Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > ვეძებ "ძიძას"


Posted by: J-Time 23 Feb 2018, 19:19
მოკლედ ასეთი სიტოაციაა.
სახლში ვცხოვრობთ ცოლ-ქმარი, გვყავს ბავშვი, ჩვილი.
გვჭირდება ადამიანი, ვინც დაგვეხმარება.

მოვალეობები:

ბავშვისთვის ყურადღების მიქცევა, აივანზე გაყვანა დღეში ერთხელ 40 წუთით, პამპერსის გამოცვლა, ბავშვის ბანაობაში დახმარება.
ცხადია ამ ყველაფერში ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას. ბავშვთან მარტო დარჩენა იშვიათად მოუწევს(თვის განმავლობში 0-10 საათი).

ასევე რომ დაგვეხმაროს საჭმლის მომზადება, მაგიდასთან მოტანა და სახლის დალაგებაში. მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ მისი პასუხისმგებლობა. უბრალოდ ხანდახან შეიძლება გახდეს საჭირო და შემდეგ რომ სიურპრიზი არ იყოს.


სამუშაო საათები: დღეში 8 სთ, 12:00 დან 20:00 სთ-მდე
ანაზღაურება: 400 გელ
დასვენება: კვირა დღე და პლუს ნებისმიერი 3 დღე თვეში
მდებარეობა: ვაჟა-ფშაველას გამზ.

კონტაქტისთვის PM ან svsh1719@gmail.com
პ.ს. დაინტერესების შემთხვევაში დაგიკავშირდებით მაქს. 48 სთ-ში.

Posted by: holden kolpildi 23 Feb 2018, 21:58
QUOTE
ბავშვისთვის ყურადღების მიქცევა, აივანზე გაყვანა დღეში ერთხელ 40 წუთით, პამპერსის გამოცვლა, ბავშვის ბანაობაში დახმარება.
ცხადია ამ ყველაფერში ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას. ბავშვთან მარტო დარჩენა იშვიათად მოუწევს(თვის განმავლობში 0-10 საათი).

ასევე რომ დაგვეხმაროს საჭმლის მომზადება, მაგიდასთან მოტანა და სახლის დალაგებაში. მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ მისი პასუხისმგებლობა. უბრალოდ ხანდახან შეიძლება გახდეს საჭირო და შემდეგ რომ სიურპრიზი არ იყოს.

QUOTE
ანაზღაურება: 400 გელ


ძაან მაინტერესებს განცადების ავტორები ამ თანხად თვითონ იმუშავებენ?

Posted by: J-Time 23 Feb 2018, 23:14
holden kolpildi
კოლფილდ ის არ გაინტერესებს, რომ თავიანთი ხელფასი ძიძას უნდა გაუყონ და თან ოჯახი რომ უნდა არჩინონ, თუ მაგდენს ინტერესს ვეღარ ქაჩავ უკვე biggrin.gif

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სახლში ვიქნებით დედაც და მამაც, ლაპარაკია ყურადღების მიქცევაზე, რადგან საქმის გამო ვერ ვახერხებ ყოველ წუთში ავდგე, ბავშვს დავხედო ა.შ.

Posted by: holden kolpildi 24 Feb 2018, 00:10
J-Time
კითხვაზე კითხვით პასუხი ხო იცი რისი ნიშანიცა biggrin.gif


400 ლარად ბავშვის მოვლა და პლიუს სახლის საქმეში დახმარება
რა ვიცი რა ვიცი
თუ ვინმე იშოვე თმაა მოაჭერი biggrin.gif

Posted by: J-Time 24 Feb 2018, 00:22
holden kolpildi
მოვიკითხხე მეგობრებში, რავი, ბაღშიც რომ უნდა ატაროს და მარტოს რომ უნდა ყავდეს ბავშვები, 400-500 ლარს უხდიან, პლუს დავგუგლე, მათ შორის ფორუმზეც, ჰოდა ავიღე 400 ლარი და დასვენების დღეებიც დავამატე და რა გინდა მოგზავნილი ხარ biggrin.gif


სანამ ნორმალურ სამსახურს იშოვის, გაერთობა biggrin.gif

Posted by: holden kolpildi 24 Feb 2018, 00:31
J-Time
შენ იმუშავებ მსგავს პოზიციაზე 400 ლარად
მარტივი კითხვა biggrin.gif

QUOTE
გაერთობა

კი აბა რაა biggrin.gif



Posted by: J-Time 24 Feb 2018, 00:40
holden kolpildi
20 წლის რომ ვიყავი, მიმუშავია ბარად, მშვენიერ წრეში მოვხვდი და იქიდან დაიწყო ყველაფერი კარგი biggrin.gif

Posted by: RadioShack 24 Feb 2018, 01:27
ძიძას ვინც იყვანს იმან რატომ უნდა იმუშაოს ძიძის ხელფასზე ეს საერთოდ რაშედარებაა

უბრალოდ ის ერთი დღე გამიკვირდა, ანუ კვირა დასვენებაო და კიდევ 3 დღეო, ბარემ 4 დღე ყოფილიყო და აღარ გამოვიდოდა ზეგანაკვეთური შრომა biggrin.gif ერთი დღე თვეში განა ამდენს რას გიწყვეტს

ისე მე მყავდა ძიძა ისე რომ მეც სახლში ვიყავი ხოლმე, დადიოდა კვირაში 4ჯერ და აქედან 3-ჯერ სახლში ვიყავი ხოლმე, ვუხდიდი 320 ლარს

მარა საჭმელს მას არ ვაკეთებინებდი და ყოველთვის მე როცა ვიყავი მე ვუცვლიდი ბავშვს, ისკიარა ძიძას მე ვუკეთებდი ხოლმე საჭმელს

Posted by: marimari11 24 Feb 2018, 01:43
holden kolpildi
მე როგორც ვიცი ეგეთი ფასებია ძიძებზე საშუალოდ.იმაზე ნაკლებს არ სთავაზობს ვიდრე ეს "ბაზარსე" ღირს

Posted by: K0lin 24 Feb 2018, 06:00
ბარემ თქვი მონა მინდათქო. ჩემს დას ყავს ძიძა არც საჭმელს აკეთებინებს და არც სახლს ალაგებინებს. თვითონ აკეთებს და უტოვებს. დილის ცხრიდან საღამოს 8მდე.
შაბათ კვირას ისვენებს. 650ლარს უხდის და საჭმელებსაც ატანს სახლში, ოჯახის წევრია უკვე.

Posted by: holden kolpildi 24 Feb 2018, 11:28
J-Time
20 წლის ძიძადამლაგებელ.მზარეულს ეძებ ბრად ? biggrin.gif
შენ რო 20 წლის იქნებოდი მაშინ400 ლარს თვეში კიდე არაუშავდა ახლა არაფერია ეგთანხა თან როცა ამდენ რამეს სYხოვ biggrin.gif


RadioShack
როცა სხვას ეხება საქმე მაშინ 400 ლარიც "ბევრია" ..
ხო ხედავ რა თქვა მოვა გაერთობაო biggrin.gif
ბავშვის მოვლა გართობა არაა დიდი პასუხისმგებლობაა
იმიტომ ვკითხე მეთქი იქნებ უკეთ გაიზროს რამდენ რამეს ითხოვს ამ თანხად


შეიძლება 300 ლარადაც აიყვანო და მარტო ბავშვი გასერნება და გართობა დაავალო და არა ხეხვა წმენდა საჭმლის კეთება

marimari11
ღადაობ რა ეგეთი ფასები?? გამოცდილ ძიძას 600 ლარზე ნაკლებ ვერ ნახავ


ნუ მოკლედ მე იმის თქმ მინდოდა რომ თუ ბევრს ვერ უხდი ბევრ საქმესაც ნუ ავალებ და სთხოვ


Posted by: J-Time 24 Feb 2018, 12:49
K0lin
სგ სგ რა მაგარი და გყოლია
დილის ცხრიდან საღამოს რვამდე თუ უტოვებს, 400 ლარი უფრო მეტი გამოდის. ელემენტარული არითმეტიკა ისწავლეთ მერე დადეთ აქ ბრძნული დასკვნები biggrin.gif

მოკლედ ბავშვი არის ორ თვემდე, ძირითადად ძინავს, მოგხესენებათ ამ ასაკის ბავშვები არიან ასე, რვა საათში მახს 2 სთ იყოს ფხიზლად, ამ ორიდან 1 სთ მაინც ჭამას ანდომებს, ბუნებრივზეა.
სხვაა 2+ წლის ბავშვის მოვლა, როცა სულ დადის და ლაპარაკობს.

holden kolpildi
საჭმელს ზოგადად ნათესავები გვიკეთებენ, ხანდახან მეუღლეც აკეთებს და ხან მეც. მიწერია გარკვევით, ხანდახან შეიძლება მოუწიოს და შემდეგ რომ სიურპრიზი არ იყოსთქო.
ძიძაზე არა, მაგრამ ბევრი კადრი ამირჩევია სხვადასხვა პოზიციაზე და გამოცდილებით შემიძლია გითხრათ რომ სჯობს წვრილმანის შესახებაც თავიდანვე ქონდეს უტრირებული ინფორმაცია.

QUOTE
ბავშვის მოვლა გართობა არაა დიდი პასუხისმგებლობაა

პასუხისმგებლობა არის მაშინ როცა მარტოს ყავს და კიდევ გართობა არ უნდა ორ თვემდე ბავშვს biggrin.gif

Posted by: K0lin 24 Feb 2018, 13:42
J-Time rogor mqonia მაგარი არითმეტიკა, დამცინა ტიპმა თავის ჭკუაში. დილის ცხრაზე მოდის და ხანდახან სულაც რჩება ვინმე კი არ აძალებს, თავისი ნებით. რომც არ ეცალოს არავინ არაფერს არ ეუბნევა დედაჩემი მიხედავს. შენ კიდე 400 ლარათ ადამიანს დღეებს 1 დღეს უთვლი. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.

Posted by: holden kolpildi 24 Feb 2018, 14:26
J-Time
QUOTE
ბევრი კადრი ამირჩევია სხვადასხვა პოზიციაზე

ქართული Hr love.gif love.gif
პასტაც ხომ არ უნდა მოგყიდოს gigi.gif gigi.gif gigi.gif


Posted by: marimari11 24 Feb 2018, 15:07
holden kolpildi
პირველად გავიგე ეგ ფასი

Posted by: kotcio 24 Feb 2018, 18:07
მართალია, ძირითადადმაგ თანხაზე მუშაობენ ძიძები

Posted by: J-Time 24 Feb 2018, 18:14
K0lin
კოლფილდი კაი, ახლა რომ ვთქვა, დედამიწა მრგვალიათქო, საპირისპიროს მტკიცებას დაიწყებს, მაგრამ შენ მეღადავები თუ რა გჭირს, შემოდიხარ მონას ეძებო და შენი მაგალითი მოგყავს სადაც, ბევრად უფრო მონა გამოგდის biggrin.gif

Posted by: holden kolpildi 24 Feb 2018, 18:27
QUOTE
ძირითადადმაგ თანხაზე მუშაობენ ძიძები
შეატყობინე მოდერატორს  · ციტირება · ^

შეიძლება
მაგრამ ეს მარყო ძიძას არ ეძებს

შეთავსებით დამლაგებელ მზარეულიც უნდა

ამან აღმაშფოთა biggrin.gif


იმედია როდესმე ვისწავლით სხვისი შრომის პატივისცემას

J-Time
წარმატებები
დაოჯახებას და პატარას გილოცცავ ;*

პ.ს დამღა დაადე მაინც რა იცი რა ხდება რო აჯანყდეს და გაგექცეს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: J-Time 24 Feb 2018, 19:02
holden kolpildi
გმადლობ biggrin.gif

Posted by: anamaria77 24 Feb 2018, 20:52
QUOTE (holden kolpildi @ 24 Feb 2018, 18:27 )


შეთავსებით დამლაგებელ მზარეულიც უნდა

ამან აღმაშფოთა biggrin.gif



კვირაში ერთი დღე დასვენება gigi.gif
ჯამში მუშაობა მოუწევს საცოდავ ძიძას- 48 საათი -400 ლარი + სახლის დალაგება და საჭმლის მომზადება . ამათ მონა უნდათ მართლა lol.gif
მხოლოდ 400 ლარი lol.gif

ძიძის ხელფასი აი ამ პირობებში 800 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს

Posted by: Razm 25 Feb 2018, 23:18
800 ის რა გითხრა მაგრამ 500 ყველაზე ცუდ ძიძას მაინც უნდა ქონდეს biggrin.gif

Posted by: J-Time 26 Feb 2018, 11:38
Razm
QUOTE
800 ის რა გითხრა მაგრამ 500 ყველაზე ცუდ ძიძას მაინც უნდა ქონდეს biggrin.gif

პრინციპში მართალია, იყოს 500 ლარი და შაბათს პლუს 4 დასვენების დღე, ოღონდ თქვენ არ ინერვიულოთ biggrin.gif

Posted by: Pistons04 26 Feb 2018, 12:09
QUOTE
ჯამში მუშაობა მოუწევს საცოდავ ძიძას- 48 საათი -400 ლარი + სახლის დალაგება და საჭმლის მომზადება . ამათ მონა უნდათ მართლა lol.gif

ერთი სიტყვაა მხოლოდ შესაცვლელი წინადადებაში

Posted by: J-Time 26 Feb 2018, 12:21
Pistons04
კითხვა არ იცით თქვენ? biggrin.gif
ხანდახან
შეიძლება
მოუწიოს
ანუ ხანდახან შეიძლება მოუწიოს, ანუ შეიძლება ეგრეც მოხდეს და შემდეგ სიურპრიზი რომ არ იყოსთქო.

მე იმაზე ვღადაობ ხელისუფლებეს რომ ლანძღავთ, მიშა იქნება ბიძინა თუ შევარნდაძე, მნიშვნელობა არ აქვს. ელემენტარული მიმატება-გამოკლება და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ შეგიძლიათ და მიშა და ბიძინა რას გიშველით, ჯადოქარი გინდათ ვინმე biggrin.gif

Posted by: sandrobandro 26 Feb 2018, 12:34
ნუ ბავშვს უნდა გაუკეთოს საჭმელი.

დანარჩენ შემთხვევაში სახლის დალაგება და ჩაქაფულების კეთება ზედმეტია ნამდვილად.

Posted by: J-Time 26 Feb 2018, 12:44
sandrobandro
დედა აჭმევს, ბავშვი არის ორი თვის და ბუნებრივზეა. ჯერ გადაბრუნებაც კი არ შეუძლია, სადაც დასვამ, იქ არის. გაიღვიძებს, ჭამს დაიძინებს

Posted by: holden kolpildi 26 Feb 2018, 20:46
QUOTE
იყოს 500 ლარი

ქართული ფორუმის ძალა

Posted by: Pistons04 27 Feb 2018, 12:29
QUOTE (holden kolpildi @ 26 Feb 2018, 16:46 )
QUOTE
იყოს 500 ლარი

ქართული ფორუმის ძალა

რაა ამბავია მაგდენი ფული........

Posted by: holden kolpildi 27 Feb 2018, 19:04
QUOTE (Pistons04 @ 27 Feb 2018, 12:29 )
QUOTE (holden kolpildi @ 26 Feb 2018, 16:46 )
QUOTE
იყოს 500 ლარი

ქართული ფორუმის ძალა

რაა ამბავია მაგდენი ფული........

ერთი ორი გვერდიც რო ვეკამათოთ კიდე 100 ლარით მოუმატებს biggrin.gif

Posted by: J-Time 27 Feb 2018, 21:29
holden kolpildi
QUOTE
ერთი ორი გვერდიც რო ვეკამათოთ კიდე 100 ლარით მოუმატებს


ისე კიდევ მოვიკითხე სპეციალურად, ხალხს 400-500 დარიცხული აქვთ, ძიძების სააგენტოები რომ არის, ანუ დარიცხულს -20 % აკლდება. თან ისინი არიან იმენა ძიძები, ანუ 6+ თვის ბავშვი რომ ყავთ მოსავლელი მარტოს, ახლა იმედია სხვაობას ამჩნევთ აქტიური ბავშვის მარტო მოვლასა და ჩვილის მშობლებთან ერთად ყურადღების მიქცევას შორის, არიც ის ფაქტორია რომ სანდო უნდა იყოს, არც პასუხისმგებლობა და მოკლედ ძაან ბევრი სხვაობაა და აქ ისეთი ამბები ამიტეხეთ,რო რავი ან რა მოკითხვა უნდოდა სუპერმარკეტები, მაღაზიები ავიღოთ ხალხი 350 ლარზე მუშაობს, მთელი დღე სალაროსთან დგანან, გინდაც ბანკები აიღე, მითუმეტეს ლიბერთი, დისტრიბუცია დილიდან საღამომდე მუშაობს და ეგრე აქვთ და რავიცი მოკლედ აქ ტიპებმა ლამის ბორკილები დამადეს biggrin.gif არადა დიდი ფიქრი არ უნდა ისედაც რომ თუნდაც პროფესიონალი ძიძის ხელფასი ვერ იქნება მაღალი ქვეყანაში სადაც საშუალო ხელფასი მაქს 600-800 ლარია, ორივე მშობელიც რომ მუშაობდეს ჯამში შემოსავალი 1600 გამოსდით, 1000 ლარს როგორ მიცემენ ძიძას, იმ ბავშვს სხვა რაღაცეებიც ხომ უნდა, პლუს მარტო ბავშვი ხომ არ არის, კომუნალურები აქვთ და კიდევ ათასი ხარჯი. biggrin.gif ნუ, ეს ვინც ვერ გაიგო, ზოგაად ვსაუბრობ, ანუ უმეტესობა ასეა, ცხადია იქნებიან გამონაკლისებიც biggrin.gif



http://www.promote.ge/p/e_classifieds/classifieds.php?0.list.24.99.0.0
https://www.google.ge/search?ei=jpmVWvXlLMauswHA_Iz4Dg&q=%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91+%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%93&oq=%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91+%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%93&gs_l=psy-ab.3...4956.10438.0.10596.14.14.0.0.0.0.162.1596.0j13.13.0....0...1.1.64.psy-ab..1.2.252...0i7i30k1.0.TblXFF8cehQ

Posted by: Pistons04 28 Feb 2018, 11:46
QUOTE
ერთი ორი გვერდიც რო ვეკამათოთ კიდე 100 ლარით მოუმატებს biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ladusha2 28 Feb 2018, 13:23
J-Time
მეგობარო ძალიან ბევრი ძიძა მყოლი მეც და პირდაპირ გეუბნები " კაბალური პირობები შეთავაზე თავიდან და მერე როცა აიყვან როგორც გადაწყვეტ ისე გააკეთე". ყველა ვისაც უთანხმდებოდი რო იცი ხანდახან დამჭირდები საღამოს 7 ამთავრებდა და 9 ამდე -10მდე პულს დაიმატებ ,ტახის პულს მოგცემ რო წახვიდე სახლში. ყველა თავს მიქნევდა კი აბა რაო და უმეტესობა არჩებოდნენ იგინებდნენ რაღაცეებს. ეგრე არა შენ კჭირდება იხდი ფულს უნდა მოიხმარო ადამიანი რათქმაუნდა თანხა უნდა მიცე. სამსახურში რო გითხრან სამუშაო სათების მერე საქმეა დარჩი გასაკეთებელიაო ხანდახან უნდა დარჩე და ამაში საქ. არავინ დანამატს არ მოგცემს.

Posted by: J-Time 28 Feb 2018, 14:25
ladusha2
ჰო, თავისთავად, წინა გვერდზეც დავწერე, მაქვს გარვეული გამოცდილება და ცხადია ნებისმიერი კადრის არჩევისას, უტრირებული გრაფიკი დაუხატო და თუ რამე მერე გაუკეთებ შეღავათს

პლუს ძიძას აღარ ვეძებ, სახლში კატეგორიული უარი განმიცხადეს, აღარ ვივლი დაღლილი სახითო biggrin.gif

უბრალოდ ამ თემაზე ვღადაობ, ხალხი წლის ყველაზე მიუხვედრელის ნომინაციაში გამარჯვებაზე ჩალიჩობს და მაინტერესებს რომელი გაიმარჯვებს. ძაან ინტენსიური კონკურენცია კი აქვთ ისე ერთმანეთში, წინასწარ ვერ გაიგებ biggrin.gif

Posted by: ladusha2 28 Feb 2018, 14:53
J-Time
smile.gif))))))) biggrin.gif biggrin.gif lol.gif lol.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)