aug 2013, 16:30
უამრავი მუსიკალური ნაწარმოებიდან მომწონს ფრაგმენტები რომლებიც სულს მიფორიაქებს chups.gif სამწუხაროდ არ ვიცი როგორ ამოვჭრა განვათავსო sad.gif

Posted by: agnusweisen 6 Aug 2013, 17:59
QUOTE (agnusweisen @ 29 Mar 2013, 23:25 )
აქ დაჭერი - http://www.mp3cut.ru/
და აქ ატვირთე - https://soundcloud.com/stream - ოღონდ ამ საიტზე დარეგისტრირებაა საჭირო, ფეისბუქითაც შეიძლება რეგისტრაციის გავლა. smile.gif

elisoeliso
ორივე საიტი საკმაოდ მარტივი გამოსაყენებელია. smile.gif


Posted by: gogoshvili94 6 Aug 2013, 21:01
agnusweisen
ბოლოს არა ჰქვია?
კარგ რაღაცებს დებ, მაგრად მომეწონა უმეტესობა, ეგრე გააგრძელე up.gif

Posted by: agnusweisen 6 Aug 2013, 22:27
gogoshvili94
QUOTE
ბოლოს არა ჰქვია?

Weber - invitation to the Dance.

QUOTE
კარგ რაღაცებს დებ, მაგრად მომეწონა უმეტესობა, ეგრე გააგრძელე up.gif

მადლობა! biggrin.gif

პ.ს. შოპენის მოყვარულებმა წესით უნდა იცოდეთ ეს მშვენიერი ნაწარმოები. smile.gif


Posted by: agnusweisen 7 Aug 2013, 03:36
მოუსმინეთ ამ საფორტეპიანო შედევრს! ეს ნაწარმოები არის რევოლუციური საფორტეპიანო ჟანრში. შეიძლება ითქვას, რომ ვირტუოზული სტილი ვებერის შექმნილია.

Posted by: agnusweisen 7 Aug 2013, 09:42
ჩემი ფავორიტი საკლარნეტო კონცერტიდან.

Posted by: agnusweisen 7 Aug 2013, 12:17
14 წლის ასაკში შექმნილი შედევრი. smile.gif


Posted by: agnusweisen 8 Aug 2013, 13:27

Posted by: elisoeliso 9 Aug 2013, 16:22
agnusweisen
QUOTE
ორივე საიტი საკმაოდ მარტივი გამოსაყენებელია.
მადლობა

Posted by: agnusweisen 10 Aug 2013, 13:40
33 წამიდან ფორტეპიანო რა გრანდიოზულად შემოდის. smile.gif

Posted by: Leporello 10 Aug 2013, 21:50
agnusweisen
QUOTE
მოცარტის საკლარნეტო კვინტეტიდანაა

ხო, ახლა ვნახე, შემშლია smile.gif
QUOTE
იმედია, მოგეწონა და მაგიტომ

აშკარად ეგრეა. ხო გითხარი-კიდეც. ბარემ ეგვე მოგეცა გილელსის მოცემას.

Posted by: agnusweisen 11 Aug 2013, 17:31
ერთი ნაწარმოებიდანაა ორივე ფრაგმენტი. smile.gif


Posted by: agnusweisen 13 Aug 2013, 00:52


Posted by: ინდიგო 14 Aug 2013, 17:46
agnusweisen
გთხოვ ყველა ნაწარმოების სახელები დაწერო რა smile.gif)

Posted by: weisenhaus 14 Aug 2013, 19:20
ინდიგო
QUOTE
გთხოვ ყველა ნაწარმოების სახელები დაწერო რა )

ბოლო ორ გვერდზე დადებულ ფრაგმენტებს "ინფოში" უწერია სახელები. დანარჩენებს, როცა მოვიცლი, ჩავასწორებ და აუცილებლად მივაწერ სახელებს. smile.gif

პ.ს. ცოტა მელანქოლიაც საჭიროა. smile.gif


Posted by: weisenhaus 14 Aug 2013, 21:18
ეს მელოდიები ალბათ ყველას მოგეწონებათ. biggrin.gif


Posted by: weisenhaus 14 Aug 2013, 21:47


Posted by: Lanius 18 Aug 2013, 18:13
ჩემს მუსიკასაც მოუსმინეთ იქნება და გაგაჟრიალოთ user.gif
http://yourlisten.com/Svargedorath/flying-horses

:თვითპიარი:

lol.gif

Posted by: weisenhaus 19 Aug 2013, 23:06
Lanius
QUOTE
ჩემს მუსიკასაც მოუსმინეთ იქნება და გაგაჟრიალოთ  http://yourlisten.com/Svargedorath/fly

ვა, საღოლ! მართლა შენ გააკეთე? როგორ უნდა, მასწავლე რა, რამე პროგრამაა საჭირო? smile.gif


პ.ს. ეს კი - ფრაგმენტები ბევრისთვის უცნობი კომპოზიტორის, მაგრამ ძალიან მელოდიურ-ემოციურის, ანტონ არენსკის ნაწარმოებებიდან:


ამ ნაწყვეტში ჩინურ ნაროდნულ მელოდიასაც აღმოაჩენთ:



Posted by: Charles IX 22 Aug 2013, 13:51
weisenhaus
QUOTE
ამ ნაწყვეტში ჩინურ ნაროდნულ მელოდიასაც აღმოაჩენთ:

ნაროდნული მელოდია რას ნიშნავს? givi.gif
ხალხურს ხომ არა?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 Aug 2013, 18:22


დასაწყისი ყველაზე ჩამწვდომია ალბათ user.gif

Posted by: weisenhaus 23 Aug 2013, 15:26
Charles IX
QUOTE
ნაროდნული მელოდია რას ნიშნავს? ხალხურს ხომ არა?

ჟარგონით დავწერე. biggrin.gif


პ.ს. აუცილებლად მოუსმინეთ ამ შესანიშნავ ქმნილებას, რადგან შესაძლოა, ცხოვრებაში სხვა დროს ვეღარ გადაეყაროთ. biggrin.gif
ფრაგმენტი გლაზუნოვის სიმფონიური სუიტადან "შუა საუკუნეებიდან". ემოციურობით, სილამაზით, დახვეწილობით გვერდზე დავუყენებდი ბარბერის ადაჯიოს, მასკანის "სოფლის ღირსების" უვერტიურასა და ჩაიკოვსკის პა-დე-დე-ს მაკნატუნადან. სამწუხაროა, რომ ასე ჩაკარგული და მივიწყებულია ეს ულამაზესი მუსიკის ეპიზოდი.

Posted by: Lanius 23 Aug 2013, 20:17
weisenhaus
QUOTE
მასწავლე რა, რამე პროგრამაა საჭირო?

ნუ ნებისმიერი პროგრამა წავა Cubase FL Studio და ა.შ. მაგრამ მთავარია სემფლების ბიბლიოთეკები ანუ მაღალი ხარისხის ინსტრუმენტები რომელთა ზომა საშინლად დიდია biggrin.gif
მაგ: http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=716633

QUOTE
ვა, საღოლ!


მადლობა jump.gif

QUOTE
პ.ს. აუცილებლად მოუსმინეთ ამ შესანიშნავ ქმნილებას, რადგან შესაძლოა, ცხოვრებაში სხვა დროს ვეღარ გადაეყაროთ.
ფრაგმენტი გლაზუნოვის სიმფონიური სუიტადან "შუა საუკუნეებიდან". ემოციურობით, სილამაზით, დახვეწილობით გვერდზე დავუყენებდი ბარბერის ადაჯიოს, მასკანის "სოფლის ღირსების" უვერტიურასა და ჩაიკოვსკის პა-დე-დე-ს მაკნატუნადან. სამწუხაროა, რომ ასე ჩაკარგული და მივიწყებულია ეს ულამაზესი მუსიკის ეპიზოდი.


up.gif up.gif up.gif

შენი დადებული ყველაფერი მომწონს.

Posted by: weisenhaus 23 Aug 2013, 23:56
Lanius
QUOTE
ნუ ნებისმიერი პროგრამა წავა Cubase FL Studio და ა.შ. მაგრამ მთავარია სემფლების ბიბლიოთეკები ანუ მაღალი ხარისხის ინსტრუმენტები რომელთა ზომა საშინლად დიდია biggrin.gif
მაგ: http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=716633

ჩემი კომპიუტერის C და D დისკები ერთმანეთს რომ გადაებან, მაინც ვერ გაწვდებიან მაგას. biggrin.gif
რომც გაქაჩოს კომპმა, ალბათ სიმფონიურ ორკესტრს უფრო ადვილად დავაკვრევინებ რამე ნაწარმოებს, ვიდრე მაგ პროგრამას. biggrin.gif

QUOTE
შენი დადებული ყველაფერი მომწონს.

მადლობა! biggrin.gif


პ.ს. ორი ფრაგმენტი (გადაბმულია) ნაკლებად პოპულარული რეკვიემიდან.
არადა, სილამაზით ბევრ აღიარებულ მესას სჯობია.

Posted by: weisenhaus 24 Aug 2013, 00:14
ეს ორი ფრაგმენტი ამ განყოფილების დაკარგულ იუზერებს - WAGNERITE და Pathetikos - ეძღვნება. biggrin.gif
მათი გემოვნების მიხედვით შევარჩიე. givi.gif


Posted by: weisenhaus 24 Aug 2013, 01:05
როგორც შუბერტის "ავე მარიადანაა" რთული რამე ფრაგმენტი ამოჭრა, ისევეა აქაც, მაგრამ მთავარი მელოდია მაინც ამოვჭერი. biggrin.gif
სტოკოვსკის ორკესტრირებაა. smile.gif

Posted by: weisenhaus 24 Aug 2013, 02:04
ფრაგმენტები გლაზუნოვის "წელიწადის დრონიდან". ოთხივე სეზონში უამრავი შესანიშნავი მომენტის პოვნაა შესაძლებელი.
ზოგ სეზონში რამდენიმე ფრაგმენტია შეერთებული. smile.gif

შემოდგომა:


ზამთარი:


გაზაფხული:


ზაფხული:

Posted by: weisenhaus 26 Aug 2013, 02:54
ეს რონდო ჰეიფეცის შესრულებით უნდა მოისმინოთ. არ მომწონს ეს შესრულება, მაგრამ მაინც ულამაზესი ფრაგმენტია.

Posted by: actionscript 27 Aug 2013, 20:12
ფილმის გავლენა...


შოკია

Posted by: Nielsen 29 Aug 2013, 01:24
ძალიან ლამაზი მელოდიაა

Posted by: weisenhaus 10 Oct 2013, 17:01
ცნობილ დირიჟორ-კომპოზიტორს, ევგენი სვეტლანოვს, იმდენად მოსწონებია შუკშინის შესანიშნავი ფილმი "Калина красная", რომ სიმფონიური პოემაც მიუძღვნა მას.
ეს კი - ფრაგმენტი პოემადან:
http://snd.sc/1809tfj

კაბალევსკის მეოთხე სიმფონიის ერთ-ერთი მთავარი თემაც რაღაც სასწაულია:
http://snd.sc/1809xMc

პ.ს. რაღაცეები შეუცვლიათ ამ საიტზე და ვერ გავიგე, პირდაპირ როგორ ჩავსვა მუსიკა. user.gif

Posted by: weisenhaus 14 Oct 2013, 01:49



Posted by: weisenhaus 20 Oct 2013, 00:51


Posted by: ჰეისან 12 Nov 2013, 02:36
გეiხარეთ smile.gif სულიერად დავისვენე... ამ ბოლო დროს კლასიკური მუსიკის მოსმენას გაცილებით მეტ დროს ვუთმობ, ვიდრე თანამედროვე მუსიკას.

Posted by: tamunia891 16 Nov 2013, 13:41
ხალხო მოკლედ ამ ბოლო დროს კლასიკური მუსიკისკენ გამიწია გულმა, მაგრამ როგორც სხვა დანარჩენს ამასაც დამოღამება და ცოდნა უნდა.
მინდა რომ კარგად გავეცნო ნაწარმოებებს და ზოგადად კლასიკური მუსიკის მოსმენის კულტურა გამოვიმუშავო. რას მირჩევდით, საიდან დავიწყო?

Posted by: weisenhaus 16 Nov 2013, 18:14
tamunia891
ამ თემას გადაავლე მაინც თვალი. smile.gif
http://forum.ge/?showtopic=34255242&hl=%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%97%E1%83%90%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1
ისე, ჯობია, რომ მოცარტით დაიწყო, მერე ბეთჰოვენზე გადახვიდე და ნელ-ნელა მიჰყვე სხვადასხვა ეპოქას. მერე უფრო რთულდება და რთულდება.


Posted by: tamunia891 18 Nov 2013, 10:07
weisenhaus

მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif)))
გადავხედავ აუცილებლად.

Posted by: pekineli 18 Nov 2013, 15:37
agnusweisen
შოპოენს რო არ გაკრა არ შეგიძლია.

პატრა კომპლექსუკებიც გამოსჭვივის ამ ყველაფრიდან smile.gif

მიმიფურთხები მთელი მუსიკალური ხარახურისათვის როდესაც ამას ვუსმენ.
ფინალი 08:33 დან. ეს არის მუსიკა რომელსაც არც დრო აქვს არც ეპოქა არც არაფერი. timeless რო იტყვიან smile.gif






ტიპს ცხოვრებაში აკორდი არ აუღია და შოპენზე მარტივიო ტო.
შენ კიარა ლისტმა თქვა სიკვდილის წინ უდიდესი კომპოზიტორი მუსიკის ისტორიაში შოპენი იყოო.

Posted by: weisenhaus 18 Nov 2013, 20:44
pekineli
დავიღალე შენთან ერთიდაიმავეს წერითა და კამათით. საწყალი შენი სტუდენტები, რკინის ნერვები ჰქონიათ. user.gif
[quote]
[quote]მიმიფურთხები მთელი მუსიკალური ხარახურისათვის როდესაც ამას ვუსმენ.
ფინალი 08:33 დან. ეს არის მუსიკა რომელსაც არც დრო აქვს არც ეპოქა არც არაფერი. timeless რო იტყვიან smile.gif
[/quote]
ეს ნაწარმოები რითია მაგაზე ნაკლები?
http://www.youtube.com/watch?v=O5raMK4Z9co

Posted by: pekineli 18 Nov 2013, 21:08
weisenhaus
QUOTE
ეს ნაწარმოები რითია მაგაზე ნაკლები?

მეტი რო არაა შენც ხვდები.
და ნაკლებობას რაც შეეხება, ვთქვათ არაა ნაკლები (მაგრამ მაინც ნაკლებია)

უბრალოდ ვერ მოახეხებ ამ კლასის ნაწარმოები იმ ხარახურაში მოჩხრიკო რაც აკვიატებული გაქვს smile.gif

შენზე მეტად შუმანის ლისტის და რახმანინოვის აზრი მაინტერესებს რო იცოდე
რომლებიც ეთაყვანებიან მას smile.gif ამ ბალადაზე შუმანის კრიტიკაც არსებობს. სადაც ის წერს რომ ახლახანს მიიღო შოპენის პირველი ბალადა და აღფრთოვანებულია. ის თვლის რომ ეს ნაწარმოები მიუხედავად იმისა რომ ეს ნაწარმოები გამოხატავს შოპენის გენიას, ის მაინც არ არის საკმარისი შოპენის საოცარი გონის (გამჭრიახობის) გამოსახატავად. მე ვკითხე შოპენს აზრი ამ ნაწარმოების შესახებ და გამოვუტყდი ჩემი აზრის შესახებ. მან კი მიპასუხა რომ ეს მისი უსაყვარლესი ნაწარმოებია.

დღეს მივწერე ერთი კონსერვატოირიის პროფესორს უსაყვარლეს ადამიანს. ამერიკაშია წასული კონფერენციაზე ახლა. ნიუ იორკში smile.gif) უბრალოდ გავუზიარე აზრი. თქვენ როგორც ათწლეულების პიანისტს როგორ მიგაჩნიათთქო შოპენი მარტივი კომპოზიტორიათქო?
სიცილით მოკვდა. სმარტფონით იყო და ვერ მომწერა კარგად საღამოს შემპირდა დეტალურად მოგწერ ყველაფერსო. შოპენი უდიდესი კომპოზიტორიაა და თუ რატომ ამას საღამოს მოგწერო smile.gif)

მარგრამ შენ ვერ მოგაცილეთ ამ ხარახურას და რავქნათ smile.gif))

Posted by: weisenhaus 18 Nov 2013, 21:36
pekineli
რაც დავდე, თუ მაგ ნაწარმოებს "ხარახურად" მიიჩნევ. აზრი არ ჰქონია შენთან საერთოდ საუბარს. ეგ არის საფორტეპიანო მუსიკის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში. smile.gif
რაც შეეხება შოპენს. დიდი კომპოზიტორი რომაა, მაგაში ყველა მუსიკაში ჩახედული ადამიანი დაგეთანხმება, მაგრამ აღსაქმელადაც რომ მარტივია, ესეც ფაქტია. ვისაც კი - ფილმი "პიანისტი" აქვს ნანახი, ყველას მოსწონს ეგ ბალადა. განსაკუთრებით კი - დასასრული.

ამ ნაწარმოების პირველი სამი წუთი მირჩევნია შოპენის ძალიან ბევრ ნაწარმოებს.
http://www.youtube.com/watch?v=NTPCCrjCoMw

Posted by: ჰეისან 20 Nov 2013, 00:06
pekineli
QUOTE
ფინალი 08:33 დან. ეს არის მუსიკა რომელსაც არც დრო აქვს არც ეპოქა არც არაფერი. timeless რო იტყვიან

გენიალურია მეთქი, რომ ვთქვა, ნიშნავს, რომ არაფერი ვთქვა საერთოდ... არა მგონია, ჩვეულებრივ ადამიანს ამისი დაწერა შეეძლოს. ჩვენ ისიც კი უნდა გვიხაროდეს, რომ ამ მუსიკის აღქმა შეგვიძლია და მისით დატკბობა. ჩვენთვის ესეც დიდი მიღწევაა.

Posted by: pekineli 20 Nov 2013, 12:27
weisenhaus

QUOTE
ვისაც კი - ფილმი "პიანისტი" აქვს ნანახი, ყველას მოსწონს ეგ ბალადა. განსაკუთრებით კი - დასასრული.

შენ შიში გაქვს იმისა რომ არაორიგინალური აღმოჩნდე ამიტომაც კომუნისტური ჰარმონიით გაჯერებული ხარახურით ებრძვი შედევრებს smile.gif
და რა არის იმაში ცუდი რომ სხვასაც მოსწონს?
თუ მარტო შენ უნდა მოგწონდეს რომ უფრო ორიგინალურად და პრადვინუტად იგრძნო თავი?
ზოგი რამ მართლაც კაი დადე ისე.


აჰა შემოგითვალა პროფესორმა:

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ეს კი დეტალური პასუხი:

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


გაითვალისწინე ეს ადამიანი პროფესორია კონსერვატორიაში და მასტერკლასებს ატარებს ახლა ამერიკაში smile.gif სახელს არ ვაწერ თუ გინდა PM მოგწერ wink.gif


ჰეისან
QUOTE
გენიალურია მეთქი, რომ ვთქვა, ნიშნავს, რომ არაფერი ვთქვა საერთოდ... არა მგონია, ჩვეულებრივ ადამიანს ამისი დაწერა შეეძლოს. ჩვენ ისიც კი უნდა გვიხაროდეს, რომ ამ მუსიკის აღქმა შეგვიძლია და მისით დატკბობა. ჩვენთვის ესეც დიდი მიღწევაა.

აი სასწაულია რა მართლაც smile.gif

ერთი ესეც ნახე მთლიანად მეორე ნაწილია კულმინაცია და ამაღლევებელი მომენტი 3:40 დან. რაღაცა საოცარი ენაა. უსიტყვო საუბარია. თითქოს სიზმრად გეცხადება შენი დიდი ხნის ამ ქვეყნიდან წასული ოჯახის წევრი გიყვება რაღაცას და გულისნადებს და სევდას გიზიარებს. შემდეგ კი ისევ წავა sad.gif




ამ ჩაკონის ფინალიც ნახე ზღაპარია. ბახია ეს.


Posted by: weisenhaus 20 Nov 2013, 16:09
pekineli
QUOTE
შენ შიში გაქვს იმისა რომ არაორიგინალური აღმოჩნდე ამიტომაც კომუნისტური ჰარმონიით გაჯერებული ხარახურით ებრძვი შედევრებს smile.gif
და რა არის იმაში ცუდი რომ სხვასაც მოსწონს?
თუ მარტო შენ უნდა მოგწონდეს რომ უფრო ორიგინალურად და პრადვინუტად იგრძნო თავი?
ზოგი რამ მართლაც კაი დადე ისე.

ეს "კომუნისტური ჰარმონია" რაღაა? რას აღარ იტყვი ხოლმე. user.gif
QUOTE
ეს კი დეტალური პასუხი:

და რა? მე ჩემი აზრი მაქვს. თორემ მაგ პროფესორზე მუსიკაში გათვითცნობიერებულ ადამიანებსაც ექნებათ ნათქვამი შოპენზე - არაა მარტივი კომპოზიტორიო. და პირიქით - უთქვამთ, რომ მარტივიაო. ყველას განსხვავებული აღქმის უნარი აქვს. wink.gif


Posted by: pekineli 20 Nov 2013, 16:22
weisenhaus
QUOTE
ეს "კომუნისტური ჰარმონია" რაღაა? რას აღარ იტყვი ხოლმე. user.gif

QUOTE
და პირიქით - უთქვამთ,

დალინკე რამე აბა, ათასი კრიტიკაა ცნობილი თუ უცნობი კრიტიკოსების ნეტში. ასეთი არასერიოზული ფრაზა,,შოპენი მარტივია" ჯერ არავის გაუგონია. თითოეული ნაწარმოების კრიტიკა შეგიძლია წაიკითხო სხვადასხვა რესურსებზე დადებითიც და უარყოფითიც მაგრამ ამრტივიაო ვერსად ნახავ.
QUOTE
ეს "კომუნისტური ჰარმონია" რაღაა? რას აღარ იტყვი ხოლმე. user.gif

ძალიან გამოკვეთილი ჟღერადობა აქბს საბჭოთა პერიოდის ნაწარმოებებს. გნებავთ შოსტაკოვიჩი აიღე. მეორე ვალსი წმინდა წყილი კომუნისტური ფილმის საუნდტრეკია biggrin.gif
მიუხედავად იმისა რომ თავად სტალინს ვერ იტანდა ეს ეპოქა მასზეც აისახა. შენი ხარახურაც სწორედ ასე ჟღერს ზედმეტად ეპოქალურია და ზედმეტად მიწიერი smile.gif


ბაზარი არა პრიატნი მელოდიებია მაგრამ ის ნაფტალინი ზედ ახატია, იმ პროპაგანდის პომპეზურობის და ტყუილის ნაფტალინი რაც მთლიანად საბჭოთა სივრცე იყო. სუფთა ხუთწლედის გადაჭარბებით შესრულებული გეგმებვითაა biggrin.gif

ამიტომაც მიყვარს სიტყვაზე ლისტი. იმდენად თანამედროვე და გენიალურია რომ ვერ გაიგებ რა ეპოქაა რა დრო. გუშინ დაწერა ვირაც მხეცმა სკანდინავიელმა ავანგარდისტმა თუ 200 წლის წინ უნგრელმა პარიზელმა ვერ გაიგებ smile.gif

Posted by: weisenhaus 20 Nov 2013, 16:35
pekineli
QUOTE
ამიტომაც მიყვარს სიტყვაზე ლისტი. იმდენად თანამედროვე და გენიალურია რომ ვერ გაიგებ რა ეპოქაა რა დრო. გუშინ დაწერა ვირაც მხეცმა სკანდინავიელმა ავანგარდისტმა თუ 200 წლის წინ უნგრელმა პარიზელმა ვერ გაიგებ smile.gif

არადა, ლისტისა და შოპენის ამოცნობა უადვილესია. ერთი მოსმენითაც მარტივად მიხვდები, თუ რომელ ეპოქას მიეკუთვნებიან ეგ კომპოზიტორები. შოსტაკოვიჩსა და პროკოფიევთან ბევრად უფრო რთულადაა საქმე.
QUOTE
დალინკე რამე აბა, ათასი კრიტიკაა ცნობილი თუ უცნობი კრიტიკოსების ნეტში. ასეთი არასერიოზული ფრაზა,,შოპენი მარტივია" ჯერ არავის გაუგონია. თითოეული ნაწარმოების კრიტიკა შეგიძლია წაიკითხო სხვადასხვა რესურსებზე დადებითიც და უარყოფითიც მაგრამ ამრტივიაო ვერსად ნახავ.

დავიჯერო, აქამდე არსად გაგიგია შოპენზე, რომ მარტივს უწოდებენ, ოღონდ გენიალურსაც?


Posted by: pekineli 20 Nov 2013, 16:57
weisenhaus
QUOTE
არადა, ლისტისა და შოპენის ამოცნობა უადვილესია. ერთი მოსმენითაც მარტივად მიხვდები, თუ რომელ ეპოქას მიეკუთვნებიან ეგ კომპოზიტორები. შოსტაკოვიჩსა და პროკოფიევთან ბევრად უფრო რთულადაა საქმე.

აბსურდია.
QUOTE
დავიჯერო, აქამდე არსად გაგიგია შოპენზე, რომ მარტივს უწოდებენ, ოღონდ გენიალურსაც?

აიმე რეებს წერ facepalm.gif ვინმე კრიტიკოსის ნააზრევი დადე. უამრავია ინტერნეტში ნებისმიერი ნაწარმოების კრიტიკა.
შუბერტი შუმან, რახმანინოვი, ლისტი, ჩაიკოვსკი წერდნენ შოპენზე. აბა ცადე და იპოვო სადმე ასეთი ფრაზა ,,შოპენი, მარტივი". ვინმე წონიანი კრიტიკოსის ნააზრევი დადე აბა შენნაირი შარლატანის არა.
ვერ შეძლებ. როცა შუმანმა თქვა შოპენზე ,,ქუდები მოიხადეთ ჯენტლმენებო თქვენს წინაშეა გენიოსი" შენი ფართხალი უბრალოდ სასაცილო და უინტერესოა.

მოდი რა, გთხოვ ორი წიგნი წაიკითხე გულწრფელად გთხოვ. თუ გინდა მოგცემ რომელიმე წინგს ჩემი ბიბლიოთეკიდან მუსიკის ისტორიის, ჰარმონიის ან საფორტეპიანო ტექნიკის შესახებ. მამდაჩემი პიანისტი იყო და სახლში მტელიო ბიბლიოთეკა მაქვს. გათხოვებ თუ გინდა.

ყოველ წუთას ნუ უსვამ შენს არაკომპეტენტურობას ხაზს. აკი გითხრა პროფესორმა ,,შოპენი მარტივია" ფრაზა საერთოდ ხელოვნებათმცოდნეს არ ეკადრებაო.

საქმე იცი რაშია? კომპეტენცია არ გყოფნის შენ. და ძალიან გინდა რომ გყოფნიდეს.

პ.ს.ორ რამეს არ აქვს საზღვარი: სამყაროს და ადამიანის სისულელეს; და მე არ ვარ დარწმუნებული სამყაროს შესახებ - ალბერტ აინშტაინი.

Posted by: weisenhaus 20 Nov 2013, 17:21
pekineli
QUOTE
შუბერტი შუმან, რახმანინოვი, ლისტი, ჩაიკოვსკი წერდნენ შოპენზე. აბა ცადე და იპოვო სადმე ასეთი ფრაზა ,,შოპენი, მარტივი". ვინმე წონიანი კრიტიკოსის ნააზრევი დადე აბა შენნაირი შარლატანის არა.

შარლატანიც ხარ და დილეტანტიც. იმაშია შენი პრობლემა, რომ ვიღაცეების ნააზრევი მოგყავს და საკუთარი აზრი არ გაგაჩნია. smile.gif
QUOTE
ყოველ წუთას ნუ უსვამ შენს არაკომპეტენტურობას ხაზს. აკი გითხრა პროფესორმა ,,შოპენი მარტივია" ფრაზა საერთოდ ხელოვნებათმცოდნეს არ ეკადრებაო.

გააჩნია ვის ადარებ? წურწუმიასთან შედარებით რთულია. სტრავინსკისთან შედარებით - მარტივი.
QUOTE
მოდი რა, გთხოვ  ორი წიგნი წაიკითხე გულწრფელად გთხოვ. თუ გინდა მოგცემ რომელიმე წინგს ჩემი ბიბლიოთეკიდან მუსიკის ისტორიის, ჰარმონიის ან საფორტეპიანო ტექნიკის შესახებ. მამდაჩემი პიანისტი იყო და სახლში მტელიო ბიბლიოთეკა მაქვს. გათხოვებ თუ გინდა.

წიგნების კითხვით მუსიკალური აღქმის ნიჭი არ მოგემატება. დამიჯერე, არ ხარ ჯერ შენ საიმისოდ მზად, რომ მუსიკაზე ეკამათო ვინმეს. შეგიძლია, თქვა, შოპენი მომწონს და ა.შ. მაგრამ მუსიკაში ჩახედული ადამიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებ. შეუძლებელია, ადამიანს მუსიკაზე ეკამათო, რომელსაც კარგად მოსმენილი და აღქმული არ აქვს ვაგნერი, მალერი, სტრავინსკი, შოსტაკოვიჩი, პროკოფიევი და ძალიან ბევრი სხვა კომპოზიტორი, აქედან თითოეულის ცნობა და გაგება ბევრად უფრო მეტს შეგძენს, ვიდრე შოპენის.

Posted by: pekineli 20 Nov 2013, 17:39
weisenhaus
QUOTE
შარლატანიც ხარ და დილეტანტიც. იმაშია შენი პრობლემა, რომ ვიღაცეების ნააზრევი მოგყავს და საკუთარი აზრი არ გაგაჩნია. smile.gif

lol.gif lol.gif lol.gif
ეს იყო ეპიკი
lol.gif lol.gif

QUOTE
ყოველ წუთას ნუ უსვამ შენს არაკომპეტენტურობას ხაზს. აკი გითხრა პროფესორმა ,,შოპენი მარტივია" ფრაზა საერთოდ ხელოვნებათმცოდნეს არ ეკადრებაო.

facepalm.gif

QUOTE
წიგნების კითხვით მუსიკალური აღქმის ნიჭი არ მოგემატება. დამიჯერე, არ ხარ ჯერ შენ საიმისოდ მზად, რომ მუსიკაზე ეკამათო ვინმეს. შეგიძლია, თქვა, შოპენი მომწონს და ა.შ. მაგრამ მუსიკაში ჩახედული ადამიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებ. შეუძლებელია, ადამიანს მუსიკაზე ეკამათო, რომელსაც კარგად მოსმენილი და აღქმული არ აქვს ვაგნერი, მალერი, სტრავინსკი, შოსტაკოვიჩი, პროკოფიევი და ძალიან ბევრი სხვა კომპოზიტორი, აქედან თითოეულის ცნობა და გაგება ბევრად უფრო მეტს შეგძენს, ვიდრე შოპენის.

facepalm.gif და ამას ვინ მელაპარაკება?> facepalm.gif


მე მოვრჩი აქ შენთან ოფფ-ს

Posted by: weisenhaus 20 Nov 2013, 20:27
ვოტ ტაკ!


pekineli
გამიხარდა, რომ რაც პიემში მოგწერე, თავადაც დაეთანხმე ყველაფერს და საბოლოოდ აღიარე ყველაფერი. ხელს ნუ ჩაიქნევ მაინც. შენი სტუდენტებიც ჩემ აზრზე იქნებიან. smile.gif

Posted by: pekineli 20 Nov 2013, 20:35
weisenhaus
მე კი გამიკვირდა რომ აქამდე ჩემი პასუხი არ მიგიღია. ჩემი პირობითი ნათქვამი სამწუხაროა რომ შენს თავზე მიიღე და თავდაცვის ხერხს მიმართე, ნაცვლად იმისა რაც უნდა გეთქვა და გექნა.

ვსო აღარ მფლუდავ. თორე გარეპორტებ შეწუხებისა და ოფისათვის

Posted by: badrijan 20 Nov 2013, 20:42
ძალიან მაგარი დასაწყისი აქვს ამ სონატას ტელეფონში მაქვს და გზაში ვუსმენ ხოლმე. მაგარია ძალიან. მერე უფრო მძიმე მოსასმენია. დაბოლოებაც ლამაზია.



Posted by: weisenhaus 20 Nov 2013, 20:43
პროფესორეეეეეეეეეეეეეეეეე. lol.gif lol.gif

Posted by: badrijan 20 Nov 2013, 20:49
pekineli
weisenhaus

არ მოგბეზრდათ?

weisenhaus
ფეხბურთზე გამიგია ქომაგების ჩხუბი ყეველაფერზე გამიგია მარა კლასიკურ მუსიკაზე?
შენც რას აგიჩემებიაერთიდაიგივე ამდენი წელია, გაუაზრებელ აკვიატებას გავს ეს ყველაფერი.
ამ განყოფილებაში დასასვენებლად შემოვდივართ!!!
და მუდამ ჩეტი გვხვდება!



........---.....................................
პიანინოს აწყობა გვჭირდაბა ვინც იცით დაწერეთ! ძველი გერმანული პიანინოა. შეიძლება რესტავრაციაც დაჭირდება

Posted by: weisenhaus 20 Nov 2013, 20:56
badrijan
QUOTE
ფეხბურთზე გამიგია ქომაგების ჩხუბი ყეველაფერზე გამიგია მარა კლასიკურ მუსიკაზე?

მე ვაბშე არ ვჩხუბობ არასდროს. ძაან თუ არ გაიუზრდელა ვიღაცამ, wink.gif

QUOTE
შენც რას აგიჩემებიაერთიდაიგივე ამდენი წელია, გაუაზრებელ აკვიატებას გავს ეს ყველაფერი.

ვერ მივხვდი, აქ რას გულისხმობ? smile.gif

Posted by: badrijan 20 Nov 2013, 21:06
weisenhaus

რამდენი სემოვედი იმდენი ერთიდაიგივე სცენარი დამხვდა biggrin.gif
ბოშყო თვეში ერთხელ შემოვდივარ და ისიც ძიძგილაობა იწევა

lolzzz

-__-

Posted by: weisenhaus 20 Nov 2013, 21:12
badrijan
რავი, მეც იშვიათად ვპოსტავ ხოლმე აქ. ხალხი აღარაა ვაბშე. 2007-2008 წლებში მიდიოდა აქ მაგარი დისკუსიები. biggrin.gif

Posted by: ჰეისან 21 Nov 2013, 14:49
pekineli
QUOTE
ერთი ესეც ნახე მთლიანად მეორე ნაწილია კულმინაცია და ამაღლევებელი მომენტი 3:40 დან

ნამდვილად... დაჰიპნოზებულივით ვუსმენ შოპენს smile.gif

ბახის მოსმენა კი, კლავესინსა და ორღანზე მიყვარს. ფორტეპიანოზე ვერ აღვიქვამ ვერც მოცარტს და ვერც ბახს. ცუდად ნუ გამიგებთ

Posted by: Zarathustra 21 Nov 2013, 23:34
weisenhaus
pekineli
გააფრინეთ? დაწყნარდით ტო, სირცხვილია. ჰარმონიის ნაზ გენიაზე როგორ დააყარეთ?
ახლა "ატმაზკა" უნდა ავუღო:
წარმოშობით მეც პეკინიდან ვარ biggrin.gif
შოპენის გრანდ ვალს ბრილიანტი იყო პირველი ნაწარმოები, რაც მუსიკისკენ შემოტრიალების მერე გავარჩიე ჩემით, შოპენი ჩემთვის პირველი კომპონისტი იყო დიდი ხნის მანძილზე და, სხვათა შორის, დელაკრუას პორტრეტიც - შოპენის პორტრეტებში ურჩეულესი.
ესსე დავწერე.

Posted by: weisenhaus 22 Nov 2013, 00:20
Zarathustra
QUOTE
შოპენი ჩემთვის პირველი კომპონისტი იყო დიდი ხნის მანძილზე

ჩემი ფავორიტი კომპოზიტორი არასდროს ყოფილა, მაგრამ მომწონდა და ვუსმენდი ერთი პერიოდი. ახლა საერთოდ ვეღარ ვუსმენ. biggrin.gif

პ.ს. ეს კი - რიმსკის ნაწარმოებებიდან უმშვენიერესი ფრაგმენტები:


Posted by: badrijan 22 Nov 2013, 10:14
weisenhaus
QUOTE
ჩემი ფავორიტი კომპოზიტორი არასდროს ყოფილა, მაგრამ მომწონდა და ვუსმენდი ერთი პერიოდი. ახლა საერთოდ ვეღარ ვუსმენ. biggrin.gif

არც ჩემი კომპოზიტორია არაა, მარა შენი კომპოზიტორი რომ არაა ეს არ გაძლევს უფლებას ასე ილაპარაკო. მე კარგად მახსოვს სხვა უდიდეს კომპოზიტორებზეც ასე ხისტად იმტკიცებოდი რაღაცეებს უბრალოდ აღარ შეგედავე, ამ განყოფილებას ხშირად ვკითხულობ და იშვიათად ვპოსტავ.
რობიკო სტურუას სტატია გამახსენდა: ,,ვეფხისტყაოსანი იდიოტობაა"-ო. არ შეიძლება ასეთი დიდი წონის, და ისტორიული მნიშვნელობის გენიის მატარებელი პიროვნებების შემოქმედებაზე ასე აგდებით ისაუბრო.
ნება შენია მეგობარო გინდ დაიჯერე გინდ გააგრძელე.
ჰეისან
QUOTE
დაჰიპნოზებულივით ვუსმენ შოპენს smile.gif

ძალიან მაგარია შოპენი. ლადარია როა კაცი პირველ არხზე გადიოდა მაგისი პროგრამა და იმან თქვა ერთხელ, ყველაზე მეტად ეგ ჩაწვდა ამ ყუთის სულსო. ვიღაც მოხუცი პიანისტი, ყავდა სტუმრად მუსიკოსი, იმან კიდე დაამატა, ნეტა რა დავიმსახურეთ კაცობრიობამ ასეთი რომ ესეთი ვიღაცა ჩამოგვიგდო ღმერთმაო. ჩამრჩა თავში ეს ფრაზები. თავიდან ბოლომდე ვერც ვუყურე გადაცემას.


Posted by: weisenhaus 22 Nov 2013, 15:40
badrijan
მგონი, შოპენზე დავწერე კიდეც, დიდი კომპოზიტორიაო. სიმარტივეს რაც შეეხება, ეგ მე აღვიქვამ მასე და ვერაფერს ვიზამ. smile.gif

Posted by: ჰეისან 23 Nov 2013, 23:47
weisenhaus
დაზღნარდი... biggrin.gif რამ გაგამწარა?

Posted by: pekineli 24 Nov 2013, 00:34
ჰეისან
QUOTE
დაზღნარდი...  რამ გაგამწარა?

შინაგანი კონფლიქტი აქვს. შოპენი ეჩვენება მარტივი.
თან გენიალურიაო. ჯერ ვერ ჩამოყალიბდა :|
biggrin.gif

Posted by: weisenhaus 24 Nov 2013, 01:49
ჰეისან
QUOTE
დაზღნარდი...  რამ გაგამწარა?

ჩემი გამწარება საკმაოდ რთულია. აქეთ ვამწარებ ხოლმე იუზერებს. biggrin.gif


Posted by: ჰეისან 24 Nov 2013, 02:04
pekineli
weisenhaus
მე უბრალო ადამიანი ვარ... მუსიკა ჩემთვის შთაგონების და რელაქსაციის წყაროა და მშვენივრად ასრულებს თავის დანიშნულებას. რა არის სადაო, ვერ ვხვდები smile.gif ცუდად ნუ გამიგებთ.

Posted by: weisenhaus 24 Nov 2013, 02:14
ჰეისან
QUOTE
მე უბრალო ადამიანი ვარ... მუსიკა ჩემთვის შთაგონების და რელაქსაციის წყაროა და მშვენივრად ასრულებს თავის დანიშნულებას. რა არის სადაო, ვერ ვხვდები  ცუდად ნუ გამიგებთ.

მუსიკა - ხელოვნებაა! ხელოვნებასა და პოლიტიკაზე კი - ყველაზე მეტს დაობენ. biggrin.gif

Posted by: ჰეისან 25 Nov 2013, 19:37
weisenhaus
ხელო-ვნება უცნაური სიტყვაა biggrin.gif ხელი და ვნება...

Posted by: weisenhaus 25 Nov 2013, 23:31
ჰეისან
QUOTE
ხელო-ვნება უცნაური სიტყვაა  ხელი და ვნება.

ფეხოვანებიც არსებობენ. biggrin.gif

Posted by: Charles IX 25 Nov 2013, 23:51
მარტივი არ ნიშნავს ცუდს. მით უმეტეს, როდესაც სუბიექტურად გეჩვენება რაღაც მარტივად.
თან აინშტაინიც არ უნდა დაგვავიწყდეს!...

არტურ შნაბელს კითხეს ერთხელ:
- ბავშვები რატომ უკრავენ ხშირად მოცარტს?
ა.შ. - იმიტომ, რომ მარტივია...
- და ზრდასრული კარგი პიანისტები რატომღა უკრავენ იშვიათად?
ა.შ. - იმიტომ, რომ რთულია!

Posted by: djbachi 26 Nov 2013, 02:33
Charles IX
ფრიად გენიალური სიტყვებია.

აბსოლიტურად იგივე ეკუთვნის შოპენსაც. ყველა "პიანისტი" შოპენს უკრავს, მაგრამ რაც არტურამ შეძლო, ის (ჭეშმარიტი შოპენი) ვ ე რ ა ვ ი ნ გაიმეორა.

Posted by: pekineli 27 Nov 2013, 11:35
Charles IX
და საერთოდ არ გეჩვენება რომ კონტექსტიდან მუსიკის ამოგლეჯა ძალიან დაბალ მუსიკალურ აღქმაზე მიუთითებს? საერთოდ ეს თემაა ფეილი.
ნაწარმოების დრამატურგია სწორედ იმას გულისხმობს რომ ნაწარმოები განიხილო მთლიანობაში. ნაწარმოებს აქვს შესავალი, განვითარება კულმინაცია და ფინალი., ყოველთვის ასეა შოპენთან, ბეთჰოვენთა, ჩაიკოვსკისთან და სხვა უდიდეს კომპოზიტორებთან.
სიტყვაზე შოპენის მეორე სონატა რომ ავიღოთ ის ოთხი ნაწილისაგან შედგება და არის მთლიანად საოცრება. მთელი სიკვდილის პროცესი თავის დამკრძალავი პროცესიით (მეორე მოქმედება) და დამუნჯებულ სასაფლაოზე, ყველას წასვლის შემდეგ მქროლავი ქარით (მეოთხე ნაწილი სონატის)

აი აქედან რა უნდა ამოგლიჯო? მთლიანად გამაჟრჟოლებელი არაა smile.gif



djbachi

სად წახვედი ბიჭო ფეისბუკიდან smile.gif))


djbachi
QUOTE
აბსოლიტურად იგივე ეკუთვნის შოპენსაც. ყველა "პიანისტი" შოპენს უკრავს, მაგრამ რაც არტურამ შეძლო, ის (ჭეშმარიტი შოპენი) ვ ე რ ა ვ ი ნ გაიმეორა.

ჭეშმარტებაა 2kiss.gif

Posted by: djbachi 27 Nov 2013, 16:57
QUOTE (pekineli @ 27 Nov 2013, 11:35 )
Charles IX
ეს თემაა ფეილი.
ნაწარმოების დრამატურგია სწორედ იმას გულისხმობს რომ ნაწარმოები განიხილო მთლიანობაში. ნაწარმოებს აქვს შესავალი, განვითარება კულმინაცია და ფინალი., ყოველთვის ასეა შოპენთან, ბეთჰოვენთა, ჩაიკოვსკისთან და სხვა უდიდეს კომპოზიტორებთან.=

ამას ვამბობ ხოლმე ხშირად.


აბსოლიტურად იგივეა ოპერაშიც. ცალკე არია სიმღერაა, ხოლო მთლიანი ნაწარმოები თავისი უვერტურით, განვითარებით და ფინალით-ოპერა. ეს არის რაც ფასობს თორე სიმღერების წერა გაცილებით მარტივია.

Posted by: weisenhaus 28 Nov 2013, 16:40
QUOTE
კონტექსტიდან მუსიკის ამოგლეჯა

facepalm.gif


Posted by: Nielsen 14 Dec 2013, 16:32
Charles IX
QUOTE
მარტივი არ ნიშნავს ცუდს. მით უმეტეს, როდესაც სუბიექტურად გეჩვენება რაღაც მარტივად.თან აინშტაინიც არ უნდა დაგვავიწყდეს!...არტურ შნაბელს კითხეს ერთხელ: - ბავშვები რატომ უკრავენ ხშირად მოცარტს?ა.შ. - იმიტომ, რომ მარტივია...- და ზრდასრული კარგი პიანისტები რატომღა უკრავენ იშვიათად?ა.შ. - იმიტომ, რომ რთულია!

+1

Posted by: დიაბლო 17 Dec 2013, 10:31
http://www.youtube.com/watch?v=wygy721nzRc
23:26 დან

Posted by: FJ70 17 Dec 2013, 14:05
http://www.youtube.com/watch?v=c3bHC8B5o-k

Posted by: maktraxer 13 Jan 2014, 22:04
QUOTE (pekineli @ 27 Nov 2013, 11:35 )
მთლიანად გამაჟრჟოლებელი არაა smile.gif


რა მაგარია... love.gif
****

ზოგადად მუსიკა მიყვარს უბრალოდ კლასიკურ მუსიკაში დიდად ვერ ვერკვევი, ეს ერთ ფილმში შემხვდა და ძალიან შემიყვარდა...

Posted by: JSB14BSJ 27 Jul 2014, 20:31

Posted by: JSB14BSJ 28 Jul 2014, 21:02
djbachi
QUOTE
მაგრამ რაც არტურამ შეძლო, ის (ჭეშმარიტი შოპენი) ვ ე რ ა ვ ი ნ გაიმეორა.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: narkozeli 6 Aug 2014, 12:54
ალბათ უკვე ახსენეთ ამ თემაში,მაგრამ განვმეორდები..




Posted by: ბენი 7 Aug 2014, 23:49
love.gif love.gif

Posted by: nakafi 8 Aug 2014, 11:36
http://viewrz.com/video/wsds
ამხანაგებო აქ რო მუსიკა ისმის მაგას ვინ უკრავს 3 დღეა ვეძებ და ვერ ვპოულობ ნეტავ სადაა ?

Posted by: JSB14BSJ 13 Aug 2014, 20:13
nakafi
QUOTE
ვინ უკრავს

ფილმის ტიტრები გაჩითე და ნახავ შემსრულებელს. ვანგა აქ არავინ არაა biggrin.gif
QUOTE
ვეძებ და ვერ ვპოულობ

სად ეძებ?
QUOTE
ნეტავ სადაა ?

ნესთ ანდარე ჯეჰან
givi.gif givi.gif

Posted by: annavita 1 Apr 2015, 22:05
QUOTE
სულში

......................

Posted by: annavita 3 Apr 2015, 10:40
....................................................

Posted by: JSB14BSJ 14 Oct 2015, 00:36

* * *

Posted by: JSB14BSJ 19 Oct 2015, 21:58

Posted by: Special_1 14 Nov 2015, 21:56
5:40 ის მიდამოებში
საერთოდ ამის მოსმენას რომელიმე წამიდან აზრი არ აქვს
თავიდანვე თუ არ შეყევი ვერ გბურძგლავს

Posted by: leeevani 26 Dec 2015, 18:25
როგორ მოვჭრა და სად ავტვირთო მასწავლეთ რა mo.gif

Posted by: annavita 8 Jan 2016, 21:04
http://blagoy.ru/audio/schubert/Schubert_Six%20moments%20musicaux_op94_3_DBlagoy.mp3

Posted by: გიორგი_ქადაგიშვილი 18 Feb 2016, 21:25
სერგეი ვასილის ძე რახმანინოვის ნაწარმოებების მოსმენისას სულიერ ექსტაზს განვიცდი.


Posted by: Ar-Pharazôn 5 Mar 2016, 12:57
გამაჟრიალებელი და სულში ჩამწვდომია, მა რა არის - გოი ვერ დაწერს ასეთ მუსიკას და გოი ვერ უდირიჟორებს ასე, ოი ვეი!


Posted by: JSB14BSJ 23 Apr 2016, 01:26
საუნდქლაუდს რა დაეძგერა, ხო არავინ იცით?

Posted by: annavita 23 Apr 2016, 01:35
....................................................

Posted by: djbachi 26 Apr 2016, 11:09
ეჰ, წავიდა ფორუმის დიდი კორიფეების ეპოქა sad.gif(

მაგრამ ისტორიას დარჩა :დ

Posted by: JSB14BSJ 29 Apr 2016, 01:50
djbachi
არ წასულა, აქ ვართ

Posted by: Accident 29 Apr 2016, 05:22
JSB14BSJ

embed სკრიპტი განაახლა.
ადრე ხომ ჰორიზონტალურად ჯდებოდა, ახლა cover სურათიანად ჯდება.

ამ ფორუმზე კი არ განუახლებიათ და არც ძველი ჩანს და არც ახალი ისმება, მგონი.

Posted by: datvina 22 May 2016, 13:00
მე მგონი 2 წელია უკვე რაც ვუსმენ

Posted by: პოლიმათი 15 Jul 2016, 20:23
საერთოდ ნაწილი როგორ შეიძლება აღქმადი იყოს?

მთლიანად თუ არ უსმინე, ეს იგივეა რაღაც ნაწყვეტი ამოგლიჯო დიალოგიდან წიგნში.




Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)