forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> "დიდი ლელო" 2018, იმერ - ამერის პირველი შერკინება
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15299
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 27 Feb 2018, 22:49  #52264826      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ეგებ შენიშნეთ, რომ საითზე პლეი’ოფის განრიგი შეიცვალა -- გაწითლდა
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Didi10/#18

მიზეზი ისაა, რომ რაც 1992 წელს უნდა დაწყებულიყო და ტრადიციად ქცეულიყო,
ახლაღა, 26 წლის შემდეგ, მაისის მესამე ვიქენდზე ჩატარდება პირველად

ეგაა ჩვენი "სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ" -- რაც ავსტრალიურ ლიგაშია "ორიჯინ"

http://ovaluri.comxa.com/2018/L_SOO.html

@

ვინც მოიფიქრა და კურირებს, მთხოვა, ფორუმს გააცანიო

რადგან გვაქვს "დიდი 10" -- შოუს სახელად შეურჩია "დიდი ლელო"
თუ უკეთესს შემოგვთავაზებენ ქომაგები, განვიხილავთო

იქნება შინაური რაგბის სეზონის დამაგვირგვინებული ზეიმი

@

შოუს თვალი -- კაცთა მატჩი

მანამდე -- მინი’ლელო ან|და 16 წლამდელთა იმერ-ამერი

ვინც ამ სეზონში საითაცაა, წლეულს იქეთ უნდა ითამაშოს

ლოგიკით, მერე გინდაც კლუბი გამოიცვალოს, მხარეს ვეღარ შეიცვლის,
ანუ თუ ვთქვათ ითამაშა წელს ქოქოსამ იმერში, მერე გინდ ლელოში დაბრუნდეს,
მთელი კარიერა იმერლად დარჩება

@

საპრიზო თანხა არ იქნებაო -- ფული არ მოსატანია, პატივიაო მაგ ჯახში მონაწილეობა

მოლაპარაკება მიდის სპონსორთან და ყველაფრის ხარჯს ის იკისრებსო
ჰოდა, შეიძლება მივიღოთ "მაჭახელას დიდი ლელო" (თავად მარტო მაჭახელაში შევდივარ ))

სამუდამოდ დაგრჩება კვართი და შეგიძლია, კოლექციის გროვება დაიწყო’ო

ავტოგრაფებიანი ბურთი თურმე დარჩება ქალაქს|სტადიონს, დირექციაში | მუზეუმში დასადებად

@

ჯილდო გარდამავლი’ო -- ფარის მოყვანილობისა

ეხატება იმერ - ამერად გამიჯნული, ერთიანი საქართველო

კვართის ფერი -- ჰერალდიკოსებს ვკითხავთო

იმერს ალბათ ოქროსფერ - მუქი მწვანეო, ამერს ალბათ შავ - თეთრიო

ჯილდოს, ლოგოსა და კვართების დიზაინზე მუშაობას მალე შეუდგება სამხატვრო საბჭო

@

გვინდა, რომ გამოვიდეს გემრიელი ბურთაობა, რის გამოც ეგებ ცოტათი შევცვალოთ წესებიო

"წინ პასის" დაშვება არც გვიფიქრია, მაგრამ ბარემ 10, თამამი ვარიაცია ვთქვით

მაგალითად:

ლელო 4 ქულა, ნებისმიერი გოლი - 1
(( ეგეც ითქვა, თუ ლელოა, კარში საერთოდ არ დავარტყათო -- მაგრამ მაგით რაგბის არსი შეილახება ))

თუ ბურთი შენია, აღარ ჯარიმდები -- ისჯები მაქსიმუმ თავისუფალით
(( ბურთს ხელი არ გაუშვი, დამრტყმელზე წინ მდგარი გაიქეცი ... -- კარში ვეღარ დაგირტყამენ! ))

22-ის წესი აღარ მოქმედებს -- თუ მოედანს ვერ გაარტყი, მანძილს ვეღარ მოიგებ -- სულ ერთია, საიდან

შერკინებით თრევა -- 19’წლამდელთა წესით -- მაქსიმუმ მეტრ’ნახევარი

ყვითლისა და წითლის ნაცვლად:

* მწვანე ბარათი -- სინბინი მაქსიმუმ 10 წუთით, მაგრამ ეგრევე ბრუნდები, თუ შენმა გუნდმა ლელო გაუშვა (( ჰოკეის მსგავსად ))

* ნარინჯის’ფერი ბარათი -- გაძევება სრული 20 წუთით -- მძიმე დანაშაულისთვის (( წითლის ნაცვლად ))

რადგან ტემპი მოიმატებს, ეგებ ტაიმები 30 წუთამდე დავამოკლოთ

რადგან მონაწილეობა ფრიადი პატივია, 25-25 კაცა რაზმები = 15 + 10

შეცვლებიც უფრო ლიბერალური -- გადი-გამოდი, ოღონდაც რაოდენობა შევზღუდოთ (მაგალითად 15)

@

მწვრთნელები იქნებიან იმ კლუბებიდან, რომლებიც დიდ 10-ში სხვებზე ზემოთ დააფინიშებენ

შეიძლება დავუშვათ შეზღუდული დრაფთიც -- ორი-სამი მოთამაშის საგანგებოდ აყვანაც
(( მაგალითად, თუ რეზი ჯინჭველას უნდა, იმერში ითამაშოს,
ან სოსო მათიაშვილის დამატება სურს ამერს ))

შესაქმნელია რიტუალები -- მაგალითად, თამაშის წინ, ორივე გუნდა თავის 10-მეტრა წყვეტილზე გამწკრივდეს
პირისპირ 1-ები, 2-ები ... 25-ები

ჰიმნის შემდეგ მივიდნენ შუა ხაზთან და ერთმანეთი მოიკითხონ

@

ესაა, რაც უცებ მომაფიქრდა | გამახსენდა -- დავალება 27 საათის წინ მივიღე

წამოწყების თაოსნები ელიან ახალ იდეებს და ყველაფერს განიხილავენ,
მაგრამ ვერ შეიწყნარებენ ასეთ შემოტევებს:

მოგცლიათ | სხვა ყველაფერი ხო უკვე ააყვავეთ |
რა იმერ - ამერი აგიტყდათ გლდობალიზაციის ხანაში |
კლუბები შიმშილით გვიწყდება და ... რამე *

@


--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2018 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9268
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 27 Feb 2018, 23:20  #52265066      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლიგა რო ვათამაშოთ? biggrin.gif

QUOTE
ლოგიკით, მერე გინდაც კლუბი გამოიცვალოს, მხარეს ვეღარ შეიცვლის,
ანუ თუ ვთქვათ ითამაშა წელს ქოქოსამ იმერში, მერე გინდ ლელოში დაბრუნდეს,
მთელი კარიერა იმერლად დარჩება

ეს წესი არ მომწონს რაღაც.საიდანაც არის იქით უნდა ითამაშოს (ყოველთის),ან რომელ კლუბსაც წარმოადგენს იქით (სადაც იქნება)

QUOTE
მაგალითად:

ლელო 4 ქულა, ნებისმიერი გოლი - 1
(( ეგეც ითქვა, თუ ლელოა, კარში საერთოდ არ დავარტყათო -- მაგრამ მაგით რაგბის არსი შეილახება ))

თუ ბურთი შენია, აღარ ჯარიმდები -- ისჯები მაქსიმუმ თავისუფალით
(( ბურთს ხელი არ გაუშვი, დამრტყმელზე წინ მდგარი გაიქეცი ... -- კარში ვეღარ დაგირტყამენ! ))

22-ის წესი აღარ მოქმედებს -- თუ მოედანს ვერ გაარტყი, მანძილს ვეღარ მოიგებ -- სულ ერთია, საიდან

შერკინებით თრევა -- 19’წლამდელთა წესით -- მაქსიმუმ მეტრ’ნახევარი

ყვითლისა და წითლის ნაცვლად:

* მწვანე ბარათი -- სინბინი მაქსიმუმ 10 წუთით, მაგრამ ეგრევე ბრუნდები, თუ შენმა გუნდმა ლელო გაუშვა (( ჰოკეის მსგავსად ))

* ნარინჯის’ფერი ბარათი -- გაძევება სრული 20 წუთით -- მძიმე დანაშაულისთვის (( წითლის ნაცვლად ))

რადგან ტემპი მოიმატებს, ეგებ ტაიმები 30 წუთამდე დავამოკლოთ

რადგან მონაწილეობა ფრიადი პატივია, 25-25 კაცა რაზმები = 15 + 10

შეცვლებიც უფრო ლიბერალური -- გადი-გამოდი, ოღონდაც რაოდენობა შევზღუდოთ (მაგალითად 15)

დაიმახსოვრებენ ასე უცებ ამდენს,მწვრთნელებ-მოთამაშეებ-მსაჯები?
otia-83
ლევან ოტიაშვილი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5455
წევრი No.: 189757
რეგისტრ.: 6-August 14

გამოგზავნილია: 27 Feb 2018, 23:42  #52265192      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თუ რაქში ღლეტვაზე ჩასული მესამე წერტილსაც შეახებს, მაგრამ მყისიერად დაუბრუნდება ღლეტვის პოზიციას - ღლეტვის დასრულებისბუფლება ჰქონდეს. მბოჭავსაც ჰქონდეს ღლეტვის უფლება შებოჭილისთვის ხელ გაუშვებლად.

შებოჭილსაც ჰქონდეს წამოხტომის და შეტევის გაგრძელების უფლება ბურთზე ხელის გაუშვებლად, მყისიერად.


--------------------
მოხდების ხოლმე არწივი
დაჭრილი დაბლა დავარდეს,
მაგრამ ქათამი ზეცაში
ვერასდროს გაინავარდებს!
giushki
super-xv member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3416
წევრი No.: 86686
რეგისტრ.: 15-March 09

გამოგზავნილია: 27 Feb 2018, 23:46  #52265233      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (otia-83 @ 27 Feb 2018, 23:42 )
თუ რაქში ღლეტვაზე ჩასული მესამე წერტილსაც შეახებს, მაგრამ მყისიერად დაუბრუნდება ღლეტვის პოზიციას - ღლეტვის დასრულებისბუფლება ჰქონდეს. მბოჭავსაც ჰქონდეს ღლეტვის უფლება შებოჭილისთვის ხელ გაუშვებლად.

შებოჭილსაც ჰქონდეს წამოხტომის და შეტევის გაგრძელების უფლება ბურთზე ხელის გაუშვებლად, მყისიერად.

არამგონია გამოდგეს ეს. რაქში მაქსიმალურად სუფთა რაგბული თამაში, თორემ ქართველების ზნე რომ ვიცი და კიდევ იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ 25 კაცია თითო გუნდში, გამოდის რომ 7-7 შვიდკაცას ითამაშებენ და დანარჩენები რაქებში იკოტრიალებენ biggrin.gif


--------------------
მჯერა მე დილის ნიავის და ვენახების შრიალის,
მჯერა ცა-კავკასიონის და დედამიწის ტრიალის.
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15299
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 27 Feb 2018, 23:49  #52265253      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
http://lelo.comyr.com/pages/Tesebi_2013.htm#Tchidili

13.3 თუ მოთამაშენი ზეზეულად ჭიდაობენ და
13.3.0 ბურთი სამ თვლაზე (სამ წამში)
13.3.0.1 არ გამოჩნდა ან
13.3.0.2 არ ამოძრავდა,
13.3.1 იქვე დაინიშნება სადაო.

13.4 თუ მოთამაშენი ჭიდილში წაიქცნენ და
13.4.0 ბურთი სამ თვლაზე (სამ წამში) არ გამოჩნდა,
13.4.1 ვინც ბურთს ფლობდა, იქვე დაჯარიმდება.

14.0 აკრძალულია:
14.2.1 ბურთიანად განგებ წაწოლა;
14.4 წაქცეულებზე დაწოლა, დავარდნა, დახტომა, დაჯდომა, ბურთის განგებ დაგდება;

@
otia-83
ლევან ოტიაშვილი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5455
წევრი No.: 189757
რეგისტრ.: 6-August 14

გამოგზავნილია: 27 Feb 2018, 23:55  #52265294      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (giushki @ 27 Feb 2018, 23:46 )
QUOTE (otia-83 @ 27 Feb 2018, 23:42 )
თუ რაქში ღლეტვაზე ჩასული მესამე წერტილსაც შეახებს, მაგრამ მყისიერად დაუბრუნდება ღლეტვის პოზიციას - ღლეტვის დასრულებისბუფლება ჰქონდეს. მბოჭავსაც ჰქონდეს ღლეტვის უფლება შებოჭილისთვის  ხელ გაუშვებლად.

შებოჭილსაც ჰქონდეს წამოხტომის და შეტევის გაგრძელების უფლება ბურთზე ხელის გაუშვებლად, მყისიერად.

არამგონია გამოდგეს ეს. რაქში მაქსიმალურად სუფთა რაგბული თამაში, თორემ ქართველების ზნე რომ ვიცი და კიდევ იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ 25 კაცია თითო გუნდში, გამოდის რომ 7-7 შვიდკაცას ითამაშებენ და დანარჩენები რაქებში იკოტრიალებენ biggrin.gif

რაქიდან ბურთის გამოტანის დრო შეიზღუდოს 15 წამამდე. თუ ბურთი ვერ გამოვიდა გადაეცეს მოწინააღმდეგეს,მღლეტველს, გამჭედს, ოღონდ არა შერკინებით, არამედ ბურთის გათამაშებით - აუტში და კარში დაურტყმელად.


მარა, მართალი ხარ, მართლაც ძაან ძნელი სამსაჯო იქნება და მაგარ ქაოსს გამოიწვევს. მითუმეტეს ერთი თამაშისთვის მოგონილი წესების პირობებში.

This post has been edited by otia-83 on 27 Feb 2018, 23:59
giushki
super-xv member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3416
წევრი No.: 86686
რეგისტრ.: 15-March 09

გამოგზავნილია: 28 Feb 2018, 00:04  #52265372      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ღლეტვაც რთული იქნება 25 კაცში, რაც არ უნდა წესები დაუდგინო.

ფაზები რომ მისცე? აი მაგალითად თითო გუნდს შეტევაში 20 ფაზა. როგორ ლიგაზეა.
otia-83
ლევან ოტიაშვილი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5455
წევრი No.: 189757
რეგისტრ.: 6-August 14

გამოგზავნილია: 28 Feb 2018, 00:07  #52265398      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
giushki
25-25 კაცი ერთდროულად კიარ იქნება მოედანზე კაცო smile.gif 15+10 და შეცვლილის კიდევ დაბრუნების უფლებით, ოღონდ ჯამში არაუმეტეს 15 ცვლილებისა. მე ეგრე აღვიქვი ეს წესი.

This post has been edited by otia-83 on 28 Feb 2018, 00:12
giushki
super-xv member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3416
წევრი No.: 86686
რეგისტრ.: 15-March 09

გამოგზავნილია: 28 Feb 2018, 00:23  #52265499      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
otia-83
უფ)) ეხლა მივხვდი თორე სად წავსულვარ))
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15299
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 28 Feb 2018, 00:31  #52265555      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მოედანზე ჩვეულებრივად 15 კაცი
ოღონდაც 10 სათადარიგო

ლელო გოლზე მეტად დაფასდება

აუტში დარტყმით წინსვლა რთულდება
ხელით მეტი უნდა ითამაშონ
მაგიტომ ნაკლები ხანი

შერკინებაში ჯარიმას ვეღარ მოიპოვებ --
უნდა გამოიტანო და ითამაშო

მთელი კვირა ექნებათ სავარჯიშოდ

თამაშის დროს კი მსაჯს რაციით შეახსენებს შეფი,
ეგ ჯარიმა კი არა, თავისუფალია ...
აუტი მაქედანაა და არა იქედან ...
უთხარი დამრტყმელს, 1 ქულა მოგემატებაო ...
Ptx
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1537
წევრი No.: 86347
რეგისტრ.: 10-March 09

გამოგზავნილია: 28 Feb 2018, 00:32  #52265561      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძაან მაგარი იდეაა! ბევრი სითბო და სიყვარულის მოტანა შეუძლია!

კარგი იქნება თუ რაგბის კომპონენტები დაიყოფა და ამაშიც ჩატარდება ინდივიდუალური შეჯიბრებიც!
ჩატარდეს სამდღიანი ოლ-სტარის პრინციპით.

პირველ დღეს დაიწყოს გურიაში ხალხი დაეჭიდოს კლასიკურ ლელოში, და გამარჟვებულის დაჯილდოვება მოხდეს უკვე სტადიონზე.
მეორე დღეს - ინდივიდუალური შეჯიბრები.
მაგალითად:

გარდასახვების კონკურსი
შერკინება ერთი ერთზე - სამი სამზე და კლასიკური
მძიმე წონის გათრევა სწრაფად და რაც შეიძლება შორს.
დაჯახებით სიმძიმის რაც შეიძლება შორს გადაწევა.
ხელით ბურთის რაც შეიძლება შორს და ზუსტად ტყორცნა.

ჩატარების ადგილი უნდა ცვალებადი იყოს, რეგიონ რეგიონ დადიოდეს ყოველ წელს. კულტურის სამინისტროს დავადებინოთ ფული, მაინც რაღაც სირობებში იხდიან ფულს, ფრთხილად ოღონდ ეგენი ატკატებს მოითხოვენ და ეგ პრეცედენტი თუ დაიშვა აკვანშივე ჩაიჯვავს ეს იდეა, ფარსად იქცევა და შინაარს დაკარგავს.
სპონსორებსაც მოეწონებათ ეს შეჯიბრი შეიძლება დაადებინო ფული ინდივიდუალური კონკურსების დაფინანსებაში. მაგალითად ბევრი ლუდი! ან ერთი ტონა ჭადის ფქვილი biggrin.gif
კაი წამყვანი სჭირდება , ისეთი მართლა რო უყვარს ხალხი!

და მესამე დღეს კულმინაცია, დიდი ჯახი:

დაწყებამდე დაიდგას მცირე თეატრალური წარმოდგენა, რომელშიც სხვადასხვა ქართველი გმირებზე გაკეთდება ჩანახატი.
ხალხური სიმღერა, რაგბისტებს დაევალოთ სიმღერაში მონაწილეობა! სავალდებულოდ!
წესების გადაკეთება არ გვინდა, უბრალოდ მსაჯობა უნდა იყოს შერბილებული და ლაღი.

რაც შეეხება სახელს დიდი ლელო ცუდი არაა, მაგრამ ეს დღესასწაული სახალხო ზეიმად რო იქცეს, მაგალითად როგორც ლომისობაა, შესაბამისი სახელიც უნდა დაერქვას.
მაგალითად წილხვედრთა ლელო/ობა ან ერთობის ლელო. იმერ ამერობაზე დაყოფა უნდა მოხდეს ჯერ გვარებით და მხოლოდ მერე სურვილით. მწვრთნელობაც გვარის მიხედვით. თუ მოთამაშე არაა ქართული გვარის, მაშინ სისხლში უახლოესი ვინც ყავს იმის მიხედვით, თუ არავინ დაბადების ადგილით და მერე სურვილით.

მოთამაშეების არჩევა უნდა მოხდეს ხალხისა და მწვრთნელების ერთობლივი სურვილით. ზოგს ხალხი გაიყვანს, ზოგს მწვრთვნელები.
აუცილებლად უნდა დავპატიჟოთ კავკასიელები, იმიტო უნდა დავპატიჟოთ რომ გავაძლიეროთ ჩვენს შორის სიყვარული. რამე ინდივიდუალურ კონკურსშიც მივცეთ გამპოსვლის უფლება. კაი სანახავი იქნება რისი ტრაკი აქვთ. რუსის ფეხი არ დავინახო მანდ, მხოლოდ მთის ხალხის მოპატიჟება!

16 წლამდელების რა გითხრათ, სუბიექტური შეიძლება ვიყო, მაგრამ მაგათ ჯერ არაფერი უქნიათ, ეს დღესასწაული კი უნდა მაქნისების შეჯიბრი იყოს. ჰაჰა საპატიო წრე დაარტყან ან რამე 10 10 წუთიანი შოუ გვაჩვენონ.


მოკლედ კაი წამოწყებაა, ნელა ნელა დაიხვეწება და კაი გამოვა.






lepori
მსხალი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3962
წევრი No.: 92698
რეგისტრ.: 1-June 09

გამოგზავნილია: 28 Feb 2018, 01:06  #52265744      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იდეას მივესალმები
წესების შეცვლას არა >> მაყრუბლის უმრავლსობა ისედაც ძლივს ერკვევა წესებში და კიდე შეცვლა უფრო დააბნევს



QUOTE
ვინც ამ სეზონში საითაცაა, წლეულს იქეთ უნდა ითამაშოს
ლოგიკით, მერე გინდაც კლუბი გამოიცვალოს, მხარეს ვეღარ შეიცვლის,
ანუ თუ ვთქვათ ითამაშა წელს ქოქოსამ იმერში, მერე გინდ ლელოში დაბრუნდეს,
მთელი კარიერა იმერლად დარჩება

ესეც არ მგონია სწორი
QUOTE
საიდანაც არის იქით უნდა ითამაშოს (ყოველთის),ან რომელ კლუბსაც წარმოადგენს იქით (სადაც იქნება)



--------------------
დო'დოო
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15299
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 28 Feb 2018, 09:32  #52266452      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
dc120mm otia-83 giushki Ptx lepori

მოვახსენებ თაოსნებს და
კიდევ დიდ’ხანს დაველოდებით სხვათა შენიშვნებს

@

ამჟამინდელი დასკვნა:

ვითამაშოთ მოქმედი წესებით, მაგრამ ლაღად

გუნდებად დაყოფა - შეძლებისდაგვარად მარტივად | მოთამაშეთა სურვილით

სახიობა, მოქართულე წამყვანი, სიმღერა, კავკასიელები

კონკურსები (მაგალითად, მოლით თრევა)

განვლილი გზა ლელოდან რაგბამდე = ანუ "მსოფლიო ლელომდე"

სახელში "ლელო" აუცილებლად, მაგრამ
"დიდის" ნაცვლად ეგებ სხვა მსაზღვრელი: თუნდაც "ერთობის"

@
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9268
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 28 Feb 2018, 10:21  #52266600      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლუკასა და ნიკოს მამა
გილოცავ ძია ზაალ! იხარე! ჯანი და მხნეობა გქონოდეს ! მრავალი დაბ დღე მოგველოცოს კიდევ,ყველას ოჯახსაც და რაგბის სამყაროსაც!!!
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1962
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 28 Feb 2018, 13:44  #52267653      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
გილოცავ ძია ზაალ! იხარე! ჯანი და მხნეობა გქონოდეს ! მრავალი დაბ დღე მოგველოცოს კიდევ,ყველას ოჯახსაც და რაგბის სამყაროსაც!!!


ვაჰ, ვაჰ, რა ამბავი!

ლუკასა და ნიკოს მამა
მალემ,
ჯანმრთელად და იღბლით!
ნათესი მოგემკათ!


--------------------
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
The Previous Nick_Name: GiorgiG83
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0184 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]