forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (32) « პირველი ... 24 25 [26] 27 28 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> 6 ერის ჩემპიონატი 2018
Grandmama
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3086
წევრი No.: 229814
რეგისტრ.: 6-March 17

გამოგზავნილია: 10 Mar 2018, 22:36  #52328033      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (ratomac aRa @ 10 Mar 2018, 22:06 )
მხოლოდ ის დარჩა გასარკვევი სლემით გახდება ირლანდია თუ 1 თამაშს წააგებს მაინც

სლემით გახდება


ბოლოს ფრანგებმა კინაღამ იკისრეს lol.gif lol.gif საცოდაობა იქნებოდა რომ წაეგოთ.



--------------------
Where Something Good Is Always Cooking.
ratomac aRa
Sigara içilmez


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 41552
წევრი No.: 122045
რეგისტრ.: 4-October 10

გამოგზავნილია: 10 Mar 2018, 22:38  #52328044      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
B l a c k J a c k

დაარტყა მეხმა და ეგაა biggrin.gif


ახლა უელსი იტალიას გატენის და მე2 ადგილზე გადავა

აი აინგლისი რომელზე დაამთავრებს ამ ტურნირს ეგ კიდე გასარკვევია, შეიძლება სულაც ბოლოს წინაზე გავიდნენ )


რეიტინგში ცვლილებაა

2 ↑ (3) Ireland 87.85 (+0.63)
3 ↓ (2) England 87.50 (-1.88)

სლანჩე!



This post has been edited by ratomac aRa on 10 Mar 2018, 22:41


--------------------
დაახლოებით ბენზემას დონე იყო 2000იანების რონალდო © mind_auger
...................................................................................................................................
ქართველები მონობას ისე შეეჩვიენ, ერთ ბატონს მეორეთი რომ უცვლიან, უკვე თავისუფლება ჰგონიათ
GioWEED
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1485
წევრი No.: 201708
რეგისტრ.: 30-April 15

გამოგზავნილია: 10 Mar 2018, 22:41  #52328074      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა გააკეთა გაწითლებულზე ფრანგმა. მართო მაგ შეცდომის გამო ღირსი იყო რო წაეგო საფრანგეთს.

ისე კარგად ითამაშეს, რამხელა მნიშვნელობა აქვს რაქებში თამაშს გამოჩნდა.


--------------------
"მთელი ღამე ერთად ვიწექით და არ მომცა. მაგარი პატიოსანი გოგო იყო" © ეს ტიპი ანტიკვარია ნამდვილი

"ელაპარაკე რეგვენსა ყ#ე შამაარტყი კედელსა" © ხალხური

"სიფხიზლით უფრო ვკაიფობ" © pekineli
York
ypostratigos


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11413
წევრი No.: 134286
რეგისტრ.: 30-July 11

გამოგზავნილია: 10 Mar 2018, 22:46  #52328105      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჰმ...
რა უთხრა ასეთი ჰეიგმა ჯონსს?


--------------------
Se vogliamo che tutto rimanga come è, bisogna che tutto cambi.
otia-83
ლევან ოტიაშვილი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5454
წევრი No.: 189757
რეგისტრ.: 6-August 14

გამოგზავნილია: 10 Mar 2018, 23:26  #52328342      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩვენ და ინგლისელებმა ერთმანეთი დავთარსეთ მგონი .


--------------------
მოხდების ხოლმე არწივი
დაჭრილი დაბლა დავარდეს,
მაგრამ ქათამი ზეცაში
ვერასდროს გაინავარდებს!
B l a c k J a c k
Джентелмен Удачи


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3887
წევრი No.: 89070
რეგისტრ.: 16-April 09

გამოგზავნილია: 11 Mar 2018, 01:44  #52329108      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ratomac aRa
QUOTE
დაარტყა მეხმა და ეგაა biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif
ძაან ჭირთ რაღაც. თამაშისთვის აღარ მიყურებია, მაგრამ ამ საფრანგეთთან რომ წააგებ ((((


--------------------
Smile man . . . God loves you . . . .

Don't want to die? Don't be born . . .

If u are walkin' through hell . . . Keep walkin' . . .

"De Woch fangt scho guat o "
ratomac aRa
Sigara içilmez


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 41552
წევრი No.: 122045
რეგისტრ.: 4-October 10

გამოგზავნილია: 11 Mar 2018, 06:30  #52329477      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
B l a c k J a c k

საფრანგეთში თამაში არც არასდროს ულხინდათ, თან ირლანდიამაც სასწაულად მოუგო მანდ მანამდე

Grandmama
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3086
წევრი No.: 229814
რეგისტრ.: 6-March 17

გამოგზავნილია: 11 Mar 2018, 19:18  #52332135      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უელსი იტალია სერიოზული მასკარადია biggrin.gif
giorgi77
_\-\_____\-\___


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24557
წევრი No.: 6355
რეგისტრ.: 11-September 04

გამოგზავნილია: 11 Mar 2018, 19:30  #52332193      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა ქნა პარისემ.... ზარალია უკვე ნაკრებისთვის
Grandmama
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3086
წევრი No.: 229814
რეგისტრ.: 6-March 17

გამოგზავნილია: 11 Mar 2018, 19:34  #52332218      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სხვათაშორის იტალია უფრო კარგად თამაშობს smile.gif უელსს უდიდესი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, პირველ რიგში შესალოცი აქვთ რომ ნახევარი გუნდი ლაზარეთში არ იყოს.


არა რა ვუყურებ მაინც იტალიას, უელსს, შოტლანდიას და ა.შ და ვფიქრობ იქ რომ ჩაგვაგდონ ძალიან გავიზრდებით. ძალიან ბევრს ისწავლიან და ძალიან მალე ბევრად დიდი ნაკრები გვეყოლება, იმიტომ რომ ამათ გარეშე პროგესი დასრულებულია უკვე, რუმინეთთან ჩემმა მტერმა ისწავლოს რამე.

This post has been edited by Grandmama on 11 Mar 2018, 19:36
giushki
super-xv member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3416
წევრი No.: 86686
რეგისტრ.: 15-March 09

გამოგზავნილია: 11 Mar 2018, 20:52  #52332635      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იმედია პრიუსში აქვს მელიტონას კარგი ეკრანი და HD სტრიმი უელსი იტალიის.

ძალიან ფიზიკური ბრძოლა გველის ნოემბერში. მთელ ენერგიას რაქებში დებენ იტალიელები. ზურგს უკან სიბრტყეზე პასებში უვარჯიშებია ოშის. თუმცა დაცვის პოზიციაში, რაქში იმდენი ჩადიან უელსელებს მუდმივი მეტობა აქვთ და რატომღაც ვერ იღებენ სარგებელს - კარგადაც ხურავენ წინ ხაზს.

მოკლედ მწვრთნელმა არარაობისგან რაღაც გუნდთან მიახლოვებული შექმნა.

სტეფ ევანსმა, ნორსმა და პარკსმა დაარბიეს იტალია.


--------------------
მჯერა მე დილის ნიავის და ვენახების შრიალის,
მჯერა ცა-კავკასიონის და დედამიწის ტრიალის.
Grandmama
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3086
წევრი No.: 229814
რეგისტრ.: 6-March 17

გამოგზავნილია: 11 Mar 2018, 21:03  #52332713      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
giushki
არ არის მთლიანად არარაობა იტალია, ნაწილობრივ არარაობაა biggrin.gif ხასიათის ნაკრებია ძალიან, რა დროს აწყობთ თამაში იმ დროს იციან აფეთქება, დანარჩენი დრო მთლიანად არარაობად გადაიქცევიან ხოლმე. ჰო რაქში იმდენი ჩადიან სულ ნაკლებობაში არიან, ვაბშე ამ ექვს ერზე ნათლად გამოჩნდა რომ ყველა ერთ-ერთ დიდ თუარა მთავარ მნიშვნელობას რაქში ბრძოლას ანიჭებს. რაც ჩვენ აშკარად სასწავლი გვაქვს,
დარწმუნებული ვარ იტალიის ადგილას რომ საქართველო იყოს ამდენ წელიწადში ათჯერ უფრო კარგ ნაკრებს შევკრავდით ვიდრე იტალიას ყავს, უბრალოდ რამე ხომ უნდა ისწავლონ, ბოლო-ბოლო ნიჭი თუარ აქვთ ამდენმა პრაქტიკამ ხომ მაინც უნდა ასწავლოს რამე, მაგრამ მაინც ისეთი უმარილოები არიან რო რავი.
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1962
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 12 Mar 2018, 13:57  #52336512      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მელიტონა

ვს
QUOTE
ო'ში


ამ დუელში მე 1_იანის აღება მინდა, მარგამ... მეფიქრება რომ X2 _ს ვერ გაექცევა


--------------------
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
The Previous Nick_Name: GiorgiG83
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15299
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 14 Mar 2018, 23:49  #52352721      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

სლემსაც გაახერხებენ?

"ექვსი ერის" ჩემპიონი ვადამდე გამოვლინდა –
საფრანგეთმა ძლია ინგლისი და ტიტული ირლანდიას დაუკანონა


Ovaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი ))

სცენარი ჩაუფლავდათ ტელე’ბოსებს – ბოლო რაუნდში, "ზე (სუპერ) შაბათს" ისღაა გასარკვევი, ირლანდია სლემს თუ შეასრულებს, ანუ ხუთივე მეტოქეს თუ ძლევს, თორემ თუ ვინ დაიკავებს მეორე-მესამე ადგილებს, ეგ დიდ რაგბში ოდითგან არავის ადარდებს, რაკი ცხრილს კარგა ხანს ... "თაიმს"იღა ადგენდა

სლემის ჯახი თვიქნემშია. ბოლო ორი წლის, აწ’კი უკვე ექს-ჩემპიონი ინგლისი ახალ ფალავანს – ირლანდიას უხვდება. არადა, შარშანსწორედ რომ პირიქით იყო: "ვარდებს" პირველობა დაებევებინათ, მაგრამ "სამყურებმა" დაბლინში მოუგეს და ზედიზედ სლემი აღარ დაანებეს

დროს ჩამორჩნენო

ირლანდიამ არათუ ჩემპიონობა გაინაღდა, არამედ "მსოფლიო რაგბის" რეიტინგშიც გადაუსწრო ინგლისს და მეორე ადგილზე მოკალათდა. ოზი ედი ჯოუნზის ხელ’ქვეით რაგბის სამშობლოს 25 მატჩიდან ერთად’ ერთი წაეგო, მაგრამ ახლა ზედიზედ დამარცხდა სტუმრად და თუ შინაც მოეცარა ხელი, "6 ერს" უარყოფითი ბალანსით დაასრულებს

"ცბიერი ედი" მარცხს ზოგადად, რაგბისა და კერძოდ, მსაჯობის მუდმივ განვითარებას აბრალებს. მწვრთნელი აღიარებს, რომ მისი შეგირდები დროს ჩამორჩნენ – ალღოს ვერ უღებენ ბოჭვა | რაქის ახლებურად განსჯას და ამიტომ ბლომად ჯარიმდებიან

გურუს მიაჩნია, რომ ეს ზადი გამოსწორებადია, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ რაქის წესი შემოდგომიდან შეიცვალა იმიტომ, რომ იტალიამ შარშანდელ "6 ერზე" მახეში სწორედ რომ ედის’ვე ნაქები და ნაწრთობი, მაგრამ ტაქტიკურად უმწეო ინგლისი გააბა

პრემიით მართებდათ

გუნდს უკვე დამსგავსებულმა საფრანგეთმა ძველი მეტოქე დაცვით დაამარცხა – პირველ ტაიმში ორად’ორი (!) ბოჭვა გაუცუდდა. ბურმა რეფმაც ჯარიმები ინგლისს საზიანოდ არიგა * 17-11

ინგლისი იმანაც წაახდინა, რომ ირლანდიის ბონუსიანი გამარჯვების შემხედვარეს, თავადაც პრემიით მართებდა მოგება, მაგრამ ოთხს ვინ ჩივის? – პირველი და ერთად’ერთი ლელო 75’ წუთზეღა გაიტანა

არადა, ფრანგებსაც უჭირდათ – 11 დერეფნიდან 5 (!) წააგეს და ზედ ორი შერკინებაც მიაყოლეს, საწყის 15 წუთში კი ბრიტებს ბურთი დროის 75% ეპყრათ, ანუ მასპინძლები ლელოს დაცვაზეღა ზრუნავდნენ

ხეირზე, ალმისკენ

ინგლისს დაშავებული კვაჭის, დილან ჰართლის ნაცვლად ყოჩობდა ოუენ ფარელი, საფრანგეთს კი 10 ნომრად ფრანსუა ტრენ-დიუკი დაეწინაურებინა. სტუმრებმა პირველი მეოთხედი ორი ჯარიმით მოიგეს, მაგრამ ფიჯელი 8 ნომერი, ნეითან ჰიუზიც დაემტვრათ

ტაიმი ულელოოდ, ფრედ * 9:9 დასრულდა, 49’ წუთზე კი ტრენ-დიუკმა ხეირზე, ალმისკენ რომ აწია აბრაგანი, ენთონი ვოთსონმა კისერში ჩავლებიღთა ალაგმა ბენჟამენ ფალი. ჰოდა, უფალმა პეიპერმა, კივ ტელე’რეფთან მოთათბირებით, ინგლისი "7 ქულიანს პლუს სინბინ"ით დასაჯა * 16:9

ფრანგებმა უმალ კინაღამ გაიტანეს მეორე ლელოც, მაგრამ ინგლისი ბოლოს მაინც გახელდა – ელიოთ დეილის სხარტი პასით ჯონი მეი ეწია მიზანს, გაწითლებულ დროზე კი "ვარდებმა" კარსაც უწიეს, მაგრამ კონტაქტში ბურთი წინ დაუვარდათ * 16:22

ქრესტომათიულად

ირლანდიის გარე’მარბი ჯექობ სთოქ’დეილი აღარ ხუმრობს – 8 ტესტში 10 ლელო აქვს გატანილი! მან ახლაც რისკიანი პასი ჩაუჭრა პითერ ჰორნს და 55 მეტრი გაირბინა, ტაიმის ბოლო შეტევაში კი გარი რინგ’როუზისა და მაორი ბანდი აკის "შემორბენი" დააგვირგვინა * 14:3

სქოთები ლაღად ცდილობდნენ ბურთაობას, მაგრამ ჰიუ ჯოუნზმა რომ გადაიკიდა და აიღო, სთიუართ ჰოგი ვერ მიჰყვა. 52’ წუთზე, კარის პირდაპირ, 8 მეტრზე დაწყობილი შერკინებიდან მათივე ბექები ორ ეშელონად დადგნენ და ქრესტომათიულად გაითამაშეს ბურთი * 21:8

ირლანდიამ კი მანამდე და მერეც თითო, ძალისმიერი ლელო დადო: 9 ნომერმა ქონორ მარიმ რაქიდან შეუტია და სამთან ჭიდილში ეწია მიზანს, კვაჭი შონ ქრონინი კი მოლს ჩამორჩა და ეგრე * 28:8 @ 71’

მეასე მარცხი

უელსი იტალიას ისევე მოექცა, როგორც ნოემბერში ჩვენ – ერთბაშად 10 "სხვა" გაუყვანა და ბევრად უფრო ბარაქიანადაც მოუგო * 38:14

"აძურის" ბებერი კაპიტანი, არგენტინელი სერჯო პარისე უნიკალურ ანტი’რეკორდს მიუახლოვდა და თუ თავ’მოყვარეობა შერჩენია, ახლავე უნდა წავიდეს ნაკრებიდან – შემდეგივე მარცხი მისთვის მეასე იქნება!

უელსმა მეტოქეს ნავარდით ერთობ აჯობა: 518 მეტრი / 124 სოლოზე – 237 / 123. აძურს სამჯერ მეტი ბოჭვაც გაუცუდდა * 24-8, ლელოთა ფარდობა კი 5/2 გამოვიდა

დუბლი შეასრულა ზორბა ჯორჯ ნორსმა და მესამე ლელოზეც ჰქონდა პრეტენზია, მაგრამ ვერ ჩაუთვალეს, მედიას კი მიაჩნია, რომ კივმა პარქსმაც დადო მეორე, ოღონდაც ბურმა ტელე’რეფმა, მორის იონკერმა ლათინები დაინდო


ექვსი ერი * 2018

მეოთხე რაუნდი

(( სტატისტიკისა და თორენთის ბმულები -- საითზე, სტატიაში
http://ovaluri.comxa.com/2018/S3/14_6E-4.htm ))



ირლანდია$ 28:8 შოტლანდია

ირლ: რ.ქარნი (ლარმორ 75) ერლს რინგ’როუზ აკი სთოქ’დეილ
<10-9> სექსთონ (ქარბრი 73) მარი (მარმიონ 71) /
ჰილი (მაკ’გრას 51) ბესთ^კაპ (ქრონინ 66) ფურლონგ (პორთერ 62)
ჯმ.რაიან თოუნერ (ჰენდერსონ 55) ო’მანი (მერფი 55) ლივი სტანდერ –
4ლ: სთოქ’დეილ (1 2) მარი ქრონინ; 4გ: სექსთონ

შტლ: ჰოგ ქინგ’ჰორნ (ლ.ჯოუნზ 29-36) ჰ.ჯოუნზ ჰორნ (გრიგ 73) მეითლენდ
<10-9> რასელ ლეიდლოუ (პრაის 67) /
რიდ (ბჰათი 55) მაკ’ინალი (ბრაუნ 60) ბერგენ (ნელ 55)
გილქრისთ ჯ.გრეი (სვინსონ 71) ბარქლეი^კაპ ვოთსონ ვილსონ (დენთონ 18) –
ლ: ქინგ’ჰორნ; ჯ: ლეიდლოუ

რეფ ბარნს (ინგ) 10/03 @ დაბლინ, ავივა (51 700)

0:3(13) 7:3(24) 14:3(40+3) /
21:3(47) 21:8(52) 28:8(71$) დას(80+3)


საფრანგეთი 22:16 ინგლისი$

სფრ: ბონევალ (ფიკუ 15-23, 41) ფალ ბასტარო დუმეირუ გროსო
<10-9> ტრენ-დიუკ (ბოგზის 71) მაშნო (კუიუ 71) /
პუარო (პრიზო 66) გირადო^კაპ (პელისიე 66) სლიმანი (გომეს-სა 59)
გაბრიაგ ვაამაინა (ბ.ლე’რუ 66) ლორე (გალეტიე 66) კამარა ტოლენ –
შ [ფალ] + 5ჯ: მაშნო 4, ბოგზის

ინგ: ვოთსონ სბ 49 (ბრაუნ 68) მეი თე’ო ფარელ^კაპ დეილი
<10-9> ფორდ (ჯოზეფ 60) ქეა (ვიგლს’ვორს 68) /
მ.ვუნიპოლა (მარლერ 64) ჯორჯ (ქოუან-დიქი 64) ქოულ (სინქლერ 58)
ლონჩბრი (ჰასქელ 52) ითოჟე; ლოზ რობშოუ ჰიუზ (სიმონდს 24) –
ლ: მეი; გ: ფარელ; 3ჯ: ფარელ 2, დეილი (2)

რეფ პეიპერ (აფრ) 10/03 @ სან’დენი, სტად დე ფრანს (78 060)

0:3(4) 0:6(21) 3:6(25) 3:9(29) 6:9(33) 9:9(37) /
16:9(49შ+სბ) 19:9(63) 19:16(75) 22:16(78) დას(80+4)


უელსი$ 38:14 იტალია

უელ: ლმ.ვილიამს სბ 40+4 (ჰაფ’პენი 51) ნორს ვოთქინ პარქს სთ.ევანს
<10-9> ენსქომ (პაჩელ 61) გრ.დევის სბ 49 (ალ.დევის 61) /
ნ.სმით (რ.ევანს 61) დი (ოუენს 61) ფრენსის (რდ.ჯოუნზ 68)
ჰილ (სბ.დევის 66) ბრ.დევის; თიპურიქ ჯმ.დევის (ჯენქინს 66) ფალეტაუ^კაპ –
5ლ: პარქს ნორს (2 4) ჰილ თიპურიქ; 5გ: ენსქომ 3, ჰაფ’პენი 2; ჯ: ენსქომ

იტა: მინოძი ბენვენუტი სბ 78, ბიზენი კასტელო (ჰეივორდ 5) ბელინი
<10-9> ალენ (კანა 69) ვიოლი (პალაძანი 64) /
ლოვოტი (კვალიო 61) გირალდინი (ფაბიანი 69) ფერარი (პასკვალი 64)
ძანი ბად; ნეგრი (რუძა 68) მბანდა (ლიკატა 15) პარისე^კაპ –
2ლ: მინოძი ბელინი; 2გ: ალენ კანა

რეფ გარსეზ (სფრ) 11/03 @ კარდიფ, პრინსიპალითი (65 242)

7:0(5) 14:0(8) 14:7(12) 17:7(37) სბ(40+4უ) /
24:7(44) სბ(49უ) 31:7(68$) 38:7(72) 38:14(77) სბ(78ი) დას(80+3)


"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 რობ ქარნი (ირლ),
14 ბლერ ქინგ’ჰორნ (შტლ), 13 გარი რინგ’როუზ (ირლ), 12 მატიო ბასტარო (სფრ), 11 რემი გროსო (სფრ);
10 ჯონი სექსთონ (ირლ), 9 ქონორ მარი (ირლ) /

1 ქიან ჰილი (ირლ), 2 ლეონარდო გირალდინი (იტა), 3 თეიგ ფურლონგ (ირლ);
4 პოლ გაბრიაგ (სფრ), 5 დევინ თოუნერ (ირლ);
6 იაკუბა კამარა (სფრ), 7 დენ ლივი (ირლ), 8 ტაულუპე ფალეტაუ (უელ)

სულ: 8 ირლ, 4 სფრ, 1 იტა უელ შტლ * 0 ინგ


ექვსი ერი 2018

ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ 03/02 უელსი $ 34:07 შოტლანდია
შაბ 03/02 საფრანგეთი $ 13:15 ირლანდია
კვი 04/02 იტალია 15:46 ინგლისი $

შაბ 10/02 ირლანდია $ 56:19 იტალია
შაბ 10/02 ინგლისი 12:06 უელსი $
კვი 11/02 შოტლანდია 32:26 საფრანგეთი $

პარ 23/02 საფრანგეთი 34:17 იტალია
შაბ 24/02 ირლანდია $ 37:27 უელსი
შაბ 24/02 შოტლანდია 25:13 ინგლისი

შაბ 10/03 ირლანდია $ 28:08 შოტლანდია
შაბ 10/03 საფრანგეთი 22:16 ინგლისი $
კვი 11/03 უელსი $ 38:14 იტალია

4 რაუნდი ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ*ფ $

ირლანდია 19 +69 17/08 136:067 4-0 3
უელსი 11 +35 12/10 105:070 2-2 3
ინგლისი 10 +19 11/06 087:068 2-2 2
საფრანგეთი 10 +15 07/05 095:080 2-2 2
შოტლანდია 8 -29 07/11 072:101 2-2 0
იტალია 0 -109 09/23 065:174 0-4 0

ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
+1 ბონუსი ($) = პრემია (მეოთხე ლელოს გატანა) | ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
+3 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება)

ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება (=)

შაბ 17/03 იტალია 16.30 შოტლანდია
შაბ 17/03 ინგლისი 18.45 ირლანდია
შაბ 17/03 უელსი 21.00 საფრანგეთი


სტატ’მოწინავენი

ქულა: 45 მაკსიმ მაშნო (სფრ); 40 ჯონი სექსთონ (ირლ), ლი ჰაფ’პენი (უელ); 39 ოუენ ფარელ (ინგ); 32 გრეიგ ლეიდლოუ (შტლ)

ლელო: 6 ჯექობ სთოქ’დეილ (ირლ); 3 ჯონი მეი (ინგ), მატეო მინოძი (იტა), ტედი ტომა (სფრ), ჰიუ ჯოუნზ (შტლ)


"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (12/03_2018)

1 ზელანდია 9399, 2(3) ირლანდია 8785, 3(2) ინგლისი 8750,
4 ავსტრალია 8549, 5(6) აფრიკა 8381, 6(5) შოტლანდია 8380,
7 უელსი 8307, 8(10) საფრანგეთი 7944 , 9(8) არგენტინა 7822,
10(9) ფიჯი 7793, 11 იაპონია 7566, 12 საქართველო 7380,
13 ტონგა 7187, 14 იტალია 7113, 15 შტატები 6923, 16 სამოა 6903

+/-: სფრ 188 ინგ, ირლ 64 შტლ, უელ 0 იტა * საქ 34 რუს (29:9 გ)


სთრიმები

https://www.vipbox.st/sports/rugby.html

!!! საუკეთესოა YumTV = HD

http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/
http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html

@


--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2018 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9268
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 15 Mar 2018, 10:12  #52354686      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
სერჯო პარისე უნიკალურ ანტი’რეკორდს მიუახლოვდა და თუ თავ’მოყვარეობა შერჩენია, ახლავე უნდა წავიდეს ნაკრებიდან – შემდეგივე მარცხი მისთვის მეასე იქნება!

საინტერესოა smile.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (32) « პირველი ... 24 25 [26] 27 28 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0366 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]