forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (68) « პირველი ... 48 49 [50] 51 52 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დიდი 10 (2017-2018 წ/წ), თავისი ტრანსფერებით და ამბებით... უკვე მე-3 სერია
 
ვინ გახდება წლევანდელი გათამაშების გამარჯვებული?
1. ჯიქი (გორი) [ 7 ]  [6.36%]
2. ბათუმი (ბათუმი) [ 21 ]  [19.09%]
3. აია (ქუთაისი) [ 48 ]  [43.64%]
4. ლელო-სარასენს (თბილისი) [ 14 ]  [12.73%]
5. ლოკომოტივი (თბილისი) [ 8 ]  [7.27%]
6. აკადემია (თბილისი) [ 4 ]  [3.64%]
7. არმია (თბილისი) [ 1 ]  [0.91%]
8. ბაგრატი (ქუთაისი) [ 2 ]  [1.82%]
9. არმაზი (თბილისი) [ 1 ]  [0.91%]
10. ხარები (რუსთავი) [ 4 ]  [3.64%]
11. სხვა "ანსვერი" არ არსებობსო უნდა მიმეწერა, მარგამ 2012 გამახსენდა - როგორ მოიპარა გრინჩმა შობა... :) [ 0 ]  [0.00%]
Total Votes: 110
Guests cannot vote 
Tornikisui
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 534
წევრი No.: 225413
რეგისტრ.: 27-October 16

გამოგზავნილია: 11 Mar 2018, 22:33  #52333346      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ყოჩაღ რუსთავს ძალიან მაგრად ითამაშა და შანსი არ დაუტოვა ლელოს, განსაკუთრებით ის გამიხარდა რომ ხელით თამაშს ცდილობდნენ. ხომ არ იცით 13 ნომერი ვინ იყო რუსთავში? ძალიან მაგრად ითამაშა
jora84
YNWA


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12946
წევრი No.: 18558
რეგისტრ.: 24-March 06

გამოგზავნილია: 11 Mar 2018, 22:35  #52333363      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Tornikisui

გურამ ქანდაურაშვილი, აი ის 96 ახალგაზრდულ მსოფლიოზე ზელანდიელს რომ ჭამდა biggrin.gif


--------------------
ისინი ღმერთმა რაგბის სათამაშოდ შექმნა, ოღონდ ცოტა ჭკუა დააკლო ყველას რომ არ მოუგონ (c) SGG
Tornikisui
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 534
წევრი No.: 225413
რეგისტრ.: 27-October 16

გამოგზავნილია: 11 Mar 2018, 22:39  #52333396      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

jora84

ეგ კვაჭი არ იყო რომ იძახდა შევჭამ ახლა ძვლებიანადანო? ქანდაურაშვილს რაც შეეხება მართლა მაგარი თამაში ქონდა, აი თავისი ლელო რაც დადო ეგეთი რამე ვინმე ქართველს მოეფიქრებინოს და გაეკეთებინოს მე პირადად არ მინახავს
tarash07
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 447
წევრი No.: 86527
რეგისტრ.: 13-March 09

გამოგზავნილია: 11 Mar 2018, 22:39  #52333397      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ყოჩაღ ხარები.კაი თამაში დადეს.
მე ლოკო-ჯიქიც მომეწონა,თამაშით მაინც ჯიქს უნდა მოეგო ჩემი აზრით.
პლეიოფები მაგარი დაძაბული იქნება.
jora84
YNWA


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12946
წევრი No.: 18558
რეგისტრ.: 24-March 06

გამოგზავნილია: 11 Mar 2018, 22:41  #52333408      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Tornikisui

არა, ეს პირდაპირი მნიშვნელობით ჭამდა biggrin.gif
დისკვალიფიკაცია მიცეს მაშინ biggrin.gif

კარგია თუ პროგრესირებს, თამაშისთვის არ მიყურებია ჯერ, ალბათ ვერც ვუყურებ biggrin.gif
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9406
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 11 Mar 2018, 22:41  #52333412      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
jora84
QUOTE
ზელანდიელს რომ ჭამდა

არ უკბენია არადა,რა მოიგონა იმ დედა#####ულმა არ ვიცი. ტიპი იფიცება იწყვეტს ყველაფერს რო არ მიკბენიაო.რაღაც გაურკვეველი ვიდეოთი და იმ ზელანდიელის რაღაც,უცნაური "სინიაკით",დაასკვნეს რო უკბინაsmile.gif თან მოლი იყო და რა დაინახეს რო ამან უკბინა არ ვიცი.

კარგი ბიჭია მართლა,მოვარჯიშეც არის და მაგარი ფიზიკა აქვს,ნუ მინუსებიც ააქვს რათქმაუნდა smile.gif
* * *
Tornikisui
QUOTE
აი თავისი ლელო რაც დადო ეგეთი რამე ვინმე ქართველს მოეფიქრებინოს და გაეკეთებინოს მე პირადად არ მინახავს

ეგ მართლა სწრაფად მოტვინა და თან შეასრულა,კომისარმა და მეოთხე მსაჯმაც ვერ დაფარეს აღფრთოვანება smile.gif
Tornikisui
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 534
წევრი No.: 225413
რეგისტრ.: 27-October 16

გამოგზავნილია: 11 Mar 2018, 22:45  #52333443      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

dc120mm
სტადიონიდან რაც ჩანდა ნებისმიერ კონტაქტში სულ წინ მიდიოდა და უამრავჯერ გაჭრა ხაზი. საერთოდ რუსთავის ასე ხაზის თამაში გამიკვირდა. ის 24 ნომერი ახალგაზრდაა ცხრაზე რო დადგა? ბოლოს ფეხით კარგი გადაკიდებები ქონდა.

jora84
biggrin.gif ჰო აი ეგ კბენა არ მახსოვს ნამდვილად
AVIATORI01
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2425
წევრი No.: 73079
რეგისტრ.: 1-November 08

გამოგზავნილია: 11 Mar 2018, 22:47  #52333455      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dc120mm
ვიდეო არ გაქვს დამიგდე რა მაგ თამაშის
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9406
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 11 Mar 2018, 22:56  #52333529      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Tornikisui
QUOTE
ის 24 ნომერი ახალგაზრდაა ცხრაზე რო დადგა? ბოლოს ფეხით კარგი გადაკიდებები ქონდა.

92 იანია,ნესტას ეძახიან,არმაზელია smile.gif ეგ და ნიკორა ერთად იყვნენ ასაკობრივებში. პირველად თუ მეორედ მოუწია ამ სეზონში.

QUOTE
სტადიონიდან რაც ჩანდა ნებისმიერ კონტაქტში სულ წინ მიდიოდა და უამრავჯერ გაჭრა ხაზი. საერთოდ რუსთავის ასე ხაზის თამაში გამიკვირდა.

კი კარგი ბიჭია,თან დასვენებული იყო ორი ტური გამოტოვა,არმაზთან ჩხუბის გამო დიკვალიფიკაცია ქონდა smile.gif

რუსთავის ხაზი წელს ნორმალურად თამაშობს როცა ეგ ყავს 13 ზე და შერკინება ცოტა სივრცეებს უქმნის.
* * *
ლელო-ხარები



This post has been edited by dc120mm on 11 Mar 2018, 22:56
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2298
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 12 Mar 2018, 13:24  #52336294      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამასობაში მე-15 ტურიც მიილია, რეგულარული გატამაშების დასრულებამდე გუნდებს 3-3 მატჩიღა დარჩათ...

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Didi10/

პირველ სათამაშო დღეს რაგბისთვის უცნაური ანგარიშით 0:3 იმარჯვა ბათუმმა არმაზთან, მიზეზი მეტეოროლოგიური პირობები იყო, თუმცა... მატჩის ბედი ზღვისპირელთა მგეზავის ვიტალი კირინის ზუსტმა ჯარიმამ გადაწყვიტა.
ბათუმი მე-4 პოზიციაზე დამკვიდრდა, ხოლო აკადემია, სანუგეშო ქულის მოპოვების მიუხედავად მე-8 ადგილზეა და არც თუ ისე კომფორტული სხვაობით ასწრებს მდევარ არმიას.

მეორე სათამაშო დღეს, ტურის ცენტრალურ მატჩში რკინიგზელებმა ჩემპიონი მიიღო და მინიმალური სხვაობით 12:11 იმარჯვა, სანუგეშო ქულა კი ჯიქს დარჩა. შესაბამისად ზედა სამეული არ შეცვლილა: ლოკომოტივი კვლავაც მეორე ადგილზეა, ხოლო ჯიქი მე-3_ზე.

არმიამ „დაგეგმილი“ გამარჯვება მოიპოვა ბაგრატთან 26:17, თუმცა ამ მოგებით გასავარდნი ზონა ვერ დატოვა და უახლოეს კონკურენტს მხოლოდ 8 ქულით მიუახლოვდა. ბაგრატი კი თეორიულადღა ინარჩუნებს შესაძლებლობას პირდაპირ არ დაქვეითდეს და ელიტაში დასარჩენად ქვედალიგელს ერკინოს.

მესამე სათამაშო დღეს კი ალბათ ყველასთვის მოულოდნელად ლელომ 17:47 დათმო ხარებთან, რუსთაველებმა ბონუსიც მიითვალეს და საპლეიოფო ზონაში პოზიციები გაიმყარეს. ლელოს ამ მარცხს ალბათ ის თუ ახსნის, რომ სერიოზულ საკადრო პრობლემებს განიცდიდნენ. რუსთაველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დუბლი მიითვალეს ბექებმა შუამარბმა გურამ ქანდაურაშვილმა და გარემარბმა დავით თაბუკაშვილმა, ასევე აღნიშვნას იმსახურებს გამთამაშებლის - ხუციშვილის მიერ შესრულებული გარდასახვების მაღალი პროცენტულობა 7/6.
დიდ დიღმელები მდევარ ხარებს 7 ქულით ასწრებენ.

ტურის დასკვნითი მატჩი ქუთაისში მეტად დრამატული აღმოჩნდა. მასპინძელმა აიამ 7:3 დაამარცხა [გარემარბი ძაგნიძე მგეზავად მოგვევილნა] არმაზი, მართალია მარნეულში გადაბარგებულმა არმაზმა სანუგეშო ქულა მოიპოვა, მაგრამ მათთვის ეს ნუგეში რეალურად ნუგეში ვერ აღმოჩნდა...
მატჩში ყვითელი ბარათი ასჯერ აფრიალდა... აიას მისამართით გაწითლებულ დროზე, როდესაც 5-მეტრიან ზონაში არმაზის მიძალებას იგერიებდნენ, ხოლო არმაზელები კი ორჯერ, ორივეჯერ მესამე ხაზელები.
ძნელაძის ლელო, ძაგნიძემ გარდასახა, საპასუხო ფრუიძის (ბექა-არმაზის ფულბექი/ფრთა) ლელო კი გარდაუსახავი აღმოჩნდა.

მომდევნო, მე-16 ტურში (23-25 მარტს) ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
არმაზი-ლოკომოტივი
ჯიქი-აკადემია
ბაგრატი-აია
ხარები-არმია
ბათუმი-ლელო

პ.ს.
წელს აია ბაგრატს მოუგებს... ახსნა? ბაგრატს არაფერი ეშველება და აიას კი 4-5 ქულა ძალიან სჭირდება, თან ვალს დაბრუნება უნდაო...

სტატისტიკას რაც შეეხება:
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-D10-STATS/

11-11 ლელო მიითვალეს შკინინმა და ძნელაძემ მათ მოჰყვება ჭყოიძე 8 ლელოთი... 7-7 ლელო დაუგროვდათ ჭინჭარაულსა და ქანდაურაშვილს. 6-6 კი ბიწაძესა და მაჭარაშვილს...

დამრტყმელებში ჯერ კიდევ ბაბუნაშვილი ლიდერობს 126 ქულით
112-112 ქულა მიითვალეს ნინიძემ და ყიასაშვილმა
100 ქულიანი ზღვარი სხვას ჯერ არ გადაულახავს...





--------------------
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
The Previous Nick_Name: GiorgiG83
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9406
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 12 Mar 2018, 13:30  #52336331      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Gio_G83
QUOTE
რომ სერიოზულ საკადრო პრობლემებს განიცდიდნენ.

თოდუა აკლდათ და მეკო smile.gif შერკინებაში ყველა ყავდათ smile.gif
davita_1977
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3349
წევრი No.: 142520
რეგისტრ.: 1-February 12

გამოგზავნილია: 12 Mar 2018, 13:33  #52336357      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (dc120mm @ 11 Mar 2018, 22:56 )
Tornikisui
QUOTE
ის 24 ნომერი ახალგაზრდაა ცხრაზე რო დადგა? ბოლოს ფეხით კარგი გადაკიდებები ქონდა.

92 იანია,ნესტას ეძახიან,არმაზელია smile.gif ეგ და ნიკორა ერთად იყვნენ ასაკობრივებში. პირველად თუ მეორედ მოუწია ამ სეზონში.

QUOTE
სტადიონიდან რაც ჩანდა ნებისმიერ კონტაქტში სულ წინ მიდიოდა და უამრავჯერ გაჭრა ხაზი. საერთოდ რუსთავის ასე ხაზის თამაში გამიკვირდა.

კი კარგი ბიჭია,თან დასვენებული იყო ორი ტური გამოტოვა,არმაზთან ჩხუბის გამო დიკვალიფიკაცია ქონდა smile.gif

რუსთავის ხაზი წელს ნორმალურად თამაშობს როცა ეგ ყავს 13 ზე და შერკინება ცოტა სივრცეებს უქმნის.
* * *
ლელო-ხარები

ისე რა მინუსები აქვს ქანდაურაშვილს? ტამაშებიდან რაც ცანს ძალიან აქტიური და კაი ბიჭია, ნამდვილად ღირს მაგის გასინჯვაც
tarash07
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 447
წევრი No.: 86527
რეგისტრ.: 13-March 09

გამოგზავნილია: 12 Mar 2018, 13:59  #52336523      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
10-26-ზე რა მაგარი ლელო დადეს.
ყოჩაღ რუსთავი!!!!!!!!
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9406
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 12 Mar 2018, 14:02  #52336543      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ნამდვილად ღირს მაგის გასინჯვაც

მსოფლიოს მერე კი,ეხლა არავინ გასინჯავს მაგას.

QUOTE
ისე რა მინუსები აქვს ქანდაურაშვილს?

ხანდახან პასის მიცემა არ უყვარს,ცოტა დასაბრძენებელია,მეტი აზროვნება ჭირდება....თავის თავზე მუშაობა.



This post has been edited by dc120mm on 12 Mar 2018, 14:04
paatabug
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 972
წევრი No.: 208562
რეგისტრ.: 6-October 15

გამოგზავნილია: 23 Mar 2018, 17:51  #52405716      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წიკლაურს რა უნდა ნაკრებში ეს რა ###ობას ვუყურე დამეთხარა თვალები
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (68) « პირველი ... 48 49 [50] 51 52 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0284 ]   [ 15 queries used ]   [ GZIP Disabled ]