forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (3) [1] 2 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ჭაბუკთა "ა" და "ბ" ლიგები, მომავალი თაობა
Lotkinski
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3456
წევრი No.: 162043
რეგისტრ.: 19-February 13

გამოგზავნილია: 15 Sep 2016, 14:50  #48812216      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
"ა" ლიგის გათამაშება მარტის დასაწყისში დაიწყო და მასში 23 გუნდი ჩაერთო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, პირველ ეტაპზე 4 პული შედგა, საიდანაც 1-2 ადგილებზე გასული გუნდები მოწინავე რვა გუნდისგან შემდგარა პულმში ეჯიბრება ერთმანეთს, ხოლო დანარჩენი 15 გუნდი კი სანუგეშო პულებში გადანაწილდნენ.

http://site.rugby.ge/ka-GE/2016-U18/#2M8

ამ ეტაპზე როგორც საიტიდან ჩანს მოწინავე რვეულში 6 ტურიუა დარჩენილი და შემდეგ ნახევარფინალები და ფინალი გაიმართება. ჩემპიონობისთვის ალბათ ქუთაისის "აია" და თბილისის "ლელო" იბრძოლებენ, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ამ ორ გუნდს აქვს.

user posted image


"ბ" ლიგის გათამაშებაში კი 40 გუნდი მონაწილეობს, დაყოფილია ეს გუნდები 3 დონედ, მოწინავე, შუა და ქვედა (აღმოსავლეთი ცალკეა და დასავლეთი კი ცალკე) დივიზიონებად. იგივე პრინციპით გამოირკვევა გამარჯვებულის ვინაობა, როგორითაც "ა" ლიგაში, ანუ მხოლოდ მოწინავე რვეული იბრძოლებს პირველობისთვის, რომელიც დაყოფილია 2 ოთხგუნდიან ჯგუფად. 4 ტურია დარჩენილი "ბ" ლიგის ჩემპიონობისთვის მებრძოლებისთვის, ამის მერე დაიწყება ნახევარფინალები და ფინალი.

http://site.rugby.ge/ka-GE/2016-U16/#3N0


წარმატება ვუსურვოთ ახალგაზრდა მორაგბეებს, ისინი ჩვენი, ქართული რაგბის მომავალია.
* * *
ბოლო ტურის "ა" ლიგის მოწინავეთა მოკლე მიმოხილვა:

ჭაბუკთა „ა“ ლიგის მოწინავე რვა გუნდმა მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე წრე ახლახანს დაიწყეს, თუმცა უკვე გამოკვეთილია ის ოთხეული, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

ქუთაისურ რაგბის საიმედო მომავალი აქვს და ამის თქმის საფუძველს სწორედ ჭაბუკთა „ა“ ლიგის გუნდის შედეგები იძლევა. „აია 1“-მა კარგად აღებული ტემპი წამითაც არ შეანელა და პირველი წრის მიწურულს უახლოესი მდევარი, თბილისის „ლელო“ 23:13 დაამარცხა, თანაც პრემიაც აიღო, ხოლო მეორე წრის სტარტზე გორის „ჯიქს“ 35:5 სძლია. ჯამში გუნდმა რვავე თამაში მოიგო და აქედან 7 პრემიით. „აიამ“ აიღი 452 ქულა - 2-ჯერ მეტი, ვიდრე უახლოესმა მდევარმა, ხოლო თავად მხოლოდ 49 გაუშვა. ცხადია, რომ ქუთაისელები არა მხოლოდ ნახევარფინალში იქნებიან, არამედ ჩემპიონობის უმთავრესი ფავორიტები არიან.

მათი უახლოესი მდევარი ის „ლელოა“, რომელმაც პირველი წრის ბოლოს კონკურენტს ვერ ძლია და თავად პირველი მარცხი განიცადა. ლელოელებმა „აიას“ ჯავრი ქუთაისის მეორე გუნდზე, „ბაგრატზე“ იყარეს და მეორე წრის სტარტზე მას პრემიით, 24:0 სძლიეს. რადგან მეხუთე ადგილთან სხვაობა 17 ქულაა, ნახევარფინალში „ლელოსაც“ აუცილებლად ვიხილავთ და ამ ეტაპზე „აია 1“-ის მთავარ კონკურენტადაც სწორედ ის მოიაზრება.

„ლელოს“ და „აიას“ გარდა ყველა გუნდს სძლია თბილისის „ლოკომოტივმა“, რომელიც 28 ქულით მესამე ადგილზეა. „რკინიგზელმა“ ჭაბუკებმა პირველი წრის ბოლოს „ბაგრატი“ პრემიით, 36:8 დაამარცხეს, ხოლო მეორე წრის სტარტზე მათთან სათამაშოდ „არმია“ არ გამოცხადდა და 5 სატურნირო ქულა უბრძოლველად ჩაიწერეს. არმიელებს დასკვნით ეტაპზე თამაში არ მოუგიათ და ამ გამოუცხადებლობისთვის -1 ქულა მიიღეს.

ერთადერთი გუნდი, რომელმაც „აიას“ პრემიალური ქულა არ ააღებინა, რუსთავის „ხარებია“. ამ გუნდმა ბოლო ორი თამაში კარგად ჩაატარა და მეტოქეები არა მხოლოდ პრემიალური ქულით, არამედ მშრალად დაამარცხა - „არმია“ 47:0 და „იუნკერი ჩოხოსნები“ 25:0.

მომდევნო ტურში ზედა ოთხეულის გუნდები ქვედა ოთხეულის წარმომადგენლებს ხვდებიან და უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ შორის სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება, აი სექტემბრის ბოლოდან კი, შერეული თამაშები იწყება, ტურში მინიმუმ ერთი საინტერესო ჯახი იქნება და საბოლოოდ გაირკვევა, თუ რომელი გუნდი რომელი ადგილით გავა ნახევარფინალში და შესაბამისად, როგორი წყვილები შედგება. ჭაბუკთა „ა“ ლიგის რეგულარული გათამაშება ნოემბრის პირველსავე დღეებში დასრულდება, გუნდები ორი კვირით შეისვენებენ და 15-16 ნოემბერს ნახევარფინალები გაიმართება.


--------------------
ძიუდოს საფუძვლად ორი ძირითადი ფილოსოფიური პრინციპი უდევს:

-ურთიერთდახმარება და ურთიერთგაგება უდიდესი პროგრესის მისაღწევად;
-სხეულისა და სულის ოპტიმალური გამოყენება.

"ძიუდოისტს ტატამზედა მოუგია ესრეთ განა?! თუ ილეთი არ იხმარა, უჩიმატა, სხვა მისთანა"
guriaaa
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9135
წევრი No.: 99487
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 15 Sep 2016, 21:49  #48815224      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ასეთი არ გვეზრდება ვინმე?

რა კაცმაცუნაა smile.gif დალეწა კანბერაში საწყალი ბავშვები

ვითომ იგივე ასაკისაა?



This post has been edited by guriaaa on 15 Sep 2016, 21:51


--------------------
No pasarán!
samxara91
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4716
წევრი No.: 134276
რეგისტრ.: 29-July 11

გამოგზავნილია: 15 Sep 2016, 22:07  #48815345      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (guriaaa @ 15 Sep 2016, 21:49 )
ვითომ იგივე ასაკისაა?


8 წლისაა ეს "კაცმაცუნა" givi.gif
guriaaa
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9135
წევრი No.: 99487
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 15 Sep 2016, 22:34  #48815580      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
samxara91

ხო ვნახე ასაკი, და მაგიტო გამიჩნდა ეჭვი, ტანად ძაან დიდი არ არის? smile.gif

ამერიკელი ყოფილა, ალოჰა ისმის კადრში და ვითომ ჰავაიდან არის? ან აშკარად პოლინეზიელი წინაპრები ჰყავს გენში

USA Sevens Rugby დადო ეს ვიდეო 12 სექტემბერს და

3 დღეში = აქვს 37 მილიონი ნახვა
464 ათასი გაზიარება
და 167 ათასი კომენტარი

https://www.facebook.com/USASevens/videos/10154461259672856/

smile.gif

ეხლა ვნახე უელსელებს უწერიათ 9 წლის არისო და ჰქვია Meaalofa Te'o და ავსტრალიელიაო..


http://www.walesonline.co.uk/sport/rugby/r...-rugby-11882466

არადა ამერიკულ მედიაში წერია ამერიკელიაო..

This post has been edited by guriaaa on 15 Sep 2016, 22:39
samxara91
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4716
წევრი No.: 134276
რეგისტრ.: 29-July 11

გამოგზავნილია: 15 Sep 2016, 22:43  #48815673      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (guriaaa @ 15 Sep 2016, 22:34 )
samxara91

ხო ვნახე ასაკი, და მაგიტო გამიჩნდა ეჭვი, ტანად ძაან დიდი არ არის? smile.gif


მე ავუკრძალავდი მაგ ასაკში თამაშს. შეაგდე ეგრევე რა დიდებში იქაც გაიტანს თავს ისეთ ჯანზეა biggrin.gif

გაიზრდება და მერე გადაწყვეტს სადაურია givi.gif


პ.ს. ავტორს ბოდიში თემის გაoffებისთვის.

This post has been edited by samxara91 on 15 Sep 2016, 22:47
GiorgiG83
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6005
წევრი No.: 189438
რეგისტრ.: 29-July 14

გამოგზავნილია: 16 Sep 2016, 01:46  #48816939      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა ცუდია გუნდში ეგეთი მოთამაშე smile.gif
დანარჩენი 14 დგას და უყურებს როგორ აბულდოზერებს ერთი 15-ს biggrin.gif


--------------------
"Rugby is a Hooligans Game played by Gentlemen"
W. Churchill
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9268
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 16 Sep 2016, 09:03  #48817496      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არმია რუსთავში ჩამოვიდა 14 კაცით!!!

Lotkinski
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3456
წევრი No.: 162043
რეგისტრ.: 19-February 13

გამოგზავნილია: 16 Sep 2016, 09:42  #48817601      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE
არმია რუსთავში ჩამოვიდა 14 კაცით!!!



ანუ? მიეცემათ თამაშის უფლება? თუ წაგება ჩაეთვლებათ და მინუს ერთ ქულას მიიღებენ?
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9268
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 16 Sep 2016, 19:07  #48821415      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Lotkinski
QUOTE
ანუ? მიეცემათ თამაშის უფლება? თუ წაგება ჩაეთვლებათ და მინუს ერთ ქულას მიიღებენ?

ითამაშეს,თუ მაგას თამაში ქვია? 14 კაცი 23 წინააღმდეგ!

ხშირად ხდება ეგეთები რო იცოდეთ!
jora84
YNWA


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12486
წევრი No.: 18558
რეგისტრ.: 24-March 06

გამოგზავნილია: 16 Sep 2016, 19:26  #48821539      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dc120mm


საშეჯიბრო კომიტეტს სძინავს მეფურ ძილით?


--------------------
ისინი ღმერთმა რაგბის სათამაშოდ შექმნა, ოღონდ ცოტა ჭკუა დააკლო ყველას რომ არ მოუგონ (c) SGG
Lotkinski
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3456
წევრი No.: 162043
რეგისტრ.: 19-February 13

გამოგზავნილია: 17 Sep 2016, 23:03  #48830221      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
"ბ" ლიგის მოწინავე რვეულის III ტურის ანგარიშები:

რუსთავი $36:5 ფოთი
ბაგრატი $36:12 იუნკ’ჩოხო
წყალტუბო 20:36$ არმაზი
აია1 $9:10 ლელო 1

"ბ" ლიგის შუა რვეულის III ტურის ანგარიშები:

ხულიგანა $17:20 აია4
ჭიათურა 0:31$ ხვამლი
აია5 3:22$ ლოკომოტივი
ხაშური 5:17 აკადემია

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: http://site.rugby.ge/ka-GE/2016-U16/#3N0 სადაც ქვედა დივიზიონის ანგარიშებსაც შეიტყობთ, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ დივიზიონებში. აგრეთვე ნახავთ ცხრილებს და სტატისტიკას.







Lotkinski
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3456
წევრი No.: 162043
რეგისტრ.: 19-February 13

გამოგზავნილია: 23 Sep 2016, 11:49  #48870348      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ჭაბუკთა „ა“ ლიგის მეორე ეტაპზე 9 ტური მიილია და გუნდებიც პრაქტიკულად საბოლოოდ გაიყვნენ ზედა და ქვედა ოთხეულებად.

ისე მოხდა, რომ გასულ ტურში მოწინავეები ქვევით მყოფებს ეთამაშებოდნენ და ყველამ პრემიით მოიგო.

ქუთაისში დერბი შედგა, მაგრამ ბრძოლა არ გამოვიდა. „აია 1“-მა თანაქალაქელი „ბაგრატიც“ არ დაინდო და 94:10 დაამარცხა. „აიასთვის“ ეს მეორე ეტაპზე ზედიზედ მე-9 გამარჯვებაა და აქედან 8 შემთხვევაში პრემიალური ქულაც აიღო.

„აია 1“-ის გარდა ყველა სხვა გუნდის დამარცხებას განაგრძობს თბილისის „ლელო“, რომელმაც „არმიას“ ქულაც არ ააღებინა ისე მოუგო - 36:0. ლელოელები ლიდერს 6 ქულით ჩამორჩებიან და მართალია მათთან თამაში აქვთ ჩასატარებელი, მაგრამ ქუთაისში და ესეც რომ არა, მხოლოდ ერთი შეხვედრით 6-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლებელია.

სამაგიეროდ, მდევართან შესანარჩუნებელი აქვს 5-ქულიანი უპირატესობა. ეს მდევარი თბილისის „ლოკომოტივია“, რომელმაც „იუნკერები ჩოხოსნებს“ 46:19 აჯობა.

ტურში ყველაზე საინტერესო თამაში რუსთავში გაიმართა, სადაც „ხარები“ გორის „ჯიქს“ მასპინძლობდა. გორელებს შეეძლოთ ოთხეულთან მიახლოვება, მაგრამ რუსთაველმა ჭაბუკებმა ამის საშუალება არ მისცეს. უფრო მეტიც, მეტოქეს 34:7 მოუგეს და პრემიაც რომ აიღეს, მდევართან უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდეს. თეორიულად, ამ ჩამორჩენის 5 ტურში აღმოფხვრა შესაძლებელია, მით უმეტეს უახლოესი კალენდარის გათვალისწინებით, თუმცა პრაქტიკულად, ეს უფრო ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება.

http://site.rugby.ge/ka-GE/2016-U18/#2M10
Lotkinski
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3456
წევრი No.: 162043
რეგისტრ.: 19-February 13

გამოგზავნილია: 19 Oct 2016, 19:30  #49076402      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
28 ოქტომბერს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ‘ბ’ ლიგის (16 წლამდე ჭაბუკთა პირველობა) ფინალები გაიმართება. წელს იმგვარად გამოვიდა, რომ მედლებისთვის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გუნდები იბრძოლებენ.

ფინალების განრიგი:

28 ოქტომბერი

14 საათზე, კიკეთისა და თბილისის გაერთიანებული გუნდი, ‘იუნკრები-ჩოხოსნები’ მე-3 ადგილისთვის ქუთაისის ‘აია 1’-ს ეთამაშებიან.

16 საათზე კი თბილისის ‘ლელო 1’ პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ქუთაისის ‘ბაგრატს’ დაუპირისპირდება.

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა კაცთა, უფროსების ლიგებისგან განსხვავებით, გაზაფხულიდან შემოდგომამდე იმართება და საფეხურობრივი, პირამიდული პრინციპითაა მოწყობილი. წელს ტურნირი 40-მა გუნდმა დაიწყო. შემდეგ ეტაპზე ბრძოლა საუკეთესო 16-მა განაგრძო. ამათგან საუკეთესო 8 გამოვლინდა და ბოლოს ტიტულისთვის 4 აგრძელებს ბრძოლას.

ქომაგებს, ვინც ჭაბუკთა ლიგებისს პირველობებს (‘ა’ და ‘ბ’ ლიგები) ნაკლებად იცნობს, გვინდა ვუთხრათ, რომ წლევანდელი ფინალები საკმაოდ დაძაბული იქნება და არანაკლებად უკომპრომისო რკენებს ვიხილავთ, ვიდრე კაცთა სხვა ლიგების ნებისმიერი მატჩი. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ორ-სამ სეზონში ამ ჭაბუკების უმეტესობა შესაძლოა დიდი 10-ის კლუბებშიც ვიხილოთ.

საქართველოს რაგბის კავშირი
* * *
რაც შეეხება "ა" ლიგას, ფაქტიურად გადაწყვეტილია იმ ოთხეულის ვინაობა, ვინც თასისთვის იბრძოლებს და დიდი ალბათობით ქუთაისის "აია" რუსთავის "ხარებს" შეხვდება, ხოლო თბილისურ დერბიში "ლელო" და "ლოკომოტივი" გაითამაშებენ ფინალის საგზურს. ჯერ მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, რადგან დარჩენილია კიდევ 2 ტური, იქნებ რამე შეიცვალოს. ბრინჯაოს და ოქროს ფინალები გაიმართება 22-23 ნოემბერს.
GiorgiG83
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6005
წევრი No.: 189438
რეგისტრ.: 29-July 14

გამოგზავნილია: 20 Oct 2016, 11:56  #49080954      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
16 საათზე კი თბილისის ‘ლელო 1’ პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ქუთაისის ‘ბაგრატს’ დაუპირისპირდება.

და
QUOTE
14 საათზე, კიკეთისა და თბილისის გაერთიანებული გუნდი, ‘იუნკრები-ჩოხოსნები’ მე-3 ადგილისთვის ქუთაისის ‘აია 1’-ს ეთამაშებიან.


ქინებ ვინმემ გადაიღოს?
ნახავდა კაცი 15-16 წლის ბიჭების ბურთაობას
Lotkinski
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3456
წევრი No.: 162043
რეგისტრ.: 19-February 13

გამოგზავნილია: 27 Oct 2016, 15:27  #49132635      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ჭაბუკთა „ა“ ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში, ქუთაისის „აია1“-მა სეზონის პირველი მარცხი იწვნია, თუმცა ლიდერობა არ დაუკარგავს და ნახევარფინალში პირველი ადგილით გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებს.

ნახევარფინალში გამსვლელი გუნდები აქ დიდი ხანია ცნობილია და მხოლოდ ისღა იყო გასარკვევი, როგორ დაწყვილდებოდნენ ისინი ნახევარფინალში. ქუთაისის „აია1“ აქ ერთპიროვნული ლიდერია. მას ათივე თამაში მოგებული ქონდა, აქედან 9 პრემიალური ქულით და მე-13 ტურში „ლოკომოტივს“ თბილისში ეწვია. ნახევარფინალი რკინიგზელ ჭაბუკებსაც განაღდებული ჰქონდათ, თუმცა თამაში პრინციპულ ხასიათს ატარებდა.

„ლოკომოტივი“ წინა ტურში „ლელოსთან“ 0:42 დამარცხდა და სურდა დაემტკიცებინა, რომ ლიდერებთან ტოლსწორად თამაში შეუძლია. „შევარდენზე“ გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ერთადერთმა ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა, რომელიც თბილისელებმა შეასრულეს და 3:0 მოიგეს. ქუთაისელებმა პრემია აიღეს, დასკვნით ტურში მდევარ „ლელოს“ მასპინძლობენ, რომელსაც 4 ქულით უსწრებენ და მცირედი მარცხის შემთხვევაშიც კი, ნახევარფინალში პირველი ადგილით გავლენ.

პირველი წრის მიწურულს, თბილისში „აიასთან“ მარცხის შემდეგ, ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო „ლელომ“. გორის „ჯიქმა“ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და პრემია არ ააღებინა. თბილისელებმა 20:9 მოიგეს და ეს დაკარგული ქულა, შესაძლოა, პირველი ადგილის დაკავებისთვის დააკლდეთ, თუმცა ეს ბევრს არაფერს ცვლის.

მიუხედავად ზედიზედ ოთხი მარცხისა, ნახევარფინალში თამაში განაღდებული აქვს რუსთავის „ხარებს“ და ის ლიდერს შეხვდება. ბოლოსწინა ტურში რუსთაველებმა ქუთაისის „ბაგრატს“ უმასპინძლეს და მოულოდნელად 12:15 დამარცხდნენ. ამრიგად, უკვე გარკვეულია, რომ „ხარები“ და „ლოკომოტივი“ ერთმატჩიან ნახევარფინალში სტუმრის სტატუსით ითამაშებენ, „აია“ და „ლელო“ კი, 2 ნოემბერს ქუთაისში გაარკვევენ ზემოთნახსენები გუნდებიდან ვინ ვის შეხვდება.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) [1] 2 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0286 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]