მოგესალმებით...
ნუ ჯერ იქედან დავიწყებ რომ ალბათ ვისაც შეყვარებული გყოლიათ გქონიათ შემთხვევები როდესაც რაღაცას სთხოვთ შეყვარებულს თუ მეგობარ გოგოს. ნუ აი მაგალითად დღეს იქ წავიდეთ, აქ წავიდეთ. და ასე შედეგ, ნუ შეთავაზებები ამა თუ იმ აზრების და მათი შემდგომი განხორციელებისა... ( ნუ ეხლა ფიზიკური სხიახლოვეზე არ იფიქროს კონკრეტულად რა, დაწყებული თუნდაც ყველაზე პატარა წვრილმანადან) ნუ მერე შეიძლება რაღაცა მოგიხიოთ მაგრამ თქვენ მაინც აგრძელებთ თხოვნას და ნუ მერე შედეგს აღწევთ თუ არა მაგას არ აქვს მნიშვნელობა.
ხოდა მოკლედ ხვეწნის ფაწტორი უნდა არსებობდეს შეყვარებულებს შორის? კაროჩე ახლა ნაკლებად მეხება ეს თემა მე მაგრამ რატომღაც ცოტა ხსნი წინ წამომიტივდა თავში რა.
შეყვარებული მყავდა ნუ 6 თვე ვხვდებოდი და ნუ ბოლოს ასეთი რამე მითხრა რომ დავშორდი, შენში ის არ მომწონსო, რომ არ გიყვარსო შენი აზრის გატანაო.( ჩემს ენაზე რომ გადავთარგმნოთ ესეიგი უნდოდა რომ კალთები დამეგლიჯა და გიჟივით ვყოფილიყავი.
) ანუ პირველივე წინააღმდეგობისთანავე იკიდებო შენივე წამოყენებულ წინადადებასო... ნუ ეს ზემოთაღნიშნული წინადადება ჩვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით იყო ნათქვამი.
იტოგში ეგეთი რამე არავის უთქვამს, ვინც მანდამდე მაგ ამპულაში ყოფილა ჩემთან, ხოდა ცოტა ჩამაფიქრა მაგ სიტყვებმა მაგრამ ახსნა იმაში მოვნახე რომ მაგ გოგოს საშინლად უყვარდა ხვეწნა.
მანიაში ჰქონდა ლამის გადასული შემიძლია ვთქვა. დაჟე მახსოვს კიდეც, მეორე პაემანზე მკითხა ჩემგან რამე იმპულში იგრძენიო და იმიტომ გადაწყვიტე შეხვედრაო თუ როგორ იყოო.
(ისევ ჩემს ენაზე ვთარგმნი: იტოგში მაგრძნობინა რაღაც რომ უნდოდა და ეს გააკეთა კიდეც, ანუ ისე გააკეთა რომ მე ვითომ მე ვერ ვხვდებოდე და ვითომდა მარტო ჩემი ინიციატივით მომხდარიყო ეს ყველაფერი რა. იტოგში რაზე უტყდებოდა ამის თქვა არ ვიცი რომ იმპულსი მაგრძნობინა.
)
ასეთ ურთიერთობებში და მითუმეტეს მაგასთან ძალიან დაკვირვებული ვიყავი და ყურადღებიანი. ხოდა ნუ აი იმენა თითქმის ყოველდრე ვატყობდი რომ ნებისმიერ რაღაცაზე რომ ავიღოთ მაგალითი რა, უნდოდა იმის გაკეთება, ყიდვა, თუ რაც ჰქვია რა, რომ ისეთი როლს თამაშობდა ჩემთან ვითომდა არ უნდოდა ანდაც ეკიდა. არა და იმენა გულისფანცქალით მოელოდა როდის გავუბურღავდი ჩემი წინადადებებით ტვინს. მიკვირს რა, რა ატორმუზებდა?
ერთადერთი ახსნა ისაა რომ მე გადმომაბრალებდა ყველაფერს რამე რომ მომხდარიყო, იტყოდა შენ გინდოდა ასეო, ან შენ გამაკეთებინე ასეო.
ნუ სხვა რა ახსნა მოვუძებნო არ ვიცი. მოკლედ მაგარი უაზრო ქცევაა ჩემი აზრით რა.
მე კიდევ ხვეწნა არ მიყვარს, ნუ არა იმიტო რომ ამპარტავანი ვარ და რამე, უბრალოდ არავისთან არა მიყვარს არაფრის ხვეწნა ზედმეტად გამეორება ერთიდაიგივესი. ხოდა ნუ გოგოს რომელსაც საშინლად უყვარდა ხვეწნა იასნია მასე აღმიქვავდა...
რავიცი რავიცი...
თქვენ რას ფიწრობთ ხალხნო, ევასებათ ქალებს ზედმეტი ხვეწნა?
რა პონტია ვაბშე... არსებობს ხვეწნის ფაწტორი?
This post has been edited by lacrimos on 19 Jan 2006, 06:47