Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > შვიდკაცა რაგბი – თემა N3


Posted by: Love The Sun 30 Nov 2012, 12:04
დღის ყველაზე მნიშვნელოვანი სარაგბო მოვლენა ტარდება ემირატებში - შვიდკაცა რაგბის სერიის პირველი დღე. როგორც უკვე შეიძლება იცოდეთ ყოველწლიურად ტარდება 9 სერია: ავსტრალიაში, დუბაიში, აფრიკაში, ზელანდიაში, ამერიკაში, ჰონკონგში, იაპონიაში, შოტლანდიაში და ბოლოს - ინგლისში. გოლდქოსთის სერია მფრინავი ფიჯელების გამარჯვებით დასრულდა, სადაც მათ ფინალში წინა ჩემპიონი ახალი ზელანდია დაამარცხეს 32-14. ახლა დუბაის შვიდკაცობის ჯერია.
ვინც ახლა იწყებს შვიდკაცა რაგბის ყურებას ოდნავ რთულია იმის გაგება თუ ვინ და როგორ ხდება ჩემპიონი, თუმცა რეალურად არაფერი გაურკვეველი არაა. როგორც უკვე გითხარით ყოველწლიურად ტარდება 9 სერია სხვადასხვა ქვეყნებში - მონაწილე გუნდთა რაოდენობა არის 16. გამარჯვებული იღებს 22 ქულას, მეორე ადგილოსანი 19-ს, მესამე 17-ს, მეოთხე 15-ს და ა.შ. რაც უფრო დაბალია გუნდის მიერ აღებული ადგილი, მით უფრო ცოტა ქულას იღებს გუნდი. მსოფლიო ჩემპიონი კი წლის ბოლო სერიის დასრულებისას ყველაზე მეტი ქულის დამგროვებელი ქვეყანაა.

ყველაზე ხარისხიანი სტრიმი + წინა სერიის ჰაილაითები ამ ბმულზეა.
http://lelorugby.blogspot.com/2012/11/rugby-7s-world-series.html

P.S. წინა თემა 114 გვერდზე იყო ასული smile.gif

Posted by: borjgali1964 30 Nov 2012, 12:37
http://www.vipboxsports.eu/rugby/109281/1/hsbc-sevens-world-series---emirates-airline-dubai-rugby-sevens-live-stream-online.html

Posted by: Love The Sun 30 Nov 2012, 12:46
borjgali1964
რუსებს რა კაი გოგოები ყავდათ ნახე? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: borjgali1964 30 Nov 2012, 12:52
ბოლბოში ბებერი ქალის ბანერი ვერ გავაქრე((

Posted by: archilcheghe 30 Nov 2012, 13:11
ჩაიგდეთ თემა და გულაობთ ხომ? biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Nov 2012, 13:13
"წელს ავსტრალია უკანაა" რას ნიშნავს?
რომ უკვე გაიმართა ავსტრალიის ეტაპი?

@

9 სერია კი არ ტარდება, არამედ ეტაპი ან ტურნირი

სერია ერთია და მაგ მაგ ეტაპთა ერთობლიობას ჰქვია

ემირატები ქართულად საამიროებია, უფრო მარტივად კი არაბეთი


http://qaflan.netai.net/2012/MA/16_7AUS.htm

<< ქულა

22 ფიჯი (თ: გოულდ ქოუსთ; 19 ზელანდია; 17 აფრიკა; 15 კენია;
13 არგენტინა; 12 საფრანგეთი; 10 ავსტრალია, სამოა: 8 ესპანეთი;
7 ინგლისი; 5 კანადა, უელსი; 3 შოტლანდია; 2 შტატები;
1 პორტუგალია, ტონგა

<< გასამართია

30/11-1/12 დუბაი (არბ)
8-9/12 პორტ ელიზაბეთ (აფრ)

1-2/02 ველინგთონ (ზელ)
8-10/02 ლას ვეგას (აშშ)

22-24/03 ჰონკონგ * (ჩინ)
30-31/03 ტოკიო (იაპ)

4-5/05 გლაზგო (შტლ)
11-12/05 თვიქნემ ** (ინგ)

<< თასის მფლობელი

1999-2012 (110 ეტაპი: 44 ზელანდია - 20 ფიჯი; 14 აფრიკა, ინგლისი - 9 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

Posted by: Love The Sun 30 Nov 2012, 13:32
Lukas & Nikos Mama
გათვალისწინებული და შესწორებულია ! დიდი მადლობა !

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Nov 2012, 15:37
Love The Sun

ლუკა, სამსახურში ეგრე მოცლითა ხარ?
რა დროს შვიდკაცა და დუბაია, ხალხია მისახედი!
რაგბი საღამოს 7 საათის მერე!

Posted by: Love The Sun 30 Nov 2012, 16:18
Lukas & Nikos Mama
13 საათიდან 14 საათამდე ოფისი გაჩერებულია - შესვენების დროა.
მას მერე ახლაღა შემოვიჭყიტე ფორუმზე, ორი საათ ნახევარი შეუჩერებელი მუშაობა იყო smile.gif
სტატია კი მზად მქონდა უკვე და უბრალოდ დილით "დავაფუბლიშე"...
* * *
http://lelorugby.blogspot.com/2012/11/dubai-sevens-day-one-results-day-of.html - პირველი დღის შედეგები, ხვალინდელი მეოთხედფინალები + ვილიამ რაიდერის ჰაილაითები smile.gif

თასის მეოთხედფინალები: ფიჯი–საფრანგეთი, კანადა–კენია, ზელანდია–პორტუგალია, სამოა–უელსი. რა თქმა უნდა ფავორიტებად ფიჯელები და ზელანდიელები ითვლებიან, ორივე მათგანმა ითამაშა გოლდქოსთში წინა ეტაპის თასის ფინალი.
ეტაპის მეორე დღე იწყება დილის 6 საათზე, თბილისის დროით.
პირველი დღის საუკეთესო მომენტებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
* * *
დუბაის შვიდკაცა ეტაპის პირველი დღის საუკეთესო მომენტები
http://lelorugby.blogspot.com/2012/12/dubai-sevens-day-one-highlights.html

* * *
http://lelorugby.blogspot.com/2012/12/quality-link-to-dubai-7s-day-two.html
Quality Link to Dubai 7s - day two/დუბაის შვიდკაცობის ხარისხიანი ბმული - მეორე დღე
http://www.vipboxsports.eu/rugby/109285/2/hsbc-sevens-world-series---emirates-airline-dubai-rugby-sevens-live-stream-online.html

Posted by: Love The Sun 2 Dec 2012, 02:05
შვიდკაცით დაინტერესება არც თუ ისე დიდია, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვპოსტავ smile.gif
http://lelorugby.blogspot.com/2012/12/dubai-7s-day-two-results.html
შედეგები + საუკეთესო მომენტები.
დუბაის შვიდკაცობაში სამოამ იმარჯვა, მათ ფინალში ახალი ზელანდია დაამარცხეს ანგარიშით 26-15. ფიჯი, სამხრეთი აფრიკა და ინგლისი ტურნირს ადრეულ ეტაპზევე გამოეთიშნენ. მესამე ადგილზე კენია გავიდა, რომელმაც საკმაოდ ძლიერი საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა. მშვენივრად მოთამაშე ჰირაიამამ კანადა მეხუთე ადგილზე გაიყვანა, თუმცა ბოლო მატჩში დამარცხდა სიმპატიურ უელსის ნაკრებთან, რომელმაც თავის მხრივ მეოთხე ადგილი აიღო. პირველი ორი ეტაპის შემდეგ 38 ქულა აქვს ახალ ზელანდიას, ზედიზედ აღებული მეორე ადგილისათვის (19+19). მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებს ფიჯი, სამოა და კენია ინაწილებენ 32 ქულით. მათ საფრანგეთი მოყვება - 27 ქულით. შეჯიბრი გახურებულია და ნელ-ნელა იშვიათობა ხდება ძლიერი მიერ "სუსტი" გუნდების დიდი ანგარიშებით განადგურება. შვიდკაცა რაგბი წლიდან-წლამდე სწრაფი ტემპებით იზრდება და მე დარწმუნებული ვარ რომ შემდეგ ოლიმპიადაზე ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი სპორტის სახეობა იქნება. სულმოუთქმელად ველი შემდეგი კვირის ტურნირს, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გაიმართება. მასპინძლები რა თქმა უნდა შეეცდებიან დაიბრუნონ ტიტული.
ახლა კი იხილეთ დუბაის შვიდკაცა ეტაპის მეორე დღის საუკეთესო მომენტები.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 3 Dec 2012, 21:54
user posted image

შლაუნდერ ქინქიროზა

თიკუნი ეცნობებათ ძველ ლოკომოტიველებს (1980იან წლებში ვინც თამაშობდა)

Cheerleaders vow the crowd at the Dubai Sevens, HSBC Sevens World Series, Dubai, December 1, 2012 ©Getty Images

Posted by: giorgi219 4 Dec 2012, 09:39
ჩვენ რა შედეგები გვაქვს შვიდკაცა რაგბში და ოლიმპიადაზე დიდი რაგბი რატომ არ დაუშვეს?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Dec 2012, 13:42
user posted image

ფიჯის ნაცვლად სამოა

შვიდკაცის მსოფლიო სერიის მეორე, არაბეთის ეტაპის ფინალშიც დამარცხდა ზელანდია მულღაზანზართან, მაგრამ თასი ფიჯის ნაცვლად სამოამ რომ შემართა, კივები ქულებით დაწინაურდნენ

>>> http://Qaflan.netai.net/2012

დუბაის "ზი სევენსზე" პირველ დღეს, პარასკევს, "გ" პულში დრამა დატრიალდა: ევროპის 8-გზის ფალავანმა, პორტუგალიამ სირენის შემდეგ გააგორა ორი ბობოლა - ედერიტუ ეშტევეშმა აფრიკა დაალელოვა, პედრუ ლეალმა კი ინგლისს ჯარიმა გაუტანა.

ბრიტებმა მანამდე სამოას კი მოუგეს, მაგრამ აფრიკისა არ იყოს, ქვემო რვეულში მოხვდნენ და იქ ფარსღა (13. ადგილი) შეწვდნენ, ავსტრალიამ კი ეტაპის ვაილდ-ქარდ რუსეთთან ბოლოსწინა, მე-15 ადგილი გაიყო!

ბილბორდები ლუჟნიკში

სერიის სტარტზე, გოულდ ქოუსთში (ავს) გამარჯვებული ფიჯი შორიდან გატანილი ჯარიმითვე (შვიდკაცაში არეკნით ირტყმება) მეოთხედ-ფინალში გააგდო საფრანგეთმა, მაგრამ ბრინჯაოს ფინალი თავად წააგო კენიასთან, თასის ფინალში კი, სერიის 10-გზის ჩემპიონ ზელანდიასთან, სამოელმა პოლ პერესმა მეათე წამზე (!) გახსნა ანგარიში.

მესამე ეტაპი შაბათს, პორტ ელიზაბეთში (აფრიკა) იწყება. ზელანდიას პულში ფიჯი და ინგლისი ჩაუსხდნენ. გაისად, ივნისის ბოლოს, მოსკოვში დანიშნულ მსოფლიო თასზე, ლუჟნიკში ბლომად ბილბორდი დაიდგმება და ტევადობა 45 ათასამდე შემცირდება, რადგან ორგანიზატორები მეტ მაყურებელს არც ელიან, ევროპის "გრან პრი" კი ზაფხულის ნაცვლად სექტემბერშიღა, რუმინეთში დასრულდება.


ირბ-ის შვიდკაცის XIV სეზონი

II ეტაპი. 30/11-1/12 @ დუბაი (არბ)

<< პულები

(ა) ფიჯი 3-0, კენია 2-1 / ესპანეთი 1-2, შოტლანდია 0-3
(ბ) ზელანდია 3-0, უელსი 2-1 / არგენტინა 1-2, რუსეთი# 0-3
(გ) სამოა პორტუგალია 2-1 / აფრიკა ინგლისი 1-2
(დ) კანადა 2-0*1, საფრანგეთი 2-1 / ავსტრალია 1-1*1, შტატები 0-3

<< შოუ რაუნდი

(ა) ფიჯი 14:10 კენია
(ბ) ზელანდია 17:7 არგენტინა
(გ) აფრიკა 5:10 სამოა
(დ) საფრანგეთი 7:0 ავსტრალია

<< მოულოდნელობანი

(გ) აფრიკა 10:12 პორტუგალია
(გ) სამოა 17:19 ინგლისი
(გ) ინგლისი 21:22 პორტუგალია
(დ) ავსტრალია 28:28 კანადა

<< მეოთხედ-ფინალი

ფიჯი (ა1) 5:8 საფრანგეთი (დ2)
სამოა (გ1) 19:7 უელსი (ბ2)
კანადა (დ1) 7:19 კენია (ა2)
ზელანდია (ბ1) 28:7 პორტუგალია (გ2)

<< ნახევარ-ფინალი

სამოა 12:5 საფრანგეთი
ზელანდია 27:7 კენია

<< ფინალი

ფარი (XIII) ინგლისი 26:5 ესპანეთი
ფიალა (IX) არგენტინა 14:10 აფრიკა
სინი (V) უელსი 21:14 კანადა
ბრინჯაო (III) კენია 15:12 საფრანგეთი

თასი (I) სამოა 26:15 ზელანდია
ვიდეო >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=24350&d=1354784321

<< სამოა

2 ფამელინგა სელესელე, 3 ლევი ასიფამატალა, 4 ლიო ლოლო, 5 რეუპენა ლევასა, 7 ალატასი ტუპოუ, 9 პათრიქ ფაპალე, 10 პოლ პერეს * 1 აფა აიონო, 6 რობ ლილომაიავა, 8 ტაულანგი აფამასანგა, 11 სანი ნიუე, 12 ტულოლო ტულოლო

<< ქულა [# მიწვეული]

38 ზელანდია;

32 ფიჯი (თ: გოულდ ქოუსთ, სამოა (თ: დუბაი, კენია;

27 საფრანგეთი; 24 აფრიკა; 21 არგენტინა; 18 უელსი; 17 კანადა; 11 ავსტრალია, პორტუგალია; 10 ინგლისი, ესპანეთი; 8 შოტლანდია; 7 შტატები

* 1 ტონგა# რუსეთი#

<< გასამართია [* საგაისოს შესარჩევში ვმონაწილეობთ?]

8-9/12 პორტ ელიზაბეთ (აფრ)

1-2/02 ველინგთონ (ზელ)
8-10/02 ლას ვეგას (აშშ)

22-24/03 ჰონკონგ * (ჩინ)
30-31/03 ტოკიო (იაპ)

4-5/05 გლაზგო (შტლ)
11-12/05 თვიქნემ ** (ინგ)

<< თასის მფლობელი

1999-2012 (111 ეტაპი: 44 ზელანდია - 20 ფიჯი; 14 აფრიკა, ინგლისი - 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი


შვიდკაცის VI მსოფლიო თასი

28-30/06 2013 @ მოსკოვი, ლუჟნიკი

24 გუნდი

პირდაპირ (9) უელსი (ჩემპიონი, არგენტინა სამოა კენია ზელანდია აფრიკა ინგლისი ფიჯი; რუსეთი (მასპინძელი)
ევროპა (5) პორტუგალია ესპანეთი საფრანგეთი საქართველო შოტლანდია
ზღვისრეთი (2) ავსტრალია ტონგა
ჩრდ.ამერიკა (2) შტატები კანადა
აფრიკა (2) ზიმბაბვე ტუნისი
აზია (3) იაპონია ჰონკონგი ფილიპინები
სამხ.ამერიკა (1) 23-24/02 რიო (ბრა)

ევროპის გრან პრი 2013 (ფირა აერ)

8-9/06 ლიონ (სფრ)
14-15/09 მანჩესთერ (ინგ)
21-22/09 ბუკურეშტ (რუმ)

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 13 Dec 2012, 12:58
user posted image

ზედიზედ მეოთხედაც

შვიდკაცის მსოფლიო სერიის მესამე, აფრიკის ეტაპი ზელანდიამ ზედიზედ მეოთხედაც რომ მოიგო, უახლოეს მდევარს, საფრანგეთს (!) 14 ქულით უსწრებს

>>> http://Qaflan.netai.net/2012

კივები აქამდეც ლიდერები იყვნენ, ოღონდაც ფინალები წაეგოთ ფიჯთან და სამოასთან. "მფრინავ" კუნძულელებთან სერიის 10-გზის ჩემპიონები ამჯერადაც, პულში დამარცხდნენ, მაგრამ მერე მულღაზანზარი არგენტინამ შეიწირა, უელსმა კი სინიც აღარ დაანება.

ჩუმჩუმელა ირბ-ს არსად დაუწერია, რომ განთესვის წესი შეცვალა. ასე რომ არ იყოს, "დ" პულში ერთბაშად ოთხი მოსუსტო ერთად ვერ მოხვდებოდა. ამისვე გადამკიდე სხვა პულებში ფავორიტები ერთმანეთს დაერივნენ. ჰოდა, თასზე გასულთა დასადგენად ორგან სამ-გუნდა, ფონური ცხრილების შედგენა გახდა საჭირო.

საჩუქარი თიჩენსს

ზელანდია აფრიკაში ტრადიციულად მძლავრობს - 14 ჩასვლაზე უპირველია 9-ჯერ, ბოლო ცხრა წელში 7-ჯერ და სერიის 14-წლოვან ისტორიაშიც პირველი გუნდი შეიქნა, ვინც ერთსა და იმავე ქვეყანაში ზედიზედ ოთხჯერ (!) შემართა თასი.

ბიჭებმა ამით ღვაწლ-მოსილ გურუს, გორდონ თიჩენსს დაბადების დღეზე მიართვეს საჩუქარი, ტურნირის საუკეთესო მელელოვემ, კურტ ბეიქერმა კი ფინალში ჰეთ-თრიქი შეასრულა საფრანგეთთან, ვინც ბოლოს და ბოლოს მიაქცია ყური ოლიმპიურ რაგბს, ნახევარ-ფინალი კი ოვერტაიმის ბოლოსღა, შორიდან გატანილი ჯარიმით აჯობა პუმებს.


ირბ-ის შვიდკაცის XIV სეზონი

III ეტაპი. 8-9/12 @ პორტ ელიზაბეთ (აფრ)

პულები

(ა) აფრიკა 3-0, საფრანგეთი 1-2 / ავსტრალია 1-2, სამოა 1-2
(ბ) ფიჯი 2-1, ზელანდია 2-1 / ინგლისი 1-2, შოტლანდია 1-2
(გ) უელსი 2-1, არგენტინა 2-1 / კენია 2-1, ესპანეთი 0-3
(დ) პორტუგალია 3-0, შტატები 2-1 / კანადა 1-2, ზიმბაბვე# 0-3

შოუ რაუნდი

(ა) აფრიკა 17:7 ავსტრალია
(ა) სამოა 12:7 საფრანგეთი
(ბ) ფიჯი 24:12 ზელანდია
(გ) უელსი 33:14 კენია

მოულოდნელობა

(ბ) ფიჯი 19:21 შოტლანდია

მეოთხედ-ფინალი

აფრიკა (ა1) 17:7 შტატები (დ2)
უელსი (გ1) 5:35 ზელანდია (ბ2)
პორტუგალია (დ1) 7:10 საფრანგეთი (ა2)
ფიჯი (ბ1) 12:15 არგენტინა (გ2)

ნახევარ-ფინალი

ზელანდია 12:5 აფრიკა
საფრანგეთი 10:7*დდ არგენტინა

ფინალი

ფარი (XIII) ესპანეთი 33:0 ზიმბაბვე
ფიალა (IX) ავსტრალია 26:14 სამოა
სინი (V) უელსი 26:14 ფიჯი
ბრინჯაო (III) აფრიკა 35:0 არგენტინა
თასი (I) ზელანდია 47:12 საფრანგეთი

ზელანდია

2 თიმ მიქელსონ, 4 დი-ჯეი ფორბს^კაპ, 5 ლოტე რაიკამბულა,
6 ტომასი თამა, 7 სემ დიქსონ, 11 კურტ ბეიქერ, 12 ბენ ლემ *
1 სქოთ ქარი, 3 ბელჯემ ტუატანგალოა, 8 მილფორდ კერესომა,
9 ლუქ მასირევა, 10 ვორიქ ლემერთ * მწ) გორდონ თიჩენს

ქულა [# მიწვეული]

60 ზელანდია (თ: პორტ ელიზაბეთ; 46 საფრანგეთი; 44 ფიჯი
(თ: გოულდ ქოუსთ; 41 აფრიკა; 39 სამოა (თ: დუბაი; 37 კენია;
36 არგენტინა; 31 უელსი; 21 პორტუგალია; 19 ავსტრალია;
18 კანადა; 17 შტატები; 15 ინგლისი; 13 ესპანეთი; 9 შოტლანდია /
2 ზიმბაბვე# 1 ტონგა# რუსეთი#

გასამართია 2013

[* საგაისო სერიის შესარჩევში ვმონაწილეობთ?]

1-2/02 ველინგთონ (ზელ)
8-10/02 ლას ვეგას (აშშ)

22-24/03 ჰონკონგ * (ჩინ)
30-31/03 ტოკიო (იაპ)

4-5/05 გლაზგო (შტლ)
11-12/05 თვიქნემ ** (ინგ)

თასის მფლობელი

1999-2012 (112 ეტაპი: 45 ზელანდია - 20 ფიჯი; 14 აფრიკა, ინგლისი -
10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი


შვიდკაცის VI მსოფლიო თასი

28-30/06 2013 @ მოსკოვი, ლუჟნიკი

24 გუნდი

პირდაპირ (9) უელსი (ჩემპიონი, არგენტინა სამოა კენია ზელანდია აფრიკა ინგლისი ფიჯი; რუსეთი (მასპინძელი)
ევროპა (5) პორტუგალია ესპანეთი საფრანგეთი საქართველო შოტლანდია
ზღვისრეთი (2) ავსტრალია ტონგა
ჩრდ.ამერიკა (2) შტატები კანადა
აფრიკა (2) ზიმბაბვე ტუნისი
აზია (3) იაპონია ჰონკონგი ფილიპინები
სამხ.ამერიკა (1) 23-24/02 რიო (ბრა)

ევროპის გრან პრი 2013 (ფირა აერ)

8-9/06 ლიონ (სფრ)
14-15/09 მანჩესთერ (ინგ)
21-22/09 ბუკურეშტ (რუმ)

@

Posted by: Love The Sun 13 Dec 2012, 14:53
ესეც ვიდეოები და ჩემი ბლოგი -
ყველაზე სწრაფი მორაგბე + 7 საუკეთესო ლელო = http://lelorugby.blogspot.com/2012/12/faster-than-everyone.html
მეორე დღის ჰაილაითები = http://lelorugby.blogspot.com/2012/12/port-elizabeth-7s-day-2-2.html
პირველი დღის ჰაილაითები = http://lelorugby.blogspot.com/2012/12/south-africa-7s.html
smile.gif

Posted by: giorgi219 27 Dec 2012, 00:33
ოლიმპიადაზე შვიდკაცა რაგბი თუ დაუშვეს, თხუთმეტკაცამ რა დააშავა. პოპულარობით შვიდკაცა ხომ ვერ გაუტოლდება დიდ რაგბს?

ვინმეს გაქვთ პასუხი?

Posted by: David_S 27 Dec 2012, 10:13
giorgi219
QUOTE
ვინმეს გაქვთ პასუხი?

7-კაცა დღეში მინიმუმ 3-4 თამაშს ახერხებს

15-კაცაში ოპტიმალურია კვირაში ერთი თამაში, უფრო დიდი სიხშირით ძალიან დიდი დატვირთვაა და ვერ უძლებს ადამიანი ორგანიზმი

კითხვა კიდევ გაქვს?

Posted by: giorgi219 27 Dec 2012, 21:47
David_S


QUOTE
15-კაცაში ოპტიმალურია კვირაში ერთი თამაში, უფრო დიდი სიხშირით ძალიან დიდი დატვირთვაა და ვერ უძლებს ადამიანი ორგანიზმი


მაგ ლოგიკით დიდი ფეხბურთიც არ უნდა იყოს და მინიფეხბურთით კმაყოფილდებოდნენ.

უფრო, სხვა რამე იქნება მიზეზი?!

Posted by: Andriuxa 27 Dec 2012, 22:18
QUOTE
მაგ ლოგიკით დიდი ფეხბურთიც არ უნდა იყოს და მინიფეხბურთით კმაყოფილდებოდნენ.


ფეხბურთის დატვირთვა და რაგბის დატვირთვა აღარ შეადარო თხოვნა იქნება. კვირაში 2 თამაში რო ითამაშოს ყველა მორაგბემ 3 კვირაზე მეტს ვერც ერთი ვერ გაქაჩავს

Posted by: giorgi219 27 Dec 2012, 22:29
Andriuxa
QUOTE
ფეხბურთის დატვირთვა და რაგბის დატვირთვა აღარ შეადარო თხოვნა იქნება. კვირაში 2 თამაში რო ითამაშოს ყველა მორაგბემ 3 კვირაზე მეტს ვერც ერთი ვერ გაქაჩავს


ვითომ რათაო?

***

შეიძლება იყოს 4 ჯგუფი. ჯგუფში 3 შეხვდრა, ნახევარფინალები და ფინალი. ანუ, მაქსიმუმ 5 შეხვედრა 3 კვირაში, ისიც ფინალსიტებისთვის.

რამე პრობლემაა? ოლიმპიადაა სოფლის თასი ხომ არა. თან ადგილზე რჩებიან და სხვა ქალაქში არ უწევთ წასვლა-წამოსვლა.

Posted by: Andriuxa 27 Dec 2012, 22:34
giorgi219

QUOTE
რამე პრობლემაა?


ორგანიზმი ვერ გაუძლებს მაგდენ დატვირთვას და ეგაა პრობლემა. 1 თამაშის მერე 48 საათია საჭირო აღსაღდგენად.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Dec 2012, 09:52
giorgi219

მაგის გარდა, ირბ-საც არ უნდა მსოფლიო თასის ალტერნატივის გაჩენა

მაშინ მსოფლიოდან ფული ვეღარ შემოგვივიაო, ბრძანებენ დუბლინელი Q-ები

+

კიდევ იყო ლოჯისტიკური და გენდერული შეზღუდვები

ახალი სპორტი რომ მიიღონ, უნდა
თამაშობდნენ ვაჟებიცა და ქალებიც

ოლიმპიადის დასიც მოზღუდულია
28 სპორტით, 301 სახეობით (ოქროს მედლით) და 10 500 ათლეტით

რაგბი და გოლფი ჩასვეს ბეისბოლისა და სოფთბოლის ადგილას

სავალდებულო გახდა 7-კაცა და 7-ქალაც, 12-12 გუნდი

ეგეთ გუნდში კია 15 პირი = 12 მოთამაშე + მწვ, მნჯ, ექმ

მაგით რაგბმა შეიყვანა 360 პირი + ~20 მსაჯი, მეოქმე, შეფი ...

15-კაცაში კი დაჭირდებოდათ 35 პირი გუნდში და
ქალებზეც უნდა გადაენაწილებინათ კვოტა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Feb 2013, 12:53
user posted image

კიდევ უფრო მეტით

შვიდკაცის მსოფლიო სერიის მეოთხე, საშინაო ეტაპზე ზელანდია ინგლისთან და კენიასთან დამარცხდა, მაგრამ სხვებზე სტაბილურად რომ ჩაუქობს, უახლოეს მდევარს კიდევ უფრო მეტით უსწრებს

>>> http://Qaflan.netai.net/2013

ველინგთონამდე საფრანგეთი "ოლ ბლექს სევენსს" 14 ქულით ჩამორჩებოდა, ამჯერად კი კენიაა მეორე და სხვაობა უკვე 21 ქულაა.

ინგლისი ახლაღა დალაგდა, თასი შემართა და მერვე (!) ადგილამდე აღზევდა, ფიჯი კი 14-წლოვანი სერიის 113-ე ტურნირში პულში პირველად ჩარჩა და კანადისგან ძლეულმა, ვეღარც ფიალა აიღო.

"ქეიქ თინზე" სენსაცია ბლომად მოხდა: კივთა მჯობნი ინგლისი შტატებს ვეღარ მოერია. პლეი-ოფში აიწყვიტა კენიამ, ვისაც ინგლისელი მაიქ ფრაიდეი წურთნის:

(სამხრეთმა) აფრიკამ მეოთხედ-ფინალში ოთხივე გარდასახვა რომ დაახაია, ორჯერ ჩამორჩენილმა ზანგებმა ერთი ქულით მოუგეს;

ნახევარ-ფინალში კენიამ მასპინძლებს 14-ქულიანი ფორა გაუბათილა და დამატებით დროში აჯობა, ფინალში კი ბოლო წამებამდე შვიდით უსწრებდა ინგლისს, მაგრამ თომ პაუელმა გააფრევა 20 წუთი, ექსთრა-თაიმის 130-ე წამზე კი სემ ეჯერლიმ გაიტანა "ოქროს ლელო"

ირბ-ის შვიდკაცის XIV სეზონი

IV ეტაპი. 1-2/02 @ ველინგთონ (ზელ)

<< პულები

(ა) ინგლისი 2-0*1, ზელანდია 2-1 / ესპანეთი 1-2, შტატები 0-2*1
(ბ) კენია 3-0, არგენტინა 2-1 / საფრანგეთი 1-2, ტონგა# 0-3
(გ) სამოა 3-0, აფრიკა 1-2 / კანადა, უელსი 1-2
(დ) ავსტრალია 3-0, შოტლანდია 2-1 / ფიჯი 1-2, პორტუგალია 0-3

<< მოულოდნელობანი

(ა) ზელანდია 14:19 ინგლისი
(ა) ინგლისი 12:12 შტატები
(გ) აფრიკა 15:26 კანადა
(დ) ფიჯი 12:14 შოტლანდია

<< მეოთხედ-ფინალი
ვიდეო >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=25372&d=1359992287

ინგლისი (ა1) 31:7 შოტლანდია (დ2)
სამოა (გ1) 31:7 არგენტინა (ბ2)
ავსტრალია (დ1) 5:24 ზელანდია (ა2)
კენია (ბ1) 21:20 აფრიკა (გ2)

<< ნახევარ-ფინალი
ვიდეო >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=25391&d=1360082029

ინგლისი 21:19 სამოა
კენია 19:14*დდ ზელანდია

<< ფინალი

ფარი (XIII) უელსი 26:21 ტონგა
ფიალა (IX) კანადა 28:19 ფიჯი
სინი (V) ავსტრალია 22:7 შოტლანდია
ბრინჯაო (III) ზელანდია 17:7 სამოა
თასი (I) ინგლისი 24:19*დდ კენია
ვიდეო >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=25396&d=1360082826

<< ინგლისი

1 ჯეფ ვილიამს, 4 დენ ნორთონ, 7 ჯონ ბრეიქ, 8 თომ პაუელ^კაპ,
9 მარქუს ვოთსონ, 10 ქრისჩან ლუის-პრათ, 11 მეთ თერნერ *
2 ქრის ბრაითველ, 3 რობ ვიქერმან, 5 ჯეიმზ როდველ, 6 დენ ბიბი,
12 სემ ეჯერლი * მწ) ბენ რაიან

<< ქულა [# მიწვეული]

77 ზელანდია (თ: პორტ ელიზაბეთ; 56 კენია; 54 სამოა (თ: დუბაი;
51 ფიჯი (თ: გოულდ ქოუსთ, საფრანგეთი, აფრიკა; 46 არგენტინა;
37 ინგლისი (თ: ველინგთონ; 34 უელსი; 32 ავსტრალია; 26 კანადა;
22 პორტუგალია; 21 შოტლანდია: 18 შტატები, ესპანეთი /
3 ტონგა## 2 ზიმბაბვე# 1 რუსეთი#

<< გასამართია [* ვმონაწილეობთ საგაისო სერიის შესარჩევში]

8-10/02 ლას ვეგას (აშშ)
22-24/03 ჰონკონგ * (ჩინ)
30-31/03 ტოკიო (იაპ)
4-5/05 გლაზგო (შტლ)
11-12/05 თვიქნემ ** (ინგ)

<< თასის მფლობელი

1999-2013 (113 ეტაპი: 45 ზელანდია - 20 ფიჯი; 15 ინგლისი;
14 აფრიკა; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Feb 2013, 00:11
user posted image

მეხუთეზე მეხუთემ

შვიდკაცის მსოფლიო სერიის მეხუთე, იანკურ ეტაპზე თასი მეხუთე გუნდმა - აფრიკის "ბლიც ბოკემ" შემართა, ლიდერმა ზელანდიამ კი ისევ გაზარდა სხვაობა, რომელიც მდევრებს აშორებს

>>> http://Qaflan.netai.net/2013

კივებმა ხუთიდან ერთი ეტაპიღა მოიგეს, მაგრამ სტაბილურად ჩაუქობენ, ხოლო სხვები დროდადრო ფლავდებიან. წინა შეჯიბრის ფალავანი, ინგლისი ამჯერად პულში ჩარჩა და ფიალის ფინალსაც ვერ უწია, ფინალისტმა კენიამ კი ლას-ვეგასში ბოლოს’წინა ადგილი გაიყო.

ამერიკელებმა შეჯიბრი სამ დღედ გაწელეს. 36,800 ფანის დამტევ სტადიონზე სულ 67,341 მოსეირე მივიდა, რაც შარშანდელ შედეგს სამი ათასით სჯობს.

თასის ნახევარ-ფინალში პულთა ჯილები გავიდნენ. მულღაზანზარმა ბრინჯაოს ფინალში სასწაული სეირი გამართა, ფინალში კი აფრიკამ, ვისაც მულატი ბრანკო დიუპრე აბურთავებდა, 6-ჯერ დაალელოვა ზელანდია.

ამის მიუხედავად, კივები ბოლო ოთხი ეტაპის წინ უკვე მინიმუმ 23 ქულით უსწრებენ კონკურენტებს, თასის შემართვა კი 22-ად ფასობს!


ირბ-ის შვიდკაცის XIV სეზონი

V ეტაპი. 8-10/02 @ ლას ვეგას (აშშ)

<< პულები

(ა) ფიჯი 3-0, შოტლანდია 2-1 / პორტუგალია 1-2, ინგლისი 0-3
(ბ) აფრიკა 3-0, კანადა 2-1 / კენია 1-2, ურუგვაი# 0-3
(გ) ზელანდია 3-0, უელსი 2-1 / არგენტინა 1-2, საფრანგეთი 0-3
(დ) სამოა 3-0, შტატები 1-2 / ავსტრალია ესპანეთი 1-2

<< მოულოდნელობანი

(ა) ინგლისი 5:21 პორტუგალია
(ა) ინგლისი 0:14 შოტლანდია
(დ) ავსტრალია 14:24 ესპანეთი

<< მეოთხედ-ფინალი

ფიჯი (ა1) 21:19 შტატები (დ2)
ზელანდია (გ1) 17:0 კანადა (ბ2)
სამოა (დ1) 12:5 შოტლანდია (ა2)
აფრიკა (ბ1) 26:0 უელსი (გ2)

<< ნახევარ-ფინალი

ზელანდია 19:14*დდ ფიჯი
აფრიკა 12:7 სამოა

<< ფინალი

ფარი (XIII) ავსტრალია 41:0 ურუგვაი
ფიალა (IX) საფრანგეთი 17:12 არგენტინა
სინი (V) კანადა 22:5 შოტლანდია
ბრინჯაო (III) სამოა 36:31*დდ ფიჯი >> ვიდეო https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=25556&d=1360681507
თასი (I) აფრიკა 40:21 ზელანდია >> ვიდეო https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=25557&d=1360681648

<< აფრიკა

1 კრის დრეი, 3 ფრენკი ჰორნ, 4 ვორენ ვითლი, 5 კორნალ ჰენდრიკს, 7 ბრანკო დიუპრე, 8 სტეფან დიპენარ, 9 პოლ დელპორტ * 2 ფილიპ სნეიმან, 6 პიტერ ენხელბრეხტ, 10 ჩესლინ კოლბე, 11 ჩოჩო მბოვანე, 12 სიბელო სენატლა * მწ) პოლ ტრუ

<< ქულა [# მიწვეული]

96 ზელანდია (თ: პორტ ელიზაბეთ; 73 აფრიკა (თ: ლას ვეგას;
71 სამოა (თ: დუბაი; 66 ფიჯი (თ: გოულდ ქოუსთ; 59 საფრანგეთი;
57 კენია; 53 არგენტინა; 44 უელსი; 42 ინგლისი (თ: ველინგთონ;
39 კანადა; 35 ავსტრალია; 33 შოტლანდია -
28 შტატები; 23 პორტუგალია, ესპანეთი /
3 ტონგა## 2 ზიმბაბვე# ურუგვაი# 1 რუსეთი#

<< გასამართია
[* ვმონაწილეობთ საგაისო სერიის შესარჩევში] http://qaflan.netai.net/2012/MA/16_7AUS.htm

22-24/03 ჰონკონგ * (ჩინ)
30-31/03 ტოკიო (იაპ)

4-5/05 გლაზგო (შტლ)
11-12/05 თვიქნემ ** (ინგ)

<< თასის მფლობელი

1999-2013 (114 ეტაპი: 45 ზელანდია - 20 ფიჯი; 15 ინგლისი, აფრიკა; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 Feb 2013, 13:11
ხუთ, 28 თებ, 15.00
მსოფლიო თასის წილისყრა

user posted image

Four bands of six for the men’s event:

Band 1: New Zealand, Fiji, South Africa, Samoa, England, Australia
Band 2: Wales, Argentina, France, Kenya, Scotland, USA
Band 3: Canada, Portugal, Spain, Russia, Tonga, Zimbabwe
Band 4: Japan, Hong Kong, Georgia, Tunisia, Philippines, Uruguay

Four bands of four for the women’s event:

Band 1: England, Australia, Canada, USA
Band 2: New Zealand, South Africa, Spain, Russia
Band 3: Netherlands, China, France, Brazil
Band 4: Japan, Tunisia, Ireland, Fiji



Posted by: giorgi219 27 Feb 2013, 14:55
რა შანსები გვაქვს?

ვინაა, მთავარი მხეცალა 7 კაცაში წელს?


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 Feb 2013, 16:00
giorgi219

ზურზიკეთი, ხატაეთი, გულანშარო და მულღაზანზარი

Posted by: archilcheghe 27 Feb 2013, 16:09
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
ზურზიკეთი, ხატაეთი, გულანშარო და მულღაზანზარი


ფუფლენდია გაგმოგრჩათ ზაალ ბატონო

Posted by: მარიამის და სანდროს მამა 28 Feb 2013, 14:37
http://www.radikal.ru

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 4 Mar 2013, 19:42
user posted image

მატრიოშკები ამოიღეს

ერთი კვირის შუალედით თითო წილისყრა რომ მოეწყო ჰონკონგსა და მოსკოვში, გაირკვნენ საქართველოს შვიდკაცის პულელი მეტოქეები მსოფლიო სერიის პირველ შესარჩევსა და მსოფლიო თასის ფინალში

>>> http://Qaflan.netai.net/2013

სერიაზე ბოლოჯერ 2008/09 წლების სეზონში ვიჩაუქეთ. მას აქეთ რომ შეიცვალა შერჩევის წესი და მუდმივ (ყველა ეტაპზე) მონაწილეთა რიცხვიც რვიდან 15-მდე გაიზარდა, ჯერ ჰონკონგში და მერე ლონდონში ყოჩაღობით აღზევების შანსი გვეძლევა.

შემოდგომაზე ელიტაში მოსახვედრად

1) ჰონკონგში, 12-გუნდა შეჯიბრში, უკეთეს ოთხეულში უნდა შევიდეთ,

2) ლონდონში კი ახალ, 8-გუნდა შესარჩევში მოწინავე სამეულში დავაფინიშოთ (აქ ჰონკონგურ კვარტეტს დაემატებიან თვით ჰონკონგი და ის სამეული, რომელიც გლაზგოს ეტაპის შემდეგ, 8 ტურნირის ჯამში, 15-ეულში ბოლო სამ ადგილზე იქნება)

პეტრეს სასახლეში

შარშან მეოთხედ მოვიპოვეთ შვიდკაცის მსოფლიო თასის საგზური. შეჯიბრს ივნისის ბოლოს ლუჟნიკი უმასპინძლებს. წილისყრა მოსკოვში, პეტრეს სასახლეში, 28 თებერვალს მოეწყო.

შოუს ფორმულა 1-ის წამყვანი, ალეკს პოპოვი გაუძღვა, აკვარიუმებში ჩაწყობილი მატრიოშკები კი ამოიღეს ირბ-ის ფრანგმა შეფმა ბერნარ ლაპასემ, რუსმა კოსმონავტებმა, სპორტის დიდ-მოხელეებმა და თვით "ცარინა" ალინა კაბაევამ.


ირბ-ის შვიდკაცის XIV სეზონი [2012/13]

<< ქულა [# მიწვეული]

96 ზელანდია (თ: პორტ ელიზაბეთ; 73 აფრიკა (თ: ლას ვეგას;
71 სამოა (თ: დუბაი; 66 ფიჯი (თ: გოულდ ქოუსთ; 59 საფრანგეთი;
57 კენია; 53 არგენტინა; 44 უელსი; 42 ინგლისი (თ: ველინგთონ;
39 კანადა; 35 ავსტრალია; 33 შოტლანდია -
28 შტატები; 23 პორტუგალია, ესპანეთი /
3 ტონგა## 2 ზიმბაბვე# ურუგვაი# 1 რუსეთი#

<< გასამართია [* საგაისო სერიის შესარჩევი]

22-24/03 ჰონკონგ * (ჩინ)
30-31/03 ტოკიო (იაპ)
4-5/05 გლაზგო (შტლ)
11-12/05 თვიქნემ * (ინგ)

<< პირველი შესარჩევის პულები [12 გუნდი]

ე ტონგა ურუგვაი ტუნისი ტაივანი
ვ იაპონია საქართველო ბრაზილია იამაიკა
ზ რუსეთი ზიმბაბვე ქუქეთი მექსიკა

პულური სტადიის შემდეგ შედგება 12-ვე გუნდის ერთიანი ცხრილი;
რვა უკეთესი (პულთა ჯილები + მეორენი + ორი უკეთესი მესამე) დაწყვილდება
მეოთხედ-ფინალში (მხფ, ამათ მოგებულებს კი ლონდონის საგზურები ერგებათ

საქართველო - [საქ დროით]

პარ 22/03 იამ 12.22
შაბ 23/03 ბრზ 05.22, იაპ 14.10
კვი 24/03 მხფ 05.00-06.03, ნხფ 09.12-09.33, ფინ 12.50


შვიდკაცის VI მსოფლიო თასი [2013]

28-30/06 @ მოსკოვი, ლუჟნიკი [24 გუნდი]

<< პულები

ა ავსტრალია საფრანგეთი ესპანეთი ტუნისი
ბ აფრიკა შოტლანდია რუსეთი იაპონია
გ სამოა კენია ზიმბაბვე ფილიპინები
დ ზელანდია შტატები კანადა საქართველო
ე ფიჯი უელსი ტონგა ურუგვაი
ვ ინგლისი არგენტინა პორტუგალია ჰონკონგი

<< აქამდელი ჩემპიონები

ფიჯი 1997 2005; ინგლისი 1993, ზელანდია 2001, უელსი 2009

<< საქართველო მსოფლიო შვიდკაცაზე

2001 X @ არგენტინა, 2005 XI @ ჰონკონგი, 2009 XXI @ არაბეთი


ევროპის [ფირა აერ] გრან პრი 2013 [12 გუნდი]

ინგლისი პორტუგალია საფრანგეთი ესპანეთი
უელსი რუსეთი შოტლანდია საქართველო
უკრაინა იტალია რუმინეთი ბელგია

8-9/06 ლიონ (სფრ)
14-15/09 მანჩესთერ (ინგ)
21-22/09 ბუკურეშტ (რუმ)

<< საქართველო ევრო-შვიდკაცაზე

2002 II, 2003 III, 2004 VI, 2005 X, 2006 V,
2007 VII, 2008 III, 2009 V, 2010 V, 2011 VI, 2012 VIII

<< აქამდელი ჩემპიონები

პორტუგალია 8 2002 2003 2004 2005 2006 2008 2010 2011
რუსეთი 2 2007 2009
ინგლისი 1 2012

@

Posted by: გოგა 14 Mar 2013, 23:14
აშშ გვყავს ჯგუფში, დაგვერხა... ამის გამჩერებლია ვინმე? რა სისწრაფით დარბის..


Posted by: GEOSPORT 15 Mar 2013, 00:01
http://www.youtube.com/watch?v=lSUcNlwjpxI მაგ შავტრაკას აი ეს კაცი დაუდგებაა მთავარია ფორმაში მოვიყვანოთ და ინტერნეტი ჩაუჭრათ smile.gif))

Posted by: გოგა 15 Mar 2013, 01:03
ისე, გეგენავა დიდ რაგბში რატომ არ ჩანს?

Posted by: guriaaa 15 Mar 2013, 06:26
რუსები მიუდისკვალიფიცირებიათ

მოთამაშეები 2 წლით, შვიდკაცა ნაკრების ექიმი - სამუდამოდ

Два игрока сборной России по регби-7 дисквалифицированы на два года, врач команды – пожизненно

Игроки сборной России по регби-7 Рушан Ягудин и Виталий Живатов получили двухлетние дисквалификации за использование допинга.

На этапе Мировой серии в Гонконге в марте 2012 года регбисты сдали положительные тесты на карфедон. Врач сборной России Андрей Косарев дисквалифицирован пожизненно, так как это был второй допинговый случай в его карьере, сообщает официальный сайт IRB.

Posted by: LEQSO-M 15 Mar 2013, 15:19
ეხლაღა ვნახე:

Cup Final: SA Development 42 , Leopards 0.
Plate final: Cheetahs 7, Kenya 0
Shield Final: Hong Kong 21, Georgia 19
Bowl Final: Goshawks 19, Buffaloes 12
http://www.irbsevens.com/destination/edition=5/news/newsid=2065663.html#sa+zimbabwe+warm+hk+style

Posted by: giorgi77 15 Mar 2013, 15:54
QUOTE
ეხლაღა ვნახე:

Cup Final: SA Development 42 , Leopards 0.
Plate final: Cheetahs 7, Kenya 0
Shield Final: Hong Kong 21, Georgia 19
Bowl Final: Goshawks 19, Buffaloes 12
http://www.irbsevens.com/destination/editi...e+warm+hk+style


ჰონ კონგის წინა მოსამზადებელი ტურნირია Spar International Sevens, Harare

თვითონ ეტაპი 22-24 მარტსაა


Posted by: crusaders 18 Mar 2013, 14:13
2013 წლის 22 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით, ჰონგ კონგში გაიმართება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული 7 კაცა რაგბის ტურნირი - HSBC Hong Kong Sevens, რომელიც 1999 წლიდან იმართება და IRB-ის 7 კაცა რაგბის მსოფლიო სერიის ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენს. ძირითადი ტურნირის გარდა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 7 კაცა რაგბის უძლიერესი ნაკრებები, აგრეთვე ითამაშებენ გუნდები, რომლებისთვისაც აღნიშნულ ტურნირს საკვალიფიკაციო მნიშვნელობა აქვს.

12 გუნდს შორის, ტურნირზე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 7 კაცა რაგბის ნაკრები, რომელიც ჰონგ კონგში 17 მარტს გაემგზავრა. შესარჩევი ციკლის ფარგლებში, ქართველი 7 კაცელები F ჯგუფში გამართავენ თავიანთ შეხვედრებს. ჯგუფში თამაშების განრიგის მიხედვით ჩვენი ნაკრები 22 მარტს, პარასკევს თბილისის დროით 12:22 საათზე შეხვდება იამაიკის 7 კაცა ნაკრებს; იმავე დღეს, 15:22 საათზე კი ბრაზილიის ნაკრებს; პულში შემდეგ მატჩში 7კაცა ბორჯღალოსნები იაპონიას დაუპირისპირდებიან. შეხვედრა დაიწყება შაბათს 23 მარტს, თბილისის დროით 14:10 საათზე.
აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები ოთხეულში უნდა მოხვდეს, რათა ამაწლის მაისში, შემდგომ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლონდონში გასამართ Marriott London Sevens-ზე მიეცეთ მონაწილების უფლება. ლონდონის შვიდკაცაზე ბორჯღალოსნები IRB-ს მსოფლიო სერიის რეიტინგში ბოლო სამ პოზიციაზე მყოფ გუნდს შეებრძოლებიან სერიაში ადგილის დამკვიდრების მიზნით და გამარჯვების შემთხვევაში გაისად დუბაის, ლას ვეგასის და მსოფლიო სერიის სხვა პრესტიჟულ ტურნირებზე მიიღებენ მონაწილეობას.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - კახა ალანიამ, რომელმაც გუნდში ეროვნული ნაკრების რამოდენიმე მორაგბეს უხმო, განაცხადა - „საკმაოდ რთული ტურნირი გველის ჰონგ კონგში, რომელზეც საბრძოლო შემადგენლობით მივემგზავრებით. ეროვნული ნაკრებიდან დაგვემატნენ ის ბორჯღალოსნები, რომელთაც 7 კაცა რაგბის გამოცდილება აქვთ. 12 ნაკრებში უნდა დავიკავოთ ადგილი ოთეულში, რათა ლონდონის შვიდკაცაზე გავიდეთ, სადაც IRB-ს მსოფლიო სერიის ბოლო ადგილოსან გუნდებს შევებრძოლებით საუკეთესო სამი ადგილისათვის. ლონდონის ტურნირზე სამეულში მოხვედრის შემთხვევაში ჩვენ მოგვეცემა IRB-ს 7 კაცა რაგბის მსოფლიო სერიის ყველა ტურნირზე მონაწილეობის უფლება.“

ტურნირზე საქართველოს 7 კაცა რაგბის ნაკრები შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:
1 ვიტო კოლელიშვილი
2 ირაკლი მაჩხანელი
3 თედო ზიბზიბაძე
4 ლაშა ხმალაძე
5 ირაკლი ღვინჯილია
6 შავლეგ მახარაშვილი
7 გიორგი ფრუიძე
8 ალექსანდრე თოდუა
9 ზურა ძნელაძე
10 ლევან გოგოლაშვილი
11გიორგი ჯიმშელაძე

https://www.facebook.com/GeorgianRugbyUnion

Posted by: giorgi77 18 Mar 2013, 14:19
QUOTE
2013 წლის 22 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით, ჰონგ კონგში გაიმართება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული 7 კაცა რაგბის ტურნირი - HSBC Hong Kong Sevens, რომელიც 1999 წლიდან იმართება და IRB-ის 7 კაცა რაგბის მსოფლიო სერიის ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენს. ძირითადი ტურნირის გარდა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 7 კაცა რაგბის უძლიერესი ნაკრებები, აგრეთვე ითამაშებენ გუნდები, რომლებისთვისაც აღნიშნულ ტურნირს საკვალიფიკაციო მნიშვნელობა აქვს.

12 გუნდს შორის, ტურნირზე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 7 კაცა რაგბის ნაკრები, რომელიც ჰონგ კონგში 17 მარტს გაემგზავრა. შესარჩევი ციკლის ფარგლებში, ქართველი 7 კაცელები F ჯგუფში გამართავენ თავიანთ შეხვედრებს. ჯგუფში თამაშების განრიგის მიხედვით ჩვენი ნაკრები 22 მარტს, პარასკევს თბილისის დროით 12:22 საათზე შეხვდება იამაიკის 7 კაცა ნაკრებს; იმავე დღეს, 15:22 საათზე კი ბრაზილიის ნაკრებს; პულში შემდეგ მატჩში 7კაცა ბორჯღალოსნები იაპონიას დაუპირისპირდებიან. შეხვედრა დაიწყება შაბათს 23 მარტს, თბილისის დროით 14:10 საათზე.
აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები ოთხეულში უნდა მოხვდეს, რათა ამაწლის მაისში, შემდგომ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლონდონში გასამართ Marriott London Sevens-ზე მიეცეთ მონაწილების უფლება. ლონდონის შვიდკაცაზე ბორჯღალოსნები IRB-ს მსოფლიო სერიის რეიტინგში ბოლო სამ პოზიციაზე მყოფ გუნდს შეებრძოლებიან სერიაში ადგილის დამკვიდრების მიზნით და გამარჯვების შემთხვევაში გაისად დუბაის, ლას ვეგასის და მსოფლიო სერიის სხვა პრესტიჟულ ტურნირებზე მიიღებენ მონაწილეობას.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - კახა ალანიამ, რომელმაც გუნდში ეროვნული ნაკრების რამოდენიმე მორაგბეს უხმო, განაცხადა - „საკმაოდ რთული ტურნირი გველის ჰონგ კონგში, რომელზეც საბრძოლო შემადგენლობით მივემგზავრებით. ეროვნული ნაკრებიდან დაგვემატნენ ის ბორჯღალოსნები, რომელთაც 7 კაცა რაგბის გამოცდილება აქვთ. 12 ნაკრებში უნდა დავიკავოთ ადგილი ოთეულში, რათა ლონდონის შვიდკაცაზე გავიდეთ, სადაც IRB-ს მსოფლიო სერიის ბოლო ადგილოსან გუნდებს შევებრძოლებით საუკეთესო სამი ადგილისათვის. ლონდონის ტურნირზე სამეულში მოხვედრის შემთხვევაში ჩვენ მოგვეცემა IRB-ს 7 კაცა რაგბის მსოფლიო სერიის ყველა ტურნირზე მონაწილეობის უფლება.“

ტურნირზე საქართველოს 7 კაცა რაგბის ნაკრები შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:
1 ვიტო კოლელიშვილი
2 ირაკლი მაჩხანელი
3 თედო ზიბზიბაძე
4 ლაშა ხმალაძე
5 ირაკლი ღვინჯილია
6 შავლეგ მახარაშვილი
7 გიორგი ფრუიძე
8 ალექსანდრე თოდუა
9 ზურა ძნელაძე
10 ლევან გოგოლაშვილი
11გიორგი ჯიმშელაძე


კარგია რომ ნაკრების ხალხი მიდის, ბეკებისთვის ზედგამოჭრილია ეს ტურნირი, თან მსოფლიოს სერიაზე უნდა გავიდეთ, გაიჯეჯილეს პორტებმა და ესპანელებმა, ეყოთ რაც იგულავეს აქამდე.

Posted by: crusaders 18 Mar 2013, 14:25
QUOTE
6 შავლეგ მახარაშვილი

ეს ბიჭი ბათუმში თამაშობს და რა თამაშებშიც ვნახე გუნდში ერტერთი გამორჩეულია
QUOTE
7 გიორგი ფრუიძე

QUOTE
9 ზურა ძნელაძე
10 ლევან გოგოლაშვილი
11გიორგი ჯიმშელაძე

კარგია ამათთვისაც დიდი გამოცდილება იქნება

Posted by: სურამელი 18 Mar 2013, 14:59
სტრიმი იქნება ხო? იმედია გვასახელებენ ჩვენი ბიჭები smile.gif

Posted by: giorgi77 19 Mar 2013, 14:21
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები ჰონგ კონგში გაემგზავრა

http://sportall.ambebi.ge/regbi/qarthuli-ragbi/skhvadaskhva/47159-saqarthvelos-shvidkaca-ragbis-nakrebi-hong-kongshi-gaemgzavra.html

საქართველო
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), ლაშა ხმალაძე (ლელო), ირაკლი ღვინჯილია (ლოკომოტივი), შავლეგ მახარაშვილი (ბათუმი), გიორგი ფრუიძე, ზურაბ ძნელაძე (ორივე-აია), ალექსანდრე თოდუა (ალბი), ლევან გოგოლიშვილი, გიორგი ჯიმშელაძე (ორივე-არმია).

წესით ამ შემადგენლობით ოთხეულში მოხვედრა არ უნდა გაჭირდეს, მეტოქეებს თუ გავითვალისწინებთ.

Posted by: crusaders 19 Mar 2013, 14:37
QUOTE
წესით ამ შემადგენლობით ოთხეულში მოხვედრა არ უნდა გაჭირდეს, მეტოქეებს თუ გავითვალისწინებთ.

კი საკმაოდ დაბალანსებული ნაკრებია კაი გამოცდიელბასაც მიიღებენ

Posted by: iverieli 21 Mar 2013, 11:52
ჩვენი ნაკრები 22 მარტს, პარასკევს თბილისის დროით 12:22 საათზე იამაიკას შეხვდება, 15:22 საათზე კი – ბრაზილიას. “ბორჯღალოსნებს” პულში დასკვნით შეხვედრა შაბათს, 23 მარტს, თბილისის დროით 14:10 საათზე იაპონიასთან უწევთ.

http://worldsport.ge/ge/page/shvidkaca-hong-kongshi-otxeulistvis-ibrdzolebs

აბა წარმატებები ჩვენს ლომებს. იამაიკა და ბრაზილიას უპრობლემოდ უნდა მოუგონ. იაპონიასთანაა მთავარი ბრძოლა

Posted by: crusaders 21 Mar 2013, 12:02
QUOTE
აბა წარმატებები ჩვენს ლომებს. იამაიკა და ბრაზილიას უპრობლემოდ უნდა მოუგონ. იაპონიასთანაა მთავარი ბრძოლა

იაპონიასთანაც უნდა მოვიგოთ აუცილებლად

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 Mar 2013, 12:35
iverieli
crusaders

ეგ ტურნირი ტარდება ჩახლართულ-ოღრაშული ფორმულით

იაპონია თითქმის არაფერ შუაშია

სისტემა და ჩვენი მიზანი აქ იყო ახსნილი 4 მარტს
http://qaflan.netai.net/2013/N3/04_7M-Draw.htm


სერიაზე ბოლოჯერ 2008/09 წლების სეზონში ვიჩაუქეთ. მას აქეთ რომ შეიცვალა შერჩევის წესი და მუდმივ (ყველა ეტაპზე) მონაწილეთა რიცხვიც რვიდან 15-მდე გაიზარდა, ჯერ ჰონკონგში და მერე ლონდონში ყოჩაღობით აღზევების შანსი გვეძლევა.

შემოდგომაზე ელიტაში მოსახვედრად

1) ჰონკონგში, 12-გუნდა შეჯიბრში, უკეთეს ოთხეულში უნდა შევიდეთ,

2) ლონდონში კი ახალ, 8-გუნდა შესარჩევში მოწინავე სამეულში დავაფინიშოთ (აქ ჰონკონგურ კვარტეტს დაემატებიან თვით ჰონკონგი და ის სამეული, რომელიც გლაზგოს ეტაპის შემდეგ, 8 ტურნირის ჯამში, 15-ეულში ბოლო სამ ადგილზე იქნება)



<< პირველი შესარჩევის პულები [12 გუნდი]

ე ტონგა ურუგვაი ტუნისი ტაივანი
ვ იაპონია საქართველო ბრაზილია იამაიკა
ზ რუსეთი ზიმბაბვე ქუქეთი მექსიკა

პულური სტადიის შემდეგ შედგება 12-ვე გუნდის ერთიანი ცხრილი;

რვა უკეთესი (პულთა ჯილები + მეორენი + ორი უკეთესი მესამე)
დაწყვილდება მეოთხედ-ფინალში (მხფ,

ამათ მოგებულებს კი ლონდონის საგზურები ერგებათ

საქართველო - [საქ დროით]

პარ 22/03 იამ 12.22
შაბ 23/03 ბრზ 05.22, იაპ 14.10
კვი 24/03 მხფ 05.00-06.03, ნხფ 09.12-09.33, ფინ 12.50



* * *
ჩახედეთ ამას, გამოგადგებათ ერთბაშად ორ ფრონტზე

user posted image

შვიდკაცის გადამწყვეტი თამაში კვირას, აისზეა @ 05.00-06.03 საქ


Posted by: iverieli 22 Mar 2013, 10:49
7-კაცას საყურებელი ლინკი თუ იქნება?

Posted by: სურამელი 22 Mar 2013, 11:23
QUOTE
7-კაცას საყურებელი ლინკი თუ იქნება?

ვინც იცით დაწერეთ რა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Mar 2013, 11:31
ნებისმიერში გამორჩეულად წერია

user posted image http://www.vipbox.tv/sports/rugby.html

user posted image http://www.sportlemon.tv/c-11.html

user posted image http://www.thefirstrow.eu/sport/rugby.html

user posted image http://livetv.ru/en/allupcomingsports/0/

user posted image http://www.vipboxsports.me/rugby/136237/1/rugby-tv-24x7-live-stream-online.html

Posted by: სურამელი 22 Mar 2013, 12:12
12 წუთში იწყება smile.gif იამაკის ძლევით დაიწყებენ ჩვენი ბიჭები დიდი იმედი მაქვს

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Mar 2013, 12:17
http://www.vipboxsports.me/rugby/143932/2/hsbc-sevens-world-series-hong-kong-live-stream-online.html

სტატისტიკა http://www.irbsevens.com/matches/idcup=11040/season=2012/edition=5/gameno=2/matchDetails.html ძინავთ ან უკვე დალიეს

Posted by: სურამელი 22 Mar 2013, 12:20
ცუდია დღეს მეტი შეხედრა რომ არაა.

Posted by: ქარიმან სეტიელი 22 Mar 2013, 12:23
ლელოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

Posted by: giorgi77 22 Mar 2013, 12:24
არის პირველი ლელო, მაჩხანელი..............

Posted by: სურამელი 22 Mar 2013, 12:26
იამაიკია ასეთი სუსტი გუნდია თუ ჩვენები არიან მაგრები?

Posted by: Love The Sun 22 Mar 2013, 12:27
ძნელაძე კაი ჯანზეა....
biggrin.gif
================================

Posted by: ქარიმან სეტიელი 22 Mar 2013, 12:29
3 ლელო დააჭედეს უკვე biggrin.gif
-------------------------------------

Posted by: tokahaka 22 Mar 2013, 12:33
QUOTE
იამაიკია ასეთი სუსტი გუნდია თუ ჩვენები არიან მაგრები?

იამაიკა გაგნებაში არაა biggrin.gif

Posted by: giorgi77 22 Mar 2013, 12:33
ვარჯიშობენ ჩვენები, თუმცა მაინც პირველი თამაშის დაძაბულობა ემჩნევათ ))

Posted by: ქარიმან სეტიელი 22 Mar 2013, 12:34
როგორი ახტა ის დედა#####ული იამაიკელი დამიწებისას biggrin.gif:D

Posted by: სურამელი 22 Mar 2013, 12:36
ვიტო რა მაგარ ჯანზეა, გადაქელა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: giorgi77 22 Mar 2013, 12:39
რა გააკეთეს ახლა ბურთი რაზე გადავაგდეთ.............................. აუტში

ერთი ლელო ვაჩუქეთ...

Posted by: sandro_g 22 Mar 2013, 12:41
რა ანგარიშით დამთავრდა? ჩემთან გაჭედა ბოლო 20 წამი

Posted by: tokahaka 22 Mar 2013, 12:41
დაეყენებინათ ერთ კრაიზე ბოლტი, მეორეზე პაუველი, ვინ მოუგებდა მაგათ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: giorgi77 22 Mar 2013, 12:43
QUOTE
რა ანგარიშით დამთავრდა? ჩემთან გაჭედა ბოლო 20 წამი


მოვიგეთ 27-17 მგონი... ბოლოს სისულელე გააკეთეს ჩვენებმა და ლელო ვაჩუქეთ.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Mar 2013, 12:43
GEO 27-17 JMC

5t Machx 2, Tedo, Vito 2
3t `2sb


Posted by: Mateo Falcone 22 Mar 2013, 12:44
ვაჰ, იმ იამაიკელის ლელოს ვიდეო არ დაიდება არსად? lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ქარიმან სეტიელი 22 Mar 2013, 12:44
27-17 მოვიგეთ,
შემდეგი თამაში საქართველო-ბრაზილია 15:22 ზე

Posted by: ქაშიბაძე 22 Mar 2013, 12:46
QUOTE
შემდეგი თამაში საქართველო-ბრაზილია 15:22 ზე

ხვალაა

Posted by: sandro_g 22 Mar 2013, 12:46
მადლობა. ოფიციალური საიტი თუ აქვთ მათ, სხვა თამაშების ანგარიშები და ცხრილი რომ ვნახო?

Posted by: ქარიმან სეტიელი 22 Mar 2013, 12:49
QUOTE

QUOTE
შემდეგი თამაში საქართველო-ბრაზილია 15:22 ზე

ხვალაა


ხო,რაგბის კავშირის FBზე დაწერეს ეხლა წაუშლიათ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Mar 2013, 12:51
Qariman Setieli
sandro_g

როგორც ყოველთვის, ყველაფერი წერია კავშირის ყდაზე = ტაბლოზე

http://site.rugby.ge/portal/alias__Georgian-Rugby-Union/lang__ka-GE/tabid__4714/default.aspx

ბრაზილიას ვეთამაშებით ხვალ გამთენიისას, 05.22-ზე

ყველა ანგარიში ოფიციალუად, იქვე, პირველივე ბმულით (წითელი სამკუთხედი)

http://www.irbsevens.com/destination/edition=5/qualifying.html

რაც ნახეთ, იმისი ოქმი აქა
http://www.irbsevens.com/matches/idcup=11040/season=2012/edition=5/gameno=2/matchDetails.html


ნუღარ დაიღლით თვალს სვარკებით, უყურეთ ნრლ-ს უმაღლესი ხარისხის სთრიმით

ეხლა მოთელვაა, იწყება 13.10 საქ >> http://new.livestream.com/nrl/TigersvsEels

Posted by: sandro_g 22 Mar 2013, 12:53
ლუკასა და ნიკოს მამა
გაიხარე, დიდი მადლობა smile.gif

Posted by: ქარიმან სეტიელი 22 Mar 2013, 12:57
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
როგორც ყოველთვის, ყველაფერი წერია კავშირის ყდაზე = ტაბლოზე

http://site.rugby.ge/portal/alias__Georgia...14/default.aspx

ბრაზილიას ვეთამაშებით ხვალ გამთენიისას, 05.22-ზე

ყველა ანგარიში ოფიციალუად, იქვე, პირველივე ბმულით (წითელი სამკუთხედი)

http://www.irbsevens.com/destination/editi...qualifying.html

რაც ნახეთ, იმისი ოქმი აქა
http://www.irbsevens.com/matches/idcup=110...tchDetails.html


ნუღარ დაიღლით თვალს სვარკებით, უყურეთ ნრლ-ს უმაღლესი ხარისხის სთრიმით

ეხლა მოთელვაა, იწყება 13.10 საქ >> http://new.livestream.com/nrl/TigersvsEels


გაიხარე

Posted by: ქაშიბაძე 22 Mar 2013, 12:59
ჯგუფიდან რამდენი გადის და მერე რა ხდება დაწერეთ რა ვინმემ

Posted by: Love The Sun 22 Mar 2013, 13:04
რა შვიდკაცა რაგბი ხალხნო, ნამდვილი ზეიმი იწყება 13:10-ზე.
http://new.livestream.com/nrl/TigersvsEels
აჰა თქვენ ბმული

Posted by: giorgi77 22 Mar 2013, 13:09
სვარკა აქამდე იყო, ახლა ნაღდი შვიდკაცაა.
ბობოლების თამაშები დაიწყო.

Posted by: giorgi219 22 Mar 2013, 13:27
ბრაზილიაც თუ დავამარცხეთ ჯგუფიდან ყველა ვარიანტში გავდივართ.

ფიჯიმ გადაჯეგა ჰონგ-კონგი smile.gif

Posted by: crusaders 22 Mar 2013, 13:32
პორტები მაგრათ თამაშობენ ძაან smile.gif

Posted by: giorgi219 22 Mar 2013, 13:53
ბოლო წამზე პორტუგალიელებმა მაინც დაუდეს სქოთებს და გაიმარჯვეს.

აზარტული და კარგი საყურებელი ყოფილა 7 კაცა რაგბიც. აქამდე არ ვცემდი პატივს და ახლა კი მევასა smile.gif

Posted by: giorgi77 22 Mar 2013, 14:31
ავსტრალია-უელსი მაგარი თამაში იყო.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Mar 2013, 14:31
ძნელია გაუთავებლად ერთსა და იმავეზე წერა

განა ესე ძნელია ამ თემის ათვალიერება და
(ცოტათი უცნაური) ირბ-ული ფორმულის გაგება?

user posted image

პირველი მიზანია, მოხვდე უკეთეს რვეულში = 8 გუნდში,
ანუ პულში არ იყო ბოლო და არც სამში უარესი მესამე =
იამაიკის ძლევით ეს აღარ გვემუქრება!

მერე, კვირას, აისზე, უნდა მოიგო მეოთხედ-ფინალი,
რომელშიც ეგ 8 გუნდი წყვილდება ასე:

05.00 საქ 43. 24 Mar 2013 - 09:00 (1) Best 1st 0 - 0 (8) 2nd Best 3rdQualifier QF
05.21 საქ 44. 24 Mar 2013 - 09:21 (4) Best 2nd 0 - 0 (5) 2nd Best 2ndQualifier QF
05.42 საქ 45. 24 Mar 2013 - 09:42 (3) 3rd Best 1st 0 - 0 (6) 3rd Best 2ndQualifier QF
06.03 საქ 46. 24 Mar 2013 - 10:03 (2) 2nd Best 1st 0 - 0 (7) Best 3rdQualifier QF

შემდეგ შეგიძლია წაგება, აზრი აღარ აქვს,
რადგან მეოთხედ-ფინალიის მოგებით
ლონდონის საგზური მიღებული გექნება

@

Posted by: giorgi77 22 Mar 2013, 14:51
იანუშკინი და რუსეთი გულაობენ კუკის კუნძულებთან. შვიდკაცაში აშკარად ჩვენზე ძლიერი ნაკრები ყავთ რუსებს.
* * *
ბრაზილიას საკმაოდ კარგი გუნდი ყავს, ბოლომდე იბრძოლეს იაპონიასთან. ტუნისს თუ ნაკრები ყავდა არ მეგონა, თან პირველი ორი ლელოც დაუდეს ტონგას

Posted by: guriaaa 22 Mar 2013, 16:11


http://imageshack.us/photo/my-images/248/2065735nrhp.jpg/

Tyronie Howe, Jamaica captain, gets tackled by the Georgian defence during his side's 27-17 defeat

Posted by: SGG 22 Mar 2013, 16:49
ისე,იამაიკა თუ სერიოზულად მიუდგა,კარგი პერსპექტივა აქვს შვიდკაცაში.

Posted by: sandrikia 22 Mar 2013, 17:08
ვერ ვუყურე ამის დედაც. სადმე ვიდეო ხო არ დევს????

Posted by: მერკუციო 22 Mar 2013, 18:05
sandrikia
QUOTE
ვერ ვუყურე ამის დედაც. სადმე ვიდეო ხო არ დევს????

+1?

Posted by: Valdes the Great 22 Mar 2013, 18:59
"ლონდონის შესარჩევი" რისი შესარჩევია?

ანუ რა დონის გუნდები მონაწილეობენ მაგ ტურნირზე და სად შეიძლება მაგ ტურნირიდან მოხვედრა?

Posted by: Booom 23 Mar 2013, 01:45
მთლიანი თამაშIს ჩანაწერი არ მოიპოვებაა?????????????

Posted by: giorgi219 23 Mar 2013, 02:21
ამაღამაა თამაში ხომ?

არ დამეძინება ამ შეხვედრის ლოდინით.

მოვუგებთ გული მიგრძნობს და რაც უფრო კარგ ადგილს დავიკავებთ გუნდში მით მეტი სუსტი გუნდი გველის მეოთხედფინალში.


* * *
იწყება...

როგორ მოასწრეს დასვენება ნეტავ?

Posted by: ანდრო 23 Mar 2013, 05:23
მშვენიერი დასაწყისია smile.gif მაჩხო ჯანზეა
* * *
ქოქოსამ ლელოს გადაგვარჩინა და ერთ წუთში ფრუიძეს დაადებინა! საღოლ!

Posted by: lyonelbohort 23 Mar 2013, 05:31
14:0 პირველი ნახევრის მერე..............

Posted by: giorgi219 23 Mar 2013, 05:32
14-0 ვიგებთ.

ამ შეხვედრის არ მოგება გამორიცხულია.

კარგად თამაშობენ ჩვენები. დაცვაშიც და შეტევაშიც.

Posted by: ანდრო 23 Mar 2013, 05:36
14–14. მსაჯი ფეხებითაა დასაკიდებელი
* * *
სასტვენი უნდა აჭამო, ამ უჯიშოს! რა გვიქნა ტო?!

Posted by: SGG 23 Mar 2013, 05:44
მსაჯმა ხო მაგრად აურია,მაგრამ ბოლო შეტევაში რა უაზროდ ჩააწოდა აუტი ღვინჯილიამ.

ჩვეულებრივად ჩაეწოდებინა და მოგებული იყო.

Posted by: giorgi219 23 Mar 2013, 05:45
თფუი,რა მოგებული ხელი გაგვითანაბრეს.

მეორე ტაიმი აშკარად გვაჯობეს.

დაცვაში ვერ ვივარგეთ, თორემ ტაქტიკურად ჩვენს წუთს გატანილ ლელოს უნდა მოეგო ეს შეხვედრა.

პ.ს. წესით თამაში დამთავრებული იყო და ჩვენებმა სპეციალურად გადაიტანეს მოედნის გარეთ ბურთი მაგრამ მსაჯმა რატომღაც არ დაამთავრა თამაში. არადა, ტაბლოზე კაი ხნის დამთავრებული იყო.

Posted by: lyonelbohort 23 Mar 2013, 05:45
19:19 FT sad.gif..................................

Posted by: ანდრო 23 Mar 2013, 05:46
საერთოდ რად გვინდოდა აუტი? ათი პასი გაეკეთებინათ და მორჩებოდა თამაში... თავისუფალი რატო მოგვცა აუტში?

Posted by: SGG 23 Mar 2013, 05:48
ანდრო
QUOTE
თავისუფალი რატო მოგვცა აუტში?


5 მეტრში ვერ შემოაგდო ბურთი.


ზოგადად კი ინტელექტის ნაკლებობა ქართულ რაგბში აშკარად იგრძნობა ამ ბოლო დროს. 15 კაცა ნაკრებშიც ხშირად უშვებენ მსგავსი ტიპის შეცდომებს.

Posted by: giorgi219 23 Mar 2013, 05:51
იაპონელები ჩვენზე მეტად დაღლილები უნდა იყვნენ შემდეგ შეხვედრაში რადგან ორი საათის შემდეგ თამაშობენ და დასვენებაც შესაბამისად ნაკლები ექნებათ.

უნდა მოვიგოთ იაპონელებთან, სხვა გზა არ არის.

Posted by: მერკუციო 23 Mar 2013, 08:28
ხალხო ლინკი დადეთ რამე რა smile.gif((((((((((

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Mar 2013, 09:55
მერკუციო

ანგარიშები და ცხრილები http://www.irbsevens.com/destination/edition=5/qualifying.html
ვიდეო http://www.vipboxsports.me/rugby/143935/2/hsbc-sevens-world-series-hong-kong-live-stream-online.html

ჩვენი მდგომარეობა და მიზნები (ახლდება თამაშის დამთავრების თანავე = აისის გამოკლებით)
http://site.rugby.ge/portal/alias__Georgian-Rugby-Union/lang__ka-GE/tabid__0/default.aspx

@ პირველი ამოცანა

ბრაზილიასთან ფრეთი შესრულდა პირველი მიზანი =
შევედით უკეთეს რვეულში!

(რაკი "ზ" პულში ორ მაჩანჩალას ორ-ორი წაგება აქვთ,
ვეღარაფრით ვიქნებით უარესი მესამე, რადგან
ჩვენი აქტივი ერთ-ნახევარი მოგებაა)

ანუ იაპონიასთან თამაშს (14.10 საქ) დიდი მნიშვნელობა აღარა აქვს,

მაგრამ თუ მოვუგეთ,
პულში პირველები ვიქნებით, პულთა ჯილებში კი მესამენი (2.5 მოგებით)

და კვირას, გამთენიისას (05.42 საქ) ვეთამაშებით
მეორე-ადგილოსნებში უარესს = ნეტა ვინ იქნება?

@ მეორე მიზანი

აუცილებელია მაგ თამაშის მოგება, რომ მოვხვდეთ ლონდონში (11-12/05)
და გავაგრძელოთ შეჯიბრი 2013-14 სერიის სამი ვაკანსიისთვის

თუ წავაგებთ, გათავდება ყველაფერი და
გაისად (2013 მარტი) თავიდან უნდა დავიწყოთ ჯახირი

@
* * *
Valdes the Great

QUOTE
"ლონდონის შესარჩევი" რისი შესარჩევია?

ანუ რა დონის გუნდები მონაწილეობენ მაგ ტურნირზე და სად შეიძლება მაგ ტურნირიდან მოხვედრა?



მონაწილეობს 8 გუნდი (ძირითადი ტურნირისგან დამოუკიდებლად) :

მსოფლიო სერიის სამი მაჩანჩალა რვა ეტაპის (გლაზგოს) შემდეგ
ჰონკონგი (როგორც აზიის შვიდკაცის ჩემპიონი)
ჰონკონგის შესარჩევის ოთხი უკეთესი (ანუ კვირის აისზე მეოთხედ-ფინალთა მოგებულები)

მსოფლიო სერიაზე ამ ვიქენდამდე სათამაშო იყო ოთხი ეტაპი (ჰონკონგი ტოკიო გლაზგო ლონდონი)
და კიბეზე გუნლდები ასე ელაგნენ:

96 ზელანდია (თ: პორტ ელიზაბეთ; 73 აფრიკა (თ: ლას ვეგას;
71 სამოა (თ: დუბაი; 66 ფიჯი (თ: გოულდ ქოუსთ; 59 საფრანგეთი;
57 კენია; 53 არგენტინა; 44 უელსი; 42 ინგლისი (თ: ველინგთონ;
39 კანადა; 35 ავსტრალია; 33 შოტლანდია -

28 შტატები; 23 პორტუგალია, ესპანეთი = სამი მაჩანჩალა

ყველაფერი წერია აქა, 4 მარტის სტატიაში
http://qaflan.netai.net/2013/N3/04_7M-Draw.htm

@ 11-წლოვანი საითის მისამართია http://qaflan.netai.net/2013/

Posted by: giorgi219 23 Mar 2013, 11:45
7-კაცა რაგბში როგორც ვატყობ, ბევრი რამ გამართლებაზეც არი დამოკიდებული.

Posted by: giorgi77 23 Mar 2013, 11:57
არ მიყურებია, მაგრამ მონაყოლიდან ეტყობა ისევ იგივე სისულელე გააკეთეს ბოლოს რაც იამაიკასთან 20 წამი რჩება სათამაშო და აუტში არტყავენ... facepalm.gif ბოლო შეტევას ჩუქნიან მეტოქეს...რატომ? დავიჯერო კახამ დაავალა ასე გააკეთეთო?

ნაღდად არ ველოდი ჩვენების ასეთ სუსტ გამოსვლას. ბრაზილიას მგონი ფრე ჯერ არა ჰქონია არავისთან, ყველა მარცხი ჰქონდა.... პირველი ჩვენთან გაახერხეს. იამაიკას ახლა უგებს პირველ ტაიმს ბრაზილია 31-0.
* * *
გუშინდელი თამაშებიდან, ყველაზე მეტად მომეწონა ტუნისის და სამოას ნაკრებები.

Posted by: Lotkinski 23 Mar 2013, 12:08
ჩვენ თუ იაპონიასთან წავაგეთ მაშინ ჯგუფიდან ვეღარ გავდივართ?

Posted by: giorgi77 23 Mar 2013, 12:36
დღეს დაიდება ექროსზე იამაიკასთან თამაშის ჩანაწერი

Posted by: Love The Sun 23 Mar 2013, 12:37
Lotkinski
წერია ზევით უკვე ეგ ყოლიფერი, ბატონი ზაალის პოსტში smile.gif

Posted by: Lotkinski 23 Mar 2013, 12:44
გმადლობთ, გასაგებია ჩემო ბატონო.

ოლიმპიადაზე რამდენი გუნდი მიიღებს მონაწილეობას და რა პრინციპით შეირჩევიან? ანუ მხოლოდ 7-კაცა სერიებში მონაწილე გუნდები ითამაშებენ თუ .....?

Posted by: Love The Sun 23 Mar 2013, 12:54
Lotkinski
სულ 12 გუნდი იქნება, შერჩევის კრიტერიუმები არ ვიცი სამწუხაროდ sad.gif
მასპინძელი უეჭველი იქნება დანარჩენები არ ვიცი... smile.gif

Posted by: giorgi77 23 Mar 2013, 12:56
პორტუგალია ძალიან კარგად თამაშობს, ინგლისი ძლივს უგებს აგერ.

პორტუგალიამ, ესპანეთმა და რუსეთმა ძალიან გაგვისწრეს შვიდკაცაში.

Posted by: Lotkinski 23 Mar 2013, 13:16
12 გუნდში გაგვიჭირდება ნამდვილად მოხვედრააააა.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Mar 2013, 13:22
Lotkinski

უკვე გავედით

* * *
QUOTE
შერჩევის კრიტერიუმები

QUOTE
12 გუნდში გაგვიჭირდება ნამდვილად მოხვედრააააა


მასპინძელი (1) + მსოფლიო სერიის ლიდერები (ალბათ 7) + საგანგებო შესარჩევი რეგიონთა ჯილებისთვის (აქედან 4 გავა)

ბრაზილია + ზელანდია ფიჯი სამოა ბრიტანეთი აფრიკა ჱ1 ჱ2 + ყ1 ყ2 ყ3 ყ4

მაგ ბოლო შესარჩევში მოხვედრაც გაგვიჭირდება (ევრო სერიაზე უნდა ვიყოჩაღოთ, ოღონდ რომელ წელს, ვერ ვიცი)

გვიშველის ის, რომ ინგ + შტლ + უელ = ბრიტანეთი (ერთი გუნდი)
ირლანდიამ კი შვიდკაცა დაშალა, რაში გვჭირდებაო

@

Posted by: gia-gia-gia 23 Mar 2013, 13:39
ზაალ ბატონო, ანუ არის არც თუ ისე ურიგო შანსი ჩვენი შვიდკაცას ოლიმპიადაში მოხვედრის? აუ რას გაასწორებს!

ჩემი ვარაუდით ოლიმპიადაზე ითამაშებენ:

ბრაზილია
ახალი ზელანდია
სამხრეთ აფრიკა
ფიჯი
სამოა
არგენტინა
ბრიტანეთი
საფრანგეთი
პორტუგალია
რუსეთი
ესპანეთი
საქართველო
2kiss.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Mar 2013, 13:44
შეიძლება ეგეც იყოს, მაგრამ

შტატები? კანადა? კენია? ზიმბაბვე? ტონგა?

Posted by: giorgi77 23 Mar 2013, 13:50
უფრო მარტივადაა საქმე, რუსეთს, ესპანეთს, და პორტუგალიას თუ ვაჯობეთ ოლიმპიადაზე გავალთ, ეგენი არიან ჩვენი პირდაპირი კონკურენტები.


Posted by: ქაშიბაძე 23 Mar 2013, 13:52
QUOTE
რუსეთს, ესპანეთს, და პორტუგალიას თუ ვაჯობეთ ოლიმპიადაზე გავალთ

ათამაშონ ყველა უძლიერესი მორაგბე და ვაჯობებთ

Posted by: Valdes the Great 23 Mar 2013, 14:00
QUOTE (giorgi77 @ 23 Mar 2013, 11:57 )
არ მიყურებია, მაგრამ მონაყოლიდან ეტყობა ისევ იგივე სისულელე გააკეთეს ბოლოს რაც იამაიკასთან 20 წამი რჩება სათამაშო და აუტში არტყავენ... facepalm.gif ბოლო შეტევას ჩუქნიან მეტოქეს...რატომ? დავიჯერო კახამ დაავალა ასე გააკეთეთო?

ნაღდად არ ველოდი ჩვენების ასეთ სუსტ გამოსვლას. ბრაზილიას მგონი ფრე ჯერ არა ჰქონია არავისთან, ყველა მარცხი ჰქონდა.... პირველი ჩვენთან გაახერხეს. იამაიკას ახლა უგებს პირველ ტაიმს ბრაზილია 31-0.

ჩემი აზრით აუტში გადატანა სავსებით სწორი იყო. ჯერ ერთი დროც მთლიანად გაიყვანეს მაგით და + აუტიც ჩვენი იყო მეტოქის ნახევარზე, პროსტა მოგება სჭირდებოდა მაგ აუტს და ეგ იყო, დაერტყათ მერე აუტში და დასრულდებოდა თამაშიც, პროსტა აუტი ვერ მოიგეს (არა სწორად შემოაგდეს თუ რაღაც). ჯარიმის ხელით გათამაშება უფრო მეტ რისკს შეიცავდა, რადგან მაგ შემტხვევაში დროც ვერ გაგვყავდა და შეიძლებოდა შეტევაში რომ თამაშში ბურთი დაგვეკარგა და მეტოქეს კონტრ-შეტევაზე დრო დარცენოდა. დავიჯერო აუტის მოგება უფრო ადვილი არაა ვიდრე ხელით შეტევა ცენტრიდან, როცა დრო სადრაც ნახევარი წუთი მაინცაა დარცენილი და შეიძლება ან არასწორი პასი გააკეთო, ან რაქში წაგართვან, ანდა ჯარიმა აიკიდო სეტევაში.



ლუკასა და ნიკოს მამა

აჰა, გასაგებია,მადლობა.

ანუ ლონდონში მოთამაშე 8 გუნდში თუ შევედით, მერე იქ 3 საუკეთესო გუნდში უნდა მოვახერხოთ მოხვედრა და მომავალ წელს ზელანდია-ფიჯი-სამოასთან ერთად მოგვიწევს ტამაშები (ანუ მსოფლიოს უძლიერეს 16 გუნდში მოვხვდებით).

Posted by: სურამელი 23 Mar 2013, 14:02
ლინკი დადეთ რა. თუ ისევ იმ საიტზე იქნება რაც გუშინ იყო?

Posted by: მერკუციო 23 Mar 2013, 14:03
ლუკასა და ნიკოს მამა
დიდი მადლობა ბატონო ზაალ smile.gif

Posted by: giorgi77 23 Mar 2013, 14:07
QUOTE
ჩემი აზრით აუტში გადატანა სავსებით სწორი იყო. ჯერ ერთი დროც მთლიანად გაიყვანეს მაგით და + აუტიც ჩვენი იყო მეტოქის ნახევარზე, პროსტა მოგება სჭირდებოდა მაგ აუტს და ეგ იყო, დაერტყათ მერე აუტში და დასრულდებოდა თამაშიც, პროსტა აუტი ვერ მოიგეს (არა სწორად შემოაგდეს თუ რაღაც). ჯარიმის ხელით გათამაშება უფრო მეტ რისკს შეიცავდა, რადგან მაგ შემტხვევაში დროც ვერ გაგვყავდა და შეიძლებოდა შეტევაში რომ თამაშში ბურთი დაგვეკარგა და მეტოქეს კონტრ-შეტევაზე დრო დარცენოდა. დავიჯერო აუტის მოგება უფრო ადვილი არაა ვიდრე ხელით შეტევა ცენტრიდან, როცა დრო სადრაც ნახევარი წუთი მაინცაა დარცენილი და შეიძლება ან არასწორი პასი გააკეთო, ან რაქში წაგართვან, ანდა ჯარიმა აიკიდო სეტევაში.


ჯარიმა თუ იყო ეგეც არ ვიცოდი. ჯარიმა კი ბატონო, მაგრამ იამაიკასთან ჩვენი 22-დან რაზე დავარტყით აუტში ეგ ვერ გავიგე როცა სათამაშო კიდევ ნახევარი წუთი იყო, შედეგად ლელო მივიღეთ. ვიფიქრე იგივე გააკეთეს ბრაზილიასთანაც. რაც არ უნდა იყოს ბრაზილიასთან ფრე სირცხვილია, სულ ერთი წელია მგონი რაც შვიდკაცას ტამაში დაიწყეს ოლიმპიადის გამო იძულებულები იყვნენ.


იწყება იაპონიასთან თამაში, წარმატებები ჩვენებს, დამაჯერებლად მოგებას ველოდები.
* * *
არიიიიიის ვიტოს ლელოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

Posted by: achiflo 23 Mar 2013, 14:14
ლინკი აქვს ვინმეს? დადეთე რაააა






















































Posted by: ქაშიბაძე 23 Mar 2013, 14:15
http://www.vipboxsports.me/rugby/143935/2/hsbc-sevens-world-series-hong-kong-live-stream-online.html

Posted by: მერკუციო 23 Mar 2013, 14:15
http://www.vipboxsports.me/rugby/143935/2/hsbc-sevens-world-series-hong-kong-live-stream-online.html

Posted by: ქაშიბაძე 23 Mar 2013, 14:19
რეებს აკეთებენsad.gif



--------------------

Posted by: gia-gia-gia 23 Mar 2013, 14:19
დიდუუუ ეს რეებს ჩალიჩობენ ტო?? ესაა ჩვენი ნაქები გუნდი?? sad.gif drug.gif

Posted by: giorgi77 23 Mar 2013, 14:21
მაგრად განიცდის კახა ალანია, ძალიან კარგი მწრთვნელია, მაგრამ სულ ახალახალ ნაკრებთან უწევს მუშაობა, არაა ერთი შემადგენლობა რომელიც შეთამაშდება და შედეგს მოიტანს. მეორე ნახევარი წინაა, მოგება სავსებით შესაძლებელია

Posted by: ქაშიბაძე 23 Mar 2013, 14:24
რა უბედურებაა ამდენი ჯარიმები facepalm.gif

Posted by: gia-gia-gia 23 Mar 2013, 14:27
გადაგვიარეს იაპოშკებმა, მაგარი დაბალი დონის შვიდკაცა გვყავს.

კაროჩე გაგავათახსირეს

Posted by: giorgi77 23 Mar 2013, 14:29
ეს ყველაფერი არის შეუთამაშებლობის ბრალი..... ექსტერნად შვიდკაცას არავინ აღარ თამაშობს ჩვენს გარდა.


Posted by: achiflo 23 Mar 2013, 14:29
ცუდი თამაში ძალიან, რისი ბრალია?

Posted by: giorgi77 23 Mar 2013, 14:32
QUOTE
ცუდი თამაში ძალიან, რისი ბრალია?


შეუთამაშებლობის, თორემ პოტენციით დაახლოებით არგენტინის დონის ნაკრები გვეყოლებოდა.

Posted by: giorgi219 23 Mar 2013, 14:36
ბრაზილიასთან შეხვედრისგან განსხვავებით იაპონელებთან შანსი არ გვქონდა.

1 ტაიმი ასე თუ ისე თანაბარი იყო. აი, მეორე ტაიმში ვერ გავიგე ვინ იყო მაგრამ ისე იდიოტურად მიიღო ჩვენმა ყვითელი ბარათი რომ მთელს ჩემპიონატში არავინ მიიღებს.
ცანცარულად მიუკრა ბურთზე ფეხი და არ აცალა ბურთის აღება იაპონელს. გააგდეს თუ არა მივიღეთ ლელო და მანდ დამთავრდა თამაში.

რა უბედურებაა ეს უდისციპლინობა. ასეთი უხეში შეცდომის გამო სამაგალითოდ უნდა დასაჯონ და ნაკრებს აღარასდროს გააკარონ რომ სხვებმა გაკვეთილად მიიღონ.


Posted by: ქაშიბაძე 23 Mar 2013, 14:40
giorgi219
QUOTE
ბრაზილიასთან შეხვედრისგან განსხვავებით იაპონელებთან შანსი არ გვქონდა.

როგორ არ გვქონდა

პირველი ლელო რო დავდეთ იმის მერე მეორეს დადების 100%იანი შანსი ვერ გამოვიყენეთ
და საპასუხოდ აქეთ მივიღეთ ლელო

იმის მერე აირია მონასტერი

Posted by: giorgi219 23 Mar 2013, 14:46
ტონგა ან რუსეთი შეგვხდება - და ნეტა ტონგა არ იყოს...

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Mar 2013, 14:49
ვართ #7
კვი 06.03 საქ ვეთამაშებით #2
ვინ იქნება? ისევ იაპონია?

Posted by: gia-gia-gia 23 Mar 2013, 14:49
QUOTE (giorgi219 @ 23 Mar 2013, 14:46 )
ტონგა ან რუსეთი შეგვხდება - და ნეტა ტონგა არ იყოს...

ეუფ user.gif აი ახლა ნაღდად დაგვენძრა... არავართ ჩვენ ამათ მიმართ წინააღმდეგობის გამწევიც კი... facepalm.gif

მეოდხედფინალში:

ისევ

საქართველო-იაპონია!!!

Posted by: ქაშიბაძე 23 Mar 2013, 14:52
ისევ იაპონიას ვხვდებით მემგონი



----------------------------

Posted by: giorgi219 23 Mar 2013, 14:55
მგონი ისევ იაპონია იქნება.


spy.gif

Posted by: ქაშიბაძე 23 Mar 2013, 14:56
რუსეთი პირველი შედეგით გავიდა, იაპონია მეორე და ტონგა მესამე

ჩვენ მე-7
იაპონიას ვხვდებით!

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Mar 2013, 14:57
ეგრეა, ისევ მაგათთან!

1 Russia (RUS) 3 3 0 0 95 22 73 15 4 11 9
2 Japan (JPN) 3 3 0 0 86 17 69 14 3 11 9
3 Tonga (TON) 3 3 0 0 78 12 66 12 2 10 9

4 Zimbabwe (ZIM) 3 2 0 1 68 21 47 12 3 9 7
5 Brazil (BRA) 3 1 1 1 60 41 19 10 7 3 6
6 Tunisia (TUN) 3 1 0 2 48 45 3 8 7 1 5

7 Georgia (GEO) 3 1 1 1 53 62 -9 9 10 -1 6
8 Uruguay (URU) 3 1 0 2 29 50 -21 5 8 -3 5

@

Posted by: giorgi77 23 Mar 2013, 14:59
იაპონია ნაღდად არაა ცუდი ვარიანტი.

ჯგუფში ბრაზილიამაც გადაგვასწრო.... facepalm.gif

Posted by: gia-gia-gia 23 Mar 2013, 14:59
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 23 Mar 2013, 14:57 )
ეგრეა, ისევ მაგათთან!

1 Russia (RUS)  3 3 0 0 95 22 73 15 4 11 9
2 Japan (JPN) 3 3 0 0 86 17 69 14 3 11 9
3 Tonga (TON) 3 3 0 0 78 12 66 12 2 10 9

4 Zimbabwe (ZIM)  3 2 0 1 68 21 47 12 3 9 7
5 Brazil (BRA) 3 1 1 1 60 41 19 10 7 3 6
6 Tunisia (TUN) 3 1 0 2 48 45 3 8 7 1 5

7 Georgia (GEO) 3 1 1 1 53 62 -9 9 10 -1 6
8 Uruguay (URU) 3 1 0 2 29 50 -21 5 8 -3 5

@

მე თუ მკითხავთ იაპონია ტონგა-რუსეთზე სუსტია.

აი ეს იცის აუტკიებელი თავის ატკიებამ... facepalm.gif

მოგვეგო წყნარად ბრაზილიასთვის და ახლა შევხვდებოდით ზიმბაბვეს სუსტ ნაკრებს...

ეეეჰ user.gif

Posted by: giorgi219 23 Mar 2013, 15:00
პრინციპში, რუსეთი-ტონგა უფრო არასახარბიელო მეჩვენებოდა.
იაპონიასთან შეიძლება რევანშის აღება, მაქსიმალური მობილიზებით და დისციპლინით.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Mar 2013, 15:02
დასტური, დროებითა და დროშებით

http://www.irbsevens.com/destination/edition=5/qualifying.html




Posted by: giorgi77 23 Mar 2013, 15:04
QUOTE
მოგვეგო წყნარად ბრაზილიასთვის და ახლა შევხვდებოდით ზიმბაბვეს სუსტ ნაკრებს...


ზიმბაბვე იაპონიას გადაურბენს smile.gif ჯგუფში მოხვდნენ რუსებთან, და თანაბარი თამაში იყო.

მგონი ისევ გავიმართლა და კიდევ კარგი იაპონია შეგვხვდა
* * *
იაპონიას ვხვდებით ხვალ დილაადრიან 6:00-ზე

Posted by: gia-gia-gia 23 Mar 2013, 15:28
ანუ იაპონიასთან თუ მოხდა სასწაული და მოვიგეთ= მოვხვდებით ინგლისში,

სადაც:

ესპანეთი
კანადა
პორტუგალია
ჰონ-კონგი
ტონგა
რუსეთი
ზიმბაბვე
საქართველო

გაითამაშებენ 3 საელიტო საგზურს, ანუ სამ ადგილს მსოფლიოს 15 წამყვან ნაკრებთა ელიტურ ტურნირში!

არამგონია აქამდე გავქაჩოთ, მარა ოცნებას კაცი არ მოუკლავს... user.gif

Posted by: ქაშიბაძე 23 Mar 2013, 15:30
gia-gia-gia
QUOTE
არამგონია აქამდე გავქაჩოთ, მარა ოცნებას კაცი არ მოუკლავს

მთავარია ხვალ მოვიგოთ

და მერე ალბათ შეკრებენ უძლიერეს მორაგბეებს

Posted by: mister gibbs 23 Mar 2013, 15:30
ჩანაწერი სად ვნახო საქართველო-იაპონია

Posted by: Valdes the Great 23 Mar 2013, 15:34
QUOTE (gia-gia-gia @ 23 Mar 2013, 15:28 )
ანუ იაპონიასთან თუ მოხდა სასწაული და მოვიგეთ= მოვხვდებით ინგლისში,

სადაც:

ესპანეთი
კანადა
პორტუგალია
ჰონ-კონგი
ტონგა
რუსეთი
ზიმბაბვე
საქართველო

გაითამაშებენ 3 საელიტო საგზურს, ანუ სამ ადგილს მსოფლიოს 15 წამყვან ნაკრებთა ელიტურ ტურნირში!

არამგონია აქამდე გავქაჩოთ, მარა ოცნებას კაცი არ მოუკლავს... user.gif

1 ვიტო კოლელიშვილი
2 ირაკლი მაჩხანელი
3 თედო ზიბზიბაძე
4 ლაშა ხმალაძე
5 ირაკლი ღვინჯილია
6 შავლეგ მახარაშვილი
7 გიორგი ფრუიძე
8 ალექსანდრე თოდუა
9 ზურა ძნელაძე
10 ლევან გოგოლაშვილი
11გიორგი ჯიმშელაძე


დაუმატონ კვირიკაშვილი + შარიქაძე + გეგენავა

ანუ

კვირიკაშვილი
შარიქაძე
გეგენავა
კოლელიშვილი
ხმალაძე
ზიბზიბაძე
თოდუა

+ დანარცენებიდან კიდევ 4 კაცი და ისე შკინინი - გუგავადაც შეიკძლება დამატება ფორმაში თუ არიან, განსაკუთრებით შკინინის.

Posted by: კოქსი 23 Mar 2013, 18:34
Valdes the Great
QUOTE
კვირიკაშვილი
შარიქაძე
გეგენავა
კოლელიშვილი
ხმალაძე
ზიბზიბაძე
თოდუა


მათმა იციან ხაზში თამაში?biggrin.gif
მეტი არა ჩემი მტერიsmile.gif)

Posted by: Love The Sun 23 Mar 2013, 18:35
თოდუამ, გეგენავამ, შარიქაძემ და ხმალაძემ ნაღდად იციან თამაში, თან კარგად.
ზიბზიბაძე ნელია უკვე 7 კაცასთვის. მეკოც მოჟნა.

Posted by: კოქსი 23 Mar 2013, 18:40
QUOTE
თოდუამ, გეგენავამ, შარიქაძემ და ხმალაძემ ნაღდად იციან თამაში, თან კარგად.
ზიბზიბაძე ნელია უკვე 7 კაცასთვის. მეკოც მოჟნა.

ისე შვიდკაცა ჩემპიონატიც რომ ჩავატაროთ არ იქნება ურიგო
ბოლო ბოლო ოლიმპიურ სახეობად ჩამოყალიბდა
და მოუხდება ოლიმპიადას ცემი აზრით
რატომ? იმიტო რომ ჭიდაობასავით ###ობები არ მოხდება

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Mar 2013, 18:45
koxi

საქართველოსი, ჰოო?

ვატარებთ 1988 წლიდან
ბოლო ხანს სამ ტურნირად ეწყობა

2012 წლის შედეგები აქა
http://site.rugby.ge/portal/alias__Georgian-Rugby-Union/lang__ka-GE/tabid__2985/default.aspx

Posted by: sandrikia 23 Mar 2013, 19:10
რამდენით რამდენი წავაგეთ?????

------------------------------

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Mar 2013, 19:15
user posted image

Posted by: გოგა 23 Mar 2013, 21:52
გეგენავა რატომ არაა ნაკრებში, რამე სჭირს?



Posted by: giorgi219 23 Mar 2013, 22:31
პირველად ვუყურებ სამხრეთულ რაგბს.

აშკარად სხვა დონეა. ჰეინეკენის თასს ბევრად სჯობია თუ სხვა შეხვედრებიც ამ დონეზე იმართება.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Mar 2013, 23:14
giorgi219
QUOTE
სხვა შეხვედრებიც ამ დონეზე იმართება


თითქმის ყოველთვის, 85% მაინც

მაგიტომაც ვაპიარებთ ბებერი მეზურნეები 1996 წლიდან

ავიყოლიეთ ბევრი, მაგრამ ზღვის წვეთ-წვეთ დალევა ძნელია

Posted by: giorgi219 24 Mar 2013, 00:47
რომელიმე არხმა სისტემატურად რომ აჩვენოს დიდი ტურნირის მთლიანი სეზონი ძალიან წაადგება რაგბის პოპულარიზაციას.

ჰეინეკენის თასი + ამლენ ჩელენჯი + ტოპ14 + ინგლისის პრემიერშიფი +პრო 12: ევროპიდან.

სუპერ 15 -ს ჩვენება კი საერთოდ ზეიმი იქნება ყველასთვის.


Posted by: giorgi77 24 Mar 2013, 06:09
სტრიმი ვერ ვიპოვე, ირბის საიტი წერს რომ პირველ ნახევარში ვიგებთ ჯერჯერობით 5-0

მეორეც დაუდეთ, 10-0

https://twitter.com/irbsevens

Posted by: lyonelbohort 24 Mar 2013, 06:21
მოვიგეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! 17:0
გილოცავთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!11

Posted by: giorgi77 24 Mar 2013, 06:22
აჰა მორჩა კინო იაპონიისთვის ჩვენ კი ლონდონში წავალთ

17-0

Posted by: ქაშიბაძე 24 Mar 2013, 06:22
მალადეეეეც ბიჭეეებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

Posted by: giorgi77 24 Mar 2013, 06:41
ძალიან კარგი შედეგია თამაშის ხარისხს თუ გავითვალისწინებთ. რაც მთავარია ლონდონის საგზური ავიღეთ. ჩვენ, რუსეთი, ზიმბაბვე და ტონგა.

თამაშს ვერ ვუყურე, იმედია ჩანაწერი მაინც იქნება.

Posted by: lyonelbohort 24 Mar 2013, 06:45
აშშ - შოტლანდია იწყება

http://www.viponlinesports.eu/rugby/143940/1/hsbc-sevens-world-series-hong-kong-live-stream-online.html

Posted by: giorgi77 24 Mar 2013, 06:49
lyonelbohort

გაიხარე, მადლობა

ნახევარფინალში ტონგას ვხვდებით

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Mar 2013, 09:25
09.05 ვორათაზ - ბლუზ http://www.vipboxsports.me/rugby/129329/1/super-rugby:-new-south-wales-waratahs-vs-auckland-blues-live-stream-online.html

09.33 შვიდკაცა * საქართველო - ტონგა http://www.vipboxsports.me/rugby/143940/1/hsbc-sevens-world-series-hong-kong-live-stream-online.html

http://88.80.5.80/w00t/20130321/vv514b2b56f37e4148982499-546795.html

Posted by: galsky30 24 Mar 2013, 09:32
რუსეთი-ზიმბაბვე 5:19
ბოლო წუთებიაა
* * *
საქართველო-ტონგა 0-5 1-ლი ნახევარი დამთავრდა

Posted by: giorgi77 24 Mar 2013, 09:45
ბოლოს დაგვიდეს ლელო, 5-0 ვაგებთ, ამ დროს ჩვენ უფრო გვქონდა შანსები, არაუშავს დაუდებთ აუცილიბლად.

თუ წავაგეთ ტონგასთან, რუსებს ვხვდებით?! biggrin.gif

Posted by: Heinz Doofenshmirtz 24 Mar 2013, 09:49
19-0

Posted by: crusaders 24 Mar 2013, 09:54
წავაგეთ ტონგასთან 19-7
-----------------------------------------------

Posted by: iiraklii 24 Mar 2013, 09:56
დამთავრდა შეხვედრა?
ანუ მე-3 ადგილისათვის რუსებს ვხვდებით ხომ?

Posted by: giorgi77 24 Mar 2013, 09:57
მთავარია ლონდონის საგზური აიღეს, ლონდონამდე კიდევ შეთამაშდებიან იმედია, იქ უფრო რთული თამაშები იქნება

QUOTE
ანუ მე-3 ადგილისათვის რუსებს ვხვდებით ხომ?


არ იქნება მესამე ადგილისთვის თამაში, ფინალი იქნება მხოლოდ.

Posted by: crusaders 24 Mar 2013, 09:58
QUOTE
დამთავრდა შეხვედრა?
ანუ მე-3 ადგილისათვის რუსებს ვხვდებით ხომ?

კი

პირველი ტაიმის ბოლოს დასანანი ლელო გავიშვით

ცოტა რომ გაძლიერდეს ეს გუნდი შეიძლება რაღაცა გამოვიდეს

Posted by: სურამელი 24 Mar 2013, 10:05
შვიდკაცას მომდევნო ტურნირი როდისაა?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Mar 2013, 10:22
სურამელი

ტაბლოოო! + ეს თემა (თავში, შუაში)

მეოთხედ-ფინალის მოგებით გავედით ლონდონის შესარჩევში (11-12/05) !

ზიმბაბვე ტონგა საქართველო რუსეთი ჰონკონგი
+ ელიტის სამი მაჩანჩალა:

ჰონკონგამდე ეგენი იყვნენ: 28 შტატები; 23 პორტუგალია, ესპანეთი
ოდნავ უსწრებდნენ: 44 უელსი; 42 ინგლისი (თ: ველინგთონ; 39 კანადა; 35 ავსტრალია; 33 შოტლანდია -
მაგრამ მაგდოღში მისამატებელია: 22-24/03 ჰონკონგ * (ჩინ) 30-31/03 ტოკიო (იაპ) 4-5/05 გლაზგო (შტლ)

სრულად http://qaflan.netai.net/2013/N3/04_7M-Draw.htm

Posted by: სურამელი 24 Mar 2013, 10:28
ლუკასა და ნიკოს მამა
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Mar 2013, 10:28
iiraklii
crusaders

თუ აქაურების არ გჯერათ კვირა დილით, წინ რა უდგას დაწკაპვას
http://www.irbsevens.com/destination/edition=5/qualifying.html





Posted by: სურამელი 24 Mar 2013, 10:31
http://www.irbsevens.com/standings.html
აქ ჩვენი ნაკრები რატომ არაა?

Posted by: giorgi77 24 Mar 2013, 10:36
სურამელი

ეგ მსოფლიო სერიის ცხრილია. ბობოლების. მაგ სერიაში რომ მოვხვდეთ, მაგიტომ მიდიან ჩვენები ლონდონში ))

ანუ ჩვენ საკვალიფიკაციოში ვართ ჯერ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Mar 2013, 10:38
სურამელი

იმიტომ, რომ არ გვერგებოდა წინა წლების მარცხების გამო

ახლა ჯერ ჰონკონგში და მერე ლონდონში იმისთვის ვთამაშობთ,
რომ მანდ შევიდეთ 2013\14 სეზონში

მაგისთვის ლონდონის 8-გუნდა შეჯიბრში
უნდა მოვხვდეთ უკეთეს სამეულში

@ ეგ შეჯიბრი ემთხთევა ბზის თასის ფინალს,
ანუ გადაირევა ლელო = ხმალაძე ისევ ვერ ეყოლება

Posted by: giorgi219 24 Mar 2013, 10:42
ესეც, დილის სურპრიზი.

ვულოცავ ბიჭებს ამ გამარჯვებას და უფრო მეტ წარმატებებს ვუსურვებ მაისში.

საინტერესო იქნებოდა ამ შეხვედრის ნახვა, როგორ აჯობეს იაპონელებს. პირველ შეხვედრაში რომ არა უდისციპლინობა იქაც გვექნებოდა შანსი. თუმცა მთავარი ოთხეულში გასვლა იყო და მიზანი მიღწეულია.


Posted by: სურამელი 24 Mar 2013, 10:42
ანუ ახლა ჰონგ-კონგში შედარებით დაბალი დონის გუნდები გამოდიან ხო?


QUOTE
@ ეგ შეჯიბრი ემთხთევა ბზის თასის ფინალს,
ანუ გადაირევა ლელო = ხმალაძე ისევ ვერ ეყოლება

მთვარია სადაც იქნება იჩაუქოს და ”ლელო” აიტანს smile.gif

Posted by: giorgi219 24 Mar 2013, 10:48
ჰონგ-კონგის გუნდს რა უნდა ამ ეტაპზე, ვინმემ იცით?

რადგან მასპინძლობენ იმიტომ თუ რაშია საქმე?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Mar 2013, 10:54
სურამელი

ვერ აიტანს = გუშინ უმაგისოდ ჯიქებთან წააგეს და ლიდერობა დაკარგეს

როგორ ითამაშებს კლუბი დიდ ფინალს ნაკრების 10 ნომრის გარეშე?

giorgi219

ყველა ეტაპზე 16 გუნდიდან
15 სერიის დასიდანაა და ერთიც ვაილდ-ქარდი
ტოკიოში ეგ იქნება იაპონია

დეტალურად ისევ აქა, 4 მარტის სტატიაში
http://qaflan.netai.net/2013/N3/04_7M-Draw.htm

ირბ-ის შვიდკაცის XIV სეზონი [2012/13]

<< ქულა [# მიწვეული]

96 ზელანდია (თ: პორტ ელიზაბეთ; 73 აფრიკა (თ: ლას ვეგას;
71 სამოა (თ: დუბაი; 66 ფიჯი (თ: გოულდ ქოუსთ; 59 საფრანგეთი;
57 კენია; 53 არგენტინა; 44 უელსი; 42 ინგლისი (თ: ველინგთონ;
39 კანადა; 35 ავსტრალია; 33 შოტლანდია -
28 შტატები; 23 პორტუგალია, ესპანეთი /
3 ტონგა## 2 ზიმბაბვე# ურუგვაი# 1 რუსეთი#

ანუ აქამდე ტონგა აიმატეს ორჯერ და
ის სამნი თითოჯერ = რუსეთი დუბაიში!

@

თან ჰონკონგი რიგითი ტურნირი არაა!
სად იყო სერია, ეგ ტურნირი რომ უკვე გრგვინავდა

ეგაა შვიდკაცის მექა, უიმბლდონის ანალოგია

მაგათ აქციეს შვიდკაცა შოუდ = 1976 წლიდან ზარდეს და ზარდეს

Posted by: giorgi219 24 Mar 2013, 11:04
ლუკასა და ნიკოს მამა

სერიის დაწყების წინ წავიკითხე თქვენი სტატია მაგრამ ჰონგ-კონგი რატომ მონაწილეობს ამ ყველაფერში.

ან, ლონდონში ამ კვარტეტის და მაჩანჩალა ტრიოს პაექრობაში რა უფლებით უნდა ჩაერიოს???

ბრიტანელების ხელი ხომ არ ურევია ამ ყველაფერში.

პ.ს. შტატები კი გადაჯეგეს.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Mar 2013, 11:10
user posted image

giorgi219

ჰონკონგი საკუთარ ეტაპზე ვაილდქარდი, რაც ბუნებრივია

სერიის 15 გუნდში აბა სად წერიან?

ლონდონის რვეულში ძალად შეიყვანეს = აზიის სერია მოიგოო = მართლა მოიგო

თორემ თავიდან ჩვენსავით შესარჩევში უნდა ეთამაშა და ოთხის ნაცვლად ხუთი უკეთესი მიდიოდა ლონდონში

ხელი ურევია პირადად ირბ-ისა, დავალებული არიან მაგათგან

@

Posted by: ქაშიბაძე 24 Mar 2013, 12:07
მე ვუყურე იაპონიასთან თამაში
თქვენ რატო ვერ მოახერხეთ ვერ ვხვდები

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Mar 2013, 12:09
Qash

ბევრმა უყურა, ვიპბოქსზე ორი სთრიმიც კი იყო

Posted by: ქაშიბაძე 24 Mar 2013, 12:16
ლუკასა და ნიკოს მამა

მსოფლიო სპორტის მიმოხილვაშიც წერია რო სტრიმები იყო გათიშულიო და გამიკვირდა

Posted by: Valdes the Great 24 Mar 2013, 15:44
ე.ი.

ოლიმპიადაზე რომ მოვხვდეთ, დღევანდელი მდგომარეობით,
აშშ
პორტუგალია
ესპანეთი
ტონგა
ურუგვაი
ზიმბაბვე
რუსეთი (ესენი რომლებიც დღევანდელი მდგომარეობით გვიგებენ/გვისწრებენ)
+
იაპონიას უნდა ვაჯობოთ.

Posted by: ratomac aRa 24 Mar 2013, 17:51
user posted image

user posted image

user posted image

Posted by: კოქსი 24 Mar 2013, 18:05
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 24 Mar 2013, 11:10 )
user posted image

giorgi219

ჰონკონგი საკუთარ ეტაპზე ვაილდქარდი, რაც ბუნებრივია

სერიის 15 გუნდში აბა სად წერიან?

ლონდონის რვეულში ძალად შეიყვანეს = აზიის სერია მოიგოო = მართლა მოიგო

თორემ თავიდან ჩვენსავით შესარჩევში უნდა ეთამაშა და ოთხის ნაცვლად ხუთი უკეთესი მიდიოდა ლონდონში

ხელი ურევია პირადად ირბ-ისა, დავალებული არიან მაგათგან

@

ვერცერთს ვერ ვაკადრებდი lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: gia-gia-gia 24 Mar 2013, 19:33
გილოცავთ! ძალიან მაგარი ამბავია ჩვენი ლონდონურ ტურნირში გასვლა!

თუ დაგვემატებიან წამყვანი მეშვიდკაცეები დიდი შანსია აქედანაც გავიდეთ!

Posted by: guriaaa 24 Mar 2013, 21:39
ვაა, ზიმბაბვემ ტონგა გააგორა?! smile.gif

ანუ კაი ყოფილა მესამეზე რო გავედით ჯგუფშიsmile.gif


65. 24 Mar 2013 - 16:50 Zimbabwe 22 - 19 Tonga Qualifier

Posted by: Dr NULL 24 Mar 2013, 21:47
QUOTE (guriaaa @ 24 Mar 2013, 21:39 )
ვაა, ზიმბაბვემ ტონგა გააგორა?! smile.gif

ანუ კაი ყოფილა მესამეზე რო გავედით ჯგუფშიsmile.gif


65. 24 Mar 2013 - 16:50 Zimbabwe 22 - 19 Tonga Qualifier

აბა რა გეგონათ ))) ჩვენებმა თავიდანვე გათვალეს ეგ, თორევ იაპონელებთან წააგებდნენ? )))





ვიხუმრე, არ მეცეთ ეხლა

Posted by: giorgi77 25 Mar 2013, 11:03
ბოლო დღის მიმოხილვაში ჩვენების ერთი ლელო იაპონიასთან, ფრუიძის ლელო


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 25 Mar 2013, 12:52
user posted image

ნაამაგარი სერევი და ნაწყენი იაპონია

ფიჯელმა ჯადოქრებმა შვიდკაცის მსოფლიო სერიის უეშხიანესი, ჰონკონგის ეტაპის მოგებით გაახარეს დიადად იქვე ნაკურთხი ვაისალე სერევი, "ქართულმა შვიდკაცამ" კი კრიტიკულ მომენტში ისევ გამოიჩინა ფხა და ლონდონის შესარჩევის საგზური ააცალა იაპონიას

>>> http://Qaflan.netai.net/2013

წელს ჰონკონგში უმაგალითოდ ბევრი, 28 გუნდი შეიკრიბა: უკეთესმა თექვსმეტმა სერიის სხვა ეტაპთა თარგით, ქულებისთვის იჩაუქა, ჰარიფმა დუჟინმა კი შემდეგი შესარჩევის ოთხი საგზური გაითამაშა.

ელიტა ისე გათანაბრდა, რომ აფრიკამ და ინგლისმა პულთა ფსკერზე დააფინიშეს. თამაშთა თამაში ნახევარ-ფინალში შედგა: ზელანდიამ ორი ლელოთი (14:0) გაუსწრო ფიჯს, მაგრამ მერე ამან კივები იქეთ დაალელოვა 5-ჯერ (33:14)

მულღაზანზარი ფინალშიც სამი ლელოთი (0:19) ჩამორჩა უელსს, მაგრამ შესვენებაზე ბრძოლაში ჩააბა ოსეა კოლინისაუ, ვინც ჰეთ-თრიქი შეასრულა. ჰოდა, დაუფასდა ამაგი "შვიდკაცის მეუფედ" ცნობილ სერევს, ვინც დიადად თვით ირბ-ის ფრანგმა შეფმა, ბერნარ ლაპასემ აკურთხა მოედანზევე.

ფიჯი შარშანაც ჰონკონგის ჯილა იყო, ამ სეზონში კი ერთადერთია, ვინც ერთზე მეტი ეტაპი მოიგო. ზელანდიამ მესამე ადგილი დაიჭირა და მდევრებთან სხვაობა კიდევ, აწ უკვე 25 ქულამდე (!) გაზარდა.

სანუკვარი საგზური

დასასრულ, ჩვენიცა ვთქვათ. სერიაზე ბოლოჯერ 2008/09 წლების სეზონში ვიჩაუქეთ, მაგრამ ზაფხულში (28-30/06) მოსკოვში გასამართ მსოფლიო თასზე მაინც გავედით. გუნდი ამჯერადაც ჰაიჰარად შევკრიბეთ და ბებრებიც - თედო და მანჩხო ვიხმეთ, მაგრამ დაგვაკლდნენ მეკო, გოშა, ბუკა და გეგენავა.

შვიდკაცაში მთავარი სატურნირო სტრატეგიაა და არა ყველა მატჩის მოგება. ჰოდა, მეორე თამაშში ბრაზილიასთან დაზავებით გადავჭერით პირველი ამოცანა - გავედით მეოთხედ-ფინალში. მერე იაპონიამ მოგვიგო, მაგრამ ოღრაშული ფორმულით ჩვენვე შეგვიწყვილდა.

ჰოდა, მთავარმა ბრძოლამ რომ მოატანა, კვირას, ჩვენებურად აისზე, დავირაზმენით, 17:0 გავიმარჯვეთ და ლონდონის სანუკვარი საგზური მოვიპოვეთ. არადა, იაპონია სერიის შემდეგი ეტაპის მასპინძელია და ჩვენი გადამკიდე, საგაისოდაც რომ ვეღარ აღზევდება, მაგის გამო თუა, რომ ნაწყენ აზიელებს მაგ თამაშის ოქმი საითზე ჯერაც არ დაუდიათ.




ირბ-ის შვიდკაცის XIV სეზონი [2012/13]

VI ეტაპი. 22-24/03 @ ჰონკონგ (ჩინ)

<< პულები

(ა) უელსი 2-1, ავსტრალია 2-1 / არგენტინა აფრიკა 1-2
(ბ) ზელანდია 3-0, კენია 2-1 / საფრანგეთი 1-2, შტატები 0-3
(გ) პორტუგალია 2-1, სამოა 1-1*1 / შოტლანდია 1-1*1, ინგლისი 1-2
(დ) ფიჯი 3-0, კანადა 2-1 / ესპანეთი 1-2, ჰონკონგი# 0-3

<< მეოთხედ-ფინალი

უელსი (ა1) 28:14 კანადა (დ2)
პორტუგალია (გ1) 12:15 კენია (ბ2)
ფიჯი (დ1) 29:5 ავსტრალია (ა2)
ზელანდია (ბ1) 21:14 სამოა (გ2)

<< ნახევარ-ფინალი

უელსი 19:0 კენია
ფიჯი 33:14 ზელანდია

<< ფინალი

ფარი (XIII) საფრანგეთი 19:14 არგენტინა
ფიალა (IX) ინგლისი 42:7 ჰონკონგი
სინი (V) სამოა 12:7 კანადა
ბრინჯაო (III) ზელანდია 36:5 კენია
თასი (I) ფიჯი 26:19 უელსი

<< ფიჯი

3 ნემანი ნანგუსა, 4 საკიუსა ნგავინდი ვატუინარუკუ, 5 ილაი ტინაი, 7 სამისონი ვირივირი, 8 ჯასა ვერემალუა, 9 ლეონე ნაკარავა, 11 ნდონასიო რატუმბული ნატურანგა * 1 ულაიასი ლავავოუ, 2 ჯონე ვოტა, 6 ოსეა კოლინისაუ, 10 ემოსი მულევორო, 12 მბენიტო მასილევუ * მწ) ალიფერეტი ნდერე

>> ქულა [# მიწვეული]

113 ზელანდია (თ: პორტ ელიზაბეთ;
88 ფიჯი (2თ: გოულდ ქოუსთ, ჰონკონგ;
84 სამოა (თ: დუბაი;
78 აფრიკა (თ: ლას ვეგას;
72 კენია;
63 უელსი;
62 საფრანგეთი;
55 არგენტინა;
51 კანადა;
50 ინგლისი (თ: ველინგთონ;
45 ავსტრალია;
34 შოტლანდია -
33 პორტუგალია, შტატები;
24 ესპანეთი
/

7 ჰონკონგი# 3 ტონგა## 2 ზიმბაბვე# ურუგვაი# 1 რუსეთი#

>> გასამართია [* საგაისო სერიის მეორე შესარჩევიც]

30-31/03 ტოკიო (იაპ)
4-5/05 გლაზგო (შტლ)
11-12/05 თვიქნემ * (ინგ)

>> თასის მფლობელი

1999-2013 (115 ეტაპი: 45 ზელანდია - 21 ფიჯი; 15 ინგლისი, აფრიკა; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი


XV სეზონის [2013/14] პირველი შესარჩევი

<< პულები

(ე) ტონგა 3-0(+66) ტუნისი 1-2(+3) ურუგვაი 1-2(-21) / ტაივანი 1-2(-48)
(ვ) იაპონია 3-0(+69) ბრაზილია 1-1*1(+19) საქართველო 1-1*1(-9) / იამაიკა 0-3(-79)
(ზ) რუსეთი 3-0(+73) ზიმბაბვე 2-1(+47) / ქუქეთი 1-2(-43) მექსიკა 0-3(-77)

<< საქართველო (XIX ადგილი, რუსეთთან ზიარად)

1 ზურაბ ძნელაძე, 2 ბახვა კობახიძე, 3 ირაკლი მაჩხანელი, 4 ირაკლი ღვინჯილია, 5 შავლეგ მახარაშვილი, 6 ლაშა ხმალაძე, 7 ლევან გოგოლაშვილი, 8 ვიტო კოლელიშვილი, 9 სანდრო თოდუა, 10 გიორგი ჯიმშელაძე, 11 გიორგი ფრუიძე, 12 თედო ზიბზიბაძე * მწ) კახა ალანია, პალიკო ჯიმშელაძე, ნონო ანდღულაძე, გიო ასათიანი - იამაიკა 27:17, ბრაზილია 19:19, იაპონია 7:26

<< მეოთხედ-ფინალი

1#რუსეთი (ზ1) 26:12 8#ურუგვაი (ე3)
4#ზიმბაბვე (ზ2) 21:7 5#ბრაზილია (ვ2)
3#ტონგა (ე1) 12:5 6#ტუნისი (ე2)
2#იაპონია (ვ1) 0:17 7#საქართველო (ვ3)
http://www.irbsevens.com/matches/idcup=11040/season=2012/edition=5/gameno=46/matchDetails.html

<< ნახევარ-ფინალი

ზიმბაბვე 19:5 რუსეთი
ტონგა 19:7 საქართველო

<< ფინალი (XVII ადგილისთვის)

ზიმბაბვე 22:19 ტონგა

>> მეორე შესარჩევი @ 11-12/05 თვიქნემ (ინგ)

8 გუნდი: ზიმბაბვე ტონგა საქართველო რუსეთი ჰონკონგი +
სერიის სამი მაჩანჩალა გლაზგოს ეტაპის შემდეგ
(ამჟამინდელი მდგომარეობით: პორტუგალია შტატები ესპანეთი)

საგაისო სერიის საგზური ერგება სამ უკეთესს!


Posted by: crusaders 25 Mar 2013, 13:03
QUOTE
8 გუნდი: ზიმბაბვე ტონგა საქართველო რუსეთი ჰონკონგი +
სერიის სამი მაჩანჩალა გლაზგოს ეტაპის შემდეგ
(ამჟამინდელი მდგომარეობით: პორტუგალია შტატები ესპანეთი)

საგაისო სერიის საგზური ერგება სამ უკეთესს!

ძალიან გაგვიჭირდება თუ შემადგენლობა არ გადახალისდა

Posted by: giorgi219 25 Mar 2013, 23:47
crusaders

საცა იაპონია გამოვთიშეთ, პორტუგალია-ესპანეთი-შტატები ან რუსეთი და ჰონკონგი რატომ ვერ უნდა გამოვთიშოთ?

შანსები 50/50 მგონია, მე პირადად.

Posted by: gia-gia-gia 25 Mar 2013, 23:54
QUOTE (ratomac aRa @ 24 Mar 2013, 17:51 )
user posted image


ბიჭოო, დღეს ჰოი საოცრებავ, ჩვენს დურაქ საფეხბურთო ნაკრებს ეშველა და მალე ადიდასით შეიმოსება და ამ ჩვენს სარაგბო ნაკრებებს რა ეშველებათ, სანამდე გვეკიდოს ეს ძონძები? სადაურია, რა უნდათ და რას გვერჩიან?! facepalm.gif ნამუსი გაქვთ?? facepalm.gif

Posted by: Judas Iscariot 26 Mar 2013, 00:38
gia-gia-gia
QUOTE
სანამდე გვეკიდოს ეს ძონძები? სადაურია, რა უნდათ და რას გვერჩიან?! facepalm.gif ნამუსი გაქვთ?? facepalm.gif

თAნ ამ ფოტოზე რა თვალშისაცემია.

Posted by: ანდრო 30 Mar 2013, 13:38
https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=VaeZ23Om4dg ჰონკონგის ლელოები

Posted by: giorgi77 2 Apr 2013, 11:34
QUOTE
https://www.youtube.com/watch?feature=playe...d&v=VaeZ23Om4dg ჰონკონგის ლელოები


up.gif
* * *
http://worldsport.ge/ge/page/djaba-malaguradzis-ukrainuli-monagari-tania-da-7-kaca

კარგი სტატიაა ჯაბა მალაღურაძეზე

Posted by: tarash07 3 Apr 2013, 19:14
ჰონკონგი 2013.
იაპონიასთან გამარჯვების შემდეგ.

Posted by: tarash07 3 Apr 2013, 19:18
ჰონკონგი 2013.
ზურაბ ძნელაძე(ტურბო)

Posted by: tarash07 3 Apr 2013, 19:25
სერევი აირბის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
ვაისალა და ღვინჯო.ჰონკონგი 2013

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 Apr 2013, 09:41
user posted image

უცვლელი სცენარით

შვიდკაცის მსოფლიო სერია უცვლელი სცენარით მიმდინარეობს:
ზელანდია თასს ვერ იღებს, მაგრამ მუდმივად ხვდება ოთხეულში
და არა-სტაბილურ მდევრებს მეტად შორდება


>>> http://Qaflan.netai.net/2013

აგერ ახლაც, ტოკიოში, წინა, ჰონკონგის ეტაპის მოწინავე კვარტეტიდან კივებმაღა ივარგეს; ფიჯი, უელსი და კენია ჩაფლავდნენ, ოთხი პულის ჯილიდან კი სამმა მეოთხედ-ფინალში წააგო.

სამაგიეროდ, ივაჟკაცა აფრიკამ, ფიჯის დარად, სერიაში მეორედ შემართა თასი და ქულებით მეორე ადგილზე ავიდა, მაგრამ 32-ით ჩამორჩება ლიდერს მაშინ, როცა ეტაპზე პირველობა 22 ღირს და გასამართი ორი ტურნირიღაა - ანუ, ზელანდიის მეთერთმეტედ გაჩემპიონება გარდაუვალია.

"ბზის თასს" ემთხვევა

სერიის ბოლოს’წინა ეტაპი ერთი თვის თავზე, გლაზგოშია. ტოკიოში შტატები და შოტლანდია ერთურთს ორჯერ გადაეყარნენ. პულში თამაში ფრედ, 12:12 დასრულდა, სინის ფინალი კი იანკებმა მოიგეს და ქულებით გაუტოლდნენ სქოთებს.

სეირი მაშინ იქნება, თუ კონკურენტებმა გლაზგოში VII, XI ან XV ადგილი გაიყვეს: ირბ-ს მოუწევს რვავე ეტაპზე ამ ორი გუნდის გატანილ-გაშვებულისა და ლელოთა დაჯამება, რაც თანამედროვე პირობებში, მონაცემთა ბაზით იოლად კეთდება.

ჰოდა, გაირკვევა ის უიღბლო, ვისაც საგაისოდ სერიაში დასარჩენად თვიქნემში მოუწევს ბრძოლა. ამ 8-გუნდა შესარჩევის შვიდი მონაწილე ცნობილია, მაგრამ რაღაც ჭირად, შეჯიბრი ჩვენი "ბზის თასის" ფინალს ემთხვევა და მოწინავე კლუბებს ბიჭების საშვიდკაცოდ გასაშვებად, ბუნებრივია, გული ეთანაღრებათ.


ირბ-ის შვიდკაცის XIV სეზონი [2012/13]

VII ეტაპი. 30-31/03 @ ტოკიო (იაპ)

<< პულები

(ა) ფიჯი 3-0, აფრიკა 2-1 / ესპანეთი 1-2, პორტუგალია 0-3
(ბ) შოტლანდია 2-0*1, შტატები 1-1*1 / უელსი კენია 1-2
(გ) ზელანდია 3-0, საფრანგეთი 1-2 / კანადა იაპონია# 1-2
(დ) სამოა 3-0, ავსტრალია 2-1 / ინგლისი 1-2, არგენტინა 0-3

<< მეოთხედ-ფინალი

ფიჯი (ა1) 12:21 ავსტრალია (დ2)
ზელანდია (გ1) 19:12 შტატები (ბ2)
სამოა (დ1) 12:19 აფრიკა (ა2)
შოტლანდია (ბ1) 10:14 საფრანგეთი (გ2)

<< ნახევარ-ფინალი

ზელანდია 35:17 ავსტრალია
აფრიკა 14:12 საფრანგეთი

<< ფინალი

ფარი (XIII) კანადა 27:14 იაპონია
ფიალა (IX) ინგლისი 38:0 არგენტინა
სინი (V) შტატები 17:0 შოტლანდია
ბრინჯაო (III) ავსტრალია 31:7 საფრანგეთი
თასი (I) აფრიკა 24:19 ზელანდია >> ვიდეო https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=26656&d=1364763374

<< აფრიკა

1 კრის დრაი, 2 ფილიპ სნეიმან, 3 ფრანკი ჰორნ^კაპ, 5 კორნალ ჰენდრიკს, 7 ბრანკო დიუპრე, 9 სესილ აფრიკა, 11 სიბელო სენატლა
* 4 ჯამბა ულენგო, 6 ჩოჩო მბოვანე, 8 სტეფან დიპენარ, 10 ჯასთინ ხედულდ, 12 სთივენ ჰანთ * მწ) პოლ ტრუ

>> ქულა [# მიწვეული]

132 ზელანდია (თ: პორტ ელიზაბეთ;
100 აფრიკა (2თ: ლას ვეგას, ტოკიო;
98 ფიჯი (2თ: გოულდ ქოუსთ, ჰონკონგ;
94 სამოა (თ: დუბაი;
77 კენია, საფრანგეთი;
68 უელსი;
62 ავსტრალია, არგენტინა;
58 ინგლისი (თ: ველინგთონ;
54 კანადა -
46 შოტლანდია, შტატები;
34 პორტუგალია;
25 ესპანეთი /

7 ჰონკონგი# 3 ტონგა##
2 ზიმბაბვე# იაპონია# ურუგვაი# 1 რუსეთი#

>> თასის მფლობელი

1999-2013 (116 ეტაპი: 45 ზელანდია - 21 ფიჯი; 16 აფრიკა;
15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

>> გასამართია

4-5/05 გლაზგო (შტლ)
11-12/05 თვიქნემ (ინგ)


XV სეზონის [2013/14] მეორე შესარჩევი

11-12/05 თვიქნემ (ინგ)

8 გუნდი: ზიმბაბვე ტონგა საქართველო რუსეთი ჰონკონგი +
სერიის სამი მაჩანჩალა გლაზგოს ეტაპის შემდეგ
(ამჟამინდელი მდგომარეობით: შოტლანდია|შტატები პორტუგალია ესპანეთი)

საგაისო სერიის საგზური ერგება სამ უკეთესს!

@

Posted by: iverieli 5 Apr 2013, 15:41
ესეც კახას ინტერვიუ ჰონკონგში გამოსვლაზე საუბრობს

http://sportall.ambebi.ge/regbi/qarthuli-ragbi/skhvadaskhva/47946-shvidkaca-ragbi-msoflios-chempionatze-optimaluri-shemadgenlobith.html

Posted by: buachidze5678 5 Apr 2013, 16:11
http://www.radikal.ru

ეს რომელი ტამაშია იციტ ვინმემ?

Posted by: QUT7 5 Apr 2013, 17:39
ერთი ანტილოპაა და დანარჩენები მაორები არიან biggrin.gif biggrin.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif ამ ალაგს ადრეც და ახლაც დინამოს სტადიონი ჰქვია..........
ეეხ ისე სულ არ შეცვლილა...წვიმაში ადრეც ასე იყო.... ბავშვობა მანდ მაქვს გატარებული....
აია წინ............

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 Apr 2013, 20:29
QUOTE
რომელი თამაშია


http://qaflan.netai.net/2013/OQMEBI/162_AIA-RST.htm

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 May 2013, 11:19
ირბ-ის ოფიციოზში ვერ ვიპოვე,
მაგრამ ორი სანდო წყარო იუწყება, რომ
ლონდონის შვიდკაცაზე შესარჩევი
მორიგი ზე-ორიგინალური ფორმულით ტარდება

Pool A: Scotland, Hong Kong, Zimbabwe, Georgia
Pool B: Portugal, Spain, Tonga, Russia

ნუ დაიწყებთ იმის ანგარიშს, ამას მოვუგებთ და გავალთო

პულიდან გადის რვავე, ანუ პირველი დღე იქნება ღადაობა =
გინდაც სამივე წააგო, მაინც გაქვს შანსი

მთავარია მეორე დღე =
უნდა მოიგო პირველი ორი (1\4ფ და 1\2ფ) და მერე დალიო,
ან თუ წააგე 1\2ფ, მოიგო ბრინჯაოს ჯახი

სქემა ალბათ (?!) კლასიკური: (ა1-ბ4, ა3-ბ2) (ა4-ბ1, ა2-ბ3)

@

შენიღბული ყოფილა პდფ სარდაფში

შაბათს

@ სულ ღლაბუცი

1 A 09:00 ZIMBABWE HONG KONG Clash
2 A 09:22 SCOTLAND GEORGIA @ 12.22 საქ
3 B 09:44 TONGA SPAIN Clash
4 B 10:06 PORTUGAL RUSSIA

5 A 12:12 HONG KONG GEORGIA @ 15.12 საქ
6 A 12:34 SCOTLAND ZIMBABWE Clash
7 B 12:56 SPAIN RUSSIA
8 B 13:18 PORTUGAL TONGA Clash

9 A 14:58 ZIMBABWE GEORGIA @ 17.58 საქ
10 B 15:20 TONGA RUSSIA
11 A 16:00 SCOTLAND HONG KONG Clash
12 B 16:22 PORTUGAL SPAIN Clash

კვირას

@ ვინც აგებს, უმალ ვარდება

13 QQF 09:00 1st seed (1) 8th seed (4 2) @ 12.00 საქ
14 QQF 09:22 4th seed (2 2) 5th seed (3) @ 12.22 საქ
15 QQF 09:44 3rd seed (2) 6th seed (3 2) @ 12.44 საქ
16 QQF 10:06 2nd seed (1 2) 7th seed (4) @ 13.06 საქ

@ ამათი მოგებულები გადიან და მეტად აღარც თამაშობენ:

17 QSF 13:39 Winner QQF 1 Winner QQF 2 @ 16.39 საქ
18 QSF 14:01 Winner QQF 3 Winner QQF 4 @ 17.01 საქ

@ ბოლო შანსი:

19 QTP 17:24 Loser QPO 1 Loser QPO 2 @ 20.24 საქ =

Posted by: gia-gia-gia 6 May 2013, 13:11
პირველი დღე რატომაა ღადავი, პირიქით, დიდი მნიშვნელობის თამაშებია. ნაწილდება ადგილები, მეოთხედ და ნახევარფინალისტების დაწყვილებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 May 2013, 13:32
gia-gia-gia

ღადავი იმადაა, რომ ყველა დაიწყებს ჩალიჩს, რომ ვისმე აცდეს

სხვა ამბავია, ორ-ორი უკეთესი რომ აგრძელებდეს კვირას შეჯიბრს

მაშინ ორივე დღის ყველა (!) მატჩს ფასი დაედებოდა

Posted by: სურამელი 7 May 2013, 16:26
ჩვენებსი შემადგენლობა სად ვნახო? თუ იგივეა რაც წინა ტურნირზე იყო?
კავშირის საიტზე ვერ ვნახე

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 May 2013, 17:49
სხვაა, ახლა ჩაემატა

საქართველოს შვიდკაცა ლონდონის შესარჩევზე



ირაკლი გეგენავა (ლელო)
ალეკო ხუციშვილი (არმაზი)
თორნიკე ცერცვაძე (ლელო)
ლაშა ხმალაძე (ლელო)
მერაბ შარიქაძე (აკადემია)
ლევან გოგოლაშვილი (არმია)
გიორგი ჯიმშელაძე (არმია)
ბახვა კობახიძე (არმია)
ირაკლი ღვინჯილია (ლოკომოტივი)
შავლეგ მახარაშვილი (ბათუმი)
გიორგი ფრუიძე (აია)
ზურაბ ძნელაძე (აია)

Posted by: giorgi219 7 May 2013, 18:16
1 ადგილოსანს მე-8 ადგილოსანი ფსიქოლოგიურად დათრგუნული ეთამაშება და ეს არის პირველი დღის აზრი.

Posted by: noemegre 7 May 2013, 18:47
QUOTE
ბახვა კობახიძე (არმია)

ამ ბიჭს სისწრაფეს უწუნებდნენ და მოუმატა თუ აუტში აპირებენ ბურთის გადატანას?! smile.gif

იმედია პირველი.

Posted by: სურამელი 7 May 2013, 19:09
ვაა, ლეგიონერების გარეშე არ გაგვიჭირდება?

Posted by: K O R A D O 7 May 2013, 20:48
QUOTE
ამ ბიჭს სისწრაფეს უწუნებდნენ და მოუმატა თუ აუტში აპირებენ ბურთის გადატანას?! smile.gif

იმედია პირველი.

+1
smile.gif

Posted by: iverieli 7 May 2013, 21:01
ლეგიონერების გარეშე გაგვიჭირდება. მაგრამ რასვიზამთ ეხლახანს დაასრულეს საფრანგეთში გამოსვლა, ზოგიც ფლეიოფებშია. ისე მალაღურა და მეკო შეიძლებოდა გამოგვეძახა

Posted by: gia-gia-gia 7 May 2013, 21:28
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 7 May 2013, 17:49 )
სხვაა, ახლა ჩაემატა

საქართველოს შვიდკაცა ლონდონის შესარჩევზე



ირაკლი გეგენავა (ლელო)
ალეკო ხუციშვილი (არმაზი)
თორნიკე ცერცვაძე (ლელო)
ლაშა ხმალაძე (ლელო)
მერაბ შარიქაძე (აკადემია)
ლევან გოგოლაშვილი (არმია)
გიორგი ჯიმშელაძე (არმია)
ბახვა კობახიძე (არმია)
ირაკლი ღვინჯილია (ლოკომოტივი)
შავლეგ მახარაშვილი (ბათუმი)
გიორგი ფრუიძე (აია)
ზურაბ ძნელაძე (აია)

ზაალ ბაბუ, მგონი არ არის უძლიერესი სასტავი და რაც ჩვენ გვინდოდა არა?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 May 2013, 21:41
ვიტო აკლიათ, სხვა ვინ? გოშა ჯერ ვერაა ჯანზე, მეკოს არა სცალია ...

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 May 2013, 10:40
user posted image

http://www.planetrugby.com/story/0,25883,16024_8698557,00.html

World Club 7s unveiled

12 teams competing in the inaugural tournament over 17 and 18 August 2013
at Twickenham Stadium will include the top English teams from this year's
domestic Sevens Championship, who are expected to be joined by
Western Province from South Africa, Auckland Blues from New Zealand,
ACT Brumbies from Australia, and Buenos Aires of Argentina.

+ New York, Los Angeles and Moscow as the established
and emerging rugby worlds meet

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 10 May 2013, 11:07
user posted image

ამათ თასი, იმათ პირველობა

აფრიკის "ბლიც ბოკემ" შვიდკაცის მსოფლიო სერიის ეტაპის ფინალი 2013 წელს მესამედაც მოუგო ზელანდიის "ოლ ბლექ სევენსს, მაგრამ მაქედან რა ხეირი? - სტაბილურმა კივებმა ვადამდე, მეთერთმეტედ დაიბევეს პირველობა

>>> http://Qaflan.netai.net/2013/

ფინალის წაგება აბა, ვის უხარია, მაგრამ გუნდის კლასი იმაშია, რომ მთელი სეზონი ჩავარდნის გარეშე გალიოს. ზელანდია ერთადერთია, ვინც პულიდან თასზე რვავე ეტაპზე მოხვდა და მეოთხედ-ფინალიც მოიგო. ჰოდა, ლიდერი მეთოდურად შორდებოდა მდევრებს და არგენტინის ძლევით იმ წერტილს უწია, სადაც ვეღარავინ დაეწევა.

არადა, კივთა აქტივში ერთადერთი თასია. აფრიკამ სამი ეტაპი მოიგო. ფიჯის მონაგარი ორი პირველი ადგილია. 2010 წლის ფალავანმა, სამოამ და ინგლისმაც თითოჯერ ივაჟკაცეს. ბოლოსკენ დაღვინდა შტატები და ზედიზედ ორჯერ ჩაიბარა სინი, რითაც ბოლოს-წინა ეტაპის მასპინძელი, შვიდკაცის მომგონი შოტლანდია შესარჩევში გაისტუმრა.

ირბ-ულად ორიგინალური

ეგ შეჯიბრი ამ უქმეებზე, თვიქნემშია. ორ დღეზე გაყიდულია 110 ათასი ბილეთი, რაც ახალი რეკორდია. ძირითად ტურნირში 12 გუნდია, საგაისო შესარჩევში კი რვა, მათ შორის - საქართველოც.

ფორმულა ირბ-ულად ორიგინალურია: შაბათს შეგიძლია სამივე თამაში ბარაქიანად წააგო, კვირას კი ზედიზედ მოიგო ორი, ან პირველის მოგებისა და მეორის წაგების შემდეგ იმარჯვო მესამეში, და შემოდგომიდან ელიტაში შეიჭრები - ყველა ეტაპზე იჩაუქებ!


ირბ-ის შვიდკაცის XIV სეზონი [2012/13]

VIII ეტაპი. 4-5/05 @ გლაზგო (შტლ)

<< პულები

(ა) აფრიკა 3-0, კანადა 2-1 / სამოა 1-2, კენია 0-3
(ბ) ზელანდია 3-0, ინგლისი 2-1 / შოტლანდია 1-2, პორტუგალია 0-3
(გ) ფიჯი 3-0, არგენტინა 2-1 / ავსტრალია 1-2, ესპანეთი 0-3
(დ) უელსი 3-0, შტატები 2-1 / საფრანგეთი 1-2, რუსეთი# 0-3

<< მეოთხედ-ფინალი

აფრიკა (ა1) 22:5 შტატები (დ2)
ფიჯი (გ1) 12:15 ინგლისი (ბ2)
უელსი (დ1) 26:7 კანადა (ა2)
ზელანდია (ბ1) 42:10 არგენტინა (გ2)

<< ნახევარ-ფინალი

აფრიკა 24:17 ინგლისი
ზელანდია 26:14 უელსი

<< ფინალი

ფარი (XIII) საფრანგეთი 21:17 რუსეთი
ფიალა (IX) ავსტრალია 12:5 კენია
სინი (V) შტატები 17:7 არგენტინა
ბრინჯაო (III) ინგლისი 24:21 უელსი
თასი (I) აფრიკა 28:21 ზელანდია
>> ვიდეო https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=27646&d=1367925207

<< აფრიკა

1 კრის დრაი, 2 ფილიპ სნეიმან, 3 ფრანკი ჰორნ^კაპ, 5 კორნალ ჰენდრიკს, 8 სტეფან დიპენარ, 9 პოლ დელპორტ, 11 სიბელო სენატლა * 4 ჯამბა ულენგო, 6 პიტერ ენგელბრეხტ, 7 დაბლიუ-ჯეი სტრეიდომ, 10 ჯასთინ ხედულდ, 12 სთივენ ჰანთ * მწ) პოლ ტრუ

>> ქულა [# მიწვეული]

151 ზელანდია (თ: პორტ ელიზაბეთ;
122 აფრიკა (3თ: ლას ვეგას, ტოკიო, გლაზგო;
108 ფიჯი (2თ: გოულდ ქოუსთ, ჰონკონგ;
99 სამოა (თ: დუბაი;
84 კენია;
83 უელსი;
80 საფრანგეთი;
75 ინგლისი (თ: ველინგთონ;
74 არგენტინა;
70 ავსტრალია;
64 კანადა;
59 შტატები -
51 შოტლანდია;
35 პორტუგალია;
26 ესპანეთი /
7 ჰონკონგი#
3 რუსეთი## ტონგა##
2 ზიმბაბვე# იაპონია# ურუგვაი#

>> თასის მფლობელი

1999-2013 (117 ეტაპი: 45 ზელანდია - 21 ფიჯი; 17 აფრიკა;
15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

>> გასამართია

11-12/05 თვიქნემ (ინგ)


XV სეზონის [2013/14] ბოლო შესარჩევი

11-12/05 თვიქნემ (ინგ)

საგაისო სერიის საგზური ერგება სამ უკეთესს!

საქართველო - [საქ დროით]

შაბ) პულში: 12.22 შოტლანდია, 15.12 ჰონკონგი, 17.58 ზიმბაბვე =
მოთელვა და დაწყვილება: კვირას ბრძოლას რვავე გუნდი გააგრძელებს
* იქეთა პული: პორტუგალია ესპანეთი ტონგა რუსეთი

კვი) 1/4 ფ: 12.00-13.06 (1-8, 4-5, 3-6, 2-7) = აქ ვინც აგებს, უმალ ვარდება;
1/2 ფ: 16.39-17.01 (1|8-4|5, 3|6-2|7) მოგებულები ელიტაში შედიან და მეტად აღარც თამაშობენ;
20.24 ნახევარ-ფინალთა წაგებულები ელიტის ბოლო საგზურს გაითამაშებენ

ჩვენი რაზმი: ირაკლი გეგენავა, თორნიკე ცერცვაძე, ლაშა ხმალაძე (ლელო; ლევან გოგოლაშვილი, გიორგი ჯიმშელაძე, ბახვა კობახიძე (არმია; გიორგი ფრუიძე, ზურაბ ძნელაძე (აია; ალეკო ხუციშვილი (არმაზი; ირაკლი ღვინჯილია (ლოკომოტივი; შავლეგ მახარაშვილი (ბათუმი; მერაბ შარიქაძე (აკადემია)

@

Posted by: gia-gia-gia 10 May 2013, 13:18
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 7 May 2013, 21:41 )
ვიტო აკლიათ, სხვა ვინ? გოშა ჯერ ვერაა ჯანზე, მეკოს არა სცალია ...

თედო, მაჩხა, თოდუა, ვიტო...

რა ცოტაა?

არამგონია შიდა პირველობიდან შერჩეულებმა რაიმე გაქაჩონ... განწირულია გუნდი სამწუხაროდ.

არადა...

ეეჰ... user.gif

Posted by: OSTAP 10 May 2013, 17:42
მაჩხანელი შიდა პირველობაში ასპარეზობს და რატომ არ არის მეც გამიკვირდა. თედოს, ვიტოს და თოდუას სათამაშო აქვთ წინ თამაშები.

Posted by: სურამელი 11 May 2013, 12:26
http://www.vipboxsports.me/rugby/153799/1/hsbc-sevens-world-series-marriott-london--live-stream-online.html
იმედია მალე დაიწყებაsmile.gif

Posted by: giorgi77 11 May 2013, 12:32
12-0 წავაგეთ პირველი ნახევარი

რაც მოსალოდნელი იყო

Posted by: სურამელი 11 May 2013, 12:33
სადაა ტექსტური ლაივი?
ლინკი დადეთ რა

Posted by: giorgi77 11 May 2013, 12:35
ტექსტური არაა, ანგარიშს წერენ ტაიმის ბოლოს

http://irbsevens.com/destination/edition=8/qualifying.html

Posted by: santa-maria 11 May 2013, 12:39
ჩვენს რომელიმე თამაშს მაინც აჩვენებენ?

Posted by: giorgi219 11 May 2013, 12:53
შოტლანდია ყველაზე ძლიერი უნდა იყოს ამ გუნდებს შორის 29-0 წავაგეთ. ჰონგ-კონგმაც წააგო ზიმბაბვესთან და მომდევნო ჩვენთან აქვს.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 May 2013, 16:09
QUOTE
ანგარიშს წერენ ტაიმის ბოლოს


დაწვრილებითი სტატ-ლაივი მიდის

ანგარიშზე უნდა დაწკაპება და გაიღება

მაგათი ბმულები ზის
სრულ განრიგში http://irbsevens.com/destination/edition=8/qualifying.html
და კავშირის ტაბლოზეც (0:0 სანამ არ დაწყებულა) http://site.rugby.ge/ka-GE/0/

Posted by: giorgi219 11 May 2013, 18:09
ჰონგ-კონგიც წავაგეთ და მგონი ზიმბაბვეც გვიგებს sad.gif

Posted by: GEOSPORT 12 May 2013, 14:25
კახა ალანია როგორც მოთამაშე მაგარი იყო ტექნიკურად რაც მწვრთნელობაშიც გადაიტანა მაგრამ გუნდს ეტყობა და კახასაც რო ვიღაცეებმა მის საქმეში დაიწყეს ცხვირის ჩაყოფა და პირდაპირ აისახა გუნდზე აცადეც მაგ კაცს რო მიიყვანეს ვიღაც ფიზმომზადების ტრენერები ვითომ რამე იცოდნენ მე ეგეთი ჩამოყვანილი ტრენერები და ჩვენ ბიჭებს რამეში დახმარებოდა არ მინახავს მაგალითად ფინტზე მუშაობა ვარჯიშები , არბენინებენ უაზროდ ყველას ერთნაერად იმათ ჯიბეების გასქელებას ეგეთი ტრენერები ჩვენც გვყავს მაგალითად ავთო ბერიძე ცხენივით სირბილი თუ გვინდა მაგ კაცს ჯობია გადავუხადოთ ვიდრე ვიღაც უმუშევარ უცხოელებს ადრე ბიჭები ბოჭვას მაინც აკეთებდნენ და პასებს დღეს ეგეც არ გვაქ აცადეთ კახას წარმატებებს ვუსურვებ ვითომ პროფესიონალებმა კიდე თავიანთ საქმეებს მიხედონ

Posted by: giorgi219 12 May 2013, 14:48
აუ, ეს რა იყო. ყველამ მოგვიგო და ბოლო ადგილზე მოგვსვეს.

მაგრად გამიტყდა sad.gif

Posted by: gia-gia-gia 13 May 2013, 18:43
ეეჰ, ჰო ვამბობდი და ქე წაგვაწვინეს თივაზე...

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 May 2013, 13:17
user posted image

იგივე 15-ეული

შვიდკაცის მსოფლიო სერიის ფინიშზე პირველობა-დაბევებულმა ზელანდიამ ლონდონში თასიც აწია,
დასის მუდმივი, ყველა ეტაპზე მოჩაუქე 15-ეული კი საგაისოდაც იგივე დარჩა


>>> http://Qaflan.netai.net/2013

კივებს მე-11 ტიტული განაღდებული ჰქონდათ, მაგრამ ის აწუხებდათ, რომ რვა ეტაპიდან ერთიღა მოეგოთ. "ოლ ბლექ სევენსმა" ტურნირი ამჯერად დაუმარცხებლად გალია, მაგრამ სერიის ტაბულას კი შემორჩა პარადოქსი, რომ მეორე ადგილზე გასულმა აფრიკამ მეტგან იმარჯვა.

ეტაპი ორიგინალურად დაპიარდა - თითქო ლონდონი აფრიკაშიაო, თემად საფარი და მისი ბინადარი მხეცები აირჩა. ხარჯმა გაამართლა - შაბათს თვიქნემში 71 898 მოსეირე მივიდა, რაც ახალი დღიური რეკორდია. სისტემაც სამომავლო, რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე გათვლილი იყო - 12 გუნდი, სამი პული და 32 მატჩი.

მეოთხედ-ფინალში იმ პულთა მესამე-ადგილოსნებიც გავიდნენ, რომლებშიც სამმა ძლიერმა ერთურთი ძლია და ბალანსად 2-1 დაუჯდა. ზელანდიამ ინგლისში 2007 წლის აქეთ პირველად ივარგა; სერიის საუკეთესო მელელოვე და მექულე მასპინძელი დენ ნორთონი გახდა, ტელე-წამყვანთა მიერ პირველად შედგენილ "საოცნებო შვიდეულში" კი ექვსი ქვეყნის მობურთალები (ორი კივი) მოხვდნენ.

ბრძოლით, მაგრამ უმწეოდ

რაგბის სამშობლომ ქულებით გაუსწრო მეზობელ უელსს, მაგრამ ჩამორჩა კენიას. დრამა დატრიალდა საგაისო სერიის 8-გუნდა შესარჩევში. პულში პორტუგალიამ სამივე მატჩი მოიგო, მაგრამ ნახევარ-ფინალში ესპანეთმა სამაგიერო გადაუხადა. "ლობუში" ბოლო საგზურის ჯახსაც აგებდა რუსეთთან, მაგრამ ბოლო წუთზე იმარჯვა.

ჩვენმა შვიდკაცამ ვერაფრით გაგვახარა - ბრძოლით, მაგრამ უმწეოდ წააგო ოთხივე თამაში და კვირას, დილითვე დაასრულა შეჯიბრი. ახლა ისევ გველის ფირას სერია (ევროპის გრან-პრი) და მსოფლიო თასიც.

>> მატრიოშკები ამოიღეს
http://qaflan.netai.net/2013/N3/04_7M-Draw.htm

თასი ლუჟნიკში ეწყობა და სერიებთან არაფერ შუაშია, გაისად ჰონკონგსა და ლონდონში საჩაუქოდ კი გრან-პრის ცხრილში ექვსი "მსოფლიო სერიელის" (ინგ უელ სფრ შტლ ესპ პორ) ჩაუთვლელად მინიმუმ მეორე ადგილი უნდა დავიჭიროთ, რაც კვლავ რეალურია.


ირბ-ის შვიდკაცის XIV სეზონი [2012/13]

ბოლო, IX ეტაპი. 11-12/05 @ თვიქნემ (ინგ)

<< პულები

(ა) ავსტრალია (+22) შტატები (+5) აფრიკა (+1) 2-1 / საფრანგეთი 0-3
(ბ) ზელანდია 3-0, კენია 2-1 (+24) / უელსი 1-2, კანადა 0-3
(გ) ინგლისი (+45) ფიჯი (+23) არგენტინა (-12) 2-1 / სამოა 0-3

<< მეოთხედ-ფინალი

ზელანდია (1#ბ1) 52:7 არგენტინა (8#გ3)
კენია (4#ბ2) 20:7 ფიჯი (5#გ2)
ავსტრალია (3#ა1) 24:19 შტატები (6#ა2)
ინგლისი (2#გ1) 19:14 აფრიკა (7#ა3)

<< ნახევარ-ფინალი

ზელანდია 7:0 კენია
ავსტრალია 14:7 ინგლისი

<< ფინალი

ფიალა (IX) უელსი 19:7 საფრანგეთი
სინი (V) ფიჯი 14:5 შტატები
ბრინჯაო (III) ინგლისი 26:19 კენია
თასი (I) ზელანდია 47:12 ავსტრალია

<< ზელანდია

2 თიმ მიქელსონ, 4 პიტა აჰკი, 5 ლოტე რაიკამბულა, 6 ტომასი თამა, 8 ჯილის კაკა, 9 შერვინ სთაუერს, 11 კურტ ბეიქერ * 1 ვორიქ ლემერთ, 3 დევიდ რაიკუნა, 7 თრინითი სპუნერ-ნირა, 10 როქი ხან, 12 მეთ ფედს * მწ) გორდონ თიჩენს

user posted image

>> საოცნებო შვიდეული

აფა აიონო (სამ, ფრანკი ჰორნ (აფრ, თიმ მიქელსონ (ზელ, ჯოჯი რანგამატე (ფიჯ, ჯილის კაკა (ზელ, ვილი ამბაკა (კენ, დენ ნორთონ (ინგ)

>> სერიის ჩემპიონი

ზელანდია 11 2000-2005 2007-2008 2011-2013

ფიჯი 1 2006
აფრიკა 1 2009
სამოა 1 2010

>> თასის მფლობელი

1999-2013 (118 ეტაპი: 46 ზელანდია - 21 ფიჯი; 17 აფრიკა;
15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

XV სეზონის [2013/14] ბოლო შესარჩევი

11-12/05 @ თვიქნემ (ინგ)

<< პულები

(ა) შოტლანდია (+35) ზიმბაბვე (+3) ჰონკონგი (+1) 2-1, საქართველო 0-3
(ბ) პორტუგალია 3-0, ესპანეთი (+1) რუსეთი (-9) ტონგა (-15) 1-2

<< საქართველო

1 ბახვა კობახიძე, 2 ლევან გოგოლაშვილი, 3 ზურაბ ძნელაძე, 4 ირაკლი ღვინჯილია^კაპ, 5 ალეკო ხუციშვილი, 6 ირაკლი გეგენავა (ლ, 7 ლაშა ხმალაძე, 8 თორნიკე ცერცვაძე (3ლ, 9 შავლეგ მახარაშვილი, 10 გიორგი ჯიმშელაძე, 11 გიორგი ფრუიძე, 12 მერაბ შარიქაძე (ლ) * მნჯ) მიხეილ კალანდაძე; მწ) კახა ალანია, პალიკო ჯიმშელაძე, ნონო ანდღულაძე -

შოტლანდია 0:29, ჰონკონგი 12:17, ზიმბაბვე 14:19

<< მეოთხედ-ფინალი

პორტუგალია (1#ბ1) 17:5 საქართველო (8#ა4)
ესპანეთი (4#ბ2) 29:14 ჰონკონგი (5#ა3)
ზიმბაბვე (3#ა2) 7:26 რუსეთი (6#ბ3)
შოტლანდია (2#ა1) 31:0 ტონგა (7#ბ4)

<< ნახევარ-ფინალი (ორი საგზური)

ესპანეთი 10:5 პორტუგალია
შოტლანდია 19:0 რუსეთი

<< ბოლო საგზური

პორტუგალია 10:5 რუსეთი

@

Posted by: iverieli 7 Jun 2013, 15:11
ლიონის შვიდკაცას ესპანეთთან მატჩით ვიწყებთ
წილისყრის შედეგად, ქართველი მორაგბეები A ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად ინგლისი, ესპანეთი, უელსი, უკრაინა და რუმინეთი ეყოლებათ. განრიგის თანახმად, კახა ალანიას შეგირდებს პირველი მატჩი 8 ივნისს თბილისის დროით 12:44 საათზე ესპანეთის წინააღმდეგ ელის.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობასაც გაგაცნობთ: რამაზ ხარაზიშვილი, ზურაბ ძნელაძე, ირაკლი ღვინჯილია, შავლეგ მახარაშვილი, რევაზ გიგაური, ლევან გოგოლაშვილი, გიორგი ჯიმშელაძე, ბახვა კობახიძე, თორნიკე ცერცვაძე, გიორგი ბიწაძე, ირაკლი გეგენავა, ივანე დავითაშვილი.

ვნახოთ როგორ ითამაშებენ. მემგონი გაგვიჭირდება რაიმე სერიოზული შედეგის ჩვენება

Posted by: Lotkinski 8 Jun 2013, 09:08
წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გოგონებსა და ვაჟებს დღეს და ხვალ. იმედია გვასახელებენ.
* * *
ოოოო, ეხლა პირველი თამაში იწყება ჩვენების (მამაკაცები), ესპანელ ლომებთან ვიბურთავებთ, ვნახოთ რა გამოგვივა. smile.gif

Posted by: ggg77 8 Jun 2013, 18:50
რა ქნა ჩვენმა ნაკრებმა,ვინმეს მოვუგეთ მაინც ?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Jun 2013, 19:09
http://www.fira-aer-rugby.com/group-145.htm

Spain 26 - 7 Georgia
Georgia 10 - 26 Romania
England 20 - 12 Georgia

@

Posted by: Lotkinski 8 Jun 2013, 23:10
სამაგიეროდ უკრაინას მოვუგეთ და ხვალ ჯგუფის ბოლო თამაში დაგვრჩება უელსთან. ალბათ ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზე გავალთ და მერვე ადგილისთვის ვიბრძოლებთ.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Jun 2013, 00:10
ჩავამატე ტაბლოს ქალებითა და კაცებიც

http://site.rugby.ge/ka-GE/home/

ხვალ დილიდან სამ-სამი თამაში ორივეს

მიჰყევით წითელ, თარიღიან ბმულებს

@

6-გუნდა პულში ბოლოსწინა ადგილის დაკავებით
გუნდი ხვდება ქვედა ოთხეულში = ფიალაზე (IX - XII ადგილები)

Posted by: Lotkinski 9 Jun 2013, 00:17
მართალი ხართ ბატონო ზაალ, შემეშალა მე, მერვე კი არა მეცხრე ადგილისთვის ვიბრძოლებთ. ვერ გადავთვალე უბრალოდ, მაპატიეთ თუ რომელიმე შეცდომაში შეგიყვანეთ.
* * *
რა უნდა ვთქვა smile.gif --------------------------------------------------------------

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Jun 2013, 22:53
დღეს გადაწყდა, რომ
შვიდკაცის მსოფლიო თასი მომავალშიც გაიმართება,
ოღონდაც ოლიმპიური ციკლის შუაში,
ანუ შემდეგი 2018 წელს

არადა, თავის დროზე ირბ-მა დაიფიცა,
ოღონდ ოლიმპიადაში დაგვაბრუნეთ და
შვიდკაცის მსოფლიო თასს სულ მოვშლით,
რათა დუბლირება არ გამოგვივიდესო

ოლიმპიადაზე = 12 კაცთა და 12 ქალთა გუნდი =
ეგეთია შეკვეთა და თანასწორობის პრინციპი

მსოფლიოზე = 24 კაცთა და 16 ქალთა გუნდი

@

Posted by: pxovela 14 Jun 2013, 23:47
ლუკასა და ნიკოს მამა
ჩვენი სტუდენტები მსოფლიო სტუდენტურ 7კაცაზე
http://pix.ge/

Posted by: Datka1964-10-10 15 Jun 2013, 08:18
pxovela

ეს მსოფლიო სტუდენტური შვიდკაცაა თუ ევროპის?

Posted by: pxovela 15 Jun 2013, 10:42
Datka1964-10-10
http://worldsport.ge/ge/page/pirvelad-sauniversiteto-evropirvelobaze

Posted by: Datka1964-10-10 15 Jun 2013, 10:54
pxovela

ზნაცჰიტ ეუროპა...მადლობა ინფოსთვის.

Posted by: markes 16 Jun 2013, 23:46
გილოცავთ ევროპის უნივერსიადის ჩემპიონობას რაგბი-7 -ში!

bis.gif bis.gif bis.gif
* * *
/Men’s:
1 place - Georgian National University –Georgia
2 place - Universite de Pau et des Pays de L’Adour-France
3 place - Moscow Aviation Institute -Russia
4 place - University of Coimbra - Porugal
5 place - Nova University of Lisbon - Portugal
6 place - University of Shumen-Bulgaria
7 place - National Sports Academy “Vasil Levski”
8 place - Erasmus University Rotterdam - Netherlands
9 place - Szent Istvan University -Hungary
http://www.eurugby7.bg/Results.html

დაუნგრევიათ ყველა biggrin.gif

Posted by: borjgali1964 17 Jun 2013, 01:03
კარგია, გამიხარდა!!!
====
ვულოცავ და გილოცავთ!

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Jun 2013, 09:33
და ჩვენი ლელა სადაა? ყვითლიანი თან ჰგავს და თან არა!

Posted by: otar zoidze 17 Jun 2013, 12:39
ვულოცავ ბიჭებსა და მათ მწვრთნელებს გამარჯვებას.წარმატებები მსოფლიო უნივერსიადაზეც.

Posted by: Love The Sun 17 Jun 2013, 12:57
ლუკასა და ნიკოს მამა
ეგ არაა ლელა, მაგრამ სადღაც მანდვეა smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Jun 2013, 15:46
და ყაზანი როდისღაა, მანდაც არ მიდიან?

Posted by: markes 17 Jun 2013, 17:39
ლუკასა და ნიკოს მამა
http://kazan2013.ru/en
19 დღეში იხსნება უნივერსიადა ყაზანში

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Jun 2013, 20:57
QUOTE
სადღაც მანდვეა


მერე ისე ვერ დადგება, რო გამოჩნდეს?

Posted by: graf zatara 23 Jun 2013, 19:36
რა ხდება 7 კაცაში ხომ არ იცით როგორი გუნდი მიდის მსოფლიოზე რა შანსები გვაქვს, დღეს იყო შევარდენზე თამაშები 3 გუნდი ყავდათ და ერთმანეთში ითამაშეს მაგრამ ძალიან სუსტი შთაბეჭდილება დატოვეს, ჩონჩხა იყო ყველასგან თვალშისაცემად გამორჩეული, გეგენავამაც ითამაშა და ბიძინაც იყო სამხარაძე, მეკოც დავინახე მაგრამ არ უტამაშია ვარჯიშობდა, მოკლედ ეროვნულის გარეშე არაფერი გამოვა მაგრამ იმედია არგენტინის მერე შეძლებენ დასვენებას და თამაშს, არგენტინასთან და დიდ გუნდებთან უკვე აშკარად ჩანს ხაზს უჭირს ღია თამაში და 7 კაცას უნდა მიექცეს ყურადღება თუ გვინდა ხაზით ეგეთი გაშლილი თამაში.

Posted by: giorgi77 23 Jun 2013, 23:38
user posted image

Posted by: aimo 24 Jun 2013, 14:05
Sanstar
თქვენს იმეილზე შედით და ფორუმზე რეგისტრაციას აქტივაცია მიეცით. ასეთ შემთხვევაში ფორუმის სრულფასოვანი წევრი გახდებით

Posted by: Lotkinski 24 Jun 2013, 21:11
მგონი შემადგენლობაზე ჯერ არაფერი დაწერილა, იმედია შეკრებენ მწვრთნელები უძლიერესებს. ვნახოთ, ვნახოთ... smile.gif

Posted by: tarash07 25 Jun 2013, 00:22
მე მგონი დაიდო შემადგენლობა,კავშირის გვერდზე,ბებერი ნოუთბუქი ჩედავს,იქნებ ნახოთ ძმებო.
* * *
http://site.rugby.ge/news-view/?newsid=2975&callerModID=17364&Title=7%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%90%20%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%20%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%96%E1%83%94%20%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

Posted by: markes 27 Jun 2013, 10:14
tarash07
საქართველოს რაგბი 7-ის ნაკრები მოსკოვში გაემგზავრა. გამგზავრებამდე ნაკრების მწვრთნელებმა, კახა ალანიამ და პალიკო ჯიმშელაძემ ნაკრების შემადგენლობა დაასახელეს, რომელშიც რიგი აუცილებელი ცვლილებების განხორციელება გახდა საჭირო - ეროვნული ნაკრების კაპიტან, ირაკლი მაჩხანელს ურუგვაისთან თამაშისას მიღებული ტრავმა არგენტინის წინააღმდეგ მატჩში, როგორც სჩანს გაუმიზეზდა, რის გამოც 7კაცაზე, იგი გიორგი ფრუიძემ შეცვალა.





შემადგენლობა:



1. გიორგი ჯიმშელაძე,

2. ვიტო კოლელიშვილი,

3. მერაბ კვირიკაშვილი,

4. გიორგი ფრუიძე,

5. ბიძინა სამხარაძე,

6. მერაბ შარიქაძე,

7. რევაზ გიგაური,

8. ზურაბ ძნელაძე,

9. ირაკლი გეგენავა,

10. ბახვა კობახიძე,

11. შალვა მახარაშვილი,

12. ალექსანდრე თოდუა.

სამწუხაროდ, ბორჯღალოსნებისა და პუმების მატჩის მსგავსად, ვერც მოსკოვში გასამართი მატჩების ტრანსლირების უფლების შეძენა მოახერხეს ქართულმა ტელე-არხებმა და ამიტომ კვლავ ინტერნეტის ანაბარა ვრჩებით. სთრიმის ბმულებს ჩვენს ვებ-გვერდზე დავდებთ 28 ივნისს.
http://site.rugby.ge/news-view/?newsid=2975&callerModID=17364&Title=7%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%90%20%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%20%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%96%E1%83%94%20%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

Posted by: giorgi77 27 Jun 2013, 12:33
user posted image

Posted by: enorme 27 Jun 2013, 14:38
ირაკლი ღვინჯილიას დატოვება გამიკვირდა ძალიან , მიზეზი რა არის ხომ არ იცით ვინმემ?

Posted by: ქარიმან სეტიელი 27 Jun 2013, 16:05
დასდეთ სტრიმი
---------------------------

დღეს მეგონა facepalm.gif

Posted by: Jnrichi 27 Jun 2013, 19:06
იმედია ამ მსოფლიოზე მაინც აჩვენებს შვიდკაცა შედეგს ამერიკასთან და კანადასთან მაინც, გვინჯილიაზე და ცერცვაძეზე რატომ ლაპარაკობს ყველა უსამართლოდ მოექცნენო და რატომ დატოვეს და რა ხდება ალბათ მარტო შიდა წრეებში იციან და დაწერეთ ვინმემ.

Posted by: Q10 28 Jun 2013, 09:34
შემადგენლობა ოპტიმალურია
წარმატებები ბიჭებს და პელეს

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Jun 2013, 11:22
user posted image

ოღონდ დაბრუნდესო

პარასკევიდან კვირამდე ლუჟნიკში შვიდკაცის მეექვსე "მსოფლიო თასია. ზელანდია "მსოფლიო სერიის" 11-გზის ჩემპიონი კია, მაგრამ ეგ ჯილდო აქამდე ერთადერთხელ შეუმართავს, რაც პარადოქსია.

საქართველო ფინალში მეოთხედ მონაწილეობს. რაც დრო გადის, "ოლიმპიურ რაგბში" მეტად ჩამოვრჩებით არა მარტო ბობოლებს, არამედ პორტუგალიასა და ესპანეთს.

აგერ, წელსაც, ევროპის "გრან პრის" პირველ ეტაპზე, ლიონში, ბოლო, მე-12 ადგილი დავიკავეთ და შემოდგომის წყვილ ტურნირში მაგრად უნდა გავისარჯოთ, რომ ერთი დონით არ დავქვეითდეთ.

ირბ-ს თავის დროზე ეთქვა, ოღონდ რაგბი ოლიმპიადაში დაბრუნდეს და შვიდკაცის მსოფლიო თასს აღარ გავმართავ, რათა ტიტულთა დუბლირება არ მოხდესო.

მახვშებმა ბოლო ხანს აზრი იცვალეს და თასის შენარჩუნება გადაწყვიტეს, ოღონდაც შეჯიბრს ოლიმპიური ციკლის შუაში ჩაატარებენ, ანუ შემდეგი მსოფლიო თასი 2018 წელს მოეწყობა, 2016 და 2020 წლებში კი 7-კაცისა და 7-ქალის ოლიმპიური ტურნირებია.


შვიდკაცის VI მსოფლიო თასი [2013]

პარ-კვი 28-30/06 @ მოსკოვი, ლუჟნიკი [24 გუნდი]

<< პულები

ა ავსტრალია საფრანგეთი ესპანეთი ტუნისი
ბ აფრიკა შოტლანდია რუსეთი იაპონია
გ სამოა კენია ზიმბაბვე ფილიპინები
დ ზელანდია შტატები კანადა საქართველო
ე ფიჯი უელსი ტონგა ურუგვაი
ვ ინგლისი არგენტინა პორტუგალია ჰონკონგი

საქართველო -

პარ: შტატები 16.06
შაბ: ზელანდია 09.44, კანადა 13.46
კვი: 1/4ფ 09.30 - 14.06, 1/2ფ 14.28 - 17.02, ფინ 18.15 - 20.55

რაზმი (* 2009 წელს ნამყოფია დუბაიში: მერაბ კვირიკაშვილი*^კაპ, რეზო გიგაური, სანდრო თოდუა*, ვიტო კოლელიშვილი* (სფრ; ბიძინა სამხარაძე* (რუმ; ირაკლი გეგენავა (ლელ; შავლეგ მახარაშვილი (ბთმ; ბახვა კობახიძე, გიორგი ჯიმშელაძე (არმ; ზურაბ ძნელაძე, გიორგი ფრუიძე (აია; მერაბ შარიქაძე (აკდ) = მწ) კახა ალანია, პალიკო ჯიმშელაძე

სთრიმები

user posted image http://www.vipbox.tv/sports/rugby.html

user posted image http://www.sportlemon.tv/c-11.html

user posted image http://www.thefirstrow.eu/sport/rugby.html

user posted image http://livetv.ru/en/allupcomingsports/0/

user posted image http://www.vipboxsports.me/rugby/136237/1/rugby-tv-24x7-live-stream-online.html


<< აქამდელი ჩემპიონები

ფიჯი 1997 2005; ინგლისი 1993, ზელანდია 2001, უელსი 2009

<< საქართველო მსოფლიო შვიდკაცაზე

2001 X @ არგენტინა, 2005 XI @ ჰონკონგი, 2009 XXI @ არაბეთი


Posted by: Makulatura 28 Jun 2013, 12:12
ფავორიტად ვინ ითვლება ამ ტურნირზე

ზელანდია? biggrin.gif

და საერთოდ ვინაა ძლიერი შვიდკაცა რაგბიში?

სამეული მაინტერესებს user.gif


Posted by: Love The Sun 28 Jun 2013, 12:32
Makulatura
ზელანდია, აფრიკა, ფიჯი.
ამათ მოსდევს ინგლისი, სამოა, კენია, ავსტრალია და სხვანი და სხვანი.
smile.gif
================================
http://www.irbsevens.com/standings.html

Posted by: Makulatura 28 Jun 2013, 12:34
Love The Sun
დიდი მადლობა პასუხისთვის : )

Posted by: Love The Sun 28 Jun 2013, 12:36
Makulatura
არაფრის smile.gif
=========================================

Posted by: giorgi77 28 Jun 2013, 13:07
QUOTE
ზელანდია, აფრიკა, ფიჯი.
ამათ მოსდევს ინგლისი, სამოა, კენია, ავსტრალია და სხვანი და სხვანი.


თუმცა ბოლო მსოფლიო ჩემპიონი უელსია

Posted by: Kochia07 28 Jun 2013, 13:46
მოგესალმებით.... ონლინეში ვერ ვნახავთ თამაშებს? ძალიან მაინტერესებს არწივებს როგორ დავუდგებით და საერთოდ ლამაზი ბურთაობა იმართება და მაგრად მინდა ვუყურო....

Posted by: giorgi77 28 Jun 2013, 14:04
ირიბის ვებ გვერდზე უნდა იყოს წესით ტრანსლირება

და მაგის გარდა მეცხრე არხი უწერიათ სიაში, საქართველოში მეცხრე არხი გადასცემსო საქართველოს ყველა მატჩს და ნახევარფინალებს, ფინალს

Georgia
Channel 9
All Georgia matches, plus
Semi-finals and finals

http://www.rwcsevens.com/home/news/newsid=2067861.html
* * *
ზიმბაბვემ დაუდო ლელო სამოას. როგორც წესი ცუდად იწყებენ სამოელები

რუსეთში ვინცაა აქაა ტრანსლაცია http://news.sportbox.ru/Vidy_sporta/regbi/spbvideo_NI386981_Tur-1-Muzhchini-Regbi-7-Kubok-mira

Posted by: Makulatura 28 Jun 2013, 15:36
მოიცათ ტაიმი რამდენ წუთიანია? spy.gif

Posted by: QUT7 28 Jun 2013, 15:36
საქართველოს თამაში კენიის შემდეგ იქნება თუ ??????

Posted by: Makulatura 28 Jun 2013, 15:37
QUT7
4-ზე იწყება ჩვენი დროით. .

Posted by: QUT7 28 Jun 2013, 15:41
Makulatura
მადლობა...გაიხარე...
გადაურბინა კენიამ.....რამ გააცოფათ ასე...

Posted by: Makulatura 28 Jun 2013, 15:43
QUOTE
ტაიმი რამდენ წუთიანია
.

Posted by: giorgi77 28 Jun 2013, 15:45
ტაიმი - 7 წუთი

----------------------------------

Posted by: Kochia07 28 Jun 2013, 15:52
აი აქ ვუყურებ!!! http://www.vipboxsports.me/rugby/136237/1/rugby-tv-24x7-live-stream-online.html

Posted by: iverieli 28 Jun 2013, 16:02
მუშა ლინკს ვერ დადებთ. არ იხსნება არცერთი sad.gif

მე-9 არხიც არაჩვენებს

Posted by: QUT7 28 Jun 2013, 16:04
აბა წავიდააა........... მიდით ბიჭებოოო..........

Posted by: giorgi77 28 Jun 2013, 16:04
iverieli

http://www.irb.com/live/video.html

* * *
შარიქაძე ლელოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

ძალიან ადვილად გადიან ჩვენ დაცვას............ ზელანდიასთან რა იქნება...

Posted by: II მოსვლა 28 Jun 2013, 16:11
ანგარიში დაწერეთ ბლიად ++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

Posted by: iverieli 28 Jun 2013, 16:12
USA 14 - 7 GEO

ადვილად გვიდებენ ლელოებს

USA 21 - 7 GEO უკვე

Posted by: giorgi77 28 Jun 2013, 16:13
21-7 ვაგებთ. პირველი ნახევარი მთავრდება

Posted by: Ragefinder(overthehill) 28 Jun 2013, 16:13
რა არის ეს. ფისუნიები გვყავს წაყვანილი თუ რა არი biggrin.gif

Posted by: II მოსვლა 28 Jun 2013, 16:14
ამერიკელი &*^%-ების მოსაგები სად არის ბლიაძ
მიდით ბიჭებოოოოოოოოოოოოოოოოოო
საქართველოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

Posted by: QUT7 28 Jun 2013, 16:15
???????????????????????????????????????????????????????????????????????????????
ამერიკა ასე რომ ................. ზელანდიამ რაღა უნდა ქნას ????

Posted by: Love The Sun 28 Jun 2013, 16:16
ქართული შვიდკაცა = 0.
და ეს მწვრთნელის თუ ბიჭების ბრალი არაა...
უსახსრობის და კავშირი პოლიტიკის ბრალია.

Posted by: NAPSTER 28 Jun 2013, 16:16
QUT7
QUOTE
???????????????????????????????????????????????????????????????????????????????
ამერიკა ასე რომ ................. ზელანდიამ რაღა უნდა ქნას ????


user.gif

მე მაგ თამაშს არ ვუყურებ ძმაო givi.gif

Posted by: Love The Sun 28 Jun 2013, 16:22
როგორც ლენინმა თქვა – სწავლა, სწავლა და სწავლაო ეგრე ვიტყვი – დაცვა, დაცვა და დაცვა ! ! !

Posted by: II მოსვლა 28 Jun 2013, 16:23
რა ხდება, რამდენი დარჩა, კიდევ ვაგებთ?

Posted by: QUT7 28 Jun 2013, 16:25
NAPSTER
QUOTE
არ ვუყურებ

ზუსტი გამოთქმა იქნება ვერ.... wink.gif
შევალამაზეთ ანგარიში............ mad.gif

Posted by: Love The Sun 28 Jun 2013, 16:25
საქართველო 19 – 26 ამერიკა...

მოგვიგეს პირველი ტაიმი და გაჩერდნენ ...

Posted by: abazi 28 Jun 2013, 16:25
26-19 წავაგეთ
პირველი ტაიმის მერე გონს მოვიდნენ მარა გვიანი იყო

Posted by: II მოსვლა 28 Jun 2013, 16:26
****************************************************************************************

Posted by: iverieli 28 Jun 2013, 16:27
USA 26 - 19 GEO

მორჩა თამაში. ბოლოსკენ გამოფხიზლდნენ

Posted by: Kochia07 28 Jun 2013, 16:27
ბურთი ვერ დაუჭერიათ ხელში ამის დედა..... პირველი ტაიმი იმენნა ვაჩუქეთ.... ასე ძმაო სომხებიც მოგვიგებენ.....

Posted by: kievski 28 Jun 2013, 16:34
QUOTE
ასე ძმაო სომხებიც მოგვიგებენ.....

რა, რა და რაგბში ნაღდად ვერ მოგვიგებენ))

Posted by: Makulatura 28 Jun 2013, 16:34
Go Wales !

Posted by: Ragefinder(overthehill) 28 Jun 2013, 16:36
II მოსვლა
შეეშვი შენ ბიძიკო "ებეე ქართველებეე ყველაზე მაგრები ვართ" გამოთქმებს. არგენტინასთანაც გაიძახოდი გადავუვლით გადავყლაპავთო, მაგრამ ქე წაგვითაქეს ყურის ძირში. ეს რა არის ვერ გავიგე. მოწინააღმდეგის ლანძღვა და საკუთარი თავისთვის ხოტბის სხმა, როდემდე უნდა ჭირდეს ქართველთა უმრავლესობას. სხვა მეთოდი არ გაქვს საკუთარი თავის გასამხნევებლად? მთელი ქვეყანა ამ მარაზმით არის დაკავებული, თავის მოტყუებით. თუ რაგბში წარმატებას ვაღწევთ ხოლმე ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველას გადავუვლით. ყველას რო გადაუარო რაღაც ახალი უნდა ისწავლო და არა პირველი მიღწეული წარმატებით იტრაბახო და მოწინააღმდეგე ლანძღო. მერე რამე რო არ გამოგვდის, ან მწვრთნელს აგინებთ ხოლმე ანდა რავი ნებისმიერს დაადანაშაულებთ და თან 9-ჯერ ნახმარი კახპებივით მეათესკენ ვიშვერთ ხელს: აი ის მწვრთნელი გადაგვარჩენს და ის მოვიყვანოთ ახლანდელის დედაცო! იმის მაგივრად რომ საკუთარ თავზე ვიმუშავოთ და საკუთარი შეცდომები გამოვასწოროთ.

არა რა პირველივე წარმატებით კმაყოფილებას და სხვისი იმედით სამოთხეში მოხვედრაზე ოცნებას ვერასოდეს გადაეჩვევა ქართველი ხალხი.

Posted by: QUT7 28 Jun 2013, 16:37
QUOTE
გონს მოვიდნენ მარა გვიანი იყო

QUOTE
ბოლოსკენ გამოფხიზლდნენ

ნეტავ ვცდებოდე მაგრამ არა მგონია მასე იყოს.....უფრო ზუსტი იქნება --------მოგვიმთავრეს პირველივე ტაიმში და გაჩერდნენ-----------

Posted by: Love The Sun 28 Jun 2013, 16:37
QUOTE (Kochia07 @ 28 Jun 2013, 16:27 )
ბურთი ვერ დაუჭერიათ ხელში ამის დედა..... პირველი ტაიმი იმენნა ვაჩუქეთ.... ასე ძმაო სომხებიც მოგვიგებენ.....

სომხები რამე ადამიანზე უფრო დაბალი დონის არსებაა, თუ რატომ ვერ უნდა მოგვიგონ? smile.gif
შეახვედრონ ჩვენ ფუტბალერინებს იმათი ფუტბალერინები და ნახავ მინიმუმ 4:0–ს რომ მოგვიგებენ....
რაგბში დიდი ხანი ვერ მოგვიგებენ.
შვიდკაცაში კი ამერიკა მშვენიერი ნაკრებია (ბევრად უკეთესი ნაკრები ყავთ 7 კაცის, ვიდრე 15 კაცის და უკეთაც ფინანსდებიან, რადგან ამერიკა ოლიმპიურ სპორტებს უდიდეს ყურადღებას აქცევს) და რომ მოგვეგო სენსაცია იქნებოდა smile.gif

Posted by: Christian Cullen 28 Jun 2013, 16:37
დამპალი ფული ფეხბურტში ჩადო ბიზნეს-სახელმწიფომ და შედეგი რაგბში მოითხოვო არაა სწორი, წავაგეთ შეუთამაშებლობის გამო, რამდენი შეკრება გაიარა გუნდმა სოფლიოს ჩემპიონატამდე?

Posted by: BULA 28 Jun 2013, 16:39
ლუკა, გასაგებია, რომ ფინანსებია მთავარი პრობლემა დღევანდელი ქართული რაგბის. გიამ ინტერვიუში პირდაპირ თქვა კიდეც ამის შესახებ და ზუსტად აღწერა რაც გვემუქრება თუ ფული არ გაჩნდა.
ჩემთვის ისიც გასაგებია, რომ არა კახა ალანია, დღეს ამ დონეზეც არ ვიქნებოდით, 7-კაცა რაგბი საერთოდ არ გვექნებოდა და ყველაზე მინიმუმ ბოლო ორ მსოფლიო თასზე ვერ ვითამაშებდით.
ამის მიუხედავად, იმავე ამ მსოფლიო თასზე თავისუფლად შეიძლებოდა ბევრად უკეთესი შემადგენლობის წაყვანა. ჩვენს ხელთ არსებულ რესურსსაც კი ვერ ვიყენებთ სწორად. შემადგენლობის სხვანაირად დაყენებაზე და შეცვლებზე ბევრს აღარაფერს დავწერ... ერთს ვიტყვი, იმავე რუსეთში წასულ გუნდში არის რამდენიმე ისეთი კაცი, რომლის იქ ყოფნის მიზანსაც ვერ ვხვდები და ვერც იმას ვიგებ რა უნდათ საერთოდ 7-კაცა რაგბიში, ამ დროს იქ არ არის რამდენიმე ისეთი ადამიანი, რომელიც თანამედროვე 7-კაცას ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს.
უშუალოდ თამაშის მსვლელობისას მთავარი პრობლემა ისევ არის დაცვა და პირველი დაკიდებული ბურთის აღება, სამწუხაროდ და ამას ამდენი ხანი არაფერი ეშველა და მგონი მაგას მაინც არ ჭირდება ფული...
ბიჭებს მადლობა იმისთვის, რომ დაიხარჯნენ და 3 ლელო დადეს, შავლეგას კიდე ვულოცავ პირველ მსოფლიო ლელოს smile.gif
რაც მთავარია, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ თამაშით, რომ შარიქაძე ჩვენი მთავარი დამრტყმელი ძალაა ყველანაირ რაგბიში smile.gif

Posted by: Kochia07 28 Jun 2013, 16:39
ფიჯი რეებს შვრება..... რაღაც სხვანაირი ხალისით თამაშობენ ეს შობელძაღლებიsmile.gif))

Posted by: Love The Sun 28 Jun 2013, 16:44
BULA
მაგაში 100% ხარ!
ბევრად მაგარი ბიჭების წაყვანა შეიძლებოდა...
მე ვერ ვხვდები მეკოს, სამხარაძეს და კამპანიას იქ რა უნდათ, სულ ახალგაზრდები უნდა წაეყვანათ... თუნდაც ჩონჩხი.
smile.gif
=========================================================

Posted by: Makulatura 28 Jun 2013, 16:44
რაგბიც ისწავლეს შათლახმა ამერიკელებმა

არადა ბუკმეკერებმაც 1.07 მიცეს მოგებაში

Posted by: Kochia07 28 Jun 2013, 16:48
მსოფლიო თასი ფიჯის ეკუთვნის ნამდვილად!!!

Posted by: Love The Sun 28 Jun 2013, 16:49
Makulatura
ჩვენზე დიდი სარაგბო ისტორია აქვთ ამერიკელებსაც და კანადებელბსაც biggrin.gif
===================================================================

Posted by: sandro_g 28 Jun 2013, 16:50
ბიჭებო შემდეგი თამაში როდის იქნება?

Posted by: Makulatura 28 Jun 2013, 16:52
Love The Sun
QUOTE
ჩვენზე დიდი სარაგბო ისტორია აქვთ ამერიკელებსაც და კანადებელბსაც

მე კარგად ვერ ვერკვევი ამ ამბებში (თქვენგან ვსწავლობ ხოლმე რაღაცეებს)
მაგრამ ეს ბოლო წლები არაა რაც თავი გამოყვეს?

მასე ინდოეთსაც უდიდესი ისტორია აქვს ბალახის ჰოკეიში მაგრამ ჩემი ფეხები, ჯგუფში ჩარჩნენ biggrin.gif


Posted by: II მოსვლა 28 Jun 2013, 16:57
QUOTE
და არა პირველი მიღწეული წარმატებით იტრაბახო და მოწინააღმდეგე ლანძღო. მერე რამე რო არ გამოგვდის, ან მწვრთნელს აგინებთ ხოლმე ანდა რავი ნებისმიერს დაადანაშაულებთ და თან 9-ჯერ ნახმარი კახპებივით მეათესკენ ვიშვერთ ხელს: აი ის მწვრთნელი გადაგვარჩენს და ის მოვიყვანოთ ახლანდელის დედაცო!

აბა ახლა დააციტირე სად ვაგინე რომელიმე მწვრთნელს
ან ვინ დავადანაშაულე
ან რომელი მწვრთნელი გადაგვარჩენსო სადმე დავწერე?

არავის საქმე არ არის რას დავწერ და რას არა
ასე რომ შენს საქმეს მიხედე "ბიძიკო"

Posted by: Christian Cullen 28 Jun 2013, 17:00
Makulatura

1991 წელს კანადის ნაკრებმა 15 კაცა რაგბში მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალს უწია )))

Posted by: Kochia07 28 Jun 2013, 17:01
აბა ტრიბუნებს დახედეთ ხალხო... ამ რაგბში ჩამორჩენილ რუსეთს არაფერი არ შველის, არც ფულის ხარჯვა და არც საერთაშორისო ტურნირები....!!! მე გული იმაზე მწყდება რომ 7 კაცა რაგბს ისევ 15 კაცა სტილით ვთამაშობთ... არადა ხელით ბურთაობა შეუძლიათ ბიჭებს და სამმეოთხელებზე გაწვრთნილები იგვიანებენ ბურთზე მისვლას, ალბად მორკინალებს ელიან.. მოკლედ ექვსი გუნდი რომ გვყავდეს მინიმუმ 7 კაცაში დედას ვუტირებთ უცბად დავამუღამებთ..>!!!

Posted by: Love The Sun 28 Jun 2013, 17:02
Makulatura
უბრალოდ ჩვენთან ითამაშეს რამდენჯერმე ბოლო წლებში, თორე არასდროს ცალსახად მაგათზე უკეთესი გუნდი არ გვყოლია (ამერიკას ვგულისხმობ), კანადა კი ისტორიის მანძილზე ყოველთვის გვჯობდა რაგბის შიდა განვითარებითაც და საერთაშორისო მიღწევებითაც smile.gif

Kochia07

მშვენიერი ლელო დადეს სამივე, არაფერი "15 კაცასი" არ ყოფილა.
ნუ კარგი, ბოლო ლელოში ცოტა იყო biggrin.gif

დაცვაა ჩვენი უპირველესი პრობლემა...

Posted by: BULA 28 Jun 2013, 17:05
ის კიდე ცალკე თემაა, რომ მე არ ვიცი არანაირი ლოგიკური ახსნა, რატომ უნდა მოვუგოთ აშშ-ს, კანადას ან სხვა, თუნდაც ამ დონის ნაკრებებს... როგორც ამას ზოგიერთი აქ და სხვაგან მპოსტავები და მოლაპარაკეები ითხოვენ. ანუ მოვუგოთ გუნდებს, რომლებიც რეალურად ჩვენი დონის ნაკრებებად ითვლება. სინამდვილეში ჩვენ მოთამაშეების რაოდენობით, ინფრასტრუქტურით, ფინანსებით და სარაგბო ისტორიით ყველაზე უკან ვდგავართ.
ჩვენ ქვეყანაში დღემდე ვერ მივაღწიეთ თუნდაც იმას, რომ ყველა თამაშის წინ კითხვის წინაშე არ დავდგეთ, სად ითამაშებს საშინაო შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები - აი აქედან იწყება ყველაფერი.
იქიდან იწყება ყველაფერი, რომ პირველ საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა 2 ათასი ადამიანიც კი ვერ შეიკრიბა სტადიონზე და ეს მარტო გულშემატკივრების პრობლემა არ იყო, არასწორად იყო დაგეგმილი ბევრი რაღაც, თუნდაც არსებული რესურსის უკეთ გამოყენება შეიძლებოდა, ის ხომ მაინც თავისუფლად იყო შესაძლებელი, რომ თამაშები სამუშაო დღეებში არ დაწყებულიყო 5 საათზე და ა.შ. ამაზე ლაპარაკი ძაან შორს წაგვიყვანს მგონი smile.gif
საბოლოოდ ერთ რამეს ვიტყვი, როდესაც ქვეყანა დაიწყებს განვითარებას, მაშინ დაიწყებს წინსვლას რაგბიც. ამდენი წელი ანომალია იყო ის, რომ ქვეყანა ერთ ადგილს ტკეპნიდა, ბევრ რამეში უკან მიდიოდა, ამ დროს კი რაგბი ვითარდებოდა. ეს იმ მომენტში რაგბის კავშირის კარგი მუშაობის და რაც მთავარია, ინდივიდუალურად, თითოეული ქართველი მორაგბის პირადი დამსახურება იყო... მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, ყველაფერს აქვს საზღვარი. ჩვენ ახლა ფაქტობრივად შესაძლებლობების ზღვარზე ვართ, თუ არ შეიცვალა და გამოსწორდა რაღაცები, მაშინ რაღაც პერიოდი გავიყინებით, მერე კი უკან სვლას დავიწყებთ.
ამის შეცვლის და გამოსწორების პირველი ნაბიჯი იყო თბილისში და რეგიონებში სტადიონების და ბაზების აშენება, მწვრთნელების კურსები, კვალიფიციური კადრების მომზადება და ა.შ. ახლა არსებობს გარკვეული ბაზა, რომ იმის საფუძველზე განვითარდეთ, მაგრამ ამას უკვე სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება ბევრი რაღაც, რითაც მარტო რაგბი არა, მთლიანად სპორტი უნდა წავიდეს წინ.

Posted by: Kochia07 28 Jun 2013, 17:13
BULA გეთანხმები.... მარა ეს მთავრობაც რო არაფრის მაქნისი გამოდგა და დგე და გამე რომ მარტო იმას ღიღინებენ ის დავიჭირეთ ეს გამოვუშვითო ჩვენ რა ვქნათ??? ნუთუ ფულია მარტო საჭირო რომ ფიჯივით ჩვენმა ბიჭებმაც ლაღად და ლამაზად ითამაშონ???

Posted by: Love The Sun 28 Jun 2013, 17:16
Kochia07
ფული ჭირდება სპეციალისტის ჩამოყვანასაც და მომზადებასაც.
ფული ჭირდება ბიჭების ჩამოყვანა მომზადებას.
ფული ჭირდება შესაბამის ატრიბუტიკას, სამედიცინო მომზადებას, სავარჯიშო საკვებ დანამატებს.
ფული ჭირდება მოედანს, რომლეზეც ბიჭები ივარჯიშებენ.
ყველაფერს ფული ჭირდება რასაც შედეგი მოაქვს, გარდა მონდომებისა და ბუნებრივი ნიჭისა.
ეგ ორი უკანასკნელი ჩვენ ბიჭებს აქვთ, დანარჩენი კრიტერიუმები კი არა smile.gif

Posted by: BULA 28 Jun 2013, 17:27
ფარა არის საჭირო, ფარა, როგორც ჩვენი ერთი უფროსი მეგობარი იტყვის ხოლმე smile.gif მაგის გარეშე რისი მიღწევაც შეიძლებოდა გავაკეთეთ და გავედით ზღვარზე, ახლა უკვე აი ის ყველაფერი გვჭირდება რაც ლუკამ ჩამოთვალა, მაგას ფულის გარეშე კიდე ვერ გააკეთებ, სამწუხაროდ smile.gif
ფიჯელები დაბადებიდან დარბიან რაგბის ბურთით ხელში და იმიტომაც არიან ბურთთან ასე კარგად, მაგრამ ზუსტად ფულის პრობლემების გამოა ის, რომ იმაზე წინ ვერ მიდიან, სადაც ახლა დგანან. იმიტომაა, რომ მათი ყველაზე ნიჭიერი მორაგბეების დიდი ნაწილი პატარა ასაკიდანვე ზელანდია, ავსტრალიაში მიდიან და ქვეყანას აღარ ადგებიან. იმიტომაა, რომ მსოფლიო თასის წინ 2011 წელს ლამის გუნდი ვერ შეკრიბეს და ვერ ჩავიდნენ ზელანდიაში... ანუ იმათაც ფულის პრობლემა აქვთ smile.gif

Posted by: Kochia07 28 Jun 2013, 17:39
არგენტინაც ჩვენსავით თამაშობს 7 კაცასsmile.gif))

Posted by: shavi dedazardli 28 Jun 2013, 17:43
ზოგად პრობლემებზე ბევრი დაიწერა, მარა კონკრეტული პრობლემბა, რომელიც ჩვენს 7 კაცას თიტქმის ყველა ტურნირზე აქვს (ყოველ შემტხვევასი ბოლო ტურნირებზე) არის შეუთამაშებლობა და ოპტიმალური გუნდის ვერა შეკრება, ნუ შეუთამაშებლობაც ამის ბრალია, ერთიან გუნდს რომ ვერ ვკრავთ. ლონდონის 7 კაცაზე სანამ გავიდოდით, მანამდე სხვა სემადგენლობით მოვიპოვეთ ეგ საგზური, მერე ლონდონის 7 კაცაზე სხვა შემადგენლობით ვაისპარეზეთ და ამ შვიდკაცაზე სხვა სემადგენლობა გვყავს წაყვანილი... იმას რომ ტავი დავანებოთ, რომ ოპტიმალური შემადგენლობა არც ე რთ შემტხვევაში არ გვყოლია, ყველა ტურნირზე სხვადასხვა შემადგენლობა შეუთამაშებლობის სერიოზულ პრობლემას აჩენს.
არა და ოპტიმალური შემადგენლობა რომ ვატამაშოთ სტაბილურად, დარწმუნებული ვარ მინიმუმ 1 ტავით ავიწევთ და სხვა ტუ არაფერი, რუსეთ-პორტუგალია-ესპანეთ-აშშ-ს აღარ დავეჩაგვრინებით.

Posted by: giorgi77 28 Jun 2013, 18:12
ფარა ვინ უნდა მოიძიოს? ფორუმ.გე-მ? biggrin.gif


Posted by: Jnrichi 28 Jun 2013, 18:30
QUOTE
ამის მიუხედავად, იმავე ამ მსოფლიო თასზე თავისუფლად შეიძლებოდა ბევრად უკეთესი შემადგენლობის წაყვანა. ჩვენს ხელთ არსებულ რესურსსაც კი ვერ ვიყენებთ სწორად. შემადგენლობის სხვანაირად დაყენებაზე და შეცვლებზე ბევრს აღარაფერს დავწერ... ერთს ვიტყვი, იმავე რუსეთში წასულ გუნდში არის რამდენიმე ისეთი კაცი, რომლის იქ ყოფნის მიზანსაც ვერ ვხვდები და ვერც იმას ვიგებ რა უნდათ საერთოდ 7-კაცა რაგბიში, ამ დროს იქ არ არის რამდენიმე ისეთი ადამიანი, რომელიც თანამედროვე 7-კაცას ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს.


ხოდა ამის მერე ფინანსებს ნუ დავაბრალებთ 7 კაცას წარუმატებლობეს, გასაგებია რომ ფინანსები არ გვაქვს საკმარისი მაგრამ რაც არის ეგეც საკმარისია იმისთვის რომ ელემენტალური შედეგი ვაჩვენოთ და 7 კაცა საღადაო და არასერიოზული თემა აღარ იყოს, ამათ შემყურე მილტონ ჰეიგს ვაბშე კიდია 7 კაცა, თუნდაც იმიტომ რომ რამდენიმე მოთამაშე საერთოდ არ იმსახურებს მსოფლიოზე ყოფნას და საერთოდ არაფერი საერთოც კი არ აქვს 7 კაცა რაგბისთან, მაშინ როცა წინ სვლაზეა ლაპარაკი და მოთამაშეების სწორად შერჩევაზე ჩონჩხა აუცილებლად უნდა წაეყვანათ, შესანიშნავ ფორმაშია ფიზიკურადაც და სათამაშო ფორმითაც, დაგლიჯა ლონდონშიც და აქაც რომ ითამაშეს წასვლის წინ, მაგრამ სამწუხაროა რომ დღეს ქართულ რაგბში ეგეთი მოთამაშეების დაჩაგვრაზე და არ დაფასებაზე გვიწევს ლაპარაკი.
* * *
ისე წელს ჩატარებული სეზონის და ჩემპიონობის მერე ჩონჩხას ნაკრებშიც ველოდი თბილისის თასზე მაინც, მაგრამ იმედია ეგრე გააგრძელებს და ა ნაკრებში მაინც დაუძახებენ 7 კაცასგან განსხვავებით.

Posted by: II მოსვლა 28 Jun 2013, 18:36
ოსთრელია-ესპანეთის მსაჯი რაფერ გავს გევინ ჰენსონს

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Jun 2013, 19:23
Love The Sun
QUOTE
სწავლა, სწავლა და სწავლა


თაჰსილ, თაჰსილ ვე თაჰსილ! =
ბაქოს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზის კედელი, 1983

Posted by: gia-gia-gia 28 Jun 2013, 19:28
ეჰ ბრატცი, ყველაფერს ფინანსები და დიდი ინვესტიციები სჭირდება რაოდენ ნიჭიერი და განათლებულიც არ უნდა იყო. თუ ქვეყანა ღატაკი და მშიერია ბოდიში და შეეცი თუ გინდა, ვერც მრგვალს და მიტ უმეტეს ვერც ოვალურს ვერ გააგორებს...


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Jun 2013, 20:03
ცოტა უკაცრავად კი ვიქნები და
უტყუარ ფაქტებზე მიგითითებთ,
რათა სწორი დასკვნები თავად გააკეთოთ

საქართველოს შვიდკაცის ჩემპიონატი
ტარდება ყოველ წელს

ჩაათვალიერეთ შედეგები =
რამდენი ეტაპია და ვინ მონაწილეობს ხოლმე

2012 >> http://site.rugby.ge/ka-GE/7k-2012/

ახლა დიზაინზე არ მლანძღოთ =
დაგონჯდა ძველიდან ახალი საითზე გადმოტანით =
ჩემს უკითხავად 34 წერტით დაავიწროვეს მუშა არე
და ძველ ცხრილებს მისადაგება ჭირდება = ჩატენვა!

2013 >> http://site.rugby.ge/ka-GE/Georgian-Sevens-Championship/

როგორც საბჭოთა ხანის "ლელო" დაწერდა,
მავანნი = აფხაზეთის ასსრ, ფოთის ვოდნიკი, ადიგენის კოლმეურნე =
თავს არიდებენ შეჯიბრს ... წლიდან წლამდე, ბლჲ’ბლჱ’ბლჵ

@

რა კავშირია (კორელაციაა, ნასწავლ ჯეელთა ენაზე) ჩემპიონატსა და პაესტკებს შორის?








+++

შაყირობენ? თვალში ნაცარს აყრიან სამყაროს?

http://www.rwcsevens.com/men/news/newsid=2068247.html#rwc+sevens+day+reaction

Russian President Vladimir Putin: “This spectacular, fascinating sport appeared in Russia more than 100 years ago. It is pleasing to note that there is a new page in the history of Rugby and it is coming back into the programme of the Olympic Games. I am sure that holding RWC Sevens will become an excellent boost for Rugby in Russia and attract talented young people to the sport.”

IRB Chairman Bernard Lapasset: "Rugby is breaking new frontiers around the world and Russia has dreamed for many years about welcoming the world’s greatest Rugby Sevens players to this iconic stage.This weekend that dream comes true. This great city and its wonderful people will be the most exceptional hosts of an event that Russians and Rugby fans alike will be proud of and an event that will showcase our wonderful sport and its character-building values ahead of our Olympic Games return in 2016. Our thanks go to the Rugby Union of Russia and the City of Moscow for their vision, dedication and hard work. I would like to wish all the teams the very best. And to everyone here and around the world, enjoy the skills of these magnificent athletes, enjoy the festival."

Posted by: რინგ 28 Jun 2013, 20:51
ამერიკის ნაკრებს ერთი ტიპი ყავს, კარლინ აილსი, 100 მეტრს 10.2 თუ რაღაცა ეგრე წამში გარბის და 400 მეტრში ამერიკის ოლიმპიურში კინაღამ შევიდა smile.gif ჩვენებიდან რომელიმე 11 წამზე სწრაფად გაიქცევა? smile.gif

Posted by: ditosila 28 Jun 2013, 22:49
იაპონიის ნკრებში დღეს ლოტე ტუქირს უთამაშია http://www.rwcsevens.com/men/matches/idcup=20131/season=2013/edition=25/gameno=12/matchDetails.html

Posted by: gia-gia-gia 28 Jun 2013, 23:41
QUOTE (ditosila @ 28 Jun 2013, 22:49 )
იაპონიის ნკრებში დღეს ლოტე ტუქირს უთამაშია

უყურე შენ! ვააააა ვაააააა war.gif

Posted by: giorgi77 29 Jun 2013, 00:10
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4475855

Posted by: Love The Sun 29 Jun 2013, 01:06
რინგ
სავარაუდოდ 11-ში ამოვა 1-2 კაცი (11.3, 11.5)
რაგბში (შვიდკაცაშიც კი) 100 მეტრზე მეტად 30 მეტრზე სისწრაფეა მნიშვნელოვანი smile.gif
gia-gia-gia
სხვა ლოთე თუქირია biggrin.gif
http://en.wikipedia.org/wiki/Lote_Tuqiri_(Japanese_rugby_union_player)
================================================

Posted by: iverieli 29 Jun 2013, 09:55
დაიწყო ზელანდიასთან ჩვენი წვალება smile.gif
უკვე 12-0

Posted by: giorgi77 29 Jun 2013, 09:56
ლელოს დაუდებთ ზელანდიას? smile.gif საინტერესოა.

დაუდეეეეეეთ, კარგია ფსიქოლოგიურად

Posted by: crusaders 29 Jun 2013, 10:03
ბევრი არ გვიწვალია sad.gif(((((((((((((((((((((((((((((

Posted by: duza1 29 Jun 2013, 10:04
ლინკი არის??????????????????????

Posted by: Love The Sun 29 Jun 2013, 10:04
ჯიგრები არიან.
ამ თამაშით კმაყოფილი ვარ.
კანადას თუ მოუგებენ ამ ტურნირით კმაყოფილი ვიქნები smile.gif
duza1
http://www.rwcsevens.com/liveblog/blogid=1849.html

Posted by: shavi dedazardli 29 Jun 2013, 10:05
QUOTE (giorgi77 @ 29 Jun 2013, 09:56 )
ლელოს დაუდებთ ზელანდიას? smile.gif საინტერესოა.

დაუდეეეეეეთ, კარგია ფსიქოლოგიურად



დაუდებთ user.gif


.............................................

P.შ.
ეგ არაფერი, 2015-ში დიდ რაგბში გვიწევს ამათთან თამაში და იქ ვანანებთ ამ მოგებას.

7 კაცაში რუსები, პორტოები და ესპანელებიც გვიგებენ, მარა დიდ რაგბში რას ვუშვრებით იმათ, გაიკიტხონ yes.gif

დაუსკდეთ გულები...

Posted by: Datka1964-10-10 29 Jun 2013, 10:56
სალამი ყველას!

ზელანდიასტან რა ანგარიშით წავაგეტ?

Posted by: crusaders 29 Jun 2013, 11:03
26-7


აი თამაში უელსი ტონგა მაგარია რა

Posted by: Sno 29 Jun 2013, 11:20
მომეწონა დღეს ჩვენების თამაში,ზელანდიასთან,რომ ამდენი ხანი გაქვს ბურთი ბევრს ნიშნავს,პროსტა აი რაღაც არ გვყოფნის რა.
პ.ს პორტუგალია რას უშვება არგენტინას
eek.gif

Posted by: Love The Sun 29 Jun 2013, 11:43
Sno
მაგ "რაღაცას" ქვია სისწრაფე, ჯანი, ფიტნესი biggrin.gif
=============================================

Posted by: giorgi77 29 Jun 2013, 13:46
აბა წარმატება ბიჭებს

იწყება,

Posted by: iverieli 29 Jun 2013, 13:49
იმედია უფრო უკეთ ათამაშდებიან ვიდრე წინა თამაშებში

Posted by: giorgi77 29 Jun 2013, 13:54
რას უბერავენ? ჰააააააააააააააააა

აჰა ფარა, ესეც ფარაააა? biggrin.gif

Posted by: Datka1964-10-10 29 Jun 2013, 13:55
აუუუუუუუუუუუუ მეკო რას ქოქავს ბიჭებს!!!!!!!!
თქვენ გენაცვალეთ!!!!!!!!!!

Posted by: giorgi77 29 Jun 2013, 13:58
კოლელიშვილი რასაც აკეთებდა დიდ რაგბში იგივეს აკეთებს შვიდკაცაში

Posted by: Fanat 29 Jun 2013, 13:59
აუ რავა ტყუილაუბრალოდ გაიგდო თავი

Posted by: Love The Sun 29 Jun 2013, 13:59
წააგო ვიტომ თამაში.
==============================================

Posted by: duza1 29 Jun 2013, 14:00
ისევ კოლელიშვილმა ჩააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააჯვა

Posted by: Makulatura 29 Jun 2013, 14:00
რა თამაშს ვაგებთ I ტაიმის მერე sad.gif

Posted by: Corvin von Amber 29 Jun 2013, 14:01
კოლელიშვილს დამრიგებელი და ჭკუის მსწავლელი არავინ ჰყავს დუნიაზე?

Posted by: giorgi77 29 Jun 2013, 14:06
მაინც კარგი თამაში იყო. მომზადების და რესურსის გათვალისწინებით, ნორმალურად გამოვიდნენ


კოლელიშვილს მგონი ქებამ აწყინა.

Posted by: duza1 29 Jun 2013, 14:07
კოლელიშვილი სართოდ არ უნდა გამოძახეო ჩემია აზრით არც ერთ ნაკრებში (დროებით მაინც). კი კარგი ბოჭვები აქვს მაგრა რასაც ვიტო დისციპლინურ შეცდომებს უშვებს ....... რავიცი sad.gif

Posted by: Datka1964-10-10 29 Jun 2013, 14:07
მოკლედ რამდენადაც ნიჭიერია ვიტო იმდენად დისციპლინაში მოუწესრიგებელი,ასე არ შეიძლება...არგენტინა 15 კაცა ეხლა კანადა 7 კაცა...კარგი რა.

Posted by: Love The Sun 29 Jun 2013, 14:09
Datka1964-10-10
ვიტოს ნიჭის და მონაცემის ფანი ვარ, მაგრამ მამუკა, დიმა, სუთოც მშვენიერი მესამე ხაზია რა smile.gif
===============================================================================

შეცვლაზე ბინგო. ლომიძე.
კიდე გვყავს 1-2 კაცი smile.gif

Posted by: crusaders 29 Jun 2013, 14:10
Love The Sun
QUOTE
ვიტოს ნიჭის და მონაცემის ფანი ვარ, მაგრამ მამუკა, დიმა, სუთოც მშვენიერი მესამე ხაზია რა
===============================================================================

შეცვლაზე ბინგო.
კიდე გვყავს 1-2 კაცი 

და ვიტო ამოაგდე სასტავიდან ? biggrin.gif

Posted by: duza1 29 Jun 2013, 14:10
აი რამდენ თამაშს ვუყურე ესეთი სისულელე არავის არ გაუკეთები რა, ნუთუ არ აანალიზებს ამ ყველაფერს ...................?????????????????????? ჩაუჯვა ბიჭებს მონდომებაში რააააა sad.gif

Posted by: TIROS A PUERTA 29 Jun 2013, 14:12
duza1
QUOTE
აი რამდენ თამაშს ვუყურე ესეთი სისულელე არავის არ გაუკეთები რა, ნუთუ არ აანალიზებს ამ ყველაფერს ...................?????????????????????? ჩაუჯვა ბიჭებს მონდომებაში რააააა

+1

Posted by: Love The Sun 29 Jun 2013, 14:12
crusaders
დროებით, სანამ დისციპლინას არ გამოასწორებს.
კაცი რომელიც თამაშში 5-ჯერ და მეტჯერ ჯარიმდება პოტენციური 15 ქულაა (რეალური 9 როგორც წესი) ჩვენ საწინააღგმდეგოდ.
რას აკეთებს 15 ქულისას? 15 ქულისას გორგოძე ვერ აკეთებს smile.gif
smile.gif

Posted by: giorgi77 29 Jun 2013, 14:13
ვიტოს დავანებოთ თავი, ჩვენ მაინც ვერაფერს უშველით ფორუმიდან biggrin.gif

კიდევ გვაქვს სათამაშო მანდ მსოფლიოზე? თუ მორჩა კინო?

Posted by: crusaders 29 Jun 2013, 14:15
Love The Sun
QUOTE
დროებით, სანამ დისციპლინას არ გამოასწორებს.
კაცი რომელიც თამაშში 5-ჯერ და მეტჯერ ჯარიმდება პოტენციური 15 ქულაა (რეალური 9 როგორც წესი) ჩვენ საწინააღგმდეგოდ.
რას აკეთებს 15 ქულისას? 15 ქულისას გორგოძე ვერ აკეთებს


გამოასწორებს იმედია თორე ნაკრებში მასეთი ძაღლი მესამე ხაზელი საწიროა იმიტომაც ათამაშებს ჰეიგი ყოველთვის

ნოემბერშიც იქნება ძირითადში wink.gif

და თავისი ბოჭვებით რამდენ 15 ქულას გადაარჩინა გუნდი?

ნუ დისციპლინას მიხედავს იმედია

Posted by: Love The Sun 29 Jun 2013, 14:23
crusaders
მაგ ბოჭვებს სუთიაშვილიც გააკეთებს, ბიწაძეც ბასილაიაც და კოკიც ბოლოს და ბოლოს smile.gif
არ ვამბობ რომ ისეთივე ეფექტურები იქნებიან (ამ ეტაპზე), მაგრამ გუნდ მაგდენი ქულა მაინც არ დაუჯდება.
ვიტოს უდიდესი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ დისციპლინას თუ არ მიხედა მისი ადგილი ნაკრებში არაა ...

Posted by: Jnrichi 29 Jun 2013, 14:26
ძლივს თამაშს იგებდნენ და რაღაცას აკეთებდნენ და ვიტომ მაგრად გააფუჭა ყველაფერი ჯარიმებსაც ბევრსიკიდებს მართალია და საერთოდ სწორხაზოვანი მარტო ზახვაჩიკი მესამე ხაზელია და დღეს უკვე უჭკუო და მარტო ჯანიანი დებილი იგროკი აღარვის უნდა, თუმცა მთლად ესე ერთი ხელის მოსმით ნუ გადაუსვამთ ვიტოს ხაზს, დაღლილი იყო აშკარად, მაინც ვერ ვხვდები ბინგო რატომ არ არის ეგეთი მუშა ბოჭვებშიც ჰაერშიც და "იგრავოიშიც" არავინ არის მაგ ნაკრებში თან ფორმაშია და უნდოდა თამაში...

Posted by: duza1 29 Jun 2013, 14:26
QUOTE
მაგ ბოჭვებს სუთიაშვილიც გააკეთებს, ბიწაძეც ბასილაიაც და კოკიც ბოლოს და ბოლოს
არ ვამბობ რომ ისეთივე ეფექტურები იქნებიან (ამ ეტაპზე), მაგრამ გუნდ მაგდენი ქულა მაინც არ დაუჯდება.
ვიტოს უდიდესი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ დისციპლინას თუ არ მიხედა მისი ადგილი ნაკრებში არაა ...


აბა რა ...

Posted by: Love The Sun 29 Jun 2013, 14:30
Jnrichi
ბინგო ნელია შვიდკაცისათვის.
ვიტოს ჩამოწერას არ ვაპირებ, ქართული მესამე ხაზის მომავალია biggrin.gif
უბრალოდ სანამ დისციპლინას არ გამოასწორებს პატარა სადამსჯელო ღონისძიებები smile.gif


Geo vs USA 19 - 26
Geo vs NZL 7 - 26
Geo vs Can 19 - 26
ყველასთან 26 ქულა გავუშვით biggrin.gif

Posted by: Jnrichi 29 Jun 2013, 14:34
QUOTE
Love The Sun


ბახვა კობახიძე ხო რას ამბობ ქარივით არის smile.gif)))) ან რამდენიც გინდა იმდენია ეგეთი ნელი ჩვენ 7 კაცაში ჯიმშელაძე კიდევ თუ გინდა დარწმუნებული ბინგოც და ბევრიც გაასწრებენ სხვატკიდან smile.gif

Posted by: Love The Sun 29 Jun 2013, 14:36
Jnrichi
ბახვა მშვენივრად დარბის ნაბიჯს რომ გაშლის.
ვერც ბახვას და ვერც ჯიმშელაძეს 30 მეტრზე ბინგო ვერ გაასწრებს smile.gif

Posted by: Jnrichi 29 Jun 2013, 14:37
შენ არმიის გულშემატკივარი ხარ როგორც გატყობ smile.gif

Posted by: სურამელი 29 Jun 2013, 14:38
QUOTE
ბინგო

ერთი პერიოდი ხო იყო შვიდკაცაში?

Posted by: Love The Sun 29 Jun 2013, 14:43
Jnrichi
ბავშვობიდან ყოჩების გულშემატკივარი ვარ და არასდროს (საერთოდ) არმიისთვის არ მიგულშემატკივრია, მიუხედავად იმისა რომ ჩემი ძმაკაცები თამაშობენ მაგ გუნდში smile.gif

Posted by: Jnrichi 29 Jun 2013, 14:46
QUOTE
ბინგო


იყო და ძაან მაგრადაც თამაშობდა ჰაერშიც და მიწაზეც და ბინგოს საქმე არ არის 100 მ სირბილი და ლელოების დადება, დგეს რომ ბინგო ყოფილიყო დარწმუნებული ვარ მოიგებდნენ ამ თამაშს, მაგრამ როგორც ჩანს ბახვა ჯიმშელა და ეგ ხალხი ურჩევნიათ ბინგოს ბევრ რამეში smile.gif))))

Posted by: Love The Sun 29 Jun 2013, 14:49
Jnrichi
შვიდკაცა დღესდღეობით არის სისწრაფის და ფიტნესის თამაში.
ეგ ორი რამეა უმნიშვნელოვანესი.
ბიგნოს თავის ასაკში და დღევანდელ ფიზიკურ კონდიციებში შვიდკაცა არ უნდა ეთამაშა.
smile.gif
ბახვას და ჯიმშელას არაფერი დაუშავებიათ ნამდვილად, რატომღაც ერჩი biggrin.gif

Posted by: archilcheghe 29 Jun 2013, 14:51
ისე ზოგი აქ იმიტომ წერს რომ უბრალოდ რამე დასწეროს? sad.gif

Posted by: Jnrichi 29 Jun 2013, 14:55
მეც მაგას ვამბობ რომ დგეს 7 კაცა არის სწრაფების და ფიზიკურად მაგარ ფორმაში მყოფი სპორცმენების სათამაშო რაშიც გვიჩირს ზუსტად ჩვენ, მერე მოდის სხვა დანარჩენი ტექნიკურობა ჭკუა და ასე შემდეგ, არგენტინასთან ბინგო გამორჩეული იყო და კარგ ფორმაშია და როგორც ვიცი სურვილიც ქონდა მოსკოვში თამაშის, ბახვას და ჯიმშელას კი არ ვერჩი არაფერი ცუდი მაგათზე არ მითქვამს უბრალოდ ბინგოს თუ სისწრაფეს უწუნებთ ეგენი მაგალითად მოვიყვანე რომ არც ეგენი არიან სწრაფები და ბინგოზე იგრავოი ხოდზე თან ბინგო ბევრად გამოცდილია.

Posted by: wesley_fofana 29 Jun 2013, 15:05
გამარჯობა, ჩვენების ვერცერთ თამაშს ვერ ვუყურე და თუ მოიპოვება ჩანაწერი იქნებ დადოთ ვინმემ. წინასწარ მადლობა

Posted by: giorgi77 29 Jun 2013, 15:10
QUOTE
გამარჯობა, ჩვენების ვერცერთ თამაშს ვერ ვუყურე და თუ მოიპოვება ჩანაწერი იქნებ დადოთ ვინმემ. წინასწარ მადლობა


კი იქნება ყველა თამაშის ჩანაწერი, მოგვიანებით დავდებ ბმულს


.... და პორტუგალიამ როგორ მოახერხა ჰონგ კონგთან წაგება? biggrin.gif

ესპანელებმა კიდე ტუნისთან?

Posted by: რინგ 29 Jun 2013, 15:16
QUOTE (Love The Sun @ 29 Jun 2013, 01:06 )
რინგ
სავარაუდოდ 11-ში ამოვა 1-2 კაცი (11.3, 11.5)
რაგბში (შვიდკაცაშიც კი) 100 მეტრზე მეტად 30 მეტრზე სისწრაფეა მნიშვნელოვანი smile.gif

30 =საც კარგად გაიქცევა ჯიგარი ამერიკელი არ იდარდო ) იუტუბზე მოძებნე Carlin Isles

Posted by: N1ka 29 Jun 2013, 15:23
ფრუიძე რა მაგარი ბიჭია bis.gif bis.gif

Posted by: Love The Sun 29 Jun 2013, 15:35
რინგ
ნანახი მაქვს კარლინის თამაშებიც და ვიდეოებიც.
ძირითადად შეცვლაზეა, ამერიკის ნაკრებშიც კი ვერ ხვდება ძირითადში smile.gif

Posted by: Makulatura 29 Jun 2013, 16:12
რაცხა მეეჭვება ფიჯი ვინმემ გააკავოს .

Posted by: Love The Sun 29 Jun 2013, 17:02
QUOTE (Makulatura @ 29 Jun 2013, 16:12 )
რაცხა მეეჭვება ფიჯი ვინმემ გააკავოს .

დაარჭეს ფიჯელები sad.gif
=====================================
არადა მაგათკენ ვარ smile.gif

Posted by: რინგ 29 Jun 2013, 17:08
QUOTE (duza1 @ 29 Jun 2013, 14:07 )
კოლელიშვილი სართოდ არ უნდა გამოძახეო ჩემია აზრით არც ერთ ნაკრებში (დროებით მაინც). კი კარგი ბოჭვები აქვს მაგრა რასაც ვიტო დისციპლინურ შეცდომებს უშვებს ....... რავიცი sad.gif

ეგ კოლელიშვილი იყო ერთხელ, სხვა გუნდელებთან ერთად, სხვები ვერ ვიცანი და იმდენ არაყს სვამდნენ და იმდენს ეწეოდნენ, კოლელიშვილი განსაკუთრებით, რომ რავი მაგის(მაგათი) სპორტსმენობა რავ თქვი მე smile.gif

Posted by: II მოსვლა 29 Jun 2013, 17:17
არავის *&^% საქმე არ არის ვინ რას გააკეთებს მოედნის მიღმა. მთავარია გამოვიდნენ და კარგად შეასრულონ ის რასაც ავალებენ. ლოურენს დალალიო მარიხუანას ეწეოდა, სერგეი სერგეევი სიგარეტს, მაგრამ მაგაზე დიდი მორაგბე 90-იანების მერე არ ყოლიათ რუსებს. მთელი ავსტრალიის უკანახაზი ლოთები და ჩხუბისთავები არიან (ბილი, იოანი, კუპერი, ოქონორი) მაგრამ არავის წამოცდება აუგი მაგათზე. ალკოჰოლსაც დალევენ, დათვრებიან კიდეც და მოლხენასაც არავის შეგეკითხებიან.

Posted by: Love The Sun 29 Jun 2013, 17:19
რინგ
კოლელიშვილს უმცროსი ძმაც ყავს (ისიც მორაგბე) და ისე შიგადაშიგ როცა რეჟიმში არაა რომ დალიოს და მოწიოს არაფერი შავდება.
ვიტო კლერმონშIა და სასწაულ რეჟიმში ყავთ ბოლო 3 წელია biggrin.gif

Posted by: crusaders 29 Jun 2013, 17:49
QUOTE
კოლელიშვილს უმცროსი ძმაც ყავს (ისიც მორაგბე) და ისე შიგადაშიგ როცა რეჟიმში არაა რომ დალიოს და მოწიოს არაფერი შავდება.

თანაც ფიზიკურად საკმაოდ გავს

ბაჩო საუკეთესო მოთამაშე გახდა ტურნირის ეხლა რომ უნივერსიადა მოიგეს იქ

Posted by: Love The Sun 29 Jun 2013, 17:53
crusaders
კი, ბაჩოც ძალიან მაგარ ფორმაშია ახლა smile.gif
==============================

Posted by: Corvin von Amber 29 Jun 2013, 18:30
ფაქტია, რომ ჯგუფში ორი თამაშის მოგება საკმაოდ რეალური და სრულიად შესაძლებელი იყო.
ეს უკვე მერამდენედ უნდა ამოვიოხროთ და ვთქვათ: რომ არა ეს, რომ არა ის.....
დიდ რაგბშიც და შვიდკაცაშიც.

Posted by: Jnrichi 29 Jun 2013, 19:14
[quote]ფაქტია, რომ ჯგუფში ორი თამაშის მოგება საკმაოდ რეალური და სრულიად შესაძლებელი იყო.ეს უკვე მერამდენედ უნდა ამოვიოხროთ და ვთქვათ: რომ არა ეს, რომ არა ის.....დიდ რაგბშიც და შვიდკაცაშიც.[

რეალური იყო და უნდა მოგვეგო კიდევაც, მაგრამ პრობლემა ყოველთვის "რომ არა ეს, რომ არა ის" არის, რომ წაეყვანათ და ათამაშონ ის მოთამაშეები ვინც მართლა ფორმაში არიან და აკმაყოფილებენ 7 კაცას მოთხოვნებს და არა ისეთები საერთოდ რომ რა უნდათ 7 კაცაში, ეხლა გავიგე რომ თურმე ქართველ სპორცმენს დალევა და მოწევაც შეუძლია რადგან ავსტრალიაში და სხვა დიდ სარაგბო ქვეყნებშიც არიან ეგეთი მოთამაშეები და იქამდე იქნება ეგრე სანამ მსოფლიოზე წაყვანილ მოთამაშეებზე ვიტყვით "რა გინდა არაფერი გაუფუჭებია", თურმე კარგი შედეგია მოთამაშისთვის მსოფლიოზე როცა მოახერხა და არაფერი გააფუჭა ესე იგი მეტი რა უნდა გაეკეტებინა ხოო, მაშინ გვეშველება როცა მოთამაშის არაფრის გაკეთება და არ გაფუჭება დამაკმაკოფილებელი არ იქნება და სპორცმენი უდისწიპლინო მწეველი და ლოთი არ უნდა იყოს, სხვათა შორის მსგავსი პრობლემების გამო ავსტრალიაშიც და სხვა ქვეყნებშიც დიდი პრობლემები ექმნებათ ყველას ნაკრებებშიც და გუნდებშიც და თუ არ გამოსწორდებიან ბევრს აგარც ათამაშებენ ხოლმე, და კიდევ ერთი ეგეთი მონაცემები მქონე სპორცმენები როგორიც კუნძულელები და სამხრეთელები არიან თავს აძლევენ ხოლმე რაღაცეების უფლებას და მაგათ სხვა კარგ რაღაცეებში შევეჯიბროთ და მივბაძოთ ვიდრე იმის ძახილი რომ მერე რა ისენიც ეწევიან და სვამენ,

Posted by: QOMAGI 29 Jun 2013, 19:14
ვერ დაღვინდა რა კოლელიშვილი, არადა გამოუცდელიაო მაგასაც ვერ იტყვი...
თან საკუთარ შეცდომებზეც ვერ სწავლობს, მერამდენეა უკვე sad.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Jun 2013, 20:00
აბა, ვისაც მათემატიკა ეხალისება,
გამოთვალოს, ვის ვხვდებით ხვალ და
რომელ საათზე?

თარგი აქაა
http://www.rwcsevens.com/men/fixturesresults/index.html
დაწკაპეთ ნოქაუთზე

Bowl QF = ფიალის 1\4 ფინალი

30 Jun 2013 - 09:30 5th best third place flag__N_ - flag__N_ 6th best 4th place Bowl QF
30 Jun 2013 - 09:52 2nd best 4th place flag__N_ - flag__N_ 3rd best 4th place Bowl QF
30 Jun 2013 - 10:14 Best 4th place flag__N_ - flag__N_ 4th best 4th place Bowl QF
30 Jun 2013 - 10:36 6th best third place flag__N_ - flag__N_ 5th best 4th place Bowl QF

პულები კი აქაა http://www.rwcsevens.com/men/pools/index.html

@


Posted by: giorgi77 29 Jun 2013, 20:03
ვეღარ დათვალეს რუსებმა....


მეც ამერია უკვე, რა აბდა-უბდა სისტემაა

Posted by: Love The Sun 29 Jun 2013, 20:09
Jnrichi
ვიღაც ვიღაცეების პირადი "ფანობა" არ განსაზღვრავს საბედნიეროდ სელექციას.
წაიყვანეს მოთამაშეები ვინც ჩათვალეს რომ სჭირდებოდათ.
მეც ვთვლი რომ უკეთესების წაყვანაც შეიძლებოდა, მაგრამ ბინგოს მათში ნაღდად არ მოვიაზრებ.
შვიდკაცაში დიდი ნაკრების ძირითადი გუნდის პოტენციურ მეორეხაზელს არაფერი ესაქმება.
კარგი შედეგი არის გამარჯვებები, კარგი შედეგიაო არავის დაუწერია smile.gif უბრალოდ სხვა მოთამაშეების ერთი კვირიანი შეკრებითაც ვერ მივაღწევდით უკეთეს შედეგს.
ის რომ "ორი თამაშის მოგება შეგვეძლო" "არაფრის გამფუჭებელი ბიჭების" უდიდესი თავდადების შედეგია და არა იმის, რომ როგორც გუნდი რომელიმეს მაინც ვჯობდით.
არც ის დამიწერია, რომ "მოწევა და დალევა შეიძლება სპორტმენისათვის", უბრალოდ როდესაც არდადეგები აქვთ მაგასაც შვებიან (არავისთვისაა საიდუმლო) და მერე მოედანზე მაინც ლომებივით არიან.
მთავარია როდესაც შეკრებაა და თამაშები გველის მაშინ არ აურიონ ...

Posted by: giorgi77 29 Jun 2013, 20:12
ესპანეთიც შეიძლება იყოს...... ყველაზე მურტალი შეგვხდება მეოთხე ადგილოსნებიდან


ჰა მგონი დავთვალე biggrin.gif

მეოთხე მეოთხე ადგილოსანი გამოვდივართ ჩვენ და ფიალაზე ვხვდებით საუკეთესო მეოთხე ადგილოსანს ანუ ჰონგ კონგს


აბა თუ გავარტყი biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Jun 2013, 20:15
პირველი ნაბიჯი

A3 Tunisia 3 1 0 2 40 88 -48 6 14 -8 5
A4 Spain 3 0 0 3 41 68 -27 7 10 -3 3

B3 Japan 3 0 1 2 29 64 -35 5 10 -5 4
B4 Russia 3 0 1 2 17 64 -47 3 10 -7 4

C3 Zimbabwe 3 1 0 2 38 59 -21 6 9 -3 5
C4 Philippines 3 0 0 3 12 93 -81 2 15 -13 3

D3 USA 3 1 0 2 59 60 -1 9 10 -1 5
D4 Georgia 3 0 0 3 45 78 -33 7 12 -5 3

E3 Tonga 3 1 0 2 55 73 -18 9 11 -2 5
E4 Uruguay 3 0 0 3 5 116 -111 1 18 -17 3

F3 Portugal 3 1 0 2 38 48 -10 6 8 -2 5
F4 Hong Kong 3 1 0 2 31 99 -68 5 15 -10 5


მეორე ნაბიჯი


D3 USA 3 1 0 2 59 60 -1 9 10 -1 5
F3 Portugal 3 1 0 2 38 48 -10 6 8 -2 5
E3 Tonga 3 1 0 2 55 73 -18 9 11 -2 5
C3 Zimbabwe 3 1 0 2 38 59 -21 6 9 -3 5
=
A3 Tunisia 3 1 0 2 40 88 -48 6 14 -8 5
B3 Japan 3 0 1 2 29 64 -35 5 10 -5 4


B4 Russia 3 0 1 2 17 64 -47 3 10 -7 4
A4 Spain 3 0 0 3 41 68 -27 7 10 -3 3
D4 Georgia 3 0 0 3 45 78 -33 7 12 -5 3
F4 Hong Kong 3 1 0 2 31 99 -68 5 15 -10 5
C4 Philippines 3 0 0 3 12 93 -81 2 15 -13 3
E4 Uruguay 3 0 0 3 5 116 -111 1 18 -17 3


მესამე ნაბიჯი


1 A3 Tunisia 3 1 0 2 40 88 -48 6 14 -8 5
2 B3 Japan 3 0 1 2 29 64 -35 5 10 -5 4
3 B4 Russia 3 0 1 2 17 64 -47 3 10 -7 4
4 A4 Spain 3 0 0 3 41 68 -27 7 10 -3 3
5 D4 Georgia 3 0 0 3 45 78 -33 7 12 -5 3
6 F4 Hong Kong 3 1 0 2 31 99 -68 5 15 -10 5
7 C4 Philippines 3 0 0 3 12 93 -81 2 15 -13 3
8 E4 Uruguay 3 0 0 3 5 116 -111 1 18 -17 3

ანუ

30 Jun 2013 - 09:52 ესპ - საქ

@ თუ არ შემეშალა

Posted by: giorgi77 29 Jun 2013, 20:19
ჰონკონგია მგონი ბატონო ზაალ

5 ქულა აიღეს, შემდეგ რუსეთი, შემდეგ ესპანეთი და ჩვენ.

30 Jun 2013 - 10:14 Best 4th place flag__N_ - flag__N_ 4th best 4th place Bowl QF

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Jun 2013, 20:26
გასწორებული მეორე ნაბიჯი

D3 USA 3 1 0 2 59 60 -1 9 10 -1 5
F3 Portugal 3 1 0 2 38 48 -10 6 8 -2 5
E3 Tonga 3 1 0 2 55 73 -18 9 11 -2 5
C3 Zimbabwe 3 1 0 2 38 59 -21 6 9 -3 5
=
A3 Tunisia 3 1 0 2 40 88 -48 6 14 -8 5
B3 Japan 3 0 1 2 29 64 -35 5 10 -5 4

F4 Hong Kong 3 1 0 2 31 99 -68 5 15 -10 5
B4 Russia 3 0 1 2 17 64 -47 3 10 -7 4
A4 Spain 3 0 0 3 41 68 -27 7 10 -3 3
D4 Georgia 3 0 0 3 45 78 -33 7 12 -5 3
C4 Philippines 3 0 0 3 12 93 -81 2 15 -13 3
E4 Uruguay 3 0 0 3 5 116 -111 1 18 -17 3


გასწორებულივე მესამე


1 A3 Tunisia 3 1 0 2 40 88 -48 6 14 -8 5
2 B3 Japan 3 0 1 2 29 64 -35 5 10 -5 4
3 F4 Hong Kong 3 1 0 2 31 99 -68 5 15 -10 5
4 B4 Russia 3 0 1 2 17 64 -47 3 10 -7 4

5 A4 Spain 3 0 0 3 41 68 -27 7 10 -3 3
6 D4 Georgia 3 0 0 3 45 78 -33 7 12 -5 3
7 C4 Philippines 3 0 0 3 12 93 -81 2 15 -13 3
8 E4 Uruguay 3 0 0 3 5 116 -111 1 18 -17 3


ჰოდა, 3 - 6 ანუ

30 Jun 2013 @ 10:14 ჰნკ - საქ

@

* * *



+++


როცა ზარმაცობენ ორგანიზატორები,
ხელი უნდა გამოვიღოთ ფორუმელებმა


საქართველო -

"დ" პული = გარანტირებული სამი თამაში!

28/06 16.06 შტატები 19:26
29/06 09.44 ზელანდია 7:26
29/06 13.46 კანადა 19:26

ფიალა = წაგებული მყის ვარდება!

30/06 (1/4ფ) 10.14 ჰონკონგი 0:0
30/06 (1/2ფ) 14.50 იაპონია | ფილიპინ 0:0
30/06 (ფინ) 18.15 ( ტუნ | ურუ ) | ( რუს | ესპ) 0:0


Posted by: giorgi77 29 Jun 2013, 21:03
დაწერეს რუსებმაც

In the Plate quarter finals Samoa will play Zimbabwe, Argentina will meet USA, Scotland face Portugal who earlier beat Argentina 17-10 thanks to a hat-trick from Duarte Moreira. Tonga await Canada who beat the USA 15-14 in one of the matches of day two.

Hosts Russia will play Spain in the second Bowl quarter final after they drew 12-12 with Japan to give the crowd something to cheer about, coming from 12-0 behind.

Elsewhere Aymen Gloulou scored with the final play as Tunisia also caused an upset, beating Spain 26-24 and they now meet Uruguay in the opening match of day three. Hong Kong play Georgia and Japan meet the Philippines in the other two Bowl quarter finals.



ჰონგ-კონგს თუ მოუგეთ ვხვდებით ფილიპინებსა და ურუგვაის შორის გამარჯვებულს


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Jun 2013, 21:29
ფილიპინებსა და იაპონიას შორის გამარჯვებულს


საქართველო -

@ ფიალა = წაგებული მყის ვარდება!

30/06 (1/4ფ) 10.14 ჰონკონგი 0:0
30/06 (1/2ფ) 14.50 იაპონია | ფილიპინ 0:0
30/06 (ფინ) 18.15 ( ტუნ | ურუ ) | ( რუს | ესპ) 0:0

Posted by: Ragefinder(overthehill) 30 Jun 2013, 01:12
II მოსვლა
ჰო ანუ მანამდე რაც გითხარი იმაში არ მედავები. ეს კარგია. უმთავრესია.

Posted by: zaal1969 30 Jun 2013, 10:11
მუშა ლინკი ხომ არ იცით ჩვენების ტამაში იწყება?

Posted by: giorgi77 30 Jun 2013, 10:12
ამ არტემიევს ინგლისურზე ეტყობა რომ დიდი ხანია რაც ბრიტანეთში ცხივრობს...

ყველაფერი თუ კარგად წავიდა დღეს ფინალში რუსეთს შევხვდებით
* * *
აჰაააა ვიტომ რეაბილიტაცია გააკეთა ნაწილობრივ ყოჩაღ
* * *
მაგარი პასი გააკეთა სამხარაძემ, ლამაზი ლელო იყო

Posted by: სურამელი 30 Jun 2013, 10:22
http://www.rwcsevens.com/liveblog/blogid=1852.html

Posted by: crusaders 30 Jun 2013, 10:23
QUOTE
მაგარი პასი გააკეთა სამხარაძემ, ლამაზი ლელო იყო

მაგარი ლელო იყო

Posted by: giorgi77 30 Jun 2013, 10:25
ჰონგკონგს კიდევ გაუგდეს კაცი და ლელოც დავდეთ, ფრუიძემ ისარგებლა მეტოქის შეცდომით
* * *
რა ქნა მეკომ ახლა.... გაქცევა დაეზარა.....

Posted by: markes 30 Jun 2013, 10:28
http://firstrowus.eu/watch/193551/2/watch-rugby---irb-rugby-world-cup-sevens-2013.html
საქართველო-ჰონგ-კონგი
21 - 5
3 წუთია დარჩენილი

Posted by: სურამელი 30 Jun 2013, 10:28
რა ქნეს 100% ლელო ვერ დადეს sad.gif(((

Posted by: II მოსვლა 30 Jun 2013, 10:31
მეკო შვიდკაცას მამაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

Posted by: სურამელი 30 Jun 2013, 10:33
ვის ვხდებით ამის მერე და როდის?
იაპონია -ფილიპინებს შორის გამარჯვებულს ხო?

Posted by: Love The Sun 30 Jun 2013, 10:37
სურამელი
30/06 (1/4ფ) 10.14 ჰონკონგი 0:0
30/06 (1/2ფ) 14.50 იაპონია | ფილიპინ 0:0
30/06 (ფინ) 18.15 ( ტუნ | ურუ ) | ( რუს | ესპ) 0:0

Posted by: giorgi77 30 Jun 2013, 10:37
31-10

არაფერი მამა არაა მეკო, მაგრამ თანახმა ვარ მამა იყოს თუ საბოლოოდ შვიდკაცაში გადაიყვანენ.

მე მაღალი ბიჭის თამაში მომწონს, ძალიან კარგია, მგონი აიას მოთამაშე. სამხარაძეც კარგია,

Posted by: crusaders 30 Jun 2013, 10:38
giorgi77
QUOTE
მე მაღალი ბიჭის თამაში მომწონს, ძალიან კარგია, მგონი აიას მოთამაშე. სამხარაძეც კარგია,

პირველი ნომერი? თუ ფრუიძე

ორივე კარგია
* * *
როგორც ჩანს იაპონიასთან მოგვიწევს შეხვედრა აფარჩაკებენ ფილიპინელებს

Posted by: giorgi77 30 Jun 2013, 10:46
იაპონელების ლოთე თუკირი, იმ ცნობილ ლოთე ტუკირიზე ორჯერ დიდია, ვიღაცამ იკითხა აქა

crusaders
ჰონკონგში პირველი თამაში წავაგეთ მაგათთან და მეორე თამაში მოუგეთ ლონდონში გასასვლელად. ძალიან სწრაფები არიან იაპონელები.

Posted by: crusaders 30 Jun 2013, 10:50
giorgi77
QUOTE
ჰონკონგში პირველი თამაში წავაგეთ მაგათთან და მეორე თამაში მოუგეთ ლონდონში გასასვლელად. ძალიან სწრაფები არიან იაპონელები.

კი მახსოვს ეგ

სწრაფები არიან მართლაც ძაან ვნახოტ რა იქნება აბა

Posted by: giorgi77 30 Jun 2013, 11:11
რა კარგი ნაკრები ყავს ზიმბაბვეს, დიდმა ნაკრებმაც რომ იყოჩაღოს უკეთსი იქნება, უსახურ ნამიბიას ნაღდად აჯობებს მსოფლიოზე მაგათი ნახვა.

Posted by: II მოსვლა 30 Jun 2013, 11:36
QUOTE
არაფერი მამა არაა მეკო

მამაზე დიდია, ჩვენი შვიდკაცის ნამდვილი ვარსკვლავია. მეკოს გარეშე შეტევითი პოტენციალი 2-3-ჯერ იკლებს. სულ შვიდკაცაში არ უნდა გადაიყვანონ. 15 კაცასთვის შეუცვლელია. არგენტინაშიც გამოჩნდა და თბილისის ტურნირზეც. ნიპონის წვრილჭრილიანებს კიდე გადავკუზავთ და მეორე ხიროსიმას მოვუწყობთ.

Posted by: giorgi77 30 Jun 2013, 12:43
QUOTE
15 კაცასთვის შეუცვლელია. არგენტინაშიც გამოჩნდა და თბილისის ტურნირზეც


იმედია ჰეიგი არ ფიქრობს მასე... შვიდკაცაში დარჩეს ჯობია, ოლიმპიური სახეობაა ბოლობოლო და ნაკრებს გამოადგება მისი გამოცდილება

QUOTE
ნიპონის წვრილჭრილიანებს კიდე გადავკუზავთ და მეორე ხიროსიმას მოვუწყობთ.


ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. თუმცა ძალიან მინდა რომ ფიალა მაინც მოიგონ, მე არ ველოდი აქამდე თუ მოვიდოდნენ.

Posted by: რინგ 30 Jun 2013, 12:52
სტადიონი რა გატენილია smile.gif

დავაი, მე ლევანი ბოტიას ვბალეშჩეკობ, დააკვირდით, ფიჯის ნომერი 2. მიდი ლევანი!

Posted by: II მოსვლა 30 Jun 2013, 12:53
ჰეიგის სიტყვებია, ზუსტდ ეგრე ფიქრობს
თვითონ უკეთ იცის სად დარჩეს და სად წავიდეს
ჩვენც ახლა უცებ არ მოვხვდეთ ოლიმპიადაზე
რომ გავალთ ფინალში კიდევ უფრო ხმამაღლა ვიყვირებთ

Posted by: კოქსი 30 Jun 2013, 13:11
თამაში არის კიდევ? დღეს? და რომელზეა??

Posted by: giorgi77 30 Jun 2013, 13:51
ინგლისი აუპატიურებს ავსტრალიას biggrin.gif

Posted by: archilcheghe 30 Jun 2013, 14:04
giorgi77
QUOTE
ინგლისი აუპატიურებს ავსტრალიას 

givi.gif

კინაღამ ......................

Posted by: giorgi77 30 Jun 2013, 14:12
ხო გაუძალიანდნენ ცოტა ბოლოში biggrin.gif

Posted by: archilcheghe 30 Jun 2013, 14:23
აუ რას დარბიან ეს შობელძაღლები sad.gif (კენიელები)

Posted by: სურამელი 30 Jun 2013, 14:39
დიდი იმედი მაქვს იაპონია მოვუგებთ და რუსებს შევხდებით smile.gif

Posted by: markes 30 Jun 2013, 14:51
http://i.livetvstatic.ru/webplayer2.php?t=letontv&c=rusiqrugby32&lang=ru&eid=176045&lid=145498&ci=819&si=77

საქართველო - იაპონია

Posted by: სურამელი 30 Jun 2013, 14:55
ფრედ რომ დამთვარდეს მაგ შემთხვევაში რა ხდება?

Posted by: giorgi77 30 Jun 2013, 14:57
არიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიისსსსსსსსსსსსსსს

Posted by: crusaders 30 Jun 2013, 14:59
უსმინეთ რას იძახიან რუსები? საქართველოსთან თამაშI გვირჩევნიაო

Posted by: სურამელი 30 Jun 2013, 15:01
QUOTE
უსმინეთ რას იძახიან რუსები? საქართველოსთან თამაშI გვირჩევნიაო

ჰოდა ეგ საქართველო იქნება ლუჟნიკებზე რომ შეარცხვენს:@

Posted by: AVIATORI01 30 Jun 2013, 15:02
საქართველო 14-0 იაპონია I ტაიმი

21-24 წავაგეთ, კოლელიშვილმა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაგარი ლელო დადო, მაინც დაგვაღალატა თავისი სინბინით

Posted by: Love The Sun 30 Jun 2013, 15:05
6 კაცი ისევ.....
არ იყო არადა გასაგდები !!!
===================================

ეგრე ვიტო!!!! ჯიგარი ხარ ! ! !



და ისევ იგივე ქნა ! ! ! sad.gif
კაროჩე რა.

Posted by: სურამელი 30 Jun 2013, 15:06
ვიტოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო, რა შეუსრულა
* * *
მოკლედ რა, ერთს ისეთს გააკეთებს გაგახარებს ხოლმე და უცებ....sad.gif

Posted by: archilcheghe 30 Jun 2013, 15:10
ისევ ვიტო sad.gif ...................................

Posted by: Love The Sun 30 Jun 2013, 15:10
ვახ ჩემი რა....
ვახ ჩემი.
=====================

ორი თამაში წავაგეთ ამ ტურნირზე, ორივე უმნიშვნელოვანესი ვიტოს უდისციპლინოს გამო.
======================

Posted by: ქაშიბაძე 30 Jun 2013, 15:11
ეს ვინ არის ჩემიsad.gif



--------------------------

Posted by: სურამელი 30 Jun 2013, 15:12
კაროჩე რა, ვიტოს უდისციპლინობას აღარ აქვს საზღვარი რა....

Posted by: Corvin von Amber 30 Jun 2013, 15:12
აი, ვაპირებდი დაწერას: ვიტომ თუ რაღაც არ გააჩალიჩა მეორე ტაიმში-მეთქი!...
ვაპირებდი....
ვინ მაცალა smile.gif

Posted by: sandrikia 30 Jun 2013, 15:13
აუ რა ხელი წავაგეთ რაა ეს ტოო.....

Posted by: archilcheghe 30 Jun 2013, 15:13
აუ ამის რაააააააააააააააააააააააააააააააააა sad.gif(((((((((((((((((((((((((((((((((((

Posted by: კოქსი 30 Jun 2013, 15:13
biggrin.gif

........................................................................................................................................................................................................................................

Posted by: zaal1969 30 Jun 2013, 15:13
რაგბი ინტელექტუალური თამაშია და რქებით არაფერი გამოდის

Posted by: gia-gia-gia 30 Jun 2013, 15:13
კაროჩე, არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ კოლელიშვილმა უნდა დაახვიოს ნაკრებიდან

Posted by: giushki 30 Jun 2013, 15:13
ამ ვიტოს საერთოდ რატო იძახებენ? რა აზრი აქვს გამოწერილი აქვს ყველა თამაშში ყვითელი

Posted by: Love The Sun 30 Jun 2013, 15:14
gia-gia-gia
წავშალე
============================================

Posted by: Corvin von Amber 30 Jun 2013, 15:16
ისევ ამ ბიჭის საკეთილდღეოდ....
რაიმე დისციპლინარული სასჯელი უნდა გამოუწეროს რაგბის კავშირმა....
ან არ ვიცი მე სხვა გამოსავალი....


Posted by: კოქსი 30 Jun 2013, 15:16
რატო ვიცით ეგრე ამჩატება რა უბედურებაააა.......................

აუ რუსებთან თამაში გაასწორებდაsmile.gif

Posted by: zaal1969 30 Jun 2013, 15:17
gia-gia-gia
QUOTE
კაროჩე, არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ კოლელიშვილი არის ერთი დიდი ყ.ლე!

ემოციები მოთოკე და კორექტულობა შეინარჩუნე

Posted by: Datvlas_Vin_Gtxovs 30 Jun 2013, 15:17
gia-gia-gia

კაი ბრად წავშალე მეც

Posted by: wesley_fofana 30 Jun 2013, 15:19
რა კარგ ფორმაშია, რამხელა ძალაა გუნდისთვის და ამ უდისციპლინობით თავის საქმესაც იფუჭებს ზოგადად და გუნდიც დაღუპა. ძაან დიდი იმედი მაქვს რო რაღაცას მოუხერხებს ხასიათს იმიტო რო ძალიან სერიოზული მოთამაშე შეიძლება დადგეს მაგ ბიჭისგან

Posted by: კოქსი 30 Jun 2013, 15:19
Datvlas_Vin_Gtxovs
Love The Sun
რა იყოთ ბიჭებო რახან ძმაკაცი არის, აღარ დაწერონ???

ჩემი ძმაკაცი რომ იყოს მის ადგილას სულ კარგის პროჭს ვაგინებიbiggrin.gif

wesley_fofana
QUOTE
ა კარგ ფორმაშია, რამხელა ძალაა გუნდისთვის და ამ უდისციპლინობით თავის საქმესაც იფუჭებს ზოგადად და გუნდიც დაღუპა. ძაან დიდი იმედი მაქვს რო რაღაცას მოუხერხებს ხასიათს იმიტო რო ძალიან სერიოზული მოთამაშე შეიძლება დადგეს მაგ ბიჭისგან

მე რასააც ვუყურებ ძალის მოთამაშეა, ზედმეტად ინდომებს........... ეგ ერთი მხრივ კარგიცააა..... ახალგაზრდა რომ იყოს უფრო იოლი გამოსასწორებელი იქნება

Posted by: Love The Sun 30 Jun 2013, 15:20
koxi
რა თქმა უნდა გინება არ უნდა დაწერონ.
ჩემი ძმაკაცი რომ იყოს რას ვეტყოდი ჩემი საქმეა.
უცხო კაცი რომ ბიჭს ინტერნეტში აგინებს მეორე.

Posted by: archilcheghe 30 Jun 2013, 15:21
koxi

არ უნდა იუზრდელო ამაზეა აქ საუბარი.............

კორექტულობაზე........

Posted by: Ragefinder(overthehill) 30 Jun 2013, 15:21
gia-gia-gia
აჰა გაიჩითა კიდევ ერთი გენიოსა გრუზინი, რომელიც უკვე თავისი ფისუნია მოუთმენელი ნერვების გამო უკვე ზმად არის ნაკრების სელექციონერობა იკისროს biggrin.gif მეგობარო მეც ძალიან გავბრაზდი კოლელიშვილზე და ყველა დანარჩენი გულშემატკივარიც მარა შენ და შენნაირმა გენიოსებმა უკან გაიკეთეთ ეგ თქვენი პროფესორული გამონათქვამები.

Posted by: რინგ 30 Jun 2013, 15:21
კარგად ითამაშა კოლელიშვილმა, მსაჯის დედა *** როგორ გააგდო მაგის დედა @$%##.


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Jun 2013, 15:23
გავიყავით XIX ადგილი (24 გუნდში) = ურუგვაისთან

წინეებზე:

2001 X @ არგენტინა,
2005 XI = @ ჰონკონგი,
2009 XXI = სამ გუნდთან @ არაბეთი (ამაზე უარესი შედეგი არ არსებობს)

@

თავის დროზე სეუ’ლელა ძაან დაინტერესდა ამით:

ფიჯურად და სრულიად მულღაზანზრულად:

b = მბ
c = თ (ინგლისური th)
d = ნდ
g = ნგ
j = ჯ
q = ნქ (ნგ)
y = ი

@

თაუთაუნიმბუთა, ნგონევა, უმანგა, პოლულეულინგანგა, მბოტია, ტანგითაკიმბაუ

@

Posted by: Ragefinder(overthehill) 30 Jun 2013, 15:25
იაპონელები საერთოდ პირველები არიან წესრიგსა და დისციპლინაში. აბსოლუტურად ყველა სფეროში. გუნდურად მოქმედებენ და ერთმანეთზე ზრუნავენ. ქართველები სწორედაც რომ ბოლო ადგილზე ვართ ამ ამბავში. არაფერი ძლიერი შემადგენლობა არ ყავთ იაპონელებს, მაგრამ წესრიგითა და დისციპლინის ხარჯზე სადაც დაგვიჭირეს ყველგან გაგვამწარეს. და ეს უდისციპლინობა და უწესრიგობა სწორედ იმ მოუთმენელი დორბლიანი ადამიანების უმრავლესობის გამოა რომლისგანაც შედგება ჩვენი ერი.

Posted by: Love The Sun 30 Jun 2013, 15:25
რინგ
ცხვირი გაუტეხა კაცს და გასაგდები არ იყო? smile.gif
ბოჭვა იყო გვიანი, ზევით და შეკრული მუშტით (ე.წ. swinging arm).
წითელიც შეეძლო მიეცა.

Posted by: კოქსი 30 Jun 2013, 15:29
Love The Sun
QUOTE
რა თქმა უნდა გინება არ უნდა დაწერონ. ჩემი ძმაკაცი რომ იყოს რას ვეტყოდი ჩემი საქმეა.უცხო კაცი რომ ბიჭს ინტერნეტში აგინებს მეორე

კორექტულად უნდა თქვა მერე ეგ ძმა, ისე თქვი "აქ რომ ხდებაო" ლამის იმაზე უარესი გამოგივიდა

ჯერ იმ იაპონელს გაეჯგიმა, ჯერ ესეც არ მომეწონადა მგონი იგივე იაპონელს დააწია მკლავი....... და კაცი გაკითხავს აბა რას იზამს, ეგეც პატარა ბავშვი არ იყოს უცებ რომ გაიბუტოს...

Posted by: რინგ 30 Jun 2013, 15:29
აი-არბის არ უნდა რო მე-18 ადგილზე გავიდეთ და მე-19 ადგილზე გადაგვიყვანა იმ *@#% ფრანგი მსაჯის გამო, 14 წუთიდან 4 რომ 6 კაცით ითამაშებ სულ წააგებ კარგ გუნდთან

Posted by: gia-gia-gia 30 Jun 2013, 15:33
QUOTE (Ragefinder(overthehill) @ 30 Jun 2013, 15:21 )
gia-gia-gia
აჰა გაიჩითა კიდევ ერთი გენიოსა გრუზინი, რომელიც უკვე თავისი ფისუნია მოუთმენელი ნერვების გამო უკვე ზმად არის ნაკრების სელექციონერობა იკისროს biggrin.gif მეგობარო მეც ძალიან გავბრაზდი კოლელიშვილზე და ყველა დანარჩენი გულშემატკივარიც მარა შენ და შენნაირმა გენიოსებმა უკან გაიკეთეთ ეგ თქვენი პროფესორული გამონათქვამები.

ჯერ ერთი, შენისთანებისთვის პროფესორი კი არა აკადემიკოსი ვარ.
მეორედა ამხელა აყლაყუდამ არ უნდა იცოდეს, შვიდკაცაში ყვითელს რა დამანგრეველი შედეგის მოტანა შეუძლია? სანამდე და როდემდე? პირველი-მეორე შემთხვევა რომ იყოს კიდევ ჰო! მაგრამ უკვე ყელში ამოვიდა ბლიად! რა იუნიონში რა შვიდკაცაში ეს კაცი იმდენს იზამს პანჩურით გააგდებენ ნაკრებებიდან, მაგრამ შენისთანებს რა ეშველებათ, როგორ შეჰღაღადებენ მადლობებს ჩასვრილი თამაშებისთვის!
ასეთი თამაში კაცობა და შეცდომა კი არა ღალატია!

Posted by: archilcheghe 30 Jun 2013, 15:33
რინგ

მოიცა გასასგდები არ იყო? ტყუილა გააგდო?

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

უკვე მერამდენე შემთხვევააა გუნდს ღუპასვ გინდა შვიდკაცას გინდა 15 კაცას sad.gif

მე მაგალითად ნოემბრის ტესტებისთვის დავსჯიდი და არ გამოვიძახებდი, დადგებოდა მაგის ნაცვლად შალვა და მორჩა sad.gif

gia-gia-gia
gigi.gif

Posted by: Love The Sun 30 Jun 2013, 15:33
koxi
ვინც უზრდელურად წერს იმათ მისამართით ვთქვი რა თქმა უნდა. დანარჩენზე არც კონტექსტიდან და არც ჩემი ნაწერიდან გამომდინარე არ იგულისხმებოდა smile.gif
================================================
ხდება ხოლმე, შემოდის ვიღაც, გვიგინებს მორაგბეებს და ქრება მერე.
უბრალოდ მუდმივი მომხმარებლისგან (ვინც ვირტუალურად თუ რეალურად ვიცნობთ ერთმანეთს) განსაკუთრებით გამაღიზიანებელია ეგეთი რამეები.


Posted by: archilcheghe 30 Jun 2013, 15:37
koxi

სიტყვათა შეთანხმება დაახვევინონ ნაკრებიდან და სიტყვათა შეთანხმება დასაჯონ, მოკვეთონ დროებით ნაკრებიდან.......... შორის განსხვავებას ვერ ხედავ ნუთუ?

Posted by: giorgi77 30 Jun 2013, 15:39
მე მაინც კმაყოფილი ვარ შედეგით თან ერთი კარგი მოთამაშე აღმოვაჩინე ჩემთვის. კობახიძე მგონი, თუ არ მეშლება გვარი.


ჩემი აზრით ნაკრებები მაინც უნდა გაიყოს. და სტაბილური შემადგენლობა შეთამაშდეს... ყოველ ტურნირზე ახალახალი ნაკრებით რამის მიღწევა არარეალურია.

კახას ყოჩაღ! ღირსეულად ვითამაშეთ ყველა თამაში...

ვიტო კიდე, მგონი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, დაღვინდება და აღარ ითამაშებს მასე. თვითონაც განიცდის ახლა ალბათ. თან გასაგები ხდება რატომ გაუშვეს დროებით კლერმონიდან ლიონში

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Jun 2013, 15:39
ლუკამ სწორად შენიშნა, რომ გასაგდები იყო

შეეძლო წითელიც მიეცა და მაშინ
ტურნირის ბოლომდე ვეღარ ითამაშებდა =
მაგიტომ მისცა ყვითელი

@

ამ ფორუმზე გინება მიღებული არაა

ვიტოც ადამიანია, შეეშალა, ეს უკვე მერამდენედ
წავაგეთ, მაგრამ ცხოვრება გრძელდება
დადინჯდება და უკეთ მოიქცევა

@

სთრიმინგი დიდი ძალაა, გვასწავლის გაჭირვება და
ქართულ ტელე-არხთა მიერ რაგბის მოძულება

user posted image

Posted by: კოქსი 30 Jun 2013, 15:46
archilcheghe
QUOTE
სიტყვათა შეთანხმება დაახვევინონ ნაკრებიდან  და სიტყვათა შეთანხმება დასაჯონ, მოკვეთონ დროებით ნაკრებიდან.......... შორის განსხვავებას ვერ ხედავ ნუთუ?

ვარესი დაწერა თავიდან smile.gif)

Posted by: Ragefinder(overthehill) 30 Jun 2013, 15:53
QUOTE
ნიპონის წვრილჭრილიანებს კიდე გადავკუზავთ და მეორე ხიროსიმას მოვუწყობთ.

კი როგორ არა. კარგად ამბობ ხოლმე შენ ისე. ნორმალურად.

Posted by: Love The Sun 30 Jun 2013, 16:00
archilcheghe
არჩილ სხვა რამე ეწერა მანდ თავის დროზე, თორე "დაახვევინონ ნაკრებიდან"-ის გამოც არ მივწერდი ეგრე smile.gif

Posted by: კოქსი 30 Jun 2013, 16:07
ტეხავს რაა, დიდი სიამოვნებიტ დაველოდებოდი რუსეთი საქართველოს თამაშსsmile.gif)))))))))

Posted by: Love The Sun 30 Jun 2013, 16:07
giorgi77
გორგოძეც 25 წლის იყო ყველაზე მაგრად რომ ათამაშდა, მანამდე მასაც ქონდა ანალოგიური პრობლემები.
იმედია ვიტოც გამოასწორებს smile.gif

Posted by: Ragefinder(overthehill) 30 Jun 2013, 16:09
QUOTE
ჯერ ერთი, შენისთანებისთვის პროფესორი კი არა აკადემიკოსი ვარ.

ეს ქართული დაავადების პირველი სიმპტომია. რომელმაც უკვე გაანადგურა ქართველთა უმრავლესობის ცნობიერება. შენ ალბათ დაჟე ისეთ რამეშიც იქნები აკადემიკოსი რასთან შეხება ცხოვრებაში საერთოდ არ გქონია.

QUOTE
მაგრამ შენისთანებს რა ეშველებათ, როგორ შეჰღაღადებენ მადლობებს ჩასვრილი თამაშებისთვის!

ყველა ნორმალური ადამიანი მიხვდება, რომ დღეს კოლელიშვილზე ათასჯერ უფრო მეტად ყველა იმ ქართველმა ჩაისვარა, ვინც მას გინება დაუწყო და შუაზე გაიხლიჩა. ნუ თქვენ (რახანც აკადემიკოსი ბრძანდებით) საერთოდ გამორჩეული ბრძანდებით იმტო, რომ ჩასვრილზე თავს იმართლებთ და თან სხვებს უწოდებთ ჩასვრილებს იმისათვის რათა საკუთარ გასვრილ უკანალზე ყურადღება ნაკლებად მიიპყროთ. (არადა როცა ყელამდე ნეხვში ხართ უყოყმანოდ უნდა მოკეტოთ)

QUOTE
ასეთი თამაში კაცობა და შეცდომა კი არა ღალატია!

არავის უთქვამს დღეს და არც არავინ ფიქრობს, რომ ვიტომ იკაცა და კარგი გააკეთა, მაგრამ თქვენ და თქვენნაირ ამოსვრილებს და ჩასვრილებს (აკადემიკოსებს) არანაირი უფლება არ აქვთ ამ კაცს შეურაცხყოფა მიაყენონ. არასოდეს!

და კიდევ ერთხელ. თქვენი გენიალური აკადემიური მოსაზრებები შეგიძლიათ ერთ ადგილას გაიკეთოთ. ალბათ ვიტო კოლელიშვილი როცა ლელოს დადებს (აუცილებლად დადებს და თან არა ერთს) დორბლმორეულს გაგიხარდებათ, მაგრამ იმ წუთას ისიც გაიხსენეთ თუ როგორ მიაყენეთ შეურაცხყოფა თავის დროზე. იქნებ შემდეგ მაინც მიხვდეთ რომ თქვენი საქმე არაა მოთამაშეების განსჯა და მათთვის შეურაცხყოფის მიყენება.

Posted by: II მოსვლა 30 Jun 2013, 16:13
QUOTE (Ragefinder(overthehill) @ 30 Jun 2013, 15:53 )
QUOTE
ნიპონის წვრილჭრილიანებს კიდე გადავკუზავთ და მეორე ხიროსიმას მოვუწყობთ.

კი როგორ არა. კარგად ამბობ ხოლმე შენ ისე. ნორმალურად.

ვერ გევიგე spy.gif spy.gif spy.gif

Posted by: gia-gia-gia 30 Jun 2013, 16:16
QUOTE (Ragefinder(overthehill) @ 30 Jun 2013, 16:09 )
QUOTE
ჯერ ერთი, შენისთანებისთვის პროფესორი კი არა აკადემიკოსი ვარ.

ეს ქართული დაავადების პირველი სიმპტომია. რომელმაც უკვე გაანადგურა ქართველთა უმრავლესობის ცნობიერება. შენ ალბათ დაჟე ისეთ რამეშიც იქნები აკადემიკოსი რასთან შეხება ცხოვრებაში საერთოდ არ გქონია.

QUOTE
მაგრამ შენისთანებს რა ეშველებათ, როგორ შეჰღაღადებენ მადლობებს ჩასვრილი თამაშებისთვის!

ყველა ნორმალური ადამიანი მიხვდება, რომ დღეს კოლელიშვილზე ათასჯერ უფრო მეტად ყველა იმ ქართველმა ჩაისვარა, ვინც მას გინება დაუწყო და შუაზე გაიხლიჩა. ნუ თქვენ (რახანც აკადემიკოსი ბრძანდებით) საერთოდ გამორჩეული ბრძანდებით იმტო, რომ ჩასვრილზე თავს იმართლებთ და თან სხვებს უწოდებთ ჩასვრილებს იმისათვის რათა საკუთარ გასვრილ უკანალზე ყურადღება ნაკლებად მიიპყროთ. (არადა როცა ყელამდე ნეხვში ხართ უყოყმანოდ უნდა მოკეტოთ)

QUOTE
ასეთი თამაში კაცობა და შეცდომა კი არა ღალატია!

არავის უთქვამს დღეს და არც არავინ ფიქრობს, რომ ვიტომ იკაცა და კარგი გააკეთა, მაგრამ თქვენ და თქვენნაირ ამოსვრილებს და ჩასვრილებს (აკადემიკოსებს) არანაირი უფლება არ აქვთ ამ კაცს შეურაცხყოფა მიაყენონ. არასოდეს!

და კიდევ ერთხელ. თქვენი გენიალური აკადემიური მოსაზრებები შეგიძლიათ ერთ ადგილას გაიკეთოთ. ალბათ ვიტო კოლელიშვილი როცა ლელოს დადებს (აუცილებლად დადებს და თან არა ერთს) დორბლმორეულს გაგიხარდებათ, მაგრამ იმ წუთას ისიც გაიხსენეთ თუ როგორ მიაყენეთ შეურაცხყოფა თავის დროზე. იქნებ შემდეგ მაინც მიხვდეთ რომ თქვენი საქმე არაა მოთამაშეების განსჯა და მათთვის შეურაცხყოფის მიყენება.


ეს მტვერმოდებული და გადაღეჭილ-გადმორწყეული აბდა-უბდა სახლში დაიკიდე და შენს შთამომავლებს წააკითხე. facepalm.gif

ან კიდევ მიდი და ერთი თაიგული გაუგზავნე ვიტოს მადლობის ნიშნად! ასე აჯობებს შენთვის!

ან რისი დამდებია ვიტო კოლელიშვილი, კაცი დაბერდა და ხელებს გიჟივით ირტყმევინება, ღმერთს ამისთვის ძალა მიუცია, მაგრამ ჭკუა წაურთმევია... იგივე მამუკასგან განსხვავებით, რომელსაც ფიზიკა და ინტელექტი ერთ დონეზე აქვს და როცა ჩხუბობს ესე უთავბოლოდ და საკუთარი ქვეყნის დამამცირებლად არ ირტყმევინება!

Posted by: sandrikia 30 Jun 2013, 16:18
მემგონი, ჩვენს ნაკრებს დამატებითი მწვრთნელი უნდა დისციპლინის განხრით... biggrin.gif

Posted by: Love The Sun 30 Jun 2013, 16:48
sandrikia
ფსიქოლოგი smile.gif
========================================

Posted by: Makulatura 30 Jun 2013, 17:01
რა ხდება ფიჯი - მაორების თამაშში 20' წუთი მიდის spy.gif

Posted by: sandrikia 30 Jun 2013, 17:03
QUOTE
ფსიქოლოგი


ეგ კი ვიცი, მარა კიდო ცალკე გვინდა დისციპლინის მწვრთნელი biggrin.gif

Posted by: crusaders 30 Jun 2013, 17:06
იმას რატომ აღარ ამბობთ რომ ფაქტიურად არ დაუსვენია კაცს 7 კაცა თუ 15 კაცა ყველა ტურნირი და თამაში ითამაშა და ძირითადად შეუცვლელად

გამოასწორებს აუცილებლად დიდი ძალაა მართლაც გუნდისთვის ლიონში ეს სეზონი გარდამტეხი იქნება უფრო მოუმატებს და დაღვინდება კდეც


Posted by: zaal1969 30 Jun 2013, 17:20
crusaders
QUOTE
იმას რატომ აღარ ამბობთ რომ ფაქტიურად არ დაუსვენია კაცს 7 კაცა თუ 15 კაცა ყველა ტურნირი და თამაში ითამაშა და ძირითადად შეუცვლელადგამოასწორებს აუცილებლად დიდი ძალაა მართლაც გუნდისთვის ლიონში ეს სეზონი გარდამტეხი იქნება უფრო მოუმატებს და დაღვინდება კდეც

დარწმუნებული ვარ აჯობებს საკუთარ თავს,ლიონში დიდი სათამაშო დრო ექნება და მიეჩვევა ემოციების მართვას.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Jun 2013, 19:44
განყოფილებას სალანძღავ ბირჟად ნუ აქცევთ

@

ლუჟნიკში ეგო ხელოვნული, მაგრამ
ირბ-მა მოითხოვა, ზედ ბალახი დააფინეთო

კაცთა ნახ-ფინალის დროს საზარლად გაწვიმდა
და რომ დაიტბორა, შეჯიბრი დიდი ხნით შეწყდა
და გრაფიკს ჩამორჩა

Posted by: java83 30 Jun 2013, 20:59
ვიტო ამდენი წელია ნაკრებში თამაშობს ისე, რომ პროფესიონალურ დონეზე კლუბში 2 სრული თამაშიც არ ექნება ნათამაშევი წუთებით. იმჰო, გამოუცდელობის ბრალიცაა ამდენი ჯარიმები.

QUOTE
იგივე მამუკასგან განსხვავებით, რომელსაც ფიზიკა და ინტელექტი ერთ დონეზე აქვს და როცა ჩხუბობს ესე უთავბოლოდ და საკუთარი ქვეყნის დამამცირებლად არ ირტყმევინება!

ტოპ 14-ში ყოველკვირეული მუშტი-კვრივი ქონდა ერთი პერიოდი გამართული, რის გამოც 2010 წელს ნაკრებში საერთოდ არ უთამაშია (ერთხელ 40დღიანი დისკვალიფიკაცია მისცეს რაც ზუსტად მახსოვს, კიდევ ქონდა რაღაც პრობლემები). თან მამუკა მონპელიეს წამყვანი მოთამაშე იყო უკვე, მაშინ როდესაც ვიტოს ჯერ წესიერად არც უთამაშია პრო დონეზე.

Posted by: Love The Sun 30 Jun 2013, 21:35
java83
რა თქმა უნდა. მამუკას ბევრად ცუდად ჰქონდა დისციპლინასთან დაკავშირებით ვიტოს ასაკში საქმე. ყოველ თამაშზე ყვითელ ბარათს იღებდა (მახსოვს ერთ სეზონზე 11 ყვითელი და 2 წითელი ბარათი დაუგოვდა biggrin.gif ).
ხოდა მივცეთ ვიტოსაც დრო. დარწმუნებული ვარ ერთ წელში ბევრად დაღვინებული და ჩამოყალიბებული მოთამაშე გვეყოლება მისი სახით.

გადაიკითხეთ გორგოძეს თემას, იქაც ბევრი ლანძღავდა მამუკას.
მერე კი სამი გვერდის იქით მისი ქება დიდებით იყვნენ დაკავებულები.
იგივე მოხდება ვიტოზეც.

Posted by: gia-gia-gia 30 Jun 2013, 21:54
QUOTE (Love The Sun @ 30 Jun 2013, 21:35 )
java83
რა თქმა უნდა. მამუკას ბევრად ცუდად ჰქონდა დისციპლინასთან დაკავშირებით ვიტოს ასაკში საქმე. ყოველ თამაშზე ყვითელ ბარათს იღებდა (მახსოვს ერთ სეზონზე 11 ყვითელი და 2 წითელი ბარათი დაუგოვდა biggrin.gif ).
ხოდა მივცეთ ვიტოსაც დრო. დარწმუნებული ვარ ერთ წელში ბევრად დაღვინებული და ჩამოყალიბებული მოთამაშე გვეყოლება მისი სახით.

გადაიკითხეთ გორგოძეს თემას, იქაც ბევრი ლანძღავდა მამუკას.
მერე კი სამი გვერდის იქით მისი ქება დიდებით იყვნენ დაკავებულები.
იგივე მოხდება ვიტოზეც.

მამუკა მე ცხოვრებაში არ გამილანძღია. ეგ კაცი საკუთარ გუნდს არ მიატოვებს და არ უღალატებს.

Posted by: crusaders 30 Jun 2013, 22:45
gia-gia-gia
QUOTE
მამუკა მე ცხოვრებაში არ გამილანძღია. ეგ კაცი საკუთარ გუნდს არ მიატოვებს და არ უღალატებს.

და ვიტომ მიატოვა და უღალატა?

Posted by: java83 30 Jun 2013, 22:46
Love The Sun
QUOTE
ოდა მივცეთ ვიტოსაც დრო. დარწმუნებული ვარ ერთ წელში ბევრად დაღვინებული და ჩამოყალიბებული მოთამაშე გვეყოლება მისი სახით.

აბსოლიტურად გეთანხმები. ვიტოს წამალი სათამაშო პრაქტიკა იქნება მხოლოდ.

Posted by: aimo 30 Jun 2013, 22:48
რომელ ადგილზე დაასრულეს ჩვენებმა?

მე-19-ზე???

Posted by: Love The Sun 30 Jun 2013, 22:50
gia-gia-gia
შენ არ გაგილანძღია სხვები ლანძღავდნენ, თან უშვერი სიტყვებით.
კრიტიკას კი ნამდვილად იმსახურებდა - 2010 წელი მის გარეშე მოგვიწია თამაში (სხვათაშორის კანადა და ამერიკა დავამარცხეთ smile.gif ), რაც მისი უდისციპლინობის ბრალი იყო მხოლოდ და სხვისი არაფრის.
ნებსით თუ უნებლიეთ დააღალატა მაგ წელს ნაკრები .

Posted by: Ragefinder(overthehill) 30 Jun 2013, 23:52
gia-gia-gia
კიდევ ერთხელ ვიტყვი. არავითარი უფლება არ გაქვთ ვიტო კოლელიშვილს შეურაცხყოფა მიაყენოთ და საერთოდ არც ერთ მოთამაშეს. მე კრიტიკაზე არაფერს ვამბობ. ჯანსაღი კრიტიკა არ არის ბოროტება, მაგრამ არაჯანსაღი კრიტიკა და მით უმეტეს უაზრო გინება არის დიდი ბოროტება, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ სავალალო შედეგებს იღებს. ასე რომ როდესაც რაღაც არ მოგეწონებათ კეთილი ინებეთ და თქვით რა არ მოგეწონათ და რატომ არ მოგეწონათ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გაბედოთ შეურაცხმყოფელი სისულელის მობოდვა.

Posted by: Booom 1 Jul 2013, 02:49
ეს ყველაფერი კაი მარა
ახლა თამაშების ლინკები დადეთ !


Posted by: markes 1 Jul 2013, 12:48
Love The Sun
QUOTE
რა თქმა უნდა. მამუკას ბევრად ცუდად ჰქონდა დისციპლინასთან დაკავშირებით ვიტოს ასაკში საქმე. ყოველ თამაშზე ყვითელ ბარათს იღებდა (მახსოვს ერთ სეზონზე 11 ყვითელი და 2 წითელი ბარათი დაუგოვდა  ).ხოდა მივცეთ ვიტოსაც დრო. დარწმუნებული ვარ ერთ წელში ბევრად დაღვინებული და ჩამოყალიბებული მოთამაშე გვეყოლება მისი სახით.გადაიკითხეთ გორგოძეს თემას, იქაც ბევრი ლანძღავდა მამუკას.მერე კი სამი გვერდის იქით მისი ქება დიდებით იყვნენ დაკავებულები.იგივე მოხდება ვიტოზეც.

გეტანხმები და კიდე დავამატებდი

ვიტოს პრობლემა არაა პერსონალური
მწვრთნელებმა უნდა იმუშაონ მასთან და ყველაფერი გამოსწორდება
მამუკაც ესე იყო, მაგრამ ნორმალურ მწვრთნელებთან გაიზარდა და კი გახდა ვარსკვლავი – ვიტოც იგივე იქნება

უსმენდით იმას რას არიგებდნენ მწვრთნელები შესვენებებზე?

– რაღაცა უნდა ვქნათო

კონკრეტულად რა უთხრა ვინმემ მოთამაშეებს?

მოკლედ რა
sad.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 1 Jul 2013, 14:22
user posted image

ლაფ-ბურთი ცარიელ ლუჟნიკში

სენსაცია’უხვი შვიდკაცა ამჯერად ლოგიკურად დასრულდა: ცარიელი ლუჟნიკის დატბორილ მოედანზე "მსოფლიო თასი" "მსოფლიო სერიის" 11-გზის ჩემპიონმა, ზელანდიამ შემართა, საქართველომ კი ურუგვაისთან მე-19 ადგილი გაიყო.

http://Qaflan.netai.net/2013

მეზობლის დაცინვა ვერაფერი საქციელია, მაგრამ ბლეფიცაა და ბლეფიც: შეჯიბრის გახსნამდე ორი დღით ადრე რუსეთის რაგბის ფედერაციის თავკაცი, ძველი კომკავშირელი ვიაჩესლავ კაპიოვი ბრძანებდა, სამ დღეზე 108 ათასი ბილეთი გავასაღეთო. არადა, 78-ათასა სტადიონზე მაქსიმუმ 300 (სამასი!) მოსეირე შეიკრიბა.

ირბ-მაც ტრადიციულად წაიტრაბახა, ტურნირს 29 არხი 19 ენაზე აწვდენს 152 ქვეყნის 321 მილიონ ოჯახს, რაც ახალი რეკორდიაო, და ამ "ბროუდ’ქასთერთა" სიაც მოიტანა, მაგრამ მასში ჩვენი "მეცხრე არხის" ყოფნა ვერაფერი შეღავათი იყო, რაღაი ქართულმა რაგბის თემმა შეჯიბრს ისევ სთრიმებით (იაპონურითაც კი!) უცქირა, თვალები დაიღალა და ნერვებიც მოიშალა.

უდისციპლინობა მოგვეძალა

სასწაულს არ ველოდით და პულიდან ქვედა რვეულში, ფიალაზე დავეშვით. შტატებმა გაგვისწრო და ბოლოს მოდუნდა; ზელანდიას ამაოდ ვუტიეთ; კანადას ორი ლელოთი ვუგებდით, მაგრამ იმათ უცებ გაგვაბითურეს; ჰონკონგი ჩვენზეც სუსტი გამოდგა; იაპონიას კი კარგა ხანს ვუგებდით, მაგრამ ისევ უდისციპლინობა მოგვეძალა: იმათ მეორე სინბინით იხეირეს და სირენის შემდეგ ჯარიმაც გაგვიტანეს.

ზელანდიას "შვიდკაცის მსოფლიო თასი" აქამდე ერთადერთხელ, 12 წლის წინ, ლომუს ხანაში მოეგო. ამჯერად სამართალმა პური ჭამა. კივებმა ყველანი გააბურთავეს. სინი კანადას ერგო, ფიალა კი მასპინძლებს დარჩათ. ირბ’ელი წამყვანები მაყურებლის სიმცირეს ბოლო ას (!) წელში უმაგალითო პაპანაქებით ამართლებდნენ.

მაშინ ტაროსმა (სლავურმა პერუნმა) ისმინა ადამის მოდგმის მორიგი ტყუილი და სასჯელად ჭექა-ქუხილი მოუვლინა. ამის გამო ზელანდია - ფიჯის ნახევარ’ფინალი დიდი ხნით შეწყდა და შეჯიბრი გრაფიკს ჩამორჩა, ირბ-ის ახირებით ხელოვნურ "ფილდ თერფზე" დაგებული ბალახი კი ისე წახდა, რომ შეჯიბრის ყველაზე საინტერესო ნაწილი წყალ- და ლაფ-ბურთის ნაზავად იქცა.


შვიდკაცის VI მსოფლიო თასი

პარ-კვი 28-30/06 @ მოსკოვი, ლუჟნიკი

<< პულები

ა ავსტრალია(+54) საფრანგეთი(+21) 2-0*1 // ტუნისი(-48) 1-2, ესპანეთი 0-3
ბ აფრიკა 3-0 / შოტლანდია(-23) 2-1 / იაპონია(-35) რუსეთი(-47) 0-2*1
გ კენია 3-0 / სამოა(+31) 2-1, ზიმბაბვე(-21) 1-2 / ფილიპინები 0-3
დ ზელანდია 3-0 / კანადა(-11) 2-1, შტატები(-1) 1-2 / საქართველო 0-3
ე უელსი 3-0, ფიჯი(+87) 2-1 / ტონგა(-18) 1-2 / ურუგვაი 0-3
ვ ინგლისი 3-0 / არგენტინა(+31) პორტუგალია(-10) / ჰონკონგი(-68) 1-2

<< პლეი’ოფი

თასი = ექვსივე პირველი + ორი უკეთესი მეორე /
სინი = ოთხი უარესი მეორე + ოთხი უკეთესი მესამე /
ფიალა = ორი უარესი მესამე + ექვსივე მეოთხე


>> თასის მეოთხედ’ფინალი

აფრიკა 10:12 ფიჯი
ზელანდია 26:10 უელსი
ინგლისი 21:17 ავსტრალია
კენია 24:19 საფრანგეთი

>> თასის ნახევარ’ფინალი

ზელანდია 17:0 ფიჯი
ინგლისი 12:5 კენია

>> ფინალები

ფიალა (XVII) რუსეთი 29:5 იაპონია
სინი (IX) კანადა 19:12 სამოა
ბრინჯაო (III) ფიჯი 29:5 კენია
თასი (I) ზელანდია 33:0 ინგლისი

<< ზელანდია

2 თიმ მიქელსონ, 4 დი’ჯეი ფორბს^კაპ, 6 ტომასი თამა, 7 ბრაის ჰიმ,
8 ჯილის კაკა, 9 შერვინ სთაუერს, 11 კურტ ბეიქერ * 1 პიტა აჰკი,
3 სემ დიქსონ, 5 ლოტე რაიკამბულა, 10 ვაისაკე ნაჰოლო, 12 დევიდ რაიკუნა * მწ) გორდონ თიჩენს

<< ქულა

49 ნეითან ჰირაიამა (კან; 43 მეტუისელა ტალემბულა (ფიჯ; 38 მეკო კვირიკაშვილი (საქ; 36 ჯილის კაკა (ზელ; 32 ტერი ბურაუა (სფრ, ხავიერ როხას (არგ; 30 ჰამფრი კაიანგე (კენ, ლიო ლოლო (სამ)

<< ყველა ჩემპიონი

ფიჯი 1997 2005; ზელანდია 2001 2013; ინგლისი 1993, უელსი 2009


user posted image

Posted by: კოქსი 1 Jul 2013, 14:26
ასე მგონია რუსეტს მოვუგებდითsmile.gif))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

Posted by: kakha alania 1 Jul 2013, 20:04
გაუმარჯოს!
სეზონი დავამთავრეთ.
დაგვრჩა ბუხარესტი,სექტემბერშია და ამიტომ 1 თვე დასვენება გამოვაცხადეთ.
markes.
მაგას ვერ ვიტყოდით,ვერანაირადsmile.gif
კანადა და იაპონიას ვიგებდით,მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს,თქვენ ესე გაიგეთ.
მე მაგარი კმაყოფილი ვარ,თავაწეული დავდიოდით,რაგბი ვითამაშეთ.
ვიტოს აგრესია რომ არა ,პირველ ტაიმშიც არ გვექნებოდა ის უპირატესობა,დაღვინდება,კარგია და დღეს ყველაზე დაბოღმილი და გაბრაზებული მორაგბეააქვს პასუხისმგებლობა,მოკლედ.
მარკეს
თამაშებს დავდებ და ნახავ,რაღაცის გაკეთება შეიძლება,ან უნდა გავაკეთოთ,ის რაღაცა ყოველთვის ცნობილია. კონკრეტული თემა იყო,რომელიც მანდ არ ისმის,რაღაცა ჩვენ არასოდეს არ გვაქვს.
მაპატიეთ მარკეს,ზოგჯერ არის ხტებიან რეჟისორები და მე უკვე აღარ ვლაპარაკობ და პალიკო ამთავრებს,ან პირიქით.
1 წუთში როდესაც გუნდს უპირატესობაა აქვს ,მხოლოდ შემართების კუთხის გაზრდაა ჩვენი ვალი,როდესაც ტაიმი,იდეალურად ჩაატარეს.
თუ რაიმე შეკითხვები გაქვთ სიამოვნებით გიპასუხებთ.
პატივისცემით:კახა ალანია




Posted by: კოქსი 1 Jul 2013, 20:26
kakha alania
როგორ ფიქრობ რუსებს მოვუგებდით?biggrin.gif

Posted by: giorgi77 1 Jul 2013, 21:04
კახა გამარჯობა!

შემდეგი დიდი ტურნირი რომელია? და ოლიმპიადაზე როგორი შანსებია ჩვენი მოხვედრის?

და მსოფლიო სერიაზე მოხვედრის შანსი თუ გვექნება? რომელიმეზე მაინც


Posted by: Lotkinski 1 Jul 2013, 21:25
პოტენციალი ნამდვილად არის, მაგრამ მარილი აკლია, მოგებულ თამაშებს ჰაერზე ვუშვებთ. იმედია შეცდომები უახლოეს მომავალში გამოსწორდება.

Posted by: kakha alania 1 Jul 2013, 22:36
მე არ ვიცი რას ამბობდნენ ინტერვიუში koxi:smile.gif
დარწმუნებული ვიყავი!

giorgi77
ჯერ ბუხარესტში უნდა გამოვიდეთ ისე .რომ ჰონკონგის საგზური მოვიპოვოთ,ამოცანა რთულია,მაგრამ არა შეუძლებელი(ლიონიდან გამომდინარე).
მერე ჰონკონგი და ,იქიდან ლონდონი და თავიდან

Posted by: Love The Sun 1 Jul 2013, 23:55
kakha alania
კახა სიმართლე სიმართედ და მომეწონა გუნდის თამაში.
იმიტომ არა რომ მოგების შანსი გვქონდა პრაქტიკულად ყველა თამაშში (ნუ ერთის გარდა biggrin.gif), არამედ იმიტომ რომ გუნდმა როგორც უკვე აღნიშნე რაგბი ითამაშე.
გეთანხმები იმაში რომ ვიტომ ბევრი რამ გააკეთა ნებისმიერ თამაშში, რომელშიც ითამაშა და უდიდეს უპირატესობას მოუპოვებს ხოლმე გუნდს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ არა მისი უაზრო უხეში თამაში თქვენი მონაგარი 5-იდან ერთის მაგივრად 5-3 იქნებოდა. ვინ იცის იქნებ 6-იდან 4-იც ყოფილიყო smile.gif
მე არ ვამბობ (და არამგონია ვინემ თქვას აქ biggrin.gif ), რომ ვიტო ცუდი მორაგბეა, ან გუნდში ყოფნას არ იმსახურებს ან რამე მაგდაგვარი, უბრალოდ დისციპლინა უნდა გამოასწოროს. პრიველ რიგში თავის თავს აზარალებს მერე გუნდს!
დარწმუნებული ვარ კარგი გამოცდილება იქნება ეს ვიტოსთვის.
წარმატებები, მე პირადად გუნდის პროგრესს ვხედავ და იმედი მაქვს რომ ოლიმპიადაზე წახვალთ შენ და ბიჭები smile.gif

Posted by: gia-gia-gia 2 Jul 2013, 00:01
კახა, ოქრო კაცო, ეს კოლელიშვილი დააწყნარეთ როგორმე თორემ გადაგვისროლა უფსკრულში. უკვე მერამდენედ უშვებს შეცდომებს და იმედია გაცილებით საპასუხისმგებლო მატჩებში ისევ არ წაუთაქებს ვინმეს ცხვირ-პირში...

ოლიმპიადას რაც შეეხება სამწუხაროდ ამ გუნდს ამის ძალა აღარ შესწევს, რამეთუ იქ მხოლოდ მსოფლიოს 8 საუკეთესო ნაკრები გამოვა...

იმედია ვცდები. user.gif

Posted by: Love The Sun 2 Jul 2013, 01:19
gia-gia-gia
ოლიმპიადაზე იქნება მინიმუმ 12 გუნდი, მაქსიმუმ 16 smile.gif
მე მგონია, რომ 16 გუნდი იქნება მანდაც.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 Jul 2013, 09:07
user posted image

ოლიმპიადაზე იქნება 12-12 გუნდი, ვაჟთა და ქალთა =
დადგენილია და ვეღარ შეიცვლება

მეტი ვერ ჯდება რაგბისთვის გამოყოფილ კვოტაში
და სქესთა თანასწორობაც დასაცავია, თორემ
ამოიღებენ პროგრამიდან

შერჩევის პროცესის მონახაზი =
ჯერ დამტკიცებული არაა, მაგრამ 95% არ შეიცვლება

http://en.wikipedia.org/wiki/Rugby_sevens_at_the_2016_Summer_Olympics



Posted by: markes 2 Jul 2013, 09:33
kakha alania
გაგიმარჯოთ, კახა

მე არ მინდა ისე გაიგოთ თითქოს ერთპიროვნულად ვიწუნებ მწვრთნელთა ნამუშევარს მაგრამ გვაქ ჯიუტი ფაქტები, რომლებსაც გვერდს ვერ ავუვლით და უკაცრავად დიდი საამაქო არც არაფერი გვაქ.
წინა ტურნირზე - ლიონი უკრაინასთანაც წავაგათ ბოლო თამაში ( სიკვდილი მინდოდა ამას რომ ვუყურებდი)

QUOTE
მე მაგარი კმაყოფილი ვარ,თავაწეული დავდიოდით,რაგბი ვითამაშეთ.

კონკრეტულად რით ხართ კმაყოფილი?
იმით რომ რაგბი ითამაშეთ?

შედეგი?

19 ადგილი
sad.gif

ოლიმპიადაზე 19 ადგილით ვერ გავალთ

მაპატიეთ მე ვერ ვხედავ კმაყოფილების საბაბს

ბოდიში მამკაცთა საზოგადოებაში დისონანსი შემაქ, მაგრამ რომ არ ვთქვა არ შემიძლია

ძალიან არასერიოზულია მოთამაშეებისკენ თითის გაშვერა
მწვრთნელი სწორედ იმისთვისაა, რომ აღკვეთოს მათი მინუსები და პლიუსები წინ წამოწიოს

კარგად ბრძანდებოდეთ

sad.gif

Posted by: kakha alania 2 Jul 2013, 10:16
გაგიმაჯოთ markes
მოთამაშეებისაკენ თითის გაშვერა არასერიოზულია,გეთანხმებით.
მაგრამ 3 დღეში რაც შეძლო გუნდმა(,მეტი დრო არ გვქონია ერთად ყოფნის),მაძლევს საბაბს რომ პოტენციალი დიდი გვაქვს.
თამაშების ხარისხი იყო მაღალი,
ლიონი კატასტროფა იყო.
ნახვამდის

Posted by: მერკუციო 2 Jul 2013, 10:20
ხო არა, ბაზარი არაა, მესმის, რომ მამუკაც თავიდან ეგეთი იყო და ვიტოც დაჭკვიანდება თუ მიხედეს და ა.შ.
ეს სწორია, კი.

მარა ეს დედა#####ული პოტენციალი რამე ხელშესახებად როდის უნდა იქცეს იბიომატ?!
დამთავრდა ბლიად ცხოვრება, პოტენციალი მესმის ყველგან და ყველაფერში ბავშვობიდან.
"ნიჭიერი ხალხი ვართ, პოტენციალი გვაქვს, ხელისშეწყობა გვინდა, აი ცოტაც, აი ცოტაც, აი ხვალე არადა ზეგე და, აი რო არ დავეჩაგრეთ...."

პოტენციალი, პოტენციალი, პოტენციალი, პოტენციალი, პოტენციალი, პოტენციალი...

აღარ მინდა ეს პოტენციალი, მინდა რომ ვიღაცას დედა #######ათ.
თან ეპიზოდურად და შემთხვევითობად რომ ჩანდეს ეგრე არა. კანონზომიერი რომ იყოს, ისე.

ამას თუ ჭირდება, რომ 40 წელი უდაბნოში ვიაროთ, ბაზარი არაა, ვიაროთ, მარა ის მაინც მითხარით მოსე ვინაა?!

Posted by: Love The Sun 2 Jul 2013, 10:33
მერკუციო
ხელშესახებად იქცევა მაშინ, როდესაც სისტემურად და საფუძვლიანად მიექცევა რაგბს ყურადღება.
რუმინეთის ჩემპიონატი ბეეევრად უკეთ ფინანსდება ვიდრე ჩვენი.
რუსეთთან შედარებაც არ შეიძლება.
უკრაინა-პოლონეთში ბიჭებს ბევრად მაღალი ხელფასები აქვთ. იგივე ჩეხეთში.
ჩვენი ნაკრები კი ხუთივეს სჯობია (ამჟამად).
ეგ არის ნიჭისა და პოტენციალის დამსახურება, თორემ რამე სხვა დამსახურებით კი არ არიან ჩვენი ბიჭები საფრანგეთის პროფესიონალურ დივიზიონებში. ჩვენი ვალი არ აქვს ტოპ14-ს.
როდესაც ისევე მიეხედება რაგბს, როგორც სხვა მოწინავე ქვეყნებში მერე გვქონდეს იმაზე მეტზე პრეტენზია რაც ახლა ვართ.
არც უელსელებზე ნიჭიერები ვართ რაგბში, არც ინგლისელებზე და ა.შ.
============================================================================================

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 Jul 2013, 11:12
ძლივს გაეძრო ნორმალური ფოტოები = ორი დღის თავზე!


user posted image

Winning skippers: Huriana Manuel with Tomasi Cama


user posted image

Ominous: Serious storms disrupted proccedings




Posted by: valiadolidi 2 Jul 2013, 12:02
ერთი რაც ნამდვილად მომეწონა ის იყო რომ გამოჩნდა ყველა გუნდთან (იგივე ზელანდიასთანაც საკმაოდ ტამამად ვითამშედ კარგი შეტევებიც გვქონდა) რომ 7კაცის თამაში კარგად შეგვიძლია . რაც შეეხება პრობლემებს ის რომ ვერანაირად ვერ მოხდებოდა კარგი შეკრება ყველა საუკეთესოსი იქიდან გამომდინარე რომ 15 კაცას მივანჭეთ უპირატესობა ზალიან ცუდი იყო ჯობდა ბატონ კახას იქიდან გამომდიანრე რომ ეს იყო მოსფლიო ჩემპიონატი და ამიტყომ პრიორიტეტი უნდა მისცემოდა უფრო 7კაცას და არა უბრალო ტესტებს უნდა მისცემოდა საშუალება რომ, აერჩია საუკეთესო 12 კაცი და ბოლო 2 ტვე რა ტურნრებიც იყო თუ 3 ტვე მისცემოდა საშუალება შეთამაშების და მუშაობის ნამდვილად დარწმუნებული ვარ 100 პროცენტით ბევრად უკეთეს შედეგს მივიღებდით ეგ უკვე ფედერაციის ბრალია რა მაინც სანახევრო ნაკრები გვყავდა 15 ში და ჯობდა აქცენტი გავეკეთებინა 7 კაცაზე ეხლა ფედერაციის ანალიზი რომ ვიცი უეჭველი 15 კაცას თამაში და შედეგი უფრო მოეწონება ვიდრე 7კაცასი არდა აშკარად ფედერაციის ცუდი დაგეგმის ბრალია 2 ივე ნაკრების წარუმატებლობა .(მაჩხანელი ,ზიბზიბაძე, თოდუა, ხმალაძე, კაჭარავა.დ , კაჭარავა.გ , შარიქაძე , კოლელიშვილი, სამხარაძე , ფრუიძე , ტუჩაშვილი , გეგენავა, შკინინი ,გოგოლაშვილი,კვირიკაშვილი ეს 15კაცი ყოლოდა 2 თვე ბატონ კახას და აქედან ქონოდა ტურნირებზე და მსოფლიოზე სელექციის საშუალება და ნახავდით იგივე ზელანდიასთან თუ გინდა რა შედეგს მივიგებდით და როგორ ვითამაშებდით) ეგრე არაა 7 კაცა სხვა თამშია სხვა ფიზიკებია და სხვა დაცვა და შეტევა და ზროვნებაა მაგას 2-3 დგეში კახა კი არა შანსი არაა ვერავინ შეძლებს დაცვაც ზალიან მაგარი გვეყოლებოდა და ის ელემენტარული შეცდომებიც არ იქნებოდა ესენი რომ 2 თვე 7კაცაზე ყოფილიყვნენ გადართული. აშკარად გამოჩნდა რომ ყველაზე აგდებულად ჩვენ მივუდექით მოსფლიო ჩემპიონატს არ შეიძლება ეგრე პაარა ქვეყანა ვართ და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ არ გვაქვს დიდი რესურსი ყველკა საუკეთესოს მოვუყაროთ ხოლმე თავი მსოფლიო ჩემპიონატებზე ბევრად მნიშვნელოვანი ტურნირი იყო ეს ვიდრე არგენთიასთან ტესტი თუ გინდა სადაც უკვე გვაქვს გრანდებთან გაჯიბრევბის საშუალება და შესაძლებლობა რომ ჩვენი ზალა და წარმატებული თამაში ვაჩვენოთ არ შეიძლება ესეთი აგდებული დამოკიდებულება. მერე მოხსნიან მწვრთნელს მოიყვანენ სხვა ს ალბათ მაგარმ ისევე ისეთი პრობლემები იქნება ყოველთვის და ესე ვიქნებით ერთ ადგილას გაჩერებულები 10 წელია რომ ვატყუებთ თავს წინ მივიდვართო გადახედეთ 10 წლის წინანდელ რეიტინგს გინდ 7 კაცა გინდ 15 კაცა რაგბში და რამდენად წინ წავედით ყველა კარგად ნახავს(და სად ეხლანდელი ბიუჯეტი და შესაზლებლობა და სად 10 წლის წინანდელი )

Posted by: SGG 2 Jul 2013, 17:12
კმაყოფილი ვარ,კარგად ითამაშეს ბიჭებმა ,ყველა ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ.

ვიტოც დაღვინდება ეჭვი არ მეპარება, მითუმეტეს კახამ თქვა რომ პასუხისმგებლობას გრძნობსო. მამუკა უარესი იყო მაგ ასაკში.



მერკუციო
QUOTE
პოტენციალი, პოტენციალი, პოტენციალი, პოტენციალი, პოტენციალი, პოტენციალი...

აღარ მინდა ეს პოტენციალი, მინდა რომ ვიღაცას დედა #######ათ.
თან ეპიზოდურად და შემთხვევითობად რომ ჩანდეს ეგრე არა. კანონზომიერი რომ იყოს, ისე.

ამას თუ ჭირდება, რომ 40 წელი უდაბნოში ვიაროთ, ბაზარი არაა, ვიაროთ, მარა ის მაინც მითხარით მოსე ვინაა?!


კანონზომიერი მოგება? smile.gif

ვის გინდა მოუგო კანონზომიერად? smile.gif ის ქვეყნები,რომლებიც ჩვენზე წინ არიან, ყველანაირი პოტნციალიც გაცილებით დიდი აქვთ ჩვენზე.

ამ დონეზეც მისვლაც სასწაული იყო, ამ დონეზე კი სამწუხაროდ ამ ეტაპზე არანაირი რესურსი არ გვაქვს.

როცა ცუდად ითამაშებენ,აუცილებლად უნდა გავაკრიტიკოთ, მაგრამ ეს ტურნირი მართლა კარგად ითამაშეს.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 Jul 2013, 23:25
ამბავი მომივიდა, რომ მავანთ ვერ გაუგიათ,
რატომ, როგორ და რომელი ადგილი გავიყავით

და საერთოდ, ვინ რომელ ადგილზე გავიდა

@

სამწუხაროდ, გამომრჩა მოსკოვის სტატ-ბლოკში
ერთიანი კიბე და ახლაღა ვამატებ

"=" ნიშნავს უკეთესი ადგილის გაყოფას ანუ გაზიარებას;

ეგეთი გუნდები ჩამოვთვალე ქართული ანბანის მიხედვით,
რადგან ქართულად ვყვები უცხოურ ამბავს

<< კიბე

თასი

1 ზელანდია
2 ინგლისი
3 ფიჯი
4 კენია
5= ავსტრალია აფრიკა საფრანგეთი უელსი

სინი

9 კანადა
10 სამოა
11= არგენტინა შოტლანდია
13= ზიმბაბვე პორტუგალია ტონგა შტატები

ფიალა

17 რუსეთი
18 იაპონია
19= საქართველო ურუგვაი
21= ესპანეთი ტუნისი ფილიპინები ჰონკონგი

@

შეჯიბრის ფორმულიდან ცალსახად გამოდის ეგ კიბე
(ავსტრალიური ტერმინია = ლედერ)

მაგრამ თუ კალათბურთისა და ჰოკეის მეთოდებს გადმოვიღებთ =
ირბ არ გადმოიღებს და ჩვენი გარჯა არა’ოფიციალურად დარჩება,
შეგეძლებათ დასის 1-დან 24-მდე გამწკრივება

ამისთვის თავად უნდა შეადაროთ გამზიარებელი გუნდების ბალანსები

@

+ სხვათა შორის, ამავე მეთოდით გაანაწილა გუნდები ირბ-მა პულებიდან სამ რვეულად

Posted by: Booom 3 Jul 2013, 01:30
თამაშები როდის დაიდებაა???????????????????

Posted by: II მოსვლა 3 Jul 2013, 12:50
http://sportall.ambebi.ge/regbi/qarthuli-ragbi/skhvadaskhva/51699-qshvidkaca-borjghalosnebisq-mtsvrthneli-olimpiadis-licenziis-mopoveba-shesadzlebelia.html

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 3 Jul 2013, 14:56
კახა-ჯან, პირადად მისწერე, თორემ მე არ მიჯერებენ

http://www.espnscrum.com/statsguru/rugby/player/11646.html

რომ მამა-თქვენი მათემატიკის პროფესორია და არა პელე

@ ჰამაც, 1973 წლის მიდამოში დაბადებულხარ!


Kakha Alania
Georgia
Full name Kakha Pele Alania
Born circa 1973
Major teams Georgia
Position Centre

Test career Span Mat Start Sub Pts Tries Conv Pens Drop Won Lost Draw %
All Tests 1993-2004 25 20 5 0 0 0 0 0 15 7 3 66.00

Career statistics Test debut Luxembourg v Georgia at Luxembourg City, Oct 31, 1993 match details
Last Test Spain v Georgia at Tarragona, Feb 22, 2004 match details
Test Statsguru Main menu | Career summary | Match list | Tournament list

@

Posted by: kakha alania 3 Jul 2013, 15:20
smile.gif)))))))))ზაალ გაუმარჯოს.
ისევ შენ თუ მიშველი.
თიკუნები როდის გადააგზავნე პირველად?2001-ში და იმის მერე ეგრეა.smile.gif

Posted by: კოქსი 3 Jul 2013, 15:24
მევასება მე შვიდკაცა, მაგარ მუგამს ვნახულობ... აჯობებს განვავითაროთ მაქსიმალურად და ოლიმპიადასაც თუ გამოვკარით ხელი ხო მთლად უკეთესი

იამაიკა ვს საქართველო
http://www.youtube.com/watch?v=qohEpDgcC_0


ტოტალიზატორებშიც თუ დაიოდება კუშები უფრო მეტ პოპულარობას მოიპოვებს, ქართულ ტოტალიზატორებს ეხებათsmile.gif))

Posted by: II მოსვლა 3 Jul 2013, 16:10
QUOTE
ტოტალიზატორებშიც თუ დაიოდება კუშები უფრო მეტ პოპულარობას მოიპოვებს

>350 გელა მოვხსენი მოსკოვის ტურნირზე

Posted by: კოქსი 3 Jul 2013, 17:06
II მოსვლა
QUOTE
>350 გელა

ეგ რა არის?

ქართულ ტოტალიზატორებში არის? 7 კაცა რაგბი? აი ძაან საკაიფო სათამოშო იქნება........ ვინ დადესბ შემდეგ ლელოს? ვინ გაიმარჯვებს იქნება ტუ არა ყვიტელი ბარათი და რავი მე smile.gif) ონლაინში სათამაშოთაც კარგიაsmile.gif))

Posted by: II მოსვლა 3 Jul 2013, 17:10
QUOTE
ეგ რა არის?

გელა = ლარი

QUOTE
ქართულ ტოტალიზატორებში არის?

კი ევროპა-ბეთზე იყო
ოღონდ მხოლოდ წყვილის გამარჯვებული
და ჰანდიკაპი

მე ძირითადად ჰანდიკაპზე ვიჯექი

QUOTE
ვინ დადესბ შემდეგ ლელოს? იქნება ტუ არა ყვიტელი ბარათი

მაგდენს ვერა

Posted by: supermaswi 3 Jul 2013, 18:24
koxi

ევროპაზე გითხრეს უკვე და ვივაროსაც ჰქონდა, სწრაფი ცვალებადობის გამო კოეფიციენტები ხშირად იცვლება ამიტომ LIVE მხოლოდ შესვენებების დროს იყო და აქაც მხოლოდ გამარჯვებული და ჰანდიკაპი

Posted by: კოქსი 3 Jul 2013, 18:50
supermaswi
როგორი კუშები იყო? ჩოგბურთს ჯობია ვითომ??

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 4 Jul 2013, 10:49
user posted image

Huriana Manual, Linda Ituna and Kayla McAlister of the New Zealand Woman's Sevens squad
pose after their arrival at Auckland International Airport, July 3, 2013 © Getty Images



Posted by: giorgi77 4 Jul 2013, 16:42
http://www.worldsport.ge/ge/page/7-kaca-nakrebi-yazanshi-gaemgzavra

ლეჟავა წრთვნის, არ ვიცოდი.

კარგია რომ დასაქმდა საქართველოში.

Posted by: jjj 4 Jul 2013, 22:03
ოლიმპიადაზე რა პრინციპით მოხვდებიან გუნდები მაგი გარკვეულია უკვე?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 4 Jul 2013, 22:50
jjj

ორი გვერდით წინ წერია

გამოგზავნილია: 2 Jul 2013, 09:07 #37077171

@

user posted image

ოლიმპიადაზე იქნება 12-12 გუნდი, ვაჟთა და ქალთა =
დადგენილია და ვეღარ შეიცვლება

მეტი ვერ ჯდება რაგბისთვის გამოყოფილ კვოტაში
და სქესთა თანასწორობაც დასაცავია, თორემ
ამოიღებენ პროგრამიდან

შერჩევის პროცესის მონახაზი =
ჯერ დამტკიცებული არაა, მაგრამ 95% არ შეიცვლება

http://en.wikipedia.org/wiki/Rugby_sevens_at_the_2016_Summer_Olympics

Posted by: კოქსი 4 Jul 2013, 23:02
QUOTE
ოლიმპიადაზე იქნება 12-12 გუნდი

გამოდის შანსი არ გვააქვს:smile.gif))

Posted by: Datka1964-10-10 4 Jul 2013, 23:43
koxi
QUOTE
გამოდის შანსი არ გვააქვსsmile.gif)


ვერ დაგეთანხმები ძმობილო.
ჩვენ თუ დააკვირდი 4 დღის შეკრებილი ნაკრებით წავედით მსოფლიოზე და ძალიანაც სერიოზული თამაში ვანახეთ.
დავიწყოთ იმით,რომ ზელანდიასთანაც წაგებული თამასში ჩვენებმა ძალიან ღირსეული თამაში აჩვენეს,მაგრამ ზელანდია არის ზელანდია...ხოლო დანარჩენი თამაშები ,რომელიც წავაგეთ ჩვენივე დაუდევრობის და უდისციპლინობის შედეგია განსაკუთრებით კანადა,ჯაპანა...მაინც დიდი მადლობა ბიჭებს და კახას. ხოლო ჩვენგან თითქმის დამარცხებულმა კანადამ სულაც თეფში მოიგო ანუ მე-9 ადგილზე გავიდა...ასე,რომ ყველასთან შეიძლება თამაში ნუ გარდა (ზელანდია,ფიჯი,ინგლისი ,აფრიკა). ცოტა მეტი დაფინანსება,უფრო ხანგძლივი შეკრება და ეგ არის.
წინ ქართველებო!!!!!!!

Posted by: კოქსი 5 Jul 2013, 00:35
Datka1964-10-10
12 გუნდი ცოტაა არ არის? ევროპაში რომელზე უნდა გავიდეთ რომ გავიდეთ ევროპაზე??

ან ახლა რომელზე ვართ??

დავიჯერო პორტებს , იტალიელებს ვაჯობებთ??

Posted by: otar zoidze 5 Jul 2013, 00:52
koxi
ევროპაში დიდი ბრიტანეთის ოთხი გუნდი ოლიმპიადაზე ერთ გუნდად გადის და ეს გარემოება ზრდის ჩვენს შანსს.

Posted by: კოქსი 5 Jul 2013, 01:22
otar zoidze
QUOTE
ევროპაში დიდი ბრიტანეთის ოთხი გუნდი ოლიმპიადაზე ერთ გუნდად გადის და ეს გარემოება ზრდის ჩვენს შანსს.

ვაა ეგ კაია ბრიტანეტი საფრანგეთი და ჩვენ ეგრე ხო შეიძლება გავიდეთ?

თუ ორი გუნდი გადის

გამაგებიეტ ბოლო ბოლო როგორაა?biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 Jul 2013, 10:03
აგე ბმული, დაუმტკიცებელი ფორმულით

http://en.wikipedia.org/wiki/Rugby_sevens_at_the_2016_Summer_Olympics

Men's tournament

Means of qualification Date of completion Venue1 Berths Qualified

Host nation -X- –X- 01 Brazil
2014–2015 IRB Sevens World Series 04
IRB Preliminary Competition/ Africa 01
IRB Preliminary Competition/ Americas 01
IRB Preliminary Competition/ Asia 01
IRB Preliminary Competition/ Europe 01
IRB Preliminary Competition/ Oceania 01
IRB Preliminary Competition/ Intercontinental 02

Total 12

ბრაზილია ავტომატურად
მერე მსოფლიო სერიის ოთხი უკეთესი (ბრიტანეთი = ინგ+შტლ+უელ; ირლანდია ცალკეა და არ თამაშობს შვიდკაცას)
მერე ხუთი კონტინენტური ზონის თითო ჯილა (ყველგან ჩატარდება ეგეთი შეჯიბრი ალბათ 2015)
ბოლოს ორი უკეთესი ზონათა-შორისი შესარჩევიდან (სხვა სპორტებშიც - კალათბურთი ... ეგრეა)

@

Posted by: კოქსი 5 Jul 2013, 10:21
ლუკასა და ნიკოს მამა
ანუ საფრანგეთს უნდა ვაჯობოთ? არა? ეგრე არ გამოდის? ასევე ესპანეთი, პორტუგალია, რუსეთს............... რუმინეთს.......

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 Jul 2013, 10:35
koxi

ბევრს უნდა ვაჯობოთ

ამჟამინდელი (2013) ვითარებით გავიდოდნენ:

მასპ: ბრაზილია

ირბ: ახალი ზელანდია, სამხრეთი აფრიკა, ფიჯი, სამოა

აფრ: კენია
ამერ: არგენტინა
აზია: ჰონკონგი
ევრ: ბრიტანეთი
ზღვ: ავსტრალია

+ ბოლო ორი ამათგან: ზიმბაბვე კანადა|შტატები იაპონია ტონგა საფრანგეთი|პორტუგალია|ესპანეთი|რუსეთი ...

თითო ზონიდან რამდენიმე გავა ამ ბოლო შესარჩევში, საკითხავი ეგაა =
ევროპიდან ალბათ 4, სხვებიდან ორ-ორი ან თითო?

@

Posted by: II მოსვლა 5 Jul 2013, 10:36
ბრაზილია

QUOTE
მსოფლიო სერიის ოთხი უკეთესი

ზელანდია, აფრიკა, ფიჯი, ბრიტანეთი

Africa 01 = კენია
Americas 01 = არგენტინა
Asia 01 = იაპონია
Europe 01 = პორტუგალია
Oceania 01 = ავსტრალია
Intercontinental 02 = საფრანგეთი/სამოა

Posted by: კოქსი 5 Jul 2013, 12:30
ლუკასა და ნიკოს მამა
II მოსვლა
შანსი არ გვააქ რააsmile.gif

..................................................................

Posted by: ayeti 14 Jul 2013, 10:05
http://rurugby.ru/component/content/article/1-news/2663-rugby-russia-universiada-game-time
უნივერსიადის თამაშების განრიგი
http://rurugby.ru/component/content/article/1-news/2664-rugby-russia-universiada-online
აქ კი სთრიმი, ჩემდა გასაკვირად საუკეთესო ხარისხით. განსხვავებით ერთა თასის საშინელი სთრიმისგან სოჭიდან.
* * *
ეეე... სპორტ 1 სთრიმი ყოფილა, გადავიდნენ ფრენბურთზე.

Posted by: crusaders 14 Jul 2013, 11:14
ეუფ სხვა სტრიმები არ მოგვეპოვება?

Posted by: Datka1964-10-10 14 Jul 2013, 11:46
სალამი ყველას!

სტრიმს ვინ ჩივის რა ქნეს ჩვენებმა?

Posted by: II მოსვლა 14 Jul 2013, 12:13
ბელგიასთან წავაგეთ 0:26

http://kazan2013.ru/ru/st_events/schedule#/hide/ru/-240/Comp/DetailedScheduleByDate?sportCode=RU&day=07%2F14%2F2013%2000%3A00%3A00&expandAll=False

Posted by: Datka1964-10-10 14 Jul 2013, 12:17
ენერგია არ ეყოთ,ალბათ ძალიან დაიცალენ ბიჭები რუსეთში biggrin.gif

Posted by: II მოსვლა 14 Jul 2013, 12:28
არადა ეროვნული ჩემპიონატის ბიჭები არიან წასული

KOLELISHVILI Bachana
CHKOIDZE Giorgi
KHUTSISHVILI Aleksandre
DAVITASHVILI Ivane
DAVITASHVILI Shalva
KALANDADZE Dimitri
SHUBITIDZE Saba
KOBAKHIDZE Bakhva
GEGENAVA Irakli
GAMBASHIDZE Jimi
JOGLIDZE Goderdzi
GOGOLASHVILI Levan

Posted by: crusaders 14 Jul 2013, 13:10
QUOTE
ბელგიასთან წავაგეთ 0:26

რა არის ეს თან ესე უშანსოდ წაგება

არადა იმედი მქონდა რო რაგაც ეტაპამდე მაინც გავიდოდნენ

Posted by: კოქსი 14 Jul 2013, 15:39
გააძრეთ სთრიმი ახლა მიდის და იქნებ ვუყუროთ ჰაა?

Posted by: giorgi77 14 Jul 2013, 15:49
QUOTE
ენერგია არ ეყოთ,ალბათ ძალიან დაიცალენ ბიჭები რუსეთში biggrin.gif


მეც ეგ გავიფიქრე ანგარიშს რომ დავხედე. biggrin.gif

Posted by: archilcheghe 14 Jul 2013, 16:08
ამდენი სტუდენტი მდედრია ერთად შეკრებილი biggrin.gif თავისთავად რთულია ენერგიის ზუსტად გადანაწილება biggrin.gif

დედას გეფიცები თუ ვამტყუნებდე რომელიმეს biggrin.gif

Posted by: giorgi77 14 Jul 2013, 16:16
QUOTE
ამდენი სტუდენტი მდედრია ერთად შეკრებილი biggrin.gif თავისთავად რთულია ენერგიის ზუსტად გადანაწილება biggrin.gif

დედას გეფიცები თუ ვამტყუნებდე რომელიმეს biggrin.gif


თან სათათრეთში მაგარი ქალები ყავთ.

Posted by: archilcheghe 14 Jul 2013, 16:59
giorgi77
QUOTE
თან სათათრეთში მაგარი ქალები ყავთ.


მარტო სათათრეთი? biggrin.gif მთელი მსოფლიოს სტუდენტობა იქ არის biggrin.gif მარტო რაგბი ხომ არააა ყველაფერში იმართება უნივერსიადა biggrin.gif

Posted by: II მოსვლა 15 Jul 2013, 09:20
მაგარი სირცხვილია
ბელგიის სტუდენტების შვიდკაცა რომ ნულზე დაგტოვებს
ეროვნული ჩემპიონატის ნარჩევი ბიჭებით დაკომპლექტებულ ნაკრებს

ვერ გააპრავეთ!

Posted by: QUT7 17 Jul 2013, 11:59
http://worldsport.ge/ge/page/qartulma-7-kacam-yazanshi-fiala-moigo

Posted by: Lotkinski 17 Jul 2013, 20:24
უნივერსიადაზე შვიდკაცამ ფიალა მოიგო, ფინალში კანადას 26:12 სძლია. ვულოცავ ბიჭებს. ცუდი სტარტის შემდეგ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ფინიში მაინც ყოფილიყო წარმატებული. მადლობა ამისთვის.

Posted by: Love The Sun 17 Jul 2013, 21:34
Lotkinski
ჯიგრები არიან.
როგორც გავიგე ბელგია შვიდკაცის ძირითადი ნაკრებით ყოფილა უნივერსიადაზე წარმოდგენილი.
ბრიტანეთი ისედაც გასაგებია რა ძალაცაა.
ამიტომ ამ ორ გუნდთან წაგება ვერაა ტრაგედია smile.gif

Posted by: Lotkinski 17 Jul 2013, 21:51
QUOTE
როგორც გავიგე ბელგია შვიდკაცის ძირითადი ნაკრებით ყოფილა უნივერსიადაზე წარმოდგენილი


მე ეგრე გავიგე. მთავარია, რომ პრიზით ვბრუნდებით სამშობლოში. რუსები აღარ ხუმრობენ ორივემ პირველი ადგილი აიღეს, ქალებმაც და კაცებმაც. aba.gif aba.gif aba.gif რასაც ვუყურებ, ვხვდები რომ ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ 7 კაცას განვითარებას რუსეთში.

Posted by: FireStorm 18 Jul 2013, 07:19
Lotkinski
ანუ რუსები 7 კაცაში ჩვენზე მაგრად არიან არა? რამხელა სხვაობაა 15კაცასა და 7კაცას შორის თამაშის სტილით. 15 კაცაში რუსებს ვანადგურებთ და აი 7 კაცაში ვერა.

Posted by: Love The Sun 18 Jul 2013, 10:24
FireStorm
ფაქტიურად სხვა სპორტია შვიდკაცა, რომელიც პრაქტიკულად 100%-ით არის გუნდის შეთამაშებულობაზე დამოკიდებული.
რუსებს ჰყავთ 8 კაცი, რომელსაც მუდამ ათამაშებენ 7-კაცა ნაკრებში, დანარჩენები იცვლებიან.
ჩვენ ეგეთი 3 კაციც არ გვყავს, მუდმივად შემადგენლობის ცვლილება ხდება ობიექტურ გარემოებათა გამო smile.gif

Posted by: FireStorm 19 Jul 2013, 06:24
Love The Sun
ხო ჩვენ იმის ფუფუნება არ გვაქ შვიდკაცასთვის ცალკე გვყავდეს მორაგბეები და ეს მაგარი ცუდია. შეუთამაშებელია გუნდი. მაგრამ ჯობია ასე 15 კაცადან სხვადასხვა მორაგბეების არჩევას 7 კაცასთვის გავიჭირვოთ და ერთი შემადგენლობა ვიყოლიოთ მუდმივი.

Posted by: Love The Sun 19 Jul 2013, 12:05
FireStorm
მეც ეგრე ვფიქრობ.
შიდა ჩემპიონატის მონაწილე 12-20 ბიჭი, რომელიც რეგულარულად ივარჯიშებენ ერთად ტურნირისათვის.
არანაირი მატება (სულ რომ მეკო იყოს smile.gif ). ჩემი აზრით< საუკეთესო ვარიანტია.
უნდა ავარჩიოთ სწრაფი და თანაც ჯანიანი ბიჭები ძირითადად. 1-2 შეიძლება გეგენავაც გვყავდეს biggrin.gif

Posted by: valiadolidi 19 Jul 2013, 12:23
QUOTE (Love The Sun @ 19 Jul 2013, 12:05 )
FireStorm
მეც ეგრე ვფიქრობ.
შიდა ჩემპიონატის მონაწილე 12-20 ბიჭი, რომელიც რეგულარულად ივარჯიშებენ ერთად ტურნირისათვის.
არანაირი მატება (სულ რომ მეკო იყოს smile.gif ). ჩემი აზრით< საუკეთესო ვარიანტია.
უნდა ავარჩიოთ სწრაფი და თანაც ჯანიანი ბიჭები ძირითადად. 1-2 შეიძლება გეგენავაც გვყავდეს biggrin.gif

გეთანხმები 20 კაცის არჩევა არ უნდა იყოს პრობლემა სწრაფი ჯანიანი ათლეტური ბიჭები და საკმაოდ კარგ გუნდს მივიღებთ ნაღდათ შეგვიძლია 7 კაცაში წარმატებით თამაში .

Posted by: Love The Sun 19 Jul 2013, 12:53
valiadolidi
მე ქუთაისელი ვიცი მარტო 5 ეგეთი ბიჭი, ახლა რომ ჩემპიონატი მოიგეს smile.gif

Posted by: valiadolidi 19 Jul 2013, 13:47
აია-ძნელაძე , ფრუიძე , შაშიაშვილი, სამივე მგონია რომ 7 კაცას მაგრად ითამაშებენ ათლეტური აღნაგობა ტეხნიკა და კარგი სისწრაფეებიც აქვთ.

Posted by: FireStorm 19 Jul 2013, 15:38
Love The Sun
ხო რა ცალკე უნდა იყოს 15 კაცას ნაკრები და ცალკე 7 კაცასი. მე დილეტანტიც კი ვხვდები რომ როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება თამაშის სპეციფიკა. 7 კაცაში ძირითადად ხელით მიდის თამაში და იქ აიღე ბურთი და მიაწექი მოლში არ გამოვა. ამიტომ უნდა ჩამოყალიბდეს კრიტერიუმები 7 კაცასთვის და 15 კაცასთვის მათი სპეციფიკიდან გამომდინარე და ამის მიხედვით უნდა შეირჩნენ ბიჭები ამა თუ იმ ნაკრებში.

Posted by: Love The Sun 19 Jul 2013, 15:45
FireStorm
თან მთელ მსოფლიოშია გენიალური პრაქტიკა, რომ მოშვიდკაცეები გადაყავთ მერე დიდ ნაკრებში, როგორც წესი ხაზში smile.gif
---------------------------------------

Posted by: FireStorm 19 Jul 2013, 15:48
Love The Sun
ხაზში უკანა ხაზს გულისხმობ ხომ ბექებად? ნუ საჭიროა რა ყველა ვარიანტში ცალკე ნაკრები 7 კაცასთვის.
ხო რა მაინტერესებს ცვენ 7 კაცას ცალკე მწვრთნელი ყავს ხომ?

Posted by: II მოსვლა 24 Jul 2013, 15:12
ამათი ნაშობიც ისეთივე
ჯიშიანი ათლეტები იქნებიან
რაგვერიც უკან მჯდომი ძინისკა და გრესევ'ია

http://radikal.ru/fp/bd987087266a4d8f939af679fec5dde4

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 25 Jul 2013, 10:15
user posted image

Posted by: Lotkinski 25 Jul 2013, 20:40
7-კაცა რთული ამოცანის წინაშე


საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებს სექტემბერში რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევს. მას შემდეგ, რაც ევროპის გრან-პრის პირველ, ლიონის ეტაპზე ქართველმა მორაგბეებმა ბოლო ადგილი დაიკავეს, ისინი პირველად დადგნენ დაქვეითების საფრთხის წინაშე და ახლა დაკარგული ანაზღაურება მართებთ, რათა გაისადაც უძლიერესთა შორის ითამაშონ.

მეორე ეტაპი 21-22 სექტემბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება და იქ კახა ალანიას შეგირდებს საკმაოდ რთულ ჯგუფში მოუწევთ თამაში. საქართველოს ნაკრების მეტოქეები 2013 წლის 7-კაცა რაგბის მსოფლიო თასის ფინალისტი ინგლისი, თასის მეოთხედფინალისტი და მომავალ ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან დამარცხებული უელსი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი პორტუგალია, მასპინძელი რუმინეთი და იტალია იქნებიან. მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა მორაგბეებმა ჯგუფში III-IV ადგილები დაიკავონ, რათა მაღალი ადგილებისთვის გააგრძელონ ბრძოლა და საერთო ჩათვლაში იმდენი ქულა მიიღონ, რომ ჯამში ბოლო ორ ადგილს თავი დააღწიონ.

შედეგი დიდწილად იქნება დამოკიდებული იმ შემადგენლობაზე, რომლის შეკრებასაც ალანია შეძლებს, არადა, 20-22 სექტემბერს საფრანგეთის პირველ და მეორე ელიტარულ დივიზიონში ტურის მატჩებია დანიშნული და დიდია ალბათობა იმისა, რომ ფრანგულმა კლუბებმა ქართველ ლეგიონერთა გამოშვება იუარონ.



დღეს ეს სტატია დაიდო მსოფლიო სპორტის საიტზე, ვაგლახ, რომ მართლაც არ გამოუშვებენ. და ღმერთმა არ ქნას ის რასაც გული მიგრძნობს. smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Aug 2013, 10:29
World Club Sevens

Quarter-finals:

Buenos Aires 31-12 New York
Brumbies 22-17 VVA Saracens Moscow Region
Gloucester 7-19 Harlequins
Auckland 40-12 San Francisco

Semi-finals:

Buenos Aires 7-26 Brumbies
Harlequins 14-31 Auckland

Shield Final: Bulls 12-19 Kuban Krasnodar
Plate Final: New York 33-7 Gloucester
Third/Fourth Play-off: Buenos Aires 33-7 Harlequins
Final: Brumbies 17-14 Auckland

© ESPN Sports Media Ltd

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Sep 2013, 10:12
user posted image

New Zealand's Sir Gordon Tietjens received a knighthood and
the Insignia of a Knight Companion of the New Zealand Order of Merit,
Government House, Wellington, September 16, 2013 © Getty Images



Posted by: iverieli 19 Sep 2013, 18:34
საქართველოს 7-კაცა ნაკრების შემადგენლობა ბუქარესტისთვის 21-22 სექტემბერს

1. ბიძინა სამხარაძე

2. ლევან გოგოლაშვილი

3. რამაზ ხარაზიშვილი

4. რატი ნუცუბიძე

5. გიორგი კალმახელიძე

6. გიორგი ჯიმშელაძე

7. ბახვა კობახიძე

8. გიორგი შკინინი

9. ზურაბ ძნელაძე

10. დიმიტრი კალანდაძე

11. შავლეგ მახარაშვილი

12. თორნიკე ცერცვაძე

http://worldsport.ge/ge/page/shvidkacas-nakrebi-buqarestis-gran-prize-itamashebs

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Sep 2013, 19:39
user posted image

უმთავრესი რამ:

ტაბლო @ http://site.rugby.ge/ka-GE/home/

გრან პრი. ბოლო, II ეტაპი. ბუქარესტი (რუმ)

# მსოფლიო სერიელი

ქულა:
18 ინგლისი#, 16 რუსეთი, 15 საფრანგეთი#, 14 უელსი#, 12 პორტუგალია#, 10 შოტლანდია#, 8 ესპანეთი# -
6 რუმინეთი, 4 იტალია, 3 გერმანია, 2 უკრაინა, 1 საქართველო

ბოლო გავარდება და გაისად (2014) შეცვლის ბელგია.

ინგ, სფრ, უელ, პორ, შტლ, ესპ ჩაუთვლელად ორი უკეთესი
გაისად (2014) ჩაებმება მსოფლიო სერიის შესარჩევში (ჰონკონგი)


@

უწინ იყო ოთხი ეტაპი,
წელს აპირებდნენ სამს’ღა,
შუა ზაფხულში გააქრეს მანჩესთერი
და დარჩა ორი

ამის მიუხედავად, მაინც "გრან პრი" ჰქვია,
ჩვენ კი სერიოზულად რომ არ მოვეკიდეთ ლიონს,
ვართ ბოლოზე

ვინღა ჩივის 2014 ჰონკონგში მოხვედრას,
როგორმე ბოლოდან უნდა ამოვყვინთოთ და 2014 გრან პრიზე დავრჩეთ,

ხოლო ჰონკონგში წასასვლელად ჯამური ქულებით უნდა
გადავუსწროთ რუმინეთს, იტალიასა, გერმანიასა და რუმინეთს
ბითუმად = ყველას სათითაოდ

@

ჩვენი წუთობრივი განრიგი

საქართველო -

შაბ 21/09

11.00 პორტუგალია
13.32 რუმინეთი
16.04 იტალია
19.20 უელსი

კვი 22/09

12.28 ინგლისი
1/2ფ 14.12 - 16.02
ფინ 16.54 - 18.54

@

Posted by: სურამელი 20 Sep 2013, 10:29
ღვინჯილიას რატომ აღარ იძახებენ შვიდკაცაში?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Sep 2013, 13:29
user posted image

Former England Sevens head coach Ben Ryan has taken over the reins at Fiji until the 2016 Olympic Games in Rio de Janeiro.

Ryan was in charge of England for six years, guiding them to HSBC Sevens World Series titles at Wellington (2008, 2013), Dubai (2010, 2011) and London (2008).

In 56 Series events under Ryan, England made the semi-finals or better on 28 occasions.

Posted by: huligan 21 Sep 2013, 11:03
ბუქარესტიდან
http://www.dailymotion.com/embed/video/x14y348?autoplay=0&hidePopoutButton=1

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 Sep 2013, 11:22
დაიწყო დროულად
ალბათ მთელი ტურნირი ეგრევე გაგრძელდება

Posted by: giorgi77 21 Sep 2013, 13:34
მშვენიერი ლელო დავუდეთ რუმინელებს 5-0
* * *
მოვუგეთ პირველი ნახევარი რუმინელებს 12-0, მეორე საჯარიმო ლელო იყო... ისე ვჯობნით ყველფრით.

მომეწონა ის კიკინიანი biggrin.gif ბიჭი, მაგრად თამაშობს.

უაზროდ ვკარგავთ უპირატესობის დროს ბურთებს... მეტით უნდა მოგვეგო პირველი ნახევარი
* * *
19-14 მოვიგეთ. ცოტა ნაკლები სეცდომა რომ დაგვეშვა უფრო მეტით მოვუგებდით.

კარგი იყო up.gif

Posted by: enorme 21 Sep 2013, 13:55
კაია გამარჯვება , ვულოცავ ბიჭებს , მაგრამ დაცვაში ძალიან ცუდად ვთამაშობთ .

Posted by: K O R A D O 21 Sep 2013, 14:06
გილოცავთ, მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ

Posted by: giorgi77 21 Sep 2013, 14:31
იტალია პორტუგალიას ამარცხებს... იტალიასთან მნიშვნელოვანი თამაში იქნება.

იქნებ ჰონგკონგსაც გამოვკრათ ხელი biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 Sep 2013, 15:55
ჩვენი ლაივ-სქორიც იწყება ორივე სტადიონიდან
ტაბლო მარჯვნივ http://site.rugby.ge/ka-GE/0/

რომელი მხრიდან აჩვენებენ?
კაშინის მონასტერი ჩვენსკენაა?

Posted by: giorgi77 21 Sep 2013, 16:13
მსაჯი იტალიელია თუ რუმინელი? biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 Sep 2013, 16:37
ჩვენი რამდენით მორჩა?
5:14 = კადრი გამექცა, ფირა კი არა წერს

Posted by: Love The Sun 21 Sep 2013, 16:40
ლუკასა და ნიკოს მამა
ეგრე მორჩა smile.gif
მსაჯობა აქაც მაღალი დონისაა biggrin.gif
* * *
გერმანია მოგვიგებს ჩვენ smile.gif
======================================

Posted by: kaha07 21 Sep 2013, 19:47
ყოჩაღ ბიჭებიი

24:7 უელსთან ვისიამოვნეე smile.gif

Posted by: Lotkinski 21 Sep 2013, 19:55
ვაა, ძაან მაგარია, ყოჩაღ ბიჭებს. იმედია ბოლოზე არ გავალთ

Posted by: lyonelbohort 21 Sep 2013, 20:13
მეორე პულში გერმანელები რას აკეთებენ?! wow.gif

Posted by: giorgi77 21 Sep 2013, 20:31
იტალიასთან არ იყო წასაგები თამაში... მსაჯმა თავისი გააკეთა მაგრამ ჩვენებმაც გაანიავეს პირველ წუთებზე სათამაშო უპირატესობა. უელსისთვის აღარ მიყურებია.

ხვალ იმედია ინგლისი მოუგებს პორტუგალიას, იტალია წააგებს უელსთან და ჩვენ მოვუგებთ ინგლისს biggrin.gif

Posted by: Lotkinski 21 Sep 2013, 20:49
QUOTE
ხვალ იმედია ინგლისი მოუგებს პორტუგალიას, იტალია წააგებს უელსთან და ჩვენ მოვუგებთ ინგლისს



ღმერთმა გისმინოს. მართლა ეგრე რომ მოხდეს.. biggrin.gif

Posted by: Q10 22 Sep 2013, 00:47
გულიანად უბერავენ ბიჭები რაც მთავარია. ხვალ სასწაულების დღეა

Posted by: sandro_g 22 Sep 2013, 12:32
ბიჭებო თამაში რომელზეა და ლინკი თუ არის?

Posted by: Datvlas_Vin_Gtxovs 22 Sep 2013, 12:39
sandro_g
http://www.dailymotion.com/embed/video/x14y348 ეხლა არი

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Sep 2013, 12:53
http://www.fira-aer-rugby.com/group-180.htm
ჯერ შეცდომაა, იტალიაა მეორეზე პორტუგალებთან პირადი მოგებით
= ანუ აიღო ჰონკონგის 2014 საგზური

Posted by: sandro_g 22 Sep 2013, 12:55
Datvlas_Vin_Gtxovs
მადლობა

Posted by: Lotkinski 22 Sep 2013, 13:09
ინგლისთან წავაგეთ 24:7 და ჯგუფში მე4 ადგილზე გავედით.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Sep 2013, 13:09
დავიკავეთ პულში მეოთხე,
ვართ სინზე = მოგვემატება მინიმუმ 6 ქულა
ანუ გაგვიხდება 7 =
ვაშა, დავრჩით ევრო გრან პრიზე 2014!

უკრაინას შეუძლია შეიმატოს მაქსიმუმ 4
და გამოუვიდეს 6

ახლა ვეთამაშებით

სინის 1/2ფ 15.18 გერმანია
ფინ 17.43 ან 18.05

იმედია, მალე თავადაც დაადგენენ ეგრევე

Posted by: Lotkinski 22 Sep 2013, 13:16
ნამდვილად სასიხარულოა რომ დავრჩით. მინდა რომ საქართველოშიც მიექცეს შვიდკაცას სათანადო ყურადღება, თორემ გული მწყდება დარჩენისთვის რომ ვიბრძვით. sad.gif

Posted by: სურამელი 22 Sep 2013, 13:20
ლუკასა და ნიკოს მამა

ოლიმპიადაზე მოხვედრა როგორ ხდება? ცალკე შესარჩევი ტურნირი იქნება?

Posted by: markes 22 Sep 2013, 13:26

QUOTE
ვაშა, დავრჩით ევრო გრან პრიზე 2014!

ეს წარმატებათ ითვლება?

rolleyes.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Sep 2013, 13:36
markes
როცა ბოლო ადგილზე ხარ ეტაპის წინ და გავარდნა გემუქრება,
წარმატებაა ... მხოლოდ იმ’წუთიერი

სურამელი
გრძელი პროცესია

სულ 12 გუნდია და
თუ ვინმე გეტყვით, მოემატებაო,
ახურებს

პირდაპირ გავა (ალბათ 2014\15) მსოფლიო სერიის ოთხი მოწინავე
+ მასპინძელი ბრაზილია

დარჩება 7 ადგილი
გათამაშდება ორ-ორი საგზური სამ რეგიონულ შესარჩევში
და ბოლო საგზური ამათში უკეთეს ხელმოცარულთა რეპეშაჟში

Posted by: giorgi77 22 Sep 2013, 14:10
რომ დავრჩით კარგია, საკმაოდ რეალური იყო რომ გრანპრიდანაც განოვვარდნილიყავით ისეა მიგდებული შვიდკაცა.

ყველაზე კარგი ისაა რომ ეს რეზულტატი ლეგიონერების გარეშე იქნა გაკეთებული, ამიტომ საერთოდ უარი რომ ვთქვათ "ფრანგებზე" უკეთესი იქნება, ლეგიონერები დიდ ნაკრებში...
* * *
რაც ლეჟავა წამოვიდა უკრაინა საერთოდ დაჩაჩანაკდა... ეს უელსიც რა ნაკრებია ჩაყვანილი გაუგებარია

Posted by: სურამელი 22 Sep 2013, 14:19
ლუკასა და ნიკოს მამა
რეალურად რომ ვიმსჯელოთ გვაქვს ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი?

Posted by: giorgi77 22 Sep 2013, 14:53
რაც ჩვენ გაგვიკეთეს იტალიასთან იგივეს უკეთებენ ესპანეთს ახლა რუმინელებთან....

გერმანელებს თუ მოვუგეთ თუ არ ვცდები ჰონგკონგზე გავდივართ.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Sep 2013, 15:07
giorgi77

უკვე გავიდა, გიო, იტალია ჰონკონგში

ჩვენზე წინ იყო 3 ქულით და ჩვენზე მეტს აიღებს = თასის ოთხეულშია

რუსეთიც ეგრევე

Posted by: giorgi77 22 Sep 2013, 15:17
ლუკასა და ნიკოს მამა

აჰა, გასაგებია. მე მეგონა მარტო ამ ტურნირის შედეგი ითვლებოდა.

ლიონმა დაგვღუპა biggrin.gif
* * *
რეებს აკეთებენ ჩვენები ხომ არ იცით..... biggrin.gif

4 100% მომენტი გავაფუჭეთ პირველ ნახევარში. ორჯერ რიჟამ პირდაპირ გერმანელს გადასცა ბურთი

Posted by: enorme 22 Sep 2013, 15:28
ტურბო ძალიან მაგარი ბიჭია , აშკარად საუკეთესოა ჩვენს გუნდში.

Posted by: giorgi77 22 Sep 2013, 15:30
თან ეს ის მსაჯია იტალიასთან რომ გვივაჟკაცა


8 ნომერი ვინაა? მგელია მგელი smile.gif

Posted by: enorme 22 Sep 2013, 15:37
8 კალმახელიძეა , ჩორტიკა რა კარგად შემოვიდა , ფეხითაც მშვენივრად შეიცურა და ტურბოსაც კაი პასი მისცა.

Posted by: giorgi77 22 Sep 2013, 15:40
სულიკოც გაუშვეს biggrin.gif მაგარია,

პორტუგალიას ვხვდებით ფინალში.

ისე ამ ტურნირმა აჩვენა რომ ჩემპიონატის ხალხითაც შეიძლება შედეგის მიღწევა და მე თუ მკითხავთ შვიდკაცას ახლა უფრო ვთამაშობთ. ეს შვიდკაცაა უკვე.

Posted by: achiflo 22 Sep 2013, 15:41
სულიკომ დაგლიჯაააააააააააააააა. ყოჩაღ ბიჭებო. ერთიც უნდა მოვიგოთ მემგონი შოტლანდია გვხვდება ან პორტუგალია

Posted by: Lotkinski 22 Sep 2013, 15:42
მშვენიალურია, ძალიან გამიხარდა. ვულოცავ ბიჭებს. 22:7 გერმანიას მოვუგეთ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Sep 2013, 15:46
ეხლა სინის ფინ (V ადგ) 18.05 პორტუგალია

უკრაინა გრა-პრიდან გავარდა = ბოლო თამაშს აზრი აღარა აქვს.
2014 შეცვლის ბელგია

Posted by: achiflo 22 Sep 2013, 15:51
რუსები ნახე რააა 14-14 პირველ ტაიმში ინგლისთან

Posted by: giorgi77 22 Sep 2013, 15:57
QUOTE
რუსები ნახე რააა 14-14 პირველ ტაიმში ინგლისთან


რუსები შვიდკაცაში კარგად გამოდიან, სტაბილურად.

ამ ტურნირში მგონი სიმპლიკევიჩის იმედად არიან მარტო... 7 ლელო აქვს უკვე დადებული

Posted by: achiflo 22 Sep 2013, 15:58
ქეცბაიაა ტრენერი სულ ბლიადი ისმის ტრენერისგან

Posted by: Datka1964-10-10 22 Sep 2013, 16:16
სალამი ყველას!

ლინკები დააგდეთ რა თუ შეიძლება, ცქერა მწადიან ჩვენი ბიჭების!
წინ ქართველებო!!!!

Posted by: aimo 22 Sep 2013, 16:17
http://www.fira-aer-rugby.com/match-2945.htm

აქ ჩვენი გუნდიდან სამი ლელო ჩანს დადებული, მეოთხე ლელო ვის მივაწერროთ?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Sep 2013, 16:27
Datka1964-10-10

კაი დროსია = 18.05 თამაშობენ აქა
http://www.dailymotion.com/embed/video/x14y348?autoplay=0&hidePopoutButton=1

Posted by: aimo 22 Sep 2013, 16:51
QUOTE (aimo @ 22 Sep 2013, 16:17 )
http://www.fira-aer-rugby.com/match-2945.htm

აქ ჩვენი გუნდიდან სამი ლელო ჩანს დადებული, მეოთხე ლელო ვის მივაწერროთ?

ჰა?
..................................................

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Sep 2013, 16:55
ჩორტიკასი არ წერია, რომ შეიგორა და ხელი დაადო =
მგონი ბოლოსწინა იყო = #11 ლევან გოგოლაშვილი
* * *
უმაღლესი ლიგის ლაივ სქორი ორივე სტადიონიდან
http://site.rugby.ge/ka-GE/home/

Posted by: giorgi77 22 Sep 2013, 18:03
დააკვირდით, გრუზინებს აღარ გვეძახიან biggrin.gif ეკიპა ჯორჯიი

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Sep 2013, 11:46
user posted image

ევროპა კი, ჰონკონგი ვეღარ

ბუქარესტში სასწაული არ მოხდა - საქართველოს "შვიდკაცა" ევროპის "გრან პრიზე" საგაისოდაც დარჩა,
მაგრამ 2014 წელს ვერც ჰონკონგში იჩაუქებს და ვეღარც თვიქნემში


>>> http://Qaflan.netai.net/2013

2013 წელმა ხუთი საშვიდკაცო ვოიაჟი დაიტია: ჰონკონგი, ლონდონი, ლიონი, მოსკოვი და ბუქარესტი. ჩინეთში ვივარგეთ და მოვხვდით ლონდონში, სადაც ხელი მოგვეცარა და 2013-14 წლების სეზონისთვის "მსოფლიო სერიის" ბობოლა 15-ეულში ვერ შევიჭერით.

მერე იყო ლიონის კატასტროფა, სადაც ევრო-სერიის ისტორიაში ეტაპზე პირველად დავიჭირეთ ბოლო ადგილი და გავარდნის კანდიდატები შევიქენით.

თავი ვერაფრით გამოვიჩინეთ ლუჟნიკში, მსოფლიო თასზე და XIX ადგილი გავიყავით, ამასობაში კი ფირა აერ-მა ააორთქლა მანჩესთერის (ინგ @ 14-15/09) ეტაპი და ამოცანა გაგვირთულა.

იმედის სხივი

ბუქარესტში ალაგ-ალაგ რიგიანად ვიშვიდკაცეთ და ზოგჯერ ისევ სუსტად, მაგრამ იმედის სხივმა გამოანათა - საქართველოს პირველობაზე მორაგბე ბიჭებს ღვაწლ-მოსილ და მარად-მოუცლელ ლეგიონერებზე არა-ნაკლებ შეძლებიათ ნავარდი და პასაობა.

აქცენტი ამიერიდან მათზე უნდა გაკეთდეს, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ უნიათო ფირა აერ-მა 4-ეტაპა სერია წელს ორამდე დაკუმშა, რის გამოც 20 პერსპექტიული ჯეელი საშვიდკაცოდ რომც გამოვყოთ, მათ ვერ დავტვირთავთ, რაკი მსოფლიო სერიის შესარჩევშიც ვეღარა ვართ.

არადა, შვიდკაცა "ოლიმპიური რაგბია. 2016 წელს, რიოში, კაცთა ოდენ 12 გუნდი იასპარეზებს, ჩვენ კი შარშანდელი შედეგი - ევროპაში VIII ადგილიღა გავიმეორეთ. ისევ დაშავდა გოშა შკინინი, ჰონკონგის საგზურები კი პულური სტადიის დასრულების’თანავე დაიბევეს რუსეთმა და იტალიამ, ვინც შვიდკაცაში აქამდე ვერ მაგრობდა.


ევროპის [ფირა აერ] გრან პრი 2013


<< I ეტაპი. ლიონი (სფრ) @ 8-9/06

საქართველო - პული) ესპანეთი 7:26, რუმინეთი 10:26, ინგლისი 12:20, უკრაინა 34:5, უელსი 7:40; ფიალა) იტალია 7:19, უკრაინა 5:19 * დავიკავეთ ბოლო, XII ადგილი ^ თასი) ინგლისი 33:5 რუსეთი

საქ: რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქ) ლ, ზურაბ ძნელაძე (აია) ლ, ირაკლი ღვინჯილია (ლოკ) 4ლ სბ, შავლეგ მახარაშვილი (ბთმ, რეზო გიგაური (სფრ) 2ლ, ლევან გოგოლაშვილი (არმ) 2ლ, გიორგი ჯიმშელაძე (არმ) 2ლ, ბახვა კობახიძე (არმ, თორნიკე ცერცვაძე (ლელ, გიორგი ბიწაძე (ლოკ) 2ლ, ირაკლი გეგენავა (ლელ, ივა დავითაშვილი (აკდ)


<< II ეტაპი. ბუქარესტი (რუმ) @ 21-22/09

საქართველო - პული) პორტუგალია 0:7, რუმინეთი 19:14, იტალია 5:14, უელსი 24:7, ინგლისი 7:24; სინი) გერმანია 22:7, პორტუგალია 10:24 * დავიკავეთ VI ადგილი ^ თასი) ინგლისი 31:7 საფრანგეთი

საქ: ძნელაძე (აია) 3ლ, ჯიმშელაძე (არმ, კობახიძე (არმ, რატი ნუცუბიძე (არმ, დიტო კალანდაძე (ჯიქ, ცერცვაძე (ლელ) სბ, გიორგი შკინინი (არმ) ლ, გიორგი კალმახელიძე (არმ) 4ლ, ბიძინა სამხარაძე (რუმ) ლ, შავლეგ მახარაშვილი (ყოჩ) ლ სბ, გოგოლაშვილი (ყოჩ) 4ლ, ხარაზიშვილი (ჯიქ) ლ


<< ქულა: 40 ინგლისი; 33 საფრანგეთი რუსეთი; 24 პორტუგალია; 18 იტალია; 17 უელსი შოტლანდია; 11 საქართველო, 10 რუმინეთი; 9 ესპანეთი გერმანია - 3 უკრაინა (გავარდა; 2014 შეცვლის ბელგია)

<< საქართველო ევრო-შვიდკაცაზე

2002 II, 2003 III, 2004 VI, 2005 X, 2006 V, 2007 VII, 2008 III, 2009 V, 2010 V, 2011 VI, 2012 VIII, 2013 VIII


<< ყველა ჩემპიონი

პორტუგალია 8 2002-2006 2008 2010-2011
რუსეთი 2 2007 2009
ინგლისი 2 2012-2013


მსოფლიო სერიის [ირბ] XV სეზონი 2013-14

1 12-13/10 გოულდ ქოუსთ (ავს)
2 29-30/11 დუბაი (არბ)
3 7-8/12 პორტ ელიზაბეთ (აფრ)
4 24-26/01 ლას ვეგას (აშშ)
5 7-8/02 ველინგთონ (ზელ)
6 22-23/03 ტოკიო (იაპ)
7 28-30/03 ჰონკონგ (ჩინ)
8 3-4/05 გლაზგო (შტლ)
9 10-11/05 თვიქნემ (ინგ)

>> სერიის ჩემპიონი

ზელანდია 11 2000-2005 2007-2008 2011-2013
ფიჯი 1 2006
აფრიკა 1 2009
სამოა 1 2010

>> თასის მფლობელი

1999-2013 (118 ეტაპი: 46 ზელანდია - 21 ფიჯი; 17 აფრიკა;
15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

@

Posted by: tarash07 25 Sep 2013, 22:09
საქართველო-უელსის თამაში დაიდო

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Oct 2013, 20:39
user posted image

user posted image

user posted image




Posted by: ramazi-rugby 15 Oct 2013, 09:47
ლუკასა და ნიკოს მამა
U19-ის პორტუგალიურ ტურნირზე იქნებ რამე ცნობები მოგვაწოდოთ ზალიკო ბატონო

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 15 Oct 2013, 10:21
ვიცი რო?

@

ჩვენი ჩემპიონატი არ ჩერდება!

@

ფირას საითზე ტრადიციულად ნაკლულია =
არ უწერიათ ნახ’ფინალთა და ფინალთა თარიღები =
ვარაუდით ავიღე 4-დღიანი ციკლი = რომ დასრულდეს კვირას

http://www.fira-aer-rugby.com/group-181.htm
ტარდება ლისაბონში

ბადე = ჩვენი სვლაგეზი

საქართველო#1 -

შაბ 26\10 ჩეხეთი#8
ოთხ 30\10 ესპანეთი#4|რუმინეთი#5 = ალბათ ესპანეთი
კვი 03\11 (პორტუგალია#2|ბელგია#7) | (რუსეთი#6|პოლონეთი#7) = ალბათ პორტუგალია

@

მსოფლიო ალაფა ჰონკონგშია = 2014 მაის-ივნისის მიჯნაზე?
რვიდან შვიდი მონაწილე შეირჩა და ევროპის ერთი ადგილიღა დარჩა

Team = Number of Tournaments = Position Last Year
Canada 4 2
Hong Kong 0 =
Japan 4 4
Namibia 3 8
Tonga 2 5
United States 4 Relegated from 2013 IRB Junior World Championship Won the Trophy in 2012
Uruguay 4 7
European champions

@

Posted by: ramazi-rugby 15 Oct 2013, 10:27
მადლობა ზაალ.
ბიჭებმა იცოდნენ,რომ ორი გუნდი გადიოდა და ახლა უკვე უეჭველი ჩემპიონობაა საჭირო.

Posted by: Lotkinski 16 Oct 2013, 18:54
კი, მხოლოდ გამარჯვებული გადის ტროფზე, ასე რომ წარმატებებ ბიჭებს, არა მგონია შარშანდელი შეცდომები გაიმეორონ.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 18 Oct 2013, 12:08
user posted image

წესი გამარტივდა

ირბ-ის შვიდკაცის მორიგი, მე-15 სეზონი სერიის 11-გზის ჩემპიონის, ზელანდიის უსიტყვო გამარჯვებით დაიწყო

http://Qaflan.netai.net/2013/

ქვინზლენდის "ოქროს ნაპირზე" გამართული ეტაპი დასაბამიდან 119-ე იყო. მასზე კივებმა თასი 47-ედ შემართეს, ანუ "ოლ ბლექ სევენსი, აწ უკვე რაინდად (სერ!) შერაცხული გორდონ თიჩენსის ხელ’ქვეით, ყოველი ხუთი ტურნირიდან ორზე პირველობს ხოლმე.

ზელანდიამ გოულდ’ქოუსთზე ექვსივე თამაში მოიგო. შინ რიგიანად იჩაუქა ავსტრალიამ: ნახევარ’ფინალში "ოქროს ლელოთი" ძლია აფრიკა და ფინალშიც თავიდან ორით დაწინაურდა, მაგრამ მერე ჩემპიონმა იქეთ დაალელოვა 6-ჯერ!

სერიის შემდეგი ეტაპი თვე-ნახევრის თავზე, არაბეთშია. დებულებაში სიახლე ისაა, რომ ელიტიდან გავარდნისა და მასში შესვლის წესი გამარტივდა: ვინც ჰონკონგში მოიგებს 12 არიფის შეჯიბრს, გაისად (2014-15) პირდაპირ შეცვლის 15 განთესილში ბოლოს.

ერთი კია, საქართველოს ეგ აღარ ეხება, რაღაი წელს ევროპაში VIII ადგილიღა დავიკავეთ. ჰოდა, ჰონკონგში ჩვენს ნაცვლად იტალია წავა.


ირბ-ის შვიდკაცის XV სეზონი 2013-14

I ეტაპი. 12-13/10 @ გოულდ ქოუსთ (ავს)

<< პულები [# მიწვეული]

(ა) ზელანდია 3-0, კენია 2-1 / შტატები 1-2, ტონგა# 0-3
(ბ) აფრიკა 3-0, ინგლისი 2-1 / საფრანგეთი 1-2, ესპანეთი 0-3
(გ) ფიჯი (+45) უელსი (+17) 2-1 / კანადა (+2) 2-1, პორტუგალია 0-3
(დ) ავსტრალია 2-0*1, სამოა 2-1 / არგენტინა 1-2, შოტლანდია 0-2*1

<< მეოთხედ’ფინალი

ზელანდია (ა1) 40:0 სამოა (დ2)
ფიჯი (გ1) 12:26 ინგლისი (ბ2)
ავსტრალია (დ1) 24:12 კენია (ა2)
აფრიკა (ბ1) 28:21 უელსი (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

ზელანდია 14:5 ინგლისი
ავსტრალია 24:19*დდ აფრიკა

<< ფინალი

ფარი (XIII) შტატები 22:0 პორტუგალია
ფიალა (IX) საფრანგეთი 19:14 კანადა
სინი (V) ფიჯი 36:0 კენია
ბრინჯაო (III) ინგლისი 47:0 აფრიკა

თასი (I) ზელანდია 40:19 ავსტრალია
ვიდეო >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=31199&d=1381824618

<< ზელანდია

1 სქოთ ქარი, 2 თიმ მიქელსონ, 4 დი’ჯეი ფორბს^კაპ, 6 ტომასი თამა, 7 სემ დიქსონ, 10 ჯო ვებერ, 12 ემბროუზ ქერთის
* 3 ბელჯემ ტუატანგალოა, 5 ლოტე რაიკამბულა, 8 მარქ ჯექმენ, 9 დევიდ რაიკუნა, 11 ვაისაკე ნაჰოლო * მწ) გორდონ თიჩენს

<< ქულა

22 ზელანდია (თ: გოულდ ქოუსთ; 19 ავსტრალია; 17 ინგლისი;
15 აფრიკა; 13 ფიჯი; 12 კენია; 10 სამოა უელსი; 8 საფრანგეთი;
7 კანადა; 5 არგენტინა შოტლანდია; 3 შტატები; 2 პორტუგალია;
1 ესპანეთი / 1 ტონგა#

<< გასამართია

2 29-30/11 დუბაი (არბ)
3 7-8/12 პორტ ელიზაბეთ (აფრ)
4 24-26/01 ლას ვეგას (აშშ)
5 7-8/02 ველინგთონ (ზელ)
6 22-23/03 ტოკიო (იაპ)
7 28-30/03 ჰონკონგ (ჩინ)
8 3-4/05 გლაზგო (შტლ)
9 10-11/05 თვიქნემ (ინგ)

>> თასის მფლობელი

1999-2013 (119 ეტაპი: 47 ზელანდია - 21 ფიჯი; 17 აფრიკა;
15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

@

Posted by: giorgi77 28 Nov 2013, 18:05
http://www.worldsport.ge/ge/page/saqartvelos-shvidkaca-nakrebi-dubaishi-itamashebs

დუბაიში საქართველოს შვიდკაცა ნაკრები ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: მურაზ გიორგაძე, დაჩი კოპაძე, შავლეგ მახარაშვილი, გიორგი აფციაური, დიმიტრი კალანდაძე, საბა შუბითიძე, გიორგი კალმახელიძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, ზურაბ ძნელაძე, გიორგი ფრუიძე, ბადრი დანგაძე, ბახვა კობახიძე.

გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ალანია გახლავთ, მწვრთნელი – პავლე ჯიმშელაძე, მენეჯერი – ნოდარ ანდღულაძე, ხოლო ექიმი – გიორგი სვანიძე.
* * *
დუბაის 7კაცა!

საქართველოს რაგბის 7-ის ნაკრებმა დუბაიში პირველი მატჩი მოიგო მოსკოვის რეგიონების ნაკრების წინააღმდეგ ანგარიშით 22:7.

შემდეგ მატჩში ჩვენი 7კაცელები ბელგიის რაგბი 7-ის ბაკრებს შეხვდებიან.

მატჩი თბილისის დროით 13:00 დაიწყება

https://www.facebook.com/GeorgianRugbyUnion

Posted by: giorgi77 29 Nov 2013, 13:31
დუბაის 7კაცა!

საქართველოს რაგბის 7-ის ნაკრებმა დუბაიში პირველი მატჩი მოიგო მოსკოვის რეგიონების ნაკრების წინააღმდეგ ანგარიშით 22:7.

შემდეგ მატჩში ჩვენი 7კაცელები ბელგიის რაგბი 7-ის ბაკრებს შეხვდებიან.

მატჩი თბილისის დროით 13:00 დაიწყება

https://www.facebook.com/GeorgianRugbyUnion
* * *
მთავარი ტურნირის ლაივი აქა http://www.irbsevens.com/liveblog/blogid=1856.html
* * *
საქართველოსა და ბელგიის რაგბი 7-ის ნაკრებებსი შეხვედრა დასრულდა ბელგიელთა გამარჯვებით 35:12

facepalm.gif

Posted by: crusaders 29 Nov 2013, 14:07
QUOTE
საქართველოსა და ბელგიის რაგბი 7-ის ნაკრებებსი შეხვედრა დასრულდა ბელგიელთა გამარჯვებით 35:12

რატომ გვიკვირს 19 წლამდე ნაკრების ბიჭები არიან ძირითადად

Posted by: giorgi77 29 Nov 2013, 14:14
crusaders

მაგ ბელგიას მოუგეთ უკვე ბოლო გრანპრიზე და მაგიტომ გამიკვირდა... თან იგივე შემადგენლობით, ლეგიონერების გარეშე.

ისე ძალიან დიდი დანაკლისია რომ ამოვვარდით მსოფლიო სერიიდან...
* * *
ჩვენი შვიდკაცას დაღმასვლა დაიწყო თბილისის ეტაპის გაუქმებიდან.... და თბილისის ნაცვლად ბუქარესტი ჩაამატეს...

კავშირს ისედაც თავზე საყრელად აქვს სამე მაგრამ ძალიან კარგი იქნება თუ თბილისის ეტაპს ჩაართვევინებენ ფირას გრანპრის პროგრამაში. ძალიან წაადგება შვიდკაცას და საერთოდ რაგბის პოპულარიზაციასაც.

Posted by: giorgi77 1 Dec 2013, 14:18
ფიჯის მესამე ლელო ზელანდიასთან... დაამუღამეთ. სასწაული პასი ბოლოს



Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Dec 2013, 13:14
user posted image

რვამ თითოჯერ

ფიჯის 15-კაცა ბარბაროსებს თვიქნემში რომ ებურთავებოდა,
იმ დროს შვიდკაცამ დუბაიში პირველად შემართა თასი


>>> http://Qaflan.netai.net/2013

მულღაზანზარმა "მსოფლიო სერიის" სტარტზე ვერ ივარგა, მაგრამ არაბეთში აიწყვიტა - ნახევარ’ფინალში რვა (!) ფიჯელმა თითოჯერ რომ დაალელოვა სერიის 11-გზის ფალავანი ზელანდია, კივებმა ისტორიაში უმწარესი მარცხი 0:44 იგემეს, თუმცკი მარად მეტოქეს პირისპირ მაინც 40-32 ჯობნიან და თასებითაც 47-22

ფინალში მომავალმა ჩემპიონმა აფრიკას 24:0 გაუსწრო და თამაში უპრობლემოდ მიიყვანა გამარჯვებამდე. პულებში ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, პირველი ვითომ’აპსეთი კი მეოთხედ’ ფინალშიღა მოხდა - პულის ჯილა უელსი ინგლისმა გააგდო.

ეტაპის უმარგესად ფიჯელი სამისონი ვირივირი სცნეს. საქართველომ "საერთაშორისო წვეულში" იჩაუქა, უარესი სხვაობის გადამკიდე სინზეღა მოხვდა და იქ ნახევარ’ფინალიც წააგო, ინგლისელმა გურუმ, ბენ რაიანმა კი არაბეთში ბოლო ოთხ სეზონში მესამედაც იმარჯვა.


ირბ-ის შვიდკაცის XV სეზონი 2013-14

II ეტაპი. 29-30/11 @ დუბაი (არბ)

<< პულები [# მიწვეული]

(ა) ზელანდია 3-0, კენია 2-1 / პორტუგალია 1-2, საფრანგეთი 0-3
(ბ) უელსი 3-0, შოტლანდია 2-1 / ავსტრალია 1-2, ესპანეთი 0-3
(გ) ფიჯი 3-0, ინგლისი 2-1 / კანადა 1-2, შტატები 0-3
(დ) აფრიკა 3-0, არგენტინა 2-1 / სამოა 1-2, რუსეთი# 0-3

<< მეოთხედ’ფინალი

ზელანდია (ა1) 26:19 არგენტინა (დ2)
ფიჯი (გ1) 26:14 შოტლანდია (ბ2)
აფრიკა (დ1) 21:12 კენია (ა2)
უელსი (ბ1) 12:33 ინგლისი (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

ფიჯი 44:0 ზელანდია
ვიდეო >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=32067&d=1385881659
აფრიკა 26:12 ინგლისი

<< ფინალი

ფარი (XIII) საფრანგეთი 28:17 ესპანეთი
ფიალა (IX) ავსტრალია 17:12 პორტუგალია
სინი (V) არგენტინა 21:5 უელსი
ბრინჯაო (III) ზელანდია 17:14 ინგლისი

თასი (I) ფიჯი 29:17 აფრიკა
ვიდეო >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=32073&d=1385881826

<< ფიჯი

1 პიო ტუვაი, 4 სემი კუნატანი, 5 ემოსი მულევორო, 7 სამისონი ვირივირი, 8 ნდონასიო რატუმბული, 9 ოსეა კოლინისაუ^კაპ,
12 მბენიტო მასილევუ * 2 ლეო ნაიკასაუ, 3 სამუ სანქივა, 6 ვაისეა ნათუნქუ, 10 ჯონა ტუიტონგა, 11 მოსესე მავალუ * მწ) ბენ რაიან

<< ქულა

39 ზელანდია (თ: გოულდ ქოუსთ; 35 ფიჯი (თ: დუბაი; 34 აფრიკა; 32 ინგლისი; 27 ავსტრალია; 22 კენია უელსი; 18 არგენტინა;
15 სამოა შოტლანდია; 12 კანადა; 11 საფრანგეთი; 9 პორტუგალია; 4 შტატები - 3 ესპანეთი (პირდაპირ ვარდება) / 1 რუსეთი# ტონგა#

<< გასამართია

3 7-8/12 პორტ ელიზაბეთ (აფრ)
4 24-26/01 ლას ვეგას (აშშ)
5 7-8/02 ველინგთონ (ზელ)
6 22-23/03 ტოკიო (იაპ)
7 28-30/03 ჰონკონგ (ჩინ)
8 3-4/05 გლაზგო (შტლ)
9 10-11/05 თვიქნემ (ინგ)

>> თასის მფლობელი

1999-2013 (120 ეტაპი: 47 ზელანდია - 22 ფიჯი; 17 აფრიკა;
15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი


საერთაშორისო წვეული

საქართველო - პულ) ვე’ვე’ა (რუსეთი) 22:7, ბელგია 12:35, ლაიონ’ჰართ (ლომ’გულნი) 24:15
* სინ) ვაიქინგზ (დანია) 31:12, ლაიონ’ჰართ 7:34 = ზიარი XI ადგილი 19 გუნდში

@

Posted by: giorgi77 7 Dec 2013, 12:47
დღესაა შვიდკაცას თამაშები...

მხოლოდ ერთი საყურებელი ბმული ვიპოვე http://www.sportlemon.tv/20131206/vv52a1e79c282851.63288371-699183.html

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 13 Dec 2013, 13:29
user posted image

მანდელას უძღვნეს

შვიდკაცის მსოფლიო სერიის მესამე ეტაპზე მესამე გუნდმა - აფრიკამ იპირველა
და გამარჯვება განსვენებულ ნელსონ მანდელას მიუძღვნა


>>> http://Qaflan.netai.net/2013

ახალი, არა-რასისტული რესპუბლიკის პირველი არა-თეთრი პრეზიდენტი ხუთშაბათს, 95 წლისა მიიცვალა, შეჯიბრი კი ვიქენდზე იყო "ნელსონ მანდელას ყურის" სტადიონზე. "ბლიც-ბოკესაც" მეტი რა სტიმული ჭირდებოდა და ტურნირი დაუმარცხებლად განვლო.

აფრიკის ეტაპი ზედიზედ ოთხჯერ მოეგო სერიის 11-გზის ფალავან ზელანდიას. ამჯერად პულებში ჩარჩნენ სამივე ბრიტანული გუნდი (ინგ უელ შტლ) და ავსტრალიაც, წინა, არაბეთის ეტაპის ჩემპიონი, ფიჯი კი მეოთხედ’ფინალში გააგდო მეზობელმა სამოამ.

აგინეს და აწიტეს

ზელანდია აფრიკას დასაბამიდან 38-15 ჯობნიდა და ფინალში მალეც 14:0 გაუსწრო, მაგრამ მერე მასპინძლებმა ზე-აგრესიული პრესინგით მათსავე ნახევარზე გამოკეტეს კივები და სამჯერ დაალელოვეს. ოზი რეფი მეთ ო’ბრაიენიც რაქში სულ ზელანდიას აჯარიმებდა და კრიტიკულ მომენტში ბობოლებს კაციც კი გაუსინბინა.

ეტაპის უმარგესად ფიჯელი კივი, ბებერი ტომასი თამა ცნეს. ვიდრე მანდელა ციხეში იჯდა, არა-თეთრებს სძულდათ ბოკე და "ოლ ბლექსს" ქომაგობდნენ. მოზანგო თემის ნაწილში ეს ტრადიცია აქამდეც შემორჩა. ჰოდა, რასობრივად ჭრელმა ბლიც-ბოკემ რომ მოიგო საარაკო ფინალი, ამ ვაი’ფანებმა თვისტომებს აგინეს და აწიტეს!


ირბ-ის შვიდკაცის XV სეზონი 2013-14

III ეტაპი. 7-8/12 @ პორტ ელიზაბეთ (აფრ)

<< პულები [# მიწვეული]

(ა) ფიჯი 3-0, საფრანგეთი 2-1 / ავსტრალია 1-2, შოტლანდია 0-3
(ბ) აფრიკა 3-0, კენია 2-1 / ესპანეთი 1-2, კანადა 0-3
(გ) ზელანდია 3-0, პორტუგალია 2-1 / უელსი 1-2, შტატები 0-3
(დ) არგენტინა 3-0, სამოა 2-1 / ინგლისი 1-2, ზიმბაბვე# 0-3

<< მეოთხედ’ფინალი

ფიჯი (ა1) 12:28 სამოა (დ2)
ზელანდია (გ1) 19:0 კენია (ბ2)
არგენტინა (დ1) 14:7 საფრანგეთი (ა2)
აფრიკა (ბ1) 45:0 პორტუგალია (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

ზელანდია 19:5 სამოა
აფრიკა 31:0 არგენტინა

<< ფინალი

ფარი (XIII) შოტლანდია 19:12 კანადა
ფიალა (IX) ინგლისი 28:19 ავსტრალია
სინი (V) ფიჯი 45:19 საფრანგეთი
ბრინჯაო (III) სამოა 21:7 არგენტინა
თასი (I) აფრიკა 17:14 ზელანდია
ვიდეო >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=32264&d=1386571413

<< აფრიკა

2 ფილიპ სნეიმან, 3 ფრანკი ჰორნ, 5 სამპი მასტრიტ, 6 ქაილ ბრაუნ^კაპ, 7 ბრანკო დიუ’პრე, 9 ჯასთინ ხედულდ, 10 სესილ აფრიკა *
1 ქრის დრაი, 4 ქვაგა სმით, 8 სთივენ ჰანთ, 11 ვერნერ კოკ, 12 ჩესლინ კოლბე * მწ) ნილ პაუელ

<< ქულა

58 ზელანდია (თ: გოულდ ქოუსთ; 56 აფრიკა (თ: პორტ ელიზაბეთ; 48 ფიჯი (თ: დუბაი; 40 ინგლისი;
34 ავსტრალია; 33 არგენტინა; 32 კენია სამოა; 27 უელსი; 23 საფრანგეთი; 19 პორტუგალია;
18 შოტლანდია; 14 კანადა; 9 შტატები - 4 ესპანეთი (პირდაპირ ვარდება) /
1 ზიმბაბვე# რუსეთი# ტონგა#

<< გასამართია [2014]

4 24-26/01 ლას ვეგას (აშშ)
5 7-8/02 ველინგთონ (ზელ)
6 22-23/03 ტოკიო (იაპ)
7 28-30/03 ჰონკონგ (ჩინ)
8 3-4/05 გლაზგო (შტლ)
9 10-11/05 თვიქნემ (ინგ)

>> თასის მფლობელი

1999-2013 (121 ეტაპი: 47 ზელანდია - 22 ფიჯი; 18 აფრიკა;
15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

@

Posted by: giorgi77 17 Dec 2013, 19:42
http://1tv.ge/news-view/60431

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ოლიმპიური ნაკრების პერსპექტივა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე.

საქართველოს რაგბის კავშირმა დღეს სპეციალური პრეზენტაცია გამართა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში.

რაგბის კავშირში უკვე მზადებას იწყებენ გუნდის მოსამზადებლად.

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე რაგბი პირველად იქნება წარმოდგენილი. ოლიმპიურ თამაშებზე მსოფლიოს 12 საუკეთესო გუნდი იასპარეზებს.


Posted by: kakha alania 18 Dec 2013, 02:33
პატარა ,მაგრამ არის შანსი ძმებო

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 18 Dec 2013, 10:49
user posted image

... და დებოც

Posted by: giorgi77 18 Dec 2013, 19:03
http://sportall.ambebi.ge/regbi/qarthuli-ragbi/skhvadaskhva/58493-giorgi-nizharadze-shegvidzlia-thithqos-sheudzlebeli-realobad-vaqcioth.html

http://www.worldsport.ge/ge/page/ragbis-kavshiris-prezentacia-olimpiur-komitetshi

Posted by: Lotkinski 18 Dec 2013, 23:24
არადა 16 გუნდამდე მაინც გაეზარდათ რა მონაწილეთა რაოდენობა, მეტი შანსი გვექნებოდა გასვლის, თუმცა არც ეხლაა ყველაფერი დაკარგული.

Posted by: LJprank 20 Dec 2013, 14:25
ლუკასა და ნიკოს მამა
მე მაგათ დასავით ვერ შევხედავ - ვერცერთს biggrin.gif

Posted by: giorgi77 28 Dec 2013, 22:22
QUOTE
ნავთობკომპანია “თესის პეტროლიუმ ლიმიტედმა” გადასცა, რომელმაც იქვე სრკ-სთან სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და მომავალი წლიდან საქართველის 7-კაცა ნაკრებს უსპონსორებს.


up.gif

http://www.worldsport.ge/ge/page/kavshirma-warmatebuli-weli-sheadjama-sauketesoebi-gorgodze-da-xmaladze-arian

Posted by: gia-gia-gia 29 Dec 2013, 13:59
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 18 Dec 2013, 10:49 )
user posted image

... და დებოც

ზაალ ბაბუ, აბა დამსვით მაგ სტადიონზე და მერე ვნახავთ დები იქნებიან, მტრები თუ მოყვარეები!

Posted by: Lelostream 31 Dec 2013, 05:02
7-კაცა ახალ წელს ახალი გენერალური სპონსორით შეხვდება
30.12.13


საქართველოს რაგბის კავშირის 2013 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია „თესის პეტროლიუმ ლიმითედსა“ და საქართველოს რაგბის კავშირს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს რაგბი 7-ს ეროვნული ნაკრების გენერალურ სპონსორობას ითვალისწინებს.

ამრიგად, ახალი გენერალური სპონსორის მხარდაჭერით, საქართველოს რაგბი 7-ს ეროვნული ნაკრები გუნდი ეცდება 2016 წლის რიოს თამაშების ლიცენზიის მოპოვებას.

„ჩვენი კომპანიისთვის დიდი ბედნიერებაა ასოცირებულნი ვიყოთ გამარჯვებასთა! თქვენ სწორედ გამარჯვება ხართ დღევანდელ საქართველოში“ ქართველ 7კაცელებს მიმართა „თესის პეტროლიუმ ლიმითედის“ ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი მირცხულავამ.

http://site.rugby.ge/news-view/?newsid=3151&callerModID=17364&Title=7
______________________________________________________________________________

კარგი საჩუქარია საახალწლოდ და იმედია შვიდკაცა დაიწყებს პროგრესირებას.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Jan 2014, 12:57
user posted image

ბლიც’ბოკე დაწინაურდა

აფრიკამ შვიდკაცის მსოფლიო სერიის მეოთხე, იანკური ეტაპიც რომ მოიგო,
11-გზის ფალავან ზელანდიას ერთი ქულით გადაუსწრო


>>> http://Qaflan.netai.net/2014

ამერიკის ეტაპი მეხუთედ მოეწყო სამორინო ქალაქ ლას ვეგასში.

"ბლიც ბოკემ" ბოლო 14 თვეში ზედიზედ მეხუთედაც (!) რომ ძლია "ოლ ბლექ სევენს"ი,
ნევადაში შარშან მოპოვებული ტიტული დაიცვა.

აფრიკამ ტურნირში ექვსივე მატჩი მოიგო და ორად-ორი ლელო (14 ქულა) გაუშვა.

ზელანდიას აკლდნენ ფიჯელი ტომასი თამა და სამოელი შერვინ სთაუერს’ი.

გაკოტრებული ფიჯი სულაც პულში ჩარჩა და ფიალაღა შემართა, ფარი კი მასპინძლებს ერგოთ.

კივებს ლას ვეგასში აქამდე ვერაფრით უპირველიათ.

ფიჯს ირბ-მა გრანტები რომ მოუხსნა,
შვიდკაცის ინგლისელი მწურთნელი, ბენ რაიან’ი უჯამაგიროდაა.

კანადა ოდენ მეორედ გავიდა ნახევარ’ფინალში და სირენის შემდეგ
ჯარიმა ახლოდან რომ გაუტანა სამოას, პირველად შეწვდა ბრინჯაოს.


ირბ-ის შვიდკაცის XV სეზონი 2013-14

IV ეტაპი. 24-26/01 @ ლას ვეგას (აშშ)

<< პულები [# მიწვეული]

(ა) აფრიკა 3-0, კანადა 2-1 / კენია 1-2, უელსი 0-3
(ბ) ზელანდია 3-0, ავსტრალია 2-1 / ფიჯი 1-2, შოტლანდია 0-3
(გ) სამოა 3-0, ინგლისი 2-1 / პორტუგალია 1-2, ურუგვაი# 0-3
(დ) საფრანგეთი 3-0, არგენტინა 2-1 / შტატები 1-2, ესპანეთი 0-3

<< მეოთხედ’ფინალი

აფრიკა (ა1) 36:0 არგენტინა (დ2)
სამოა (გ1) 12:10 ავსტრალია (ბ2)
საფრანგეთი (დ1) 14:17 კანადა (ა2)
ზელანდია (ბ1) 24:7 ინგლისი (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

აფრიკა 14:0 სამოა
ზელანდია 26:7 კანადა

<< ფინალი

ფარი (XIII) შტატები 31:0 ესპანეთი
ფიალა (IX) ფიჯი 35:0 კენია
სინი (V) ინგლისი 26:24 ავსტრალია
ბრინჯაო (III) კანადა 22:19 სამოა >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=32996&d=1390823606
თასი (I) აფრიკა 14:7 ზელანდია >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=32997&d=1390823691

<< აფრიკა

1 ქრის დრაი, 3 ფრანკი ჰორნ, 6 ქაილ ბრაუნ^კაპ, 7 ბრანკო დიუ’პრე, 9 ჯასთინ ხედულდ, 10 სესილ აფრიკა, 11 სამპი მასტრიტ
* 2 ფილიპ სნეიმან, 4 როსკო სპეკმან, 5 ვერნერ კოკ, 8 სტეფან დიპენარ, 12 სიბელო სენატლა * მწ) ნილ პაუელ

<< ქულა

78 აფრიკა (2თ: პორტ ელიზაბეთ, ლას ვეგას;
77 ზელანდია (თ: გოულდ ქოუსთ;
56 ფიჯი (თ: დუბაი;

53 ინგლისი; 47 სამოა; 46 ავსტრალია; 43 არგენტინა; 39 კენია;
33 საფრანგეთი; 32 უელსი; 31 კანადა; 23 შოტლანდია;
20 პორტუგალია; 12 შტატები - 6 ესპანეთი (პირდაპირ ვარდება) /
1 ზიმბაბვე# რუსეთი# ტონგა# ურუგვაი#

<< გასამართია

5 . 7-8/02 ველინგთონ (ზელ)
6 . 22-23/03 ტოკიო (იაპ)
7 . 28-30/03 ჰონკონგ (ჩინ)
8 . 3-4/05 გლაზგო (შტლ)
9 . 10-11/05 თვიქნემ (ინგ)

>> თასის მფლობელი

1999-2014 (122 ეტაპი: 47 ზელანდია - 22 ფიჯი; 19 აფრიკა;
15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 13 Feb 2014, 13:31
user posted image

ლიდერობა დაიბრუნეს

მასპინძელმა ზელანდიამ ავდარში ძლია შვიდკაცის მსოფლიო სერიის მოწინავე აფრიკა
და ლიდერობა დაიბრუნა, ჩვენ კი რიოში მოსახვედრად 2015-16 წლებში ორი შანსი გვეძლევა


>>> http://Qaflan.netai.net/2014

ველინგთონის "ქეიქ თინზე" (ვესთ’პექ) გადაუღებლად წვიმდა, მაგრამ ფანობა მაინც გაერთო და კარნავალიც გამართა. ზელანდია პირველ პულურ რაუნდშივე 7:12 დამარცხდა ფიჯთან, მაგრამ შემდეგ ისე იჩემპიონა, რომ ქულა აღარ გაუშვია,

კივეთში შარშან ინგლისმა იმარჯვა. "ოლ ბლექ სევენსს" აფრიკასთან ბოლო ხუთი (!) შებმა წაეგო, ამჯერად კი, ჯონა ლომუს მოკითხვით გულმიცემულმა, შესვენებამდე სამჯერ დაალელოვა "ბლიც ბოკე" და სერიის კიბეზე ისევ გადაუსწრო.

კანადამ წინა ეტაპის დარად ძლია სამოა, შტატებმა კი ფარის ფინალი ისევ მოუგო ესპანეთს და გასავარდნ პოზიციაზე მყოფ ლომებს უკვე 7 ქულით უსწრებს. თუ ვინ შევა 2014-15 წლების სერიაში, გაირკვევა ჰონკონგში, 12 არიფის შეჯიბრში, მაგრამ ამის დასში საქართველო, ვაი, რომ აღარ წერია, რაკი შარშან ევროპაში VIII ადგილზე დავაფინიშეთ. http://qaflan.netai.net/2013/N9/23_EURO7.htm

ორი შანსი

ზოგადი ოლიმპიური კვოტების ვერ’მცოდნე ჩვენს რაგბის თემს ილუზია ჰქონდა, რიოში მოშვიდკაცეთა რაოდენობას გაზრდიანო, მაგრამ სქესთა თანასწორობის პრინციპის გამო, რაგბი 2016 წლის ოლიმპიადაზე კაცთა და ქალთა 12-12 გუნდით წარდგება.

შერჩევა სამ ეტაპად მოეწყობა. პირველი, 2014-2015 წლების მსოფლიო სერია ჩვენ არ გვეხება, ანუ გვრჩება ორი შანსი: ან 2015 წლის მეორე ნახევარში უნდა მოვიგოთ (!) ევროპის შესარჩევი, და ანაც 2016 წლის პირველ ნახევარში - მოვიგოთ (!) ბოლო, 16-გუნდა შესარჩევი, რომელშიც ევროპიდან ოთხი (!) ხელ’მოცარულიღა მოხვდება.

პირველი ამოცანა ამთავითვე არა-რეალურია, რაკი გინდაც ბრიტანეთი (ინგლისი, უელსი ან შოტლანდია) რიოში მსოფლიო სერიიდან გავიდეს, ევროპაზე მაინც დაგვეჯახებიან საფრანგეთი, პორტუგალია, ესპანეთი, რუსეთი, იტალია, რუმინეთი და ბელგია; ამათ მოწინავე ხუთეულში მოხვედრის კვალად კი ბოლო შესარჩევში დაგვისხდებიან შტატები, ზიმბაბვე და თუ არა ავსტრალია, მაშინ სამოა და ტონგაც.


ირბ-ის შვიდკაცის XV სეზონი 2013-14

V ეტაპი. 7-8/02 @ ველინგთონ (ზელ)

<< პულები [# მიწვეული]

(ა) ინგლისი 3-0, აფრიკა 2-1 / უელსი 1-2, პორტუგალია 0-3
(ბ) ფიჯი 3-0, ზელანდია 2-1 / საფრანგეთი 1-2, ესპანეთი 0-3
(გ) კანადა 3-0, არგენტინა 2-1 / შოტლანდია შტატები 0-2*1
(დ) ავსტრალია 3-0, სამოა 2-1 / კენია 1-2, ტონგა# 0-3

<< მეოთხედ’ფინალი

ინგლისი (ა1) 21:5 სამოა (დ2)
კანადა (გ1) 0:24 ზელანდია (ბ2)
ავსტრალია (დ1) 0:10 აფრიკა (ა2)
ფიჯი (ბ1) 29:7 არგენტინა (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

ზელანდია 31:0 ინგლისი
აფრიკა 10:0 ფიჯი

<< ფინალი

ფარი (XIII) შტატები 28:12 ესპანეთი
ფიალა (IX) კენია 24:14 შოტლანდია
სინი (V) ავსტრალია 12:10 კანადა
ბრინჯაო (III) ფიჯი 14:7 ინგლისი

თასი (I) ზელანდია 21:0 აფრიკა
ვიდეო >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=33196&d=1391889958

<< ზელანდია

1 სქოთ ქარი, 2 თიმ მიქელსონ, 4 დი’ჯეი ფორბს^კაპ, 7 ბრაის ჰიმ,
8 ჯილის კაკა, 9 შერვინ სთაუერს, 10 ბენ ლემ * 3 აკირა იოანე,
5 ლოტე რაიკამბულა, 6 ტომასი თამა, 11 ჯორჯ თილსლი,
12 ემბროუზ ქერთის * მწ) გორდონ თიჩენს

ქულა

99 ზელანდია (2თ: გოულდ ქოუსთ, ველინგთონ;
97 აფრიკა (2თ: პორტ ელიზაბეთ, ლას ვეგას;
73 ფიჯი (თ: დუბაი;

68 ინგლისი; 59 ავსტრალია; 57 სამოა; 53 არგენტინა; 47 კენია;
43 კანადა; 38 საფრანგეთი; 37 უელსი; 30 შოტლანდია;
21 პორტუგალია; 15 შტატები - 8 ესპანეთი (პირდაპირ ვარდება) /
2 ტონგა# ; 1 ზიმბაბვე# რუსეთი# ურუგვაი#

გასამართია

6 22-23/03 ტოკიო (იაპ)
7 28-30/03 ჰონკონგ (ჩინ)
8 3-4/05 გლაზგო (შტლ)
9 10-11/05 თვიქნემ (ინგ)

თასის მფლობელი

1999-2014 (123 ეტაპი: 48 ზელანდია - 22 ფიჯი; 19 აფრიკა;
15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი


რიოს 2016 წლის ოლიმპიადის შესარჩევები

# შეჯიბრი ვადა

4 ირბ-ის შვიდკაცა (9 ეტაპი) 10/2014 - 05/2015

1 აზია
1 აფრიკა
1 ევროპა 06/2015 - 12/2015
1 ზღვისრეთი
1 სამხრეთი ამერიკა
1 ჩრდილოეთი ამერიკა

1 ბოლო შესარჩევი (16 გუნდი) 01/2016 - 06/2016
აზი 3, აფრ 3, ევრ 4, ზღვ 2, ს’ამრ 2, ჩ’ამრ 2

1 ბრაზილია (მასპინძელი)

@

Posted by: kobakaxeti 20 Mar 2014, 20:38
ლუკასა და ნიკოს მამა

ბატონო ზაალ, რაც არ უნდა მაგარი შემადგენლობა შევკრიბოთ დიდი რაგბის ბიჭებიდან, არანაირი შანსი არ გვაქვს ოლიმპიადაზე მოხვედრის?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Mar 2014, 13:41
QUOTE
არანაირი შანსი არ გვაქვს ოლიმპიადაზე მოხვედრის?

შანსი ყოველთვის არსებობს, მაგრამ

(1) ვერ შეკრებ = არ ეცლებათ (დიდი ნაკრები, კლუბი, დასვენება, ქორწილები, ქელეხები ...)

(2) წრთობა და შეთამაშება ვერ ეყოფათ = უაზროდ ბევრი სირბილი ჭირდება და ტაქტიკაც სულ სხვანაირია

(3) ძაან დიდი ხანია, ვეღარაფერი მოგვივია,

აქ კი თუ პირველად (ევროპაში) ვერა,
მეორე ცდით მაინც უნდა დაიკავო პირველი ადგილი =

ფსიქოლოგიურად ვერ შევძლებთ და არც მაფია დაუშვებს მაგას =
ვინმე შინაურისთვის გადაინახავენ ბოლო საგზურს




user posted image

გადამწყვეტი სპრინტი

აფრიკამ ტოკიოს შვიდკაცის ფინალი თუმც წააგო ფიჯთან, მსოფლიო სერიის კიბეზე მაინც გადაუსწრო ზელანდიას

http://Qaflan.netai.net/2014

აქამდე გამართული ექვსი ეტაპიდან სამივე ფავორიტმა მოიგო ორ-ორი, მაგრამ ფიჯი დროდადრო შეუფერებლად დაბლა რომ აფინიშებს, ამიტომაც გვარიანად ჩამორჩება კონკურენტებს.

ამჯერად ალბათ პირველად მოხდა, რომ პულური სტადიის 24 მატჩიდან სამი ფრედ (არგ14:14 იაპ, ფიჯ 19:19 აშშ, კან 17:17 უელ) დასრულდა.

ნახევარ’ფინალში ზელანდია ბოლოჯერ სამისონი ვირივირმა დაალელოვა, ფინალში კი, მას შემდეგ, რაც ჯასთინ ხედულდმა გაათანაბრა ანგარიში * 26:26, გადამწყვეტი სპრინტი საკუთარი ნახევრიდან წამოიწყო ნორჩმა ვაისეა ნათუნქუმ.



ირბ-ის შვიდკაცის XV სეზონი 2013-14

VI ეტაპი. 22-23/03 @ ტოკიო (იაპ)

<< პულები [# მიწვეული]

(ა) ზელანდია 3-0, კანადა 1-1*1 / უელსი 1-1*1, პორტუგალია 0-3
(ბ) აფრიკა 3-0, კენია 2-1 / არგენტინა იაპონია# 0-2*1
(გ) ფიჯი 2-0*1, შტატები 1-1*1 / სამოა საფრანგეთი 1-2
(დ) ინგლისი 3-0, ავსტრალია 2-1 / შოტლანდია 1-2, ესპანეთი 0-3

<< მეოთხედ’ფინალი

ზელანდია (ა1) 21:12 ავსტრალია (დ2)
ფიჯი (გ1) 43:19 კენია (ბ2)
ინგლისი (დ1) 14:10 კანადა (ა2)
აფრიკა (ბ1) 17:12 შტატები (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

ფიჯი 17:12 ზელანდია
აფრიკა 17:0 ინგლისი

<< ფინალი

ფარი (XIII) არგენტინა 26:0 სამოა
ფიალა (IX) უელსი 28:21 შოტლანდია
სინი (V) ავსტრალია 17:12 შტატები
ბრინჯაო (III) ინგლისი 21:12 ზელანდია
თასი (I) ფიჯი 33:26 აფრიკა

<< ფიჯი

1 პიო ტუვაი, 2 მბენიტო მასილევუ, 3 აპისაი ნდომოლაილაი, 6 ემოსი მულევორო, 8 ნდონასიო რატუმბული, 10 ოსეა კოლინისაუ^კაპ, 11 სამისონი ვირივირი
* 4 სეტეფანო თაკაუ, 5 ვაისეა ნათუნქუ, 7 ჯასა ვერემალუა, 9 ლეო ნაიკასაუ, 12 ვატემო რავოუვოუ * მწ) ბენ რაიან

<< ქულა

116 აფრიკა (2თ: პორტ ელიზაბეთ, ლას ვეგას;
114 ზელანდია (2თ: გოულდ ქოუსთ, ველინგთონ;
95 ფიჯი (2თ: დუბაი, ტოკიო;
85 ინგლისი; 72 ავსტრალია; 59 სამოა; 57 კენია; 56 არგენტინა;
53 კანადა; 45 უელსი; 43 საფრანგეთი; 37 შოტლანდია; 27 შტატები;
22 პორტუგალია - 9 ესპანეთი (პირდაპირ ვარდება) /
5 იაპონია# ; 2 ტონგა# ; 1 ზიმბაბვე# რუსეთი# ურუგვაი#

<< გასამართია

7 28-30/03 ჰონკონგ (ჩინ)
8 3-4/05 გლაზგო (შტლ)
9 10-11/05 თვიქნემ (ინგ)

>> თასის მფლობელი

1999-2014 (124 ეტაპი: 48 ზელანდია - 23 ფიჯი; 19 აფრიკა; 15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

@

Posted by: ნემო 24 Mar 2014, 13:56
ერთი საინტერესო კითხვა მაქვს:

დიდი ბრიტანეთი ხომ ერთი გუნდით გამოდის ოლიმპიადაზე და შედეგად 3 ადგილი თავისუფლდება ზედა ეშელონიდან არა?
ეს არ ზრდის ჩვენი მოხვედრის შანსებს თუ კარგად ვიმუშავეთ ამ მიმართულებით?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 25 Mar 2014, 11:21
Hong Kong Sevens

მსოფლიო სერია (ირბ შვიდკაცა)

Pool A: Fiji, Kenya, Wales, Sri Lanka# მიწვეული
Pool B: South Africa, Australia, France, Spain
Pool C: England, Canada, Argentina, Portugal
Pool D: New Zealand, USA, Scotland, Samoa

საგაისო მსოფლიო სერიის შესარჩევი =
მოგებული შევა მე’15-ადგილოსნის ნაცვლად (ესპანეთი ვარდება 99%)

Pool E: Russia, Zimbabwe, Chile, Barbados
Pool F: Hong Kong, Italy, Tunisia, American Samoa
Pool G: Japan, Cook Islands, Uruguay, Trinidad and Tobago

Posted by: Lotkinski 29 Mar 2014, 11:26
დაიწყო მე-2 დღე ჰონგ-კონგის 7 კაცა რაგბში, ფავორიტები ისევ ზელანდიელები, ფიჯელები და სამხრეთ აფრიკელები არიან, ვისაც ცალია უყურეთ, კარგი შეხვედრებია

Posted by: giorgi77 29 Mar 2014, 11:33
Lotkinski

მადლობა, ცოტა გავერთობი აშშ-ურუგვაიმდე

ლაივი აქა http://www.irbsevens.com/liveblog/blogid=1874.html

Posted by: Love The Sun 29 Mar 2014, 12:29
giorgi77
რომელზეა ჩვენი დროით აშუშუ ურუგვაი?

Posted by: giorgi77 29 Mar 2014, 13:17
Love The Sun

11-ზე ღამეო smile.gif ჩვენი დროით

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 31 Mar 2014, 14:13
user posted image

ჰაკა თავსხმაში

ზელანდიამ გრიალ-გრიალ რომ მოიგო წლის უმთავრესი, ჰონკონგის შვიდკაცა,
მსოფლიო სერიაში 7 ქულით გადაუსწრო აქამდელ ლიდერს, აფრიკას,
საგაისოდ ელიტის საგზური კი იაპონიამ მოიპოვა


>>> http://Qaflan.netai.net/2014

შვიდკაცის მექაში კივებს აკლდნენ ფიჯელები - ლოტე რაიკამბულა და ტომასი თამა, 2 ქულით წინ მყოფ აფრიკას კი პარასკევსვე დაემტვრა კაპიტანი ქაილ ბრაუნი და საბოლოოდ სინს დაჯერდა.

შაბათს კოკისპირულად გაწვიმდა და შეჯიბრი გრაფიკს ჩამორჩა. კვირას ტაროსი თასის ფინალის მეორე ტაიმს დაატყდა თავს, მაგრამ ისედაც გალუმპული ჩემპიონი საჰაკაოდ მასაც აღარ შეეპუა.

აფრიკა მეოთხედ’ფინალში შეიწირა ინგლისმა, ვინც ნახევარ’ფინალში წინა ორი წლის ფალავანი, ფიჯიც გააგდო.

ოქროს ლელოთი

ფინალში პუბლიკამ ქოქოლა დააყარა კივებს, ესაო და ბენ ლემმა პირველ ლელოზე კიდეს დააბიჯაო, მეორე ტაიმში კი ინგლისმა ამ დალალა მობურთალის სინბინითაც ვეღარ იხეირა.

ელიტიდან გავარდნისგან ესპანეთს სასწაული - ძალუმად ჩატარებული ეტაპი თუღა იხსნის. მახვშთა ჩანაფიქრით, საგაისოდ სერიაში აზიის გუნდი უნდა აღზევებულიყო.

გეგმა კინაღამ არია იტალიამ, ვინც თვით მასპინძელი, ჰონკონგი გააგდო, მაგრამ ფინალში მეტიჩარა გააბითურა იაპონიამ, ვინაც მანამდე "ოქროს ლელოთი" დაითხოვა რუსეთი.


ირბ-ის შვიდკაცის XV სეზონი [2013-14]

VII ეტაპი. 28-30/03 @ ჰონკონგ (ჩინ)

<< პულები [# მიწვეული]

(ა) ფიჯი 3-0, უელსი 2-1 / კენია 1-2, შრი ლანკა# 0-3
(ბ) ავსტრალია 3-0, აფრიკა 2-1 / საფრანგეთი 1-2, ესპანეთი 0-3
(გ) ინგლისი 3-0, კანადა 2-1 / არგენტინა 1-2, პორტუგალია 0-3
(დ) ზელანდია 3-0, შტატები 1-2 (-1) / სამოა(-28) შოტლანდია(-33) 1-2

<< მეოთხედ’ფინალი

ფიჯი (ა1) 17:5 შტატები (დ2)
ინგლისი (გ1) 14:7 აფრიკა (ბ2)
ზელანდია (დ1) 28:5 უელსი (ა2)
ავსტრალია (ბ1) 14:12 კანადა (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

ინგლისი 17:7 ფიჯი
ზელანდია 19:7 ავსტრალია

<< ფინალი

ფარი (XIII) კენია 17:10 პორტუგალია
ფიალა (IX) შოტლანდია 31:5 საფრანგეთი
სინი (V) აფრიკა 19:14 უელსი
ბრინჯაო (III) ფიჯი 21:12 ავსტრალია
თასი (I) ზელანდია 26:7 ინგლისი

<< ზელანდია

1 სქოთ ქარი, 2 თიმ მიქელსონ, 4 დი’ჯეი ფორბს^კაპ, 5 აკირა იოანე, 8 ჯილის კაკა, 9 შერვინ სთაუერს, 12 ბენ ლემ *
3 სემ დიქსონ, 6 მართი მაკ’ქენზი, 7 ბრაის ჰიმ, 10 ჯორჯ თილსლი, 11 ემბროუზ ქერთის * მწ) გორდონ თიჩენს

<< ქულა

136 ზელანდია (3თ: გოულდ ქოუსთ, ველინგთონ, ჰონკონგ;
129 აფრიკა (2თ: პორთ ელიზაბეთ, ლას ვეგას;
112 ფიჯი (2თ: დუბაი, ტოკიო;

104 ინგლისი; 87 ავსტრალია; 64 სამოა; 63 კანადა; 61 არგენტინა;
60 კენია; 57 უელსი; 50 საფრანგეთი; 45 შოტლანდია; 37 შტატები;
24 პორტუგალია - 10 ესპანეთი (პირდაპირ ვარდება) /
5 იაპონია# ; 2 ტონგა# ; 1 ზიმბაბვე# რუსეთი# ურუგვაი# შრი ლანკა#

<< გასამართია

8 @ 3-4/05 გლაზგო (შტლ)
9 @ 10-11/05 თვიქნემ (ინგ)

>> თასის მფლობელი

1999-2014 (125 ეტაპი: 49 ზელანდია - 23 ფიჯი; 19 აფრიკა;
15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი


XVI სეზონის [2014/15] შესარჩევი

<< პულები

(ე) ზიმბაბვე 3-0(+58) რუსეთი 2-1(+28) ჩილე 1-2(+22) / ბარბადოსი 0-3(-108)
(ვ) ჰონკონგი 3-0(+62) იტალია 2-1(+5) ტუნისი 1-2(-8) / ამერ.სამოა 0-3(-59)
(ზ) იაპონია 3-0(+84) ურუგვაი 2-1(+25) / ქუქეთი 1-2(-31) ტრინიდადი 0-3(-78)

<< მეოთხედ’ფინალი

1#იაპონია (ზ1) 38:7 8#ტუნისი (ვ3)
4#რუსეთი (ე2) 21:14 5#ურუგვაი (ზ2)
3#ზიმბაბვე (ე1) 12:17*დდ 6#იტალია (ვ2)
2#ჰონკონგი (ვ1) 10:7 7#ჩილე (ე3)

<< ნახევარ’ფინალი

იაპონია 19:14*დდ რუსეთი
ჰონკონგი 0:12 იტალია

<< ფინალი

იაპონია 26:5 იტალია

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 May 2014, 13:22
user posted image

სერ თიჩენსის 50-ე თასი

ზელანდიამ სეზონის ბოლოსწინა, გლაზგოს შვიდკაცაზეც რომ უსიტყვოდ იმარჯვა,
ფაქტობრივად დაიბევა მე-12 მსოფლიო ტიტული


http://Qaflan.netai.net/2014

"ოლ ბლექ სევენსმა, ვისაც დასაბამისად წურთნის "სერ" გორდონ თიჩენს’ი, შოტლანდიაში სანიშანსვეტო, 50-ე თასი შემართა.

კივები უახლოეს მდევარს, აფრიკას 19 ქულით უსწრებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სერიაში მხოლოდ მაშინ ვერ იპირველებენ, თუ ფინიშზე, თვიქნემში, ფარის (XIII ადგილი!) ფინალს წააგებენ, "ბლიც-ბოკე" კი თასს აიღებს.

გლაზგოში ზელანდია აფრიკას პულშივე გადაეყარა და 19:5 მოუგო. კივებს სერიოზული ბრძოლა ნახევარ’ფინალშიღა, ფიჯთან გადახდათ (19:14) ფინალი კი, წვიმაში, კანადასთან, გასეირნებად ექცათ * 54:7

15-კაცელებს აშვიდკაცებენ

კანადა, ვინც 15-კაცა ნაკრების წევრებს (ქლიბერგერ მუნლაით თრეინორ დიუქ მაქ ...) აშვიდკაცებს, პულში 7:7 დაუზავდა მორიგ ჯამბაზურ ფორმაში გამოწყობილ ინგლისს და ფინალში პირველად გავიდა,

იგივე სტრატეგია აირჩიეს მასპინძლებმა, პული მოიგეს, აფრიკაც ძლიეს და 2009 წლის აქეთ პირველად უწიეს თასის ნახევარ’ფინალს, კენიამ კი სხვაობით აჯობა კონკურენტებს და ქვემო რვეულში გაამწესა.

თავი გადადო ესპანეთმა, ორი თამაში მოიგო, ფიალის (IX ადგილი) ნახევარ’ფინალში გავიდა და 5 ქულა პირველად აიღო, მაგრამ მეზობელ პორტუგალიას ათით რომ ჩამორჩება, ნაღდად გავარდება და საგაისოდ ადგილს დაუთმობს შესარჩევში გამარჯვებულ იაპონიას.


ირბ-ის შვიდკაცის XV სეზონი [2013-14]

VIII ეტაპი. 3-4/05 @ გლაზგო (შტლ)

პულები [# მიწვეული]

(ა) ზელანდია 3-0, აფრიკა 2-1 / სამოა 1-2, პორტუგალია 0-3
(ბ) კანადა ინგლისი 2-0*1 / საფრანგეთი 1-2, იაპონია# 0-3
(გ) ფიჯი 3-0, კენია 1-2 (+2) / არგენტინა(-22) უელსი(-51) 1-2
(დ) შოტლანდია 3-0, ავსტრალია 2-1 / ესპანეთი 1-2, შტატები 0-3

მეოთხედ’ფინალი

ზელანდია (ა1) 19:7 ავსტრალია (დ2)
ფიჯი (გ1) 14:12 ინგლისი (ბ2)
შოტლანდია (დ1) 12:7 აფრიკა (ა2)
კანადა (ბ1) 14:5 კენია (გ2)

ნახევარ’ფინალი

ზელანდია 19:14 ფიჯი
შოტლანდია 7:10 კანადა

ფინალი

ფარი (XIII) უელსი 29:12 იაპონია
ფიალა (IX) საფრანგეთი 20:14 არგენტინა
სინი (V) ინგლისი 26:5 კენია
ბრინჯაო (III) შოტლანდია 10:17 ფიჯი
თასი (I) ზელანდია 54:7 კანადა

ზელანდია

1 სქოთ ქარი, 3 სემ დიქსონ, 4 დი’ჯეი ფორბს^კაპ, 7 ბრაის ჰიმ, 8 ჯილის კაკა, 9 შერვინ სთაუერს, 12 ბენ ლემ *
2 თიმ მიქელსონ, 5 აკირა იოანე, 6 ადამ ვაითლოქ, 10 ჯო ვებერ, 11 ემბროუზ ქერთის * მწ) გორდონ თიჩენს

ქულა

158 ზელანდია (4თ: გლდ’ქოუსთ, ველინგთონ, ჰონკონგ, გლაზგო;
139 აფრიკა (2თ: პორთ ელიზაბეთ, ლას ვეგას;
129 ფიჯი (2თ: დუბაი, ტოკიო;

117 ინგლისი; 97 ავსტრალია; 82 კანადა; 72 კენია; 69 სამოა;
68 არგენტინა; 60 უელსი შოტლანდია; 58 საფრანგეთი; 38 შტატები;
25 პორტუგალია - 15 ესპანეთი (პირდაპირ ვარდება) / 7 იაპონია## ;
2 ტონგა## ; 1 ზიმბაბვე# რუსეთი# ურუგვაი# შრი ლანკა#

გასამართია

9 (ბოლო) 10-11/05 თვიქნემ (ინგ)

თასის მფლობელი

1999-2014 (126 ეტაპი: 50 ზელანდია - 23 ფიჯი; 19 აფრიკა; 15 ინგლისი;
10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

@

Posted by: Lotkinski 5 May 2014, 22:24
შინაური როდის იწყება ბატონო ზაალ? ჯერ ჩემპიონატი არ დასრულებულა, შემდეგ თბილისის თასია, მაინტერესებს უმბრალოდ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 May 2014, 22:34
არ ვიცი, ჯერ არაფერი მსმენია, ალბათ ზაფხულში რამდენიმე ტურნირად

ჩამომითვლიან გუნდებს, ფორმულას, ვადებს და ვადგენ კალენდარს,
მერე მთელი შეჯიბრი ვაზუსტებ თარიღებს, არენებს, დროებს,
ვავსებ ანგარიშებით და ვასწორებ ცხრილებს
მიმყავს ცოცხალიც, ვადგენ ოქმებს =
სხვა არაფერი მეხება

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 13 May 2014, 13:45
user posted image

ორი ჯილდო და ჰაკა

ზელანდიამ ლონდონში ზედიზედ მესამე ეტაპიც მოიგო და
15 სეზონში მეთორმეტედ იჩემპიონა "მსოფლიო სერიაში"


http://Qaflan.netai.net/2014

"მერიოთის შვიდკაცა" თვიქნემში, შაბათ-კვირას მოეწყო. ირბ-ის მტკიცებით, სარეკორდოდ ბევრი, 74 969 ბილეთი გასაღდა, მაგრამ ბეციც შენიშნავდა, რომ ტრიბუნები სანახევროდ ცარიელი იყო.

პულებში საგულისხმო ისღა მოხდა, რომ კანადა და კენია 17:17 დაზავდნენ; ავსტრალიამ 24:12 ძლია ფიჯი და სამოას დააჯახა, დღის ბოლო მატჩში კი კივ თიმ მიქელსონს ფრეზე, "წინ პასის" გამო რომ გააუქმეს ალალი ლელო, მერე ინგლისს კარის წინ ერგო ჯარიმა და თომ მიჩელმა კოკისპირულ წვიმაში არეკნი დაკრა * 15:12 >> ვიდეო https://acrossthetasman.com/attachttps:/acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=35279&d=1399756478

სირენის შემდეგ

ნახევარ’ფინალებში, სირენის შემდეგ: ინგლისმა ავსტრალიას ლელო დაუდო და გარდასახვა არ დაარტყა, მაგრამ რეფმა მართებულად (!) აღარ დართო ქიქ’ოფის ნება * 12:15, ხოლო ზელანდიელი სქოთ ქარი ფიჯის ლელოს მისწვდა * 12:10

სინი შემართა აფრიკამ, სიბელო სენატლამ კი ეტაპი 13 ლელოთი დაასრულა. ელიტარული 15-ეულიდან გავარდა ესპანეთი და საგაისოდ ჰონკონგის შესარჩევში გამარჯვებული იაპონია შეცვლის.

2014 წლის მოშვიდკაცედ სცნეს სერიის საუკეთესო მელელოვე, ფიჯელი სამისონი ვირივირი, ვინც 19-ით ჩამოიტოვა უახლოესი მდევარი - მიქელსონი, მენეჯერთა მიერ შერჩეულ "საოცნებო შვიდეულში" კი ორ-ორი ზელანდიელი და კანადელი (!) მოხვდა.

სარეკორდო მონაგარი

"ოლ ბლექ სევენს"ი ფარზე (!) რომ არ დაიძირა, მაგით სერიაში პირველობა დაიბევა, თასის ფინალში კი თავიდან 0:21 ჩამორჩა ავსტრალიას, ვისთანაც 6-წლიანი ვადა გაასრულა ლიგელმა გურუმ, მაიქლ ო’ქონორმა.

კივებმა ტაიმი მაინც გააფრევეს * 21:21, მეორე ნახევარში კი გაილაღეს. დაფიქსირდა სერიის 15-წლიან ისტორიაში სარეკორდო მონაგარი 52:33 (ლელოებით 8/5) გამარჯვებულთაგან დუბლი გაახერხეს ქარიმ, ჯილის კაკამ და ბენ ლემმა, ბოლოს კი სერ გორდონ თიჩენსის გუნდმა ორი ჯილდო - ლონდონისა და სერიის თასები ჩაიბარა და ჰაკაც შეასრულა.


ირბ-ის შვიდკაცის XV სეზონი [2013-14]

ბოლო, IX ეტაპი. 10-11/05 @ თვიქნემ (ინგ)

<< პულები [# მიწვეული]

(ა) ინგლისი 3-0, ზელანდია 2-1 / არგენტინა 1-2, უელსი 0-3
(ბ) სამოა 3-0, კენია 1-1*1 (+10) / კანადა 1-1*1 (-4) შტატები 0-3
(გ) ავსტრალია 3-0, ფიჯი 2-1 / ესპანეთი 1-2, იაპონია# 0-3
(დ) აფრიკა 3-0, საფრანგეთი 2-1 / შოტლანდია 1-2, პორტუგალია 0-3

<< მეოთხედ’ფინალი

ინგლისი (ა1) 19:17 საფრანგეთი (დ2)
ავსტრალია (გ1) 12:5 კენია (ბ2)
აფრიკა (დ1) 5:32 ზელანდია (ა2)
სამოა (ბ1) 10:26 ფიჯი (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

ავსტრალია 15:12 ინგლისი >> ვიდეო https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=35322&d=1399834058
ზელანდია 12:10 ფიჯი >> ვიდეო https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=35323&d=1399834266

<< ფინალი

ფარი (XIII) შტატები 36:12 იაპონია
ფიალა (IX) კანადა 31:19 არგენტინა
სინი (V) აფრიკა 38:14 კენია
ბრინჯაო (III) ინგლისი 26:19 ფიჯი >> ვიდეო https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=35327&d=1399838378
თასი (I) ზელანდია 52:33 ავსტრალია >> ვიდეო https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=35328&d=1399840921

<< ზელანდია

1 სქოთ ქარი, 2 თიმ მიქელსონ, 3 სემ დიქსონ, 4 დი’ჯეი ფორბს^კაპ, 8 ჯილის კაკა, 9 შერვინ სთაუერს, 12 ბენ ლემ *
5 აკირა იოანე, 6 ადამ ვაითლოქ, 7 ბრაის ჰიმ, 10 ტომასი თამა, 11 ემბროუზ ქერთის * მწ) გორდონ თიჩენს


ირბ 2013-14 ჯამი გლქ დუბ პეზ ლას ველ ტოკ ჰნკ გლზ ლონ

1 ზელანდია 180 22 17 19 19 22 15 22 22 22
2 აფრიკა 152 15 19 22 22 19 19 13 10 13
3 ფიჯი 144 13 22 13 8 17 22 17 17 15

4 ინგლისი 134 17 15 8 13 15 17 19 13 17
5 ავსტრალია 116 19 8 7 12 13 13 15 10 19
6 კანადა 90 7 5 2 17 12 10 10 19 8
7 კენია 84 12 10 10 7 8 10 3 12 12
8 სამოა 79 10 5 17 15 10 2 5 5 10
9 არგენტინა 75 5 13 15 10 10 3 5 7 7
10 საფრანგეთი 68 8 3 12 10 5 5 7 8 10
11 უელსი 65 10 12 5 5 5 8 12 3 5
12 შოტლანდია 61 5 10 3 5 7 7 8 15 1
13 შტატები 41 3 1 5 3 3 12 10 1 3
14 პორტუგალია 26 2 7 10 1 1 1 2 1 1
15 ესპანეთი 20 1 2 1 2 2 1 1 5 5

# იაპონია 9 . . . . . 5 . 2 2
# ტონგა 2 1 . . 1 . . . .
# რუსეთი 1 . 1 . . . . . . .
# შრი ლანკა 1 . . . . . . 1 . .
# ურუგვაი 1 . . . 1 . . . . .
# ზიმბაბვე 1 . . 1 . . . . . .

ეტაპები: გოულდ ქოუსთ (ავს, დუბაი (არბ, პორთ ელიზაბეთ (აფრ, ლას ვეგას (აშშ, ველინგთონ (ზელ, ტოკიო (იაპ, ჰონკონგ (ჩინ, გლაზგო (შტლ, ლონდონ (ინგ)

>> ლელო

52 სამისონი ვირივირი (ფიჯ; 33 თიმ მიქელსონ (ზელ; 32 თომ მიჩელ (ინგ; 30 ქოლინზ ინჯერა (კენ, დიეგო პალმა (არგ)

>> საოცნებო შვიდეული

დი’ჯეი ფორბს (ზელ, სქოთ ქარი (ზელ, ჯასთინ ხედულდ (აფრ, სამისონი ვირივირი (ფიჯ, ქემერონ ქლარქ (ავს, ფილ მაქ (კან, ჯონ მუნლაით (კან)

>> სერიის ჩემპიონი

ზელანდია 12 2000-2005 2007-2008 2011-2014
ფიჯი 1 2006
აფრიკა 1 2009
სამოა 1 2010

>> თასის მფლობელი

1999-2014 (127 ეტაპი: 51 ზელანდია - 23 ფიჯი; 19 აფრიკა; 15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

<< წლის მოშვიდკაცე

2004 საიმონ ამორ (ინგ, 2005 ორენე აიჰი (ზელ, 2006 უალე მაი (სამ, 2007 აფელეკე პელენისე (ზელ, 2008 დი’ჯეი ფორბს (ზელ,
2009 ოლი ფილიპს (ინგ, 2010 მიკაელე პესამინო (სამ, 2011 სესილ აფრიკა (აფრ, 2012 ტომასი თამა (ზელ, 2013 თიმ მიქელსონ (ზელ,
2014 სამისონი ვირივირი (ფიჯ)


ირბ-ის შვიდკაცის XVI სეზონი [2014-15]

1 11-12/10 გოულდ ქოუსთ (ავს)

2 5-6/12 დუბაი (არბ)
3 13-14/12 პორთ ელიზაბეთ (აფრ)

4 6-7/02 ველინგთონ (ზელ)
5 13-15/02 ლას ვეგას (აშშ)

6 27-29/03 ჰონკონგ (ჩინ)
7 4-5/04 ტოკიო (იაპ)

8 9-10/05 გლაზგო (შტლ)
9 16-17/05 თვიქნემ (ინგ)

ოთხი უკეთესი პირდაპირ ხვდება რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე;
ბრიტანეთი (ინგ უელ შტლ) ერთიან ნაკრებს გაიყვანს

@

Posted by: iverieli 16 May 2014, 22:41
საქართველოს კაცთა და ქალთა რაგბი 7-ის ნაკრებები ამსტერდამის ტურნირზე
“ამსტერდამ სევენსი” რაგბი 7-ის ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირია, რომელშიც ქალთა და კაცთა ნაკრებები და კლუბები იღებენ მონაწილეობას. წლევანდელი ტურნირი 17-18 მაისს გაიმართება და მასში საქათველოს კაცთა და ქალთა რაგბი შვიდის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.

შემადგენლობა: 1. დავით კაჭარავა, 2. ზურაბ ძნელაძე, 3. თედო ზიბზიბაძე, 4. ლაშა მალაღურაძე, 5. რევაზ გიგაური, 6. შავლეგ მახარაშვილი, 7. დიმიტრი კალანდაძე, 8. მერაბ კვირიკაშვილი, 9. გიორგი ფრუიძე, 10. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე ხუციშვილი, 12. რამაზ ხარაზიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია

http://worldsport.ge/ge/page/saqartvelos-kacta-da-qalta-ragbi-7-is-nakrebebi-amsterdamis-turnirze

Posted by: SABA8 17 May 2014, 12:13
რომელ საათზე იწყება ჩვენების თამაში?

Posted by: huligan 17 May 2014, 12:24
11.35 http://www.vipboxasia.co/rugby/227589/1/crusaders-vs-sharks-live-stream-online.html

13.40 http://www.vipboxasia.co/rugby/227590/1/queensland-reds-vs-rebels-live-stream-online.html

18.30 http://www.vipboxasia.co/rugby/227850/1/montpellier-vs-castres-olympique-live-stream-online.html

19.05 http://www.vipboxasia.co/rugby/227591/1/stormers-vs-western-force-live-stream-online.html

20.00 http://www.vipboxasia.co/rugby/227857/1/magic-weekend---hull-kr-vs-hull-fc-live-stream-online.html

21.10 http://www.vipboxasia.co/rugby/227592/1/free-state-cheetahs-vs-brumbies-live-stream-online.html

Posted by: Lotkinski 17 May 2014, 19:56
ამსტერდამის ტურნირზე რა ხდება ვინმე მეტყვის? როგორ გამოვდივართ?

Posted by: SABA8 18 May 2014, 11:47
Georgia Men's Sevens - Western Quokkas
( 28- 0.
Georgia Men's Sevens - Erasmus Sevens 47-0
Georgia Men's Sevens - Eemland/Ecosse
( 12- 7 )
სამივე თამაში მოგვიგია.http://office.amsterdamsevens.com/Public/Matches.aspx

Posted by: LEQSO-M 18 May 2014, 14:05
M7 SP SunP P2
Serious Stuff Pups - Georgia Men's Sevens 17- 31

M7 SP SunP P2
Free Sevens - Georgia Men's Sevens 7- 26

Posted by: tarash07 18 May 2014, 21:42
საქართველო-გერმანია 19-7
საქართველო- სამურაი(მსოფლიო ნაკრები)31-35(ფინალი)
მეორეზე გავედით

Posted by: Lotkinski 18 May 2014, 22:28
QUOTE
საქართველო- სამურაი(მსოფლიო ნაკრები)31-35(ფინალი)
მეორეზე გავედით



ეგ კარგი, ქალბატონებმა რა ქნეს? როგორ გამოვიდნენ?

Posted by: Lotkinski 21 May 2014, 19:56
საქართველოს კაცთა და ქალთა რაგბი შვიდის ნაკრებებმა ყოველწლიურ ტურნირზე “ამსტერდამ სევენზე” იასპარეზეს. ამსტერდამის ტურნირი, ქალთა და კაცთა ნაკრებებისათვის, ევროპის გრან-პრის სერიის ეტაპების წინ ბოლო მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა.

საქართველოს კაცთა ნაკრებმა ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა. შვიდკაცა “ბორჯღალოსნებმა” ფინალამდე ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ ამ შეჯიბრებაში ძირითადად ნაკრებებთან ერთად საკლუბო გუნდებიც, რომლებიც სპეციალურად ამ ტურნირისათვის იკრიბებიან, ასპარეზობენ.

ჩვენმა მორაგბეებმა ფინალში მძაფრი ბრძოლა გაუმართეს რაგბის კლუბ “სამურაი სევენს ინთერნეიშენელს”, რომელიც მსოფლიოს ცნობილი მოთამაშეებისგან კომპლექტდება და ასეთ ტურნირებში იღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა მხოლოდ ოთხი ქულის სხვაობით დათმო – 31:35. ჩვენ ნაკრებს ბოლო ლელო რაგბი შვიდის ცნობილმა ამერიკელმა ვარსკვლავმა, კარლ ილსმა დაუდო ფინალური მატჩის მიწურულს.

საგულისხმოა, რომ ამ ტურნირში ჩვენი ნაკრები ეროვნული ნაკრების მორაგბეებმაც იასპარეზეს. ესენი არიან: დავით კაჭარავა (ენისეი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე), მერაბ კვირიკაშვილი (ვიენი) და მერაბ შარიქაძე (ბურგ ან ბრესი).



I ეტაპი

საქართველო-ემლენდი (შოტლანდია) 12:7

საქართველო-ერასმუსი 47:0

საქართველო-ვესტერნ ქუკი 28:0



II ეტაპი

საქართველო-სირიეს სტაფი 31:17

საქართველო-ფრი სევენსი 26:7



ნახევარფინალი

საქართველო-გერმანია 19:7



ფინალი

საქართველო-სამურაიზი 31:35



ქალთა ნაკრებმა პირველ სატურნირო დღეს ორი მატჩი მოიგო და ბრაზილიის ქალთა ნაკრებთან დათმო შეხვედრა. პლეიოფების ეტაპზე ჩვენ გოგონებს ნაკლებად გაუმართლად და ორი შეხვედრა დათმეს, რის შედეგათ ისინი გამოეთიშნენ ასპარეზობას.

Posted by: PuTKiiI 30 May 2014, 00:07
QUOTE
. გიორგი ფრუიძე,

love.gif love.gif

Posted by: lyonelbohort 2 Jun 2014, 18:38
http://www.lyonseven.fr/competition.php

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 Jun 2014, 21:00
სირ’ბანოზ’მონ!

ვერ გაუაზრებიათ გალებს ირბ’ული სისტემა

1/4 Finales * NONSENSE *

10:00 1er Poule A - 3ème Poule B
10:22 1er Poule B - 3ème Poule A
10:44 1er Poule C - 2ème Poule C
11:06 2ème Poule A - 2ème Poule B

გადიან სამივე პირველ-მეორე და ორი უკეთესი მესამე

მერე 1-4 & 4-5 | 3-6 & 2-7 ბადით

Posted by: Lotkinski 6 Jun 2014, 11:11
საქართველოს რაგბი 7-ის კაცთა ნაკრები ნაკრები ევროპის გრან პრის გათამაშების პირველ ეტაპზე, ლიონის ტურნირზე საასპარეზოთ მიემგზავრება.

ტურნირის ვებ გვერდი: http://www.lyonseven.fr/index.php

ტურნირის განრიგი: http://www.lyonseven.fr/competition.php#rencontre

აქ 12 გუნდი სამ ჯგუფშია განაწილებული. ჩვენი ნაკრები B ჯგუფში საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის გუნდებთან მოხვდა. ‘შვიდკაცა ბორჯღალოსნების’ თავკაცმა კახა ალანიამ საბრძოლო შემადგენლობაში ეროვნული ნაკრების რამდენიმე მორაგბე შეიყვანა. ესენი არიან: ლაშა მალაღურაძე, თედო ზიბზიბაძე, დავით კაჭარავა, მერაბ კვირიკაშვილი და მერაბ შარიქაძე. ტურნირის ფავორიტები ინგლისის, უელსისა და პორტუგალიის ნაკებები არიან.

ზაზა ლეჟავა, საქართველოს რაგბი 7-ს ნაკრების დაცვის მწვრთნელი:

„ორიოდ კვირის წინ ამსტერდამში მოსამზადებელ ტურნირში ვიასპარეზეთ და მეორე ადგილი დავიკავეთ. ამის გათვალისწინებით, დავდაჯერებულები მივდივართ ლიონში. გუნდს სამი-ოთხი მოთამაშის გარდა, თითქმის არ ვცვლით და ეს ცვლილებებიც ტრავმებით არის გამოწვეული.

„გუნდში დიდი კონკურენციაა. ბიჭები დიდი მონდომებით ირჯებიან, ყველა ცდილობს, ყველას უნდა მოხვედრა და ყველა მოტივირებულია. მოგეხსენებათ, რომ პირველი ტურნირი ყოველთის მნიშვნელოვანია - თუ კარგად ‘დავიქოქებით’, შესაბამისად კარგად გავაგრძელებთ. ჩვენ ეხლა შედეგი გვჭირდება - ამ ტურნირში ხუთეულში მოხვედრა უკვე კარგ შედეგად ჩაითვლება ჩვენთვის. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გრან-პრის მომდევნო ეტაპეპზე კიდევ უფრო თავისუფლად ვიგრძნოთ თავი. დანარჩენ მიზნებზე კი, მოდით ლიონიდან დაბრუნების შემდეგ ვისაუბროთ.“

საქართველოს ნაკრები

1. ლაშა მალაღურაძე,

2. თედორე ზიბზიბაძე,

3. ბაჩო კოლელიშვილი,

4. დავით კაჭარავა,

5. შავლეგ მახარაშვილი,

6. ზურაბ ძნელაძე,

7. გიორგი ფრუიძე,

8. ალექსანდრე ხუციშვილი,

9. ბიძინა სამხარაძე,

10. მერაბ კვირიკაშვილი,

11. მერაბ შარიქაძე,

12. დიმიტრი კალანდაძე



მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია

მწვრთნელები: პალიკო ჯიმშელაძე და ზაზა ლეჟავა

ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი

ექიმი: ვახო წიკლაური

მენეჯერი: ნოდარ ანდღულაძე

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Jun 2014, 12:15
ჩემი მოხსნებიდან შარშანდელ კონფერენციაზე
"ტერმინოლოგია - ქართული ენის ხვალინდელი დღე"

აწ უკვე ოლიმპიური რაგბი ინგლისურად არის "სევენ ე საიდ" ან უბრალოდ "სევენს".
მორაგბეთა წრეში ერთი პირობა გაჩნდა ტენდენცია,
ხელბურთის სახეობათა ანალოგიით, ამ თამაშისთვის რაგბი 7 ეწოდებინათ,
მაგრამ იყოჩაღა პრესამ და დროულად დანერგა შვიდკაცა, ანუ
სხარტმა და ძირშივე ქართულმა ტერმინმა დამკვიდრება არ აცალა
არაბუნებრივ, ჩინოვნიკურ სიახლეს.


ეხლა შეადარეთ ზემოთ მოტანილ სტატიას.

დამწერს ვუთხარი უამრავჯერ და არა ჭრის,
თანაც მისი მფარველები აქეთ მამუნათებენ,
ფორუმით რად გველაპარაკებიო.

მოვიგებ ომს, მერე მოიყვანენ ახალ მწერალს და
იმას თავიდან უნდა ებრძოლო, რომ საითზე არ წამურდლოს ქართული.

ფრონტზე ნუ დამტოვებთ მარტო, დავიღალეეეე, მიშვეეელეთ, უთავაზეთ ათიანში ...

@

ეგრევე წინა კვირაშიც ვეჩხუბე,
ქართულ ტექსტში რად აკვეხებ ლათინურად დაწერილ ირბ-ს მეთქი
ინგლისურში ქართულად ხომ არაფერს ტენიო

ჩვენი ანბანი სრულყოფილია, 25 საუკუნისაა
მისით ყველაფერი იწერება ზუსტად
გვაქვს ი’ნიც, რ’აეც და ბ’ანიც

იმ დაწესებულებასაც ჰქვია
ნთერნეშენალ აგბი ორდ = ირბ,
ანუ აკრონიმი ემთხვევა წამოთქმას და ეგაა იდეალური შემთხვევა

და წერია სახარებაში, ვეფხისტყაოსანში, კონსტიტუციაში ან რაგბის წესებში რამე ინგლისურად?

ირბ-ის ლათინურად წერა მარიაჟია და პროვინციალიზმი
გასაბახები არიან გაზეთი ლელო და სამინისტროს საითი, ეგ რომ დანერგეს და ჯიუტად აპიარებენ
ჩემდათავად, ირბ-ზე ვწერ 1987 წლიდან = და ალბათ ყველა მაგათზე ბევრჯერ დამიწერია ჯამში =
და ყოველთვის ქართულად

@

და მანდ უფრო ღრმადაა დამარხული ძაღლის თავი

იგივე ხალხი = სპორტული მედია = ფიფას, ფიბასა და ფიდეს წერს ქართულად, რაღაი
ფეხბურთი, კალათბურთი და ჭადრაკი ოდინდელი ქართული სპორტებია იმათ ცნობიერებაში,
რაგბი კი აქამდეც უცხოდ რჩება, ჩამოთესლილად და მაგიტომ მაგისი ირბ-ც უცხოურად უნდა დაწერო

რა რარიგ სატირალია, რომ რაგბის კავშირის ერთადერთი ორგანო,
რომელშიც 2010 წლის ივნისიდან ცხრილების მეტი აღარაფერი მომეკითხება =
რაკი მაგას სხვა ვერავინ გააკეთებს და ყველა ლიგაში დაისადგურებს სრული ბარდაგი =
გაუაზრებლად იმათსავე წისქვილზე ასხამს წყალს და რაგბისა და ირბ-ის უცხოობას ამკვიდრებს

პირდაპირ და ღიად გეუბნებით, დასვით ეგ საკითხი ტრადიციულ შეხვედრაზე =
ოთხი წელია, საითი ენობრივად დაგონჯებულია =
გამოიცვალა სამი მწერალი და მაინც არაფერი ეშველა =
ფეისბუქზე ხომ ლაპარაკიც არა ღირს = კიდევ კარგი არა ვნახულობ

@

Posted by: სურამელი 6 Jun 2014, 15:04
QUOTE
თედორე ზიბზიბაძე,

QUOTE
დავით კაჭარავა,

QUOTE
ლაშა მალაღურაძე,

QUOTE
მერაბ კვირიკაშვილი,

11. მერაბ შარიქაძე,


ანუ ივნისის ტესტებზე ეს მორაგბეები არ იქნებიან?

Posted by: iverieli 6 Jun 2014, 15:07
წესით მოასწრებენ ჩამოსვლას. შარიქაძე უეჭველი იქნებაო ესე თქვეს

Posted by: jjj 6 Jun 2014, 15:07
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 6 Jun 2014, 08:15 )
ჩემი მოხსნებიდან შარშანდელ კონფერენციაზე
"ტერმინოლოგია - ქართული ენის ხვალინდელი დღე"

აწ უკვე ოლიმპიური რაგბი ინგლისურად არის "სევენ ე საიდ" ან უბრალოდ "სევენს".
მორაგბეთა წრეში ერთი პირობა გაჩნდა ტენდენცია,
ხელბურთის სახეობათა ანალოგიით, ამ თამაშისთვის რაგბი 7 ეწოდებინათ,
მაგრამ იყოჩაღა პრესამ და დროულად დანერგა შვიდკაცა, ანუ
სხარტმა და ძირშივე ქართულმა ტერმინმა დამკვიდრება არ აცალა
არაბუნებრივ, ჩინოვნიკურ სიახლეს.


ეხლა შეადარეთ ზემოთ მოტანილ სტატიას.

დამწერს ვუთხარი უამრავჯერ და არა ჭრის,
თანაც მისი მფარველები აქეთ მამუნათებენ,
ფორუმით რად გველაპარაკებიო.

მოვიგებ ომს, მერე მოიყვანენ ახალ მწერალს და
იმას თავიდან უნდა ებრძოლო, რომ საითზე არ წამურდლოს ქართული.

ფრონტზე ნუ დამტოვებთ მარტო, დავიღალეეეე, მიშვეეელეთ, უთავაზეთ ათიანში ...

@

ეგრევე წინა კვირაშიც ვეჩხუბე,
ქართულ ტექსტში რად აკვეხებ ლათინურად დაწერილ ირბ-ს მეთქი
ინგლისურში ქართულად ხომ არაფერს ტენიო

ჩვენი ანბანი სრულყოფილია, 25 საუკუნისაა
მისით ყველაფერი იწერება ზუსტად
გვაქვს ი’ნიც, რ’აეც და ბ’ანიც

იმ დაწესებულებასაც ჰქვია
ნთერნეშენალ აგბი ორდ = ირბ,
ანუ აკრონიმი ემთხვევა წამოთქმას და ეგაა იდეალური შემთხვევა

და წერია სახარებაში, ვეფხისტყაოსანში, კონსტიტუციაში ან რაგბის წესებში რამე ინგლისურად?

ირბ-ის ლათინურად წერა მარიაჟია და პროვინციალიზმი
გასაბახები არიან გაზეთი ლელო და სამინისტროს საითი, ეგ რომ დანერგეს და ჯიუტად აპიარებენ
ჩემდათავად, ირბ-ზე ვწერ 1987 წლიდან = და ალბათ ყველა მაგათზე ბევრჯერ დამიწერია ჯამში =
და ყოველთვის ქართულად

@

და მანდ უფრო ღრმადაა დამარხული ძაღლის თავი

იგივე ხალხი = სპორტული მედია = ფიფას, ფიბასა და ფიდეს წერს ქართულად, რაღაი
ფეხბურთი, კალათბურთი და ჭადრაკი ოდინდელი ქართული სპორტებია იმათ ცნობიერებაში,
რაგბი კი აქამდეც უცხოდ რჩება, ჩამოთესლილად და მაგიტომ მაგისი ირბ-ც უცხოურად უნდა დაწერო

რა რარიგ სატირალია, რომ რაგბის კავშირის ერთადერთი ორგანო,
რომელშიც 2010 წლის ივნისიდან ცხრილების მეტი აღარაფერი მომეკითხება =
რაკი მაგას სხვა ვერავინ გააკეთებს და ყველა ლიგაში დაისადგურებს სრული ბარდაგი =
გაუაზრებლად იმათსავე წისქვილზე ასხამს წყალს და რაგბისა და ირბ-ის უცხოობას ამკვიდრებს

პირდაპირ და ღიად გეუბნებით, დასვით ეგ საკითხი ტრადიციულ შეხვედრაზე =
ოთხი წელია, საითი ენობრივად დაგონჯებულია =
გამოიცვალა სამი მწერალი და მაინც არაფერი ეშველა =
ფეისბუქზე ხომ ლაპარაკიც არა ღირს = კიდევ კარგი არა ვნახულობ

@

up.gif
30303030303030303030303030303003030303030303030300303030 up.gif

Posted by: ushuaia 7 Jun 2014, 00:46
ჩემი ყველაზე საყვარელი თამაში 7 კაცაზე... მხიარულ იამაიკელებთან და იამაიკელი 6 ნომრის ზებუნებრივი ნახტომით დადებული ლელო.

Posted by: giushki 7 Jun 2014, 12:27
ლუკასა და ნიკოს მამა
ძია ზაალ თქვენ რო გესმით იმდენი ესმოდეს ნეტა ვისაც საჭიროა

Posted by: giorgi77 7 Jun 2014, 12:36
ინგლისი 12 - 14 ბელგია biggrin.gif

ფირას ვებგვერდზე დაწერეს

Posted by: iverieli 7 Jun 2014, 12:46
პირდაპირის ლინკი ხომარიცით? პირველზე უნდა დაიწყოს შეხვედრები

Posted by: giorgi77 7 Jun 2014, 12:49
iverieli აქ უნდა ყოფილიყო ვითომ, მაგრამ არ მუშაობს.... ვაა ჩაირთო biggrin.gif

http://www.dailymotion.com/video/x1ypg77_lyon-7-s-grand-prix-series-7-et-8-juin-2014_sport

Posted by: iverieli 7 Jun 2014, 12:58
giorgi77
გაიხარე. დიდი მადლობა

აბა ბევრი გამარჯვება გვეზეიმოს alk.gif

Posted by: giorgi77 7 Jun 2014, 13:06
რუსეთმა წააგო მძიმე ბრძოლაში ესპანეთთან.

ჩვენ ისეთი სემადგენლობა გვყავს რომ კარგი სედეგი უნდა ვაცვენოთ წესით.... ისე დრო არაა რომ მოვიგოთ ერთი ტურნირი მაინც?... ბოლოს როდის მოვიგეთ?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Jun 2014, 13:32
აღარც მახსოვს, ბათუმში 2005 ?

სრთიმი აქაო
http://www.dailymotion.com/video/x1ypg77_lyon-7-s-grand-prix-series-7-et-8-juin-2014_sport

<<< "თბილისის ფარის" მფლობელები

საქართველო 2003 2004 2005 (ბათუმში)
საფრანგეთი 2006 2007
უელსი 2008

Posted by: giorgi77 7 Jun 2014, 13:53
გაქანებულ 15 კაცას ვთამაშობთ.... ასე 7 კაცას არავინ თამაშობს როგორც ჩვენ biggrin.gif

Posted by: Corvin von Amber 7 Jun 2014, 13:55
ეს რა უცნაურად შეაგდო ბურთი თამაშში მეკომ.
მოსულა ასეთი რამ?

Posted by: Love The Sun 7 Jun 2014, 13:55
მეკო არის შვიდკაცის კაცი რა smile.gif
ცოდო არაა იმდენი ხალხით დახუნძლულ მოედანზე რომ შეაგდებენ ხოლმე?

Corvin von Amber
მთავარია 10 მეტრი გადალახოს...

Posted by: archilcheghe 7 Jun 2014, 13:56
მოვუგეთ იტალიას 24-12 ...............

Posted by: iverieli 7 Jun 2014, 13:56
მეც პირველად ვნახე. მეთქი რაქნა მეტოქეს ჩააბარა ბურთითქო. მაგარია მშვენივრად მოუგეთ იტალიას. მალე 15 კაცაშიც მოგვეგოს

ეხლა საფრანგეთის ჯერია

Posted by: Corvin von Amber 7 Jun 2014, 13:58
QUOTE
მთავარია 10 მეტრი გადალახოს...

აწი მეცოდინება smile.gif
QUOTE
მოვუგეთ იტალიას 24-12 ...............

შემდეგი ვისთან გვაქვს და როდის?
საიტზე განრიგი ვერ ვნახე....

Posted by: Lotkinski 7 Jun 2014, 13:59
QUOTE
შემდეგი ვისთან გვაქვს და როდის?
საიტზე განრიგი ვერ ვნახე



7/06
13.28
იტალია
24:12

15.22
საფრანგეთი
0:0

18.22
გერმანია
0:0

Posted by: giorgi77 7 Jun 2014, 14:00
საფრანგეთი მერე და ბოლოს გერმანია

Corvin von Amber

Posted by: Corvin von Amber 7 Jun 2014, 14:01
Lotkinski giorgi77
მადლობა, გაიხარეთ!

Posted by: NAPSTER 7 Jun 2014, 14:06
giorgi77
QUOTE
გაქანებულ 15 კაცას ვთამაშობთ.... ასე 7 კაცას არავინ თამაშობს როგორც ჩვენ


რუმინეთს უყურე ახლა შენ და ნახავ რა არის 7 კაცით, 15 კაცას თამაში gigi.gif

Posted by: Lotkinski 7 Jun 2014, 14:08
QUOTE
რუმინეთს უყურე ახლა შენ და ნახავ რა არის 7 კაცით, 15 კაცას თამაში



biggrin.gif ზუსტად მეც მაგის დაწერა მინდოდა ეხლა biggrin.gif

ნეტავ ჩვენი მანდილოსნებისკენ რა ხდება? პირველი მატჩი პოლონელებთან ქონდათ

Posted by: giorgi77 7 Jun 2014, 14:09
NAPSTER

ხო ეგენი დამავიწყდა biggrin.gif მაგაშიც დავკარგეთ ორიგინალობა ეჰჰჰჰ biggrin.gif

დაჟეჟეს და დაჩეჩქვეს პორტები

თან მგონი ერთი შავკანიანი ლეგიონერიც ყავთ არა?

Posted by: Corvin von Amber 7 Jun 2014, 14:14
აი, ამ დარტყმამ დაღუპა რუმინეთი. ნამეტანი ძლიერად მოუვიდა smile.gif

Posted by: Love The Sun 7 Jun 2014, 14:14
giorgi77
კი და მგონი ის ტონგელია მაგათ შიდა ჩემპიონატში რომ თამაშობს.
გვარი არ მახსოვს smile.gif

Posted by: NAPSTER 7 Jun 2014, 14:15
რამდენი იჯაჯგურეს ტიპებმა და მაინც წააგეს lol.gif

სად დაარტყა ჩემი კაი facepalm.gif
* * *
ლინკი თქვენთანაც გაითიშა? rolleyes.gif

Posted by: Corvin von Amber 7 Jun 2014, 14:20
QUOTE
ლინკი თქვენთანაც გაითიშა?

გათიშულია. ალტერნატიული არ გვაქვს?

Posted by: giorgi77 7 Jun 2014, 14:24
Corvin von Amber

შესვენებაა ალბათ

Posted by: Lotkinski 7 Jun 2014, 14:36
ამასობაში ქართველმა მანდილოსნებმა პირველი რკენა მოუგეს პოლონელებს, ანგარიშით 17:5. მეორე თამაში ჩეხებთან აქვთ, შემდეგ კი დანიასთან. წარმატებები გოგონებს

Posted by: giorgi77 7 Jun 2014, 14:56
დაიწყო..... ჩართეს ლიონი

გოგონებსაც წარმატებას ვუსურვებ

Posted by: roko-toko 7 Jun 2014, 15:24
ლაივის ლინკი სად არის იქნებ დააგდოთ, მადლობელი ვიქნები smile.gif

Posted by: Corvin von Amber 7 Jun 2014, 15:25
http://www.dailymotion.com/video/x1ypg77_lyon-7-s-grand-prix-series-7-et-8-juin-2014_sport

Posted by: bulbula1986 7 Jun 2014, 15:40
ეეე, მეორე დასანანი ლელო დადეს დამაგის მერე აიჭრენ sad.gif

Posted by: giorgi77 7 Jun 2014, 15:42
სამხარაძე down1.gif დაცვა ნოლი... მაისურში უნდა სულ რომ ტაცოს მოთამაშეს... ბოჭვა მაისურში არ კეთდება...

მეკო down1.gif მეტიჩრობს.... თუ აკეთებ კარგ საქმეს... გააკეთე ბოლომდე რა.

Posted by: bulbula1986 7 Jun 2014, 15:55
giorgi77
გვააქვს კიდე რაიმე შანსი?

Posted by: giorgi77 7 Jun 2014, 15:57
bulbula1986

რისი გააჩნია თორემ შანსი სულ არის smile.gif

ამ ტურნირის მოგება ილუზიაა. ჯგუფში მეორეზე გავალთ იმედია, წესით გერმანიას უნდა მოუგოთ

Posted by: bulbula1986 7 Jun 2014, 16:00
giorgi77
QUOTE
ამ ტურნირის

მოგების smile.gif

Posted by: giorgi77 7 Jun 2014, 16:07
bulbula1986

კი არის შანსი. ჯერ გერმანიას უნდა მოუგოთ და გავიდეთ მეოთხედფინალში სადაც შევხვდებით A ჯგუფის მეორე ადგილოსანს... ეგეც თუ მოვიგეთ გავდივართ ნახევარფინალში და ა.შ.

მგონი პირველად ტარდება ასეთი ფორმატით
* * *
ბელგია სასწაულებს ჩადის... ჯერ ინგლისი მოინელეს ახლა უელსსაც იგივეს უკეთებენ.

ქართველი ბიჭიც ყავთ გუნდში

Posted by: bulbula1986 7 Jun 2014, 16:17
QUOTE
ქართველი ბიჭიც ყავთ გუნდში

თარგამაძე ხომ არა ეროვნულშიც რომ ყავდათ?

ოლიმპიადაზე გასვლის შანსი თუ გვაქვს ან შესარჩევი იქნება თუ როგორ?

Posted by: giorgi77 7 Jun 2014, 16:20
bulbula1986

არაა, სხვა ყავთ კიდევ Megredlidze Tornike (8)

შესარჩევი მომავალ წელსო. მეც ეგრე მეგონა რომ ეს იყო ოლიმპიადის შესარჩევის ნაწილი, მაგრამ არა.

Posted by: bulbula1986 7 Jun 2014, 16:30
QUOTE
არაა, სხვა ყავთ კიდევ Megredlidze Tornike (8)

ხო მეგრელაძე, შემეშალა. ეგ ყავდათ აქაც ჩამოყვანული თუ სწორად მახსოვს 14 ნომერია

Posted by: giorgi77 7 Jun 2014, 16:35
რუმინელებს ორი ნატურალიზებული მოთამაშე ყავთ Varvara John (5) და Hihetah Stephen (6)


Posted by: ქაშიბაძე 7 Jun 2014, 16:45
გერმანიამ 24:0დან ამოუქაჩა იტალიას wow.gif wow.gif wow.gif

Posted by: Corvin von Amber 7 Jun 2014, 16:46
ეს რა გაიჩალიჩა იტალიამ facepalm.gif

Posted by: giorgi77 7 Jun 2014, 17:01
ამ ესპანეთიდან ზოგიერთს თბილისშიც ნახავთ

ეს ფეიხო 10 ნომერი. მოთამაშე მწრთვნელია?

მაგ ფეიხომ ძალიან ცუდი ლელო დაგვიდო ერთხელ, მგონი ეროვნულზე. ცენტრიდან წამოიღო, ჩვენებიდან 6 თუ შვიდი კაცი მოატყუა და ძელებს შუა დაამიწა.

Posted by: QOMAGI 7 Jun 2014, 17:43
giorgi77

ლაივის ლინკი არის ? რაც ზემოთ დევს ის არ აჩვენებს ჩემთან ?
რომელზე გვაქვს გერმანიასთან ?

Posted by: giorgi77 7 Jun 2014, 17:46
QOMAGI

აჩვენებს უბრალოდ გათიშეს 6 საათამდე. 15 წუთში დაიწყება და ჩართავენ.

ჩვენების თამაში 18:22-ზეა

Posted by: QOMAGI 7 Jun 2014, 17:49
giorgi77

გაიხარე, მადლობა !

Posted by: Qolga 7 Jun 2014, 18:07
ძVელი ლინკი არ ირთVება და ახალი არ მოგეპოვებათ?

Posted by: giorgi77 7 Jun 2014, 18:08
რაღაც აგვიანებენ აი biggrin.gif

შოტლანდია - ბელგია უკვე დაწყებული უნდა იყოს წესით

Posted by: Qolga 7 Jun 2014, 18:11
დაწყებულია და 0-14 არის, მაგრამ სტრიმი არ ჩანს. იმედია ჩვენამდე გაასწორებენ.

Posted by: Corvin von Amber 7 Jun 2014, 18:20
არ გვეღირსება ამ თამაშის ყურება. ასეთი პირი უჩანს

Posted by: giorgi77 7 Jun 2014, 18:26
ანგარიშს მაინც წერენ ფრანგები, ჯერჯერობით 7-0 ვიგებთ.

Posted by: Corvin von Amber 7 Jun 2014, 18:27
QUOTE
ანგარიშს მაინც წერენ ფრანგები, ჯერჯერობით 7-0 ვიგებთ.

გაათანაბრეს.
და ვაგებთ უკვე 7:14

Posted by: giorgi77 7 Jun 2014, 18:29
Corvin von Amber

ხო, დაწერა ვერ მოვასწარი. biggrin.gif

ვაგებთ უკვე

facepalm.gif

Posted by: Corvin von Amber 7 Jun 2014, 18:31
თქვენთანაც Service Temporarily Unavailable?

Posted by: iverieli 7 Jun 2014, 18:34
ბელგიამ მესამეც მოიგო. ინგლისს და უელსს შოტლანდიაც მიაყოლა sleep.gif

ლელო გავიტანეთ მაგრამ ვერ გარდავსახეთ

Posted by: Corvin von Amber 7 Jun 2014, 18:35
ახლა ჩვენ გავათანაბრეთ
14:14 გახდა

Posted by: Qolga 7 Jun 2014, 18:36
ისეთი პირი უჩანს, რომ წავაგებთ და მერე ბელგია ჩაგვაგდებს ცუდ დღეში. რა ნაკრები შეკრიბეს ასეთი რომ გაიფრინეს ყველა.

Posted by: SGG 7 Jun 2014, 18:41
ბოლო წუთზე ორი ლელო დავდეთ და მოვიგეთ biggrin.gif

Posted by: Corvin von Amber 7 Jun 2014, 18:41
კარგ დროს ჩართეს!
გმირულად მოვიგეთ

Posted by: Qolga 7 Jun 2014, 18:41
უფ, მაგრად გაგვიმართლა. მოეშვა ბოლოს გერმანია და 1 წუთში 2 ლელო მიიღეს.

Posted by: bulbula1986 7 Jun 2014, 18:43
QUOTE
უფ, მაგრად გაგვიმართლა. მოეშვა ბოლოს გერმანია და 1 წუთში 2 ლელო მიიღეს.

აუფ, რა მაგრად გაგვმართლებია. ღმერთმა ქანს ყოველთვის ასე გაგვიმართლდეს smile.gif

Posted by: Lotkinski 7 Jun 2014, 18:44
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ვუშამანე გერმანელებს და მაგიტომ გავაშეშე biggrin.gif

Posted by: giorgi77 7 Jun 2014, 18:45
ვაი ასეთ მოგებას...

შოტლანდიას ვეთამაშებით მგონი ხვალ მერვედფინალში.

ბელგიას კარგი ნაკრები ყავს. ეტყობა სერიოზულად მოემზადნენ.

Posted by: SGG 7 Jun 2014, 18:48
15 კაცა რაგბთან ახლოსაც ვერ მივა შვიდკაცა.

https://www.facebook.com/photo.php?v=638509556246147&set=vb.189576204472820&type=2&theater

იტალიასთან შეხვედრა. მეკო ძან მამაა ამათში smile.gif

Posted by: Corvin von Amber 7 Jun 2014, 20:46
QUOTE
ვაი ასეთ მოგებას...

მონათლულს ცოდვა-ბრალითა? smile.gif
ისე, შოტლანდიის დამარცხება კი შეიძლება. თუ მართლა მაგათ ვხვდებით.

Posted by: ქაშიბაძე 7 Jun 2014, 21:06
QUOTE
ისე, შოტლანდიის დამარცხება კი შეიძლება. თუ მართლა მაგათ ვხვდებით

შოტლანდიას ვხვდებით 100%

და თუ მოვიგეთ ბელგია-გერმანიას შორის გამარჯვებულს

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Jun 2014, 21:20
ახალ, "რუმინულ ფირაში" ბარდაგია

ლიონის, მოსკოვისა და ბერგენის შვიდკაცების საითები მიჰქარავენ
http://www.lyonseven.fr/competition.php

სწორია ფირას საითი http://www.fira-aer-rugby.com/group-209.htm
ჩვენც http://site.rugby.ge/ka-GE/home/ ვუჯერებთ მას

პულთა შემდეგ გუნდები დალაგდნენ ასე

1 France 3 3 0 0 128 7 121 9
1 Espagne 3 3 0 0 79 42 37 9
1 Belgique 3 3 0 0 64 31 33 9
2 Russie 3 2 1 0 97 26 71 7

2 Ecosse 3 2 1 0 74 50 24 7
2 Georgie 3 2 1 0 55 59 -4 7
3 Angleterre 3 1 2 0 63 61 2 5
3 Allemagne 3 1 2 0 47 91 -44 5

3 Portugal 3 1 2 0 21 84 -63 5
4 Roumanie 3 0 3 0 26 71 -45 3
4 Pays de Galles 3 0 3 0 31 90 -59 3
4 Italie 3 0 3 0 36 109 -73 3

საქართველო არის #6 და ეთამაშება ბელგიას #3


@ იხილეთ კავშირის ტაბლო

საქართველო -

7/06 13.28 იტალია 24:12
15.22 საფრანგეთი 7:26
18.22 გერმანია 24:21
8/06 12.44 ბელგია (1/4ფ) 0:0
15.34 | 16.18 ესპ | ინგ (1/2ფ) 0:0
17.54 - 19.05 (სფრ | გერ) | ( რუს | შტლ) 0:0

Posted by: giorgi77 8 Jun 2014, 11:48
ლუკასა და ნიკოს მამა

ფრანგებს არც ჩაუსწორებიათ )) ისევ არეულად აქვთ. მთავარია გუნდებს არ აერიოთ არაფერი.

ლაივი ჩაირთო http://www.dailymotion.com/video/x1ypg77_lyon-7-s-grand-prix-series-7-et-8-juin-2014_sport

Posted by: zedela88 8 Jun 2014, 12:10
მეოთხედფინალია ეხლა ეს საფრანგეთი გერმანია?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Jun 2014, 12:12
გამოსაძიებელია ფაქტი,
ვინ დააბოლა ერთბაშად სამი ტურნირის ორგანიზატორები

ვინც ფირას უწერია, ხო ისინი თამაშობენ?

Posted by: SanJox 8 Jun 2014, 12:13
რომელ საათზე თამაშობენ ჩვენები?
...

Posted by: giorgi77 8 Jun 2014, 12:15
მსაჯი არის ###.... ჯერ გერმანელებს ნაღდი ლელო არ ჩაუთვალა, ახლა კიდე ფეხი დაუდო ფრანგმა გერმანელს და ამან არაფერი.....

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Jun 2014, 12:16
8/06

საქართველო 12.44 ბელგია (1/4ფ) 0:0

მერე თანდათან გაირკვევა

15.34 ან 16.18 ესპ | ინგ (1/2ფ) 0:0

17.54-დან 19.05-მდე (სფრ | გერ) | ( რუს | შტლ) 0:0

Posted by: Corvin von Amber 8 Jun 2014, 12:43
იწყება ამასობაში.
უნდა იყოჩაღონ

Posted by: bulbula1986 8 Jun 2014, 12:44
ჩვენებს რა ფორმებიც აცვიათ ეროვნლიც ამ სტილში იქნება გადაწყვეტილი თუ ეს მხოლოდ შვიდკაცასია?

Posted by: giorgi77 8 Jun 2014, 12:56
ბელგიამ ფიზიკურად როგორ უნდა გვაჯობოს? დაიხოცნენ ჩვენები.

ესაა მომზადება?

რა გახდა ახალგაზრდების შეკრება და მომზადება? რაღა დროის ზიბზიბაძის, მეკოს და რიჟას შვიდკაცაა?

Posted by: bulbula1986 8 Jun 2014, 12:58
QUOTE
ბელგიამ ფიზიკურად როგორ უნდა გვაჯობოს? დაიხოცნენ ჩვენები.

ესაა მომზადება?

რა გახდა ახალგაზრდების შეკრება და მომზადება? რაღა დროის ზიბზიბაძის, მეკოს და რიჟას შვიდკაცაა?

მეკო ძალიან ბევრს ათრევს უაზროდ
* * *
გერმანიასთანაც ბოლოს გაიგიჟეს თავი და გაუმართლათა ახლა აღარ გაუმართლათ sad.gif ვერაა სატანადო დონეზე ნაკრები sad.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Jun 2014, 13:14
რა გველის?

შვიდკაცა - სინი 1/2ფ 15.34 ინგლისი

17.54 | 18.16 გერ | რუს - შტლ

შვიდქალა - თასი 1/2ფ 16.12 უკრაინა

18.50 | 19.12 შტლ | ჩეხ - რუმ

@ მანდილოსნები ოთხეულში შევიდნენ = ისტორიაში პირველად!
ანუ ევროპაში უასრეს შემთხვევაში მე-16 ვართ!



Posted by: xDavid_S 8 Jun 2014, 13:18
giorgi77
QUOTE
რაღა დროის ზიბზიბაძის, მეკოს და რიჟას შვიდკაცაა?

მეკოზე უკეთესი მოშვიდკაცე ვინ გვყოლია აქამომდის?

Posted by: Qolga 8 Jun 2014, 13:18
მაქსიმუმ რომელი ადგილისთვის შეგვიძლია ვიბრძოლოთ? საიტზე ძალიან გაუგებრად წერია, ჩვენი და ინგლისის წყვილიც და ესპანეთი ბელგიაც ნახევარფინალში ვწერივართ. რაღაც ძალიან არეულია ან მე ვერ ვხვდები.

http://www.lyonseven.fr/competition.php#rencontre

სინი მაქსიმუმ მეხუთე ადგილია ხომ?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Jun 2014, 13:20
ჩვენს საითზე http://site.rugby.ge/ka-GE/home/ ყველაფერი ნათელია სპორტში ჩახედული კაცისთვის

შვიდკაცა = მეხუთე - მერვე
შვიდქალა = პირველი - მეოთხე

Posted by: crusaders 8 Jun 2014, 13:21
QUOTE
მეკოზე უკეთესი მოშვიდკაცე ვინ გვყოლია აქამომდის?

მეკო შვიდკაცაში მაგარია ძაან

აი ის 3 ნომერი ვერ ვიცანი ვინაა

Posted by: Qolga 8 Jun 2014, 13:27
ლუკასა და ნიკოს მამა

მადლობა. გასაგებია ეხლა ყველაფერი.

Posted by: QOMAGI 8 Jun 2014, 13:28
კაი დროს გაიყვანა მეკო, დაავიწყდა ეტყობა გარდასახვა, რომ გვქონდა გასატანი ...

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Jun 2014, 13:30
არმაზ’ელი ხუციშვილი

@

კიდევ დაზუსტდა ჩვენი გეზი


შვიდკაცა >> სინი
1/2ფ 15.34 ინგლისი
17.54 ან 18.16 გერმანია ან შოტლანდია
ადგილი = მეხუთე - მერვე

შვიდქალა >> თასი
1/2ფ 16.12 უკრაინა
18.50 ან 19.12 შოტლანდია ან რუმინეთი
ადგილი = პირველი - მეოთხე

@


Posted by: crusaders 8 Jun 2014, 13:37
QUOTE
კაი დროს გაიყვანა მეკო, დაავიწყდა ეტყობა გარდასახვა, რომ გვქონდა გასატანი ...

+ მაგას არ უნდა ეთამაშათ ფრთაზე ლელოს დადებაზე თედო წასულიყო თვითონ ცენტრში

კიდიდან გარდასახვის გატანა ძაან რთულია

Posted by: giorgi77 8 Jun 2014, 14:24
QUOTE
მეკოზე უკეთესი მოშვიდკაცე ვინ გვყოლია აქამომდის?


საამაყო მანდ არაფერია.. არც გასახარი. სანამ მეკო საუკეთესო იქნება არა მგონია შორს წავიდეთ. მეკო აღარ განვითარდება აწი, პირიქით კი. და ადგილს იკავებს. ჩემი ნება რომ იყოს, არც ზიბზიბაძეს, არც რიჟას და არც მეკოს ნაკრებში არ გამოვიძახებდი. არც კაჭის. ძველ გვარდიას ვგულისხმობ.

შეხედონ რუსეთის ნაკრებს ან თუნდაც იგივე ბელგიას...



ისედაც ყველაფერს თავისი დრო აქვს

A man should know when to leave the party

Posted by: xDavid_S 8 Jun 2014, 14:27
QUOTE (giorgi77 @ 8 Jun 2014, 14:24 )
QUOTE
მეკოზე უკეთესი მოშვიდკაცე ვინ გვყოლია აქამომდის?


საამაყო მანდ არაფერია.. არც გასახარი. სანამ მეკო საუკეთესო იქნება არა მგონია შორს წავიდეთ. მეკო აღარ განვითარდება აწი, პირიქით კი. და ადგილს იკავებს. ჩემი ნება რომ იყოს, არც ზიბზიბაძეს, არც რიჟას და არც მეკოს ნაკრებში არ გამოვიძახებდი.



ისედაც ყველაფერს თავისი დრო აქვს

A man should know when to leave the party

რა შუაშია საამაყო???

ფაქტია, საუკეთესოა და კახამაც წაიყვანა საუკეთესო შემადგენლობა, რაც კი შესაძლებელი იყო

არ წაიყვანდი და ამოგვტენიდნენ 30-40 ქულით

Posted by: giorgi77 8 Jun 2014, 14:33
xDavid_S

იმ შუაშია რომ ეგ "საუკეთესოც" არ ვარგა თუნდაც ლიონის დონის ტურნირისთვის უკვე. სხვა უფრო მაღალი დონის ტუნირებზე არაფერს ვამბობ. სხვა ნაკრებები წინ მიდიან ჩვენ კიდევ მეკოს შევციცინებთ.


Posted by: borjgali1964 8 Jun 2014, 14:52
giorgi77
მეკოზე არ გეთანხმები .თედოს, კაჭის არც მე არ წავიყვანდი, მძიმეები არინ შვიდკაცასთვის.
რიჟას მაგივრად შავლეგას ვათამაშებდი.
ბოჭვას არ აკეთებს,,,აფიციალნა''
კოლელიშვილსაც მეტ დროს მივცემდი.

=
და საერთოდ, ეს ,,სხვა'' სპორტია და კარგი იქნება ოლიმპიადის ამბავში დროულად თუ მივხედავთ.
მეტი სერიოზულობით.

Posted by: bulbula1986 8 Jun 2014, 14:54
ღვინჯილია რატომ არ წაიყვანა? რიჟას გაცილებით ჯობს

Posted by: xDavid_S 8 Jun 2014, 15:10
giorgi77
საუკეთესო თუ არ ვარგა, საშუალო ივარგებს?!

რეალობას გავუსწოროთ თვალი >>> ამაზე უკეთესს შემადგენლობას დღეს ვერ გამოიყვანდნენ

ხვალ და ზეგ შეიძლება, მაგრამ დღეს ვერა!
* * *
borjgali1964
კაჭი რომ უფრო ადვილად ელეოდეს ხოლმე შეტევაში ბურთს, ძალიან კარგი მოშვიდკაცე იქნებოდა

ჯანს და დაცვას ვერავინ დაუწუნებს, ერთი ეგაა ნამეტანი არ ემეტება ბურთი სხვისთვის მისაცემად smile.gif


* * *
QUOTE (giorgi77 @ 8 Jun 2014, 14:24 )
A man should know

his place

პრეტენზია გვაქვს, რომ გაცილებით უკეთ ვთამაშობთ?

war.gif

Posted by: bulbula1986 8 Jun 2014, 15:34
QUOTE
ჩვენებს რა ფორმებიც აცვიათ ეროვნლიც ამ სტილში იქნება გადაწყვეტილი თუ ეს მხოლოდ შვიდკაცასია?

QUOTE
ჩვენებს რა ფორმებიც აცვიათ ეროვნლიც ამ სტილში იქნება გადაწყვეტილი თუ ეს მხოლოდ შვიდკაცასია?


* * *
კარგი ფეხბურთელევით შეიგდო ითამაშა ფეხით
* * *
შვიდკაცას მომდევნო ეტაპი როდისაა?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Jun 2014, 16:01
V ადგილისთვის: 18.16 შოტლანდია

მალე

GPS 1 France - Lyon 7 - 8 June
GPS 2 Russia - Moscow 28 - 29 June

GPS 3 England - Manchester 13 - 14 September
GPS 4 Romania - Bucharest 20 - 21 September



Posted by: borjgali1964 8 Jun 2014, 16:02
QUOTE (borjgali1964 @ 8 Jun 2014, 14:52 )

რიჟას მაგივრად შავლეგას ვათამაშებდი.
ბოჭვას არ აკეთებს,,,აფიციალნა''
კოლელიშვილსაც მეტ დროს მივცემდი.


მადლობა კახა,რომ მისმენ)))
===

დედოფალს ჩაიში ჩავუფურთხეთ.

yes.gif

პ,ს,
დათო,
კაჭის, მგონი მამამისზე მაგრად ვგულშემატკივრობ , კი იცი ეს შენ.
უბრალოდ,,,იგროკია''და ესაც გამოსდის.
მძიმეა, მაინც.
შვიდკაცისტი'', უნდა დაფრინავდეს.

სხვა საქმეა, მფრინავებში რომ გვიჭირს.


Posted by: giorgi77 8 Jun 2014, 16:04
his place

ტუშე! biggrin.gif სადაც მეკოა ზუსტად იქა ვართ, და კიდევ იქ ვიქნებით კარგა ხანი. მე ციდან არ ჩამოვდივარ ყოველ წელს... მითუმეტეს როცა წლიდან წლამდე არაფერი არ იცვლება.

სტაგნაციას ცუდად ვუყურებ და მაგიტომ თორემ ვისაც მოსწონს უყუროს მეკოს სირბილს განდაგან ყოველ წელს... და ისიამოვნოს.

ფაქტი ერთია რომ შვიდკაცას წელიწადში ორჯერ ლეგიონერების შეკრებით ვერ უმკურნალებ... თითქოს ხანძარს აქრობენ..., საჭიროა ახალგაზრდა მორაგბეების შეკრება და მათთან მუშაობა... სტაბილურად... ისე როგორც ამას აკეთებენ რუსები, ბელგიელები, გერმანელები....

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Jun 2014, 16:08
არიქა, 16.12 შვიდქალაააა იწყებააააა

http://www.ba.no/sport/article7403728.ece

Posted by: gia-gia-gia 8 Jun 2014, 16:19
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 8 Jun 2014, 16:08 )
არიქა, 16.12 შვიდქალაააა იწყებააააა

http://www.ba.no/sport/article7403728.ece

აუ ძალიან ჭ კლასია ჩვენი შვიდქალა facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

ეს რა იყო ტოოო, კვირა დღე თითქოს კარგად მიმდიოდა და ეს რა ვნახე ბლიად sad.gif

Posted by: Corvin von Amber 8 Jun 2014, 16:20
QUOTE

GPS 1 France - Lyon 7 - 8 June
GPS 2 Russia - Moscow 28 - 29 June

GPS 3 England - Manchester 13 - 14 September
GPS 4 Romania - Bucharest 20 - 21 September

ჩვენთან რატომ არ ტარდება?
ან თუა ლაპარაკი იმაზე, რომ ჩატარდეს ერთხელ მაინც?

Posted by: giorgi77 8 Jun 2014, 16:23
ლამაზ უკრაინელ გოგონებთან ვმარცხდებით

გრძელფეხა biggrin.gif გოგონებთან.

Posted by: Corvin von Amber 8 Jun 2014, 16:25
QUOTE
ლამაზ უკრაინელ გოგონებთან ვმარცხდებით

მაგათზე ალალია smile.gif

Posted by: giorgi77 8 Jun 2014, 16:27
QUOTE
მაგათზე ალალია


კი. უკრაინაში უნდა გადავინაცვლო საცხოვრებლად.


თან მე მეჩვენება თუ ჩვენებზე დიდები არიან ასაკითაც. ჩვენები ასაკით პატარები არიან მგონი

Posted by: xDavid_S 8 Jun 2014, 16:28
borjgali1964
QUOTE
მძიმეა, მაინც

მესმის, მაგრამ მძიმე ის ფიჯელი "ფრანგი" რომ იყო ისეთი უნდა >>> მაგრამ რას დარბოდა?


***********************************************

QUOTE
საჭიროა ახალგაზრდა მორაგბეების შეკრება და მათთან მუშაობა... სტაბილურად...

ეგ ხეჭეჭურია და შედეგი 5-7 წლის მერე თუ დაიდება... მოითმენთ? მეეჭვება



Posted by: GIORGI112 8 Jun 2014, 16:30
ჯერ ერთი ჩვენი 7-ქალა რომ არსებობს მადლობა უნდა ვთქვათ და კლასს არ ვუყუროთ smile.gif
მეორე თუ იცით 7-კაცაში ვინც არიან ახლა ლიონში, ეროვნულ ნაკრებში თბილისის თასზე ვის გამოიძახებენ ???
[ვაგვიანებთ ძალიან, ვაგვიანებთ]

Posted by: giorgi77 8 Jun 2014, 16:31
ყოჩაღ მაინც გოგონებს ლელო დავდეთ ბოლოში

ამ გოგონებს უფრო აქვთ პერსპექტივა ვიდრე ჩვენ შვიდკაცას Dრევანდელი სახით

QUOTE
ეგ ხეჭეჭურია და შედეგი 5-7 წლის მერე თუ დაიდება... მოითმენთ? მეეჭვება


ჩემ მოთმენაზე თუა, მოვითმენ... ყოველ შემთხვევაში სერიალის ყურებას ჯობია მოვითმინოთ. თუმცა 7 წელი გადაჭარბებულია. თუ აკვნიდან არ ვზრდით ვინმეს

Posted by: borjgali1964 8 Jun 2014, 16:31
xDavid_S

QUOTE
მაგრამ რას დარბოდა?

ამაშია საქმე.
QUOTE
ეგ ხეჭეჭურია და შედეგი 5-7 წლის მერე თუ დაიდება... მოითმენთ? მეეჭვება

სად დრაქში წავალ.
მევითმენ.
)))

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Jun 2014, 16:39
Corvin von Amber
QUOTE
ჩვენთან რატომ არ ტარდება?


user posted image

სრული პასუხი აქაა ოთხ 17\12 2008

http://www.qaflan.netai.net/RUGBY_KA/IC/17_Vake7fafu.htm






Posted by: xDavid_S 8 Jun 2014, 16:45
giorgi77
QUOTE
თუმცა 7 წელი გადაჭარბებულია. თუ აკვნიდან არ ვზრდით ვინმეს

17-18 წლის მაინც ხომ უნდა იყოს, რომ სწორი თამაში ასწავლო >>> თუ 25 წლის "ზანოს-ზახვატ-ზაცოტკა-ზამენა-სმესტა"-თი ტვინამღვრეული და დაკარგული თაობა გვინდა ისევ?

მერე სანამ კაცის ჯანი არ ჩაუდგება, იმას შედეგს ვერ დაადებინებ

borjgali1964
QUOTE
მევითმენ

ნოემბრამდე ვერ ითმენთ, მამუკა ბ-ნო, ერთი სული გაქვთ როდის გავუსინჯავთ კბილს ტონგას და როდის მოვინელებთ ჯაპანას

7 წელი ვერ მოითმენთ, ტყუილია war.gif

Posted by: borjgali1964 8 Jun 2014, 16:49
QUOTE (xDavid_S @ 8 Jun 2014, 16:45 )

borjgali1964
QUOTE
მევითმენ

ნოემბრამდე ვერ ითმენთ, მამუკა ბ-ნო, ერთი სული გაქვთ როდის გავუსინჯავთ კბილს ტონგას და როდის მოვინელებთ ჯაპანას

7 წელი ვერ მოითმენთ, ტყუილია war.gif

იმასი აგერიე შენ...იმაში)))
ისაა,ვიდეოჩანაწერზეც რომ ნერვიულობს.
რამდენჯერაც არ უნდა უყუროს,მაინც ნერვიულობს..
lol.gif

მართლა მანიაკია.
რაგბის ჩიკოტილოა.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Jun 2014, 16:50
რა გვრჩება დაღამებამდე?

შვიდკაცა = 18.16 შოტლანდია @ სინის ფინალი

შვიდქალა = 18.50 რუმინეთი @ ბრინჯაოს (!) ფინალი

ნორსკ ტელევიზიას აერია ანგარიში?


Posted by: giorgi77 8 Jun 2014, 17:07
QUOTE
ზახვატ-ზაცოტკა-ზამენა-სმესტა"-თი ტვინამღვრეული და დაკარგული თაობა გვინდა ისევ?


ეგ თავისთავად. და მანდ მწრთვნელების პრობლემაა უფრო

მე იმდენად შედეგი არ მაღიზიანებს როგორც უმოქმედობა და უძრაობა. ეს ნაღდად გამაღიზიანებელია.

ლიონის შედეგს არაფერი დაეწუნება მაგალითად. მინიმუმ 6 ადგილი მაქსიმუმ 5. წინა შედეგებიდან გამომდინარე ცუდი არაა ხომ? მაგრამ ხარისხი, თამაში.... მითუმეტეს სხვების თამაშს რომ ვუყურებ გული მისკდება biggrin.gif მაგალითად საათივით აწყობილი გუნდია ესპანეთი... ეს ფეიხო ძალიან მაგარია, მეკოზე ასაკოვანია მგონი მაგრამ როგორ თამაშობს და რამხელა სარგებლობა მოაქვს ნაკრებისთვის.

რუსეთი... საერთოდ ვერავინ ვერ ვიცანი, სულ პატარა ბიჭები ყავთ მგონი.

ისედაც დავით ეგ სამუშაო დასაწყებია ხომ როდისმე? თუ არა? იმის გამო რომ ვიღაცა ვერ მოითმენს არ იწყებენ... გამართლება ნაღდად ვერაა.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Jun 2014, 17:33
ესპანეთი გამოვარდა მსოფლიო სერიიდან
ფეიხო ჩამოვა ავჭალაში

ჩვენ რომ გავიდეთ მაგავე სერიის შესარჩევში,
ევრო სერიაში = (ინგ შტლ უელ სფრ პორ) გამოკლებით = უნდა დავიკავოთ პირველი ან მეორე
არადა, იგივე სურთ ამათაც: ესპ რუს იტა ბელ!

Posted by: xDavid_S 8 Jun 2014, 17:38
giorgi77
გიორგი მე იმას გეუბნები, რაც რეალობაა და რასაც გვერდს ვერ აუვლი

ფაქტია, რომ ამაზე კარგ გუნდს ვერ წაიყვანდნენ, ხვალ და ზეგ გადამწყვეტი თამაშები ელით (რიოში მოხვედრა დაისახეს მიზნად) და პატარებს ვერ დაუძახებდნენ

უძრაობა და უმოქმედობის რა მოგახსენო, მაგდენი არ მესმის

თამაშის ხარისხი არც უელსის მომწონს, არც ინგლისის და არც ბარე ორის

Posted by: giorgi77 8 Jun 2014, 18:00
xDavid_S

რეალობაა ხო მაგას მეც ვხედავ biggrin.gif ეგ რეალობაა ბოლო წლებია და კიდევ იქნება თუ მუშაობა არ შეიცვალა, მაგას ვჩივი. თორემ დანახულის მოყოლა რად მინდა აბა. და მარტო შვიდკაცაშია ეგრე? ყველგან მასეა.



Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Jun 2014, 18:17
QUOTE
ხვალ და ზეგ გადამწყვეტი თამაშები ელით (რიოში მოხვედრა დაისახეს მიზნად)


რა დროის რიოა?

ეგ გაისად, წლის მეორე ნახევარში, საგანგებო შესარჩევში

Posted by: Love The Sun 8 Jun 2014, 18:20
აუ რა ჩირი მსაჯია ბიჭოოოოოოოოოო
= ))))))))))))))))))))))))))))))))))

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Jun 2014, 18:27
არ დამთავრდა რა ეს ქაჯობა?

რიჟა #4 წერია განაცხადში და წითელი აცვია #6

მაგის გამო შარიქაძეს უთვლის ფირა რიჟას გატანილებს

იტყვი და სამსახურიდან გაგაგდებენ,
არ იტყვი და მარად ეგეთ ნეხვში დავრჩებით

Posted by: xDavid_S 8 Jun 2014, 18:34
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 8 Jun 2014, 18:17 )
QUOTE
ხვალ და ზეგ გადამწყვეტი თამაშები ელით (რიოში მოხვედრა დაისახეს მიზნად)


რა დროის რიოა?

ეგ გაისად, წლის მეორე ნახევარში, საგანგებო შესარჩევში

ვიცი, წავიკითხე თქვენილი წერილი, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით

რომ ახლავე დაიწყეს მზადება მანდ მოსახვედრად


Posted by: Qolga 8 Jun 2014, 18:37
ძალით წააგეს. მოკლედ, ცალკე არის პროგრამა შესადგენი შვიდკაცასთვის. პოტენციალი აშკარად არის, რომლის მეასედსაც არ იყენებს ფედერაცია. მთლიანად გადართულია 15 კაცაზე, არა და მომავალი წლიდან აშკარად ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ოლიმპიადის გამო. ასე წელიწადში ერთხელ ლეგიონერების დამატებით საქმე სულ უკან წავა. ბელგიის მაგალითიც კმარა, ნოლიდან აწყობილი გუნდი, რომელიც ალბათ მოიგებს კიდეც ამ სერიას, რომც არ მოიგოს შედეგი მაინც სახეზეა. მოკლედ გაისიდან სწორება შვიდკაცაზეც უნდა მოხდეს ისევე როგორც 15-ზე.

Posted by: Lelostream 8 Jun 2014, 18:37
ეს მსაჯი კი არა, იდიოტია. ფირა, როგორც ხშირ შემთხვევაში, სამარცხვინოა.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Jun 2014, 18:48
გადართეთ, რუმინეთს ვეთამაშებით ბრინჯაოზე

მსაჯი ისევ ის სქოთი ქალია

Posted by: borjgali1964 8 Jun 2014, 19:46
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
იტყვი და სამსახურიდან გაგაგდებენ,

=
ვინც შენ , სამსახურიდან გაგდებს , ჩემთან ექნება საქმე.

==
ოლესიებმა მოიგეს ოქრო.

სლავა გეროიამ!

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Jun 2014, 19:54
პუწინ ხუილოს არ აყურებინეს, როგორ მღეროდნენ ...


Posted by: Lotkinski 26 Jun 2014, 10:45
ზეგ უკვე მოსკოვის ეტაპია, ჩვენი შემადგენლობა თუა ცნობილი?

Posted by: giorgi77 26 Jun 2014, 11:00
ჯგუფში საფრანგეთი, ინგლისი და რუმინეთი გვყავს მგონი

Posted by: xDavid_S 27 Jun 2014, 11:50
giorgi77
შემადგენლობა ვიცით?


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 Jun 2014, 12:29
QUOTE
შემადგენლობა ვიცით?


აქაა, ძირში, ჰამაც ნუმრებით = ქამფორთულად რო უღუროს ჰალჰმა

http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=3722&callerModID=17364&Title=%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%90%20%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%9F%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A8%E1%83%98%20%E1%83%98%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1

საქართველოს შვიდკაცა (ლუჟნიკი, 2014 ივნისი)

საზურგე ნომრებით

1. ზურაბ ძნელაძე
2. ლაშა მალაღურაძე
3. ალექსი ხუციშვილი
4. ალექსი ტუჩაშვილი
5. მერაბ კვირიკაშვილი
6. ბიძინა სამხარაძე
7. შავლეგ მახარაშვილი
8. რეზო გიგაური
9. მერაბ შარიქაძე
10. ირაკლი მაჩხანელი
11. გიორგი ფრუიძე
12. თედო ზიბზიბაძე

@

Posted by: iverieli 27 Jun 2014, 12:39
სამხარაძეს ვერ ელევიან. დიდი მადლობა ბიძინას მაგრამ უკვე ჯობია გზა ახალგაზრდებს დაუთმოს

Posted by: giorgi77 27 Jun 2014, 14:38
iverieli

იგივეს ვიტყოდი მაჩხანელზე, ზიბზიბაძეზე და მეკოზეც.

მიხარია რომ ლეჟავა სამწრთვნელო შტაბშია. მისი გაწრთვნილი უკრაინა საკმაოდ კარგად გამოდიოდა შვიდკაცაში
* * *
“ლუჟნიკში” საქართველო შაბათს (28/06) პულში ეთამაშება ინგლისს (11:06 საათი, ჩვენი დროით), რუმინეთს (14:06) და საფრანგეთს (17:06). შეჯიბრი ახალი, ოლიმპიური სისტემით ტარდება: სამი 4-გუნდა პულიდან საკვირაოდ (29/06) შეირჩევა რვა უკეთესი: სამივე პირველი, სამივე მეორე და ორი უკეთესი მესამე. მეოთხედფინალი დილის ათზე დაიწყება, ნახევარფინალი თორმეტის ნახევარზე (11:28), ფინალური ბლოკი კი (6 მატჩი) 14:40-დან 17:30-მდე გასტანს.

პალიკო ჯიმშელაძე: “მოსამზადებელი ტურნირი რომში გავიარეთ. სამწუხაროდ, ტრავმებმა ჩვენი გეგმები არია და ტურნირზე ბოლოს სულაც ცხრა მოთამაშით დავრჩით. ახლა დაგვემატნენ 15-კაცა ნაკრების წევრები, ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებული. მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ მოედანზე ვვარჯიშობდით, სადაც მაქსიმალურ ყურადღებას სათამაშო სიტუაციებს ვაქცევდით, ტაქტიკას ვამუშავებდით და ვფიქრობთ, კარგი შედეგი გვექნება”.

კახა ალანია: “რთული ჯგუფი შეგვხვდა. გააჩნია მეტოქე გუნდები რა შემადგენლობით ჩამოვლენ. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ინგლისი საბრძოლო შემადგენლობით მოდის. ჯგუფში მხოლოდ რუმინეთია ისეთი, რომლზეც თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ უნდა მოვუგოთ. ჩვენ ყველა თამაშში ბოლომდე ვიბრძოლებთ. სისტემის ცვლის შემდეგ, მეოთხედფინალში გასვლის შანსი ყველას აქვს და მთავარი მეორე დღის პირველი თამაში იქნება”.

ზაზა ლეჟავა: “7-კაცა რაგბი ის თამაშია, რომელშიც შეიძლება ნებისმიერ გუნდს მოუგო და ასევე, ნებისმიერ მეტოქესთან დამარცხდე. ჩვენი საქმე სწორედ ისაა, რომ მოგებამ წაგებები გადაწონოს. ძალიან კარგი გუნდი შეიკრიბა, ბიჭები მოტივირებულები არიან, ზაფხულის ბოლო ეტაპია და წარმატებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ”.

http://www.worldsport.ge/ge/page/7-kaca-moskovis-etapze

Posted by: xDavid_S 28 Jun 2014, 10:12
აქ არის ვიდეო სთრიმი

Posted by: Lotkinski 28 Jun 2014, 11:07
იწყება ჩვენების უკვე, წარმატებები ბიჭებს.

Posted by: სურამელი 28 Jun 2014, 11:14
ლინკი დადეთ რალინკი დადეთ რალინკი დადეთ რალინკი დადეთ რალინკი დადეთ რალინკი დადეთ რა

Posted by: Lotkinski 28 Jun 2014, 11:14
პირველი ტაიმი 7:12 დავთმეთ. იმედია მეორეში მოუმატებენ

Posted by: crusaders 28 Jun 2014, 11:16
Lotkinski
QUOTE
პირველი ტაიმი 7:12 დავთმეთ. იმედია მეორეში მოუმატებენ

დაცვა გვაქვს საშინელი
https://www.youtube.com/watch?v=KjH-_rSJxkI&feature=youtu.be

Posted by: giorgi77 28 Jun 2014, 11:18
დაცვა კი არა, რეებს აკეთებენ, გასაოცარი პასები გვაქვს facepalm.gif ინგლისელებიც კი იბნევიან...

ეს დარდუბალა სტილის თამაში როდის უნდა მორჩეს

Posted by: Lotkinski 28 Jun 2014, 11:20
https://www.youtube.com/watch?v=KjH-_rSJxkI&feature=youtu.be

Posted by: crusaders 28 Jun 2014, 11:25
QUOTE
დაცვა კი არა, რეებს აკეთებენ, გასაოცარი პასები გვაქვს  ინგლისელებიც კი იბნევიან...

ეს დარდუბალა სტილის თამაში როდის უნდა მორჩეს

აუ არ ვიცი რა. ან მიხედონ ან დაანებონ თავი საერთოდ

Posted by: rrrugby 28 Jun 2014, 11:33
მახარაშვილი კარგი მოშვიდკაცეა და ვერ ვხვდები??????

Posted by: Love The Sun 28 Jun 2014, 13:17
rrrugby
Erterti sauketesoa.

Rogor damtavrda?

Posted by: Lotkinski 28 Jun 2014, 13:23
http://rugbyeurope.eu/group-226.htm უკვე ახალი მისამართი აქვთ biggrin.gif
* * *
პირველი ტაიმი დამთავრდა რუმინეთთან, 17:0 ვიგებთ.

Posted by: iverieli 28 Jun 2014, 14:26
რუმინეთს გადაუარეთ 38-0. კარგია ეხლა მთავარია საფრანგეთთან არ წააგონ. მეორე ადგილისთვის ფრეც ყოფნით

Posted by: Lotkinski 28 Jun 2014, 14:33
QUOTE
მთავარია საფრანგეთთან არ წააგონ.



მართალია, თან არ ყავთ ძლიერი გუნდი ფრანგებს, წესით უნდა მოვუგოთ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Jun 2014, 14:35
გვაწყობს არა-უარესი მესამე ადგილიც = რვა გუნდი გადის თასზე
და 38 ქულით რომ მოვიგეთ, "მესამეებში მესამე" ვერანაირად ვეღარ ვიქნებით

მთავარია კვირას სამივე თამაშის მოგება = I ადგილი!

Posted by: giorgi77 28 Jun 2014, 14:58
ჩვენი ავჭალა არ ჯობია ახლა ამ დაჯღანულ სტადიონს?

ძალიან დიდი შეცდომაა რომ არ იღონა არაფერი კავშირმა თბილისში შვიდკაცას დასაბრუნებლად.

ყველა პირობა არის თბილისში იმისთვის რომ მსგავს ტურნირს მაინც უმასპინძლოთ.

Posted by: Qolga 28 Jun 2014, 15:03
რაიმე წესიერი ლინკი არ არის სადაც პულებიც ჩანს? ამ ფირა-აერის განახლებული საიტიც კი არაფრის მომცემია.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Jun 2014, 15:58
QUOTE
განახლებული საიტიც

ორგანიზაციას შეეცვალა სახელი და საითს მისამართი,
მეტი არაფერი

მაგრამ თქვენი შენიშვნა სამართლიანია =
იოლია მაგისი კეთება კავშირის ტაბლოზე,
ოღონდაც დილიდან ზე’რაგბს ვუყურებ და

ყოველი თამაშის მერე ჩასწორება მეზარება
ამ ოლიმპიური, ოღონდაც არა-ქალაქური შეჯიბრის
ისეთი ცხრილისა, რომელიც ორგანიზატორებსაც კი არა აქვთ

მაგრამ მაინც ... როგორც იტყვის ბენდო

ორი ტურის შემდეგ ასეთი ვითარებაა =
ხვალ დილით ვეჯახებით რუსეთს
CODE

01 ა1 ინგ +08 +23 2-0 +31
02 ბ1 შტლ +22 +05 2-0 +27
03 გ1 უელ -05 +14 1-1 +09
.
04 ა2 საქ -08 +38 1-1 +30
05 გ2 რუს +12 -14 1-1 -02
06 ბ2 ბელ +07 -12 1-1 -05
.
07 გ3 ესპ +05 -07 1-1 -02
08 ა3 სფრ +19 -23 1-1 -04
:
09 ბ3 გერ -22 +12 1-1 -10
.
10 გ4 იტა -12 +07 1-1 -05
11 ბ4 პორ -07 -05 0-2 -12
12 ა4 რუმ -19 -38 0-2 -57

Posted by: giorgi77 28 Jun 2014, 16:33
მშვენივრად მსაჯობს შიშკინა up.gif

Posted by: Qolga 28 Jun 2014, 16:49
ლუკასა და ნიკოს მამა

გმადლობთ smile.gif

Posted by: zviadcardio 28 Jun 2014, 17:04
ვერ არის საქმე კარგად.
სტრიმი იჭედება.

იტალია კი მშრალზე მარცხდება უელსთან.

Posted by: giorgi77 28 Jun 2014, 17:05
ჩემთან ინგლისი-საფრანგეთია biggrin.gif ვინმე უყურებს თამაშს?

Posted by: სურამელი 28 Jun 2014, 17:08
QUOTE
ჩემთან ინგლისი-საფრანგეთია  ვინმე უყურებს თამაშს?

ჩემტანაც ეგრეა და ლინკი არაა ნორმალური?

Posted by: zviadcardio 28 Jun 2014, 17:09
საფრანგეთს გამარჯობის თქმა არ ვაცადეთ და უკვე 0:12.
კარგია!

Posted by: giorgi77 28 Jun 2014, 17:11
https://www.youtube.com/watch?v=KjH-_rSJxkI

აგერ აქაა, 14-0 ვიგებთ

Posted by: სურამელი 28 Jun 2014, 17:11
QUOTE
საფრანგეთს გამარჯობის თქმა არ ვაცადეთ და უკვე 0:12.
კარგია!

მოიცა კაცო შენ რას უყურებ? smile.gif ლინკი დადე რა

Posted by: zviadcardio 28 Jun 2014, 17:12
მე ვუყურებ, ლინკი დაარეფრეშეთ.

P.S. ეგეც 0:19

Posted by: Lotkinski 28 Jun 2014, 17:15
პირველი ტაიმი 19:0 მოვიგეთ, ძალიანაც კარგი biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Jun 2014, 17:18
განახლება ჭირდება, სარდაფი (ქეშ) რომ დაცალოს
წითელი წერტილი და "ლაივ" უნდა ენთოს მარცხენა ქვედა კუთხეში

Posted by: zviadcardio 28 Jun 2014, 17:18
აი ამ ლინკზე ვუყურებ.
ხანდახან ჭედავს, სხვა მხრივ ოლ რაით.

https://www.youtube.com/watch?v=KjH-_rSJxkI&feature=youtu.be

დაიწყო მეორე ტაიმი.
ულაპარაკოდ უნდა მოვიგოთ.

კარგად ირბინა მაჩხანელმა და ლელოც დადო.
0:26

Posted by: giorgi77 28 Jun 2014, 17:24
კარგი ლელო იყო ეს ბოლო, ვინ იყო ვერ დავინახე... ეს ტაბლო ნახევარ ეკრანს ფარავს

Posted by: Lotkinski 28 Jun 2014, 17:25
მოგვიგია biggrin.gif ხვალაც გამარჯვებით დაგვეწყოს და დაგვესრულებინოს

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Jun 2014, 17:28
QUOTE
ვინ იყო ვერ დავინახე


ზუბარიიი ...დზე, როგორც დიქტორმა ბრძანა

Posted by: giorgi77 28 Jun 2014, 17:30
ძნელაძეო, კარგი ლელო იყო.

პირველი თამაშის მერე გამოასწორეს აშკარად.

ანუ პირველი დღის შემდეგ მეორე ადგილი ჯგუფში და +46
* * *
QUOTE
ზუბარიიი ...დზე, როგორც დიქტორმა ბრძანა


ანუ ზურაბი biggrin.gif

We are sorry but a format problem does not allowed Rugby Europe to present a correct ranking for this tournament. However all results are corrects.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Jun 2014, 17:48
ჩვენი მეორე მოგების შემდეგ ძაან დიდი ალბათობით ვრჩებით #04

ფირას მაგივრად დავიწყე ცხრილების შედგენა და ბოლოს გადმოვაქართულებ

გადარჩა საფრაგეთი ფიალაზე დაძირვას ... ერთი ქულით

CODE

01 A1 ENG +08 +23 +45 3-0 +76
02 C1 WAL -05 +14 +26 2-1 +35
03 B1 SCO +22 +05 ... 2-0 +27
.
04 A2 GEO -08 +38 +17 2-1 +47
05 C2 RUS +12 -14 ... 1-1 -02
06 B2 BEL +07 -12 ... 1-1 -05
.
07 C3 SPN +05 -07 ... 1-1 -02
08 A3 FRA +19 -23 -17 1-2 -21
:
09 B3 GER -22 +12 -12 1-2 -22
.
10 B4 POR -07 -05 +12 1-2 =00
11 C4 ITA -12 +07 -26 1-2 -31
12 A4 ROM -19 -38 -45 0-3 -102



* * *

+
ამის მერე გაირკვა Belgium 21 - 24 Scotland
თასის რვეული, მაგრამ რუსეთი - ესპანეთზე ძაან ბევრი რა ჰკიდია

Posted by: giorgi77 28 Jun 2014, 18:14
ანუ ხვალ მაინც რუსებს ვხვდებით.... წარმატებები ბიჭებს

რუსებს ორი კაცი გაუძევეს ესპანელებთან, ესპანეთმა მაინც ვერ მოიგო...

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Jun 2014, 18:21
CODE

01 A1 ENG +08 +23 +45 3-0 +76
02 B1 SCO +22 +05 +03 3-0 +30
03 C1 WAL -05 +14 +26 2-1 +35

04 A2 GEO -08 +38 +17 2-1 +47
05 C2 RUS +12 -14 +03 2-1 +01
06 B2 POR -07 -05 +12 1-2 =00

07 B3 BEL +07 -12 -03 1-2 -08
08 A3 FRA +19 -23 -17 1-2 -21

=cut=

09 C3 ITA -12 +07 -26 1-2 -31

10 C4 SPN +05 -07 -03 1-2 -05
11 B4 GER -22 +12 -12 1-2 -22
12 A4 ROM -19 -38 -45 0-3 -102




CUP QF

01 ENG - 08 FRA
04 GEO - 05 RUS

02 SCO - 07 BEL
03 WAL - 06 POR

BOWL SF

09 ITA - 12 ROM
10 SPN - 11 GER

Posted by: giorgi77 28 Jun 2014, 19:12
28 июня в Москве стартовал второй этап Европейской Гран-При серии по регби-7. В первый игровой день сборная России одержала в трех матчах две победы и со второго места в группе С вышла в четвертьфинал, где сыграет со сборной Грузией.

11.06 Россия — Грузия

http://www.rugby.ru/new/v-chetvertfinale-vtorogo-etapa-evropejskoj-gran-pri-serii-sbornaya-rossii-sygraet-s-gruziej.html


* * *
გუშინდელი თამაშები






Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Jun 2014, 10:32
ლაივი ამ დილიდან აქაა

https://www.youtube.com/watch?v=DQRa6X7hbcw#t=2883

Posted by: zviadcardio 29 Jun 2014, 10:46
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
ლაივი ამ დილიდან აქაა

დიდი მადლობა.

შოტლანდია-ბელგია სერიოზული ომია.

Posted by: Lotkinski 29 Jun 2014, 10:57
ინგლისი და შოთლანდია ნახევარფინალში არიან, პორტუგალია პირველი ტაიმის შემდეგ 21:0 უგებს უელსს.

Posted by: zviadcardio 29 Jun 2014, 11:05
ინგლისი, შოტლანდია და პორტუგალია ჩვენ გველოდებიან (დიდი იმედი მაქვს) wink.gif

Posted by: Lotkinski 29 Jun 2014, 11:07
უჰ, დაიწყო ნერვიულობა biggrin.gif წარმატებები ჩვენს ბიჭებს

Posted by: NAPSTER 29 Jun 2014, 11:10
ოხ, ეს სიმპლიკევიჩი biggrin.gif


------------------------

Posted by: ქაშიბაძე 29 Jun 2014, 11:10
კაი რა რა დროს გადაკიდება იყო drug.gif drug.gif

Posted by: zviadcardio 29 Jun 2014, 11:11
რა ლელო დაგვიდეს ამ ოხრებმა.
0:7


Posted by: Lotkinski 29 Jun 2014, 11:14
vis.gif wow.gif facepalm.gif ცოტა გამოცოცხლდით

Posted by: giorgi77 29 Jun 2014, 11:15
რას ბღავიან ქართველები biggrin.gif ყოჩაღ!

აქ იმდენი აქეს სიმპლიკევიჩი რომ დაგვიდო ლელო კიდეც.

Posted by: zviadcardio 29 Jun 2014, 11:17
უცებ ამოვუქაჩეთ 0:12

ტაიმი 19:12 მოვიგეთ.

აბა თქვენ იცით ბიჭებო!

Posted by: NAPSTER 29 Jun 2014, 11:17
საღოლ, კაი ამოუქაჩეს biggrin.gif

19-12

Posted by: baxabaxa 29 Jun 2014, 11:18
გავუდეთ პირველ ტაიმში სამი ლელო, სამში ერთი ავაცილეთ გარდასახვა biggrin.gif

Posted by: uefa_geo 29 Jun 2014, 11:18
ლაივი რატო გაითიშააააააააააააააააააააააააააააააა?

Posted by: giorgi77 29 Jun 2014, 11:23
ააცილეს გარდასახვა ვიგებთ ჯერჯერობით 19-17

Posted by: ქაშიბაძე 29 Jun 2014, 11:27
ააააააააააააააააააააააააააააააააა jump.gif jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: giorgi77 29 Jun 2014, 11:27
მოვიგეეეეეთ გილოცავთ აუტში გადავიყვანეთ ბოლო შეტევაზე რუსები


მანამდე სამჯერ სალელოვე შეტევა გავაფუჭეთ უბრალო სიტუაციებში... მაინც ყოჩაღ.

Posted by: Lotkinski 29 Jun 2014, 11:28
აეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე biggrin.gif

Posted by: NAPSTER 29 Jun 2014, 11:28
უფ, გადავრჩით ბოლოს biggrin.gif


გილოცავთ 2kiss.gif

Posted by: baxabaxa 29 Jun 2014, 11:28
რა ვალიდოლი დადეს რა იყო ეს, მაგრამ მთავარია მოვიგეთ

Posted by: zviadcardio 29 Jun 2014, 11:28
ბედად ბოლო წამს აუტზე გადავათრიეთ რუსი თორემ ვერ იყო საქმე კარგად.

ესეც ნახევარფინალის საგზური.

Posted by: სურამელი 29 Jun 2014, 11:29
ააააააააააააააააააააააააააა, დედა რა იყო ეს smile.gif
ვკანკალებ კიდე smile.gif
გენაცვალეთ ბიჭებო love.gif love.gif

Posted by: crusaders 29 Jun 2014, 11:29
გილოცავთ მოგებას

ის ვინ იყო დავიტანჯე აქეთ ფრთაზე ზახვატს რო ვერ აკეთებდა საერთოდ

Posted by: Love The Sun 29 Jun 2014, 11:29
Bolo bochva istoriis wignebshi !!!

Posted by: Lotkinski 29 Jun 2014, 11:31
მგონი მართლა ვალიდოლი დამჭირდა, ბავშვები შეშინებულები მიყურებდნენ ისეთი ვიღრიალე რომ დამთავრდა biggrin.gif მადლობა ბიჭებს

Posted by: Love The Sun 29 Jun 2014, 11:32
crusaders
Aba bichoo 7 wutshi 4jer gaekca simplikevichi

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Jun 2014, 11:33
რამდენი ხანია, ოთხეულში ვერ შევსულიყავით

ეხლა

1/2ფ 13.56 - 14.18 ინგლისი
ფინ 16.43 ან 17.05 შტლ | პორ

Posted by: სურამელი 29 Jun 2014, 11:34
QUOTE
13.56 - 14.18

ანუ რომელ საათზე გვიწევს 13.56 თუ 14.18?

Posted by: giorgi77 29 Jun 2014, 11:36
იქნებ მიაწვდინოთ ხმა რაგბის კავშირს და ააღორძინონ თბილისის შვიდკაცა, აი ვინც ხვდებით გია ნიჟარაძეს, ჰკითხეთ. ბევრად იაფი დაჯდება ვიდრე ახალგაზრდული ჩემპიონატი.

მასების მოსაზიდადაც ბევრად მიმზიდველია შვიდკაცა ვიდრე დიდი რაგბი. დინამო არენაზე მშვენიერი შვიდკაცას ტურნირის ორგანიზება შეიძლება აი როგორც თვიქნემზე, ან ედინბურგში biggrin.gif ყოველ წელს სასეირო რგაბი ექნებათ თბილისელებს საყურებლად, რა ჯობია მაგას.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Jun 2014, 11:36
ბარდაგია ფირა’ში
უფრო 13.56 = ინგლისი ორი მატჩით მეტი დასვენებული იქნება

დამტკიცდა 13.56
http://www.rugbyeurope.eu/match-3541.htm

Posted by: Lotkinski 29 Jun 2014, 11:40
QUOTE
ბევრად იაფი დაჯდება ვიდრე ახალგაზრდული ჩემპიონატი



ალბათ კი დაჯდება იაფი, მაგრამ ახალგაზრდული ჩემპიონატი სულ სხვა დონეა. თუ ფინანსები იქნება ორივე გავაკეთოთ მაგას რა ჯობია biggrin.gif

Posted by: სურამელი 29 Jun 2014, 11:45
კაცის გაგდება მაგრად გამიყენეს ბიჭებმა

Posted by: xDavid_S 29 Jun 2014, 11:46
Love The Sun
QUOTE
Bolo bochva istoriis wignebshi !!!

ბებერი თედოოოოოოოოოოოოოოოო

Posted by: giorgi77 29 Jun 2014, 11:46
Lotkinski რა თქმა უნდა ორივე რომ იყოს ჯობია


არ გამლახოთ ოღონდ biggrin.gif არაფრის მომცემია ეგ ახალგაზრდული ჩემპიონატი, ფულის გადაყრაა მეტი არაფერი - საქართველოს დუხჭირი პირობებიდან გამომდინარე.

1) ინფრასტრუქტურულად არაფერი ქართულ რაგბს არ შეემატება.
2) ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების მომზადება როგორც ხდება დიდი ალბათობით ყველა შეხვედრას წავაგებთ საკმაოდ კარგი ანგარიშით.
3) საქართველოს გარდა სხვა თამაშებზე ხალხი არ მივა, გამონაკლისი ზელანდია (ხაკა რომ ნახონ)

პრიორიტეტი უნდა იყოს საქართველოში თუნდაც ერთი კლუბის კარგად მომზადება რომელიც გავა ჩელენჯზე და შვიდკაცას დაბრუნება თბილისში, ყოველწლიური, ტრადიციული ტურნირის სახით.

Posted by: K O R A D O 29 Jun 2014, 11:46
Love The Sun
QUOTE
Bolo bochva istoriis wignebshi !!!

+1

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Jun 2014, 11:47
ისიამოვნეთ, არწიომიჩ ...

ისე, ჩვენსა და მაგათ შორის წაგებულს არ უნდა ეძლეოდეს ... სტალინის ჩიბუხი?


Posted by: crusaders 29 Jun 2014, 11:51
ინგლისთან შეიძლება მოგება იმედია მოიგებენ

Posted by: zviadcardio 29 Jun 2014, 11:52
ლუკასა და ნიკოს მამა
საერთო ჩათვლისთვის რა შედეგი გვყოფნის ამ ტურნირზე?

Posted by: NAPSTER 29 Jun 2014, 11:54
giorgi77
QUOTE
არ გამლახოთ ოღონდ  არაფრის მომცემია ეგ ახალგაზრდული ჩემპიონატი, ფულის გადაყრაა მეტი არაფერი - საქართველოს დუხჭირი პირობებიდან გამომდინარე.


არადა, კი ხარ გასალახი biggrin.gif

QUOTE
1) ინფრასტრუქტურულად არაფერი ქართულ რაგბს არ შეემატება.


დამატებით ახალი სავარჯიშო მოედნების აშენება იგეგმება, თუ ჩვენთან ჩატარდა ტურნირი

QUOTE
2) ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების მომზადება როგორც ხდება დიდი ალბათობით ყველა შეხვედრას წავაგებთ საკმაოდ კარგი ანგარიშით.


დიდი იმედი მაქვს რომ მინიმუმ ერთ თამაშს მოვიგებთ და მომავალ მსოფლიოზე დავრჩებით
რაც ნაღდად არაა უტოპიური ამოცანა რაა... მით უმეტეს შინაურ კედლებში და სავსე სტადიონზე

QUOTE
3) საქართველოს გარდა სხვა თამაშებზე ხალხი არ მივა, გამონაკლისი ზელანდია (ხაკა რომ ნახონ)


ძალიან კარგადაც მივა
ქუთაისში ერთი ჯგუფი იქნება და მანდ უეჭველი ვიცი რომ სტადიონი გაივსება, ისე მონატრებულია ხალხი დიდ თამაშებს

თბილისშიც გააჩნია სად ჩატარდება
ახლა დინამოს სტადიონს ნაღდად ვერ გავავსებთ, მარა 5-8 000 კაცი სტაბილურად ივლის თამაშებზე
დაჟე, დარწმუნებული ვარ, საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო დასწრება იქნება მაგ ტურნირის ისტორიაში

და ბოლოს: უდიდესი პატივი და დაფასებაა, როცა ასეთი დონის ტურნირს გაძლევენ შენ ქვეყანაში ჩასატარებლად

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Jun 2014, 11:56
ქუთაისში = ზელანდიის პული და 5-8 ადგილების ბლოკი
ორი პული და 1-4 და 9-12 ბლოკები = თბილისი + რუსთავი
დიდი ფინალი + ჩვენი თამაშები = ვაკეში
* * *
QUOTE
საერთო ჩათვლისთვის რა შედეგი გვყოფნის ამ ტურნირზე?


ვერ ვიცი ...

ამის გარდა, კიდევ ორი ეტაპია სექტემბერში (მანჩესთერ + ბუკურეშტ)

მთავარია, გავუსწროთ ამ სამიდან: იტალია, ესპანეთი, რუსეთი - მინიმუმ ორს,
რათა დავბრუნდეთ მსოფლიო სერიის (ირბ 7კ) შესარჩევში (2014 ჰონკონგი)

Posted by: giorgi77 29 Jun 2014, 12:01
NAPSTER

დარწმუნებიღთ არ ვამბობ, უბრალოდ რასაც ვხედავ თბილისის ტურნირზე, ძალიან ცოტა ხალხი დადის სხვა ქვეყნების თამაშებზე. ჩემი აზრით 1000-იც არ შეგროვდება. საქართველოზე კი ბატონო შეიძლება გაივსოს სტადიონი.

ფინანსურად ძალიან დიდი სხვაობაა სამი დღით შვიდკაცას ნაკრებების მასპინძლობასა და 30-40 და შეიძლება მეტ სტაფიანი ნაკრებების ერთი თვით მასპინძლობას შორის, ძალიან დიდი..... მე იმას ვამბობ რომ ის ფული რასაც სახელმწიფო გამოყოფს რაციონალურად გამოვიყენოთ და არა საყოყლოჩინოდ.

ორი თუ სამი სავარჯიშო მოედნის გაკეთება ამხელა ხარჯების გარეშეც შეიძლება. ამისთვის არაა აუცილებელი 10 ნაკრების ჩამოყვანა ერთი თვით.

Posted by: xDavid_S 29 Jun 2014, 12:06
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
ისე, ჩვენსა და მაგათ შორის წაგებულს არ უნდა ეძლეოდეს ... სტალინის ჩიბუხი?

მწვრთნელისთვის თავში ჩაკაკუნებით givi.gif

QUOTE
ქუთაისში = ზელანდიის პული და 5-8 ადგილების ბლოკი
ორი პული და 1-4 და 9-12 ბლოკები = თბილისი + რუსთავი
დიდი ფინალი + ჩვენი თამაშები = ვაკეში

მოგვიწევს წინ და უკან სიარული smile.gif

Posted by: NAPSTER 29 Jun 2014, 12:07
giorgi77

შენ ახლა ნუ გაჯიუტდები biggrin.gif
არაფრისმომცემი შვიდკაცას ტურნირის ჩატარება არის რაციონალური და მსოფლიო ჩემპიონატის არა? biggrin.gif

სხვას თავი რომ დავანებოთ, ცოტა ტურისტიც ჩამოვა, ქვეყნის ცნობადობა გაიზრდება და ა.შ.

თბილისის ტურნირზე სხვა გუნდების თამაშებზე კი დადის ცოტა ხალხი (ჩვენების თამაშზე თავისუფალი ადგილი კი არა, კიბეებზე სხედან ხოლმე), მაგრამ სად თბილისის ტურნირი და სად მსოფლიო ჩემპიონატი კაცო
მერე რა რომ ახალგაზრდულია

მე არ ვამბობ რომ მოგებაზე გავალთ, მაგრამ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გამოვრიცხავთ ხარჯებიდან (ეგენი დაგვრჩება და მაგ მოტივით), წაგებაშიც არ უნდა წავიდეთ

Posted by: giorgi77 29 Jun 2014, 12:20
NAPSTER

არ ვჯიუტდები, დამშვიდდი, ჩატარდება ეგ მსოფლიო საქართველოში smile.gif

ახალგაზრდული ჩემპიონატია. და ამით ყველაფერია ნათქვამი. მსგავსი შეჯიბრება უნდა ჩაატაროს წელში გამართულმა, სასურველია ალბათ, სარაგბო ქვეყანამ, რომელსაც ინფრასტრუქტურაც გააჩნია და ზედმეტი სახსრებიც. ტყუილია მსგავსი ტურნირიდან მოგების ნახვა. გამორიცხე თავიდანვე... არანაირი ტურისტების ნაკადი არ იქნება.

შვიდკაცა ზუსტად რაციონალურია, მცირე დანახარჯებით დავაბრუნებთ ტრადიციას, ხალხიც მივა რგაბის სანახავად, თან საყურებლად უფრო სასიამოვნოა ვიდრე დიდი რაგბი, 80 წუთი ჯაჯგურს ბევრს ვერ აყურებინებ biggrin.gif მასობრიობისთვის შვიდკაცა ზედგამოჭრილია.

ისედაც გულდასაწყვეტია, რუსები რაღაც ავანგარდის მიგდებულ სტადიონზე, ორ კაციანი ტრიბუნებით ყოველ წელს ატარებენ ტურნირს ჩვენ კიდე ვართ ასე ოფსაიდში...

მთავარი გამომრჩა smile.gif მთავარი მიზანი - 1) იქნებ მსოფლიო სერიაში ჩაგვრთონ, როგორც ლონდონი, ედინბურგი, ჰონ-კონგი და ა.შ. 2) შვიდკაცა ოლიმპიური სახეობაა.

Posted by: NAPSTER 29 Jun 2014, 12:30
giorgi77

შვიდკაცა რატოა უფრო სასიამოვნო საყურებელი, ეგ პირადად ჩემთვის გამოცანაა biggrin.gif
საქ. ნაკრები რომ არ თამაშობდეს, საერთოდ არ გავიხედავდი მაგ რაგბის პროვოკაციისკენ givi.gif

დავანებოთ მაგას თავი

მე არ მიხსენებია მოგებაზე გასვლა
ვთქვი მარტივი რამე - ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩადებულ ფულს თუ არ ჩავთვლით, წაგებაში არ წავალთთქო
და მაგ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ფულის ჩასადებად სახელმწიფოს მსგავსი ტურნირებით თუ შემოვიტყუებთ
ის მოედნები სასიცოცხლოდ აუცილებელი რომ არის რაგბის განვითარებისთვის და ისევ ჩვენ გამოგვადგება მომავალში, იმედია მაგაზე კამათი არ იქნება smile.gif
არც ტურისტების ნაკადზე მითქვამს რამე
ცოტა ტურისტი ვახსენე biggrin.gif
უფრო მეტი საქართველოს არსებობის შესახებ გაიგებს ტელევიზორიდან თუ სტრიმიდან და შეიძლება მომავალში ჩამოვიდეს

მოკლედ, სად შვიდკაცას ტურნირი და სად მსოფლიოს ახალგაზრდული
საერთოდ სხვადასხვა პლანეტაა

Posted by: giorgi77 29 Jun 2014, 12:42
QUOTE
შვიდკაცა რატოა უფრო სასიამოვნო საყურებელი, ეგ პირადად ჩემთვის გამოცანაა


რაგბისთვის უცხო მაყურებლისთვის ეგრეა, დამიჯერე.

ჩემთვის 15 კაცა უფრო ფასობს ყველანაირად. მაგრამ რამდენი კაცი გეგულება ვინც მაგალითად წავა სამხრეთ აფრიკა - ფიჯის ახალგაზრდული ნაკრებების თამაშის საყურებლად? აქ ფორუმელებს ნუ ჩავთვლით, გამოაკელი 100 კაცი biggrin.gif რამდენი? 1000-იც არ შეგროვდება

და ზემოთ როგორც დავწერე, ორი რამ რაც შვიდკაცაზე ყურადღების მისაქცევია 1) ოლიმპიური სახეობაა (გუნდურ სათამაშო სახეობებში ჩვენ არა გვყოლია ნაკრები ოლიმპიადაზე ფრენბურთის გარდა მგონი) 2) შვიდკაცას მსოფლიო სერიაში იქნებ შევაღწიოთ. 3) ჩვენი აქილევსის ქუსლი - ბეკები. გარკვეულწილად შვიდკაცას განვითარება კარგი მცველების აღზრდასაც შეუწყობს ხელს.


მე ვამბობ პრიორიტეტებზე თორემ არაფერი საწინააღმდეგო ახალგაზრდული ჩემპიონატის მიმართ არ გამაჩნია, პირიქით გამიხარდება. გულახდილად ვინმე ელოდებოდა ეგეთ პროექტს კავშირისგან? უცებ არაფრიდან, ბაც, და ახალგაზრდულ ჩემპიონატს უნდა ვუმასპინძლოთო rolleyes.gif

Posted by: Lotkinski 29 Jun 2014, 12:47
QUOTE
ახალგაზრდულ ჩემპიონატს უნდა ვუმასპინძლოთო



ჯერ მაინც გადაჭრით ნუ ვიტყვით, არ დავითარსოთ. biggrin.gif იმედია მოგვცემენ უფლებას

Posted by: giorgi77 29 Jun 2014, 12:57
Lotkinski

მასპინძლობის საკითხის გადაწყევტა გადაიტანესო.... აპრილში თუ მაისში უნდა ყოფილიყო. მე მგონი არავის არ უნდა და ჩვენ "გვტენიან" war.gif

არა მჯერა რომ ირიბს ისე შეუყვარდით უცებ რომ საქართველოს გულისთვის სხვებს უთხრეს უარი. იმედია ვცდები

Posted by: xDavid_S 29 Jun 2014, 13:00
QUOTE (giorgi77 @ 29 Jun 2014, 12:42 )
გულახდილად ვინმე ელოდებოდა ეგეთ პროექტს კავშირისგან? უცებ არაფრიდან, ბაც, და ახალგაზრდულ ჩემპიონატს უნდა ვუმასპინძლოთო rolleyes.gif

ჯერ კიდევ შარშან იყო მაგაზე პრივატული საუბრები

არამარტო მაგ ტურნირზე, სხვებზეც

Posted by: NAPSTER 29 Jun 2014, 13:24
giorgi77
QUOTE
მასპინძლობის საკითხის გადაწყევტა გადაიტანესო.... აპრილში თუ მაისში უნდა ყოფილიყო. მე მგონი არავის არ უნდა და ჩვენ "გვტენიან" 


კი არ გადაიტანეს, გადმოიტანეს
2015 წლის მაისში უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება
მაგრამო, ჩვენო ვითვალისწინებთო რომ საქართველოს უფრო მეტი დრო დაჭირდება მოსამზადებლადო, ამიტომ უფრო ადრე უნდა გავარკვიოთო
წელს ნოემბერში მიიღებენ გადაწყვეტილებას

არავის არ უნდაზე რა გითხრა და 90% ალბათ ჩვენთან იქნება

Posted by: giorgi77 29 Jun 2014, 13:28
QUOTE
90% ალბათ ჩვენთან იქნება


მეც მასე ვფიქრობ რომ ჩვენთან იქნება

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Jun 2014, 13:45
QUOTE
1000-იც არ შეგროვდება


ამჟამად 7 ათასზე მეტი მოთამაშე გვყავს, უმეტესობა - ბავშვი
მაგათთვის უნდა დაწესდეს შეღავათები და ჩაუტარდეთ აგიტაცია =
მაშინ ბევრი მშობლიანადაც მოვა სტადიონზე

მაგათ კიდევ აკლიათ სეზონში ბარემ 100
ვორათაზ - ჰაილენდერზი ქართულ ტელე-ეკრანზე,
რათა თავი ადამიანებად იგრძნონ +
მაგათი კვართები და იაფი ბურთები ბაზრობებზე

Posted by: zviadcardio 29 Jun 2014, 13:56
ინგლისი ობიექტურად ჩვენზე ძლიერია, მაგრამ დავეჭიდოთ smile.gif
იწყება...

Posted by: gia-gia-gia 29 Jun 2014, 13:56
კეთილო ხალხნო, ვინმემ ღრუსთა რბევის ფირი გვანახეთ რა

Posted by: zviadcardio 29 Jun 2014, 14:00
ქაჯებივით დაჰქრიან...
უშანსოდ ვართ.


Posted by: giorgi77 29 Jun 2014, 14:00
ამ პირველ ბურთზე რა სჭირთ? ((...............

სამხარაძე ბოჭვასთან ცუდადაა აშკარად.

Posted by: zviadcardio 29 Jun 2014, 14:10
მესამე ადგილისთვისაც იქნება ხომ თამაში?

Posted by: markes 29 Jun 2014, 14:13
ანგარიში დაწერეთ გასკდა გული ვერ ვუყურებ

Posted by: NAPSTER 29 Jun 2014, 14:13
უშანსოდ მოგვიგეს


--------------------------------

Posted by: baxabaxa 29 Jun 2014, 14:14
ისენი სხვა სპორტს თამაშობენ აშკარად

Posted by: enorme 29 Jun 2014, 14:14
გიგაურს ან სამხარაძეს რა უნდათ? იგივე მაჩხოს ადგილიც არაა ჩემი აზრით ამ ნაკრებში.

Posted by: giorgi77 29 Jun 2014, 14:14
ფაკ biggrin.gif ძალიან არეულად გამოვიდნენ... ცოტა მრავალფეროვნება არ აწყენდა ჩვენ თამაშს.... ხაზს რომ ვერ ჭრი იქნებ ფეხით ბურთის შეცურება ეცადათ მაგალითად.....

Posted by: davita_1977 29 Jun 2014, 14:18
ფიზიკურად Gვიჭირდა აშკარად გადაღლილები იყვნენ ჩვენები თუმცა Iსენი უფრო მაგრები Iყვნენ და ზედმეტ მონდომებას აზრიც AღAრ ქონდა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Jun 2014, 14:30
1/2ფ 13.56 ინგლისი 5:33

ბრინჯაო 16.43 შოტლანდია

QUOTE
კეთილო ხალხნო,


რო მორჩება მთელი ლაია-ბალია, მერე
შესაძლებელი იქნება გადახვევ-გადმოხვევა

რბევა არ ყოფილა, ერთი გოლითა და ერთი ბოჭვით მოვუგეთ (ლ 3\3)


Posted by: zviadcardio 29 Jun 2014, 14:38
ე.ი. ბრინჯაოსთვის შოტლანდიას შევერკინებით 16:43-ზე.

Posted by: markes 29 Jun 2014, 16:15
ხალხ! ნორმალური ლინკი არ არსებობს?
მომეცით რა, ბავშვი გადამერია გერმანიიდან მთხოვს

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Jun 2014, 16:29
ნორმალური რა, რაცაა ეგაა = ცოტა ფერი ვერ უვარგა
https://www.youtube.com/watch?v=DQRa6X7hbcw

Posted by: zviadcardio 29 Jun 2014, 16:50
შეიძლება ბრძოლა შოტლანდიასთან 7:12

Posted by: Lotkinski 29 Jun 2014, 16:51
სისწრაფეში გვჯობნიან და ეგაა გამსაზღვრელი sad.gif

Posted by: zviadcardio 29 Jun 2014, 16:56
პირველი ტაიმის ბოლოს გაფუჭებული შეტევის და საპასუხო ლელოს შემდეგ მთლიანად მოიშალა ჩვენი გუნდი.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Jun 2014, 19:11
ყველაფერი მისხალ-მისხალ

http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=3723&callerModID=17364&Title=%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%90%20%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%9F%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A8%E1%83%98

Posted by: giorgi77 29 Jun 2014, 19:46
QUOTE
ყველაფერი მისხალ-მისხალ

http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?news...%83%A8%E1%83%98


up.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Jul 2014, 11:04
იმათი კეთილ’მყოფელი გავლენა = ამათაც შეითვისეს აკრობატიკა

user posted image

Posted by: Lotkinski 29 Jul 2014, 20:39
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს შვიდკაცა რაგბის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა პირველი შეხვედრა ლისაბონის უნივერსიტეტთან ანგარიშით 22:5
* * *
29 ივლისს როტერდამში სტარტი აიღო ევროპის საუნივერსიტეტო თამაშებმა 7კაცა რაგბში (EURPOPIEN UNIVERSITY GAMES ROTTERDAM 2014), სადაც საქართვეოდან მონაწილეობას იღებს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ნაკრები.
შემადგენლობა:
ჭყოიძე გიორგი
ბაჩანა კოლელიშვილი
დაჩი კოპაძე
თემურ ჩიტიძე
შალვა დავითაშვილი
იოსებ მათიაშვილი
ბახვა კობახიძე
დიმიტრი კალანდაძე
საბა შუბითიძე
ლევან გოგოლაშვილი
ალექსანდრე ხუციშვილი
ზურაბ ძნელაძე
მთ. მწვრთნელი : ბესიკ ხამაშუეიძე
კონულტანტი: კახაბერ ალანია
მენეჯერი: ლექსო გუგავა
ექიმი: ვახტანგ წიკლაური
მედია-ფოტო: ლელა წიკლაური
ტურნირში მონაწილეობას იღებს ევროპის ქვეყნების 8 უნივერსიტეტი:
ა ჯგუფი
ნიდერლანდები - ერასმუსის უნივერსიტეტი
რუსეთი - ციმბირის ფედერალური უნივერსიტეტი
შვეიცარია - ლასენის უნივერსიტეტი
პორტუგალია 1 - პორტოს უნივერსიტეტი
ბ ჯგუფი
პორტუგალია 2 - ლისაბონის უნივერსიტეტი
საქართველო - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
ლატვია - რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი
ნიდერლანდები - უტრეხტის უნივერსიტეტი
ტურნირის პირველ დღეს სეუ შეხვდა ჯგუფის სამივე გუნდს, რის შემდეგაც ჯგუფებიდან 1-2 ადგილზე გასულები ჯვარედინი სისტემით ხვდებიან ერთმანეთს 1-2, 2-1 (ტრადიციული სისტემით)
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ნაკრების პირველი დღის შედეგები ასეთია:
1. სეუ 22 : 5 ლისაბონის უნივერსიტეტი
2. სეუ 34 : 0 უტრეხტის უნივერსიტეტი
3. სეუ 26 : 0 რიგისტექნიკური უნივერსიტეტი
სეუ-ს ნაკრები მომდევნო შეხვედრას გამართავს 30 ივლისს 15:00საათზე (ადგილობრივი დროით) პორტოს უნივერსიტეტთან.
პ.ს. ხოლო ფინალს სავარაუდოდ ეთამაშება რუსეთს პირველი ჯგუფის ლიდერი რუსეთია.
შეგახსენებთ რომ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი 2013 წლის ევროპის უნივერსიადის გამარჯვებულია, რომელიც 13-14 ივნისს ჩატარდა ბულგარეთის ქალაქ სოფიაში და საქართველოში ჩამოიტანა საორგანზიაციო კომიტეტის მიერ დაწესებული ყველა პრიზი - ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, ტურნირის "მელელოვე" და ჩემპიონი

Posted by: Lotkinski 31 Jul 2014, 08:39
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის შვიდკაცა რაგბის გუნდმა სეუ-მ, ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში გამართული საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატი დაუმარცხებლად განვლო და მთავარი ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

ჯგუფურ ეტაპზე ლისაბონის უნივერსიტეტის 22:5, უტრეხტის უნივერსიტეტის 34:0 და რიგის უნივერსიტეტის 24:0 დამარცხების შემდეგ, თასის ნახევარფინალში პორტოს უნივერსიტეტს 29:0 სძლია და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც რუსეთის, ციმბირის ფედერალური უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა და ოთხი უპასუხო ლელო გაუტანა - 26:0. ამრიგად, სეუ-მ როტერდამში ხუთი თამაში მოიგო მხოლოდ ერთი ლელო გაუშვა, ისიც პირველ შეხვედრაში.

სეუ-მ ჰოლანდიაში ჩატარებულ საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით ითამაშა: გიორგი ჭყოიძე, ბაჩანა კოლელიშვილი, დაჩი კოპაძე, თემურ ჩიტიძე, შალვა დავითაშვილი, იოსებ მათიაშვილი, ბახვა კობახიძე, დიმიტრი კალანდაძე, საბა შუბითიძე, ლევან გოგოლაშვილი, ალექსანდრე ხუციშვილი, ზურაბ ძნელაძე.

მთავარი მწვრთნელი: ბესიკ ხამაშურიძე

კონსულტანტი: კახაბერ ალანია

მენეჯერი: ლექსო გუგავა

ექიმი: ვახტანგ წიკლაური

შეგახსენებთ, რომ სეუ-მ შარშან სოფიაში გამართული საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატი მოიგო და საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დაწესებული ყველა ტიტული მოიპოვა.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 31 Jul 2014, 09:14
და ლელა? მაგის გარეშე წავიდნენ? ... დაუჯერებელია ...

Posted by: Q10 31 Jul 2014, 09:48
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
მედია-ფოტო: ლელა წიკლაური


აი ძია ზაალ
ლელას გარეშე ეს საქმე არ გამოდის

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 31 Jul 2014, 10:07
მერე რად გამოტოვეს ქვედა პოსტში? ექიმზე’თ ნაკლებია მედია+ფოტო?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Sep 2014, 10:45
http://www.rfu.com/news/2014/september/news-articles/~/media/Files/2014/Schedule_7s.ashx

ამ შაბათ-კვირას @ დროს მიუმატეთ 3 საათი

Day 1

Match No Fixture Time

Match 1 England V Romania 10:00
Match 2 Portugal V Germany 10:22
Match 3 Scotland V Spain 10:44
Match 4 Russia V Belgium 11:06
Match 5 Wales V France 11:28
Match 6 Georgia V Italy 11:50
Match 7 England V Belgium 13:00
Match 8 Portugal V France 13:22
Match 9 Scotland V Italy 13:44
Match 10 Russia V Romania 14:06
Match 11 Wales V Germany 14:28
Match 12 Georgia V Spain 14:50
Match 13 Belgium V Romania 16:00
Match 14 France V Germany 16:22
Match 15 Italy V Spain 16:44
Match 16 England V Russia 17:06
Match 17 Portugal V Wales 17:28
Match 18 Scotland V Georgia 17:50

Day 2
Match No Fixture Time

Match 19 Cup QF 1 - Best 1st (1) V (8) 2nd Best 3rd 10:00
Match 20 Cup QF 2 -2nd Best 1st (2) V (7) Best 3rd 10:22
Match 21 Cup QF 3 - 3rd Best 1st (3) V (6) 3rd Best 2nd 10:44
Match 22 Cup QF 4 - Best 2nd (4) V (5) 2nd Best 2nd 11:06
Match 23 Bowl SF 1 - 9th V 12th 11:28
Match 24 Bowl SF 2 - 10th V 11th 11:50
Match 25 Plate SF1 Loser Cup QF1 V Loser Cup QF4 13:12
Match 26 Plate SF2 Loser Cup QF2 V Loser Cup QF3 13:34
Match 27 Cup SF 1 Winner Cup QF1 V Winner Cup QF4 13:56
Match 28 Cup SF 2 Winner Cup QF2 V Winner Cup QF3 14:18
Match 29 11th Place - Loser Bowl SF 1 V Loser Bowl SF 2 14:40
Match 30 Bowl Final Winner Bowl SF1 V Winner Bowl SF2 15:02
Match 31 7th Place - Loser Plate SF1 V Loser Plate SF2 15:54
Match 32 Plate Final Winner Plate SF1 V Winner Plate SF2 16:16
Match 33 3rd/4th Loser Cup SF1 V Loser Cup SF2 16:43
Match 34 Cup Final Winner Cup SF1 V Winner Cup SF2 17:05

Presentation 17:33




Posted by: giorgi77 12 Sep 2014, 21:05
მატჩების განრიგი და სთრიმი

ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები მატჩებს შემდეგი თანმიმდევრობით გამართავს:

14.50 იტალია; 17.50 ესპანეთი; 20.50 შოტლანდია

მატჩების სთრიმი 'რაგბი ევროპის' დელიმოუშნ არხზე გაიმართება:
http://www.dailymotion.com/video/x25t15q_7s-grand-prix-series-manchester_sport

მატჩების ტექსტური ლაივი რაგბის ევროპის თვითერზე გაიმართება: https://twitter.com/rugby_europe


Posted by: Lotkinski 13 Sep 2014, 14:01
საერთოდ არ აჩვენებს, სთრიმს კი ხსნის, მაგრამ გაჭედილია, სხვაგან ვერსად ვნახავთ?

Posted by: ქაშიბაძე 13 Sep 2014, 14:14
ძაან ჭედავს ეს ლინკი

სხვა ალტერნატივა არ არსებობს?

Posted by: giorgi77 13 Sep 2014, 14:20
წიო წიო აჩვენებს... ახლა რუსეთი ბელგიას აპამპულავებს მგონი ან გერმანიას yawn.gif
* * *
ლელო დავდეთ.... გარდასახვა ვერ დავინახე... ფრუიძემ დადო მგონი

Posted by: ქაშიბაძე 13 Sep 2014, 14:58
QUOTE
გარდასახვა ვერ დავინახე

შტანგას გავარტყით

QUOTE
ფრუიძემ დადო მგონი

კი ეგ იყო

Posted by: crusaders 13 Sep 2014, 15:10
9 ნომერი ვინაა რა სწრაფად დარბის smile.gif

Posted by: giorgi77 13 Sep 2014, 15:13
ჰე რა ვქენით? მეორე ლელო კარგი იყო ჩვენების

Posted by: ქაშიბაძე 13 Sep 2014, 15:14
მოვიგეთ 20:7


Posted by: davita_1977 13 Sep 2014, 15:15
ყოჩაღ ჩვენებს იტალიას ცუდი ნაკრები ყავს თუ რახდება?

Posted by: giorgi77 13 Sep 2014, 15:18
QUOTE
მოვიგეთ 20:7


თან უშუალო კონკურენტს იტალიას up.gif

Posted by: davita_1977 13 Sep 2014, 15:20
http://www.dailymotion.com/ ამის გარდა სხვა სტრიმი არაა?

Posted by: zanzaron3 13 Sep 2014, 15:30
რამდენ ხანს გრძელდება ერთი მატჩი?

Posted by: davita_1977 13 Sep 2014, 15:33
ფრუიძე მაგარი ბიჭია და რაგაც ცუდად უკეთებენ იგნორსsad.gif

Posted by: giorgi77 13 Sep 2014, 15:44
QUOTE
ფრუიძე მაგარი ბიჭია და რაგაც ცუდად უკეთებენ იგნორსsad.gif


რატომ იგნორს? შვიდკაცას ლიდერია. შვიდკაცა რაგბი მალე გადაუსწრებს კიდევაც 15 კაცას თავისი პოპულარობით... ოლიმპიადის შემდეგ განსაკუთრებით.

zanzaron3

7 წუთია ტაიმი, სულ ორია

Posted by: Lotkinski 13 Sep 2014, 15:45
შოტლანია უფრო ძლიერი მეგონა, რავა წაუგია ესპანელებთან biggrin.gif ვულოცავ ჩვენს ბიჭებს, დღეს მინიმუმ კიდევ ერთი მოგება გვინდა

Posted by: Love The Sun 13 Sep 2014, 15:53
რომელზეა შემდეგი თამაში?
----------------------------------------

Posted by: giorgi77 13 Sep 2014, 15:53
Love The Sun

17.50 ესპანეთი; 20.50 შოტლანდია

Posted by: Excentrifuge 13 Sep 2014, 17:08
ინგლისური სტრიმი: http://www.vipleague.me/rugby/249005/1/manchester-rugby-sevens-series-day-1-live-stream-online.html
რუსეთი რუმინეთი დაიწყო ახლა.

Posted by: giorgi77 13 Sep 2014, 17:17
QUOTE
ინგლისური სტრიმი: http://www.vipleague.me/rugby/249005/1/man...eam-online.html
რუსეთი რუმინეთი დაიწყო ახლა.

up.gif
* * *
გერმანიამ ჯერ პორტუგალიას მოუგო, ახლა უელსაც იგივეს უკეთებს

Posted by: Excentrifuge 13 Sep 2014, 17:44
ჰონკონგის ტურნირზე კვალიფიკაციის ამბავი როგორ ხდება იცის ვიმემ?

Posted by: giorgi77 13 Sep 2014, 17:52
ოჰ ოჰ რას გვაქებენ ინგლისელები... სიუფერბ თრაიოოო

Posted by: Excentrifuge 13 Sep 2014, 18:01
ქება ცოტა ზედმეტიც კი მოუვიდათ. დისციპლინირებული გუნდიაო თქვეს თუ არა და ორი ყვითელი ავირტყით. წაგებულია ეს მაგრამ მწვრთნელმა ანგარიშზე ვითამაშოთო.

Posted by: giorgi77 13 Sep 2014, 18:05
Excentrifuge

ხო დაგვთარსეს... ორი სინბინი შვიდკაცაში თვითმკვლელობაა
* * *
რა ანგარიშით წავაგეთ ბოლო ბოლო?

Posted by: QUT7 13 Sep 2014, 18:14
giorgi77
QUOTE
რა ანგარიშით წავაგეთ ბოლო ბოლო?


ბოლოს კინაღამ ფრეს გამოვარტყით ხელი.....ბოლო შეტევაში წინ გაგვივარდა
17-24

Posted by: bulbula1986 13 Sep 2014, 18:14
QUOTE
ორი სინბინი შვიდკაცაში თვითმკვლელობაა

მაგ სინბინებით წავაგეთ თორემ არ იყო ესპანეთი უძლეველი გუნდი

Posted by: Excentrifuge 13 Sep 2014, 18:14
24-17 წავაგეთ. ესეიგი შოტლანდიას უნდა მოვუგოთ რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. პრინციპში რეალურია. ეგ არის რომ ჯარიმები არ უნდა ავიღოთ. ესპანელებსაც ძალით მოვაგებინეთ, ყვითლების ხარჯზე.

Posted by: zaal1969 13 Sep 2014, 20:59
ჩაგვიტარეს გაკვეთილი,რაღაც უნდა მოიფიქრონ შვიდკაცასთან დაკავშირებით,ყოველ სერიაზე შემადგენლობის ცვლილებით არაფერი გამოვა.

Posted by: Excentrifuge 13 Sep 2014, 21:00
33 ქულით რომ წავაგოთ შოტლანდიასთან ჯგუფიდან ვეღარ გავდივართ. 24-0 პიტველი ნახევარის მერე.
* * *
დაგვამყნეს და გამოვვარდით. მგონი 45-0 იყო საბოლოო ანგარიში.

Posted by: Lotkinski 13 Sep 2014, 21:18
QUOTE
დაგვამყნეს



შესაფერისი სიტყვაა, ზუსტად მასე მოგვექცნენ biggrin.gif ჩაგვიქროლეს ქორივითა? biggrin.gif

Posted by: giorgi77 14 Sep 2014, 14:12
არ გამიკვირდება თუ რუსები მოიგებენ ამ ეტაპს საკმაოდ კარგი ნაკრები ყავთ, თან ახალგაზრდული...


Posted by: Lotkinski 14 Sep 2014, 15:03
კარგით რააა, რა არის ხალხო რა არის მადანა. biggrin.gif უსუსტეს რუმინეთთან რომ აგებ, ამდენ შეცდომას უშვებ, რაღაი უნდა ვილაპარაკო

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Sep 2014, 17:19
QUOTE
უსუსტეს რუმინეთთან


ეტყობა, ამისი ეფიქრებოდათ:

Stadium is apparently in
ბართონ აპონ ირველ (მდინარეა) Barton-upon-Irwell,
which is a part of ექლეს Eccles, which is a დაბა town
within the თემი borough of Salford სოლფორდ

ეგეთ ადგილას თქვენ მოხვდებით ოდესმე?

ეჭვი არ მეპარება, ამისი ბრალია 5 სინბინი 4 მატჩში!
ამიტომ გულთან ნუ მიიტანთ წარუმატებლობას

@ ისე, მაგათ ერთი კაი ნელი გრიგორიევნა ჭირდებათ,
რომ ცხენებივით აჭენაოს ჰიპოდრომზე, და
მერეღა მოვა პასი, ფინტი, ბოჭვა და ტაქტიკა

Posted by: Lotkinski 14 Sep 2014, 19:02
იტალიასთანაც წაგვიგია, დავიკავეთ ბოლო ადგილი. ბუქარესტის ტურნირიღა დარჩა, იმედია ტოპ 12-დან არ გავარდებით

Posted by: huligan 20 Sep 2014, 10:25
ამზადებენ გრაფიკას
http://www.dailymotion.com/video/x266iov_gps-4-bucharest_sport

ჩვენი თამაშით იწყება

გრან პრი IV ეტაპი ბუქარესტი (რუმ)

საქართველო -

შაბ 20/09

11.00 ინგლისი
15.06 ბელგია
17.00 უელსი

@

Posted by: bulbula1986 20 Sep 2014, 10:33
დღესაა ბუქარესტი გრანპრი?
QUOTE
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Sep 2014, 10:34
QUOTE
დღესაა ბუქარესტი გრანპრი?


შაბ 20/09 + კვი 21/09

იწყება 25 წუთში, ჩვენი თამაშით

Posted by: bulbula1986 20 Sep 2014, 10:43
QUOTE

QUOTE
დღესაა ბუქარესტი გრანპრი?


შაბ 20/09 + კვი 21/09

იწყება 25 წუთში, ჩვენი თამაშით




რომ არ გამოვარდეთ ელიტიდან რომელზე უნდა გავიდეთ? smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Sep 2014, 10:48
ნებისმიერზე,

გრან პრის ბოლო ეტაპი დამდეგ უქმეებზეა ბუქარესტში.

ქულათა მარაგის წყალობით, ევრო’ელიტიდან გავარდნა არ გვემუქრება,
მაგრამ ვეღარ შევწვდებით 2015 წელს, ჰონკონგში დანიშნული მსოფლიო სერიის შესარჩევის ორ ევროპულ საგზურს,
რაკი მანჩესთერული ჩავარდნის გამო, რუსეთმა და ბელგიამ ბევრით გაგვისწრეს.


# 3 ეტაპის ჯამი
1 % ინგლისი 47
2 % საფრანგეთი 44
3 ჰ რუსეთი 39
3 % შოტლანდია 39
5 ჰ ბელგია 35
6 - ესპანეთი 32
7 - საქართველო 25
8 % პორტუგალია 23
9 % უელსი 22
10 - გერმანია 14
11 - იტალია 10
12 - რუმინეთი 6


Posted by: bulbula1986 20 Sep 2014, 11:00
QUOTE
ქულათა მარაგის წყალობით, ევრო’ელიტიდან გავარდნა არ გვემუქრება,
მაგრამ ვეღარ შევწვდებით 2015 წელს, ჰონკონგში დანიშნული მსოფლიო სერიის შესარჩევის ორ ევროპულ საგზურს,
რაკი მანჩესთერული ჩავარდნის გამო, რუსეთმა და ბელგიამ ბევრით გაგვისწრეს.


ეგებ გაისროლო და პირეველ-მეორეზე გავდინენ ჩვენები biggrin.gif
* * *
აუცილებლად უნდა შეიცვალოს მიდგომა შვიდკაცასადმი sad.gif ძალიან მეორეხარისხოვნადაა ქცეული sad.gif

Posted by: Lotkinski 20 Sep 2014, 12:04
ინგლისთან წაგვიგია 0:22, ეხლა 3 საათზე ბელგიას ვეთამაშებით, 5 საათზე უელსს
* * *
ბელგიასთანაც წავაგეთ 14:17, დაგვრჩა უელსთან სათამაშო, რომელიც 5 საათზე იწყება
* * *
ამასობაში მესამე შეხვედრაც დავთმეთ უელსთან, ანგარიშით 5:38

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 Sep 2014, 13:38
მოვიგეთ! 21/09 12.28 რუმინეთი 1/2 ფ 14:5

ფიალა (IX) 16.02 პორტუგალია ფინ = ფიალის ფინალი

Posted by: Lotkinski 21 Sep 2014, 14:18
QUOTE
ქულათა მარაგის წყალობით, ევრო’ელიტიდან გავარდნა არ გვემუქრება,

QUOTE
მოვიგეთ! 21/09 12.28 რუმინეთი 1/2 ფ 14:5


კიდევ კარგი აქაც ბოლოზე რომ არ გავედით biggrin.gif
* * *
დაგვიკავებია IX ადგილი, შევმართეთ ფიალა, მთლიან სერიაში თუ იცის ვინმემ რომელ ადგილზე გავედით?

Posted by: valiadolidi 22 Sep 2014, 19:51
მე - 8 ადგილი ჩემი აზრით კარგი შედეგია იმ რესურსით რაც გვაქვს . ბოლო ორ ეტაპზე ფაქტიურად 2-3 კაცის გარდა ვერავინ წავიყვანეთ ძირითადი გუნდიდან .

Posted by: giorgi77 22 Sep 2014, 21:38
QUOTE
დაგვიკავებია IX ადგილი, შევმართეთ ფიალა


ვაა, პორტუგალიას მოუგეთ?! ყოჩაღ!

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Oct 2014, 12:23
ამისთვის თუ გცალიათ? უყურებთ, პატივცემულებო? თუ უკვე დასრულდა?
http://www.irbsevens.com/liveblog/blogid=1903.html

user posted image

http://www.irbsevens.com/destination/edition=9/index.html დასრულებულა!


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Oct 2014, 15:26
ჩამოვრჩი დროს = საითზე ეხლაღა ვისტუმრებ ვალებს


user posted image

დოღს ფიჯი ლიდერობს

შვიდკაცის მსოფლიო სერიის სტარტზე წინ გაიჭრა ფიჯი,
12-გზის ჩემპიონი ზელანდია კი "ოქროს ნაპირზე" სინს დაჯერდა


http://Qaflan.netai.net/2014
http://issuu.com/chveni-tamashi

ირბ-ის "მსოფლიო სერია" მეთექვსმეტედ იმართება. ახალი სეზონი იმითაა გამორჩეული, რომ ოთხი უკეთესი პირდაპირ გავა რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე, სადაც ბრიტანეთს უკეთესი ნაწილი წარადგენს.

სეზონი ქვინზლენდში (ავსტრალია), გოულდ’ქოუსთის "სი’ბას სუპერზე" (27 400) გაიხსნა. მასპინძლებმა უგანეს მუდმივ პროტეჟეს - ტონგას და ვაილდ’ქარდად ახალბედა, "ამერიკის სამოა" აიმატეს, ხოლო წარდგენაზე კაპიტნები იმ სიმაღლეზე ალალეს, რომ არათუ მათ, მნახველსაც შეეშინდებოდა.

ოთხეულს მიღმა

პულურ სტადიაზე გადასარევი არაფერი მომხდარა. ეტაპის შარშანდელმა ჩემპიონმა, ზელანდიამ მთავარი მოცილე, სამოა 28:17 დაამარცხა, პირველი დღის ჩაროზად კი "მფრინავმა ფიჯელებმა" ავსტრალია 35:12 გააბურთავეს.

კვირას, თასის ფინალს სწორედ რომ კუნძულელმა მეზობლებმა უწიეს, დიდი რაგბის გრანდები კი მეოთხედ’ფინალში გავარდნენ - ავსტრალიამ სირენის შემდეგ გარდასახვა ააცილა და აფრიკასთან 10:12 წააგო, "ოლ ბლექ სევენსი" კი ინგლისმა 31:7 გააბითურა და 2011 წლის დუბაის ეტაპის შემდეგ, პირველად დატოვა ოთხეულს მიღმა.

ფინალში ფიჯი 26:0 დაწინაურდა, მაგრამ მერე სამოამაც დადო 4 ლელო და ბოლომდე 4 წუთით ადრე 2 ქულამდე წამოეწია მეტოქეს. და მაინც, ფიჯი კიდევ ეწია მიზანს, 31:24 მოიგო და დასაბამიდან 128’ ეტაპზე თასი 24’ედ შემართა.

სონი-ბილის დილემა

ზელანდიის გურუმ, გორდონ თიჩენსმა მედიას მოახსენა, 15 სეზონში 12-ჯერ რომ გვიჩემპიონია, ეგ სულაც არ ნიშნავს, რომ რიოს საგზური დაბევებული გვაქვსო.

მწვრთნელმა დაიჩივლა, ზე 15-ის გუნდები კონტრაქტებს რომ უფორმებენ ბიჭებს, ვერ ვიცი, საშვიდკაცოდ ვინღა დამრჩებაო, 29 წლის ნალიგარ სონი-ბილ ვილიამსზე კი სერმა ბრძანა, სასწაული ათლეტია და რიოში ბურთაობაც სწადია, მაგრამ მაგისთვის ჯერ ჩვენს სისტემაში უნდა ჩაერთოს, ანუ შვიდკაცა აირჩიოს პრიორიტეტადო.

ზე’რაგბსა და ნაკრებში დაკავებული "ოფლოუდის კარუზო" ამაზე ყაბულს იქნება თუ არა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ამავე დილემის წინაშე ბევრი სხვა ცნობილი ოსტატით დადგება, თუკი რაგბის ოლიმპიურ რე’ინკარნაციაში მონაწილეობა მოესურვება.


ირბ-ის შვიდკაცის XVI სეზონი (2014-15)

I ეტაპი. 11-12/10 @ გოულდ ქოუსთ (ავს)

<< პულები (# მიწვეული)

(ა) ზელანდია 3-0, სამოა 2-1 / საფრანგეთი 1-2, იაპონია 0-3
(ბ) აფრიკა 3-0, უელსი 2-1 / კენია 1-2, ამერ’სამოა# 0-3
(გ) ფიჯი 3-0, ავსტრალია 2-1 / შოტლანდია(-43) პორტუგალია(-67) 0-2*1
(დ) არგენტინა 3-0, ინგლისი 2-1 / შტატები 1-2, კანადა 0-3

<< მეოთხედ’ფინალი

ზელანდია (ა1) 7:31 ინგლისი (დ2) >> ვიდეო https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=38276&d=1413258306
ფიჯი (გ1) 31:10 უელსი (ბ2)
არგენტინა (დ1) 21:24 სამოა (ა2)
აფრიკა (ბ1) 12:10 ავსტრალია (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

ფიჯი 48:7 ინგლისი >> ვიდეო https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=38287&d=1413258558
სამოა 28:12 აფრიკა >> ვიდეო https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=38288&d=1413258596

<< ფინალი

ფარი (XIII) კანადა 40:7 კენია
ფიალა (IX) შტატები 31:15 საფრანგეთი
სინი (V) ზელანდია 36:21 არგენტინა
ბრინჯაო (III) ინგლისი 19:0 აფრიკა >> ვიდეო https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=38295&d=1413258809
თასი (I) ფიჯი 31:24 სამოა >> ვიდეო https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=38297&d=1413258853

<< ფიჯი

1 აპისაი ნდომო’ლაი’ლაი, 2 სემი კუნატანი, 4 სეტეფანო თაკაუ, 5 ისაკე კატონიმბაუ, 8 ოსეა კოლინისაუ^კაპ, 9 ჯერი ტუვაი, 11 სავენათა რავათა *
3 ჯასა ვერემალუა, 6 აპისაი ნანქალევეუ, 7 ვატემო რა’ვოუ’ვოუ, 10 საინივალატი რამუვაი, 12 აპისალომე ვანქატამბუ * მწ) ბენ რაიან

<< ქულა

22 ფიჯი (თ: გლდ’ქოუსთ; 19 სამოა; 17 ინგლისი; 15 აფრიკა (ხვდებიან რიოში) -
13 ზელანდია; 12 არგენტინა; 10 ავსტრალია უელსი; 8 შტატები; 7 საფრანგეთი; 5 პორტუგალია შოტლანდია; 3 კანადა; 2 კენია;
1 იაპონია (პირდაპირ ვარდება) / 1 ამერ’სამოა#

<< გასამართია

2 5-6/12 დუბაი (არბ)
3 13-14/12 პორთ ელიზაბეთ (აფრ)
4 6-7/02 ველინგთონ (ზელ)
5 13-15/02 ლას ვეგას (აშშ)
6 27-29/03 ჰონკონგ (ჩინ)
7 4-5/04 ტოკიო (იაპ)
8 9-10/05 გლაზგო (შტლ)
9 16-17/05 თვიქნემ (ინგ)

ოთხი უკეთესი პირდაპირ ხვდება რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე;
ბრიტანეთი (ინგ უელ შტლ) ერთიან ნაკრებს გაიყვანს

>> თასის მფლობელი

1999-2014 (128 ეტაპი: 51 ზელანდია - 24 ფიჯი; 19 აფრიკა;
15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

@

Posted by: Lotkinski 18 Oct 2014, 13:24
25-26 ოქტომბერს “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი 7-კაცა რაგბიში, რომელშიც ქვეყნის უმაღლესი დივიზიონის ათივე და ორიც პირველი ლიგის (თბილისის, “აკადემია” და ქუთაისის “ბაგრატი”) გუნდი ითამაშებს.

ტურნირი ტარდება ევროპის გრან-პრის სისტემის მსგავსად, ანუ პირველ დღეს, ჯგუფური ეტაპის მატჩების დასრულების შემდეგ, შედგება საერთო ცხრილი და გაირკვევა მოწინავე 8 გუნდი, რომლებიც პლეი-ოფში, მეოთხედფინალიდან განაგრძობენ მთავარი ჯილდოსთვის ბრძოლას, ხოლო ქვედა ოთხეული მე-9 ადგილს ნახევარფინალებიდან გაითამაშებს.

A ჯგუფში სამი თბილისური კლუბი - “ლელო-სარასენსი”, “არმაზი”, “თიბიეს უნივერსიტეტი” და ერთიც ბოლნისის “ყოჩები” ითამაშებს; B ჯგუფში თბილისის “არმია”, ქუთაისის “აია”, რუსთავის “ხარები” და თბილისის “აკადემია”, ხოლო ჩ ჯგუფში თბილისის “ლოკომოტივი” და “ჯიქები”, ბათუმის “ბათუმი” და ქუთაისის “ბაგრატი” განაწილდნენ. ტურნირის პრემიალური ფონდი 10 ათასი ლარია.

Posted by: huligan 18 Oct 2014, 13:54
მონაწილეთაგან დასტურია მისაღები

მაგის გამო http://site.rugby.ge/ka-GE/2014-Geo7s/

განრიგი გამოქვეყნდება ორ 20/10 23.00

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 25 Oct 2014, 20:59
საშინაო შვიდკაცა 2014

შაბ-კვი 25-26/10 შევარდენი
კაცები და ჭაბუკები

პულები >> http://site.rugby.ge/ka-GE/2014-Geo7s/
შაბათის შედეგები >> http://site.rugby.ge/ka-GE/2014-Geo7s/#SHABATI
კვირის განრიგი >> http://site.rugby.ge/ka-GE/2014-Geo7s/#KVIRA

Posted by: Lotkinski 2 Dec 2014, 23:41
4, 5 და 6 დეკემბერს დუბაიში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ოლიმპიური (7-კაცა) რაგბის კაცთა და ქალთა მსოფლიო სერიის ეტაპები გაიმართება.

ამათ პარალერულად “ზი სევენსის” კომპლექსში ჩატარდება სხვა საერთაშორისო ტურნირებიც, რომლებზეც სტუმართმოყვარე მასპინძლები ნაკრებებსა და კლუბებს მთელი მსოფლიოდან იწვევენ.

საქართველოს 7-კაცა დუბაის ტურნირში ყოველ წელს მონაწილეობს, 7-ქალა კი მეორედ ახლაღა იასპარეზებს. ორივე ნაკრების სამწვრთნელო შტაბი დუბაის შეჯიბრს ევროპის საგაისო სერიისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავს.

წლეულს, დუბაიში კაცთა ნაკრებში რამოდენიმე ახალ მოთამაშეს ვიხილავთ. მათ, მწვრთნელ კახა ალანიას განცხადებით, საქართველოს 7-კაცაზე გამოიჩინეს თავი.

“ამ ტურნირზე მსურს ახალგაზრდა ბიჭების გასინჯვა, რათა მათ ევროპის სერიისა და ოლიმპიადის შესარჩევისთვის საერთაშორისო გამოცდილება მიიღონ. დუბაიში გამოცდილი შვიდკაცელებისა და ახალგაზრდათა ნაზავით მივემგზავრებით”, – განაცხადა ალანიამ.

კახამ ასევე დასძინა: :მსგავსი არა-სერიული ტურნირები საქმეში ახალგაზრდათა სანახავად საუკეთესო საშუალებაა. დუბაიში დაგროვებული გამოცდილება მათ კლუბსა თუ შესაბამის ასაკობრივ ნაკრებში გამოადგებათ“.

სამწვრთნელო შტაბი გეგმავდა მურაზ გიორგაძისა და გიორგი აფციაურის წაყვანასაც, მაგრამ ესენი მცირე ტრავმების შემდგომ რეაბილიტაციის კურსს გადიან და არაბეთში ვეღარ გაემგზავრებიან.

ქალთა მთავარი მწვრთნელის ჯაბა მალაღურაძის თქმით, დუბაის ტურნირი გუნდისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან კაცთა ნაკრებისგან განსხვავებით, გოგონები წლის განმავლობაში უფრო ნაკლებ ტურნირში მონაწილეობენ.

ჩვენი ქალები “რაგბი ევროპის” დონით მეორე, “ა” დივიზიონში ასპარეზობენ და მსოფლიო სერიის შესარჩევში მოსახვედრად ჯერ ევროპის 12-გუნდა ელიტაში უნდა აღზევდნენ. გაისად ევროპის პირველობის ჩვენი ტურნირი 30-31 მაისს, კაუნასში (ლიტვა) გაიმართება.

დუბაის რაზმები

საქართველოს 7-კაცა

1 თორნიკე თეგეთაშვილი (ხარები), 2 ანზორ სიჭინავა (აკადემია), 3 ლევან კალანდარიშვილი (აკადემია), 4 სოსო მათიაშვილი (აკადემია), 5 დავით გულიტაშვილი (ხარები), 6 ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი), 7 ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), 8 გოდერძი ჭინჭარაული (ლოკომოტივი), 9 გიორგი ბიწაძე (ლოკომოტივი), 10 ბექა ბებიაშვილი (ხარები), 11 გიორგი ბაბუნაშვილი (აია), 12 გიორგი ფრუიძე (აია).

სამწვრთნელო შტაბი: კახა ალანია - მთავარი მწვრთნელი, ზაზა ლეჟავა - მწვრთნელი, ნონო ანდღულაძე - მენეჯერი, ვახტანგ წიკლაური - ექიმი, სანდრო ჭეიშვილი - ვიდეო ანალიტიკოსი.

საქართველოს 7-ქალა

1 ანა პოღოსიანი, 2 ქრისტინე გვაზავა, 3 ბელა გოგსაძე, 4 ანა ანდღულაძე, 5 ნინო ელოშვილი, 6 ნათია ცინცქილაძე, 7 სალომე საღარაძე, 8 ნათია გიორგაძე, 9 სალომე მაკასარაშვილი, 10 ანა კვაჭაძე, 11 ქეთევან მოდებაძე, 12 მარეხ მაისურაძე.

სამწვრთნელო შტაბი: ჯაბა მალაღურაძე – მთავარი მწვრთნელი, ია ხურცილავა – მენეჯერი.


http://dubairugby7s.com/teams-and-results/schedules.aspx?tid=409 განრიგი

Posted by: giorgi77 3 Dec 2014, 14:11
Lotkinski up.gif

წარმატებები ჩვენ შვიდკაცა და შვიდქალა ნაკრებებს

user posted image

user posted image

http://www.worldsport.ge/ge/page/44489_dubais-turniri-7-kaca-axalgazrdobis-gamosacdelad-7-qala-ki-litvistvis-emzadeba

Posted by: Lotkinski 5 Dec 2014, 23:40
სამწუხაროდ ძალიან ცუდად ვიასპარეზეთ ამ ტურნირზე, ყველა მატჩი დათმეს როგორც ვაჟებმა ასევე მანდილოსნებმა sad.gif იმედია ეს წაგებები წაადგემა შემდგომში სწორი დასკვნების გამოტანაში ორივეს.

Posted by: GiorgiG83 5 Dec 2014, 23:56
ქალთა გუნდთან არც შეიძლება პრეტენზია გაომდინარე იქიდან რომ ქალთა რაგბი და მითუმეტეს 7-ქალა რაგბი საქართველოში ალბათ უდიდე სირთულეებს განიცდის, კიევ ადლობა გოგოებს რომ სპორტის ამ სახეობის ჭირ-ვარამს თუ ლხინს საკუთარი მხრებით ატარებენ...
მადლობა და წარმატებები!

აი ვაჟთა გუნდს რაც შეეხება, შემადგენლობიდანვე ჩანდა რომ ეს ოპტიმალურის სარეზერვო შემადგენლობიდანაც შორს მდგარი არჩევანი იყო - ახსნაც ჰქონდა გამოვცადოთ ის ბიჭები ვინც შიდა 7-კაცა შეჯიბრში თავი გამოიჩინაო...
რატომაც არა?!
რელაური საბრძოლო შემაგენლობიდან რასაც ბოლო წლებია მივეჩვიეთ ორი კაცი იყო.
რაღაც მომენტების კომენტირებისგან თავს შევიკავებ მარგმ ყელაზე მეტად გამიხარდა გიორგი ბიწაძის (ლოკომოივი 14) და გიორგი ბაბუნაშვილი (აია 10-15) დანახვა - ეს ბიჭები მართლა პროგრესირებენ და იმედი მაქვს 2-3 წელიწადში ხმამაღალ და სერიოზულ სიტყვასაც იტყვიან

Posted by: giorgi77 6 Dec 2014, 12:37
ერთი კითხვა მებადება, ჩვენი მოთამაშეები ტურნირზე ხვდებიან ერთმანეთს პირველად? მანამდე არ ვარჯიშობენ ერთად?

დუბაის შვიდკაცას ყურება ვისაც უნდა >>>> http://www.vipleague.me/rugby/269769/1/irb-sevens-world-series-dubai-live-stream-online.html


Posted by: kakha alania 7 Dec 2014, 06:16
giorgi77
გიო გაუმარჯოს,მომავალი სეზონისთვის მზადებას ამ ტურნირით ვიწყებთ.
დუბაის ვიყენებთ ახალი ბიჭების გამოსაცდელად,ამიტომ გამოცდილებს,ვისი შესაძლებლობებიც ვიცით ვასვენებთ,გამონაკლისი იყო ფრუიძე და ძნელაძე,ტრამვები ქონდათ და მალე რომ დაუბრუნდნენ ოპტიმალურ ფორმას მაგიტომ ვათამაშეთ,ერთი დღით ადრე მიკრო ტრამვების გამო მოგვიწია მურაზ გიორგაძეს და გიორგი აფციაურის დატოვება,ტრამვა მიიღო ნიკო აფციაურმაც ,რომლის გამოცდაც მაგრად გვინდოდა.ამან გეგმები აგვირია.
ბიჭებმა მაგრად იბრძოლეს და შემიძლია თამამად ვთქვა, ყველა თამაშის მოგება შეგვეძლო, გამოცდილება არ გვეყო,კარგი ბიჭები არიან.
7 კაცას ვარჯიში იწყება დუბაის ტურნირამდე 10 დღით ადრე და კვირაში 2 ჯერ,3ჯერ მაისამდე გრძელდება,ტურნირების წინ ინტენსივობა მატულობს რა თქმა უნდა.კანდიდატია 30 მოთამაშე,ვართ 3 მწვრთნელი,მე,ზაზა და პალიკო.

Posted by: giorgi77 7 Dec 2014, 12:29
kakha alania

კახა, გაუმარჯოს. მაგრად გგულშემატკივრობთ!

ერთი თხოვნა მაქვს იქნებ მიაწვდინო ხმა კავშირის პრეზიდენტს გულშემატკივრის აზრი შვიდკაცაზე, - შვიდკაცას სჭირდება სერიოზული მიხედვა, ყველა ღონე უნდა იხმარონ რომ დააბრუნონ თბილისის შვიდკაცას ტურნირი. და სამომავლოდ იქნება სერიოზულ ტურნირსაც ვუმასპინძლოთ, მე მაგალიტად მსოფლიოს ჩემპიონატს ველი biggrin.gif ან ირიბის ერთერთი სერია რომ თბილისში ჩატარდეს.

რაგბის პოპულარიზაციისთვის შვიდკაცა არის ზედგამოჭრილი, ბევრად უფრო ეფექტური ვიდრე 15 კაცა.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Dec 2014, 12:59
user posted image

"ბლიც ბოკე" არ ხუმრობს

შვიდკაცის მსოფლიო სერიის მეორე, არაბეთის ეტაპი აფრიკამ უსიტყვოდ კი მოიგო,
მაგრამ პირველ ოლიმპიურ შესარჩევში ქულებით წინ ჯერაც ფიჯია


http://Qaflan.netai.net/2014

სახალისო რაგბის მოხეტიალე ცირკმა დუბაის "ზი სევენსზე" იჩაუქა. მასპინძლებმა იაზრეს და მე-16 გუნდად 2016 წლის ოლიმპიადის მასპინძელი, ბრაზილია მიიწვიეს.

უდაბნოში შარშან ფიჯს ემარჯვნა და ახლაც მაგრად შეუბერა - ნახევარ’ფინალში ავსტრალიას 19:0 გაუსწრო, მაგრამ ნიქ მალუფმა ბოლო წუთზე გააფრევა თამაში, ხოლო ოქროს ლელო გრეგ ჟელუდევმა გაიტანა.

"მფრინავებმა" ბრინჯაო მაინც აიღეს - გააბურთავეს სერიის 12-გზის ჩემპიონი ზელანდია, ვინაც სტარტზე ოთხეულს მიღმაც დარჩა, მაგრამ ამჯერად იმდენი ქულა კი მოკრიფა, რომ რიოში პირდაპირ წამსვლელ კვარტეტში შესულიყო.

შინაც იპირველებენ?

"ბლიც ბოკემ" სულ გრიალ-გრიალ აიღო დუბაის თასი - პირველად 2008 წლის აქეთ:

მეოთხედ’ფინალში 40 ქულით დაარბია არგენტინა; ნახევარში ქერა კვოგა სმითმა სამჯერ, იოლად დაალელოვა კივები და გუნდმა 28 ქულით, ისევ ნულზე (!) იმარჯვა; ფინალი კი, უელსელი გერანთ ჯონის მიერ გაწვრთნილ ოზებთან, ლელოებით 5/1 დასრულდა.

ქურციკები არ ხუმრობენ: ბურებს ღონე ერჩით, ზანგები და მულატები კი მაგრად ბურთაობენ. ჰოდა, ამ უქმეებზე დიდი შანსი აქვთ, რომ შინაც, პორთ ელიზაბეთში, მანდელას ყურეში იპირველონ.


ირბ-ის შვიდკაცის XVI სეზონი (2014-15)

II ეტაპი. 5-6/12 @ დუბაი (არბ)

<< პულები (# მიწვეული)

(ა) ფიჯი 3-0, არგენტინა 2-1 / საფრანგეთი 1-2, ბრაზილია# 0-3
(ბ) ზელანდია 3-0, შოტლანდია 2-1 / სამოა 1-2, იაპონია 0-3
(გ) ავსტრალია 3-0, ინგლისი 2-1 / შტატები 1-2, კენია 0-3
(დ) აფრიკა 3-0, უელსი(-7) 1-2 / პორტუგალია(-22) კანადა(-26) 1-2

<< მეოთხედ’ფინალი

ფიჯი (ა1) 31:17 უელსი (დ2) >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=39263&d=1417935491
ავსტრალია (გ1) 22:17 შოტლანდია (ბ2) >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=39264&d=1417935522
აფრიკა (დ1) 40:0 არგენტინა (ა2) >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=39265&d=1417935592
ზელანდია (ბ1) 29:7 ინგლისი (გ2) >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=39266&d=1417935615

<< ნახევარ’ფინალი

ავსტრალია 29:24*დდ ფიჯი >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=39273&d=1417935771
აფრიკა 28:0 ზელანდია >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=39274&d=1417935807

<< ფინალი

ფარი (XIII) კანადა 19:12 კენია
ფიალა (IX) სამოა 31:21 საფრანგეთი
სინი (V) არგენტინა 26:12 შოტლანდია
ბრინჯაო (III) ფიჯი 26:12 ზელანდია >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=39278&d=1417935892
თასი (I) აფრიკა 33:7 ავსტრალია >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=39279&d=1417935909

<< აფრიკა

2 ფილიპ სნეიმან, 3 ფრანკი ჰორნ, 4 კვოგა სმით, 5 ვერნერ კოკ, 7 ბრანკო დიუ’პრე, 10 სესილ აფრიკა, 11 სიბელო სენატლა *
1 რუან ნელ, 6 ქაილ ბრაუნ^კაპ, 8 რეინო ბენჯემინ, 9 ვორიქ ხელანტ, 12 ჩესლინ კოლბე * მწ) ნილ პაუელ

<< ქულა

39 ფიჯი (თ: გლდ’ქოუსთ; 37 აფრიკა (თ: დუბაი; 29 ავსტრალია; 28 ზელანდია (ხვდებიან რიოში) -
27 ინგლისი სამოა; 25 არგენტინა; 20 უელსი; 17 შოტლანდია; 14 საფრანგეთი; 13 შტატები; 10 პორტუგალია; 6 კანადა; 4 კენია;
2 იაპონია (პირდაპირ ვარდება) / 1 ამერ’სამოა# ბრაზილია#

<< გასამართია

3 = 13-14/12 პორთ ელიზაბეთ (აფრ)
4 = 6-7/02 ველინგთონ (ზელ)
5 = 13-15/02 ლას ვეგას (აშშ)
6 = 27-29/03 ჰონკონგ (ჩინ)
7 = 4-5/04 ტოკიო (იაპ)
8 = 9-10/05 გლაზგო (შტლ)
9 = 16-17/05 თვიქნემ (ინგ)

ოთხი უკეთესი პირდაპირ ხვდება რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე; ბრიტანეთი (ინგ უელ შტლ) ერთიან ნაკრებს გაიყვანს

>> თასის მფლობელი

1999-2014 (129 ეტაპი: 51 ზელანდია - 24 ფიჯი; 20 აფრიკა;
15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

@

Posted by: Qutaiso 6 Jan 2015, 22:40
ე.ი. ტორენტები მინდა სადაც 7-კაცა რაგბს გადმოვიწერ
ასეთი http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3191369#Sevens აქედან ვერ ვიწერ სამწუხაროდ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Jan 2015, 11:23
მიმდინარე სეზონი https://acrossthetasman.com/forumdisplay.php?671-2014-2015

სახელი ganjexa
პაროლი klerdzi

ან ბობოლათა თამაშები აქედან
http://qaflan.netai.net/2014/7_Shvidkaca.htm

15-12 საშვიდკაცო შედევრი
08-12 "ბლიც ბოკე" არ ხუმრობს
15-10 დოღს ფიჯი ლიდერობს

ქვემოთ, შედეგებში ოქროსფერ ფონზე ღვინისფრად აწერია "ვიდეო"

@

აქვე წინა პოსტში წერია!

Posted by: martvileli 11 Jan 2015, 17:27
რიო 2016-ზე გასვლის შანსები გვაქვს? ევროპისთვის 4 ადგილია ხო?

Posted by: iverieli 11 Jan 2015, 22:17
თუ დიდი ბრიტანეთი ერთიანი გუნდით გამოვიდა მაშინ კი.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 Feb 2015, 19:18
QUOTE
ევროპისთვის 4 ადგილია ხო?


თავიდავე გამოიყო 1 ადგილი =

უნდა გამართულიყო ტურნირი და მოგებული გასულიყო პირდაპირ, ხოლო
ოთხი ხელ’მოცარული = ბოლო, 16-გუნდა, გლობალურ შესარჩევში ბოლო, მე-12 საგზურისთვის
(( ეს 16 ადგილი ასე ნაწილდებოდა: აზი 3, აფრ 3, ევრ 4, ზღვ 2, ს’ამრ 2, ჩ’ამრ 2 ))

@

28 იანვარს ქოში უკუ’ჰყარეს

ტურნირი აღარ გაიმართება = მის მაგივრობას გასწევს "რაგბი ევროპის" გრან-პრი

1. France
2. Scotland
3. England
4. Russia
5. Spain
6. Belgium
7. Wales
8. Georgia
9. Portugal
10. Germany
11. Italy
12. Lithuania

ამისი პროგრამიდან ამოიღეს ბუქარესტის ეტაპი და დარჩა სამი:

6-7 ივნ = მოსკოვი
13-14 ივნ = ლიონ
11-12 ივლ = ექსეთერ

ვინც გახდება ჩემპიონი, მიიღებს რიოს საგზურსო,
მეორე’ადგილოსანი კი გავა გლობალურ შესარჩევშიო

შეიძლება ეს ბოლო ფრაზა შეცდომაა და მეტი არაფერი,
მაგრამ შეიძლება სწორიც იყოს = ამ წუწუკებს ფული უჭირთ და
16-ის ნაცვლად მართლა შეიძლება ჩაატარონ 6-გუნდა ბოლო შესარჩევი

@

ანუ ამჟამინდელი ვითარებით, ბრიტანეთი ვერ გადის მსოფლიო სერიიდან:

59 აფრიკა; 51 ფიჯი; 47 ზელანდია; 46 ავსტრალია (ხვდებიან რიოში) - 40 არგენტინა; 37 ინგლისი;

ექსეთერიდან ალბათ გავა ინგლისი ბრიტანეთის სახელით,
ბოლო შესარჩევზე კი ვინ და რამდენი ევროპული გუნდი წავა?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Feb 2015, 14:58
user posted image

ახალბედებმა გაიბრწყინეს

შვიდკაცის მსოფლიო სერიის მეოთხე ეტაპზე სეზონში პირველად, შინ იმარჯვა
12-გზის ჩემპიონმა ზელანდიამ და ოლიმპიურ შესარჩევში უკვე მეორეა აფრიკის კვალად


http://Qaflan.netai.net/2015

უწინ ველინგთონში 34 500 მოსეირის დამტევი ვესთ’პექი პირამდე ივსებოდა, მაგრამ წლეულს, "მსოფლიო რაგბის" (ირბ) მითითებით, ალკოჰოლის გაყიდვა რომ შეზღუდეს, ფანობამ 20 ათასამდე იკლო. სამაგიეროდ, შვიდკაცას მიაწყდნენ ოჯახები და ყეენობად ქცეული ეტაპი ისევ სპორტულ ღონისძიებას დაეფერა.

ზელანდიამ რაზმი გადაიხალისა - ერთბაშად ოთხი ახალბედა იხმო. მათგან თავი გამოიჩინა სკოლათა ნაკრების კაპიტანმა, 17 წლის ოქლენდელმა რიკო იოანემ, ვინაც ნახევარ’ფინალსა და ფინალში გადამწყვეტი ლელოები გაიტანა. ჰოდა, "ოლ ბლექ სევენსმა" სულ მერვედ, ბოლო ხუთ წელში კი მეოთხედ მოიგო საშინაო ეტაპი.

სერიის ლიდერმა აფრიკამ ტურნირის გახსნის მატჩი 5:22 წააგო საფრანგეთთან. ამ პულში იყო შტატებიც. სამმა ლიდერმა ერთმანეთს თითო მოუგო, მაგრამ იანკებმა და იაპებმა მეტით მოსრეს იაპონია და თასზე მოხვდნენ. პულში იპირველა კენიამაც, მეოთხედ’ფინალში კი ოთხიდან სამმა ჯილამ წააგო მეორე’ადგილოსანთან.

ნახევარ’ფინალში ინგლისი 0:19 ჩამორჩა სქოთებს, მაგრამ ოქროს ლელოთი მაინც მოუგო. აფრიკა ისევ მაგრად დაუდგა ზელანდიას და მერე იოანემ გაიბრწყინა. "ბლიც ბოკემ" ბრინჯაო მაინც აიღო და ჯერაც 7 ქულით უსწრებს კივებს, ბრიტანეთის ფალავანი ინგლისი კი 2 ქულამდე წამოეწია რიოში პირდაპირ გამყვან ბოლო, მეოთხე ადგილს ჩაჭიდებულ ავსტრალიას.


შვიდკაცის მსოფლიო სერიის XVI სეზონი (2014-15)

IV ეტაპი * 6-7/02 @ ველინგთონ (ზელ)

<< პულები (# მიწვეული)

(ა) შტატები(+54) აფრიკა(+12) 2-1 / საფრანგეთი(+4) 2-1, იაპონია 0-3
(ბ) ზელანდია 3-0, ინგლისი 2-1 / კანადა 1-2, პაპუასეთი# 0-3
(გ) ფიჯი 3-0, ავსტრალია 2-1 / უელსი 1-2, პორტუგალია 0-3
(დ) კენია 3-0, შოტლანდია 2-1 / არგენტინა 1-1*1, სამოა 0-2*1

<< მეოთხედ’ფინალი

შტატები (ა1) 15:19 შოტლანდია (დ2)
ფიჯი (გ1) 21:26 ინგლისი (ბ2) https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=40202&d=1423294540
კენია (დ1) 5:19 აფრიკა (ა2)
ზელანდია (ბ1) 26:7 ავსტრალია (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

ინგლისი 24:19*დდ შოტლანდია https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=40229&d=1423406407
ზელანდია 17:7 აფრიკა https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=40232&d=1423406636

<< ფინალი

ფარი (XIII) კანადა 26:10 სამოა
ფიალა (IX) საფრანგეთი 29:5 არგენტინა
სინი (V) ფიჯი 24:0 ავსტრალია https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=40235&d=1423410392
ბრინჯაო (III) აფრიკა 40:7 შოტლანდია https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=40236&d=1423410453
თასი (I) ზელანდია 27:21 ინგლისი https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=40238&d=1423415614

<< ზელანდია

1 სქოთ ქარი^კაპ* 3 სემ დიქსონ, 5 დილან ქოლიე, 8 გილის კაკა, 9 შერვინ სთაუერს, 10 ჯო ვებერ, 11 რიკო იოანე *
2 მერფი ტარამაი, 4 დი’ჯეი ფორბს^კაპ, 6 ბოდინ ვააკა, 7 ჯექ გუდჰიუ, 12 ამბროუზ ქერთის * მწ) გორდონ თიჩენს

<< ქულა

76 აფრიკა (2თ: დუბაი, პორთ ელიზაბეთ; 69 ზელანდია (თ: ველინგთონ; 64 ფიჯი (თ: გლდ’ქოუსთ; 58 ავსტრალია (ხვდებიან რიოში) -
56 ინგლისი; 47 არგენტინა; 42 შოტლანდია; 36 შტატები; 31 სამოა; 30 უელსი; 27 საფრანგეთი; 21 კენია; 18 პორტუგალია; 17 კანადა; 4 იაპონია (პირდაპირ ვარდება) /
1 ამერ’სამოა# ბრაზილია# ზიმბაბვე# პაპუასეთი#

<< გასამართია

5 = 13-15/02 ლას ვეგას (აშშ)
6 = 27-29/03 ჰონკონგ (ჩინ)
7 = 4-5/04 ტოკიო (იაპ)
8 = 9-10/05 გლაზგო (შტლ)
9 = 16-17/05 თვიქნემ (ინგ)

ოთხი უკეთესი პირდაპირ ხვდება რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე;
ბრიტანეთი (ინგ უელ შტლ) ერთიან ნაკრებს გაიყვანს

>> თასის მფლობელი

1999-2015 (131 ეტაპი: 52 ზელანდია - 24 ფიჯი; 21 აფრიკა;
15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Feb 2015, 18:53
user posted image

სტაბილურობა აკლიათ

სამორინო მექა ლას’ვეგასში შვიდკაცის მსოფლიო სერიის მეხუთე ეტაპი
ფიჯის უსიტყვო გამარჯვებით დასრულდა


http://Qaflan.netai.net/2015

ფიჯი ერთადერთია, ვინაც სამ დღედ გაწელილი შოუს 6-ვე მატჩი მოიგო. "მფრინავებმა" ზელანდია ჯერ პულში ძლიეს 14:12, მერე კი თასის ფინალშიც 35:5 გაუსწრეს.

კუნძულელებმა შტატებში 2007 წლის აქეთ პირველად იპირველეს. მათ, აფრიკის დარად, მიმდინარე სერიაში მეორედ მოიგეს ეტაპი, მაგრამ იაპებსა და კივებს სტაბილურობით რომ ჩამოუვარდებიან, ქულებით ოდენ მესამენი არიან.

ლიდერი ჯერაც "ბლიც ბოკეა", მაგრამ სერიის 12-გზის ჩემპიონი ზელანდია თანდათან ეწევა.

სამი ლიდერი მდევრებს იმდენად სჯობს, რომ მაისშივე ნაღდად მიიღებს რიოს 2016 წლის ოლიმპიადის საგზურს, მეოთხე ადგილისთვის გამართულ დოღში კი ავსტრალიამ სინის ფინალი მოუგო ინგლისს და ფორა 1 ქულით, სამამდე გაზარდა.


შვიდკაცის მსოფლიო სერიის XVI სეზონი (2014-15)

V ეტაპი * 13-15/02 @ ლას’ვეგას (აშშ)

<< პულები (# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით)

(ა) ფიჯი 3-0, ზელანდია 2-1 / სამოა 1-2, უელსი 0-3
(ბ) კანადა^ ინგლისი 2-1 / არგენტინა^ კენია 1-2
(გ) აფრიკა(+56) შტატები(+52) 2-0*1 / პორტუგალია 1-2, იაპონია 0-3
(დ) ავსტრალია 3-0, საფრანგეთი 2-1 / შოტლანდია 1-2, ბრაზილ# 0-3

<< მეოთხედ’ფინალი

ფიჯი (ა1) 31:12 საფრანგეთი (დ2)
აფრიკა (გ1) 21:14 ინგლისი (ბ2)
ავსტრალია (დ1) 7:28 ზელანდია (ა2) https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=40383&d=1424032797
კანადა (ბ1) 0:20 შტატები (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

ფიჯი 24:19 აფრიკა https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=40409&d=1424073372
ზელანდია 26:12 შტატები https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=40410&d=1424073399
<< ფინალი
ფარი (XIII) პორტუგალია 19:12 უელსი
ფიალა (IX) კენია 24:21 არგენტინა
სინი (V) ავსტრალია 21:14 ინგლისი https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=40420&d=1424094628
ბრინჯაო (III) აფრიკა 31:0 შტატები https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=40417&d=1424093805
თასი (I) ფიჯი 35:19 ზელანდია https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=40419&d=1424093867

<< ფიჯი

1 სემი კუნატანი, 3 ვილიამე-სევაკა მატა, 6 ისაკე კატონიმბაუ, 9 ჯერი ტუვაი-ვუნისა, 10 სამისონი ნასანგა’ვესი-ვირი’ვირი, 11 სავენათა რავათა, 12 ვატემო რა’ვოუ’ვოუ * 2 მანუელი-ტაუმბალე ლანგაი, 4 ჯასა ვერემალუა, 5 სიტივენი ვანქა, 7 ოსეა-რამონდი კოლინისაუ^კაპ, 8 ემოსი მულევორო * მწ) ბენ რაიან

<< ქულა

93 აფრიკა (2თ: დუბაი, პორთ’ელიზაბეთ; 88 ზელანდია (თ: ველინგთონ; 86 ფიჯი (2თ: გოულდ’ქოუსთ, ლას’ვეგას; 71 ავსტრალია (ხვდებიან რიოში) -
68 ინგლისი; 54 არგენტინა; 51 შტატები; 47 შოტლანდია; 37 საფრანგეთი; 36 სამოა; 32 უელსი; 29 კენია; 27 კანადა; 21 პორტუგალია; 5 იაპონია (პირდაპირ ვარდება) /
2 ბრაზილია##; 1 ამერ’სამოა# ზიმბაბვე# პაპუასეთი#

<< გასამართია

6 27-29/03 ჰონკონგ (ჩინ)
7 4-5/04 ტოკიო (იაპ)
8 9-10/05 გლაზგო (შტლ)
9 16-17/05 თვიქნემ (ინგ)

ოთხი უკეთესი პირდაპირ ხვდება რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე; ბრიტანეთი (ინგ უელ შტლ) ერთიან ნაკრებს გაიყვანს

>> თასის მფლობელი

1999-2015 (132 ეტაპი: 52 ზელანდია - 25 ფიჯი; 21 აფრიკა;
15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

@

Posted by: Zbo 27 Mar 2015, 15:36
რა ხდება ჰონკონგში ხვალ?
QUOTE
შვიდკაცის მსოფლიო სერიის XVI სეზონი (2014-15)
-ს გაგრძელებაა?
ლუკასა და ნიკოს მამა შეგიძლიათ მოკლედ გაგვარკვიოთ სიტუაციაში?
მინდა ჩავუჯდე მაგრამ ვაღიარებ შვიდკაცა არასდროს არ მიყურებია (რაღაც ნაწყვეტების ვიდეოებს თუ არ ჩავთვლით)

Posted by: crusaders 27 Mar 2015, 15:49
QUOTE
შვიდკაცის მსოფლიო სერიის XVI სეზონი (2014-15)

ლინკი არარი?

Posted by: rugby2011 Geo 27 Mar 2015, 16:13
crusaders
http://www.vipleague.tv/rugby/293774/1/hsbc-sevens-world-series-hong-kong-day-one-(fri)-live-stream-online.html

Posted by: huligan 29 Mar 2015, 12:00
უკვე თასის ნახ’ფინალებია
სთრიმი + ამბავი
http://www.worldrugby.org/sevens-series/live-blog/15

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Mar 2015, 12:28
ფინალი: ფიჯ - ზელ 15.00 საქ ....................................

Posted by: GooDxGaMeR 29 Mar 2015, 12:33
ზელანდიამ ძლივს მოუგო სამოას
მოკლედ ფიჯია გამარჯვებული რა boli.gif
მესამე ადგილისთვის კიდე სამხრეთ აფრიკა პადლეცს აარტყავს სამოას up.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Mar 2015, 20:02
ფინალი: ფიჯ 33-19 ზელ

ქულა: 110 აფრ, 108 ფიჯ, 107 ზელ, 84 ავს - 78 ინგ, 64 არგ, 63 აშშ

2016 რიო’ში პირდაპირ ხვდება ოთხი მოწინავე (-)
დარჩა 3 ეტაპი: იაპ შტლ ინგ

+ რუსეთმა მოიგო შესარჩევი და გაისად 10-ვე ეტაპზე იჩაუქებს


Posted by: giorgi219 29 Mar 2015, 23:21
ჩვენ როდი ვიჩაუქებთ ამ სახეობაში ეგ არის საკითხავი?!

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 31 Mar 2015, 23:59
user posted image

ფიჯი მეთხუთმეტედ!

ზედიზედ მეორე ეტაპია, ფიჯი კოხტად იმარჯვებს
შვიდკაცის მსოფლიო სერიაზე და ქულებით უკვე მეორეა


http://Qaflan.netai.net/2015

წინა-ოლიმპიური სეზონის მეექვსე ტურნირს უმასპინძლა ჰონ’კონგმა - ჩინეთის ექს-ბრიტანულმა ქალაქმა, სადაც აგერ უკვე 40 წელია, ეწყობა სხარტი რაგბის ფესტივალი, და სადაურთა მარიფათმაც აქცია სქოთ ფერმერთა ლაღობა სერიოზულ სპორტად.

ფიჯი კანონიკურ რაგბში ვერ მაგრობს, თორემ შვიდკაცაში გრანდია. "მფრინავები", მართალია, მსოფლიო სერიაში მოგებულ ეტაპთა სიმრავლით ზუსტად ორჯერ (26/52) ჩამორჩებიან ზელანდიას, მაგრამ როცაკი ფორმაში არიან, ფავორიტებად ითვლებიან, და აგერ ჩინეთშიც მეთხუთმეტედ (!) შემართეს თასი, რითაც ბადალი არა ჰყავთ.

არა-ჰონ’კონგურად

შეჯიბრმა სამ დღეს გასტანა. შაბათს ოთხიდან ორ პულში სენსაცია მოხდა: პორტუგალიამ ფრე გაუგორა ზელანდიას * 24:24, ხოლო შტატებმა - ინგლისს * 21:21

რაგბის სამშობლომ კუნძულელ ვირტუოზებს მარგად უტია მეოთხედ’ ფინალში, მაგრამ მაინც წააგო 2 ქულით. აფრიკამაც გარდასახვით’ღა გააგდო ავსტრალია.

ნახევარ’ფინალში ფიჯი 21:0 უგებდა აფრიკას, მაგრამ კინაღამ გაფლანგა ფორა, ზელანდიამ კი ყინჩ სამოას არა-ჰონ’კონგურად’ღა აჯობა - ჯარიმა ბოლოს კარში დაარტყა და 1 ქულით მოიგო.

ფინალში ფიჯიმ ლას-ვეგასურად გააბურთავა ზელანდია. აფრიკამ ბრინჯაოს აღებით სერიის ლიდერობა შეინარჩუნა, რიოს მეოთხე საგზურისთვის მებრძოლთა დუელში კი, სინის ნახევარ’ფინალში, ავსტრალიამ 12:7 ძლია ინგლისი და მას უკვე 6 ქულით უსწრებს.

რუსეთი აღზევდა

რაგბეთის 6 რეგიონის ორ-ორი გუნდი ეცილებოდა ერთმანეთს საგაისო სერიის ერთადერთ საგზურს. პულური სტადიის შემდეგ წინ ელიტიდან გავარდნილი ესპანეთი იყო, რუსეთი კი პაპუასეთმა 26:17 ძლია და მეექვსე ნომრად დაძირა.

სლავები პლეი’ოფში გალაღდნენ: მათ ზედიზედ გააბითურეს მასპინძელი ჰონ’კონგი და იგივე პაპუასეთი, ფინალში კი ბოლო შეტევით დაალელოვეს ზიმბაბვე. ჰოდა, რუსეთი შემოდგომიდან ელიტაში შეცვლის იაპონიას, ვინაც ნაღდად გავარდება.

მედიას შეუტყვია, რომ სერია 10 ტურნირამდე განივრცობა. ავსტრალიის ეტაპი გოულდ’ქოუსთს წაართვა სიდნიმ, აფრიკისა - პორთ’ელიზაბეთს ქეიპთაუნმა, აზიისა კი იაპონიამ სინგაპურს გადაულოცა.

გამოცხადდა რიოს განრიგიც. რაგბი ოლიმპიადის პირველსავე კვირაში მოყომარდება: ქალები 2016 წელს 6-8 აგვისტოს იჩაუქებენ, ვაჟები კი 9-11 აგვისტოს. ორივე შეჯიბრში 12-12 გუნდი გამოვა.


შვიდკაცის მსოფლიო სერიის XVI სეზონი (2014-15)

VI ეტაპი * 27-29/03 @ ჰონ’კონგ (ჩინ)


პულები (# მიწვეული)

(ა) ფიჯი 3-0, სამოა 2-1 / კანადა 1-2, ბელგია# 0-3
(ბ) ზელანდია 2-0*1, ავსტრალ 2-1 / შოტლანდ 1-2, პორტუგალ 0-2*1
(გ) აფრიკა 3-0, არგენტინა 2-1 / საფრანგეთი 1-2, იაპონია 0-3
(დ) შტატები(+35) ინგლისი(+17) 2-0*1 / უელსი 1-2, კენია 0-3

მეოთხედ’ფინალი

ფიჯი (ა1) 14:12 ინგლისი (დ2)
აფრიკა (გ1) 7:5 ავსტრალია (ბ2)
შტატები (დ1) 15:26 სამოა (ა2)
ზელანდია (ბ1) 31:21 არგენტინა (გ2)

ნახევარ’ფინალი

ფიჯი 21:15 აფრიკა
ზელანდია 15:14 სამოა

ფინალი

ფარი (XIII) კენია 26:7 იაპონია
ფიალა (IX) შოტლანდია 26:5 საფრანგეთი
სინი (V) ავსტრალია 21:17 შტატები
ბრინჯაო (III) აფრიკა 26:5 სამოა
თასი (I) ფიჯი 33:19 ზელანდია

ფიჯი

2 სემი კუნატანი, 4 ისაკე კატონიმბაუ, 5 პიო ტუვაი, 7 ოსეა კოლინისაუ^კაპ, 9 ჯერი ტუვაი, 10 სამისონი ვირი’ვირი, 11 სავენათა რავათა *
1 აპისაი ნდომო’ლაილაი, 3 ჯასა ვერემალუა, 6 ამენონი ნასილა’სილა, 8 ჯოსაია რაისუნქე, 12 ვატემო რა’ვოუ’ვოუ * მწ) ბენ რაიან

ქულა

110 აფრიკა (2თ: დუბაი, პორთ’ელიზაბეთ;
108 ფიჯი (3თ: გოულდ’ქოუსთ, ლას’ვეგას, ჰონ’კონგ;
107 ზელანდია (თ: ველინგთონ; 84 ავსტრალია (ხვდებიან რიოში) -

78 ინგლისი; 64 არგენტინა; 63 შტატები; 55 შოტლანდია; 51 სამოა;
44 საფრანგეთი; 37 უელსი; 32 კანადა, კენია; 22 პორტუგალია;
7 იაპონია (პირდაპირ ვარდება) /
2 ბრაზილია##; 1 ამერ’სამოა# ბელგია# ზიმბაბვე# პაპუასეთი#

გასამართია

7 # 4-5/04 ტოკიო (იაპ)
8 # 9-10/05 გლაზგო (შტლ)
9 # 16-17/05 თვიქნემ (ინგ)

ოთხი უკეთესი პირდაპირ ხვდება რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე;
ბრიტანეთი (ინგ უელ შტლ) ერთიან ნაკრებს გაიყვანს

თასის მფლობელი

1999-2015 (133 ეტაპი: 52 ზელანდია - 26 ფიჯი; 21 აფრიკა;
15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი


XVII სეზონის (2015/16) შესარჩევი

პულები

(ე) ჰონ’კონგი 2-1(+40) ბრაზილია 2-1(+21) ურუგვაი 2-1(+16) / მექსიკა 0-3(-77)
(ვ) პაპუასეთი 3-0(+30) რუსეთი 2-1(+14) კორეა 1-2(+5) / ტუნისი 0-3(-49)
(ზ) ესპანეთი 3-0(+77) ზიმბაბვე 2-1(+67) / ტონგა 1-2(-51) გაიანა 0-3(-93)

მეოთხედ’ფინალი

1#ესპანეთი (ზ1) 47:7 8#კორეა (ვ3)
2#პაპუასეთი (ვ1) 38:10 7#ურუგვაი (ე3)
3#ჰონ’კონგი (ე1) 0:24 6#რუსეთი (ვ2)
4#ზიმბაბვე (ზ2) 21:14 5#ბრაზილია (ე2)

ნახევარ’ფინალი

ესპანეთი 14:24 ზიმბაბვე
პაპუასეთი 7:26 რუსეთი

ფინალი

ზიმბაბვე 19:22 რუსეთი

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Apr 2015, 14:12
user posted image

აირია მონასტერი

ინგლისმა ორ’წლიანი ნავსი გატეხა -
ტოკიოში მოიგო შვიდკაცის მსოფლიო სერიის ეტაპი და
ოლიმპიურ შესარჩევში ავსტრალიას გადაუსწრო


http://Qaflan.netai.net/2015

რაგბი ოლიმპიადაზე 2016 წელს ბრუნდება, ოღონდაც ალტერნატიული ფორმით - შვიდ’კაცად! მსოფლიო სერიის ოთხი მოწინავე მაისშივე მიიღებს რიოს საგზურს. მასპინძელი ბრაზილია შეჯიბრზე პირდაპირაა დაშვებული. კიდევ 6 რჩეული 6 რეგიონში გამოვლინდება, ბოლო, მე-12 ვაკანსიას კი რეგიონთა’შორისი შესარჩევის მოგებული დაიკავებს.

აფრიკა, ფიჯი და ზელანდია წელს ისე უბერავენ, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობა თითქმის დაიბევეს. მეოთხე ადგილი აქამდე ავსტრალიას ეჭირა, მაგრამ ტოკიოში კატასტროფა შეემთხვა - პულში რომ წააგო პორტუგალიასთან * 10:12 და შოტლანდიასთან * 14:17, 61-ე შეყრაზე ზელანდიის ოდენ მერვედ (!) ჯობნამაც * 19:14 ვეღარ უშველა.

ოზებმა ვეღარც ფიალა აიღეს - "ოქროს ლელოთი" დამარცხდნენ შტატებთან, ინგლისმა კი, თითქო მათ ჯიბრზე, პულში თუმც * 19:33 წააგო ფიჯთან, პლეი’ოფში ზედიზედ გაასაღა არა’გრანდები - საფრანგეთი, კანადა და ფინალში თვით სერიის ლიდერს, აფრიკას მოუგო.

იმედი მიეცათ

ტოკიოში გადაუღებლად წვიმდა. ინგლისს თასი ვეღარ შეემართა 2013 წლის თებერვლიდან, ველინგთონში პირველობის შემდეგ. სერიის 12-გზის ჩემპიონი ზელანდია ოზთა კვალად კანადასთანაც დამარცხდა მეოთხედ’ფინალში: 29-ე შეხვედრაში პირველად (!) - და ბოლო ორი ეტაპის წინ აფრიკას 9 ქულით ჩამორჩება.

კანონიკური წყობა ოთხი პულიდან სამში დაირღვა, არგენტინამ კი ორი (!) ფრეც დასვა. ეშველათ მასპინძლებს: 2000 წლის აქეთ პირველად გავიდნენ პულიდან, სადაც არგენტინას * 14:14 დაუზავდნენ და მერე * 26:12 ძლიეს სამოა. ამით იაპონიას ელიტაში დარჩენის შანსი გაუჩნდა, რაკი პორტუგალიას 8 ქულამდე წამოეწია.

და რასა იქმს ფიჯი? ჯადოქრებმა პულში ჩაიგრიალეს, იაპონიაც მოსრეს, მაგრამ ლელო’მწირი ნახევარ’ფინალი გარდასახვით წააგეს აფრიკასთან, ბრინჯაოღა აიღეს და ცხრილში მეორე ადგილზე სუფევენ.


შვიდკაცის მსოფლიო სერიის XVI სეზონი (2014-15)

VII ეტაპი * 4-5/04 @ ტოკიო (იაპ)

პულები (# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით)

(ა) ფიჯი 3-0, ინგლისი 2-1 / უელსი 1-2, ჰონ’კონგი# 0-3
(ბ) ზელანდია^ შოტლანდია 2-1 / პორტუგალია^ ავსტრალია 1-2
(გ) აფრიკა 3-0, კანადა(-14) 1-2 / კენია(-20) შტატები(-23) 1-2
(დ) საფრანგეთი 2-1, იაპონია^ 1-1*1 / სამოა 1-1*1, არგენტინა 0-1*2

მეოთხედ’ფინალი

ფიჯი (ა1) 41:5 იაპონია (დ2)
აფრიკა (გ1) 22:0 შოტლანდია (ბ2)
საფრანგეთი (დ1) 0:10 ინგლისი (ა2)
ზელანდია (ბ1) 15:19 კანადა (გ2)

ნახევარ’ფინალი

აფრიკა 7:5 ფიჯი
ინგლისი 14:5 კანადა

ფინალი

ფარი (XIII) პორტუგალია 12:7 არგენტინა
ფიალა (IX) შტატები 17:12*დდ ავსტრალია
სინი (V) ზელანდია 21:14 შოტლანდია
ბრინჯაო (III) ფიჯი 21:19 კანადა
თასი (I) ინგლისი 21:14 აფრიკა ვიდეო

ინგლისი

2 ჩარლი ჰეითერ, 3 ფილ ბერჯეს, 4 დენ ნორთონ, 5 ჯეიმზ როდველ, 6 თომ მიჩელ^კაპ, 7 დენიელ ბიბი, 12 ალექს გრეი *
1 ჯეფრი ვილიამს, 8 თომ ბოუენ, 9 მარქეს ვოთსონ, 10 ჯოშ ვოთქინს, 11 ჯონ ბრეიქ * მწ) საიმონ ამორ

ქულა

129 აფრიკა (2თ: დუბაი, პორთ’ელიზაბეთ;
125 ფიჯი (3თ: გოულდ’ქოუსთ, ლას’ვეგას, ჰონ’კონგ;
120 ზელანდია (თ: ველინგთონ;
100 ინგლისი (თ: ტოკიო) (ხვდებიან რიოში) -

91 ავსტრალია; 71 შტატები; 67 შოტლანდია; 66 არგენტინა; 56 სამოა;
54 საფრანგეთი; 47 კანადა; 42 უელსი; 33 კენია; 25 პორტუგალია;
17 იაპონია (პირდაპირ ვარდება) /
2 ბრაზილია##; 1 ამერ’სამოა# ბელგია# ზიმბაბვე# პაპუასეთი# ჰონ’კონგი#

გასამართია

8 # 9-10/05 გლაზგო (შტლ)
9 # 16-17/05 თვიქნემ (ინგ)

ოთხი უკეთესი პირდაპირ ხვდება რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე;
ბრიტანეთი (ინგ უელ შტლ) ერთიან ნაკრებს გაიყვანს

თასის მფლობელი

1999-2015 (134 ეტაპი: 52 ზელანდია - 26 ფიჯი; 21 აფრიკა;
16 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

@

Posted by: valiadolidi 8 Apr 2015, 10:40
ინგლისი - პირდაპირ ხვდება და ამიტომ უელსი შოტლანდია მოგვაკლდა კონკურენტები რადგან გამოდიან ბრიტანეთის სახელით ქმნიან ერთ გუნდს.
აქედან გამომდინარე ევროპის შესარჩევს შექმნიან ( და ჩვენი კონკურენტები იქნებიან)
1)საფრანგეთი 2)პორტუგალია 3)ბელგია 4)რუსეთი 5)საქართველო 6)იტალია 7)გერმანია 8) (დაბალი მეორე დონის შესარჩევიდან ამოსული)
პრინციპი ასეთია პირველი ადგილი პირდაპირ ხვდება ოლიმპიადაზე და მეორე ადგილი ხვდება შესარჩევში (თუ არ ვცდები ტარდება ჰონკონგში) სადაც დანარჩენი კონტინეტის გუნდებთან ერთად გაითამაშებენ ოლიმპიადის საგზურს.
მაგრამ ლოგიკურად დღევანდელი სიძლიერის გათვალისწინებით ოლიმპიადაზე შემდეგი 12 გუნდი ითამაშებს ;
1)ახალი ზელანდია 2)სამხრეთ აფრიკა 3)ფიჯი 4)ბრიტანეთი 5)ავსრტალია 6)სამოა 7)კენია 8)კანადა 9)ა.შ.შ 10)არგენტინა 11)საფრანგეთი 12)იაპონია ( რადგან აზიას ერთი კვოთა ექნება.)

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Apr 2015, 11:30
ევროპის ცალკე შესარჩევი აღარ მოეწყობა =
3-ტურნირა ევრო სერია შეცვლის

თუ ბოლო რეგიონთა’შორისი შესარჩევი იქნება 16-გუნდა,
ევროპიდან მაგაზე გავა ოთხი (2 3 4 5)

ხოლო თუ მხოლოდ 6-გუნდა (რაც სიბრიყვე იქნება)
მაშინ მარტო ერთი (2)

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 May 2015, 18:51
კიდევ დაადასტურეს
http://pulse-static-files.s3.amazonaws.com/test/worldrugby/document/2015/05/01/2c968251-ec86-41b9-a1f1-b648b3baf45d/OQ_Regional_Tournaments_-_Final.pdf

ევრო სერიის მხოლოდ მოგებულს ერთადერთი საგზური

სამ ეტაპად:

June 6th / 7th = European Men’s Sevens Grand Prix 1st Leg - (Russia - Moscow)
June 13th / 14th = European Men’s Sevens Grand Prix 2nd Leg - (France - Lyon)
July 11th / 12th = European Men’s Sevens Grand Prix 3rd (Final) Leg - (England - Exeter )

და მაგის მერე ევრო რეპეშაჟიო = არ უწერიათ, რაა,
მაგრამ ეტყობა მაგის მოგებულიღა გადის ბოლო, მე-12 საგზურის შესარჩევში
და არც ეგ წერია, რამდენი ხელ’მოცარული ხვდება მაგ რეპეშაჟში

July 18th/19th = European Men's Olympic Repechage Qualifier (Portugal - Lisbon)

@

ეგ ბოლო კი = გაისად

The 12th and final place in Olympic Games rugby sevens competitions will be determined via
a World Rugby final repechage tournament which will take place before the end of June 2016
(date and location to be confirmed by 31 December, 2015)

Posted by: xDavid_S 2 May 2015, 21:02
ლუკასა და ნიკოს მამა
ჩვენების როდის გამოაცხადებენ ნეტა შემადგენლობას?

მიზეზთა გამო ნამეტანი მეჩქარება

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 May 2015, 20:22
user posted image

სამმა დაიბევა

შვიდკაცის მსოფლიო სერიაზე ეტაპი მეოთხედაც მოიგო ფიჯიმ
და ორ მდევართან ერთად რიოს საგზური დაიბევა


http://Qaflan.netai.net/2015

რაგბი გაისად 7-კაც’და’ქალ-იანი გუნდებით ბრუნდება ოლიმპიადაზე.

მსოფლიო სერიაზე ბოლო ეტაპიღაა გასამართი. დებულებით, ტურნირის მოგება 22 ქულად ფასობს. ჰოდა, მარტივი არითმეტიკით დადგინდა, რომ ფიჯს, აფრიკასა და ზელანდიას გამსვლელი ოთხეულიდან ვეღარავინ გამოაძევებს.

შვიდკაცის მომგონმა შოტლანდიამ ეტაპი სამრეწველო, არა’რაგბულ ქალაქ გლაზგოში ჩაატარა. სტარტზე კანადამ 40:0 გააბურთავა შტატები. ამას მოჰყვა წყვილი (!) ფრე, მერე კი ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა. ჰოდა, აფრიკამ პულში თუმც 19:24 წააგო კივებთან, ფიჯის მხარდამხარ მაინც დაიჯავშნა ადგილი ოლიმპიადაზე.

ზელანდიამ საგზური მეოთხედ’ფინალის მოგებით აიღო, ფიჯიმ კი ამ სტადიაზე ორი ლელოთი დაითხოვა აფრიკა. ნახევარ’ფინალში კივებმა წვიმაში მინიმალური ანგარიშით * 5:0 გააგდეს ინგლისი, ფინალში კი ჯადოქრებს თუმც მოუგეს პირველი ტაიმი, მეორეში ამათ მოედანზე შეუშვეს აპისაი ნდომო’ლაილაი და აიწყვიტეს.


შვიდკაცის მსოფლიო სერიის XVI სეზონი (2014-15)

VIII ეტაპი * 9-10/05 @ გლაზგო (შტლ)

პულები (# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით)

(ა) ავსტრალია(+57) ინგლისი(+55) 2-0*1 / საფრანგეთი 1-2, რუსეთი# 0-3
(ბ) ზელანდია 3-0, აფრიკა 2-1 / კენია 1-2, სამოა 0-3
(გ) ფიჯი 3-0, შოტლანდია 2-1 / უელსი 1-2, პორტუგალია 0-3
(დ) კანადა^ შტატები 2-1 / არგენტინა 1-1*1, იაპონია 0-2*1

მეოთხედ’ფინალი

ავსტრალია (ა1) 7:14 შტატები (დ2)
ფიჯი (გ1) 15:0 აფრიკა (ბ2)
კანადა (დ1) 7:14 ინგლისი (ა2)
ზელანდია (ბ1) 17:7 შოტლანდია (გ2)

ნახევარ’ფინალი

ფიჯი 19:5 შტატები
ზელანდია 5:0 ინგლისი

ფინალი

ფარი (XIII) სამოა 22:12 პორტუგალია
ფიალა (IX) უელსი 12:7 არგენტინა
სინი (V) აფრიკა 12:10 შოტლანდია
ბრინჯაო (III) ინგლისი 24:19 შტატები
თასი (I) ფიჯი 24:17 ზელანდია

ფიჯი

2 სემი კუნატანი, 4 ისაკე კატონიმბაუ, 5 პიო ტუვაი, 7 ოსეა კოლინისაუ^კაპ, 9 ჯერი ტუვაი, 11 სავენათა რავათა, 12 ვატემო რა’ვოუ’ვოუ *
1 აპისაი ნდომო’ლაილაი, 3 ჯოსაია რაისუნქე, 6 კიტიონე ტალინგა, 8 ამენონი ნასილა’სილა, 10 სამისონი ვირი’ვირი * მწ) ბენ რაიან

ქულა

147 ფიჯი (4თ: გოულდ’ქოუსთ, ლას’ვეგას, ჰონ’კონგ, გლაზგო;
142 აფრიკა (2თ: დუბაი, პორთ’ელიზაბეთ;
139 ზელანდია (თ: ველინგთონ) (სამეულმა დაიბევა რიოს საგზური)
117 ინგლისი (თ: ტოკიო) (ხვდება რიოში) -

101 ავსტრალია; 86 შტატები; 79 შოტლანდია; 73 არგენტინა;
59 სამოა, საფრანგეთი; 57 კანადა; 50 უელსი; 38 კენია;
27 პორტუგალია; 18 იაპონია (პირდაპირ ვარდება) / 2 ბრაზილია##;
1 ამერ’სამოა# ბელგია# ზიმბაბვე# პაპუასეთი# რუსეთი# ჰონ’კონგი#

გასამართია

9 = 16-17/05 თვიქნემ (ინგ)

ოთხი უკეთესი პირდაპირ ხვდება რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე;
ბრიტანეთი (ინგ უელ შტლ) ერთიან ნაკრებს გაიყვანს

თასის მფლობელი

1999-2015 (135 ეტაპი:
52 ზელანდია - 27 ფიჯი; 21 აფრიკა; 16 ინგლისი;
10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 18 May 2015, 20:19
user posted image

ფიჯი, შტატები, ბრიტანეთი

ლონდონში, შვიდკაცის მსოფლიო სერიის ფინიშზე,
ჩემპიონი გახდა ფიჯი;
ეტაპი შტატებმა მოიგეს,
რიოს საგზური კი ბრიტანეთს ერგო


http://Qaflan.netai.net/2015

ეტყობა, თვალში ნაცარს გვაყრის დუბლინური ოფიციოზი, თვიქნემი ვიქენდზე 116 219 ფანმა მოიხილაო.

ერთი რომ, ეკრანზე ცარიელი იარუსები და მეჩხრად შევსებული პარტერი მოჩანდა, და მეორეც, ბრიტანეთის რაგბის თემის გულის’ყური "ავივასა" და "გინესის" დასკვნით რაუნდებს მიეპყროთ.

ინგლისმა შაბათს პულში რომ მოსრა ჯერ ბრაზილია 56:7 და შემდეგ კენია 40:0, თასის მეოთხედ’ფინალში თამაში დაიბევა, რითაც სერიის კიბეზე ავსტრალია ვეღარ დაეწეოდა. ამით (სრულიად) ბრიტანეთმა რიოს საგაისო (2016) ოლიმპიადის მეოთხე საგზური მიიღო.

27-ვე პულური

მიზანს’წეული ინგლისი პულის ფინიშზე მოძმე შოტლანდიასთან 19:22 დამარცხდა, აფრიკამ კი შტატებთან 12-ქულიანი ფორა გაანიავა და 12:21 რომ წააგო, ოთხეულში მეორე ადგილზე დააფინიშა და მეოთხედ’ ფინალში მეტოქედ სწორედ რომ სერიის ლიდერი, ფიჯი დაუჯდა.

კუნძულელებმა სერიაში 27-ვე პულური თამაში მოიგეს და კონკურენტიც 19:7 ძლიეს, რითაც ჯამური პირველობა დაიბევეს. აფრიკას ორი ლელო სავენათა რავათამ დაუდო, ერთი - ოსეა კოლინისაუმ, და ფიჯი 2006 წლის აქეთ პირველად შეიქნა ფალავანი.

ფიჯის წინსვლით პირველობის იმედი ზელანდიასაც რომ გადაეწურა, ინგლისთან 17:21 წააგო. ჰოდა, გრანდები თასის ნაცვლად სინის ფინალშიღა შეიყარნენ. 12-გზის ჩემპიონმა კივებმა 26:14 ძლიეს "ბლიც ბოკე", მაგრამ 2 ქულით მაინც ჩამორჩნენ და მესამე ადგილზე დარჩნენ.

60-ათასიანი შარი

ნათელი მიზნის ქონა რომ აუცილებელია, ნახევარ’ფინალში გამოჩნდა: ავსტრალიამ 26 ქულით გააბურთავა ფიჯი, შტატებმა კი 31-ით ინგლისი! სერიის ახალმა ჩემპიონმა ბრინჯაოს მატჩი მაინც მოიგო, გალაღებულმა იანკებმა კი აფრიკისა და რაგბის სამშობლოს ჯობნა არ იკმარეს და ჩაროზად ოზებიც გააპამპულავეს * 45:22

ასე და ამგვარად, შტატებმა თასი პირველად შემართეს 136-ე ეტაპზე. გამოცხადდა, რომ 2018 წელს ისინი სან’ფრანცისკოსა და სან’ხოსეში შვიდკაცის "მსოფლიო თასსაც" უმასპინძლებენ, გუნდში კი ბლომადა ჰყავთ "ამერიკის სამოელები" და თავიანთივე ზანგები.

ფათერაკი შეემთხვა კენიელ ქოლინზ ინჯერას - კარიერის მე-200 ლელო რომ გაიტანა, გეტრიდან მარქერი დააძრო და ჩოგბურთელთა წაბაძვით, ავტოგრაფები დაასვა ბურთსა და ტელე’კამერის ლინზას. ამით მიამიტი ოსტატი 60-ათასიან შარში გაეხვია, რაკი ჩოგბურთელები თურმე შლად მარქერს ხმარობენ და არა მუდმივს!

პარიზი ამჯობინეს

"მსოფლიო რაგბს" საგაისო სერიის საბოლოო განრიგი ჯერ არ გამოუქვეყნებია, მაგრამ სვლაგეზი კი უკვე ჩამოქნა.

სიახლე საკმაოდაა:

(1) მენიუს დაემატა კანადის ეტაპი, რომელიც ვანქუვერში ჩატარდება.

(2) ავსტრალიაში ვეება სიდნიმ წაართვა ტურნირი კურორტ გოულდ’ ქოუსთს, აფრიკაში კი "დედა ქალაქმა" ქეიპ’თაუნმა - საზანგეთის გულს, პორთ ელიზაბეთს.

(3) ზე’რაგბული გარიგებით, იაპონიის ეტაპი გადაეცა აზიელ კონკურენტს, სინგაპურს, შვიდკაცის უმუღამო სამშობლოს - შოტლანდიას კი მახვებშმა ეშხიანი პარიზი ამჯობინეს.


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVI სეზონი (2014-15)

IX ეტაპი * 16-17/05 @ თვიქნემ (ინგ)

<< პულები (# მიწვეული)

(ა) ფიჯი 3-0, კანადა 2-1 / სამოა 1-2, არგენტინა 0-3
(ბ) ზელანდია 3-0, ავსტრალია 2-1 / უელსი 1-2, იაპონია 0-3
(გ) შოტლანდია 3-0, ინგლისი 2-1 / კენია 1-2, ბრაზილია# 0-3
(დ) შტატები 3-0, აფრიკა 2-1 / საფრანგეთი 1-2, პორტუგალია 0-3

<< მეოთხედ’ფინალი

ფიჯი (ა1) 19:7 აფრიკა (დ2)
შოტლანდია (გ1) 19:31 ავსტრალია (ბ2)
შტატები (დ1) 29:10 კანადა (ა2)
ზელანდია (ბ1) 17:21 ინგლისი (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

ავსტრალია 33:7 ფიჯი
შტატები 43:12 ინგლისი

<< ფინალი

ფარი (XIII) იაპონია 21:19 საფრანგეთი
ფიალა (IX) კენია 26:12 არგენტინა
სინი (V) ზელანდია 26:14 აფრიკა
ბრინჯაო (III) ფიჯი 26:12 ინგლისი
თასი (I) შტატები 45:22 ავსტრალია

<< შტატები

2 მატაი ლეუტა, 3 დანი ბარეთ, 6 ენდრიუ დურუთალო, 7 ფოლაუ ნიუა, 8 მაკა უნუფე, 10 მედისონ ჰიუზ^კაპ, 11 პერი ბეიქერ *
1 ქარლინ აილზ, 4 გერეთ ბენდერ, 5 სრეთონ პალამო, 9 ნეით ოგსპერჯერ, 12 მართინ იოსეფო * მწ) მაიქ ფრაიდი

მსფ7 2014-15 ჯამი გლქ დუბ პეზ ველ ლას ჰნკ ტოკ გლზ ლონ

1 ფიჯი 164 22 17 12 13 22 22 17 22 17
2 აფრიკა 154 15 22 22 17 17 17 19 13 12
3 ზელანდია 152 13 15 19 22 19 19 13 19 13
4 ინგლისი 132 17 10 10 19 12 10 22 17 15

5 ავსტრალია 120 10 19 17 12 13 13 7 10 19
6 შტატები 108 8 5 13 10 15 12 8 15 22
7 შოტლანდია 89 5 12 10 15 5 8 12 12 10
8 არგენტინა 80 12 13 15 7 7 10 2 7 7
9 კანადა 67 3 3 8 3 10 5 15 10 10
10 სამოა 64 19 8 2 2 5 15 5 3 5
11 საფრანგეთი 61 7 7 5 8 10 7 10 5 2
12 უელსი 55 10 10 5 5 2 5 5 8 5
13 კენია 46 2 2 7 10 8 3 1 5 8
14 პორტუგალია 28 5 5 3 5 3 1 3 2 1
15 იაპონია 21 1 1 1 1 1 2 10 1 3

# ბრაზილია 3 . 1 . . 1 . . . 1
# ამერ’სამოა 1 1 . . . . . . . .
# ბელგია 1 . . . . . 1 . . .
# ზიმბაბვე 1 . . 1 . . . . . .
# პაპუასეთი 1 . . . 1 . . . . .
# რუსეთი 1 . . . . . . . 1 .
# ჰონ’კონგი 1 . . . . . . 1 . .

ეტაპები: გოულდ ქოუსთ (ავს, დუბაი (არბ, პორთ ელიზაბეთ (აფრ, ველინგთონ (ზელ, ლას ვეგას (აშშ, ჰონკონგ (ჩინ, ტოკიო (იაპ, გლაზგო (შტლ, ლონდონ (ინგ)

ოთხი უკეთესი: ფიჯი, აფრიკა, ზელანდია, ინგლისი (ბრიტანეთი) გავიდა რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე;

საგაისოდ (2015-16) იაპონიის ნაცვლად შემოვიდა რუსეთი

ლელო

წელს: 47 სიბელო სენატლა (აფრ; 42 სავენათა რავათა (ფიჯ; 40 სემი კუნატანი (ფიჯ; 32 ქარლინ აილზ (აშშ, ქემერონ ქლარქ (ავს; 31 პამა ფოუ (ავს; 30 ჯო ვებერ (ზელ, სამოა ტოალა (სამ)

სულ: 230 სანტიაგო გომეს-კორა (არგ; 220 ბენ გოლინგზ (ინგ; 203 ქოლინზ ინჯერა (კენ; 188 დენ ნორთონ (ინგ; 179 ფაბიან იურის (აფრ; 161 მიკაელე პესამინო (სამ; 160 თიმ მიქელსონ (ზელ; 151 ენდრიუ თერნბელ (შტლ)

სერიის ჩემპიონი

ზელანდია 12 2000 2001 2002 2003 2004 2005 2007 2008 2011 2012 2013 2014
ფიჯი 2 2006 2015
აფრიკა 1 2009
სამოა 1 2010

თასის მფლობელი

1999-2015 (136 ეტაპი:
52 ზელანდია - 27 ფიჯი; 21 აფრიკა; 16 ინგლისი;
10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები

XVII სეზონი (2015-16)

1 დუბაი (არბ)
2 ქეიპ’თაუნი (აფრ)
3 ველინგთონი (ზელ)
4 სიდნი (ავს)
5 ვანქუვერი (კან)
6 ლას ვეგასი (აშშ)
7 სინგაპური (სნგ)
8 ჰონკონგი (ჩინ)
9 პარიზი (სფრ)
10 ლონდონი (ინგ)

@

Posted by: GiorgiG83 21 May 2015, 17:17
http://worldsport.ge/ge/page/119392_7-kaca-amsterdam-sevensze-miigebs-monawileobas

ამსტერდამის ტურნირი მოსკოვის გრანპრის მოსამზადებელი ეტაპი

1. ბახვა კობახიძე, ბათუმი
2. ნიკო აფციაური, ბოლნისის ყოჩები
3. დავით ლოსაბერიძე, აია
4. ბექა ურჯუკაშვილი, ლიმოჟი (სფრ.)
5. ზურაბ ძნელაძე, ლოკომოტივი
6. დიმიტრი კალანდაძე, ლოკომოტივი
7. შავლეგ მახარაშვილი, ბოლნისის ყოჩები
8. ლევან გოგოლაშვილი, ბოლნისის ყოჩები
9. ირაკლი გეგენავა , ბოლნისის ყოჩები
10. ირაკლი ყიასაშვილი, ლელო სარასენს
11. თორნიკე თეგეტაშვილი, რუსთავის ხარები
12. ლადო მიმინოშვილი, ბათუმი

ლოსაბერიძე, ურჯუკაშვილი, გოგოლაშვილი, თეგეტაშვილი, მიმინოშვილი - საინტერესო გამოსაცდელები იქნებიან

გეგენავა, ძნელაძე, მახარაშვილი - დიდად ვერ არიან სა-7-კაცო ნაკრების მოთამაშეები, უფროსწორად მხოლოდ მე-2 ხარისხოვნები

ბახვა, დიტო, ყიასა - არ მგონია რომ შეეთავსონ 7-კაცასუფროსწორად გეგენავა, ძლენლაძე, მახარაშვილზე უეკთ წარმოჩნდნენ

აფციაურზე ვერაფერს ვამბობ, საინტერესო სინჯი იქნება მისთვის

Posted by: xDavid_S 21 May 2015, 17:33
GiorgiG83
QUOTE
4. ბექა ურჯუკაშვილი, ლიმოჟი (სფრ.)

საინტერესოა

QUOTE
გეგენავა, ძნელაძე, მახარაშვილი - დიდად ვერ არიან სა-7-კაცო ნაკრების მოთამაშეები, უფროსწორად მხოლოდ მე-2 ხარისხოვნები

რაიო? მაგაზე მაგარი მოშვიდკაცე ადგილობრივებიდან რომელია???

Posted by: GiorgiG83 21 May 2015, 18:19
ადგილობრივაბიდან არავინ ამიტომაც მივაწერე - მე-2 ხარისხოვნები მეთქი smile.gif
ანუ ის რომ მარტო ამ კონტიგნტით ნაკრები კონკურენციის უუნაროა თუ ლეგიონებრები არ ემატებათ

ადგილობრივებიდან სწორედ ესენი არიან საუკეთესოები + ხმალაძე და ფრუიძე, რომლებიც ჯამში ნაკრებშI არიან მე-2 ხარისხოვნები როლის გათვალისწინებით

არა?

Posted by: xDavid_S 21 May 2015, 18:44
GiorgiG83
არა

ვინაიდან გეგენავა ჩვენი შვიდკაცა ნაკრების (თუნდაც ლეგიონერებით გაძეძგილი) ულაპარაკო დამწყებია

ჩემი აზრით, მეკო და გეგე ჩვენი მთავარი მეშვიდკაცეები არიან + ფრუიძე

Posted by: Lotkinski 22 May 2015, 11:19
საინტერესოა ფრუიძეს არ წაყვანა, ტრამვა ხომ არ აქვს?

Posted by: GiorgiG83 22 May 2015, 11:56
Lotkinski
არ მგონია, ეს უფრო მოსამზადებელი ეტაპია. ფრუიძე და ძნელაძე ბოლო დროს მუდმივად არიან 7-კაცაში, საკმაოდ კარგად ჩაჯდა ბიწაძეც (ლოკომოტივი), მაგ ლოგიკით არც ალ.ხუციშვილია (ყოჩები) და ლეგიონერების ან 7-კაცას ძირითადის შემადგენლობიდან მხოლოდ მახარაშვილი და გეგენავაა, ანუ არც ხამალაძეა ეროვნულიდან.

ვიტომ თუ მოიშუშა ტრავმა შესაძლებელია 7-კაცას გრანპრებში მიაღბინონ მონაწილეობა, ფორმასაც აღიდგენს, არ მგონია მეკო და ბუკა გამოძახონ, (ზიბო და მაჩხო 7-კაცაში მორჩა) არის შანსი რომ თოდუას ისევ უხმონ ოროგორც ადრე, სადღაც მალაღურასაც.
ნაკრების რომელიმე 9 ნომრის გამოცდა იქნებოდა კარგი
და ალბათ იმ ფლანკერის რომელიც სანაკრებო კანდიდატა

საერთოდ ადრეც მითქვამს და ახლაც ვამბობ 7-კაცა ერთგვარი ბაზისიც უნდა იყოს ეროვნულისთვის

Posted by: giorgi77 24 May 2015, 22:09
შვიდკაცას ვულოცავ გამარჯვებას ამსტერდამის ტურნირზე.

გუშინ ერთი მარცხის მიუხედავად დღეს ყველა თამაში მოიგეს up.gif

http://office.amsterdamsevens.com/Public/Matches.aspx


Posted by: clifford 24 May 2015, 22:19
გილოცავთ ყველას, ძალიან ძალიან გვახარებენ ბიჭები

Posted by: dadetor 25 May 2015, 03:13
ეჰ რა დრო იყო მეკო 7კაცას უბერავდა
მოკლედ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ამ სახეობას თორე ვერ წავალთ ასე წინ ოლიმპიური სახეობაა ვოლოსდაბოლოს

Posted by: Lotkinski 25 May 2015, 11:43
QUOTE
გილოცავთ ყველას, ძალიან ძალიან გვახარებენ ბიჭები



ვუერთდები მილოცვას

Posted by: ratomac aRa 25 May 2015, 14:31
QUOTE
http://office.amsterdamsevens.com/Public/Matches.aspx


რა არის ეს არაფერი არ წერია

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 25 May 2015, 15:29
მე-13 ადგილი დავიკავეთ’ო =
მოვიგეთ სანუგეშო ნაკვეთი

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 26 May 2015, 16:48
რიო 2016 (შესარჩევები)

ცოტათი გამარკვია საეჭვო ნიქიანმა გურუმ "მეორე დონის" ფორმუზე

1) 2015 ევრო’სერიის (3 ეტაპი) ჩემპიონი მიდის 2016 რიოში (ბრიტანელები ქესტუმ!)

2) მეორე ადგილოსანი გადის 2016 გლობალ’რეპეშაჟში, რომლის ჩემპიონიც მიიღებს რიოს ბოლო, მე-12 საგზურს

3) 2015 ევრო’სერიის ყველა სხვა გუნდს (მინუს ბრიტანელები) ემატებიან მეორე და მესამე ევრო’დონის ლიდერები
ესე გროვდება 12 გუნდი ლისაბონში და ამათგან სამი მოწინავეც გადის 2016 გლობალ’რეპეშაჟში

4) ჰოდა, თუ მარტო ევროპიდან მაგ გლობალ’რეპეშაჟში 4 გუნდია, სხვა ხუთ რეგიონს აღარ ერგება თითო ან ორი ადგილი?

ეგრე ნაღდად მოგროვდება 12 გუნდი და შეიძლება 16’ც!

Posted by: giorgi77 4 Jun 2015, 19:59
ამ უქმეებზე მოსკოვის შვიდკაცას თამაშებს რუსული არხი სპორტ-1 გადმოსცემს, ამიტომ ვისაც აქვს ეს არხი შეძლებთ ყურებას.




Posted by: Lotkinski 6 Jun 2015, 09:36
QUOTE
ამ უქმეებზე მოსკოვის შვიდკაცას თამაშებს რუსული არხი სპორტ-1 გადმოსცემს, ამიტომ ვისაც აქვს ეს არხი შეძლებთ ყურებას



http://www.rugby.ru/new/videotranslyaciya-etapa-evropejskoj-gran-pri-serii-po-regbi-7-v-moskve.html




ესეც ლინკი, დაახლოებით საათნახევარში იწყება. მთლა უძლიერესი შემადგენლობით ვერ ვართ წასული, იმედი მაქვს ბოლო ოთხეულში არ შევალთ. წარმატებები ჩვენს ბიჭებს
* * *
აუ რა პატარა ჩათვლის მოედანი აქვთ, სირცხვილია პროსტა აქ თამაში.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Jun 2015, 11:18
QUOTE
ჩათვლის მოედანი

რა არის? ჩა’მო თუ ჩათ’მო?

Posted by: bulbula1986 6 Jun 2015, 11:25
ლუკასა და ნიკოს მამა

ძია ზაალ სტრიმი იქნება დღევანდელი თამაშის?
* * *
QUOTE
ლუკასა და ნიკოს მამა

ძია ზაალ სტრიმი იქნება დღევანდელი თამაშის?


ააა, ვნახე კავშირის საიტზე smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Jun 2015, 11:44
მგონი ეს სტადიონია = ძეცკი გარადოკ

1957 წლის 8 აგვისტო

რუმინეთი (6:3 ჰლანეჰლი)

Posted by: crusaders 6 Jun 2015, 12:03
https://www.youtube.com/watch?v=YQlBQME7xzY

ჩვენები გამოდიან

Posted by: Qutaiso 6 Jun 2015, 12:11
ფეხს რატო არ ურტყამენ ჯარიმიდან ჩვენები?

კაით რა...

მაგ არ დარტყმულ ჯარიმას მოყვა ახლა ეგ ლელო
რაღაც დაიღალესავით ჩვენები
მიზერული შანსი გვააქ რომ მვიგოთ

Posted by: ქაშიბაძე 6 Jun 2015, 12:20
7 ნომერი ვინაა

რად უნდოდა იქ პასი facepalm.gif

შკინინია ხო მგონი

Posted by: Qutaiso 6 Jun 2015, 12:25
წაგებასაც ხომ უნდა იმსახურებდე რაა... ძალით გაიჩალიჩეს რასაც ქვია რა sad.gif
7 კაცას ფეხის დამრტყმელი რომ არ ეყოლება drug.gif

Posted by: giorgi77 6 Jun 2015, 12:27
3 ნომერი ზარალი...... იქით გარბის სადაც მისიანი არავინაა და მოწინააღმდეგე ელოდება... ეტყობა რაღაცა ახალი ტაქტიკაა...

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Jun 2015, 12:34
სწორი ნომრები
@ უელსთან ვინც დაიწყო


საქართველოს შვიდკაცა
მოსკოვი 2015

1 ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი) @
2 ბახვა კობახიძე (ბათუმი) @
3 ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები) @
4 ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე, რუმინეთი)
5 შალვა მახარაშვილი (ყოჩები) @
6 დიმიტრი კალანდაძე (ლოკომოტივი)
7 გიორგი შკინინი (ლოკომოტივი) @
8 ნიკო აფციაური (ყოჩები) @
9 საბა შუბითიძე (ჯიქი)
10 ბექა ბებიაშვილი (ხარები)
11 ირაკლი გეგენავა (ყოჩები) @
12 ლადო მიმინოშვილი (ბათუმი)
= ლაშა ფოფხაძე (ლოკომოტივი)

ნოდარ ანდღულაძე (მენეჯერი)
კახაბერ ალანია (მთავარი მწვრთნელი)
ზაალ ლეჟავა (მწვრთნელი)
პავლე ჯიმშელაძე (მწვრთნელი)
სანდრო ჭეიშვილი (ვიდეო ანალიტიკოსი)
ვახტანგ წიკლაური (ექიმი)
ივანე ერგემლიძე (მაწრთობი)

Posted by: bulbula1986 6 Jun 2015, 12:41
ისე მეკო მაგარია შვიდკაცაში და წაეყვანათ

Posted by: davita_1977 6 Jun 2015, 12:45
არ იციან რა ჩვენებმა თამაში ამ შვიდკაცასი ძალიან პრიმიტიულ შეცდომებს უშვებენ თორე მონდომებით ორჯერ მონდომებულები არიან ჭკუით ვაგებთ სამწუყაროდ და სხვა არაფრითsad.gif

Posted by: otia-83 6 Jun 2015, 12:47
პორტუგალია მაგრად უბერავს. კარგი გუნდი ყავს.

...................................

Posted by: Qutaiso 6 Jun 2015, 12:48
davita_1977
QUOTE
არ იციან რა ჩვენებმა თამაში ამ შვიდკაცასი ძალიან პრიმიტიულ შეცდომებს უშვებენ თორე მონდომებით ორჯერ მონდომებულები არიან ჭკუით ვაგებთ სამწუყაროდ და სხვა არაფრით

მართალია.. შესაბამისად მწვრთნელი... კომპეტენცია დგება საკითხის ქვეშ.. რომელიმე სამოელი გვნდა ან ფიჯელი რომელიც კვალიფიკაციური იქნება საკითხში და იმ ხელფასზე იმუშავებს რაზეც ალანია მუსაობს.. და ალანია დამხმარედ... ყველაფერი გამოსწორებისკენ წავა...

otia-83
http://www.rugbyeurope.eu/group-248.htm

Posted by: otia-83 6 Jun 2015, 12:53
ისეთი საიტი ხომარ გეგულებათ სადაც ეწერება ვის მერე ვინ გამოდის და რომელი თამაში რა შედეგით დამთავრდა? ერთგვარი ტურნირის ბადე.
* * *
Qutaiso
გაიხარე მადლობა.

............................................

Posted by: giorgi77 6 Jun 2015, 13:07
გერმანელი სპეციალისტები მოვიწვიოთ შვიდკაცაში ის დროა მგონი....

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Jun 2015, 13:18
http://m.rugby.ge/ka-GE/tables/
პირველი რაუნდის შემდეგ გარეთა ვართ = მეცხრეზე (უარესი მესამე)


* * *
ახლა პაუზაა ორამდე (14.00)
ჩვენი თამაშით განახლდება

Posted by: otia-83 6 Jun 2015, 14:18
საშინელ დღეში ჩაგვაგდეს ფრანგებმა sad.gif

.......................................

Posted by: SGG 6 Jun 2015, 14:21
ტყილად გაქვთ მოლოდინები შვიდკაცისგან.

ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება შეუძლებელია და საქართველოს ჩემპიონატის ხალხით,შედეგი არასოდეს იქნება. ძალიან სუსტები არიან.

ახალგაზრდა,გამოსაცდელი ბიჭებისთვის კარგი ვარიანტია და მაგისთვის უნდა გამოვიყენოთ.

Posted by: gochela1 6 Jun 2015, 14:27
იქნებ ანაგარიშიც მიგეწერათ,თორემ ვერ გავიგე "საშინელ დღეში" რამდენით რამდენია

Posted by: rugby 4 life 6 Jun 2015, 14:48
gochela1
ანგარიშს მნიშვნელობა არ აქვს ისე ცუდად ითამაშეს...

SGG
ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ გერმანია როცა შენზე უკეთესად თამაშობს...
არამგონია ჩვენზე მაღალი დონის ჩემპიონატი ქონდეთ...
მე დიდად 7 კაცას მოყვარული არ ვარ, მაგრამ მეწყინა ისე ცუდად ითამაშეს...
მე საერთოდ ვერ ვხედავ მიზეზს საერთოდ რატომ ვფაფხურობთ ამ სახეობაში...
ოლიპიადაზე ვარსკვლავებს ვერასდროს ვერ მოვწყვეტთ და 15 კაცას "უნიონს" შევსება საერთოდ არ მოსდის...
პირიქით უნიონიდან მიყავთ ხალხი 7 კაცაში...
აგერ ირლანდიას რამდენად მეტი რესურსი, მოთამაშე და ფინანსები აქვს, მაგრამ სულ მწვანე ფეხებზე კიდიათ შენი 7 კაცა...

Posted by: SGG 6 Jun 2015, 14:58
rugby 4 life
QUOTE
არამგონია ჩვენზე მაღალი დონის ჩემპიონატი ქონდეთ...


ჩემპიონატი არაფერ შუაშია ამ შემთხვევაში.
ბეკების უნარებია აქ გადამწყვეტი. 15 კაცაში გერმანიას ხაზში ვჯობივართ ნაკრების ძირიტადი წევრებით, თორე საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეებით(ძირითადის წევრების გარეშე,),ნაღდად ვერ ვჯობივართ.

Posted by: otia-83 6 Jun 2015, 15:07
რადიკალურადაა შესაცვლელი ეროვნულ ჩემპიონატში თამაშის ხარისხი განსაკუთრებით უკანა ხაზში. სწრაფ თამაშს უნდა მიაჩვიონ ბიჭები თორე მალე ყველა დონეზე დავიჩაგრებით ამ კომპონენტის გამო. ამავე მიზეზის გამო არ მიყავთ ჩვენი უკანახაზელები საშუალო და მაღალი დონის კლუბებს. ძალიან დავალი სტანდარტი გვაქ.

უნდა ჩამოიყვანონ ზელანდიელი სპეციალისტები და აქ გადაამზადებინონ ჩვენი მწვრთნელები, თან კლუბებსაც მიამაგრონ პერიოდულად. სხვანაირად ამის გამოსწორება ვერ წარმომიდგენია sad.gif

Posted by: Qutaiso 6 Jun 2015, 15:43
10 კაცაა შემმოსაღები


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Jun 2015, 15:47
QUOTE
აგერ ირლანდიას რამდენად მეტი რესურსი, მოთამაშე და ფინანსები აქვს, მაგრამ სულ მწვანე ფეხებზე კიდიათ შენი 7 კაცა...

აღარ ჰკიდიათ = აღადგინეს ნაკრები

დღეს და ხვალ თამაშობენ ზენიცაში, ჩვენზე სამი დონით დაბლა

კომედიაა და წელსვე (!) ავლენ მეორეში = ზაგრები 20-21 ივნისი

მაგასაც მოიგებენ და 18-19 ივლისს ლისაბონის რეპეშაჟში შეგვეყრებიან

თუ მანდ უკეთეს სამში დააფინიშეს = დიდი შანსია!
გაისად მსოფლიო რეპეშაჟში ჩაებმებიან (ბოლო, მე-12 საგზურისთვის)

@

Posted by: jjj 6 Jun 2015, 15:52
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 6 Jun 2015, 11:47 )
QUOTE
აგერ ირლანდიას რამდენად მეტი რესურსი, მოთამაშე და ფინანსები აქვს, მაგრამ სულ მწვანე ფეხებზე კიდიათ შენი 7 კაცა...

აღარ ჰკიდიათ = აღადგინეს ნაკრები

დღეს და ხვალ თამაშობენ ზენიცაში, ჩვენზე სამი დონით დაბლა

კომედიაა და წელსვე (!) ავლენ მეორეში = ზაგრები 20-21 ივნისი

მაგასაც მოიგებენ და 18-19 ივლისს ლისაბონის რეპეშაჟში შეგვეყრებიან

თუ მანდ უკეთეს სამში დააფინიშეს = დიდი შანსია!
გაისად მსოფლიო რეპეშაჟში ჩაებმებიან (ბოლო, მე-12 საგზურისთვის)

@

ბრიტანეთი ხომ ისედაც ერთი გუნდით გადის ოლიმპიადაზე???

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Jun 2015, 16:07
ირლანდია ბრიტანეთი არაა, ცალკე ოლიმპიური კომიტეტი ჰყავს

Posted by: huligan 6 Jun 2015, 16:29
დავეშვით ბოლოზე

# მიმდინარე განთესვა ხვალისთვის
^ პირადი მოგებით

# ა მ-წ სხვ
1 სფრ 2-0 +87
4 უელ 2-0 +15
9 რუმ 0-2 -41
12 საქ 0-2 -61

# ბ მ-წ სხვ
2 პორ 2-0 +31
5 ინგ^ 1-1 +8
7 ლიტ 1-1 -9
10 ბელ 0-2 -30

# გ მ-წ სხვ
3 რუს 2-0 +17
6 გერ^ 1-1 -9
8 ესპ 1-1 +23
11 იტა 0-2 -31


Posted by: giorgi77 6 Jun 2015, 16:30
შვიდკაცა "ცდიან"-ის რეჟიმშია მგონი ბოლო 10 წელი. ფაქტია რომ უსისტემო და უმეთოდო ნაკრები გვყავს შედეგიც შესაბამისია... ჩვენი საქმე თუ არაა შვიდკაცა, რასაც მე არ ვეთანხმები პირადად, საერთოდ უარი ვთქვათ მაგ სახეობაზე ჯობია... ასეთ გამოსვლას ნაღდად ჯობია არ გამოხვიდე.

დიდი რაგბისთვის მოთამაშეების გამოსაცდელად არის სხვა საშუალებებიც... მზარდი ნაკრები, ასაკობრივი ნაკრებები...

Posted by: dadetor 6 Jun 2015, 16:48
მოკლედ შვიდკაცას ვერ ეშველა!! იქნებ დროა შეიცვალოს მწრთვნელი მომზადების წესი ! ცოტა მეტი ყურადღება ეომ მიექცეს ვერა?

Posted by: rugby 4 life 6 Jun 2015, 16:54
SGG
მეც მაგას ვიძახი ჩემპიონატი არაფერ შუაშია...
ბირთვი ვერ ჩამოყალიბდა 7 კაცა ნაკრების, ხან ლეგიონერები, ხან შიდა მოთამაშეები, გაუთავებელი როტაცია...
ან საერათოდ რამეში გვჭირდება 7 კაცა? სარგებლობა 15 კაცას აქედან არაფერი...
ვერ ვითარდებით, ჩემი აზრით რეგრესი გვაქვს...
ამ ნაკრების შენახვაში ფინანსური რესურსი იხარჯება და შედეგი?
ვითარდებით 15 კაცაში, რაც უფრო წინ წავალთ, უფრო მეტი სახსრების აუცილებლობა დადგება, უმჯობესი იქნებოდა მთელი რესურსი 15 კაცას მოხმადეს...
არ გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება რომ 7 კაცას და 13 კაცას განვითარებაზე ვიფიქროთ...
ჩემი სუბიექტური აზრიათ რაგბი ლიგა უფრო მეტ სარგებელს მოგვიტანს, მაგრამ 13 კაცას განვითარება ისეთივე უტოპიაა დღევანდელ რეალობაში, როგორც 7 კაცაში ოლიმპიადაზე საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლქ

Posted by: giorgi77 6 Jun 2015, 17:07
3 ნომერს რა უნდა ნაკრებში? ან რაღა დროის რიჟას შვიდკაცაა.... გაუგებრობაა მგონი შვიდკაცას თავს

Posted by: Qutaiso 6 Jun 2015, 17:19
მგონი მსაჯი გვწყალობდა ან რუმინელები იჩალიჩებდნენ ძალით

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Jun 2015, 17:28
თუ რამე სასწაული არ მოხდა,
99.9% ვიქნებით უარესი მესამე და
ხვალ ვითამაშებთ ფიალაზე @ 12.28 საქ

Posted by: huligan 6 Jun 2015, 18:55
ბოლო თამაშია იწყება,
მაგრამ უკვე გაირკვა სუსტების საკითხი

კვირას, ფიალის ნახ’ფინალში

12.28 #9 საქ - #12 რუმ
12.50 #10 ბელ - #11 იტა

15.40 მე-11 ადგილი
16.02 მე-9 ადგილი = ფიალა




Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Jun 2015, 19:26
სრულად


Day 1 ended this way

# A W-L Diff

1 FRA 3-0 +129
6 WAL 2-1 -27
9 GEO 1-2 -51
12 ROM 0-3 -51

# B W-L Diff

2 POR 3-0 +50
4 ENG 2-1 +22
8 LTH 1-2 -28
10 BEL 0-3 -44

# C W-L Diff

3 RUS 3-0 +36
5 GER 2-1 +10
7 SPN 1-2 +4
11 ITA 0-3 -50


Day 2 Schedule = compare with RE vesrion when it's done
http://www.rugbyeurope.eu/group-248.htm

Sun 7/06 @ Moscow (UTC+3)

CUP/PLATE Quarters

M19 10.00 #1 FRA - #8 LTH
M20 10.22 #2 POR - #7 SPN
M21 10.44 #3 RUS - #6 WAL
M22 11.06 #4 ENG - #5 GER

BOWL Semis

M23 11.28 #9 GEO - #12 ROM
M24 11.50 #10 BEL - #11 ITA

PLATE Semis

M25 13.12 L M19 - L M22
M26 13.34 L M20 - L M21

CUP Semis

M27 13.56 W M19 - W M22
M28 14.18 W M20 - W M21

Finals

M29 14.40 L M23 - L M24 11.
M30 15.02 W M23 - W M24 9. BOWL

M31 15.54 L M25 - L M26 7.
M32 16.16 W M25 - W M26 5. PLATE

M33 16.43 L M27 - L M28 3.
M34 17.05 W M27 - W M28 1. CUP

@

Posted by: SGG 6 Jun 2015, 19:33
rugby 4 life

შეშვებით რატო უნდა შევეშვათ?

მსოფლიოს ჩემპიონატებს სულ ვთამაშობთ და თუნდაც მაგიტომ ღირს ტამაშI.

ბევრ სახეობაში გავდივართ მსოფლიოზე?

უბრალოდ, დღევანდელი შიდა ცემპიონატის რესურსით, მაღალი შედეგები გამორიცხულია.

პლუს,მოთამაშეებისთვის სარგებელი მაინც მოაქვს. უარესი სიტუაცია იქნებოდა,მაგის გარეშე. მაგალითად,ფრუიძემ თუ დაიმკვიდრა ნაკრებში ადგილი,შვიდკაცას წვლილიც იქნება მაგაში.

13 კაცას რაც შეეხება, სხვა სპორტის სახეობაა,სხვა მმართველი ორგანო ყავს და მაგის განსავითარებლად,კავშირი ვერ იზრუნებს. კოnკუნრეტი სპორტის სახეობაა.

თუმცა,რაღაც რომ უნდა შეიცვალოს,ფაქტია. ერთ ადგილს ვტკეპნით. მაგრამ თავის დანებებაზე საუბარი,ზედმეტია.

ზოგადად,ბეკების პრობლემა მისახედია. პლუს, მძლეოსნობის. მძლეოსნობის სპეციალისტებია საჭირო. ნუ ეგ ზოგადად ქვეყნის პრობლემაა.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Jun 2015, 11:26
დღეს ამ ბმულზეა



ჩვენი განრიგი

ფიალის ნახ’ფინალი

12.28 #9 საქ - #12 რუმ
12.50 #10 ბელ - #11 იტა

15.40 მე-11 ადგილი
16.02 მე-9 ადგილი = ფიალა


Posted by: donmixo777 7 Jun 2015, 12:15
ისე ამ უელსმა ჩვენ მოგვიგო? drug.gif

გაარღვია (არღვევს) ეხლა უელსი რუსეთმა.... მეორე ნახევარია და 24-0 იგებენ რუსები
* * *
სპორტ1 აჩვენებს პირდაპირს დღეს ჩვენს თამაშს..... (რუსული სპორტ1)



24-0 მოიგო რუსეთმა.....



ეხლა ინგლისი- გერმანია იწყება და ამ თამაშის მერეა მგონი ჩვენი....
* * *
........

........
ინგლისი - გერმანია 29-12...... (საბოლოო ანგარიში)
* * *
დაიწყო.....საქართველო - რუმინეთი........

....
* * *
დავდეთ ლელო და გარდასახვა გავაცუდეთ......

5-0


პირველი ნახევარი დამთავრდა....
* * *
აუ რა სუფთა ლელო არ ჩაგვითვალეს.....


ამის დედაც ჯეკ


არადა გამეორებაზე გამოჩდა რომ არ დაუბიჯებია აუტის ხაზზე ფეხი ჩვენიანს....


და რიჟამ მაინც დაალელოვა...
გარდასახვა დავარტყით ისეთი რომ ...... სამარცხვინო.... facepalm.gif

10-0

და დარჩა ნახევარი წუთი....
* * *
გაგვიტანა რუმინეთმა ლელო და გარდასახა კიდეც......

10-7


* * *
რიჟამ გაიბრწყინა კიდე

კიდე ერთი ლელო... სღოლ რიჟა....


15-7 საბოლოო ანგარიში

Posted by: Dr NULL 7 Jun 2015, 13:00
გარდასახვას პრინციპულად არ ვურტყამთ?

Posted by: SGG 7 Jun 2015, 13:00
აუ,ეს რა იყო smile.gif

ჩვენი და რუმინეთის თამაში იყო,შვიდკაცას შეურაცხყოფა biggrin.gif

Posted by: GIORGI112 7 Jun 2015, 13:01
ჩვენ და რუმინეთი საოცარ 7 კაცას ვყომარობთ biggrin.gif

Posted by: Lotkinski 7 Jun 2015, 13:01
QUOTE
გარდასახვას პრინციპულად არ ვურტყამთ?



ეტყობა ბუცები უკუღმა აცვიათ, ან ეს ბოლო გარდასახვა რა სასწაული რამე იყო biggrin.gif

Posted by: Dr NULL 7 Jun 2015, 13:20
QUOTE (Lotkinski @ 7 Jun 2015, 13:01 )
ეტყობა ბუცები უკუღმა აცვიათ, ან ეს ბოლო გარდასახვა რა სასწაული რამე იყო biggrin.gif

ეხლა გასაგებია, ბუცების ბრალი ყოფილა, თორემ მე დაგინებული მეგონა biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Jun 2015, 13:22
ფიალის ფინალში (IX ადგილი)
ოთხზე (16.02 საქ) ვეთამაშებით ბელგიას

Posted by: jjj 7 Jun 2015, 13:50
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 6 Jun 2015, 12:07 )
ირლანდია ბრიტანეთი არაა, ცალკე ოლიმპიური კომიტეტი ჰყავს

ხოოო, ავიჭერი მაგრად smile.gif ისე ჩრდ. ირლანდია არ თამაშობს რაგბს?

Posted by: SGG 7 Jun 2015, 13:55
jjj
QUOTE
ისე ჩრდ. ირლანდია არ თამაშობს რაგბს?


ალსტერი ბელფასტის გუნდია.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Jun 2015, 16:25
14:12 ვძლიეთ ბელგია და ავიღეთ ფიალა

Posted by: giorgi77 7 Jun 2015, 16:26
პატარა თასს გამოვკარით ხელი... ბელგიამ ბოლოს მაგარი შეცდომები დაუშვა.

ამ ნაკრებიდან გეგენავას დავტოვებდი 100%. 3 ნომერი გაუგებრობაშია მოხვედრილი, ორჯერ ისე გაატარა ბელგიელი... როგორც არაფერი, თან ბელგიელი მოსეირნობდა.

Posted by: iverieli 7 Jun 2015, 16:45
გეგენავა მომეწონა. რიჟა ბებერი მგელია. ყოჩაღ ბიძინას bis.gif bis.gif bis.gif

გოშაც რო წაგვეყვანა კარგი იქნებოდა. იქნებ უალსთანაც არ წაგვეგო

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Jun 2015, 18:05
QUOTE
გოშაც რო წაგვეყვანა კარგი იქნებოდა. იქნებ უალსთანაც არ წაგვეგო

გვყავდა და სწორედ რომ უელსთან, მეორე ტაიმის შუაში, თვალში მოხვდა = დაუსივდა და მეტად აღარ უთამაშია

Posted by: giorgi77 7 Jun 2015, 21:24
ბატონო ზაალ, ადგილები როგორ ითვლება გამარჯვების მიხედვით თუ საერთო ქულებით და სხვაობით?

აგერ აქ მეშვიდეზე ვართ, მაგრამ ფიალა მოვიგეთ მეცხრე ადგილით?


Posted by: donmixo777 7 Jun 2015, 22:58
არადა ეს შაკალი რუსები მაგარს თამაშობდნენ.... gigi.gif

უელსს ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ ,,კუდით ქვა ასროლინეს".... ეს იმ უელსს ჩვენ რომ მოგვიგო.... baby.gif

Posted by: GiorgiG83 8 Jun 2015, 09:58
რაც 7-კაცა ოლიმპიური სახეობა გახდა ბევრმა დიდი ყურადღება მიაქცია,ჩვენც მალე მოვიცლით 7 -კაცასთვს... smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Jun 2015, 10:37
QUOTE
ადგილები როგორ ითვლება

ლოგიკურად, მე-9 ადგილი დავიკავეთ

ხოლო ადმინის ცხრილი კიდევ ერთი დასტურია მაგ პირის უვარგისობისა

Posted by: xDavid_S 8 Jun 2015, 10:49
ლუკასა და ნიკოს მამა
ბ-ნო ზაალ მომავალი წლის ალაფის მონახაზი ხომ არ იცით?

შარშან ჩამოქვეითებული ფიჯი წელს ავტომატურად დაუშვეს ალაფაზე
მომავალ წელს ერთმანეთში უნდა ითამაშონ ალაფაზე დასაშვები საკვალიფიკაციო ფიჯიმ და ტონგამ?
როგორც აშშ/კანადა იყო წელს

ევროპიდან ისევ ორ გუნდს დაუშვებენ ალაფაზე?
წლევანდელი 19წ ევროპის ჩემპიონატი სადაა?
ოქტომბერში ჩვენ მაინც ვითამაშებთ ტურნირგარეშე?
საერთაშორისო გამოცდილება არ აწყენდათ ბიჭებს

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Jun 2015, 11:06
QUOTE
მომავალი წლის ალაფის მონახაზი

თ2 ფორუმიდან: ზიმბაბვეს აძლევენ და 12 გუნდი იქნებაო

ევროპისა არაფერი გამიგია

Posted by: xDavid_S 8 Jun 2015, 11:29
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
თ2 ფორუმიდან: ზიმბაბვეს აძლევენ და 12 გუნდი იქნებაო

საინტერესოა

აზია: იაპონია-ჰონკონგი
ზღვისრეთი: ტონგა-ფიჯი
ჩრდ. ამერიკა: კანადა-აშშ
სამხ. ამერიკა: ურუგვაი-ჩილე
ევროპა: პორტუგალია-რუსეთი
აფრიკა: ნამიბია-კენია

Posted by: xDavid_S 12 Jun 2015, 09:48
ლუკასა და ნიკოს მამა
ბ-ნო ზაალ

ჩვენი შვიდკაცა ქვეყნის რანგით მეორე ნაკრებია?

ანუ ჯერ 15-კაცა ბორჯღალოსნები და მერე 7-კაცა ბორჯღალოსნები?

თუ მეორე "მზარდი" საქართველოა?
QUOTE
მათეს (Matt Janney) ეტყობა რომ კარგი ბიჭია, მაგრამ 7-კაცა არ აქვს ნათამაშები.
ის მილტონ ჰეიგსაც აინტერესებს და დავაკვირდებით.
რადგან თუნდაც 7-კაცა გუნდში საქართველოს ნაკრებში ექნება დებიუტი, საბოლოოდ ჩვენი გახდება და ვეღარავინ წაგვართმევს


Posted by: iverieli 12 Jun 2015, 11:02
ესეც საინტერესო ამონარიდი სტატიიდან , უკვე დაუმთავრებია სწავლა smile.gif ყოჩაღ რო საქართველოთი დაინტერესდა

მათემ წელს დაამთავრა ოქსფორდი და გამოცდები ჰქონდა, რის გამოც ამსტერდამში და მოსკოვში ვერ წავიყვანეთ - მან არჩია ჯერ გამოცდებისთვის მიეხედა და მერე რაგბისთვის მეტი დრო დარჩებოდა. ჯეინის წინაპრები - ჯანაშვილები, საქართველოდან 1921 წელს კომუნისტურ რეჟიმს გაექცნენ, ბაბუამისი გარკვეული პერიოდი თურქეთში ცხოვრობდნენ და საბოლოოდ ინგლისში დასახლდნენ. ის ახლა 22 წლისაა. დაინტერესება ფაქტობრივად ორივე მხრიდან ერთდროულად მოხდა. როდესაც ჩვენ დავიწყეთ მასზე ინფორმაციის მოძიება, ისიც გამოვიდა ჩვენთან კონტაქტზე, ძალიან უნდა საქართველოს სახელით თამაში. მათეს ეტყობა რომ კარგი ბიჭია, მაგრამ 7-კაცა არ აქვს ნათამაშები. ის მილტონ ჰეიგსაც აინტერესებს და დავაკვირდებით. რადგან თუნდაც 7-კაცა გუნდში საქართველოს ნაკრებში ექნება დებიუტი, საბოლოოდ ჩვენი გახდება და ვეღარავინ წაგვართმევს.

http://www.worldsport.ge/ge/page/120830_kaxa-alania-mizani-lisabonshi-warmatebit-tamashia

Posted by: ჯუან 12 Jun 2015, 11:05
7 კაცა რაგბში ტაიმი რამდენ წუთიანია? smile.gif
არ დამცინოთ ოღონდ კითხვისთვის smile.gif smile.gif


QUOTE
ალიან უნდა საქართველოს სახელით თამაში. მათეს ეტყობა რომ კარგი ბიჭია, მაგრამ 7-კაცა არ აქვს ნათამაშები. ის მილტონ ჰეიგსაც აინტერესებს და დავაკვირდებით. რადგან თუნდაც 7-კაცა გუნდში საქართველოს ნაკრებში ექნება დებიუტი, საბოლოოდ ჩვენი გახდება და ვეღარავინ წაგვართმევს.

აუ ეთამაშებინა ეროვნულში რა smile.gif

Posted by: crusaders 12 Jun 2015, 11:08
QUOTE
7 კაცა რაგბში ტაიმი რამდენ წუთიანია?

ორი 7 წუთიანი ტაიმია

Posted by: iverieli 12 Jun 2015, 11:08
ჯუან
7 წუთიანი ტაიმებია.

Posted by: otia-83 12 Jun 2015, 12:23
„კარგია, რომ მეთს 7-კაცას შემადგენლობაში ვიხილავთ ლიონში. ამით მის შესაძლებლობებს ბევრად უკეთესად შევაფასებთ. იგი ერთი კვირაა რაც შევარდენზე ბორჯღალოსნებთან ერთად შეკრებაზე იმყოფება და მან ჩვენზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

„ჩვენი წესებით ეროვნული გუნდის კანდიდატაც, რომ განვიხილოთ ვინმე, მან ჯერ სხვა ფორმაციის ნაკრებებში მაინც უნდა ითამაშოს. მეთის 7-კაცაში ასპარეზობაც ამ მიზანს ემსახურება, მანამ მასზე, როგორც ეროვნულის კანდიდატზე დავიწყებდით ფიქრს, ვნახოთ 7-კაცაში როგორ ითამაშებს.“ განაცხადა მილტონ ჰეიგმა, ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა.

http://site.rugby.ge/ka-ge/news-view/?newsid=4529&callerModID=17364

მშვენიერი შეფასება.
შუამარბიაო, არადა 11-14-ზე მქონდა იმედი smile.gif

Posted by: jora84 12 Jun 2015, 13:10
ჯუან


ჰა ჰა biggrin.gif alk.gif

7 წუთი თითო ტაიმი

Posted by: giorgi77 12 Jun 2015, 16:30
მშვენიერია, იმედია კარგად წარმოაჩენს თავს ახალწვეული ინგლისიდან

Posted by: sandrikia 12 Jun 2015, 16:33
კაია წარმატებები ვუსურვოთ. იმედია კარგად წარმოაჩენს თავს!!

Posted by: The_mad_Floki_Brother 12 Jun 2015, 17:01
7 კაცას არასდროს ვუყურებ ხოლმე და საერთოდ არ ვიცი რა ხდება. ჰო და ჩემი თხოვნა იქნება დამაკვალიანოთ ცოტა... რა ტურნირია ახლა, ზუსტად რა დღეებში და რომელ საათებში ვთამაშობთ.
მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: guriaaa 12 Jun 2015, 18:47
QUOTE (xDavid_S @ 12 Jun 2015, 09:48 )

მათეს (Matt Janney) ეტყობა რომ კარგი ბიჭია


ვაააა, მათე ჯანაშვილი = Matt Janney ემა უოტსონის ყოფილი ბოიფრენდი ყოფილაsmile.gif შარშან დაშორებულან...

ჰერმიონ გრეინჯერის ჰარი პოტერიდან smile.gif

შარშანწინ სოფია კოპალას The Bling Ring-იც ითამაშა მარა რაღაცა არ მომეწონა, ისე სუპერ გოგოა

http://pix.ge/


http://pix.ge/

მოკლედ საზოგადოებრივ მაუწყენებელს თუ ვერ მოერევით = არ იდარდოთ, ქართულ რაგბს აწი...ასათიანის და ხოფერიას "შოუები" გარანტირებული აქვს
biggrin.gif

Posted by: otia-83 12 Jun 2015, 23:49
სტრიმზე ხომარაფერი გაირკვა? ხომარ იცით ვინმემ?

................................

Posted by: giorgi77 13 Jun 2015, 00:30
ეს დაწერეს რაგბის ფორუმზე

You can't play in Olympic qualifying events without a passport...

ოლიმპიადის შესარჩევში პასპორტის გარეშე თამაში არ შეიძლებაო... ანუ ქართული პასპორტი უნდა ჰქონდეს მეთსო... იქნებ გაარკვიონ კავშირში... რამე შარში არ გავეხვიოთ biggrin.gif მე არ ვიცი ეგ წესი. პირველად გავიგე პასპორტზე...

ლიონის სტრიმი აქა http://www.dailymotion.com/video/x2te3mk

Posted by: wesley_fofana 13 Jun 2015, 12:02
რომელ საათზე თამაშობენ ჩვენები? იქნებ ლინკებიც დადოთ

Posted by: samxara91 13 Jun 2015, 12:07
wesley_fofana
13:06ზე ჩვენების პირველი თამაში.
ლინკი ზევით დევს

QUOTE
ლიონის სტრიმი აქა http://www.dailymotion.com/video/x2te3mk

Posted by: zaal1969 13 Jun 2015, 12:10
samxara91
QUOTE
wesley_fofana
13:06ზე ჩვენების პირველი თამაში.
ლინკი ზევით დევს

სიაფანტი ლინკია,არ გადმოსცემენ ალბათ!
* * *
http://www.dailymotion.com/video/x2te3mk
ჩაირთო

Posted by: borjgali1964 13 Jun 2015, 12:20
ჩაირთო ლინკი..
================

Posted by: giorgi77 13 Jun 2015, 12:21
ჩაირთო.... მთავარია ინგლისელზე არ მოგვდონ რამე შარი... იმედია გაარკვიეს წესები ჩვენებმა

Posted by: sandrikia 13 Jun 2015, 12:25
ჩვენ როდის ვთამაშობთ?? ეხლა რუსეთი ბელგია მიდის!!!

Posted by: giorgi77 13 Jun 2015, 12:28
sandrikia

შემდეგ ესპანეთი-რუმინეთი და შემდეგ ჩვენები ხვდებიან პორტუგალიას

Posted by: otia-83 13 Jun 2015, 12:29
აიწყვიტა ბელგიამ smile.gif

.......................................

Posted by: sandrikia 13 Jun 2015, 12:29
QUOTE (giorgi77 @ 13 Jun 2015, 12:28 )
sandrikia

შემდეგ ესპანეთი-რუმინეთი და შემდეგ ჩვენები ხვდებიან პორტუგალიას

მაგრად მაინტერესებს ამ ახალი ბიჭის თამაშის ყურება...

Posted by: giorgi77 13 Jun 2015, 12:31
აგერ აქაა განრიგი http://www.rugbyeurope.eu/group-276.htm

მაგრამ პულებში, ჯგუფებში შეცდომაა მგონი... ჩვენ ორ ჯგუფში გაგვამწესეს biggrin.gif

Posted by: wesley_fofana 13 Jun 2015, 12:39
samxara91 მადლობა, იმედია კარგად ითამაშებენ

Posted by: jora84 13 Jun 2015, 13:05
ეეე ამ სტრიმს ხომ მშვიდობაა აქვ ს, რარა ეხლა გაითიშა mad.gif

Posted by: sandrikia 13 Jun 2015, 13:05
შიგ ხო არააქვთ ამათ? ეხლა გათიშეს ლინკი? პირდაპირ არ იწყებოდა ჩვენი თამაში?

Posted by: samxara91 13 Jun 2015, 13:06
ჩაირთო ჩაირთო


______________________________

Posted by: LEQSO-M 13 Jun 2015, 13:06
ეხლა მოუნდა მაინცადამაინც...
ჩეირთო!

Posted by: otia-83 13 Jun 2015, 13:06
ჩაირთო


....................................................

Posted by: sandrikia 13 Jun 2015, 13:08
ვაა ის ახალი ბიჭი არაა შემადგენლობაში???

Posted by: SGG 13 Jun 2015, 13:09
აუ,კიკვაძე რა მაგარია

შანსი მიეცი,არ გამაზავს
..............

Posted by: AVIATORI01 13 Jun 2015, 13:09
კიკვაძე კიკვაძეა რა, მაინც გახია, იმედია მოუგებთ ამ პორტუგალიას

Posted by: Corvin von Amber 13 Jun 2015, 13:14
მუშა ლინკი გვაქვს?
ეს
http://www.dailymotion.com/video/x2te3mk
არ მუშაობს

Posted by: otia-83 13 Jun 2015, 13:15
რა გახდა ამ შავი კაცის გაჩერება რა უბედურებაა ეშინიათ ბოჭვა? sad.gif

Posted by: bulbula1986 13 Jun 2015, 13:15
ბიჭოოოოო, ეს 7 ნომერი რა ყოფილა, ტიპი იმენა ვერ გააჩერე

Posted by: sandrikia 13 Jun 2015, 13:15
არეულობაა მაგარი. სავარაუდოდ წავაგებთ ამ მატჩს!!!

Posted by: zaal1969 13 Jun 2015, 13:16
უპასპოტოდ ვერ ითამაშა ალბათ მათემ,ფორუმზე დაწერეს,რომ ოლიმპიურის შესარჩევში პასპორტი არის საჭირო

Posted by: otia-83 13 Jun 2015, 13:18
ბოჭვებს ვერ ვაკეთებთ რაა, არადა ნაკრების უკანა ხაზის კანდიდატები არიან sad.gif



..............................

Posted by: bulbula1986 13 Jun 2015, 13:18
QUOTE
უპასპოტოდ ვერ ითამაშა ალბათ მათემ,ფორუმზე დაწერეს,რომ ოლიმპიურის შესარჩევში პასპორტი არის საჭირო


ცუდიამ. ისე თუ ეგრე იყო რაღატიომ წაიყვანეს ბარემ აქ გამოეცადათ

Posted by: QWertWQ 13 Jun 2015, 13:18
QUOTE
არეულობაა მაგარი. სავარაუდოდ წავაგებთ ამ მატჩს!!!

მთელი ტაიმი წინაა რა დროს წაგებაა ჯერ biggrin.gif
მარა ისინი უფრო დალაგებულად თამაშობენ

Posted by: ქაშიბაძე 13 Jun 2015, 13:20
რეებს აკეთებენ ბიჭო კაი რაა

facepalm.gif

Posted by: crusaders 13 Jun 2015, 13:21
ეს რა გააკეთა vis.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: otia-83 13 Jun 2015, 13:23
ტყუილად ვიშლი ნერვებს რაააა.


..........................................................

Posted by: sandrikia 13 Jun 2015, 13:23
ძალიან მარტივად გვიგებენ. tongue.gif tongue.gif tongue.gif

Posted by: ქაშიბაძე 13 Jun 2015, 13:25
თან რაც თამაშებს ვუყურე პირველ ლელოს ჩვენ ვუდებთ ყველას

შვიდკაცას მაგალითზე ვწრმუნდები რატომაც არ ვართ 6 ერისთვის მზად

ხელით თამაში ნულის დონეზეა პრაქტიკულად ყველა ქართველ მორაგბეში

Posted by: sandrikia 13 Jun 2015, 13:27
ამას ქვია სასტიკად დამარცხება. ფაქტიურად ბურთი არც მიგვიღია.

Posted by: zaal1969 13 Jun 2015, 13:27
რომ შევეშვათ ამ სპორტს არ შეიძლება? ან სერიოზულად მივუდგეთ ან შევეშვათ!

Posted by: SolomonKane 13 Jun 2015, 13:27
ჩვენი ლელოს ავტორს 7 ნომერს ერთი ბოჭვა არ გაუკეთებია sad.gif

Posted by: QWertWQ 13 Jun 2015, 13:28
QUOTE
შვიდკაცას მაგალითზე ვწრმუნდები რატომაც არ ვართ 6 ერისთვის მზად

ხელით თამაში ნულის დონეზეა პრაქტიკულად ყველა ქართველ მორაგბეში

no.gif
არანაირად არ შეიძლება შვიდკაცათი თხუთმეტკაცას შეფასება
სულ სხვა სპეციფიკის თამაშია
ამ თამაშშიც თხუთმეტკაცას თამაშობდნენ ჩვენები

Posted by: otia-83 13 Jun 2015, 13:30
არ ვიცი არ ვიცი! სერიოზული მიხედვა უნდა 7კაცას. ამ ბიჭებით მეტის გაკეთება შეიძლება.

დაცვას არ თამაშობენ!
კომბინაციები არ აქვთ დამუშავებული!
როგორც გამოჩნდა 7კაცას წესები არ იციან, მე შეიძლება არ ვიცოდე და არც ვიცოდი მუხლით ჯარიმის გათამაშება რომ არ შეიძლება მაგრამ მორაგბემ რატომ არ იცოდა?

Posted by: borjgali1964 13 Jun 2015, 13:31
QUOTE
რომ შევეშვათ ამ სპორტს არ შეიძლება? ან სერიოზულად მივუდგეთ ან შევეშვათ!


ეგაა.
თუ სასეირნოდ( პაეზდკების'' ამბავში უნდათ და თან თუ მუქთაა, იარონ ბიჭებმა, იხალისონ.

თუ არა, მაშინ სერიოზულად უნდა მოეკიდონ.

7-კაცა, ,,კასანიას'' თამაში არაა.

შეიწუხე პატუვცემულო თავი და ბოჭვა გააკეთე=ფორმა გაცვია. (

Posted by: SGG 13 Jun 2015, 13:34
შვიდკაცას გაუქმებაზე საუბარი,არასერიოზულია.

4 მსოფლიო გვაქვს ნათამაშები, ყველა მსოფლიოზე გავდივართ.

როცა ძირითადის ბიჭები გვემატებიან,საკმაოდ კარგად ვთამაშობთ და ბევრი კარგი ნაკრებისთვის მოგვიგია.

პრობლემა არის მეორე-მესამე ეშელონის მორაგბეებით შედეგის დადება.

სანაკრებო თუ საკლუბო(ლეგიონერები) პრიორიტეტების გამო, ვერ ხერხდება საუკეთესოების შეკრება და ვერც მოხერხდება.

პატარა რესურსის ქვეყანა ვართ და ყველაფერს ვერ გავწვდებით. ჩვენ სანაკრებო რაგბიც გვინდა,საკლუბოც და შვიდკაცაც.
ამის არც მატერიალური რესურსია,არც ფიზიკური და არც ინტელექტუალური.

ამიტომ გვიწევს პრიორიტეტების დასახვა.

Posted by: asanta 13 Jun 2015, 13:45
ინგლისის თამაშს ვუყურებ ეხლა, დაფრინავენ რასაც ქვია, გახია უელსი.

Posted by: noemegre 13 Jun 2015, 13:45
როგორც ვიცი მელიტონა 7 კაცას ხაზის მოთამაშეების დახვეწის შესანიშნავ საშუალებად თვლის და 20 წლამდელების გამოძახებაც ამას უკევშირდება.

მგონი ჩვენზე უკეთ ესმის ეს ასპექტი.

ასე, რომ გაუქმებაზე ნუ ვიფიქრებთ და მარცხსაც ძალიან ნუ განვიცდით.

სუსტად თამაშის მიზეზებზე ისაუბრა მთავარმა მწვრთნელმა მსოფლიო სპორტთან. ვისაც არ წაგიკითხავთ გირჩევთ.

Posted by: borjgali1964 13 Jun 2015, 13:52
QUOTE
სუსტად თამაშის მიზეზებზე ისაუბრა მთავარმა მწვრთნელმა მსოფლიო სპორტთან. ვისაც არ წაგიკითხავთ გირჩევთ.


===
გვესმის ბატონო=არც ჩვენა ვართ შახტიორები.)
მაგრამ, შვიდკაცა , ხელბურთი ხომ არ არის, შეტევაში და დაცვაში ცვალო მოთამაშეები.

შეტევაში რომ კარგია და დაცვაში თავს არ იწუხებს, მაგაზე ვსაუბრობ, მავანზე და მავანზე.

ძალიან ბევრი ინდივიდუალური ბოჭვა გავმაზეთო , კახამ თქვა შესვენების დროს.
მოთხოვე მერე ბატონო, მოთხოვე.
არ გიჯერებს? იმოქმედე.

ხელის მიდება მკლავს რა...(

ეგაა ჩემი პრეტენზია.

Posted by: otia-83 13 Jun 2015, 14:13
რაჭირს ამ სტრიმს კიდევ რაა sad.gif
........................................................

Posted by: wesley_fofana 13 Jun 2015, 14:19
საქართველო საფრანგეთი რომელ საათზეა ჩვენი დროით?

Posted by: borjgali1964 13 Jun 2015, 14:19
ახლა უნდა იყოს წესით , სტრიმი თუ ჩაირთო..

Posted by: wesley_fofana 13 Jun 2015, 14:22
მგონი ეხლა შესვენებაა და რო დაიწყება თამაში ჩართავენ სთრიმს

Posted by: jumberchuchyiani 13 Jun 2015, 14:42
შეგიძლიათ დაწეროთ რა ანგარიშით წავაგეთ და ვინ დადლო ლელო?

Posted by: wesley_fofana 13 Jun 2015, 14:47
5-26 წავაგეთ ლოლო დადო იოსებ კიკვაძემ თუ სწორად მახსოვს ))

Posted by: noemegre 13 Jun 2015, 14:55
QUOTE
შეტევაში რომ კარგია და დაცვაში თავს არ იწუხებს, მაგაზე ვსაუბრობ, მავანზე და მავანზე.

ამაზე არავინ დაობს.

თუ დააკვირდებით გაუქმებაზე და აღარ გვინდა შვიდკაცაზე დავწერე.

შახტიორობა არ მიკადრებია, თუმცა არც მაღაროელობაშია რამე დასაძრახი smile.gif

Posted by: borjgali1964 13 Jun 2015, 14:58
QUOTE
შახტიორობა არ მიკადრებია, თუმცა არც მაღაროელობაშია რამე დასაძრახი 

===
გამოთქმაა ასეთი..))

Posted by: GIORGI112 13 Jun 2015, 15:15
სვანიძემ დაუდო ერთი ლელო ფრანგებს მაგრამ ისე კი გვაპარტახებენ მამლები

Posted by: wesley_fofana 13 Jun 2015, 15:23
უადრაგო რა ჯანზეა ცხენია იმენა )))
* * *
რუსეთი უელსს სახეს ახევს რა უბედურებაა

Posted by: asanta 13 Jun 2015, 15:30
გაყიდა უელსმა თამაში თუ რა არის? რუსების ყველა შეტევა ლელეოა sad.gif

Posted by: sandrikia 13 Jun 2015, 15:32
33 - 0 drug.gif drug.gif drug.gif drug.gif drug.gif drug.gif drug.gif

Posted by: bulbula1986 13 Jun 2015, 15:48
ასე თუ უნდა გამოვიდნენ მესამე ეტპაზეც აჯობებს საერთოდ არ წავიდეთ, ტეხავს მაგრად.
კახა ალანიასადმი უდიდესი პატივისცემი მიუხედავადა მგონი თავი ამოწურა ნაკრებში

Posted by: sandrikia 13 Jun 2015, 15:53
ჩვენი თამაში კიდე რომელზეა? ესპანეთის მერე ხომ არაა??

Posted by: borjgali1964 13 Jun 2015, 16:31
ფენიჩიტებმა, მოუგეს პორტუგალიას.

=
ახლა გვაქვს შანსი, რაფაელა კარა ვუწყენინოთ.

Posted by: Love The Sun 13 Jun 2015, 18:08
ტეხავს ასეთი დაცვა...
==================================

bulbula1986
მწვრთნელი რა შუაშია?
როდესაც ყველა ეტაპზე ახალი გუნდის წაყვანა უწევს პრაქტიკულად?

Posted by: LEQSO-M 13 Jun 2015, 18:18
ნდაააა, რაფაელა დეიდამ შემდეგ ეტაპზე გამამიარეთოოო

Posted by: machabeli1 13 Jun 2015, 18:26
იტსლისდ როფიდ ვეთამაშებითრბიYთ?

Posted by: GiorgiG83 14 Jun 2015, 00:07
2 გრანპრი მოვლიეთ და კარგი გუნდის გასაყვანი რესურსი არ დაგვრჩა სანაკრებო მზადების ფონზე, 10 კაცის გამოცვლა გათამაშებიდან გათამაშებამდე ბევრია,
ალბათ დამეტანმხები რომ 15 კაცადან 7 კაცაში მხოლოდ ოლიმპიადს საგზურისთვის საბრძოლველად თუ არის ხალხის წაყვანა გამართლებული

ისევ მე-9 ადგილისთვის ვიბრძვით?

ჩვენს ჯანაშილს არ ატამაშებენ, ოლიმპიადის საკვალიფიკაციოზე ვერ ჩაგისვამთ განაცხადშიო - რა იქნება ამ მხრივ?

Posted by: jumberchuchyiani 14 Jun 2015, 10:56
იტალაშტან რა ვქენით ვინმემ იქნებ მითხრათ? საიტი დამილინკოთ 7 კაცას ინფორმაციაზე.
* * *
რუმინეთთნ თამაში რომელზე გვაქვს?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Jun 2015, 13:17
http://m.rugby.ge/ka-GE/tables/

კაცები

14/06 13.50 რუმინეთი (1/2ფ)
ფიალა 16.40 - 17.02 ლიტ|უელ

სთრიმი http://www.dailymotion.com/video/x2te3mk

ქალები

14/06 12.50 უნგრეთი (1/2ფ) = უკვე იყო
ფიალა 15.40 - 16.02 მოლ|ლიტ

Posted by: SGG 14 Jun 2015, 13:59
სვანიძე და კიკვაძე ტამაშობენ მარტო.
დანარჩენები გაურკვევლობაშI არიან

Posted by: QWertWQ 14 Jun 2015, 14:05
თქვენტანაც ჭედავს სთრიმი?

-----------------------

Posted by: jumberchuchyiani 14 Jun 2015, 14:10
კი ჭედავდა ბოლოს, პირველი ლელო ჩვენიდან ვინ დადო.

Posted by: SGG 14 Jun 2015, 14:13
jumberchuchyiani
QUOTE
კი ჭედავდა ბოლოს, პირველი ლელო ჩვენიდან ვინ დადო.


სვანიძემ

...

მოვუგეთ რუმინეთს 12:7

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Jun 2015, 14:21
http://m.rugby.ge/ka-GE/tables/
დარჩა ფინალები ლიტვასთან

ქ: 15.40 მე-11 ადგილი
კ: 17.02 ფიალა (მე-9)

Posted by: jumberchuchyiani 14 Jun 2015, 14:25
ოლიმპიადაზე რომ გავიდეთ პროგრამა მინიმუმი რა უნდა ვქნათ იცის ვინმემ?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Jun 2015, 14:29
ვიცით = ზოგისთვის მაგის ცოდნა სამსახურია

ქალები ვეღარ გავლენ
გავარდნენ პროცესიდან = კაუნასში ოთხეულში უნდა შესულიყვნენ

კაცებმა შუა ივლისში ლისაბონში უნდა დაიკავონ მინიმუმ მესამე ადგილი
და გაისად მოიგონ 16-გუნდა გლობალური რეპეშაჟი

Posted by: jumberchuchyiani 14 Jun 2015, 17:17
რა ცხდება ხო არ იცით? ჩედავს ლინკი

Posted by: SGG 14 Jun 2015, 17:20
მოვუგეთ ლიტვას 20:17 და ავიღეთ ფიალა

Posted by: Lotkinski 14 Jun 2015, 17:20
მოვუგეთ ლიტვას 20-17 და დავიკავეთ მე-9 ადგილი

Posted by: jumberchuchyiani 14 Jun 2015, 17:21


ლელოები ვინ დადეს? ასდსად

Posted by: SGG 14 Jun 2015, 17:23
QUOTE
ლელოები ვინ დადეს? ასდსად


კიკვაძემ,სიჭინავამ და გოგოლაშვილმა. მეოტხე ვერ დავინახე

Posted by: huligan 14 Jun 2015, 17:58
და მიმინოშვილმა = გოგოებმაც ლიტვას მოუგეს და დარჩნენ მეორე ჯგუფში

Posted by: giorgi77 14 Jun 2015, 18:28
QUOTE
მოვუგეთ ლიტვას 20-17 და დავიკავეთ მე-9 ადგილი


მოსკოვის შედეგი გავიმეორეთ

Posted by: amsterdami 15 Jun 2015, 18:59
მატ ჯეინი როგორ გამოიყურებოდა ?

Posted by: GiorgiG83 15 Jun 2015, 19:30
amsterdami
QUOTE
მატ ჯეინი როგორ გამოიყურებოდა ?


არ ათამაშეს, უფროსწორად ნება არ დართეს - ირბ-ს წესების გამო ვერ მოხვდაო - ასე ტქვეს სტადიონზე
დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მარგამ თუ 7-კაცაში ვერ გამოიცდებოდა რაიე შეზღუდვი გამო, თბილისის თასზე მაინც გვეცადა, რა ვიცი

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 15 Jun 2015, 22:15
user posted image

რიომდე ძაან შორია

http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=4548&callerModID=17364&Title=%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%20%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%90%E1%83%9C%20%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90

Posted by: amsterdami 16 Jun 2015, 10:49
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 15 Jun 2015, 22:15 )
user posted image

რიომდე ძაან შორია

http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=4548&callerModID=17364&Title=%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%20%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%90%E1%83%9C%20%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90

ლუკა იურინი (საფრანგეთი) ვინ არის ?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Jun 2015, 11:16
"ბეირუთ" ნიკოს ძმის შვილი, აკადემის გაზრდილი

Posted by: amsterdami 16 Jun 2015, 11:44
ამპლუით ბეკია ? და რომელ კლუბში თამაშობს საფრანგეთსი თუ იცით ?

Posted by: QWertWQ 16 Jun 2015, 12:13
QUOTE
ლუკა იურინი

97-იანია თან
და როგორც ვიცი B და A ლიგები არ უთამაშია, საფესტივალოს მერე საფრანგეთში წავიდა
ფესტივალში 9-10-15 ნომრებზე თამაშობდა მგონი

Posted by: amsterdami 16 Jun 2015, 15:33
ესეიგი პერსპეკტიული ბიჭია? U18ში რათომ არ იყო წელს ნეთა.

Posted by: zaal1969 16 Jun 2015, 15:47
amsterdami
QUOTE
სეიგი პერსპეკტიული ბიჭია? U18ში რათომ არ იყო წელს ნეთა.

ცხოვრობს ბიძასთან ანუ ნიკა იურინთან ლიონში და ამავე ქალაქის კლუბის ლიონის ასაკობრივი გუნდის მოთამაშეა,ამლუა#15 და მე როგორც ვიცი იმედისმომცემი მორაგბეა,კლუბის გადაწყვეტილებით ინდივიდუალურად სხვადასხვა მიმართულების რამოდენიმე მწვრთნელი ავარჯიშებს

Posted by: amsterdami 16 Jun 2015, 17:19
ძალიან კარგი იმედია მომავალ წელს U20ში ვიხილავთ!
ლიონში 8იდან 6 ლელო წლევანდელი U20ის ანგარიშზეა.

Posted by: giorgi77 16 Jun 2015, 17:28
QUOTE
ლიონში 8იდან 6 ლელო წლევანდელი U20ის ანგარიშზეა.


სამწუხაროდ ვერცერთ თამაშს ვერ ვუცქირე... არის სადმე ჩანაწერი ამ თამაშების?

Posted by: Werner Voss 16 Jun 2015, 21:06
ჯეინის თამაში უფლება რატომ არ მოგვცეს მაგ გაქსუებულებმა, აკი მოგვარდა ყველაფერიო?! გამოდის მთავარ ნაკრებშიც პრობლემატურია მისი თამაში და მსოფლიოზე მისი წაყვანის შანსიც იმაზება?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Jun 2015, 22:05
QUOTE
მთავარ ნაკრებში

სხვა კანონებია = მარტო რაგბული: თუ ბებია, ბაბუა, დედა, მამა გყავდა აქაური და ცნობას მოიტან, ხვალვე ითამაშებ

ოლიმპიადაზე აუცილებელია რაგბულ კანონებს + მოქალაქეობა

Posted by: ჯუან 17 Jun 2015, 11:38
QUOTE
ლუკა იურინი

ეს ჩვენთან თამაშობს? თუ არა არ უნდა რომ ჩვენთან ითამაშOს?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Jun 2015, 12:17
user posted image

პირიქით, ჩვენ უნდა ვიყოთ მადლობელი, რომ ასე კარგი მასალებით გვამარაგებ @ ცისფერი მთები

http://t2rugby.com/viewtopic.php?f=3&t=528&p=21931#p21931

Canalina

Post subject # Mens Olympics 7s qualifiers # Posted: 23 Jun 2015 12:04 # Posts: 518 # National Flag: Italy

The updated situation (in italian language), copying the Mestre's tabs

user posted image

user posted image

user posted image

Next stops:

11-12 july Euro GP in Exeter,
18-19 july men's and women's euro pre-repechage in Lisbon,
25-26 july african pre-qualifying in Kigali

+

მესამე ცხრილში ჩვენ არა ვწერივართ ოდენ ფორმალურად, რადგან
ექსეთერში ჯერაც გამოსავლენი არიან
რიოში (#1 = პირველი ცხრილი) და მსოფლიო რეპეშაჟში (#2 = მეორე ცხრილი ) გამსვლელები

++

მაინც შემოიჭრა ირლანდია ლისაბონში = ერთ თვეში ზედიზედ მოიგო მესამე და მეორე ლიგები
მაგათთვის შეადგინეს ეგრე ვოღრაშული ფორმულა


@

Posted by: SGG 28 Jun 2015, 22:48
ხაზზე ვწუწუნებდით და ეს ნახეთ smile.gif

მაგრამ აიას გარდა სხვები რას ასწავლიან ბავშვებს,გაუგებარია smile.gif



http://site.rugby.ge/ka-ge/news-view/?newsid=4594&callerModID=17364


უქმეებზე, ავჭალის ხელოვნურ მოედანზე, ქუთაისის აიას 16 წლამდელებმა ჭაბუკთა საშვიდკაცო პირველობა მოიგეს

ქუთათურები ბოლო ხანს ჩინებული მობურთალობით გვახარებენ უკლებლივ ყველა ასაკში. ამის გამოა, რომ ჭაბუკთა ნაკრებებში მრავლად ხვდებიან რიონის პირელი ბიჭები და ნებისმიერ საშინაო შეჯიბრშიც "აია" უპირველესი ფავორიტია.

ჭაბუკებში: საკმარისი იყო, კახა ალანიას ზაფხულის ტურნირი დაეგეგმა, რომ სრულიად "ბ" ლიგამ მოინდომა მონაწილეობა და კავშირის საშეჯიბრო კომიტეტს ერთი გზაღა დაუტოვა _ 12-ეული სპორტული პრინციპით შეერჩია და განეთესა.

აიას "ბ" ლიგაში ხუთი გუნდი გამოჰყავს, მაგრამ გეოგრაფიული მოსაზრებებით ერთი ადგილიღა გამოეყო. დასავლეთიდან სულ ოთხი მონაწილე ჩამოვიდა ლიხს აქეთ და ქუთაისის ორივე წარმომადგენელი ოთხეულში შევიდა.

აიას გარდა, პული ვერავინ დაასრულა 3-0 ბალანსით. მეტიც, ყველა სხვა მინიმუმ ორჯერ დამარცხდა, აიას კი ქულათა შეფარდება 289:0 გამოუვიდა.

საბოლოო კიბე:

თასი: 1 აია, 2 ლელო, 3 ხულიგანა, 4 ბაგრატი

სინი: 5 ლოკომოტივი, 6 არმაზი, 7 მერანი, 8 არმია

ფიალა: 9 აკადემია, 10 ქობულეთი, 11 ჩოხოსნები, 12 ფოთი

........


ასე როგორ გაანადგურეს ყველაsmile.gif
აიასთან კი არა, ასე ფიჯი ზელანდიასთან არ უნდა აგებდნენ ამ ასაკშI smile.gif

ფინალი მოუგეს ლელოს 35:0 smile.gif მანამდე სულ 70:0 იგეს თამაშები. 14 წუტში ამდენი როგორ მოასწრეს biggrin.gif

Posted by: Lotkinski 28 Jun 2015, 22:53
SGG დამასწარი biggrin.gif დაკოპირებული მქონდა უკვე, იგივე უნდა დამეფოსტა. ზოგადად ქუთაისი ძლიერია მაგ მხრივ, ეხლა ამუშავდა აკადემია და შედეგებიც დაიდება, ადრე თუ მარტო ტალანტის იმედზე იყავი, ეხლა კავშირს გეგმა აქვს, ნიჭიერ ახალგაზრდებს თავისთან აკადემიაში აცხოვრებს, ასცავლის, ავარჯიშებს და აუმაღლებს დონეს, რაც მისასალმებელია.

Posted by: SGG 28 Jun 2015, 23:00
Lotkinski
QUOTE
GG დამასწარი  დაკოპირებული მქონდა უკვე, იგივე უნდა დამეფოსტა. ზოგადად ქუთაისი ძლიერია მაგ მხრივ, ეხლა ამუშავდა აკადემია და შედეგებიც დაიდება, ადრე თუ მარტო ტალანტის იმედზე იყავი, ეხლა კავშირს გეგმა აქვს, ნიჭიერ ახალგაზრდებს თავისთან აკადემიაში აცხოვრებს, ასცავლის, ავარჯიშებს და აუმაღლებს დონეს, რაც მისასალმებელია.


კი,ბუდეა ტალანტების და მწვრთნელებიც ყავთ.

ერთი პერიოდი ძალიან ცუდი პირობების გამო ოდნავ მოუკლეს,მაგრამ ეხლა ყველაზე მაგრები არიან.

აკადემიის მერე საერთოდ მაგარ ბიჭებს გაზრდიან.

Posted by: ქაშიბაძე 28 Jun 2015, 23:02
ჩათვალეთ სამოთხეა ახლა მანდ

ეგ აკადემია სადაცაა მაგ უბანში ბავშვების 90% რაგბზე დადის
და მაგ უბანში ძაან ბევრი ბავშვია

Posted by: Qutaiso 28 Jun 2015, 23:13
ქუთაისი რაგბის ბუდეა... ვინც ჯანიანია ყველაა რაგბზე ნამყოფი... უფრო იმიტო რომ სამუშაოს სერიოზული დეფიცია.. სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულების დონე დაბალია და ახლაგაზრდებს უსაქმურობას ისევ ვარჯიში ურჩევნიათ... თუმცა ნარკომანებით გაბერილია უბნები ჯერ კიდევ.. სამწუხაროდ..
ნუ მაგ სასკზე არ ვიცი რა ვთქვა მაგრამ ჩემი პაკალეენიის ხალხი დისიპლინის გამო სერიოზულ კრიტიკას იმსახურებენ

Posted by: GiorgiG83 29 Jun 2015, 11:20
ვიყავი ტურნირზე იყო ბევრი დადებითიც და ისეთიც რაზეც ბლომად არის სამუშაო...

რაც ხარვეზებად მეჩვენა
- მსაჯობა, ძალიან ბევრია სამუშაო, ძალიან...
- გაზონი, ის ბიჭები ვინც არ არიან ხელოვნურზე თამაშს ჩვეულნი, მე-2 მატჩებზე ისე დამძიმდნენ, ყველას კუნთები ჰქონდა დაჭიმული - იქნებ ჯობდა ბალახზე ეთამაშათ, ამ ასაკში თან 7-კაცას რა უნდა გაეფუჭებინა საფარი, ვერ მივხვდი...
- სათამაშო დრო - ძალან ადრე დაიწყო თამაშები, ბიჭებს ლამის ეძინათ, ამას + სიცხე - ტურნირის ბოლოსკენ დასიცხული, მწყურვალი და მშიერი ბიჭები - საცოდავი სანახავი იყვნენ smile.gif
- უფრო კვალიფიციური (ანუ მეტი ბავშვის ერთდროულად მომსახურება რომ შეეძლოს) მედ. პუნქტი -ს მოწყობაა საჭირო, მითუმეტეს როდესაც ხელოვნურზეა თამაშები

- აია პრაქტიკულად ნაკრები გუნდით გამოვიდა, თან ეტყობოდათ მომზადება და მართლა ულაპარაკოდ აჯობეს ყველას, აიასთან ერთად ავღნიშნავ ბაგრატსაც - აიასდა სასიხარულოდ კარგი კონკურენტი ჰყავთ, რომელსაც ცოტა მეტი თუ მიექცევა ყურადღება უკეთEსი ბაგრატისთვისაც, აიასთვისაც, ქუთაისისთვისაც და ზოგადად ქართული რაგბისთVის
- ლელო ტრადიციულად კარგი გუნდით წარსდგა, ძალიან მომეწონა ხულიგანაც
- ლოკომოტივი და მერანიც მესიმპათიურა, თუმცა სამუშაო აშკარად მეტი აქვთ, მეტს ველოდი არმაზისგან და არმიისგან, განსაკუთრებით ვგულშემატკივრობდი აკადემიას, მაგრამ ამ ჯერად ვერ ჰქონიათ საქმე იდეალურად. სამწუხაროდ ზღვისპირელები (ქობულეთი და ფოთი) ამ ასაკობრივ ჯგუფში ვერ აღმოჩნდნენ იმ დონეზე რომ კონკურენცია გაეწიათ დანარჩენებისთვის
- მართლა არაერთი კარგი ბიჭი ბურთაობდა, მგრამ ზოგიერთ გუნდში სამწუხაროდ ეტყობა უკეთEსი სელექცია ვერ ხერხდება

სექტემბერს იგივე გუნდების 15-კაცა ტურნირი გველოდება

ველოდი რომ ხარები, ბათუმი, ყოჩები, ჯიქები მიიღებდნენ მონაწილეობას
არც წიქარა, იუნკერები და თიბიესი (თბილისიდან) არ ყოფილან და რეგიონებიდან კი - გორი, თიანეთი, ყაზბეგი, ხაშური, ლანჩხუთი, ვანი, სენაკი, საჩხერე და თელავი - თუ თიანეთს, ხაშურს, ლანჩხუთს, ვანს ახლად ჩამოყალიბებული გუნდები ჰყავთ, სენაკს, საჩხერეს და თელავს არ ვიცი რა მიზეზი ჰქონდათ მონაწილეობის არ მიღების

და ერთი კარგი ამბავიც smile.gif
მუსირებდა ამბავი რომ ორი ბიჭი ამ ასაკობრივი ჯგუფიდან ახალ ზელანდიაში მიდიან 2-2 თვით, რომელიღაც აკადემიაში
(იმედია ეს პირველი და სხვა უამრავი თუ არა მრავალი) smile.gif

Posted by: otia-83 29 Jun 2015, 11:51
QUOTE
და ერთი კარგი ამბავიც
მუსირებდა ამბავი რომ ორი ბიჭი ამ ასაკობრივი ჯგუფიდან ახალ ზელანდიაში მიდიან 2-2 თვით, რომელიღაც აკადემიაში

აი ამას თუ იზავენ ძალიან მაგარი იქნება biggrin.gif 2 თვეში კარგი უნარ-ჩვევების შეძენა შეიძლება ზელანდიაშ smile.gif ისე ბავშვს მწვრთნელიც რომ მიაყოლონ ხომ მთლად გადასარევი იქნება smile.gif

Posted by: GiorgiG83 29 Jun 2015, 12:00
otia-83
ბევრი ახლობელი ვნახე და ვისაუბრეთ მაგ საკითხზე (კუბებს შეგნებულად არ დავასახელებ) - ამ ბიჭების მწვრთნელები (2-3 კაცი გუნდში) ძალიან მონდომებული არაინ - ზოგს 2-3 წელია ლარიანი არ მიუტანია სახლში და მხოლოდ იმაზე ზრუნავენ გუნდისთვის 1000 ლარი სად და როგორ იშოვონ.
ბევრი ძალიან მონდომებული ახალგაზრდა მწვრთნელია (სხვადასხვა დროს არც თუ ისე დაბალ დონეზე მოთამაშე) მეტი საშუალება რომ ჰქონდეთ პროფესიულ ზრდაზე ყველა ფიქრობს - ბევრა აღნიშნა კიდეც ფედერაციის კურსების და სემინარების დადებით მხარეზე, სამწუხაროდ რეგიონები ისე აქტიურად ვერ ვართო წელიწადში 2-3 ჯერ მაინც ვახერხებთ დასწრებასო, როცა აქეთ ჩამოდიან და ზოგჯერ ჩვენვე რომ ვახერხებთ ჩასვლას თბილისშიო - ასე რომ... რომ იყოს ფინანსები და ცოტა მეტი შესაძლებლობა ინტელექტუალური პოტენციალი და ზრდის და წინსვლის სუვილი ამ ხალხში დიდია, ენთუზიაზმზე და საქმისადმი სიყვარულზე არაფერს ვამბობ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Jun 2015, 15:50
პატივცემულო საზოგადოებავ

საითზე ტექნიკური მიზეზით მოხვდა გამოხშირული, საფეისბუქო ვერსია

ამიერიდან კი იქვე დევს სრული დედანი, დაწერილი @ კვი 18.55

http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=4594&callerModID=17364&Title=%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1%20%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%97%E1%83%90%20%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 1 Jul 2015, 11:11
სახელ’გატეხილი ბანკი კიდევ ოთხი წლით დარჩა მსოფლიო სერიის სპონსორად =
მოტვინა, ოლიმპიური დებიუტის შემდეგ გაქცევა სახელს ფრიად გაგვიტეხსო

დამტკიცდა განრიგშიც

Round 1: Dubai: 4-5 December
Round 2: Cape Town: 12-13 December

Round 3: Wellington: 30-31 January
Round 4: Sydney: 6-7 February

Round 5: Las Vegas: 4-6 March
Round 6: Vancouver: 12-13 March

Round 7: Hong Kong: 8-10 April
Round 8: Singapore: 16-17 April

Round 9: Paris: 14-15 May
Round 10: London: 20-22 May

სიახლე საკმაოდაა:

(1) მენიუს დაემატა კანადის ეტაპი, რომელიც ვანქუვერში ჩატარდება.

(2) ავსტრალიაში ვეება სიდნიმ წაართვა ტურნირი კურორტ გოულდ’ ქოუსთს,
აფრიკაში კი "დედა ქალაქმა" ქეიპ’თაუნმა - საზანგეთის გულს, პორთ ელიზაბეთს.

(3) ზე’რაგბული გარიგებით, იაპონიის ეტაპი გადაეცა აზიელ კონკურენტს, სინგაპურს,
შვიდკაცის უმუღამო სამშობლოს - შოტლანდიას კი მახვებშმა ეშხიანი პარიზი ამჯობინეს.

@

Posted by: giorgi77 5 Jul 2015, 21:37
ერთ კვირაში ექსეტერში

http://worldsport.ge/ge/page/122349_ert-kvirashi-eqsetershi

Posted by: iverieli 10 Jul 2015, 11:49


ლიონის აქეთ ჩვენს 12-ეულში (თუკი ნომერთა ცვლას არად ჩავაგდებთ) სამად სამი სიახლეა: მოკეთდა შვიდკაცის დიდოსტატი გიორგი "გოშა" შკინინი; დაგვემატნენ დავით "ლუი" ლოსაბერიძე და მეთიუ ჯენიც.
ტფილელი პაპის, ბეცალელ ჯანაშვილის ოქსფორდელი ჩამომავლის სანაკრებო დებიუტი წინა ეტაპზე უნდა შემდგარიყო, მაგრამ "მსოფლიო რაგბმა" სულ ბოლო მომენტში უეცრად პასპორტი მოგვთხოვა. მას აქეთ "მათე ბიჭმა" საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ამით ოლიმპიურ ქარტიაში ჩაწერილი ბოლო პირობაც დააკმაყოფილა.

კარგია. მათებიჭს ვნახავთ როგორ ციქნა საქმეში yes.gif

Posted by: GiorgiG83 10 Jul 2015, 12:04
ანუ მათე ბიჭი 15 კაცაში არ განიხილება? მხოლოდ 7 კაცაში?

Posted by: iverieli 10 Jul 2015, 12:06
GiorgiG83
ჯერ იქ ნახავენ საქმეში. მსოფლიომდე გადაიხედება განაცხადი თუ თავი გამოიჩინა კარგი თამაშით

Posted by: otia-83 10 Jul 2015, 12:10
QUOTE
მას აქეთ "მათე ბიჭმა" საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ამით ოლიმპიურ ქარტიაში ჩაწერილი ბოლო პირობაც დააკმაყოფილა.

მშვენიერი ამბავია, ვულოცავ "გაქართველებას" biggrin.gif

QUOTE
კარგია. მათებიჭს ვნახავთ როგორ ციქნა საქმეში


ვნახოთ ერთი რა ბიჭია მათე ბიჭი smile.gif თუ ივარგა გაზაფხულიდან შავ-წითელ კვართშიც ვიხილავთ ალბათ smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 10 Jul 2015, 12:13
QUOTE
ვულოცავ "გაქართველებას" biggrin.gif


გუშინ მიფეშქაშეს ეს ფოტო

user posted image




Posted by: -Kartveli- 10 Jul 2015, 12:54
ძლივს არ ვნახე მათე საქმეში smile.gif
user posted image

Posted by: otia-83 10 Jul 2015, 13:04
ეს ორმაგი მოქალაქეობაა თუ მიატოვა ბრიტანეთი? კიდევ რამეს ხომარ გამოგვიჩხრიკავს ნეტავ ოლიმპიური კომიტეტი?

Posted by: GiorgiG83 10 Jul 2015, 13:37
მსოფლიოზე განაცხადში?
ისე რომ 15 კაცა არ ექენბა გუნდტან ნათამაშევი და შეკრებაზე არ იქნება ნამყოფი? არ ვიცი...

მოქალაქეობა თუ ორმაგი მოქალაქეობა?
ინგლისის მოქალაქეობა თუ ასე თქვა უარი, ეგეც არ ვიცი smile.gif ესეიგი აქ უცვლელი ფიგურა უნდა იყოს
ვნახოთ, ვნახოთ

Posted by: jumberchuchyiani 10 Jul 2015, 14:59
შვიდკაცას თამაშები როდის იწყება?

Posted by: The_mad_Floki_Brother 10 Jul 2015, 15:17
მაღალია, თან ჯანზეა, ტექნიკაც ნორმალური უნდა ქონდეს, მონდომებულია. სისწრაფეც არ უნდა აკლდეს. სარასენშიც კი მოსინჯეს'სავით.
აქ რო დაეწუნებინათ 15 კაცასთვის, არამგონია მოქალაქეობა მიეღო მხოლოდ 7 კაცას გამო.
ენას ისწავლის რა პრობლემაა... აშკარაა რომ ძალიან მონდომებულია.

Posted by: iverieli 10 Jul 2015, 15:37
თუ გამოცდა უნდათ მსოფლიომდე კიდე 3 თამაში აქვს ნაკრებს სათამაშო. კარგი იყოს და იმ თამაშებშიც შეიძლება დავაკვირდეთ.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 10 Jul 2015, 16:12
წუთობრივი განრიგი
http://m.rugby.ge/ka-GE/tables/

დიდი რაგბისთვის პასპორტი საჭირო არაა =
რამდენიმე ბორჯღალოსანი უკვე საფრანგეთის მოქალაქეა

Posted by: Werner Voss 10 Jul 2015, 16:45
არა მგონია 15 კაცას ასეთი ინტენსიური წინასამსოფლიო შეკრების გვერდის ავლით მოხვდეს მეთიუ მსოფლიოზე, მოუწევს კიდე 4 წელი ლოდინი.
ჩემთვის ის უფრო რჩება ამოუხსნელი 10 წუთი რატომ არ გაიმეტეს მისთვის თბილისის თასზე, დავიჯერო ვინც მანდ ითამაშა ყველა მასზე უკეთესია?!

Posted by: bulbula1986 10 Jul 2015, 17:05
კავშირის საიტს რა სჭირს? ვერ შევდივარ

Posted by: giorgi77 10 Jul 2015, 18:12
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 10 Jul 2015, 13:13 )
QUOTE
ვულოცავ "გაქართველებას" biggrin.gif


გუშინ მიფეშქაშეს ეს ფოტო

user posted image

მაგარია! წარმატებას ვუსურვებ ამ კაცს.

სამაგალითოა ასეთი სიყვარული წინაპრების სამშობლოს მიმართ.

Posted by: otia-83 10 Jul 2015, 18:14
giorgi77
სიყვარული თუარა მიზანდასახულობა მაინცაა და ესეც არანაკლებ დასაფასებელია smile.gif

Posted by: jora84 10 Jul 2015, 18:16
ვერაფრით გავარჩიე სახელში რა უწერია, არადა კაი გრძელი სახელი ქონია მათე ბიჭს biggrin.gif

Posted by: giorgi77 10 Jul 2015, 18:18
otia-83
მიზანი სამშობლოს სიყვარულიდან მოდის. საქართველო რატომ აირჩია? და მიყვა ბოლომდე.... მიუხედავად დაბრკოლებებისა. კარგი ბიჭია.

რომც არ გამოადგეს ნაკრებს ეს ადამიანი უკვე იმსახურებს პატივისცემას.

ჩემი აზრით დააკვირდებიან ექსეტერში და შეიძლება ინგლისშიც ვიხილოთ. პოლონეთში რომ შეუერთდეს ნაკრებს არაფერი დაშავდება მაგით.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 10 Jul 2015, 18:38
QUOTE
ვერაფრით გავარჩიე სახელში რა უწერია

Posted by: giorgi77 10 Jul 2015, 19:32
ხვალ სტრიმი იქნება თამაშებს რომ ვუცქიროთ?

პირველი თამაში რუსებთან გვაქვს თბილისის დროით 15.30

Posted by: tata_j 10 Jul 2015, 20:36
და მოიცა ოლიმპიადაზე ვაპირებთ გასვლას ? biggrin.gif

მე ვფიქრობ რომ შანსი არ გვაქვს

Posted by: dadetor 10 Jul 2015, 20:47
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 10 Jul 2015, 18:38 )
QUOTE
ვერაფრით გავარჩიე სახელში რა უწერია

უკაცრავად აშკარად ჩამოვრჩი მოვლენებს დააა , ეს პიროვნება გურჯების შთამომავალია თუ რაღაც წესები შეიცვალა eek.gif


lol.gif ემა ვოტცონის ბოფრენდი დაიდო გადავარდი სკამიდან

წარმატებები შვიდკაცას

Posted by: GioWEED 10 Jul 2015, 22:12
dadetor
ხო პაპა ყოლია ქართველი, ვიღაც რუსებთან უთამაშია და მერე ვიღცამ უთხრა რუსეთიდან ხარო წარმოშობითო, ეს კი ამდგარა და გაუგია რო ქართველი ყოლია პაპა და სავარაუდოდ მსოფლიოებზე უნდა თამაში და ინგლისში ნაკლები შანსი ქონდა ნაკრებში მოხვედრის + სამშობლოს გუნდში მინდაო თამაშიო, ეხლა ინგლისში თამაშOბს ოქსფორდის გუნდში. ემა უოტსონმაც რაგბის თამაშის დროს დაადგა თვალი და გარი პოტერის ცოცხით მიაკითხა გავისეირნოთო. biggrin.gif

მოკლედ ამ ბიჭმა თავი უნდა გამოიჩინოს თამაშში თუ უნდა რო მომავალ მსოფლიოზე კაჭარავა შეცვალოს... 7 კაცაში ყავთ ეხლა. სიმაღლე 185სმ წონა 91 კგ.

Posted by: otia-83 10 Jul 2015, 22:16
QUOTE
ემა ვოტცონის ბოფრენდი დაიდო

ემა ვოტსონის ბოიფრენდი კიარაა ემაა ამის გელფრენდი biggrin.gif biggrin.gif

Posted by: dadetor 10 Jul 2015, 22:27
GioWEED
აჰა , გასაგებია მადლობთ , ისე რაც წავიკითხე საკმაოდ პერსპექტიულად ითვლება
otia-83
აბა დაგუგლე და მაგაზე პასუხს გუგლი გაგცემს
biggrin.gif biggrin.gif
ითამაშოს კაცო თორე ჰარიპოტერი არასოდეს მომწონდა

Posted by: AVIATORI01 11 Jul 2015, 14:34
ლინკები დაყარეთ რა
1 საათიღა დარჩა ჩვენების გამოსვლამდე

Posted by: otia-83 11 Jul 2015, 14:46
http://www.dailymotion.com/video/x2x042l

დაიწყო, საფრანგეთი არღვევს რუმინეთს smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Jul 2015, 14:47
პარასკევ დილიდან "ყრილარიან" ტაბლოზედ
http://m.rugby.ge/ka-GE/tables/

დეილი მოუშენ
http://www.dailymotion.com/video/x2x042l

ვიაიპი’ლიგ.თივი
http://www.vipleague.tv/rugby/313605/1/great-britain-sevens-series-live-stream-online.html

+ საუკეთესო ბოლო დაკვირვებებით

რეალ’სთრიმ’ჰანთერ
http://live.realstreamunited.com/streaming/free-live-video-streaming-rugby-sevens-europe-grand-prix-series-in-exeter-rugby-international-tournaments-95251.html

Posted by: giorgi77 11 Jul 2015, 15:00
გერმანიამ და ბელგიამ როგორ მოუმატეს ასე სწრაფად შვიდკაცაში... გერმანია უგებს პორტუგალიას

Posted by: jora84 11 Jul 2015, 15:04
ვინმე ხომ არ აპირებთ ჩვენების თამაშის ჩაწერას?

ვერანაირად ვერ ვახერხებ ყურებას არადა მაინტერესებს sad.gif

Posted by: giorgi77 11 Jul 2015, 15:08
შეულაგა გერმანიამ პორტუგალიას..... 28-5

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Jul 2015, 15:26
"ტურნირმა დევონშირელი მშრომელების დიდი დაინტერესება გამოწვია"
პირამდე სავსეა ექსეთერის "სენდი პარკი"

Posted by: giorgi77 11 Jul 2015, 15:29
უელსი დიდი წვალებით უგებს ბელგიას...

Posted by: GioWEED 11 Jul 2015, 15:32
ადამიანებო საქართველოს სტიმი დადეთ!

Posted by: AVIATORI01 11 Jul 2015, 15:34
GioWEED
http://www.dailymotion.com/video/x2x042l

ეხლა იწყება

Posted by: giorgi77 11 Jul 2015, 15:40
ორჯერ ლელო უნდა დაგვედო მაგრამ წინ დაგვივარდა ბურთი

Posted by: ქაშიბაძე 11 Jul 2015, 15:43
რა შეცდომებია კაი რა facepalm.gif

ეს მეთიუ ერთი თავით მაღლა დგას ყველაზე

Posted by: -Kartveli- 11 Jul 2015, 15:44
მათემ გვიხსნა ეხლა და მაინც დაგვიდეს.

Posted by: giorgi77 11 Jul 2015, 15:49
ეს ჩვენი ლელო მთლიანად ჯენიმ გააკეთა ყოჩაღ

ბოჭვებს ვერ აკეთებენ ჩვენები გარკად....

Posted by: -Kartveli- 11 Jul 2015, 15:51
QUOTE (giorgi77 @ 11 Jul 2015, 15:49 )
ეს ჩვენი ლელო მთლიანად ჯენიმ გააკეთა ყოჩაღ

ეგრეა, ეტყობა კიდეც როგორი მოტივაციით თამაშობს.

Posted by: giorgi77 11 Jul 2015, 15:54
4 ნომერი მგონი... ბევრ შეცდომებს უშვებს...

თან მგონი ერთადერთი გუნდი ვართ რომელიც შვიდკაცას ადგილიდან ვთამაშობთ... ყველა გაჩერებულია და ბურთის მიღება ყოველთვის სტატიკურ მდგომარეობაში ხდება....

Posted by: otia-83 11 Jul 2015, 15:55
დაამიწა ბოლო ლელო? მე დავინახე რომ არ დაუმიწებია sad.gif

Posted by: ქაშიბაძე 11 Jul 2015, 15:55
რა უბედურებაა ეს ცხელი კარტოფილივით რო უვარდებათ ბურთი

ასე უნდათ ოლიმპიადაზე მოხვედრა?

თუ სერიოზულად უყურებენ ამ სახეობას მიხედონ წესიერად თორე მომწყინდა ამათი წაგებების ყურება

Posted by: zaal1969 11 Jul 2015, 15:55
შებოჭვა უჭირთ და რა თამაში უნდა მოიგონ,სიმპლიკევიჩი პელე გაიჩითა აქ

Posted by: zviadcardio 11 Jul 2015, 15:56
შეიძლებოდა ამ თამაშის მოგება.
აშკარად არ იყო რუსეთი დაუმარცხებელი

Posted by: The_mad_Floki_Brother 11 Jul 2015, 15:57
წავაგეთ და ეგ არი :/
პირველ ტაიმში რამდენი შანსი გავაფუჭეთ :/
რავი რა. მე მომეწონა ჯანი. ვნახოთ, კიდე 2 თამაშია წინ.

otia-83
QUOTE
დაამიწა ბოლო ლელო? მე დავინახე რომ არ დაუმიწებია

ბოლოს მათეოზამ რო შებოჭა ხო? რავი ამ 7 კაცაში მართლა საერთოდ ვერ ვერკვევი მარა ბოლო ლელო მეც მომეჩვენა რო ვერ დადო ბურთი ჩატVლის მოედანში

Posted by: giorgi77 11 Jul 2015, 15:57
სუსტია რუსეთი თან.... დასანანია რომ ასეთ რუსეთსაც ვერ ვუგებთ, ელემენტარული შეცდომების გამო. ჯერ პირველ ნახევარში ორი ლელო უნდა დაგვედო 100%

ჩვენი ინგლისელი up.gif

Posted by: SGG 11 Jul 2015, 15:57
Qash
QUOTE
ასე უნდათ ოლიმპიადაზე მოხვედრა?


რა ოლიმპიადაზე მოხვერა, კაიფობ? smile.gif

ჩორტიკამ შეიტანა ძალიან დიდი წვლილი ამ წაგებაშI

Posted by: The_mad_Floki_Brother 11 Jul 2015, 16:00
SGG
შენი აზრი მაინტერესებს. პირველი 15 წუთის მერე ამ ჩვენს ახალ ქართველზე რას ფიქრობ. თუ მომდევნო 2 თამაშის მერე იტყვი? smile.gif))

Posted by: GioWEED 11 Jul 2015, 16:00
არ უნდა წაგვეგო ეს ტამაში.
მათე ბიჭი კარგია, ნეტა 15 კაცაში წაეყვანათ და ნაკრებთან ევარჯიშა,

Posted by: SGG 11 Jul 2015, 16:00
giorgi77
QUOTE
სუსტია რუსეთი თან.... დასანანია რომ ასეთ რუსეთსაც ვერ ვუგებთ, ელემენტარული შეცდომების გამო. ჯერ პირველ ნახევარში ორი ლელო უნდა დაგვედო 100%


რუსეთი ძალიან ძლიერი ამ დონეზე შვიკაცაში.
წელს შესარჩევი მოიგეს და შემდეგი წლიდან მსოლფიო სერიას ითამაშემენ,ყველა ეტაპს

Posted by: ქაშიბაძე 11 Jul 2015, 16:00
QUOTE
ჩვენი ინგლისელი 

ცუდად ხვდება ყურს sad.gif

ქართველია ეგ ბიჭი jump.gif

აი იმ 2 მომენტში ეტყობოდა მარტო კლასი
დიდ ნაკრებსაც გამოადგება ჩემი აზრით

Posted by: SGG 11 Jul 2015, 16:03
The_mad_Floki_Brother
QUOTE
შენი აზრი მაინტერესებს. პირველი 15 წუთის მერე ამ ჩვენს ახალ ქართველზე რას ფიქრობ. თუ მომდევნო 2 თამაშის მერე იტყვი? ))


ნორმალური ბიჭია,მაგრამ ნაკრებში მოხვედრა თუ უნდა, შვიდკაცას ამ შემადგენლობაში,უნდა დაფრინავე.
სხვა თამაშებში გამოჩნდება,ერთი თამაშით შეფასება ადრეა.

თავისუფლად შეიძლებოდა ამ თამაშIს მოგება, პირველი ტაიმი ნაღდად უნდა მოგვეგო და მეორეშI შემცვლელები სუსტები იყვნენ და ძალა არ გვეყო.

გამორჩეული კიკვაძეა, სისწრაფე და ფინტი აქვს და როცა აზახვატებენ, ფეხზეც დგას და ოფლოუდსაც აკეთებს.

Posted by: Qutaiso 11 Jul 2015, 16:04
გადახვევა არ შეიძლება ვერ ვუყურე საერთოდ

SGG
QUOTE

ნორმალური ბიჭია,მაგრამ ნაკრებში მოხვედრა თუ უნდა, შვიდკაცას ამ შემადგენლობაში,უნდა დაფრინავე.

facepalm.gif ღადაობ შენ?

Posted by: zviadcardio 11 Jul 2015, 16:06
ახლა ინგლისი ამასხარავებს იტალიას.
ჩვენი შემდეგი თამაში ბელგიასთანაა?

Posted by: giorgi77 11 Jul 2015, 16:07
QUOTE
რუსეთი ძალიან ძლიერი ამ დონეზე შვიკაცაში.
წელს შესარჩევი მოიგეს და შემდეგი წლიდან მსოლფიო სერიას ითამაშემენ,ყველა ეტაპს


იყო ძლიერი. წელს გადაურბინა, გერმანიამ და ბელგიამ ამ რუსეთს და მგონი ლიტვამაც. წინა წლებში უკეთესი ნაკრები ყავდათ. ახლო მომავალში პორტუგალიას და რუსეთს ჩაანაცვლებს ბელგია და გერმანია თუ ასე გააგრძელეს პროგრესი

Posted by: SGG 11 Jul 2015, 16:07
Qutaiso
QUOTE
ღადაობ შენ?


რა ვერ გაიგე?

იმ შემადგენლობაშI,რაც შემადგენლობითაც ეხლა ვართ მანდ, ძალიან უნდა გამოირჩეოდე,ამბიცია თუ გაქვს ნარების

Posted by: dadetor 11 Jul 2015, 16:07
წავაგეთ ისევ უაზრი შეცდომების გამო მოკლედ არაა საშველი

მათე აშკარად მაღლა დგას მაინც იგრძნიბა მოტივაცია, დალშე ვნახოთ

Posted by: SGG 11 Jul 2015, 16:12
giorgi77
QUOTE
იყო ძლიერი. წელს გადაურბინა, გერმანიამ და ბელგიამ ამ რუსეთს და მგონი ლიტვამაც. წინა წლებში უკეთესი ნაკრები ყავდათ. ახლო მომავალში პორტუგალიას და რუსეთს ჩაანაცვლებს ბელგია და გერმანია თუ ასე გააგრძელეს პროგრესი


იყო რას ნიშნავს?იგივე შემადგენლობაა. მარტში მოიგეს ეგ ტურნირი და ეხლა ამ ევროპის სერიაში მესამეზე არიან საერთო ჩატვლაშI ,ინგლისსაც კი უსწრებენ.
ეს თუ კარგად ითამაშეს, მეორეზე გავლენ და პირდაპირ მოხვდებიან ოლიმპიადის შესარჩევში.

Posted by: Qutaiso 11 Jul 2015, 16:16
SGG
არ მინახავს მაგ ბიჭის თამაში მაგრამ რომელიმე ნაკრების ხაზის წევრი რომ დააყენო ვერც ერთი ვერ იფრენს დამიჯერე

Posted by: SGG 11 Jul 2015, 16:18
Qutaiso
QUOTE
არ მინახავს მაგ ბიჭის თამაში მაგრამ რომელიმე ნაკრების ხაზის წევრი რომ დააყენო ვერც ერთი ვერ იფრენს დამიჯერე


ვინც შვიდკაცას თამაშობს ყველა იფრენს.

მეკო და ფრუიძე ზე გამორჩეულები არიან ჩვენს შვიდკაცაში, ასევე ძალიან გამოირჩეოდნენ შარიქაძე და ხმალაძე და როცა ეგ შემადგენლობა თამაშობდა,ბევრად მაგარ შედეგებს დებდნენ.

Posted by: giorgi77 11 Jul 2015, 16:18
SGG

მესამეზეა... ეგ ერთი.

ინგლისს არაფერი არ სჭირდება არც ამ ტურნირზე არც მოსკოვში სჭირდებოდა და არც ლიონში... საგზური ოლიმპიადისთვის ჯიბეში აქვთ.

ძლიერი ამ დონეზე არის საფრანგეთი. რომელიც პირველზეა და მეორე ადგილოსანი ესპანეთი.

რუსეთს კიდე მოუყომარებენ. მე ჩვენებზე მწყდება გული რომ მოსაგები თამაში ვერ მოვიგეთ.


Posted by: jumberchuchyiani 11 Jul 2015, 16:21
შემდეგი თამაში რომელ საათზე რამ მითხრათ რა smile.gif

Posted by: SGG 11 Jul 2015, 16:22
giorgi77
QUOTE
მესამეზეა... ეგ ერთი.


მესამეზე მეთქი,აბა რა დავწერე? smile.gif)
ჩვენ მეათეზე ვართ smile.gif

ინგლისს შეიძლება არ ჭირდება, მაგრამ ინგლისს რომ უსწრებ,მაინც რაღაცას ნიშნავს.
ამას დაამატე ის რომ მსოფლიოს 15-შI შედიან და შემდეგი წლიდან მსოფლიო სერიას ითაამშებენ და კიდევ გაგვისწრებენ შვიდკაცაშI smile.gif

რუსეთზე სუსტი გუნდიაო ნაღდად არ ითქმის ევროპის შვიდკაცა სერიაში, ერთ-ერთი წამყვანი გუნდია.

მოკლედ, ჩვენთან აშკარა ფავორიტები არიან და სენსაცია იქნებოდა რომ მოგვეგო, თუმცა თამაშიდან გამომდინარე შანსი ნაღდად იყო.

Posted by: wesley_fofana 11 Jul 2015, 16:26
კარგად ითამაშა, გასათვალისწინებელია რო პირველად ითამაშა ამ კაცმა ნაკრებში, ცოტა რო მიეჩვევა და შეთამაშდება ალბათ უფრო კარგადაც ითამშაებს თან ქართულიც არ ესმის მგონი. მარა ერთი თამაშით მაინც ვერ იტყვი ჯობია სხვა თამაშებიც ვნახოთ

Posted by: giorgi77 11 Jul 2015, 16:26
SGG

მესამე არ იძლევა არაფერს. გინდ მესამე დაგიკავებია გინდ მეათე მაინც პორტუგალიაში უნდა ითამაშო რეპეშაჟის ერთი ადგილისთვის.

არაა ძლიერი... ეგ მსოფლიო სერიაზეც ჩანდა როცა თამაშობდნენ, სულ მაჩანჩალები იყვნენ.

შემდგენლობა კი ყავთ იგივე რუსებს მაგრამ სხვები არ დგანან ერთ ადგილას. მე მომწონს ეს ახალი გუნდები - ბელგია, გერმანია. ალბათ ყველაზე პროგრესირებადი ნაკრებები ევროპაში ჩვენ დონეზე. ჯგუფში შეხვდება ბელგია რუსეთს და ვნახავთ რუსების სიძლიერეს.

Posted by: SGG 11 Jul 2015, 16:29
giorgi77
QUOTE
მესამე არ იძლევა არაფერს. გინდ მესამე დაგიკავებია გინდ მეათე მაინც პორტუგალიაში უნდა ითამაშო რეპეშაჟის ერთი ადგილისთვის.

არაა ძლიერი... ეგ მსოფლიო სერიაზეც ჩანდა როცა თამაშობდნენ, სულ მაჩანჩალები იყვნენ.

შემდგენლობა კი ყავთ იგივე რუსებს მაგრამ სხვები არ დგანან ერთ ადგილას. მე მომწონს ეს ახალი გუნდები - ბელგია, გერმანია. ალბათ ყველაზე პროგრესირებადი ნაკრებები ევროპაში ჩვენ დონეზე. ჯგუფში შეხვდება ბელგია რუსეთს და ვნახავთ რუსების სიძლიერეს.


რას ქვია მესამე არაფერს არ იძლევა? smile.gif

შანსი აქვთ ესპანეთს დაეწიონ და მეორეზე გავიდნენ, რაც პირდაპირ იძლევა შესარჩევის საგზურს smile.gif

მსოფლიო სერიას რაც შეეხება, მაჩანჩალები კი არიან, მაგრამ ჩვენი დონის გუნდებისთვის მანდ მისუნვაც დიდი მიღწევაა.

თან შემდეგ წელს უკვე ყველა ეტაპს ითამაშებენ მანდ და სხვა დონეზე გავლენ.

ბელგია გერმანიას მანდ ვინ მიუშვებს smile.gif

მოკლედ, ევროპის შვიდკაცა სერიაში წამყვანი გუნდია ნაღდად.

Posted by: giorgi77 11 Jul 2015, 16:32
QUOTE
შანსი აქვთ ესპანეთს დაეწიონ და მეორეზე გავიდნენ, რაც პირდაპირ იძლევა შესარჩევის საგზურს


არ იძლევა პირდაპირ საგზურს. მეორე გუნდი პორტუგალიაში წაუსვლელად, ავტომატურად ხვდება რეპეშაჟში, მგონი ეგრეა.

ვნახოთ ვნახოთ ) აგერ მალე იქნება ბელგია-რუსეთი და საინტერესო იქნება ვისი გადაწონის. ძლიერმა გუნდმა წესით უნდა მოუგოს ბელგიას




Posted by: SGG 11 Jul 2015, 16:37
giorgi77
QUOTE
არ იძლევა პირდაპირ საგზურს. მეორე გუნდი პორტუგალიაში წაუსვლელად, ავტომატურად ხვდება რეპეშაჟში, მგონი ეგრეა.


პირდაპირ იძლევა ოლიმპიადის შესარჩევის საგზურს.
ანუ იმ საგზურს,რაც პორტუგალიაშI სამეულშI მოხვედრით უნდა მოიპოვოს ნაკრებმა.

QUOTE
ვნახოთ ვნახოთ ) აგერ მალე იქნება ბელგია-რუსეთი და საინტერესო იქნება ვისი გადაწონის


რა უნდა გადაწონოს, შვიდკაცას სპეციფიკიდან გამომდინარე, საერთო ჩათვლით დგინდება გუნდების სიძლიერე.
ერთი თამაშის მოგება ყველას შეუძლია.

მაგიტოა შვიდკაცაში ეგეთი რეიტინგის სისტემა smile.gif

ამერიკამ ლონდონის შვიდკაცა ეტაპი მოიგო და ფიჯისაც მოუგო,მაგრამ ეგ იმას კი არ ნიშნავს რომ ფიჯიზე და ზელანდიაზე ძლიერია smile.gif

Posted by: giorgi77 11 Jul 2015, 16:41
QUOTE
პირდაპირ იძლევა ოლიმპიადის შესარჩევის საგზურს.


მეც ეგ არ დავწერე? შენ გეწერა პირდაპირ ოლიმპიადის საგზურსო... პირდაპირ საგზურს მიიღებს საფრანგეთი.

შესარჩევი და რეპეშაჟი ერთი და იგივეა


რეიტინგი არ ვიცი მე. რასაც ვუყურებ ამ სამ გათამაშებაზე რუსეთს რამდენიმე ნაკრები ჯობია თამაშით. ჩვენთანაც პირველი ნახევარი დაცვაში იჯდნენ... ჩვენი სულელური შეცდომებით დაგვიდეს ლელო. ძლიერი ნაკრები საქართველოსთან არ იფაფხურებდა.

Posted by: SGG 11 Jul 2015, 16:47
giorgi77
QUOTE
მეც ეგ არ დავწერე? შენ გეწერა პირდაპირ ოლიმპიადის საგზურსო... პირდაპირ საგზურს მიიღებს საფრანგეთი.

შესარჩევი და რეპეშაჟი ერთი და იგივეა



ჩემ ნაწერს არ კითხულობ? სად დავწერე ოლიმპიადის საგზურს იძლევა მეთქი?smile.gif)
შესარჩევისას იძლევა თქო, გადახედე ნაწერს smile.gif)

იგივე იყო მანამდე, ჯერ ერთი მესამეზეაო, გეგონება მე სხვა რამ მქონდა დაწერილი biggrin.gif


QUOTE
რეიტინგი არ ვიცი მე. რასაც ვუყურებ ამ სამ გათამაშებაზე რუსეთს რამდენიმე ნაკრები ჯობია თამაშით. ჩვენთანაც პირველი ნახევარი დაცვაში იჯდნენ... ჩვენი სულელური შეცდომებით დაგვიდეს ლელო. ძლიერი ნაკრები საქართველოსთან არ იფაფხურებდა.


ხო, ეხლა მსოფლიო რეინტგის სისტემას შეცვლის და გუნდების სიძლიერის შეფასებას გიორგი77-ის რეიტინგით დაიწყებს biggrin.gif

შვიდკაცას და 15 კაცას ერთი პრინციპით აფასებ და კამათის გაგრძელებას აზრი არ აქვს smile.gif

Posted by: GioWEED 11 Jul 2015, 16:48
ბელგია საქართველო დღესაა? რომელ საათზე იწყება?

Posted by: giorgi77 11 Jul 2015, 16:49
QUOTE
ხო, ეხლა მსოფლიო რეინტგის სისტემას შეცვლის და გუნდების სიძლიერის შეფასებას გიორგი77-ის რეიტინგით დაიწყებს biggrin.gif

შვიდკაცას და 15 კაცას ერთი პრინციპით აფასებ და კამათის გაგრძელებას აზრი არ აქვს


ოკ ოკ პრაფესორ

Posted by: SGG 11 Jul 2015, 16:51
giorgi77
QUOTE
ოკ ოკ პრაფესორ


პროფესერობა მაღალი დონის ცოდნას ნიშნავს და მე რასაც ვლაპარაკობ, ელემენტარულია და ნებისმიერი გაერკვევა, 1 საათს თუ დაუთმობს smile.gif

Posted by: giorgi77 11 Jul 2015, 16:55
SGG

პროფესორი არა. თქვენ პრაფესორი ბრძანდებით biggrin.gif

ჯეეინისთან არის ინტერვიუ, ჯობია მაგას უყუროთ.

http://live.realstreamunited.com/streaming/free-live-video-streaming-rugby-sevens-europe-grand-prix-series-in-exeter-rugby-international-tournaments-95251.html

Posted by: SGG 11 Jul 2015, 16:58
giorgi77
QUOTE
პროფესორი არა. თქვენ პრაფესორი ბრძანდებით


როცა კამათისას არგუმენტი აღარ რჩება, სხვა რაღა უნდა დაწერო biggrin.gif

მოკლედ, სხვა დროს მეტი არგუმენტები წარმოადგინე, შენს რეიტინგზე ნაღდად არ გადავა მსოფლიო რაგბი biggrin.gif

Posted by: jumberchuchyiani 11 Jul 2015, 16:58
ორმა კაცმა ვიკითხეთ შემდეგი თამაში რომელზეათქო და პასუხი არავინ გაგვეცით. რა იყო გეზარებათ თუ არავინ იციტ?

Posted by: giorgi77 11 Jul 2015, 17:03
QUOTE
მოკლედ, სხვა დროს მეტი არგუმენტები წარმოადგინე, შენს რეიტინგზე ნაღდად არ გადავა მსოფლიო რაგბი


რა რეიტინგი? რეიტინგი სადმე ვახსენე? რუსებზე დავწერე და შემოვარდი შენი რეიტინგით...

შენ თვითონ იგონებ რაღაცეებს და მერე კამათობ... მე ერთხელ გთხოვე ჩემ დაწერილს ნუ აქცევ ყურადღებას თქო...

არაა აუცილეელი ყველას და ყველაფერს გამოეხმაურო.

jumberchuchyiani

17:56

რაგბი.გე ძალიან ინფორმატიული საიტია, კავშირის

Posted by: lepori 11 Jul 2015, 17:03
jumberchuchyiani
QUOTE
ორმა კაცმა ვიკითხეთ შემდეგი თამაში რომელზეათქო და პასუხი არავინ გაგვეცით. რა იყო გეზარებათ თუ არავინ იციტ?

http://m.rugby.ge/ka-GE/tables/

ზემოთაც დევს ეს ბმული wink.gif

@ საქართველოს დროით
17.56 ბელგია

21.00 უელსი


Posted by: SGG 11 Jul 2015, 17:10
giorgi77
QUOTE
რა რეიტინგი? რეიტინგი სადმე ვახსენე? რუსებზე დავწერე და შემოვარდი შენი რეიტინგით...


შვიდკაცაში გუნდების სიძლიერე ფასდება ამა თუ იმ სერიაში საერთო ჩათვლით, ეს არის ორჯერ ორი ოთხი შვიდკაცისთვის smile.gif)

QUOTE
შენ თვითონ იგონებ რაღაცეებს და მერე კამათობ... მე ერთხელ გთხოვე ჩემ დაწერილს ნუ აქცევ ყურადღებას თქო...

არაა აუცილეელი ყველას და ყველაფერს გამოეხმაურო.


როცა ვინმე ისეთ დეზინფორმაციას წერს, როგორიც შენ დაწერე, შეცდომაში რომ არ შევიდნენ, მაგიტო დავწერე.

ვიღაცას შეიძლება გონებოდა,რომ რუსეთი სუსტია შვიდკაცაში.

ამ გათამაშებაში რუსეთი ერთ-ერთი ძლიერი გუნდი და მომავალ მსოფლიოს შვიდკაცა სერიაში მოთამაშე ნაკრებია smile.gif

Posted by: giorgi77 11 Jul 2015, 17:26
ჯეინის ჩამოართვეს ინტერვიუ... კითხეს დიდ ნაკრებში თუ ითამაშებო... რაზეც უპასუხა რომ, მხოლოდ ერთხელ ვიყავიო სავარჯიშო შეკრებაზეო ნაკრებთან ერთადო, არ ვიციო, მაგრამ მინდა ძალიანო.

მანამდე შეაქეს, კარგად შებოჭეო მეტოქეო და ლელოშიც დიდი წვლილი შეიტანეო. კარგია თუ ვინმემ ჩაიწერა... ვერ მოვასწარი მთლიანად ნახვა

Posted by: dadetor 11 Jul 2015, 17:37
ბიჯო ბიჯო რას უკეთებს გერმანია რუმინელებს lol.gif lol.gif სირცხვილია



Posted by: giorgi77 11 Jul 2015, 17:46
QUOTE
ბიჯო ბიჯო რას უკეთებს გერმანია რუმინელებს lol.gif lol.gif სირცხვილია


გერმანია კიდევ სხვებსაც გაუკეთებს, "ძლიერ" ნაკრებებსაც smile.gif

Posted by: SaNi 11 Jul 2015, 17:47
ოლიმპიადეზე ჩვენების მოხვედრის შანსი რამდენად რეალურია და რა გზაა მანამდე გასასვლელი?

Posted by: zviadcardio 11 Jul 2015, 17:47
QUOTE
რას უკეთებს გერმანია რუმინელებს    სირცხვილია

ვარჯიშობს, ერთობა. თამაში არ ქვია ამას

Posted by: giorgi77 11 Jul 2015, 17:55
SaNi

ამ ტურნირის შემდეგ ჩატარდება ლისაბონის ტუნირი, სადაც გათამაშდება ერთი ადგილი რეპეშაჟისთვის, ეგ ტურნირი უნდა მოვიგოთ. სხვა შანსი დავკარგეთ უკვე

Posted by: AVIATORI01 11 Jul 2015, 17:56
ასე რომ გაიქაჩნონ 15 კაცაში და რუმინეთი შეცვალონ ერთა თასზე, ერთი მაინტერესებს ესენი რომ დაიწყებენ კაკუნს 6 ერზე მაშინაც არ გააღებენ?

არადა რეალურად ყველაზე მეტს ეს გაუტრაკებს გაფართოებაზე, რა ხანია პორტუგალია -ესპანეთის დაწინაურებას ველოდები და ბუქსაბენ ერთ ადგილას, იქნება და დაინტერესდეს ეს ქვეყანა რაგბით, ყველაზე მეტად ჩვენ გვაწყობს

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Jul 2015, 17:56
QUOTE
და რა გზაა მანამდე გასასვლელი?

იქეთა უქმეებზე, ლისაბონში, 12 გუნდში უნდა შევიდეთ სამეულში
იმ 12-ში აღარ იქნება საფრაგეთი და ესპანეთი|რუსეთი, აღარც ინგლისი და უელსი
სხვა ყველა იქნება + ქვემოდან ამოსული ირლანდია

თუ შევალთ სამეულში, გაისად 16-გუნდა მსოფლიო რეპეშაჟში უნდა დავიკავოთ პირველი,
რათა მივიღოთ რიოს ბოლო, მე-12 საგზური

Posted by: dadetor 11 Jul 2015, 17:59
ბერიძე სუფთYა ჰალკია .....................................

Posted by: SaNi 11 Jul 2015, 17:59
giorgi77
მადლობა

Posted by: zviadcardio 11 Jul 2015, 17:59
კარგია ბიჭებო.
არ ველოდი ასეთ დასაწყისს

Posted by: giorgi77 11 Jul 2015, 18:02
ჩვენმა 8 ნომერმა გაატარა ბელგიელი ................ არ შეიძლება ასე...


SaNi

ბატონმა ზაალმა დაწერა ზუსტად

QUOTE
იქეთა უქმეებზე, ლისაბონში, 12 გუნდში უნდა შევიდეთ სამეულში
იმ 12-ში აღარ იქნება საფრაგეთი და ესპანეთი|რუსეთი, აღარც ინგლისი და უელსი
სხვა ყველა იქნება + ქვემოდან ამოსული ირლანდია

თუ შევალთ სამეულში, გაისად 16-გუნდა მსოფლიო რეპეშაჟში უნდა დავიკავოთ პირველი,
რათა მივიღოთ რიოს ბოლო, მე-12 საგზური


Posted by: Qutaiso 11 Jul 2015, 18:04
ლოსაბერიძეს რა უნდა მანდ facepalm.gif facepalm.gif

Posted by: ქაშიბაძე 11 Jul 2015, 18:06
და ლისაბონში მეკო და ძლიერი სასტავი რო წავიყვანოთ მაგის პონტი არაა?

Posted by: SGG 11 Jul 2015, 18:06
ამ ჩორტიკამ რატო შეგვცა,მერამდენედ აკეთებს ამას

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Jul 2015, 18:06
მეკო შევარდენზეა, იწრთობა მსოფლიო თასისთვის

Posted by: giorgi77 11 Jul 2015, 18:09
გოშა ყოჩაღ.... და 4 ნომერმა მაგარი ჩაატარა... აი ესაა შვიდკაცა

Posted by: zviadcardio 11 Jul 2015, 18:09
ბეგია დამარცხებულია, 21სთ-ზე დავეჭიდოთ უელსს

Posted by: giorgi77 11 Jul 2015, 18:14
გოგოლაშვილი რა კარგია, სად ყავდათ აქამდე?

მგონი საუკეთესო დაცვა ვითამაშეთ, ამ სამ ტურნირში

Posted by: ქაშიბაძე 11 Jul 2015, 18:14
QUOTE
მეკო შევარდენზეა, იწრთობა მსოფლიო თასისთვის

აუ ეგ სულ არ გამახსენდა biggrin.gif

Posted by: SGG 11 Jul 2015, 18:17
ერთადერთი ნაკრები ვართ მსოფლიოში,შვიდკაცაში 7-ჯერ რომ დაჯარიმდები და მეტოქე არც ერთხელ და მაინც მოიგებ biggrin.gif

დისციპლინაში სერიოზული პრობლემები გვაქვს.

კიკვაძე მაგარია, დასადებში ყოველთვის დებს,შანსი არაა დამაზოს.

ბელგია მომეწონა,პროგრესირებენ smile.gif

Posted by: otia-83 11 Jul 2015, 18:23
მშვენიერი დაცვა ვითამაშეთ თუ არ ჩავთვლით #8 ჩავარდნას. #4 , კიკვაძე და მათე ბიჭიც მომეწონა.

საერთოდაც მათე ბიჭი საკმაოდ სიმპატიურად (რაგბის ამბავში smile.gif ) გამოიყურება .

Posted by: AVIATORI01 11 Jul 2015, 18:23
მოკლედ უელსს უბალეშიკოთ, იქნებ მოუგოს, და მერე ჩვენ მოუგოთ უელსს , და როგორმე პირველი ადგილით გავძვრეთ, ტორემ ისე უბერასვ გერმანია-საფრანგეთი მანედან გავა მეორეადგილოსანი ფინალში

Posted by: OSTAP 11 Jul 2015, 18:23
ვნახოთ ურლსთან რა იქნება. ჩორყიკამ ერთი კარგი დადო, მაგრამ სულ ინდივიდუალურად არ გამოვა. იმის მერე ორი გასაშვები პასი არ გაუშვა. ბახვა ცოტა მძიმედ იღებს სტარტს მემგონი და შეტეხილი ვერ დაიჭირა sad.gif sad.gif 7 კაცაში სტარტი ძალიან მნიშვნელოვანია. 8 ქულა გავანიავეთ გარდასახვებში. სადღაც შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს. და მათე ბიჭი კიდე შეტევაში ვერ ვნახეთ, თუმცა დაცვა კარგად ითამაშა და ეტყობა ფიხიკურად მაგრაა, რაც ძალზედ სასიხარულოა

Posted by: giorgi77 11 Jul 2015, 18:27
უელსს საერთოდ რა უნდა ამ ტურნირში ან ინგლისს გაუგებარია.... ოლიმპიადაზე გამოვა ბრიტანეთი, ინგლისმა უკვე მოიპოვა ბრიტანეთისთვის საგზური...

შედეგებიც შესაბამისია.

Posted by: dadetor 11 Jul 2015, 18:28
უიელსი ასეთი მაჩანჩალაა თუ ჩვენთვის ინახავენ თავს ? რავიცი არც ბელგიასთან გაუგიჟებია თავი და ბელგიის მდარ გზას უნდა დავაყენოთ + მეტი დრო გვაქ აღსადგენად

ჩორტიკა მაგარია biggrin.gif

Posted by: AVIATORI01 11 Jul 2015, 18:30
მოკლედ ვერაფერი ვერ ქნა უესმა და ჩვენც უნდა დავცეთ და 5-8 ადგილებისთვის ვითამაშოთ

Posted by: jumberchuchyiani 11 Jul 2015, 18:32
მეგობრებო კითხვა მაქვს, ვინც ერკვევით კარგად შვიდკაცაში, ვთქვათ მოვუგეთ უელსს ახლა და გავედით ჯგუფიდან მერე რა ხდება? კიდე ვინმეს ვეთამაშებით თუ არა?

Posted by: otia-83 11 Jul 2015, 18:32
ჩორტიკა რომელია smile.gif

............................................................

Posted by: AVIATORI01 11 Jul 2015, 18:38
jumberchuchyiani
პირველადგილოსნები და ერთიც უკეთესი მეორეადგილოსანი გადიან ფინალში და ითამაშებენ 1-4 ადგილებს
2 მეორე და 2-იც მე-3 ადგილოსანი ითამაშებს 5-8 ადგილს
ხოლო ყველაზე ცუდი შედეგის მე-3 ადგილოსანი და ბოლო ადგილოსნები 9-12 აგილისთვის თამაშობენ

მე-2 ზე რომ გავიდეთ და ფინალები ვითამაშოთ უელსი უნდა დავარამცხოთ კატასტროფული ანგარიშით და პლუს ამას გერმანია-საფრანგეთის თAმაშში ერთერთმა უნდა მოიგის ძალიან დიდი სხვაობით

და კიდე დამათებითი ფაქტორები, მაგრამ ესაა ძირითადი

Posted by: jumberchuchyiani 11 Jul 2015, 18:39
კატასმტროფელი და შეურაცმყოფელი ანგარიში რამდენია დაახლოებით? smile.gif

Posted by: AVIATORI01 11 Jul 2015, 18:41
საფრანგეთს აქვს +66
გერმანიას +68
ჩვენ + 12

გერმანია -საფრანგეთი ერთმანეთს ეთამაშება, ჩვენ უელსს ხოდა ამ პლუსებში უნდა გადავასწროთ, დანარჩენი შენ დათვალე

Posted by: otia-83 11 Jul 2015, 18:41
QUOTE
კატასმტროფელი და შეურაცმყოფელი ანგარიში რამდენია დაახლოებით?

ბევრით-0 biggrin.gif biggrin.gif

Posted by: SGG 11 Jul 2015, 18:44
AVIATORI01

QUOTE
პირველადგილოსნები და ერთიც უკეთესი მეორეადგილოსანი გადიან ფინალში და ითამაშებენ 1-4 ადგილებს
2 მეორე და 2-იც მე-3 ადგილოსანი ითამაშებს 5-8 ადგილს
ხოლო ყველაზე ცუდი შედეგის მე-3 ადგილოსანი და ბოლო ადგილოსნები 9-12 აგილისთვის თამაშობენ

მე-2 ზე რომ გავიდეთ და ფინალები ვითამაშოთ უელსი უნდა დავარამცხოთ კატასტროფული ანგარიშით და პლუს ამას გერმანია-საფრანგეთის თAმაშში ერთერთმა უნდა მოიგის ძალიან დიდი სხვაობით

და კიდე დამათებითი ფაქტორები, მაგრამ ესაა ძირითადი



არაა ეგრე.

1-8 გასულები თამაშოbენ მეოთხედფინალს.

მეოთხედფინალში დამარცხებულები ტამაშობენ 5-8 ადგილებისთვის.

ასე რომ უელსს რომ მოვუგოთ,გარანტირებული გავდივართ მეოთხედფინალში.

Posted by: AVIATORI01 11 Jul 2015, 18:47
SGG
QUOTE
1-8 გასულები თამაშოვენ მეოთხედფინალს.

მეოთხედფინალში დამარცხებულები ტამაშობენ 5-8 ადგილებისთვის.

ასე რომ უელსს რომ მოვუგოთ,გარანტირებული გავდივართ მეოთხედფინალში

წინა 2 ეტაპი ეგრე იყო და ახლა შეცვალეს?
ვერ შეგედავები მაგრამ მე წინას შედეგიდან გამომდინარე დავწერე

Posted by: SGG 11 Jul 2015, 18:48
AVIATORI01
QUOTE
წინა 2 ეტაპი ეგრე იყო და ახლა შეცვალეს?
ვერ შეგედავები მაგრამ მე წინას შედეგიდან გამომდინარე დავწერე


წინა ორი ეპატიც ისე იყო,როგორც ეს ეტაპია.

აქ შეგიძლია გადახედო

http://www.rugbyeurope.eu/competition-95.htm

Posted by: AVIATORI01 11 Jul 2015, 18:50
მით უკეთესი, ე/ი სამეულში მოხვედრის მეტი შანსი გვაქვს

Posted by: SGG 11 Jul 2015, 18:52
AVIATORI01
QUOTE
მით უკეთესი, ე/ი სამეულში მოხვედრის მეტი შანსი გვაქვს


ჩვენთვის ამ ეტაპის შედეგი, დიდს არაფერეს ცვლის.

მთავარია პორტუგალიაში შევიდეთ სამეულში.

ამ შემადგენლობითვის წარმოუდგენელი მიღწევა იქნება ეგ.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Jul 2015, 18:53
სამივე ეტაპი ტარდება ერთი და იგივე ფორმულით
რვა უკეთესი აგრძელებს ზევით, ოთხი უარესი იძირება ფიალაზე (9-12)
მეოთხედ’ფინალის შემდეგ ოთხი უკეთესი თასზე (1-4) და უარესი სინზე (5-8)
* * *
+ პორტუგალია და რუმინეთი ისე დედლობენ,
პორ 0-2 (-56)
რუმ 0-2 (-80)
რომ ახლავე დაბევებული გვაქვს მინიმუმ 8 ნომრობა =
ვერაიანირად ვეღარ ვიქნებით უარესი მესამე

Posted by: jumberchuchyiani 11 Jul 2015, 18:59
მეოთხედფინალების თამაშები ხვალ იქნება?

Posted by: SGG 11 Jul 2015, 19:00
ლუკასა და ნიკოს მამა

ბატონო ზაალ, პორტუგალიის ბოლო ეტაპზე საფრანგეთი(სავარაუდო პირველი საერთო ჯამში), ესპანეთი(სავარაუდო მეორე), ინგლისი და უელსი იქნებიან?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Jul 2015, 19:00
ნამდვილად
კვი 12/07 14.50 - 15.36 (1/4ფ) საქ დროით
სმარფონზე http://m.rugby.ge/ka-GE/tables/
* * *
QUOTE
პორტუგალიის ბოლო ეტაპზე საფრანგეთი(სავარაუდო პირველი საერთო ჯამში), ესპანეთი(სავარაუდო მეორე), ინგლისი და უელსი იქნებიან?

This post has been edited by SGG on 11 Jul 2015, 19:00


აღარცერთი = საფრაგნეთი ახლავე გავა რიოში და მეორე გუნდი (ალბათ ესპანეთი) საგაისო, 16-გუნდა, მსოფლიო რეპეშაჟში

Posted by: SGG 11 Jul 2015, 19:05
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
აღარცერთი = საფრაგნეთი ახლავე გავა რიოში და მეორე გუნდი (ალბათ ესპანეთი) საგაისო, 16-გუნდა, მსოფლიო რეპეშაჟში


ანუ სამეულისთვის ჩვენი მთავარი კონკურენტები იქნებიან რუსეთი, პორტუგალია,ირლანდია,იტალია და გერმანია.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Jul 2015, 19:24
ორი რაუნდის შემდეგ

# ა მ-წ სხვ

1 გერ 2-0 +70
4 სფრ 2-0 +66
9 პორ 0-2 -56
12 რუმ 0-2 -80

# ბ მ-წ სხვ

3 ინგ 2-0 +28
5 ესპ 2-0 +26
8 ლიტ 0-2 -25
10 იტა 0-2 -29

# გ მ-წ სხვ

2 რუს 2-0 +31
6 საქ 1-1 +12
7 უელ 1-1 -12
11 ბელ 0-2 -31

@

Posted by: ქაშიბაძე 11 Jul 2015, 19:26
რეალურად რო შევაფასოთ დაახლოებით რამდენი პროცენტი გვაქვს ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი

ლისაბონში თუ სამეულში გავედით და ბოლო შესარჩევზე უძლიერესები დავიმატეთ

Posted by: SGG 11 Jul 2015, 19:26
Qash
QUOTE
რეალურად რო შევაფასოთ დაახლოებით რამდენი პროცენტი გვაქვს ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი

ლისაბონში თუ სამეულში გავედით და ბოლო შესარჩევზე უძლიერესები დავიმატეთ


1%. ეგეც ზრდილობისთვის.

20-25% შანსი რომ პორტუგალიაში სამეულში მოვხვდეთ. წესით ვერ უნდა მოხვდეთ, მაგრამ მსოფლიო დონის
საოცრება ნაღდად არ იქნება,რომ გავიდეთ.

მეკო,ფრუიძე და ხმალაძე რომ წაგვეყვანა პორტუგალიაში, უკვე რეალური შანსი იქნებოდა.

Posted by: tata_j 11 Jul 2015, 19:28
Qash
QUOTE
რეალურად რო შევაფასოთ დაახლოებით რამდენი პროცენტი გვაქვს ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი

0



Posted by: SGG 11 Jul 2015, 20:35
63 ქულას თუ არ წავაგებთ უელსთან,გასულები ვართ მეოთხედფინალში smile.gif

Posted by: Love The Sun 11 Jul 2015, 21:01
მეთიუმ როგორ ითამაშა?
-==============================

Posted by: giorgi77 11 Jul 2015, 21:03
მეთიუს პირველი ლელო მგონი ))

ყოჩაღ

Posted by: dadetor 11 Jul 2015, 21:03
აჰა მათე /ტანკ ჯანის ლელოოოოოოოოოოო

Posted by: zviadcardio 11 Jul 2015, 21:04
ეგეც მათე ბიჭის ლელო.
არც ისე სუსტი ნაკრები გვყოლია

Posted by: Werner Voss 11 Jul 2015, 21:05
უმატებს მეთი თამაშიდან თამაშამდე.
მეორე ლელოც მაგის დამსახურებაა

Posted by: dadetor 11 Jul 2015, 21:07
ამათ წვაკლებით დავიტანჯე დაყცერეტ გვარები ამათ კაცოოოო

Posted by: SGG 11 Jul 2015, 21:10
Love The Sun
QUOTE
მეთიუმ როგორ ითამაშა?


შეტევაში დიდი არაფერი, სტანდარტი. დაცვაში კარგად დგას.

ფრთაზე მაგის თამაში გამორიცხულია, საერთოდ არ აქვს სისწრაფე და ფინტი.

სწორ რაგბს თამაშობს,ინგლისური სკოლა ეტყობა. უაზრო შეცდომებს არ უშვებს.

მეთიუს თუ დაუძახეს, მინიმუმ 3 კაცს მაინც უნდა დაუძახონ ამ ნაკრებიდან მაშინ.

Posted by: dadetor 11 Jul 2015, 21:14
QUOTE
მეთიუს თუ დაუძახეს, მინიმუმ 3 კაცს მაინც უნდა დაუძახონ ამ ნაკრებიდან მაშინ.

ლოსაბერიძეს მინიმუმ

Posted by: GIORGI112 11 Jul 2015, 21:15
QUOTE
მეთიუს თუ დაუძახეს, მინიმუმ 3 კაცს მაინც უნდა დაუძახონ ამ ნაკრებიდან მაშინ.


სადაც მურაზას და აფციაურს დაუძახეს რით არის აქედან რამდენიმე მაგათზე ნაკლები ?

Posted by: SGG 11 Jul 2015, 21:18
GIORGI112
QUOTE
სადაც მურაზას და აფციაურს დაუძახეს რით არის აქედან რამდენიმე მაგათზე ნაკლები ?


ფრთაზე ნაღდად ნაკლები იქნება. ცენტრში შარიქაძესტან და კაჭისთან შანსი ნაღდად არ ექნება.

ფრთაზე კიკვაძე ბევრად ძლიერი ჯენიზე, ამ ნაკრებში მაგრად ჩანს ეგეთ მომენტებში.

კიკვაძეს თუ არ დაუძახეს, ჯენის რა ნამუსით უნდა დაუძახონ?

რა პრობლემაა,დაუძახონ ჯენისაც, საწინააღმდეგო ვის უნდა ჰქონდეს? smile.gif


Posted by: bulbula1986 11 Jul 2015, 21:22
ვაა, ეს გუნდი რომ გვყოლოდა წინა შვიდკაცებზე რა კარგი იქნებოდა

Posted by: ქაშიბაძე 11 Jul 2015, 21:22
SGG

ცხელი კარტოფილივით მაინც არ უვარდება ბურთი

ტექნიკური არსენალით ათმაგად აღემატება ნებისმიერ ქართული სკოლის გაზრდილ მორაგბეს

Posted by: zviadcardio 11 Jul 2015, 21:22
კიკვაძე ტრავმის გამო გამოცვალეს?
რამე სერიოზულია?

Posted by: GIORGI112 11 Jul 2015, 21:23
QUOTE
ცენტრში შარიქაძესტან და კაჭისთან შანსი ნაღდად არ ექნება.


არც ვამბობ შეცვლიდათქო.. უბრალოდ დღევანდელ გაფართოებულში უკანა ხაზში არიან ისეთები ტირილი რომ მოგინდება

Posted by: Lotkinski 11 Jul 2015, 21:25
რა ანგარიშით დავამთავრეთ უელსთან?

Posted by: Gio_GoG 11 Jul 2015, 21:25
Lotkinski

19 - 7 მოვიგეთ

Posted by: SGG 11 Jul 2015, 21:26
Qash
QUOTE
ცხელი კარტოფილივით მაინც არ უვარდება ბურთი

ტექნიკური არსენალით ათმაგად აღემატება ნებისმიერ ქართული სკოლის გაზრდილ მორაგბეს


კი,ნაღდად ეტყობა ინგლისური სკოლა, უაზრო შეცდომებს არ უშვებს.

მაგრამ რა პოზიციაზეც გვჭირდება ხალხი, იმ პოზიციის თვისებები აშკარად არ აქვს.

ცენტრის ვარიანტში შარიქაძე, კაჭარავა და მჭედლიძე გვყავს.

ფრთის თვისებები აშკარად არ აქვს.

დაუძახონ, საერთოდ არაა პრობლემა. მაგრამ მაგას რომ დაუძახო, კიკვაძეს რა ნამუსით არ უნდა დაუძახო?


Posted by: Qutaiso 11 Jul 2015, 21:28
წიკლაურის ამოგდება შეუძლია.. 15ს თამაშOბს ამბობდით

Posted by: SGG 11 Jul 2015, 21:29
GIORGI112
QUOTE
არც ვამბობ შეცვლიდათქო.. უბრალოდ დღევანდელ გაფართოებულში უკანა ხაზში არიან ისეთები ტირილი რომ მოგინდება


გეთანხმები ნაღდად.

დაუძახონ, ზოგადად სწორი რაგბის და შეცდომის ნაკლებად დამშვები მოთამაშეები,სასარგებლოა.

შვიდკაცამ ეს ტურნირი ასე კარგად რომ ითამამაშა, ჯენის წვლილი დიდია მაგაში. დიდი მნიშვნელობა აქვს მაგ პოზიციაზე სწორად მოთამაშეს.

შანსი რომ მიეცეს, კარგი იქნება.

დარწმუნებული ვარ არავინ დაჩაგრავს თუ დაიმსახურებს,დაუძახებენ. ტყუილად არავინ ჩამოიყვანდა და არც მაგის მოქალაქეობაზე იწვალებდნენ.

Posted by: dadetor 11 Jul 2015, 21:29
საერთოდ ადრეა მაგისთვის დიდი ნაკრები

Posted by: zura_87 11 Jul 2015, 21:29
SGG
ამბობენ 9 და 10-ზე შეუძლია თამაშიო და მაგის დაძახებით რამდენიმე პოზიციის მოთამაშის სათადარიგო შეიძლება იყოს მსოფლიოსთვის.

Posted by: zaal1969 11 Jul 2015, 21:30
მათეს საკლუბო კარიერა აქვს მოსაწყობი თუ უნდა რაგბი ითამაშოს,ის სწავლას გაცილებით მეტ დროს უთმობდა ვიდრე რაგბს,პრინციპში თუ პროფესიულად შესძლო და მიუდგა რაგბს ჩვენს ნაკრებს გამოადგება.

Posted by: ქაშიბაძე 11 Jul 2015, 21:31
რომელწლიანია ისე ეს მეთიუ?



Posted by: SGG 11 Jul 2015, 21:32
zura_87
QUOTE
ამბობენ 9 და 10-ზე შეუძლია თამაშიო და მაგის დაძახებით რამდენიმე პოზიციის მოთამაშის სათადარიგო შეიძლება იყოს მსოფლიოსთვის.


ზღაპარია. არანაირი საერთო არ აქვს 9 და 10 თან.

9-ზე ეგ ისე ითამაშებს, როგორც შარიქაძე ვთქვათ.

კლასიკური შუამარბია.

ერთი ზედმეტი შუამარბიც არ გვაწყენს ისე,მითუმეტეს თედო დამტვრეულია.

Posted by: dadetor 11 Jul 2015, 21:32
QUOTE
რომელწლიანია ისე ეს მეთიუ?

92

Posted by: zura_87 11 Jul 2015, 21:34
SGG
ხო, სიმართლე გითხრა მეც გამიკვირდა, მაგრამ თუ რეალურად შეუძლია, ბეგაძეს და მალაღურას კი აჯობებს, ზუსტ პასს მაინც მიაწვდის და წელში არ გაწყვიტავს პასის ადრესატებს.

Posted by: GIORGI112 11 Jul 2015, 21:34
1992 წლიანია
შუამარბია და ოქსფორდის ლიდერია, თუმც კარშიც ურტყავს მშვენივრად.... 9 ნომერზე მე ვერაფერი ვიპოვე ინტერნეტში რომ ეთამაშოს და რავიცი biggrin.gif
სარასენსში იყო ფლანგზე... ვარჯიშებზეც და თამაშებზეც ( 23 ნომრად იჯდა სათადარიგოზე )

Posted by: SGG 11 Jul 2015, 21:35
zura_87
QUOTE
ხო, სიმართლე გითხრა მეც გამიკვირდა, მაგრამ თუ რეალურად შეუძლია, ბეგაძეს და მალაღურას კი აჯობებს, ზუსტ პასს მაინც მიაწვდის და წელში არ გაწყვიტავს პასის ადრესატებს.


შანსი არაა, რა 9 smile.gif

მემგონი ვიღაცამ გაიკაიფა მაგის 9 ნომრობაზე, საერთოდ არანაირ კავშირში არ არიან.

Posted by: otia-83 11 Jul 2015, 21:37
მართალია თუ მათეს დაუძახებენ კიკვაძესაც უნდა დაუძახონ, ფრთაზე კიკვაძე გაცილებით ეფექტურია ვიდრე მათე.

მათეს:
დადებითი; ძალიან კარგი სასტარტო სიჩქარე აქვს,
დაცვაში საიმედოა.
ხელით თამაშში შეცდომებს თითქმის არ უშვებს.

ნაკლი; უცნაური სირბილის სტილი აქვს და სიჩქარეს ვერ ანვითარებს შორ მანძილზე, ამ უცნაური სირბილის წყალობით ფინტსაც ვერ გააკეთებს. ფრთაზზე კი ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. 12-13ზე ჯანში არამგონია კაჭარავას, ბუკას და მჭედლიძეს კონკირენცია გაუწიოს.

უნდა იმუშაოს სირბილზე, ფინტზე და დიდი ძალა იქნება ფრთაზე.

მე ესე დავინახე მათე ბიჭი

Posted by: zura_87 11 Jul 2015, 21:37
GIORGI112
http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/erovnuli-nakrebi/79740-qborjghalosnebisq-rigebshi-ingliseli-moragbe-ithamashebs.html
აქ წერია რომ თავიდან 9 ნომერს თამაშობდა.

Posted by: SGG 11 Jul 2015, 21:38
GIORGI112
QUOTE
სარასენსში იყო ფლანგზე... ვარჯიშებზეც და თამაშებზეც ( 23 ნომრად იჯდა სათადარიგოზე )


23 ნომრობა ფრთობას არ ნიშნავს.

ეგ ისე იქნება ფრთაზე,როგორც თედო ალბათ. გაჭIრვების დროს რომ დგებოდა და უნივერსალური შემცვლელი იყო.

აქაც საერთოდ არ უჩვენებია ფრთის თვისებები.

15 კაცა სხვაა,მაგრამ მაინც.

Posted by: ქაშიბაძე 11 Jul 2015, 21:39
13 ნომერი ყოფილა კლუბში


Posted by: Werner Voss 11 Jul 2015, 21:41
კაჭარავა და შარიქაძე ძირითადში უკონკურენტო რო არიან ფაქტია, მაგრამ მაგათი თადარიგი ხომ უნდა იყოს ვიღაცა, ხოდა ამ გაფართოებულში მათეზე უკეთ ვინ იზამ მაგას?
კიკვაძე მაგარი ბიჭია, მაგრამ U20 ის დრო ჯერ რომ არ დამდგარა დიდებში მათ პანტა-პუნტით დამტვრევაზეც ჩანს, გვყავს ეგერ ლობჟანიძე და მაგიც გვეყოფა ჯერჯერობით.

Posted by: SGG 11 Jul 2015, 21:41
zura_87
QUOTE
აქ წერია რომ თავიდან 9 ნომერს თამაშობდა.


6 წლიდან შევიდა და ბავშვობაში ტამაშობდაო smile.gif

კლასიკური შუამარბია, მაგ სტატიაშიც ეგ უწერია.

ვისაც რაგბი უყურებია, ერთი შეხედვით მიხვდება მაგას.

Posted by: ქაშიბაძე 11 Jul 2015, 21:43
QUOTE
კაჭარავა და შარიქაძე ძირითადში უკონკურენტო რო არიან ფაქტია

დღესდღეობით ბაზარი არაა მარა კაჭისთვის ბოლო მსოფლიოა ალბათ, შემდეგ მსოფლიოზე 34 წლის იქნება

და ეს კაი ბიჭი იზრდება მემგონი, მომავლისთვის

ლიტვა გავიდა მეოთხედფინალში smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Jul 2015, 21:49
თუ ინგლისმა ესე გააგრძელა, ხვალ 15.36
გერმანია #4 - საქართველო #5

Posted by: otia-83 11 Jul 2015, 21:50
ცოტა აერ იყოს გამძლეობამაც გვიღალატა მეორე ტაიმში, დაცვაც მოეშვა ვეღარ იყო ისეთი ეფექტური.

მოკლედ ფიზ მომზადების სერიოზული პრობლემაა საქართველოში და რამე უნდა იღონონ!

Posted by: SaNi 11 Jul 2015, 21:53
ამ ტურნირის ცხრილი და თამაშების განრიგი სად ვნახო?

Posted by: zaal1969 11 Jul 2015, 21:54
ითქვა,რომ კარიერის დასაწყისში 9 ნომერს თამაშობდა,ანუ იმ დროს,როდესაც პოზიცია ისედაც პირობითია. სისწრაფე და მოქნილობა საკმარისი აქვს,რომ რაგბი ითამაშოს. გავითვალისწინოთ,რომ ნაკრაბში ახალბედაა და შეიძლება ზედმეტის აღებას ერიდებოდა.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Jul 2015, 21:55
ესპანეთი #6 ეგრევე ეჯახება რუსეთს # 3

რუსეთს მეორე ადგილზე ასასვლელად ჭირდება თასის აღება

თუ ფინალი წააგო (18) და ესპანეთმა აიღო სინი (12),
ქულები ტოლად მოუგროვდებათ და
სამ ტურნირში სხვაობები (ბურთები) გახდება დასაჯამებელი

Posted by: zaal1969 11 Jul 2015, 21:58
otia-83
QUOTE
მოკლედ ფიზ მომზადების სერიოზული პრობლემაა საქართველოში და რამე უნდა იღონონ!


http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/erovnuli-nakrebi/80693-fizmomzadebis-doneebs-shoris-ufskrulia-uckhoelebi-qarthul-ragbize.html

Posted by: otia-83 11 Jul 2015, 21:59
ინგლისმა დაიბრიყვა ჩვენი ესპანელები. თან არც ჩერდებიან არ ეზარებათ. smile.gif

Posted by: GIORGI112 11 Jul 2015, 21:59
QUOTE
23 ნომრობა ფრთობას არ ნიშნავს.

ვიცი მაგრამ შეცვლებზე ფრთაზე უშვებდენ
კი არაა შარიქაძე / კაჭის დონის... მაგრამ სანამ 20 წლამდელები წამოზრდილან და უფრთობის გამო (ნუ თუ არ ფიქრობთ ვინმე რომ ფრუიძეს ძირითადში დააყენებენ და მჭედლიძეს არა ? ) ფრთაზე თაზო რომ გვიყენია... შემცვლელიც ხომ გვინდა ცენტრში... იმის გათვალისწინებით რომ თედო არაა ?
თორემ ისე 12/13 ბუკა, კაჭი და თაზოა საუკეთესოები smile.gif

Posted by: -_- 11 Jul 2015, 22:02
კიკვაძე, შკინინი და ჯეინი რომ დაიმატოს ნაკრებმა გაფართოებულ შემადგენლობაში ნაღდად არ იქნება ცუდი, მოხვდებიან თუ არა საბოლოო შემადგენლობაში არ ვიცი მაგრამ ხაზში რომ ერთი ორად გაიზრდება მოტივაცია შეკრებაზე ფაქტია (ეჭვგარეშეა რომ ეხლაც მაქსიმუმს აკეთებენ ბიჭები მაგრამ ფაქტია რომ რაც მეტია კონკურენცია მით მეტია მოტივაცია biggrin.gif )

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Jul 2015, 22:03
QUOTE
ამ ტურნირის ცხრილი და თამაშების განრიგი სად ვნახო?


http://www.rugbyeurope.eu/group-280.htm

ხვალინდელს ჩვენ უფრო მარდად დავდებთ

Posted by: otia-83 11 Jul 2015, 22:04
zaal1969
კი ეგ სტატია ვიცი, მაგრამ ეგ ნაკრების დონეზე წამოგვწევს სამსოფლიოდ. მე საქართველოს ჩემპიონატში და ბავშვთა და ახალგაზრდულ დონეზე ვიძახი. ნაკრებში 1-2-3 კვიღიტ ვარიჯი ვერ მოგვცემს საჭირო კონდიციებს.
* * *
უნდა მიიყვანონ ამ შეკრებაზე საქართველოს ჩემპიონატის კლუბების ფიზ-მომზადების ან მთავარი მწვრთნელები და ანახონ როგორ უნდა ავარჯიშონ სწორად, რას უნდა მიაქციონ ყურადღება და ასე შემდეგ.

Posted by: OSTAP 11 Jul 2015, 22:13
ერთიც არის, 7 კაცა და 15 კაცა ძალზედ განსხვავდებს ერთმანეთისაგან. სათამაშოდ საერთოდ სხვადასხვა ფილოსოფიაა. 7 კაცათი შეიძლება მოთამაშის საბაზისო მონაცემებზე წარმოდგენის შექმნა. თუმცა 15 კაცაში თავს როგორ წარმოაჩენს სხვა საქმეა. აქედან გამომდინარე მგონია, რომ 15 კაცაში უნდა ინახოს მათე ბიჭი. aლბათ მსოფლიოს მერე უკვე. რაც მთავარია საქართველოსთვის დაბევებულია smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Jul 2015, 22:14
# ა მ-წ სხვ

1 სფრ 3-0 +89
4 გერ 2-1 +47
9 პორ 1-2 -50
12 რუმ 0-3 -86

# ბ მ-წ სხვ

2 ინგ 3-0 +76
6 ესპ 2-1 -22
7 ლიტ 1-2 -20
10 იტა 0-3 -34

# გ მ-წ სხვ

3 რუს 3-0 +53
5 საქ 2-1 +24
8 უელ 1-2 -24
11 ბელ 0-3 -53

@

საქართველო -

12/07 15.36 გერმანია (1/4ფ)

1/2ფ 17.42 - 18.26 სფრ|უელ

ფ 20.24 - 21.40 (ინგ|ლიტ) | (რუს|ესპ)

@

Posted by: dadetor 11 Jul 2015, 22:16
otia-83
ვარჯიშებში საერთოდ ნაკლებადა პრობლემაა უფრო აღდეგენის მეთOდებში და ტონუსის შენარჩუნებაში უფრო მეტი ტექნოლოგიური საკითხია ვიდრე ცარიელი ვარჯიში იქ ვაკუუიმის კოსტიუმი აეტ კრიო აბაზანები მოკლედ მთელი მეთოდიკაა და საერთოდ კარგი ქნება რომ ერთი დიდი ცენტრი შეიქმნას აქ სადაც ეგეთი პროცედურები ყველა სპორტის სახეობისთვის იქნება

Posted by: otia-83 11 Jul 2015, 22:25
dadetor
აღდგენის დიდ მნიშვნელობაში ერთმნიშვნელოვნად გეთანხმები, მაგრამ მე გამძლეობაზე (ამაზე აღდგენაც მოქმედებს), სისწრაფეზე, ბოჭვის ხარისხზე (აქ ფიზოც მნიშვნელოვანია) მაქვს საუბარი. მარტო კარგი აღდგენითო პროცედურები ამას ვერ მოგვცემს, არაა ეს კომპონენტები იმ დონეზე საქართველოში რომ მარტო ეგ აღდგენის პრობლემა გვქონდეს.

Posted by: zaal1969 11 Jul 2015, 22:30
otia-83
QUOTE
კი ეგ სტატია ვიცი, მაგრამ ეგ ნაკრების დონეზე წამოგვწევს სამსოფლიოდ. მე საქართველოს ჩემპიონატში და ბავშვთა და ახალგაზრდულ დონეზე ვიძახი. ნაკრებში 1-2-3 კვიღიტ ვარიჯი ვერ მოგვცემს საჭირო კონდიციებს.
* * *

მე ვიგულისხმე,რომ საფრანგეთში მოთამაშეებსაც პრობლემები აქვთ და აქ მყოფები რა დღეში იქნებიან

Posted by: otia-83 11 Jul 2015, 22:34
QUOTE
მე ვიგულისხმე,რომ საფრანგეთში მოთამაშეებსაც პრობლემები აქვთ და აქ მყოფები რა დღეში იქნებიან

ააა კი ვერ მივხვდი მე. ხო სადაც საფრანგეთის ჩემპიონატს აკრიტიკებენ ჩვენ ძაან შავად ვართ იქ sad.gif

Posted by: dadetor 11 Jul 2015, 22:34
otia-83
გამძლეობა საკამოდ მარტივად მოსაგვარებელი პრობლემაა მართლა , უბრალო ტექნოლოგია თუ გიჭერს მხარს
ეხლა საბჭოური დროინდელი სახელმძვანელოთი კიარადა უკრაინელები (ფეხბურთში ) დღEმდე ლობანოვსკი მომზადების მეთოდს იყენებენ მაგათ გუნდებზე ვერ იტყვი ნაკლებათ გამძლენი არიანო ნუ რაგბი სხვა სპეციფიკ უბრალო ყველაფერი ვიტარდება და როდესაც ერთი გუნდი სხვა მეთოდიკას ტექნოლოგიის აუმჯობესებს და სიტყავაზე ჩვენ ისევ საბჭური დროის მეთოდებს ვიყენებთ გავჯობებენ აბა რა

თან 7კაცა სხვა ნაირად მზადება საერთოდ

Posted by: GioWEED 11 Jul 2015, 22:35
კაჭარავა სავარაუდოდ ბოლო მსოფლიოს თამაშობს! იმედი მაქვს საუკეთესო თამაშებს ჩაატარებს, მსოოფლიოს მერე კიდე გაისინჯება მათე ტესტებში და ერთა თასზე, თუ გაქაჩა, დაიკავებს ადგილს, სანამ ვინმე უკეთესი არ გამოჩნდება.

რასაც დღეს ვუყურე მე ამ ბიჭს აკლია სისწრაფე და ეს დასამუშავებელია, და გამოსწორდება.
დადებითი მხარე კიდე ბევრი დავინახე, ზახვატებს მართლა კარგს აკეთებს და თან ჯანზეა და შეუძლია გააჩეროს შეტევა! (1 შეცდომა დაუშვა დღეს ზახვატში მარა არაუშავს)
2 დადებითი კი ოფლოუდებია, დღეს 2 ისეთი კარგი ოფლოუდი გააკეთა როგორსაც თიერ1 ქვეყნები აკეთებენ! ეს ძალიან კარგია.
3 დადებითი ისაა რო ტიპი ინგლისიდან ჩამოვიდა და მოქალაქეობა აიღო რო ეთამაშა და მარტო ამისთვის უკვე იმსახურებს მსოფლიოს მერე ნაკრებში მიეცეს შანსი თავის წარმოჩენის!

ამ მსოფლიოს მერე ერთა თასზე ესეთი წყობა აუცილებლად უნდა ვცადოთ და გამოჩნდება შეუძლიათ თუ არა მათეს და სვანიძეს შეცვალონ ბრწყინვალე ვეტერანი მორაგბეები.

9 - ლობჟანიძე
10 - ხმალაძე
11 - ფრუიძე
12 - შარიქაძე
13 - მათე
14 - მჭედლიძე
15 - სვანიძე

Posted by: otia-83 11 Jul 2015, 22:46
dadetor
QUOTE
გამძლეობა საკამოდ მარტივად მოსაგვარებელი პრობლემაა მართლა

არც ისე საკმაოდ მარტივი. მართალია სწორი ვარჯიში უნდა ყველაფერს.
საქართვეოს ჩემპიონატს არ აქვს ის ტემპი რომ ამის მოთხოვნილება მკვეთრად დადგეს, მერე მიდიან ბიჭები ნაკრებში და აშკარად ჩანს რომ ძალიან დაბალი დონეა მათი ფიზ მომზადება. 6-10 წლიდან არასწორად რომ ავარჯიშებ ძნელია მერე 3 თვეში მსოფლიო ჩემპიონატის დონემდე აიყვანო. ამ ბოლოდროს პატარა ასაკებში თითქოს უფრო ნაკლებად ჩანს ეგ პრობლემა მაგრამ ეროვნული ჩემპიონატია ასასწრაფებელი თორემ მანდ ფერხდება უნიჭიერესი ბიჭების სწრაფი განვითარება, მაგიტომაა ქართველ მორკინალებს რომ უფრო ეტანებიან ფრანგები და უკანახაზელები (ვისაც ყველაზე მეტი სისწრაფე მოეთხოვება) თითქმის არ მიყავთ.

შიდა ჩემპიონატს რომ ვუყურებ სტადიონზე ვიტანჯები შერკინების დაყენებას 5 წუთს უნდებიან ლამის მაღაზიაში გასვლა და დაბრუნება მოვასწრო მაგდროს. sad.gif

Posted by: The_mad_Floki_Brother 11 Jul 2015, 22:47
ვაახ არ ვიყავი, ვერ ვნახე ბელგიასთან და უელსთან თამაშები. არ დევს სადმე?

Posted by: wesley_fofana 11 Jul 2015, 22:59
ბელგიის და უელსის ვიდეო იქნებ დადოთ თუ არსებობს

Posted by: AVIATORI01 12 Jul 2015, 01:20
მოკლედ მე რაც დავინახე

მათე არის ძალიან ნასწავლი რაგბში, დაცვა კარგი, მოედნის ხედვა კარგი, ბოჭვა კარგი, გუნდურობა უმაღლესი, არ უყვარს ღორობა (ეს ყველა სოპრტის ქართული სენია)
მინუსი აქვს სისწრაფე, თუმცა ვთვლი რომ ეროვნულში მინიმუმ სათადარიგოობას გაქაჩავს ( მჭედლიძეზე კარგი დაცვა აქვს თუმც შეტევაში ჩამოუვარდება)

კიკვაძე- თითქმის იდეალური, ცოტა დაცვის თამაში აქვს დასახვეწი
მინუსი ძალიან ,,ხრუსტალი'' მოთამაშეა, სამ თამაშში ორჯერ ტრავმის გამო შეცვალეს და ზოგადად ძალიან ადვილად იტრავმება

გოშა- თითქოს არაუშავს , მაგრამ ჯანი ვერ უჭრის და უკვე სისწრაფეც დაუვარდა,

ლუი- ეჰ ლუი ლუი- ამას რომ კიკვაძის მესამედი ,,ტვინი'' ქონდეს დღენ ნაკრებში 1 ნომერი იქნებოდა, მაგრამ რად გინდა


გოგოლიშვილს არა უშავს , მაგრამ ტაქტიკურად ვერა რა, სისხარტე კარგი აქვს

ბახვა ვერ განვითარდა რა, მეგონა ნაკრებს მიაღწევდა, მაგრამ ვერა რა sad.gif

სიჭინავა ჯერ პატარა ძალიან , და არ შევაფასებ


ძნელაძი-გეგენავა არის რა, მაგრამ მეტია საჭირო

დანარჩენებს ძალიან მწირი დრო ქონდათ და არ მიმიქცევია მაინცდამაინც ყურადღება

Posted by: The_mad_Floki_Brother 12 Jul 2015, 01:34
კაი კაჭის და მერაბს შევეშვათ. ტალახაძეს აჯობებს მათე ბიჭი? ცენტრში 12-13 ნომერზე ზამენად რომ წაიყვანონ?
ცუდია, ტალახაძის თამაშს არ დავკვირვებივარ...
მართლა მაინტერესებს... ჩვენ რაზმში კაჭის და შარიქაძის ზამენა მარტო ტალახაძეა. ანუ სულ სამი ცენტრის მოთამაშეა...
ანუ კითხვას გავიმეორებ. ტალახაძე ჯობია მათე ბიჭს? (რთულია შედარება, მაგრამ უხეშად მაინც რომ ვთქვათ)
მართლა ძალიან ცუდია რომ თბილისის თასზე არ გამოცადეს... ნაღდად არ ითქმის რო ისეთი დონეა ეროვნულში თბილისის თასზე ვერ გამოიცდებოდა.... რავი რა... კარგი იქნებოდა. 7 კაცა მაინც სხვა არის...

ჰო და მჭედლიძე ცენტრში საერთოდ არ მომეწონა... ფლანგზე უკეთესია ჩემი აზრით... როგორც ადრე იყო.

Posted by: AVIATORI01 12 Jul 2015, 01:37
The_mad_Floki_Brother
ტალახაძის თამაშები ასე თუ ისე მაქვს ნანახი, მათესი მხოლოდ ეს სამი მინი თამაში, მაგრამ მაინც მათეს მივცემდი უპირატესობას, ასკში დიდად არ განსხვავდება, აი ჯანში ორჯერ(თუ მეტჯერ არა) აღემატება, ნუ უკეთესადაც თამაშობს ჩემი სუბიექტური აზრით

Posted by: OSTAP 12 Jul 2015, 01:57
კაჭის ასე ერთბაშად ნუ ჩამოწერთ მსოფლიოს მერე. თუნდაც თედოს მაგალითი კმარა. ტრამვა რომ არ ქონდეს ბარე ბევრი ვერ აჯობებს დღესაც. იმედია კაჭიც შეძლებს თამაშს ჯერ კიდევ. თუმცა კონკურენცია აუცილებელია და თაზომაც, ტალახაძემაც, ფრუიმაც, მათემაც და იმედია კიდე წამოვლენ ბიჭები უნდა შეავიწროვონ, რომ საუკეთესო დადგეს იმ მომანტში შემადგენლობაში და შეცვლები იყოს. რაც მეტი მით უკეთესი. რატომღაც მეჩვენა, რომ მათე თუ სპორტს ოროფესიონალურად მოიდგება ძალიან კარგ შედეგს დადებს. მისმა გამართულმა თამაშმა ეს შთაბეჭდილება დატოვა. თუმცა მხოლოდ კონკურენციის პირობებში უნდა იყოს ეს ყველაფერი და ასეც იქნება.

Posted by: tata_j 12 Jul 2015, 02:04
მათე მსოფლიოზე


მმმაგარი ბიჭია up.gif


გერმანია უნდა დავადღნათ!

Posted by: jora84 12 Jul 2015, 02:34
პერსპექტივაში კარგი ჩანს მათე ბიჭი და 12 კიკვაძე, მსოფლიოს მერე გამოიცდება ორივე ესე მგონია smile.gif

ჩემ სუბიექტურ აზრს ჩავაკვეხებ და ვიტყვი რომ მათეს უფრო მეტი შანსი აქვს დიდი რაგბის სათამაშოდ ვიდრე სხვა ნაკრების მარქაფ უკანა ხაზელებს(ზოგ გაფართოებულში მოხვედრილზე მეტიც) smile.gif

Posted by: GIORGI112 12 Jul 2015, 10:46
QUOTE
ტალახაძე ჯობია მათე ბიჭს?

ვერაფრით ვერ აჯობებს ტალახაძე smile.gif მართალია მათეზე არ გვაქ 15 კაცაში სრული წარმოდგენა გარდა ოქსფორდის ვიდეოებისა, მგარამ ტალახაძეზე უკეთესობა ეტყობა

Posted by: iverieli 12 Jul 2015, 11:58
მეც ეგრე ვფიქრობ რო მათე ბიჭი ეხლა ტალახაძეს ჯობია. როგორ ტუქსავდა კახა რუსებთან მატჩის შესვენებაზე, რატო არ მიეხმარეთ მეთიუსო. ყოველ შემთხვევაში სამსოფლიო შტაბში წვრთნებზე უნდა დაუშვან და მერე თავად მილტონამ მიიღოს გადაწყვეტილება

Posted by: duza1 12 Jul 2015, 12:30
რომელი საათისთვის დაიწყება ბიჭებო დღევანდელი ჩვენი მეოთხედფინალი?

Posted by: giorgi77 12 Jul 2015, 12:39
ოთხის ნახევარზე duza1

გერმანიასთან შეხვედრით http://www.dailymotion.com/video/x2x042l

Posted by: GioWEED 12 Jul 2015, 12:54
ავიატორ, კაჭარავა და მეკო უკვე ვეტერანები არიან და შემდეგი მსოფლიოსთვის მათი ჩანაცვლება უნდა მოხდეს ახალგაზრდებით.
კაჭარავა ჯობია ბევრად მათეს მაგრამ რამდენიმე წლის მერე კაჭარავა აღარ გვეყოლება ნაკრებში და მათეს თუ მიეცა შანსი მგონია რო ღირსეულად ჩაანაცვლებს ცენტრში.
მჭედლიძე ცენტში ვერ თამაშობს! მჭედლიძე ძალიან კარგი ფრთის მოთამაშეა, ტალახაძე და მათე კიდე შარიქაძესთან ერთად კარგი ცენტრი იქნება თუმცა ძირითადში მე მაინც მათეს დავაყენებდი ჯერჯერობით.

მეკოც უკვე ბერდება რაგბისთვის და სვანიძეს უნდა მიეცეს მსოფლიოს მერე თამაშის საშუალება თორე წიკლაურის იმედზე ჩემი მტერი დარჩა.

არავინ დაობს იმაზე რო კაჭიც და მეკოც ძალიან მაგრები არიან დღეს მაგრამ სულ ვერ ითამაშებენ ასე კარგად ასაკის გამო.

ფსონის გაკეთება კი ასეთ დროს ახალგაზრდებზეა საჭირო.

აგერ ზირაქა და გორგოძეც უკვე ვეტერანები არიან! ზერაქას შემცვლელიც გვჭირდება და გორგოძისაც!
რეალურად გორგოძის ჩემცვლელი არ გვყავს! და ეგ ძალიან ცუდია ვერც თხილაიშვილი და ვერც შუბითიძე ვერ შეცვლიან მამუკას, ვერც გორგაძე. მოკლედ გვესაჭიროება 2 ხაზის ფლანგის მოთამაშე! მამუკა და სუთიაშვილი დაბერდნენ და შემდეგი მსოფლიოსთვის სხვა დაგვჭირდება.

ლომიძე საფრანგეთში 4-5ზე ტამაშობს! ეხლა ვნახე. არ შეიძლება ნეტა 6-7ზე ლომიძე-კოლელიშვილის დაყენება?

Posted by: duza1 12 Jul 2015, 13:01
giorgi77
დიდი მადლობა გიორგი.

Posted by: jumberchuchyiani 12 Jul 2015, 13:23
ტალახაძე ჯერ 21 წლისაა მათე 23-ის, ესეც ნუ დაგვავიწყდება.

Posted by: zaal1969 12 Jul 2015, 13:35
GioWEED
QUOTE
ლომიძე საფრანგეთში 4-5ზე ტამაშობს! ეხლა ვნახე. არ შეიძლება ნეტა 6-7ზე ლომიძე-კოლელიშვილის დაყენება?

ლომიძეს ბეზიეში მესამე ხაზში ათამაშებენ,8 დაიწყო და შემდეგ უმეტესად ფლანკერი იყო.

Posted by: GioWEED 12 Jul 2015, 14:14
jumberchuchyiani
2 წელი არაა დიდი განსხვავება. 2ვეს უნდა მიეცეს შანსი.

დღეს რომელ საათზეა საქართველო გერმანია?

Posted by: duza1 12 Jul 2015, 14:46
QUOTE
ოთხის ნახევარზე duza1

გერმანიასთან შეხვედრით http://www.dailymotion.com/video/x2x042l


Posted by: giorgi77 12 Jul 2015, 15:11
საფრანგეთმა გადაურბინა უელსს... თუ გერმანიას მოვუგეთ ფრანგებს ვხვდებით

Posted by: duza1 12 Jul 2015, 15:19
au zaan jedavs stream-i da sxva xom ar gegulebaT?

Posted by: wesley_fofana 12 Jul 2015, 15:23
http://www.gofeed2all.eu/watch/356208/2/watch-2015-rugby-europe-sevens-grand-prix-series-exeter.html ეს არ ჭედავს ჯერჯერობით

Posted by: OSTAP 12 Jul 2015, 15:25
Aრ ირტვება დეილიმოუშენი. ღისი ბრალიA?

Posted by: samxara91 12 Jul 2015, 15:25
http://live.realstreamunited.com/streaming/free-live-video-streaming-rugby-sevens-europe-grand-prix-series-in-exeter-rugby-international-tournaments-95963.html

Posted by: zviadcardio 12 Jul 2015, 15:45
ანგარიში დაწერეთ რა, ვერ ვუყურებ

Posted by: ქაშიბაძე 12 Jul 2015, 15:45
რა უბედურებაა ამდენი ჯარიმები

ასეთი არაფერი არ მინახავს

Posted by: giorgi77 12 Jul 2015, 15:45
რა ჭირთ? ჯერ ორმა კაცმა ერთი ვერ შებოჭა..... ეს კიკოფი რა გახდა, მერამდენედ

5 ნომერს რა უნდა.... საერთოდ ამ ნაკრებში.

Posted by: ბაიკო 12 Jul 2015, 15:46
zviadcardio
2 ლელო დაგვიდეს
giorgi77
QUOTE
5 ნომერს რა უნდა.... საერთოდ ამ ნაკრებში.

იმედია აღაარ იტამაშებს facepalm.gif

Posted by: zviadcardio 12 Jul 2015, 15:48
ბაიკო
გმადლობ. როგორც შეძლებთ დაწერეთ ხოლმე ანგარიში. რა დრო დარჩა?

Posted by: RealMadridZaqro 12 Jul 2015, 15:51
zviadcardio
ოთხი წუთი, 15-0 ვაგებთ + 6ნი ვართ

Posted by: zviadcardio 12 Jul 2015, 15:54
RealMadridZaqro
მადლობა.
არადა მეიმედებოდა ბიჭების, კარგად ითამაშეს გუშინ.

Posted by: ქაშიბაძე 12 Jul 2015, 15:55
QUOTE
5 ნომერს რა უნდა.... საერთოდ ამ ნაკრებში.

ცვეტში ვერ გავიგე ეს biggrin.gif

წესები არ ვიცით თუ ამდენი ჯარიმები არცერთ გუნდს არ აქვს რა ხდება ეს

მერამდენე თამაშია უკვე ასეა

Posted by: ბაიკო 12 Jul 2015, 15:55
3ც 5ც არ არის სათამაშო მაგათ კიდევ ლოსაბერიძე ჯობია
საერთოდ მოშვიდკაცე პასს იოლად ბუნებრივად უნდა გაცემდეს...

Posted by: SaNi 12 Jul 2015, 15:55
ამ მსაჯს ხომ არ ძმარავს ?

Posted by: giorgi77 12 Jul 2015, 15:58
შკინიმა დაუწყო მსაჯს წესების სწავლება... მაგას არავინ გაპატიებს... ორი კაციც გაგვიძევა.

ყველაზე უტვინო ნაკრების შთაბეჭდილებას ვტოვებთ....

Posted by: OSTAP 12 Jul 2015, 15:58
ჯარიმები ბევრი ავიღეთ, თუმცა ვთვლი რომ მსაჯმა ტვინი მოტ..ა.

Posted by: dadetor 12 Jul 2015, 15:59
საშინელი დაწყება ცუდი დასასრულით ამ თამაშზე მეტი არაფერი ითქმის


QUOTE
მსაჯმა ტვინი მოტ..ა.


Posted by: lankasteri 12 Jul 2015, 15:59
მე-5 ადგილისთვის უნდაღა ვიბრძოლოთ ანუ? user.gif

კიდე რომელ საათზე ვთამაშობთ? და V რომ დავიკავოთ, ოლიმპიადაზე გასასვლელ რეპეშაში მოხვედრის შანსი გვააქვს?

Posted by: AVIATORI01 12 Jul 2015, 15:59
არ მინდა რამე უხეშად წამომცდეს, მაგრამ მწვრთელმა როგორ ვერ უნდა აიძულო მოთამაშეები გუნდურად ითამაშონ, იმენა ტაქტიკურად წავაგეთ რა, ყველას ინდივიდუალურად უნდოდა რაღაციშ შექმნა და კი შექმნეს დიდი ქაქი,


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Jul 2015, 16:03
დაგვრჩა ორი თამაში

სინი 17.42 უელსი (1/2ფ)
20.24 - 20.46 ლიტვა | რუსეთი (ფ)

@

აქ რომელს დავიკავებთ, საოლიმპიადოდ არაფერს წყვეტს

ერთი კვირის შემდეგ, ლისაბონში უნდა შევიდეთ პირველ სამეულში


Posted by: ქაშიბაძე 12 Jul 2015, 16:12
QUOTE
ერთი კვირის შემდეგ, ლისაბონში უნდა შევიდეთ პირველ სამეულში

ამ შემადგენლობით ძაან გაგვიჭირდება

Posted by: zviadcardio 12 Jul 2015, 16:20
ესპანეთმა რუსეთი წააქცია?
ჩაეთვალათ!


Posted by: Qutaiso 12 Jul 2015, 16:21
უყურე შენ გერმანიას რავალი გუნდი ყოლია smile.gif ყველა გერმანელია მანდ ნეტავ?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Jul 2015, 16:31
QUOTE
ამ შემადგენლობით ძაან გაგვიჭირდება

ჯერ ვნახოთ აქ რომელს დავიჭერთ

იქ კი აღარ იქნებიან საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, უელსი =

ამათგან სამი ამ ტურნირში გვისწრებს, მეოთხე გერმანიაა
უელსი ჩვენს ოთხეულშია + რუსეთი და ლიტვა

ქვემოდან დაემატება ირლანდია და ვინცხები

Posted by: SaNi 12 Jul 2015, 16:33
ესეიგი ოლიმპიადისთვის იმედი არის შანსი არა? rolleyes.gif

Posted by: AVIATORI01 12 Jul 2015, 16:35
ფირას საიტზე შედიხართ ვინმე/? რა ჯანდა ჭირს მტელი დღეა ვერ შევაღწიე

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Jul 2015, 16:37
სრულად იქეთა უქმეებზე

EUROPE REGIONAL REPECHAGE

Germany, Russia, Belgium, Georgia, Lithuania, Portugal, Italy, Romania
+ Poland, Ukraine, Latvia, Ireland (from Divisions A & B)

ქოთნებად გაბნევა და მერე წილისყრა ამაღამვე მოეწყობა

@

7-კაცაში ყველა თამაშის მოგებას ზელანდიაც არ გეგმავს ხოლმე

აქედან ლისაბონური სტრატეგია:

პულში: მინიმუმ ერთი მოგება + ბევრით წაგება არავისთან

პლეი’ოფში:

ან თავიდანვე ორი მოგება (პირდაპირ ფინალი და საგზური)
ან მოგება, წაგება, მოგება = მესამე საგზური

@

Posted by: SaNi 12 Jul 2015, 16:41
ლუკასა და ნიკოს მამა
შენ გახიხარე კომპეტენტური პასუხებისთვის up.gif

Posted by: SGG 12 Jul 2015, 17:52
ეჰ,მეთიუ smile.gifარ უნდა შეგვექო, ორი ლელო დაადებინა უელსს smile.gif

Posted by: ქაშიბაძე 12 Jul 2015, 17:55
რაზე არ ჩათვალა კიკვიძის ლელო?



----------------------------

Posted by: SGG 12 Jul 2015, 17:57
Qash
QUOTE
რაზე არ ჩათვალა კიკვიძის ლელო?


შებოჭილმა არ გაუშვა ბურთს ხელი

Posted by: Love The Sun 12 Jul 2015, 17:58
მეთიუ ჯენის თამაშს პირველად ვუყურებ – მეჰ biggrin.gif
დიდი ვერაფერი

Posted by: ქაშიბაძე 12 Jul 2015, 17:58
რეებს აკეთებენ სირცხვილია

წაგებაცაა და წაგებაც

Posted by: SGG 12 Jul 2015, 18:00
ამ ნაკრებში კიკვაძეა ერთმნიშვნელოვნად საუკეთესო.

მინინოშვილმა კარგი ლელო დადო, 17 წლისაა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Jul 2015, 18:08
QUOTE
შებოჭილმა არ გაუშვა ბურთს ხელი 

რიჩარდ ბაქმანმა ეგრევე რომ ჰქნა ვორათაზთან?

რაგბი და 7-კაცა ლიგა არაა:
ბოჭვა არ ყოფილა!

წაგვიქციეს იოსება, მაგრამ ვერ გააკავეს = რაგბის წესებით, გაკავება აუცილებელია
ისიც ადგა თუ გადაგორდა ბურთიანად

Posted by: SGG 12 Jul 2015, 18:10
ლუკასა და ნიკოს მამა

მსაჯმა მაგისთვის დააჯარიმა და ისე,ეგეთ რამეზე ძალიან ხშირად არ უსტვენენ

Posted by: zviadcardio 12 Jul 2015, 18:12
უელსთან როგორ დამთავრდა?
..........

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Jul 2015, 18:18
QUOTE
მსაჯმა მაგისთვის დააჯარიმა

მაშინ გამოაცხადონ, რომ ლიგურად მსაჯობენ შვიდკაცას
სულაც იმათი წესები შემოიღონ და ბევრად უკეთესი საყურებელი გახდება

Posted by: zviadcardio 12 Jul 2015, 18:20
ანგარიში დაწერეთ რა მეგობრებო...
გზაში ვარ და სმარტფონით ვარ შემოსული

Posted by: SGG 12 Jul 2015, 18:21
zviadcardio

17:14 წავაგეთ

..............

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Jul 2015, 18:22
14:17 დამთავრდა

20.24 ლიტვას ვეთამაშებით მეშვიდე ადგილისთვის

Posted by: zviadcardio 12 Jul 2015, 18:24
SGG
ლუკასა და ნიკოს მამა
გმადლობთ.
არადა გუშინ საკმაოდ ლაღად მოვუგეთ.
დასანანია

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Jul 2015, 18:25
QUOTE
სმარტფონით


ჩემმა ვაჟმა მაჩვენა http://m.rugby.ge/ka-GE/tables/

ბევრად ლამაზად ჩანს, ვიდრე დესქ’თოპზე ან ლეპ’თოპზე

Posted by: SGG 12 Jul 2015, 18:56
https://www.facebook.com/312905232200041/videos/vr.510282085795687/504704296353466/?type=2&theater

აი,დატკბით ქართველების შვიდკაცით.

პატარა აიამ საქართველოს ჩემპიონატი მოიგო ბურთების შეფარდებით 289:0-ზე. ფინალში ლელო გაანადგურეს 35:0 smile.gif

ესაა შვიდკაცა,ფინტებით,გაშლით,პასებით,ბურთის ცრუ დაქნევით და არა ის, რასაც დიდების ნაკრები თამაშობს smile.gif

Posted by: GIORGI112 12 Jul 2015, 19:26
QUOTE
აი,დატკბით ქართველების შვიდკაცით.


ესეც კატასრტოფულად ნელი რომაა smile.gif რაც დამღუპველია 7 კაცაში

Posted by: SGG 12 Jul 2015, 19:27
GIORGI112
QUOTE
ესეც კატასრტოფულად ნელი რომაა  რაც დამღუპველია 7 კაცაში


15 წლის ბავშვები არიან smile.gif

მთავარია სწორ შვიდკაცას ტამაშობენ.

23 წლის ასაკში, სწორ თამაშს ვეღარ ისწავლი.

Posted by: Love The Sun 12 Jul 2015, 19:30
SGG
მიხარია, რომ რუმინელებს მაინც ვჯობივართ : )))))))
საშინლად თამაშობენ ტიპები

Posted by: SGG 12 Jul 2015, 19:33
Love The Sun
QUOTE
მიხარია, რომ რუმინელებს მაინც ვჯობივართ : )))))))
საშინლად თამაშობენ ტიპები


ეგენი საერთოდ სასწაულია.

მსგავს საზიზღარ შვიდკაცას,მსოფლიოში არავინ არ თამაშობს smile.gif

შენ უნდა გენახა ჩვენიდა მაგათი თამაში მოსკოვში, შვიდკაცას ზეიმი იყო biggrin.gif

Posted by: Love The Sun 12 Jul 2015, 19:49
QUOTE (SGG @ 12 Jul 2015, 19:33 )

შენ უნდა გენახა ჩვენიდა მაგათი თამაში მოსკოვში, შვიდკაცას ზეიმი იყო biggrin.gif

აუ, ხმით გამეცინა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
==================================

Posted by: dadetor 12 Jul 2015, 20:26
რაღტაც ცუდათ ვუბერავთ ..............................სირცხვილია facepalm.gif

Posted by: Love The Sun 12 Jul 2015, 20:26
მაგრა ტეხავს რასაც ბიჭები აკეთებენ ახლა...

რატომ უნდა გვიგებდეს ლატვია ნებისმიერ რაგბში ჩემთვის გაუგებარია.

Posted by: SaNi 12 Jul 2015, 20:43
ესენი მემგონი ფრხბურთელები არიან boli.gif

Posted by: Irodioni 12 Jul 2015, 20:44
quote]რატომ უნდა გვიგებდეს ლატვია ნებისმიერ რაგბში ჩემთვის გაუგებარია. [/quote]
ნებისმიერში ვერ მოგვიგებს, მაგრამ ალანიამ იცის ნაკრების მწვრთნელი რომაა?[

Posted by: lankasteri 12 Jul 2015, 20:45
QUOTE (SaNi @ 12 Jul 2015, 20:43 )
ესენი მემგონი ფრხბურთელები არიან  boli.gif

+1


იმენა ჩვენი საფეხბურთო ნაკრების დონე ვართ biggrin.gif



დიდი პატივისცემისდა მიუხედავად, მგონი აჯობებს სამწვრთნელო შტაბი შეიცვალოს yes.gif

Posted by: OldRuger 12 Jul 2015, 20:45
როგორ მორჩა ?



-------------------

Posted by: zaal1969 12 Jul 2015, 20:46
Love The Sun
QUOTE
რატომ უნდა გვიგებდეს ლატვია ნებისმიერ რაგბში ჩემთვის გაუგებარია.


ლიტვა გიგებს ფიზიკით,დისციპლინით და ხასიათით. რაგბი იცის ელემენტარულ დონეზე. არ გამოვა ეგეთი მიდგომით არაფერი,მორაგბეებმა ფიტნეს თუ არ მიხედეს კვალიფიციურად არაფერი გამოვა.

Posted by: -Kartveli- 12 Jul 2015, 20:48
ჩვენთვის პრიორიტეტული 7კაცაა არაა, მაგრამ მარცხს გამართლება არ აქ. რაც შეეხება ფეხბურთთან შედარებას, ფეხბურთელებისგან განსხვავებით ესენი ბრძოლობენ მაინც.

Posted by: Qutaiso 12 Jul 2015, 20:51
შევაკვდით გერმანიას და მერე უელსმაც მოგვიგო და ლიტვამაც მიგვაყოლა სულ ეგ იყო... რაგბში ფიზიკა წინა პლანზეა

Posted by: dadetor 12 Jul 2015, 20:52
QUOTE
ალანიამ იცის ნაკრების მწვრთნელი რომაა?

უეკთEსი მოიყვანეთ ბატონო თორე დიდიხიანი ვიცით ალანიას მაქსიმუმი 7კაცაში არავინ მოყვთ და ძალაა

არადა 7კაცა უნდა განავითარო თუ თანამედროვე რაგბის თამაში გინდა თორე აგერ რუმიონეთძე უარესი გავხდებით

QUOTE
ფეხბურთელებისგან განსხვავებით ესენი ბრძოლობენ მაინც.

კარგი რა

Posted by: SaNi 12 Jul 2015, 21:04
Qartveli91
QUOTE

ჩვენთვის პრიორიტეტული 7კაცაა არაა

ძლივს ოლიმპიადაზე შეიტანნეს რაგბი და როგორ შეიძლება პრიორიტეტული არი იყოს? მითუმეტეს როცა ასეთი ტრადიციები გვაქვს დიდ რაგბში.
აუცილებლად უნდა გახდეს პრიორეტიტული და უფრო მეტი ყურადღება უნდა მიიქცეს რადგან გუნდურ სპორტის სახეობებში არასდროს არ გვყოლია წარმომადგენლები ოლიმპიადაზე.

Posted by: SGG 12 Jul 2015, 21:09
შვიდკაცისთვის რესურსი ჩვენ კი არა, ირლანდიას და იტალიას არ ყოფნის.

რუსეთი, პორტუგალია, გერმანია, ბელგია და ეგეთი ნაკრებები თამაშობენ თავიანთი უძლიერესი მოთამაშეებით.

მაგატ არ ყავთ ლეგიონერები, არც მსოფლიოზე თამაშობენ და პრობლემა არაა საუკეთესოების შეკრება.

დაამატე ამ ნაკრებს მეკო, ფრუიძე, ხმალაძე, ვიტო, შარიქაძე, ავარჯიშე ორი თვე და შედეგი
სულ სხვა იქნება.

საფრანგეთისთვისაც მოგვიგია და ინგლისისთვისაც ძლიერი შემადგენლობით.
ჩვენი მეორეხარისხოვანი ან ძალიან ახალგაზრდა მორაგბეესთვის წარმოუდგენელია რაიმე ღირებულის
მიღწევა, არაა მაგის რესურსი და საუკეთესოებს კუდევ დიდხანს ვერ შევკრებთ.

Posted by: dadetor 12 Jul 2015, 21:32
SGG
კაცო ბაზარი არა ბევრი ბობოლა გავიგორებია და მეკო რომ შვიდკაცას მასტერია ვიცით ყველამ მაგრამ აქ პრიორიტეტზეა საუბარი , როგორ შეიძლება არ იყოს 7კაცა პრიორიტეტი ? ტამნა,ედროვე დინამიკური რაგბის შემხედვარე ტან ოლიმპიადაზედავიჯერო გამოსსვლა არ გვინდა ? რესურსი სულ სხვა თემაა

მოკლედ ნადა რაა

ბოლოდროს ისეთებს პოსტავ მაოოცებ biggrin.gif

Posted by: lankasteri 12 Jul 2015, 21:34
QUOTE (SGG @ 12 Jul 2015, 21:09 )
შვიდკაცისთვის რესურსი ჩვენ კი არა, ირლანდიას და იტალიას არ ყოფნის.

რუსეთი, პორტუგალია, გერმანია, ბელგია და ეგეთი ნაკრებები თამაშობენ თავიანთი უძლიერესი მოთამაშეებით.

მაგატ არ ყავთ ლეგიონერები, არც მსოფლიოზე თამაშობენ და პრობლემა არაა საუკეთესოების შეკრება.

დაამატე ამ ნაკრებს მეკო, ფრუიძე, ხმალაძე, ვიტო, შარიქაძე, ავარჯიშე ორი თვე და შედეგი
სულ სხვა იქნება.

საფრანგეთისთვისაც მოგვიგია და ინგლისისთვისაც ძლიერი შემადგენლობით.
ჩვენი მეორეხარისხოვანი ან ძალიან ახალგაზრდა მორაგბეესთვის წარმოუდგენელია რაიმე ღირებულის
მიღწევა, არაა მაგის რესურსი და საუკეთესოებს კუდევ დიდხანს ვერ შევკრებთ.

ანუ, მეკოს, ხმალაძის და შარიქაძის გარდა მთელი ჩვენი ხაზის მოთამაშეები ლიტვა-ლატვიასთან უნდა აგებდნბენ უშანსოდ?

წლებია ეგ პრობლემაა, რომ ეროვნული ნაკრების ძირითადის ხაზს არ სცალია 7 კაცა რაგბისთვის და ვერ უნდა მოინახოს ამ რამდენიმე მოთამაშის გარდა მოთამაშეები, რომლებიც რაღაც სტაბილურ შედეგს დადებენ?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Jul 2015, 21:38
ძაან სპეციფიკური სახეობაა = დიდ რაგბთან შეუთავსებელი

გაისად, რიო 2016-ის ხათრით, თვით
ლიამ მესამ, სონი’ბილ ვილიამს, ქვეიდ ქუპერ ... 99% გამოტოვებენ ზე18-ს,
რათა სულ სხვა’გვარი წრთობა მიიღონ და რეფლექსებიც გადაიწყონ

იმაზეც მსჯელობს მედია, შეიძლება ზოგი ლიგელიც ცდუნდესო,
ქალებში კი, თაჩის ოსტატების გარდა, ნეთბოლიდან და მძლეოსნობიდან აჰყავთ გოგოები =
მთავარია, ცხენი იყო და ცოტათი მოუბრთალის ნიჭიც მოგდევდეს

მთლად კარგი პარალელი ვერაა, მაგრამ სამბოს მიმდევრებისგან გამიგონია,
ქართული რომ იჭიდავო დღეობებზე, ჩვენს სახეობას თავი უნდა მიანებოო

Posted by: SGG 12 Jul 2015, 21:44
dadetor

როცა ფული და ადამიანური რესურსი არ გყოფნის, გიწევს პრიორიტეტების დასახვა.

პრიორიტეტი არის ნაკრები, ასაკობრივი ნაკრებები და პერსპექტიული ბიჭების საფრანგეთში გაშვება.

საქართველოს ჩემპში მოთამაშეების დონეს თავად ხედავ.
აქ რომ ფარჩაკები ჩანან, ჩორტიკა და ეგეთები ჩვენს ჩემპში დაფრინავენ.

ან იტალიას და ირლანდიას არ უნდათ შვიდკაცა?smile.gif ფულიც და ადამიანური რესურსიც ჩვენზე ათჯერ მეტი აქვთ.

პატარა, ღარიბ ქვეყნებს უწევს არჩევანის გაკეთება.
ყველაფერს ერთად ვერ გაწვდები.

....

აგერ ბატონმა ზაალმა აღწერა ზუსტად ყველაფერი.

ქვეყანაში სადაც მძლეოსნობა არ არსებობს, შვიდკაცას მაღალ დონეზე ვერ ითამაშებ.

ამოქაჩვა რომ დავიწყოთ, ძალიან დიდი ფული ჩადება უნდა.
ეგ ფული კი არაა და რაცაა, ნაკრებს და ახალგაზრდულებსაც არ ყოფნის წესიერად.

Posted by: ქაშიბაძე 12 Jul 2015, 21:51
ხელით თამაში გვინდაო ესაო ისაო და რატო არაა შვიდკაცა პრიორიტეტული?

Posted by: SGG 12 Jul 2015, 21:57
Qash

საეტთოდ სხვადასხვა სპორტია შვიდკაცა და 15 კაცა.

ირლანდია ხელით ვერ თამაშობს თუ როგორაა, რახან შვიდკაცა ეკიდათ?smile.gif)

აგერ გერმანია იმ შემადგენლობით იყო, როელუც ამ ზამთარს გავანადგურეთ და ხაზშიც მაგრად
ჩავუქროლეთ smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Jul 2015, 22:14
საქართველო ევრო-შვიდკაცაზე

2002 II,  2003 III,  2004 VI,  2005 X,  2006 V, 2007 VII,
2008 III,  2009 V,  2010 V,  2011 VI,  2012 VIII,  2013 VIII, 2014 VIII, 2015 X

10 წლის შემდეგ ისევ მეათემდე დავეშვით

Posted by: GiorgiG83 12 Jul 2015, 23:31
ეს დღეები არ ვიყავი ქალაქში (ინტერნეტის დაფარვი ზონაში smile.gif ) და ვინც უყურეთ მათეს თამაშს რას იტყვით? (იმ დათქით რომ 7-კაცა 15-კაცასგან დიდად განსხვავდება)

Posted by: AVIATORI01 12 Jul 2015, 23:36
GiorgiG83
პირველი თამაში კარგი იყო მეორეში მოუკლო და ა.შ. მე-5 თამაში ჩAაგდო, მე-6 არ მინახავს მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ 24-0 წავაგეთ, აშკარად ვერ გამოიჩენდა თავს

ნუ თავი ბოლო არაუშავს, მაგრამ აი 12-13 -ს იქეთ აზრი არ აქვს მის გამოყენებას, იქაც ბუკა -კაჭის ვერც მიედრება რა, აი ამათ შემდეგ შეიძლება დაყრდნობა

Posted by: GIORGI112 12 Jul 2015, 23:36
პირველ დღეს პირველ ტაიმებში არა გვიშავდა.
მეორე დღეს მთლად მოვიშალეთ და წავაგეთ ყველა და ყველაფერი... ყველაზე მეტი ჯარიმაც მოვახერხეთ

რუმინეთს ვჯობნით biggrin.gif

Posted by: OSTAP 12 Jul 2015, 23:47
მართლა vერ ვხვდები როგორ უნდა განსაზღვრო 7 კაცაზე თამაშით vin vის ჯობია და ვის არა. კაჭის ნათამაშები 7 კაცა გინახავთ? Iსეთივე მაგარია როგორც 15 კაცაში? 2 საერთოდ სხვაdასხvა სპორტზე vსაუbრობთ, რომელსაც აბსოlუტურად სხვადასხვა ფილოსოფია აქვს. zუსტად ისევე როგირც 15 ჯაცა და 13 კაცა. Dააყენეთ ჩვენი 7 კაცას ბიჭები 15 კაცაში იგივე ფერმანელების, ლიტველების, ბელგიელების წინააღმდეგ და მათგან ქვას წვაზე არ დატოვებენ, ინიტომ რომ 15 კაცას მოთამაშეები არიან.

Posted by: GiorgiG83 12 Jul 2015, 23:47
გასაგებია...
მაგრამ ეგ კაცი 1 თვეა რაც 7-კაცათი დაკავდა და რეალურად პირველი თამაშები ჰქონდა და იმ ფონზე რომ 7-კ განსხვავდება 15-კ-გან ანუ შეიძლება ამ ბიჭზე ფსონის დადება.
თამაშის სწორი ხედვა, ჯანი, სისწრაფე, ტექნიკა - თუ აქვს ასაკით ჯერ ახალგაზრდაა და ალბათ ინგლისში საკლუბო კარიერას მოიწყობს და უფრო დახელოვნდება, თაზოს დონეც ვერ არის?
ან სულ რომ ფრთაზე გადაწიო მურაზა და ხუციშვილზე უკეთEსი? (არც ერთთან პირადული ცუდი არაფერი smile.gif )

OSTAP
ამიტომაც დავწერე იმ დათქმით რომ 7-კაცა 15-კაცასგან დიდად განსხვავდება და მცოდნე თვალი შეამჩნევდა იმას რაც 15 კაცაში გვჭირდება და ველით ამ ბიჭისგან

Posted by: OSTAP 12 Jul 2015, 23:56
აქედან იმის თქმა შეიძლება, რომ ბურთთან ძმაკაცურად არის, პასის კულტურა ინგლისური აქვს, დაცვა აქვს, ჯანზე არის და თუ მოინდომებს კიდე უფრო მოვა, სიმაღლე აქვს, ცენტრისთვის ნორმალური სისწრაფე აქვს, არანაკლები ალბათ ვიდრე ბუკას და კაჭის, გამძლეობა აქვს. Xო და უშუალოდ თამმაშში ბახვის გარეშე რა ბედენაა, ვანგები და კაკუlიeბი ჩვენ არ ვართ, რომ ვიმარჩიელოთ.

Posted by: GiorgiG83 13 Jul 2015, 00:16
ყველაფერი გასაგებია - ეგ მაინტერესებდა
ჯანი ჰქონია, ტექნიკა ჰქონია, სისწრაფეც ასე თუ ისე ჰქონია, 15-კაცას თამაშობს სამშობლოში, ეს 7კაცა არაა საზომი გასაგებია - ესეიგი სამომავლოდ პერსპექტიული კონკურენტი შეემატა სანაკრებო კანდიდატებს - უკვე კარგია

Posted by: Werner Voss 13 Jul 2015, 00:25
ყველა სისწრაფეს ვუწუნებთ, არადა დღევანდელი 15 კაცას ძირითადიდან აჰა თოდუამ გაასწროს. პასი, ბოჭვებში და ფიზმომზადებაში კიდე ან არის მასზე უკეთესი ჩვენს ნაკრებში ვინმე და ან არა.
მოკლედ მარტივი ფილოსოფიაა, აუცილებლად უნდა გამოიცადოს, არ ივარგებს და წავა სახლში.

Posted by: GiorgiG83 13 Jul 2015, 00:29
Werner Voss
QUOTE
მოკლედ მარტივი ფილოსოფიაა, აუცილებლად უნდა გამოიცადოს, არ ივარგებს და წავა სახლში.

ბაზარი არაა ეგ ეგრეა, მაგრამ ცოტა ზე-დ-მეტი მოლოდინივით Gაჩნდა ამ ბიჭის მიმართ და ყველაფერი ჰქონია საიმისოდ რომ ასაკის მატებასთა ერთად კარგ მორაგბედ გაიზარდოს (ყველაფერი მასზეა) - ძალიანაც კარგი თუ ეგრეა, გამიხარდა
+პირველად ითამაშა 7-კაცა, იმ ფონზე რომ სულ რაღაც 1 თვეა რაც მათთან ვარჯიშობს ისევ და ისევ და მიუხედავად იმ დათქმით რომ სად7კაცა და სად 15

Posted by: giorgi77 13 Jul 2015, 00:42
ისედაც არა გვქონდა დიდი შანსები ლისაბონში, თან ცუდ ჯგუფში მოვხვდით...

user posted image

Posted by: SGG 13 Jul 2015, 01:19
რა ჯგუფში მოვხვდით ამის დედა ვატირე smile.gif)
ჯგუფიდან გასვლაც საეჭვოა, იქით კანფეტი ჯგუფებია smile.gif)

Posted by: zaal1969 13 Jul 2015, 09:23
მათემ საკლუბო კარიერას უნდა მიხედოს თუ უნდა ნაკრებში და ზოგადად რაგბის თამაში.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 13 Jul 2015, 09:25
იტალიას მოვუგებთ, იმ ორთან ცოტას წავაგებთ და
პლეი’ოფში შევალთ 7 ან 8 ნომრად

მეოთხედ’ფინალში დავეჯახებით გერმანიას
* * *
QUOTE
2 საერთოდ სხვაdასხvა სპორტზე vსაუbრობთ, რომელსაც აბსოlუტურად სხვადასხვა ფილოსოფია აქვს. zუსტად ისევე როგირც 15 ჯაცა და 13 კაცა.

მაშინ როდემდე უნდა მართოს ერთი და იგივე = დაბლინის ოფისმა?

გამოჩნდნენ ფულიანი ძიები, გამოყონ ცალკე და მიხედონ =
მოედანი ცოტათი დაავიწროვონ,
შემოიღონ სუფთა დრო,
შეცვალონ გაბერილი ქულათა ნიხრი,
ამოიღონ უმეტესი ბრიყვული წესი =
აქციონ სხარტი ბურთაობის ცირკად!

ფორმულასა და ინდიკარს ერთი შეფი ჰყავს?

Posted by: ushuaia 13 Jul 2015, 10:38
რუსებსაც ვათრევთ.............................................

Posted by: The_mad_Floki_Brother 13 Jul 2015, 10:55
OSTAP
QUOTE
აქედან იმის თქმა შეიძლება, რომ ბურთთან ძმაკაცურად არის, პასის კულტურა ინგლისური აქვს, დაცვა აქვს, ჯანზე არის და თუ მოინდომებს კიდე უფრო მოვა, სიმაღლე აქვს, ცენტრისთვის ნორმალური სისწრაფე აქვს, არანაკლები ალბათ ვიდრე ბუკას და კაჭის, გამძლეობა აქვს.

ამან რომ მოინდომოს ჩემი სუბიექტური, დილეტანტური აზრით კაჭარავასაც აჯობებს და შეიძლება ბუკასაც. ყველანაირი მონაცემი აქვს ამისთვის.
ბუკა და კაჭი ძალიან მიყვარს მაგრამ არც ერთს აქვს განსაკუთრებული სისწრაფე და ფინტი და არც მეორეს.
და ამის ფონზე კაი მაღალი, ჯანიანი ცენტრი, რომელსაც ინგლისური სკოლა აქვს გამოვლილი, ქიციც იცის და ქიცმაცურიც, რატომ ვერ უნდა იყოს კონკურენტუნარიანი?
აგერ გამოჩნდება ცოტა ხანში. მე მგონია, რომ მაგ ბიჭმა საკლუბოსაც თუ მიხედა, სერიოზული ძალა იქნება ჩვენი ნაკრებისთვის...

ნაკრებში თამაშს რაც შეეხება. მე მგონია პირადად, რომ სპეციალურად არ ათამაშა ჰეიგმა პირდაპირ ეროვნულში, დაჟე თბილისის თასზეც. იმიტომ, რომ ნაკრებში მოსახვედრად ხალხი ბევრს აკეთებს, ასაკობრივებში აქვს ნათამაშები ყველას და საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ ბევრი ოფლი დაუღვრიათ. მათე კი რატომ უნდა მოხვედრილიყო პირდაპირ ნაკრებში? მარტო იმიტო რო ვდრუგ ბაბუამისი თბილისელი ყოფილა? ჯერ ითამაშოს სხვაგან, მოისინჯოს კარგად, დაამტკიცოს რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებს და მერე კი ბატონო.... ის რომ ამ კაცმა იჩალიჩა რომ საბუთები მოეგვარებინა არ ნიშნავს რომ სხვა ქართველებზე მეტად დაიმსახურა ნაკრებში თამაში. ჩემი აზრით შეიძლება ასეც ფიქრობს ჰეიგი. და სწორიც არის.

Posted by: otia-83 13 Jul 2015, 11:19
QUOTE
ანუ, მეკოს, ხმალაძის და შარიქაძის გარდა მთელი ჩვენი ხაზის მოთამაშეები ლიტვა-ლატვიასთან უნდა აგებდნბენ უშანსოდ?

მთელი ჩვენი ხაზის მოთამაშეები შევარდენზე არიან და მსოფლიოსთვის ემზადებიან wink.gif
* * *
The_mad_Floki_Brother
QUOTE
ბუკა და კაჭი ძალიან მიყვარს მაგრამ არც ერთს აქვს განსაკუთრებული სისწრაფე და ფინტი და არც მეორეს.
და ამის ფონზე კაი მაღალი, ჯანიანი ცენტრი, რომელსაც ინგლისური სკოლა აქვს გამოვლილი, ქიციც იცის და ქიცმაცურიც, რატომ ვერ უნდა იყოს კონკურენტუნარიანი?


ერთი სი მითხარი მათე ბიჭი ფინტი სად ნახე smile.gif შარიქაძეს მშვენიერი ფინტი აქვს და არც კაჭარავა უჩივის. სისწრაფესთანაც მაინცდამაინც მწყრალად არ არიან smile.gif

მათეს მშვენიერი სასტარტო სიჩქარე აქვს მაგრამ შემდეგ ვეღარ ანვითარებს, უცნაური სირბილის სტილი აქვს სულ აქეთ-იქით გაურბის კიდურები და ასეთი სტილის გამო მეეჭვება ფინტის ოსტატი იყოს, მითუმეტეს 7-კაზაში თუ ვერ იფინტავე აბა 15 კაცაში რა ფინტი უნდა აკეთო. შორ მანძილზე ვერ დარბის სწრაფად. ჯანი აქვს, პასის კულტურა ჩვენ უუკანახაზელებზე უკეთესი (უმრავლესობაზე) მე მის გამძლეობაშიც ეჭვი შემეპარა სიმართლე რომ გითხრა. მოკლედ 15კაცაში უნდა ინახოს. 7კაცაში კიკვაძე 1 თავით მაღლა იდგა მასზე.

QUOTE
ნაკრებში თამაშს რაც შეეხება. მე მგონია პირადად, რომ სპეციალურად არ ათამაშა ჰეიგმა პირდაპირ ეროვნულში, დაჟე თბილისის თასზეც. იმიტომ, რომ ნაკრებში მოსახვედრად ხალხი ბევრს აკეთებს, ასაკობრივებში აქვს ნათამაშები ყველას და საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ ბევრი ოფლი დაუღვრიათ. მათე კი რატომ უნდა მოხვედრილიყო პირდაპირ ნაკრებში? მარტო იმიტო რო ვდრუგ ბაბუამისი თბილისელი ყოფილა? ჯერ ითამაშოს სხვაგან, მოისინჯოს კარგად, დაამტკიცოს რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებს და მერე კი ბატონო.... ის რომ ამ კაცმა იჩალიჩა რომ საბუთები მოეგვარებინა არ ნიშნავს რომ სხვა ქართველებზე მეტად დაიმსახურა ნაკრებში თამაში. ჩემი აზრით შეიძლება ასეც ფიქრობს ჰეიგი. და სწორიც არის.

ამ ამბავში ერთმნიშვნელოვნად გეთანხმები. თქვა კიდეც ჰეიგმა მის შეფასებისას, წესი გვაქვს ნაკრებში ისე ვერ მოხვდება მორაგბე თუ მანამდე სხვა ფორმაციის ნაკრებში არ ითამაშაო. ესეც უნდა იყოს. თუ მაინცდამაინც სმიტებს არ აღმოაჩნდებათ ქართველი ბებია და მათ არ გავაქართველებთ სმიტაშვილებად biggrin.gif

Posted by: Love The Sun 13 Jul 2015, 14:39
otia-83
კიკვაძე ვისზე მაღლა არ იდგა რომ?
საუკეთესოს რომ ვადარებთ smile.gif
ყველას სჯობდა კიკვაძე.
დაცვაშიც და შეტევაშიც.
ობიექტურად ეგ იმსახურებს ნაკრებში გამოცდას.

Posted by: otia-83 13 Jul 2015, 14:47
Love The Sun
კი მასეა.

სასიამოვნო რა არის იცი? smile.gif საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე უკანახაზელი უკეთ რომ გამოიყურება ინგლისში გაზრდილზე smile.gif მართალია მათე სტუდენტი იყო და მთავარი აქცენტი სწავლაზე ქონდა მაგრამ მაინც smile.gif

საუკეთესოს უნდა შევადაროთ აბა როგორ. როცა ნატურალიზებას ახდენ (ქართული ფესვები კიაქვს მაგრამ ინგლისელია მაინც) ის ადგილობრივზე 1 თავით მაღლა უნდა იდგეს. მათეს კი ამ გადმოსახედიდან უკვე კიკვაძეც ჯობს რომელიც სამსოფლიოვე განაცხადშიც ვერ მოხვდა. მე თუ მკითხავ კიკვაძე რამდენიმე გამოძახებულს მირჩევია და მერჩია კიდეც განაცხადის გამოქვეყნებამდე.

15 კაცაში ვნახოთ მათე ბიჭი როგორ გამოიჩენს თავს შეიძლება სასწაულებიც აკეთოს. სულ სხვა თვისებები სჭირდება 7 კაცას და 15 კაცას

Posted by: The_mad_Floki_Brother 13 Jul 2015, 15:45
otia-83
რავი მე ბუკა და კაჭი ორივე მაგრები არიან, მაგრამ მე მაგათი ფინტები ნაღდად არ მახსოვს. ნაკრების თამაში არ გამიმაზავს უკვე წლებია...
შეიძლება ცუდად ვაკვირდებოდი მაგათ თამაშს მაგრამ რავიცი.... დიდად შესამჩნევი არ ყოფილა ჩემნაირი დილეტანტისთვის...

არა ვიტყუები ეხლა... ბუკას ფინტები გამახსენდა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: otia-83 13 Jul 2015, 15:57
The_mad_Floki_Brother

Posted by: iverieli 13 Jul 2015, 16:00
ისე მსოფლიოს გაფართოებულში რომ ვერ მოხვდნენ ხუციშვილი და გიგაური. აქ რო დავიმატოთ მემგონი არაფერი დაშავდება

Posted by: SGG 13 Jul 2015, 16:03
მოყვარულ მორაგბეს როგორ ადარებთ ბუკას, რომელიც ინგლისის მეორე დივიზიონზე ძლიერ პრო დ2-ის ძლიერ გუნდში სტაბილურად
თამაშობს smile.gif) უამრავი ცნობილი მორაგბე თამაშობს პრო დ2-ში,ტოპ 14-ის და სუპერ რაგბის გამოცდილებითაც .

ძალიან მაგარი მონაცემების ბაზა აქვს ითსრაგბი.ფრ-ს . მეთიუზე საერთოდ არანაირი მონაცემი არაა smile.gif

http://itsrugby.fr/joueur-35251.html

საქართველოს ნაკრების გამოკვეთილი ლიდერობა და თითქმის ყოველთვის უმაღლეს დონეზე თამაში, ხელწამოსაკრავი
გგონიათ? smile.gif

Posted by: GIORGI112 13 Jul 2015, 16:29
QUOTE
ბუკა და კაჭი ორივე მაგრები არიან, მაგრამ მე მაგათი ფინტები ნაღდად არ მახსოვს.

როდის ფინტაობენ რო
ფინტი ჩვენს უკანახაზელებში აქვთ ხმალაძეს, თოდუას და მეკოს... smile.gif

Posted by: Love The Sun 13 Jul 2015, 17:54
GIORGI112


მშვენიერი ფინტი აქვს ბუკას, განსაკუთრებით ხაზთან ახლოს მაღალი სისწრაფით როდესაც შედის.

Posted by: OSTAP 13 Jul 2015, 18:13
დღეს რომ ბუკას და კაჭის ფასი არავინ გვყავს დa თედოს მეტი ატც არავინ გვყოლია. ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად მათ წინამორბედებთან. მაგაზე დავაც კი სისულელეა. მე ის მიკვირს კაჭიმ კარგ კლუბში როგორ ვერ ითამაშა. მე დავწერე რომ 7 კაცაში მათეს გარკვეული თვისებები გამოჩნდა და 15 კაცაში რას იზამს სანახავია თქო. მსოფლიოზე მისი წაყვანა არც მიზანშეწონილად მინაჩნია და არც არავინ წაიყვანს მგონი. დამსახურება უნდა ყველაფერს.

Posted by: GiorgiG83 13 Jul 2015, 18:27
QUOTE
მე ის მიკვირს კაჭიმ კარგ კლუბში როგორ ვერ ითამაშა.


აბსოლუტურად

Posted by: GIORGI112 13 Jul 2015, 18:34
არცეთი წესიერი გუნდი არ დაინტერესდა კაჭით...
საფრანგეთში დღემდე არ არის დიდი ინტერესი ჩვენი უკანახაზელბის მიმართ...
ფედერალის მაჩანჩალა გუნდში თამაშობდა ფედერალ 2 ში რომ არ გავარდნილიყვნენ იმას ჩალიჩობდენ ნიცაც და როდეზიც, მაგრამ კი მოხვდა მაინც ბარბაროსებში smile.gif

Posted by: OSTAP 13 Jul 2015, 18:53
ხო და ეგ მიკვირს, სხვა უკანაზაზელები ხომ თამაშობდნენ შედარებით სტაბილურ ფედერალ 1 კლუბებში. კაჭის რატომ არ ფაუმართლა თქო. Mითუმეტეს მსოფლიოს და ბარბაროსების მერე.

Posted by: lankasteri 13 Jul 2015, 20:26
ისე კაჭარავა 2011 წლამდე ფინტაობდა უფრო. მახსოვს მაგ პერიოდში მაგისი ფინტები. მსოფლიოდან მოყოლებული უფრო ძალისმიერი მორაგბე გახდა (ნუ მანამდეც იყო ძალაზე ორიენტირებული, მაგრამ ფინტაობებიც ახასიათებდა ხოლმე და აი ბოლო მსოფლიოდან მოყოლებული მგონია რომ აშკარად მოკლებული აქვს ფინტებში)

Posted by: valiadolidi 13 Jul 2015, 20:51
1.ფრუიძე 2.კაჭარავა 3.თოდუა 4.ხმალაძე 5.შარიქაძე 6.კვირიკაშვილი 7.ძნელაძე 8.კოლელიშვილი 9.ტალახაძე 10.სამხარაძე 11.კიკვაძე 12. სიჭინავა ეს ბიჭები და უეჭველი შევიდოდით ოლიმპიადის 12 გუნდში

Posted by: Lotkinski 14 Jul 2015, 11:10
QUOTE
1.ფრუიძე 2.კაჭარავა 3.თოდუა 4.ხმალაძე 5.შარიქაძე 6.კვირიკაშვილი 7.ძნელაძე 8.კოლელიშვილი 9.ტალახაძე 10.სამხარაძე 11.კიკვაძე 12. სიჭინავა ეს ბიჭები და უეჭველი შევიდოდით ოლიმპიადის 12 გუნდში



ოღონდ 3 თვე უნდა ჩაკეტო ბაზაზე და ავარჯიშო, რომ უკეთ შეთამაშდნენ. smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Jul 2015, 18:37
ევროპის ოლიმპიური რეპეშაჟი @ ლისაბონი

შაბ 18\07 @ ჟამორის ტყე’პარკი = სანაკრებო ბაზა

პული @ საქართველოს დროით

13.06 იტალია
16.06 ირლანდია
19.06 რუსეთი

რაზმი 95%-ით იგივე = ინგლისიდან პირდაპირ გაფრინდნენ

++ კარგია, რომ 4 ერის ყურებაში ხელს არ შეგვიშლის (14.05 ავს - აფრ)

Posted by: giorgi77 16 Jul 2015, 21:43
სტრიმის ბმული http://videos.sapo.pt/V74VWZkiDiVdGl98nzqF

იმედია იმუშავებს

Posted by: The_mad_Floki_Brother 16 Jul 2015, 22:25
ჩვენების თამაში უელსთან დეევს სადმე? თუ იცით ვინმემ თხოვნა მექნება ლინკი დაგვიდეთ

Posted by: LAZY@ 17 Jul 2015, 01:33
http://www.dailymotion.com/video/x2xr23w_live-2015-rugby-europe-sevens-grand-prix-series-finale-replay-2015-07-12-14-43-24-2015-07-12-20-37-3_sport







.

Posted by: The_mad_Floki_Brother 17 Jul 2015, 15:35
LAZY@
QUOTE
http://www.dailymotion.com/video/x2xr23w_l...2-20-37-3_sport

გაიხარე მადლობა...

ვუერთდები აქაურების მოსაზრებას. მათეოზა ჯერ მზად არ არის. ყოველ შემთხვევაში კაჭისა და ბუკასგან შორსაა.
შეუბეროს მაგრად, საკლუბო დაიწყოს, ერთა თასზე გამოვიდეს... ეჰ რავი... მეტს ველოდი.

Posted by: -Kartveli- 17 Jul 2015, 16:01
The_mad_Floki_Brother
შვიდკაცაში თამაშით რელურად ვერ განვსაზღვრავთ მის შესაძლებლობებს.

Posted by: GioWEED 17 Jul 2015, 21:06
სთიმი დადეთ რა. სად ვუყუროთ. აქ რაც სთიმებია არც ერთზე არ აჩვენებს

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Jul 2015, 22:56
user posted image

ხვალაა შეჯიბრი და ზეგ

http://videos.sapo.pt/V74VWZkiDiVdGl98nzqF

საქართველოს დროით

საქართველო -

შაბ 18/07

15.06 იტალია
18.06 ირლანდია
21.06 რუსეთი

კვი 19/07

14.00 - 15.06 . (1/4ფ)
15.28 - 18.18 . (1/2ფ)
18.40 - 21.10 . (ფ)

საგაისო, მსოფლიო რეპეშაჟში გადის სამი მოწინავე

Posted by: OSTAP 18 Jul 2015, 13:21
რა ხდება? იცით ანგარიში? თურქესტანში არ იჭერს sad.gif

Posted by: Lashavera 18 Jul 2015, 13:28
ავსტრალია სამხრეთ აფრიკის ლინკი ხო არ გაქვთ ვინმეს მოძიებული?

Posted by: valiadolidi 18 Jul 2015, 14:34
7 კაცას ლინკი ხომ არ იცით რაც კავშირის საიტზეა არ ხსნის

Posted by: giorgi77 18 Jul 2015, 14:50
უკრაინა ტოლსწორად ეთამაშება პორტებს, 7-7 ჯერჯერობით

Posted by: wesley_fofana 18 Jul 2015, 14:57
იქნებ დადოთ რა ლინკები, რაც იდო გავხსენი და არ აჩვენებს

Posted by: giorgi77 18 Jul 2015, 15:01
wesley_fofana

რაც ზემოთ დევს იქ ვუყურებ, აჩვენებს თან კარგად. http://videos.sapo.pt/V74VWZkiDiVdGl98nzqF

შეიძლება გეოგრაფიული შეზღუდვა ადევს, არ ვიცი


გადაურბინა პორტუგალიამ უკრაინას, ამის მერე ჩვენების თამაშია

Posted by: wesley_fofana 18 Jul 2015, 15:09
მადლობა, იმედია ჩაირთვება ველოდები

Posted by: giorgi77 18 Jul 2015, 15:11
აბდაუბდა თამაში ჩვენებისგან და შესაბამისად დაგვიდეს ლელო იტალიელებმა... კახასგან მიკვირს რატომ ჩააცივდა ამ 5 ნომერს? სხვა დავიჯერო არავინ გვყავს? უკეთესი

ძალიან ცუდად ვთამაშობთ... იტალიას გაუგდეს კაცი, და ჩვენც გავათანაბრეთ. 7-7

მეთიუც არაა, არ ვიცი რატომ.

Posted by: ბაიკო 18 Jul 2015, 15:14
wesley_fofana
ქრომით შედი
5 ნომრი ვინ არის?

Posted by: rachveli1 18 Jul 2015, 15:20
ლეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეელოოოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: ბაიკო 18 Jul 2015, 15:25
დიდი ენერგია შეალიეს
-----------------------------------------

Posted by: rachveli1 18 Jul 2015, 15:25
მოვიგეთ

12-7

Posted by: bulbula1986 18 Jul 2015, 15:25
კარგი თამაში მოიგეს, ყოჩაღ ბიჭებს. იმედია რუსებსაც იგივე დღე დაადგებათ რაც იტალიელებს

Posted by: FinEx 18 Jul 2015, 15:26
მოვიგეთ, მაგრამ 7 კაცათი სიამოვნებას საერთოდ ვერ ვიღებ უბანში გასართობ თამაშს უფრო გავს ვიდრე სერიოზულ სპორტულ სახეობას

Posted by: SaNi 18 Jul 2015, 16:01
QUOTE
მოვიგეთ

12-7

up.gif

Posted by: borjgali1964 18 Jul 2015, 16:04
ფიზიკა არ მომწონს.
ჭიდაობა არ მომწონს.

=
რომ მოვიგეთ, მომწონს.

Posted by: ბაიკო 18 Jul 2015, 16:28
რატომ აღარ ირთვება?

-------------------------

Posted by: OSTAP 18 Jul 2015, 16:40
Mე-2 დაიწყო? ღა ხდება ხო არ იცით?

Posted by: bulbula1986 18 Jul 2015, 16:42
OSTAP
QUOTE
Mე-2 დაიწყო? ღა ხდება ხო არ იცით?

18:06 ზე იწყება

Posted by: The Avenger 18 Jul 2015, 17:29
მუშა ლინკი ხომ არ იცით? ვერც ერთი ვერ ჩავრთე

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 18 Jul 2015, 17:47
მოვედი, ახლობელი "4 ერს" ვერ უყურებდა და კომპუტერი გავუმართე

კარგი ამბავი დამხვდა:

პირველი რაუნდის შემდეგ ვართ მესამე ადგილზე!

http://m.rugby.ge/ka-GE/tables/

# ა მ-წ სხვ

3 საქ 1-0 +5
6-7 რუს 0*0 =0
6-7 ირლ 0*0 =0
10 იტა 0-1 -5

# ბ მ-წ სხვ

2 გერ 1-0 +26
5 ლიტ 1-0 +22
8 რუმ 0-1 -22
12 ლატ 0-1 -26

# გ მ-წ სხვ

1 პორ% 1-0 +26
4 ბელ 1-0 +26
9 უკრ% 0-1 -26
11 პოლ% 0-1 -26

@

QUOTE
მუშა ლინკი ხომ არ იცით? ვერც ერთი ვერ ჩავრთე


გრიალით მუშაობს გუგლ’ქრომით = მარტო ფონის მუსიკა მტანჯავს

http://videos.sapo.pt/V74VWZkiDiVdGl98nzqF

Posted by: The Avenger 18 Jul 2015, 17:51
ლუკასა და ნიკოს მამა

დიდი მადლობა smile.gif)

Posted by: Lotkinski 18 Jul 2015, 17:58
მერამდენედ გაითიშა უკვე sad.gif წარმატებბს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს

Posted by: tata_j 18 Jul 2015, 18:06
თამაშის გარტყმაში არ არიან

მათე სად არის?
----------------------

Posted by: ქაშიბაძე 18 Jul 2015, 18:08
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: dadetor 18 Jul 2015, 18:10
რა ხდება ვიგევთ ვაგებთ ირლანდიასთან ?

Posted by: Love The Sun 18 Jul 2015, 18:10
Aნგარიში დამიწერეთ თუ შეიძლება sad.gif ქალაქს არ ვარ

Posted by: Gio_GoG 18 Jul 2015, 18:11
0 - 14

ვაგებთ

სწრაფად დაგვიდეს 2 ლელო

Posted by: ბაიკო 18 Jul 2015, 18:12
Love The Sun
ვაგებთ სასწაულად
ამ გუნდთან ვინმე თუ ფიქრობს მოგებს 14 0ლეა ჯერ

Posted by: Lotkinski 18 Jul 2015, 18:12
იმათ ნახევარზე ჯერ არც კი გადავსულვართ biggrin.gif

Posted by: tata_j 18 Jul 2015, 18:13
რუსეთიც დაახევს ბურთს და ეგაა რა

გავთიშე აღარ ვუყურებ up.gif1

Posted by: Love The Sun 18 Jul 2015, 18:15
ხალხო ანგარიში დამიწერეთ ჩემი ხათრით მაინც უყურეთ

Posted by: ბაიკო 18 Jul 2015, 18:16
Love The Sun
21 0

Posted by: dadetor 18 Jul 2015, 18:20
ძალიან აჰარი ჰარალოზე თამაშობენ

Posted by: Gio_GoG 18 Jul 2015, 18:23
Love The Sun

12 - 21

ცოტა ამოქაჩეთ

Posted by: ბაიკო 18 Jul 2015, 18:24
წამოვეწიეთ 1 ლელო გვეყოფა
ეე ბიჯო შეძლებიათ თამაში სულ რაღაც 2 ქულის სხვაობით წავაგეთ

Posted by: Love The Sun 18 Jul 2015, 18:25
ბაიკო
Mადლობა sad.gif კაროჩე რა...

Posted by: rachveli1 18 Jul 2015, 18:25
მორჩა

21-19 წავაგეთ

Posted by: dadetor 18 Jul 2015, 18:26
19-21 არ შეიძლება ასე თამასშI.......................
მათე სადააა?

Posted by: bulbula1986 18 Jul 2015, 18:27
ეს გარდასახვები რომ ნორმალურად დაარტყან არ შეიძლება ან კიდევ თავიდანვე მოინომონ? sad.gif უაზროდ წავაგეთ რა, თან მთელი ენერგია შეალიეს ამათ და რუსეთთან.....

Posted by: ბაიკო 18 Jul 2015, 18:27
Love The Sun
არაფლის არ არის ცუდად საქმე რუსებს უნდა მოვუგოთ ან მცირედით წავაგოთ და მერე ფლეი ოფიდან მგონი შეიძლება რამის გახერხება... ირლადიას ძლიერი ნაკრები ყაავთ ლეოები იმიტო უფრო დავუდეთ რომ თითქმის გარანტირებულად ქონდათ მოგებული

Posted by: Love The Sun 18 Jul 2015, 18:28
მოსაგენ თამაშებს აგებენ სულ. Aრადა დარწმუნებული ვარ დისციპლინა და კონცენტრაცია და მოგებდნენ ამასაც.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 18 Jul 2015, 18:34
მათეც იქაა, გუნდათან, შავი აცვია, ალბათ რამე ტკივა

წავაგეთ 17-21

ლელოები დადეს ძნელაძემ, შკინინმა, გეგენავამ

გოგოლაშვილმა მოაწყო ორი გადასარევი რეიდი,
კიკვაძემ კართან ისევ ვერ აიღო თავის მიერვე გაგორებული




* * *


მეორე რაუნდის შედეგად დავეშვით მეშვიდე ადგილზე

# ა მ-წ სხვ

3 რუს 1*0 +24
6 ირლ 1*0 +4
7 საქ 1-1 +1
10 იტა 0-2 -29

# ბ მ-წ სხვ

1 გერ 2-0 +71
5 ლიტ 2-0 +26
8 ლატ 0-2 -30
12 რუმ 0-2 -67

# გ მ-წ სხვ

2 პორ 2-0 +60
4 ბელ 2-0 +57
9 უკრ 0-2 -57
11 პოლ 0-2 -60

პლეი’ოფში ნაღდად გავდივართ:
არ უნდა გავნადგურდეთ რუსეთთან და
ლატვიამ არ უნდა მოსრას რუმინეთი

ჯერ ამათი თამაშია, მერე ჩვენი (21.06 საქ)

Posted by: AVIATORI01 18 Jul 2015, 21:04
ვნახოთ აბა მესამე თამაში,
ისე მე-4 ფინალში ვარ უკვე თუ 56 ქულაზე მეტიტ არ წავაგებთ

ძალიან უსამართლოდ განაწილდა რა ჯგუფები, ჩვენი ჯგუფიდან B ჯგუფში ნებისმიერი გავიდოდა პირველზე

ასევე C ჯგუფშიც შეიძლებოდა პირველობისთვის ბრძოლა, ახლა კი მე-3 ადგილისთვის ვიბრძვით

Posted by: KOKOITIDZE 18 Jul 2015, 21:07
რომელ საათზეა და ლინკი ხომ არ იცით?

Posted by: AVIATORI01 18 Jul 2015, 21:07
KOKOITIDZE
http://videos.sapo.pt/V74VWZkiDiVdGl98nzqF

დაიწყო უკვე

Posted by: ბაიკო 18 Jul 2015, 21:11
არ ხსნის ამ დედა აფეთქებულს.. ვინც უყურებთ რა ხდება?

Posted by: dadetor 18 Jul 2015, 21:12
ლელო დავუდეთ.........................7-0

Posted by: Gio_GoG 18 Jul 2015, 21:13
ბაიკო
7 - 0

ლელო დავუდეთ

პ.ს. Ad Blocker თუ გიყენია გათიშე და ისე ცადე ჩართვა, ჩემთან უშველა

Posted by: samxara91 18 Jul 2015, 21:13
7-0 ვიგებთ

რუსებს მაგრად არ გაუმართლათ ჩვენ რომ მოვხვდით მაგათ ჯგუფში lol.gif

Posted by: dadetor 18 Jul 2015, 21:16
დაგვიდეს....................................

თუ გავიტანეთ ჯარიმა მოვიგეთ

ეგეც დათუნიების გაბახება bis.gif

Posted by: ბაიკო 18 Jul 2015, 21:24
გილოცავთ მოვიგეთ 10 7

კაროჩე ახლა სთრიმი ცაირთო კამფეტივით აჩვენებს biggrin.gif

Posted by: iverieli 18 Jul 2015, 21:25
მოვირგეთ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

თან რა ჯარიმა გავიტანეთ war.gif

Posted by: rachveli1 18 Jul 2015, 21:25
მოვიგეთ!!!!!

Posted by: -Kartveli- 18 Jul 2015, 21:25
ბოლომდე დაიხარჯნენ ბიჭები, ყოჩაღ.

Posted by: K O R A D O 18 Jul 2015, 21:27
აი საღოლ ბიჭებს, ფავორიტ დათუნიას გავურჭეთ smile.gif

Posted by: AVIATORI01 18 Jul 2015, 21:28
ბატონო ზააალ განაახლე ცხრილები, მგონი მე-4-5 ადგილას ვართ და ლიტვას ვეთამაშებით

Posted by: giorgi77 18 Jul 2015, 21:33
QUOTE
ბატონო ზააალ განაახლე ცხრილები, მგონი მე-4-5 ადგილას ვართ და ლიტვას ვეთამაშებით


ეგ მაინტერესებს ზუსტად. ლიტვა თუა, არაა მთლად ხელწამოსაკრავი. მაგათ მოგვიგეს ექსეტერში 0-ზე. ფიზიკურად მაგრად არიან მომზადებული.


მეთიუ სათადარიგოებთან იჯდა და შესვენებაზე ჩვენებს ეხმარებოდა მოთელვაში.

Posted by: iverieli 18 Jul 2015, 21:36
იმედია მეთიუ ხვალ ჩაერთვება თამაშებში. მაგრამ დღეს ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. მაქსიმალური შედეგიც დადეს. bis.gif bis.gif

ხვალაც ეგრე უნდა გაგრძელდეს

Posted by: ბაიკო 18 Jul 2015, 21:39
http://www.rugbyeurope.eu/group-281.htm
აგერ არის გრუპა.. მერე არ ვიცი ვის ვხვდებით მაგრამ სამწუხაროდ ძლიერ ქვე ჯგუფში მოვხვდით ეგ ირლანდია სად გამოეკვეხა? :@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 18 Jul 2015, 21:41
99.99% ხვალ 14.44 საქ#6 - ირლ#3

Posted by: giorgi77 18 Jul 2015, 21:42
QUOTE
აგერ არის გრუპა.. მერე არ ვიცი ვის ვხვდებით მაგრამ სამწუხაროდ ძლიერ ქვე ჯგუფში მოვხვდით ეგ ირლანდია სად გამოეკვეხა? :@


გავიარეთ უკვე ეგ. ჯგუფში მეორე ადგილი ავიღეთ. რუსები მესამეზე.

Posted by: ბაიკო 18 Jul 2015, 21:42
giorgi77
ვიცი მაგრამ პირველზე უნდა გავსულიყავით მგონი
ლუკასა და ნიკოს მამა
ანუ ფატიურად დამთავრდა ჩვენი ოლიმპიადა?

Posted by: ქაშიბაძე 18 Jul 2015, 21:43
ირლანდია ჩვენს ჯგუფში იყო და ისევ ირლანდიას ვხვდებით?

Posted by: giorgi77 18 Jul 2015, 21:45
მგონი ჯობდა ფრე გვეთამაშა biggrin.gif... უფრო სუსტ მეტოქეზე გავიდოდით...

რუსეთი შეხვდება ახლა გერმანიას ჩვენ კიდე ირლანდიას..... მაგარი ფორმულაა

Posted by: AVIATORI01 18 Jul 2015, 21:47
ერთი ლელო თუ დადო გერმანიამ კიდე ვცდებით ირლანდიას ანუ 23 ქულაზე მეტით უნდა მოუგოს



გერმანიამ მოიგო 29 ქულით, გადავედით მე-5 ადგილზე და ვეთამაშებით ბელგიას ან პორტუგალიას

Posted by: ბაიკო 18 Jul 2015, 21:49
AVIATORI01
აგაშენა ღმერთმა... გავცდით ბელგიას მერე ვის ვეთამასებით?

Posted by: ჭიპა 18 Jul 2015, 21:49
ბელგიას ვხვდებით, 29 ქულა წააგო ლიტვამ.

ყველაზე სასურველი მეტოქე დაგვიჯდა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 18 Jul 2015, 21:52
შეიცვალა = ბევრით რომ წააგო ლიტვამ, მაგის გამო გავხდით #5

ეხლა ნაღდია: 15.06 ვეთამაშებდით ეხლა რომ მიდის, იმის წაგებულს (ბელგია ან პორტუგალია)

Posted by: AVIATORI01 18 Jul 2015, 21:52
ბაიკო
ბელგიას ჯერ არაა დაზუსტებული ან ბელგიას ან პორტუგალიას
ამ წუთას ლიტვას აქვს -3
ბელგიას +57
პორტებს +60

ბელგიამ რომ 64 ქულით მოიგოს ან პორტებმა 61 მაშინ ლიტვა გვხვდება, ნუ ეს უტოპიაა, რა, ბელგია პორტუგალიის წაგებულს ვხვდებით რა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 18 Jul 2015, 22:05
აგებს ბელგია, მაგრამ სხვაობით ჩვენამდე ვერ ჩამოდის (მაგით არც არაფერი შეიცვლებოდა)

ანუ
#4 ბელ - #5 საქ
და ბადის მაგავე ნახევარში
#1 გერ - #8 რუმ

იქეთ

#2 პორ - #7 რუს და
#3 ირლ - #6 ლიტ

Posted by: giorgi77 18 Jul 2015, 22:08
QUOTE
ანუ
#4 ბელ - #5 საქ
და ბადის მაგავე ნახევარში
#1 გერ - #8 რუმ

იქეთ

#2 პორ - #7 რუს და
#3 ირლ - #6 ლიტ




მშვენიერია. ანუ ბელგიას და გერმანიას უნდა გავცდეთ რომ რეპეშაჟის საგზური ავიღოთ

Posted by: AVIATORI01 18 Jul 2015, 22:09
ლუკასა და ნიკოს მამა
მთავარია პორტებმა 40 ქულაზე მეტით არ მოიგონ რომ გერმანია არ შეცვალონ ჩვენ ნახევარში

Posted by: giorgi77 18 Jul 2015, 22:13
QUOTE
ლუკასა და ნიკოს მამა
მთავარია პორტებმა 40 ქულაზე მეტით არ მოიგონ რომ გერმანია არ შეცვალონ ჩვენ ნახევარში



35 ქულით მოიგეს.

Posted by: Lotkinski 18 Jul 2015, 22:16
QUOTE
35 ქულით მოიგეს.



ანუ გაირკვა ყველაფერი და ბელგიას ვეთამაშებით. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს ხვალინდელ მძიმე დღეს.

Posted by: ბაიკო 18 Jul 2015, 22:22
ლუკასა და ნიკოს მამა
მოვუგეთ ბელგიას მერე ვის უნდა შევხვდეთ?

Posted by: Lotkinski 18 Jul 2015, 22:29
ბაიკო!

შედი კავშირის საიტზე და იქ ყველაფერს დაწვრილებით ნახავ. rugby.ge

Posted by: AVIATORI01 18 Jul 2015, 22:32
ბაიკო
გერმანია-რუმინეთის გამარჯვებულს შევხვდებით ნახევარფინალში, ნუ გერმანიას რა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 18 Jul 2015, 22:36
ჰამაც რუსებს წითელი ბარათი მიუღიათ იოსებას წაქცევისთვის,
ანუ 11 კაცით გააგრძელებენ ტურნირს

Posted by: valiadolidi 19 Jul 2015, 10:26
11 კაცით რატომ ვართ ვინმე დაგვემტვრა ?

Posted by: otia-83 19 Jul 2015, 11:54
valiadolidi
რუსებსო, რუსები აგრძელებენ 11 კაცით თამაშს. წითელი ბარათი მიიღო ერთ-ერთმა რუსმა

Posted by: jumberchuchyiani 19 Jul 2015, 12:03
დღეს რომელზეა ჩვენი თამაში?
სსსსსსსსსსსსსსსსსს

Posted by: wesley_fofana 19 Jul 2015, 12:09
14 სთ 15.28 18.40 მგონი ესეა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Jul 2015, 12:18
http://m.rugby.ge/ka-GE/tables/

19/07 15.06 ბელგია (1/4ფ)

1/2ფ 17.12 - 18.18 გერ|რუმ

ფ 19.54 - 21.10 პორ|რუს || ირლ|ლიტ

საგაისო, მსოფლიო რეპეშაჟში გადის სამი მოწინავე

სთრიმი http://videos.sapo.pt/V74VWZkiDiVdGl98nzqF
გუგლ’ქრომით იღება

ჩაირთვება 13.55 საქ = პირველი მეოთხედ’ფინალის წინ

14.00 #1 GER - #8 ROM
14.22 #2 POR - #7 RUS
15.44 #3 IRE - #6 LTU
15.06 #4 BEL - #5 GEO

@ რაგბული სალმით ზემო’ვერიდან



Posted by: giorgi77 19 Jul 2015, 14:29
გერმანიამ მოუგო რუმინეთს როგორც იყო მოსალოდნელი,
რუსეთი კი ამარცხებს პორტუგალიას 12-0

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Jul 2015, 14:36
უკვე 19-0 და ნაწყენებმა სთრიმი არ გაწყვიტონ

Posted by: Lotkinski 19 Jul 2015, 14:37
QUOTE
უკვე 19-0 და ნაწყენებმა სთრიმი არ გაწყვიტონ



ძია ზაალ, მგონი ეგეთი პირი უჩანს biggrin.gif

Posted by: ბაიკო 19 Jul 2015, 14:39
აუფ ჯერ ხო ცყდებოდა ახლა ვაფშე გაითიშა sad.gif(

Posted by: giorgi77 19 Jul 2015, 14:40
24-0, ჩაირთო ისევ.... პორტუგალია დარჩა გაღიმებული ოლიმპიადის გარეთ.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Jul 2015, 14:41
დარჩა ევროპის 8-გზის ჩემპიონი უ’ოლიმპიად’ოდ!


Posted by: ბაიკო 19 Jul 2015, 14:43
თქვენ საიდან უყურებთ ბოლო ბოლო მე ხომ ვერ ჩავრთე რა ეგ სთრიმი

Posted by: giorgi77 19 Jul 2015, 14:47
მორაეში ხომ? სურათზე... ჯერ იყო და ნაკრებში არ წაუვიდა საქმე, ახლა შვიდკაცა... შემეცოდა

ლიტვა ბრძოლობს ირლანდიასთან... ფიზიკურად ძლიერი და სწრაფი მოთამაშეები ყავთ. იქნებ ირლანდიაც ჩატოვონ biggrin.gif

Posted by: lankasteri 19 Jul 2015, 14:53
ეს ვერ გავიგე, ამ ირლანდიას რა უნდა? რატო გვეცილება ამ ოლიმპიადის საგზურში?

Posted by: ქაშიბაძე 19 Jul 2015, 14:54
QUOTE
ეს ვერ გავიგე, ამ ირლანდიას რა უნდა? რატო გვეცილება ამ ოლიმპიადის საგზურში?

ეს მართლა ამოუხსნელი ფენომენია facepalm.gif

Posted by: rachveli1 19 Jul 2015, 15:03
QUOTE
ეს ვერ გავიგე, ამ ირლანდიას რა უნდა? რატო გვეცილება ამ ოლიმპიადის საგზურში?


B დივიზიონის გამარჯვებულია ირლანდია

Posted by: ბაიკო 19 Jul 2015, 15:05
თუ რამეა ანგარიში დაწერეთ..................................................

Posted by: lankasteri 19 Jul 2015, 15:07
QUOTE (rachveli1 @ 19 Jul 2015, 15:03 )
QUOTE
ეს ვერ გავიგე, ამ ირლანდიას რა უნდა? რატო გვეცილება ამ ოლიმპიადის საგზურში?


B დივიზიონის გამარჯვებულია ირლანდია

არა, ეგ ხო მარა, ბრიტანეთში არ შედის ირლანდია? ხომ ისედაც მონაწილეობენ მაგ ოლიმპიადაზე ბრიტანეთის ერთაინ ნაკრებში? ცალკე მაინც ხომ ვერ გავლენ, როგორც ირლანდიის გუნდი.

Posted by: rachveli1 19 Jul 2015, 15:08
QUOTE

არა, ეგ ხო მარა, ბრიტანეთში არ შედის ირლანდია? ხომ ისედაც მონაწილეობენ მაგ ოლიმპიადაზე ბრიტანეთის ერთაინ ნაკრებში? ცალკე მაინც ხომ ვერ გავლენ, როგორც ირლანდიის გუნდი.


არ შედის, ბრიტანეთში შედის ჩრდილოეთ ირლანდია:


user posted image

Posted by: giorgi77 19 Jul 2015, 15:10
ბეხზე ძლივს დგანან ჩვენები.... იქნებ შეცვალოს


დავდეთ ლელო ძელებს შუა

მეორეც მივაყოლეთ

14-0

Posted by: rachveli1 19 Jul 2015, 15:12
ლელო დავდეთ!!!!!!!!!!!!!!


მეორეც!!!!!!!!!

Posted by: GiorgiG83 19 Jul 2015, 15:12
საქართველო 14 : 0 ბელგია
ვნახოთ, რა როგორ იქნება )

Posted by: baxabaxa 19 Jul 2015, 15:15
ეს ბელგიელი ბავშვები ტირიან?............................

Posted by: giorgi77 19 Jul 2015, 15:17
ძალიან დაღლილები ჩანან ჩვენები თუმცა ბელგიაც ძლივს დგას ფეხებზე

Posted by: ქაშიბაძე 19 Jul 2015, 15:22
ეს დედა#####ული მსაჯი ვინაა



Posted by: Datka1964-10-10 19 Jul 2015, 15:23
აუ საზიზღარი ფიზიკა გვაქს! ამ გუნდით სადმე?...

Posted by: ბაიკო 19 Jul 2015, 15:25
ნახევარ ფინალში გერმანელებს ვხვდებით კარგი გუნდი ყაავთ მაგ სირებს?

Posted by: giorgi77 19 Jul 2015, 15:26
ლეჟავა რაციით ტრიბუნიდან კარნახობს ბიჭებს ))

Posted by: rachveli1 19 Jul 2015, 15:27
მოვიგეთ

21-5

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Jul 2015, 15:27
17.56 საქ - 1\2 გერ ................................................



Posted by: -Kartveli- 19 Jul 2015, 15:28
ყოჩაღ ბიჭებს, მაგრად გაისარჯნენ.

Posted by: Irodioni 19 Jul 2015, 15:28
ბაიკო
QUOTE
ნახევარ ფინალში გერმანელებს ვხვდებით კარგი გუნდი ყაავთ მაგ სირებს?

მაგარი გუნდი ყავთ.

Posted by: otia-83 19 Jul 2015, 15:28
რა აჩქარება გააკეთა კიკვაძემ smile.gif მაგარი ფრთა გეზრდება smile.gif

Posted by: SGG 19 Jul 2015, 15:28
პირველად ვნახე სპორტის რომელიმე სახეობაში ქართველმა რომ ვიღაცას გაასწრო სირბილში smile.gif)

Posted by: Datka1964-10-10 19 Jul 2015, 15:29
გერმანია ამოგვტენის!
მაინც წინ ქართველებო!!!!!

Posted by: giorgi77 19 Jul 2015, 15:29
ახლა მთავარია დაისვენონ გერმანიამდე.... შკინინი ძლივს იდგა ფეხებზე... საერთოდ ყველა გადაღლილები არიან.

ყველაზე მხნედ მგონი რუსეთია... დოპინგზე შეამოწმონ ჯობია... უყვართ მაგათ ეგ საქმე

Posted by: rachveli1 19 Jul 2015, 15:30
QUOTE
ნახევარ ფინალში გერმანელებს ვხვდებით კარგი გუნდი ყაავთ მაგ სირებს?


მეტოქე გუნდს შეურაცხყოფა რო არ მიაყენო ისე ვერ დასვამ კითხვას? რათომ არიან სირები, დაგიშავეს რამე?
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: GiorgiG83 19 Jul 2015, 15:31
კიკვაძეს ეტყობა დონე, პროგრესი გააგრძელოს და... smile.gif
ფიზიკა მართლა ვერ უძLებს კრიტიკას

Posted by: SGG 19 Jul 2015, 15:31
აწი ცოტა იღბალმა უნდა გადმოგვხედოს.

სამივე ჩვენზე უკეთესი გუნდია.

Posted by: ბაიკო 19 Jul 2015, 15:31
rachveli1
რუსების დედა #####აან

დავუშვათ გავედით რეპეშაჟში მერე რა ხდება?

Posted by: otia-83 19 Jul 2015, 15:33
მეორე ნახევარფინალი როგორ დაკომპლექტდა? ვერ ივადევნე თვალი. რუსეთი ირლანდია?

Posted by: rachveli1 19 Jul 2015, 15:33
QUOTE
rachveli1
რუსების დედა #####აან


რუსები რა შუაში არიან აქ საერთოდ?

Posted by: borjgali1964 19 Jul 2015, 15:33
QUOTE (Datka1964-10-10 @ 19 Jul 2015, 15:23 )
აუ საზიზღარი ფიზიკა გვაქს! ამ გუნდით სადმე?...

ბიჭო,
რიოში წასვლა მაინც არ უნდათ?

მოენდომებინათ/მოინდომონ ჯეროვნად.
თუმცა, თავს ზემოთ, ძალა არ არის.

რაცაა, ეგაა.

ფიზიკის გარეშე, არც შეიძლება შვიდკაცაზე საუბარი.

Posted by: OSTAP 19 Jul 2015, 15:35
ფიზიკაში ძალიან დუსტად ვართ. თან ეტყობა ტრამვები გვაქვს. მეთიუ საერთოდ არ თამაშობს. ჩორტიკაც არ შეუცვლიათ. მხოლოდ 2 კაცი იცვლებოდა მგონი sad.gif sad.gif რთული იქნება, მაგრამ იქნებ შევიდეთ სამეულში. Oრიდან ერთი უნდა მოვიგოთ. ისე მომეჩვენა თუ ირლანდიას ცოტა მიეხმარა მსაჯი?

Posted by: lankasteri 19 Jul 2015, 15:35
QUOTE (borjgali1964 @ 19 Jul 2015, 15:33 )
QUOTE (Datka1964-10-10 @ 19 Jul 2015, 15:23 )
აუ საზიზღარი ფიზიკა გვაქს! ამ გუნდით სადმე?...

ბიჭო,
რიოში წასვლა მაინც არ უნდათ?

მოენდომებინათ/მოინდომონ ჯეროვნად.
თუმცა, თავს ზემოთ, ძალა არ არის.

რაცაა, ეგაა.

ფიზიკის გარეშე, არც შეიძლება შვიდკაცაზე საუბარი.

რიოში იმედია ეროვნულიდანაც დაემატებათ ხალხი და იმათ ექნებათ უკეთესი გამძლეობა user.gif

Posted by: SGG 19 Jul 2015, 15:37
QUOTE
ნახევარ ფინალში გერმანელებს ვხვდებით კარგი გუნდი ყაავთ მაგ სირებს?


facepalm.gif

Posted by: otia-83 19 Jul 2015, 15:38
საქართველოს ჩემპიონატის ფიზ-მომზადების დონე აისახება 7-კაცაზეც. სერიოზური რეფორმაა ჩასატარებელი ამ კუთხით აქ.

Posted by: OSTAP 19 Jul 2015, 15:38
რეპეშაჟი როდის არის? იქნებ გავძვრეთ. ფიზიკა მისახედია და თანაც აუცილებლად. თუ გავძვერით რეპეშაჟში ჩამოსაყვანია ფიზიკის მწვრთნელი, რომელიც 7 კაცისათვის მოამზწდებს.

Posted by: Lotkinski 19 Jul 2015, 15:39
მართალია გერმანია ძლიერია ჩვენზე, მაგრამ უნდა მოვინდომოთ. მაქსიმალურად დაცვას უნდა მიაქციონ ყურადღება. მე აქამდეც არ მეგონა თუ მიაღწევდნენ

Posted by: ბაიკო 19 Jul 2015, 15:39
სამეულში თუ შევალთ მივდივართ რიოში? რეპეშაშაჟში ვინ იქნება ჩვენი მეტოქეები ?

Posted by: rachveli1 19 Jul 2015, 15:41
QUOTE
ამეულში თუ შევალთ მივდივართ რიოში?

არა

აქ ვხდებით:
Final 2016 Men's Olympic Qualification Tournament

https://en.wikipedia.org/wiki/Final_2016_Men%27s_Olympic_Qualification_Tournament

Posted by: otia-83 19 Jul 2015, 15:41
QUOTE
სამეულში თუ შევალთ მივდივართ რიოში?

სამეულში თუ შევალთ, გაისად რიოს უკანასკნელი საგზურისთვის ვიბრძოლებთ მსოფლიო რეპეშაჟში.

Posted by: ქაშიბაძე 19 Jul 2015, 15:45
QUOTE
სამეულში თუ შევალთ, გაისად რიოს უკანასკნელი საგზურისთვის ვიბრძოლებთ მსოფლიო რეპეშაჟში

სამოა და ფიჯი იქნებიან აქ სავარაუდოდ

ძაან რთული იქნება იმ შემთხვევაშიც თუ ეროვნულის ხალხს დავამატებთ sad.gif

Posted by: valiadolidi 19 Jul 2015, 15:45
გერმნიასთან იგივე დაცვას თუ ვითამაშებთ რაც რუსეთთან იყო მოვუგებთ .
გერმანიას ნორმალურ გუნდთან არ უთამაშია ჯერ და კარგად შეთამაშდენ და დიდი ანგარიშებითაც მოიგეს . ჩევნ კი ყველა თამაში დაძაბული ვითამაშეთ ადვილი მეტოქე არ გვყოლია ვფიქრობ ძალა კი წაიღო მაგრამ ტონუსში ვართ .
მაგრამ 11 კაცი გვყავს აშკარად ის ინლისელი არ თამაშობს არც გუშინ უთამაშია და ცუდია ეგ რა თქმა უნდა მთელი ტურნირის განმავლობაში აისახება უფრო მეტი ძალის ხარჟვა უწევთ მოთამაშეებს და რა თქმა უნდა მწვრთნელებსაც ნაკლები არჩევანი აქვთ

Posted by: OSTAP 19 Jul 2015, 15:48
Fიჯის რეპეშაჟი ჭირდება? რა უბედურებაა? ღეპეშაჟი თავისთაცსდ ძალიან რთული იქნება და იქ კიდე თუ ფიჯი დაემატა ...

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Jul 2015, 15:49
QUOTE
ფიჯი


ფიჯი რიოშია = მსოფლიო სერია მოიგო!
http://qaflan.netai.net/2015/P5/18_7LON.htm

Posted by: ქაშიბაძე 19 Jul 2015, 15:49
QUOTE
Fიჯის რეპეშაჟი ჭირდება?


https://en.wikipedia.org/wiki/2015_Oceania_Sevens_Championship

ამ ტურნირიდან 2 გუნდი იქნება იმ შესარჩევში და ცალსახა ფავორიტებიც

Posted by: SGG 19 Jul 2015, 15:51
Qash

ფიჯი გასულია ოლიმპიადაზე კარგა ხანია

Posted by: Human Rights 19 Jul 2015, 15:52
SGG
QUOTE
პირველად ვნახე სპორტის რომელიმე სახეობაში ქართველმა რომ ვიღაცას გაასწრო სირბილში

lol.gif

2008 წლის აგვისტოში არ გინახავს? biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Jul 2015, 15:52
ამ ვებ’რესურს რა დანიშნულება აქვს?
http://site.rugby.ge/ka-GE/home/

სანამ ეგეთ დასკვნებს გამოიტანედთ, ეგებ გადახედოთ’ხოლმე



user posted image

მოწინავე სამეულში მოსახვედრად
ლისაბონი ევროპის ოლიმპიურ რეპეშაჟს მასპინძლობს

12-გუნდა დასის შერჩევა მრავალ-საფეხურიანია:

მასპინძელი ბრაზილია შეჯიბრზე პირდაპირ დაუშვეს, ხოლო
ფიჯი, სამხრეთი აფრიკა, ახალი ზელანდია და ბრიტანეთი სანუკვარ დუჟინში "მსოფლიო სერიიდან" შევიდნენ.

მერე გაჩაღდა რეგიონული ტურნირები:
სამხრეთი ამერიკიდან რიოს საგზური არგენტინას ერგო,
ჩრდილოეთიდან - შტატებს,
ევროპიდან კი - საფრანგეთს.

წლის ბოლომდე ასეთივე შესარჩევები მოეწყობა აფრიკაში, აზიასა და ზღვისრეთში,
ბოლო, მე-12 საგზური კი გაისად, 16-გუნდა, "მსოფლიო რეპეშაჟში" გათამაშდება.

@

Posted by: ქაშიბაძე 19 Jul 2015, 15:52
SGG

სამოა და ტონგა იქნებიან მაშინ


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Jul 2015, 15:57
QUOTE
SGG

სამოა და ტონგა იქნებიან მაშინ


ავსტრალია!

Posted by: SGG 19 Jul 2015, 15:57
Qash

ოლიმპიადაზე ფიქრი დაივიწყე smile.gif

თან ჯერ ამ ტურნირზე არ შევსულვართ სამეულში. ჯერ გადავხტეთ და ჰოპ მერე ვთქვათ. ქართული ფეხბურთის მიდგომები არ გვინდა ამ საკითხში smile.gif)

ამ შემადგენლობისთვის,ეს უკვე მაქსიმუმია.

ურთულესი ჯგუფიდან გავიდნენ კარგი განთესვით,მოუგეს უმთავრეს ფავორიტ რუსეთს.

ეხლა ცოტა იღბალი თუ გადმოგვხედავს,კარგი იქნება. ნაღდად უკეთესი გუნდია სამივე.

Posted by: lankasteri 19 Jul 2015, 16:13
ავსტრალია ზღვისპირეთს მოიგებს ალბათ.


კენია ან ზიმბაბვე - აფრიკას

აზიას - იაპონია


და შესარჩევში დარჩებიან:

სამოა, ტონგა, ზიმბაბვე (ან კენია), კანადა, ჰონკონგი, რუსეთი (ალბათ), ირლანდია (ალბათ ესეც) ...

Posted by: ქაშიბაძე 19 Jul 2015, 16:13
SGG

იქნებ მოხდეს სასწაული wink.gif

Posted by: Datka1964-10-10 19 Jul 2015, 16:16
სალამი ისევ ყველას!

რა რიო რის რიო. ხალხო მე ამ 7 კაცას ვუყურებ ,როგორც ჩვენი უკანა ხაზელების თრენინგს. ისე როგორც აღინიშნა ჟერ აქედან გავიდეთ და მერე გულზე ხელი დაიდეთ და რიოს ადგილი ვის უნდა ავახიოთ ავსტრალიას,ირლანდიას?კარგით რა ნუ ვიქნებით ილუზიების ქვეშ....
წინ ქართველებო!

Posted by: ქაშიბაძე 19 Jul 2015, 16:19
ავსტრალია მოიგებს ოკლენდის ტურნირს და გავა პირდაპირ დიდი ალბათობით

შასაბამისად აღარ მოუწევს ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობა


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Jul 2015, 16:38
1991 წლიდან მოყოლებული, როცა დიდი რაგბის შესარჩევებს თამაშობდნენ
ანდორა, ისრაელი, პარაგვაი, უგანდა, ბერმუდა და პაპუასეთი,
ირბ-ის პროპაგანდა ერთ’თავად წერს:

ეს ტურნირი ამ გუნდებისთვის ალალი მსოფლიო თასიაო!

ეგრევე, თუ დღეს შევედით სამეულში,
საგაისო 16-გუნდა მსოფლიო რეპეშაჟი
ჩვენთვის იქცევა "რიოს ოლიმპიადად"

ჰამაც კიდევ ერთი გემრიელი პაესტკა ...
ღირს თავის გადადება, ერთით მეტი სპურტის ქმნა, ერთით მეტი ბოჭვა ...
და დაეცემა გერმანიაც!

Posted by: borjgali1964 19 Jul 2015, 17:07
Datka1964-10-10
QUOTE
რა რიო რის რიო. ხალხო


ეგრე იყო ბენდერიც და ოცნებობდა მაინც..

თან, ნაყოფიერადაც მუშაობდა.

Posted by: Love The Sun 19 Jul 2015, 17:10
რომელზე იწყება დღეს თამაშები და რა ბმულზეა, იქნებ ჩამაყენოთ საქმის კურსში ახლაღა ჩამოველ ქალაქსა შინა smile.gif

Posted by: otia-83 19 Jul 2015, 17:14
Love The Sun
დაიწყო უკვე. ჩვენ 17:56 წთ. როგორც rugby.ge იუწყება.

http://videos.sapo.pt/V74VWZkiDiVdGl98nzqF

Posted by: samxara91 19 Jul 2015, 17:14
Love The Sun
http://videos.sapo.pt/V74VWZkiDiVdGl98nzqF


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Jul 2015, 17:16
დაიწყო ორ საათზე
ვძლიეთ ბელგია 21:5
რუსეთმა გააგდო მასპინძელი 24:0
ეხლა ცოდვილობენ არიფები

თასის ნახ’ფინალები
17.56 საქ - გერ
18.18 ირლ - რუს

ბრინჯაოს ფინალი
20.43 ეგებ აგვცდეს

სთრიმი აქაა http://videos.sapo.pt/V74VWZkiDiVdGl98nzqF
და იღება მარტო გუგლ’ქრომით


Posted by: Love The Sun 19 Jul 2015, 17:16
otia-83
samxara91
გაიხარეთ ხალხო smile.gif
ჩვენების თამაშის დასაწყისი ვნახე მეცა smile.gif

Posted by: valiadolidi 19 Jul 2015, 17:31
მთავარია აქედან გავიდეთ და შესარჩევზე ალბათ მოესწრება მსოფლიოს მერე ძირითადი გუნდის შეკრება და ბევრად ძლიერი გუნდით ჩავალთ და შესაბამისად შანსიც მეტი იქნება . 1)კაჭარავა 2) ფრუიძე 3) კოლელიშვილი 4) ხმალაძე 5) შარიქაძე 6) კვირიკაშვილი 7)თოდუა ეს 7 კაცი დაამატე და საერთოდ სხვა გუნდი ვიქნებით .

Posted by: Human Rights 19 Jul 2015, 17:42
თქვენი არ ვიცი მაგრამ ძალიან ცუდი საყურებელია ეს 7-კაცა რაგბი. დავიტანჯე! smile.gif

Posted by: Datka1964-10-10 19 Jul 2015, 17:45
პორტებმა დაიკიდეს თუ ლიტვა უბერავს მაგრა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Jul 2015, 17:46
QUOTE
ძალიან ცუდი საყურებელია ეს 7-კაცა რაგბი. დავიტანჯე! smile.gif


დღეს მიგვიღეს "ვითიბი ლიგაში" და იმას უცქირეთ

https://forum.ge/?showtopic=34769678&f=&st=78

Posted by: Love The Sun 19 Jul 2015, 17:51
Human Rights
ამ გუნდების თამაშის შვიდკაცას ავკარგიანობაზე მსჯელობა დაახლოებით იგივა საქართველო ფარერებს რომ უყურო ფეხბურთს და "რა ცუდი თამაში ყოფილა ეს ფეხბურთიო" თქვა smile.gif

Posted by: Human Rights 19 Jul 2015, 17:54
ლუკასა და ნიკოს მამა
ალბათ ამიტომაა ტრიბუნები გადაჭედილი biggrin.gif
7-კაცას სანახაობრიობა აშკარად აისახება მის პოპულარობაში. wink.gif


პ.ს. გასკდა ის ლიტველი კაცი ყვირილით, ვინმე უთხრას რომ მოიგეს smile.gif

Posted by: lankasteri 19 Jul 2015, 17:54
QUOTE (Human Rights @ 19 Jul 2015, 17:42 )
თქვენი არ ვიცი მაგრამ ძალიან ცუდი საყურებელია ეს 7-კაცა რაგბი. დავიტანჯე! smile.gif

ჩემტანაც მაგრად ჭედავს სტრიმი yes.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Jul 2015, 17:57
QUOTE
რუმინეთში biggrin.gif

პორტუგალიაშია, პატივცემულო

Posted by: dadetor 19 Jul 2015, 17:59
დაიწყო ჩვენი ნერვ ების თამაშიიიიიიიიიიი

Posted by: ქაშიბაძე 19 Jul 2015, 18:01
ეუფ facepalm.gif

ზედიზედ მეორე ტურნირია არ გაგვახარეს ტიპებმა

Posted by: dadetor 19 Jul 2015, 18:02
არშეიძლებაასე თამაში არააააააააააა კარგით რა



რას ვიფიქრები ალლგემანია ასე გაგვფრცქვნიდა facepalm.gif

Posted by: Datka1964-10-10 19 Jul 2015, 18:03
ამოგვტენა გერმანიამ........... ვაი ვაი

Posted by: zaal1969 19 Jul 2015, 18:04
უაზრო გუნდი ვართ,არც ფიზიკ და არც არაფერი ოდნავ მაინც ნათელი

Posted by: otia-83 19 Jul 2015, 18:06
ანგარიში დაწერეთ რაა სმარტფონით ვარ და არ ხსნის ლინკს

Posted by: ქაშიბაძე 19 Jul 2015, 18:06
ამ ფორმაციის შვიდკაცას რო ვუყურებ ფეხბურთელების ასოციაციას იწვევენ ჩემში

ეს არაა ის რის გამოც საქართველოში რაგბი პოპულარულია
რეებს აკეთებენ

Posted by: ბაიკო 19 Jul 2015, 18:06
ანგარიში?? ვერ ჩავრთე სთრიმი
-----------------------------------------------
21 5 პირველი ტამია?

Posted by: giorgi77 19 Jul 2015, 18:07
ყველაფერი იქიდან იწყება რომ პირველ ბურთს ვერ იღებენ.... პირველივე მიღება იწყება შეცდომით.....

Posted by: lankasteri 19 Jul 2015, 18:08
ვიძახი მე შესაცვლელია სამწვრთნმელო შტაბი-თქო და აჰა... მთავარი, რიტაც გვჯობიან, არის სწორი სატამაშო ტაქტიკა.

Posted by: Human Rights 19 Jul 2015, 18:09
ბურთს ვერ იკავებენ, კამერა მაინც დაიკავონ ხელში ჩვენმა რაგბისტებმა უფრო კარგი ტრანსლაცია გამოვა biggrin.gif

Posted by: ქაშიბაძე 19 Jul 2015, 18:10
QUOTE
ვიძახი მე შესაცვლელია სამწვრთნმელო შტაბი-თქო და აჰა... მთავარი, რიტაც გვჯობიან, არის სწორი სატამაშო ტაქტიკა.

100%

Posted by: ბაიკო 19 Jul 2015, 18:12
ჯანიანები არიან ეგ სირები
ჯანით და რიოკით რომ გაჯობებენ შვიდკაცაში
რავი რავი

Posted by: ქაშიბაძე 19 Jul 2015, 18:17
პირველ ტაიმში 3 ლელო დაგვიდეს იმის გამო რო თამაშში შეყვანილი ბურთი ვერ ავიღეთ

სუსტი გუნდები მინახია მარა უდისციპლინობა რასაც ჩვენები აკეთებენ არა

Posted by: Love The Sun 19 Jul 2015, 18:17
ტაქტიკა და ფიზიკა - არც ერთი გვივარგა და არც მეორე.
მეორე სათამაშო დღეს ყველა ტურნირი ჩავაგდეთ.

Posted by: zaal1969 19 Jul 2015, 18:19
შვიდკაცას არ უნდა ვუყურო,ეს სპორტის სახეობა ჩემთვის არ არსებობს.

Posted by: ბაიკო 19 Jul 2015, 18:20
მოიცა ახლა ირლანდია რუსეთ შორის დამარცხებულს ხომ შევხვდებით და რომ მოვიგებთ გავალთ მე 3 მეზე ეგრე არ არის?
გერმანელები აი მოიგებელ ფინალსაც დამიჯერეთ

მიდი ირლანდიავ!!!

Posted by: enorme 19 Jul 2015, 18:21
ეეჰ biggrin.gif
რომელი გვირჩევნია ირლანდია თუ რუსეთი?

იოსება ძალიან სუსტია დაცვაში . ბახვას 7კაცის მოთამაშეობა ვინ დააბრალა? biggrin.gif

Posted by: dadetor 19 Jul 2015, 18:23
მოკლედ ფიზიკაში იმდენად არაა პრობლემა როგორც ტაქტიკაში და საერთო დაგეგმვაში რაც დიდი ბოდიში და სამწრთვნელო შტაბის პრივილეგიიააა რღაც თუ არ შეიცვალა არაფერი გამოვა და გვინდა ეს 7კაცა ჰაერივით

QUOTE
რომელი  გვირჩევნია ირლანდია თუ რუსეთი?

ერთი ჩორტია

Posted by: ბაიკო 19 Jul 2015, 18:25
მთავარია ერთმანეთშ შეაკლან თავი მე რუსეთი მირჩევნია მსიქოლოგიურ პონტში, უფრო დიდი გული გვააქ

Posted by: zaal1969 19 Jul 2015, 18:26
ბაიკო
QUOTE
მოიცა ახლა ირლანდია რუსეთ შორის დამარცხებულს ხომ შევხვდებით და რომ მოვიგებთ გავალთ მე 3 მეზე ეგრე არ არის?გერმანელები აი მოიგებელ ფინალსაც დამიჯერეთ

შანსი არ გვაქვს არავისთან სამწუხაროდ დღეს,ეს იყო მაქსიმუმი რაც შესძლეს ამ ტურნირზე, ჩვენზე ძლიერი გუნდები არიან ჩვენს ქვემოთ იგივე პორტუგალია და ლიტვა

Posted by: ბაიკო 19 Jul 2015, 18:32
zaal1969
მოიცა ჯერ არ წაგვიგია
..............................................................
ნეტა პორუგალია შეგვხვედროდა

მგონი ირლანდიელებს უფრო მმოვუგებთ ეგ სირი რუსი კარ ისკენ უნდა წასულიყო და სად წავიდა facepalm.gif მეორე ლეოს დროს

Posted by: borjgali1964 19 Jul 2015, 18:32
რაცაა ეგაა, მეტი ჯანი არ აქვთ.
ჯობია, ირლაბდიასთან რუსებმა მოიგონ.

მაგათთან წაგება არ მინდა, არადა მოგების იმედი არ მაქვს=ვეღარ დადიან კი არა, დაჯდომაც გაუჭირდებათ.

Posted by: giorgi77 19 Jul 2015, 18:37
QUOTE
ვეღარ დადიან კი არა, დაჯდომაც გაუჭირდებათ.



lol.gif

Posted by: ბაიკო 19 Jul 2015, 18:39
დოპინგზე შეამოწმონ ეგ ###ები
მაგათი ბოზი დედები #####აან ასე უცებ მოვიდნენ ჯანზე?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Jul 2015, 18:44
ბოლო შანსი: (III) 20.43 საქართველო - ირლანდია

Posted by: Lotkinski 19 Jul 2015, 18:53
ისე ფაქტია, მეორე დღეს ყოველთვის გვიჭირს, არადა ამ ფორმაციის ნაკრებში ახალგაზრდებიც არიან და რიავიცი აბააა..... გეგენავა და შკინინი გასაგებია, დანარჩენი? კარგი სპრინტერები გვჭირდება, უნდა მივმართოთ მძლეოსნობის ფედერაციას თხოვნით, რომ გვაჩუქოს 4-5 ბიჭი
* * *
ისე მსოფლიო სპორტის საიტმა გუშინ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით: "ვიწყებთ იტალიით და ვამთავრებთ ირლანდიით" - ეტყობა გულთმისანი ყავთ რედაქციაში biggrin.gif

Posted by: GiorgiG83 19 Jul 2015, 19:11
QUOTE
მივმართოთ მძლეოსნობის ფედერაციას თხოვნით, რომ გვაჩუქოს 4-5 ბიჭი

კლუბები მეტად უნა ზრუნავდნენ დიციპლინაზე და ვარჯშებისს სისტემების დახვეწაზე სადაც მძლეოსსნობას საკამო დო დაეთმობა 9-11 წლიდან

აბა ის არის საქმე ვარჯიშზე მისული მორკინალი 30 ატაცს რომ აკეტებს 30 კილოიანი შტანგით და პირველი 10 ატაცის შემდგომ როგორ ისსაჩკაოს არ იცის, ბექებში კი ჯერ არც ერთ გუნდტან არ მინახავს 100 მერტიან დისტანცაიზე რივოკში ვარჯიში

Posted by: roko-toko 19 Jul 2015, 20:56
ეს რა ქნა ტო , რომელი იყო ვერც დავაკვირდი, ლამის გული გამისკდა facepalm.gif


Posted by: samxara91 19 Jul 2015, 21:01
ზატო სქრამში ვაჯობეთ givi.gif

___________

Posted by: Love The Sun 19 Jul 2015, 21:03
ეჰ, ძალიან ინდომებენ ბიჭები, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა :/

Posted by: roko-toko 19 Jul 2015, 21:05
QUOTE
ზატო სქრამში ვაჯობეთ


ორივე გუნდი იმენა ჩამოსხმაა, სამწუხაროდ მაგრამ ესაა, მექანიკურად თამაშობენ, ტვინს არ აყოლებენ საერთოდ

არ ვართ ღირსი ჩვენ ამ შემადგენლობით და ასეთი თამაშით არაფრის sad.gif

Posted by: ქაშიბაძე 19 Jul 2015, 21:07
გამიტყდა მაგრად sad.gif

დავიჯერო ამაზე უკეთესი გუნდის შეკრება არ შეიძლებოდა?

5 ნომერი ვინაა რა უნდა შვიდკაცაში

Posted by: ბაიკო 19 Jul 2015, 21:08
11 ნომერი ქუთაისელი არ არის?

---------------------------------------

Posted by: samxara91 19 Jul 2015, 21:09
ბაიკო
11 დავით ლოსაბერიძე (აია)

Posted by: ბაიკო 19 Jul 2015, 21:14
samxara91
რა უნდა მაგას 7 კაცაში მეტი ვერავინ შეარჩიეს დავიჯერო facepalm.gif

Posted by: rrrugby 19 Jul 2015, 21:19
სელექცია არ ვიცით ან არ გვინდა ვიცოდეთ. .................საშინელებაა..........როდემდე.............15-კაცაშიც იგივე პრობლემააა .

Posted by: Love The Sun 19 Jul 2015, 21:23
rrrugby
რომელი სელექცია? შიდა ჩემპიონატის საუკეთესო მოშვიდკაცე ყველა იყო ნაკრებში.
================================================

15 კაცაში ვინ იმსახურებს და არ ეძახიან?

Posted by: rrrugby 19 Jul 2015, 21:25
მახარაშვილი რომ გეყოლება შეუცვლელი მოშვიდკაცე რისი იმედი უნდა გქონდეს.....

Posted by: zaal1969 19 Jul 2015, 21:26
ამ რუსეთს როგორ მოვუგეთ საინტერესოა? შთაბეჭდილება მრჩება,რომ ჩვენთან რატომღაც არ დაიხარჯნენ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Jul 2015, 21:30
შაბათს საღამოს იყვნენ #7
კვირას ზედიზედ ძლიეს #2 #3 #1
თანაც #2 იყო მასპინძელი

Posted by: Danke 19 Jul 2015, 21:30
შეურაცხყოფის გარეშე გაააკრიტიკეთ, თუ შეიძლება . კლავიატურაზე ხელების პარტყუნი ადვილია. ნაკრებში ყველა ღირსეულია , ამ ეტაპზე რა კონტიგენტიცაა იქედან საუკეთესოები არიან. შეთამაშება , დისციპლინა , გუნდურობა, იმიტომ გვაკლია რომ ნაკლები დრო გვაქვს ტურნირებისთვის მოსამზადებლად. 7კაცა კიდე სხვა ხილია და 15 კაცა სხვა . ძნელია ,იქედან აქეთ, აქედან იქეთ გადასროლა მოთამაშეების . სანამ პროფესიონალი მოშვიდკაცეები არ გავხდებით მანამდე შედეგის მოთხოვნა არაა სამართლიანი

Posted by: ბაიკო 19 Jul 2015, 21:35
zaal1969
QUOTE
მ რუსეთს როგორ მოვუგეთ საინტერესოა? შთაბეჭდილება მრჩება,რომ ჩვენთან რატომღაც არ დაიხარჯნენ

ხო რა გასულები იყვნენ მაინც და ეტყობა მართლა ძალები დაზოგეს,, ან დოპინგი

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Jul 2015, 21:36
მიზეზი ბევრია

ერთი სიაა, რომ კლუბები ძირს უთხრიან შინაურ შვიდკაცას

გადახედეთ ბოლო ოთხი წლის დინამიკას

2015 >> nothing yet

2014 >> http://site.rugby.ge/ka-GE/2014-Geo7s/
single tournament with 11 clubs + scratch side

2013 >> http://site.rugby.ge/ka-GE/Georgian-Sevens-Championship/
9 clubs in East, 6 in West, 8 in all-Georgia Final

2012 >> http://site.rugby.ge/ka-GE/7k-2012/
3 leg series involving 12 clubs

@ The big guns are reagularly undermining the concept
saying that they fear injuries to players, and
the Comp.Committee are powerless to quell them

დაფინანსება მაგის მიხედვით რომ არ ნაწილდება,
ყველა’ნაირად არიდებენ თავს ზედმეტ შარს = ბიჭები დაგვემტვრევიანო

Posted by: dadetor 19 Jul 2015, 21:46
ბაიკო
QUOTE
ხო რა გასულები იყვნენ მაინც და ეტყობა მართლა ძალები დაზოგეს,, ან დოპინგი

და წითელი აირტყეს ეგრე დაზოგვით ? კრგით რა ნუ დოპინგზე ალგემანიიაა შესაგდები რუსეთიც

Posted by: lankasteri 19 Jul 2015, 22:22
ჩვენ გვიჯიგრეს ალბათ. იფიქრეს, ტკბილი, მურაბა, მეზობელი ხალხია... შევეშვათ ამათ და სხვებს დავერიოთო yes.gif

ხო იცით რო ვევასებით რუსებს.

Posted by: otia-83 19 Jul 2015, 22:47
ყველა ქართველ მწვრთნელს პატივს ვცემ და ვაფასებ მათ შრომას მაგრამ მსოფლიოში რაგბი ისეთ დონეზე და ისე სწრაფად ვითარდება, რომ ჩვენი მწვრთნელების თვით-განვითარება ძალიან ჩამორჩება დროს. ყოველ შემთხვევაში იმ დონეზე მაინც სადაც აწეული გვაქვს თამასა ყველა ნაკრების გადმოსახედიდან.

ამიტომ მგონია, რომ აუცილებელია ასაკობრივ და საერთოდ ყველა ნაკრებში უნდა მოვიწვიოთ უცხოელი კარგი სპეციალისტები და მათთან მუშაობით, მათი თანაშემწეობით განვითარდნენ ჩვენი ნიჭიერი მწვრთნელები.

მისახედია: ფიზმომზადების საკითხი და საერთოდ ადგილობრივი მწვრთნელების კვალიფიკაცია, განსწავლულობა. ჩამოიყვანონ ყველა პოზიციის და ფიზ მომზადების მწვრთნელები აკადემიაში და გადაამზადონ ადგილობრივი მწვრთნელები.

ესე განვვითარდებით სწრაფად!

Posted by: OSTAP 19 Jul 2015, 23:23
მეგობრებო უნდა გავათვითცნობიეროთ, რომ 7 კაცა და 15 კაცა იმაზე მეტად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ვიდეე ვეზბურთი და ფუტზალი. შაერთოდ სხვადასხვა დისციპლინებია. შხვა კუნთებისა და სხვა უნარ-ჩვევების ვარჯიშს და გამომუშავებას რომ ითხოვს. არ ფვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება, რომ რესურსი გაიყოს და 15 კაცას გამოხშირვით პროფესიონაოი 7 კაცას მოთამაშეები გავზარდოთ. Iსევე, როგორც არ შეიძლება საქართველოში რაგბი ლიგის და სხვა ოვალური სპორტების განვითარება. 15 კაცას რესურსია გასაფრთხილებელი. შესაბამისად 7 კაცაში რასაც ვაჩვენებთ, ნორმალური შედეგია. თU ცალიათ ნაკრების ბიჭებს უკეთესი შედეგი გვაქვა, თუ არა და ესეც არ მეგონა რაღა დაგიმალოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვეცადოთ ამ მოთამაშეებითაც მეტის მიღწევას. Fიზოს მწვრთნელიც გვინდა. თუ არის საშუალება უცხოელი 7 კაცას მწვრთნელიც და მფრინავი თეფშებიც. Mაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ბავშვებში გაიზარდოს თამაშის ხარისხი და ნელა ნელა მემგონი ეგ საქმე კარგად მიდის.
Gაიხსრნეთ ნაკრების მოთამაშეების გარეშე ამაზე მაღალი შედეგუ გვქონია? მე არ მახსოვს. შეიძლება ვცდები.
* * *
GiorgiG83,

თუ ვინმე საჩკაობს კი ზის თავისთვის სახლში, ან მაქსიმუმ ქართულ კლუბში. მე არ ვიცი სად ნახე მოსაჩკავე მორკინალები საქართველოში, რომელსაც სანაკრებო პრეტენზია გააჩნია. აი ისეატები ვინც ვარჯიშობს, მაგრამ ვერ ხვდება ბევრია.

რაც შეეხება 100 მეტრიან რივოკს. Nათამაშები გაქვს რაგბი? ღამდენჯერ დარბიხარ 100 მეტრს თამაშში? ღაგბის ძირითადი პრინციპი არის აჩქარება, შეჩერება, აჩქარება და ასე შემდეგ. ამას კიდე სხვა გამდზლეობა უნდა ვიდრე 100 მეტრიან რივოკებს. ზუსტად მანდ არის სხვაობა 15 კაცას და 7 კაცას შორის. რომ ვიძახით სხვა სპოერტი და სxვა კუნთებია თქო. smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

9-11 წლის ასაკში ოფპ საერთოდ არ შეიძლება და მაგ ასაკში დაჭირობანას თამაშობენ მთელ მსოფლიოში smile.gif მაგ ასაკში მთავარია პასის კულტურის, ბურთტან მეგობრობის სწავლა და არა ცხენივით ჯირითი. smile.gif smile.gif smile.gif ბევრი მოჯირითე ყოფილა ბავშვიბაში, თავის ასაკში პირველი რომ იყო და მერე დარჩენილა იმავე დონეზე. Bავშვებს ფაქიზი მიდგომა უნდა და ბურთი უნდა ვასწავლოთ და არა ჯანზე ყოფნა. jანზე მოსვლა ორგანიზმის ფორmირებასთან ერთად ხდება.


Posted by: java83 19 Jul 2015, 23:59
ვეთანხმები ოსტაპის პოსტს.
მე არ მითამაშია რაგბი არასდროს, მაგრამ არამორაგბის თვალითაც ჩანს ის განსხვავება რაც არსებობს 7კაცას ფიზმომზადებისა და 15 კაცას ფიზმომზადების სპეციფიკაში.
აგერ, მამუკას ლელო იხილეთ ლესტერთან, როცა ცენტრიდან მოუწია სირბილი და ლელოს შემდეგ ძლივს სუნთქავდა
https://www.youtube.com/watch?v=VR5zAzG6WAs

ეხლა რა გინდათ თქვათ, რომ მამუკას ფიზმომზადება არ უვარგა? biggrin.gif
უბრალოდ, მისი პოზიციის მოთამაშემ ასეთი ლელო შეიძლება დადოს კარიერაში ერთხელ. ამიტომ, მეეჭვება ამისთვის სპეციალურად ამზადებდეს ვინმე biggrin.gif
ფრუიძე შარიქაძეს პერიოდს მისცემს შვიდკაცაში, მაგრამ დიდი რაგბში როგორ არი საქმე? ხო პირიქით არის? (მიუხედავად იმისა, რომ ფრუიძეს აქაც აქვს პოტენციალი) smile.gif

Posted by: ბაიკო 20 Jul 2015, 00:03
java83
QUOTE
ფრუიძე შარიქაძეს პერიოდს მისცემს შვიდკაცაში, მაგრამ დიდი რაგბში როგორ არი საქმე? ხო პირიქით არის? (მიუხედავად იმისა, რომ ფრუიძეს აქაც აქვს პოტენციალი)

ფრუიძე აჯობებს შარიქაძეს ფიტნესი რომ უვრაგოდეს ჩემი აზრით

Posted by: GiorgiG83 20 Jul 2015, 00:05
OSTAP
სადმე ვახსენე სანაკრებო კანდიდატი მოაჩკავე მორკინალი? boli.gif

QUOTE
ღამდენჯერ დარბიხარ 100 მეტრს თამაშში?

სასტარტო თუ ზოგადად სისწრაფის გასავითარებლად - სირბილი რომ საჭიროა არ მეთანხმები?

QUOTE
9-11 წლის ასაკში ოფპ საერთოდ არ შეიძლება და მაგ ასაკში დაჭირობანას თამაშობენ მთელ მსოფლიოში 

კი ბატონო!

QUOTE
Bავშვებს ფაქიზი მიდგომა უნდა და ბურთი უნდა ვასწავლოთ და არა ჯანზე ყოფნა

ასჯერ მექნება იგივე ნათქვამი - განსხვავებით იმ რეალობისა რასაც ვაწყდებით ხოლმე


java83
ფლანკერს მიერ 35-40 გარბენილი მეტრი მგონი არ არის ზესასწაული რაგბიში. სად იქნა ნახსენები მამუკას ფიზიკურდ მოუმზადებლობა - რაღაც ვერ გამოგივიდა ვერ შედარება და ვერც მაგალითი - შეიძლბა მთელი მატჩი ისე დაიღალო 20 მეტრი გარბენა გაგიჭირდეს, მარგამ მამუკას 30 და მეტი გაჭრები რამდენი გინახავს?

ვარჯიშების სისტემა და მის მიმართ მიდგომა როგორია მგონი ორივე ვიცით (თუმაც ყოველი მორაგბის შემთხვევაში იდივიდუალურია) და ნიჭიერი, მაგრამ ურეჟიმო და საჩკაობის გამო პროფესიონალად ვერ "გაზრდილი" მორაგბე ეროვნულში ცოტა გეგულება?
ტეხავს გვარებით საუბარი, რა საკადრებელია, თორემ... smile.gif

Posted by: java83 20 Jul 2015, 00:09
ბაიკო
QUOTE

ფრუიძე აჯობებს შარიქაძეს ფიტნესი რომ უვრაგოდეს ჩემი აზრით

15 კაცას გულისხმობ?
გაუჭირდება. მაგარი დაცვა აქვს შარიქაძეს და არანორმალურად ღონიერია.
სამაგიეროდ, ფრუიძე უკეთესი მოშვიდკაცეა, მათ შორის ფიტნესის ამბავშიც.
აქედანაც ჩანს განსხვავება შვიდკაცას და დიდი რაგბის ფიზმომზადების სპეციფიკაში.

Posted by: LAZY@ 20 Jul 2015, 00:15
https://www.youtube.com/watch?v=e6POsoNQyOo

ა ბატონო დიმიტრი გელოვანი.....

15 კაცა ააქვს როდესმე ნათამაშები?

Posted by: GiorgiG83 20 Jul 2015, 00:27
ეგ, რაგბიმდე პროფესიონალი მორბენალი იყო_ო (თითქოს) smile.gif

https://www.youtube.com/watch?v=JFGuO9aby10

ამას მგონი მართლა ასწავლეს ბურთით სირბილი და სირბილისას ცოტა მანევრი და კი მიიღეს მაგარი "ფრუქტი" - თუ გაიქცა გაკიდებას აზრი არ აქვს smile.gif wink.gif smile.gifsmile.gifsmile.gif

რა ვიცი ტიპს უსაინ ბოლტთან და ტაისონ გრეისთან (მგონი დაქ პატონთანაც კი - ეგ ზუსტად არ ვიცი) ერთად აქვს ნარბენი და ეგ როგორ იყო არ ვიცი - მორაგმეს და მორნბენლებს სარბნ ბილიკზე ერთად რა უნდოდათ ვერ ვხვდები

აშშ-ს ეგეთი მეორეც ჰყავს პერი ბაკერი (ვერ ჯობია მაგრამ არანაკლებია - მაგისთვის ოვალი ჯერ კარგად არ უსწავლებიატ ეტყობა smile.gif))) )

Posted by: LAZY@ 20 Jul 2015, 00:44
ვაა....პერი ბაკერი არ ვიცოდი....ვნახო აბა ტუბეში

Posted by: java83 20 Jul 2015, 00:51
GiorgiG83
QUOTE
ფლანკერს მიერ 35-40 გარბენილი მეტრი მგონი არ არის ზესასწაული რაგბიში. სად იქნა ნახსენები მამუკას ფიზიკურდ მოუმზადებლობა - რაღაც ვერ გამოგივიდა ვერ შედარება და ვერც მაგალითი - შეიძლბა მთელი მატჩი ისე დაიღალო 20 მეტრი გარბენა გაგიჭირდეს, მარგამ მამუკას 30 და მეტი გაჭრები რამდენი გინახავს?

მამუკას დადებული ლელო ძალიან დიდი იშვიათობაა 15 კაცა რაგში (თავად რამდენი გინახავს 120 კილოიანი ფლანკერი საკუთარ ნახევარზე იღებდეს ბურთს და ლელოს დებდეს? ). ანუ, ის ეპიზოდი უფრო შვიდკაცასთვის იყო დამახასიათებელი და მამუკას პრობლემა შეექმნა. არ იყო მზად ამხელა რივოკისთვის. ეგ ეპიზოდი მოხდა პირველ ტაიმში. მეორე ტაიმში მამუკას არანაირი პრობლემა არ შექმნია ფიზიკის კუთხით. პირიქით, კვლავ საუკეთესო იყო. ანუ, ამ მაგალითით ჩანს რამხელა განსხვავებაა შვიდკაცას და თხუთმეტკაცას ფიზმომზადებაში.

თუ რთულად დავწერე, შევეცდები გავამარტივო:

მამუკას ლელო მიუხედავად იმისა რომ დიდ რაგბში დაიდო, არის უფრო შვიდკაცასთვის დამახასიათებელი.
შესაბამისად, როცა შვიდკაცას უნარჩვევების გამოვლინება გახდა საჭირო, მამუკას ფიზიკაში გაუჭირდა (თან პირველივე ტაიმში). თუმცა, თამაში რომ გაგრძელდა, კვლავ ერთერთი საუკეთესო იყო.
მეტი მარტივად როგორ ავხსნა? biggrin.gif

Posted by: GiorgiG83 20 Jul 2015, 00:52
ვედრო მანეთად იქნება
ეგეც კარგი მუტანტია - თუ გაიქცა დევნას აზრი არა აქვს, იზლივით მოქნილი ვერაა მაგრამ მაგარია

* * *
QUOTE
მამუკას დადებული ლელო ძალიან დიდი იშვიათობაა 15 კაცა რაგში

rolleyes.gif
QUOTE
განსხვავებაა შვიდკაცას და თხუთმეტკაცას ფიზმომზადებაში

ნურაფერს განმარტავ, ნუ შეწყხდები smile.gif საერთოდ არ ვკამათობ ამ საკითხზე

იგივე ვთქვი რამდენი გახსოვს მამუკას 30 მერტიანი გაჭრები, ჭიდაობაში რომ არ გადასულიყოს და კიდის გასწვრი ერბინოს - საერთოდ რას მიხსნი ან რას განმარტავ? smile.gifsmile.gifsmile.gif ვერ მივხვდი?
ერთი ის ვთქვი რომ ვარჯიშებში მძლეოსნობა მეტად უნდა იყოს წარმოგნილი და მორკინალი 30 კილოიანი შტანგით ვარჯიშისას მე-2 და მე-3 ათი აზიდვის გაკეთებისას არ უნდა საჩაობდეს smile.gif თუ პროფესიონალიზმზეა საუბარი
13-15 წლიდან როდესაც მორაგბის პროესიონალად აღზრდას იწყებ მძელოსნობის ელემენტები ვარჯიშებში რომ საკმაო მოციულობით უნდა იყოს - ვინე კამათობს?

Posted by: LAZY@ 20 Jul 2015, 01:10
კიი...ბაკერიც მაგარი ყოფილა...7 კაცას ისე მაიკ ჯონსონი და მორის გრინიც კი გაქაჩავენ ეხლაც biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Jul 2015, 10:54
OSTAP
QUOTE
სუფერ ფოკუზნიქ

ისე მიხარია ჭუკის გამოზრდილ ატაშეებთან კაფიაობა, რომ
ვერც აქ მოგეშვები ამ დილით = მოგვანატრე თავი მეტის’მეტად!


QUOTE
ვეზბურთი და ფუტზალი. საერთოდ სხვადასხვა დისციპლინებია.

ამინ! თუ ეგრეა, გაიყონ, უკეთესი იქნება.

"მსოფლიო რაგბმა" მიხედოს მოლის გორებას, აიღე და მიეძალეს, შერკინების ჩაქცევასა
და ჯარიმის დარტყმისას ფანობის გასუსვას,

"7კაცა კორპორეიშენმა" კი ორ დროშობიას, გაშეშობანასა და დაჭერობანას!


QUOTE
არ შეიძლება საქართველოში რაგბი ლიგის და სხვა ოვალური სპორტების განვითარება

მაგიტომაც დავხურეთ

"ოზი’რულზ ჯოჯა"

user posted image

http://qaflan.netai.net/ozirulz_georgia/index.htm

+

"ჯოჯა რაგბი ლიგ"

user posted image . user posted image

http://qaflan.netai.net/Kartuli_Liga/index.htm
http://issuu.com/qaflan/docs/rugbyleague_laws_ka-ge
http://issuu.com/qaflan/docs/aba_ragbi_ligurad


და სანაცვლოდ გავხსენით

"საქართველოს ლელოს ფედერაცია"

user posted image

მასში, წესების თანახმად,

http://lelo.comyr.com/Tesebi.htm
http://lelo.comyr.com/pages/Tesebi_2013.htm#Burti
http://issuu.com/qaflan/docs/vitamashot_lelo_

2.0 ბურთი მომრგვალოა და მძიმე,

2.0.1 რამით ამოვსებული და არა - ჰაერით გაბერილი.

@

Posted by: lankasteri 20 Jul 2015, 13:40
7-კაცა და 15 კაცა რაგბი ძირითადად განსხვავდება ერთმანეთისგან მხოლოდ 1 რაღაცით. 15 კაცას - 15 კაცი ტამაშობს, 7-კაცას - 7 კაცი. biggrin.gif

ანუ 7 კაცაში მოთამაშეებს აქვთ მინიმუმ 2-ჯერ მეტი სივრცე და შესაბამისად საჭიროა ამ 2-ჯერ დიდი სივრცის ათვისება. ინდივიდუალურად მოთამაშისგან ეს იწვევს მეტი სირბილის და ფინტების საჭიროებას და ნაკლები კონტაქტის და ჯახის.
ანუ ყველა იმ ტიპის 15 კაცას იგროკი, რომელსაც აქვს კარგი ფინტი და სწრაფია, მშვენივრად ითამაშებს 7 კაცა რაგბსაც, ხოლო 15 კაცას ის მოთამაშე, რომლის პლიუსებიც კონტაქტი და ძალისმიერი თამაშია, 7 კაცაში ვერ გაქაჩავს.

აი 7 კაცას მაგარმა იგროკმა რომ 15 კაცაში ვერ გაქაჩოს მაღალ დონეზე თუნდაც იმ პოზიციაზე, სადაც ყველაზე მეტადაა ფინტი და სირბილი საჭირო (ვტქვათ ფლანგზე), შეიძლება, რადგან 15 კაცაში სირბილის და ფინტის გარდა ნებისმიერ მოთამაშეს სხვა უნარებიც უნდა ჰქონდეს განვითარებული, მაგრამ ნებისმიერი 15 კაცას იგროკი, რომელსაც კარგი ფინტი და სისწრაფე აქვს, უპრობლემოდ გაქაჩავს 7 კაცაშიც.

Posted by: Love The Sun 20 Jul 2015, 15:00
lankasteri
სამწუხაროდ არ არის ეგრე smile.gif
რაგბში შეტევისას სტანდარტული წყობა არის შემდეგგვარი: ერთი მიწაზე, ერთი ან ორი კაცი გადაყრაზე, ერთიც ბურთთან.
შვიდკაცას დროს შეტევის ფორმაცია არის შემდეგგვარი:
... (რაქი)
. (9 ნომერი)
. . . (ხაზი)
დაცვის ხაზი - ფრთები და ერთი კაცი უკან არიან დახეულები, ძირითად ხაზს შეტევის მიმართულების მიხედვით აკონტროლებს მხოლოდ ხუთი კაცი.
.....
.
.
დაახლოებით ასე

მოკლედ რომ ვთქვა - შვიდკაცაში რაქები ბევრად მეტ მანძილს ანთავისუფლებს შეტევისათვის, ვიდრე 15 კაცაში. იქ 2 დამცველი იქნება რაქში ჩათრეული თუ სამი 90%-ში მაგას მნიშვნელობა არ აქვს.
შვიდკაცაში კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

კიდევ უფრო რომ გავამარტივო - შვიდკაცაში დაცვისას ბევრად მეტი სივრცე აქვს გუნდს ასათვისებელი, ვიდრე "ორჯერ მეტი" და შეტევაშიც ანალოგიურად.
შესაბამისად დაცვაში შვიდკაცას სათამაშო სისტემები რადიკალურად განსხვავდება სარაგბოსგან, ისევე როგორც შეტევითი სისტემები (არ კეთდება ღრმა კომბინაციები, აგებულია სუფთა სისწრაფეზე - ფინტზე მნიშვნელოვანი სისწრაფე და სწორი პასია, მაქსიმალურად უნდა ერიდო კონტაქტს და ა.შ.).

ახლა რა მნიშნველობა აქვს "დაცვით და შეტევით სისტემებს".
რაგბი ვისაც უთამაშია იცის - მიუხედავად იმისა რომ არსებობს გარკვეული იმპროვიზაციის საშუალება, სხვა ყველაფერი შეტევაშიც და დაცვაშიც პრაქტიკულად ავტომატურად კეთდება და განსაკუთრებით ფასეიულია ე.წ. "საშემსრულებლო ოსტატობა". აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის დროს - უმაღლესი დონის მორაგბეებს პრაქტიკულად რეფლექსის დონეზე აქვთ გამომუშავებული რა დროს როგორი გადაწყვეტილება მიიღონ და ზუსტად იციან როდის ვინ უნდა შებოჭონ. აღნიშნული ცოდნა და რეფლექსები 100%-ით უკუშედეგს გამოიღებდა შვიდკაცა რაგბში, რომელშიც ხშირად გიწევს იმის დაჭერა ვინც სარაგბო ენით რომ ვთქვათ "შენი კაცი არაა".

Posted by: GiorgiG83 20 Jul 2015, 15:10
Love The Sun

დალოცვლილი!
გაიხარე - უფრო ღრმა ანალიზი ალბათ მხოლოდ სამწვრთნელო კურსებზე იდება up.gif

პ.ს.
...ისე, ამ ფორმატს წამოწყბის და გაგრძელების სახე ხომ არ მივცეთ?..
მკითხველი იმაზე მეტი გეყოლება ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო wink.gif smile.gif

Posted by: Love The Sun 20 Jul 2015, 17:08
GiorgiG83
სამწუხაროდ ვერ დავუძახებ ჩემს თავს საკმარისად კომპეტენტურს, რომ ერთგვარი "ფორმალური" სახე მივცე რაგბის სიტუაციურ ანალიზს smile.gif
თუმცა სამოყვარულო დონეზე იგივე სათამაშო კომპონენტების და თამაშის ეპიზოდების გარჩევას შეიძლება მიეცეს კიდე გაგრძელების სახე უახლოეს მომავალში smile.gif

Posted by: GiorgiG83 20 Jul 2015, 17:12
Love The Sun

ეგ პროცესი ჰგავს შემდეგს - ბავშვი ჯერ ბაღში მიყავთ, მერე სკოლაში, მერე ინსტიტუტ-უვივერსიტეტში და ა.შ. ... smile.gif

კიბეზე ამსვლელმა ყველა საფეხური ხომ უნდა გაიაროს? smile.gif

ასე რომ...
+ ის რომ დაბალ კლასებში მეტი "აღსაზრდელია" ხოლმე, მერე და მერე ბევრი ხელს იღებს სწავლაზე wink.gif

Posted by: OSTAP 20 Jul 2015, 17:27
ზაალ ბატონო,

Gაიხარე. მეც მომენატრა რაგბის სამყარო და საფიხვნო. სამწუხაროდ აქ ტელეკომუნიკაციების ერაშიც კი სტრიმები დახურული აქვთ მარკეტინგული გათვლების გამო და მხოლოდ ექროსის იმედად ვარ ხოლმე. rის გამოც მძიმე შიმშილის გრძნობა მაწუხებს.

Bუდტე უ ნას ნა კალიმე, მილოსწი პროსიმ smile.gif smile.gif smile.gif

რაც შეეხება რესურსის გაყოფას, ვიცი რომ მაგიტომ aრ განვიატარდა ოზირულზი და ლიგა smile.gif smile.gif ის კომენტარი ალბათ მიხვდით, რომ სხვა იუზერებზე იყო გათვლილი. ისე იმ დღეს პირველად ვითამაშე აქ ლიგა თურქ მორაგბეებთან ერთად და ცოტა ვიხალისე კიდეც. თუმცა მაინც უნიონის ერთგულ გულშემატკივრად ვრჩები smile.gif smile.gif smile.gif 7 კაცაც მითამაშია და ვერ ვიტყვი რომ სათამაშოდ რომელიმე სჯობს უნიონს. Nუ საცქერად ხომ თავისთავად...


Posted by: enorme 20 Jul 2015, 18:01
ისე 15კაცასა და 7კაცას შორის თუ მარტო ისაა სხვაობა რო იქ 15 თამაშობს და აქ 7შვიდი და მორაგბეს ორჯერ მეტი სივრცე აქვს , მაშინ სათამაშო დროც მაგ ლოგიკით 20წუთი უნდა იყოს ტაიმი და არა 7.

Posted by: lankasteri 21 Jul 2015, 18:48
QUOTE (Love The Sun @ 20 Jul 2015, 15:00 )
lankasteri
სამწუხაროდ არ არის ეგრე smile.gif
რაგბში შეტევისას სტანდარტული წყობა არის შემდეგგვარი: ერთი მიწაზე, ერთი ან ორი კაცი გადაყრაზე, ერთიც ბურთთან.
შვიდკაცას დროს შეტევის ფორმაცია არის შემდეგგვარი:
... (რაქი)
. (9 ნომერი)
. . . (ხაზი)
დაცვის ხაზი - ფრთები და ერთი კაცი უკან არიან დახეულები, ძირითად ხაზს შეტევის მიმართულების მიხედვით აკონტროლებს მხოლოდ ხუთი კაცი.
.....
.
.
დაახლოებით ასე

მოკლედ რომ ვთქვა - შვიდკაცაში რაქები ბევრად მეტ მანძილს ანთავისუფლებს შეტევისათვის, ვიდრე 15 კაცაში. იქ 2 დამცველი იქნება რაქში ჩათრეული თუ სამი 90%-ში მაგას მნიშვნელობა არ აქვს.
შვიდკაცაში კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

კიდევ უფრო რომ გავამარტივო - შვიდკაცაში დაცვისას ბევრად მეტი სივრცე აქვს გუნდს ასათვისებელი, ვიდრე "ორჯერ მეტი" და შეტევაშიც ანალოგიურად.
შესაბამისად დაცვაში შვიდკაცას სათამაშო სისტემები რადიკალურად განსხვავდება სარაგბოსგან, ისევე როგორც შეტევითი სისტემები (არ კეთდება ღრმა კომბინაციები, აგებულია სუფთა სისწრაფეზე - ფინტზე მნიშვნელოვანი სისწრაფე და სწორი პასია, მაქსიმალურად უნდა ერიდო კონტაქტს და ა.შ.).

ახლა რა მნიშნველობა აქვს "დაცვით და შეტევით სისტემებს".
რაგბი ვისაც უთამაშია იცის - მიუხედავად იმისა რომ არსებობს გარკვეული იმპროვიზაციის საშუალება, სხვა ყველაფერი შეტევაშიც და დაცვაშიც პრაქტიკულად ავტომატურად კეთდება და განსაკუთრებით ფასეიულია ე.წ. "საშემსრულებლო ოსტატობა". აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის დროს - უმაღლესი დონის მორაგბეებს პრაქტიკულად რეფლექსის დონეზე აქვთ გამომუშავებული რა დროს როგორი გადაწყვეტილება მიიღონ და ზუსტად იციან როდის ვინ უნდა შებოჭონ. აღნიშნული ცოდნა და რეფლექსები 100%-ით უკუშედეგს გამოიღებდა შვიდკაცა რაგბში, რომელშიც ხშირად გიწევს იმის დაჭერა ვინც სარაგბო ენით რომ ვთქვათ "შენი კაცი არაა".

ანუ, პოსტის 2/3-ში რას მიხსნი, რომ 7 კაცაში ბევრად მეტი სივრცეა ასათვისებელი 15 კაცასტან შედარებით, ვიდრე მხოლოდ 2-ჯერ მეტი? კი ბატო, ბაზარი არაა. მეც მიწერია, მინიმუმ 2-ჯერ მეტი თქო და არც ვხდი მაგ საკითხს საკამათოდ რომ 7 კაცაში სივრცე ბევრად მეტია ვიდრე 15 კაცაში.

რაც შეეხება ბოლო ნაწილს, ვერ დაგეთანხმები. უმაღლესი დონის მორაგბე დაცვაში მხოლოდ რეფლექსების იმედზე არაა და მარტო ტავის კაცზე არაა ჩაციკლული. მოწინააღმდეგემ რომ კომბინაცია გაუთამაშოს და "სხვა" კაცი შეექმენს დასაჭერი და არა "თავისი", რას იზამს, გაატარებს?
და თან შენ ყურადღებას ამახვილებ მხოლოდ დაცვაზე და ჩვენი თვალშისაცემი პრობლემა ტაქტიკურად არის შეტევაში თამაში. კონკრეტულად კი ის, რომ ჩვენი 7 კაცა ნაკრები ისე თამაშობს 7 კაცას, როგორც 15 კაცას და არ ცდილობს ეფექტურად აითვისოს ის სივრცე, რაც 7 კაცაში იქნება 15 კაცასგან განსხვავებით.


Posted by: giorgi77 21 Jul 2015, 19:04
მე რაც შევამჩნიე ჩვენ ნაკრებს და უკვე ჩვევად აქვთ გადაქცეული, რაქიდან ბურთის ხაზზე ჩათამაშებისას მოთამაშე არ აკეთებს წინსვლას (ერთი ორი ნაბიჯით მაინც რომ წაიწიოს) სულ რომ არავინ უშლიდეს წინ ხელს... როგორც კი იღებს ბურთს ეგრევე აწვდის ბურთს უკან მგომს და ა.შ. ასე არავინ არ თამაშობს. ანუ ბურთის მიღება ხდება ადგილზე, ბოლო კაცი იღებს ბურთს შესაბამისად რაქიდან 20-30 მეტრით უკან და იმ ადგილიდან იწყებს რაღაცის მოფიქრებას, იმიტომ რომ მეტოქემ უკვე ამოწია დაცვის ხაზი... ისინი არ დგანან ერთ ადგილას როგორც წესი...

იმედია სხვებმაც დაინახეს ეს. თან არა მგონია მწრთვნელების დავალება იყოს ასეთი... რომ წინსვლის საშუალება რომც გქონდეს, გინდათუარა ბურთი მაინც ჩაათამაშეთ ბოლო კაცამდეო... თან გაშეშებულები არიან მაგ დროს... და ის ბოლო კაცი უკვე თითქმის შებოჭილი იღებს ბურთს...

შვიდკაცას ერთადერთი მუღამი დინამიკაა, რაც ჩვენ ნაკრებს სამწუხაროდ არა აქვს.


Posted by: Irodioni 21 Jul 2015, 20:27
QUOTE
შვიდკაცას ერთადერთი მუღამი დინამიკაა, რაც ჩვენ ნაკრებს სამწუხაროდ არა აქვს.

+1

Posted by: ushuaia 22 Jul 2015, 01:25
ვერ ვშვებით რაა..................................................

Posted by: giorgi77 22 Jul 2015, 09:33
პერსპექტივა ნაღდად არის. რაც მთავარია ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ წელს, რომლებსაც შეუძლიათ შვიდკაცას თამაში.

კიკვაძე, გოგოლაშვილი, ძნელაძე, ლოსაბერიძე, მეთიუ, მიმინოშვილი და ძველებიც არიან )) გეგენავა, შკინინი.


ცოტა უფრო სერიოზული მიდგომა ჭირდება ამ სახეობას და შედეგი იქნება აუცილებლად.
რიოს ოლიმპიადაზე ვერ გამოვალთ მაგრამ არის მსოფლიო სერია სადაც უნდა დავბრუნდეთ, ეგ ნაღდად არაა შეუსრულებელი მისია. არის კიდევ მსოფლიო ჩემპიონატი. აქამდე ორჯერ ჩატარდა და ორჯერვე ვითამაშეთ მსოფლიოზე.

ერთხელ თბილისშიც რომ ჩატარდეს მსოფლიო ძალიან მაგარი იქნება. მოსკოვს ნაღდად აჯობებს. მითუმეტეს ერთი სტადიონია საჭირო, ეროვნული სტადიონი კი ამისთვის ზედგამოჭრილია რომელიც კიდევ უფრო ლამაზდება.






Posted by: Love The Sun 22 Jul 2015, 09:55
lankasteri
რეფლექსების, სისტემის და გადაწყვეტილების მიღების უნარზეა დამოკიდებული ნებისმიერი მაღალი დონის მოთამაშე.
როდესაც ამ სამიდან ორი "გღალატობს" (რეფლექსები და სისტემა), რთულია მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების უნარზე დამოკიდებულმა ყოველთვის სწორად ითამაშო დაცვაში smile.gif

შეტევას რაც შეეხება, მანდ ნამდვილად რთულადაა საქმე. თუკი სწორად არ თამაშობ რა თქმა უნდა smile.gif

Posted by: giorgi77 22 Jul 2015, 18:25
მაინც იყოს ისტორიისთვის. ალბათ საუკეთესო თამაში ამ ფორმაციის ნაკრებისთვის. თან მეთიუს პირველი ლელო საქართველოს სახელით.




მეორე ვიდეო ახლა იტვირთება, ჩვენების ყველა ლელო იქნება რაც ექსეთერში გაიტანეს



Posted by: ratomac aRa 23 Jul 2015, 09:33
პანამერიკა კანადამ მოიგო

ფინალში არგენტინა დაამარცხეს

Posted by: giorgi77 23 Jul 2015, 10:28
QUOTE
პანამერიკა კანადამ მოიგო

ფინალში არგენტინა დაამარცხეს


wow.gif არგენტინას საკმაოდ ძლიერი ნაკრები ყავდა ყოველთვის.

Posted by: ratomac aRa 24 Jul 2015, 14:33
QUOTE
არგენტინას საკმაოდ ძლიერი ნაკრები ყავდა ყოველთვის.


ბოლო მსოფლიოზე კანადა 2ივე სქესში უფრო წარმატებით გამოვიდა

აქაც 2ივეგან აიღეს ოქრო

და წინა პანამერიკაც კანადას ჰქონია მოგებული, მაშინაც ფინალში არგენტინა ერგოთ biggrin.gif


Posted by: giorgi77 24 Jul 2015, 15:21
კანადაზე - ყველაზე საინტერესო ისაა, ალბათ კარგი მაგალითიც რომ ჩვენსავით "თიერ" 2 ქვეყანაა მაგრამ შვიდკაცას იგივე ყურადღება ექცევა რაც 15 კაცას.

რეპეშაჟში დიდი ომი იქნება იმ ერთი ადგილისთვის

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 25 Jul 2015, 23:16
გადაირევი პირდაპირ = როგორ გამოგვრჩა ლელას რაზმის მორიგი განავარდება

წყნარი ოკეანის თასიო ალიონზე, ოთხი ერიო ვახშმად + ღამისთევა მენდოსიდან

Tbilisi University won today the Euro Universities 7s in Hungary defeating Milan Universities (Ita) 61-10 in the final game
Bronze went to Moldova's State University of Physical Education and Sport

The women's podium is: 1 Paris treize (Fra), 2 Porto (Por), 3 Gloucestershire (GB)

http://www.eusarugby2015.com/results3.php

Posted by: GiorgiG83 27 Jul 2015, 11:14
http://www.worldsport.ge/ge/page/123672_seu-7-kaca-ragbis-evropuli-universiadis-rekordsmenia

სულ წავიდნენ ხელიდან biggrin.gif

Posted by: Lotkinski 27 Jul 2015, 13:28
ისეთი სასტავი გვყოლია წაყვანილი, რომ ქე მოუგებდნენ იმ საწყალ ბავშვებს biggrin.gif

Posted by: GiorgiG83 27 Jul 2015, 13:39
შარშან სეუს სასტავმა მხოლო პირველ თამაშში მიიღო ლელო (ჰოლანდიაში), წელს რეგრესი აქვთ biggrin.gif კი არა და ეტყობა ჰვეყნიერებას ათვალიერებდნენ.

Posted by: OSTAP 27 Jul 2015, 14:07
ბიჯო ბახვა, რეზი, ბაჩო, ბაბუნაშვილი, დაჩი და ა.შ. ამ შენადგენლობით უნივერსიადა კი არა და შეიძლება ნორმალური ტურნირის მოგებაზე იფიქროს კაცმა. Uპირობო ფავორიტები უნდა იყვნენ და არიან კიდეც.

Posted by: GiorgiG83 27 Jul 2015, 14:16
დაიჭირეს სტუდენტები და სამი წელია ბურთს ახევენ თავზე smile.gif smile.gif
წელს "უჩვეულოდ" ბევრი ლელო მიიღეს ))

Posted by: ბაიკო 27 Jul 2015, 14:36
გამართონ საუნივერსიტეტო ჩემპიონატი და ვინ გაიმარჯვებს ის წავიდეს.. ეგრე მაგარი ###ობაა ძმაო..

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 Jul 2015, 15:07
გამართეს, ივნისის ბოლო დღეს იყო, 10 გუნდიდან მოიხსნა 2 და თამაშის დღეს კიდევ 1
სეუს არ მოუგია, ოთხეულშიც ვერ შევიდა

როგორც ჩანს, ნაკრები შეადგინეს და სეუს ფულით წავიდნენ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Aug 2015, 11:12
user posted image

რიოს ხათრით 2016 წლის ზე 15-საც შეველევითო

Posted by: OSTAP 19 Aug 2015, 11:16
სუპერ-15 თუ თამაშობ 7 კაცაში ვერ ითამაშებ? ვერ გავიგე ზუსტად smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: Q10 19 Aug 2015, 11:19
OSTAP
QUOTE
სუპერ-15 თუ თამაშობ 7 კაცაში ვერ ითამაშებ? ვერ გავიგე ზუსტად 


არა თავა
მესამი და სონი ბილი ზ15–ს არ ითამაშებენ 2016 წელს რადგან რიო ოლიმპიადაზე შვიდკაცას თამაში უნდათ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Aug 2015, 11:32
OSTAP
საყოველთაო აზრია, რომ მართლა სხვადასხვა სპორტებია, ოღონდ ორივე დაბლინიდან იმართება

ახალი სეზონი იწყება დეკემბერში, სულ 10 ტურნირია მაისის ბოლომდე, რიო კი აგვისტოშია

მაგიტომ სონი-ბილი და არდი სავეა 2016 წელს
ზე 15-სა და ვერც ოთხ ერს ვეღარ ითამაშებენ =
რიოსთვის სულ სხვანაირი წრთობა ჭირდებათ და
სხვა გუნდში = სულ შეკრებაზე = იქნებიან მსოფლიო შემდეგ


Posted by: otia-83 3 Dec 2015, 01:08
QUOTE
3, 4 და 5 დეკემბერს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული, დუბაის 7-კაცა გაიმართება.



http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=4957&callerModID=17364&Title=7-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%90%20%E1%83%93%E1%83%90%207-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%20%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98%20%E1%83%98%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9C

Posted by: GioWEED 3 Dec 2015, 11:08
მეთიუ ჯენიზე რა ისმის? გაიქცა საქართველოდან? biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 Dec 2015, 14:34
დუბაის 7’კაცა

დღეს = კვი 5\12

თასის ნახ’ფინალები @ საქ

ფიჯ 16.41 ზელ
ინგ 17.03 აშშ

ფინალი @ 19.48

სთრიმი http://www.worldrugby.org/worldrugbytv/video/125665

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Dec 2015, 19:46
user posted image

რიოს გზაზე

შვიდკაცის მსოფლიო სერიის ჩემპიონმა, ფიჯიმ გამარჯვებით გახსნა ოლიმპიური სეზონი, რომელიც აგვისტოში, რიოში დასრულდება

ovaluri.comxa.com

სახალისო რაგბის მოხეტიალე ცირკის XVII სვლა’გეზში 10 გაჩერებაა. მათგან ხუთი - ქეიპ’თაუნი, სიდნი, ვანქუვერი, სინგაპური და პარიზი წინა სეზონს აქეთ ჩაემატა პროგრამას.

სერია ტრადიციულად გაიხსნა უდაბურ დუბაიში, "ზი სევენსზე. ახალმა სპონსორმა, დი’ეიჩ’ელმა დანერგა რადიოთი მართული სათამაშო ავტოთი ბურთის ცენტრში მიტანა, მობურთალებმა კი პატივი მიაგეს განსვენებულებს - ჯონა ლომუსა და 7-კაცის ღვალწ’მოსილ თავ’ქალს, ჰონკონგელ ირლანდიელს, ბეთ ქოულთერს.

სონი’ბილი და ქვეიდი

სერიის 12-გზის ფალავანს, ზელანდიას თუმც ხუთი კაცი დაემტვრა, შემდეგი ეტაპისთვის მაინც არ აიმატა სონი’ბილ ვილიამსი, ვინაც დუბაიდან ლიბანში ჩავიდა და სირიელი ლტოლვილები მოიკითხა.

უნივერსალ კივს საშვიდკაცო წრთობა ჰკლებია. ჰოდა, უფროსობა სათანადოდ რომ გახედნის, თებერვალშიღა აჩაუქებს სიდნის ეტაპზე, სადაც ავსტრალია ნაღდად აიმატებს ტულონში გადახვეწილ ქვეიდ ქუპერს, ვისაც კლუბი თურმე რიოშიც კი უპირებს გაშვებას.

რაიანის ოთხი თასი

პულური სტადია გეგმით მიდიოდა, საღამოს რვაზე შტატებმა სირენის შემდეგ’ღა 14:12 რომ გადაუსწრო ზელანდიას და უარესი სხვაობის გადამკიდე, ქვედა რვეულში გაამწესა საფრანგეთი.

იანკებმა პლეი’ოფში დუბაის შარშანდელი ჩემპიონი, აფრიკაც შეიწირეს, ბრინჯაოზე კი კივებს უფრო მწარედაც, 19 ქულით მოუგეს.
ფინალში ფიჯიმ თამაშ-თამაშ გაასაღა ინგლისი. ამით კუნძულელთა ბრიტ გურუს, ბენ რაიანს ოთხი არაბული თასი მოუგროვდა - ორი ინგლისის (2010 2011) და ორიც (2013 2015) ფიჯის სარდლობით.

შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVII სეზონი (2015-16)

I ეტაპი * 4-5/12 @ დუბაი (არბ)

პულები
(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით)

(ა) ფიჯი 3-0, არგენტინა 2-1 / იაპონია# 1-2, კანადა 0-3
(ბ) აფრიკა 3-0, სამოა 2-1 / შოტლანდია 1-2, რუსეთი 0-3
(გ) ზელანდია(+47) შტატები(+28) 2-1 / საფრანგეთი(+26) 2-1, პორტუგალ 0-3
(დ) ინგლისი 3-0, ავსტრალია 2-1 / უელსი 1-2, კენია 0-3

მეოთხედ’ფინალი

ფიჯი (ა1) 19:12 ავსტრალია (დ2)
ზელანდია (გ1) 24:21 სამოა (ბ2)
ინგლისი (დ1) 14:7 არგენტინა (ა2)
აფრიკა (ბ1) 19:21 შტატები (გ2)

ნახევარ’ფინალი
ფიჯი 19:5 ზელანდია
ინგლისი 24:19 შტატები

ფინალი

ფარი (XIII) კანადა 19:17 იაპონია
ფიალა (IX) საფრანგეთი 24:14 შოტლანდია
სინი (V) აფრიკა*დდ 19:14 ავსტრალია
ბრინჯაო (III) შტატები 31:12 ზელანდია
თასი (I) ფიჯი 28:17 ინგლისი

ფიჯი

ჯერი "სერემაია" ტუვაი, პიო ტუვაი, ვატემო რა’ვოუ’ვოუ, ისაკე კატონი’მბაუ, ჯასა ვერე’მალუა, სავენათა რავათა, ოსეა-რამონდი კოლინისაუ^კაპ * ემოსი მულევორო, აპისაი ნდომო’ლაილაი, ვილიამე-სევაკა მატა, კიტიონე ტალინგა-ნდავაი, სევულონი მოთე’ნათანგი * მწ) ბენ რაიან (ინგ)

ქულა

22 ფიჯი (თ: დუბაი; 19 ინგლისი; 17 შტატები; 15 ზელანდია; 13 აფრიკა; 12 ავსტრალია; 10 არგენტინა სამოა; 8 საფრანგეთი;
7 შოტლანდია; 5 კენია უელსი; 3 კანადა; 1 პორტუგალია რუსეთი (ბოლო პირდაპირ ვარდება) /
2 იაპონია#

გასამართია

2 12-13/12 ქეიპ’თაუნი (აფრ)
3 30-31/01 ველინგთონი (ზელ)
4 6-7/02 სიდნი (ავს)
5 4-6/03 ლას ვეგასი (აშშ)
6 12-13/03 ვანქუვერი (კან)
7 8-10/04 ჰონკონგი (ჩინ)
8 16-17/04 სინგაპური (სნგ)
9 14-15/05 პარიზი (სფრ)
10 20-22/05 ლონდონი (ინგ)

თასის მფლობელი

1999-2015 (137 ეტაპი:
52 ზელანდია - 28 ფიჯი; 21 აფრიკა; 16 ინგლისი; 10 სამოა;
6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები

ბოლო ვის ერგება?

რიოს 12-გუნდა დასის შერჩევა "დიდი რაგბის" მსოფლიო თასის შემდეგ განახლდა: ნოემბერში შესარჩევები მოეწყო აზიაში, ზღვისრეთსა და აფრიკაში, ბოლო საგზური კი გათამაშდება საგაისო, 16-გუნდა "მსოფლიო რეპეშაჟში, რომლის გამართვის ადგილი და ვადა წლეულს’ვე, 30 ნოემბრამდე უნდა თქმულიყო.

რიოს ოლიმპიადა

9-11/08 2016

# გუნდი საიდან? როდის? სად?

1 ბრაზილია მასპინძელი 02/10 2009 კოპენჰაგენ (დან)
2 ფიჯი მსოფლიო სერია 10/05 2015 გლაზგო (შტლ)
3 სამხრეთი აფრიკა მსოფლიო სერია 10/05 2015 გლაზგო (შტლ)
4 ახალი ზელანდია მსოფლიო სერია 10/05 2015 გლაზგო (შტლ)
5 დიდი ბრიტანეთი მსოფლიო სერია 17/05 2015 თვიქნემ (ინგ)
6 არგენტინა სამხ.ამერიკა 07/06 2015 სანტა’ფე (არგ)
7 შტატები ჩრდ.ამერიკა 14/06 2015 ჩრდ.ქაროლინა (აშშ)
8 საფრანგეთი ევროპის გრან’პრი 12/07 2015 ექსეთერ (ინგ)
9 იაპონია აზია 08/11 2015 ჰონკონგ (ჩინ)
10 ავსტრალია ზღვისრეთი 15/11 2015 ოქლენდ (ზელ)
11 კენია აფრიკა 15/11 2015 იოჰანესბერგ (აფრ)
12 . მსოფლიო რეპეშაჟი 30/06 2016 (არ ითქვა 30/11 2015)

მსოფლიო რეპეშაჟი

# გუნდი საიდან? როდის? სად?

1 ურუგვაი სამხ.ამერიკა 07/06 2015 სანტა’ფე (არგ)
2 ჩილე სამხ.ამერიკა 07/06 2015 სანტა’ფე (არგ)
3 კანადა ჩრდ.ამერიკა 14/06 2015 ჩრდ.ქაროლინა (აშშ)
4 მექსიკა ჩრდ.ამერიკა 14/06 2015 ჩრდ.ქაროლინა (აშშ)
5 ესპანეთი ევროპის გრან’პრი 12/07 2015 ექსეთერ (ინგ)
6 რუსეთი ევროპის რეპეშაჟი 19/07 2015 ლისაბონ (პორ)
7 გერმანია ევროპის რეპეშაჟი 19/07 2015 ლისაბონ (პორ)
8 ირლანდია ევროპის რეპეშაჟი 19/07 2015 ლისაბონ (პორ)
9 ჰონკონგი აზია 08/11 2015 ჰონკონგ (ჩინ)
10 კორეა აზია 08/11 2015 ჰონკონგ (ჩინ)
11 შრი ლანკა აზია 08/11 2015 ჰონკონგ (ჩინ)
12 ტონგა ზღვისრეთი 15/11 2015 ოქლენდ (ზელ)
13 სამოა ზღვისრეთი 15/11 2015 ოქლენდ (ზელ)
14 ზიმბაბვე აფრიკა 15/11 2015 იოჰანესბერგ (აფრ)
15 მაროკო აფრიკა 15/11 2015 იოჰანესბერგ (აფრ)
16 ტუნისი აფრიკა 15/11 2015 იოჰანესბერგ (აფრ)

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Dec 2015, 15:25
user posted image

ამდენი სენსაცია!

შვიდკაცის მსოფლიო სერიის აფრიკის ეტაპი ზედიზედ მესამედ მოიგო მასპინძელმა, "ბლიც’ბოკემ"

ovaluri.comxa.com

რაგბის გაოლიმპიურების გამო შვიდკაცას ფასი რომ დაედო, აფრიკის არჩივი პორთ’ელიზაბეთიდან "დედა ქალაქს", ქეიპ’თაუნს გადაეცა, ოღონდაც ოვალურ ბურთთან ოდითგან წინ’ნაყარი ნუველანდსის ნაცვლად, ტურნირი ახალ, 55-ათასიან არენაზე დაინიშნა და ორ დღეში106,202 ბილეთი გაასაღა.

შოუც საკადრისი გამოვიდა. 2009 წელს, დუბაიში გათამაშებული მსოფლიო თასის შემდეგ, ამდენი სენსაცია რომ მომხდარიყოს, რაღაც არ ახსოვს სერიის საითს. მეტიც, პულიდან გასულის გამოსავლენად სხვაობასა და ლელოთა ბალანსსაც რომ ვერ ეკმარათ, ეგეც სიახლე იყო.

მეოთხე თაი’ბრეიქით

შაბათს, პულებში, კენია 19:19 დაუზავდა ინგლისს და მერე ძლია თვით აფრიკა 14:12, რის შემდეგაც მასპინძლებმა 10:0 აჯობეს ბრიტებს და ფიალაზე გაამწესეს, ხოლო თავად მაინც გაძვრნენ ზემო რვეულში.

სერიის 12-გზის ფალავანს, ტრავმებით გამოხშირულ ზელანდიას 24:12 მოუგო კანადამ, მაგრამ ზევით მაინც ვერ მოხვდა, რაკი საფრანგეთს 26:26 დაუზავდა და მას’ვე ერთი გარდასახვით, ანუ 2 ქულით ჩამორჩა მეოთხე თაი’ბრეიქში - 60/62 გატანილის გრაფაში.

ეს უკვე მესამედ

კვირას, თასის მეოთხედ’ფინალში, დამარცხდა ოთხიდან სამი პულის ჯილა და ეგრე გამოვიდა, რომ დუბაის ეტაპის მოწინავე ოთხეულიდან ვერავინ (!) ვეღარ გავიდა ქეიპ’თაუნის ნახევარ’ფინალში.

სერიის მოქმედი ფალავანი და დუბაის ჩემპიონი, ფიჯი საფრანგეთმა გააგდო, ზელანდიას კი "ოქროს ქულამდე" ოვერ’ტაიმში არგენტინამ გაუტანა ჯარიმა. მერე კივებს სინზე 28:14 მოუგეს შტატებმაც - ამ სეზონში ეს უკვე მესამედ! ჰოდა, ზელანდია მეექვსე ადგილს’ღა იყოფს და ლიდერებს 10 წერტით ჩამორჩება.

ივნისი, მონაკო

ნახევარ’ფინალში კენიამ სირენის შემდეგ დაალელოვა არგენტინა, მაგრამ გარდასახვა ძელს მოხვდა და პუმები 2009 წლის აქეთ პირველად გავიდნენ ფინალში, სადაც მათ ორ-ორი ლელო დაუდეს არა’თეთრმა ქურციკებმა - როსკო სპეკმანმა და სიბელო სენატლამ * 29:14

ბრინჯაოზე კენია სულ ბოლომდე უგებდა საფრანგეთს, მაგრამ მამლებმა მაინც იმარჯვეს. ბლიც’ბოკეს შარშან და შარშანწინაც მოეგო პორთ’ელიზაბეთის ტურნირები, ამჯერად კი აკლდა "წლის მოშვიდკაცე" ვერნერ კოკ’ი.

იაპები შემდეგ ეტაპზე, ზელანდიაში, პულში მასპინძლებს ჩაუსხდნენ, "მსოფლიო რაგბმა" კი საქმეს საშველი დააყენა და რიოს ოლიმპიადის ბოლო, მე-12 საგზურის გასათამაშებელი, 16-გუნდა რეპეშაჟი გაგანია ივნისში, მონაკოში დანიშნა.


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVII სეზონი * 2015-16

II ეტაპი * 12-13/12 @ ქეიპ’თაუნ (აფრ)

<< პულები

(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) ფიჯი 3-0, არგენტინა 2-1 / შოტლანდია 1-2, რუსეთი 0-3
(ბ) კენია 2-0*1, აფრიკა 2-1 / ინგლისი 1-1*1, ზიმბაბვე# 0-3
(გ) ავსტრალია 3-0, შტატები 2-1 / უელსი 1-2, პორტუგალია 0-3
(დ) ზელანდია 2-1, საფრანგეთი(62) 1-1*1 / კანადა(60) 1-1*1, სამოა 1-2

<< მეოთხედ’ფინალი

ფიჯი (ა1) 14:17 საფრანგეთი (დ2) https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=45836&d=1450212133
ავსტრალია (გ1) 5:25 აფრიკა (ბ2) https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=45837&d=1450212156
ზელანდია (დ1) 19:22 არგენტინა*დდ (ა2) https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=45838&d=1450212176
კენია (ბ1) 26:10 შტატები (გ2) https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=45839&d=1450212199

<< ნახევარ’ფინალი

აფრიკა 21:12 საფრანგეთი https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=45846&d=1450212408
არგენტინა 24:22 კენია https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=45847&d=1450212431

<< ფინალი

ფარი (XIII) სამოა 40:5 რუსეთი
ფიალა (IX) შოტლანდია 19:0 ინგლისი
სინი (V) ფიჯი 29:19 შტატები https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=45850&d=1450212493
ბრინჯაო (III) საფრანგეთი 28:26 კენია https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=45851&d=1450212513
თასი (I) აფრიკა 29:14 არგენტინა https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=45852&d=1450212529

<< აფრიკა

1 ქრის დრაი, 2 ფილიპ სნეიმან, 6 ქაილ ბრაუნ^კაპ, 9 ჯასთინ ხედულდ, 10 როსკო სპეკმან, 11 სიბელო სენატლა, 12 ჟოან დე’იონხ *
3 ფრანსუა ჰოუხარდ, 4 ალბერტუს სმით, 5 დილან სეიჯ, 7 ჩესლინ კოლბე, 8 რეინო ბენჯემინ * მწ) ნილ პაუელ

<< ქულა (+ სხვაობით)

35 ფიჯი+(თ: დუბაი, აფრიკა (თ: ქეიპ’თაუნ; 29 შტატები+, არგენტინა; 26 ინგლისი; 25 ზელანდია, საფრანგეთი; 22 ავსტრალია; 20 კენია;
15 შოტლანდია; 13 სამოა; 10 უელსი; 8 კანადა; 3 რუსეთი; 2 პორტუგალია (ბოლო პირდაპირ ვარდება) / 2 იაპონია# 1 ზიმბაბვე#

<< გასამართია

3 30-31/01 ველინგთონ (ზელ)
4 6-7/02 სიდნი (ავს)
5 4-6/03 ლას ვეგას (აშშ)
6 12-13/03 ვანქუვერ (კან)
7 8-10/04 ჰონკონგ (ჩინ)
8 16-17/04 სინგაპურ (სნგ)
9 14-15/05 პარიზ’ი (სფრ)
10 20-22/05 ლონდონ (ინგ)

>> თასის მფლობელი

1999-2015 (138 ეტაპი:
52 ზელანდია - 28 ფიჯი; 22 აფრიკა; 16 ინგლისი; 10 სამოა;
6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები

<< ოლიმპიადა (9-11/08.2016 @ რიო)

12 გუნდი: ბრაზილია; ფიჯი, აფრიკა, ზელანდია, ბრიტანეთი; არგენტინა, შტატები, საფრანგეთი, იაპონია, ავსტრალია, კენია;მსოფლიო რეპეშაჟის გამარჯვებული

>> რეპეშაჟი (18-19/06.2016 @ მონაკო)

16 გუნდი: ურუგვაი, ჩილე; კანადა, მექსიკა; ესპანეთი, რუსეთი,გერმანია, ირლანდია; ჰონკონგი, კორეა, შრი ლანკა; ტონგა, სამოა;ზიმბაბვე, მაროკო, ტუნისი

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Jan 2016, 18:17
ამ დილით მოეწყო მესამე = ველინგთონის ეტაპის პულები

ხვალ, კვირასაა პლეი’ოფი = უღმერთო დროს = სხვაობა 9 საათია

უცქირეთ აქა http://www.worldrugby.org/worldrugbytv/video

სონი’ბილი თამაშობს!

მეოთხედ’ფინალი

04.02 ზელ - კენ (I)
04.24 ინგ - არგ (II)

04.46 ავს - აფრ (III)
05.08 ფიჯ - აშშ (IV)

ნახევარ’ფინალი

08.27 (I) - (II)
08.52 (III) - (IV)

ფინალი

11.30

@
* * *

კვირის ბმული http://www.worldrugby.org/worldrugbytv/video/132607

Posted by: rugby2011 Geo 1 Feb 2016, 12:47
http://radikal.ru/big/5b3f20e52af6406abea4a88f96308a53

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 1 Feb 2016, 13:04
ტელევიზია ძაან ჯობნის ოფიციალურ საითს სერიის გაშუქებაში

აგერ, აქ http://www.worldrugby.org/sevens-series/standings არ წერია სხვაობა =
პირველი თაი’ბრეიქი საცხრილო ქულათა ტოლობისას

+ ყოველი თამაშის წინ მარად ბალანსებს წერენ და
ამ წყვილის ბოლო შეხვედრის შედეგსაც

- მაგრამ გაპარვიათ ერთი უზუსტობა:

იაპონია სერიის მონაწილე არაა = შარშან გავარდა
იწვევენ ცალკე ტურნირებზე ჯოკერად (ვაილდ’ქარდ)
ეგრევეა ზიმბაბვე და თანდათან გამოჩნდება, კიდევ ვინ’ები

ამდენად, ცხრილში უნდა იყოს მხოლოდ 15 ჯილა = მუდმივი მონაწილე
და ახლანდელი მდგომარეობით, გავარდება პორტუგალია

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 Feb 2016, 14:54
user posted image

სირენის შემდეგ

შვიდკაცის მსოფლიო სერიის ზელანდიის ეტაპზე შედგა სონი’ბილის დებიუტი
და მასპინძელმაც დრამატულად ძლია აფრიკა


Ovaluri.comxa.com/2016

30 წლის უნივერსალს, სონი’ბილ ვილიამსს რიოში რომ სურს ჩაუქობა, ზე’რაგბს ერთი სეზონით თავი ანება და საშვიდკაცო წრთობა გაიარა. ვარსკვლავის საბურთაო ნიჭი და ათლეტიზმიც უდაოა, მაგრამ როგორც თავად ბრძანებს ფანთა კერპი, უცხო თამაშს ჯერაც სწავლობს.

ეტაპი უსენსაციოდ გაილია. ზელანდია და აფრიკა ერთ პულში მოხვდნენ. ბლიც’ბოკე იგებდა, ვილიამსმა საფირმო ოფლოუდით რომ გაათარხნა ჯო ვებერი * 19:14

ვიდეო https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=46416&d=1454153801

ვეა და იოანე’ები

ფინალში ფავორიტები ისევ გადაეყარნენ ერთმანეთს. სონი’ბილი ორჯერ მწარედ შეცდა და შეცვალეს. აფრიკა უსიტყვოდ იგებდა * 14:0 და 21:7, მაგრამ კივები ბოლოსკენ გახელდნენ და ოზმა რეფმაც სულ უჯარიმათ მეტოქე.

როსკო სპეკმანის სინბინით სხვაობა 2 ქულამდე დავიდა. მერე რეგან ვეამ ზელანდია ბოჭვით გადაარჩინა ლელოს, სირენის შემდეგ კი, შერკინებიდან, თავისი ნახევრიდანაც გაარღვია დაცვა, რაც ვებერის ლელოთი დასრულდა.

გამარჯვებულთაგან მაგრად ითამაშეს ძმებმა იოანეებმა - აკირამ და რიკომ. სერიის 12-გზის ფალავანმა, ზელანდიამ ზედიზედ მესამედ და ბოლო ექვს წელში მეხუთედ მოიგო საშინაო ეტაპი, მაგრამ ცხრილში ჯერაც მესამეა, აფრიკა კი, უწესო ფიჯის მოსრვით, ერთ’პიროვნულად დაწინაურდა.


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVII სეზონი * 2015-16

III ეტაპი * 30-31/01 @ ველინგთონ (ზელ)

<< პულები
(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) ზელანდია 3-0, აფრიკა 2-1 / შოტლანდია 1-2, რუსეთი 0-3
(ბ) ფიჯი 3-0, არგენტინა 2-1 / უელსი 1-2, იაპონია# 0-3
(გ) ინგლისი^ შტატები 2-1 / საფრანგეთი^ სამოა 1-2
(დ) ავსტრალია 3-0, კენია 2-1 / კანადა 1-2, პორტუგალია 0-3

<< მეოთხედ’ფინალი

ზელანდია (ა1) 36:0 კენია (დ2) https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=46445&d=1454228226
ინგლისი (გ1) 33:7 არგენტინა (ბ2) https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=46447&d=1454228877
ავსტრალია (დ1) 14:26 აფრიკა (ა2) https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=46449&d=1454229772
ფიჯი (ბ1) 21:12 შტატები (გ2) https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=46450&d=1454230666

<< ნახევარ’ფინალი

ზელანდია 25:5 ინგლისი https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=46468&d=1454262468
აფრიკა 31:0 ფიჯი https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=46469&d=1454263428

<< ფინალი

ფარი (XIII) საფრანგეთი 14:7 რუსეთი
ფიალა (IX) სამოა 19:7 შოტლანდია
სინი (V) ავსტრალია 21:5 არგენტინა https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=46472&d=1454266911
ბრინჯაო (III) ფიჯი 24:12 ინგლისი https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=46473&d=1454267523
თასი (I) ზელანდია 24:21 აფრიკა https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=46474&d=1454270030

<< ზელანდია

1 აკირა იოანე, 2 თიმ მიქელსონ^კაპ, 3 სონი’ბილ ვილიამს, 6 კურტ ბეიქერ, 9 ოგასთინ პულუ, 11 ჯო ვებერ, 12 მისიმოა ლემ *
4 არდი სავეა, 5 რეგან ვეა, 7 სემ დიქსონ, 8 გილის კაკა, 10 რიკო იოანე * მწ) გორდონ თიჩენს

<< ქულა (+ სხვაობით)

54 აფრიკა (თ: ქეიპ’თაუნ; 52 ფიჯი (თ: დუბაი; 47 ზელანდია (თ: ველინგთონ;
41 ინგლისი+, არგენტინა; 39 შტატები; 35 ავსტრალია; 30 კენია; 28 საფრანგეთი;
22 შოტლანდია; 21 სამოა; 13 კანადა; 11 უელსი; 5 რუსეთი; 3 პორტუგალია (ბოლო ვარდება) /
7 იაპონია## 1 ზიმბაბვე#

<< გასამართია

4 6-7/02 სიდნი (ავს)
5 4-6/03 ლას ვეგას (აშშ)
6 12-13/03 ვანქუვერ (კან)
7 8-10/04 ჰონკონგ (ჩინ)
8 16-17/04 სინგაპურ (სნგ)
9 14-15/05 პარიზ’ი (სფრ)
10 20-22/05 ლონდონ (ინგ)

>> თასის მფლობელი

1999-2016 (139 ეტაპი:

53 ზელანდია - 28 ფიჯი; 22 აფრიკა; 16 ინგლისი; 10 სამოა;
6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები

@

Posted by: dishosdzisdze 2 Feb 2016, 20:13
ეს პატიოსანი ხალხი რომ თამაშობს, მართლა სხვა სპორტია... up.gif
აი ჩვენ რომ ვთამაშობთ... სპორტი არაა. sad.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 4 Feb 2016, 13:15
user posted image

სონი’ბილის აზრები

“It would supersede everything,” გადაფარავს, დაძლევს ყველაფერსო
“Just being able to say to my daughter that I was an Olympian.
But it’s a new game and new challenge.
There’s so much talent in New Zealand and
just to make the squad would be a feat in itself.

“Everyone thinks
because I’m a name in the 15-a-side game
that I’ve got a head start. Absolutely no way.” ჰგონიათ .ფორა მაქვსო

“I’m a rookie, still figuring out the game but it’s lit a fire in me,” სალაგა ვარო



user posted image

და ქვეიდის მსგავსი ეჭვებიც

"It's a game I haven't played much of and
I am under no illusions that it is going to be difficult,"

"There is still so much learning to do and
I think for both myself and him it's very similar to boxing.

"When we started boxing we knew very little, and still do,
but we put ourselves in that position to learn and
that is where the challenge comes -
in just being able to learn on the run." თამაშ-თამაშ, კრივ-კრივ უნდა ისწავლოო

თავად კი იმიტომ დაიწყო კრივი, რომ სეზონებს შორის უსაქმოდ აღარ იყოს
და ისევ არ მოიპაროს ლეპ’თოპები = რისთვისაც მიმაგრებაში (თავდებში) იყო
და სწორედ მაგ დროს, გამწარებული გლიჯავდა ზე 15-ში


+++ აგერ, სანამ ამეებს ვწერდი, ვეღარც სიდნის ეტაპის რაზმში მოხვდა
Cooper misses out on Sydney Sevens


@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 Feb 2016, 20:07
შაბათ–კვირას, დილის 6–დან, პირველი "სიდნის 7–კაცა"

user posted image

კაპიტნები ჰარბორ ბრიჯთან

ძველი ვერული სიბრძნე:
ბოდიში რო წამალი იყოს, ზემელის აფთიაქში გაიყიდებაო

http://en.espn.co.uk/southafrica/rugby/story/285879.html

Blitzbokke receive referee apology for Wellington Sevens blunders

New Zealand-born referee Matt O'Brien has reportedly apologised
to the South African team for his contentious performance in the final of the Wellington Sevens.

Australian whistler O'Brien was criticised in some quarters for his performance,
having awarded New Zealand nine penalties to one 9–1,
with several pivotal decisions going the way of the hosts over the closing stages. \\\

O'Brien is in his fifth season officiating on the World Series circuit.

He is the son of former New Zealand international referee Paddy O'Brien,
who is now World Rugby's sevens referee boss.

© AAP

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Feb 2016, 21:23
კვირა დილით = საქართველოს დროით

http://www.vipleague.tv/rugby/351647/1/hsbc-world-rugby-sevens-:-sydney-round-4-day-2-live-stream-online.html

მეოთხედ’ფინალი

04.35 ზელ - აშშ
04.57 ფიჯ - კენ
05.19 ინგ - ავს
05.41 აფრ - არგ

ნახევარ’ფინალი

08.57 და 09.19

ფინალი 12.04

+++

ოქლენდში კიდევ’ა ლიგის 9-კაცაა

http://www.vipleague.tv/rugby/364142/1/rugby---auckland-nrl-9s-live-stream-online.html


@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 10 Feb 2016, 14:33
user posted image

ძმების აღლუმი

შვიდკაცის მსოფლიო სერიის 12-გზის ფალავანმა, ზელანდიამ
ისევ დრამატულად მოიგო ფინალი და ქულებით ლიდერებს გაუტოლდა


Ovaluri.comxa.com/2016

ველინგთონის დასმა უკლებლივ - და სერიის ისტორიაში პირველად - იჩაუქა სიდნის "ალიანსზე". შაბათს მზის გულზე 36 218 მოსეირე მოგროვდა, კვირას - 37 095

ტულონმა ქვეიდ ქუპერი გაათარხნა, მაგრამ ფანთა კერპს შინ ჩასვლა დაუგვიანდა და რაზმში ვეღარ მოხვდა, კივმა დოსტმა - სონი’ბილ ვილიამსმა კი ურჩია თავისსავით მოკრივეს, საშვიდკაცოდ ახალი წყვილი ფილტვი დაგჭირდებაო.

უმწიფარი სპორტი

ზემოთ, ანუ თასზე, იგივე 8 გუნდი გავიდა, რაც ზელანდიაში.

23 პულური მატჩი უსენსაციოდ გაილია, ბოლო კი 12 ქულით ჩამორჩენილმა კივებმა მაინც გაუფრევეს ოზებს * 17:17

https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=46621&d=1454802455

ვიდეოზე ჩანდა, რომ ზელანდიამ იყალთაბანდა და გადამწყვეტ მომენტში რვა (!) კაცით უტია, მაგრამ რაგბი ხელბურთსა და ყინულის ჰოკეიზე
უმწიფარი სპორტი რომაა, მახვშები საკითხს უკვე მეხუთე დღეა, იძიებენ და პრეს’რელიზის თანახმად, ისიც ვერ გადაუწყვეტიათ, დამრღვევი დასასჯელია თუ არა.

არადა, სერიის ცხრილში ქულ(ებ)ის დაქვითვას წინა რა შეიძლება დაუდგეს: კივთა ავტორიტეტი თუ XIX საუკუნის (ცრუ’)ფასეულობები?

უმანგას შეგირდები

ჟანრის კანონია და ფინალში ისევ ტასმანელი მეზობლები შეიყარნენ. აფრიკელი ზანგი რეფი მაგრად მისდგა კივებს, ამჯერად მაინც უნდა გავაჩინო სამართალიო, და სონი’ბილიც კი გაასინბინა კისერში ბოჭვისთვის.

ზელანდია სულ მისდევდა ავსტრალიას. ბოლო წამებზე ოზებს ქიქ’ოფიდან ბურთის შენარჩუნება და დაუქმება აძლევდათ ხელს, მაგრამ კივებმა ჰენრი სპეითი მოლში გააკავეს, ხოლო შერკინებიდან, სირენის შემდეგ, რიკო იოანემ ჰეთ’თრიქი გაასრულა * 27:24

რიკო 18 წლისაა, მისი წვეროსანი ძმა, აკირა კი - ოცის. ორივენი ტანა უმანგას ზე 18-ის კლუბს, ოქლენდის "ბლუზს" ეკუთვნიან. აკირა ფინალის გმირად სცნეს, 7 ლელოს გამტანი რიკო - ეტაპის უმარგესად, მადაზე მოსული სიდნი კი ითხოვს, საბურთაო შოუ სამ დღემდე დამაგრძელებინეთ და ქალთა ეტაპიც მიბოძეთო.


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVII სეზონი * 2015-16

IV ეტაპი * 6-7/02 @ სიდნი (ავს)

<< პულები

(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) ზელანდია(+50) ავსტრალია(+31) 2-0*1 / პორტუგალია 1-2, კანადა 0-3
(ბ) აფრიკა 3-0, კენია 2-1 / შოტლანდია 1-2, რუსეთი 0-3
(გ) ფიჯი 3-0, არგენტინა 2-1 / სამოა 1-2, საფრანგეთი 0-3
(დ) ინგლისი 3-0, შტატები 2-1 / უელსი 1-2, იაპონია# 0-3

<< მეოთხედ’ფინალი

ზელანდია (ა1) 24:7 შტატები (დ2) https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=46661&d=1454833438
ფიჯი (გ1) 28:12 კენია (ბ2) https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=46662&d=1454834375
ინგლისი (დ1) 12:17 ავსტრალია*დდ (ა2) https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=46665&d=1454835556
აფრიკა (ბ1) 26:0 არგენტინა (გ2) https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=46666&d=1454836215

<< ნახევარ’ფინალი

ზელანდია 14:12 ფიჯი https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=46673&d=1454843103
ავსტრალია 12:7 აფრიკა https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=46674&d=1454845197

<< ფინალი

ფარი (XIII) უელსი 26:19 რუსეთი
ფიალა (IX) კანადა 17:12 სამოა
სინი (V) არგენტინა 24:0 კენია https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=46676&d=1454847730
ბრინჯაო (III) ფიჯი 26:12 აფრიკა https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=46677&d=1454848260
თასი (I) ზელანდია 27:24 ავსტრალია https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=46679&d=1454850755

<< ზელანდია

1 აკირა იოანე, 2 თიმ მიქელსონ^კაპ, 3 სონი’ბილ ვილიამს, 6 კურტ ბეიქერ, 10 რიკო იოანე, 11 ჯო ვებერ, 12 მისიმოა ლემ *
4 არდი სავეა, 5 რეგან ვეა, 7 დი’ჯეი ქოლიე, 8 გილის კაკა, 9 ოგასთინ პულუ* მწ) გორდონ თიჩენს

<< ქულა (+000 სხვაობით)

69 ფიჯი+432 (თ: დუბაი; აფრიკა+374 (თ: ქეიპ’თაუნ; ზელანდია+189 (2თ: ველინგთონ სიდნი;
54 ავსტრალია+123, არგენტინა-67; 51 ინგლისი; 49 შტატები; 42 კენია; 29 საფრანგეთი;
28 სამოა; 27 შოტლანდია; 21 კანადა; 14 უელსი; 8 პორტუგალია; 7 რუსეთი (ბოლო ვარდება) /
8 იაპონია### 1 ზიმბაბვე#

<< გასამართია

5 4-6/03 ლას ვეგას (აშშ)
6 12-13/03 ვანქუვერ (კან)
7 8-10/04 ჰონკონგ (ჩინ)
8 16-17/04 სინგაპურ (სნგ)
9 14-15/05 პარიზ’ი (სფრ)
10 20-22/05 ლონდონ (ინგ)

>> თასის მფლობელი

1999-2016 (140 ეტაპი:

54 ზელანდია - 28 ფიჯი; 22 აფრიკა; 16 ინგლისი; 10 სამოა;
6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Mar 2016, 09:44
user posted image

ამ დილით

ლას’ვეგასის ფინალი

ფიჯი 21:15 (0:15) ავსტრალია

სონი’ბილი არ წაუყვანიათ და და არც ვანქუვერში იქნება დამდეგ უქმეებზე = მუხლი ტკივაო


Posted by: Q10 7 Mar 2016, 10:02
ლუკასა და ნიკოს მამა

QUOTE
ფიჯი 21:15 (0:15) ავსტრალია


ქინძი ქვეიდი
წააგებინა გუნდს ტინგიცის გამო
5 მეტრში იყო და პასი უნდა გაეშვა , მაგის შეცდომას მოყვა ფიჯის ბოლო ლელო

ისე ავსტრალიის შვიდკაცას ზოგადად მაგარი მომატებული აქვს

Posted by: samxara91 7 Mar 2016, 10:21
http://www.worldrugbyvids.com/index.php/2016/03/07/quade-cooper-vs-fijiworst-7s-performance-ever/

ქვეიდის ვაჟკაცობანი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Mar 2016, 17:01
სტატისტიკა, თორენთ’ბმულები და გემრიელი ფაქტები


user posted image

თვისტომებს მიუძღვნეს

შვიდკაცის მსოფლიო სერიის იანკურ ეტაპზე შედგა
ტულონელთა - ქვეიდ ქუპერისა და ბრაიან ჰაბანას დებიუტი,
ჩემპიონი კი მაინც ნაციკლონარი ფიჯი გახდა


Ovaluri.comxa.com/2016
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

ამბიციურმა ტულონმა (ანუ მურად ბუჯელალმა) მოწყალება გაიღო და ოზი და იაპი ვარსკვლავები "სახალისო რაგბის მოხეტიალე ცირკში" მიავლინა, ესაო და ფანობა ხომ ისიამოვნებს და ღვალწ’მოსილი ბებრები ბოლოს ეგებ რიოს ოლიმპიადაზეც მოხვდნენო

იგივე ზე’ამოცანა რომ დაუსახავთ, ჩიფსის ლიდერებმაც - სონი’ბილ ვილიამსმა და ლიამ მესამმა წლეულს თვით ზე 18-ს უგანეს და და’შვიდ’კაცაობენ, მაგრამ სულ სხვა’გვარად ფიქრობს ჯეელობა: ჰარიქეინი არდი სავეა და ბლუზის წევრი ძმები - აკირა და რიკო იოანე’ები ჩრდილო ამერიკაში არ გაჰყვნენ "ოლ ბლექს სევენსს"

სერიის 12-გზის ფალავანმა კივებმა ნევადის უდაბნოში მუხლ’ შესიებული სონი’ბილიც მოისაკლისეს, პულში 0:22 მოისრნენ კენიასთან
https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=47274&d=1457272673 , მეოთხედ’ფინალში ორი ლელო მიირთვეს აფრიკელ სიბელო სენატლასგან, სინს’ღა დაჯერდნენ და ქულებით ისევ ჩამორჩნენ ფიჯსა და "ბლიც ბოკეს"

დასწრება მატულობსო

იანკები ეტაპს მსოფლიოს სამორინე მექაში, ლას ვეგასში ატარებენ და თანაც სამ დღედ: პარასკევს ორი პულური რაუნდია, შაბათს - მესამეც და მეოთხედ’ფინალი, ხოლო კვირას - ნახევარ’ფინალი და ფინალები. დასწრებაც "სემ ბოიდის" სტადიონზე, თუ "მსოფლიო რაგბს" დაეჯერება, მატულობს - 18 441 (პარ), 35 716 (შაბ) და 25 981 (კვი)

ამჯერად ისეთი ქარი ქროდა, რომ მოედანზე ნაგავი დაფრინავდა და კარის ძელებიც ირწეოდა. პატრიოტ ამერიკელებს, რაღა თქმა უნდა, თავიანთი "არწივების" მეტი არავინ აინტერესებდათ. ამათ - ქარლინ აილზმა, პერი ბეიქერმა, ზექ თესთმა და კომპანიამ 6 თამაშიდან ორად’ორი მოიგეს, მაგრამ IV ადგილი კი დაიკავეს და ქულებითაც მეხუთეს იყოფენ

სინბინიანი ლელოები

ჰაბანას 7-კაცა 12 წელი იყო, აღარ ეთამაშა, მაგრამ საიმედოდ ირაგბა. ვეტერანი აშკარად დაჩრდილეს ჯეელმა, დალალებიანმა ზანგებმა. მათგან საუკეთესომ, სენატლამ ეტაპზე 11 ლელოც კი გაიტანა, მაგრამ მაქედან რა ხეირი?

ნახევარ’ფინალში, ავსტრალიასთან, როსკო სპეკმანმა წყვილი, სინბინიანი საჯარიმო ლელო მიიღო და აფრიკამ ფინალს ვეღარ უწია

ქვეიდს ფინალამდე არა უშავდა რა. ავსტრალიამ ფიჯი პირველ ტაიმში 3-ჯერ დაალელოვა, მაგრამ ქარში გარდასახვები ააცილა * 15:0

მეორეს დასრულებას 4-ნახევარი წუთი უკლდა, ქუპერმა მეტოქის ლელოსთან, კიდეს რომ გაარტყა გადაკიდებული, მაგრამ შემდეგსავე შეტევაში, ხაზამდე 1 მეტრზე, დაჭერილს ხელიდან გაუვარდა. ჰოდა, კუნძულელებმა კარის ხაზის იქედან დაიწყეს კონტრ-იერიში და სავენათა რავათამ 90 მეტრი ირბინა * 21:15

პირველად დარბაზში

ქვეიდმა მერე გრძელი პასიც სცადა, მაგრამ ქარმა ოვალი წინ წაიღო, ფიჯის კაპიტანმა ოსეა კოლინისაუმ კი სირენის შემდეგ თავისი (!) ლელოს უკანა ხაზი ფინტებით გადაკვეთა. ასე წააგეს ოზებმა ზედიზედ მეორე ფინალი, ფიჯი კი ეტაპის სტარტზე, სულ ბოლოსღა ძლია მეზობელმა სამოამ * 28:24

ფიჯელებმა ნევადური ტიტულის დაცვა http://ovaluri.comxa.com/2015/P2/20_7LSV.htm
თებერვალში, ქარიშხალ "ვინსთონის" მიერ 42 დაღუპულსა და 62 ათას უ’სახლ-კაროდ დარჩენილ თვისტომს მიუძღვნეს, ჰაბანა და ქვეიდი კი ამ ვიქენდზეც, ვანქუვერში (ბრითიშ ქოლამბია) შეაქცევენ ფანობას

იქ ქარი მოპასავეებს ვეღარაფერს დააკლებს, რაკი 7-კაცა პირველად გაიმართება ... დარბაზში!


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVII სეზონი * 2015-16

V ეტაპი * 4-6/03 @ ლას ვეგას (აშშ)

პულები

(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) კენია 3-0, ზელანდია 2-1 / რუსეთი 1-2, პორტუგალია 0-3
(ბ) ავსტრალია 3-0, იაპონია# 1-1*1 / შოტლანდია 1-2, ინგლისი 0-2*1
(გ) ფიჯი^ არგენტინა 2-1 / საფრანგეთი^ სამოა 1-2
(დ) აფრიკა 3-0, შტატები 1-1*1 / უელსი 1-2, კანადა 0-2*1

მეოთხედ’ფინალი

კენია (ა1) 14:26 შტატები (დ2)
https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=47297&d=1457280045

ფიჯი (გ1) 43:7 იაპონია (ბ2)
https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=47298&d=1457280814

აფრიკა (დ1) 14:7 ზელანდია (ა2)
https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=47299&d=1457282005

ავსტრალია (ბ1) 26:12 არგენტინა (გ2)
https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=47300&d=1457282535


ნახევარ’ფინალი

ფიჯი 21:14 შტატები
https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=47318&d=1457308267

ავსტრალია 14:12 აფრიკა
https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=47319&d=1457309538


ფინალი

ფარი (XIII) სამოა 24:12 კანადა
ფიალა (IX) უელსი 28:14 საფრანგეთი

სინი (V) ზელანდია 27:7 იაპონია
https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=47339&d=1457339664

ბრინჯაო (III) აფრიკა 21:10 შტატები
https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=47340&d=1457340551

თასი (I) ფიჯი 21:15 ავსტრალია
https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=47342&d=1457342826


ფიჯი

1 ნემანი ნანგუსა, 2 ჯასა ვერე’მალუა, 5 პიო ტუვაი, 7 ოსეა-რამონდი კოლინისაუ^კაპ, 9 სერემაია-ჯერი ტუვაი, 11 სავენათა რავათა,
12 ვატემო რა’ვოუ’ვოუ *
3 მასივესი ნდაკუ’ვანქა, 4 ისაკე კატონი’მბაუ, 6 ამენონი ნასილა’სილა, 8 ჯოსუა ვითი, 10 კიტიონე ტალინგა-ნდავაი *
მწ) ბენ რაიან (ინგ)

ქულა (+00 სხვაობა)

91 ფიჯი (2თ: დუბაი ლას-ვეგას;
86 აფრიკა (თ: ქეიპ’თაუნ;
82 ზელანდია (2თ: ველინგთონ სიდნი;
73 ავსტრალია; 64 შტატები+63, არგენტინა-57; 52 ინგლისი+88, კენია+20;
36 საფრანგეთი; 32 შოტლანდია; 31 სამოა; 23 კანადა; 22 უელსი;
12 რუსეთი; 9 პორტუგალია (ბოლო ვარდება) /

20 იაპონია#### 1 ზიმბაბვე#

გასამართია

6 = 12-13/03 ვანქუვერ (კან)
7 = 8-10/04 ჰონკონგ (ჩინ)
8 = 16-17/04 სინგაპურ (სნგ)
9 = =14-15/05 პარიზ’ი (სფრ)
10 = 20-22/05 ლონდონ (ინგ)

თასის მფლობელი

1999-2016 (141 ეტაპი:
54 ზელანდია - 29 ფიჯი; 22 აფრიკა; 16 ინგლისი; 10 სამოა;
6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები

@

@

Posted by: tigeona 13 Mar 2016, 03:22
ჩემთან ვანკუვერში ყოფილა რაღაც შვიდკაცა რაგბის ტურნირი, ცეხლა ვუყურებ რუსეთი უელსის თამაშს, ანადგურებს უელსი რუსეთს, 2 წუთში 2 ლელო დაუდეს biggrin.gif

მესამეც დადეს ლოოოლ lol.gif lol.gif

ასე თუ გააგრძელესკი ავლენ 100-მდე

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 18 Mar 2016, 09:37
user posted image

დარბაზში იჩაუქეს

შვიდკაცის მსოფლიო სერიის "პირველი კანადური" ეტაპი ზელანდიამ მოიგო
და ქულებით თითქმის წამოეწია ლიდერებს


Ovaluri.comxa.com/2016
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

კანადას ახლა’ღა, მე-17 სეზონში ერგო სერიის ტურნირი და ისტორიაში პირველმა ჩაატარა 7-კაცა დარბაზში - ვანქუვერის "ბი’სი პლეისში" ორ დღეში 60,418 მოსეირე მივიდა, რაც ეროვნული რეკორდი ყოფილა

რაღაი "ბრითიშ ქოლამბია" ქვეყნიერების ბოლოშია, ეტაპს ბობოლა მედიამაც კი წაუყრუა. ოთხი პულიდან სამში ღირს’შესანიშნავი არაფერი მომხდარა, და მხოლოდ ერთში - სწორედ რომ - მასპინძლები დარჩნენ თასს მიღმა უარესი სხვაობის გადამკიდე

კანადამ ბოლოს და ბოლოს საფრანგეთი ძლია სირენის შემდეგ და ფიალა’ღა აიღო, თასის ნახევარ’ფინალში კი სეზონის ოთხი - მართლაც რომ - უკეთესი გუნდი გავიდა

ჰოდა, სერიის 12-გზის ფალავანმა, ზელანდიამ, ვინაც ამჯერად მეტწილად 7-კაცის სპეციალისტები აჩაუქა, ძლია ავსტრალია, აფრიკა და სეზონში მესამედ შემართა თასი

ერთი კია, კივებს 2 ქულით ჯერაც უსწრებს ფიჯი და ერთით - აფრიკა, "ოლიმპიური რაგბის" შემდეგი წარმოდგენა კი აპრილში, საშვიდკაცო მექაში - ჰონკონგშია დანიშნული


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVII სეზონი * 2015-16

VI ეტაპი * 12-13/03 @ ვანქუვერ (კან)

პულები
(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) ფიჯი 3-0, სამოა 2-1 / კენია 1-2, პორტუგალია 0-3
(ბ) ავსტრალია(+71) უელსი(+24) 2-1 / კანადა 2-1(+12) რუსეთი 0-3
(გ) აფრიკა 3-0, შოტლანდია 2-1 / არგენტინა 1-2, ბრაზილია# 0-3
(დ) ზელანდია 3-0, შტატები 2-1 / ინგლისი 1-2, საფრანგეთი 0-3

მეოთხედ’ფინალი

ფიჯი (ა1) 31:26 შტატები (დ2)
აფრიკა (გ1) 31:0 უელსი (ბ2)
ზელანდია (დ1) 17:12 სამოა (ა2)
ავსტრალია (ბ1) 24:17 შოტლანდია (გ2)

ნახევარ’ფინალი

აფრიკა 31:19 ფიჯი
https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=47662&d=1458032451

ზელანდია 28:19 ავსტრალია
https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=47665&d=1458033485

ფინალი

ფარი (XIII) რუსეთი 17:10 პორტუგალია
ფიალა (IX) კანადა 19:17 საფრანგეთი

სინი (V) სამოა 31:19 შტატები
https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=47670&d=1458036325

ბრინჯაო (III) ავსტრალია 19:12 ფიჯი
https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=47671&d=1458037412

თასი (I) ზელანდია 19:14 აფრიკა
https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=47673&d=1458039573


ზელანდია

2 თიმ მიქელსონ^კაპ, 4 დი’ჯეი ფორბს, 6 ლიამ მესამ, 7 სემ დიქსონ, 8 გილის კაკა, 9 შერვინ სთაუერს, 11 კურტ ბეიქერ *
1 ლუის ორმონდ, 3 რეგან ვეა, 5 დი’ჯეი ქოლიე, 10 სიონე მოლია, 12 ბო ვაკა * მწ) გორდონ თიჩენს

ქულა (+00 სხვაობა)

106 ფიჯი (2თ: დუბაი ლას-ვეგას;
105 აფრიკა (თ: ქეიპ’თაუნ;
104 ზელანდია (3თ: ველინგთონ სიდნი ვანქუვერ;

90 ავსტრალია; 76 შტატები; 69 არგენტინა; 57 ინგლისი; 53 კენია;
44 სამოა; 43 საფრანგეთი; 42 შოტლანდია; 32 უელსი; 31 კანადა;

15 რუსეთი; 11 პორტუგალია (ბოლო ვარდება) /
20 იაპონია#### 1 ბრაზილია# ზიმბაბვე#

გასამართია

7 @ 8-10/04 ჰონკონგ (ჩინ)
8 16-17/04 სინგაპურ (სნგ)
9 14-15/05 პარიზ’ი (სფრ)
10 20-22/05 ლონდონ (ინგ)

თასის მფლობელი

1999-2016 (142 ეტაპი:
55 ზელანდია - 29 ფიჯი; 22 აფრიკა; 16 ინგლისი; 10 სამოა;
6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები

@

Posted by: xDavid_S 5 Apr 2016, 13:59

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Apr 2016, 10:33
პარასკევ - კვირას ჰონკონგის შვიდკაცაა და
თანაც საგაისო (2016-17) მსოფლიო სერიის 12-გუნდა შესარჩევი

E: Zimbabwe, Hong Kong, Germany and Cayman
F: Spain, Chile, Papua New Guinea and Mexico
G: Japan, Tonga, Brazil and Morocco

ორი პოსტით ზევით:
15 რუსეთი; 11 პორტუგალია (ბოლო ვარდება) /

20 იაპონია#### = პროტექციონისტულად
4 ტურნირში აჩაუქეს ვაილდ’ქარდად და მეტი ქულა მოკრიფა,
ვიდრე იმ ორმა მაჩანჩალამ 6 ეტაპზე

მაგრამ ესპანეთიც მაგარია, ზიმბაბვეც, გერმანიაც, ტონგაც და ჰონკონგიც

* ელიტიდან ვარდება მარტო ბოლო და შედის მარტო შესარჩევის მოგებული

@

Posted by: xDavid_S 6 Apr 2016, 10:51
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
თანაც საგაისო (2016-17) მსოფლიო სერიის 12-გუნდა შესარჩევი

E: Zimbabwe, Hong Kong, Germany and Cayman
F: Spain, Chile, Papua New Guinea and Mexico
G: Japan, Tonga, Brazil and Morocco

ამ შესარჩევში როგორ უნდა მოვხვდეთ?

Posted by: kakha alania 6 Apr 2016, 13:27
გრანპრის შედეგებით.უნდა იყო მოწინავე ორ გუნდში, რომლებიც არ მონაწილეობენ სერიებში.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Apr 2016, 15:12
http://ovaluri.comxa.com/2013/N9/23_EURO7.htm

ევროპა კი, ჰონკონგი ვეღარ

ბუქარესტში სასწაული არ მოხდა - საქართველოს "შვიდკაცა" ევროპის "გრან პრიზე" საგაისოდაც დარჩა,
მაგრამ 2014 წელს ვერც ჰონკონგში იჩაუქებს და ვეღარც თვიქნემში

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Apr 2016, 23:16
კვირას 10\04 ჰონკონგში


თასი

მეოთხედ’ფინალები @ ძაან ადრე 06.58 საქ

ზელ - უელ, აშშ - აფრ, ფიჯ - კენ, ინგ - ავს

ნახევარ’ფინალები @ 11.44 საქ

ფინალი @ 15.00 საქ

@

საგაისოს შესარჩევი

ნახ’ფინალები @ 08.26 საქ

ჰნკ - გერ, ზიმ - იაპ

ფინალი @ 12.30 საქ

@
* * *
ჩავრთე და ...

http://www.vipleague.tv/rugby/379341/1/hsbc-world-rugby-sevens-:-hong-kong-round-7-day-3-live-stream-online.html


ნახევარ’ფინალები @ 11.44 საქ

ზელ - აფრ, ფიჯ - ავს


შესარჩევის ფინალი @ 12.30 საქ

ჰნკ - იაპ


თასის ფინალი @ 15.00 საქ




Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Apr 2016, 15:37
user posted image

დამბალ მოედანზეც

მსოფლიო სერიის ფალავანმა და ლიდერმა, ფიჯიმ ჰონ’კონგურ ავდარში ძლია მდევარი ზელანდია
და შვიდკაცის მექაში მე-16-ედ შემართა თასი


Ovaluri.comxa.com/2016
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

სერიის 12-გზის ჯილამ, ზელანდიამ საწყისი 6 ეტაპიდან სამი კი მოიგო, მაგრამ უფრო სტაბილურები - ფიჯი და აფრიკა 2 და 1 ქულით მაინც უსწრებდნენ. ახლა ფორა 5-მდე გაიზარდა; ერთი კია, მეტოქენი ისე თანაბარნი არიან, რომ ჩემპიონი ნაღდად ბოლო ტურნირში’ღა - ლონდონში გამოვლინდება

ჰონ’კონგის შოუ ტრადიციულად 3-დღიანია. პარასკევ საღამოს აფრიკა 14:21 დამარცხდა ინგლისთან, ფიჯიმ კი ბოლო შეტევით’ღა ძლია კანადა * 19:17

შაბათს ზელანდიას გაუჭირდა კენიასთან * 5:0, შტატებმა 22:7 აჯობეს ავსტრალიას, რუსეთი კი აფრიკასთან თუმც 0:50 მოისრა, მერე 12:12 დაუზავდა ინგლისს

ბრწყინვალედ გადაკიდებული

კვირას, ნახევარ’ფინალში იგივე ოთხეული გავიდა, რაც წინა ეტაპზე - ვანქუვერში, და იგივე კვარტეტი მოწინავეობს ქულებითაც. "თამაშთა თამაში" კივთა და იაპთა შებმა იყო, რომელიც მეორე ოვერ’ტაიმის ბოლოსღა დასრულდა

დამბალ მოედანზე სირბილი ჭირდა და წუნმაც იმატა. ამას დაემატა სქოთი რეფი, ვინაც ყველაფერში აფრიკას ამტყუნებდა. პირველ ოვერ’ტაიმში მსაჯმა კივი გაასინბინა გვიანი ბოჭვისთვის, მაგრამ აფრიკას ჯარიმა აღარ დაუბრუნა, მატჩის ბედი კი გადაწყვიტა კურტ ბეიქერისგან რეგან ვეასთვის ფრთაზე ბრწყინვალედ გადაკიდებულმა

ვაილდ’ქარდად გამოაწრთეს

ამის კვალად ფიჯიმ გააბურთავა ავსტრალია და ცხადი შეიქნა, რომ 10 კაცის ამარა დარჩენილი და გათანგული ზელანდია ფინალში გატყდებოდა. და მართლაც, კივები თუმც დაწინაურდნენ, ჯერი ტუვაიმ, კიტიონე ტალინგამ და სემი კუნატანიმ გაუტანეს ლელოები

რუსეთმა ფარი აიღო და 4-დან 6 ქულამდე გაზარდა ფორა გასავარდნად განწირულ პორტუგალიასთან, საგაისოდ კი უკვე - ჰონკონგშივე, ეტაპის პარალელურად ჩატარებული შესარჩევის მოგებით - აღზევდა იაპონია, ვინაც მახვშებმა ვაილდ’ქარდად სერიის 4 ეტაპზე აჩაუქეს და ისე გამოაწრთეს, რომ ფინალამდე ქულა არ გაუშვია * 167:0


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVII სეზონი * 2015-16

VII ეტაპი * 8-10/04 @ ჰონ’კონგ (ჩინ)

პულები
(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) ზელანდია 3-0, კენია(+12) 1-2 / საფრანგეთი(-7) სამოა(-30) 1-2
(ბ) ინგლისი 2-0*1, აფრიკა 2-1 / შოტლანდია 1-2, რუსეთი 0-2*1
(გ) შტატები 3-0, ავსტრალია 2-1 / არგენტინა 1-2, პორტუგალია 0-3
(დ) ფიჯი 3-0, უელსი 2-1 / კანადა 1-2, კორეა# 0-3

მეოთხედ’ფინალი

ზელანდია (ა1) 19:7 უელსი (დ2)
შტატები (გ1) 0:28 აფრიკა (ბ2)
ფიჯი (დ1) 12:10 კენია (ა2)
ინგლისი (ბ1) 5:14 ავსტრალია (გ2)

ნახევარ’ფინალი

ზელანდია*2დდ 12:7 აფრიკა
https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=48501&d=1460342776

ფიჯი 34:5 ავსტრალია
https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=48502&d=1460343454

ფინალი

ფარი (XIII) რუსეთი 19:14 კანადა
ფიალა (IX) არგენტინა 26:0 შოტლანდია

სინი (V) ინგლისი 19:0 შტატები
https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=48506&d=1460347945

ბრინჯაო (III) აფრიკა 14:12 ავსტრალია
https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=48507&d=1460348922

თასი (I) ფიჯი 21:7 ზელანდია
https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=48516&d=1460350880

ფიჯი

1 აპისაი-რავიავა ნდომო’ლაილაი, 2 ჯასა ვერე’მალუა, 3 სემი კუნატანი, 4 ისაკე-თამაი’მბაუ კატონი’მბაუ, 7 ოსეა-რამონდი კოლინისაუ^კაპ, 9 ჯერი-სერემაია ტუვაი-ვუნისა, 12 ვატემო რა’ვოუ’ვოუ *

5 პიო ტუვაი, 6 ამენონი ნასილა’სილა, 8 მასი’ვესი ნდაკუ’ვანქა, 10 კიტიონე ტალინგა-ნდავაი, 11 სავენათა რავათა * მწ) ბენ რაიან (ინგ)

ქულა (+00 სხვაობა)

128 ფიჯი (3თ: დუბაი ლას-ვეგას ჰონ’კონგ;
123 ზელანდია (3თ: ველინგთონ სიდნი ვანქუვერ;
122 აფრიკა (თ: ქეიპ’თაუნ;

105 ავსტრალია; 88 შტატები; 77 არგენტინა; 70 ინგლისი; 63 კენია;
49 სამოა+26 შოტლანდია-102; 48 საფრანგეთი; 42 უელსი; 33 კანადა;
18 რუსეთი; 12 პორტუგალია (ბოლო ვარდება) /
20 იაპონია#### 1 ბრაზილია# ზიმბაბვე# კორეა#

გასამართია

8 = 16-17/04 სინგაპურ (სნგ)
9 =14-15/05 პარიზ’ი (სფრ)
10 = 20-22/05 ლონდონ (ინგ)

თასის მფლობელი

1999-2016 (143 ეტაპი:
55 ზელანდია - 30 ფიჯი; 22 აფრიკა; 16 ინგლისი; 10 სამოა;
6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები


XVIII სეზონის * 2016-17 შესარჩევი

პულები

(ე) გერმანია(+55) ზიმბაბვე(+42) 2-0*1, ჰონ’კონგი 1-2(+24) / ქაიმანზი 0-3(-121)
(ვ) ესპანეთი 3-0(+93) ჩილე 2-1(+8) / მექსიკა 1-2(-54) პაპუასეთი 0-3(-47)
(ზ) იაპონია 3-0(+112) მაროკო 1-1*1(-43) ტონგა 1-2(-12) / ბრაზილია 0-2*1(-57)

მეოთხედ’ფინალი

1#იაპონია (ზ1) 33:0 8#ტონგა (ზ3)
2#ესპანეთი (ვ1) 7:12 7#ჰონ’კონგი (ე3)
3#გერმანია (ე1) 19:14 6#მაროკო (ზ2)
4#ზიმბაბვე (ე2) 19:5 5#ჩილე (ვ2)

ნახევარ’ფინალი

იაპონია 22:0 ზიმბაბვე
ჰონ’კონგი 17:7 გერმანია

ფინალი

იაპონია 24:14 ჰონ’კონგი
https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=48517&d=1460354911

@

Posted by: GiorgiG83 11 Apr 2016, 15:52
http://rugby.worldsport.ge/ge/page/4767_seu-evropashi-daadjildoves

"სეუ" ევროპაში სამართლიანობისთვის დააჯილდოვეს_ოოო...

ეს სეუ-ელი პროფესიონალი და ნაკრების წევრი ან კანდიდატი მორაგბეები დაიჭერენ მოყვარულ ევროპელებს და თავზე ბურთს ახევენ smile.gif
მალე ტოტალიზატორი "კუშს" გამოიტანს სეუსთვის ლელოს დადება 70.0 კოეფ. იო...

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Apr 2016, 20:38
ხვალ დილიდან სინგაპურის პლეი’ოფი

საქართველოს დროით

მეოთხედ’ფინალები

07.58 ფიჯ - ავს
08.20 აფრ - ზელ
08.42 არგ - სამ
09.04 სფრ - კენ

ნახევარ’ფინალები

12.28 და 12.50

ფინალი

15.38

@
* * *
ნახევარ’ფინალები

12.28 ფიჯ - აფრ
12.50 არგ - კენ

ფინალი

15.38

@

ზელანდიის საქმე ვერაა კარგად:

აქამდე ფიჯი უსწრებდა 5 ქულით და ახლა =
კივთათვის საუკეთესო შემთხვევაში (4.ფიჯ - 5.ზელ)
სხვაობა გაიზრდება 7 ქულამდე, ლოგიკით კი მეტადაც

ქულა:

თასი 22 - 19 - 17 - 15
სინი 13 - 12 - 10 -10
ფიალა 8 - 7 - 5 - 5
ფარი 3 - 2 - 1 - 1

@

Posted by: xDavid_S 17 Apr 2016, 11:27
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
ზელანდიის საქმე ვერაა კარგად:

აქამდე ფიჯი უსწრებდა 5 ქულით და ახლა =
კივთათვის საუკეთესო შემთხვევაში (4.ფიჯ - 5.ზელ)
სხვაობა გაიზრდება 7 ქულამდე, ლოგიკით კი მეტადაც

რაზე ახდენს ეგ გავლენას?

რიოში განთესვაზე თუ მხოლოდ წლის საერთო ცხრილში პირველობაზე?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Apr 2016, 12:43
რიო რიოდ, მაგრამ როგორია სერიაში ზედიზედ მეორედ გაჯობოს ... მეზობელმა ქაჯეთმა?

რიოს განთესვაც ალბათ სერიის შედეგებს მიყვება, მაგრამ ძაანაც აზრი არ უნდა ჰქონდეს ...
პირველ დონეზე ისედაც იქნებიან ფიჯ აფრ ზელ ავს


+ მეორე თამაშია ერთნაირად იგებენ: ავს და აფრ დაალელოვეს სირენის მერე ქიქოფის აღებით

++ ეხლა ფიჯი აიღებს მინიმუმ 19 ქულას, ზელანდია - მაქსიმუმ 13 ქულას,
ანუ ბოლო ორი ეტაპის წინ სხვაობა იქნება მინიმუმ 5+6 = 11 ქულა (ბევრია!

Posted by: Lotkinski 17 Apr 2016, 17:42
კენიამ სენსაციურად მოიგო სინგაპურის ტური, მათ ფინალში მფრინავი ფიჯელები დაამარცხეს biggrin.gif უყურე შენ მაგათ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 18 Apr 2016, 13:19
user posted image

მეათე ჯილა - კენია!

მსოფლიო სერიის ეტაპი - სინგაპურისა - პირველად მოიგო კენიამ,
ლიდერმა ფიჯიმ კი ქულებით მეტად გაუსწრო მდევრებს


Ovaluri.comxa.com/2016
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

"სინგაპურის შვიდკაცა" სერიაში 10 წლის შემდეგ აღდგა და მოეწყო ახალ, სახურავიან ეროვნულ სტადიონზე. ოფიციოზის თანახმად, შოუზე ორ დღეში 45 ათასი მოსეირე მივიდა, მაგრამ მაგის გადამოწმება ძნელია, რაკი სკამები ვაკურ ყაიდაზეა აჭრელებული და შორიდან ვერ გაარჩევ, ზედ ვინმე ზის თუ არა

მასპინძლებმა სირენის ნაცვლად გონგი დანერგეს. პირველ პულურსავე რაუნდში ყოველი მეორე თამაში მოულოდნელი შედეგით დასრულდა - საფრანგეთს ზელანდია ბოლოჯერ 2005 წელს ეძლია, ახლა კი 24:0 მოსრა; ავსტრალიას 12:7 მოუგო არგენტინამ, უელსს 26:19 - იაპონიამ, ფიჯი კი, ლას’ვეგასისა არ იყოს, ისევ ძლია მეზობელმა სამოამ * 28:14

ლელო, ქიქოფი, ლელო!

აღინუსხა ორი ფრე, ოთხი პულიდან კი ერთადერთი (ბ) დალაგდა კანონიკურად (3 2 1 0). კენია 12:12 დაუზავდა შოტლანდიას, მერე კი 0:14 დამარცხდა აფრიკასთან და უკეთესი სხვაობით’ღა გავიდა თასზე, სადაც კვირას სამივე მატჩი მოიგო. ერთი კია, პლეი’ოფის ბადე აშკარად გაუწონასწორებელი გამოვიდა, რაკი იქეთა ნახევარში სერიის ოთხივე (!) ლიდერი მოხვდა

ფიჯიმ ავსტრალია და აფრიკა ერთ’ნაირად, ზე’დრამატულად გააგდო - ბოლო წუთზე დაუდო ლელო, ქიქოფი იხელთა და კიდევ დაალელოვა. ოზებთან ასე ივაჟკაცეს ჯასა ვერემალუამ და კიტიონე ტალინგამ, იაპებთან კი - ამენონი ნასილასილამ და ალიფერეტი ვეიტოკანიმ

ზელანდია მეოთხედ’ფინალში დაითხოვა ბოკემ - ჯასთინ ხედულდმა ბოლო შეტევაში რომ გააკავა ლიამ მესამი და ეს გამტყუნდა, ბურთიც დაარტყა და სინბინი მიიღო. ამასობაში კენიამ გააბითურა საფრანგეთი, არგენტინასთან კი, გონგის შემდეგ, ვეტერანმა ქოლინზ ინჯერამ 40 მეტრიდან (არეკნით) გაიტანა გამარჯვების მომტანი ჯარიმა

გომეს’კორას ეწევა

ზელანდია მესამედაც დამარცხდა - სინის ფინალში, სამოასთან, ფიჯი კი ისე გაითანგა წყვილ თრილერში, რომ კენიასთან ფინალის პირველი ტაიმი 0:20 წააგო. ეკვატორელებმა სულ 6 ლელო დაუდეს ზღვისრეთელ ჯადოქრებს, მაგრამ ყველა გარდასახვაც გააფუჭეს * 30:7

ინჯერამ ფინალში დუბლი შეასრულა და სერიის სამარად’ჟამო სიაში ერთი წყაროთი 5, ხოლო მეორის თანახმად - ორი ლელოთი’ღა ჩამორჩება არგენტინელ სანტიაგო გომეს’კორას (230)

კენია შეიქნა ოდენ მეათე (!) გუნდი, ვინაც სერიის 17-წლიან ისტორიაში თასი შემართა. სხვაფრივ, ბოლო ორი, ევროპული ეტაპის წინ, შარშანდელი ფალავანი ფიჯი 8 ქულით უსწრებს აფრიკას და 12-ით ზელანდიას, გავარდნის კანდიდატი პორტუგალია კი 4 ქულამდე წამოეწია რუსეთს, ვინაც ზედიზედ მესამედ აწია ფარი (XIII ადგილი)


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVII სეზონი * 2015-16

VIII ეტაპი 16-17/04 @ სინგაპურ (სნგ)


პულები
(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) ფიჯი(+38) სამოა(+23) 2-1 / ინგლისი(=0) 2-1, პორტუგალია 0-3
(ბ) საფრანგეთი 3-0, ზელანდია 2-1 / შტატები 1-2, კანადა 0-3
(გ) აფრიკა 3-0, კენია(=0) 1-1*1 / შოტლანდია(-7) 1-1*1, რუსეთი 0-3
(დ) არგენტინა 2-0*1, ავსტრალია 2-1 / იაპონია# 1-1*1, უელსი 0-3

მეოთხედ’ფინალი

ფიჯი (ა1) 19:14 ავსტრალია (დ2)
აფრიკა (გ1) 12:7 ზელანდია (ბ2)
არგენტინა (დ1) 12:7 სამოა (ა2)
საფრანგეთი (ბ1) 7:28 კენია (გ2)

ნახევარ’ფინალი

ფიჯი 26:21 აფრიკა
ვიდეო https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=48742&d=1460941211

კენია 15:12 არგენტინა
ვიდეო https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=48743&d=1460941970

ფინალი

ფარი (XIII) რუსეთი 24:7 უელსი
ფიალა (IX) შოტლანდია 14:10 შტატები

სინი (V) სამოა 26:21 ზელანდია
ვიდეო https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=48746&d=1460945242

ბრინჯაო (III) აფრიკა 28:0 არგენტინა

თასი (I) კენია 30:7 ფიჯი
ვიდეო https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=48765&d=1460948185


კენია

1 ოსკარ აიოდი, 4 ლუგონზო ლიგამი, 6 ჰამფრი კაიანგე, 8 ენდრიუ ამონდე^კაპ, 10 სემ ოლიეჩ, 11 ქოლინზ ინჯერა, 12 ვილიამ ამბაკა *
2 რობერთ არინგო, 3 ელვინ ოტიენო, 5 ფრენქ ვანიამა, 7 სემ მონტარი, 9 ნელსონ ოიო * მწ) ბენჯემინ აიმბა


ქულა (+00 სხვაობა)

147 ფიჯი (3თ: დუბაი ლას-ვეგას ჰონ’კონგ;
139 აფრიკა (თ: ქეიპ’თაუნ;
135 ზელანდია (3თ: ველინგთონ სიდნი ვანქუვერ;

115 ავსტრალია; 95 შტატები; 92 არგენტინა; 85 კენია (თ: სინგაპურ;
75 ინგლისი; 62 სამოა; 58 საფრანგეთი; 57 შოტლანდია; 44 უელსი;
34 კანადა; 21 რუსეთი; 17 პორტუგალია (ბოლო ვარდება) /
21 იაპონია##### 1 ბრაზილია# ზიმბაბვე# კორეა#


გასამართია

9 >> 14-15/05 პარიზ’ი (სფრ)
10 >> 20-22/05 ლონდონ (ინგ)


თასის მფლობელი

1999-2016 (144 ეტაპი:

55 ზელანდია - 30 ფიჯი; 22 აფრიკა; 16 ინგლისი; 10 სამოა;
6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები კენია

@

Posted by: GiorgiG83 22 Apr 2016, 17:23
http://rugby.worldsport.ge/ge/page/4842_qartuli-7-kaca-chempionta-tasistvis-ibrdzolebs

საკლუბო შვიდკაცა რუსების თაოსნობით_ოო

Posted by: jora84 22 Apr 2016, 17:28
GiorgiG83

ჩვენ გვყაავს კი ჩემპიონი? biggrin.gif

Posted by: GiorgiG83 22 Apr 2016, 17:31
jora84
7-კაცა საკლუბო რუტნირი შანღან მგონი ყოჩებმა მოიგო და ისე...
ვინ ან რა პრინციპით წავა ხ.ე.ზ. ...

ჯერ ბიუჯეტია დასამტკიცებელი და მსაჯისთვის სახვევი მოსახსნელი თუ ფეხი გადასახვევი wink.gif
ისევ კახა, ზაზა და პალიკო თუ მოაბამენ რამეს თავს...

ღირს, არ ღირს, ავეწყოთ მსგავს ტურნირებს არ ავეწყოთ...

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Apr 2016, 20:40
QUOTE
7-კაცა საკლუბო რუტნირი შანღან მგონი ყოჩებმა მოიგო


შარშან არაფერი გამართულა

არც წელს უჩანს კარგი პირი

ბოლო მოიგო რუსთავმა 2014 წლის ოქტომბერში = ჩვენს თამაშში რომ ვწერდი

http://site.rugby.ge/ka-GE/2014-Geo7s/

აგე ფოტოც გადიდებული ჩეკისა

@

Posted by: Lotkinski 27 Apr 2016, 23:08
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შვიდკაცა რაგბიში და ლელობურთში საგაზაფხულო ჩემპიონატი დასრულდა. სპორტის თითოეულ სახეობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 10 გუნდი მონაწილეობდა. საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: შვიდკაცა რაგბიში პირველი ადგილი სპეციალური ოპერაციების ძალებმა აიღეს, მეორე ადგილი - III ქვეითი ბრიგადის გუნდმა, ხოლო, მესამე ადგილი - IV მექანიზირებული ბრიგადის ნაკრებმა.

რაც შეეხება ლელობურთს, სპორტის ამ სახეობაში პირველ ადგილს III ქვეითი ბრიგადის ნაკრები დაეუფლა, მეორე ადგილს - II ქვეითი ბრიგადა; ხოლო, მესამე ადგილზე V ბრიგადა გავიდა. თამაშები ვაზიანში IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე გაიმართა.

ჩემპიონატის დასასრულს გამარჯვებულებს შესაბამისი მედლები, ხოლო, პირველადგილოსან გუნდებს ჩემპიონის თასები გადაეცათ. საფინალო თამაშებს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო.

„კარგი ზეიმი გამოვიდა, მიხარია, რომ აღორძინდა ძველი ქართული თამაში - ლელობურთი. საკმაოდ დაძაბული და საინტერესო თამაშები იყო. აქ არიან მწვრთნელებიც, რაგბის ფედერაციის წარმომადგენლებიც, აკვირდებიან მოთამაშეებს და მალე ბევრი მათგანი, შესაძლოა, საქართველოს ნაკრებშიც ვიხილოთ“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

სპორტული ღონისძიება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების შეფასების სამმართველოს ორგანიზებით ჩატარდა.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 May 2016, 20:15
user posted image

სამოური სასწაული

შვიდკაცის "მსოფლიო სერიის" ბოლოს წინა, პარიზის ეტაპის ფინალში სამოამ სასწაულად ძლია ფიჯი,
ვისაც პირველობისთვის ფინიშზე ფიალის აღებაც ყოფნის


Ovaluri.comxa.com/2016
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

user posted image

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის 21 აპრილიდან
https://www.facebook.com/ovaluri/
გამოიწერეთ და სიახლეები სმართ’ფონზე მოგივათ!

პარიზის შვიდკაცა 9 წლის შემდეგ აღდგა, "სტადის" ბინაზე, "ჟან ბუენზე" მოეწყო და მოსეირეც საკმაოდ მიიზიდა ქალაქში, სადაც 1924 წელს ბოლო ოლიმპიური ტურნირი ჩატარდა. ამ ფაქტს დაბლინ’ური პროპაგანდა მალიმალ იმად იმეორებს, რომ რაგბი - ოღონდაც 7’კაცა - 92 წლის შემდეგ, აგვისტოში, რიოში უბრუნდება თამაშების პროგრამას!

ლიანგმა გაიხარა - ფრანგებმა 15’კაცაში განათხოვარი ფიჯელი, ვირიმი ვაკატავა დაიბრუნეს და მესამე ადგილი დაიკავეს, სერიის ლიდერმა და შარშანდელმა ჩემპიონმა, ფიჯი’მ კი მეტადაც გაუსწრო მდევრებს -აფრიკას (14 ქულით) და ზელანდიას (21)

ჰოდა, დამდეგ ვიქენდზე, ლონდონში, საკმარისია პულიდან თასზე გავიდეს, ანაც ქვედა 8’ეულში ჩაეშვას და იქ ფიალა მაინც მოიგოს, რომ უეჭველად იპირველებს

ფრე ეგონათ

ეტაპი თავიდან ორ დღედ დაიგეგმა, მაგრამ მერე ჰონკონგურად - პარასკევ ღამით დაიწყო, შაბათს კი, "ჩემპიონთა თასის" ფინალის ხათრით, ადრევე მოყომარდა

გუნდები ოთხივე პულში კანონიკურად დალაგდნენ (3-2-1-0 მოგება; ფიჯიმ მეზობელი სამოა სულაც * 42:5 მოსრა, ზელანდია კი სინგაპურის ფალავანთან, კენიასთან წააგებდა, გილის კაკას სირენის შემდეგ რომ არ ეყოჩაღა * 19:17

კვირას გაჩაღდა პლეი’ოფი და უმალ წყვილი სენსაცია გამოცხვა: ჩამორჩენილმა არგენტინამ ისე გააგდო ზელანდია, რომ ტელევიზიას ანგარიში ჩაუქრა და კომენტატორებს ფრე ეგონათ, ხოლო სამოამ მეზობელს აფრიკა ჩამოაშორა

სულ ბოლო შეტევამდე, ავსტრალიასთან აგებდა ფიჯიც, მაგრამ დიდი რაგბიდან ხმობილმა სამისონი ვირივირი’მ გაიჯეჯილა

ფორმიდან ამოვარდნილ ზელანდიას - კივები თანდათან სულ უფრო ნაკლებ ქულას იმკიან: 22, 19, 12, 10 - სინზე მოუგო აფრიკამაც * 29:19, თასის ნახევარ’ფინალები კი მაინც ლოგიკურად დასრულდა

მონაკოს რეპეშაჟი

ფინალის პირველი ტაიმი ვირტუოზულად მობურთავე ფიჯიმ ლელოებით 4/1, ხოლო ქულებით 26:7 მოიგო

მერე რაც მოხდა, ცოტათი ფარსს ჰგავდა: ფიჯი საეჭვოდ დადგა, სამოამ კი არა 7’კაცა, არამედ კლასიკური რაგბი გააჩაღა და კაპიტან ფალემინგა სელე’სელეს ლელოთი წინაც გავიდა * 29:26

გამწარებულ ფავორიტს ბოლო, უკვე საფირმოდ ქცეულმა აწყვეტამაც ვეღარ უშველა - მოიერიშეს ზედ ალამთან, ბოჭვით გააგდებინეს ბურთი

ასე და ამგვარად, სამოამ 2012 წლის დუბაის ეტაპის შემდეგ პირველად შემართა თასი და რაგბეთს დაანახა, რომ ივნისში, მონაკოს რეპეშაჟში, ბოლო, მე-12 ოლიმპიური საგზურის მოპოვების უპირველესი კანდიდატია


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVII სეზონი * 2015-16

IX ეტაპი * 13-15/05 @ პარიზი (სფრ)

== 9 მატჩის თორენთ’ბმულები იხილეთ სტატიაში ==

<< პულები

(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) ზელანდია 3-0, კენია 2-1 / რუსეთი 1-2, პორტუგალია 0-3
(ბ) ფიჯი 3-0, სამოა 2-1 / შოტლანდია 1-2, უელსი 0-3
(გ) აფრიკა 3-0, ავსტრალია 2-1 / ინგლისი 1-2, ბრაზილია# 0-3
(დ) საფრანგეთი 3-0, არგენტინა 2-1 / შტატები 1-2, კანადა 0-3

<< მეოთხედ’ფინალი

ზელანდია (ა1) 17:19 არგენტინა (დ2)
აფრიკა (გ1) 10:21 სამოა (ბ2)
საფრანგეთი (დ1) 24:5 კენია (ა2)
ფიჯი (ბ1) 17:15 ავსტრალია (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

სამოა 14:12 არგენტინა
ფიჯი 22:5 საფრანგეთი

<< ფინალი

ფარი (XIII) პორტუგალია 24:19 უელსი
ფიალა (IX) შოტლანდია 28:10 ინგლისი
სინი (V) აფრიკა 17:7 ავსტრალია
ბრინჯაო (III) საფრანგეთი 26:17 არგენტინა
თასი (I) სამოა 29:26 ფიჯი


სამოა

1 ალეფოსიო ტაპილი, 2 ფალემინგა სელე’სელე^კაპ, 3 სია’ოსი ასო’ფოლაუ, 5 ტეო’ფილო-ედ ფიდოუ, 7 სეფილინო სამოა, 9 ტია მეა’ლოი, 11 ბელჯემ ტუა’ტანგა’ლოა *

4 საველიო როპატი, 6 ეტი’უეფა ფია’ვაი, 8 ტომასი ალოსიო-ლონგო’ტული, 10 სამოა ტოლოა, 12 ალამანდა-ლოლო მოტუნგა *

მწ) დამიენ მაკ’გრას (ინგ)


ქულა (+00 სხვაობა)

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / სინი 13 - 12 - 10 -10 / ფიალა 8 - 7 - 5 - 5 / ფარი 3 - 2 - 1 - 1

166 ფიჯი (3თ: დუბაი ლას’ვეგას ჰონ’კონგ;
152 აფრიკა (თ: ქეიპ’თაუნ;
145 ზელანდია (3თ: ველინგთონ სიდნი ვანქუვერ;

127 ავსტრალია; 107 არგენტინა; 100 შტატები;
95 კენია (თ: სინგაპურ; 84 სამოა (თ: პარიზი;
82 ინგლისი; 75 საფრანგეთი; 65 შოტლანდია; 46 უელსი;
35 კანადა; 26 რუსეთი; 20 პორტუგალია (ბოლო ვარდება) /
21 იაპონია##### 2 ბრაზილია## ზიმბაბვე# კორეა#

გასამართია

10 20-22/05 ლონდონ (ინგ)


თასის მფლობელი

1999-2016 (145 ეტაპი:

55 ზელანდია - 30 ფიჯი; 22 აფრიკა; 16 ინგლისი; 11 სამოა;
6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები კენია


ოლიმპიური რეპეშაჟი

18-19/06 @ მონაკო * 16 გუნდი: ურუგვაი, ჩილე; კანადა, მექსიკა;ესპანეთი, რუსეთი, გერმანია, ირლანდია; ჰონკონგი, კორეა, შრი ლანკა; ტონგა, სამოა; ზიმბაბვე, მაროკო, ტუნისი

ოლიმპიადა

9-11/08 @ რიო * 12 გუნდი: ბრაზილია; ფიჯი, აფრიკა, ზელანდია, ბრიტანეთი; არგენტინა, შტატები, საფრანგეთი, იაპონია, ავსტრალია, კენია; რეპეშაჟის გამარჯვებული

@

Posted by: iverieli 19 May 2016, 17:22
იყოს აქაც

7-კაცას შემადგენლობა ჰინთონ სევენზისთვის - 21-22 მაისი, ტური, საფრანგეთი



1. დავით ლოსაბერიძე - აია

2. ალექსანდრე ხუციშვილი - ყოჩები

3. ჟორჟ სალდაძე - აია

4. რევაზ ჯინჯიხაძე - ჯიქი

5. ბახვა კობახიძე - ბათუმი

6. გიორგი სორდია - ლილი (საფრანგეთი)

7. ლევან გოგოლაშვილი - ყოჩები

8. იოსებ მათიაშვილი - აკადემია

9. მამუკა ნინიძე - ჯიქი

10. ბექა ურჯუკაშვილი - არმია

11. იოსებ კიკვიძე - აია

12. მეთ ჯენი - ოქსფორდი (ინგლისი)



კახა ალანია - მთავარი მწვრთნელი

პალიკო ჯიმშელაძე - მწვრთნელი

ზაზა ლეჟავა - მწვრთნელი

ვახტანგ წიკლაური - ექიმი

გიორგი სვანიძე - ფიზიო

http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=5449&callerModID=17364&Title=7-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%90%20%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A1%20%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1

Posted by: ჯადოსანი 20 May 2016, 17:20
არის კიდე რამე?








---------------------------------------

Posted by: jora84 20 May 2016, 17:41
ჯადოსანი

ბატონო ?

Posted by: iverieli 21 May 2016, 18:55
კი მოსამზადებელი ეტაპია და სათადარიგოებით ვართ, მაგრამ მაროკოსთან მაინც არუნდა წაგვეგო sad.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 May 2016, 14:58
user posted image

სრული არსენალით

შვიდკაცის "მსოფლიო სერიის" ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა ფიჯი,
ბოლო, ლონდონის ეტაპი კი შოტლანდიამ მოიგო


Ovaluri.comxa.com/2016
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

user posted image

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის 21 აპრილიდან
https://www.facebook.com/ovaluri/

შოტლანდია შვიდკაცის სამშობლოა, მაგრამ 17 სეზონი და 146 ეტაპი დაჭირდა, რათა პირველად შეემართა თასი. მეტიც, რაღაი რიოს ოლიმპიადაზე ბრიტანეთს ინგლისი წარადგენს, მომჭირნე სქოთები სულაც 7’კაცის დაშლას ფიქრობდნენ, ამ სეზონში კი, ლონდონამდე, პულიდან ოდენ ერთხელ შესულიყვნენ ზედა რვეულში

ფიჯი იმდენად უსწრებდა მდევრებს, რომ პირველობისთვის თასზე გასვლა ყოფნიდა. გინდ "მფრინავებმა" და გინდაც "ჯადოქრებმა" ლიგიდან (ნრლ) "ამერიკული ბურთაობის" (ნფლ) გავლით აიმატეს თვით ჯარედ ჰეინი, მაგრამ ძაანაც ვერ ენდნენ უჩაუქეს, თუმც’კი შვიდკაცის უმეცარ ვარსკვლავს, და 6-დან სამი თამაშიც წააგეს

ბეიქერის 4 ლელო

შაბათს, პულებში, სამივე ხელი მოიგეს მხოლოდ აფრიკამ და ინგლისმა, და უჩვეულოდ ბევრი, 3 ფრეც დაჯდა 24 მატჩში * სფრ 14:14 შტლ, აშშ 12:12 კან, არგ 14:14 ზელ

კენიელმა ქოლინზ ინჯერამ სერიის სამარადჟამო სიაში ლელოებით გადაუსწრო არგენტინელ სანტიაგო გომეს-კორას, სტარტზე ინგლისთან* 10:31 წაგებულმა ფიჯიმ კი საღამოს * 26:0 გააბურთავა ავსტრალია და სერიის ჩემპიონობა შეინარჩუნა

კვირა დილით, მეოთხედ’ფინალში, თითქმის ცარიელ თვიქნემზე, წააგო აფრიკის გარდა ყველა - ერთბაშად სამმა - პულის ჯილამ, ამერიკელმა პერი ბეიქერმა კი 4’ჯერ დაალელოვა ნაქები კივები

ნახევარ’ფინალში ფიჯი ვეღარ დაეწია აფრიკას და ბრინჯაოს მატჩშიც ლონდონის შარშანდელ ფალავნებთან - იანკებთან დამარცხდა, ესენი კი, ინგლისის კვალად, სწორედ რომ სქოთებმა გააგდეს

ფიჯურად მოიხელთეს

20’წუთიან ფინალში აფრიკა ფავორიტად ჩანდა და ბოლო წუთზეც კი 26:15 იყო წინ, მაგრამ დაგი ფაიფმა ორი ლელო დადო, რაკი გუნდმა თავისივე ქიქ’ოფი ფიჯურად მოიხელთა * 27:26

რუსეთი ელიტაში დარჩა; პორტუგალია, "ერთა თასის" კვალად, აქედანაც გავარდა და გაისად - ანუ შემოდგომიდან - იაპონია შეცვლის; 10 რაუნდში ექვსმა (!) გუნდმა შემართა თასი; ბოლო სამი ტურნირი კი სენსაციურად დასრულდა, რაც ოლიმპიურ დებიუტს ეშხს მატებს

და’ბოლოს, გულად სქოთებზე. თუ ფიჯი უნიკალურად 7’კაცაობს, ყველა სხვა ბობოლა კი უნიფიცირებულ, ზე’ხისტ, ზე’ჩქარ ყაიდაზე თამაშობს, შოტლანდია სრულ რაგბულ არსენალს იყენებს - ბურთაობს გაშლილად, გრძელი პასებით; კონტაქტს ერიდება და ასე განსაჯეთ, ფინალში ლელოც კი შეიტანა ... დერეფანში აგორებული მოლით


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVII სეზონი * 2015-16

ბოლო, X ეტაპი * 21-22/05 @ ლონდონ (ინგ)

პულები

(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) აფრიკა 3-0, შტატები(+3) 1-1*1 / კანადა(-9) 1-1*1, სამოა 0-3
(ბ) ინგლისი 3-0, ფიჯი 2-1 / ავსტრალია 1-2, უელსი 0-3
(გ) საფრანგეთი(+48) შოტლანდია(+29) 2-0*1 / კენია 1-2, პორტუგალია 0-3
(დ) ზელანდია(+54) არგენტინა(+31) 2-0*1 / რუსეთი 1-2, ბრაზილია# 0-3

მეოთხედ’ფინალი

აფრიკა (ა1) 21:19 არგენტინა (დ2)
საფრანგეთი (გ1) 7:40 ფიჯი (ბ2)
ზელანდია (დ1) 14:42 შტატები (ა2)
ინგლისი (ბ1) 0:17 შოტლანდია (გ2)

ნახევარ’ფინალი

აფრიკა 26:21 ფიჯი
შოტლანდია 24:17 შტატები

ფინალი

ფარი (XIII) კენია 31:7 რუსეთი
ფიალა (IX) უელსი 24:19 ავსტრალია
სინი (V) ზელანდია 29:14 არგენტინა
ბრინჯაო (III) შტატები 26:19 ფიჯი
თასი (I) შოტლანდია 27:26 აფრიკა

შოტლანდია

1 სქოთ რიდელ, 3 ჰიუ ბლეიქ, 4 ჯეიმზ ჯონსთონ, 5 ნიქ მაკ’ლენან, 7 ჯეიმზ ფარნდელ, 8 დემიენ ჰოილანდ, 10 სქოთ ვაით^კაპ *
2 დაგი ფაიფ, 6 მარქ რობერთსონ, 9 მაგნუს ბრედბერი, 11 ჯეიმზ ფლემინგ, 12 გლენ ბრაის * მწ) ქელამ მაკ’რეი


სერიის ჩემპიონი

ზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 3 2006, 2015, 2016
აფრიკა 1 2009
სამოა 1 2010

თასის მფლობელი

1999-2016 (146 ეტაპი:

55 ზელანდია - 30 ფიჯი; 22 აფრიკა;
16 ინგლისი; 11 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა;
1 საფრანგეთი შტატები კენია შოტლანდია

ლელო

წელს: 66 სიბელო სენატლა (აფრ; 48 პერი ბეიქერ (აშშ; 37 სამოა ტოლოა (სამ; 35 სავენათა რავათა (ფიჯ; 32 ქოლინზ ინჯერა (კენ)

სულ: 235 ინჯერა; 230 სანტიაგო გომეს-კორა (არგ; 220 ბენ გოლინგზ (ინგ; 210 დენ ნორთონ (ინგ)


ოლიმპიური რეპეშაჟი

18-19/06 @ მონაკო * 16 გუნდი:

ურუგვაი, ჩილე; კანადა, მექსიკა;
ესპანეთი, რუსეთი, გერმანია, ირლანდია;
ჰონკონგი, კორეა, შრი ლანკა;
ტონგა, სამოა; ზიმბაბვე, მაროკო, ტუნისი

ოლიმპიადა

9-11/08 @ რიო * 12 გუნდი:

ბრაზილია; ფიჯი, აფრიკა, ზელანდია, ბრიტანეთი;
არგენტინა, შტატები, საფრანგეთი, იაპონია, ავსტრალია, კენია;
რეპეშაჟის გამარჯვებული

@

Posted by: GiorgiG83 24 May 2016, 17:37
http://rugby.worldsport.ge/ge/page/5054_7-kacas-olimpiadis-sakvalifikacio-etapis-kenchisyra

A ჯგუფი: სამოა, ზიმბაბვე, ტონგა, ირლანდია;
B ჯგუფი: კანადა, გერმანია, ურუგვაი, შრილანკა;
C ჯგუფი: რუსეთი, ჩილე, მაროკო, ტუნისი;
D ჯგუფი: ჰონკონგი, ესპანეთი, მექსიკა, სამხრეთ კორეა.

ევროპა - ირლანდია, გერმანია, რუსეთი, ესპანეთი
აზია - შრილანკა, ჰონკონგი, ს.კორეა
აფრიკა - ზიმბაბვე, მაროკო, ტუნისი
ჩრდ. ამერიკა - მექსიკა, კანადა
სამხ. ამერიკა - ურუგვაი, ჩილე
ოკეანია - სამოა, ტონგა

შეიძლება დიდი ხანი ვერ გავიდეთ ოლიმპიადაზე მაგრამ ამ 16 გუნდში (ევროპელ ოთხეულში), ყოველთვის უნდა ვიყოთ

Posted by: Lotkinski 27 May 2016, 10:26
საქართველოს 7-კაცა ნაკრები სეზონის ოფიციალური ტურნირებისთვის მზადებას განაგრძობს და რაგბის ევროპის გრან-პრის სერიის პირველ, მოსკოვის ეტაპამდე ერთი კვირით ადრე, 27-29 მაისს "ამსტერდამ სევენსზე" იბურთავებს.

ერთი კვირის წინ 7-კაცა საფრანგეთში, "ჰოვარდ ჰინთონ სევენსზე" იმყოფებოდა და როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ალანიამ ჯერ კიდევ საფრანგეთში გამგზავრებამდე განაცხადა, ჰოლანდიაში ნაკრები განსხვავებული შემადგენლობით ითამაშებს. ამ ყველაფრის მიზანი ისაა, რომ მოსკოვის ეტაპისთვის მწვრთნელებმა საუკეთესოები შეარჩიონ.

ამსტერდამში ითამაშებს რუმინეთის ვიცე-ჩემპიონი, "ბაია მარეს" კაპიტანი ბიძინა სამხარაძე, რომელმაც ერთი კვირის წინ "ტიმიშოარა-სარასენსს" ლელო გაუტანა, მაგრამ მისი გუნდი დამარცხდა. ჰოლანდიაში მიდის ცნობილი მოშვიდკაცე ზურან ძნელაძე. "ლოკომოტივის" შუამარბს დიდი 10-ის ფინალის შემდეგ მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მისცეს და საფრანგეთში ამის გამო არ წაიყვანეს. შემადგენლობაში არიან ნიკა გიგაური და ბადრი ლიპარტელიანი.

ამსტერდამში ითამაშებენ: დავით ლოსაბერიძე (აია), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), ნიკა გიგაური (არმაზი), ჟორჟ სალდაძე (აია), რეზო ჯინჯიხაძე (ჯიქი), ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები), სოსო მათიაშვილი (აკადემია), ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე, რუმინეთი), მამუკა ნინიძე (ჯიქი), ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი), რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი), 12 იოსებ კიკვაძე (აია).

Posted by: bulbula1986 27 May 2016, 10:28
Lotkinski

საყურებელი ლინკი არაა სადმე?

Posted by: tarash07 29 May 2016, 12:36
bulbula1986
ერთი თამაში ანახეს გუშინ,მოუგიათ სამივე 45-0,42-0 და 52-7
https://www.youtube.com/watch?v=BAeeLkybicg
ეს გუშინდელი თამაშებია,ჩვენების იწყება 2:07:36
ანუ ამ სტადიონიდანაა სტრიმი და აქ ერთი ითამაშეს მარტო,დღესაც პირველი თამაში ამ სტადიონზე აქვთ 14:20 და ვნახავთ ალბათ.

Posted by: lankasteri 29 May 2016, 14:11
ანუ ახლა იწყება, 9 წთ-ში?

...........................

Posted by: Lotkinski 29 May 2016, 14:39
https://www.youtube.com/watch?v=CAsHvx7hm6Y ესაა ლინკი და ჯერ არც დაწყებულაო

Posted by: LAZY... 29 May 2016, 14:42
https://www.youtube.com/watch?v=9iQpWgPjeNw ..... ესპანური ჰაკა biggrin.gif

Posted by: ქაშიბაძე 29 May 2016, 14:43
--------------------------------------------

Posted by: tarash07 29 May 2016, 14:48
მოგვიგია დღეს პირველი 28-12
მეორე კენიასთან გვაქვს.

Posted by: ქაშიბაძე 29 May 2016, 15:40
ეს რა ტურნირია

ღიპიანი ბიძები დარბიან biggrin.gif

Posted by: Qolga 29 May 2016, 15:51
ამ შვიდკაცას სერიების ვერაფერი გავიგე. ვინ რომელ დონეზე თამაშობს, სად რა ეტაპი ტარდება, რას ემსახურება ეს ეტაპები. ძაან არეულ-დარეულია ყველაფერი. ერთი HSBC Sevens-ს ჩავწვდი და მივხვდი რისთვის დარბოდა ის ხალხი (გარდა მოწვეული გუნდებისა. საინტერესოა რა კრიტერიოუმებით იწვევენ გუნდებს), დანარჩენი აჯაფსანდალია. ან ეს ფიჯი რომელი ფიჯია ეხლა ამსტერდამში ბურთს რომ ახევენ თავზე. ვერაფერი ვერ გავიგე )))

პ.ს. ჩვენ სად რა უნდა მოვიგოთ, რომ მსოფლიო სერიებში დავბრუნდეთ? ეჰ, არა და რა დრო იყო საფრანგეთს 0-ზე რომ ვუგებდით შვიდკაცაში.

Posted by: LAZY... 29 May 2016, 15:53
სუზი სალუუნ სადაური გუნდია? რეაკტიული მოთამაშეები ყავთ

Posted by: tarash07 29 May 2016, 15:58
ამსტერდამში ერთდროულად 6 ტურნირი ტარდება.
ქალების სერია,კაცების საერთაშორისო,ვეტერანების,კიდევ ქალთა საერთაშორისო.http://office.amsterdamsevens.com/Public/Matches.aspx
ამ ლინკზე შედით და ყველაფერს ნახავთ.
კარგ გუნდებთან დღეს გავედით,ცოტა ხანში კენიასთან გვაქვს თამაში, მაგრამ სხვა სტადიონზეა,9 თუ 10 მოედანია,ნამყოფი ვარ მაგ ტურნირზე,მაგრად ასწორებს.

Posted by: Qolga 29 May 2016, 16:03
tarash07

ანუ, ეს ჩვეულებრივი მოსათელი ტურნირია. სულ კლუბები გვყავს ჯგუფში.

Posted by: GIORGI112 29 May 2016, 16:03
იყო ეგ თამაშიო ანგარიში არ ვიცით ჯერ

Posted by: tarash07 29 May 2016, 16:04
რამოდენიმე გუნდია, სამურაი მაგალითად,მსოფლიო ნაკრებივით,ეგეთი ნაკრები ამსტერდამში 5 თუ 6-ია,კომპანიების სახელებით თამაშობენ,კომერციულ პონტში რა.
ფინალი წავაგეთ 2014-ში სამურაისთან,ამერიკელმა სპრინტერმა დაგვიდო გასულ დროზე.
* * *
Qolga
მოსათელია.
მოსკოვშია შემდეგ შაბათ-კვირას გრანპრის პირველი ეტაპი,თუ არ ვცდები.

Posted by: LAZY... 29 May 2016, 16:09
SHUJAA 7S - Georgia
( 14- 12 )


....წაგვიგია...

Posted by: tarash07 29 May 2016, 16:12
ვა კენიაა ეგ გუნდი,რომ მოგვეგო 4-ეულში გავიდოდითsad.gif(

Posted by: GiorgiG83 30 May 2016, 17:36
http://site.rugby.ge/ka-GE/home/

ოდნავ შოვინისტურად ჟღერს biggrin.gif
იმედია სეპარატიზმს არ დაგვაბრალებენ
:ბოლი:

Posted by: jora84 30 May 2016, 18:11
GiorgiG83

პირწავარდნილი სეპარატისტი ხარ yes.gif

QUOTE
ალექსანდრე გრიგალავამ


თუ ყოფილი მორაგბეა შვილი მრგვალბურთზე რათ შეიყვანა? :ინტრიგნისსმაილიკი:


Posted by: GiorgiG83 30 May 2016, 18:20
jora84
QUOTE
სეპარატისტი

მე კი არ ვარ სეპარატისტი, მე ვიცი იმ 1000 ძაღლის და კატის ამბავი, რომელიც ყველაფერში სეპარატისტულს ხედავენ
ამიტომ ეს სიტყვა ჩავანაცვლე შოვინიზმით ( იმ 1000 დან 777 სიტყვის მნიშვნელობა არი იცის და 223 -ს კიდევ ვერაფერს უზამ)

სამეგრელოს ჩემპიონატი... facepalm.gif no.gif სარაგბო და ლელობურთის გამოცოცხლება რეგიონებში, ამ ჯერად აქტივობა სამეგრელოში შეინიშნა...

Posted by: GiorgiG83 1 Jun 2016, 16:51
ამ ოლიმპიადის შემდეგ, უნდა მივხედოთ 7-კაცას

http://site.rugby.ge/ka-GE/sevens-team/

+

7-კაცას შემადგენლობა ევროპის გრან-პრის სერიების მოსკოვის ეტაპისთვის:
ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, თბილისი), მამუკა ნინიძე (ჯიქი, გორი), ნიკა გიგაური (არმაზი, თბილისი), ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები, ბოლნისი), დავით ლოსაბერიძე (აია, ქუთაისი), ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე, რუმინეთი), რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი, გორი), მეთ ჯენი (ოქსფორდი, ინგლისი), რევაზ ჯინჯიხაძე (ჯიქი, გორი), იოსებ კიკვაძე (აია, ქუთაისი), იოსებ მათიაშვილი (აკადემია, თბილისი).

http://rugby.worldsport.ge/ge/page/5113_7-kaca-moskovshi-midis

* * *
ვის ნახვას ისურვებდით?

ბებრებიც და ახალგაზრდებიც?

Posted by: lankasteri 4 Jun 2016, 11:51
11:44 -ზე ეწერა ჩვენების I თამაში, მარა ესპანეთი-იტალია დაიწყო მაგ დროს user.gif

შეიძლება 2 თამაშის მერე იყოს?! ეს II ჯგუფის თამაშია და ჩვენები III ჯგუფში არიან

Posted by: bulbula1986 4 Jun 2016, 12:21
lankasteri
http://www.rugbyeurope.eu/group-290.htm

აი განრიგი.
ახლა გერმანია-ბელგიის მერე იწყება

Posted by: lankasteri 4 Jun 2016, 12:28
უფფ, ბრიტანეთი 2-ს პორტუგალია გაუგორებია და ბრიტანეთი 1 ჩვენ რას გვიზამს boli.gif

Posted by: bulbula1986 4 Jun 2016, 12:38
ლოსაბერიძე, პირველი ნომერი, რა კარგი ბიჭია, კარგადაც უტევს და კარგადაც ბოჭავს

Posted by: ქაშიბაძე 4 Jun 2016, 12:39
ლაივის ლინკი არის?


samxara91
გაიხარე

Posted by: samxara91 4 Jun 2016, 12:40
Qash
http://www.rugbyeurope.tv/en/content/160604-7s-grand-prix-series-moscow-2016-day-1

Posted by: iverieli 4 Jun 2016, 12:41
bulbula1986
ლოსაბერიძეა როგორც საიტზე წერია

Posted by: bulbula1986 4 Jun 2016, 12:43
iverieli

ჰო ვნახე, კაი ბიჭია აშკარად. ისე რა საშინელი მინდორია სულ ფეხი უცურავთ
* * *
კარგი პირველი ტაიმი და ძალიან ცუდი მეორე

Posted by: iverieli 4 Jun 2016, 12:49
იმედია შემდეგ შეხვედრებში გამოვასწორებთ თამაშს. რუსეთი და ლიტვა უნდა დავამარცხოთ.

Posted by: ქაშიბაძე 4 Jun 2016, 12:53
ტეხავს ასეთი სუსტები რომ ვართ ამ სახეობაში

Posted by: iverieli 4 Jun 2016, 12:55
Qash
ნუ დაგავიწყდება რო ბრიტანეთის პირველ გუნდს ვეთამაშეთ. თან პირველი ტაიმი არაფერი დაუთმეთ. ცოტა მეტი ყურადღება უნდა 7-კაცას და ეგეც მოიტანს შედეგს თან საკმაოდ კარგს

Posted by: bulbula1986 4 Jun 2016, 12:56
QUOTE
იმედია შემდეგ შეხვედრებში გამოვასწორებთ თამაშს. რუსეთი და ლიტვა უნდა დავამარცხოთ.


ლიტვა სუსტია, რუსეთთან გაგვიჭირდება

Posted by: ქაშიბაძე 4 Jun 2016, 12:56
iverieli

მეტი ყურადღება რომ უნდა და რომ არაა მაგას ვამბობ ზუსტად...

Posted by: LAZY... 4 Jun 2016, 13:03
მეტიუს ლაპარაკი გაიგონეეთ? რიჟა რიჟა ...ბურთი ჩვენიაო ))

Posted by: xDavid_S 4 Jun 2016, 13:32
ანგარიში???

რამდენი გოლი გაგვიტანეს?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 4 Jun 2016, 13:55
მოსალოცად გვაქვს საქმე - თასზე გავდივართ: 8 ნომერზე ავედით http://m.rugby.ge/ka-GE/tables/ შემდეგი თამაში 15.50 რუსეთი

Posted by: lankasteri 4 Jun 2016, 13:59
QUOTE (xDavid_S @ 4 Jun 2016, 13:32 )
ანგარიში???

რამდენი გოლი გაგვიტანეს?

1-3 (1-1) მორჩა

პირველი ჩვენ გავიტანეთ, მარა ბრიტებმა დააქამბექეს

Posted by: Qolga 4 Jun 2016, 15:40
მაინცდამაინც ჩვენი თამაშის წინ გაითიშა სტრიმი ((

ჩაირთო. ალილუია

Posted by: jora84 4 Jun 2016, 15:59
ხმა თქვენთანაც არ ისიმის? spy.gif

Posted by: lankasteri 4 Jun 2016, 16:00
QUOTE (jora84 @ 4 Jun 2016, 15:59 )
ხმა თქვენთანაც არ ისიმის? spy.gif

არა!

.............................................................

ჩვენ რო ამათ მოვუგოთ და ამათმა - ბრიტებს, მეორეზე გავალთ ხო მერე, დიდი სხვაობით რომ მოუგონ რუსებმა იმათ

Posted by: ქაშიბაძე 4 Jun 2016, 16:08
ამ კახა ალანიას რა ნდობა აქვს ასეთი

ამდენი წელია დაარბენინებს ამ გუნდს შედეგი 0 და კაცი არაა მომკითხავი

Posted by: jora84 4 Jun 2016, 16:08
lankasteri

QUOTE
ჩვენ რო ამათ მოვუგოთ


მეროე ტაიმში ისეთ კატასტროფას ვთამაშობთ ემანდ ლიტვასთანაც არ წავაგოთ biggrin.gif

Posted by: zviadcardio 4 Jun 2016, 16:08
ეჰჰ. არ იყო ეს წასაგები თამაში

-------------------

Posted by: lankasteri 4 Jun 2016, 16:09
დანპლებმა მაინც მოგვიგეს.

იმედია 7-8-ზე მაინც გავალთ, ესენიც თუ გადიან ჯგუფიდან

Posted by: borjgali1964 4 Jun 2016, 16:17
ვერ ვისწავლე ჭკუა.

არ ვუყურებ მეთქი ვტქვი და შემომეყურა.

მინამ სანამ შეტევის მაგივრად წვალობენ, ბურთის მოშორებაზე არიან, ორჯერ ჩვენი აუტიდან ბურთი ვერ გამოვიტანეთ 5 მეტრიანიდან.

შიშით თამაშის და იმის ყურების დედაც ვატირე-ჩემდათავად.

გინდა რაგბი იყოს და გინდა ბურა.
შიში შიშია და ცუდი საყურებელია.
(

ფული იხარჯება ამაშიც და მეტი სერიოზულობითაა მიდგომა საჭირო...



Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 4 Jun 2016, 16:38
ჩვენც ვუბერავთ ზემო ვერაზე და თან მოცარტის 23-ე კონცერტს ვუსმენთ

აფიციალურად კი = ორივე წავაგეთ ცოტათი, რისი წყალობითაც ჯიუტად ვდგავართ მერვე, გასვლელ ადგილზე
>> http://m.rugby.ge/ka-GE/tables/
ბოლო თამაში 18.50 ლიტვა

Posted by: martvileli 4 Jun 2016, 17:44
http://2match.co/match-igra.html
აქაა რუსულად

Posted by: jora84 4 Jun 2016, 19:07
მაინც ვერ ჩავწვდი მეორე ტაიმებში რის გაკეთებას ვცდილობთ biggrin.gif

არცერთ მეორე ტაიმში მეტოქის მოედანზე ბურთით არ ვყოფილვართ mo.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 4 Jun 2016, 19:41
ოვალური ოაზისი
https://www.facebook.com/ovaluri/
მესამე ტურის შემდეგაც 8 ნომრად დავრჩით,
გავედით თასზე და
ხვალ 11.00 ვეთამაშებით მეორე ბრიტანეთს >> http://m.rugby.ge/ka-GE/tables/

Posted by: lankasteri 5 Jun 2016, 13:56
ლინკი გაითიშა გუშინდელი და სხვა რამე არაა?

Posted by: wesley_fofana 5 Jun 2016, 14:07
http://2match.co/match-igra.html ეს მუშაობს რუსულადაა

Posted by: ქაშიბაძე 5 Jun 2016, 14:10
ჰონგ კონგში გასვლის შანსი გვაქვს დარჩენილი?

Posted by: lankasteri 5 Jun 2016, 14:17
QUOTE (wesley_fofana @ 5 Jun 2016, 14:07 )
http://2match.co/match-igra.html ეს მუშაობს რუსულადაა

მადლობა

.........................................

Posted by: ქაშიბაძე 5 Jun 2016, 14:32
8 ნომერი ვინაა, მაგარი კაცი ძაან bis.gif

Posted by: Qolga 5 Jun 2016, 14:33
რა ვქენით ეხლაამ მოგებით, რომელ ადგილზე ვართ? სადმე რამე ცხრილი არსებობს? კავშირის საიტი ჩინურია დიდი პატივისცემის მიუხედავად. ყოვლ შემთხვევაში მობილური ვერსია.
* * *
ვიპოვე ორგანიზატორებს ტვიტერზე ))

Posted by: ქაშიბაძე 5 Jun 2016, 14:38
QUOTE
კავშირის საიტი ჩინურია დიდი პატივისცემის მიუხედავად

ცვეტში, ვერაფერს გაიგებ მანდ

დაწერეთ ვინმემ გავდივართ თუ არა ჰონგ კონგში

Posted by: wesley_fofana 5 Jun 2016, 14:56
არ ვიცი გავდივართ თუ არა, ესპანეთთან მოგებას არ ველოდებოდი ნაღდათ და მაგრა გაასწორა

Posted by: zviadcardio 5 Jun 2016, 17:37
მეექვსე ადგილზე დავასრულეთ.
ბრიტანეთი 1-ის დამარცხება ძალიან რეალური იყო, თუმცა ცოტა დაგვაკლდა

Posted by: iverieli 5 Jun 2016, 18:27
ორი ლელო ტაიმების ბოლო წამებზე გაუშვით. აფსუს ცოტა რო გაგვეძლო მოვიგებდით

Posted by: Irodioni 5 Jun 2016, 18:37
კაი შედეგია, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მწრთვნელი გუნდას რეალურად არ ყავდა
.

Posted by: xDavid_S 5 Jun 2016, 19:02
Irodioni
რა ადვილად ვიცით იარლიყების მიწებება

იქნებ იმაშიც გაგვაცნობიეროთ, რაში გამოიხატებოდა მწვრთნელის "არყოლა"

Posted by: tarash07 5 Jun 2016, 19:23
მე ვიცი რომ ყავს მწვრთნელები:კახა,პალიკო,ზაზა,ანტილოპა.
ერთი ჯგუფი აქ თამაშობდა,მეორე თბილისში ვარჯიშობს და რომში მიდის შემდეგ შაბათ-კვირას.
ჰონკონგის ესტაფეტაში დაწინაურდა გერმანია და საქართველო.გადის 2 გუნდი ამ გუნდებიდან:გერმანია,საქართველო,ესპანეთი,პორტუგალია,იტალია,ბელგია,პოლონეთი,ლიტვა.
* * *
ისე ლუის ტრამვა პირველივე თამაშზე ცუდი იყო,მაგრად დააკლდა ჩვენს გუნდს,რუსეთთან ხუციშვილს გატყდომია ნეკნი.
* * *
ბრიტანეთის პირველ და მეორე გუნდებად დაყოფის პრინციპი მაინტერესებდა,რადგან მე მეორე უფრო ძლიერი მეჩვენებოდა,ხოდა კახას გავუგზავნე,მეთქი რა ხდება თქო და რა მითხრა(იქნებ სხვასაც გაინტერესებდეთ),ბრიტანეთი ოლიმპიადაზე გავიდა ინგლისის დამსახურებით,წინა მსოფლიო სერიის პირველი 4 გუნდი ავტომატურად გადიოდა ოლიმპიადაზე,ინგლისი ოთხეულში შევიდა,მსოფლიო სერიის ბოლო ეტაპი,ლონდონში მოიგო შოტლანდიამ,ამიტომ პირობითად შოტლანდიის ბირთვზე დამატებულ რამოდენიმე უელსელ და ინგლისელების გუნდს დაარქვეს ბრიტანეთი1 და ინგლისის ბაზაზე გაკეთებულ გუნდს ბრიტანეთი 2,მწვრთნელები ორივეს ერთი ყავთ და ემზადებიან ოლიმპიადისათვის ეს 24 კაცი და პლიუს 6 მოთამაშე,აქედან დარჩება 12,მოკლედ დედა შვილს არ აიყვანს ამბავია.

Posted by: Dr NULL 5 Jun 2016, 20:54
tarash07
მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის.


ზოგადად, ბატონ კახასთან რატომ არ ხდება ისეთივე შეხვედრები/საუბრები, როგორც ჰეიგთან? უფრო მეტი რომ გავიგოთ "სამზარეულოდან", რატომ ესეთი შედეგი და არა ისეთი, რა გვაკლია და როგორ აპირებენ მუშაობას. ძალიან მწირი ინფორმაციაა.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Jun 2016, 21:31
‪#‎ევროპის_7კაცა >> საქართველო ჰონკონგურ პოზიციაზეა!

https://www.facebook.com/ovaluri/posts/186620501735087

Posted by: lankasteri 6 Jun 2016, 22:01
ისე, წარმატებულად უნდა ჩაითვალოს ეს ეტაპი ჩვენთვის, შედეგის მიხედვით. (თორე ტამაშის ხარისხი ძაან მომატების სურვილს ტოვებს)

Posted by: GiorgiG83 10 Jun 2016, 17:17
http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=5525&callerModID=17364&Title=7-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%90%20%E2%80%98%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%20%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%96%E1%83%94%E2%80%99%20%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A1

7-კაცა ‘რომა სევენსზე’ თამაშობს

" სამწვრთნელო შტაბი დასკვნითი ეტაპებისთვის ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაშია და იტალიაში მოსკოვის გრან პრიზე მოთამაშეთაგან არავინ წასულა. უფრო მეტიც, გუნდში უმეტესად ის მოთამაშეები არიან, რომლესაც მანამდე საფრანგეთისა და ამსტერდამის ამხანაგურ ტურნირებზეც არ უასპარეზიათ.
გუნდს დაუბრუნდნენ გამოცდილი მოშვიდკაცეები გიორგი შკინინი, ირაკლი გეგენავა, შავლეგ მახარაშვილი და დიმიტრი კალანდაძე. "

შევსება კარგია..!

7-კაცა რომის ტურნირზე

გიორგი შკინინი (ლოკომოტივი, თბილისი)
რატი ხუციშვილი (ჯიქი, გორი)
ბექა ურჯუკაშვილი (არმია, თბილისი)
დიმიტრი კიკნაძე (ჯიქი, გორი)
ლაშა ფოფხაძე (ლოკომოტივი, თბილისი)
მიხეილ გაჩეჩილაძე (ყოჩები, ბოლნისი)
დაჩი კოპაძე (ლელო-სარასენსი, თბილისი)
ჟორჟო სალდაძე (აია, ქუთაისი)
თორნიკე ცერცვაძე (ყოჩები, ბოლნისი)
დიმიტრი კალანდაძე (ლოკომოტივი, თბილისი)
შავლეგ მახარაშვილი (არმია, თბილისი)
ირაკლი გეგენავა (ყოჩები, ბოლნისი)

Posted by: GEOSPORT 10 Jun 2016, 20:12
სულ მაინტერებს ხოლმე სელექციას რის მიხედვით აკეთებენ

Posted by: iverieli 11 Jun 2016, 12:41
მარტო სამხრეტ აფრიკასტან წაგვიგია

მეოთხედფინალში საფრანგეთი გველოდება

Posted by: gunnera 14 Jun 2016, 02:54
არ ვიცი საერთოდ რა ხდება ამ შვიდ კაცაში, მაგრა ოლიმპიადის საკვალიფიკაციოზე რატომ არ ვართ?

ბევრი არასარაგბო ქვეყანა წავიკითხე ახლა ფლეშსკორზე :/

გამარკიეთ 2 სიტყვით :*

Posted by: GiorgiG83 14 Jun 2016, 10:54
http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=5532&callerModID=17364&Title=7-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%90%20%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90

8-11 ივლისი - ექსეტერი
II ეტაპი

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Jun 2016, 11:52
QUOTE
გამარკიეთ 2 სიტყვით :*


ეგ ბოლო შესარჩევია, მე-12 საგზურისთვის

11 გუნდი კი ცნობილია >> ძირში
http://ovaluri.comxa.com/2016/Q5/23_7LON.htm



ჩვენ შარშან ივლისში გავვარდით, ლისაბონში:
მაგ, მონაკოს ტურნირში კი გავიდნენ
რუსეთი, გერმანია, ირლანდია

ირლანდიამ მოგვიგო ის, ბოლო თამაში

>> http://site.rugby.ge/ka-GE/Archive/
CTRL+F ოლიმპიური რეპეშაჟი


Posted by: gunnera 14 Jun 2016, 13:28
ლუკასა და ნიკოს მამა

მადლობა

Posted by: jora84 6 Jul 2016, 00:05
ექსეტერში ვინები წავიდნენ არ არის ცნობილი?

Posted by: NON-GRATAS 9 Jul 2016, 11:49
Матч! Игра ანახებს დღეს 13:30სთ დან და 16:15 დან.
პირდაპირი.

Posted by: jora84 9 Jul 2016, 12:57
NON-GRATAS

http://rugbyeurope.tv

აქ იქნება ორივე სათამაშო დღის სტრიმები

Posted by: სურამელი 9 Jul 2016, 15:01
ვაჰ, მაინც მგნია რომ ურჯიკაშვილს შანსი ეკუთვნის ნაკრებში

Posted by: mister gibbs 9 Jul 2016, 15:13
არაა რა ეს 7 კაცა ჩვენი თამაში....

Posted by: jora84 9 Jul 2016, 15:15
სურამელი

სირბილის დროს თავსი ტანზე რომ ირტყამს ბურთს და წინ უვარდება განსაკუთრებით მაგიტომ ალბათ biggrin.gif

სისწრაფე გვიჭირს და შეეკითხე თუ გინდა user.gif

Posted by: Qolga 9 Jul 2016, 15:15
შვიდკაცაზე დაახლოებით ისეთი ემოცია მაქვს როგორც ფეხბურთის ყურებისას. მგონია, რომ ეზარებათ, არ იციან, საერთოდ სხვაგან მოხვდნენ. მესმის, რომ ცოტა გადამეტებულია ჩემი ემოცია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სახეობაში 0 ვართ.

არ ვიცი კახა ალანიას რა "იზიუმინკა" აქვს ასეთი, ამდენი ხანი შედეგის გარეშე რომ მუშაობს.

უნდა მიეხედოს ამ ამბავს რა! კიდევ ერთხელ ხომ გამოჩნდა, რომ ჩვენი რაგბი მხოლოდ შერკინებაა და მეტი არაფერი. შვიდკაცას გარეშე ბექები ვერ განვითარდებიან.

Posted by: SGG 9 Jul 2016, 15:18
მორჩით შვიდკაცის ფეხბურთზე შედარებას,სირცხვილია.

შვიდკაცაში ვართ ყველა მსოფლიო ჩემპპიონატის მონაწილე 2001 წლიდან და მეათე ადგილიც დაგვიკავებია.

როცა ძირიტად შემადგენლობას ვათამაშებთ,კარგი შედეგები გვაქვს.

ერტადერთი პრობლემა არის საუკეთესო შემადგენლობის ვერ შეკრება,თორე მსოფლიო სერიას უპრობლემოდ ვითამაშებდით.

უხერხულია რაც აქ იწერება შვიდკაცაზე

Posted by: Qolga 9 Jul 2016, 15:21
SGG

რა არის უხერხული? რაგბს რომ ვუყურებ სიამოვნებას ვიღებ და შვიდკაცას ყურების დროს ისეთივე ემოცია მაქვს როგორც ფეხბურთის ყურებისას, ანუ 0 სიამოვნება. რა ვთქვი სასირცხვილო?

უხერხული ის არის რაც მოედანზე ხდება. სიარული და პასის კულტურის არ ქონა.

პ.ს. 15 წლის წინ რა იყო ეგ არაა კარგი გამართლება, თორემ მეც ბევრჯერ ვმჯდარვარ წლების წინ სტადიონზე საფრანგეთიან დანარჩენი ევროპიანა ლელოს რომ არ ვადებინებდით, ისე ვუგებდით. ეხლა რაც ხდება ეგაა პრობლემა.

Posted by: SGG 9 Jul 2016, 15:22
Qolga


რა არის უხერხული?

საქართველოს ჩემპიონატის მოტამაშეებით,ყველა საუკეთესო ხაზის მოთამაშის გარეშე თანაბრად ეთამაშები ოლიმპიადის მონაწილე ნაკრებს, 12 საუკეთესოში შევიდნენ.

უხერხულია სომხურ გუნდთან წაგება ფეხბურთში,ესაა უხერხული.
შვიდკაცაში 4 მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ნაკრების ყურებაა უხერხული?

Posted by: Qolga 9 Jul 2016, 15:24
SGG

წარსულით აპელირება ზევითაც მოგწერე არასწორია. როდის გვქონდა ბოლო წარმატება შვიდკაცაში? და საქართველოს ჩემპიონატია თუ ჭაბუკთა ბ ლიგა მაგას არ აქვს მნიშვნელობა ჩემის ღრმა რწმენით. ნაკრებია და როგორც ნაკრებს ისე განვიხილავ.

ჰოდა, ისევ ვიმეორებ, ფეხბურთთან არ შემიდარებია. ფეხბურთის ყურების დროს მიღებულ ემოციას შევადარე ეხლანდელი ემოცია, ნერვიულობა, გაბრაზება, გაწბილება და ბოლოს ხელის ჩაქნევა.

Posted by: SGG 9 Jul 2016, 15:26
Qolga
QUOTE
წარსულით აპელირება ზევითაც მოგწერე არასწორია. როდის გვქონდა ბოლო წარმატება შვიდკაცაში? და საქართველოს ჩემპიონატია თუ ჭაბუკთა ბ ლიგა მაგას არ აქვს მნიშვნელობა ჩემის ღრმა რწმენით. ნაკრებია და როგორც ნაკრებს ისე განვიხილავ.


არაფერი წარსული არაა, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი 2013 წელს იყო და ვითამაშეთ, ბოლოს მაგის შესარცევში შევკრიბეთ ოპტიმალური შემადგენლობა.

შემდეგ მსოფლიოზეც გავალთ. შვიდკაცას 15 კაცაზე მეტი ქვეყანა თამაშობს გაცილებით კარგად, რომელ სპორტის სახეობაში გავდივართ მსოფლიო ჩემპიონატზე ყოველ ჯერზე?

არც ოლიმპიადის მონაწილე გუნდთან მოგება და წაგებაა წარსული საქართველოს ჩემპის მოთამაშეებით

Posted by: Qolga 9 Jul 2016, 15:28
SGG

კი ბატონო, გარკვეულწილად შეიძლება გასამართლებელი არგუმენტი იყოს მსოფლიოზე მონაწილეობა, მაგრამ დღეს და გუშინ და კიდევ იმის წინ, რომ უყურებ ელემენტარულ პასს ვერ აკეთებენ რა ემოცია გინდა რომ დაგეუფლოს?

მსოფლიო სერიაში მივიღეთ მონაწილეობა? ოლიმპიადის საკვალიფიკაციოში? არ! ჰოდა ამაზეა საუბარი. როდისღა უნდა შეიკრიბოს ოპტიმალური გუნდი თუ არა ოლიმპიადის საგზურისთვის საბრძოლველად.

Posted by: SGG 9 Jul 2016, 15:31
Qolga
QUOTE
მსოფლიო სერიაში მივიღეთ მონაწილეობა? ოლიმპიადის საკვალიფიკაციოში? არ! ჰოდა ამაზეა საუბარი. როდისღა უნდა შეიკრიბოს ოპტიმალური გუნდი თუ არა ოლიმპიადის საგზურისთვის საბრძოლველად.


მსოფლიო სერიას ჭირდება საუკეტესო მოტამაშეები.

ითქვა, თუ ჰონკონგში გავედით, ჰეიგთან შეთანხმებულია და ერთა თასზე ხაზის ძირითადი მოთამაშეები,ვინც შვიდკაცას თამაშობს, შვიდკაცას დაემატებიან და ერტა ტასზე იმ პერიოდში ნაკრებს არ დეხმარებიან.

დანარჩენი, მეტის რესურსი არაა და წინა წლების შიდა ჩემპიონატის ხალხის თამაში რომ მახსოვს, ამათ აშკარა პროგრესი აქვთ.

გასაგებია რომ ყველას მეტი გვინდა, მაგრამ ფეხბურთელებთან შედარება ძალიან უხერხულია

Posted by: Qolga 9 Jul 2016, 15:33
SGG

არ ვადარებ ბატონო ფეხბურთელებს smile.gif

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კონტიგენტი გამოწურავს თავის მაქსიმუმს და მოვახერხებთ ჰონგკონგს.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Jul 2016, 16:46
QUOTE
უხერხულია სომხურ გუნდთან წაგება ფეხბურთში,ესაა უხერხული.

ხელბურთელ გოგოებს კი გუშინ ამათთან წაუგიათ

15 ადგილისთვის. მონტენეგრო - საქართველო 18-10 (10-2)

მნტ: მანდიჩი, ჯურიჩი - ბოზოვიჩი 5, ჯოროვიჩი 4, კნეზევიჩი 2, მეჯედოვიჩი 2, ტერზიჩი 2, გოდეცი 1,
რადოვიჩი 1, შტამატოვიჩი 1, ბაბოვიჩი, ჯაფეროვიჩი, გლობარევიჩი, მუიოვიჩი, პეროვიჩი, რაიჩევიჩი

Posted by: lankasteri 9 Jul 2016, 17:00
QUOTE (Qolga @ 9 Jul 2016, 15:15 )
შვიდკაცაზე დაახლოებით ისეთი ემოცია მაქვს როგორც ფეხბურთის ყურებისას. მგონია, რომ ეზარებათ, არ იციან, საერთოდ სხვაგან მოხვდნენ. მესმის, რომ ცოტა გადამეტებულია ჩემი ემოცია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სახეობაში 0 ვართ.

არ ვიცი კახა ალანიას რა "იზიუმინკა" აქვს ასეთი, ამდენი ხანი შედეგის გარეშე რომ მუშაობს.

უნდა მიეხედოს ამ ამბავს რა! კიდევ ერთხელ ხომ გამოჩნდა, რომ ჩვენი რაგბი მხოლოდ შერკინებაა და მეტი არაფერი. შვიდკაცას გარეშე ბექები ვერ განვითარდებიან.

მართალი ხარ.

ფაქტია, თამაშების 90%-ში (ანუ როცა კვრიკაშვილი და კომპანიის ჩამოყვანას ვერ ვახერხებთ), ჩვენი ნაკრების დიდი ნაწილი ზუსტად იმ დონის შთაბეჭდილებას ტოვებს 7 კაცაში, რა შთაბეჭდილებასაც ჩვენი საფეხბურთო ნაკრები ტოვებს მოედანზე.

შეტევაში ძალიან სუსტები ვართ.

ეს ყველაფერი კი არის ალბათ ნაკრების მწვრთნელის (აბა სხვა ვისი უნდა იყოს) ბრალი, რომელიც ვერ ახერხებს ნაკრების ათამაშებას 7 კაცას თარგზე და 15 კაცას მოძველებულ ტაქტიკას იყენებს შეტევაში და + კიდევ უფრო მეტად, ფედერაციის ბრალი, რომელსაც, როგორც ჩანს სრულიად კიდია რაგბის ეს კონკრეტული სახეობა და მოვალეობის მოხდის მიზნით გვყავს მხოლოდ და მხოლოდ ამ სახეობაში ეროვნული ნაკრები. არანაირი მცდელობა არ არსებობს, რომ საქართველოში ამ სპორტის პოპულარიზაცია მოხდეს ან მინიმუმ, მოთამაშეთა ის ბაზა მაინც ჩამოყალიბდეს, რომელზეც შესაძლებელი იქნება ეროვნული ნაკრების დაყრდნობა.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Jul 2016, 17:47
ქუთათურებს კვართები გაუცვლიათ:
ლუი 6 ნომერია და ტურბო 1

მაგრამ რას მიხვდება მაგას ბითური "რე"
და ერთის გატანილს მეორეს ჩაუწერს

Posted by: NON-GRATAS 9 Jul 2016, 17:48
მწვრთნელი უნდათ , არა კომბინაცია არა ფანტაზია..
შამეშალა შვიდკაცაში მეგონა ვწერდი

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Jul 2016, 17:53
აი, როგორ ყალბდება ისტორია | სტატისტიკა


Posted by: jora84 9 Jul 2016, 17:57
ლუკასა და ნიკოს მამა

ორივემ დადო რას ერჩით, ბარი-ბარში არიან biggrin.gif

ბოლოს რა სამარცხვინო რაღაც იკისრეს facepalm.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Jul 2016, 17:57
გაქვითეს თავად ბიჭებმა, კამენტატორებს კი უკვირთ, ამოტოლა კაცი გარემარბი როგორაა 15’კაცაშიო


Posted by: SGG 9 Jul 2016, 17:58
ასეთი რამე ცხოვრებაში არ მინახავს biggrin.gif biggrin.gif

რა გააკეთა ტიპმა smile.gif)

Posted by: Qolga 9 Jul 2016, 17:59
მოდი და არ მოგეშალოს ნერვები იმაზე რაც ეხლა მოხდა. შე დალოცვილო, ერთი ნაბიჯიც არაა ლელომდე, რისთვის მოგცა ღმერთმა ჯერ ტვინი და მერე ოი თვალი? რას აგდებ ამ ბურთს თვალდახუჭული? მოკლედ, ძალინ დაბალი დონის საბავშვო ბაღია!

Posted by: lankasteri 9 Jul 2016, 18:00
ანუ ახლა უეჭველი უნდა მოვუგოთ ხომ რუსებს 8-ეულში რომ შევძვრეთ?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Jul 2016, 18:01
ეგ ფრე ვერ აგვაშენებს, მაგრამ შეიძლება დაგვღუპოს ...

თუ იქეთა მესამეებმა თამაშები მოიგეს, ზედმეტი ჩვენი ჯგუფელი გამოდგება

Posted by: dishosdzisdze 9 Jul 2016, 18:04
ეეეე ამათმაც კაი ჩიხურა ჩაატარეს.............................




sad.gif sad.gif sad.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: jora84 9 Jul 2016, 18:05
dishosdzisdze

2 ლელო აჩუქეს ტიპებს, საერთოდ არაფერი არ გაუკეთებიათ იმათ ამ თამაშში mo.gif

პორტუგალიას რომ გრძელთიანი ზანგი ყავს ის არაა ზირაქას სპრინტი რომ ვერ მოუგო ვაკეში 2013-ში? ups.gif

Posted by: dishosdzisdze 9 Jul 2016, 18:14
QUOTE
პორტუგალიას რომ გრძელთიანი ზანგი ყავს ის არაა ზირაქას სპრინტი რომ ვერ მოუგო ვაკეში 2013-ში?

lol.gif lol.gif lol.gif
ამათ(ლუზიტანებმა) შვიდკაცაზეც ჩაიქნიეს ხელი??? vis.gif

Posted by: jora84 9 Jul 2016, 18:27
ლუკასა და ნიკოს მამა

ბ-ნ ზაალ, საჰონკონგე მეექვეს შესანარჩუნებლად აქ მინიმუმ რომელი ადგლი გვჭირდება? მე-8-ე?

Posted by: Qolga 9 Jul 2016, 19:29
მოკლედ რუსეთს უნდა მოვუგოთ. სხვა გზა აღარ გვაქვს. ბ ჯგუფიდან პორტუგალია ან პოლონეთი გადაგვისწრებს და ც-დან იტალია. ჩვენ ჯგუფში რჩება უარესი მესამე.

Posted by: gochela1 9 Jul 2016, 19:47
რა ხდება,რა ანგარიშია???????????????

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Jul 2016, 19:52
QUOTE
საჰონკონგე მეექვეს შესანარჩუნებლად აქ მინიმუმ რომელი ადგლი გვჭირდება? მე-8-ე?

პირველი ეტაპის შემდეგ ქულები:

ქულა: 20 რუს, 18 სფრ, 16 ბრ'ლ, 14 გერ, 12 ბრ'რ, 10 საქ = 8 ესპ, 6 პორ, 4 იტა, 3 ბელ, 2 პოლ, 1 ლიტ

გვისწრებდა გერმანია და მოგვდევდნენ ესპანეთი, პორტუგალია, იტალია ... = საზღვარი გადიოდა "="ზე

Posted by: gochela1 9 Jul 2016, 19:55
QUOTE

QUOTE
საჰონკონგე მეექვეს შესანარჩუნებლად აქ მინიმუმ რომელი ადგლი გვჭირდება? მე-8-ე?

პირველი ეტაპის შემდეგ ქულები:

ქულა: 20 რუს, 18 სფრ, 16 ბრ'ლ, 14 გერ, 12 ბრ'რ, 10 საქ = 8 ესპ, 6 პორ, 4 იტა, 3 ბელ, 2 პოლ, 1 ლიტ

გვისწრებდა გერმანია და მოგვდევდნენ ესპანეთი, პორტუგალია, იტალია ... = საზღვარი გადიოდა "="ზე


ანგარიში რომ დაწეროთ,ასე რთულია?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Jul 2016, 19:59
QUOTE
რა ხდება,რა ანგარიშია???????????????

5 წუთში იწყება

Posted by: jora84 9 Jul 2016, 19:59
gochela1

ესლა იწყება :

http://rugbyeurope.tv/en/content/160709-sevens-grand-prix-series-exeter-2016-day-1

Posted by: gochela1 9 Jul 2016, 20:03
QUOTE
gochela1

ესლა იწყება :

http://rugbyeurope.tv/en/content/160709-se...eter-2016-day-1



კარგი კაცი ხარ

Posted by: jora84 9 Jul 2016, 20:05
რა ჯანდაბას აკეთებენ ვინმე ახსნის? mad.gif

Posted by: Irodioni 9 Jul 2016, 20:10
სვანიძეს მინდა ვკითხო: კიდევ რამდენი ხანი უნდა იღებდეს ხელფასს კახა ალანია ჩემს მიერ გადახდილი გადასახადებიდან?

Posted by: jora84 9 Jul 2016, 20:14
ამ მსაჯმა ირლანდია-საქართველო U20 იმსაჯა biggrin.gif

Posted by: jora84 9 Jul 2016, 20:22
გავძვერით ვითომ? თანაბარ ქულებზე პირდაპი ქულებია თუ ჯერ მოგებული თამაშები ითვლება?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Jul 2016, 20:22
მეორე ფრე’თი მგონი გავედით = "ბ" პულელ მესამეს დიდი ალბათობით მოვტეხავთ = დავიცადოთ 45 წუთი

Posted by: lankasteri 9 Jul 2016, 20:23
კარგია, გავიდნენ მაინც. VII ან VIII ადგილს დაიკავებენ, უფრო VIII-ს

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Jul 2016, 20:26
QUOTE
თანაბარ ქულებზე პირდაპი ქულებია

სხვადასხვა პულის გუნდების შედარებისას:
1) საცხრილო ქულები: 2 ფრე = 1 მოგება
2) გატანილ’გაშვებულის სხვაობა პულში

Posted by: jora84 9 Jul 2016, 20:30
ლუკასა და ნიკოს მამა

სამივე მესამე ადგილოსანს (თუ ესპანეთმა არ წააგო) 5-5 ქულა გამოუვა და როგორ იქნება მერე? სამივეს თითო მოგება ჩაგვეთვლება და მერე ქულები დაითვლება?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Jul 2016, 20:35
QUOTE
5 ქულა გამოუვა

ვითვალოთ ჭადრაკულად, რადგან მ=3, ფ=2, წ=1 მაზოხიზმია

სამივეს 99% გვექნება 1 მოგება = ჩვენ ორი ფრე
და შედარდება სხვაობა = ჩვენ მინუს 5 გვაქვს

Posted by: jora84 9 Jul 2016, 20:37
ლუკასა და ნიკოს მამა

გასაგებია, ანუ გავედით ფაქტიურად, ჯობია მაინც დაველოდოთ biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Jul 2016, 20:40
QUOTE
ჯობია მაინც დაველოდოთ

ამისი მეფიქრება
პორტუგალია - პოლონეთი:
პოლ -26, პორ -102
პოლონეთმა არ გაგვისწროს ...

Posted by: SGG 9 Jul 2016, 20:40
ყოჩაღ ესპანეთს, მათი უშუალო კონკურენტები ვართ ჰონ კონგის ჩათვლაში, შეეძლოთ ლიტვასთან წაეგოთ და ჯგუფში ჩავეტოვებინეთ, მაგრამ არ იკადრეს. მაგარი ბიჭები არიან

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Jul 2016, 20:59
ამრევია ამ სიცხეში აჯამვა

სწორი ასეა: პორ -59, პოლ -69

მოკლედ, არ უნდა მოიგოს პორტუგალიამ 55 ქულით და გასულები ვართ!
ამის შემდეგ იწყება

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 9 Jul 2016, 22:12
ვართ მე7 ნომერი და ვეთამაშებით მეორე თამაშში როიალებს

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Jul 2016, 22:28
თუ არღანიზატორებმა არ წაუსირეს, საქმე ასეა

http://site.rugby.ge/ka-GE/home/
იხილეთ ტაბლო, მარჯვნივ

# ა მ-წ სხვ
3 ესპ 3-0 +34
6 რუს 1*1 =0
7 საქ 0**1 -5
10 ლიტ 0*2 -29

# ბ მ-წ სხვ
2 ბრ'რ 3-0 +81
4 სფრ 2-1 +47
9 პოლ 1-2 -64
12 პორ 0-3 -64

# გ მ-წ სხვ
1 ბრ'ლ 3-0 +98
5 იტა 2-1 -27
8 გერ 1-2 -41
11 ბელ 0-3 -30

საქართველო -

კვი @ 10/07

მფ 14.52 ბრიტ'რ
ნფ 18.07 - 18.51 ესპ | რუს
ფ 20.32 - 21.44 (ბრ’ლ | გერ) | (სფრ | იტა)


Posted by: valiadolidi 10 Jul 2016, 14:30
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 9 Jul 2016, 22:28 )
თუ არღანიზატორებმა არ წაუსირეს, საქმე ასეა

http://site.rugby.ge/ka-GE/home/
იხილეთ ტაბლო, მარჯვნივ

# ა მ-წ სხვ
3 ესპ 3-0 +34
6 რუს 1*1 =0
7 საქ 0**1 -5
10 ლიტ 0*2 -29

# ბ მ-წ სხვ
2 ბრ'რ 3-0 +81
4 სფრ 2-1 +47
9 პოლ 1-2 -64
12 პორ 0-3 -64

# გ მ-წ სხვ
1 ბრ'ლ 3-0 +98
5 იტა 2-1 -27
8 გერ 1-2 -41
11 ბელ 0-3 -30

საქართველო -

კვი @ 10/07

მფ 14.52 ბრიტ'რ
ნფ 18.07 - 18.51 ესპ | რუს
ფ 20.32 - 21.44 (ბრ’ლ | გერ) | (სფრ | იტა)

ესპანეთი გერმანია რატომ დაეჯახა ერთმანეთს გერმანია მე 8 იყო ესპანეთი მესამე

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 10 Jul 2016, 14:44
QUOTE
თუ არღანიზატორებმა არ წაუსირეს

ტყუილად როდი მქონდა მაგისი შიში = წაუსირეს:

ამ, სეზონის მეორე ეტაპიდან შეცვალეს შეწყვილების სისტემა,
მაგრამ ჩვენი მეტოქე შემთხვევით იგივე დარჩა

რიოშიც ეგრევე იქნება, დაგინებულად, ულოგიკოდ

ანუ

ა1 - #8
ბ1 - #7
გ1 - ა2
ბ2 - გ2

ახლავე გავასწორებ საითზეც

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 10 Jul 2016, 15:44
18:07ზე სინის ნახევარფინალში ვეთამაშებით ბრიტანეთის ლომებს

Posted by: NON-GRATAS 10 Jul 2016, 16:13
პირველი ტაიმის პასები 54-1 ზე ბრიტანელების სასარგებლოთ.... იქნებ მწვრთნელია შესაცვლელი?

Posted by: AVIATORI01 10 Jul 2016, 18:19
საოცრად სისულელეს ვთმაშობთ, აი მე-5 თამაშია ერთი და იგივე,

ლიტვამ და გერმანიამ ისწავლა ეს თამაში და ჩვენ რა გვჭირს?

უკვე შეგრძნება მაქვს რომ ეს ყველაფერი ბიუჯეტის ,,ასათვისებელი'' პროექტია

არ მჯერა მე აქ გამოზრდილი ბეკების, თუ ვინმე აქედან მოხვდი დიდ ნაკრებში ის უშვიდკაცოდაც იმსახურებდა

ამ თემაზე ძალიან ბევრია სასაუბრო ფედერაციასთან ძალიან ბევრი,


კაი დაცვა არ გამოგვდის (დაუშვათ ვერ ვეწევით ვერავის). შეტევის კომბინაც ,, სირბილის არცოდნის ბრალია''?

Posted by: Love The Sun 10 Jul 2016, 18:29
ჩემი აზრით ძალიან ზედაპირულად ვუდგებით შვიდკაცას გულშემატკივრებიც.
საერთოდ სხვა სპორტია, რომელსაც სხვა უნარები სჭირდება (რომელიც შემდგომში დიდ რაგბშიც გამოსადეგარია).
ამ უნარებს მწვრთნელი, რომელსაც სულ სხვადასხვა მოთამაშეები ჰყავს პრაქტიკულად ყველა ტურნირზე უცბად ვერ გამოუმუშავებს ბიჭებს.
საჭიროა "მიძღვნილი" მოთამაშეები, რომლებისთვისაც პრიორიტეტი იქნება შვიდკაცას ნაკრები და კლუბს უფლება არ ექნება დააკავოს ისინი.
ხელფასების ამბები როგორ იქნება არ ვიცი.
ჩვენ რომ გვყავდეს 20 ნიჭიერი ინდივიდუალი, რომელიც მხოლოდ შვიდკაცას ითამაშებენ (რაც გააკეთა ესპანეთთმა და გერმანიამ), ბევრად უკეთეს შედეგს დავდებდით.
მაგის საშუალებას საკლუბო და სანაკრებო კალენდარი არ იძლევა უბრალოდ.

Posted by: Irodioni 10 Jul 2016, 18:33
QUOTE
ამ უნარებს მწვრთნელი, რომელსაც სულ სხვადასხვა მოთამაშეები ჰყავს პრაქტიკულად ყველა ტურნირზე უცბად ვერ გამოუმუშავებს ბიჭებს.

ეს მწრთნელი, 10 წელი ერთი დაიგივე მოთამაშეები რომ ყავდეს, მაინც ვერაფერ სასიკეთოს ვერ მიაღწევს.

Posted by: AVIATORI01 10 Jul 2016, 18:35
Love The Sun
ლუკა მცოდნე ადამიანად გიცნობ და გაფასებ
QUOTE
საჭიროა "მიძღვნილი" მოთამაშეები, რომლებისთვისაც პრიორიტეტი იქნება შვიდკაცას ნაკრები და კლუბს უფლება არ ექნება დააკავოს ისინი.

სწორედ რომ მიძღნილი ყავს მოთამაშეები რომლებსაც კლუბები არ აკავებენ,

ის დრო რომ მეკოს. ბუკას და ვიტოს მივსტირით, წასულია, ბოლო წლებში რამდენი მოშვიდკაცე წაართვა ნაკრებმა რაგბი 7-ს? მხოლოდ ერთი

ასე რომ
QUOTE
რომელსაც სულ სხვადასხვა მოთამაშეები ჰყავს პრაქტიკულად ყველა ტურნირზე უცბად ვერ გამოუმუშავებს ბიჭებს
აქ ვერ დაგეთანხმები
ერთი-ორი ცვლილების გარდა ძირითადად ერთიდაიგივე ხალხი დადის

რაც არ უნდა ითქვას, ამ კონტიგენტით, რაც შვიდკაცას აქვს (ჰყავს) აშკარად მეტი შედეგის დადება შეიძლება

Posted by: Love The Sun 10 Jul 2016, 18:38
AVIATORI01
დადის ერთია და "მიძღვნილი" მეორე.
როდესაც სეზონია უპირატესობა ენიჭება კლუბს და მწვრთნელებს უწევთ სხვა ბიჭებით "შევსება" რიგების.
ასე გამოკვეთილეად შვიდკაცაზე მთელი წლის მანძილზე არ ვარჯიშობს არავინ.
ხოდა შედეგიც შესაბამისია.

Posted by: SGG 10 Jul 2016, 18:44
AVIATORI01
QUOTE
რაც არ უნდა ითქვას, ამ კონტიგენტით, რაც შვიდკაცას აქვს (ჰყავს) აშკარად მეტი შედეგის დადება შეიძლება


ხუმრობ? smile.gif

რომელი კონტიგენტით? smile.gif

შვიდკაცა კი არა, მარტო საქართველოს ჩემპიონატის ნაკრები რომ ათამაშო თხუთმეტკაცა, შენი აზრით რა შედეგს დადებენ ერთა თასზე?

გარდა ამისა,გავიმეორებ, საქართველო არის ყველა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, ამიტომ შევეშვათ და ეგეთი ბაზარი,ყოვლად უადგილოა.


Love The Sun
QUOTE
ჩემი აზრით ძალიან ზედაპირულად ვუდგებით შვიდკაცას გულშემატკივრებიც.


ასეა. შვიდკაცა არის პირველ რიგში მძლეოსნობასთან კავშირში და ამაში საქართველო ყოველთვის სუსტი იყო. სულ სხვა სპორტია.

ქვეყანა სადაც მძლეოსნობა ნულზეა და სადაც იძულებული ხარ მხოლოდ შიდა ჩემპიონატის ხალხით ითამაშო,კარგ შედეგს ვერ დადებს.

ის,რაშიც ტრადიცია გვაქვს, ძალისმიერ სპორტის სახეობებში, რაგბშიც წარმატებით ვიყენებთ.

მისაღებ შედეგს დებენ იმ კონტიგენტით,რაც ყავთ.

შიდა ჩემპიონატის ნაკრებს,15 კაცაშიც დიდი პრობლემები ექნება საერთაშორისო ასპარეზზე.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 10 Jul 2016, 19:01
QUOTE
გამოკვეთილეად შვიდკაცაზე მთელი წლის მანძილზე არ ვარჯიშობს არავინ

ამიტომ შეკრიბეს ეს ხალხი
http://site.rugby.ge/ka-GE/sevens-team/

ივარჯიშ-ითამაშებენ 7-კაცას და ჯამაგირს მაგაში აიღებენ
ჯერ მგონი მარტო 5-7 კაცს აქვს ეგრე და გეგმაში ბარემ ოცს
დრო ჭირდება = ალბათ კლუბებიც შფოთავენ

Posted by: SGG 10 Jul 2016, 19:07
QUOTE
ივარჯიშ-ითამაშებენ 7-კაცას და ჯამაგირს მაგაში აიღებენ


სანამ ეგრე არ იქნება,კარგი შედეგები არ იქნება.
როგოც ყოველთვის, მსოფლიოს წინა შესარჩევში საუკეთესოებს ჩავიყვანთ და მსოფლიოზე გავალთ. მეტი არ გამოვა.

გარდა ამისა, აქ რომ მწვრთნელებზე წუწუნებენ, ზაზა ლეჟავაზე,პალიკოზე და კახა ალანიაზე უკეთესი შვიდკაცის მცოდნე ვინაა საქართველოში?

მაშინ უნდა ჩამოვიყვანოთ უცხოელი მწვრთნელი და საკმაოდ მაღალი დონის.

მოკლედ,ყველაფერი ფულამდე მიდის.

QUOTE
დრო ჭირდება = ალბათ კლუბებიც შფოთავენ


ყველა ლიდერია ტავის კლუბში, ასე იოლად არავინ შეელევა საუკეთესო მოტამაშეებს

Posted by: lankasteri 10 Jul 2016, 21:00
ანუ, 2 ტურის ჯამში ჩვენ გვაქვს 16 ქულა, იტალიას - 12 ქულა

Posted by: SGG 10 Jul 2016, 21:02
lankasteri
QUOTE
ანუ, 2 ტურის ჯამში ჩვენ გვაქვს 16 ქულა, იტალიას - 12 ქულა


იტალიაზე გასწრებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ესპანეთი და გერმანია გვისწრებენ.

სავარაუდოდ, ნახევარფინალში მაინც უნდა გავიდეთ პოლონეთში, 2 გუნდში რომ მოვხვდეთ.

Posted by: lankasteri 10 Jul 2016, 21:07
QUOTE (SGG @ 10 Jul 2016, 21:02 )
lankasteri
QUOTE
ანუ, 2 ტურის ჯამში ჩვენ გვაქვს 16 ქულა, იტალიას - 12 ქულა


იტალიაზე გასწრებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ესპანეთი და გერმანია გვისწრებენ.

სავარაუდოდ, ნახევარფინალში მაინც უნდა გავიდეთ პოლონეთში, 2 გუნდში რომ მოვხვდეთ.

რატომ არ ააქვს, ჩვენი კონკურენტია ეგეც. რომ გადაგვისწროს, მაგას ექნება წასვლის შანსი და ჩვენ არა. ახლა გერმანია-ესპანეთიდან ორივე რომ ჩვენზე წინ დაჯდება და რომელიმე რომ უნდა ჩამოვიტოვოთ, ეგ სხვა ამბავია.

ანუ გვინდა რუსების მოგება ესპანეთთან და გერმანელების წაგება ბრიტებთან. თუმცა მაინც ორივე ჩვენზე წინ იქნება, მარა გადასწრების მეტი შანსი გვექნება III ტურში, მარა მეეჭვება ძაან cry.gif

Posted by: SGG 10 Jul 2016, 21:19
lankasteri
QUOTE
რატომ არ ააქვს, ჩვენი კონკურენტია



არაა იტალია ჩვენი კონკურენტი. ორ გუნდში მოხვედრის შანსი არ აქვთ,ძალიან სუსტები არიან.

სამწუხაროდ,მიზერული შანსები გვაქვს ესპანეთის ან გერმანიის გადასწრების. მინიმუმ ნახევარფინალი დაგვჭირდება, ამ ტამაშით კი არარეალურია ეგ

Posted by: lankasteri 10 Jul 2016, 21:36
ძაან სუსტები რა, ჩვენი დონისები არიან, ნაკლები არა მგონია იყვნენ. კონკურენტებიც არიან, მარა ნაკლებად სახიფათონი უკვე.

8 ქულით გადაგვისწრებენ გერმანია-ესპანეთი სავარაუდოდ და რომელიმემ უნდა ჩააგდოს III ტური (1/4 ფინალს ვერ უნდა გაცდეს) ჩვენ რომ შანსი მოგვეცეს.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 10 Jul 2016, 22:21
http://site.rugby.ge/ka-GE/home/

მიდიან ჰონკონგში 2017

ქულა: 36 სფრ, 34 რუს, 32 ბრ'რ, 28 ბრ'ლ,
24 ესპ გერ, 16 საქ, 12 იტა, 10 პორ,
6 ბელ, 4 პოლ, 2 ლიტ

ბოლო ეტაპი: 16-17/07 გდანსკ (პოლ)

ნიხრი:
თასი >> 20 18 16 14
სინი >> 12 10 8 6
ფიალა >> 4 3 2 1

@



Posted by: lankasteri 10 Jul 2016, 22:49
რა მაინტერესებს, თანაბარი ქულების შემთხვევაში როგორ ხდება უპირატესობის მინიჭება?

ანუ, ჩვენ რომ III ტურში ვთქვათ IV-ზე გავიდეთ 14 ქულით და გერმანელები VIII-ზე 6 ქულით, 30-30 ქულა გვექნება ორივე გუნდს ჯამში და რომელი წავალთ ჰონკონგში?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Jul 2016, 00:08
ნაღდია: შედარდება სამ ეტაპზე გატანილ-გაშვებულის სხვაობა

მეტი აღარ მახსოვს - ალბათ ლელოთა სხვაობა, მეტი გატანილი ...

მთელი უბედურება ეგაა, რომ დაწერილი არავის უნახავს ეგ დებულებანი ...

Posted by: davita_1977 11 Jul 2016, 11:07
ეს სასტავი რო და კიდევ რამდენიმე კაცი დაუმატოთ და ერთი წელი სპეციალურად სვიდკაცასატვის ვავარჯიშოთ კაი შედეგს დავდებთ ესე მგონია და თუ ვერ დავდეთ მაშინ მართლა გამოსაცვლელი იქნება მწვრთნელთა ჯგუფი

Posted by: Qolga 11 Jul 2016, 12:18
ვერ გევიგე, საერთო ჩათვლაში 6 გუნდში უნდა ვიყოთ თუ 8 გუნფში? ანუ, მუდმივი მონაწილეები გარდა 2 ადგილია თავისუფალი თუ 4? მე მახსოვდა, რომ 8 გუნდში მოხვედრა საკმარიი იყო.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Jul 2016, 14:06
სერიის ქულებით
უნდა ვიყოთ
ორ მოწინავე გუნდში
ბრიტანელთა, ფრანგთა, რუსთა გამოკლებით

წერია ხუთიოდე პოსტით ზევით

http://site.rugby.ge/ka-GE/home/

მიდიან ჰონკონგში 2017

ქულა: 36 სფრ, 34 რუს, 32 ბრ'რ, 28 ბრ'ლ,
24 ესპ გერ, 16 საქ, 12 იტა, 10 პორ,
6 ბელ, 4 პოლ, 2 ლიტ

ბოლო ეტაპი: 16-17/07 გდანსკ (პოლ)

ნიხრი:
თასი >> 20 18 16 14
სინი >> 12 10 8 6
ფიალა >> 4 3 2 1

@

Posted by: Qolga 12 Jul 2016, 12:04
ლუკასა და ნიკოს მამა

მადლობა. ვერ არის ეგ კარგი ამბავი.

Posted by: Qolga 16 Jul 2016, 14:23
რა მარტივი ბოჭვა გაფუჭდა და მოფებული თამაში წავაგეთ ((

Posted by: jora84 16 Jul 2016, 14:23
რა ცუდად წავაგეთ user.gif

30 უსერი

Posted by: giorgi77 16 Jul 2016, 14:24
ვერ მოვასწარი, ამ წუტას დამთავრდა ჩვენების თამაში... მოიგეს? წააგეს?

http://rugbyeurope.tv/en/content/160716-sevens-grand-prix-series-gdynia-day1

Posted by: Qolga 16 Jul 2016, 14:26
giorgi77

წააგეს. არა და 9 ქულით ვიგებდით და 2 ლელო გავუშვით.
* * *
მთავარია თასის ფლე ოფში გავაღწიოთ და იქ მოვიკლათ თავი. მაგრამ ამ მოგებით ძალიან მივუახლოვდებოდით მეოთხედფინალს (
* * *
ესპანეთი ან გერმანია თუ მეოთხედფინალში გავიდნენ და ჩვენ ნახევარფინალი, ვასწრებთ? თუ ომელიმე თასისთვის ბრძოლას ჯგუფშივე უნდა დაემშვიდობოს? რა სისტემით ირიცხება ქულები?

Posted by: GiorgiG83 16 Jul 2016, 15:04
47 წამივერ გავძელით
facepalm.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Jul 2016, 16:07
გამეორება ცოდნის დედააო = მესამედაც ბოლო გვერდზე

http://site.rugby.ge/ka-GE/home/

ქულა: 36 სფრ, 34 რუს, 32 ბრ'რ, 28 ბრ'ლ,
24 ესპ გერ, 16 საქ, 12 იტა, 10 პორ,
6 ბელ, 4 პოლ, 2 ლიტ

მიდიან ჰონკონგში 2017

ნიხრი:

თასი >> 20 18 16 14
სინი >> 12 10 8 6
ფიალა >> 4 3 2 1

Posted by: Qolga 16 Jul 2016, 16:39
ესეიგი ესპანეთმა ან გერმანიამ უნდა წააგოს თასის მეოთხედფინალში და შემდეგ სინზეც ბოლო ადგილი დაიკავონ, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ თასზე მინიმუმ მეოთხეზე გავალთ. სწორია? და მგონი ამ შემთხვევაშიც თანაბარი 30-30 ქულა გვექნება.

Posted by: GiorgiG83 16 Jul 2016, 17:49
სირბილის გაკვეთილია 7-კაცა ჩვენთვის
რა ირბინეს ფრანგებმა
boli.gif

Posted by: Qolga 16 Jul 2016, 19:06
დიდი ალბათობით თასის მეოთხედფინალშიც ვერ გავალთ. გადაუარა ირალიამ ლიტვას. მინიმუმ 21 ქულით უნდა მოვიგოთ. რევიცი.

Posted by: jora84 16 Jul 2016, 19:44
Qolga


თუ დათვლა არ ამერია +17 გვინდა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Jul 2016, 20:02
ეგრეა, ეხლა დავბრუნდი და ცხრილებს ვა’ახლებ

@

პლეი’ოფის ახალი, დომხალურ’სატანური ფორმულა

ა1 - 8 x ბ2 - გ2 = ბ1 - 7 x გ1 - ა2
* * *
ანუ

ბრ'რ (ა1) - იტა (8) X სფრ (ბ2) - ესპ (გ2)

ბრ'ლ (ბ1) - საქ (7) X რუს (გ1) - გერ (ა2)

ბრიტანეთის იმავე გუნდს ვეთამაშებით, დღის მეორე მატჩში @ 12.52 საქ

Posted by: jora84 16 Jul 2016, 20:15
ანუ ჰონგკონგს ბაი ბაი დავუძახეთ ფაქტიურად

Posted by: Qolga 16 Jul 2016, 20:49
დღევანდელი თამაშით თუ ვიმსჯელებთ, თავს ზემოთ შეგვიძლია ავხტეთ და უელსელებს მოვუგოთ. ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ შანსი არის.

ისე, ჩვენივე ჯგუფიდან როგორ გვერგნენ?

პ.ს. პორტუგალიამ გაგვიყვანა თასზე.

Posted by: valiadolidi 17 Jul 2016, 10:29
ძალიან კარგი შანსი გვაქვს, რა თქმა უნდა ძნელი იქნება ბრიტანეთის დამარცხება მაგრამ არა შეუძლებელი 1/4 ის გავლის შემთხევაში რუსეთი / გერმანიაზე გავდივართ სადაც უკვე ფინალი იქნება ჩვენთვის ჰონკონგის საგზურისთვის ბრძოლაში. ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებული და იმედია კარგად ვითამაშებთ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია თამაშის დროს ცოტა გამართლება.
რაც შეეხება ბრიტანელებთან ჩვენს თამაშს;
დაცვა - საჭიროა საწყისი შემადგენლობაში უპირატესობა მივანიჭოთ კარგ დამცველებს. მოთამაშეები დაცვაში წაგებულ რაქში საერთოდ არ უნდა შევიდნენ დროზე უნდა გავიშალოთ და წინ ვითამაშოდ სწრაფად .მოედნის დროული აღება ბოჭვის( სწრაფად უნდა გავანთავისუფლოდ მბოჭავებმა ალბათ ამ კომპონენტში ყველაზე მეტი ჯარიმა ავიღეთ გუშინ) ან რაქში თამაშის დროს .
შეტევა - რაქში ზედმეტი ხალხის არ შესვლა და ბურთის სწრაფი გატანა ( გუშინ იყო მომენტები როდესაც რაქში თითქოს ვისვენებდით ან გადაყრაზე 2 კაცი მიდიოდა )ჯარიმის სწრაფი გათამაშება, ყველა სწრაფი გათამაშება ლელო დავდეთ ან ძალიან მწვავედ შევუტიეთ.
საწყისიდარტყმების 50 % მაინც თუ მოვიგებთ კარგი იქნება.

ეს ყველაფერი არცთუ ძნელი შესასრულებელია თითქმის ყველა გუნდი აკეთებს ჩვენს გარდა ჩვენც თუ დისციპლინას გამოვასწორებთ ნამდვილად შეგვიძლია ბრიტანეთთან მოგება.

Posted by: ქაშიბაძე 17 Jul 2016, 13:12
ეეეეეეეე არადა რამდენჯერ გვქონდა კარგი შესატევი პლაცდარმი

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Jul 2016, 13:25
პირველი ტაიმის ბოლო შეტევაში იმათ სინბინი არ ერგებოდათ სალელოე პასზე ხელის წინ ჩაკვრისთვის?

Posted by: borjgali1964 17 Jul 2016, 13:28
რას ვიშლი ნერვებს?

=
14 წუთი ,,დასტოინად'' სიარულის მაგივრად სირბილს რომ მოინდომებენ/ისწავლიან და ხაზის გაგლეჯვის ნაცვლად ბურთაობას დაიწყებენ , მერე ვინერვიულებ/გიყურებთ.

==
თამაშის მერე ჩხუბიც/ჯაჯგური, ვერაა კარგი საქმე..

Posted by: valiadolidi 17 Jul 2016, 14:13
ძალიან სუსტი სელექცია და თამაშისთვის საერთოდ არ ვიყავით არანაირად მზად . არდა ძალიან ბევრი შანსი გვქონდა და რეალურად შეიძლებოდა თამაშის მოგება ელემენტარული სწორი სელექჩიით და დისციპლინით

Posted by: jora84 17 Jul 2016, 14:23
valiadolidi


სუსტ სელექციაში რას გულისხმობთ?

Posted by: valiadolidi 17 Jul 2016, 14:26
QUOTE (jora84 @ 17 Jul 2016, 14:23 )
valiadolidi


სუსტ სელექციაში რას გულისხმობთ?

უკეთესი დამცველების დაყენება ჯობდა კრაი ძაან გამოგვიყენეს თხელი მოთამაშის დაყენება მხოლოდ ერთის შეიძლება ისიც 9 ზე თორემ აზრი არ აქვს ყველა შეტევაძე დიდი უპირატესობას გაგიკეთებენ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Jul 2016, 15:23
შემდგომი = ცოტა ხნის წინაც კი გასაიდუმლოებული განრიგი

ნეთში ულუფებად დებენ და
არ უთითებენ, "დიდი შესვენებები" როდის უზით

სინ’ნფ 16.07 გერმანია

თუ ვაგებთ 18.44 = მეშვიდე ადგილი
თუ ვიშებთ 19.06 = სინის ფინალი

მეტოქე იტალია | საფრანგეთი

Posted by: ქაშიბაძე 17 Jul 2016, 16:29
მოვუგეთ გერმანიას

რა ხდება ახლა ჰონგ კონგის ამბებში

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Jul 2016, 16:33
http://site.rugby.ge/ka-GE/home/

ამ ეტაპამდე: 24 ესპ გერ, 16 საქ

ნიხრი: 20 18 16 14 - 12 10 8 6 - 4 3 2 1

ჩვენი მაქსიმუმი +12, იმათი მინიმუმი +6

2 ქულა გვაკლდება

ესპანეთი კი სულაც პირველ ოთხეულშია: მინიმუმ +14

Posted by: takuniaprakunia 17 Jul 2016, 17:04
დღეს კიდევ ვითამაშებთ? და რომელზე სთ-ზე?

Posted by: jora84 17 Jul 2016, 17:18
takuniaprakunia

19:06 იტალია

Posted by: takuniaprakunia 17 Jul 2016, 17:20
დიდი მადლობა, წინა თამაშის რევანში უნდა ავიღოთ smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Jul 2016, 18:49
გადასულან 25 წუთიან ციკლზე და ცოტათი ადრეც დაუგეგმავთ ფინალები ... მაგ უბადრუკ არღანიზათორეფს


Posted by: jora84 17 Jul 2016, 19:25
მოხერხება ხომ უნდოდა ამის წაგებას mo.gif

მსაჯი კიდე ცალკე, შეიყო და დაიტრიალა.

Posted by: Datka1964-10-10 17 Jul 2016, 19:28
სალამი ყველას!

არ უნდათ რა ბოლომდე თამაში და სირბილი. მერამდენე თამაში წააგეს ასე. მოკლედ ეს გუნდი ძალიან სერიუზულად უნდა დაჯდეს და დაილაპარაკოს. ასე არ შეიძლება.
ისე 7 კაცა ნაკრებს რაიმე სხვა მიზანი ხო არ აქვს,რომელიც ჩვენ არ ვიცით.
მწუვრთნელები ძალიან პატივცემული ხალხია მაგრამ რაღაც არ ხდება ისე,როგორც საჭიროა.
კავშირმაც სერიოზულად უნდა დაელაპარაკოს ამ ხალხს,იქნებ რა უჭირთ? რა პრობლემები აქვთ? ასე სულ მაჩანჩალად ყოფნა და მსოფლიო სერიებზე არ მოხვედრა უკვე აღარ შეიძლება.

Posted by: jora84 17 Jul 2016, 19:33
Datka1964-10-10


ორ ტაიმს ერთმანეთს ვერ აბამენ, ან პირველს თამაშობენ ან მეორეს.
გასათათხები არიან მწვრთნელ-მოთამაშეებიანად.

Posted by: borjgali1964 17 Jul 2016, 19:37
Datka1964-10-10
QUOTE
ასე სულ მაჩანჩალად ყოფნა და მსოფლიო სერიებზე არ მოხვედრა უკვე აღარ შეიძლება.

==

.. თან, ფული მიდის, ვალუტა ..


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Jul 2016, 20:36
FINAL LADDER

52 GB'R, 50 RUS, 46 GB'L, 44 FRA, 38 SPN*, 30 GER*,
26 GEO, 24 ITA, 13 POR, 10 BEL, 6 POL, 3 LTH

* go to HKG 2017

* * *
2016 * ევროპის შვიდკაცა

17/07 @ 20.45

გრან პრი III ეტაპი გდინია (პოლ)

რაზმი საქართველოს დროით კვირის სთრიმი

ცხრილებში: * ფრე, ^ პირისპირ მოგებით

საქართველო -

16/07 13.58 ბრიტანეთი'ლნზ 14:15
16.43 საფრანგეთი 14:31
19.50 პოლონეთი 45:00

# ა მ-წ სხვ
ა1 ბრ'რ 3-0 +97
ა2 გერ 2-1 -6
8 იტა 1-2 +2
12 ლიტ 0-3 -93

# ბ მ-წ სხვ
ბ1 ბრ'ლ 3-0 +34
ბ2 სფრ 2-1 +24
7 საქ 1-2 +27
11 პოლ 0-3 -85

# გ მ-წ სხვ
გ1 რუს 2*0 +17
გ2 ესპ 1*1 +16
9 პორ^ 1-2 -2
10 ბელ 1-2 -31

17/07 12.52 ბრიტანეთი'ლნზ 00:12
სინ’ნფ 16.07 გერმანია 17:10
სინ’ფ 19.00 იტალია 12:14

ეტაპზე დავიკავეთ VI ადგილი

სერიაში დავაფინიშეთ VII ადგილზე

ქულა: 52 ბრ'რ, 50 რუს, 46 ბრ'ლ, 44 სფრ, 38 ესპ*, 30 გერ*,
26 საქ, 24 იტა, 13 პორ, 10 ბელ, 6 პოლ, 3 ლიტ
*გავიდნენ ჰონკონგის შესარჩევში (2017)

ნიხრი: 20 18 16 14 - 12 10 8 6 - 4 3 2 1

დასრულებული ტურნირები არქივში

Posted by: GiorgiG83 17 Jul 2016, 20:50
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს რაიმე გამოკვეთილი კონცეპცია 7-კაცასთან დაკავშირებით არ გვაქვს, უბრალოდ გვაქვს 7-კაცა ნაკრები

Posted by: Lotkinski 23 Jul 2016, 16:12
პირველი მატჩი მოუგეს ბალკანეთის ნაკრებს ჩვენმა გოგონებმა ანგარიშით 24-0, დღესვე ეთამაშებიან სლოვინიას და შემდეგ ლუქსემბურგს. რანგით ყველაზე დაბალ ლიგაში ვთამაშობთ და თუ გავიმარჯვებთ ერთი საფეხურით მაღლა ავიწევთ smile.gif წარმატებები ჩვენს გოგონებს

ესეც ლინკი http://rugbyeurope.eu/group-302.htm

Posted by: GiorgiG83 10 Aug 2016, 12:33


7-კაცა – ნაფარეული 2016

http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=5610&callerModID=17364&Title=7-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%90%20|%20%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%202016


ისე და
4 ტურნირი როგორ მორჩა?

Posted by: Abidiili 22 Aug 2016, 14:27
ეს 7-კაცა დაგეგმილია რომ წლიდან წლამდე პოპულარული გახდეს (რაც ოლიმპიური სახეობა გახდა) და ჩვენი ახალგაზრდა მორაგბეები წელიწადში 2-3 ჯერ რომ სავალდებულოდ რაიმე ტურნირში თამაშOბდნენ არა?
უკანახაზელებს ბევრ უნარებს განუვიტარებდა 14-15-16-17-18-19-20 წლის ბიჭებს

Posted by: GiorgiG83 22 Aug 2016, 14:46
Abidiili
მე-2 მე-3 წელია და უფროდაუფრო აქტიურად ჩვენთანაც დაიწყო უმცროსი ასაკიდან 7-კაცაზე ყურადღების მიქცევა

Posted by: xDavid_S 14 Sep 2016, 17:42
ჩვენ ამ დროს ხინკალს შევექცევით თუ შაურმას?
user posted image

Posted by: jora84 14 Sep 2016, 19:28
xDavid_S

მაგ ასაკში მაგ ფორმაციის ნაკრები გვყავს საერთოდ?

Posted by: GiorgiG83 29 Sep 2016, 13:56
http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=5661&callerModID=17364&Title=7-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%90%20|%20%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%98%202016


7-კაცა | ფოთი 2016
რაგბის ოლიმპიურ ვერსიას – შვიდკაცას ბოლო ხანს სათანადო ყურადღება რომ ექცევა, ნაფარეულის შესარჩევი ტურის კვალად, ორიდან პირველი საჩემპიონო ეტაპი ამ შაბათ-კვირას (1 და 2 ოქტომბერს) მოეწყობა ფოთში – შავი ზღვის პირად "კოლხეთის თასი" გათამაშდება და ტრადიციულადაც იქცევა.


Posted by: jora84 1 Oct 2016, 17:17
ფოთის მოედანზე მთვრალმა ტრაქტორისტმა ისეირნა?
რა დღეშია საფარი

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 4 Oct 2016, 10:29
წაიმურდლა ტრადიცია = გაუქმდა სინი, ფიალა, ფარი

http://www.planetrugby.com/news/sevens-series-format-redesigned/

ამიერიდან მედლებს გავითამაშებთ - ოლიმპიური სპორტი ვართო

16-გუნდა ტურნირის სქემა კი იგივე დატოვეს = 5’ფინალიანი,
ანუ მაინც არ გათამაშდება 7’, 11’ და 15’ ადგილები

თასი დარჩა თასად, 9’ ადგილი (ფიალა) კი იქცა "ჩელენჯ თროფი"დ

@ გვქონდა უნიკალური მრავალ’ფეროვნება, ამიერიდან კი
აქაც ქაპ - თროფის დონეზე დავიდნენ ... ნებითა და სირეგვნით




Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 Oct 2016, 17:34
ფოთის შვიდკაცა – კოლხეთის თასის ფინალი

აკადემია 7:39 აია

რეფ ამაშუკელი, კიდ: ჭანუყვაძე & ჭიქაბერიძე, ლელ: სახელაშვილი & გიორგაძე, კომ: დოლიძე, ჭიჭინაძე, მარგველაშვილი

აკდ: 20 ბერიკაშვილი (27 ლაზარიშვილი), 23 ჭუაძე (7 შუბითიძე, 13 ხელაია), 29 გოგლიძე, 10 დავითაშვილი (16 წასიძე), 15 მათიაშვილი^კაპ, 12 სანდრო ილურიძე, 14 სიჭინავა (11 საბა ილურიძე) * მწვ ლევან ოქოლაძე – ლ გ: მათიაშვილი

აია: 10 ლოსაბერიძე (15 ოთარ ძაგნიძე, 12 წივწივაძე), 13 ვარდანიძე, 4 ირემაძე (19 ჩხიკვაძე), 11 აბრამიძე, 21 ბაბუნაშვილი^კაპ, 22 ძნელაძე, 23 მანაგაძე (7 მღებრიშვილი) * მწვ ბესიკ ხამაშურიძე – 6ლ: ლოსაბერიძე ირემაძე ბაბუნაშვილი აბრამიძე მანაგაძე ვარდანიძე; 3გ ა: ბაბუნაშვილი

0:5 0:12 0:19 \ 0:26 0:31 0:34ა _რა რიგით?_ 0:39 7:39

@

Posted by: shukito 6 Oct 2016, 21:15
http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/chempionati/97071-saqarthveloshi-msajma-moragbes-gaastsro-video.html

smile.gif

Posted by: iverieli 2 Dec 2016, 13:14
ორი გუნდით დუბაიში
ამ კვირაში საქართველოს რაგბი 7-ის ორი გუნდი დუბაის საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს. შვიდკაცა და შვიდქალა გუნდებისთვის, ეს ტურნირები 2017 წლის ევროპის გრან-პრისა და ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია.
ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს 7-ქალა კიდევ სამ ტურნირში მიიღებს მონაწილეობა და მათი მიზანიც 2017 წლის მთავარი ტურნირისთვის უკეთ მომზადებაა, რათა დასახული მიზნის მიღწევა და პირველ დივიზიონში დაწინაურება მოხერხდეს.

„დუბაიში განახლებული შემადგენლობით მივემგზავრებით. ჩვენი მიზანია, რომ მწვრთნელების დავალებები პირნათლად შევასრულოთ. გუნდის ძველი მოთამაშეები უნარების გაუმჯობესებას ვეცდებით, ახლები გამოცდილებას შეიძენენ. დუბაის ტურნირზე ყოველთვის კარგი შედეგი გვქონდა და იმედია, წელსაც ასე იქნება“ - ამბობს 7-ქალას ერთ-ერთი მორაგბე ქეთი მოდებაძე.

7-ქალა დუბაის ტურნირზე ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:

ქეთევან მოდებაძე, თინათინ სიხარულიძე, სალომე საღარაძე, ნათია გავაშელიშვილი, ნიკოლ გალუზინსკაია, ლოსანა ფოლადაშვილი, მარიამ ჭიჭინაძე, თინათინ პაპუაშვილი, სალომე სირაძე, ნანი სირაძე, ნანი პაკელიანი, თამარ მანაგაძე.

7-კაცა საქმეში 2 დეკემბრიდან ჩაერთვება. ტურნირს, რომელშიც ისინი ითამაშებენ ‘კაცთა საერტაშორისო წვეული’ (INTERNATIONAL INVITATION MEN) ეწოდება და მასში სხვადასხვა ქვეყნის პირველი და მეორე ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. ქართველებს ჯგუფურ ეტაპზე ზამბიის, გერმანიისა და ირლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ მოუწევთ თამაში. ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით გაირკვევა, თუ ვინ იქნება საქართველოს მეტოქე პლეი ოფის პირველ ეტაპზე.
7-კაცა დუბაის ტურნირზე ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:

ბექა ურჯუკაშვილი, ლევან გოგოლაშვილი, რევაზ ბროძელი, ზურაბ ძნელაძე, რევაზ ჯინჯიხაძე, ნიკა სუხაშვილი, იოსებ მათიაშვილი, ვანო ბერიკაშვილი, ნიკა გიგაური, გურამ შენგელია, ანზორ სიჭინავა, გიორგი აბრამიძე.

http://rugby.worldsport.ge/ge/page/5913_ori-gundit-dubaishi

https://dubairugby7s.com/schedule-results/results/2016-emirates-airline-dubai-rugby-sevens/international-invitation-men/schedule


Posted by: GiorgiG83 2 Dec 2016, 13:39
iverieli

ფრუი აქაც ვერ ხვდება.(?)..
რაშია საქმე

Posted by: iverieli 2 Dec 2016, 15:02
ესევ პირველი გამარჯვება ზამბიას მოუგეთ 19-12

შემდეგი ირლანდიასთან გვაქვს

Posted by: wolfmax 2 Dec 2016, 15:39
QUOTE (GiorgiG83 @ 2 Dec 2016, 13:39 )
iverieli

ფრუი აქაც ვერ ხვდება.(?)..
რაშია საქმე

ეტყობა აღარ უნდა მაგას რაგბის თამაში....

Posted by: otia-83 2 Dec 2016, 15:58
https://www.facebook.com/worldrugby7s/videos/10153939415186046

Posted by: iverieli 2 Dec 2016, 17:06
GEORGIA 7S 0 - 36 GERMANY DEVELOPMENT

ეუჰ

Posted by: zaal1969 2 Dec 2016, 18:14
iverieli
QUOTE
GEORGIA 7S 0 - 36 GERMANY DEVELOPMENT

ეუჰ



ამ ფორმით შვიდკაცას აზრს ვერ ვხედავ და ეს გრძელდება წლიდან წლამდე

Posted by: borjgali1964 2 Dec 2016, 18:30
zaal1969
QUOTE
ამ ფორმით შვიდკაცას აზრს ვერ ვხედავ და ეს გრძელდება წლიდან წლამდე

===
,,გეგმა''არსებობს საერთოდ?
კონკრეტულ წელს, კონკრეტულ შეჯიბრზე, კარგ, დამაკმაყოფილებელ და ცუდ შედეგად რა შეიძლება ჩაითვალოს?



QUOTE
წლიდან წლამდე
უშედეგობაში დახარჯული ფული, ტეხავს'' (((((





Posted by: Qolga 2 Dec 2016, 18:41
12 წლის ვიყავი გასტროლებზე უაზროდ რომ დავბოდიალობდი. არანაირი აზრი არ ქონდა ჩვენს კონცერტებს, გარდა იმისა, რომ ქორეოგრაფი კაი ფულს აკეთებდა. უნამუსო ვიყო თუ რაიმე განსხვავებას ვხედავდე ჩვენს შვიდკაცასა და ჩემს გასტროლიორობას შორის. რაში იხარჯება საერთოდ ფული? ამდენი ხალხის დუბაიში წაყვანა-დაბინავებას ხომ იცით რამდენი ფული უნდა? ამათი ხელფასები კიდე. საერთოდ რა ჯანდაბა ხდება ამ სფეროში? მერე კიდევ ბექების განვითარება გვინდა. რით ვანვითარებთ? დუბაის სამოყვარულო ფესტივალებზე მონაწილეობით? სერიოზულადაა დასაყენებელი ეს საკითხი რაგბის კავშირის წინაშე. ამაში ფულის ხარჯვა იმაზე უარესია ვიდრე ფეხბურთის ფედერაციისთვის ფულის მიცემა. ჩვენი ფულის.

Posted by: GIORGI112 2 Dec 2016, 21:16
14 - 24 წავაგეთო ეგ თამაშიო
sad.gif aba.gif fig.gif punch.gif

Posted by: სურამელი 2 Dec 2016, 21:41
კავშირის პრ სანდრო წერს , რომ გერმანიასთან წავაგეთ 14-24 წავაგეთ და არა 0-36 smile.gif
დუბაი სევენსზე სამოყვარულო ჩათვლაში ვართ ჩვენ ირლანდია და გერმანია, რადგან სეზონისთვის ვემზადებითო

Posted by: dishosdzisdze 2 Dec 2016, 22:00
QUOTE
14 - 24 წავაგეთო ეგ თამაშიო

უჰჰჰ!... აგაშენა ღმერთმა ....................................
თუ ივაჭრეს(,,იშოპინგეს" რა საკადრისია) მაინც, კიდევ არაუშავს...

boli.gif



მახათი ბატონებო!!! გრანდიოზული მახათი!!! maxati.gif

Posted by: GiorgiG83 4 Dec 2016, 00:46
7's უბრალოდ გვაქვს ჰქვია (?!)

რაღაც ზუსტა ვერ ჩამოვაყალიბე, მგონი
boli.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Dec 2016, 11:48
user posted image

ოსტატობით და არა ქვოტებით

რიოს’შემდგომ პირველსავე დიდ შვიდკაცაზე - მსოფლიო სერიის დუბაის ეტაპზე -
ოლიმპიური ჩემპიონი ფიჯი აფრიკის "ბლიც ბოკემ" გააბურთავა


Ovaluri.comxa.com/2016
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

user posted image

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


დამწყებებს! ჯერ იხილეთ შედეგები = ქვემოთაა

ნაოლიპიადევს შეიცვალნენ ტრიუმფატორი ფიჯისა და ხელ’მოცარული ზელანდიის მწვრთნელები: მწითური ინგლისელი ბენ რაიანი ახლა იმას მეცადინეობს, რომ კუნძულებზე ზე’რაგბის ფრანჩაიზი დააარსოს, ბებერი გურუ გორდონ თიჩენსი კი, ვინაც "ოლ ბლექ სევენსს" 22 წელი გადიობდა, სამადლოდ შეიფარა სამოამ

ფიჯს დროებით მოძღვრავს ნათა თავანი’მბუკა, ზელანდიას - სქოთ ვოლდრომი და ძირით ფიჯელი ტომასი თამა; გადადგა აფრიკის კაპიტანი ქაილ ბრაუნი, მაგრამ ფილიპ სნეიმანს რჩევით მაინც ეხმარება, "მსოფლიო რაგბმა" კი უშნოდ გამოიღო ხელი და სანაქებო, უნიკალურად რაგბული, ჰონკონგური ტრადიცია წამურდლა:

რაკი შკიდკაცა აწ უკვე ოლიმპიური სპორტია - ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები უნდა გაითამაშოსო. ჰოდა, გაუქმდა ოდინდელი სინი (V ადგილი) და ფარი (XIII); ფიალას (IX) ეწოდა "ალაფა", რაღაი დაბლინელ ბრენდ’მეიქერთა ფანტაზია ამ სიტყვას ვერა სცილდება; 16-გუნდა ტურნირის სქემა კი იგივე, 5-ფინალიანი დარჩა, ანუ VII, XI დაXV ადგილები არც ახალ დროებაში გათამაშდება

თამაშის დასაჩქარებლად

ცოტათი შეიცვალა წესებიც: კვლევამ გვიჩვენა, რომ ტრავმიანობა ერთობ იზრდება ტურნირის ბოლო მატჩის - თასის ფინალის მეორე ტაიმშიო, რის გამოც ამიერიდან ეს რკენაც 14-წუთა იქნება და არა ძველებურად 20-წუთაო

რეფს სტადიონის ვეება ეკრანზე მომხდარის აღქმა რომ უჭირს, ვიდეო’ ანალიზს ერთ’პიროვნულად გაუძღვება საგანგებო ტელე’რეფიო; თამაშის დასაჩქარებლად საჯარიმო ლელო 7 ქულად დაფასდება და გარდასახვა აღარ დაირტყმებაო; შერკინება და დერეფანი დანიშვნიდან 15 წამში უნდა დაეწყოს; ხოლო გარდასახვა, ჯარიმა, თავისუფალი, ქიქო’ოფი და "ოცდა ორი" 30 წამში უნდა შესრულდესო

მეტიც, "ზედიზედ ხეირის" წყვეტისას მართალი გუნდი თავად აირჩევს, თამაში რომელი სასჯელის შესაბამისი სანქციით განაახლოსო, სირენის შემდეგ კი, ზე 18-ის ანალოგიით, უკვე ნება’დართულია ჯარიმის კიდეზე "პირდაპირ დარტყმა" და თამაშის ერთი ეპიზოდით დაგრძელება

უნდა მოაწოდოთო

პროფესიონალები კი ჰქვიათ, მაგრამ სქოთებს ეს სიახლე, ეტყობა, გამორჩათ და მწარედ ჩაიჭრნენ ინგლისთან - სირენის შემდეგ წინ რომ იყვნენ და ბოჭვაზეც ჯარიმა მოიპოვეს, კიდეზე დაჰკრეს, რეფმა კი უთხრათ, უნდა მოაწოდოთ კიდეცო. ჰოდა, ინგლისმა მოიგო დერეფანი და გამარჯვების ლელოც გაიტანა * 24:21

ზელანდიამ პარასკევ საღამოს, პულშივე 12:26 წააგო ინგლისთან; შაბათ დილით აფრიკასთან 0:40 მოისრა, დღისით 12:20 მოეცარა ხელი ექს’სინის ნახევარ’ფინალშიც, ავსტრალიასთან, და VII ადგილი გაიყო

ფიჯი კოხტად ბურთაობდა, მაგრამ ოსტატობითა და არა ქვოტებით "აჭრელებულ აფრიკას" კი თავიდანვე ეტყობოდა, რომ უმაგრეს ფორმაში იყო. ჰოდა, ფინალში ლელოებით 4/2 აჯობა ოლიმპიურ ჩემპიონს, სიბელო სენატლამ კი ტურნირი 11 ლელოთი დაასრულა


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVIII სეზონი * 2016-17

I ეტაპი * 2-3/12 @ დუბაი (არაბეთი)

პულები

(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) ფიჯი 3-0, უელსი 2-1 / არგენტინა 1-2, კანადა 0-3
(ბ) აფრიკა 3-0, შოტლანდია 2-1 / შტატები 1-2, უგანდა# 0-3
(გ) ინგლისი 3-0, ზელანდია 2-1 / სამოა 1-2, რუსეთი 0-3
(დ) ავსტრალია 3-0, საფრანგეთი 2-1 / კენია 1-2, იაპონია 0-3

მეოთხედ’ფინალი

ფიჯი (ა1) 40:5 საფრანგეთი (დ2)
ინგლისი (გ1) 24:21 შოტლანდია (ბ2)
ავსტრალია (დ1) 12:21 უელსი (ა2)
აფრიკა (ბ1) 40:0 ზელანდია (გ2)

ნახევარ’ფინალი

ფიჯი 31:12 ინგლისი
აფრიკა 36:5 უელსი

ფინალი

(XIII) კანადა 20:17 უგანდა
ალაფა (IX) შტატები 28:14 სამოა
(V) ავსტრალია 19:12 შოტლანდია
ბრინჯაო (III) ინგლისი 38:10 უელსი
ოქრო + თასი (I) აფრიკა 26:14 ფიჯი

აფრიკა

1 ქრის დრაი, 2 ფილიპ სნეიმან^კაპ, 4 ქვოგა სმით, 5 ვერნერ კოკ,
7 ბრანკო დიუ’პრე, 10 სესილ აფრიკა, 11 სიბელო სენატლა *
3 დილან სეიჯ, 6 ქაილ ბრაუნ, 8 როსკო სპეკმან, 9 ჯასთინ ხედულდ, 12 რუან ნელ * მწ) ნილ პაუელ

ქულა

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

22 აფრიკა (თ: დუბაი; 19 ფიჯი; 17 ინგლისი; 15 უელსი;
13 ავსტრალია; 12 შოტლანდია; 10 ზელანდია საფრანგეთი;
8 შტატები; 7 სამოა; 5 არგენტინა კენია; 3 კანადა;
1 იაპონია რუსეთი (ბოლო ვარდება) / 2 უგანდა#

განრიგი

1 2-3/12 დუბაი (არბ)
2 10-11/12 ქეიპ’თაუნ (აფრ)
3 28-29/01 ველინგთონ (ზელ)
4 4-5/02 სიდნი (ავს)
5 3-5/03 ლას ვეგას (აშშ)
6 11-12/03 ვანქუვერ (კან)
7 7-9/04 ჰონკონგ (ჩინ)
8 15-16/04 სინგაპურ (სნგ)
9 13-14/05 პარიზ’ი (სფრ)
10 20-21/05 ლონდონ (ინგ)

თასის მფლობელი

1999-2016 (147 ეტაპი:
55 ზელანდია - 30 ფიჯი; 23 აფრიკა;
16 ინგლისი; 11 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა;
1 საფრანგეთი შტატები კენია შოტლანდია

სერიის ჩემპიონი

ზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 3 2006, 2015, 2016
აფრიკა 1 2009
სამოა 1 2010

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Dec 2016, 13:17
ვინც უყურებთ - სულ მალე

http://www.vipleague.tv/rugby/439531/2/hsbc-sevens-world-series-south-africa-live-stream-online.html

ქეიპ’თაუნის მეოთხედ’ფინალები @ საქ

14.04 აფრ - უელ
14.26 ზელ - კენ
14.48 შტლ - აშშ
15.10 ფიჯ - ინგ

ნახევარ’ფინალები

18.34 და 18.56

ფინალი

21.44

@


* * *


ნახევარ’ფინალები

18.34 აფრ - ზელ
18.56 შტლ - ინგ

ფინალი @ 21.44

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 13 Dec 2016, 19:05
user posted image

ინგლისმა თანდათან უმატა

შვიდკაცის "მსოფლიო სერიის" ლიდერს - აფრიკის "ბლიც ბოკეს" შინ წინა სამი ეტაპი მოეგო,
მაგრამ ამჯერად ფეხი დაუცდა - ფინალში ინგლისთან გარდასახვით დამარცხდა


Ovaluri.comxa.com/2016
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

user posted image

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


დამწყებებს! ჯერ იხილეთ შედეგები = ქვემოთაა

სამხრეთ აფრიკაში ახლა ზაფხულია. ქეიპ’თაუნის ახალ, ვეება, არა’სარაგბო სტადიონზე ლიანგი მიაწყდა სეირს

მასპინძელი გუნდიც გემოზე უბერავდა - პულში 98:17 ჩაიგრიალა; მეოთხედ’ფინალში უელსი 33:0 მოსრა; ნახევარ’ფინალში როსკო სპეკმანის რეიდით დააშამათა ზელანდია, მაგრამ სეზონის მე-12 ჩაუქობისთვის ჯანი ვეღარ ეყო

ინგლისმა, პირიქით, თანდათან უმატა - შაბათს, პულში, 7:33 წააგო კივებთან და ფიჯსაც 6 წუთში 0:19 ჩამორჩა მეოთხედ’ფინალში, მაგრამ ბოლომდე იომა, 14 წუთი გაუფრევა ოლიმპიურ ჩემპიონს, ოვერ’ტაიმში კი დენ ნორთონის ლელოთი იმარჯვა * 31:26

ნაშეგირდლებს ნუ თათხავო

მულატი ნორთონი ქეიპ’თაუნში ინგლისის ყველა დროის უპირველესი მელელოვე გახდა და მალე ალბათ "მსოფლიო სერიაზეც" ჩამოართმევს ამავე ტიტულს კენიელ ქოლინზ ინჯერას, ვეტერანმა ჯეიმზ როდველმა კი კარიერის 71-ე ტურნირიც მოილია

თუ 24-მატჩა პულურ სტადიაზე ერთად’ერთი ფრე აღინუსხა, მეოთხედ’ ფინალში სქოთებმაც დამატებით დროში მოუგეს იანკებს. ჯასთინ ხედულდს გარდასახვა კიდიდან რომ შეეგდო, აწ უკვე 14-წუთიანი ფინალიც გაგრძელდებოდა 5-წუთა პერიოდებად, მაგრამ ინგლისს ბედმა გაუღიმა და სერიის კიბეზე 2 ქულით’ღა ჩამორჩება აფრიკას

და რასა იქმს ფიჯი? ჯერჯერობით მესამეა. "ჯადოქრების" გადამდგარი გურუ, მწითური ინგლისელი ბენ რაიანი სოც’მედიაში თათხავს თურმე ნაშეგირდლებს, რაზეც ფიჯის "რაგბის კავშირი" ბრაზობს და თავის ყოფილ თანა’მშრომელს ახსენებს, გუნდი შენ აღარ გაბარია, 1 იანვრიდან კი ბიჭებს უელსელი გარეს ბეიბერ’ი მიხედავსო


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVIII სეზონი * 2016-17

II ეტაპი * 10-11/12 @ ქეიპ’თაუნ (აფრიკა)

პულები

(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) აფრიკა 3-0, შტატები 2-1 / ავსტრალია 1-2, რუსეთი 0-3
(ბ) ფიჯი 3-0, კენია 2-1 / საფრანგეთი 1-2, იაპონია 0-3
(გ) ზელანდია 2-0*1, ინგლისი 2-1 / არგენტინა 1-2, კანადა 0-2*1
(დ) შოტლანდია 3-0, უელსი 2-1 / სამოა 1-2, უგანდა# 0-3

მეოთხედ’ფინალი

აფრიკა (ა1) 33:0 უელსი (დ2)
ზელანდია (გ1) 28:7 კენია (ბ2)
შოტლანდია (დ1) 24:19*დდ შტატები (ა2)
ფიჯი (ბ1) 26:31*დდ ინგლისი (გ2)

ნახევარ’ფინალი

აფრიკა 14:7 ზელანდია
ინგლისი 33:14 შოტლანდია

ფინალი

(XIII) კანადა 19:10 უგანდა
ალაფა (IX) საფრანგეთი 19:7 არგენტინა
(V) ფიჯი 33:21 კენია
ბრინჯაო (III) ზელანდია 24:19 შოტლანდია
ოქრო + თასი (I) ინგლისი 19:17 აფრიკა

(( ვიდეოთა ბმულები იხილეთ საითზე, სტატიაში ))

ინგლისი

1 რიჩარდ დე’კარპანტიე, 2 ჩარლი ჰეითერ, 3 ფილ ბერჯეს, 4 დენ ნორთონ, 6 თომ მიჩელ^კაპ, 7 დენ ბიბი, 10 რურეიდ მაკ’ქონოქი *
5 ჯეიმზ როდველ, 8 თომ ბოუენ, 9 ოლივერ ლინდზი-ჰეიგ. 11 იზენ ვოდლთონ, 12 ალექს დევის * მწ) საიმონ ამორ

ქულა (+00 სხვაობა)

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

41 აფრიკა (თ: დუბაი; 39 ინგლისი (თ: ქეიპ’თაუნ; 32 ფიჯი;
27 შოტლანდია+30, ზელანდია+23; 25 უელსი;
18 ავსტრალია+65, შტატები+56, საფრანგეთი+33;
17 კენია; 12 არგენტინა; 8 სამოა; 6 კანადა-92, რუსეთი-204;
2 იაპონია (ბოლო ვარდება) / 4 უგანდა##

განრიგი

1 2-3/12 დუბაი (არბ)
2 10-11/12 ქეიპ’თაუნ (აფრ)
3 28-29/01 ველინგთონ (ზელ)
4 4-5/02 სიდნი (ავს)
5 3-5/03 ლას ვეგას (აშშ)
6 11-12/03 ვანქუვერ (კან)
7 7-9/04 ჰონკონგ (ჩინ)
8 15-16/04 სინგაპურ (სნგ)
9 13-14/05 პარიზ’ი (სფრ)
10 20-21/05 ლონდონ (ინგ)

თასის მფლობელი

1999-2016 (148 ეტაპი: 55 ზელანდია -
30 ფიჯი; 23 აფრიკა; 17 ინგლისი; 11 სამოა; 6 ავსტრალია;
2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები კენია შოტლანდია

სერიის ჩემპიონი

ზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 3 2006, 2015, 2016
აფრიკა 1 2009
სამოა 1 2010

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Jan 2017, 13:30
ვისაც უძილობა ჭირს, ანაც ღამის ცვლაში მუშაობს

მესამე ეტაპი @ ველინგთონ (ზელ)

მეოთხედ’ფინალი

03.35 ინგ - შტლ
03.58 ზელ - ფიჯ
04.20 კან - არგ
04.42 აფრ - სფრ

ნახევარ’ფინალი @ 08.14 = კვირა დილას

ფინალი @ 11.23


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Jan 2017, 13:01
user posted image

ორჯერვე უსიტყვოდ

შვიდკაცის "მსოფლიო სერიის" ლიდერმა, აფრიკის "ბლიც ბოკემ"
ზელანდიაში ორჯერ ძლია ოლიმპიური ჩემპიონი, ფიჯი და
სერიის კიბეზე მასვე 12 ქულით გაუსწრო


Ovaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

user posted image

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


დამწყებებს! ჯერ იხილეთ შედეგები = ქვემოთაა

"ქურციკებს" ველინგთონში აკლდნენ ქაილ ბრაუნი და სესილ აფრიკა, მაგრამ მათ მაინც თამაშ-თამაშ იპირველეს - ფიჯი შაბათს, ჯგუფში * 31:12 გააბურთავეს და კვირას, ფინალშიც მასვე რომ გადაეყარნენ, ეგრევე უსიტყვოდ მოუგეს * 26:5

გამარჯვებულთაგან მთელმა გუნდმა აგრესიულად ითამაშა დაცვაში და ჩაუქადაც უტია. ეტაპზე ერთბაშად ორ ნომინაციაში იპირველა სიბელო სენატლამ, ხოლო სტატისტიკოსებმა არქივებში მოიძიეს, რომ აფრიკას ზელანდიაში წინა ჯერზე ... 2002 წელს ემარჯვნა

ოჯახებად’ღა მიდიან

შაბათს ავსტრალია სერიაში ზედიზედ მეორედ ჩარჩა ჯგუფში, კანადამ კი სამივე თამაში მოიგო. წინა, ქეიპ’თაუნის ეტაპის ჯილა, ინგლისი მეოთხედ’ფინალში დაითხოვა შოტლანდიამ, ვინაც შვიდკაცის სამშობლო კია, მაგრამ ერთი ხანობა ნაკრების გაუქმებასაც აპირებდა

სქოთები სამ ეტაპზე ოთხეულში მეორედ შეიჭრნენ და ქულებითაც მეოთხენი არიან, სერიის 12-გზის ფალავანმა, ზელანდიამ კი კვირას სამიდან ორი თამაში წააგო და უკვე 24 წერტით ჩამორჩება აფრიკას. არადა, კივებს შინ, წინა 6 ტურნირიდან ხუთში შეემართათ თასი

მთლად უარესიც: ველინგთონში დასწრებამაც კატასტროფულად იკლო. სამხრეთში ახლა ზაფხულია. უწინ 34,500 მოსეირის დამტევი "ვესთ პექ"ი ორივე დღეს პირამდე ივსებოდა და ფანობა ყეენობას მართავდა, მაგრამ რაც ტრიბუნაზე სმა და მოწევა აიკრძალა, შოუზე ხალხი ოჯახებად’ღა მიდის - დღეში 10 ათასი (და ესეც გაბუქულია)


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVIII სეზონი * 2016-17

III ეტაპი * 28-29/01 ველინგთონ (ზელანდია)

<< ჯგუფები

(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) ინგლისი 3-0, არგენტინა 2-1 / კენია 1-2, პაპუასეთი# 0-3
(ბ) აფრიკა 3-0, ფიჯი 2-1 / ავსტრალია 1-2, იაპონია 0-3
(გ) ზელანდია 3-0, საფრანგეთი (+16) 1-1*1 / აშშ (=0) 1-1*1, სამოა 0-3
(დ) კანადა 3-0, შოტლანდია 2-1 / უელსი 1-2, რუსეთი 0-3

<< მეოთხედ’ფინალი

ინგლისი (ა1) 12:14 შოტლანდია (დ2)
ზელანდია (გ1) 10:26 ფიჯი (ბ2)
კანადა (დ1) 17:12 არგენტინა (ა2)
აფრიკა (ბ1) 45:0 საფრანგეთი (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

ფიჯი 19:12 შოტლანდია
აფრიკა 21:5 კანადა

<< ფინალი

(XIII) სამოა 19:12 რუსეთი
ალაფა (IX) კენია 19:17 ავსტრალია
(V) არგენტინა 17:12 ზელანდია

ბრინჯაო (III) შოტლანდია 28:22 კანადა
ვიდეო https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=54435&d=1485719274

ოქრო + თასი (I) აფრიკა 26:5 ფიჯი
ვიდეო https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=54438&d=1485720913

<< აფრიკა

1 ქრის დრაი, 2 ფილიპ სნეიმან^კაპ, 4 ქვოგა სმით, 5 ვერნერ კოკ,
7 ბრანკო დიუ’პრე, 9 ჯასთინ ხედულდ, 11 სიბელო სენატლა *
3 დილან სეიჯ, 6 სივივე სოიზვაპი, 8 როსკო სპეკმან, 10 ზეინ დევიდს, 12 რუან ნელ *
მწ) ნილ პაუელ

<< ქულა (+00 სხვაობა)

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

63 აფრიკა (2თ: დუბაი ველინგთონ); 51 ფიჯი;
49 ინგლისი (თ: ქეიპ’თაუნ); 44 შოტლანდია; 39 ზელანდია;
30 უელსი; 28 საფრანგეთი; 25 ავსტრალია+59, არგენტინა+58, კენია+51;
23 შტატები; 21 კანადა; 11 სამოა; 8 რუსეთი; 3 იაპონია (ვარდება) /
4 უგანდა##; 1 პაპუასეთი#

<< განრიგი

1 2-3/12 დუბაი (არბ)
2 10-11/12 ქეიპ’თაუნ (აფრ)
3 28-29/01 ველინგთონ (ზელ)
4 4-5/02 სიდნი (ავს)
5 3-5/03 ლას ვეგას (აშშ)
6 11-12/03 ვანქუვერ (კან)
7 7-9/04 ჰონკონგ (ჩინ)
8 15-16/04 სინგაპურ (სნგ)
9 13-14/05 პარიზ’ი (სფრ)
10 20-21/05 ლონდონ (ინგ)

>> თასის მფლობელი

1999-2017 (149 ეტაპი: 55 ზელანდია -
30 ფიჯი; 24 აფრიკა; 17 ინგლისი; 11 სამოა; 6 ავსტრალია;
2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები კენია შოტლანდია

>> სერიის ჩემპიონი

ზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 3 2006, 2015, 2016
აფრიკა 1 2009
სამოა 1 2010

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 31 Jan 2017, 14:26
ეეჰ, ბლ....

user posted image

მართალს კი ამბობს ‘Take Wellington Sevens to Samoa or Fiji’ – სერ გორდონ თიჩენს

მაგრამ სარფი | მოსახლეობის დაბალი ყიდვის’უნარიანობა?

user posted image

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 3 Feb 2017, 13:30
ხვალ და ზეგ, დილით = სიდნის საბურთაო (ფუთბოლ) სთედიუმზე

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 Feb 2017, 11:07
http://www.vipleague.tv/rugby/453689/3/live-world-rugby-sevens---australia-live-stream-online.html

ახლა შესვენებაა სინ’ყოფილზე: ფიჯ - აშშ

მერე ორი თამაშიღა რჩება

ბრინჯაო 11.24 ზელ - ავს
ოქრო 11.51 აფრ - ინგ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Feb 2017, 14:51
user posted image

ზე 18-ში წაუვლენ

აფრიკის "ბლიც ბოკემ" სიდნის ფინალში გააბურთავა ინგლისი და
შვიდკაცის "მსოფლიო სერიის" ოთხ ეტაპზე მესამედ შემართა თასი


Ovaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

user posted image

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


დამწყებებს! ჯერ იხილეთ შედეგები = ქვემოთაა

"ქურციკები" ოლიმპიადის შემდგომ სეზონში ისევე მძლავრობენ, როგორც უწინ ზელანდიას ჩვეოდა. ფიჯი და კივები, ახალ შეფთა ხელ’ქვეით, გადახალისების სტადიაში არიან, რის გამოც უკვე 21 და 29 ქულით ჩამორჩებიან სერიის ლიდერს, ვისაც ამიერიდან ზე 18-ში წაუვლენ ჯანიანი ქვოგა სმითი (ლნზ) და უჩაუქესი სიბელო სენატლა (სთო)

სიდნის შვიდკაცა სამ დღეს გაგრძელდა: პარასკევსა და შაბათს ქალებმა იბურთავეს, შაბათ - კვირას კი ვაჟებმა. მანდილოსნებში მასპინძელი ოლიმპიური ჩემპიონები მეოთხე ადგილზეღა გავიდნენ, ხოლო იმარჯვა კანადამ, ოზმა ვაჟებმა კი მხოლოდ ზელანდიასთან წააგეს ორჯერ და ასევე მეოთხეზე დააფინიშეს

მაჩანჩალაც გამოიკვეთა

ველინგთონისგან განსხვავებით, ხალხი სეირს საკმაოდ მიეტანა. ჯგუფთა ბოლო რაუნდში ორი ფრე დაჯდა. უელსმა 14-წაგებიანი ნავსი გატეხა და ძლია თვით ფიჯი * 28:15, აფრიკა კი თუმც კოხტად უგებდა ინგლისს, ბოლოს ორი ლელო გაუშვა და დამარცხდა * 15:21

კვირა დილით, მეოთხედ’ფინალში, ფიჯი უგებდა ზელანდიას, მაგრამ სიონე მოლიამ სირენის შემდეგ დაალელოვა * 24:21, ნახევარ’ფინალში კი ველინგთონის ოთხეულიდან მხოლოდ აფრიკა გავიდა და ფინალში ულაპარაკოდ აიღო რევანში ინგლისთან * 29:14

აფრიკა ხომ დიდი მარაგით ლიდერობს სერიას და გავარდნის კანდიდატიც გამოიკვეთა. ეგაა ახალ’ბედა იაპონია, რაკი რუსეთმა ჯგუფში შტატები ძლია * 17:14 და ალაფის ფინალში საფრანგეთიც * 26:0 მოსრა, ხოლო გერმან დავიდოვი ეტაპის უმარგესი შეიქნა - 57 ქმედება (13 ბოჭვა, 7 გარღვევა, 4 ოფლოუდი, 33 სოლო)


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVIII სეზონი * 2016-17

IV ეტაპი * 4-5/02 სიდნი (ავსტრალია)

((( ბოლო სამი თამაშის თორენთ’ბმული იხილეთ საითზე, სტატიაში )))

ჯგუფები

(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) ინგლისი 3-0, აფრიკა 2-1 / კენია 1-2, იაპონია 0-3
(ბ) უელსი 2-0*1, ფიჯი 2-1 / საფრანგეთი 1-2, სამოა 0-2*1
(გ) ზელანდია 3-0, ავსტრალია 2-1 / შოტლანდია 1-2, პაპუასეთი# 0-3
(დ) შტატები 2-1, არგენტინა(+2) 1-1*1 / კანადა(-7) 1-1*1, რუსეთი 1-2

მეოთხედ’ფინალი

ინგლისი (ა1) 24:7 არგენტინა (დ2)
ზელანდია (გ1) 24:21 ფიჯი (ბ2)
შტატები (დ1) 10:21 აფრიკა (ა2)
უელსი (ბ1) 0:26 ავსტრალია (გ2)

ნახევარ’ფინალი

ინგლისი 12:5 ზელანდია
აფრიკა 26:12 ავსტრალია

ფინალი

(XIII) კანადა 10:5 კენია
ალაფა (IX) რუსეთი 26:0 საფრანგეთი
(V) ფიჯი 35:12 შტატები
ბრინჯაო (III) ზელანდია 29:14 ავსტრალია
ოქრო + თასი (I) აფრიკა 29:14 ინგლისი

აფრიკა

1 ქრის დრაი, 2 ფილიპ სნეიმან^კაპ, 4 ქვოგა სმით, 7 ბრანკო დიუ’პრე, 9 ჯასთინ ხედულდ, 11 სიბელო სენატლა, 12 რუან ნელ *

3 დილან სეიჯ, 5 ვერნერ კოკ, 6 სივივე სოიზვაპი, 8 როსკო სპეკმან, 10 ზეინ დევიდს, 13 სტეფან დიპენარ * მწ) ნილ პაუელ

ქულა (+00 სხვაობა)

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

85 აფრიკა (3თ: დუბაი ველინგთონ სიდნი);
68 ინგლისი (თ: ქეიპ’თაუნ); 64 ფიჯი; 56 ზელანდია;
45 შოტლანდია; 40 ავსტრალია+92, უელსი-62;
35 შტატები+41, არგენტინა+26, საფრანგეთი-26;
27 კენია; 24 კანადა; 16 სამოა-89, რუსეთი-243;
8 იაპონია (ვარდება) / 4 უგანდა##; 2 პაპუასეთი##

განრიგი

1 2-3/12 დუბაი (არბ)
2 10-11/12 ქეიპ’თაუნ (აფრ)
3 28-29/01 ველინგთონ (ზელ)
4 4-5/02 სიდნი (ავს)

5 3-5/03 ლას ვეგას (აშშ)
6 11-12/03 ვანქუვერ (კან)
7 7-9/04 ჰონკონგ (ჩინ)
8 15-16/04 სინგაპურ (სნგ)
9 13-14/05 პარიზ’ი (სფრ)
10 20-21/05 ლონდონ (ინგ)

თასის მფლობელი

1999-2017 (150 ეტაპი) 55 ზელანდია -
30 ფიჯი; 25 აფრიკა; 17 ინგლისი; 11 სამოა; 6 ავსტრალია;
2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები კენია შოტლანდია

სერიის ჩემპიონი

ზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 3 2006, 2015, 2016
აფრიკა 1 2009
სამოა 1 2010

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 26 Mar 2017, 20:34
user posted image

კლასიკას რომ დაემთხვა

შვიდკაცის "მსოფლიო სერიის" წყვილი, ჩრდილო’ამერიკული ეტაპი
სარაგბო მედიამ მიზეზთა გამო თითქმის მიჩქმალა


Ovaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

user posted image

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))

ამის მიზეზი რამდენიმეა: ერთი რომ, ნევადაცა და "ბრითიშ ქოლამბიაც" ისე შორს არიან ევროპიდან, რომ ფინალები ჩვენი დროით ორშაბათს, გამთენიის 5 საათზე იწყებოდა; მეორეც, შვიდკაცა "6 ერსა" და "რაგბი ევროპას" დაემთხვა. ჰოდა, რამდენიც უნდა გვიმტკიცონ დაბლინმა და მინისტრმა, რაგბის ეგ სახეობა ოლიმპიურიაო, ფანობას მაინც 15-კაცა კლასიკა გვირჩევნია

ვალს ერთ’ბაშად ვისტუმრებთ: ლას’ვეგასის ეტაპი სამ დღედ მოეწყო, ვანქუვერისა კი ორ’დღიანი იყო. შტატებში შეჯიბრი "სემ ბოიდის" სტადიონზე გაიმართა, კანადაში კი დარბაზში, "ბი’სი პლეის" რომ ჰქვია

პირველგან ქალაქის მთავარ, ფრემონთის ქუჩაზე ჩაატარეს გუნდების აღლუმი, მეორეგან კი გზის გადაღმად, ჰოკეიზე (ნჰლ) მილალეს კაპიტნები და ქენუქს - აილენდერზის მატჩზე სიმბოლური "შაიბის გდება" შეასრულებინეს

"ერთი და იგივე" მოსაწყენია

მესამე ჯგუფურ რაუნდში არგენტინამ ორივეჯერ ძლია ფავორიტი - ლას’ვეგასში ზელანდია * 12:10, ხოლო ვანქუვერში ფიჯი * 26:24

პლეი’ოფში ორივეგან ერთი და იგივე რვეული (!) გავიდა - რაც, ცოტა არ იყოს, მოსაწყენია

ინგლისი და ზელანდია მეოთხედ’ფინალში ორჯერ’ვე შეიბნენ, და წააგო ჯგუფის ჯილამ - ჯერ ბრიტებმა * 0:19, მერე კივებმაც * 12:14

ნახევარ’ფინალში აფრიკას ორივეგან გაუჭირდა შტატებთან: ნევადაში ბოლოს თავის ლელოსთან დაკარგა ბურთი და * 20:17’ღა იმარჯვა, კანადაში კი ვერნერ კოკმა ბოლოსვე იხსნა გუნდი ბოჭვით * 14:10

გმირი და მოჩაუქე

"ბლიც ბოკეს" გარეშე ამ სეზონში ფინალი არ ტარდება!

რასობრივად ჭრელმა გუნდმა შტატებში კიდევ ძლია ოლიმპიური ჩემპიონი - ფიჯი * 19:12 და სამორინო ქალაქში ზედიზედ მესამედ პირველობა აღარ დაანება, მაგრამ თანდათან ისე დაილეწა, რომ კანადაში ვეღარაფერი გააწყო მდევარ ინგლისთან - ჯგუფში * 12:12 დაუზავდა, თასზე კი * 7:19 დამარცხდა

ბოლო ხანს დადგენილი ტრადიციით, ორ ნომინაციაში გამოვლინდნენ საუკეთესონი:

ლას’ვეგასში "ფინალის გმირად" აფრიკელი როსკო სპეკმანი სცნეს, "ეტაპის მოჩაუქე" კი გახდა ფიჯელი ვატემო რა’ვოუ’ვოუ - 47 ქმედება (14 ბოჭვა, 4 გარღვევა, 5 ოფლოუდი, 24 სოლო)

ვანქუვერში ორივე ჯილდო ინგლისელმა დენ ნორთონმა იხელთა: ეტაპზე 7 ლელო რომ გაიტანა, საკარიერო რეკორდში (244) შეეზიარა კენიელ ქოლინზ ინჯერას, ჩაუქობაში კი 56 ბალი მოაგროვა (12 ბჭვ, 10 გრღ, 2 ოფლ, 32 სოლ)

მკურნალობა ჭირდებათ

სერიის ბოლომდე ოთხი ტურნირიღა რჩება

4 ეტაპის მომგებ ლიდერს - აფრიკას 23 ქულით ჩამორჩება 2 ეტაპზე გამარჯვებული ინგლისი, 26 ქულით - წინა ორი სეზონის ჩემპიონი ფიჯი და 42-ით - სერიის 12-გზის ფალავანი ზელანდია, ვინაც ისე დაკნინდა, რომ ფინალში ჯერ ვერ გასულა

ფიჯი ფინალში 3-ჯერ იყო და ბლიც’ბოკესთან დამარცხდა. იაპებმა ზე’რაგბში გაუშვეს კვოხა სმითი (ლნზ) და სიბელო სენატლა (სთო), გუნდის ექიმის, ქალბატონ ლი გორდონის თანახმად კი:

სეზონის ბოლომდე იუქმებენ ჯასთინ ხედულდი და სტეფან დიპენარი; აზიის წყვილ ეტაპზე ვერ იჩაუქებს სპეკმანი; და კიდევ სამ კაცს - ბრანკო დიუ’პრეს, რუან ნელსა და სესილ აფრიკას - ჭირდება დასვენება და მკურნალობა


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVIII სეზონი * 2016-17

(( ვიდეო’თორენთები იხილეთ საითზე, სტატიაში, შედეგებში ))


V ეტაპი * 3-5/03 ლას ვეგას (შტატები)

<< ჯგუფები

(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) აფრიკა 3-0, კანადა 2-1 / საფრანგეთი 1-2, უელსი 0-3
(ბ) ინგლისი 3-0, შტატები 2-1 / სამოა 1-2, ჩილე# 0-3
(გ) არგენტინა 2-0*1, ზელანდია 2-1 / კენია 1-1*1, რუსეთი 0-3
(დ) ფიჯი 3-0, ავსტრალია 2-1 / შოტლანდია 1-2, იაპონია 0-3

<< მეოთხედ’ფინალი

აფრიკა (ა1) 17:14 ავსტრალია (დ2)
არგენტინა (გ1) 19:21 შტატები (ბ2)
ფიჯი (დ1) 31:12 კანადა (ა2)
ინგლისი (ბ1) 0:19 ზელანდია (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

აფრიკა 20:17 შტატები
ფიჯი 19:14 ზელანდია

<< ფინალი

(XIII) უელსი 21:19 იაპონია
ალაფა (IX) კენია 21:14 სამოა
(V) ინგლისი 10:7 ავსტრალია
ბრინჯაო (III) შტატები 19:15 ზელანდია
ოქრო + თასი (I) აფრიკა 19:12 ფიჯი

<< აფრიკა

1 ქრის დრაი, 2 ფილიპ სნეიმან^კაპ, 3 დილან სეიჯ, 6 სივივე სოიზვაპი, 10 სესილ აფრიკა, 11 როსკო სპეკმან, 12 რუან ნელ *
4 ზეინ დევიდს, 5 ვერნერ კოკ, 7 ბრანკო დიუ’პრე, 8 სტეფან დიპენარ, 9 ჯასთინ ხედულდ, 13 სტედმან ხანს * მწ) ნილ პაუელ


VI ეტაპი * 11-12/03 ვანქუვერ (კანადა)

<< ჯგუფები

(ა) აფრიკა(+43), ინგლისი(+40) 2-0*1 / კენია 1-2, ჩილე# 0-3
(ბ) ფიჯი(+20), არგენტინა(=0) 2-1 / უელსი(-1) 2-1, სამოა 0-3
(გ) შტატები 3-0, ავსტრალია 2-1 / საფრანგეთი 1-2, იაპონია 0-3
(დ) ზელანდია 3-0, კანადა 2-1 / რუსეთი 1-2, შოტლანდია 0-3

<< მეოთხედ’ფინალი

აფრიკა (ა1) 36:7 კანადა (დ2)
შტატები (გ1) 14:12 არგენტინა (ბ2)
ზელანდია (დ1) 12:14 ინგლისი (ა2)
ფიჯი (ბ1) 28:10 ავსტრალია (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

აფრიკა 14:10 შტატები
ინგლისი 40:7 ფიჯი

<< ფინალი

(XIII) შოტლანდია 24:19 იაპონია
ალაფა (IX) უელსი 19:12 სამოა
(V) ზელანდია 17:14 არგენტინა
ბრინჯაო (III) ფიჯი 28:24 შტატები
ოქრო + თასი (I) ინგლისი 19:7 აფრიკა

<< ინგლისი

1 რიჩარდ დე’კარპანტიე, 2 ჩარლი ჰეითერ, 3 ფილ ბერჯეს, 4 დენ ნორთონ, 5 ჯეიმზ როდველ, 6 თომ მიჩელ^კაპ, 7 დენ ბიბი *
8 თომ ბოუენ, 9 ჩარლთონ ქერ, 10 რურეიდ მაკ’ქონოქი, 11 იზენ ვოდლთონ, 12 ალექს დევის, 13 ვილიამ ედვარდს * მწ) საიმონ ამორ


ქულა (+00 სხვაობა)

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

126 აფრიკა (4თ: დუბაი ველინგთონ სიდნი ლას’ვეგას);
103 ინგლისი (2თ: ქეიპ’თაუნ ვანქუვერ);
100 ფიჯი; 84 ზელანდია; 67 შტატები; 62 ავსტრალია;
57 არგენტინა; 53 შოტლანდია; 51 უელსი;
44 კანადა; 41 საფრანგეთი; 40 კენია;
30 სამოა; 18 რუსეთი; 12 იაპონია (ვარდება) /
6 ჩილე##; 4 უგანდა##; 2 პაპუასეთი##

განრიგი

1 2-3/12 დუბაი (არბ)
2 10-11/12 ქეიპ’თაუნ (აფრ)
3 28-29/01 ველინგთონ (ზელ)
4 4-5/02 სიდნი (ავს)
5 3-5/03 ლას ვეგას (აშშ)
6 11-12/03 ვანქუვერ (კან)
7 7-9/04 ჰონკონგ (ჩინ)
8 15-16/04 სინგაპურ (სნგ)
9 13-14/05 პარიზ’ი (სფრ)
10 20-21/05 ლონდონ (ინგ)

თასის მფლობელი

1999-2017 (152 ეტაპი) 55 ზელანდია -
30 ფიჯი; 26 აფრიკა; 18 ინგლისი; 11 სამოა; 6 ავსტრალია;
2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები კენია შოტლანდია

სერიის ჩემპიონი

ზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 3 2006, 2015, 2016
აფრიკა 1 2009
სამოა 1 2010

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Apr 2017, 18:45
ხვალ 9\04 ჰონკონგში

@

საგაისოს შესარჩევი

08:30 ჩილე - გერმანია
08:52 პაპუასეთი - ესპანეთი

ფინალი @ 12:30 - სერიაში შემოდის გამარჯვებული

უკვე გამოეთიშნენ: ურუგვაი ჰონკონგი უგანდა ნამიბია

ჯგუფში ჩარჩნენ: ტონგა ჯამაიქა შრი’ლანკა გაიანა

@


სერიის მეშვიდე ეტაპი

მეოთხედ’ფინალი

06:58 ავსტრალია - არგენტინა
07:20 ფიჯი - კანადა
07:42 შტატები - ინგლისი
08:06 აფრიკა - ზელანდია

ნახევარ’ფინალი @ 11:31 და 11:53

ფინალი @ 15:00

@


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Apr 2017, 13:52
user posted image

ჰონკონგი კი მაინც ფიჯისაა

შვიდკაცის "მსოფლიო სერიის" უკოლორიტულესი, ჰონკონგის ეტაპი
ზედიზედ მესამედაც ოლიმპიური ჩემპიონის, ფიჯის ტრიუმფით დასრულდა


Ovaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

user posted image

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))

რიოში პირველობის შემდეგ "ჯადოქრებს" გუნდის გადახალისება მოუხდათ - წავიდა ინგლისელი გურუ ბენ რაიანი, მისმა უელსელმა შემცვლელმა, გარეს ბეიბერმა კი პირველად ახლაღა - მეხუთე ტურნირში დაიგემოვნა გამარჯვება

ჰონკონგში ოლიმპიურ ჩემპიონთაგან ხუთმაღა იჩაუქა, მაგრამ ფიჯურ რაგბს რესურსი ამოუწურავი რომ აქვს, მიმდინარე სერიაში მეოთხედ - და ისევ კენტ’ნომრიან ეტაპზე - უწია თასის ფინალს, იქ კი გააბურთავა სეზონის უდაო ლიდერი - აფრიკის "ბლიც ბოკე", ვის გარეშეც ეტაპის ბოლო მატჩი არა ტარდება

წარმატების საწყაო

თანა’მედროვე, საერთაშორისო შვიდკაცა სწორედ რომ ჰონკონგში იშვა 1976 წელს. 42 ტურნირიდან 17 ფიჯის გამარჯვებით რომ დასრულდა, სწორად შენიშნა ამჟამინდელმა კაპიტანმა, ოსეა კოლინისაუმ: ეს ქალაქი ჩვენთვის წარმატების საწყაოა - თუ მანდ არ გიჩაუქია, მაშ არც ფიჯის სახელი გაგიტანია მსოფლიოშიო

ფინალი * 22:0 დასრულდა. გადაღლილ აფრიკას ორი ლელო დაუდო კალიონე ნასოკომ და "უმარგესად" სცნეს. შაბათს, ჯგუფში, მომავალ ჩემპიონს კვანტი დაუდო უელსმა * 17:17, მაგრამ მერე ჯადოქრებმა * 17:14 გაასაღეს ზელანდია, ვისაც აკლდა კაპიტანი სქოთ ქარი

კივებს ეტაპი ჯერაც ვერ მოუგიათ და ქულებით მეოთხე ადგილზეღა არიან. აფრიკამ მეოთხედ’ფინალში სწორედ ისინი შეიწირა, ნახევარ’ ფინალში კი ზედიზედ მესამედ გადაეყარა შტატებს და თავიდან თუმც ბევრით გაუსწრო, ბოლოს ოვერ’ტაიმშიღა იმარჯვა * 29:24

ესპანეთი დაბრუნდა

"ბლიც ბოკეს" ჩინეთში ჯერაც ვერ უპირველია, უახლოეს მდევარს -ფიჯს კი 23 ქულით უსწრებს, მაშინ როცა სერიის ბოლომდე სამი ეტაპიღა რჩება და თითოზე პირველობა 22 ქულად ფასობს

ზედიზედ მესამე ტურნირია, რაც თასზე ერთი და იგივე (!) რვეული გადის; ინგლისელმა დენ ნორთონმა კი პარასკევს რომ დაალელოვა კორეა, სამარადჟამო ცხრილში ერთ’პიროვნულად დაწინაურდა

"უჩაუქესის" პრიზი მიიღო რუსმა ვლადიმირ ოსტრო’უშკომ - 56 ქმედება (13 ბოჭვა, 4 გარღვევა, 7 ოფლოუდი, 32 სოლო). "დათვები"
8 ქულით უსწრებენ გავარდნის უპირველეს კანდიდატს - იაპონიას, ელიტაში კი დაბრუნდა პაბლო ფეიხოს მიერ გაწვრთნილი ესპანეთი, ვინაც რიოშიც იასპარეზა და X ადგილი დაიკავა


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVIII სეზონი * 2016-17


VII ეტაპი * 7-9/04 ჰონკონგ (ჩინეთი)

ჯგუფები

(ა) ავსტრალია 3-0, ინგლისი 2-1 / სამოა 1-2, კორეა# 0-3
(ბ) აფრიკა 3-0, კანადა 2-1 / კენია 1-2, საფრანგეთი 0-3
(გ) ფიჯი 2-0*1, ზელანდია 2-1 / უელსი 1-1*1, იაპონია 0-3
(დ) შტატები 3-0, არგენტინა 2-1 / რუსეთი 1-2, შოტლანდია 0-3

მეოთხედ’ფინალი

ავსტრალია (ა1) 21:12 არგენტინა (დ2)
ფიჯი (გ1) 29:12 კანადა (ბ2)
შტატები (დ1) 27:7 ინგლისი (ა2)
აფრიკა (ბ1) 21:19 ზელანდია (გ2)

ნახევარ’ფინალი

ფიჯი 33:12 ავსტრალია
აფრიკა 29:24*დდ შტატები

ფინალი

(( სათითაოდ ყველა თამაშის ვიდეო’თორენთი იხილეთ საითზე, სტატიაში ))

(XIII) იაპონია 28:21 უელსი
ალაფა (IX) შოტლანდია 21:19 კენია
(V) ზელანდია 10:7 არგენტინა
ბრინჯაო (III) ავსტრალია 26:19 შტატები
ოქრო + თასი (I) ფიჯი 22:0 აფრიკა

ფიჯი (* ოლიმპიური ჩემპიონი)

1 ისაკე კატონი’მბაუ, 3 კალიონე ნასოკო, 4 სევულონი მოთე’ ნათანგი, 6 მესულამე კუნავულა, 7 *ოსეა კოლინისაუ^კაპ, 9 *ჯერი ტუვაი, 12 *ვატემო რა’ვოუ’ვოუ -

2 *აპისაი ნდომო’ლაილაი, 5 *ჯასა ვერე’მალუა, 8 ვაისეა ნათუნქუ, 10 ამენონი ნასილა’სილა, 11 ჯოელი ლუტუ’მაილანგი, 13 სეტარეკი მბიტუნი’ატა - მწ) გარეს ბეიბერ


ქულა (+00 სხვაობა)

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

145 აფრიკა (4თ: დუბაი ველინგთონ სიდნი ლას’ვეგას);
122 ფიჯი (თ: ჰონკონგ); 113 ინგლისი (2თ: ქეიპ’თაუნ ვანქუვერ);
97 ზელანდია; 82 შტატები; 79 ავსტრალია; 69 არგენტინა;
61 შოტლანდია; 54 კანადა; 53 უელსი; 47 კენია; 46 საფრანგეთი;
31 სამოა; 23 რუსეთი; 15 იაპონია (ვარდება) /

6 ჩილე##; 4 უგანდა##; 2 პაპუასეთი##; 1 კორეა#


განრიგი

1 2-3/12 დუბაი (არბ)
2 10-11/12 ქეიპ’თაუნ (აფრ)
3 28-29/01 ველინგთონ (ზელ)
4 4-5/02 სიდნი (ავს)
5 3-5/03 ლას ვეგას (აშშ)
6 11-12/03 ვანქუვერ (კან)
7 7-9/04 ჰონკონგ (ჩინ)
8 15-16/04 სინგაპურ (სნგ)
9 13-14/05 პარიზ’ი (სფრ)
10 20-21/05 ლონდონ (ინგ)


თასის მფლობელი

1999-2017 (153 ეტაპი) 55 ზელანდია -
31 ფიჯი; 26 აფრიკა; 18 ინგლისი; 11 სამოა; 6 ავსტრალია;
2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები კენია შოტლანდია


სერიის ჩემპიონი

ზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 3 2006, 2015, 2016
აფრიკა 1 2009
სამოა 1 2010



XIX სეზონის * 2017-18 შესარჩევი

ჯგუფები

(ე) გერმანია(+46) 3-0, უგანდა(+26) 2-1 / ტონგა 1-2(-23), იამაიკა(-49) 0-3
(ვ) ჩილე (+81) 3-0, ჰონ’კონგი(+10) 2-1, ნამიბია(-15) 1-2 / შრი’ლანკა(-76) 0-3
(ზ) ესპანეთი 3-0(+93), პაპუასეთი(+16) 2-1, ურუგვაი(-5) 1-2 / გაიანა(-104) 0-3

მეოთხედ’ფინალი

2#ჩილე (ვ1) 21:12 7#ურუგვაი (ზ3)
3#გერმანია (ე1) 14:7 6#ჰონ’კონგი (ვ2)
4#უგანდა (ე2) 10:14 5#პაპუასეთი (ზ2)
1#ესპანეთი (ზ1) 33:0 8#ნამიბია (ვ3)

ნახევარ’ფინალი

გერმანია 19:7 ჩილე
ესპანეთი 21:12 პაპუასეთი

ფინალი

ესპანეთი 12:7 გერმანია

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Apr 2017, 09:51
ჰუუზლი’ბაბინგი სინგა’პურში

ამ დილით იყო მეოთხედ’ფინალი

FIJI 19 - 24 USA
AUSTRALIA 19 - 17 SOUTH AFRICA
NEW ZEALAND 14 - 26 CANADA
ENGLAND 0 - 12 KENYA

ნახევარ’ფინალი @ საქ

13:10 USA - AUSTRALIA
13:32 CANADA - KENYA

ფინალი 16:30

@



Posted by: Levan ch 16 Apr 2017, 12:52
QUOTE
FIJI 19 - 24 USA

რას გავს ეს

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Apr 2017, 13:37
მაგას ვინ ჩივა ... ცხრილში საშუალედო შედეგი ჩარჩენილა, როცა ვნახე

ინგლისს უძლევია კენია 13-12 და ეხლა ეთამაშება კანადას

Posted by: Levan ch 16 Apr 2017, 13:51
მაინც მოუგეს ინგლისს biggrin.gif

ამერიკას რა ხალხი ყოლია, ეს ბეიკერი ბოლტს გააწრებს რას დარბის,
21:7 ზე გამოვრთე თავს გავუფრთიხლი, არადა კარგად ადიწყო ავსტრალიამ.

Posted by: otia-83 16 Apr 2017, 13:54
შვიდკაცას წესებია შესაცვლელი. შვიდკაცა უნდა ითამაშოს მორაგბემ და არა მორბენლამა "სპრინტერმა".

კენია რაგბის, რომელიმე სახეობაში ინგლისს რომ მოუგებს ის სახეობა არის გასაუქმებელი. ეს ნახევრად ხუმრობით gigi.gif

შვიდკაცა გადაიქცა ინდივიდუალურ სპორტად. ფიჯის ლამაზ ბურთაობას ამერიკელი სპრინტერის სწრაფი გაქცევა არ უნდა წონიდეს. ან მოედანი დააპატარაონ ან სხვა სპორტის წარმომადგენლების იმპორტი აკრძალონ. დააწესონ 5 წლიანი ნიშნული.ვინც ბოლო 5 წელია რაგბითაა დაკავებული მას უნდა ჰქონდეს მხოლოდ შვიდკაცაში თამაშის უფლება.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Apr 2017, 14:02
დასავიწროვებელია მოედანი 15 მეტრით = როგორც ამერიკულ ბურთაობაშია

შვიდი კაცი მაგ’ხელა განს ვერ ითვისებს - ვერ სწვდება | ავსებს

Posted by: Levan ch 16 Apr 2017, 14:16
რაგბში ჩრდილო ამერიკული ფინალი user.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 18 Apr 2017, 10:55
user posted image

ბობოლები რომ გავარდნენ

მეორე წელია, შვიდკაცის "მსოფლიო სერიის" სინგაპურის ეტაპზე ახალი ჩემპიონი იბადება -
ამჯერად კანადამ, დებიუტიდან 140-ე ტურნირში, შემართა თასი პირველად


შვიდკაცის "მსოფლიო სერიის" უკოლორიტულესი, ჰონკონგის ეტაპი
ზედიზედ მესამედაც ოლიმპიური ჩემპიონის, ფიჯის ტრიუმფით დასრულდა


Ovaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

user posted image

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))

"ეროვნულ სტადიონზე" შარშან კენიამ იმარჯვა და დასაბამიდან მეათე ფალავანი შეიქნა, მის კვალად კი შოტლანდიამაც პირველად იპირველა ლონდონში

წლეულს სერიას მუღამი მოაკლდა, რაკი ლიდერი - აფრიკა სინგაპურამდე 7-ჯერვე გავიდა ფინალში და 4 ეტაპი მოიგო, და ბოლო სამ (!) ტურნირშიც სათასო რვეული ერთი და იგივე იყო

ამჯერად "ბლიც ბოკეს" 6 ოსტატი აკლდა. ავსტრალიასაც ჯგუფშივე დაემტვრა სამი. შაბათი სამმა ლიდერმა მაინც გალია 3-0 ბალანსით, ინგლისმა კი თუმც * 14:24 წააგო საფრანგეთთან, მერე ამ სეზონში მეოთხედაც ძლია აფრიკა * 17:12 და ჯგუფი მოიგო

ამერიკული ფინალი

კვირას დილიდანვე აირია დავთრები: ერთი მეორის მიყოლებით გავარდნენ ფიჯი, აფრიკა და ზელანდია; კენია კი თუმც * 12:0 უგებდა ინგლისს, სირენის შემდეგ ჯარიმა გაუშვა * 12:13

ავსტრალიამაც ბოლო შეტევით დაალელოვა აფრიკა, მაგრამ ნახევარ’ ფინალში * 7:40 მოისრა შტატებთან

იანკებს ფინალში მეზობელი კანადა დაეჯახა -- შაბათს, ჯგუფში * 7:35 კი წააგო ფიჯთან, მაგრამ კვირას ჯერ თვით ზელანდია შეიწირა * 26:14, მერე კი ინგლისიც დაითხოვა * 17:5

კანადა ფინალში აქამდე ერთად’ერთხელ გასულიყო - სამი წლის წინ, გლაზგოში. "ნეკერხჩლები" * 19:0 დაწინაურდნენ, მაგრამ "არწივებმა" ანგარიში გაათანაბრეს * 19:19

სხვაობა 25 ქულაა

გადამწყვეტი ლელო კანადელმა ლუქას ჰამონდმა გაიტანა * 26:19

"ფინალის გმირად" სცნეს კანადელივე ნეითან ჰირაიამა, "ეტაპის უჩაუქესი" კი გახდა უელსელი სემ ქროსი -- 69 წერტი (17 ბოჭვა, 3 გარღვევა, 17 ოფლოუდი, 32 სოლო)

ბოლო ორი, ევროპული ეტაპის წინ აფრიკა 25 ქულით უსწრებს ფიჯს, თასის შემართვა კი "სულ რაღაც" 22 ქულა ღირს!

ეგეც ცხადია, რომ იაპონიას გავარდნისგან სასწაული თუ’ღა იხსნის, რადგან რუსეთმა კონკურენტს * 24:21 მოუგო ფარ’ყოფილის ნახევარ’ ფინალი და მონაგარი 9 ქულით მეტი აქვს


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVIII სეზონი * 2016-17

VIII ეტაპი * 15-16/04 სინგაპურ

ჯგუფები
(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) ფიჯი 3-0, კანადა 2-1 / ჰონკონგი# 1-2, რუსეთი 0-3
(ბ) ინგლისი^ აფრიკა 2-1 / იაპონია^ საფრანგეთი 1-2
(გ) ავსტრალია 3-0, კენია 2-1 / არგენტინა 1-2, სამოა 0-3
(დ) ზელანდია 3-0, შტატები 2-1 / უელსი 1-2, შოტლანდია 0-3

მეოთხედ’ფინალი

ფიჯი (ა1) 19:24 შტატები (დ2)
ავსტრალია (გ1) 19:17 აფრიკა (ბ2)
ზელანდია (დ1) 14:26 კანადა (ა2)
ინგლისი (ბ1) 13:12 კენია (გ2)

ნახევარ’ფინალი

(( სათითაოდ ყველა თამაშის ვიდეო’თორენთი იხილეთ საითზე, სტატიაში ))

შტატები 40:7 ავსტრალია
კანადა 17:5 ინგლისი

ფინალი

(XIII) არგენტინა 40:19 რუსეთი
ალაფა (IX) უელსი 24:12 შოტლანდია
(V) ზელანდია 17:12 აფრიკა
ბრინჯაო (III) ინგლისი 14:12 ავსტრალია
ოქრო + თასი (I) კანადა 26:19 შტატები

კანადა

1 მეთ მულინს, 3 მაიქ ფუა’ილე’ფაუ, 4 ჯონ მუნ’ლაით^კაპ, 7 ლუქას ჰამონდ, 8 ჯასთინ დაგლას, 9 ნეითან ჰირაიამა, 11 ჰარი ჯოუნზ -

2 ჯარედ დაგლას, 5 ლუქ მაკ’ქლოსქი, 6 აიზაქ-ჯონათან ქეი, 10 პეთ ქეი, 12 ლუქ ბრედლი * მწ) დამიენ მაკ’გრას

ქულა (+00 სხვაობა)

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

157 აფრიკა (4თ: დუბაი ველინგთონ სიდნი ლას’ვეგას);
132 ფიჯი (თ: ჰონკონგ); 130 ინგლისი (2თ: ქეიპ’თაუნ ვანქუვერ);
110 ზელანდია; 101 შტატები; 94 ავსტრალია;
76 კანადა (თ: სინგაპურ); 72 არგენტინა; 68 შოტლანდია;
61 უელსი; 57 კენია; 51 საფრანგეთი; 36 სამოა; 25 რუსეთი;
16 იაპონია (ვარდება) /
6 ჩილე##; 4 უგანდა##; 2 პაპუასეთი##; 1 კორეა# ჰონკონგი#

განრიგი

1 2-3/12 დუბაი (არბ)
2 10-11/12 ქეიპ’თაუნ (აფრ)
3 28-29/01 ველინგთონ (ზელ)
4 4-5/02 სიდნი (ავს)
5 3-5/03 ლას ვეგას (აშშ)
6 11-12/03 ვანქუვერ (კან)
7 7-9/04 ჰონკონგ (ჩინ)
8 15-16/04 სინგაპურ (სნგ)
9 13-14/05 პარიზ’ი (სფრ)
10 20-21/05 ლონდონ (ინგ)

თასის მფლობელი

1999-2017 (154 ეტაპი) 55 ზელანდია - 31 ფიჯი; 26 აფრიკა;
18 ინგლისი; 11 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა;
1 საფრანგეთი შტატები კენია შოტლანდია კანადა

სერიის ჩემპიონი

ზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 3 2006, 2015, 2016
აფრიკა 1 2009
სამოა 1 2010

@

Posted by: dato141 18 Apr 2017, 14:18
otia-83
QUOTE
შვიდკაცას წესებია შესაცვლელი. შვიდკაცა უნდა ითამაშოს მორაგბემ და არა მორბენლამა "სპრინტერმა".

და რატომ ? იქნებ მორბენალი ვარ საკმაოდ კარგი და რაგბში გადასვლა გადავწყვიტე და მაქვს ეს სისწრაფე და უპირატესობა სხვებთან შედარებით ვერ უნდა ვითამაშო ?

Posted by: Gio_G83 18 Apr 2017, 14:24
QUOTE
ამერიკას რა ხალხი ყოლია, ეს ბეიკერი ბოლტს გააწრებს რას დარბის


ეგ და იზლი სტუდენტობისას შტატის თუ საუნივერსიტეტო შეჯიბრის ჩემპიონების არ არიან სპრინტში?

ასწავლეს რაგბი და ჰა 7კაცა

Posted by: Gio_G83 20 Apr 2017, 13:40
http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=5974&callerModID=17364&Title=7-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%90%20|%20%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92

7-კაცა | აფრიკული შეკრების შემდეგ

Posted by: Levan ch 20 Apr 2017, 15:59
-G-
QUOTE
ეგ და იზლი სტუდენტობისას შტატის თუ საუნივერსიტეტო შეჯიბრის ჩემპიონების არ არიან სპრინტში?

ეგ მეორე არანორმალური biggrin.gif მეორე კიარა პირველი
არ ვიცი მაგდენი, მაგრამ ისე დარბიან გამიკვირდება რომ არ იყვნენ.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 Apr 2017, 11:17
Ben Ryan honoured with commemorative coin in Fiji

user posted image


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 May 2017, 00:21
user posted image

რასობრივი ჰარმონია

აფრიკის "ბლიც ბოკემ" პარიზში სეზონის მეხუთე ტურნირიც მოიგო
და ვადამდე იპირველა შვიდკაცის "მსოფლიო სერიაზე"


Ovaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))

"ქურციკეთი" დიდ რაგბში დაკნინდა, თორემ შვიდკაცაში ყოველთვის მაგარი იყო, ამ სეზონში კი უკან მოიტოვა ზელანდიაც, ფიჯიცა და ინგლისიც

"ბლიც ბოკე" ცხრა ეტაპიდან რვაზე (!) ფინალში გავიდა. აფრიკას სერია აქამდე ერთად’ერთხელ, 2009 წელს მოეგო. პარიზში "ფინალის გმირი" გახდა თეთრი ვერნერ კოკი, გუნდის ძალა კი რასობრივ ჰარმონიაშია - ფერადები არათუ ტოლს არ უდებენ ბატონ’ყოფილებს, კიდეც სჯობიან

თასის საგზურებიც

ტურნირის წარდგენაზე, ტრიუმფალურ თაღთან, კაპიტნებმა შლაპები მოიხადეს და დარდიმანდულად მოისროლეს. თამაშები მე-16 ოლქში, "სტადის" ბინაზე, "ჟან ბუენზე" მოეწყო

"ვაილდ ქარდად" აიმატეს ესპანეთი, ვინაც წელს ჰონკონგში ივარგა და საგაისოდ ელიტაში დაბრუნდა, 2018 წლის, 24-გუნდა "მსოფლიო თასის" (აშშ) საგზური კი კიდევ სამმა ქვეყანამ (შოტლანდია კანადა არგენტინა) მოიპოვა

შაბათს, პირველსავე ჯგუფურ წრეში, სამოამ 19:17 ძლია ფიჯი, აფრიკამ კი 12:19 წააგო შოტლანდიასთან, მესამე წრეში ერთბაშად ორი ფრე დაჯდა, რის გამოც, სქოთთა გარდა, მხოლოდ ზელანდიამ დაასრულა დღე 3-0 ბალანსით

მაინც დაქვეითდება

კვირას მასპინძლები რომ დამარცხდნენ კივებთან, კარიერა დაასრულა 37 წლის ჟიულიან კანდელონმა. შოტლანდიამ ფიჯიც დაანგრია * 24:0, აფრიკა კი, ვიდრე ზელანდიას * 26:5 მოსრავდა, უკვე ჩემპიონი იყო, რაკი სქოთებმა იაპთა მდევარი ინგლისიც გააგდეს * 19:17

ფინალში აფრიკამ ჯგუფში წაგებისთვის რევანში აიღო * 15:5

"ეტაპის უჩაუქესი" გახდა "იაპონელი" სიო’სიფა ლისალა - 51 წერტი (16 ბოჭვა, 7 გარღვევა, 5 ოფლოუდი, 23 სოლო). გუნდიც 8 ქულამდე წამოეწია რუსეთს, მაგრამ ცხადია, რომ მაინც დაქვეითდება


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVIII სეზონი * 2016-17

IX ეტაპი * 13-14/05 პარიზ’ი (საფრანგეთი)

<< ჯგუფები

(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) შოტლანდია 3-0, აფრიკა 2-1 / კანადა 1-2, იაპონია 0-3
(ბ) ზელანდია 3-0, შტატები 2-1 / უელსი 1-2, არგენტინა 0-3
(გ) ინგლისი 2-0*1, საფრანგეთი 2-1 / კენია 1-1*1, ესპანეთი# 0-3
(დ) სამოა 2-0*1, ფიჯი 2-1 / ავსტრალია 1-2, რუსეთი 0-2*1

<< მეოთხედ’ფინალი

შოტლანდია (ა1) 24:0 ფიჯი (დ2)
ინგლისი (გ1) 26:12 შტატები (ბ2)
სამოა (დ1) 0:12 აფრიკა (ა2)
ზელანდია (ბ1) 14:0 საფრანგეთი (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

შოტლანდია 19:17 ინგლისი
აფრიკა 26:5 ზელანდია

<< ფინალი

(XIII) იაპონია 19:10 რუსეთი
ალაფა (IX) არგენტინა 33:12 ავსტრალია
(V) შტატები 24:19 სამოა
ბრინჯაო (III) ზელანდია 12:5 ინგლისი
ოქრო + თასი (I) აფრიკა 15:5 შოტლანდია

აფრიკა

1 ქრის დრაი, 2 ფილიპ სნეიმან^კაპ, 3 დილან სეიჯ, 5 ვერნერ კოკ,
7 ბრანკო დიუ’პრე, 10 სესილ აფრიკა, 12 რუან ნელ -

4 რიან უსტ’ჰეიზენ, 6 სივივე სოიზვაპი, 8 თიმოთი აგაბა, 9 დევალდ იუმან,
11 როსკო სპეკმან, 13 სანდილე ნგობო * მწ) ნილ პაუელ

ქულა (+00 სხვაობა)

* ისედაც იჩაუქებდა 2018 მსოფლიო თასზე; ** დაიბევა პარიზში
ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

179 აფრიკა* (5თ: დუბაი ველინგთონ სიდნი ლას’ვეგას პარიზ’ი);
145 ინგლისი* (2თ: ქეიპ’თაუნ ვანქუვერ); 142 ფიჯი* (თ: ჰონკონგ);
127 ზელანდია*; 114 შტატები*; 101 ავსტრალია*; 87 შოტლანდია**;
81 კანადა** (თ: სინგაპურ); 80 არგენტინა**; 66 უელსი*;
61 საფრანგეთი*; 58 კენია*; 48 სამოა;
27 რუსეთი; 19 იაპონია (ვარდება) /
6 ჩილე##; 4 უგანდა##; 2 პაპუასეთი##;
1 ესპანეთი# კორეა# ჰონკონგი#

განრიგი

1 2-3/12 დუბაი (არბ)
2 10-11/12 ქეიპ’თაუნ (აფრ)
3 28-29/01 ველინგთონ (ზელ)
4 4-5/02 სიდნი (ავს)
5 3-5/03 ლას ვეგას (აშშ)
6 11-12/03 ვანქუვერ (კან)
7 7-9/04 ჰონკონგ (ჩინ)
8 15-16/04 სინგაპურ (სნგ)
9 13-14/05 პარიზ’ი (სფრ)
10 20-21/05 ლონდონ (ინგ)

თასის მფლობელი

1999-2017 (155 ეტაპი) 55 ზელანდია - 31 ფიჯი; 27 აფრიკა;
18 ინგლისი; 11 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა;
1 საფრანგეთი შტატები კენია შოტლანდია კანადა

სერიის ჩემპიონი

ზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 3 2006, 2015, 2016
აფრიკა 2 2009, 2017
სამოა 1 2010

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 May 2017, 19:39
user posted image

იშვიათი ნავსი

შვიდკაცის "მსოფლიო სერიის" ფინიშზე სქოთებმა შარშანდელივით იპირველეს ლონდონში

Ovaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))

შოტლანდია შვიდკაცის სამშობლოა, მაგრამ "მსოფლიო სერიის" ეტაპი პირველად ერთი წლის წინღა, თვიქნემში მოიგო. სქოთებმა წლეულს დუბლი შეასრულეს, და იშვიათი ნავსიც გატეხეს - 112 წელში, რაგინდარა ნაკრებით, პირველად (!) ძლიეს ზელანდია

სერიის ჩემპიონი ვადამდე - სეზონის ბოლოს’წინა ეტაპზე, პარიზშიგაირკვა: აფრიკა 10 ტურნირში 10-ჯერვე მოხვდა ზედა რვეულში, 8-ჯერ უწია ნახევარ’ფინალსა და ფინალს, და 5 ტიტულს დაეუფლა, რითაც ჯამში 28 ქულით ჩამოიტოვა უახლოესი მდევარი - ინგლისი

"ბლიც ბოკე" ლონდონში ჯგუფში ძლია შტატებმა * 24:12, მეოთხედ’ ფინალში კი - დენ ნორთონის მიერ, სირენის შემდეგ გატანილი ლელოთი - ინგლისმაც * 17:12 რასობრივად ჭრელმა გუნდმა სინ’ყოფილის ფინალი მაინც მოიგო, "საოცნებო შვიდეულში" კი მისგან ორად-ორი კაცი აიყვანეს მენცრებმა

ფინალის გმირი

ჯგუფში ორჯერ დამარცხდა ოლიმპიური ჩემპიონი ფიჯი - კანადასთან* 19:22, ზელანდიასთან * 21:27, სამი წლის შემდეგ პირველად დარჩა თასს მიღმა და ბოლოს ალაფა’ღა (ყოფილი ფიალა) შემართა

შაბათს, მზე რომ პირს იბანდა, სამ-სამჯერ იმარჯვეს მხოლოდ ინგლისმა და ზელანდიამ. კვირას, მეოთხედ’ ფინალში, კივებმა 21:0 მოუგეს ტაიმი სქოთებს, მაგრამ ამათ მეორეში 4 ლელო იქეთ დაუდეს *24:21

შოტლანდიას ნახევარ’ფინალში გაუძალიანდა შტატები - ფიჯელმა ჯო ნაია’თავოუმ ბოლო შეტევით გაამარჯვებინა ბრიტებს, ფინალში კი,40,102 ქომაგის თვალწინ, მასპინძელ ინგლისთან, გადამწყვეტი ლელო "ფინალის გმირის" - მარქ რობერთსონის - პასით გაიტანა კაპიტანმა სქოთ რიდელმა

უფრო სისხლ’სავსე

ინგლისს 2009 წლის აქეთ ვეღარაფრით მოუგია თავისი ეტაპი. საგაისო მსოფლიო თასის მე-13 საგზური დაიბევა სამოამ; დარჩენილი 11 რეგიონულ შესარჩევებში გათამაშდება, სერიიდან კი გავარდა წელს შემოსული იაპონია

"ეტაპის უჩაუქესი" გახდა ნორთონი - 58 ქმედება (16 ბოჭვა + 10 გარღვევა + 5 ოფლოუდი + 27 სოლო), მაგრამ სერიის ჯამში ერთი, კინკილა წერტით მაინც ჩამორჩა უელსის კაპიტანს, სემ ქროსს: 101 + 29 + 63 + 166 = 359

შემდეგი სეზონი ტრადიციულად დუბაი’ში გაიხსნება და უფრო სისხლ’ სავსეც იქნება: გადანაცვლდა ზელანდიისა და ავსტრალიის ეტაპები; კივებმა ტურნირი ჩამოართვეს ველინგთონს და გადასცეს ჰემილთონს, ეგებ "ჩიფსის" ბინაზე მაინც მოაწყდეს ხალხი სეირსო, კანონიკურ 10 ეტაპს კი ნაღდად დაჩრდილავს ორი ვეება შეჯიბრი:

"ბრიტანეთის თანა’მეგობრობის" თამაშები - ავსტრალიაში, და შვიდკაცის "მსოფლიო თასი" - კალიფორნიაში!



შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVIII სეზონი * 2016-17

ბოლო, X ეტაპი * 20-21/05 ლონდონ (ინგლისი)


ჯგუფები
(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) შტატები^ აფრიკა 2-1 / კენია^ უელსი 1-2
(ბ) არგენტინა(+28) შოტლანდია(+16) / საფრანგეთი(-17) 2-1, რუსეთი 0-3
(გ) ზელანდია 3-0, კანადა 2-1 / ფიჯი 1-2, იაპონია 0-3
(დ) ინგლისი 3-0, ავსტრალია 2-1 / სამოა 1-2, ესპანეთი# 0-3

მეოთხედ’ფინალი

შტატები (ა1) 31:14 ავსტრალია (დ2)
ზელანდია (გ1) 21:24 შოტლანდია (ბ2)
ინგლისი (დ1) 17:12 აფრიკა (ა2)
არგენტინა (ბ1) 7:28 კანადა (გ2)

ნახევარ’ფინალი

შოტლანდია 21:14 შტატები
ინგლისი 24:5 კანადა

ფინალი

(XIII) სამოა 24:19 რუსეთი
ალაფა (IX) ფიჯი 26:14 უელსი
(V) აფრიკა 28:17 ავსტრალია
ბრინჯაო (III) კანადა 22:19 შტატები
ოქრო + თასი (I) შოტლანდია 12:7 ინგლისი

შოტლანდია

1 სქოთ რიდელ^კაპ, 2 დაგი ფაიფ, 3 ჰიუ ბლეიქ, 6 მარქ რობერთსონ,9 ჯორჯ ჰორნ, 10 სქოთ ვაით, 11 ჯეიმზ ფლემინგ -

4 გრეისონ-ჯონ ჰართ, 5 გლენ ბრაის, 7 ჯემი ფარნდელ, 8 ჯოსევა ნაია’თავოუ, 12 ჯექ ქასბერთ * მწ) ქელამ მაკ’რეი


ქულა

(( ცხრილი უკეთ ჩანს სათიზე, სტატიაში ))

ად 2017 (2016) სულ დუბ ქეპ ველ სიდ ლას ვნქ ჰნკ სინ პარ ლონ

1 აფრიკა (2) 192 22 19 22 22 22 19 19 12 22 13
2 ინგლისი (8) 164 17 22 10 19 13 22 10 17 15 19
3 ფიჯი (1) 150 19 13 19 13 19 17 22 10 10 8
4 ზელანდია (3) 137 10 17 12 17 15 13 13 13 17 10
5 შტატები (6) 129 8 10 5 12 17 15 15 19 13 15
6 ავსტრალია (4) 113 13 5 7 15 12 10 17 15 7 12
7 შოტლანდია (10) 109 12 15 17 1 5 3 8 7 19 22
8 კანადა (13) 98 3 3 15 3 10 10 10 22 5 17
9 არგენტინა (5) 90 5 7 13 10 10 12 12 3 8 10
10 უელსი (12) 73 15 10 5 10 3 8 2 8 5 7
11 საფრანგეთი (11) 66 10 8 10 7 5 1 5 5 10 5
12 კენია (7) 63 5 12 8 2 8 5 7 10 1 5
13 სამოა (9) 51 7 1 3 5 7 7 1 5 12 3
14 რუსეთი (14) 29 1 5 2 8 1 1 5 2 2 2
15 იაპონია (=) 20 1 1 1 5 2 2 3 1 3 1

# ჩილე 6 - - - - 1 5 - - - -
# უგანდა 4 2 2 - - - - - - - -
# პაპუასეთი 2 - - 1 1 - - - - - -
# ესპანეთი 2 - - - - - - - - 1 1
# კორეა 1 - - - - - - 1 - - -
# ჰონკონგი 1 - - - - - - - 1 - -

ეტაპები: დუბაი (არბ), ქეიპ’თაუნ (აფრ), ველინგთონ (ზელ), სიდნი (ავს), ლას ვეგას (აშშ),
ვანქუვერ (კან), ჰონკონგ (ჩინ), სინგაპურ (სნგ), პარიზ’ი (სფრ), ლონდონ (ინგ)

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1



სეზონის ლაურეატები

შვიდეული: ქრის დრაი, როსკო სპეკმან (აფრ); კალიონე ნასოკო, ჯერი ტუვაი (ფიჯ); დენი ბარეთ, პერი ბეიქერ (აშშ); დენ ნორთონ (ინგ)

უჩაუქესი: 359 სემ ქროს (უელ), 358 დენ ნორთონ (ინგ), 339 პერი ბეიქერ (აშშ), 310 ჯასთინ დაგლას (კან), 306 გერმან დავიდოვ (რუს), 305 მარქ რობერთსონ (შტლ)

ახალბედა: მატიას ოსადჩუკ (არგ)

მელელოვე: 57 პერი ბეიქერ (აშშ); 51 დენ ნორთონ (ინგ); 40 ჯასთინ დაგლას (კან); 32 სიბელო სენატლა (აფრ), ჯეიმზ ფლემინგ (შტლ)



თასის მფლობელი

1999-2017 (156 ეტაპი) 55 ზელანდია - 31 ფიჯი; 27 აფრიკა;
18 ინგლისი; 11 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა შოტლანდია;
1 საფრანგეთი შტატები კენია კანადა


სერიის ჩემპიონი

ზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 3 2006, 2015, 2016
აფრიკა 2 2009, 2017
სამოა 1 2010

ლელო: 261 დენ ნორთონ (ინგ); 244 ქოლინზ ინჯერა (კენ); 230 სანტიაგო გომეს-კორა (არგ);
220 ბენ გოლინგზ (ინგ); 192 თიმ მიქელსონ (ზელ); 189 სიბელო სენატლა; 179 ფაბიან იურის (აფრ)


XIX სეზონი * 2017-18

1 1-2/12 დუბაი (არბ)
2 9-10/12 ქეიპ’თაუნ (აფრ)
3 26-28/01 სიდნი (ავს)
4 3-4/02 ჰემილთონ (ზელ)
5 2-4/03 ლას ვეგას (აშშ)
6 10-11/03 ვანქუვერ (კან)
7 6-8/04 ჰონკონგ (ჩინ)

თან 14-15/04 გოულდ ქოუსთ (ავს)

8 28-29/04 სინგაპურ (სნგ)
9 26-27/05 პარიზ’ი (სფრ)
10 2-3/06 ლონდონ (ინგ)

მსო 20-22/07 სან ფრანცისკო (აშშ)

@

Posted by: tarash07 27 May 2017, 20:52
ჩვენები მონაწილეობენ ტურნირში,საფრანგეთში.
ფეისბუქის ამ გვერდზე იდება ინფო
HOWARD HINTON SEVENS
2 თამაში მოგვიგია
* * *
დევს ვიდეოებიც და ორივე თამაშის ნახვა შეგიძლიათ.

Posted by: rrrugby 28 May 2017, 01:54
ჩვენს მორაგბეს 9 ნომრით რა საერთოა აქვს 7-კაცასთან???

Posted by: Isi_Folau 28 May 2017, 14:31
ბოლო თAმაშIც მოვიგეთ ჯგუფში და ნახ ფინალში ზელანდია სელეკტს ვეთამაშებით 5ზე თBილისის დროით

Posted by: jora84 3 Jun 2017, 11:45
ყოჩაღ ბიჭებს, კარგადნიბრძოლეს, საჭირო მოგება იყო.

Posted by: tarash07 3 Jun 2017, 11:45
მაგარი თამაში მოიგეს გერმანიასთან.

Posted by: davita_1977 3 Jun 2017, 12:04
რა ხდება ააქ? არის ლინკი სადმე?

Posted by: Alex-musi 3 Jun 2017, 12:05
ისეთი ლინკი რომ გადაიხვევა wink.gif სად იღება

Posted by: jora84 3 Jun 2017, 12:16
Alex-musi
http://www.dailymotion.com/video/x5nt1q9_rugby-europe-sevens-grand-prix-series-2017-moscow-round-1_sport

Posted by: Alex-musi 3 Jun 2017, 12:40
QUOTE
http://www.dailymotion.com/video/x5nt1q9_r...w-round-1_sport

გაიხარე

Posted by: otia-83 3 Jun 2017, 12:43
რამდენ ხანში გვიწევს კიდე თამაში? სმარტფონით ვარ და ვერ ვნახულობ, ვერ დავამუღამე

Posted by: ზურატი96 3 Jun 2017, 12:50
otia-83
QUOTE
რამდენ ხანში გვიწევს კიდე თამაში? სმარტფონით ვარ და ვერ ვნახულობ, ვერ დავამუღამე

ერთ საათშია უელსთან

Posted by: dxm1 3 Jun 2017, 13:28
ნორმალური სტრიმი არსადაა? ჩემთან არ ხსნის sad.gif

Posted by: jora84 3 Jun 2017, 13:30
dxm1

http://www.dailymotion.com/video/x5nt1q9_rugby-europe-sevens-grand-prix-series-2017-moscow-round-1_sport

ესაა ყველახე ნორმალური, ეხლა არ არის ჩართული, ცოტა ხანში უნდა ჩაირთოს წესით

Posted by: dxm1 3 Jun 2017, 13:51
jora84
მადლობა. დაველოდები. იმედია მოვიგებთ !

Posted by: სურამელი 3 Jun 2017, 14:05
ყოჩაღ ბიჭებს. არ მეგონა უელლს თუ ასე იოლად მოვუგებდით smile.gif


შემდეგი გვაქვს

15.52
ირლანდია

იმედია მოვიგებთ ამასაც.
რიჟას ტრამვა ვერაა კარგი ამბავი

Posted by: jora84 3 Jun 2017, 14:06
რამხელა უპირატესობებს ვერ ვიყენებდით. ჩვენები მოღონიერდნენთ თუ ისინი იყვნენ ნამეტანი სუსტები?

Posted by: სურამელი 3 Jun 2017, 14:08
QUOTE
ჩვენები მოღონიერდნენთ თუ ისინი იყვნენ ნამეტანი სუსტები?


ეგ კითხვა მაქვს მეც wink.gif
ისე ირლანდიას +21 ით მოუგია ამათთვის

Posted by: SGG 3 Jun 2017, 14:09
ყოჩაღ ბიჭებს. კი უთქვიათ აფრიკელებს, აქედან რომ წახვალთ, სულ სხვა დონეზე ითამაშებთო.

ჩვენების ფინტი რომ ნახეს, ფეხი როგორ არ გტყდებათ, გასაკვირიაო smile.gif კუნთები გაქვთ არასწორად განვითარებულიო.

უელსზე მეტად გერმანიის დამარცხებაა გასახარი, უელსი რა გუნდითაა, კაცმა არ იცის და გერმანიას ძალიან კარგი ნაკრები ყავს

Posted by: სურამელი 3 Jun 2017, 14:13
QUOTE
გერმანიას ძალიან კარგი ნაკრები ყავს


ანუ ჩვენც კარგი ნაკრები გვყოლია. კარგია, შვიდკაცას თუ მიექცევა ყურადღება არ იქნება ცუდი

Posted by: Isi_Folau 3 Jun 2017, 14:15
აფრიკის მერე ძAან მოვუმატეთ მარა ფინტს რაც შEეხება, და მხოლოდ ფინტს გვყავს ერთIორი ისეთI ვინც აქეთ ასწავლის ბევრს ფინტს.

Posted by: davita_1977 3 Jun 2017, 14:18
არა კაია რათქმაუნდა მაგრამ სანაკრებო ამ ბიჭებიდან არავინა რომ ნაკრებში ტრამპლინად გამოიყენოს შვიდკაცაში თამაში

Posted by: სურამელი 3 Jun 2017, 14:19
აგერ გერმანია დამაჯერებლად უგებს ირლანდიას. ყოჩაღ ჩვენ ბიჭებს

Posted by: SGG 3 Jun 2017, 14:21
სურამელი

გერმანიას ყავს ძალიან კარგი ნაკრები. სირბილიც შეუძლძლიათ და მაგარი დისციპლინა აქვთ, პლუს კარგი პასები.

წელს მსოფლიო სერიაზე მოსახვედრი ფინალი წააგეს მარტო.

Posted by: სურამელი 3 Jun 2017, 14:25
SGG

მით უფრო ბრავო ჩვენ ბიჭებს რომ ეგეთ გერმანიას მოუგეს. მაგრად მოუმატიათ

Posted by: Isi_Folau 3 Jun 2017, 14:30
თან ნაკრების რამოდენიმე ბიჭი დაემატება და ძAან კაი გუნდი გვყავს

Posted by: SGG 3 Jun 2017, 14:33
Isi_Folau

მსოფლიოს შესარჩევზე ვის აიმატებენ ხო არ იცი?

ყველა მსოფლიო გვითამაშია და იმედია აქაც გავალთ

Posted by: Isi_Folau 3 Jun 2017, 14:41
მათიშვილი(ისედაც ამ გუნდის წევრია და უეჭველი წავა), მეკოზე,კაჭიზე,ქოქოსაზე,ფრუიზე და სიჭინავაზე იყო ლაპარაკი მარა მემგონი ძაან დაიღლბიან და არწავლენო, ნუ ფრუი და სიჭი არ დაიღლებიან )))).

Posted by: სურამელი 3 Jun 2017, 15:43
იწყება 10 წუთში ირლანდია

http://www.dailymotion.com/video/x5nt1q9_rugby-europe-sevens-grand-prix-series-2017-moscow-round-1_sport

Posted by: ზურატი96 3 Jun 2017, 15:57
QUOTE
იწყება 10 წუთში ირლანდია

1სთში..

Posted by: Alex-musi 3 Jun 2017, 16:09
ცხრილი და ტურნირის განრიგი დამილინკეთ პლზ smile.gif

Posted by: სურამელი 3 Jun 2017, 16:11
ზურატი96
QUOTE

QUOTE
იწყება 10 წუთში ირლანდია

1სთში..


ჩვენი დროით მეგონა, კავშირსაც ეგრე ეწერა და ავიწერი smile.gif

Posted by: jora84 3 Jun 2017, 16:21
Alex-musi

http://www.rugbyeurope.eu/competitions/2017-mens-sevens-grand-prix-series

Posted by: Alex-musi 3 Jun 2017, 16:30
jora84

დღის დამხმარე smile.gif მადლობა

Posted by: jora84 3 Jun 2017, 16:39
მიუხედავად ორი მოგებისა ირლანდიასთან 3 ქულაზე მეტით წაგების შემთხვევაში მაინც მესამეზე გავდივართ ჯგუფში mo.gif

Posted by: tarash07 3 Jun 2017, 16:46

jora84
ხო მარა მეოთხედფინალში მაინც გავალთ,კაი მესამეთი.
რიჟა დაგვაკლდა,დიდი ძალაა.

Posted by: jora84 3 Jun 2017, 16:48
QUOTE
რიჟა დაგვაკლდა,დიდი ძალაა.


თან რა უაზროდ mo.gif

უელსი მართლა რა ბანდითაა ჩასული მოსკოვებში? ცენტრამდე მხეცებივით ადიან biggrin.gif

Posted by: სურამელი 3 Jun 2017, 16:48
ვაჰ გერმანია რას უშვება უელსს. კარგი გუნდისთვის კი არა ძალიან მაგარი გუნდისთვის მოგვიგია
* * *
QUOTE
იუხედავად ორი მოგებისა ირლანდიასთან 3 ქულაზე მეტით წაგების შემთხვევაში მაინც მესამეზე გავდივართ ჯგუფში

ქულების დარიცხვა აქ გასნსხვავებულად ხდება?

Posted by: jora84 3 Jun 2017, 16:54
კარგი სტარტია up.gif

30 კარეგი სტარტი

Posted by: Alex-musi 3 Jun 2017, 16:54
დაიდო პირველი 7:0 ლელოლელო )))))

Posted by: tarash07 3 Jun 2017, 17:00
მაგარ შტურმს გავუძელით.
მაგრად დადგნენ.
* * *
შეენახა უნდა,22-ში ხარ,ამან მოისროლა,თან ეძახდნენ შეინახე შეინახეო.

Posted by: jora84 3 Jun 2017, 17:14
მაინც ,,მოვახერხეთ'' მესამეზე გასვლა mo.gif

Posted by: tarash07 3 Jun 2017, 17:16
100 პროცენტი გასული ვართ მეოთხედფინალში,კაი მესამეთი,მთავარია ვის დავეტაკებით.ნებისმიერთან შეიძლება თამაში.
* * *
ჩემი აზრით ან რუსეთს ან პორტუგალიას დავეჯახებით.

Posted by: datuchi 3 Jun 2017, 17:19
და მესამეზე რატომ? ირლანდიას ბურთებით არ ვაჯობეთ? გერმანია +2, საქართველო 0, ირლანდია -2. თუ რამეს არასწორად ვითვლი?

Posted by: jora84 3 Jun 2017, 17:30
datuchi

///////////////////////////////////////////////////////////////

Posted by: datuchi 3 Jun 2017, 17:34
jora84
კი, ეგ ვნახე, უბრალოდ, მეგონა, რომ სამ გუნდში თანაბარ ქულებში, ურთიერთშეხვედერებში ბურთების სხვაობა იანგარიშებოდა. ყველგან ასეა ხოლმე და...

Posted by: jora84 3 Jun 2017, 17:36
datuchi

არც ეგაა გამორიცხული, ისეთი მთხლე ორგანიზაცია ატარებს, რომ სრულიად შესაძლებელია სხვა რამ ეწეროს დებულებაში biggrin.gif

ინგლისი ვერ გავიდა მეოთხედფინალში.


Posted by: datuchi 3 Jun 2017, 17:38
jora84
ჰო, მაგათი გადამკიდე, სანამ საბოლოო ცხრილი არ დაიდება, ვერაფერს გაიგებს კაცი smile.gif

Posted by: tarash07 3 Jun 2017, 18:10
თუ რუსეთმა მოუგო ესპანეთს ინგლისი გავა და ესპანეთი ჩარჩება,ეგ უფრო გვაწყობს.

Posted by: jora84 3 Jun 2017, 18:21
tarash07

41 ქულას მოუგებს რუსეთი?

Posted by: tarash07 3 Jun 2017, 18:24
მანდ უპირატესობა ბურთებს აქვს თუ საცხრილო ქულებს?
ქულებით ინგლისს 7 ექნება ესპანეთს 6.
მარა იგებს ესპანეთიsmile.gif))

Posted by: jora84 3 Jun 2017, 18:29
tarash07

რომც წააგოს ესპანეთმა მაინც 7 ქულა ექნება, მერეა ბურთები.


Posted by: otia-83 3 Jun 2017, 18:32
დღეს კიდე ვთამაშობთ?

თუ კი რომელზე?

Posted by: jora84 3 Jun 2017, 18:34
otia-83

მგონი აღარ.

3030

Posted by: tarash07 3 Jun 2017, 18:36
დღეს აღარ ვთამაშობთ.

jora84
წაგება 2 ქულა ყოფილა,მართალი ბრძანდებითsmile.gif
აბა ვის დავეტაკებით ეხლა?რუსეთს თუ პორტუგალიას?

Posted by: jora84 3 Jun 2017, 18:42
tarash07

მგონი პორტუგალიას smile.gif

სტრიმზე ეხლა ანახეს ჯგუფები და ჩვენ მეორე ადგილზე ვწერივართ, მართლა რა მთხლე ორგანიზაციაა mad.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 3 Jun 2017, 19:02
მთელი შაბათი ვაახლებდი ტაბლოს --
თქვენ კი მაინც "საზღვარგარეთულ ბოსებს" ენდობით

გვიწერია ყველაფერი -- და მგონი სწორად:

ისევ გერმანიას ვეთამაშებით იმავე დროს
მერე პორ | იტა
ბოლოს (რუს | ესპ) | (სფრ | ირლ)

+++

თქვენი ვარაუდით, თუ წაგება 2 ქულაა და მოგება კი 3,
რა ღირს ფრე?

ნაღდია, რომ ამის "აპლიკაციაშიც" უხეში შეცდომა გაეპარარათ,
მაგრამ ვინც წყვილებს ადგენს, იმან საქმე იცის და ხელით დათვლის

Posted by: Isi_Folau 3 Jun 2017, 19:10
მოგება 3ია, წაგება ერთI. რაცანახეს მაგ ტაბლოთI ეგრეა, იმედია გერმანიას არ შEვხვდებით იმიტომრომ მოუმატეს ჩVენს მერე და მოგვიგებენ მგონია

Posted by: Alex-musi 3 Jun 2017, 19:21
ანუ რა გამოვიდა ვერ გავიგე sad.gif(( იმენა დუქანია

Posted by: datuchi 3 Jun 2017, 19:24
რაგბიევროპა ამბობს, რუსებს უნდა ეთამაშოთო, თუ არ შეცვალეს კიდევ რამე smile.gif


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 3 Jun 2017, 19:25
დუქანია -- როგორც ბუქარესტში იყო

ცხრილებში ქულები უსწოროდაა დათვლილი,
მაგრამ ადგილები მაინც სწორად ჯდება

სქემა კი ესაა

user posted image

Posted by: dxm1 3 Jun 2017, 21:35
რუსებს დავეტაკეთ) ხვალ მივდივარ საქომაგოდ jump.gif დილითაა საქართველოს დროით 11:22.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 3 Jun 2017, 21:42
გამახსენდა -- რიოს "ალიმპიადის" წაბაძვით
შარშან, გაგანია სეზონში შეცვალეს შეწყვილების სისტემა

შეადარეთ აქ http://site.rugby.ge/ka-GE/Archive/
2016 ექსთერისა და მოსკოვის სქემები

ამავე თემაშიც ეწერება სადმე ზემოთ

აგერ, დამიწერია

https://forum.ge/?f=17&showtopic=34467737&st=1923
https://forum.ge/?f=17&showtopic=34467737&st=1956

პლეი’ოფის ახალი, დომხალურ’სატანური ფორმულა

ა1 - 8 x ბ2 - გ2 = ბ1 - 7 x გ1 - ა2

ეხლავე ჩავასწორებ საითზეც





Posted by: tarash07 3 Jun 2017, 22:22
რიჟა დიდი ძალა გვაკლდება ხვალ,თუ დააკვირდით პატარა ღრიჭო რომ ჩდება ჩვენი დაცვის ხაზში რა სწრაფად ამოდის და ანეიტრალებს,დიდი დანაკლისი იქნებაsad.gif(((
ნახევარფინალში გასვლა სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯიიქნება.
წარმატებები ბიჭებო!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: zaal1969 4 Jun 2017, 11:45
არა ძმაო აქ ჩვენი საშველი არ არის,რუსებმა გვაჯობეს ჯანით,ჭკუით,ტექნიკით,ხასიათით და თუ რაიმე არსებობს რაგბის თამაშისას

Posted by: Christian Cullen 4 Jun 2017, 11:51
მე რასაც ვუყურებ არც კი ვცდილობთ ბურთიანს ისე მივყვეთ, რომ ოფლოუდი გავახერხოთ. ფაქტიურად რასაც ვთამაშობთ ჩვენი ჯანის წყალობით. გუშინაც ირლანდიის მატჩიდან მივუსწარი და პირველ ტაიმში 7-8 ოფლიუდი დავითვალე ირლანდიელების.

ეჰ 7 კაცას ოქროს ხანა ედგა 2000 იანებსი გარიჟრაჟზე, ურჯუკაშვილი რომ დაჰქროდა (((

Posted by: Isi_Folau 4 Jun 2017, 12:59
ჩემიაზრით არცერთი არადევნებთ თვალყურს შვიდკაცას როცა აკრიტიკებთ ბიჭებს. რუსეთი რომ იცოდეთ არის მსოფლიო სერიიის მონაწილე რამდენი წელია და ალბათ ამ ტურნირის ყველაზე დიდი ფავორტიაი, შარშან მათ მოიგეს. რაც შეეხება ბიჭებს ბევრად მომატებულიაქვთ და მთავარი მიზეზი ირლანდიასთან რატომაც წავაგეთ იყო ორი უაზრო ოფლოუდი რომელსაც წინა თამაშებში არ აკეთებდნენ. სტაბილური გაშლით და შეტევით ყველაფერი კარგად გამოგვდის, (არდაგავიწყდეთ არცერთი ეროვნულის მოთამაშე არაა)

Posted by: tarash07 4 Jun 2017, 16:03

Isi_Folau
ვა ჯიგარი ხარ,მეც ეგრე ვფიქრობ,მთავარი პრობლემა მაინც დაკიდებული ბურთის აღებაა,მაგია რუსეთთან მარცხის მთავარი მიზეზი.
მეორე ტაიმი დაცვაში იდგნენ.
3 ჯერ გვქონდა ბურთი,ერთხელ წინ დაგვივარდა,2-ჯერ ლელო დავდეთ,იმედიანად ვარ,3 ან 4 მოთამაშით თუ გაძლიერდნენ კაი გუნდი გვეყოლება.
დახატავს ამ გუნდს მათიაშვილი,ფრუიძე,გაჩეჩილაძე.

Posted by: dxm1 4 Jun 2017, 17:03
საშინლად ითამაშეს დღეს. რუსეთი კაი ფავორიტია ამ ტურნირის, მაგრამ პორტუგალიასთან კარგად დაიწყეს და აურიეს ბოლოს ძალიან!

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 4 Jun 2017, 23:16
http://m.rugby.ge/ka-GE/tables/

ეტაპზე დავიკავეთ VIII ადგილი
შემდეგი ეტაპი: 10-11/06 ლოძ (პოლ)

Posted by: rrrugby 5 Jun 2017, 11:31
ბროძელი და სამხარაძე ვერ ვერ ვერ არინ მოშვიდკაცეები სამწუხაროდ...........ერთი შეხედვითაც ეტყობათ სირბილის მანერაზე...... გიგაური მომეწონა.....

Posted by: wolfmax 5 Jun 2017, 12:13
QUOTE
ბროძელი და სამხარაძე ვერ ვერ ვერ არინ მოშვიდკაცეები სამწუხაროდ..


სამხარაძე მოშვიდკაცე არ არისო?
რას არ იტყვის ადამიანი....

Posted by: Gio_G83 5 Jun 2017, 13:12
ეგერ კლოდმა 7-კაცას მიხედეთ და ხაზში გეშველებათო

Posted by: Isi_Folau 5 Jun 2017, 15:15
ბრძEლს მათIაშVილი ჩAანაცლებს წესით

Posted by: jora84 5 Jun 2017, 15:27
Isi_Folau

როდის?

იმედია ივნისში არა biggrin.gif

Posted by: tarash07 5 Jun 2017, 16:04
როგორც გავიგე ეს გარდა იმისა რომ ჰონკონგის შესარჩევიცაა,სადაც ჩვენი კონკურენტები არიან პორტუგალია,იტალია,გერმანია,ბელგია,ირლანდია,ასევე მსოფლიოს შესარჩევიც ყოფილა.
ამიტომ პოლონეთში ცოტა უნდა გამოვასწოროთ მდგომარეობა.
მსოფლიოზე გადის 2 გუნდი,გასულები არიან ევროპიდან საფრანგეთი,შოტლანდია,ინგლისი,უელსი.
ბოლო 2 ეტაპი დედა შვილს არ აიყვანს ხელში და ყველა ქულას მნიშვნელობა აქვს,რუსეთთან წაგების მერე ძალიან მნიშვნელოვანი იყო პორტუგალიასთან გამარჯვებაsad.gifმარა
* * *
არადა მაგრად დავიწყეთ ტურნირი,გერმანიასთან პირველი,რა მაგარი ლელო დაგვიდია
http://www.rugbyeurope.eu/2017-mens-sevens-grand-prix-series-m2-germany-vs-georgia
30:47-ზე იწყება ამ ვიდეოში სალელოვე შეტევა.
ზუსტად 1 წუთი ვუტევდით,მაგარი გუნდური ლელოა.
* * *
http://www.rugbyeurope.eu/2017-mens-sevens-grand-prix-series-m31-germany-vs-georgia
ეს მეორე თამაში გერმანიასთან,ძალით ვაგებთ.sad.gif
ორივე გარდასახვა გასატანი იყო.

Posted by: dxm1 5 Jun 2017, 17:47
ცუდი ამბებია- 4 კაცი დაიმტვრა და პოლონეთში სხვებს მოუწევს მათი ჩანაცვლება. სავარაუდოდ იქ უარესი შედეგი გვექნება

Posted by: tarash07 5 Jun 2017, 18:08
dxm1
sad.gif(((((((
ვინ 4,ხომ არ იცით?

Posted by: iverieli 10 Jun 2017, 12:34
ვიწყებთ. მალე ეთამაშებიან ფრანგებს.


http://www.rugbyeurope.eu/competitions/2017-mens-sevens-grand-prix-series

https://www.dailymotion.com/video/x5pdkaa_rugby-europe-sevens-grand-prix-series-2017-lodz-round-2_sport

Posted by: BEERTRANCE 10 Jun 2017, 12:52
კიდე ტრავმები გვინდოდა? sad.gif რაიმე მოლოდინიც ვერ გვექნება ესე იგი sad.gif
* * *
გავხსენით ანგარიში ფრანგებთან, წარმატებები
* * *
იმედია შეინარჩუნებენ უპირატესობას მეორე ტაიმში. წარმატებები

Posted by: otia-83 10 Jun 2017, 13:16
ხო კარგადა ვართ? რანაირად ვთამაშობთ bis.gif popcorn.gif

Posted by: BEERTRANCE 10 Jun 2017, 13:26
მოვუგეთ ფრანგებს, გილოცავთ, ეგ 1 და სხვა მრავალი smile.gif

Posted by: iverieli 10 Jun 2017, 13:27
bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

ფრანგების დამარცხება ურთულესია. ტემპი არ დავაგდოთ ბიჭებო. მიდით

Posted by: rachveli1 10 Jun 2017, 13:27
24-14 მოვიგეთ

Posted by: otia-83 10 Jun 2017, 13:28
გაგვიჭირდა ძალიან რიცხვობრივი უპირატესობის გამოყენება.

გაგვიმართლა ფრანგმა ჩვენიანი კინაღამ კისრით, რომ ჩაარჭო, თორე უეჭველი წავაგებდით.

Posted by: SGG 10 Jun 2017, 13:31
პირველი 10 წუთი ჩვენი ნაკრებისთვის წარმოუდგენელი დაცვა ვითამაშეთ.

წინა წლების ნაკრებზე ბევრად კარგი გუნდი გვყავს წელს

Posted by: BEERTRANCE 10 Jun 2017, 13:32
არანაირად არ ველოდი თან. ოტია გეთანხმები, მაგრა შემეშინდა 1 საბოლოო შტურმს მოგვიწყობენ ალბათ თქო და კიდე კაი მსაჯმაც რო არ დახუჭა თვალები დარღვევაზე.

Posted by: Isi_Folau 10 Jun 2017, 13:34
უეჭველი რატო წავაგებდით?)))




30 ასო

Posted by: otia-83 10 Jun 2017, 13:36
Isi_Folau
QUOTE
უეჭველი რატო წავაგებდით?

ძალიან მოგვეშალა დაცვა და ადვილად გვჭრიდნენ ფრანგები. 2 წუთში 2 ლელო დაგვიდეს და 2 წუთი იყო კიდევ დარჩენილი. დიდი შანსი იყო კიდევ ერთი დაედოთ.


ცოტა მეტი ფანტაზია შეტევაში და გამოვა რაღაც, აშკარად პრიგრესი გვაქვს.

Posted by: Isi_Folau 10 Jun 2017, 13:41
QUOTE (otia-83 @ 10 Jun 2017, 13:36 )



ცოტა მეტი ფანტაზია შეტევაში და გამოვა რაღაც, აშკარად პრიგრესი გვაქვს.

კარგად ვთამაშობთ არაა ამეტაპზე მეტი ფანტაზია საჭირო, არშეგვილია ეს მეტი ფანტაზია, ჯობია ჩავიტანოთ ჩამოვიტანოთ, და ინდივიდუალურად ეცადონ ხოლმე ვისაც შეულია( ერთი ორკაცს). რაქში კაგები თუ ვიქნებით 5ეულში შევალთ

Posted by: otia-83 10 Jun 2017, 13:44
Isi_Folau
QUOTE
არშეგვილია ეს მეტი ფანტაზია,

yes.gif yes.gif yes.gif cry.gif

"ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი,
მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა!"

რაც შეგვიძლია ის კარგად ვითამაშეთ აშკარად ფრანგებთან.
* * *
აფციაურს ტრავმა აქვს? წინა ტურნირზე ყველაზე მეტად ეგ მომეწონა, ჯანიც სისწრაფეც და ფინტიც ყველაზე კარგი ჰქონდა.

Posted by: Isi_Folau 10 Jun 2017, 14:04
QUOTE (otia-83 @ 10 Jun 2017, 13:44 )
Isi_Folau
QUOTE
არშეგვილია ეს მეტი ფანტაზია,

yes.gif yes.gif yes.gif cry.gif

"ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი,
მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა!"

რაც შეგვიძლია ის კარგად ვითამაშეთ აშკარად ფრანგებთან.
* * *
აფციაურს ტრავმა აქვს? წინა ტურნირზე ყველაზე მეტად ეგ მომეწონა, ჯანიც სისწრაფეც და ფინტიც ყველაზე კარგი ჰქონდა.

ბოლოწუთები აფციაური არიყო?

Posted by: otia-83 10 Jun 2017, 14:13
Isi_Folau
QUOTE
ბოლოწუთები აფციაური არიყო?

არა კავშირის საიტზეც უწერიათ სამხარაძე აფციაური და გიგაური არ წაიყვანეს მწვრთნელებმაო, სამხარაძის ტრავმა მახსოვს და აფციაურის არ მახსოვს, ალბათ აქვს თორე მშვენივრად გამოიყურებოდა და არ დატოვებდნენ.

Posted by: wolfmax 10 Jun 2017, 14:15
ერთ წუთში იწყება ესპანეთთან.აბა ვნახოთ

Posted by: BEERTRANCE 10 Jun 2017, 14:18
13:30 ეწერა დრო და პოლონეთს 2 საათით ვუსწრებთ რანაირად ვიწყებთ ახლა?

Posted by: wolfmax 10 Jun 2017, 14:22
ბოდიში, ერთ წუთში კიარა და ერთ საათში

Posted by: Isi_Folau 10 Jun 2017, 14:53
QUOTE (otia-83 @ 10 Jun 2017, 14:13 )
Isi_Folau
QUOTE
ბოლოწუთები აფციაური არიყო?

არა კავშირის საიტზეც უწერიათ სამხარაძე აფციაური და გიგაური არ წაიყვანეს მწვრთნელებმაო, სამხარაძის ტრავმა მახსოვს და აფციაურის არ მახსოვს, ალბათ აქვს თორე მშვენივრად გამოიყურებოდა და არ დატოვებდნენ.

აშკარად აფციაურიი იყო, მარჯვენა ფლანგზე, 5ნომრით, ან ვიღაც ძაან გავს )

Posted by: BEERTRANCE 10 Jun 2017, 14:54
რა ჭირთ ინგლისელებს? რა ადვილად დაუდეს ღრუსებმა ლელოები

Posted by: otia-83 10 Jun 2017, 15:12
უხ ესპანეთიც გაგვაგორებინა ეხლა smile.gif

Posted by: giushki 10 Jun 2017, 15:20
სად უყურებთ დადეთ რა ლინკი

30 ლინკი

Posted by: otia-83 10 Jun 2017, 15:22
giushki
https://www.dailymotion.com/video/x5pdkaa_rugby-europe-sevens-grand-prix-series-2017-lodz-round-2_sport

Posted by: BEERTRANCE 10 Jun 2017, 15:28
იწყება ჩვენების თამაში, იმედია ესპანეთსაც დაამარცხებენ

Posted by: giushki 10 Jun 2017, 15:29
otia-83
გაიხარე. ეხლა ჩავუჯდები

Posted by: Isi_Folau 10 Jun 2017, 15:35
ააა ალექსა ყოფილა, დაანებაო ამან და აგერ თU დაანება

Posted by: BEERTRANCE 10 Jun 2017, 15:36
შეცდომით შერგებულის მერე ჩვენივე შეცდომით შევარგეთ ესპანელებს

Posted by: otia-83 10 Jun 2017, 15:37
თქვენთანაც ჭედავს?

დავიტანჯე

Posted by: giushki 10 Jun 2017, 15:39
ჩანაფიქრი რა გვაქვს? რომ მოვაგებინოთ ეს თამაში ესპანელებს?

Posted by: otia-83 10 Jun 2017, 15:43
ბოჭვა ჩვენი ტკივილია ამ დღეებში.

Posted by: ქაშიბაძე 10 Jun 2017, 15:50
არ მახსოვს ოდესმე შვიდკაცასთვის მეყურებინოს და ამათ რამე ექნათ

მემგონი მე ვარ თარსი biggrin.gif

Posted by: wolfmax 10 Jun 2017, 15:51
ძალიან მარტივად მოგვიგეს.
ერთი-ერთზე კაცს ვერ ბოჭავენ და ვერც ცდებიან ზოგიერთები.

Posted by: Isi_Folau 10 Jun 2017, 16:04
რეალურად წავაგეთ იმიტომ რომ, მარტივ დავალებას არ ასრულებენ- არ ამოაგდონ ბურთი, რამდენი ამოაგდეს იმდენი ლელო მივიღეთ, შენიახე რა, შეინახე

Posted by: iverieli 10 Jun 2017, 16:12
ისე ბელგიას რო მოუგოთ, და საფრანგეთმა ესპანეთს +3 ქულით აჯობოს პირველზე გავალთ ჯგუფში wink.gif

წესით ბელგია სუსტია და უნდა მოვიგოთ

Posted by: rrrugby 10 Jun 2017, 16:21
ურჯუკაშვილს ელასტიურობა აკლია....ზოგიერთი კი შვიდკაცაში არ უნდა იყოს....არადა პირველი თამაშის მერე იმედი მომეცა.......დროზე მიხედეთ, რაც მისახედია.....

Posted by: tarash07 10 Jun 2017, 16:49
ძალიან ცუდად ვითამაშეთ.
აფციაური მაგრად დაგვაკლდა,ტრამვა მიუღია,მაგას და სამხარაძეს.არადა მაგარ ფორმაში იყო ნიკო,გაქცევა შეეძლო.

Posted by: BEERTRANCE 10 Jun 2017, 16:52
როდის გვიწევს ბელგიასთან თამაში?

Posted by: tarash07 10 Jun 2017, 16:58
ეხლა შესვენებაა ერთი 40 წუთიანი და მერე მეოთხე თამაშია ჩვენი,თუ არ ვცდები 18:36
* * *
http://www.rugbyeurope.eu/competitions/2017-mens-sevens-grand-prix-series

Posted by: otia-83 10 Jun 2017, 18:00
გააპო უელსმა ინგლისი sa.gif vik.gif

Posted by: SGG 10 Jun 2017, 18:13
ინგლისი რაღაც ქუჩის ნაკრებითაა ჩასული, ჯერ მარტო ტრენერზე იკაიცეთ smile.gif)

Posted by: tarash07 10 Jun 2017, 18:30
1 კონკურენტი ჩავარდა,იტალია ვერ გავიდა მეოთხედფინალში.შეიძლება პორტუგალიაც ჩავარდეს ბოლო ოთხეულში.
ამოქაჩვის შანსები გაჩდა.

Posted by: ქაშიბაძე 10 Jun 2017, 18:48
რა ლელო დაადებინეს ბიჭო biggrin.gif

Posted by: BEERTRANCE 10 Jun 2017, 18:58
მოვუგეთ ბელგიას მარა გაგვიმართლა რო შეცდომები გვაპატიეს.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 10 Jun 2017, 20:10
http://m.rugby.ge/ka-GE/tables/

ვეთამაშებით რუსეთს

მერე ირლ | ინგ

ბოლოს (ესპ | სფრ) | (უელ | გერ)

ორგანიზატორები დროებზე ალბათ მსჯელობენ და
დაძინებამდე დადებენ -- მზა თარგი კი ექნებოდათ

@

რიო’ული პლეი’ოფი: ((ა1 - 8) - (ბ2 - გ2)) - ((ბ1 - 7) - (გ1 - ა2))

@

Posted by: wolfmax 11 Jun 2017, 13:15
ვაგებთ პირველ ტაიმს რუსეთთან 7-14

Posted by: rachveli1 11 Jun 2017, 13:24
წითელი რაზე მისცა ეხლა?

Posted by: სურამელი 11 Jun 2017, 13:27
მსაჯმა წაგვაგებინა თამაში. უაზრო წითელი, მგონი ჯარიმაც არ იყო. მანამდე ზედ ლელოს ხაზთან წინ გავარდნა რომ მოგვცა, არეც მაშინ იყო წინ გავარდნა რა

Posted by: Alex-musi 11 Jun 2017, 13:30
ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე 14-19 sad.gif წავაგეთ

Posted by: BEERTRANCE 11 Jun 2017, 14:38
ამ მსაჯებმა ჰო გაგვიხურეს რა ........ათი უნდათ ერთი

Posted by: Raven 11 Jun 2017, 18:29
რუსეთი რა პონტშია ფინალში? ასეთი მაგარი გუნდი ჰყავთ?

Posted by: Irodioni 11 Jun 2017, 18:38
ბრაზს ვერ ვიკავებ, 4 ნომერს (გვარი არ ვიცი) რა უნდა შვიდკაცაში, კაცი კუნთმაგარი კია, მაგრამ გონიერის რა მოგახსენოთ.

Posted by: rrrugby 11 Jun 2017, 23:15
ბროძელი უბრალოდ თილისმაა???????????????

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Jun 2017, 10:07
http://m.rugby.ge/ka-GE/tables/

2017 * ევროპის შვიდკაცა
გრან პრი == II ეტაპი @ ლოძ (პოლ)
ეტაპზე დავიკავეთ VIII ადგილი

ქულა: 36 ესპანეთი ირლანდია რუსეთი;
20 გერმანია საფრანგეთი; 18 იტალია; 17 უელსი;
12 პორტუგალია საქართველო; 5 ბელგია; 2 პოლონეთი

ჰონკონგში (2018) მიდიან: ირლ და გერ

მსოფლიო თასს (აშშ 2018) ემატებიან: ესპ ირლ რუს (სამიდან ორი)

შემდეგი ეტაპი: 1-2/07 კლერმონ-ფერან (სფრ)

@

Posted by: ushuaia 12 Jun 2017, 23:50
მდაა,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: jjj 13 Jun 2017, 12:04
ამ შვიდკაცასი ვერაფერი გავიგე, რა ტურნირია, რა პრინციპია, რისთვის მიდის ბრძოლა, სად გავდივართ? ჩვენ რა მიზანი გვაქვს, რა ამბიცი ან რა მოლოდინი? რეალობიდან გამომდინარე რა არის დადებითი შედეგი, რა საშუალო და რა კატასტროფა?

P.S. "ფეოლაში" ყველაფერი მარტივია - "ოლიმპიური პრინციპია, წააგე - წადი სახლში" smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Jun 2017, 16:16
jjj

ყოველ-წლიური ევრო-სერიაა = ე.წ. გრან’პრი

წლეულს სვლა’გეზში 4 ტურნირია
ქულები გაიცემა ფორმულა 1-ის მსგავსად

ბოლო საგაისოდ ვარდება ქვედა დონეზე
ჩემპიონობა არცა’მთლად’ფრიადი პატივია


პარალელურად თამაშდება სხვა რამეებიც

1) 2017\18 მსოფლიო სერიის შესარჩევის (ჰონკონგი) ორი საგზური

2) 2018 მსოფლიო თასის (კალიფორნია) ორი საგზური


+ უფრო დეტალურად


1) წყარო http://ovaluri.comxa.com/2017/R5/23_7LON.htm

მაგ სერიაში ისედაც თამაშობენ: ინგ შტლ უელ სფრ რუს + ესპ (მოიგო შესარჩევი და დაბრუნდა)

მაგის გამო ჰონკონგში დღეის ვითარებით მიდიან: ირლ გერ


2) წყაროები http://ovaluri.comxa.com/2017/R5/23_7LON.htm
და http://ovaluri.comxa.com/2017/R5/16_7PAR.htm

24-დან 13 მონაწილე უკვე ცნობილია

ევროპიდან გადის კიდევ ორი

მაგრამ სამ ჯერაც’ვერ’გასულს აქვს ტოლი ქულა: ესპ ირლ რუს

იხილეთ http://site.rugby.ge/ka-GE/Archive/


@) მოლოდინი | შედეგი | კატასტროფა

ეგაა უფაქიზესი, ტაბუებით შელესილი საკითხი

თავად იხილეთ ჩვენი შედეგები ბოლო წლებში და იმსჯელეთ

წყარო იგივე http://site.rugby.ge/ka-GE/Archive/

ვარდნის მიზეზი იყო შვიდკაცის დაკიდება
თანდათან სწორება რაღაც, მაგრამ შედეგის მიღევას დრო ჭირდება

თანაც ბევრი

@

Posted by: jjj 14 Jun 2017, 17:23
ლუკასა და ნიკოს მამა
თქვენი შეფასებით, ოლიმპიადაზე მოხვედრის რა შანსია (უფრო სწორედ რამდენი წლის მერე შეიძლება იქ მოხვედრაზე რეალურად რაიმე შანსი გაგვიჩნდეს) დღევანდელი მდგომარებოს და პროგრესის გათვალისწინებით?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 15 Jun 2017, 09:49
შემდეგზეც კი შეიძლება მოხვედრა, თუ
რესურსი ჩაიდო და დადგინდა პრიორიტეტად

ჭირდება 25 ბიჭის დიდი 10-დან მოხსნა და
მონასტერში დაყუდება მთელი ციკლით,

წამალზე შესმა და სირბილით გაბერვა --
ვინც გაუძლებს, გადარჩება და წავა ტოკიოში

@

ეგ მეთოდი ჩემი მოგონილი არაა --
ბობოლებმა ბევრგან გამოსცადეს და უმართლებთ

სხვა საკითხია, საერთოდ რამდენად ზნეობრივია
ეგეთი სპორტი და შედეგი,

და რატო უნდა დათანხმდეს ბიჭი მაგას

სხვაფრივ კი არაფერი გამოვა --
სულ იქ ვიქნებით, სადაცა ვართ

@

Posted by: crusaders 15 Jun 2017, 10:03
QUOTE
სხვაფრივ კი არაფერი გამოვა --
სულ იქ ვიქნებით, სადაცა ვართ

და თუკი იქ ვიქნებით სადაც ვართ უნდა ქონდეს აქ ყოფნას რაღაც აზრი
უნდა ითამაშონ რეალურად ნაკრების დიდი ნაკრების კანდიდატებმა და შემდეგ ნაკრებში.
სხვა აზრს ვერ ვხედავ ამ სპორტში მე. რაც ამ ეტაპზე ასე არაა

Posted by: jjj 15 Jun 2017, 11:35
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 15 Jun 2017, 05:49 )
შემდეგზეც კი შეიძლება მოხვედრა, თუ
რესურსი ჩაიდო და დადგინდა პრიორიტეტად

ჭირდება 25 ბიჭის დიდი 10-დან მოხსნა და
მონასტერში დაყუდება მთელი ციკლით,

წამალზე შესმა და სირბილით გაბერვა --
ვინც გაუძლებს, გადარჩება და წავა ტოკიოში

@

ეგ მეთოდი ჩემი მოგონილი არაა --
ბობოლებმა ბევრგან გამოსცადეს და უმართლებთ

სხვა საკითხია, საერთოდ რამდენად ზნეობრივია
ეგეთი სპორტი და შედეგი,

და რატო უნდა დათანხმდეს ბიჭი მაგას

სხვაფრივ კი არაფერი გამოვა --
სულ იქ ვიქნებით, სადაცა ვართ

@

გასაგებია, ეგეთი მსხვერპლის გაღება არ ღირს ნამდვილად smile.gif

Posted by: Isi_Folau 16 Jun 2017, 12:13
სოსო, კოჭო,ქოქოსა და სიჭი ემატება ეროვნულიდან, ტაბუცაძე და 13 (შლემი რო ეფარა აღარმახსოვს რაგვარია) 20 წლამდედან. იქიდან რჩებიან, ურჯუკა,ბაბუნაშვილი,ჩეჩენა, ნიკო აპციაური, ალექსა, რამაზა, ჩორტიკა, რიჟა, ტურბოიე
* * *
პლიუს მოდებადზე, კოსჰა. 30 ქარტველი)

Posted by: Isi_Folau 29 Jun 2017, 11:51
წეეკენდზეა თAმაშEბი ხოარიცით რახდება

Posted by: SGG 29 Jun 2017, 15:27
1. იოსებ მათიაშვილი (აკადემია),

2. ანზორ სიჭინავა (აკადემია),

3. ზურაბ ძნელაძე (აია),

4. ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი),

5. მირიან მოდებაძე (აია),

6. აკაკი ტაბუცაძე (ლელო სარასენსი),

7. მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, რუსეთი),

8. გიორგი ბაბუნაშვილი (აია),

9. მამუკა ნინიძე (ჯიქი),

10. ბექა ურჯუკაშვილი (არმია),

11. ლაშა ხმალაძე (ლელო სარასენსი),

12. ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე, რუმინეთი

კარგი შემადგენლობაა,იქნებ ეხლა ვქნათ რამე.

მსოფლიოზე გასვლის შანსი აღარაა ფაქტიურად, 2 ადგილი მოაკლეს ევროპას,მაგრამ ჰონკონგისთვის იქნებ გავიბრძოლოთ

Posted by: dc120mm 29 Jun 2017, 15:46
QUOTE
კარგი შემადგენლობაა,იქნებ ეხლა ვქნათ რამე.

ჟღენტი რატომ არ არის?







biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: otia-83 30 Jun 2017, 18:09
http://1tv.ge/ge/news/view/167643.html

უსაინ ბოლტმა შესაძლოა, კარიერა ფეხბურთში გააგრძელოს

ებიჯო შევთავაზოთ ჩვენი 7-კაცა bis.gif

ან 15 კაცაში ფრთაზე ვათამაშოთ. boli.gif

Posted by: სურამელი 1 Jul 2017, 13:27
ყოჩაღ, ძალიან მაგარი თამაში მოიგეს. კარგი იყო. ბრავო ბიჭებს

Posted by: jora84 1 Jul 2017, 13:28
რა თამაში შემოუბრუნეს გერმანიას bis.gif

იმედია ასევე გააგრძელებენ

Posted by: otia-83 1 Jul 2017, 13:28
კარგად შემოატრიალეს ბიჭებმა.

საერთოდ აღარ მქონდა მოგების იმედი.

კარგი შემადგენლობაა, მაგრამ შეთამაშება აკლიათ და პირველ ბურთზე ვერ თამაშობენ ყველა წააგეს.

Posted by: zura1993 1 Jul 2017, 13:36
HSBS-ის კვლევებით 2024 წელს 7 კაცა პოპულარობით 15 კაცა რაგბის გადაასწრებს და უფრო მეტი მაყურებელიც ეყოლება ამ სახეობას, რადგანაც უფრო დინამიურია და ტელევიზიებისთვისაც უფრო კომერციული. ჩვენთან რატომ არ ექცევე სათანადო ყურადღება?

Posted by: ratomac aRa 1 Jul 2017, 13:37
სად უყურებთ?

დეილიმოუშენის ლინკი არ უშვებს

Posted by: jora84 1 Jul 2017, 13:41
ratomac aRa

http://rugger.info/news/15003

Posted by: otia-83 1 Jul 2017, 13:41
ratomac aRa
http://www.dailymotion.com/video/x5rxp8l_rugby-europe-men-s-sevens-grand-prix-series-2017-round-3-clermont-ferrand_sport

ჩემთან მუშაობს ეს ლინკი რავი


შემადგენლობები და ბადე სად შეიძლება ვნახო? დამილინკეთ რა...

Posted by: jora84 1 Jul 2017, 13:46
otia-83

http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=6159&callerModID=17364&Title=7-კაცა%20|%20საფრანგეთში%20გაძლიერებული%20შემადგენლობით

ჩვენების განრიგი+შემადგენლობა აქაა, რაგბი ევროპის საითს თუ გაუგებ რამეს მეც გამანდე biggrin.gif

Posted by: ratomac aRa 1 Jul 2017, 13:48
ესპანეთთან 13:29 ეს საფრანგეთის დროით?

მგონი 3 საათით ვართ წინ

Posted by: otia-83 1 Jul 2017, 13:50
jora84
ეგ ვიცი

მე თამაშების შემადგენლობა მაინტერესებს. ეხლა მირიანი 2 ნომერზე იყო.

ანუ ამ თამაშზე ვინ რა ნომრით გამოვიდა. ყველას ვერ ვცნობ სახეზე.

Posted by: Socrates8 1 Jul 2017, 14:07
QUOTE
ესპანეთთან 13:29 ეს საფრანგეთის დროით?


15:29 ჩვენი დროით ესპანეთთან და 18:36 პორტუგალიასთან

Posted by: gochela1 1 Jul 2017, 14:46
QUOTE
რა თამაში შემოუბრუნეს გერმანიას


რა ანგარიშით დამთავრდა

Posted by: jora84 1 Jul 2017, 14:49
gochela1

QUOTE
რა ანგარიშით დამთავრდა


14:12, ბოლო ორ წუთში დავუდეთ ორივე ლელო.

Posted by: gochela1 1 Jul 2017, 15:11
QUOTE
jora84


QUOTE
რა ანგარიშით დამთავრდა


14:12, ბოლო ორ წუთში დავუდეთ ორივე ლელო


ფორა მივეცით?

Posted by: otia-83 1 Jul 2017, 15:37
არადა ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდი იყო, რატო დაგვაჯარიმა. არ იყო მაღალი ბოჭვა

Posted by: giushki 1 Jul 2017, 15:40
მსაჯს აგინეთ უკვე თუ მე ვიქნები პირველი ? biggrin.gif

Posted by: supermaswi 1 Jul 2017, 15:41
giushki
QUOTE
მსაჯს აგინეთ უკვე თუ მე ვიქნები პირველი ?



+1

Posted by: davita_1977 1 Jul 2017, 15:51
ბურთის უკან გადმოდება არ ვიცით რა რამდენჯერ უნდა დაგვაჯარიმონა ამაზე???!!!!!!

Posted by: zaal1969 1 Jul 2017, 15:53
მოგვიგო ისე,რომ შანსიც არ გვქონია,უკეთესი გუნდი იყო ესპანეთი,სიჭინავა მესამეხაზელივით დარბის,ძალიან დამძიმებულა,იმპროვიზაციის ნაკლებობა იგრძნობოდა ჩვენს თამაშში

Posted by: Isi_Folau 1 Jul 2017, 16:08
QUOTE (zaal1969 @ 1 Jul 2017, 15:53 )
მოგვიგო ისე,რომ შანსიც არ გვქონია,უკეთესი გუნდი იყო ესპანეთი,სიჭინავა მესამეხაზელივით დარბის,ძალიან დამძიმებულა,იმპროვიზაციის ნაკლებობა იგრძნობოდა ჩვენს თამაშში

დავალებაა რო ჩაათამაშონ, დაბნეულობა იგრძნობა რა 2 დღის შეკრებილი გუნდია

Posted by: ბაქარი 1 Jul 2017, 16:36
ყველა ბორჯღალოსანი მიყვარს და პატივს ვცემ, მაგრამ ხმალაძეს რა უნდა შვიდკაცაში? საერთოდ ვერ იყენებს სისწრაფეს და უფანტაზიო მოთამაშეა. 10 ნომრობის არ ატყვია არაფერი. ნინიძე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და იმსახურებს შანს 15-კაცაში. აი რითი ჩამოუვარდება როგორც ათი ნომერი ხმალაძეს? 7კაცა ნაკრებში როგორც მოთამაშე ამ ორი სეზონის შემდეგ მაგარი პროგრესი განიცადა. საერთოდ არ ვიცნობ/ნათესავი არაა და ესჩემი სუბიექტური აზრია)))
ყველა წლევანდელი სერიები მაქვს ნანახი და ბაბუნაშვილი ვერ ტოვებს კარგ შთაბეჭდილებას. ბევრს აინტერესებს ნაკრებში, მაგრამ ჩემი აზრით ვერ გაქაჩავს. ზოგჯერ სელექციაში მელიტონაც მართალია)
სიჭინავამ ასე როგორ მოუკლო სირბილში? რა იყო ეს? მელიტონას მორიგი მოკითხვა ხეიტერებს.
ეხ, ძალიან მეშინია მირიანმა ხო არ შეაჩერა ზრდა? სისწრაფე აკლია მაღალი დონის რაგბისთვის და ფეთქებადი არაა. დიდი ათის ნელი და ჭარბწონიანი უკანახაზელების ფონზე შეუძლია გაჭრას და გაიქცეს. მსოფლიოზეც გავაკვირდი და ფეთქებადი სისწრაფე აკლია.
ტაბუცაძეს ტექნიკა აკლია. ეტყობა გვიან რო შევიდა რაგბში.

Posted by: SGG 1 Jul 2017, 16:40
QUOTE
ხმალაძეს რა უნდა შვიდკაცაში?


არადა პირადად ხმალაძემ მოუგო გერმანიას smile.gif

Posted by: otia-83 1 Jul 2017, 16:44
ხმალაძე შვიდკაცას ტიპაჟი უფროა ვიდრე 15-კაცასი. მისი გაჭრებისადმი მიდრეკილება და ნორმალური სისწრაფე შვიდკაცას უფრო უხდება

Posted by: Isi_Folau 1 Jul 2017, 16:54
QUOTE (ბაქარი @ 1 Jul 2017, 16:36 )
ყველა ბორჯღალოსანი მიყვარს და პატივს ვცემ, მაგრამ ხმალაძეს რა უნდა შვიდკაცაში? საერთოდ ვერ იყენებს სისწრაფეს და უფანტაზიო მოთამაშეა. 10 ნომრობის არ ატყვია არაფერი. ნინიძე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და იმსახურებს შანს 15-კაცაში. აი რითი ჩამოუვარდება როგორც ათი ნომერი ხმალაძეს? 7კაცა ნაკრებში როგორც მოთამაშე ამ ორი სეზონის შემდეგ მაგარი პროგრესი განიცადა. საერთოდ არ ვიცნობ/ნათესავი არაა და ესჩემი სუბიექტური აზრია)))
ყველა წლევანდელი სერიები მაქვს ნანახი და ბაბუნაშვილი ვერ ტოვებს კარგ შთაბეჭდილებას. ბევრს აინტერესებს ნაკრებში, მაგრამ ჩემი აზრით ვერ გაქაჩავს. ზოგჯერ სელექციაში მელიტონაც მართალია)
სიჭინავამ ასე როგორ მოუკლო სირბილში? რა იყო ეს? მელიტონას მორიგი მოკითხვა ხეიტერებს.
ეხ, ძალიან მეშინია მირიანმა ხო არ შეაჩერა ზრდა? სისწრაფე აკლია მაღალი დონის რაგბისთვის და ფეთქებადი არაა. დიდი ათის ნელი და ჭარბწონიანი უკანახაზელების ფონზე შეუძლია გაჭრას და გაიქცეს. მსოფლიოზეც გავაკვირდი და ფეთქებადი სისწრაფე აკლია.
ტაბუცაძეს ტექნიკა აკლია. ეტყობა გვიან რო შევიდა რაგბში.

ვერაფერში ვერდაგეთანხმები )))) ხმალაზემ მოუგო გერმანიას, სიჭინავა 4 თვის უთამაშებელია და 1 წუთით რატო აფფასებს ყველა, ბაბუნაშვილი სტაბილურ შთაბეჭდილებას ტოვებს, ნინიძე კარგია, მაგრამ კაკრას უფანტაზიოა, მოდებაძე 7 კაცას პირველად თამაშობს და საერთოდ არუნდა წაეყვანა და ალბათ დაავალეს რო წაიყვანეო ზევიდან

Posted by: ბაქარი 1 Jul 2017, 17:08
პირველი თამაში სიმართლე რო გითხრათ არ მიყურებია.
ხშირად უაზროდ დარბოდა ცერად და უტევდა ძაან უფანრაზიოდ, თითქმის ყოველთვის რაქში გადადიოდა მერე თამაში. ასეთ დროს ძნელია გადაყრაზე მისწრება. 7 კაცას სირბილი არა აქვს ხმალაძეს. აი გოგოლაშვილი უფრო ნელია მაგრამ სუფთა მოშვიდკაცეა. 15 კაცაში ხაზის გაჭრა და 7 კაცაში ძალიან განსხვავდება. 7 კაცაში ყველა სწრაფია და მარტო სისწრაფის ხარჯზე ვერ გაჭრი ხაზს. რავი მეგობრებო, ეს ჩემი აზრია და შეიძლება ვცდები.
* * *
QUOTE (Isi_Folau @ 1 Jul 2017, 16:54 )
QUOTE (ბაქარი @ 1 Jul 2017, 16:36 )
ყველა ბორჯღალოსანი მიყვარს და პატივს ვცემ, მაგრამ ხმალაძეს რა უნდა შვიდკაცაში? საერთოდ ვერ იყენებს სისწრაფეს და უფანტაზიო მოთამაშეა. 10 ნომრობის არ ატყვია არაფერი. ნინიძე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და იმსახურებს შანს 15-კაცაში. აი რითი ჩამოუვარდება როგორც ათი ნომერი ხმალაძეს? 7კაცა ნაკრებში როგორც მოთამაშე ამ ორი სეზონის შემდეგ მაგარი პროგრესი განიცადა. საერთოდ არ ვიცნობ/ნათესავი არაა და ესჩემი სუბიექტური აზრია)))
ყველა წლევანდელი სერიები მაქვს ნანახი და ბაბუნაშვილი ვერ ტოვებს კარგ შთაბეჭდილებას. ბევრს აინტერესებს ნაკრებში, მაგრამ ჩემი აზრით ვერ გაქაჩავს. ზოგჯერ სელექციაში მელიტონაც მართალია)
სიჭინავამ ასე როგორ მოუკლო სირბილში? რა იყო ეს?  მელიტონას მორიგი მოკითხვა ხეიტერებს.
ეხ, ძალიან მეშინია მირიანმა ხო არ შეაჩერა ზრდა? სისწრაფე აკლია მაღალი დონის რაგბისთვის და ფეთქებადი არაა. დიდი ათის ნელი და ჭარბწონიანი უკანახაზელების ფონზე შეუძლია გაჭრას და გაიქცეს. მსოფლიოზეც გავაკვირდი და ფეთქებადი სისწრაფე აკლია.
ტაბუცაძეს ტექნიკა აკლია. ეტყობა გვიან რო შევიდა რაგბში.

ვერაფერში ვერდაგეთანხმები )))) ხმალაზემ მოუგო გერმანიას, სიჭინავა 4 თვის უთამაშებელია და 1 წუთით რატო აფფასებს ყველა, ბაბუნაშვილი სტაბილურ შთაბეჭდილებას ტოვებს, ნინიძე კარგია, მაგრამ კაკრას უფანტაზიოა, მოდებაძე 7 კაცას პირველად თამაშობს და საერთოდ არუნდა წაეყვანა და ალბათ დაავალეს რო წაიყვანეო ზევიდან

მე მოდებაძეზე როგორც შვიდკაცას მოთამაშეზე არაფერი არ დამიწერია. პირიქით, დებიუტანტისთვის ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. უბრალოდ ავღნიშნე რო ფეთქებადი დისტანციური სისშრაფე აკლია. ნინიძემ სერიოზული პროგრესი განიცადა შვიდკაცაში. თავიდან არც მე არ მომწონდა. პასი რო პასია ამაშიც მოუმატა. სიჭინავაზე ვიგულისხმე ის, რომ ამ წუთას საერთოდ არაა ფორმაში. დიდი ათის თამაშების უმეტესობას ვნახულობ და სიჭინავას შესაძებლობები ვიცი, სისწრაფეც მშვენიერი აქვს.

Posted by: Raven 1 Jul 2017, 17:33
ღრუსებს რატო ყავტ ასე ძლიერი 7 კაცა?, სახეს ახევენ ბრიტებს

Posted by: Isi_Folau 1 Jul 2017, 17:42
ჩენიაზრით სიჭI უნდა აწიოს 2 ნომერზე მოდებაძე კრაიზე, მათიაშვილო 10ზე დააბრუნოს, ჩორტიკა სადააცაა ფანტასტიურია, ქოქოსაც, დანარჩენი ესე დატოვოს,

Posted by: zaal1969 1 Jul 2017, 17:55
ისე თუ ვინმეა რაგბი 15-ის ნაკრების კანდიდატები ხაზიდან უნდა დატვირთონ მსგავს ტურნირებზე,რადგან გარკვეული უნარ-ჩვევებს გაიუმჯობესებენ

Posted by: FinEx 1 Jul 2017, 18:27
QUOTE (Raven @ 1 Jul 2017, 17:33 )
ღრუსებს რატო ყავტ ასე ძლიერი 7 კაცა?, სახეს ახევენ ბრიტებს

რუსები 7 კაცას ნაკრებს უფრო სერიოზულად უდგებიან ვიდრე 15-ს მემგონი

Posted by: Raven 1 Jul 2017, 18:44
ეე, პორტებსაც ვერ უგებთ რაა...............................................

Posted by: Datka1964-10-10 1 Jul 2017, 18:49
კატასტროფაა ჩვენი შვიდკაცა!
არავითარი ფანტაზია,არავითარი ოფლოუდი აიღე მიეძალე და უაზრო განდაგან სირბილი.

Posted by: ბაქარი 1 Jul 2017, 18:57
მსაჯებს თვალები აქვთ? გაუვარდა ბურთი და გადაცდა ხაზს

Posted by: Raven 1 Jul 2017, 18:58
ძაან მძიმე სურათია..............................................................

Posted by: otia-83 1 Jul 2017, 18:58
იმენა ძალით წავაგეთ

Posted by: ქაშიბაძე 1 Jul 2017, 18:58
რა გაიჩალიჩეს ტიპებმა მოდი და არ გაგეცინოს

Posted by: Datka1964-10-10 1 Jul 2017, 18:59
კაროჩე რა არაა რა ეს 7 კაცა ჩვენი თამაში. ეს რა ქნეს ტო ბოლოწამზე.

Posted by: jora84 1 Jul 2017, 19:00
სამხარაძე ვისთანაა? საერთოდ წესები იცის რომ თამაშობს? biggrin.gif

Posted by: zaal1969 1 Jul 2017, 19:01
ჩვენ თუ წავაგებდით მსგავს თამაშს ამ სტილში! ჭკუა ვერ ვისწავლე,რამდენჯერ ვთქვი არ ვუყურებ რაგბი 7-ს და ყოველჯერზე იმედგაცრუება!

Posted by: SGG 1 Jul 2017, 19:04
რიჟა საერთოდ ვისთანაა,წესები არ იცის,ინგლისური არ იცის, თამაში არ იცის,ერთი აუტის აგდება ევალება და იმასაც ვერ აგდებს smile.gif

დაცვაში ვდგავართ და ვაკეთებთ უსასრულო რაოდენობის ბოჭვებს smile.gif 15 კაცაში უფრო სანახაობრივი სტილი გვაქვს 15 კაცისთვის,ვიდრე შვიდკაცაში,შვიდკაცისთვის.

ხმალაძე რომ არა, ერთ ლელოსაც ვერ დავდებდით ჯგუფურ ეტაპზე smile.gif

ნუ ვინც წლებია მოშვიდკაცეა,აი ერთი ყვერებიანი ტიპი არაა მათ შორის, ფეხბურთელები არიან მენტალურად smile.gif)

ჩორტიკების და ტურბოების რაგბი არ გაიშვა არსად smile.gif

Posted by: Isi_Folau 1 Jul 2017, 19:05
პალიკომ წააგო ეს თამაში, და კიდე მაისაშვილმა რო შეტენა თავისი კლუბის კრაინი, და მოდებაძე ვინც შეტენა იმან, არიციაან ეს თამაში!!! ჯინჯიხაძე და ხარაზიშვილი როცა იყვნენ ცუდი გუნდიიყო??? ამოაგდებდა იმ ვაი ცხრა ნომერს მათიაშვილი, მიშუ შეცვლიდა ტრავმიან ნიკოს, და ქოქოსა დაგვემატებოდა ვიქნებოდით ფანტასტიური გუნდი, მარაზმია, და იმედი მაქ ჯგუფიდან მაინც გავალთ მარა ეჭვიმეპარება 5 ქულიანი მესამედგილოსანი იყოს სხვა ვინმე


ჩორტიკასნაირი კიდე რო გვყავდეს 2-3 მსოფლიო ეტაპზე ვიქნებოდით რა გაგაამწარათ ესეთი ტიპს ხელს ვერადებენ და მაინც ჩორტიკას ერჩით...

Posted by: SGG 1 Jul 2017, 19:11
Isi_Folau
QUOTE
ჩორტიკასნაირი კიდე რო გვყავდეს 2-3 მსოფლიო ეტაპზე ვიქნებოდით


ოლიმპიადაზეც გვექნებოდა შანსები smile.gif

QUOTE
რა გაგაამწარათ ესეთი ტიპს ხელს ვერადებენ და მაინც ჩორტიკას ერჩით...


ხო,ვერ აჩერებენ ფაქტიურად smile.gif

Posted by: Isi_Folau 1 Jul 2017, 19:15
QUOTE (SGG @ 1 Jul 2017, 19:11 )
Isi_Folau
QUOTE
ჩორტიკასნაირი კიდე რო გვყავდეს 2-3 მსოფლიო ეტაპზე ვიქნებოდით


ოლიმპიადაზეც გვექნებოდა შანსები smile.gif

QUOTE
რა გაგაამწარათ ესეთი ტიპს ხელს ვერადებენ და მაინც ჩორტიკას ერჩით...


ხო,ვერ აჩერებენ ფაქტიურად smile.gif

ცინიზმი კაია მაგრამ რომელიმე ეტაპს თუ უყურე და თუ მართლა რამე წყენა არგიდევს გულში ჩორტიკასგან , აქამდე საუკეთესო იყო ყველა ეტაპზე და მარტლაც ხელს ვერადებენ



Posted by: ბაქარი 1 Jul 2017, 19:18
რუსეთის 7-კაცა ნაკრების მოთამაშეების უმეტესობა სუფთა შვიდკაცელები არიან. კრასნოდარს 15-კაცა გუნდი საერთოდ არ ყავდა და 7-კაცაში რუსეთის ჩემპიონი იყო. პერსპეკტიული მორბენალი ბავშვები მიყავდათ.
რუსები მთელი წელი ერთი სასტავით თამაშობენ და შეთამაშებულები არიან. კლასში და სტაბილურობაში მოუმატენ რაც მსოფლიო სერიაში დაიწყენ თამაში. ზოგადად რუსები კარგი მორბენალები არიან. მაგრამ 7-კაცამ მოუღო ამგენს ბოლო და კიდევაც მოუღებს. 7-კაცას არ იყენებენ 15-კაცასთვის. უმეტესობა შვიდკაცელები 15-კაცაში სუსტები არიან და ნაკრების დონეს ვერ ქაჩავენ.

Posted by: SGG 1 Jul 2017, 19:22
Isi_Folau
QUOTE
თუ მართლა რამე წყენა არგიდევს გულში ჩორტიკასგან


ჩორტიკასგან მე რა წყენა უნდა მქონდეს? biggrin.gif

QUOTE
აქამდე საუკეთესო იყო ყველა ეტაპზე და მარტლაც ხელს ვერადებენ


წლებია ჩორტიკა ნაკრებშია და ჩორტიკას ნაკრები ფსკერზეა.

ტიპს შეუძლია ერთადერთი, მოკლე მანძილზე ფინტი და დატყდომა, ცოტა გასაქცევი თუა,ნებისმიერი დაეწევა.

ხასიათი მაგას არ აქვს,აგრესია არ აქვს,ბოჭვა მაგას არ აქვს, დიდ მანძილზე სწრაფად გამქცევი ეგ არაა, ნაზი ტეხნარი ფეხბურთელის ვიდზეა. მსოფლიო სერიაზე მაგის ტამაში,მისი ჯანმრთელობისთვის იქნება სახიფათო.

ჩვენს შეშა ნაკრებში ყველაზე ტეხნარობა და ბაბუნაშვილ-ხარაზიშვილების ჯობნა საერთოდ არაფერს არ ნიშნავს

Posted by: Isi_Folau 1 Jul 2017, 19:30
QUOTE (SGG @ 1 Jul 2017, 19:22 )
Isi_Folau
QUOTE
თუ მართლა რამე წყენა არგიდევს გულში ჩორტიკასგან


ჩორტიკასგან მე რა წყენა უნდა მქონდეს? biggrin.gif


რავიცი ძააან ნაწყენის და გაბრაზებულის შთაბეჭდილებას ტოვებ.

ფაქტია ამ სამ ეტაპს რო უყურებ და ჩორტიკას რო ეცემი რომელიც აშკარად საუკეთესო იყო, ძალიან სუბიექტური უნდა იყო.

ამ ეტაპზე ვფიქრობ მიშუა საუკეთესო

Posted by: jora84 1 Jul 2017, 19:36
SGG

ჩორტიკა რომელია? biggrin.gif

Posted by: SGG 1 Jul 2017, 19:37
Isi_Folau
QUOTE
ფაქტია ამ სამ ეტაპს რო უყურებ და ჩორტიკას რო ეცემი რომელიც აშკარად საუკეთესო იყო, ძალიან სუბიექტური უნდა იყო.


სად იყო საუკეთესო?

ამ სამ თამაშში ნაღდად არაა საუკეთესო,მოსკოვის ეტაპზე ნაღდად არ იყო საუკეთესო.

ჩორტიკა და ტურბო იმიტომ ვახსენე,რომ ეგენი არიან ძველი მოშვიდკაცეები და ამ ნაკრების ლიდერები. კაცი რომ პირველად თამაშობს შვიდკაცას,ვერაფერს მოთხოვ და თუ დიდი ნაკრების ინტერესებს ემსახურება ეგეთი ხალხის გამოძახება,
დიახაც უნდა გამოვიძახოთ, რეალური შედეგის დამდებები მაინც არ არიან ესენი.

ჩეჩენას და ურჯუკაშვილს რა უნდა მოთხოვო, მაგათი თამაში არასოდეს არავის უნახავს და სახსენებელიც არაა.

jora84
QUOTE
ჩორტიკა რომელია?


გოგოლაშვილი . გამხდარი,ფინტავშიკი ტიპი რომაა

Posted by: Raven 1 Jul 2017, 19:41
ხვალ გაგვიფენს ესპანეთი ისევ 1/4-ში.........................................

Posted by: Isi_Folau 1 Jul 2017, 19:44
QUOTE (SGG @ 1 Jul 2017, 19:37 )
Isi_Folau
QUOTE
ფაქტია ამ სამ ეტაპს რო უყურებ და ჩორტიკას რო ეცემი რომელიც აშკარად საუკეთესო იყო, ძალიან სუბიექტური უნდა იყო.


სად იყო საუკეთესო?

ამ სამ თამაშში ნაღდად არაა საუკეთესო,მოსკოვის ეტაპზე ნაღდად არ იყო საუკეთესო.

ჩორტიკა და ტურბო იმიტომ ვახსენე,რომ ეგენი არიან ძველი მოშვიდკაცეები და ამ ნაკრების ლიდერები. კაცი რომ პირველად თამაშობს შვიდკაცას,ვერაფერს მოთხოვ და თუ დიდი ნაკრების ინტერესებს ემსახურება ეგეთი ხალხის გამოძახება,
დიახაც უნდა გამოვიძახოთ, რეალური შედეგის დამდებები მაინც არ არიან ესენი.

ჩეჩენას და ურჯუკაშვილს რა უნდა მოთხოვო, მაგათი თამაში არასოდეს არავის უნახავს და სახსენებელიც არაა

კაკრას დიდი ნაკრების სავარჯიშო ბაზაროა 7 კაცა მაგიტომ ვიქნებით სულ ამ ევროპის გრან პრის დონეზე... ჩემი აზრით ჩორტიკას წელს ბევრად მომატებულიაქ ვიდრე წინა წლებში.

მოსკოვში აბა ვინ იყო საუკეთესო? რამოდენიმე ლელო დადო ისე რო კასანიას ეთამაშებოდა.
ან აქ ვინ ჯობდა ჩორტიკას? მიშუს გარდა

აფრიკაში გუნდი რო გაუშვი სავარჯიშოდ და მერე იმიტო დაშალე რო მოდებაძე და ტაბუცაძე გაინტერესებს როგორ გამოიჩენენ თავს მაგიტომ ვაგებთ. შეთამაშებულობა არის 0ზე, დისციპლინა ვაბშე სადღაცაა, და ელემენტარული წესები არიციან ვიღაცეებმა

Posted by: სურამელი 1 Jul 2017, 19:44
QUOTE
იმენა ძალით წავაგეთ


ზუსტად რააა sad.gif

Posted by: dc120mm 1 Jul 2017, 19:51
SGG
კვახა სმიტის ნაირი გვინდა შვიდკაცაში biggrin.gif არ უყურებ რა დღეშია? მეორე ლელო დადო უკვე smile.gif თან ისეთ ლელოებს დებს სუპერ რაგბში გეგონება შვიდკაცას თამაშობდეს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 1 Jul 2017, 19:56
http://site.rugby.ge/ka-GE/home/
მარჯვენა სვეტრი = ტაბლო

ხვალ @ 2/07 = საქ დროით

საქართველო -

1/4 ფ @ 12.22 ესპანეთი

1/2 ფ @_ ირლ | სფრ

ფინ @_ (რუს | ბელ) | (გერ | უელ)
.
#

Posted by: SGG 1 Jul 2017, 19:58
Isi_Folau
QUOTE
მოსკოვში აბა ვინ იყო საუკეთესო? რამოდენიმე ლელო დადო ისე რო კასანიას ეთამაშებოდა.


მოსკოვში აფციაური იყო საუკეთესო

QUOTE
ან აქ ვინ ჯობდა ჩორტიკას? მიშუს გარდა


აი საერთოდ არაფერი გაუკეტებია ჩორტიკას ამ ეტაპზე, არც ერთ ლელოში არ მიუღია მონაწილეობა და პლუს პორტუგალისტან 1 წუთით ადრე უმარტივესი ბურთი რომ არ დაეგდო, მოვიგებდით ამ თამაშს.
მიშუს საუკეტესოობა სად დაინახე,ეგეც არ ვიცი. რით ჯჯობა ურჯუკაშვილს მაგალიტად?

საუკეტესო არის ხმალაძე, სამივე ლელოში დაიდო უდიდესი წვლილი და ყველაზე მეტი დროც ითამაშა.
ლელოს ვერ დავდებდით საერთოდ,ეგ რომ არა.

ზოგადად ლიდერია ჩორტიკა შვიდკაცას ნაკრების და სწორედ იმიტომ გვყავს ასეთი სუსტი ნაკრები,რომ ჩორტიკა და ტურბო არიან ლიდერები.

ხარაზიშვილს,ჯინჯიხაძეს,ბაბუნაშვილს,ურჯუკაშვილს,ნინიძეს და ეგეთებს ცხოვრებაში არ გავაკრიტიკებ.

რიჟაზეც იმიტომ ვთქვი,რომ ამხელა გამოცდილების ტიპია და ასეთ შეცდომებს არ უნდა უშვებდეს.

QUOTE
ფრიკაში გუნდი რო გაუშვი სავარჯიშოდ და მერე იმიტო დაშალე რო მოდებაძე და ტაბუცაძე გაინტერესებს როგორ გამოიჩენენ თავს მაგიტომ ვაგებთ.


წინა ეტაპებზე რა ვქენით?

მერვე ადგილი ორივეზე,მინიმუმ მერვე ადგილს აქაც დავიკავებთ.

უნდა ჩამოვყალიბდეთ,თუ შედეგი გვინდა,მაშინ სულ ერთი დაიგივე შემადგენლობა უნდა ვათამაშოთ და 15 კაცა დავაკიდებინოთ იმათ,ვინც ამ ნაკრებში მოვხვდება და დავჭყიპოთ წამლებით,როგორც ამას ყველა აკეტებს,ვისაც ამბიცია აქვს.
და თუ ნაკრებისთვის პლატფორმად ვიყენებთ ვირაცეებისთვის,მაშინ მწვრთნელები უნდა შეეგუონ ტაბუცაძეს და მოდებაძეს
* * *
dc120mm
QUOTE
კვახა სმიტის


3 კაცი წავიდა კიდე აფრიკის შვიდკაციდან,აღარ გააგრძელეს კონტრაქტი კავშირტან და 15 კაცაში გადადიან. სენატლა და კიდე ორი.
აღარაა ის პონტი,ორივეგან რომ იყვნენ ტიპები, ან იქ ხარ,ან აქ. რეალურად სხვადასხვა სპორტებია

Posted by: Isi_Folau 1 Jul 2017, 20:05
QUOTE (SGG @ 1 Jul 2017, 19:58 )
Isi_Folau
QUOTE
მოსკოვში აბა ვინ იყო საუკეთესო? რამოდენიმე ლელო დადო ისე რო კასანიას ეთამაშებოდა.


მოსკოვში აფციაური იყო საუკეთესო

QUOTE
ან აქ ვინ ჯობდა ჩორტიკას? მიშუს გარდა


აი საერთოდ არაფერი გაუკეტებია ჩორტიკას ამ ეტაპზე, არც ერთ ლელოში არ მიუღია მონაწილეობა და პლუს პორტუგალისტან 1 წუთით ადრე უმარტივესი ბურთი რომ არ დაეგდო, მოვიგებდით ამ თამაშს.
მიშუს საუკეტესოობა სად დაინახე,ეგეც არ ვიცი. რით ჯჯობა ურჯუკაშვილს მაგალიტად?

საუკეტესო არის ხმალაძე, სამივე ლელოში დაიდო უდიდესი წვლილი და ყველაზე მეტი დროც ითამაშა.
ლელოს ვერ დავდებდით საერთოდ,ეგ რომ არა.

ზოგადად ლიდერია ჩორტიკა შვიდკაცას ნაკრების და სწორედ იმიტომ გვყავს ასეთი სუსტი ნაკრები,რომ ჩორტიკა და ტურბო არიან ლიდერები.

ხარაზიშვილს,ჯინჯიხაძეს,ბაბუნაშვილს,ურჯუკაშვილს,ნინიძეს და ეგეთებს ცხოვრებაში არ გავაკრიტიკებ.

QUOTE
ფრიკაში გუნდი რო გაუშვი სავარჯიშოდ და მერე იმიტო დაშალე რო მოდებაძე და ტაბუცაძე გაინტერესებს როგორ გამოიჩენენ თავს მაგიტომ ვაგებთ.


წინა ეტაპებზე რა ვქენით?

მერვე ადგილი ორივეზე,მინიმუმ მერვე ადგილს აქაც დავიკავებთ.

უნდა ჩამოვყალიბდეთ,თუ შედეგი გვინდა,მაშინ სულ ერთი დაიგივე შემადგენლობა უნდა ვათამაშოთ და 15 კაცა დავაკიდებინოთ იმათ,ვინც ამ ნაკრებში მოვხვდება,როგორც ამას ყველა აკეტებს,ვისაც ამბიცია აქვს.
და თუ ნაკრებისთვის პლატფორმად ვიყენებთ ვირაცეებისთვის,მაშინ მწვრთნელები უნდა შეეგუონ ტაბუცაძეს და მოდებაძეს

კი ნიკო კარგიიყო ნაღდად მარა გადაჭრით ვერიტყვი რო ჩორტიკას ჯობდა მოსკოვში ორივე კარგიიყო.

ჩორტიკა ლიდერათ ღარმიიჩნევა 7კაცაში, აფრიკაშიც შემთხვევით მოხვდა ვიღაცის ტრამვის გამო, და იმის მერე მაგრა მოუმატა


ხო ქოქოსა გამომრჩა, მიშუ იქ დავინახე რო არანორმალურ შავსამუშაოს ასრლებდა და ძააან აგრესიულიიყო რაც ჩვვენ შვიდკაცას ესე აკლია.

ისგუნდი ძაან სტაბილური იყოო, და სულ პატარა რარაც აკლდებოდათ და მაგ პატარა რაღაცას ხმალაძე და მათიაშვილი დაუმატებდნენ + მიშუ შეცვლიდა ტრავმირებულ ნიკოს.

მათიაშვილის კრაიზე ჩაწევა კიდე საერთოდ არმესმის. შარშან თU უყურებდით ამ სერიას ათი ნომრიდან ძალიან კარგად ქმნიდა.

მოკლედ ჩემიაზრით ესეთი ცუდი გამოსვლა მთლიანად სამწვრთნელო შტაბზეა

Posted by: dc120mm 1 Jul 2017, 20:07
SGG
QUOTE
სენატლა

მაგანაც დადო დღეს ლელო smile.gif

QUOTE
აღარაა ის პონტი,ორივეგან რომ იყვნენ ტიპები, ან იქ ხარ,ან აქ. რეალურად სხვადასხვა სპორტებია

ეგრეც უნდა იყოს,ან იქ უნდა იყო ან აქ!

Posted by: SGG 1 Jul 2017, 20:10
Isi_Folau
QUOTE
მოკლედ ჩემიაზრით ესეთი ცუდი გამოსვლა მთლიანად სამწვრთნელო შტაბზეა


ისე,შვიდკაცაში ასე ხელის ჩაქნევაც არ შეიძლება.

რაღაც შანსი არის ესპანეთთან მაინც და ისედაც შვიდკაცაში შეიძლება სენსაციის მოხდენა.

მთავარია ეს ეტაპი გერმანიაზე წინ დავასრულოთ,რომ ინგლისის ეტაპზე დაგვრჩეს მათზე გადასწრების შანსი ჰონგ კონგში მოსახვედრად.
2 კვირაში უფრო შეთამაშდებიან და ტრავმირებულებს აიმატებენ.

QUOTE
მათიაშვილის კრაიზე ჩაწევა კიდე საერთოდ არმესმის. შარშან თU უყურებდით ამ სერიას ათი ნომრიდან ძალიან კარგად ქმნიდა.


კი,ვერ ივარგა ამ პოზიციაზე დღეს

Posted by: Isi_Folau 1 Jul 2017, 20:34
QUOTE (SGG @ 1 Jul 2017, 20:10 )


კი,ვერ ივარგა ამ პოზიციაზე დღეს

ტკივილგამაყუჩებლით თამაშობსო

Posted by: enorme 2 Jul 2017, 12:42
რიჟამ წააგო ეს თამაში .

იმედია აღარასდროს აღარ გამოიძახებენ

Posted by: სურამელი 2 Jul 2017, 12:44
QUOTE
რიჟამ წააგო ეს თამაში .


ქოქოსამაც ვერ დაწყვიტა ვარსკვლავები sad.gif მოგებული თამაში ვაჩუქეთ რ

Posted by: enorme 2 Jul 2017, 12:46
QUOTE (სურამელი @ 2 Jul 2017, 12:44 )
QUOTE
რიჟამ წააგო ეს თამაში .


ქოქოსამაც ვერ დაწყვიტა ვარსკვლავები sad.gif მოგებული თამაში ვაჩუქეთ რ

რიჟას უაზრო შეცდომის გამო გააგდო მსაჯმა ქოქოსა .

Posted by: Isi_Folau 2 Jul 2017, 13:07
გერმანიაზე წინ რო დავამთავროთ გვააქ შAნსი ჰონკონგის?

Posted by: SGG 2 Jul 2017, 13:31
მოიგო გერმანიამ და ამ ეტაპზეც გაგვიზარდა საერთო ჩათვლაში სხვაობა. პრაქტიკული შანსი აღარ დაგვრჩა გერმანიის გადასწრების, თუ ბოლო ეტაპი არ მოვიგეთ და გერმანია პირველ 8 გუნდში ვერ მოხვდა. მოკლედ,ჰონგ კონგში ვეღარ მოვხვდებით.

საერთო ჯამში წელს ბევრად კარგი ნაკრები გვყავს, დაცვაში კარგად ვდგავართ და მსოფლიო სერიის მონაწილე გუნდებთანაც უშანსოდ არ ვართ,როგორც ადრე ვიყავით.
შეტევაში გვაკლია არაორდინალური გადაწყვეტილების მიმღები მოთამაშე და ასეთის გარეშე ასეთი ძლიერი გუნდების დაცვასთან შანსი არ გვაქვს.

ეს არაორდინალური მოთამაშე საიდან უნდა მოვიყვანოთ,ეგ აღარ ვიცი უკვე

Posted by: rachveli1 2 Jul 2017, 14:34
ამდენი ხანია რათომ არ დაედო შემდეგი თამაშების დროები?

Posted by: jora84 2 Jul 2017, 15:09
rachveli1
rachveli1

15:37 ვეთამაშებით ფრანგრბს

Posted by: giushki 2 Jul 2017, 15:48
კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი ხმალაძემ. რიჟა დაგვიბერდა sad.gif

Posted by: jora84 2 Jul 2017, 16:01
7 ნომერი შვიდკაცას კაჭია? პასის მიცემა ენანება biggrin.gif

Posted by: zaal1969 2 Jul 2017, 16:04
ტაბუცაძეს ვარჯიში სჭირდება ფინტზე,მარტო სირბილით ვერაფერს შესძლებს,გასაგებია,რომ გვიან დაიწყო რაგბის თამაში,მაგრამ უნდა ივარჯიშოს და თან სცადოს ფინტის გაკეთება,მოკლედ შვიდკაცას ტურნირებზე სიარული თუ სავალდებულოა პერსპექტიული თუ ვინმეა ოდნავ მათ აღსაზრდელად უნდა გამოვიყენოთ

Posted by: SGG 2 Jul 2017, 16:04
jora84
QUOTE
7 ნომერი შვიდკაცას კაჭია? პასის მიცემა ენანება


ეგაა ჩორტიკა. თავიდან ყოველთვის კარგ უპირატესობას აკეთებს სწორი მოძრაობით,მაგრამ ბოლომდე ვერასოდეს მიყავს,ფიზიკა და ტექნიკა არ ყოფნის.
22-ში თუ ჩაუვარდა მომენტი,დადებს ლელოს.

ჯამში ნორმალური იყო, საფრანგეთს ამ ეტაპზე 6 მორაგბე მსოფლიო სერიის შემადგენლობიდან ყავს ამატებული.

გაჩეჩილაძე კარგი ბიჭია,უბრალოდ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში აშკარად პრობლემა აქვს და ელემენტარულ შეცდომებს უშვებს

Posted by: dc120mm 2 Jul 2017, 16:42
SGG
QUOTE
გაჩეჩილაძე კარგი ბიჭია,უბრალოდ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში აშკარად პრობლემა აქვს

მაგიტომ არ წაიყვანა მილტონამ ამერიკაში!!!

Posted by: tarash07 2 Jul 2017, 16:52
მაგარი შანსი იყო ამ თამაშის მოგების,ეს რომ მოგვეგო საუცხოო გამარჯვება იქნებოდა,
SGG-ეს დავეთანხმები , გუნდი გვყავს!ყველა ლიდერთან შეგვეძლო გამარჯვება,ალბათ გამოცდილების ამბავიცაა(ისე ჩორტიკასდ პასი ცოტა ადრე რომ მიეცა,როცა შეტეხა,ამ თამაშს მოვიგებდით),დანარჩენი, ტაბუცაძეს რომ არ ამოეგდო და რაქში გადაეყვანა, ერთ პასში ლელო იქნებოდა,მაგრამ მოვა გამოცდილება,იტოგში იმედი მაქვს მომავლისsmile.gif.
ზაზა ლეჟავას მოვუსმინე იმ დღეს და წელს პირველად ვიწყებთ ასაკობრივში 7 კაცის თამაშს,18-წლამდეს აქვს ევროპა შემოდგომაზე.მთავარია დაიწყეს 7 კაცაზე ყურადღების მიქცევა და შედეგიც მოვა.

* * *
ისე გამქცევი შერკინების მოთამაშე მაგრად გვაკლდა,ნიკო აფციაური მყავს მხედველობაში.

Posted by: rachveli1 2 Jul 2017, 18:23
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: gurgenag 2 Jul 2017, 18:24
7 ნომერი ვინ იყო ბელგიასთან თამაშში?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 Jul 2017, 19:53
http://site.rugby.ge/ka-GE/home/ ტაბლო

2017 * ევროპის შვიდკაცა

გრან პრი III ეტაპი კლერმონ-ფერან (სფრ)

ეტაპზე დავიკავეთ VIII ადგილი

#

ქულა: 56 ირლანდია; 54 რუსეთი; 52 ესპანეთი;
34 გერმანია; 30 საფრანგეთი; 29 უელსი; 22 იტალია;
18 საქართველო; 17 ინგლისი;
13 პორტუგალია ბელგია;
4 პოლონეთი (ვარდება 2018 ალაფაზე)

ბოლო ეტაპი: 15-16/07 ექსეთერ (ინგ)

#

ნიხრი: 20 18 16 14 - 12 10 8 6 - 4 3 2 1

ჰონკონგში (2018) მიდიან: ირლ და გერ

მსოფლიო თასს (აშშ 2018) ემატებიან:
ირლ და რუს (ესპ კვალში უდგათ)

#

წინა ეტაპები >> არქივში
http://site.rugby.ge/ka-GE/Archive/

#

Posted by: Isi_Folau 2 Jul 2017, 20:58
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 2 Jul 2017, 19:53 )
http://site.rugby.ge/ka-GE/home/  ტაბლო

2017 * ევროპის შვიდკაცა

გრან პრი  III ეტაპი  კლერმონ-ფერან (სფრ)

ეტაპზე დავიკავეთ VIII ადგილი

#

ქულა:  56 ირლანდია; 54 რუსეთი; 52 ესპანეთი;
34 გერმანია; 30 საფრანგეთი; 29 უელსი; 22 იტალია;
18 საქართველო; 17 ინგლისი;
13 პორტუგალია ბელგია;
4 პოლონეთი (ვარდება 2018 ალაფაზე)

ბოლო ეტაპი:  15-16/07  ექსეთერ (ინგ)

#

ნიხრი: 20 18 16 14 - 12 10 8 6 - 4 3 2 1

ჰონკონგში (2018) მიდიან: ირლ და გერ

მსოფლიო თასს (აშშ 2018) ემატებიან:
ირლ და რუს  (ესპ კვალში უდგათ)

#

წინა ეტაპები >> არქივში
http://site.rugby.ge/ka-GE/Archive/

#

თEორიული შAნსი ხომ გვაქვს ჰონკონგის? თU მოვიგებთ შEმდეგს ?

გერმანია ჯგუფსჰი ინდა ცჰარცჰეს ((

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Jul 2017, 10:17
ბოლო ეტაპის განრიგი http://exeterchiefs.co.uk/wp-content/uploads/MM-Exeter-Sevens-Schedule-2017-FINAL.pdf

შაბ-კვი 15-16/07 ექსეთერ (ინგ)

დავუმატოთ 3 საათი

Posted by: jora84 13 Jul 2017, 15:04
ექსეტერში მედლებისთვის მივდივართო boli.gif

ტაბუცაძე და მირიანი გაახალგაზრდავების პონტში არიანო.

სოსომ ის არგენტინაში მიღებული ტრამვა გაირთულა ვითომ?

http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=6177&callerModID=17364&Title=7-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%90%20|%20%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%98%20%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1

Posted by: lankasteri 15 Jul 2017, 14:45
წესით ხო შუა თამაში უნდა იყოს ახლა და რატო არავინ არ ხართ?

ლინკები არ არის?
* * *
https://rugger.info/news/15181

....

Posted by: enorme 15 Jul 2017, 14:51
lankasteri
15:36ზეა ჩვენი პირველი თამაში.

Posted by: lankasteri 15 Jul 2017, 14:53
ხო, ვნახე, პორტუგალია - ირლანდია მორცა ახლა (I თამაში)

Posted by: tarash07 15 Jul 2017, 15:39
მაგარი გუნდითაა უელსი,სერიის კამანდა ყავს.

Posted by: giorgi77 15 Jul 2017, 15:43
რა ანგარიშია ? რუსეთში დაბლოკილია დეილიმოუშენ

Posted by: rachveli1 15 Jul 2017, 15:45
giorgi77

7-0 ვიგებთ. 1 ტაიმი დამთავრდა

Posted by: lankasteri 15 Jul 2017, 15:46
7-0 I ტაიმის მერე

მოდებაძემ დადო

Posted by: giorgi77 15 Jul 2017, 15:47
rachveli1
მადლობა გაიხარე

Posted by: giushki 15 Jul 2017, 15:47
პირველი ტაიმი მორჩა და 7-0 მიგვყავს ანგარიში

Posted by: otia-83 15 Jul 2017, 15:52
ჩაგვიარეს ქორივით, ჯერ ერთ ფრთაზე მერე მეორეზე.

სისწრაფეში ყველას ფორა აქვს ჩვენთან.

Posted by: zaal1969 15 Jul 2017, 15:59
სიაფანტი გუნდი გვყავს,ზოგი პირველივე ბოჭვას მაზავს,ზოგს პირველივე კონტაქტზე ბურთი უვარდება,გადამწყვეტ მომენტში როგორც წესი ყველაფერი არასწორად კეთდება,მოკლედ კარგი არაფერი,პირველ უელსურ ლელოზე,რომ გაატარა ბოჭვა ამის გამოცდას ითხოვენ ჰეიგიდან? ბოჭვას ცოტა მეტო თავგანწირვა სჭირდება და ეს ოფლოუდი არ არის,რომ გამორცეული მოთამაშე იყო მის შესასრულებლად

Posted by: davita_1977 15 Jul 2017, 16:00
-------------------- როგორ დამთავრდა?

Posted by: tarash07 15 Jul 2017, 16:05
14-7 კიდევ კარგად დამთავრდა იმ სტატისტიკით რაც გვქონდა,2 ყვითელი,უამრავი ჯარიმა.

Posted by: borjgali1964 15 Jul 2017, 16:32
zaal1969
QUOTE
რომ გაატარა ბოჭვა ამის გამოცდას ითხოვენ ჰეიგიდან

=====

ეგ გამახსენდდა ზუსტად..))


პ.ს.
არ არის ეს რაგბი


Posted by: xDavid_S 15 Jul 2017, 17:07
zaal1969
ვინ გააფუჭა ბოჭვა? ვერ ვუყურე...

Posted by: wolfmax 15 Jul 2017, 17:14
QUOTE
ვინ გააფუჭა ბოჭვა? ვერ ვუყურე...


ხარაზიშვილმა...ნორმალურად არც უცდია შებოჭვა.

Posted by: zaal1969 15 Jul 2017, 17:18
xDavid_S
QUOTE
zaal1969
ვინ გააფუჭა ბოჭვა? ვერ ვუყურე...


გვარი არ მახსოვს,მაგრამ მგონი მის დატესტვას ითხოვდნენ აქ ჰეიგისგან
შვიდკაცას ყურების შემდეგ სულ უარყოფითი ემოციები მეუფლება,ძალიან განვიცდი და შეიძლება ცოტა ზედმეტი მომდის შეფასებისას

Posted by: crusaders 15 Jul 2017, 17:28
QUOTE
გვარი არ მახსოვს,მაგრამ მგონი მის დატესტვას ითხოვდნენ აქ ჰეიგისგან

ითხოვდნენ რა. სხვა კანდიდატებთან ერთად ეგეც მეწერა
თითი გამოშვერები გამოდის ეხლა უკვე.
გაფუჭებული ბოჭვა და არაერთიც ნაკრებშიც გაუკეთებიათ იმათაც ვის მაგივრად თამაშსაც ვიძახდი მე

Posted by: zaal1969 15 Jul 2017, 17:42
crusaders
QUOTE
ითხოვდნენ რა. სხვა კანდიდატებთან ერთად ეგეც მეწერა
თითი გამოშვერები გამოდის ეხლა უკვე.
გაფუჭებული ბოჭვა და არაერთიც ნაკრებშიც გაუკეთებიათ იმათაც ვის მაგივრად თამაშსაც ვიძახდი მე

თითი ვისკენ უნდა გამეშვირა,როდესაც არც კი მახსოვდა ვინ ითხოვდა გამოცდას და მერე მე ჩემს კომენტარში ხაზი გაუსვი იმას,რომ სასაყვედურო არ ყოფილა ის კაცი,რადგან სანაკრებო მოთამაშემ შეიძლება ბოჭვა გააფოჭოს,მაგრამ მსგავსად არ უნდა გააცილოს შემტევი,ესეც ემოციის გამო დავწერე ეგრევე,ამიტომ შევეცდები ემოციის ქვეშ არ დავპოსტო,ისე არასამართლიანი და არაადეკვატური არაფერი დამიწერია,რომ თითის გაშვერაზე გვესაუბრა

Posted by: SGG 15 Jul 2017, 17:45
zaal1969

ბოჭვის გაფუჭება რად უნდა ხარაზიშვილს.
ფიქრითაც კი გამორიცხულია, ხარაზიშვილზე რომ გაიფიქროს ვინმემ ნაკრებში, გინდ ჰეიგი იყოს, გინდ სხვა

Posted by: dc120mm 15 Jul 2017, 17:58
QUOTE
ხარაზიშვილი


ფორუმზე პოსტავდა ადრე აქტიურად!

მგონი დანკე ქონდა ნიკი!

Posted by: otia-83 15 Jul 2017, 17:58
ჰაჰაჰა
რა დაძაბული თამაში იყო საფრანგეთი პორტუგალია smile.gif


Posted by: rachveli1 15 Jul 2017, 18:10
რუსებს რა ბიდლო მწვრთნელი ჰყავთ. ერთი წინადადება არ თქვა ბლიად ან ნა ხუი რო არ ჩასვას
* * *
მოვიგეთ 5-7

Posted by: ramazi-rugby 15 Jul 2017, 18:21
ბოლოს როდის მოუგეთ რუსებს?
???????/////

Posted by: Mars_IK 15 Jul 2017, 18:22
QUOTE (rachveli1 @ 15 Jul 2017, 18:10 )
რუსებს რა ბიდლო მწვრთნელი ჰყავთ. ერთი წინადადება არ თქვა ბლიად ან ნა ხუი რო არ ჩასვას
* * *
მოვიგეთ 5-7

მაგარია. ბოლომდე იბრძოლეს.

პოლონეთიც უნდა მივაყოლოთ

Posted by: giorgi77 15 Jul 2017, 18:23
გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
მაგარი ჩეხვა თამაში იყო

Posted by: otia-83 15 Jul 2017, 18:26
წელს მოვუგეთ მგონი

თუ სწორად მახსოვს, მაგრამ სად ეგ უკვე აღარ მახსოვს smile.gif

ეხლა პოლონეთსაც თუ მოვუგეთ მერე მერვე ადგილზე აღარ გავალთ?

Posted by: Mars_IK 15 Jul 2017, 18:29
QUOTE (otia-83 @ 15 Jul 2017, 18:26 )
წელს მოვუგეთ მგონი

არა. შარშან მოვუგეთ ერთხელ. მოსკოვის გრან-პრიზე მგონი

Posted by: kakha alania 15 Jul 2017, 20:57
ramazi-rugby
რამაზ გაუმარჯოს და სალამი საზოგადოებას.
ესიგი გადავხედე რუსებთან ჩვენ თამაშებს და მცირე სტატისტიკას დავდებ, ჩვენი და რუსეთის თამაშების.
ყველაზე გავრცელებული ანგარიშებია 5-0 და 7-5
მნიშვნელოვანი თამაშები:
2001-ში მოგვიგეს მსოფლიოზე მე-9 ადგილისათვის თამაში.
2008-ში მოვუგეთ 5-0 მსოფლიოს შესარჩევზე და გარეთ დავტოვეთ.
2015-ში ბახვას არეკნით მოვუგეთ ოლიმპიადის შესარჩევზე ჯგუფში 8-7,თუმცა რუსებმა მარტო ეს თამაში წააგეს და ტურნირი მოიგეს,პორტუგალიაში.
გრანპრიზე 2014-ში მოვუგეთ მოსკოვში,2015-ში წავაგეთ ექსეტერში,შარშან 1 წავაგეთ,1 ფრე ვეთამაშეთ,წელს 2 წავაგეთ,1 მოვუგეთ.
გვითამაშია ფრეც 21-21.
5-0 მოგებული გვაქვს თბილისშიც.
მსოფლიო სერიებზე 2 თამაში მახსოვს:
ერთი 2002-ში წავაგეთ ინგლისში,თვიქენჰემზე 7-5(მეც მოთამაშე ვიყავი)
2007-ში მოვუგეთ მარიფილდზე,თან მაგრად მახსოვს ეგ მოგება,იმიტომ რომ ახალგაზრდა გუნდი გვყავდა,პატარა ქოქოსა,კოჭო,გეგე და ასე შ.
ყველაზე დიდი ანგარიშით მოგვიგეს მოსკოვში 2009-ში 36-14
ჩვენ მოვუგეთ დიდი ანგარიშით ზიმბაბვეში,დაახლოებით მსგავსი ანგარიში.
ასე რომ პირადში დიდი უპირატესობა არა აქვთ,მაგრამ არიან სტაბილურები.
რუსებთან გვითამაშია ტუნისში,ზიმბაბვეში,შოტლანდიაში,ინგლისში,არგენტინაში,დუბაიში.
მე ამჯერად გახლავართ შვიდკაცას განვითარების დირექტორი.
წელს პირველად ვიღებთ მონაწლეობას ასაკობრივ შვიდკაცაში U 18.
ნაკრები აგვისტოში მიგვყავს კეიპტაუნში.(ზაზა ლეჟავა,ლევან ობოლაძე),გაივლიან მსგავს მომზადებას,როგორც დიდები და სექტემბერში ითამაშებენ ევროპას.
მაქსიმალურად მხარს გვიჭერს ფედერაცია(პრეზიდენტი),როგორც განწყობით ისე საქმით.
ცოტა გვაცალეთ და იმედი მაქვს შვიდკაცათიც ისე იამაყებთ,როგორც თხუთმეტით.
პატივისცემით:
კახა ალანია

Posted by: dc120mm 15 Jul 2017, 21:03
QUOTE
ლევან ობოლაძე

bis.gif up.gif მეტი ლევანისნაირი ბავშვებთან!

Posted by: iBoss 15 Jul 2017, 21:14
35-0



.................................................

Posted by: zaal1969 15 Jul 2017, 21:30
kakha alania
QUOTE
ცოტა გვაცალეთ და იმედი მაქვს შვიდკაცათიც ისე იამაყებთ,როგორც თხუთმეტით.
პატივისცემით:
კახა ალანია


კახას გაუმარჯოს! ასე სჯობს,პატარებიდან დავიწყოთ და სერიოზულად მივუდგეთ საქმეს! სჯობს გვიან,ვიდრე არასდოს
წარმატებები!!!

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 15 Jul 2017, 21:46
http://site.rugby.ge/ka-GE/home/ ტაბლო

ხვალ ისევ 14.52 რუსეთი (1/4 ფ)


Posted by: CHERGOLA2017 15 Jul 2017, 22:15
რუსეთი ამ სახეობაში ძლიერია თუ რატო გაგვიხარდა მათი მოგება მართLა მაინტერესებს შვიდკაცაში არ ვარ ჩახედული

Posted by: ramazi-rugby 15 Jul 2017, 22:32
kakha alania
კახა დიდი მადლობა
სასიამოვნო ინფორმაციაა
რუსეთის სტატისტიკაც და შვიდკაცას რომ განვითარების პერსპექტივა უჩნდება-ისიც
ყველაზე კარგი ისაა ლევანი რომ მიხედავს მაგ საქმეს
ოღონდ დრო მიეცით და დააყენებს ეგ ბიჭი შვიდკაცას ფეხზე ზაზასთან და შენთან ერთად.

მე ის შვიდკაცა მინდა მეკო,ანტილოპა,პალიკო და მათი თაობა რომ თამაშობდა

Posted by: Ronnie James Dio 16 Jul 2017, 14:47
ვერსად ვუყურებთ?

......................

Posted by: rachveli1 16 Jul 2017, 14:52
QUOTE
ვერსად ვუყურებთ?

http://www.rugbyeurope.eu/2017-mens-sevens-grand-prix-series-m20-russia-vs-georgia-0


რით ვერ დაიმახოვრეთ რო რაგბი ევროპაზეა ტრანსლაცია

Posted by: lankasteri 16 Jul 2017, 14:53
https://rugger.info/news/15181

...................

Posted by: ქაშიბაძე 16 Jul 2017, 14:56
ფეხით თამაშზე წინ თამაში მისცა მსაჯმა smile.gif)

Posted by: otia-83 16 Jul 2017, 14:57
სად დაინახა იმ დედა#####ულმა წინ თამაში

#####ეს ტვინი რაა ამ მსაჯობით sad.gif

Posted by: ქაშიბაძე 16 Jul 2017, 15:11
რამხელა გავლენა იქონია მსაჯის ერთმა შეცდომამ თამაშზე

Posted by: giorgi77 16 Jul 2017, 15:12
ბურთის ბოლომდე ხაზზე გათამაშება აუცილებელია? თან ძალიან ნელა ვაკეთებთ და წინსვლა არაა ამ დროს


Posted by: otia-83 16 Jul 2017, 15:14
მსაჯმა რუსებს ორალური პატივი სცა მთელი 14 წუთის მანძლილზე რაა.

სადაც ბორთი დაბლა დავარდა სულ იმათქკენ ჰქონდა ხელი გაშვერილი. მეორე ლელო ხო მაგან გამოუგონა და ჩვენც რამდენიმე შესატევ პოზიციაში აგვახია ბურთი ნაგლად.

Posted by: SGG 16 Jul 2017, 15:18
კარგი ეხლა, მსაჯი არაფერ შუაშია, გვჯობნიან და ეგაა.

თუმცა სხვაობა მინიმალურია. ერთი არაორდინალური მოთამაშე გვინდა, მეკო რომ იყო შვიდკაცაში ეგეთი
და ესპანეთ-რუსეთის დამარცხება ძან რეალურია. ეგენი კი მსოფლიო სერიას თამაშობენ და მსოფლიოს საუკეთესო 15 გუნდში შედიან.

პალიკოს ყოჩაღ ისე, ისეთ რაღაცეებში მოგვამატებინა, რაშიც ძალიან გვიჭირს ქართველებს

Posted by: otia-83 16 Jul 2017, 15:24
SGG
QUOTE
კარგი ეხლა, მსაჯი არაფერ შუაშია,

როგორ არ არის კაცო smile.gif იმათი მეორე ლელოს დროს ჩვენმა ფეხი მიარტყა ბურთს და წინ თამაში დაუსტვინა არადა შეიძლება აქეთ დაგვედო ლელო. მერეც რამდენჯერმე არარეალური წინ თამაში დაუსტვინა ჩვენი შეტევის დროს.

QUOTE
გვჯობნიან და ეგაა.

კი გვჯობნიან მაგრამ ამ თამაშის არ წაგება შეიძლებოდა მსაჯს, რომ წესიერად ემსაჯა. აქაც უნდა იყოს ვიდეო რეფი რაა.


სისწრაფეებში ვიჩაგრებით ძალიან. სირბილის კომპონენტი გვაქვს განსავითარებელი ყველა დონეზე.

Posted by: tarash07 16 Jul 2017, 15:28
გიგაურმა რომ ბურთი გადმოაგდო ტურბოს აშკარად ფეხზე მოხვდა,არადა რომ შეენარჩუნებინა ,უბრალოდ რაქში გადაეყვანა თამაში ლელო იყო,მაგ დროს 5-0 ვაგებდით.
ამ შერკინებიდან კი 9-ას მარტივი ლელო დავადებინეთ.
სხვა თამაში წავიდოდა.
SGG
გეტანხმებით,ბევრ კომპონენტში მომატებული აქვს ნაკრებს,ერთი კაი ინდივიდუალისტი გვინდა,არაფრიდან ერთ ლელოს რომ გაჩუქებს,ფსიქოლოგიურად წინ რომ წაგწევს.

Posted by: SGG 16 Jul 2017, 15:31
otia-83


იმ ლელოს დადება უნდოდა, ბურთი ასე არ უნდა მოისროლო, კლასის ნაკლებობაა.
რუსმა კი საკუთარი ლელოდან დადო და ამას შესრულება უნდოდა.

არ წაგებას რაც შეეხება, შანსი არ იყო, ბურთი არ გეკავა საერთოდ.
მხოლოდ მაშინ დავიჭირეთ, რუსებს თამაში დამთავრებული რომ ქონდათ



* * *
tarash07

კი, ყველაზე მეტად ეგეთი მოთამაშე გვინდა, ცენტრალურ ზონაში არაფრიდან გაჭრა და შექმნა რომ შეუძლია.

ჩორტიკა არის ეგეთი, მაგრამ რად გინდა, 15 -20 მეტრში უეჭველი ეწევიან და პასსაც ვერ იძლევა თან

Posted by: tarash07 16 Jul 2017, 15:36
იტოგში გუნდი გვყავს რომე;ლიც მსოფლიომ სერიის ნაკრებებს ტოლსწორად ეთამაშება.

Posted by: otia-83 16 Jul 2017, 15:41
SGG
QUOTE
იმ ლელოს დადება უნდოდა, ბურთი ასე არ უნდა მოისროლო, კლასის ნაკლებობაა.
რუსმა კი საკუთარი ლელოდან დადო და ამას შესრულება უნდოდა.

კაცმა არ იცის რა მოხდებოდა მსაჯს სწორად, რომ ემსაჯა. უბრალოდ მსაჯის შეცდომამ სურათი იმ მომენტში რადიკალურად შეცვალა. შეილება მაინც ვერ დაგვედო, შეიძლება მაინც დაგვეკარგა და იმათ მაინც დაედოთ. უბრალოდ მსაჯმა შეტევის მიმართულება 180 გრადუსით შეცვალა გამოგონილი წინ თამაშით.

შემსრულებლები რუსებს, რომ უკეთესი ჰყავთ შვიდკაცაში გეთანხმები. ყველა შანსი გამოიყენეს.

QUOTE
არ წაგებას რაც შეეხება, შანსი არ იყო, ბურთი არ გეკავა საერთოდ.

მეორე ტაიმი ჩვენი კარნახით მიდიოდა. პირველი ტაიმი სხვა ანგარიშით რომ დამთავრებულიყო თუნდაც 12-7 შეიძლება სულ სხვა სურათი ყოფილიყო, მაგრამ მსაჯმა იმ მომენტში მთლიანად შეცვალა თამაშის მიმართულება და შეიძლება საბოლოო შედეგიც კი.

უბრალოდ ვიდეო რეფი უნდა იყოს აქაც და ესეთი იდიოტური შეცდომები უნდა გამოირიცხოს. მერე უფრო სამარტლიანი იქნება თამაში. ათამაშონ სუფთა დრო 14 წუთი, მაგრამ საეჭვო მომენტები ვიდეო რეფმა გადაამოწმოს.

Posted by: tarash07 16 Jul 2017, 15:44
SGG
როგორ მიყვარს ეგ მოთამაშე მაგრამ დაკლებული აქვს,მაგან ეგ 22-ში თუ არ გააკეთა.ისე ვერ დებს, არადა ერთი 2 წლის წინ ჩორტიკამ ექსეტერი ითამაშა მაგრად,მახსოვს9-ზე იდგა,ინგლისელი ბიჭი რომ გვყავდა დამატებული ,იმ ტურნირზე.
იტოგში მეკო N:1-ი მოშვიდკაცეა.ეგ ფრო ყოლოდათ დარწმუნებული ვარ გავიდოდით მსოფლიოზე,გადახედეთ წაგებულ ანგარიშებს 12-10.19-17,17-14
იტოგში ყველა თანაბარ ბრძოლაში.
https://www.youtube.com/watch?v=ajqLSKpuYX4
ან ესეთ ფორმაში,ამ თამაშზე იფინა.
* * *
ვის ვეთამაშებით ხო არ იცით?
იქნებ მოვიგოთ რამე ,გრანპრიზე მეორე დღეს წელს თამაში არ გვაქვს მოგებული.

Posted by: SGG 16 Jul 2017, 15:50
otia-83


მეორე ტაიმი იმიტომ წარიმართა შენი უპირატესობით, რომ რუსეთმა
დაგიმთავრა პირველ ტაიმში.

შენზე უკეთ ითამაშა, შენზე კარგად ირბინა, შენზე კარგი პასები გაუშვა და მოგიგო პირველივე ტაიმში.
ყველა მეოთხედფინალი მოგვიგეს წელს.

მსაჯის თემა სუფთა ფეხბურთის პონტია. სამტრრდიამ 5-0 წააგო და მსაჯს აგინებდნენ.

მოკლედ, ეს თამაში ნაღდად არ ყოფილა მსაჯის გამო წაგებულების კატეგორიიდან

Posted by: giorgi77 16 Jul 2017, 16:10
გაწბილებულ ესპანეთს ვხვდებით მგონი... პორტუგალიასთან წააგეს.


Posted by: rachveli1 16 Jul 2017, 18:27
მოვიგეთ 19-5

ინგლისს ვხდებით მე-5 ადგილსთვის ფინალში

Posted by: zaal1969 16 Jul 2017, 18:28
სიჭინავას რა ტრამვა ჰქონდა? ძალიან დამძიმებულია და ზოგადად ბევრი აქვს სამუშაო,მე უფრო წინ მეგონა,ასე ნაკრებში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება,იგივე შეიძლება ითქვას მოდებაძეზე,მასაც ბევრი აქვს სამუშაო,შეტევაში ბევრად ეფეტური უნდა იყოს და ტექნიკური წუნი ნაკლები უნდა ჰქონდეს,შვიდკაცა ჩვენი ხაზის მოთამაშეებისთვის მშვენიერი საშუალებაა სისწრაფეში უნარ ჩვევების დასახვეწად

მოგებით სასიამოვნოდ გამაკვირვეს! გილოცავთ!

Posted by: tarash07 16 Jul 2017, 18:29
აი ესეთი ჩორტიკა მიყვარს,იფ რა ითამაშეს.
ჩორტიკამ ჩაატარა!!!!!!!!!!

Posted by: zaal1969 16 Jul 2017, 18:38
tarash07
QUOTE
აი ესეთი ჩორტიკა მიყვარს,იფ რა ითამაშეს.
ჩორტიკამ ჩაატარა!!!!!!!!!!



ნამდვილად კარგად ითამაშა,შეტევაც და დაცვაც კარგი იყო,გუნდმა ითამაშა კარგად

Posted by: Alex-musi 16 Jul 2017, 19:40
მოდებაძემ რამდენჯერ მიცა პასი ადრე sad.gif
კომენტატორებმაც აღნიშნეს ....

Posted by: rachveli1 16 Jul 2017, 21:15
მოვიგეთ 12-17

Posted by: iverieli 16 Jul 2017, 21:16
Ingliss ki mouget☺ kargia me-5 adgili, uketesad gamosvlac shegvedzlo

Posted by: Alex-musi 16 Jul 2017, 21:18
კარგი იყო. აშკარდ მომატებული აქვთ. მეტი შეგვეძლო, მაგრამ ესეც კარგია ამ ეტაპზე
წელს ცოტა უკეთესობაა. ასე გააგრძელეთ
ტაბუცაძე და სიჭინავა აშკარად ვერ ქაჩავანე. იმედია დროებით.

Posted by: Dr NULL 16 Jul 2017, 21:19
QUOTE (iverieli @ 16 Jul 2017, 21:16 )
Ingliss ki mouget☺ kargia me-5 adgili, uketesad gamosvlac shegvedzlo

თანდათან smile.gif

Posted by: Love The Sun 16 Jul 2017, 21:21
ნელ-ნელა ვუმატებთ, ყოჩაღ ბიჭებს და პალიკოს.
ნახავთ როგორ დაეტყობა შიდა ჩემპიონატს ამდენი ბიჭის მოშვიდკაცეობა..

Posted by: PrimoVictoria 16 Jul 2017, 21:25
ჩანაწერები სად ვნახო?

,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: Alex-musi 16 Jul 2017, 21:42
რუსეთის ჰიმნი აერიათ ინგლისელებს ძველი დაუკრეს smile.gif)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))000000
https://rugger.info/news/15181 აქაა

help.gif
თავიდან დააკვრევინეს givi.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Jul 2017, 21:45
პუწინამდელი, გლინკასი, უსიტყვებო!

ეხლა ახალს უკრამენ

Posted by: Alex-musi 16 Jul 2017, 21:46
QUOTE
პუწინამდელი, გლინკასი, უსიტყვებო!

ეხლა ახალს უკრამენ


აიფოუნით მიუტანა მწვრთნელის ასისტენტმაო smile.gif)))

Posted by: otia-83 16 Jul 2017, 21:51
ისე დაბლინელ მამაშებს ჩვენი დიდი ზომის დროშა რომ გავუგზავნოთ რამდენიმე ათეული არ იქნება ურგო.

ყვლგან რავა პატარა დროშებს ფენენ, მაინც და მაინც ჩვენსას.


Posted by: Alex-musi 16 Jul 2017, 21:59
QUOTE
ისე დაბლინელ მამაშებს ჩვენი დიდი ზომის დროშა რომ გავუგზავნოთ რამდენიმე ათეული არ იქნება ურგო.

ყვლგან რავა პატარა დროშებს ფენენ, მაინც და მაინც ჩვენსას.

დროშა ვერ დაკიდეს მაგ შობელძაღლებმა smile.gif))))))

ისე ჩვენი ჯგუფი ყველაზე ძლიერი გამოდგა. 2 ფინალშია


Posted by: otia-83 16 Jul 2017, 22:02
ყოჩაღ ბიჭებს! პროგრესი აშკარაა, უბრალოდ სწრაფი სირბილის და ფინტის სწრაფად გაკეთებაზეა ბევრი სამუშაო, უამისოდ შვიდკაცაში არაფერი გამოვა.

Posted by: zaal1969 16 Jul 2017, 22:09
otia-83
QUOTE
ყოჩაღ ბიჭებს! პროგრესი აშკარაა, უბრალოდ სწრაფი სირბილის და ფინტის სწრაფად გაკეთებაზეა ბევრი სამუშაო, უამისოდ შვიდკაცაში არაფერი გამოვა.


დაიწყებენ 18 წლამდელებიდან და იქ ველოდები სისწრაფეს და ფინტს,ამ გუნდით მწვრთნელებმა მაქსიმუმი დადეს,მანამდე 15 კაცა ნაკრების ხაზის მოთამაშეები უნდა დაიტვირთონ მაქსიმალურად,კარგი ვარჯიში იქნება მათვის

Posted by: davita_1977 17 Jul 2017, 10:18
ისე ის გიგაურიც ძალიან მაგარი ბიჭია და სად თამაშობს ეგ? შვიდკაცაში აშკარად მაგარია.
ისე დაცვაც საკმაოდ კაი იყო ოთხივე სერიის განმავლობაში, ამ სერიაში კი ერთი რუსეთმა გაგვიტანა 3 ლელო, მაგრად მომატებული აქვს ნაკრებს და იმედია პალიკო ესე გააგრძელებს

Posted by: Makulatura 17 Jul 2017, 14:21
https://gfycat.com/gifs/detail/ScalyImpoliteAardvark


lol.gif lol.gif

Posted by: tarash07 17 Jul 2017, 14:59
გიგაური არმაზელია,ჯანზეა,ცოტა ტექნიკაში უჭირს,მაგრამ ვითარდება სწრაფად.

Posted by: dc120mm 17 Jul 2017, 16:30
davita_1977
QUOTE
ისე ის გიგაურიც ძალიან მაგარი ბიჭია და სად თამაშობს ეგ? შვიდკაცაში აშკარად მაგარია.

სად თამაშობს დაწერეს უკვე და ჩემი მხრიდან ერთს დავამატებ,საქართველოს ჩემპიონატში ერთერთი გამორჩეული მესამეხაზელია! (ჩემი აზრით)

Posted by: tarash07 17 Jul 2017, 18:40
dc120mm
მესამეხაზელი იყო,ცენტრს თამაშობს,12-ია.

Posted by: emre 17 Jul 2017, 19:06
QUOTE (Makulatura @ 17 Jul 2017, 14:21 )
https://gfycat.com/gifs/detail/ScalyImpoliteAardvark


lol.gif lol.gif

ლოოოლ
რატომ არ მიეხმარენ?
givi.gif givi.gif givi.gif

Posted by: Gio_G83 17 Jul 2017, 20:47
QUOTE

QUOTE (Makulatura @ 17 Jul 2017, 14:21 )
https://gfycat.com/gifs/detail/ScalyImpoliteAardvark


 

ლოოოლ
რატომ არ მიეხმარენ?
   


ქართული 7-კაცა - შერკინებით? )))

Posted by: emre 17 Jul 2017, 20:49
რომ წაეღოთ და იმათ ლელოში დაედოთ უფრო გაასწორებდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: WP-Rex 17 Jul 2017, 23:55
ბიძიებო და დეიდებო, ჩანაწერი არ გვაქვენ?

Posted by: Lotkinski 22 Jul 2017, 10:35
სეუ-ს 7-კაცამ საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატის პირველ სათამაშო დღეს სამივე შეხვედრა მოიგო და თანაც ისე, რომ თავად ქულა არ მიუღია.

ქართველმა სტუდენტებმა პირველი შეხვედრა ფრანგებთან, რენის უნივერსიტეტის გუნდთან გამართეს და თითო ტაიმში თითო ლელო გაუტანეს. თავი ბექა საღინაძემ და იოსებ მათიაშვილმა გამოიჩინეს, ხოლო გიორგი ბაბუნაშვილმა ორივე გარდასახა - 14:0.

მეორე მატჩში კოიმბრას უნივერსიტეტის (პორტუგალია) გუნდმა სეუ-ს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ქართველებმა პირველ ტაიმში 2, ხოლო მეორეში 4 ლელო დადეს. აკაკი ტაბუცაძემ დუბლი შეასრულა, საღინაძემ, საბა შუბითიძემ, რევაზ ჯინჯიხაძემ და მათიაშვილმა კი თითო-თითო ლელო მიითვალეს. ბაბუნაშვილმა სამი გარდასახა - 36:0.

დღის დასკვნით მატჩში ბუქარესტის უნივერსიტეტის გუნდს, რომელიც პრაქტიკულად რუმინეთის ნაკრებია, 5:0 ვძლიეთ. შეხვედრის ერთადერთი ლელო მათიაშვილმა მეორე ტაიმში გაიტანა.

ხვალ სეუ ორ შეხვედრას გამართავს: თბილისის დროით 12 საათზე რუსეთის გუნდს შეხვდება, ხოლო მოგვიანებით მასპინძლების, მილანელების წინააღმდეგ ითამაშებს.

სეუ-ს 7-კაცა სტუდენტურ ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით თამაშობს:დიმიტრი კალანდაძე, ბექა საღინაძე, გიორგი კვესელაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, ანზორ სიჭინავა, თორნიკე მანაგაძე, ნიკა სუხაშვილი, სოსო მათიაშვილი, რევაზ ჯინჯიხაძე, საბა შუბითიძე, აკაკი ტაბუცაძე, მირიან მოდებაძე.

Posted by: AVIATORI01 22 Jul 2017, 12:43
QUOTE
სეუ-ს 7-კაცა სტუდენტურ ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით თამაშობს:დიმიტრი კალანდაძე, ბექა საღინაძე, გიორგი კვესელაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, ანზორ სიჭინავა, თორნიკე მანაგაძე, ნიკა სუხაშვილი, სოსო მათიაშვილი, რევაზ ჯინჯიხაძე, საბა შუბითიძე, აკაკი ტაბუცაძე, მირიან მოდებაძე.

ეს რა მასხარაობაა მოყვარულ ტიპებს ნაკრებს კანდიდატებით ვაბრიყვებთ sad.gif

Posted by: Lotkinski 22 Jul 2017, 12:46
და თურმე
QUOTE
ბუქარესტის უნივერსიტეტის გუნდს, რომელიც პრაქტიკულად რუმინეთის ნაკრებია, 5:0 ვძლიეთ


რა მაგარია biggrin.gif

Posted by: GioNage 22 Jul 2017, 18:35
QUOTE
სეუ-ს 7-კაცა სტუდენტურ ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით თამაშობს:დიმიტრი კალანდაძე, ბექა საღინაძე, გიორგი კვესელაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, ანზორ სიჭინავა, თორნიკე მანაგაძე, ნიკა სუხაშვილი, სოსო მათიაშვილი, რევაზ ჯინჯიხაძე, საბა შუბითიძე, აკაკი ტაბუცაძე, მირიან მოდებაძე.

თუ მართლა სეუს სტგუდენტი არიან ძალიან კარგია, ე.ი საქართველოში რაგბისტები ახერხებენ პროფესიონალური სპორტისა და რაგბის შეთავსებას. ვინც წერია უმრავლესობა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების კადიდატია.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Jul 2017, 10:11
ჩვენი კანალინას ტელეგრაფიდან
European Championships of the week

Beach, men
1 Italy, 2 Russia, 3 Georgia, 4 Romania, 5 Spain, 6 Ukraine, 7 Belarus, 8 Azerbaijan

Beach, women
1 Russia, 2 Georgia, 3 Belarus, 4 Latvia

University 7s, men
1 Tbilisi, 2 Kuban, 3 Rennes, 4 Bucharest, 5 Milan, 6 Coimbra, 7 Valencia

University 7s, women
1 Toulouse, 2 Paris, 3 Barcelona, 4 Coimbra, 5 Milan

@

Posted by: giushki 24 Jul 2017, 11:13
https://www.facebook.com/RussianRugby/videos/1743534865660204/?autoplay_reason=gatekeeper&video_container_type=0&video_creator_product_type=0&app_id=6628568379&live_video_guests=0

გუშინ საღამოს დამატებული ვიდეოა და აწი უკვე გამოსულებიც იქნებიან biggrin.gif

Posted by: tarash07 20 Aug 2017, 20:27
საქართველოს 18 წლამდე ნაკრები პირველად იღებს ევროპის ჩემპიონატში 7 კაცაში მონაწილეობას.მანამდე ნაკრები მოსამზადებლად სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრება.
სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრებიან: გიორგი მიქანაძე (არმია), ოთარ ძაგნიძე (აია), რატი ჟორჟოლიანი (ლელო სარსენს), ბექა ყორიაული (ლელო სარასენს), გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი), ლაშა ლომიძე (აია), ირაკლი სიმსივე (აია), მიხეილ ალანია (ჩოხოსნები), გიორგი მარგალიტაძე (ლელო სარასენს), დავით გობეჯიშვილი (აია), თედო აბჟანდაძე (აია), დემურ თაფლაძე (ლელო სარასენს), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჩოხოსნები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), კონსტანტინე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები), ავთანდილ ბართლომე კალაძე (ჩოხოსნები).

საქართველოს რაგბის აკადემიის დირექტორი: ზაზა ლეჟავა

მთავარი მწვრთნელი: ლევან ობოლაძე

მწვრთნელი: ბესიკ ხამაშურიძე

ფიზმომზადების მწვრთნელი: გივი ნადარეიშვილი

ექიმი: ნიკოლოზ შათირიშვილი

ჯგუფის ხელმძღვანელი: გოჩა მაჭავარიანი
http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=6208&callerModID=17364&Title=18%E1%83%AC.%207-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%90%20%20|%20%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90
* * *
user posted image
ამ 16 მოთამაშიდან 10 მოთამაშე 2000 წელს დაბადებულია,რომლებსაც მომავალ წელსაც უწევთ 18 წლამდე 7 კაცა და 15 კაცა ნაკრებებში თამაში.
დიდი გამოცდილებაა ჩემი აზრით და წარმატებას ვუსურვებ პატარა ლომებს.

Posted by: tarash07 23 Aug 2017, 17:50
user posted image
ნაკრები გაემგზავრა აფრიკაში მოსამზადებლად.
წარმატებები.

Posted by: tarash07 24 Aug 2017, 22:04
user posted image
პირველი ვარჯიში კეიპტაუნში.
აბა თქვენ იცით პატარებო,მაგრად იშრომეთ.

Posted by: jora84 5 Sep 2017, 15:32
dc120mm


პატივცემულო, საგერმანიო განახცადაში რომ ნარიმანიძეა ის ნარიმანიძეა პოეტუგალიაში ფრანგი რომ დამარხა?

Posted by: davita_1977 5 Sep 2017, 15:42
QUOTE (jora84 @ 5 Sep 2017, 15:32 )
dc120mm


პატივცემულო, საგერმანიო განახცადაში რომ ნარიმანიძეა ის ნარიმანიძეა პოეტუგალიაში ფრანგი რომ დამარხა?

რას ქვია დამარხა რამოხდა?
ანუ რამოხდა პორტუგალიაში?

Posted by: zaal1969 5 Sep 2017, 16:39
jora84
QUOTE
პატივცემულო, საგერმანიო განახცადაში რომ ნარიმანიძეა ის ნარიმანიძეა პოეტუგალიაში ფრანგი რომ დამარხა?


მე რამდენადაც ვიცი ძმა არის

Posted by: jora84 5 Sep 2017, 18:41
davita_1977

ფინლაში თავით რომ ჩარგო ფრანგი ფრთა მაგ ეპიზოდი ვიგულისხმე biggrin.gif

zaal1969

მადლობა

Posted by: Lotkinski 9 Sep 2017, 12:31
9/09
14.12 ირლანდია
17.30 გერმანია
20.48 ლუქსემბურგი

ირლანდიის რა მოგახსენოთ, მარა ჯგუფიდან მეორე ადგილზე გასვლის კარგი შანსი გვაქვს. მე მჯერა ამ ბიჭების

Posted by: giorgi77 9 Sep 2017, 19:50
ირლანდიასთან წააგეს, გერმანიას მოუგეს, დარჩა ლუქსემბურგი.
დეილიმოუშნ დაბლოკილია რუსეთში, კარგი იქნება თუ ჩანაწერს დადებენ ჩვენები... საინტერესოა ახალგაზრდების თამაში

Posted by: Alex-musi 9 Sep 2017, 20:37
სად ვუყურო ? ლინკი პლიიზ გამოუშვით

Posted by: Datka1964-10-10 9 Sep 2017, 20:57
Alex-musi
http://www.rugbyeurope.eu/rugby-europe-tv/live-u18-mens-sevens-championship-2017-heidelberg

Posted by: jeferson3 9 Sep 2017, 20:58
QUOTE
სად ვუყურო ? ლინკი პლიიზ გამოუშვით

https://rugger.info/news/16052


Posted by: Datka1964-10-10 9 Sep 2017, 21:35
ირლანდიამ წააგო ფრიცებთან,ჩვენ მოვუგეთ ფრიცებს....ანუ ბურტების სხვაობა იქნება გადამწყვეტი ხომ ბატონო ზაალ?

Posted by: jora84 9 Sep 2017, 21:38
Datka1964-10-10

სანამ ბატონი ზაალი დაწერს მე გეტყვით რომ სავარაუდოდ დებულებაში რა იწერიათ არ იციან biggrin.gif

თვითონ საიტმა მეორე ადგილზე გაგვამწესა ბუერთების უკეთესი სხვაობის ხარჯზე.

Posted by: giorgi77 9 Sep 2017, 21:59
jora84
სად დევს ცხრილები? წესით მეორეზე უნდა ვიყოთ

Posted by: tarash07 9 Sep 2017, 22:08
მეორეზე ვართ,ხვალ ინგლისს ვხვდებით მეოთხედფინალში.

Posted by: jora84 9 Sep 2017, 23:07
giorgi77

http://www.rugbyeurope.eu/competitions/2017-mens-sevens-u18-championship

სამ მოგებიან ინგლისზე გავედით drug.gif

ისე გერმანიისთვის 0:12 დაუქაჩავთ, ეხლა ვუყურე ჩანაწერს.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Sep 2017, 23:17
ჯგუფში თუ ორი გუნდია თანაბრად, წინ აყენებენ მოგებულს,
ხოლო თუ მეტმა დააგროვა ტოლი ქულა, მაშინ ადარებენ მთელ ჯგუფში სხვაობას

@

(მგონი) შარშან წამატეხინეს 16-გუნდა შვიდა’ქალაზე კისერი --
გვიან მივუხვდი "გენიალურ" ჩანაფიქრს

ზევით გასულ რვეულს
ალაგებენ ჯერ ადგილის, მერე ქულის, ბოლოს სხვაობის მიხედვით
და ეგრე ადგენენ 1-8 | 4-5 || 2-5 | 3-6 წყვილებს

ქვემოთ კი ათამაშებენ ჯვარედინად ა = დ | ბ = გ

@

Posted by: diazi 10 Sep 2017, 13:53
ვახ ინგლისს ვუგებთ..............

Posted by: derere 10 Sep 2017, 13:57
QUOTE (diazi @ 10 Sep 2017, 13:53 )
ვახ ინგლისს ვუგებთ..............

მეორე აუწი წააგეს sad.gif sad.gif რა ჭირი გვჭირს რა

Posted by: qobula 10 Sep 2017, 14:05
2 ნომერი ვინ არის ჩვენების? უნერვოაsmile.gif)))

Posted by: Mars_IK 10 Sep 2017, 14:06
არ დაუთმეს... საღოლ... ოვერტაიმია

წავაგეთ დამატებულ დროში ინგლისთან.
დებიუტისთვის ძალიან კარგი შედეგია. მადლობა ბიჭებს და მწვრთნელებს.

Posted by: Lotkinski 10 Sep 2017, 14:10
არაუშავს, მაინც კარგად იომეს. მარა კომბინაციებით არ, ან ვერ თამაშობენ, ეგ გვაქვს დასახვეწი. ყველა ინდივიდუალურად ცდილობს. კაი ტრენერი უნდა ამ საქმეს

Posted by: diazi 10 Sep 2017, 14:11
არადა შეიძლებოდა მოგება sad.gif აუტებიდან მეორე ტაიმში როგორ შევცდით....

Posted by: zaal1969 10 Sep 2017, 14:12
მიეცი რა პასი გვერდზე მორბენალი მარჯანიშვილი მორბის და შენ ვერ გარბიხარ და კლავ შეტევას! მაინც წინსვლა არის და იმედია ასე გაგრძელდება! ვარჯიში და გამოცდილება გვჭირდება!

Posted by: derere 10 Sep 2017, 14:13
მაგრად მკიდია რა ეს ღირსეულად ბრძოლა, როცა ვაგებთ.

Posted by: Mars_IK 10 Sep 2017, 14:22
QUOTE (zaal1969 @ 10 Sep 2017, 14:12 )
მიეცი რა პასი გვერდზე მორბენალი მარჯანიშვილი მორბის და შენ ვერ გარბიხარ და კლავ შეტევას! მაინც წინსვლა არის და იმედია ასე გაგრძელდება! ვარჯიში და გამოცდილება გვჭირდება!

100% +
გვერდზე თანაც ორი ჩვენი მოთამაშე მორბოდა.

მე-5 ადგილისთვის ვბრძოლობთ ეხლა. რუმინეთს უნდა მოვუგოთ

Posted by: jora84 10 Sep 2017, 20:55
მეშვიდე საბოლოო ჯამში. ბევრი სამუშაოა წინ.

Posted by: Alex-musi 10 Sep 2017, 21:24
QUOTE
მეშვიდე საბოლოო ჯამში. ბევრი სამუშაოა წინ.


ზოგ მომენტში ძალიან ზერელედ ითამაშეს. ლუქსემბურგთან სულელურად გავუშვით 3 ლელო. ავცდებოდით ინგლის. სისტემა არ ჩანდა.
გამოუცდელობაზე ვერ ვიტYვით ვერაფერს. ყველა სხვა გუნდიც გამოუცდელი იყო.
კაროჩე მეტი პასუხისმგებლობა

Posted by: Gio_G83 11 Sep 2017, 13:17
QUOTE
მაინც წინსვლა არის და იმედია ასე გაგრძელდება! ვარჯიში და გამოცდილება გვჭირდება!

QUOTE
ბევრი სამუშაოა წინ.


ირლანსია, საფრანგეთი, პორტუგალია, იტალია, ესპანეთი, რუსეთი, რუმინეთი, ლუქსემბურგი, პოლონეთი, ისრაელი, ლიტვა, ინგლისი, უელსი, ბელგია, გერმანია და საქართველო
ჯგუფში
დავმარცხდით ირლანდიასთან 12:26
შემდეგ ვძლიეთ გერმანიას (29:12) და ლუქსემბურგს (40:19)
გავიწიეთ მე-5 ადგილისთვის და გადაგვეღობა ინგლისი 12:19 ინგლისის შემდეგ კი პორტუგალიასთან წაგვიგია 19:24
კარი კი კუმინეთზე გამოვიჯახუნეთ 26:14 და მე-7 ადგილს დავჯერდით

დებიუტის კვალობაზე და იმის გათალისწინებით რომ ინგლისმა და პორტუგალიამ ან გაწითლებულ დროზე ან ოვერტაიმში დაგვამარცხეს - შედეგი დამაკმაყფილებელია
7/16 დან...
9 გუნდზე წინ ვართ

Posted by: Levan ch 17 Nov 2017, 19:25


კლასიკა!

Posted by: jora84 29 Nov 2017, 13:20
საინტერესო შემადგენლობაა, ამბიცია განსაკუთრებით:

QUOTE
საქართველოს 7-კაცა დუბაიში: ნიკო აფციაური (არმია), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), ოთარ ძაგნიძე (აია), კონსტანტინე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები), გიორგი აბრამიძე (აია), ნიკა ბიწაძე (ჯიქი), გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), ბექა საღინაძე (ლელო-სარასენსი), საბა შუბითიძე (აკადემია).


http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=6402&callerModID=17364&Title=7-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%90%20|%20%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%97%20%E1%83%93%E1%83%90%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97


Posted by: Dr NULL 29 Nov 2017, 14:45
QUOTE (jora84 @ 29 Nov 2017, 13:20 )
საინტერესო შემადგენლობაა, ამბიცია განსაკუთრებით:

QUOTE
საქართველოს 7-კაცა დუბაიში: ნიკო აფციაური (არმია), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), ოთარ ძაგნიძე (აია), კონსტანტინე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები), გიორგი აბრამიძე (აია), ნიკა ბიწაძე (ჯიქი), გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), ბექა საღინაძე (ლელო-სარასენსი), საბა შუბითიძე (აკადემია).


http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=6402&callerModID=17364&Title=7-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%90%20|%20%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%97%20%E1%83%93%E1%83%90%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97

პროგრამაც ძალზე საინტერესო ჩანს

Posted by: Gio_G83 29 Nov 2017, 14:47
QUOTE
პროგრამაც ძალზე საინტერესო ჩანს


ბ/ნ ზაზა რამდენად დაძლევს...

Posted by: giorgi77 29 Nov 2017, 17:30
წარმატებები ზაზა ლეჟავას. მჯერა რომ დააბრუნებს საქართველოს იქ სადაც ადრე ვიყავით, ჩვენ ვთამაშობდით მსოფლიოს სერიებში რუსეთი და ესპანეთი არა....

Posted by: სურამელი 1 Dec 2017, 14:14
დღეს იწყებენ ხო ჩვენები? რომელ საათზეა?

Posted by: giorgi77 1 Dec 2017, 15:39
https://dubairugby7s.com/schedule-results/schedule/full

აქაა განრიგი, ტურნირს ქვია International invitation Men

Posted by: jjj 1 Dec 2017, 16:16
QUOTE (giorgi77 @ 1 Dec 2017, 11:39 )
https://dubairugby7s.com/schedule-results/schedule/full

აქაა განრიგი, ტურნირს ქვია International invitation Men

Old Georgians RFC ესენი ვინ არიან? smile.gif

Posted by: giorgi77 1 Dec 2017, 16:44
ძველი ბიჭები არიან, ფრანგებს მოუგეს )))
* * *
ჩვენებმა წააგეს 0-24 ბაყაყებთან, ფროგიზ

Posted by: jjj 2 Dec 2017, 16:12
QUOTE (giorgi77 @ 1 Dec 2017, 12:44 )
ძველი ბიჭები არიან, ფრანგებს მოუგეს )))
* * *
ჩვენებმა წააგეს 0-24 ბაყაყებთან, ფროგიზ

ეჰ, ძველმა ქართველებმა გამოგვისვეს ცელი smile.gif

Georgia 7s 5 - 19 Old Georgians RFC
givi.gif lol.gif givi.gif

Posted by: giorgi77 9 Dec 2017, 12:31
კეიპ ტაუნის სერია დაიწყო დღეს

აქაა ლაივი https://www.worldrugby.org/sevens-series/video/299989

Posted by: enorme 9 Dec 2017, 13:57
არცერთი ფავორიტის თამაში არ მომეწონა ჯერ , ველოდები აფრიკას და ზელანდიას

Posted by: giorgi77 9 Dec 2017, 14:47
ზელანდია აღარაა ფავორიტი... მშრალად წააგეს შტატებთან. შტატები მსოფლიოს უმიძნნებენ, მაგრად მოუმატეს შვიდკაცაში.

Posted by: enorme 9 Dec 2017, 15:47
giorgi77
წინა , დუბაის სერიიდან გამომდინარე ზელანდია გადის ფავორიტებში , ფინალი წააგეს აფრიკასთან .

ფიჯი ვერაა ჩემდა გასაკვირად ისეთი ძლიერი , როგორიც მახსოვს და მინდა რო იყოს ))))

Posted by: BigG 9 Dec 2017, 16:59
არგენტინაში დელგი გამოდის. მე მგონი, ეს ის 15 ნომერია, წელს 20 წლამდელების მსოფლიოზე, რომ თამაშობდა.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 10 Dec 2017, 12:30
user posted image

ქეიპ’თაუნის პლეი’ოფი კვირას = საქართველოს დროით

თასის მეოთხედ’ფინალები

14.04 აფრ - ფიჯ
14.26 ინგ - ზელ
14.48 კან - სფრ
15.10 აშშ - არგ

ნახევარ’ფინალები

18.34 და 18.56

ფინალი

21.44

@

ძაან გაუწონასწორებელი ბადეა

ფიჯის ბრალია ყველაფერი -- რას აგებდა კანდასთან 14:22
და ზელანდიაც მოისრა შატტებთან 0:22

@

Posted by: enorme 10 Dec 2017, 13:58
აფრიკა მოუგებს ფიჯის , ზელანდია ინგლისს . მერე აფრიკა მოუგებს ზელანდიას და გავლენ ფინალში.
კანადა მოუგებს საფრანგეთს . ამერიკა არგენტინას . მერე ამერიკა მოუგებს კანადას და გავლენ ფინალში.

აფრიკა - ამერიკას მოუგებს ფინალს და სახლში იჩემპიონებენ )))

Posted by: samxara91 10 Dec 2017, 14:29
ეს კვახა სმიტი ლაიონზელი კვახა სმიტია?

Posted by: enorme 10 Dec 2017, 14:31
samxara91
კი ბატონო ეგ ბრძანდება .

რა თამაში მოუგო აფრიკამ )))

Posted by: giorgi77 10 Dec 2017, 17:01
შტატებმა და კანადამ მაგრად ამოქაჩეს შვიდკაცა, რუსეთმა მგონი ყველა თამაში წააგო.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Dec 2017, 15:16
უგემური მიმოხილვა -- თორენთისა და ვიდეოთა ბმულები თუღაა აზრიანი

user posted image

ახლებური ჰაკა

"მსოფლიო შვიდკაცის" XIX სეზონის სტარტზე
კრიზის’გადატანილმა ზელანდიამ დუბაიში ფინალს უწია,
ხოლო ქეიპ’თაუნში ოქროც აიღო


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ შედეგები = ქვემოთაა ! ))

ზელანდია სერიის 12-გზის ჩემპიონი კია, მაგრამ წინა სამ სეზონში ჯერ ფიჯი გახდა ფალავანი ზედიზედ ორჯერ, ხოლო შემდეგ, ნაოლიმპიადევს, დაწინაურდა აფრიკა

"ბლიც ბოკე"მ წინა სეზონი დამაჯერებლად მოიგო და ახალიც ყოჩაღად დაიწყო, მაგრამ შინ ასპარეზობამ აწყინა – ლიანგი მორიგ გამარჯვებას რომ ელოდა, სწორედ მაშინ წააგეს მასპინძლებმა კივებთან

სტარტზე, არაბეთში, ჯგუფებში საგულისხმო არაფერი მომხდარა: გუნდები კიბეზე კანონიკურად ჩამწკრივდნენ. მეოთხედ’ფინალებშიც ჯგუფთა ჯილებმა ძლიეს მეორე’ადგილოსნები, ფინალში კი სინბინმა ჯერ ზელანდია აზარალა, მერე კი – აფრიკაც. და მაინც, ბოკემ იმარჯვა* 24:12 და შარშან მოპოვებული, დუბაური ტიტული შეინარჩუნა

მცირე ნუგეში

ქეიპ’თაუნში ჯგუფებშივე გამოცხვა ორი სენსაცია – შტატებმა * 22:0 მოსრეს ზელანდია, კანადამ კი * 22:14 გაასაღა ფიჯი. ამეების გადამკიდე, ოთხი ფავორიტი ბადის ერთსა და იმავე ნახევარში მოხვდა

მეოთხედ’ფინალში აფრიკა ფიჯს ბარაქიანად ჩამორჩა და პირველად თამაშის ბოლოსღა გავიდა წინ * 31:26, ნახევარ’ფინალში კი იღბალმა უმუხთლა – "ოლ ბლექს სევენს"ში მობურთავე ფიჯელებმა, კოროიმ და რავოუვოუმ, მასპინძელ პუბლიკას სეირი ჩაამწარეს * 19:12

ფინალში კივებმა იოლად ძლიეს არგენტინა * 38:14 და ახლებური ჰაკა იცეკვეს, აფრიკას კი მცირე ნუგეშად ისღა დარჩა, რომ ზანგმა სიბელო სენატლამ მე-200 ლელო უმაგალითოდ მალე – 35-ე ტურნირში გაიტანა


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XIX სეზონი * 2017-18


I ეტაპი * 1-2/12 დუბაი (არაბეთი)

<< ჯგუფები (# მიწვეული)

(ა) აფრიკა 3-0, კენია 2-1 / კანადა 1-2, უგანდა# 0-3
(ბ) ინგლისი 3-0, შოტლანდია 2-1 / ესპანეთი 1-2, საფრანგეთი 0-3
(გ) ფიჯი 3-0, ავსტრალია 2-1 / უელსი 1-2, რუსეთი 0-3
(დ) ზელანდია 3-0, სამოა 2-1 / არგენტინა 1-2, შტატები 0-3

<< მეოთხედ’ფინალი
რჩეული https://youtu.be/0hLElLMd7ZE

აფრიკა (ა1) 26:10 სამოა (დ2)
ფიჯი (გ1) 35:24 შოტლანდია (ბ2)
ზელანდია (დ1) 14:12 კენია (ა2)
ინგლისი (ბ1) 26:19 ავსტრალია (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

აფრიკა 12:7 ფიჯი

ზელანდია 14:5 ინგლისი

<< ფინალი

(XIII) უელსი 26:7 უგანდა
ალაფა (IX) საფრანგეთი 21:12 ესპანეთი
(V) ავსტრალია 22:17 სამოა
ბრინჯაო (III) ინგლისი 28:21 ფიჯი
ოქრო + თასი (I) აფრიკა 24:12 ზელანდია
ვიდეო https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=60961&d=1512253936

<< აფრიკა

1 ქრის დრაი, 2 ფილიპ სნეიმან^კაპ, 4 კვოხა სმით, 5 ვერნერ კოკ,
7 ბრანკო დიუ’პრე, 10 სესილ აფრიკა, 11 სიბელო სენატლა *
3 თიმ აგაბა, 6 ქაილ ბრაუნ, 8 როსკო სპეკმან, 9 ჯასთინ ხედულდ,
12 რუან ნელ * მწ) ნილ პაუელ

<< უჩაუქესნი (ბოჭვა + გარღვევა + ოფლოუდი + სოლო):

ალამანდა მოტუნგა (სამ) და სიბელო სენატლა (აფრ) – 50 ქმედება


II ეტაპი * 9-10/12 ქეიპ’თაუნ (აფრიკა)

<< ჯგუფები (# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით)
რჩეული https://youtu.be/b-IYNiQfxv0

(ა) აფრიკა 3-0, საფრანგეთი 2-1 / კენია 1-2, რუსეთი 0-3
(ბ) შტატები 3-0, ზელანდია 2-1 / ავსტრალია 1-2, ესპანეთი 0-3
(გ) ინგლისი 3-0, არგენტინა 2-1 / შოტლანდია 1-2, უგანდა# 0-3
(დ) კანადა^ ფიჯი 2-1 / უელსი^ სამოა 1-2

<< მეოთხედ’ფინალი
რჩეული https://youtu.be/LTP4UejSxq4

აფრიკა (ა1) 31:26 ფიჯი (დ2)
ინგლისი (გ1) 12:17 ზელანდია (ბ2)
კანადა (დ1) 35:7 საფრანგეთი (ა2)
შტატები (ბ1) 12:28 არგენტინა (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

ზელანდია 19:12 აფრიკა
არგენტინა 14:12 კანადა

<< ფინალი

(XIII) კენია 24:14 უგანდა
ალაფა (IX) ავსტრალია 26:7 ესპანეთი
(V) ფიჯი 26:12 შტატები
ბრინჯაო (III) აფრიკა 19:17 კანადა
ოქრო + თასი (I) ზელანდია 38:14 არგენტინა
ვიდეო https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=61119&d=1512937390

<< ზელანდია

1 სქოთ ქარი^კაპ, 2 თიმ მიქელსონ, 4 ჯოსევა რავოუვოუ, 5 დილან ქოლიე, 6 ვილიმონი კოროი, 8 ენდრიუ ნიუ’სთაბ, 9 რეგან ვარე *
3 თედი სთენევეი-ტეაო, 7 სემ დიქსონ, 10 კურტ ბეიქერ, 11 ჯო ვებერ, 12 სიონე მოლია, 13 აიზექ ტე’ტამაკი * მწ) ქლარქ ლეიდლოუ

<< უჩაუქესი: ამენონი ნასილა’სილა (ფიჯ) – 60 ქმედება


ქულა

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

41 ზელანდია (თ: ქეიპ’თაუნ); 39 აფრიკა (თ: დუბაი);
28 ფიჯი; 27 ინგლისი; 24 არგენტინა; 21 ავსტრალია; 20 კანადა;
18 საფრანგეთი; 17 სამოა; 14 ესპანეთი; 13 კენია შტატები;
11 შოტლანდია; 8 უელსი; 2 რუსეთი (ვარდება) / 4 უგანდა##

განრიგი

1 1-2/12 დუბაი (არბ)
2 9-10/12 ქეიპ’თაუნ (აფრ)
3 26-28/01 სიდნი (ავს)
4 3-4/02 ჰემილთონ (ზელ)
5 2-4/03 ლას ვეგას (აშშ)
6 10-11/03 ვანქუვერ (კან)
7 6-8/04 ჰონკონგ (ჩინ)
თან 14-15/04 გოულდ ქოუსთ (ავს)
8 28-29/04 სინგაპურ (სნგ)
9 2-3/06 ლონდონ (ინგ)
10 9-10/06 პარიზ’ი (სფრ)
მსო 20-22/07 სან ფრანცისკო (აშშ)

თასის მფლობელი

1999-2017 (158 ეტაპი) 56 ზელანდია; 31 ფიჯი; 28 აფრიკა;
18 ინგლისი; 11 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა შოტლანდია;
1 კანადა კენია საფრანგეთი შტატები

სერიის ჩემპიონი

ზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 3 2006, 2015, 2016
აფრიკა 2 2009, 2017
სამოა 1 2010

@

Posted by: Gio_G83 8 Jan 2018, 13:19
https://rugger.info/georgia/news/17860

რაგერმა
U18 7-კაცაშიო ბორჯღალოსნები მოხვდნენ
Группа «А»: Великобритания, Швеция, Россия, Грузия;
ჯგუფშიო
(7-ქალა)

და ესეც

https://rugger.info/georgia/news/17856
(7-კაცა)

ჩვენებმა რაო, ვინ არის სელექციაზეო

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Jan 2018, 11:21
სიდნი >> https://www.worldrugby.org/sevens-series/video/306601

Posted by: Tom Brady 3 Feb 2018, 03:03
ზელანდიაში მიმდინარე შვიდკაცას მსოფლიო სერიის რაიმე ბმული ხომ არ მოგეპოვებათ ხალხო ?

ვერაფერი ვიპოვე , არადა როგორ მინდა ყურება sad.gif


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 3 Feb 2018, 15:03
ეხლა გვიანაა შაბათის ძებნა -- ეგრევე აქრობენ ეგ ოღრაშები

კვირის "ზემო პლეი’ოფი" = "თასი" იწყება 03.36 საქ

ითამაშებენ ამ რიგით: ფიჯ - სამ, ზელ - ინგ, კენ - ავს, აფრ - შტლ

"თასის" ნახევარ’ფინალები იწყება 07.49 საქ

ოქროს ფინალი 11.03 საქ

@

ცოცხლად ისთრიმება აქ https://www.worldrugby.org/sevens-series

ხანდახან ჩანს ხოლმე "მათჩ სენთერშიც"
https://www.worldrugby.org/sevens-series/stage/1789/match

მაგრამ შეიძლება ერთიანად გადაგვაგდონ მაგ კრიჟანგებმა

@

Posted by: Tom Brady 4 Feb 2018, 02:00
ლუკასა და ნიკოს მამა

დიდი მადლობა.

დღეს უელსი - კანადით იწყება და ეგებ დასტრიმონ.

აწი უნდა დაიწყოს კიდეც, წავალ დავძებნი smile.gif


Posted by: jora84 4 Feb 2018, 02:02
Tom Brady

https://www.facebook.com/worldrugby7s/

Posted by: enorme 4 Feb 2018, 11:13
ეხმარება აშკარად მსაჯი აფრიკას (((

ეხლა პირველი ტაიმის ბოლოს რატო დააჯარიმა რა უნდოდა? მბოჭავი იყო ის ჩემისა და ბოჭვიდან ბურთში ჩაუჯდა ეგრევე :@



ეგრე რაა

გულს უხარია 1. ფიჯის მოგება და 2. აფრიკის წაგება biggrin.gif

Posted by: paatabug 4 Feb 2018, 11:35
ჩათვალეთ ეს ტურნირი ფიჯის სახლში გამარჯვება იყო <3333

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 4 Feb 2018, 13:05
QUOTE
ბოჭვიდან ბურთში ჩაუჯდა ეგრევე :@

ახალი წესები * 2017 შემოდგომა
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-SHINAC/

*** მეორე, მწვანე ზოლიანი ნაკვეთი:

"დამატებით სიახლეთაგან" სამი ეხება ბოჭვა | რაქს და სამიც შერკინებას:

1. მბოჭავი უნდა წამოდგეს და ბურთისთვის იბრძოლოს მხოლოდ ჭიშკრიდან –
აქამდე წამომდგარს, საიდანაც მოესურვებოდა, იქედან შეეძლო თამაში

@

Posted by: enorme 4 Feb 2018, 14:54
ლუკასა და ნიკოს მამა
მაგას ვამბობ მეც .

აფრიკელი მბოჭავი ფეხზე არ ამდგარა პირდაპირ ჩაუჯდა ბურთში , მაგრამ მსაჯმა მაინც ფიჯელი დააჯარიმა ბურთისთვის ხელის არ გაშვების გამო.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Feb 2018, 20:29
user posted image

სტაბილურად – ფინალში

შვიდკაცის მსოფლიო სერიის ჩემპიონი – აფრიკის "ბლიც ბოკე" წინ გაიჭრა
იმის და მიუხედავად, რომ ზედიზედ სამი (!) ფინალი წააგო


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ცხრილები = ქვემოთაა ! ))

სერიის მოსაგებად მთავარია, სტაბილურად იკავო კარგი ადგილი, თორემ ყოველ ეტაპზე თასის შემართვა სულაც არაა აუცილებელი. აფრიკას, რაღა თქმა უნდა, ფინალთა მოგებაც ურჩევნია, მაგრამ თუმც ტრავმები მოუმრავლდა, მაინც სხვაზე მეტი რესურსი აქვს და ამისი წყალობით კიდეც ლიდერობს

ახალი წლის პირველი შეწყვილებული ეტაპი ავსტრალია - ზელანდიაში მოეწყო. მათამდე "ბოკე" 2 ქულით ჩამორჩებოდა ზელანდიას, მაგრამ კივებმა შინ V და IV ადგილებიღა რომ დაიკავეს, ჩემპიონს ჩამორჩნენ

სიდნის ეტაპი ავსტრალიის ორმაგი ტრიუმფით დასრულდა: ვაჟებმა 6-წლიანი და 7-წაგებულ-ფინალიანი ნავსი გატეხეს, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ქალებმა კი ზელანდიას * 31:0 ხომ მოუგეს გადამწყვეტი რკენა და ყველა მეტოქეც დაანგრიეს ქულის გაუშვებლად * ჯამში 213:0

ოჯახებს ჩამოარიგებინეს

"ინტეგრირებული ეტაპის" მოწყობა "მსოფლიო რაგბის" ახალი გეზია. უკვე გამოცხადებულია ტენდერი: ვაჟთა 10 და ქალთა 5 ტურნირს 18 ქვეყანა ეპატიჟება, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ თუ ეტაპზე 7-ქალაც იმართება, მისთვის აქამდე მოუხერხებელი დრო გამოიყოფოდა, რაზეც თურმე სპონსორები ბრაზობენ

ზელანდია სიდნის პულში ფიჯთან * 17:19 დამარცხდა. "ჯადოქრები" მერე იანკებმა დაითხოვეს, კივები კი – ლიმონის’ფრად შემოსილმა ოზებმა. ამათმა უფროსობამ ფანდი იხმარა – ბიჭებს მოედანზე თავი რომ დაედოთ, კვართები ოჯახებს ჩამოარიგებინა

ემოციური მუხტი ავსტრალიას ფინალშიც ეყო – 0:0-ზე ლოქი ანდერსონმა ალამთან სულზე რომ მიუსწრო "ბოკე" როსკო სპეკმანს [ფოტოზე მარცხნივ], უმალ ლუის ჰოლანდმა და ჯეიმზ სთენარდმა იქეთ გაიტანეს ლელოები

საბოლოოდ * 29:0, მაგრამ კავშირს 700 ათასი მაინც დააწვა ზარალად!

სოფლურ გარემოში

7-კაცაზე კივებმაც რომ აიყარეს გული, მამებმა თამამი ნაბიჯი გადადგეს – 18 წლის შემდეგ დედაქალაქ ველინგთონს ჩამოართვეს ტურნირი და პროვინციულ ჰემილთონს – ზე15-ის გუნდის, "ჩიფსის" ქალაქს – უბოძეს

ახალმა მასპინძელმა წარდგენა სოფლურ გარემოში ჩაატარა, ფანებს კი ბილეთი დაუძვირა, რაკი ძალის’ძალად გაუკეთა ბრასლეტები – ურომლისოდაც ტრიბუნაზე ვერაფერს შეიძენდი

შოუ ხალისიანად ჩატარდა. სიდნის გადამკიდე, ავსტრალიასა და აფრიკას სამ-სამი ლიდერი დამტვრეოდათ, ზელანდიამ კი უწესოდ ათამაშა ლიგელი ვუნდერ’კინდი ეტენე ნანაი-სეტურო, რის გამოც ნრლ-ის კლუბი, "ვორიორზ"ი კავშირს სასამართლოში უჩივის

დილითღა ჩააკითხა

პუბლიკა ზელანდიას, ფიჯსა და სამოას ლამის ერთნაირად ქომაგობდა. ფიჯთან ავსტრალია ჯგუფში დამარცხდა * 15:26, ხოლო ზელანდია – ნახევარ’ფინალში

ბრინჯაოს ფინალში, სირენის შემდეგ, ოზმა სთენარდმა ჯარიმა 7-კაცური წესით – არეკნით გაუტანა კივებს, ოქროს ფინალში კი ფრიადი დრამა დატრიალდა

აფრიკამ პირველი ტაიმი * 17:5 მოიგო, მაგრამ მეორეში გაუსინბინეს ვეტერანი ბრანკო დიუ’პრე, ვინაც წინა დილითღა ჩააკითხა ტრავმებით გაცხრილულ გუნდს. ჰოდა, "ჯადოქრებმა" თამაში შემოაბრუნეს და ალოსიო ნანდუვას [ფოტოზე მარჯვნივ] ჰეთ’თრიქით * 24:17 იმარჯვეს

ასე და ამგვარად, სერიის ოთხივე ეტაპი სხვადასხვა გუნდმა მოიგო, მაგრამ "ბოკე" ოთხივე (!) ფინალში რომ გავიდა, 8 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს – ზელანდიას, გასამართი კი 6 ტურნირია


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XIX სეზონი * 2017-18


III ეტაპი * 26-28/01 სიდნი (ავსტრალია)

<< ჯგუფები (# მიწვეული)

(ა) ფიჯი 3-0, ზელანდია 2-1 / სამოა 1-2, რუსეთი 0-3
(ბ) არგენტინა 3-0, კენია 2-1 / საფრანგეთი 1-2, უელსი 0-3
(გ) აფრიკა 3-0, ინგლისი 2-1 / პაპუასეთი# 1-2, ესპანეთი 0-3
(დ) ავსტრალია 3-0, შტატები 2-1 / შოტლანდია 1-2, კანადა 0-3

<< მეოთხედ’ფინალი
https://www.youtube.com/watch?v=-lCGUbegjSU

ფიჯი (ა1) 7:24 შტატები (დ2)
აფრიკა (გ1) 17:0 კენია (ბ2)
ავსტრალია (დ1) 24:12 ზელანდია (ა2)
არგენტინა (ბ1) 10:0 ინგლისი (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

აფრიკა 35:7 შტატები
ავსტრალია 28:0 არგენტინა

<< ფინალი

(XIII) კანადა 14:12 შოტლანდია
ალაფა (IX) საფრანგეთი 29:12 უელსი
(V) ზელანდია 31:7 ფიჯი
ბრინჯაო (III) არგენტინა 31:10 შტატები

ოქრო + თასი (I) ავსტრალია 29:0 აფრიკა
https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=61856&d=1517161251

<< ავსტრალია

4 ლუის ჰოლანდ^კაპ, 5 ჯეიმზ სთენარდ, 6 ჯონ პორჩ, 7 თიმ ენსთი, 8 ჯესი პარაჰი, 10 თერენს ო’დონელ, 12 ლოჰლინ ანდერსონ *
1 ჩარლზ თეილორ, 2 თომ ქონორ, 3 სემ მაიერს, 9 ბოიდ ქილინგ’ვორს, 11 მორის ლონგ’ბოთომ, 13 თომ ლუქას * მწ) ენდი ფრენდ

<< უჩაუქესი (ბოჭვა + გარღვევა + ოფლოუდი + სოლო):
თერენს ო’დონელ (ავს) – 58 ქმედება


IV ეტაპი * 3-4/02 ჰემილთონ (ზელანდია)

<< ჯგუფები (# მიწვეული, (+00) სხვაობით)

(ა) ფიჯი 3-0, ავსტრალია 2-1 / უელსი 1-2, ესპანეთი 0-3
(ბ) აფრიკა 3-0, ინგლისი 2-1 / პაპუასეთი# 1-2, რუსეთი 0-3
(გ) ზელანდია 3-0, შოტლანდია (-12) / არგენტინა (-14) საფრანგეთი (-43) 1-2
(დ) კენია 2-0*1, სამოა 2-1 / შტატები 1-1*1, კანადა 0-3

<< მეოთხედ’ფინალი
https://youtu.be/JPAYmAbnL4U

ფიჯი (ა1) 12:10 სამოა (დ2)
ზელანდია (გ1) 19:12 ინგლისი (ბ2)
კენია (დ1) 12:33 ავსტრალია (ა2)
აფრიკა (ბ1) 22:0 შოტლანდია (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

ფიჯი 14:12 ზელანდია
აფრიკა 24:5 ავსტრალია

<< ფინალი

(XIII) საფრანგეთი 19:17 უელსი
ალაფა (IX) შტატები 31:12 არგენტინა
(V) სამოა 19:15 კენია
ბრინჯაო (III) ავსტრალია 8:7 ზელანდია

ოქრო + თასი (I) ფიჯი 24:17 აფრიკა
https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=61975&d=1517765074

<< ფიჯი

1 კალიონე ნასოკო, 2 ჯოსუა ვაკურუ’ნამბილი, 4 პაულა ნდრანი’ სინუკულა, 9 ჯერი ტუვაი^კაპ, 10 ალოსიო ნანდუვა, 11 ერონი საუ, 12 ამენონი ნასილა’სილა *
3 სევულონი მოთენა’თანგი, 5 ვასიკალი მუნდუ, 6 ჯასა ვერემალუა, 7 მესულამე კუნავულა, 8 ვატემო რავოუვოუ, 13 აპენისა თაკაუ’მბალავუ * მწ) გარეს ბეიბერ (უელ)

<< უჩაუქესი: სიბელო სენატლა (აფრ) – 49 ქმედება



ქულა (+00 სხვაობა)

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

77 აფრიკა (თ: დუბაი); 69 ზელანდია (თ: ქეიპ’თაუნ);
62 ფიჯი (თ: ჰემილთონ); 60 ავსტრალია (თ: სიდნი);
48 არგენტინა; 47 ინგლისი; 36 შტატები; 35 კენია-10, სამოა-87;
29 საფრანგეთი; 28 კანადა; 23 შოტლანდია; 17 უელსი;
16 ესპანეთი; 8 რუსეთი (ვარდება) / 6 პაპუასეთი##; 4 უგანდა##


განრიგი

1 1-2/12 დუბაი (არბ)
2 9-10/12 ქეიპ’თაუნ (აფრ)

3 26-28/01 სიდნი (ავს)
4 3-4/02 ჰემილთონ (ზელ)

5 2-4/03 ლას ვეგას (აშშ)
6 10-11/03 ვანქუვერ (კან)

7 6-8/04 ჰონკონგ (ჩინ)
თან 14-15/04 გოულდ ქოუსთ (ავს)
8 28-29/04 სინგაპურ (სნგ)

9 2-3/06 ლონდონ (ინგ)
10 9-10/06 პარიზ’ი (სფრ)

მსო 20-22/07 სან ფრანცისკო (აშშ)


თასის მფლობელი

1999-2018 (160 ეტაპი) 56 ზელანდია; 32 ფიჯი; 28 აფრიკა;
18 ინგლისი; 11 სამოა; 7 ავსტრალია; 2 არგენტინა შოტლანდია;
1 კანადა კენია საფრანგეთი შტატები


სერიის ჩემპიონი

ზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 3 2006, 2015, 2016
აფრიკა 2 2009, 2017
სამოა 1 2010

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Feb 2018, 11:11
ბრისბენის საერთაშორისო 10-კაცა|ქალა = დღეს და ხვალ

http://www.vipbox.st/rugby/548876/1/brisbane-10s-live-stream-online.html

Posted by: jora84 20 Feb 2018, 10:30
საინტერესო ახალი სახეებია ჩემმა მზემ:


სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრებიან:



ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), დავით მესხი (არმია), საბა შუბითიძე (აკადემია), გიორგი მიქანაძე (არმია), რევაზ ჯინჯიხაძე (ჯიქი), ირაკლი გეგენავა (ყოჩები), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), ილია სპანდერაშვილი (არმაზი), გიორგი გოგოლაძე (კასტანიანი, საფ, ფედერალ 1), ლუკა იურინი (ლიონი) გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), ზურაბ ძნელაძე (აია), ნიკო აფციაური (არმია), გიორგი აბრამიძე (აია).

http://site.rugby.ge/ka-ge/news-view/?newsid=6517&callerModID=17364

Posted by: dc120mm 20 Feb 2018, 11:07
QUOTE
ირაკლი გეგენავა (ყოჩები)

facepalm.gif მაინც რა არის ეს ძმაბიჭობა რა

QUOTE
გიორგი მიქანაძე (არმია)
აზრზე ვერ მოვდივარ რომელია

Posted by: GioNage 20 Feb 2018, 12:02
QUOTE
ლუკა იურინი (ლიონი)

ამაზე ბოლოს იძახდნენ აღარ უნდა საქართველოს ნაკრებში თამაშიო. იქნებ ერთი კეპი გავუხერხოთ დიდ ნაკრებში, სად გვყავს საფრანგეთში გაზრდილი ბექები დასაკარგი.

Posted by: otia-83 20 Feb 2018, 12:08
QUOTE (GioNage @ 20 Feb 2018, 12:02 )
QUOTE
ლუკა იურინი (ლიონი)

ამაზე ბოლოს იძახდნენ აღარ უნდა საქართველოს ნაკრებში თამაშიო.

ესეთი რამე ნამდვილად არ მქონდა გაგონილი აქამდე.

Posted by: Werner Voss 20 Feb 2018, 12:46
GioNage
QUOTE
ამაზე ბოლოს იძახდნენ აღარ უნდა საქართველოს ნაკრებში თამაშიო.

დაუჯერბელად ჟღერს, ასე რომ იყოს არც ასაკობრივებში ითამაშებდა და არც ამ შვიდკაცაში

Posted by: dc120mm 20 Feb 2018, 13:02
GioNage
QUOTE
ლუკა იურინი (ლიონი)

ამაზე ბოლოს იძახდნენ აღარ უნდა საქართველოს ნაკრებში თამაშიო. იქნებ ერთი კეპი გავუხერხოთ დიდ ნაკრებში, სად გვყავს საფრანგეთში გაზრდილი ბექები დასაკარგი.

მაგას არ ააქვს მნიშვნელობა სად არის გაზრდილი როცა დაცვაში სუსტია smile.gif სუსტი დაცვის მქონე ბექი საქრთველოს ნაკრებში ვერ დაიმკვიდრებს ადგილს (ყოველშემთხვევაში მილტონისეულ ნაკრებში)

Posted by: Gio_G83 20 Feb 2018, 13:06
ცოტა დავაგვიანე
smile.gif


7_კაცა
http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=6517&callerModID=17364&Title=7-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%A1%20%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

ჯერ სამხრეთ აფრიკაში გვქონია შეკრება
ევროპის გრანპრის მოსკოვის პირველ ეტაპზე (20-21 მაისი) ბორჯღალოსნებით გაძლიერებული წავალთო.

ლევან გოგოლაშვილი (ჩორტიკა) - ლოკომოტივი/ფრთა
ირაკლი სვანიძე - ჯიქი/ფულბექი
დავით მესხი - არმია/ფრთა
საბა შუბითიძე - აკადემია[???]/ფლანკერი (ფედერალში აღარაა?)
გიორგი მიქანაძე - არმია
რევაზ ჯინჯიხაძე - ჯიქი
ირაკლი გეგენავა - ყოჩები/ფრთა
აკაკი ტაბუცაძე - ლელო/ფრთა
ილია სპანდერაშვილი - არმაზი/ფლანკერი
გიორგი გოგოლაძე - კასტანიანი[ფედერალ_1]/ცენტრი-უნივერსალი
ლუკა იურინი - ლიონი/ფრთა-უნივერსალი
გიორგი მჭედლიშვილი - ჯიქი/ფლანკერი
ზურაბ ძნელაძე - აია/ცენტრი-უნივერსალი
ნიკო აფციაური - არმია
გიორგი აბრამიძე - აია/ფრთა

ბორჯღალოსნებით გაძლიერდებაო და...
ვასკა/გელა?
რეზი/ქოქოსი?
კვესელა-კოშა-ლიპარტელიანი?
თოდუა-ფრუი-სიჭი?
მეკო/მირიანი/მათიაშვილი?

თუ 7_კაცას ორი დატვირთვა აქვს რაგბიXV ბექებისთვის უნარების დახვეწა და პარალელურად კონკურენტუნარიანი 7_კაცას ნაკრების ყოლა (რასაც პრინციპში ეძღვნება კიდეც U18 და ზემოთ 7_კაცაში) მე ვიხილავდი: საბა სვიმონიშვილს და ოთარ ძაგნიძეს, მიმინოშვილს ტრავმა აქვს და შესაბამისად რა ე7_კაცება, მარგამ მისი მოაზრებაც შეიძლება. შაკო მახარაშვილზე ვერ ვიტყვი, რომ აწი და აწი გამოსაძახებელია მეთქი, მაგრამ 7_კაცაში მისი სარაგბო ინტელექტი თამაშს მგონი ყოველთვის ეტყობოდა.
შკინინი „დაბერდა“, თუმცა არც გეგენავაა „ბოვში“, კიკვაძე „სადღაც დაიკარგა“, ხარაზიშვილი ვერ „გა_7_კაცელდა“, როხვაძე, თუთბერიძე, მინდიაშვილი არ იქნებოდნენ შორს, მარგამ ამ სამს რაგბის ეს მიმართულება მგონი ეკიდა. ისევე როგორც გიორგი აფციაურს.

Posted by: jora84 20 Feb 2018, 13:17
Gio_G83
QUOTE
საბა შუბითიძე - აკადემია[???]/ფლანკერი (ფედერალში აღარაა?)


როდის იყო ფედერალში რო?

Posted by: Gio_G83 20 Feb 2018, 13:35
jora84
QUOTE
როდის იყო ფედერალში რო?


მოიცა ახლა - მე მომესმა თუ შენ გამაზე?
ზამთრის მერე აკადემია ორმა ლიდერმა დატოვაო - სოსო რუსიაში და საბა ფრანციაშიო

Posted by: jora84 20 Feb 2018, 13:54
Gio_G83

QUOTE
საბა ფრანციაშიო


არ გამიგია ჩემმა მზემ.

Posted by: Gio_G83 20 Feb 2018, 13:57
jora84
QUOTE
არ გამიგია ჩემმა მზემ.


დაველოდით,
შემოვლნენ და იტყვიან ბიჭები

ან შენმამზემ ან ჩემმამზემ

Posted by: dc120mm 20 Feb 2018, 14:01
jora84
QUOTE
საბა ფრანციაშიო


არ გამიგია ჩემმა მზემ.

წავიდა ფერდერალში,უფრო სწორად სამედიცინო ჯოკრად უნდა აეყვანათ,მაგრამ ვერ გაუკეთა კლუბმა საბუთები და ისე მოხდა რო ვერც იქ თამაშობს და ვერც დიდ 10ში.მერე ზაზა ლეჟავას გაუტრაკებია მაგრად იმ კლუბის შეფებისთვის და რაღაც კომპენსაცია მიუციათ.ეხლა შვიდკაცაზე მაინც ათამაშონ ბიჭი აბა არ უწევს სხვაგან თამაში და...

აკადემიასთან თამაში რო გვქონდა მაშინ გავიგე ეგ ინფო smile.gif ისე კი ვიცოდი წასული რო იყო smile.gif

Posted by: jora84 20 Feb 2018, 14:03
dc120mm

QUOTE
ავიდა ფერდერალში,უფრო სწორად სამედიცინო ჯოკრად უნდა აეყვანათ,მაგრამ ვერ გაუკეთა კლუბმა საბუთები და ისე მოხდა რო ვერც იქ თამაშობს და ვერც დიდ 10ში.მერე ზაზა ლეჟავას გაუტრაკებია მაგრად იმ კლუბის შეფებისთვის და რაღაც კომპენსაცია მიუციათ.ეხლა შვიდკაცაზე მაინც ათამაშონ ბიჭი აბა არ უწევს სხვაგან თამაში და...


რა სირობაა user.gif

Gio_G83

აგერ დემეს მზემ გაიმარჯვა biggrin.gif

Posted by: Gio_G83 20 Feb 2018, 14:34
guess...

user posted image

Posted by: GioNage 20 Feb 2018, 14:54
QUOTE
მაგას არ ააქვს მნიშვნელობა სად არის გაზრდილი როცა დაცვაში სუსტია  სუსტი დაცვის მქონე ბექი საქრთველოს ნაკრებში ვერ დაიმკვიდრებს ადგილს (ყოველშემთხვევაში მილტონისეულ ნაკრებში)

ასწავლიან კაცო დაცვას, ეგ ისეთ ადგილზეა დაცვაშიც სხვებზე მეტად უნდა განვითარდეს და შეტევაშიც.

Posted by: dc120mm 20 Feb 2018, 16:19
GioNage
QUOTE
ასწავლიან კაცო დაცვას

სანამ ეგ ისწავლის მანამდე სხვა უკვე ნასწავლი ჩაჯდება smile.gif

სიმართლე გითხრა დიდი ვერაფერი მოთამაშეა,მარტო იმიტომ რომ საფრანგეთში არის გაზრდილი ნაკრებში არ უნდა დავუძახოთ.

ეგრე გიორგი ჯიმშელაძეც კლერმონის აკადემიის გაზრდილია ბავშვობიდან (დაცვაც ბევრად უკეთესი აქვს იურინზე),თუმცა არც ეგ არის სანაკრებო კაცი!

Posted by: GIORGI112 20 Feb 2018, 16:29
იურინის უპირატესობა რაც ემჩნეოდა ასაკობრივში იყო კონტაქტში შესვლისას ბურთის საოცრად კარგად გადმოდება რაქში... აი რომ წვალობენ და იტანჯებიან მასე არ არის.... სხვა მხრივ აჩქარება ქონდა ნორმალური.... და მეტი გამორჩეულობის არაფერი ეცხო... ეს ყველაფერი 2017 ის გაზაფხულზე ვიხილე ჩემი თვალებით biggrin.gif

Posted by: wolfmax 20 Feb 2018, 20:36
dc120mm


QUOTE
გიორგი მიქანაძე (არმია)
აზრზე ვერ მოვდივარ რომელია


ვერც მოხვიდოდი....წელს საერთოდ არ ყოლია ''არმიას" განაცხადში.
შარშან შესულა სამჯერ შეცვლებზე,ჯამში 80 წუთიც არ ექნება ნათამაშევი.
წლევანდელ U-18 შია გამოძახებული, როგორც მითხრეს არ არის ცუდი ბიჭიო
ფულბეკი ფრთას თამაშობს


Posted by: dc120mm 20 Feb 2018, 20:39
QUOTE
წლევანდელ U-18 შია გამოძახებული

ხო ეგ ვნახე.

QUOTE
როგორც მითხრეს არ არის ცუდი ბიჭიო

ხო ნაკრებში რო მოხვდა 18 წლის ბიჭი არ უნდა იყოს წესით ცუდი.

Posted by: tarash07 20 Feb 2018, 22:06
გიორგი მიქანაძემ შარშან U 18 შვიდკაცა ითამაშა და კარგად თან.
სხვებიც უნდოდა ზაზას U 18-იდან, მაგრამ პაშამ არ გაუშვა,რადგან საფრანგეთში მიემგზავრება რეოგორც ვიცი U 18.

Posted by: giorgi77 3 Mar 2018, 12:53
ახლა ვუყურებ შვიდკაცას, ლას ვეგასის ეტაპს... ურუგვაი თამაშობს ჩემდა გასაკვირად, ხოლო წლევამდელ მსოფლიოზე ურუგვაისთან ერთად ჩილეც გასულა. ჩვენ სადა ვართ ამ დროს biggrin.gif

საკმაოდ კარგად თამაშობენ ურუგვაელები. ხელით ჩვენზე უკეთ თამაშობენ.

Posted by: GioWEED 3 Mar 2018, 13:00
ბოლო ბოლო ურუგვაელები ხომ არშემდგარი არგენტინელები არიან და ხელით თამაშის ნიჭი ექნებათ. დდდ

ისე ურუგვაისთან 2019ში არ გვექნება ადვილი თამაში

Posted by: giorgi77 3 Mar 2018, 13:03
მსოფლიოზე ძალიან გაგვიჭირდება ურუგვაისთან. ფიჯიზე იმდენად არ ვფიქრობ როგორც ურუგვაიზე. ურუგვაი სწრაფი და შეუპოვარი მეტოქეა. თან ჩვენების გამწყობა არ განწყობის ამბავი ყველამ იცის, შედარებით სუსტ მეტოქესთან მოტივაციის პრობლემებია როგორც წესი.

არგენტინა ზელანდიას ტოლსწორად ეთამაშება. 3 წუთი დარჩა და 21-12 იგებს არგენტინა

Posted by: valiadolidi 3 Mar 2018, 13:59
ყველა სერიაზე ერთ გუნდს ამატებენ იგივე კონტინენტიდან ან შედარებით ახლოს მყოფი რაგბის განვითარებული ქვეყნიდან ესე მოხვდნენ ჩილე ურუგვაი და მსგავსი გუნდები სერიაზე, ჩვენ ჰონკონგში ვართ მიწვეულები.
მსოფლიო სერიაზე მოსახვედრად აუცილებელია ევროპის ზაფხულის სერიებზე ინგლისის, შოტლანდიის, უელსის, საფრანგეთის, ესპანეთის და რუსეთის გარდა მყოფ ყველა გუნდს გადავასწროთ რომ მოვიპოვოთ შესარჩევ ეტაპზე თამაშის უფლება სადაც თამაშდება მსოფლიო სერიის საგზური (ერთ ტურნირში).
მთავარი კონკურენტები ირლანდია, იტალია, გერმანია, პორტრუგალია ამათზე წინ უნდა დავდგეთ 4 სერიის ჯამში (რუსეთი, საფრანგეთი,ინგლისი, პოლონეთი).

Posted by: SGG 3 Mar 2018, 14:08
შიდკაცას მსოფლიოზე ამდენი სუსტი ნაკრების მოხვედრის მიზეზი ისაა, რომ
ევროპას წაართვეს 3 ადგილი და გადაანაწილეს სხვა კონტინენტებზე და არა ის,
რომ ძლიერები არიან.

მაგ მიზეზით მსოფლიოზე ვერ მიდის მსოფლიო სერიის და ოლიმპიადის მონაწილე ესპანეთი.
და ჩვენც დიდი ალბათობით მოვხვდებოდით.

Posted by: giorgi77 3 Mar 2018, 14:11
ჩვენებისთვის ნაღდად არაა შეუძლებელი მისია მსოფლიოს სერიაზე მოხვედრა. მაგრამ უკვე მერამდენე წელია დაულაგებელ, ქაოტურ რაგბს თამაშობს ჩვენი შვიდკაცა, უსისტემოდ თამაშობენ.

Posted by: giorgi77 24 Mar 2018, 10:09
რუსებმა დატვიტეს რომ გრანპრის მოსკოვის ეტაპი ჩაშლის პირასაა დოპინგის სანქციების გამო, იქნებ ჩვენმა კავშირმა გამოიჩინოს მარიფათი და თბილისში ჩატარდეს ეს ეტაპი.


Posted by: xDavid_S 24 Mar 2018, 17:37
giorgi77
QUOTE
იქნებ ჩვენმა კავშირმა გამოიჩინოს მარიფათი და თბილისში ჩატარდეს ეს ეტაპი.

დამატებითი ხარჯი... რისთვის?
რეალური შანსი რომ გვქონდეს სადმე გასვლის კიდევ ხო

Posted by: giorgi77 28 Mar 2018, 00:47
საქართველოს 7-კაცა ჰონკონგში

http://rugby.worldsport.ge/ge/page/7308_saqartvelos-7-kaca-honkongshi

Posted by: dendo 29 Mar 2018, 12:09
შვიდკაცა ვინღა მოიგონა ან რატო 7 და არა10

Posted by: Lexter 29 Mar 2018, 12:37
dendo
QUOTE
შვიდკაცა ვინღა მოიგონა ან რატო 7 და არა10

შოტლანდიელებმა მოიგონეს მე-19 საუკუნის ბოლოს. 1883 წელს შოტლანდიელებმა ადგილობრივ რაგბის კლუბს შესთავაზეს 15-დან 7 კაცამდე და 15 წუთამდე დროის შემცირება, რათა ფინანსური ხარჯი უფრო ნაკლები ყოფილიყო.

1921 წლამდე რაგბის ეს სახეობა დიდ ბრიტანეთს არ გაცდენია და მხოლოდ 1921 წელს ჩატარდა ტურნირი ბრიტანეთის გარეთ - არგენტინაში.

1973 წელს შოტლანდიის რაგბის 100 წლისთავისთვის კავშირმა ედინბურგში ჩაატარა პირველი სანაკრებო ტურნირი 7 კაცაში, იქამდე მხოლოდ კლუბები თამაშობდნენ.

1976 წელს პირველად ჩატარდა ჰონკონგში 7 კაცა ტურნირი და ძალიან პოპულარულ ტურნირად იქცა.

1987 და 1991 წლებში პირველი ორი მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა 15 კაცაში. ამ ორი წარმატებული ჩემპიონატის შემდეგ + ჰონკონგის 7 კაცაც აზიაში ძალიან პოპულარული იყო, გადაწყვიტეს 1993 წელს პირველად ჩაეტარებინათ მსოფლიო ჩემპიონატი 7 კაცაში.

2016 წლიდან 7 კაცა რაგბის ოლიმპიადის პროგრამაში შეიტანეს.

7 კაცა რაგბი ძალიან პოპულარული ხდება რამდენიმე მიზეზით. სწრაფი, დინამიური და სანახაობრივი თამაში + დღეში იმართემა რამდენიმე თამაში ზედიზედ. კომერციულადაც ძალიან მომგებიანია, რადგანაც ტურნირების კომერციულ პარტნიორებს შეუძლიათ ბევრი აქტივობა დაგეგმონ თამაშებს შორის. ტელევიზიებს ბევრი რეკლამა გაუშვან ყოველ 15 წუთში. ხოდა მსოფლიო რაგბი ვარაუდობს, რომ 2026 წელს 7კაცა რაგბი პოპულარობით 15 კაცა რაგბის გაუსწრებს.

ეს მოკლედ 7 კაცას ისტორია.

Posted by: giorgi77 2 Apr 2018, 18:24
https://www.sportall.ge/ragbi/skhvadaskhva/117075-saqarthvelos-7-kaca-nakrebi-qborjghalosnebmaq-gaadzlieres.html

საქართველოს 7-კაცა ნაკრები "ბორჯღალოსნებმა" გააძლიერეს

"ჰონგ-კონგში რამდენიმე ისეთი ბიჭი მიგვყავს, რომელთაც 7-კაცა ჯერ არ უთამაშიათ. გიორგი კვესელაძე ჩვენთან პირველადაა. მან ზაფხულში საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატზე სეუ-ში ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. საუკეთესო ფორმაშია ანზორ სიჭინავა და ის ერთ-ერთი ლიდერი უნდა იყოს. მას 7-კაცა ადრე აქვს ნათამაშები, თუმცა ჩვენთან პირველადაა. ლუკა იურინი სამხრეთ აფრიკაში გვყავდა და ძალიან მომეწონა. 7-კაცას პირველად ითამაშებს ილია სპანდერაშვილი, რომელიც ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და გამძლე მოთამაშეა. ის საუკეთესო ფიზიკურ ფორმაშია.

გამოცდილები არიან ნიკო აფციაური, ლევან გოგოლაშვილი და ზურაბ ძნელაძე. ჩვენთან დუბაიში იყვნენ გიორგი მჭედლიშვილი და ირაკლი სვანიძე, ასევე, გიორგი გოგოლაშვილი. 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ რამდენიმე ტურნირი ითამაშა და ერთ-ერთი საუკეთესო მელელოვე იყო აკაკი ტაბუცაძე. გუნდს საბა შუბითიძე უკაპიტნებს, რომელსაც 7-კაცა ადრეც უთამაშია და ჭკვიანი ბიჭია".


ლეჟავას ჰონგ-კონგში კიდევ რამდენიმე "ბორჯღალოსნის" წაყვანა სურდა, მაგრამ სოსო მათიაშვილისა და გიორგი ფრუიძის "კრასნი იარს" კონტინენტის ფარის ნახევარფინალი ჰქონდა სათამაშო, ხოლო თაზო მჭედლიძის "აჟენი" ტოპ 14-ში დარჩენისთვის იბრძვის და 7-კაცას ევროპის გრან-პრიზე, მოსკოვის ეტაპისთვის მაისში დაემატება.

ჰონგ-კონგში ითამაშებენ:

1. ირაკლი სვანიძე (ჯიქი),
2. საბა შუბითიძე (აკადემია),
3. გიორგი კვესელაძე (არმაზი),
4. აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი),
5. გიორგი გოგოლაძე (კასტანიანი, საფრანგეთი),
6. ლუკა იურინი (ლიონი, საფრანგეთი),
7. გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი),
8. ზურაბ ძნელაძე (აია),
9. ნიკო აფციაური (არმია),
10. ილია სპანდერაშვილი (არმაზი),
11. ანზორ სიჭინავა (აკადემია),
12. ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა
მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, პალიკო ჯიმშელაძე


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 3 Apr 2018, 18:37
"ოვალური ოაზისის" გასტუმრებული ვალი -- მიზეზი მეორე აბზაცში წერია



user posted image

სხვაობა იმდენია ...

შვიდკაცის მსოფლიო სერიის ჩემპიონსა და ლიდერს – აფრიკის "ბლიც ბოკეს"
მორიგი წყვილი ეტაპის შედეგად ზელანდია კი ჩამორჩა, მაგრამ სამაგიეროდ ფიჯი წამოეწია


Ovaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი ))

ეგ წყვილი ტურნირი ჩრდილოეთ ამერიკაში რომ იყო, ევროპელ ფანობასა და მედიასაც ალალად გამორჩათ, რადგან მაგ დროს აქეთ უფრო მნიშვნელოვანი მატჩები ტარდება და დროშიც იმდენია სხვაობა, რომ ცოცხლად "საღადაო რაგბს" ფანატიკოსი ანაც მოცლილი თუ’ღა უყურებს

ამერიკამდე აფრიკას ზელანდია 8 ქულით ჩამორჩებოდა, ფიჯი კი 15-ით. ახლა, ჰონკონგის წინ, ბოკე 8-ით ფიჯს უსწრებს, ზელანდიასთან კი ფორა 17 აქვს. ეგრევე, ცხრილის ბოლოში, ესპანეთმა 8-დან 11-მდე გაზარდა სხვაობა რუსეთთან. არადა, ბოლო, მე-15 გუნდი სერიიდან პირდაპირ ვარდება, გასამართი კი ოთხი ეტაპიღაა

ერთა აღლუმი

შტატებს თავისი ეტაპი აქამდე ვერაფრით მოეგო, სერიის ტურნირში კი ერთად’ერთხელ – 2015 წელს, ლონდონში, შეემართა თასი. იანკები სერიას 2004 წლიდან მასპინძლობენ, ბოლო 7 ჩაუქობიდან კი 4 აფრიკის და ორიც ფიჯის გამარჯვებით დასრულებულიყო

ლას’ვეგასი მონაწილეებს "ერთა აღლუმით" შეეგება. "სემ ბოიდის" სტადიონზეც სამივე დღეს მრავლად მივიდა ხალხი. ჯგუფში არგენტინამ 26:19 ძლია ზელანდია და კენიამ 17:14 ფიჯი, პლეი’ოფი კი ლოგიკურად წარიმართა – ჯგუფის ჯილამ ოთხივე წყვილში აჯობა მეორე’ადგილოსანს

აფრიკაცა და ფიჯიც ნახევარ’ფინალში დამარცხდნენ, გადამწყვეტ მატჩში კი შტატებმა 4-ჯერ (ბარეთ 2, ბეიქერ, აილზ) დაალელოვეს არგენტინა * 28:0

პლეი’ოფი აირია

კანადაში 7-კაცა მესამედაც დარბაზში გაიმართა. მეზობლისგან განსხვავებით, ვეღარ ივარგა მასპინძელმა – თუმც 19:19 დაუზავდა ავსტრალიას, მაინც ჯგუფში ჩარჩა

აირია პლეი’ოფიც – ოთხიდან სამი (!) ჯილა გავარდა, აფრიკამ კი 0:19 ფორა ხომ გაუბათილა ავსტრალიას და სირენის შემდეგ, მესამე წუთზე, კიდევ დაალელოვა * 24:19

გათანგული ბოკე საბოლოოდ ბრინჯაოს დასჯერდა, ფიჯელებმა კი კენიას უფრო იოლად * 31:12 მოუგეს, ვიდრე წინა დღეს, ჯგუფში *24:21


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XIX სეზონი * 2017-18

თორენთისა და ჲუთუბის ბმულები >>
საითზე, სტატიაში http://ovaluri.comxa.com/2018/S4/03_7LSV-VNC.htm



V ეტაპი * 2-4/03 ლას ვეგას (შტატები)

<< ჯგუფები (# მიწვეული, (+00) სხვაობით)

(ა) ფიჯი(+63) კენია(+5) 2-1 / საფრანგეთი(+1) 2-1, რუსეთი 0-3
(ბ) აფრიკა 3-0, ინგლისი 2-1 / კანადა 1-2, უელსი 0-3
(გ) შტატები 3-0, ავსტრალია 2-1 / სამოა 1-2, ესპანეთი 0-3
(დ) არგენტინა 3-0, ზელანდია 2-1 / შოტლანდია 1-2, ურუგვაი# 0-3

<< მეოთხედ’ფინალი

ფიჯი (ა1) 14:10 ზელანდია (დ2)
შტატები (გ1) 17:12 ინგლისი (ბ2)
არგენტინა (დ1) 17:12 კენია (ა2)
აფრიკა (ბ1) 29:17 ავსტრალია (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

შტატები 19:7 ფიჯი
არგენტინა 12:10 აფრიკა

<< ფინალი

(XIII) სამოა 28:7 ესპანეთი
ალაფა (IX) საფრანგეთი 26:19 კანადა
(V) ზელანდია 17:12 ავსტრალია
ბრინჯაო (III) ფიჯი 26:22 აფრიკა
ოქრო + თასი (I) შტატები 28:0 არგენტინა

<< შტატები

2 ბენ პინქელმან^კაპ, 3 დენი ბარეთ, 4 მატაი ლეუტა, 7 ფოლაუ ნიუა, 10 ქევონ ვილიამს, 11 პერი ბეიქერ, 12 მარტინ იოსეფო *
1 ქარლინ აილზ, 6 მალონ ელჯიბური, 8 მაკა უნუფე, 9 ქოდი მელფი, 12 ჯო შრიოდერ, 13 ქრის მატინა * მწ) მაიქ ფრაიდი (ინგ)

<< უჩაუქესი (ბოჭვა + გარღვევა + ოფლოუდი + სოლო): ბენ ო’დონელ (ავს) – 52 ქმედება


VI ეტაპი * 10-11/03 ვანქუვერ (კანადა)

<< ჯგუფები (# მიწვეული, (+00) სხვაობით)

(ა) ავსტრალია 2-0*1, შტატები 2-1 / კანადა 1-1*1, ურუგვაი# 0-3
(ბ) ინგლისი(+29) არგენტინა(+24) 2-1 / სამოა(+19) 2-1, უელსი 0-3
(გ) ფიჯი 3-0, კენია 2-1 / საფრანგეთი(-38) ესპანეთი(-83) 0-2*1
(დ) ზელანდია 3-0, აფრიკა 2-1 / რუსეთი 1-2, შოტლანდია 0-3

<< მეოთხედ’ფინალი

ავსტრალია (ა1) 19:24 აფრიკა (დ2)
ფიჯი (გ1) 43:7 არგენტინა (ბ2)
ზელანდია (დ1) 0:17 შტატები (ა2)
ინგლისი (ბ1) 0:12 კენია (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

ფიჯი 15:12 აფრიკა
კენია 24:19 შტატები

<< ფინალი

(XIII) სამოა 21:15 კანადა
ალაფა (IX) შოტლანდია 29:5 ესპანეთი
(V) ინგლისი 31:14 ავსტრალია
ბრინჯაო (III) აფრიკა 29:7 შტატები
ოქრო + თასი (I) ფიჯი 31:12 კენია

<< ფიჯი

1 სევულონი მოთენა’თანგი, 2 ჯოსუა ვაკურუ’ნამბილი, 3 კალიონე ნასოკო, 7 მესულამე კუნავულა, 8 ვატემო რავოუვოუ, 9 ჯერი ტუვაი^კაპ, 11 ერონი საუ * 4 პაულა ნდრანი’ სინუკულა, 5 ვაისეა ნათუნქუ, 6 ულუიატა მბატი’ნისავუ, 10 ალოსიო ნანდუვა, 12 ამენონი ნასილა’სილა, 13 ვასიკალი მუნდუ * მწ) გარეს ბეიბერ (უელ)

<< უჩაუქესი: გლენ ბრაის (შტლ) – 61 ქმედება


ქულა (+00 სხვაობა)

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

109 აფრიკა (თ: დუბაი); 101 ფიჯი (2თ: ჰემილთონ ვანქუვერ);
92 ზელანდია (თ: ქეიპ’თაუნ); 84 ავსტრალია (თ: სიდნი);
77 არგენტინა; 73 შტატები (თ: ლას’ვეგას); 70 ინგლისი; 64 კენია;
41 სამოა; 38 საფრანგეთი; 37 კანადა; 36 შოტლანდია;
27 უელსი; 25 ესპანეთი – 14 რუსეთი (ვარდება) /
6 პაპუასეთი##; 4 უგანდა##; 2 ურუგვაი##


განრიგი

1 1-2/12 დუბაი (არბ)
2 9-10/12 ქეიპ’თაუნ (აფრ)
3 26-28/01 სიდნი (ავს)
4 3-4/02 ჰემილთონ (ზელ)
5 2-4/03 ლას ვეგას (აშშ)
6 10-11/03 ვანქუვერ (კან)
7 6-8/04 ჰონკონგ (ჩინ)
თან 14-15/04 გოულდ ქოუსთ (ავს)
8 28-29/04 სინგაპურ (სნგ)
9 2-3/06 ლონდონ (ინგ)
10 9-10/06 პარიზ’ი (სფრ)
მსო 20-22/07 სან ფრანცისკო (აშშ)


თასის მფლობელი

1999-2018 (162 ეტაპი)

56 ზელანდია; 33 ფიჯი; 28 აფრიკა;
18 ინგლისი; 11 სამოა; 7 ავსტრალია;
2 არგენტინა შოტლანდია შტატები;
1 კანადა კენია საფრანგეთი


სერიის ჩემპიონი

ზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 3 2006, 2015, 2016
აფრიკა 2 2009, 2017
სამოა 1 2010

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 Apr 2018, 12:52
http://site.rugby.ge/ka-GE/home/

ხვალ დილიდან

user posted image

გადანომრილი შვიდკაცა

1 Ilia Spanderashvili
2 Giorgi Mchedlishvili
3 Zurab Dzneladze
4 Giorgi Gogoladze
5 Niko Aptsiauri
6 Giorgi Kveseladze
7 Levan Gogolashvili
8 Anzor Sichinava
9 Saba Shubitidze
10 Irakli Svanidze
11 Akaki Tabutsadze
12 Luka Yurin

სხვა გუნდები >>

https://pulse-static-files.s3.amazonaws.com/worldrugby/document/2018/04/05/52729611-df6f-457e-bf26-aeecfeb31e15/Combined-HKG-SquadLists.pdf

@

Posted by: xDavid_S 6 Apr 2018, 09:23
დედა რას ვწვალობთ
facepalm.gif

7-კაცაშიც "დაჯახებას" ვთამაშობთ

პირველი ტაიმი 5:21

Posted by: jora84 6 Apr 2018, 09:32
xDavid_S

10:26.

შვიდკაცაში ოფლოუდს რომ არ ელოდები აი ის სმაილიკი mo.gif

ერთი-ერთზე ბოჭვები drug.gif

Posted by: BOTINIO 6 Apr 2018, 09:35
2-3 სწრაფი მორაგბე ჭირდება ამ ნაკრებს... ისე უშანსოდ ვართ... 7-10 კაცს ვერ დავაყენებთ ისეთს როგორიც აფრიკას,ავსტრალიას და ფიჯის ყავს... ხოდა მემგონია ამერიკის გუნდივით უნდა დავაბალანსოთ მომავალში... 7-კაცა უფრო პოპულარული გახდება ვიდრე 15-კაცა მომავალში. (ნუ ჩემი აზრია). ბოლო-ბოლო ოლიმპიური სახეობაა და მისახედია კარგად

Posted by: xDavid_S 6 Apr 2018, 09:35
არ არის შვიდკაცა "ჩვენი თამაში" და რა გინდა რომ ქნა

არაფერი განსაკუთრებული ტემპი არ ყოფილა (მსოფლიო სერიებთან შედარებით!)

და დაიხოცენ ბიჭები

Posted by: enorme 6 Apr 2018, 09:36
სპანდერამ საერთოდ ქართული რაგბი ითამაშა , ხუთმეტრიანში აიღე და მიეძალე biggrin.gif
ტურბომ ვერაფერი ვერ ქნა .
სიჭიც ცუდი იყო

და საერთოდ არცერთი არ მომეწონა ნიკოს გარდა .

Posted by: xDavid_S 6 Apr 2018, 09:57
სადაც შუბითიძეა ნაკრებში, იქ ჟვანიაც იმსახურებს შანსს

სხვა ელფერს შეგვძენს ბურჯის შვიდკაცაში ჩაუქობა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Apr 2018, 10:28
სთრიმი >> https://www.worldrugby.org/sevens-series/video/324161

ვითარება >> http://site.rugby.ge/ka-GE/home/

პირველი ტურის შემდეგ ვართ 11’ ადგილზე = პლეი’ოფში გადის 8

ოქმი იღება ანგარიშზე დაწკაპვით


user posted image

Posted by: Ghveda 6 Apr 2018, 10:47
ძალიან ბევრია სამუშაო 7-კაცაში. სისწრაფე გვაკლია sad.gif(((

Posted by: enorme 6 Apr 2018, 11:54
იმედია ამის შემდეგ არცერთ ტურნირზე აღარ გავალთ და აღარც მიგვიწვევენ.

სრული მარაზმია ჩვენი 7კაცა

Posted by: NON-GRATAS 6 Apr 2018, 12:04
QUOTE (enorme @ 6 Apr 2018, 11:54 )
იმედია ამის შემდეგ არცერთ ტურნირზე აღარ გავალთ და აღარც მიგვიწვევენ.

სრული მარაზმია ჩვენი 7კაცა

0 პროგრესი ბოლო 6 წელიწადში. თუ არ გინდა ბიძია ვინმრ გაძალებს??? შეეშვი რა. არ გვეკადრება ესეთუ გუნდი გვარცხვენენ.

Posted by: giorgi77 6 Apr 2018, 12:16
xDavid_S
ასეთი შედეგებით საერთოდ გასაუქმებელია შვიდკაცა, ნამდვილად ზედმეტი ხარჯია... გეთანხმები სრულად, ტურნირის მოწყობა კი არა, მოსკოვ-სოპოტში ბოდიალიც ზედმეტი ხარჯია, ასევე სამხრეთ აფრიკის ვითომ სავარჯიშო ტურნეებიც... პაეზდკების რეჟიმიდან ვერ გამოვიდნენ...

არასერიოზულად უდგებიან შვიდკაცას ეტყობა... ამ დროს ოლიმპიური სახეობაა, და სადღაცას წავიკითხე, სტატისტიკურად თავისი პოპულარობით მალე 7-კაცა გაუსწრებს 15კ რაგბს.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Apr 2018, 12:20
QUOTE
აღარ გავალთ და აღარც მიგვიწვევენ

ვერც გავედით -- პირველი ზედმეტები ვიყავით >> http://site.rugby.ge/ka-GE/Archive/

მაგრამ მერე მახვშებმა ჩრდ.ამერიკას ჩამოართვეს მეორე საგზური და გადმოსცეს ევროპას,
რისი წყალობითაც მოვხვდით ჰონკონგში

Posted by: SGG 6 Apr 2018, 12:24
რა შვიდკაცა პოპულარობით გაასწრებს თხუთმეტკაცას smile.gif)

რეებს წერთ ხალხო smile.gif ახლოსაც ვერასოდეს მივა smile.gif) იგივეა, ფუტზალი
ფეხბურთს დაეწევაო, ვინმემ რომ თქვას. ან 3*3 კალათბურთი, კალათბურთს

Posted by: zaal1969 6 Apr 2018, 12:36
არა და ცუდი არ არის ჩვენი ბექების დასახვეწად, იგივე სიჭინავას ბევრი აქვს სამუშაო, სისწრაფეში უჭირს სივრცის ათვისება და ხელიც დასახვეწი აქვს, იგივე სამი ორზე ან ორი ერთზე რთული დასაბოლოვებელი იქნება ამ ტექნიკით! წვალებით მიღებული სათამაშო უპირატესობა ძირითადად ბანალური ერთი კაცის ზედმეტობის გამოყენებით სრულდება და მას წარმატებით ვერ დაასრულება თუ პასის შესრულება გიჭირს

Posted by: giorgi77 6 Apr 2018, 13:35
ქალთა ტურნირს ვუყურებ ახალ იმავე ჰონ-კონგში, ჩინეთის ნაკრები ანადგურებს სამხრეთ აფრიკას biggrin.gif თამაშით ჯობიან თან.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Apr 2018, 13:37
user posted image

ხვალ ალიონზე უნდა მოვუგოთ ჩილეს

თანაც იაპონიამ -- უგანდას და ქუქეთმაც -- იამაიკას

სხვა’ნაირად ვერ გავალთ პლეი’ოფში -- თუ სხვა შანსიც არსებობს, დაწერეთ

Posted by: xDavid_S 6 Apr 2018, 13:44
giorgi77
QUOTE (giorgi77)
ასეთი შედეგებით საერთოდ გასაუქმებელია შვიდკაცა, ნამდვილად ზედმეტი ხარჯია... გეთანხმები სრულად, ტურნირის მოწყობა კი არა, მოსკოვ-სოპოტში ბოდიალიც ზედმეტი ხარჯია, ასევე სამხრეთ აფრიკის ვითომ სავარჯიშო ტურნეებიც... პაეზდკების რეჟიმიდან ვერ გამოვიდნენ...

დასტურ ეგრეა

zaal1969
შვიდკაცას შიდა ჩემპიონატი გვაქვს?

Posted by: BigG 6 Apr 2018, 13:46
SGG
QUOTE
რა შვიდკაცა პოპულარობით გაასწრებს თხუთმეტკაცას


თითქოს სასაცილოა, მაგრამ მეორე კუთხით განიხილე. პოპულარობაში გულისხმობენ "ყურებადობას".
ციფრები არ მაქვს, მაგრამ ლოგიკურია, რომ შვიდკაცას უფრო უყურებდნენ, ვიდრე დიდ რაგბის, ოღონდ კონკრეტულ პერიოდში (შვიდკაცა რეგულარულად არ არის).
2 მნიშვნელოვანი ფაქტორი:
- შვიდკაცას წესები ადვილია, შესაბამისად თამაშის გაგებას სპეციალური მომზადება არ ჭირდება.
- ტოტალიზატორი: 15 წუთში შეგიძლია ფული მოიგო. 15კაცას 2 საათი უნდა ელოდო. ბუკმეკერები ამ თამაშს ძალიან აპიარებენ და ამას შედეგიც მოაქვს.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Apr 2018, 13:46
QUOTE
შიდა ჩემპიონატი

აღარ -- კლუბების საბოტაჟისა და უდროობის გამო

2016 >> http://site.rugby.ge/ka-GE/2016-7K/ + ნაფარეულის კურიოზი
2014 >> http://site.rugby.ge/ka-GE/2014-Geo7s/
2013 >> http://site.rugby.ge/ka-GE/Georgian-Sevens-Championship/
2012 >> http://site.rugby.ge/ka-GE/7k-2012/

Posted by: SGG 6 Apr 2018, 14:42
BigG

შვიდკაცას მსოფლიო სერიის თამაშები უფასოდ გადაიცემა ვორლდ რაგბის
ფეისბუქ გვერდზე და 3-4კ მაყურებელი ყავს.
სტადიონსაც 1-2 გამონაკლისის გარდა, ვერსად ავსებენ.

მაშინ როდესაც 15 კაცას ტრანსლიაციები მხოლოდ ფასიან არხებზეა ხელმისაწვდოვდომი
და მაყურებლების რაოდენობაზე არაფერს ვიტყვი.

15 კაცას ეკონომიკა, მინიმუმ ასჯერ მეტი იქნება შვიკაცისაზე. 2.5 მილიარდის თემა იქნება იაპონიის მსოფლიო.

არც ერთი სერიოზული გულშემატკივარი, ვინც რაგბში ფულს იხდის და ამ ინდუსტრიას ქმნის,
შვიდკაცას 15 კაცას არ ამჯობინებს.

15 კაცა არის დიდი ავიაცია, ნაღდი რაგბი ეგაა და ვერასოდეს
მიუახლოვდება შვიდკაცა.

როგორც კალათბურში სტრიტბოლი და ეზოს ფეხბურთი ან ფუტზალი შეგძენს რაღაც
უნარებს, ისეა რა შვიდკაცა. პლუს გასართობათაც კაია , 6-7 საათი სტადიონზე ილოთებ smile.gif

მარა პერი ბეიკერი, რეთალიქთან ვერასოდეს მივა smile.gif


Posted by: Booom 6 Apr 2018, 14:58
QUOTE
მარა პერი ბეიკერი, რეთალიქთან ვერასოდეს მივა


უსეინ ბოლტთან უფრო ახლოსაა ვიდრე რეთალიქთან biggrin.gif

Posted by: imereti 6 Apr 2018, 16:01
იაპონიასთან კაი და უგანდასთან წაგებას ოლიმპიურ სახეობაში აპრავებენ ზემოთ?

Posted by: SGG 6 Apr 2018, 16:19
imereti

შენ გგონია, სენსაცია მოხდა? უგანდა იყო ფავორიტი და მოიგო კიდეც.
მსოფლიო სერიებზეც ხშირად იწვევენ და მაგალითად წელს, რუსეთს ორივეჯერ აჯობეს.
რუსეთი კი შვიდკაცაში ნაღდად ჩვენზე ძლიერია.
მსოფლიოსაც ითამაშებენ.

სირბილის და გამძლეობის სპორტია. კენიას საერთოდ მაგარი ნაკრები ყავს.

ჩილეც კი ფავორიტია ჩვენთან, ძალიან ცუდი შემადგენლობით ვართ წასული.

Posted by: Isi_Folau 6 Apr 2018, 16:36
QUOTE (BigG @ 6 Apr 2018, 13:46 )
SGG
QUOTE
რა შვიდკაცა პოპულარობით გაასწრებს თხუთმეტკაცას


თითქოს სასაცილოა, მაგრამ მეორე კუთხით განიხილე. პოპულარობაში გულისხმობენ "ყურებადობას".
ციფრები არ მაქვს, მაგრამ ლოგიკურია, რომ შვიდკაცას უფრო უყურებდნენ, ვიდრე დიდ რაგბის, ოღონდ კონკრეტულ პერიოდში (შვიდკაცა რეგულარულად არ არის).
2 მნიშვნელოვანი ფაქტორი:
- შვიდკაცას წესები ადვილია, შესაბამისად თამაშის გაგებას სპეციალური მომზადება არ ჭირდება.
- ტოტალიზატორი: 15 წუთში შეგიძლია ფული მოიგო. 15კაცას 2 საათი უნდა ელოდო. ბუკმეკერები ამ თამაშს ძალიან აპიარებენ და ამას შედეგიც მოაქვს.

აბსურდი. რაგბი (15 კაცა) შედის 10 ყველაზე ყურებად სპორტში. სადაც კალათბურთი მეათეა და ამერიკული ფეხბურთი საერთოდ არაა. 7 კაცა ტოპ 30 შიც არიქნება

Posted by: BigG 6 Apr 2018, 16:55
Isi_Folau
QUOTE
აბსურდი. რაგბი (15 კაცა) შედის 10 ყველაზე ყურებად სპორტში. სადაც კალათბურთი მეათეა და ამერიკული ფეხბურთი საერთოდ არაა. 7 კაცა ტოპ 30 შიც არიქნება


შენ მოგაქვს საერთო ციფრი. რა თქმა უნდა, ეგრე იქნება. რაგბი 15 ყოველ კვირას არის, რაგბი 7 თვეში ერთხელ. თუმცა, 1 დღე, რომ აიღო უფრო მეტი მაყურებელი ეყოლება ჰონკონგის სერიას, ვიდრე დღეს რაც არის იმ რაგბი 15-ს.

Posted by: GIORGI112 6 Apr 2018, 16:58
BigG
აფსურდს ამბობ... ან გააჩნია რას რას ადარებ....
6 ერის ერთ დღეს ან მსოფლიო თასის 1 დღეს გაცილებით მეტი მაყურებელი ყავს ვიდრე 7 კაცას სერიების 1 დღეს...
ახლა რაგბი ევროპის რაღაც ჭ გუნდების თამაშებს თუ აიღებ კი ბატონო biggrin.gif

Posted by: imereti 6 Apr 2018, 17:13
Isi_Folau
QUOTE
აბსურდი. რაგბი (15 კაცა) შედის 10 ყველაზე ყურებად სპორტში. სადაც კალათბურთი მეათეა და ამერიკული ფეხბურთი საერთოდ არაა

ამერიკული ფეხბურთი საერთოდ არ არის? სუპერ ბოულის ფინალი მეექვსე ადგილზე გავიდა 2014 წელს (მსოფლიო თასი იყო მომდევნო წელს რაგბიში), პირველზე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, მეორეზე ჩემპიონთა ლიგა, მესამეზე ევროპის ლიგა, მეოთხეზე ოლიმპიადა, მეხუთე კრიკეტის ფინალი, მეექვსე ამერიკული ფეხბურთი , მეშვიდე ფორმულა და მერვე უიმბლდონი...


SGG
QUOTE
უგანდა იყო ფავორიტი და მოიგო კიდეც

მეც მაგას ვკითხულობ - რატომ უნდა იყოს უგანდა ფავორიტი მერე?

Posted by: Isi_Folau 6 Apr 2018, 17:36
QUOTE (imereti @ 6 Apr 2018, 17:13 )
Isi_Folau
QUOTE
აბსურდი. რაგბი (15 კაცა) შედის 10 ყველაზე ყურებად სპორტში. სადაც კალათბურთი მეათეა და ამერიკული ფეხბურთი საერთოდ არაა

ამერიკული ფეხბურთი საერთოდ არ არის? სუპერ ბოულის ფინალი მეექვსე ადგილზე გავიდა 2014 წელს (მსოფლიო თასიც იყო მაგ წელს რაგბიში), პირველზე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, მეორეზე ჩემპიონთა ლიგა, მესამეზე ევროპის ლიგა, მეოთხეზე ოლიმპიადა, მეხუთე კრიკეტის ფინალი, მეექვსე ამერიკული ფეხბურთი , მეშვიდე ფორმულა და მერვე უიმბლდონი...


SGG
QUOTE
უგანდა იყო ფავორიტი და მოიგო კიდეც

მეც მაგას ვკითხულობ - რატომ უნდა იყოს უგანდა ფავორიტი მერე?

სუპერ ბოლი, ყურებად ივენთია, მაგრამ სპორტზეა აქ საუბარი. ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში ერთერთი ყველაზე ყურებადი ივენთი იყო. ყველაზე ყურებადი ლიგის ფინალია 300-400 მილიონი. მერე არის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. მერე რაგბის 2015 ის ფინალი, მერე კირკეტი. მერე ტურდეფრანსი და კიდევ ბევრი ათლეტური სპორტი. და მერე 100 მილიონით არის სუპერბოლი.

Posted by: SGG 6 Apr 2018, 17:50
imereti
QUOTE
მეც მაგას ვკითხულობ - რატომ უნდა იყოს უგანდა ფავორიტი მერე?


გამძლეობის და სირბილის სპორტია,გამძლეობაც აქვთ და დარბიან კიდეც smile.gif
პლუს ჩვენი ბირთვი,ჩამოწერილი მორაგბეებია,ვინც ნაკრებშI ვერ მოხვდება ვერასოდეს და თავიანთი ასპარეზი ნახეს.

იგივეა,ინგლისის ფეხბურთის გულშემატკივარი რომ მოთქვამდეს, საქართველოსთან ფუტზალში 5:0 როგორ წავაგეთო smile.gif

ტრუხა რაგბია რა smile.gif ბაზარი არაა,ძალიან ბევრ ოლიმპიურ სახეობას ჯობს,მაგრამ დიდ რაგბთან,ახლოსაც ვერ მივა smile.gif ისევე როგორც, რა ლამაზიც არ უნდა იყოს სტრიტბოლი,
კალათბურთელობის ამბიცია თუ გაქვს,პირველ რიგშI დიდ კალათბურთში უნდა დაამტკიცო smile.gif

Posted by: imereti 6 Apr 2018, 18:02
SGG
ვახ, ჩვენთვის ტრუხაა და უგანდისთვის არა? biggrin.gif

Isi_Folau
QUOTE
ყველაზე ყურებადი ლიგის ფინალია 300-400 მილიონი. მერე არის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი

900 მილიონი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი...

user posted image

Posted by: SGG 6 Apr 2018, 18:07
imereti
QUOTE
ვახ, ჩვენთვის ტრუხაა და უგანდისთვის არა?


რა თქმა უნდა smile.gif რაგბში შენი პრიორიტეტი არაა შვიდკაცა, უგანდასთვის და კენიისთვის,პრიოიტეტია. 15 კაცას ეგენი ვერასოდეს ითამაშებენ მაგრად და შვიდკაცაში ნაღდად აქვთ პოტენციალი დაიასნია,ბოლომდე მიაწვებიან.
როცა პრიორიტეტი იყო და ძირიტადის ხალხს ვათამაშებდით,კარგი შედეგებიც გვქონდა. დავიწყეთ შემადგენლობის შესუსტება და შედეგებიც გაფუჭდა.
საფრანგეთზე მაგარი გუნდია კენია და რა? კენია რატო უგებს? smile.gif

ფუტზალში რომ ### ქვეყნებიც გაიქაჩნენ,ზუსტად ეგ პონტია მანდაც smile.gif

ჩვენი შვიდკაცა დადის საგულაოდ და უგანდელი ლომთან ვარჯიშობს,შვიდკაცაში პრასვეტი გაუჩნდათ ცუდ უგანდელ და კენიელ მძლეოსნებს,კარგები, ოლიმპიური ჩემპიონები არიან smile.gif smile.gif
ეგ კი არა,ამერიკის ნაკრებშიც არიან ცუდი მძლეოსნები და ამერიკული ფეხხბურთის მოთამაშეები smile.gif
კარლინ აისლი მე–12 –ზე იყო მგონი ამერიკის ჩემპიონატში სპრინტში, მოემზადე რამდენიც გინდა, ქართველს კასტილებითაც გადაასწრებს smile.gif

Posted by: imereti 6 Apr 2018, 18:11
SGG
QUOTE
ფუტზალში რომ ### ქვეყნებიც გაიქაჩნენ,ზუსტად ეგ პონტია მანდაც

givi.gif givi.gif

Posted by: Lexter 6 Apr 2018, 19:21
უამრავი ექსპერტი ამბობს და კვლევაც არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ 7 კაცა რაგბი 10-15 წელიწადში გადაასწრებს 15 კაცას პოპულარობით

რატომ?

იმიტომ, რომ სპორტი მაყურებლებისთვის დღეს იქცა გასართობ ინდუსტრიად. 7 კაცა რაგბი უფრო მარტივია მასებისთვის, სწრაფი და დანამიური + ის უყვარს ტელევიზიებს, რადგანაც ყოველ 7 წუთში შეუძლიათ რეკლამა გაუშვან და არა 40 წუთში + ტოტალიზატორებს უყვარს და ტოტალიზატორში მოთამაშეებს, რომლებსაც 15 წუთში შეუძლიათ კარგი ფული გააკეთონ. ფული როცა აქვთ დადებული უყურებენ და გულშემატკივრობენ + 7 კაცა მოსწონთ სპონსორებს, რადგანაც ტარდება ბევრი თამაში, მიმდინარეობს 6 საათი, ბევრი შესვენებაა და შესვენების დრო სპონსორებს შეუძლიათ გამოიყენონ აუდიტორიასთან კონტაქტისთვის (გათამაშებები, პრომო აქციები და ა.შ.) + გულშემატკავრი მოდის მთელი დღით ოჯახთან ერთად, ერთობა, დროს ატარებს + ოლიმპიური სახეობა გახდა, რაც ძალიან შეუწყობს პოპულარობას.

ფუტზალის და 7 კაცა რაგბის ერთმანეთთან შედარება უადგილოა. არც 14 წუთი მიმდინარეობს ფუტზალი, არც ბევრი თამაში იმართება ერთ დღეს და ზევით რაც მიწერია არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. მით უმეტეს ოლიმპიური სახეობა არ არის ფუტზალი და ვერც გახდება ვერასდროს.



რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან 7 კაცა მაშინ განვითარდება როცა რაგბის მასობრიობა მოიმატებს. იგივე ქალთა რაგბი. პრეტენზი გვაქვს 6 ერში რომ მიგვიღონ და ალბათ ბევრმა არ იცის, მაგრამ ქალთა 6 ერიც მიმდინარეობს კაცთა პარალერულად და ყველა ქვეყანას ყავს ნაკრები, ჩვენ არა. აქაც ანალოგიურად, მასობრიობაზე უნდა იმუშავოს რაგბის კავშირმა.

Posted by: lepori 6 Apr 2018, 19:39
QUOTE
უამრავი ექსპერტი ამბობს და კვლევაც არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ 7 კაცა რაგბი 10-15 წელიწადში გადაასწრებს 15 კაცას პოპულარობით

ასემც უქნია ფეხბურთისთვისაც გაუსწვრია
ჩემთვის 15კაცასთან ახლოსაც ვერ მივა >> ხოდა მთავარ პრიორეტატდ ნამდვილი რაგბი უნდა დარჩეს აწ და მარადის
ესაა ჩემი კომენტარი yes.gif

QUOTE
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან 7 კაცა მაშინ განვითარდება როცა რაგბის მასობრიობა მოიმატებს. იგივე ქალთა რაგბი. პრეტენზი გვაქვს 6 ერში რომ მიგვიღონ და ალბათ ბევრმა არ იცის, მაგრამ ქალთა 6 ერიც მიმდინარეობს კაცთა პარალერულად და ყველა ქვეყანას ყავს ნაკრები, ჩვენ არა. აქაც ანალოგიურად, მასობრიობაზე უნდა იმუშავოს რაგბის კავშირმა.


ზოდად ქალებს ძაან ვჩაგრავთ სპორტში >> ძიუდო/ჭიდაობაც ამოსაქაჩია
მეტი ბაია პატარია გვინდა old.gif

Posted by: SGG 6 Apr 2018, 20:16
Lexter

სად, რომელი ექსპერტები?

უფსკრულია 15 კაცას და შვიდკაცას შორის.

საკლუბო და სანაკრებო ტურნირები, მილიარდებიანი ეკონომიკით,
მაშინ როცა შვიდკაცას საუკეთესო ტურნირი უფასოდ ისტრიმება.

ვერც ერთ წამყვან სარაგბო ქვეყანაში ახლოსაც ვერ მიდის შვიდკაცა.
ელემენტარულად რაგბის მუღამი ვისაც ესმის, შეუძლებელია
დიდ რაგბთან ახლოს მაინც დააყენოს ვინმემ.

მოკლედ, კარგ გასართობ ვარიანტად დარჩება სულ. ოლიმპიადის ბევრ სახეობას ჯობს ნაღდად

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Apr 2018, 20:33
არსებობს კრიკეტის საგულისხმო | სახიფათო პრეცენდენტი

ოდითგან იყო მარტო კლასიკა --
5’დღიანი ტესტ და 3’დღიანი ქაუნთი (საგრაფო)

მერე შემოვიდა თითო’დღიანი (ვან’დეი)

ბოლო ხანს თ20 (თვენთი-თვენთი) -- თავდება 2-ნახევარ საათში

მაგავე ტიპის ექსპერტები წინასწარ’მეტყველებდნენ,
ვან’დეი მოკლავს ტესტსო, და თ20 კიდევ ორივესო

მაგრამ დარჩა ბაზარზე სამივე -- ყველას თავისი მუშტარი ჰყავს:

თ20-ს ინდოეთში აქვს უმდიდრესი გლობალური ლიგა
ვან’დეი კარგა ხანია ატარებს მაგარ მსოფლიო თასს
ტესტ-კრიკეტი ძველებურად ყვავის და ხალხს ისევ ევასება

თუ არ დამზარდებით, ეგებ მაგათი ბიუჯეტები შეადაროთ

რეიტინგები ვიცი >>

https://www.icc-cricket.com/rankings/mens/team-rankings/test -- ინდ აფრ ზელ
https://www.icc-cricket.com/rankings/mens/team-rankings/odi -- ინდ აფრ ინგ
https://www.icc-cricket.com/rankings/mens/team-rankings/t20i -- პაკ ავს ინდ

ავსტრალია აქაც გაპიდარასტდა, თორემ ცოტა ხნის წინ სამივეში პირველი იყო

@

Posted by: dc120mm 6 Apr 2018, 21:00
QUOTE
ავსტრალია აქაც გაპიდარასტდა

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Lexter 6 Apr 2018, 22:29
SGG
QUOTE
საკლუბო და სანაკრებო ტურნირები, მილიარდებიანი ეკონომიკით,
მაშინ როცა შვიდკაცას საუკეთესო ტურნირი უფასოდ ისტრიმება.

ეგ არის სწორი მიდგომა, ჯერ ბაზარზე უნდა დაიმკვიდრო ადგილი, გაზარდო აუდიტორია და შემდეგ დაადო ფასი.

NBA ჩინეთის ბაზარზე როცა შევიდა რამდენიმე წლით ჩინეთს უფასოდ მისცა ტრანსლაციები. დღეს მილიარდებს აკეთებს ჩინეთში და ჩინეთში ყველაზე პოპულარული სპორტი უკვე კალათბურთი გახდა.

აგერ Twenty20-ის მაგალითი მოიყვანეს. ტრადიციული კრიკეტის მოყვარულები ამბობდნენ, რომ მათთვის არასდროს მივა Twenty20 ტრადიცულ ტესტებთან, მაგრამ...



Posted by: Werner Voss 6 Apr 2018, 22:43
წარმოუდგენელია 2 საათიან ასეთ მაგარ შოუსთან, როგორც რაგბი 15 ია, ახლოს მივიდეს თვალის ერთი გაყოლება შვიდკაცა, რომელიც მართლა მძლეოსნობის სახეობა უფროა, ვიდრე რაგბის.

Posted by: Lexter 6 Apr 2018, 22:48
აგერ მსოფლიო რაგბი რას წერს 7 კაცაზე:

Rugby sevens' Olympic inclusion will have greater long-term impact than Rugby World Cup, according to new HSBC report.

https://www.worldrugby.org/sevens-series/news/125674


Posted by: pxovela 6 Apr 2018, 22:49
ლუკასა და ნიკოს მამა
ჩერეზ ბარიგებით ვიწვალე შAბათის ბილეთებზე და ფაქტიურად უშანსოდ ვართ?

Posted by: SGG 6 Apr 2018, 23:01
Lexter
QUOTE
ეგ არის სწორი მიდგომა, ჯერ ბაზარზე უნდა დაიმკვიდრო ადგილი, გაზარდო აუდიტორია და შემდეგ დაადო ფასი.

NBA ჩინეთის ბაზარზე როცა შევიდა რამდენიმე წლით ჩინეთს უფასოდ მისცა ტრანსლაციები. დღეს მილიარდებს აკეთებს ჩინეთში და ჩინეთში ყველაზე პოპულარული სპორტი უკვე კალათბურთი გახდა.

აგერ Twenty20-ის მაგალითი მოიყვანეს. ტრადიციული კრიკეტის მოყვარულები ამბობდნენ, რომ მათთვის არასდროს მივა Twenty20 ტრადიცულ ტესტებთან, მაგრამ...



ნბა მზა პროდუქტი და ალბათ საუკეთესო სპორტული პროექტი იყო და კალათბურთის ძირიტადი ვარიანტი,ბევრად დიდი რესურსით. 3*3 კალათბურთი არ გამხდარა ყველაზე პოპულარული.

ყოველ შაბათ კვირას, სტადიონზე, 7-8 საათი არასოდეს არავინ დაგიჯდება,გამორიცხულია.
თავისი მუშტარი ეყოლება და ზრდის პერსპექტივა ნაღდად აქვს,ბევრ კარგ სპორტის სახეობას,დღესვე აშკარად ჯობს, მაგრამ შვილობილის სტატუსს ვერასოდეს მოიშორებს.
რაგბის მთავარი მუღამი რაცაა და რის გამოც უყვარს ხალხს რაგბი, ის ელემენტები მეათეხარისხოვანია ამ თამაშში,ამიტომ სერიოზულ ქვეყნებში შანსი არ აქვს.
კენიის და უგანდის მსგავს ქვეყნებში თუ დაჩრდილავს 15 კაცას.

QUOTE
აგერ მსოფლიო რაგბი რას წერს 7 კაცაზე:


ერთი სიტყვაც კი არაა იმაზე,რომ 15 კაცას შეიძლება დაეწიოს.
და ამას ვერც დაწერენ,იმხელა უფსკრულია.

Posted by: java83 6 Apr 2018, 23:32
Lexter
QUOTE

უამრავი ექსპერტი ამბობს და კვლევაც არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ 7 კაცა რაგბი 10-15 წელიწადში გადაასწრებს 15 კაცას პოპულარობით

უამრავი ექსპერტის სია დაიდოს smile.gif
თითქმის ყველა მთავარ გუნდურ სახეობას აქვს ეგეთი ,,მინი" სახეობა მრავალფეროვნებისთვის.
მაგ. ფეხბურთი-ფუტზალი, კალათბურთი-3/3-ზე, ამერიკული ფეხბურთი და მისი მინი ვარიანტი (ამათ დაჟე ლინგერი ფეხბურთი მოიგონეს, სადაც ქალებს ტანგებით არბენინებენ მოედანზე biggrin.gif)
ხოდა, შვიდკაცას დაახლოებით იმდენი შანსი აქვს 15-კაცა რაგბს აჯობოს, როგორც მოკლემეტრაჟიან ფილმებს, დომინანტური სტატუსი რომ მოიპოვინ კინომატოგრაფიაიში smile.gif

Posted by: dxm1 7 Apr 2018, 02:11
10 კაცი მაინც იყოს... ეს შვიდი მართლა სპრინტში შეჯიბრს უფრო გავს, რაღაც უმუღამოა... არარაგბული სპორტია რა ))))

Posted by: Lexter 7 Apr 2018, 02:37
SGG
QUOTE
ამიტომ სერიოზულ ქვეყნებში შანსი არ აქვს

მე არც დამიწრია, რომ ინგლისში ან საფრანგეთში იქნება ნომერ პირველი.

უამრავი ასათვისებელი ბაზარია: ევროპის ყველაზე დიდი ბაზარი - გერმანია, ესპანეთი. იქით აშშ, ჩინეთი. თქვენ კენიაზე და უგანდაზე ქილიკობთ, მაგრამ ერთში 45 მილიონი, მეორეში 32 მილიონი ცხოვრობს.


java83
QUOTE
უამრავი ექსპერტის სია დაიდოს

http://www.hsbc.com/-/media/hsbc-com/newsroomassets/2016/pdfs/the-future-of-rugby-an-hsbc-report.pdf

დასაწყისისთვის ამას გადახედეთ, სადაც ბევრი რაგბის ექსპერტის აზრი წერია.


Within a decade, rugby should be able to count 15 million players around the world, with most coming into the game through sevens.


აგერ კანადის რაგბის კავშირის კომერციული დირექტორი ამბობს, რომ 7 კაცა რაგბი კანადაში ყველაზე სწრაფად ზრდადი სპორტია და კანადის რაგბის განვითარების სტრატეგიის ქვაკუთხედი იქნება.

ფინანსურადაც ძალიან მომგებიანია 7 კაცა
The financial benefits of sevens are persuasive. Las Vegas made an estimated $17m (in non-gaming revenue) when it hosted the US leg of the World Rugby Sevens Series in 2010.

აგერ კლაივ ვუდვორდი რას ამბობს: It may overtake fifteens in many ways, if you think about the number of people playing, the popularity. I see that as a good thing, it’s a simpler game, it’s easier to play, it’s less physical, and it would attract a lot more players.

Posted by: jora84 7 Apr 2018, 06:29
5:29

გასრულდა ესე ამბავი ვითა სიზმარი ღამისა.

Posted by: pxovela 7 Apr 2018, 09:12
jora84
ჩილემ არ დაგვინდო. სამაგიეროდ DანარჩEნი ტურნირი კაი Gასართობია

Posted by: komsi_komsa 7 Apr 2018, 11:17
ლინკი ხო არ გაქვთ ვინმეს ჰონგკონგის ტურნირის?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Apr 2018, 11:30
კავშირის საითის http://site.rugby.ge/ka-GE/home/
ტაბლოზე დევს’ა -- სთრიმი (მწვანედ)

https://www.worldrugby.org/sevens-series/video/324434

Posted by: paatabug 7 Apr 2018, 11:47
თემა შემეშალა ;დ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Apr 2018, 11:56
ვინ შევა? ირლანდია? გერმანია?

user posted image

Posted by: si maare 7 Apr 2018, 12:45
პერი ბეიკერის სახელობის ტურნირი biggrin.gif biggrin.gif

მაგ ტიპის ბენეფისია ყველა შვიდკაცასს ტურნირი yes.gif

Posted by: SGG 7 Apr 2018, 13:39
Lexter

შენ რა ლინკიც დადეს, არის შვიდკაცას მთავარი სპონსორის რეპორტი,
სადაც ჩვეულებრივი სადღეგრძელოებია მოყვანილი.

საერთოდ არაფერია მაგ რეპორტში იმაზე, რომ 15 კაცა ოდესმე შეიძლება შეავიწროოს.

მთავარი არის წამყვანი სარაგბო ქვეყნები.
კენია 16 წელია რაგბის მსოფლიო სერიას თამაშობს. წელს შესარჩევი რომ მოიგონ, შვიდკაცას
ყველა მიღწევას დაჩრდილავრნ smile.gif

15 კაცაში ესპანეთი მსოფლიოზე გასვლას რომ ზეიმობდა, იმის მეასედი გამოხმაურება
არ ჰქონია შვიდკაცაში ოლიმპიადაზე გასვლას.

იგივე პორტუგალიაში,2007 მსოფლიოზე გასვლა, მაშინ როდესაც 10 წელი მსოფლიო სერიას თამაშობდნენ.

17 მილიონ დოლარს, 2 კვირის წინ უემბლიზე, სარასენსი-ჰარლიქვინსი იყო, ეგ დაწერდაsmile.gif

ქვეყნებში სადაც რაგბის პატარა კულტურა მაინც არსებობს, შვიდკაცას დიდ რაგბთან
არასოდეს ექნება შანსი. რაგბის მთავარი მუღამი რაცაა, რის გამოც შეიყვარა ხალხმა რაგბი, ის მინიმალურადაა ამ თამაშში. ფორმატიც ხელს უშლის, წარმოუდგნელია 14 საათი სტადიონზე ჯდომა ყოველ შაბათ კვირას.
სწორედ ამიტომ იშვიათად ტარდება.

ოლიმპიადის ბანძ სახეობებს, ან ისეთ სახეობებს, როგორიც წყალბურთია, დედას უტირებს რა თქმა უნდა.
ქალებისთვისაც კარგი სპორტია.

წლევანდელ მსოფლიოზეც, სან ფრანცისკოში,მაგარი მონაცემები იქნება. მეორე ეშელონის
სპორტებში, ნაღდად ლიდერი გახდება. მაგრამ იაპონიის მსოფლიოს და წამყვანი
სარაგბო ქვეყნების ეკონომიკები რომ ნახო, წარმოუდგენლად დიდი უფსკრულია.

Posted by: dc120mm 7 Apr 2018, 14:17
SGG
QUOTE
როგორიც წყალბურთია

ოფიციალურად აჯობა ყველაგუნდურ სათამაშო სახეობას გასულ ოლიმპიადაზე შვიდკაცამ ,კალათბურთის და ფრენბურთის გარდა! დაჟე ფეხბურთსაც

Posted by: giorgi77 8 Apr 2018, 10:52
მსოფლიო სერიის საგზურის ფინალში იაპონია - ჩილე


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Apr 2018, 11:06
QUOTE
ფინალში იაპონია - ჩილე

ანუ ორივე ევროპელმა წააგო!

Posted by: GioWEED 8 Apr 2018, 11:06
ან მიეხედოს 7 კაცას ან მორჩეს მაგათი მივლინებები.
უგანდა და ჩილე რო გიგებს მაგრად ტეხავს.

7კაცა სულ სხვა სპორტია დასულ სხვა ტაქტიკა ჭირდება. მწვრთნელიბდა სწავლა უნდა მაგ ამბავს.


Posted by: AVIATORI01 8 Apr 2018, 11:08
გერმანიამ ჩილეს 19-12 მოუგო და ჩილე როგორააა ფინალში?

Posted by: giorgi77 8 Apr 2018, 11:10
ამერია, ბოდიში ) გერმანია-იაპონია. ერთი ევროპელი შემორჩა,
* * *
ასეთ გამოსვლას ჯობია საერთოდ გავაუქმოთ შვიდკაცა.
თუ გამოსვლა უნდათ მაშინ მოიწვიონ უცხოელი სპეციალისტი სხვა გზას ვერ ვხედავ. ლეჟავას მოსვლით იმედი მქონდა გაუმჯობესების, პირიქით მოხდა, ალანიას დროს უკეთესი შედეგები გვქონდა, რაღაცას ვცდილობდით მაინც, ახლა საერთოდ დგანან და ისე თამაშობენ... შვიდკაცას ასე თამაში არ შეიძლება

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Apr 2018, 12:25
ცოცხალი = რჩება 6 ფინალი!

https://www.worldrugby.org/sevens-series/video/324953

Posted by: pxovela 8 Apr 2018, 13:52
Lexter
SGG
ლუკასა და ნიკოს მამა
Lexter
რატომღაც არ მგონია რომ 15კაცა და 7კაცა ერთმანეთის კონკურენტები არიან და ან ერთი უნდა გადარჩეს ან მეორე.
როგორც დაწერეთ ყველას ტავისი მუშტარი ყავს.

ზოგადად სპორტის გულშემატკივრობის სიძლიერეს განსაზღვრავს ორი ფაქტორი - რამდენად ფართო აურიტორია მისდევს და რამდენად ღრმადაა გულშემატკივარი სპორტში ჩართული.
უძლიერეს სპორტებს ამ ორივე მაჩვენებლში ძლიერი შედეგები აქვთ: მაგალითად ფეხბურთი - ურურებს უდიდესი აუდიტორია და ამ აუდიტორიის დიდი ნაწილი საკმაოდ ჩართულები არიან ფეხბურთის ცხოვრებაში.

7კაცას აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი ფართო აუდიტორია მიიზიდოს, თუმცა სიღრმე ვერ ექნება ფიზიკურად იმიტომ რომ საკმაოდ მარტივი (წესებით და არა შესასრულებლად), სწრაფი თამაშია.
15კაცას სიღრმე რომ აქვს ყველა ვთანხმდებით, თუმცა რამდენად ფართო აუდიტორიის მოზიდვა შეუძლია ჯერ უნდა ვნახოთ (არასარაგბო ქვეყნებში საკმაოდ რთულია 15 კაცას დამკვიდრება).
რასაც ექპერტები წერენ, სწორედ ამ ფართო აუდიტორიის პოტენციალია და ჩემი აზრით 15 კაცასთვის ეს კარგია და არა საფრთხე, 7 კაცას შეუძლია რაგბი ძალიან ბევრ ადამიანს მარტივად გააცნოს და ამ ხალხიდან ნაწილი მაინც დაინტერესდება რაგბის უფრო სერიოზულ ვარიანტში რომელიც 15 კაცაა.

giorgi77
მართალი ხარ, ყველა გუნდის თამაში ვნახე და ყველაზე ნელები ვიყავით სამწუხაროდ.
* * *
უფასოდ ჩვენებას რაც შეეხება - უფასოდ აჩვენებენ იქ სადაც ხალხი ნაკლებადაა ჩართული - პოპულარიზაციის მიზნებისთვის. ჰონგ კონგიდან ვერ ვუყურებ საიტზე ან სარაგბო ქვეყნებიდან უფასოდ ვერ უყურებ.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Apr 2018, 14:42
ხიფათი რაშია?

ქაჯ ქვეყნებში სახელმწბიფო და ოლიმპიური კომიტეტი დააფინანსებენ მარტო შვიდკაცას --
შედეგს მაგაში მოსთხოვენ და ნელ-ნელა დიდ რაგბს დაერხევა

მაგალითი: ყაზახეთმა უარი თქვა დიდი რაგბის მსოფლიო თასებში მონაწილეობაზე --
კაცებშიცა და ქალებშიც (ამაში სისტემატურად ხვდებოდა 12 უკეთესში)

ჩინეთი და ინდოეთიც (ორივე სუსტია!) სად გაქრნენ კაცებში, არავინ იცის

გერმანიაში იმ ახვარმა მილიონერმა ჰაიდელბერგში წალალა მთელი ნაკრები --
ჩელენჯზე უნდა შევიდეთ და ვიშვიდკაცოთო

შედეგი ყველამ ვიცით

@

დაბლინი ძაან ელოლიავება შვიდკაცას, მაგრამ
ალბათ მოვა დრო, როცა მავანი მდიდარი ძია წაართმევს
და შვიდკაცა დე’იურეც დამოუკიდებელი სპორტი გახდა --

დე’ფაქტო უკვეა, რასაც ყველა აღნიშნავთ: სხვა თამაშიაო

@

Posted by: Ghveda 8 Apr 2018, 14:58
ამასობაში ფინალი იწყება.

აბა ვნახოთ რას იზამს კენია smile.gif))

Posted by: giorgi77 8 Apr 2018, 15:23
ფინალი კი არა ნასილასილაა )) კენია კარგად თამაშობს იმის გათვალისწინებით რომ ორი სინბინი ჰქონდათ მიჯრით ისედაც ფავორიტ ფიჯისთან.
* * *
მსოფლიოს საგზური იაპონიამ აიღო.

რაც არ უნდა ვიძახოთ რომ შვიდკაცა არაა მნიშვნელოვანი, ყველა მოწინავე სარაგბო ქვეყანას კარგი ნაკრები ყავს შვიდკაცაში. ანუ პირველი 10 ნაკრები რომ ავიღოთ 15 კაცას რეიტინგიდან, ყველა ეს ნაკრები წარმოდგენილია მსოფლიო სერიებში. ერთი გამონაკლისი ირლანდია, რომელმაც მგონი ორი წელია რაც დაიწყო ისევ 7 კაცას თამაში, ერთი პერიოდი საერტოდ უარი თქვეს შვიდკაცაზე. მერე გასული ოლიმპიადის შესარჩევისთვის ისევ ამოქაჩეს.

Posted by: xDavid_S 8 Apr 2018, 15:43
QUOTE (giorgi77)
რაც არ უნდა ვიძახოთ რომ შვიდკაცა არაა მნიშვნელოვანი,

არავინ ამბობს მაგას

სხვა რამეს უბნობენ =
15 კაცასთან ახლოსაც ვერ მოვა-ო


Posted by: giorgi77 8 Apr 2018, 16:05
ორი გვერდია ეგ კამათი მიდის ჩემი აზრით უფრო იმის გამო რომ ჩვენი უსუსური გამოსვლა რამენაირად გამართლდეს.


Posted by: xDavid_S 8 Apr 2018, 19:50
giorgi77
უსუსური კიდევ მსუბუქი ნათქვამი მგონია

თუმცა კამათი რაზეც მიდის,
იქ "გამართლება" ვერსად დავინახე

Posted by: giorgi77 8 Apr 2018, 21:57
ძალიან კარგი. ორი გზაა ან ირლანდიის ძველი გზა (საერთოდ შევეშვათ შვიდკაცას) ან თუ არ ვეშვებით გავაკეთოთ ისე როგორც ამას არგენტინა აკეთებს. აი ეგეთი დონის ნაკრები უნდა ყავდეს საქართველოს biggrin.gif და გვყავდა კიდეც თავის დროზე, სად იყო მაშინ ან იაპონია, ან გერმანია... ან თუნდაც ესპანეთი.
მსოფლიოს სერიებსაც ვთამაშობდით, პირველ მსოფლიოზეც ვითამაშეთ დუბაიში და მეორე მსოფლიოზეც მოსკოვში.

Posted by: SGG 8 Apr 2018, 22:29
giorgi77

რას უნდა შეეშვა? რატო უნდა შეეშვა?
მე-8 ზე ვართ ევროპაში. 4 მსოფლიო გვაქვს ნათამაშები.
რამდენ გუნდურ სპორტში ვართ ევროპაში მერვე?
ზელანდია კენიასთან რომ აგებს ხშირად, უნდა შეეშვან?smile.gif
იქნებ 15 კაცასათვის უნდა დაგვენებიბინა თავი 2003-ში,80 ქულით
ინგლისთან წაგების მერე?

იქნებ ირლნდიაც შეეშვას, წელსაც რახან წააგეს? ან უელსი შეეშვას, ესპანეთი უსწრებთsmile.gif

ადრე თამაშობდი მეკოთი,ლაბაძით,ანტილოპათი,მაჩხანელით და ნაკრების
ძირითადი ხალხით. ეხლა თამაშობ ჩამოწერილი მორაგბეებით
და ერთი-ორი ახალგაზრდით.

მსგავსი დონის დემაგოგია, რომ ან არგენტინასავით უნდა თამაშობდე,
ან უნდა შეეშვა, იშვიათად მომისმენია smile.gif ყველა ხო არ შეეშვას, არგენტინის ქვევით ვინცაა,
ინგლისის ჩათვლით smile.gif არგენტინის დონის ნაკრები, არასოდეს გვყოლია

Posted by: dc120mm 8 Apr 2018, 22:37
QUOTE
რას უნდა შეეშვა?

არაფერსაც არ უნდა შეეშვა

დაჟე რაგბილიგაც უნდა დავიწყოთ (მარა სად არის რესურსი)

Posted by: giorgi77 8 Apr 2018, 22:51
SGG
დემაგოგია არაფერ შუაშია... ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვა. როცა ნაკრები უსუსურად გამოდის უკვე მერამდენე წელია.... ჯობია შეეშვა.
არგენტინა დღევანდელი სახით როგორიცაა სულ მასე არ თამაშობდნენ. მაგათაც ჰქონდათ ჩავარდნები, უბრალოდ სტაბილურად თამაშობენ მაღალ დონეზე.

მერვე ნაკრები რანაირად ვართ ევროპაში? პორტუგალიას ვჯობივართ? სადაც მოუნდებათ იქ მოგვიგებენ, ისევე როგორც ესპანეთი, გერმანია. მაგი კი არა ბელგია და ლიტვაც მოგვიგებს თუ რამეა. საუბარია გადამწყვეტ თამაშებზე.


Posted by: SGG 8 Apr 2018, 23:11
giorgi77


არ გეწყინოს, მაგრამ საერთოდ აზრზე არ ხარ შვიდკაცაში რა ხდება
და ნაკრების გაუქმებას ითხოვ.

შარშან ევროპის სერიებზე გავუსწარით პორტუგალიასაც, ბელგიასაც
და იტალიასაც smile.gif

სწორედ მაგიტო მოვხვდით ჰონგ-კონგში, სადაც ბოლო წლებში
ვეღარ ვხვდებოდით. რა უკრაინა, ლიტვა, სულ ცოტატი მაინც ხო უნდა
გქონდეს წარმოდენა, როცა სპორტის გაუქმებას ითხოვ

https://en.m.wikipedia.org/wiki/2017_Rugby_Europe_Sevens_Grand_Prix_Series
აქ შეგიძლია დეტალურად გაეცნო.

დღეის მდგომარეობით ევროპაში ვართ მერვე გუნდი

Posted by: giorgi77 8 Apr 2018, 23:19
SGG
კარგი მე აზრზე არა ვარ biggrin.gif დამშვიდდი. ანუ დღეს რა სახითაც არის შვიდკაცა სავსებით ნორმალურია. მერვე ნაკრები გვყავს ევროპაში. შემდეგ ჯერზე როცა ჩვენების თამაშს ვუყურებ მაგით დავიმშვიდებ თავს biggrin.gif

ეს რვა ნაკრები ევროპის - ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი, რუსეთი, გერმანია, ესპანეთი. ეს ნაკრებები ჩვენ ნაკრებს ჯობია, რაც არ უნდა ცხრილები მოიყვანო და შედეგები შარშანდელი... ესაა ფაქტი. დღეს ასეა.

ამათ გარდა არის პორტუგალია, ბელგია და იტალია კიდევ.

Posted by: SGG 8 Apr 2018, 23:29
giorgi77

შენ რითაც გინდა, იმით დაიმშვიდე თავი, მე იმას გეუბნები, რაც ფაქტია.
სუსტები ვართ, მაგრამ ისეთი სუსტები ნაღდად არა, გასაუქმებელი
რომ იყოს რამე.

ამ შემადგენლობით, მაღალ დონეზე არაფრის შანსი არ გვაქვს.
ნაკრების ბიჭები რომ ვათამაშოთ, მაქსიმუმი იქნება მსოფლიო სერიაზე გაძრომა და იქ
აუტსაიდერობა.
მაგრამ თანამედროვე კალენდარი მაგის საშუალებას არ გვაძლევს.
დარჩენილი რესურსით რაც შეგვიძლია, ესაა.

მარა გაუქმებაზე საუბარი არის სისულელე, ახალგაზრდები მეტად
უნდა ჩავრთოთ და უცხოელი მწვრთნელიც იქნებ მოვახერხოთ

Posted by: giorgi77 8 Apr 2018, 23:42
თავის დამშვიდება სარკაზმი იყო biggrin.gif

ფაქტი რაცაა დაგიწერე ზემოთ. მერვე ნაკრები ჩვენ არანაირად არა ვართ.

იმ შედეგებით და თამაშის ხარისხით რასაც ჩვენი ნაკრები აჩვენებს, გადასახედია სამწრთვნელო შტაბიც და ნაკრების მომზადებაც. დამდგარი რაგბის სათამაშოდ სამხრეთ აფრიკაში მომზადება არაა საჭირო.

ის ნაკრებებიც კი რომლებსაც ჩვენ გავუსწარით შარშან - 7 კაცას თამაშობს ჩვენგან განსხვავებით , იგივე იტალია, პორტუგალია და ბელგიაც.

Posted by: SGG 8 Apr 2018, 23:49
giorgi77

მინუმუმ 4 მწრთნელი შეცვლილი გვყავს, საქართველოს
ჩემპიონატში თუ ვინმეს ოდნავ მაინც გაუფართხალებია,
აბსოლუტურად ყველას აქვს შვიდკაცას ნაკრებში ნათამაშები.

მეტი არ შეუძლიათ, ტურბო და ჩორტიკა მეტს ვერ შეძლებენ,
სულ რომ გორდოდ ტიეჩენსი მოვიყვანოთ.

შენ რაც გინდა, მაგას ჭირდება შვიდკაცას პრიორიტეტად დასახვა,
ყველაფერზე რესურსი არ გვყოფნის.

პრიორიტეტად კი შვიდკაცას არასოდეს არავინ დაისახავს და
ამას არც ის შემოგდებული ბოლი უშველის, თითქოს
შვიდკაცა ოდესმე 15 კაცას გადაუსწრებს smile.gif

Posted by: giorgi77 8 Apr 2018, 23:54
არანაირი ცვლილებები არ იქნება. ისეთი რომ შეიცვალოს კარდინალურად სიტუაცია შვიდკაცაში. მაგას არც არავინ ელის.

Posted by: SGG 9 Apr 2018, 00:02
giorgi77

რა თქმა უნდა არ იქნება.
მაქსიმუმი არის რომ კარგი ახალგაზრდები დავტვირთოთ და იქნებ მაგათ მაინც
წაადგეთ. უცხოელი მწვრთნელიც არამგოიმნია ძვირი ღირდეს,
თან მთელ სეზონზე მუშაობა არ ჭირდება.

კავშირის ეს პოლიტიკა, მარტო კავშირიდანაც არ მოდის.
არც ერთ გუნდში არავინ სერიოზულად არ უყურებს შვიდკაცას.
მწვრთნელების აბსოლუტურ უმრავლესობას, ეცინება შვიდკაცაზე.


Posted by: giorgi77 9 Apr 2018, 00:06
უცხოელი მწრთვნელი საჭიროა... მაგრამ ნაღდად არა მგონია რომ ეგ მოხდეს.

შვიდკაცას მწრთვნელზე გამახსენდა, ედი ჯონსმა მიიწვია ფიჯის 7 კაცას ახლანდელი მწრთვნელი თავის შტაბში... იმან უარი შეუთვალა biggrin.gif

Posted by: zaal1969 9 Apr 2018, 02:12
ჩემთვის შვიდკაცა არის საშუალება იმისთვის, რომ კლასიკურ რაგბში წინსვლა გვქონდეს ანუ 15 კაცა რაგბის მოთამაშეების მომზადების და განვითარების ერთ-ერთი საშუალებაა

Posted by: lankasteri 10 Apr 2018, 10:39
არა სერიოზულად მიდგომით, მეორე ხარისხოვანი როლის დაკისრებით და ა.შ., არც თვითონ სახეობაში გვექნება პროგრესი და ვერ ნაკრების ხალხს გავზრდით.

არ მესმის, რა აზრი აქვს მორკინალების გამოძახებას 7 კაცაში, თან ისეთების, რომლებიც 15 კაცა ნაკრებში ვერ ხვდებიან.

და ეს უაზრო სელექცია კიდევ, ყველა ტურნირზე მინიმუმ 5-7 ახალ-ახალი მოთამაშის გამოცდა. აზრი რა არის?

ერთ ტურნირს რომ ითამაშებს მოთამაშე, ვსიო, დახვეწავს უკვე 7 კაცას უნარებს და ახლებს ვრთათ საქმეში, იმათაც რომ დახვეწონ?

თუ ნაკრებში თუ არ გამოიძახეს ყველა, ისევ ვერ ხვდებიან ვის რისი თავი აქვს მიახლოებით?

ქართული 7 კაცას წარუმატებლობის მთავარი მიზეზი უაზრო სელექციაა პირველ რიგში.

Posted by: Gio_G83 10 Apr 2018, 13:14
ალბათ 7_კაცა უბალოდ უნდა გვქონდეს, რომ სარაგბო ქვეყნად მიგვიჩნინონ...

boli.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Apr 2018, 21:09
user posted image

თანა’მეგობრობის გადამკიდე

ფიჯი არ ხუმრობს – ჰონკონგში ზედიზედ მეოთხედაც რომ მოიგო შვიდკაცა,
მსოფლიო სერიის ჩემპიონსა და ლიდერს – აფრიკის "ბლიც ბოკეს" 3 ქულამდე წამოეწია


Ovaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ შედეგები -- ქვემოთაა! ))

ჰონკონგის ტურნირი 1976 წლიდან იმართება. იგი რომ არა, შვიდკაცა სერიოზულ სპორტად ვერ იქცეოდა, ახლა კი გასართობად მოგონილი თამაში ოლიმპიური ოჯახის წევრი ხომაა და მავანთ თურმე დიდი რაგბის კონკურენტადაც ესახებათ

ჰონკონგი ფიჯისთვის წმიდათა’წმიდა ადგილია – შინ რომ დაგაფასონ, მანდ უნდა გქონდეს ნაჩაუქები. ჰოდა, "ჯერ კიდევ ბრიტანულ ჩინეთში" თუმც უკლებლივ ყველა ბობოლამ მარქაფა ანაც ჯეელობა მიავლინა – კუნძულელებმა სულ ნარჩევი რაზმი გაიმეტეს

და არ იკითხავთ, რად დაზოგეს სხვებმა ძალები? რადა და დამდეგ ვიქენდზე "ბრიტანეთის თანა’მეგობრობის" თამაშების ტურნირია და ამ ანგარიშიან, მედლებსა და ქულებზე გადარეულ დროში, რომანტიკა, ვაგლაჰ, რომ აღარავის იზიდავს ... ფიჯისა და კენიის გარდა

5 მეტოქის წინააღმდეგ

ფინალშიც სწორედ ეს ორი გუნდი გავიდა. გადამწყვეტი გამოდგა პირველი ტაიმის ბოლო, როცა ფიჯი * 5:0 იგებდა. კენიას შეტევა ჩაუფლავდა და ქოლინ ინჯერამ მიიღო სინბინი, ფიჯელთა განავარდების აღკვეთა კი ვილი ამბაკას დაუჯდა "ყვითლად"

5 მეტოქის წინააღმდეგ უმალ გაიჯეჯილეს "ეტაპის უჩაუქესმა" ერონი საუმ და "ფინალის უმარგესმა" ამენონი ნასილა’სილამ [ფოტოზე]. ტაიმი * 17:0 მორჩა, მატჩი კი * 24:12

ასე და ამგვარად, ფიჯი ზედიზედ მეოთხედ, ბოლო 7 წელში მეექვსედ და დასაბამიდან მე-18-ედ გახდა ჰონკონგის ფალავანი. კუნძულელებმა ზელანდია ჯგუფში * 50:7 მოსრეს, აფრიკას კი ნახევარ’ფინალში 14 ქულიანი ფორა გაუბათილეს და წკიპზე’ღა * 26:24 მოუგეს

რუსეთს დაშორდნენ

დასის სისუსტით ისარგებლა სერიაში დასარჩენად მებრძოლმა ესპანეთმა და თასის მეოთხედ’ფინალში გავიდა, რითაც 10 ქულა შეჰმატა აქტივს და დაშორდა რუსეთს, ვინაც ახლა იმის იმედადაა, რომ დარჩენილ სამ ეტაპზე 11 ქულას გაუბათილებს ვის, ვის და ... უელსს

პარალელურად, იმავე მოედანზე, შემდეგი სეზონისთვის მოეწყო ქალთა და ვაჟთა შესარჩევები. ქალებში იპირველა ჩინეთმა, ვაჟებში კი იშვიათი დრამა დატრიალდა – კუნძულელებით გაძეძგილმა და ამად, აშკარად უფრო ნიჭიერმა იაპონიამ ბოლო ორ მატჩში დააშამათა ევროპელები – ჯერ ირლანდია და მერე ერთობ უიღბლო გერმანიაც

თავიდანვე ბევრით

განგებამ ჰონკონგის მოხილვა არგუნა ჩვენს ბიჭებსაც. მათ შარშან "ევროპის სერიაში" ოდნავ მოეცარათ ხელი, მაგრამ რაღაც მანქანებით ჩრდილოეთ ამერიკას ჩამოერთვა მეორე გუნდის მივლინების უფლება და ქვოტა ევროპას გადმოაეცა, ანუ სამი გაუხდა

ვაკანსია ერგო პირველ ხელ’მოცარულს. საქართველოს. ჯგუფში სამივე თამაში უშანსოდ წავაგეთ – თავიდანვე ბევრით ჩამოვრჩით, მაგრამ თქმულა, ზოგი ჭირი მარგებელიაო:

ნაადრევი გავარდნით ბიჭებს დღე’ნახევარი გამოუთავისუფლდათ შორეთის იმ უნიკალურ სიამეთა დასაჭაშნიკებლად, რომელთა წარმოდგენაც "ძველ დროში" – 1989 წლის 9 აპრილამდე – ძნელი იყო


შვიდკაცის მსოფლიო სერია


XIX სეზონი * 2017-18

VII ეტაპი * 6-8/04 ჰონკონგ (ჩინეთი)

<< ჯგუფები

(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით)
(ა) ფიჯი 3-0, ზელანდია 2-1 / სამოა 1-2, რუსეთი 0-3
(ბ) კენია^ ესპანეთი 2-1 / კანადა^ ავსტრალია 1-2
(გ) აფრიკა 3-0, შოტლანდია 2-1 / ინგლისი 1-2, კორეა# 0-3
(დ) შტატები 2-0*1, არგენტინა 2-1 / უელსი 1-2, საფრანგეთი 0-2*1

<< მეოთხედ’ფინალი
რჩეული >> https://youtu.be/dmTISaJH9Xo

ფიჯი (ა1) 40:14 არგენტინა (დ2)
აფრიკა (გ1) 38:5 ესპანეთი (ბ2)
შტატები (დ1) 7:35 ზელანდია (ა2)
კენია (ბ1) 19:12 შოტლანდია (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

ფიჯი 26:24 აფრიკა
კენია 21:12 ზელანდია

<< ფინალი

(XIII) უელსი 33:5 სამოა
ალაფა (IX) საფრანგეთი 33:7 კანადა
(V) არგენტინა 14:12 შტატები
ბრინჯაო (III) აფრიკა 29:7 ზელანდია
ოქრო + თასი (I) ფიჯი 24:12 კენია
ვიდეო >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=63605&d=1523230393

<< ფიჯი

2 ჯოსუა ვაკურუ’ნამბილი, 3 კალიონე ნასოკო, 6 სამისონი ვირი’ვირი, 7 მესულამე კუნავულა,
9 ჯერი ტუვაი^კაპ, 11 ერონი საუ, 12 ამენონი ნასილა’სილა *
1 სემი კუნატანი, 4 პაულა ნდრანი’ სინუკულა, 5 ისაკე კატონი’მბაუ, 8 ვატემო რავოუ’ვოუ, 10 ალოსიო ნანდუვა, 13 ვაისეა ნათუნქუ *
მწ) გარეს ბეიბერ (უელ)

<< უჩაუქესი (ბოჭვა + გარღვევა + ოფლოუდი + სოლო):
ერონი საუ (ფიჯ) – 53 ქმედება

<< ქულა (+00 სხვაობა)

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

126 აფრიკა (თ: დუბაი);
123 ფიჯი (3თ: ჰემილთონ ვანქუვერ ჰონკონგ);
107 ზელანდია (თ: ქეიპ’თაუნ); 90 არგენტინა;
89 ავსტრალია (თ: სიდნი); 85 შტატები (თ: ლას’ვეგას);
83 კენია; 71 ინგლისი; 46 შოტლანდია+31 საფრანგეთი+9;
44 კანადა; 43 სამოა; 35 ესპანეთი;
30 უელსი – 19 რუსეთი (ვარდება) /
6 პაპუასეთი##; 4 უგანდა##; 2 ურუგვაი##; 1 კორეა#

<< განრიგი

1 1-2/12 დუბაი (არბ)
2 9-10/12 ქეიპ’თაუნ (აფრ)
3 26-28/01 სიდნი (ავს)
4 3-4/02 ჰემილთონ (ზელ)
5 2-4/03 ლას ვეგას (აშშ)
6 10-11/03 ვანქუვერ (კან)
7 6-8/04 ჰონკონგ (ჩინ)
თან 14-15/04 გოულდ ქოუსთ (ავს)

8 28-29/04 სინგაპურ (სნგ)
9 2-3/06 ლონდონ (ინგ)
10 9-10/06 პარიზ’ი (სფრ)
მსო 20-22/07 სან ფრანცისკო (აშშ)

>> თასის მფლობელი

1999-2018 (163 ეტაპი)

56 ზელანდია; 34 ფიჯი; 28 აფრიკა;
18 ინგლისი; 11 სამოა; 7 ავსტრალია;
2 არგენტინა შოტლანდია შტატები;
1 კანადა კენია საფრანგეთი

>> სერიის ჩემპიონი

ზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 3 2006, 2015, 2016
აფრიკა 2 2009, 2017
სამოა 1 2010


XX სეზონის * 2018-19 შესარჩევი

<< ჯგუფები

(ე) ჩილე(+29) იაპონია(+21) უგანდა(+6) 2-1 / საქართველო(-56) 0-3
(ვ) გერმანია(+51) 3-0; ჰონ’კონგი(+2) ზიმბაბვე(-18) 1-2 / პაპუასეთი(-35) 1-2
(ზ) ირლანდია(+98) 3-0, ურუგვაი(+19) 2-1 / იამაიკა(-41) 1-2, ქუქეთი(-76) 0-3

11#საქართველო – იაპონია 10:26, უგანდა 10:26, ჩილე 5:29 (ლ 5/13)
* 9#იამაიკა, 10#პაპუასეთი, 12#ქუქეთი

<< მეოთხედ’ფინალი

2#გერმანია (ვ1) 26:0 7#უგანდა (ე3)
3#ჩილე (ე1) 24:12 6#ჰონ’კონგი (ვ2)
4#იაპონია (ე2) 26:19 5#ურუგვაი (ზ2)
1#ირლანდია (ზ1) 38:5 8#ზიმბაბვე (ვ3)

<< ნახევარ’ფინალი

გერმანია 19:12 ჩილე
ირლანდია 7:12 იაპონია

<< ფინალი

გერმანია 14:19 იაპონია

<< საქართველო

1 ილია სპანდერაშვილი (ლ), 2 გიორგი მჭედლიშვილი (ლ),
3 ზურაბ ძნელაძე, 4 გიორგი გოგოლაძე, 5 ნიკო აფციაური (2ლ),
6 გიორგი კვესელაძე (ლ სბ), 7 ლევან გოგოლაშვილი,
8 ანზორ სიჭინავა, 9 საბა შუბითიძე^კაპ, 10 ირაკლი სვანიძე,
11 აკა ტაბუცაძე, 12 ლუკა იურინი * მწ) ზაზა ლეჟავა

@

Posted by: hopla123 12 Apr 2018, 18:49
შვიდკაცა არაა ჩვენი საქმე შევეშვათ

Posted by: enorme 29 Apr 2018, 16:25
მხოლოდ ფიჯის შეუძლია იმის გაკეთება რაც ეხლა გააკეთეს ავსტრალიასთან ფინალში <3

იმენა არაამქვეყნიურები არიან ტიპები
ჯერი ტუვაი ხო ძალიან , ძალიან მაგარია , მაგრამ ნასილასილა არის სასწაული კაცი

Posted by: lankasteri 30 Apr 2018, 13:12
QUOTE (hopla123 @ 12 Apr 2018, 18:49 )
შვიდკაცა არაა ჩვენი საქმე შევეშვათ

თუ არ მოვინდომებთ, არაფერი არ იქნება ჩვენი საქმე.

გარედან რასაც ვუყურებ, არანაირი მიზანი 7 კაცასთან დაკავშირებით ფედერაციას არ აქვს.

პროსტა ნაკრები რომ უნდა გვყავდეს, მაგიტომ გვყავს.

Posted by: tarash07 4 May 2018, 17:59
18-წლამდე მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები ლიტვაში მიემგზავრება, სადაც ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატს ითამაშებს, რომელიც ამავდროულად ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირიცაა.
საბა კურატიშვილი (არმაზი), იოანე იაშაღაშვილი (იუნკერები), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), დავით გობეჯიშვილი (აია), დაჩი პაპუნაშვილი (არმია), ირაკლი სიმსივე (აია), ოთარ ლაშხი (ჩოხოსნები), გიორგი მიქანაძე (არმაზი), ზაურ ლუტიძე (ხვამლი), თეიმურაზ კოხოძე (აია), ლევან ბრაგვაძე (არმაზი), იაგო ხაბულიანი (აია).

მთავარი მწვრთნელი: ლევან ობოლაძე

მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა

ფიზ. მწვრთნელი: გივი ნადარეიშვილი

ექიმი: გიორგი სვანიძე

მენეჯერი: პაატა მაისურაძე
* * *
პირველი მოვიგეთ.
29-12
ბელგიასთან.
* * *
მეორე თამაში ლიტვასთან გვაქვს
16:52 ზე იწყება.
http://www.rugbyeurope.eu/live-rugby-europe-men-u18-sevens-championship-2018

Posted by: davita_1977 5 May 2018, 13:36
ბელგიასთან მართლა მაგრად იბურთავეს გადაურბინეს რასაც ქვია! ხელდახელ ძალიან კარგ რაგბს თამაშობდენ

Posted by: NON-GRATAS 6 May 2018, 13:10
ფრანგები დაგვცინიან და გვეღადავებიან)))

Posted by: BigG 6 May 2018, 13:16
ამას ჯობია საერთოდ არ გვყავდეს გუნდი.

შეიძლება შვიდკაცა რაგბის თამაშობდე და სირბილი არ იცოდე? ბოჭვებზე არაფერს ვამბობ.

ფიზიკა 0. 3 წუთის შემდეგ ვეღარ სუნთქავდნენ.

Posted by: Mars_IK 6 May 2018, 15:26
QUOTE (BigG @ 6 May 2018, 13:16 )
ამას ჯობია საერთოდ არ გვყავდეს გუნდი.

არ გეთანხმებით. უნდა გავაგრძელოთ.

თქვენი ლოგიკით რაგბი 15-შიც არ უნდა გვყავდეს გუნდი. ფეხბურთზე აღარ ვლაპარაკობ.

იაპონიას წაგებული აქვს შავებთან 106-4 და 145-17. და რა?
გუნდი უნდა დაეშალათ?

Posted by: NON-GRATAS 6 May 2018, 16:07
იმინა ტიპებს სირბილი და გამძლეობა აქვთ 0!!! მაგ ასაკში თუ არ ისწავლე სირბილი მერე რას იაწავლი??
ზოგადად მაინტერესებს გვყაავს ვინმე ვინც სირბილს ასწავლის ბავშვებს ან დიდებს???

ამ 18 წლის ბავშვებ რო უყირებ ეტყობათ რო იმინა შტანგაზე და განტელებზე ვარჯიშობენ და სირბილი სისწრაფე გამძლეობა აბსოლიტური 0.

Posted by: BigG 6 May 2018, 16:29
Mars_IK

ჩემთვის რაგბი 7 სხვა სპორტია. მაგ ლოგიკით რაგბი 13-საც უნდა მივაწვეთ.

მისი განვითარება ითხოვს ენერგიას, ფინანსებს, ინფრასტრუქტურას - ჩიტი ბრდღვნად არ ღირს.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 May 2018, 17:06
QUOTE
ვინმე ვინც სირბილს ასწავლის ბავშვებს ან დიდებს???

ლექსო ბურნაძე (1949) -- მრავალი გუნდი | პირი უვარჯიშებია ... კერძოდ
ვაკის ბაღში და მახლობელ ბილიკებზე ატარებს წვრთნას
2012 წლამდე კროსსაც მართავდა თავისი ხარჯით

Posted by: NON-GRATAS 6 May 2018, 17:10
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 6 May 2018, 17:06 )
QUOTE
ვინმე ვინც სირბილს ასწავლის ბავშვებს ან დიდებს???

ლექსო ბურნაძე (1949) -- მრავალი გუნდი | პირი უვარჯიშებია ... კერძოდ
ვაკის ბაღში და მახლობელ ბილიკებზე ატარებს წვრთნას
2012 წლამდე კროსსაც მართავდა თავისი ხარჯით

ანუ ზოგადად გვაქვს პატარებში ან მოზარდებში სირბილის მასწავლებლის კულტურა? რაგბის აკადემიებში ასწავლიან?
ავარჯიშებენ აჩქარებებზე გამძლებობქზე რამე ტესტებს უტარებენ?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 May 2018, 18:40
აკადემიაში არ ვიცი, ლექსო კი ძაან დიდი ხანია ავარჯიშებს
სულ სხვადასხვა ასაკის და სპორტის მიმდევრებს --
რაგბის მთელ გუნდებს, ჩოგბურთელებს,
ფეხბურთელებსაც კი -- გასასინჯად რომ სადმე მიდიან

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 May 2018, 16:15
user posted image

წინ უკვე ფიჯია

ზელანდიამ ბრიტანეთის თანა’მეგობრობის თამაშებზე დუბლი შეასრულა,
მსოფლიო სერიას კი ახალ ლიდერად ფიჯი მოევლინა


Ovaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ შედეგები -- ქვემოთაა! ))

ბობოლა მოშვიდკაცენი რომ გადაიღალნენ, მაისში მთლად იუქმებენ. თანა’მეგობრობაზე ვაჟებმა თუ მეექვსედ იჩაუქეს, ქალებმა ოდენ – პირველად, მსოფლიო სერიაში კი "მფრინავმა ფიჯელებმა" ზედიზედ მესამე ტურნირიც მოიგეს და აქამდელი ლიდერი, აფრიკა უკან მოიტოვეს

"თანა’მეგობრობის თამაშები" 1930 წლიდან 21-ედ ჩატარდა. შეჯიბრს მეხუთედ უმასპინძლა ავსტრალიამ და ოქროს სიმრავლით (80) აჯობა ინგლისსა (45) და ინდოეთსაც (26)

ბრიტანული სამყაროს ოლიმპიადამ 71 ქვეყნის 4,426 ათლეტი მიიზიდა. 18 სპორტში მედლების 275 კომპლექტი გათამაშდა. პროგრამიდან ამოიღეს ძიუდო, აღადგინეს კალათ’ბურთი, პლაჟ’ ბურთისა და შვიდ’ქალის ჩამატებით კი ზეპურ სპორტში თურმე პირველად დამყარდა სქესთა თანა’სწორობა!

მოეჩვენა, ვიგებთო

რაგბი რობინაში მოეწყო, ნრლ-ის "თაითანზის" 27-ათასიან სტადიონზე. მონაწილეობდა ქალთა 8 და ვაჟთა 16 გუნდი. ჯგუფურ ეტაპს პირდაპირ მოჰყვა ნახევარ’ფინალები, ანუ ორგანიზატორებმა მონაწილენი პირველობისთვის უსასტიკესი რეგლამენტით აბრძოლეს

ქალთა ფინალში დრამა დატრიალდა: ოზ ქესი სთეიპლზს მოეჩვენა, ვიგებთო და ფრეზე ბურთი ტრიბუნაზე დაარტყა, დამატებით დროში კი კივმა ქელი ბრეზიამ მოაწყო 60-მეტრიანი სოლო და ხელი ვერავინ დააკარა – ზელანდიამ * 17:12 ძლია ოლიმპიური ჩემპიონი ავსტრალია

ქაბაბით გაცილებაზე

ვაჟთა ტურნირზე მასპინძლებს აკლდათ 35 წლის კაპიტანი ჯეიმზ სთენარდი, ვისაც მწვრთნელ ენდი ფრენდის "ქაბაბით გაცილების" შემდეგ, ქუჩაში მავანი ინგლისელი მიუხდა და კინაღამ მოკლა – თავის ქალა გაუტეხა, მაგრამ შეზარხოშებული ბიჭები ... მაინც დაეწივნენ

ოზებმა საბოლოოდ მეხუთე ადგილიღა დაიკავეს. 4 წლის წინდელიჩემპიონი "ბლიც ბოკე" ნახევარ’ფინალში, დამატებით დროში დამარცხდა ფიჯთან, ამას კი ფინალი ზელანდიამ * 14:0 მოუგო

ლეგენდარულ ხესთან

კივებს ჩემპიონობა ძვირად დაუჯდათ – დაშავდნენ სემ დიქსონი და სქოთ ქარი. სინგაპურში 16-ვე კაპიტანმა სურათი "უბის წალკოტში", ლეგენდარულ ხესთან გადაიღო, მაგრამ შოუმ ისევ რომ მოისაკლისა ფანობა, ძნელად, რომ მახვშებმა აზიელებს ლიცენზია გაუგრძელონ

ზელანდია ჯგუფში * 19:12 ძლია ავსტრალიამ, მეოთხედ’ფინალში კი – ფიჯი’მაც. მფრინავები "ბლიც ბოკეს" ნახევარ’ფინალში გადაეყარნენ და თუმც * 0:10 ჩამორჩნენ, ბოლოს კაც’ნაკლულებმაც გაიმარჯვეს

კუნძულელებმა გაილაღეს

ფინალში ფიჯი, პირიქით, სულ წინ იყო, მაგრამ ავსტრალიამ ბოლოს’ წინა წუთზე ლელო დაუდო და 1 ქულით გაუსწრო. ოზებს ქიქ’ოფზე ბურთი წინ გადაუვარდათ და კუნძულელებმაც 75 მეტრიდან გაილაღეს* 28:22

ჰოდა, თუ აქამდე აფრიკას მარაგად კიდევ ჰქონდა 3 ქულა, აწ უკვე ფიჯია წინ 4-ით. გასამართი წყვილი, ევროპული ეტაპიღაა ივნისის პირველ დეკადაში, ესპანეთი კი კიდევ უფრო რომ დაშორდა რუსეთს, ამას ელიტაში დასარჩენად უელსთან 15 ქულის გაბათილება ჭირდება


თანამეგობრობის შვიდკაცა * 2018

14-15/04 გოულდ ქოუსთ (ავსტრალია)

გლაზგო 2014 >> http://ovaluri.comxa.com/2014/O7/31_7COM.htm

<< ჯგუფები (# მსოფლიო სერიაში არ თამაშობს)

(ა) აფრიკა 3-0 / შოტლანდია 2-1 // პაპუასეთი# 1-2, მალაიზია# 0-3
(ბ) ინგლისი 3-0 / ავსტრალია 2-1 // სამოა 1-2, იამაიკა# 0-3
(გ) ზელანდია 3-0 / კენია 2-1 // კანადა 1-2, ზამბია# 0-3
(დ) ფიჯი 3-0 / უელსი 2-1 // უგანდა# 1-2, შრი ლანკა# 0-3

<< ნახევარ’ფინალი

ზელანდია 17:12 ინგლისი
ფიჯი*დდ 24:19 აფრიკა

<< ფინალი

ბრინჯაო (III) ინგლისი 21:14 აფრიკა
ოქრო (I) ზელანდია 14:0 ფიჯი

<< ზელანდია

კურტ ბეიქერ, სემ დიქსონ, რეგან ვარე, ვილიმონი კოროი, თიმ მიქელსონ^კაპ, სიონე მოლია, ენდრიუ ნიუსთაბ,
ეტენე ნანაი-სეტურო, აკუილა როკოლისოა, სქოთ ქარი^კაპ, დილან ქოლიე, თრელ ჯოუეს * მწ) ქლარქ ლეიდლოუ

თანამეგობრობის კვარცხლბეკი

წელი მასპინძელი ოქრო ვერცხლი ბრინჯაო

1998 კუალა’ლუმპურ (მლზ) ზელანდია ფიჯი ავსტრალია
2002 მანჩესთერ (ინგ) ზელანდია ფიჯი აფრიკა
2006 მელბურნ (ავს) ზელანდია ინგლისი ფიჯი
2010 დელი (ინდ) ზელანდია ავსტრალია აფრიკა
2014 გლაზგო (შტლ) აფრიკა ზელანდია ავსტრალია
2018 გოულდ ქოუსთ (ავს) ზელანდია ფიჯი ინგლისი


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XIX სეზონი * 2017-18

VIII ეტაპი * 28-29/04 სინგაპურ

<< ჯგუფები (# მიწვეული)

(ა) ფიჯი 3-0, ესპანეთი 2-1 / იაპონია# 1-2, რუსეთი 0-3
(ბ) ინგლისი 3-0, კენია 2-1 / შტატები 1-2, საფრანგეთი 0-3
(გ) აფრიკა 3-0, სამოა 2-1 / კანადა 1-2, არგენტინა 0-3
(დ) ავსტრალია 3-0, ზელანდია 2-1 / შოტლანდია 1-2, უელსი 0-3

<< მეოთხედ’ფინალი

ფიჯი (ა1) 24:19 ზელანდია (დ2)
აფრიკა (გ1) 24:12 კენია (ბ2)
ავსტრალია (დ1) 7:5 ესპანეთი (ა2)
ინგლისი (ბ1) 12:5 სამოა (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

ფიჯი 12:10 აფრიკა
ავსტრალია 15:7 ინგლისი

<< ფინალი

(XIII) იაპონია 31:24 არგენტინა
ალაფა (IX) შტატები 26:12 კანადა
(V) ზელანდია 36:17 სამოა
ბრინჯაო (III) ინგლისი 26:24 აფრიკა
ოქრო + თასი (I) ფიჯი 28:22 ავსტრალია

<< ფიჯი

2 ჯოსუა ვაკურუ’ნამბილი, 3 კალიონე ნასოკო, 7 მესულამე კუნავულა, 8 ვაისეა ნათუნქუ, 9 ჯერი ტუვაი^კაპ,
11 ერონი საუ, 12 ამენონი ნასილა’სილა * 1 სევულონი მოთე’ნათანგი, 4 პაულა ნდრანი’სინუკულა,
5 ისაკე კატონი’მბაუ, 6 კეპონი პოლ, 10 ალოსიო ნანდუვა, 13 ტერიო ტამანი * მწ) გარეს ბეიბერ (უელ)

<< უჩაუქესი (ბოჭვა + გარღვევა + ოფლოუდი + სოლო):
ბენ ო’დონელ (ავს) – 54 ქმედება


ქულა (+00 სხვაობა)

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

145 ფიჯი (4თ: ჰემილთონ ვანქუვერ ჰონკონგ სინგაპურ);
141 აფრიკა (თ: დუბაი); 120 ზელანდია (თ: ქეიპ’თაუნ);
108 ავსტრალია (თ: სიდნი); 93 შტატები+283 (თ: ლას’ვეგას) კენია+103;
92 არგენტინა; 88 ინგლისი; 55 სამოა; 51 შოტლანდია+20 კანადა-77;
47 საფრანგეთი; 45 ესპანეთი; 35 უელსი – 20 რუსეთი (ვარდება) /
6 პაპუასეთი##; 4 უგანდა##; 3 იაპონია#; 2 ურუგვაი##; 1 კორეა#


განრიგი

1 1-2/12 დუბაი (არბ)
2 9-10/12 ქეიპ’თაუნ (აფრ)
3 26-28/01 სიდნი (ავს)
4 3-4/02 ჰემილთონ (ზელ)
5 2-4/03 ლას ვეგას (აშშ)
6 10-11/03 ვანქუვერ (კან)
7 6-8/04 ჰონკონგ (ჩინ)
თან 14-15/04 გოულდ ქოუსთ (ავს)
8 28-29/04 სინგაპურ (სნგ)
9 2-3/06 ლონდონ (ინგ)
10 9-10/06 პარიზ’ი (სფრ)
მსო 20-22/07 სან ფრანცისკო (აშშ)


თასის მფლობელი

1999-2018 (164 ეტაპი)

56 ზელანდია; 35 ფიჯი; 28 აფრიკა;
18 ინგლისი; 11 სამოა; 7 ავსტრალია;
2 არგენტინა შოტლანდია შტატები;
1 კანადა კენია საფრანგეთი


სერიის ჩემპიონი

ზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 3 2006, 2015, 2016
აფრიკა 2 2009, 2017
სამოა 1 2010

@

Posted by: Gio_G83 14 May 2018, 14:27
http://rugby.worldsport.ge/ge/page/7518_akademia-me-9-adgili-7-kacashi

ეს ან არ არის ჩვენი საქმე და აღიარებაც არ გვინდა ან პაეზდკის პონტში შედეგი ადეკვატურს ჩამოგავს

Posted by: jora84 18 May 2018, 01:43
მოსკოვში მიემგზავრებიან:

გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), გიორგი სორდია (შამბერი, საფრანგეთი), ზურაბ ძნელაძე (აია), თორნიკე მანაგაძე (აია), რამაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), საბა შუბითიძე (ბათუმი), ილია სპანდერაშვილი (არმაზი), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), ლუკა იურინი (ლიონი, საფრანგეთი), გიორგი გოგოლაძე (კასტანიანი, საფრანგეთი), გიორგი ფრუიძე (კრასნი იარი, რუსეთი), დავით მესხი (არმია).

Posted by: giorgi77 18 May 2018, 10:30
ქართული შვიდკაცა უკვე პორნოგრაფიას დაემსგავსა... არ ვაპირებ ყურებას

Posted by: crusaders 18 May 2018, 11:29
QUOTE
საბა შუბითიძე (ბათუმი)

? eek.gif გადმოვიდა ბათუმში?
საინტერესოა

Posted by: zaal1969 18 May 2018, 13:26
giorgi77
QUOTE
ქართული შვიდკაცა უკვე პორნოგრაფიას დაემსგავსა... არ ვაპირებ ყურებას

არ გაინტერესებს სორდია,იურინი და გოგოლაძე როგორ ითამაშებენ?

Posted by: Gio_G83 18 May 2018, 13:39
QUOTE
სორდია,იურინი და გოგოლაძე როგორ ითამაშებენ


ამ გრაფიაში მხოლოდ ეგ მაინტერესებს
smile.gif

Posted by: jora84 19 May 2018, 12:29
http://www.rugbyeurope.eu/live-rugby-europe-mens-sevens-championship-2018-moscow-sevens

დაიწტო ჩვენი თამაში,

Posted by: სურამელი 19 May 2018, 12:37
QUOTE
http://www.rugbyeurope.eu/live-rugby-europ...8-moscow-sevens

დაიწტო ჩვენი თამაში,


ფრუიმ დატანჯა. იმედია ასე გააგრძელებენ და ბოლო წამებზე როგორც მოდუნდნენ ისე აღარ ჩაეძინებათ smile.gif

Posted by: jora84 19 May 2018, 12:44
სურამელი

არ დაგვჭირდა ბოლო წამამდე წვალება, მანამდა მოგვიმთავრეს საქმე.

Posted by: სურამელი 19 May 2018, 12:46
jora84
QUOTE
სურამელი

არ დაგვჭირდა ბოლო წამამდე წვალება, მანამდა მოგვიმთავრეს საქმე.



ეჰ, უაზრო შეცდომები რა sad.gif სუ ტყუილად აიკიდეს ყვითელი ბარათები sad.gif

Posted by: tarash07 19 May 2018, 13:17
რუსეთთან რომელზე ვთამაშობთ ხომ ვერ მეტყვით ძმებო?

Posted by: wolfmax 19 May 2018, 13:21
tarash07

15:35-რუსეთი
17:58-შვედეთი

Posted by: tarash07 19 May 2018, 13:30
wolfmax
დიდი მადლობა.
პირველ თამაშს ვერ ვუყურე,2 ყვითელი აგვიღია.sad.gif(

Posted by: dxm1 19 May 2018, 15:39
არაა სთრიმი? სად ვუყუროთ?
sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: tarash07 19 May 2018, 15:44
dxm1
http://www.rugbyeurope.eu/live-rugby-europe-mens-sevens-championship-2018-moscow-sevens

Posted by: AVIATORI01 19 May 2018, 15:45
იურინი კაი ჩადგმული ტანზე დამდგარა, თავიც უმუშავებს იმედია მალე დააწინაურებენ კლუბში
ფრუის ეზარება თამაში

მესხმა რაც თავი მახსოვს ფინტი ცადოს და არ გასრიალდეს ჯერ ეგეთი მომენტი არ მახსენდება, არც შვიდკაცაში, არც ასაკობრივში და არც არმიაში, იყუდეთ ბუცები მაგას ხომ ხედავ გაუცვდა ძველი

დანარჩენები აიღე და მიეძალეა

Posted by: dxm1 19 May 2018, 15:54
tarash07
მადლობა.
ძალიან ჩამორჩენილები ვართ რა ამ შვიდკაცაში

Posted by: wolfmax 19 May 2018, 15:59
ტურისტული სააგენტოა.....

როგორ არმინდა ცუდი რაღაცეები დავწერო.....აი როგორ არმინდა!

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 May 2018, 16:04
http://site.rugby.ge/ka-GE/home/ ტაბლო

დაწყებამდე (განთესვით) ვიყავით 7.
პირველი ტურის შემდეგ 8.
მეორე ტურის შემდეგ 9.

@

Posted by: NON-GRATAS 19 May 2018, 16:51
არანაირი პროგრესი 4 წელია. დაკაეტია ეგ კანტორა ან მწვრთნელია შესაცვლელი. ესე გამოდის რომ პროსტა სახელს ვინახავთ რო 7 კაცა ნაკრები გვყავს მეტი არაფერი.

Posted by: GioWEED 19 May 2018, 17:22
AVIATORI01
რა ნომერი იყო იურინი? სახეზე ვერ ვიცნობ.

Posted by: jora84 19 May 2018, 17:37
GioWEED


9 გრძელი კიკინით.

Posted by: AVIATORI01 19 May 2018, 17:57
jora84
QUOTE
9 გრძელი კიკინით.

მაგარი მინიშნება მიეცი, ხო კიდე წვერი აქვს biggrin.gif

Posted by: Lotkinski 19 May 2018, 18:04
რომ არ გამოვიდეთ ხოლმე რაიმე სანქციები თუ არის? ასეთ გამოსვლას აზრი აქვს? შვედებთან რომ აგებ

Posted by: jora84 19 May 2018, 18:19
AVIATORI01

ნომერი ხომ დავწერე რას მერჩი biggrin.gif

სწრაფი ნაბიჯებით მივდივართ უკან.

Posted by: Qolga 19 May 2018, 18:35
არაფერი პირადული, მარა ლეჟავას ხელში რატომ არის ამდენ ხანს ეს ნაკრები? რა დამსახურება აქვს ასეთი, რომ რეგრესის დროსაც კი ისევ მწვრთნელია. 0 შედეგი მაინც იყოს. რეგრესის ზენიტია. შვედებთან ვაგებთ. აა ესაა ძმაო ქართველობის წართმევა )) თუ კავშირს ასე კიდია შვიდკაცა, თანხა რაღატომ იხარჯება. წელიწადში რამდენჯერ დადის რამდენ კაცი. ეს ცოტა ფული ხომ არ გგონიათ.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 May 2018, 19:13
ფაქტები >> http://site.rugby.ge/ka-GE/home/ ტაბლო

დაწყებამდე (განთესვით) ვიყავით 7.

პირველი ტურის შემდეგ 8.
მეორე ტურის შემდეგ 9.
მესამე ტურის შემდეგ 11.

@
* * *
QUOTE
რომ არ გამოვიდეთ ხოლმე რაიმე სანქციები თუ არის?


არა’ვითარი:

1) ირლანდია ამდენი წელი საერთოდ აღარ თამაშობდა და
ახლაღა აღადგინა -- რიოში რომ გასულიყო

2) შოტლანდიამ მეორე თუ მესამე წელია დაადო ევროპას --
მარტო მსოფლიო სერიაშია, მაგრამ იქედან არ ვარდება =
ნორმალურად თამაშობს
http://ovaluri.comxa.com/2018/S5/08_7COM-SNG.htm

+

მაგრამ დაგვემდურება სეოკი და თუ რამეს გვაძლევს -- დაგვიკავებს

შეიძლება სეოკმა სიტყვაც უნდა შეგაშველოს სახელმწიფო დაფინანსებისთვის

@

Posted by: jora84 20 May 2018, 13:07
შვიდკაცა ორწუთიანი რომ იყოს გვექნებოდა კიდევ შანსი biggrin.gif

Posted by: NAPSTER 20 May 2018, 13:14
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
მაგრამ დაგვემდურება სეოკი და თუ რამეს გვაძლევს -- დაგვიკავებს


წაიყვანონ და მაგათ არჩინონ.
ჩვენ რაღაზე ვხარჯავთ ფულს იმ სპორტში, რომელიც რეალურად რაგბი არ არის?
ან რა არ დაადგა საშველი შვიდკაცას და იუნიონის გაყოფას. დავისვენებდით ყველანი

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 May 2018, 13:18
QUOTE
წაიყვანონ და მაგათ არჩინონ

კარგი აზრია

QUOTE
რა არ დაადგა საშველი შვიდკაცას და იუნიონის გაყოფას

მსოფლიო მასშტაბით დაგლიჯავდა -- მაგრამ დაბლინი ვერ შეელევა

ისე, ვინმე სინგაპურელი | სან-დიეგოელი ბიძია რომ წაართმევდეს ირბ-ს,
უკეთ ხომ მიხედავდა და ჩვენც აღარ ვინაღვლებდით

@

15.43 საქართველო -- პოლონეთი | XI - XII ადგილებისთვის

@

Posted by: jora84 20 May 2018, 16:05
ჩვენები პახმელიიდან გამოვიდნენ თუ პოლონეთი ეგეთი ფარჩაკია?

პ.ს. ფორუმელებმა ფული რომ ავაგროვოთ და მესხს ბუცები ვუყიდოთ არ შეიძლება? სულ ძირს გდია ტიპი იმდენჯერ უცურდება ფეხი biggrin.gif

Posted by: ferrari1000 20 May 2018, 16:09
QUOTE (jora84 @ 20 May 2018, 16:05 )
ჩვენები პახმელიიდან გამოვიდნენ თუ პოლონეთი ეგეთი ფარჩაკია?

პ.ს. ფორუმელებმა ფული რომ ავაგროვოთ და მესხს ბუცები ვუყიდოთ არ შეიძლება? სულ ძირს გდია ტიპი იმდენჯერ უცურდება ფეხი biggrin.gif

42 თუ აქვს ფეხი ჩემ ბუცებს ვაჩუქებ, მშვენიერი ნუცები მაქვს gigi.gif

Posted by: dishosdzisdze 20 May 2018, 16:58
რა დღეში ვართ ქართველები...
sad.gif sad.gif sad.gif
რაგბი (შვიდკაცა) ჩვენი თამაში(არაა!!!)...ა!

Posted by: NAPSTER 20 May 2018, 18:36
dishosdzisdze
QUOTE
რაგბი (შვიდკაცა) ჩვენი თამაში(არაა!!!)...ა!


არაა შვიდკაცა რაგბი, არა
მორბენალი ბიჭების სპორტია, რომლებიც რაგბის ბურთით დარბიან.
ამერიკული ფეხბურთის ბურთი რომ დააჭერინო ხელში, მაინც არაფერი შეიცვლება, იგივე სპორტი იქნება.

არ ვართ ჩვენ მორბენალი ერი და ვერც ვთამაშობთ მაგ სპორტს. სირცხვილი კი არაა, კაცო. არ შეგვიძლია და ფულს მაინც ნუღა ვხარჯავთ, რომელიც ისედაც კაპიკები გვაქვს.

Posted by: xDavid_S 20 May 2018, 19:05
თან მარტო შვიდკაცაზე დახარჯულ ფულს ვინ ჩივის, შვიდქალაც რომ გვყავს!?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 May 2018, 19:33
QUOTE
ამერიკული ფეხბურთის ბურთი

ხელბურთის რომ დააჭერინო, შეიცვლება რამე?
ანაც დიდი "აისის" პლასტმასის ბოთლი?

Posted by: jora84 20 May 2018, 19:38
ლუკასა და ნიკოს მამა

ლუდი რომ დაიჭირონ შეიძლება მართლა გაიქცნენ, ემანდ ვინმემ არ წაგვართვასო biggrin.gif

Posted by: dishosdzisdze 20 May 2018, 20:12
კაცო რა ზიანსაც(მორალურ-ფსიქოლოგიური) ჩვენ(ქომაგებს) გვაყენებს ეგ სახეობა, ვითომ მაგის საფასური და საპირწონე ბონუსი მოდის, ან აირბიდან, ან სეოკიდან? !
იმდენი თავს ლაფი დავასხი მაგათ!..
აქამდე თუ რუსებს, პორტებს და ესპანელებს ვყავდით დარბეული(უარესს არ დავწერ), ეხლა მთლად ეგზოტიკური ინკვიზატორები , ,გამოგვიჩნდნენ''...

Posted by: lankasteri 21 May 2018, 11:34
1) წინასწარ თუ დაიკიდევ ფეხებზე 7 კაცას კი არა, ვერაფერს ითამაშებ.

2) 15 კაცა რაგბს არ უნდა სირბილი? თუ მარტო ჯახი და მიწოლაა? გამოდის არც 15 კაცა ყოფილა ჩვენი საქმე სირბილში თუ საშველი არ გვაქვს.

Posted by: NAPSTER 21 May 2018, 11:45
lankasteri
QUOTE
15 კაცა რაგბს არ უნდა სირბილი? თუ მარტო ჯახი და მიწოლაა? გამოდის არც 15 კაცა ყოფილა ჩვენი საქმე სირბილში თუ საშველი არ გვაქვს.


სირბილი ყველას უნდა. მაგრამ შვიდკაცაში უმთავრესი არის სირბილი. შეკრებ 7 კარგად მორბენალ ბიჭს და გუნდი გყავს.
და 15 კაცას ქვაკუთხედი არის შერკინება (მარტო მიწოლა არა, ზოგადად შერკინება). კარგი შერკინების დაყენება კიდე ურთულესი საქმეა.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 May 2018, 11:50
ახლა მივხვდი სად მარცხია ძაღლის თავი:
გუნდში ხომ 7 კაცია!

მაგიტომ გვერხევა ხელბურთშიცა და შვიდკაცაშიც

ხელბურთში ეგ 7 პროპორციულ მოედანზე მაინც თამაშობს --
სიგრძე 40 მეტრი, განი 20

აქა კი მაგ შვიდმა უნდა აავსოს განში 70

ჰოდა, მაგ ულოგიკობის გამო
მთავარია არა ჯანი | ტექნიკა | კაცობა | აზროვნება,
არამედ ცხენივით სირბილი -- სხვა აღარა’ფერი

@

Posted by: lankasteri 21 May 2018, 11:58
QUOTE (NAPSTER @ 21 May 2018, 11:45 )
lankasteri
QUOTE
15 კაცა რაგბს არ უნდა სირბილი? თუ მარტო ჯახი და მიწოლაა? გამოდის არც 15 კაცა ყოფილა ჩვენი საქმე სირბილში თუ საშველი არ გვაქვს.


სირბილი ყველას უნდა. მაგრამ შვიდკაცაში უმთავრესი არის სირბილი. შეკრებ 7 კარგად მორბენალ ბიჭს და გუნდი გყავს.
და 15 კაცას ქვაკუთხედი არის შერკინება (მარტო მიწოლა არა, ზოგადად შერკინება). კარგი შერკინების დაყენება კიდე ურთულესი საქმეა.

და შევკრიბოთ ჩვენც მაშინ 7 კარგად მორბენალი ბიჭი და დავაყენოთ გუნდი.

ანუ სირბილი არ უნდა 15 კაცას? მხოლოდ შერკინება, სირბილის გარეშე საკმარისია?

Posted by: Gio_G83 21 May 2018, 13:29
სარაგბო ერი გულისხობს რომ
რაგბი XV
7_კაცა
რაგბი XV ქალები
7-ქალა
და თუ რამე და ბონუსად ლიგური რაგბი უნდა გქონდეს - თუ რამე გრანტს ჩოთქავს ჩოთოს და ოდესმე ეგ 7_კაცაც გვექენბა
თუ არადა გაუმარჯოს რაგბი XV_ს
smile.gif

Posted by: NAPSTER 21 May 2018, 14:33
lankasteri
QUOTE
და შევკრიბოთ ჩვენც მაშინ 7 კარგად მორბენალი ბიჭი და დავაყენოთ გუნდი.


სად ვიშოვნოთ ეგ შვიდი კარგად მორბენალი ბიჭი?

QUOTE
ანუ სირბილი არ უნდა 15 კაცას? მხოლოდ შერკინება, სირბილის გარეშე საკმარისია?


მემგონი გასაგებად დავწერე: სირბილი ყველას უნდა, უბრალოდ გადამწყვეტი სხვა ფაქტორებია მეთქი.
* * *
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
ხელბურთში ეგ 7 პროპორციულ მოედანზე მაინც თამაშობს --
სიგრძე 40 მეტრი, განი 20

აქა კი მაგ შვიდმა უნდა აავსოს განში 70

ჰოდა, მაგ ულოგიკობის გამო
მთავარია არა ჯანი | ტექნიკა | კაცობა | აზროვნება,
არამედ ცხენივით სირბილი -- სხვა აღარა’ფერი


+1

Posted by: iverieli 21 May 2018, 14:53
NAPSTER
დიდუბეში არის მძლეოსნობის დარბაზი, იქ არიან კარგიმორბენლები . იქნებ ვინმე მივავლინოთ მძლეოსნობის ფედერაციაში და მოხდეს მათი გადმობირება.

იამაიკელებს და ამერიკელებს მაინც ვერ გაასწრებენ ესენი და რაგბში გამოგვადგებიან

Posted by: lankasteri 21 May 2018, 15:05
QUOTE (NAPSTER @ 21 May 2018, 14:33 )
lankasteri
QUOTE
და შევკრიბოთ ჩვენც მაშინ 7 კარგად მორბენალი ბიჭი და დავაყენოთ გუნდი.


სად ვიშოვნოთ ეგ შვიდი კარგად მორბენალი ბიჭი?

QUOTE
ანუ სირბილი არ უნდა 15 კაცას? მხოლოდ შერკინება, სირბილის გარეშე საკმარისია?


მემგონი გასაგებად დავწერე: სირბილი ყველას უნდა, უბრალოდ გადამწყვეტი სხვა ფაქტორებია მეთქი.

ღია კონკურსი გამოვაცხადოთ, სწრაფ მორბენლებზე და 30 საუკეთესო შედეგის მქონე ამოვარჩიოთ, მერე მაგათ დავამუღამებინოთ პასი (ისე რა დონეზე, მეტი ხომ არც სჭირდება 7 კაცას), ბოჭვა (ესეც ისე რა, მთავარი ხომ სირბილია) და ვინც ყველაზე უკეთ გაქაჩავს ის 15 მორაგბე ამოვარჩიოთ და საქართველოს ნაკრები დავარქვათ.
მორაგბე რაღაა და მორბენალი.


სირბილიც ისევეა გადამწყვეტი 15 კაცაში, როგორც შერკინება და ა.შ.

კარგი მორკინალი გუნდი, სირბილის გარეშე, გვყავს სახეზე, რუმენითი და რასაც ცოდვილობენ საბოლოოდ რაგბში, მგონი ყველა კარგად ვუყურებთ.
ეგენი რომ იმ დონეზე დარბოდნენ, რა დონეზეც შერკინებაში არიან, მინიმუმ იტალია-ფიჯი-სამოა-იაპონია გაკრული ეყოლებოდათ ბეჭებზე უპრობლემოდ.

Posted by: NAPSTER 21 May 2018, 15:31
lankasteri

და საიდან მოიტანეთ, რომ რუმინელები კარგი მორკინალები არიან? რახან შერკინებაში აწვებიან?
ან რა გგონიათ, შერკინება უპირატესობას ქმნის, რაქს კარგად ასუფთავებენ, ცხრას კარგი და დროული პასი გააქვს, ათი კარგად გეზავს, უპირატესობას იღებენ ფლანგზე და ლელოებს იმიტომ ვერ დებენ, რომ მოწინააღმდეგეს სისწრაფეში ვერ ჯობნიან?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 May 2018, 15:35
და რას გვასწავლის წარსული?

1990 წელია და საბჭოეთმა პირველი და თანაც ბოლო ტურნე გამართა ავსტრალიაში

მაგისი ჩაროზი იყო ჰონკონგის შვიდკაცა

"ხაზეინობდნენ" ედგარ ამაიაკოვიჩ თათურჲან, კავთელაშვილი, მასჲურა

"იმგენმა" ითათბირეს და ეგრე აარჩიეს 10 მორაგბე

ნახა სია დუგლას პეტროვიჩმა და დახია

დააყენა მთელი დელეგაცია - ~ 25 მოთამაშე ერთ კარის ხაზზე,
თავად კი დადგა მეორეზე

დაუყვირა, გამოიქეცითო და ვინც სხვებზე მალე მოირბინა,
ის 10 კაცი წალალა ჰონკონგში

მააშ !!!

@

Posted by: NAPSTER 21 May 2018, 15:35
iverieli
QUOTE
დიდუბეში არის მძლეოსნობის დარბაზი, იქ არიან კარგიმორბენლები


კარგ მორბენლებს რას ეძახით?
საქართველოსთვის კარგი მორბენალი მართლა კარგ მორბენალს არ ნიშნავს.
შვიდკაცაში ასობით ისეთი თამაშობს, საქართველოს სახელით 100 და 200 მეტრიან დისტანციებზე რომ გამოვიდნენ, ოლიმპიადის საგზურს თავისუფლად აიღებენ smile.gif
ჩვენ სულ რამდენი კაცი გვყოლია ისტორიის განმავლობაში მაგ დისტანციებზე?
აი კარგი მორბენალი არის ეს


Posted by: lankasteri 21 May 2018, 15:37
QUOTE (NAPSTER @ 21 May 2018, 15:31 )
lankasteri

და საიდან მოიტანეთ, რომ რუმინელები კარგი მორკინალები არიან? რახან შერკინებაში აწვებიან?
ან რა გგონიათ, შერკინება უპირატესობას ქმნის, რაქს კარგად ასუფთავებენ, ცხრას კარგი და დროული პასი გააქვს, ათი კარგად გეზავს, უპირატესობას იღებენ ფლანგზე და ლელოებს იმიტომ ვერ დებენ, რომ მოწინააღმდეგეს სისწრაფეში ვერ ჯობნიან?


მთლად ეგრეც ნუ დავაჩიავებთ რუმინელებს, შერკინებაშიც თუ არ ვარგიან და სირბილში საერთოდ 0-ები ა რიან (რაც ნამდვილად ასეა) აბა რითი იგებენ თამაშებს თუნდაც ჩვენთან, ტონგასთან, აშშ-თან და მსგავსი დონის გუნდებთან? ესპანელებთან, კანადელებთან და რუსებთან აღარ მაქვს ს აუბარი.
* * *
QUOTE (NAPSTER @ 21 May 2018, 15:35 )

კარგ მორბენლებს რას ეძახით?
საქართველოსთვის კარგი მორბენალი მართლა კარგ მორბენალს არ ნიშნავს.
შვიდკაცაში ასობით ისეთი თამაშობს, საქართველოს სახელით 100 და 200 მეტრიან დისტანციებზე რომ გამოვიდნენ, ოლიმპიადის საგზურს თავისუფლად აიღებენ smile.gif
ჩვენ სულ რამდენი კაცი გვყოლია ისტორიის განმავლობაში მაგ დისტანციებზე?
აი კარგი მორბენალი არის ეს

ხომ მარა ჩვენ ხომ აშშ-ს, ფიჯის ინგლისის და ზელანდიის დამარცხების ამბიცია არ გვაქვს ამ მომენტში war.gif

გერმანია-ბელგია, რუსეთ-პორტუგალია-ლიტვას (თუ ლატვიას) მოვუგოთ ხოლმე, მაგაზეც ყაბულსა ვართ. მთლად ესპანეთამდეც თუ გავქაჩეთ და ბედნიერები და კმაყოფილები ვიქნებით.

ასე რომ ოლიმპიურ ჩემპიონებზე და მათთან მიახლოებულ მორბენლებზე არ გვაქვს პრეტენზია.

Posted by: NAPSTER 21 May 2018, 15:46
lankasteri
QUOTE
გერმანია-ბელგია, რუსეთ-პორტუგალია-ლიტვას (თუ ლატვიას) მოვუგოთ ხოლმე, მაგაზეც ყაბულსა ვართ. მთლად ესპანეთამდეც თუ გავქაჩეთ და ბედნიერები და კმაყოფილები ვიქნებით.


გერმანია-ბელგიებთან მოგებისთვის ვხარჯავთ ასობით ათას ლარს?
ოლიმპიური სპორტია, ჰოდა დააფინანსოს მაშინ ოლიმპიურმა კომიტეტმა. ზუსტად ისე, როგორც ფარიკაობას, ნიჩბოსნობას და სხვა სპორტებს აფინანსებს.

QUOTE
ხომ მარა ჩვენ ხომ აშშ-ს, ფიჯის ინგლისის და ზელანდიის დამარცხების ამბიცია არ გვაქვს ამ მომენტში


ვერც ამ მომენტში და ვერც ვერასდროს ვერ გვექნება.
სხვა ფიზიკა და სხვა კუნთები სჭირდება მაგ სპორტს და არ გვაქვს ქართველებს ეგ.

Posted by: lankasteri 21 May 2018, 17:52

NAPSTER


ბევრია ასობით ათასი ლარი?

რამდენი ასეული მილიონი ლარი იყრება სპორტზე, რომელშიც მაქსიმალური მიღწევა რეიტინგის 100-ეულში მოხვედრაა?

კალათბურთიც ოლიმპიურია, ჯიუდოც და კიდევ ბევრი ს ახეობა, მარა არ ფინანსდება ოლიმპიური კომიტეტისგან.

დღEვანდელი გადმოსახედიდან, არც ზელანდიის და ინგლისის დამარცხების რესურსი გვაქვს 15 კაცაში, ამიტომ დავიკიდოთ 15 კაცაც? ნუ კალათბურთზე აღარ მაქვს საუბარი, მანდ აშშ-ს დონეზე ასვლა საერთოდ უტოპიაა, ამიტომ ეს სპორტიც დავიკიდოთ.

რეალურად, 7 კაცა უნდა იყოს ერტ-ერთი პრიორიტეტული სპორტი, მინიმუმ ათეულში უნდა შედიოდეს შუა პოზიციებზე (5-7 ადგილზე), რადგან 1) ადვილად ასათვისებელია და ადვილად გამასიურდება , 2) ლამაზი სპორტია და ბევრ ისეთ მაყურებელს იზიდავს, რომელსაც 15 კაცა არ მოსწონს, 3) ოლიმპიური სახეობაა და მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო პრესტიჟული ხდება.

Posted by: NAPSTER 21 May 2018, 18:02
lankasteri
QUOTE
ბევრია ასობით ათასი ლარი?


კი, როცა აიას და ლოკომოტივის კრებით ბიუჯეტს "პაეზდკებში" და შვედეთთან წაგებაში ხარჯავ, ძალიან ბევრია.

QUOTE
დღEვანდელი გადმოსახედიდან, არც ზელანდიის და ინგლისის დამარცხების რესურსი გვაქვს 15 კაცაში, ამიტომ დავიკიდოთ 15 კაცაც? ნუ კალათბურთზე აღარ მაქვს საუბარი, მანდ აშშ-ს დონეზე ასვლა საერთოდ უტოპიაა, ამიტომ ეს სპორტიც დავიკიდოთ.


დემაგოგიაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ smile.gif
დავიკიდოთ არა, ვისაც უნდა ითამაშოს. ოღონდ არა რაგბის კავშირის ფულით

QUOTE
რეალურად, 7 კაცა უნდა იყოს ერტ-ერთი პრიორიტეტული სპორტი, მინიმუმ ათეულში უნდა შედიოდეს შუა პოზიციებზე (5-7 ადგილზე), რადგან 1) ადვილად ასათვისებელია და ადვილად გამასიურდება , 2) ლამაზი სპორტია და ბევრ ისეთ მაყურებელს იზიდავს, რომელსაც 15 კაცა არ მოსწონს, 3) ოლიმპიური სახეობაა და მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო პრესტიჟული ხდება.


ეს ზღაპრები მესმის 2002 წლიდან, უკვე 16 წელია და მომდევნო 16 წელიც ამ ზღაპრების მოსმენა მომიწევს ვატყობ.
15 კაცა რაგბი ისედაც #1 სპორტია საქართველოში. შვიდკაცაზე ადამიანური და ფინასური რესურსის ხარჯვა არის უაზრობა.

Posted by: lankasteri 21 May 2018, 18:34
QUOTE (NAPSTER @ 21 May 2018, 18:02 )
lankasteri
QUOTE
ბევრია ასობით ათასი ლარი?


კი, როცა აიას და ლოკომოტივის კრებით ბიუჯეტს "პაეზდკებში" და შვედეთთან წაგებაში ხარჯავ, ძალიან ბევრია.

QUOTE
დღEვანდელი გადმოსახედიდან, არც ზელანდიის და ინგლისის დამარცხების რესურსი გვაქვს 15 კაცაში, ამიტომ დავიკიდოთ 15 კაცაც? ნუ კალათბურთზე აღარ მაქვს საუბარი, მანდ აშშ-ს დონეზე ასვლა საერთოდ უტოპიაა, ამიტომ ეს სპორტიც დავიკიდოთ.


დემაგოგიაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ smile.gif
დავიკიდოთ არა, ვისაც უნდა ითამაშოს. ოღონდ არა რაგბის კავშირის ფულით

QUOTE
რეალურად, 7 კაცა უნდა იყოს ერტ-ერთი პრიორიტეტული სპორტი, მინიმუმ ათეულში უნდა შედიოდეს შუა პოზიციებზე (5-7 ადგილზე), რადგან 1) ადვილად ასათვისებელია და ადვილად გამასიურდება , 2) ლამაზი სპორტია და ბევრ ისეთ მაყურებელს იზიდავს, რომელსაც 15 კაცა არ მოსწონს, 3) ოლიმპიური სახეობაა და მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო პრესტიჟული ხდება.


ეს ზღაპრები მესმის 2002 წლიდან, უკვე 16 წელია და მომდევნო 16 წელიც ამ ზღაპრების მოსმენა მომიწევს ვატყობ.
15 კაცა რაგბი ისედაც #1 სპორტია საქართველოში. შვიდკაცაზე ადამიანური და ფინასური რესურსის ხარჯვა არის უაზრობა.

მიმთავრდება სამსახურიდან და ვრცელ პასუხს ვეღარ გაგცემ, მარა სრული აბსურდია, რასაც წერ.

1) აიას და ლოკომოტივის კრებითი ბიუჯეტი რომ რამდენიმე ასეულ ათასია, ძაან ცუდია და ამ პრობლემის გადაჭრაზე უნდა იმუშავონ და არა 7 კაცათი ფულის დაზოგვაზე.

2) ჩემი ნაწერია დემაგოგია და ის არა, რომ ერთ-ერთი საინტერესო სპორტის სახეობა, რომელიც რაგბის ერთ-ერთი სახეობაცაა, უნდა დავიკიდოთ იმიტომ, რომ მსოფლიოს საუკეთესო 2-3 ნაკრებს ვერ მოვუგებთ?

3) ჯერ რომელ ადამიანურ რესურს ვხარჯავთ 7 კაცაზე? ქვეყანაში სადაც ნარკომანების მიტინგებზე უფრო მეტი ახალგაზრდა გადის, ვიდრე მთლიანად რაგბშია ჩართული, თურმე არ შეიძლება 7 კაცაზე ადამიანური რესურსი ხარჯვა facepalm.gif

Posted by: NAPSTER 21 May 2018, 18:36
lankasteri

რა მსოფლიოს 2-3 ნაკრებს? შვედეთთან ვაგებთ, შვედეთთან!

Posted by: dxm1 21 May 2018, 23:24
მოდის თაობა და ამ სახეობაშიც მივაღწევთ წარმატებას, მიდის დაკვირვებები ახალგაზრდებზე, გამოცადეს ბევრი და კიდევ ბევრს გამოცდიან.....
აცადეთ ხალხს მუშაობა smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 May 2018, 10:17
QUOTE
ჩვენ სულ რამდენი კაცი გვყოლია ისტორიის განმავლობაში მაგ დისტანციებზე?

ლევან სანაძე -- 1950-იან წლებში = მერე დოცენტი თუ პროფესორი

ანატოლი მოშიაშვილი -- 1970-იან წლებში = თარჯ’მორბენალი (110მ)

მაია აზარაშვილი -- 1980-იან წლებში = სეულში ესტაფეტაში ოქრო

[ვაჟი] მექვაბიშვილი (სახელი აღარ მახსოვს) -- მაგავე ხანაში [ოლიმპიურის კანდიტატი]

@

Posted by: ratomac aRa 22 May 2018, 11:00
ამათი არსებობის აზრს ვერ ვხვდები rolleyes.gif

შვედები რომ მოგიგებენ იმ სპორტს უნდა შეეშვა(თუ ჰოკეი არაა)


Posted by: lankasteri 22 May 2018, 13:30
QUOTE (ratomac aRa @ 22 May 2018, 11:00 )
ამათი არსებობის აზრს ვერ ვხვდები  rolleyes.gif

შვედები რომ მოგიგებენ იმ სპორტს უნდა შეეშვა(თუ ჰოკეი არაა)

გააუქმონ იტალიელებმა სკუდრა აძურა? user.gif

* * *
QUOTE (NAPSTER @ 21 May 2018, 18:36 )
lankasteri

რა მსოფლიოს 2-3 ნაკრებს? შვედეთთან ვაგებთ, შვედეთთან!

მერე შვედებთან რომ ვაგებთ, მაგის გამოსწორება შეიძლება, ნორმალურად რომ მიხედონ მაგ სპორტს. თავის დროზე 15 კაცაშიც ვაგებდით არა სარაგბიო ქვეყნებთან, მარა არ გაგვიუქმებია 15 კაცა.

მარა ვერ გავიგე რას აწვები.

ვისი მოგების ტრაკიც უეჭველი გვაქვს სწორად განვითარების საშუალებით (და ვისთანაც დღეს უშანსოდ ვაგებთ), მაგაზე იძახი მაგის გამო რად უნდა ვხარჯოთ რესუსრსებიო და გამოგყავს რომ ზელანდია-ფიჯი-ინგლისს (საუკეთესო 3 ქვეყანას) თუ ვერ მოვუგებთ, აზრი არ ქონია სპორტის არსებობას.

თქვი ბარემ უბრალოდ რომ არ გევასება 7 კაცა და მაგიტომ არ თვლი მაგ სპორტზე რესურსების ხარჯვას მიზანშეწონილად, ტყილად რაღას ვკამათობთ.

Posted by: giorgi77 2 Jun 2018, 13:10
ლონდონის შვიდკაცა მიდის ახლა. რუსეთს უტარებს გაკვეთილს სამხრეთ აფრიკა.

ვისაც გაქვთ რუსების არხი მატჩ იგრა აჩვენებს.

Posted by: enorme 2 Jun 2018, 13:40
ესპანეთი ყოველ ეტაპზე უმატებს , მშვენიერი ნაკრები ყავთ .უელსს ერთი ამოსუნთქვით , უპრობლემოდ მოუგეს

Posted by: giorgi77 2 Jun 2018, 13:50
როგორც ვაკვირდები, ყველა წარმატებულ, მოწინავე ნაკრებს, მინიმუმ 1-2 კარგი სპრინტერი ყავს თუ მეტი არა.

ჩვენთან თუ მოიძებნება ეგეთი არ ვიცი, მაგრამ მაგაზე უნდა იყოს მიმართული სელექცია, და არა ზანტ და ჯირკვ მოთამაშეებზე. ტექნიკა იმდენად არ ფასობს როგორც სისწრაფე. იმდენი სივრცეებია შვიდკაცაში რომ...

Posted by: jora84 8 Jun 2018, 15:49
50:10 მოუგიათ ჩვენ გოგოებს სლოვაკებისთვის ზაგრებში მიმდინარე ტურნირზე.

Posted by: CdeSe 9 Jun 2018, 16:19
ჩვენი გოგოები ფინალში გავიდნენ smile.gif
სლოვაკებთან დღეს მეოთხედფინალში ძალიან გაუჭირდათ, ბულგარელებს ნახევარფინალში მეტნაკლებად დამაჯერებლად მოუგეს 19-5.
ფინალში ან მასპინძელ ხორვატებს ან თურქებს შეხვდებიან.
* * *
თურქეთმა მოიგო. მგონი, ჩვენ და თურქეთი ტროფიზე ავედით და მომავალ წელს იქ ვიასპარეზებთ. smile.gif

Posted by: rachveli1 9 Jun 2018, 19:58
მოუგეს თურქეთს გოგოებმა 17-12

Posted by: CdeSe 9 Jun 2018, 19:58
მოიგო ჩვენმა შვიდქალამ ფინალიც!!!!

Posted by: giorgi77 9 Jun 2018, 21:18
ყოჩაღ გოგონებს, საკმაოდ მოუმატეს ბოლო დროს

Posted by: enorme 10 Jun 2018, 12:37
აუ დაღუპა მსაჯმა ფიჯი ))))

დრო გასული იყო , ერთ-ერთ მომენტში ბურჯესს აშკარად დაუვარდა ბურთი წინ , მაგრამ გააგრძელებინა თამაში და კი მოუგო ინგლისმა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 10 Jun 2018, 13:29
ანუ ფიჯი აიღებს მაქსიმუმ 13 ქულას

აფრიკას ამჟამად უსწრებს 7 ქულით
ფინალში წაგება 19 ღირს, ჩემპიონობა 22

ანუ ბლიც’ბოკეს ჭირდება ჩემპიონობა ...

ხოლო თუ ფიჯი კიდევ შეფერხდა, უფრო ნაკლებიც

სრული ნიხრი დამოუკიდებელი გამოთვლებისთვის:

თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 /
ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

@

Posted by: enorme 10 Jun 2018, 13:43
აუ არ შეიძლება ესე , რა ლელო ჩაუთვალეს ეხლა აფრიკას , აშკარა აუტი იყო.

დავაი ესპანეთისკენ ვარ .
ოქროს ქულა გადაწყვეტს ეხლა ყველაფერს

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 10 Jun 2018, 17:11
ორივემ რომ წააგოს თავ-თავისი ფინალი,
ქულები ტოლად მოუგროვდებათ

აფრ 160 + 19 = 179
ფიჯ 167 + 12 = 179

ფიჯი 20.07 ეთამაშება შტატებს,
აფრიკა 20.54 ინგლისს

სერიულ ქულათა ტოლობაზე დარდება
გატანილ - გაშვებულის სხვაობა
მთელ სერიაში (10 ტურნირში)

მაგ მხრივ ამ ეტაპამდე
აფრიკას ჰქონდა +756
ფიჯს +738

ამ მომენტში კი აქვთ
აფრ +756 -2 +2 +28 +5 +12 = +801
ფიჯ +738 +23 -3 +9 -2 +33 = +798

და როგორ შეიცვლება
ეგ ბალანსი წაგებათა გამო,
კიდევ საკითხავია

@
* * *
user posted image

user posted image

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Jun 2018, 17:53
ჯართს ვიბარებ ... ვალებსაც ვისტუმრებ


user posted image

რეზერვის წყალობით

"მსოფლიო სერია" უდრამატულესად დასრულდა:
ბოლო ეტაპზე, პარიზში, ჯერ ინგლისმა ძლია ფიჯი, მერე აფრიკამ –
ინგლისი და"შვიდკაცის ჯადოქრებს" 2 ქულით გადაუსწრო


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ შედეგები = ქვემოთაა! ))

(( 2002 წლიდან მოქმედი
"ოვალური ოაზისი" >> http://ovaluri.comxa.com/2018 ))

აფრიკამ დუბაიში მოიგო სეზონის პირველი ეტაპი და სიდნიდან მოყოლებული ლიდერობდა სინგაპურამდე, მაგრამ ფიჯიმ ზედიზედ ოთხგან რომ შემართა თასი, "ბლიც ბოკეს" ბოლო ტურნირის წინ უკვე 7 ქულით უსწრებდა

აქ კუნძულელებმა წაიმედიდურეს – 15-კაცა ნაკრებში, "წყნარი ოკეანის თასზე" სარაგბოდ, მიავლინეს სემი რანდრანდრა და ჯოსუა ტუისოვა
ამით ეშველა აფრიკას, ვისაც კვლავ აკლდნენ: ქრის დრაი, კვოხა სმით’ი, ბრანკო დიუ’პრე, სესილ აფრიკა, თიმ აგაბა, ქაილ ბრაუნ’ი და როსკო სპეკმან’ი

ჰოდა, "ბლიც ბოკემ" 10-ტურნირიან სერიაში თუმც მხოლოდ ორჯერ შემართა თასი, ქულებით მაინც აჯობა ერთბაშად 5 ეტაპის მომგებ კონკურენტს, რადგან თავად ყველგან გავიდა ნახევარ’ფინალში!

იუბერი დაგვეთხოვა

ბოლოს’წინა ეტაპს თვიქნემში, მზიან დარში, შაბათ-კვირას 81 ათასი მოსეირე დაესწრო. ოთხი ჯგუფიდან ერთადერთი – ფიჯისა – დალაგდა კანონიკურად, თითოგან კი აღინუსხა ფრე და პირისპირ მოგებით, ანაც უკეთესი სხვაობით განაწილდა ადგილები

მეოთხედ’ფინალში გავარდა ორი "ჯგუფის ჯილა". ნახევარ’ფინალში ბოლოჯერ – მეორასედ იმსაჯა აფრიკელმა ქრეიგ იუბერმა და კარიერა დაასრულა; მიწვეულმა – 2004 წლის აქეთ ნებით ნაუქმარმა ირლანდიამ ბრინჯაო აიღო, ფინალში კი ფიჯი გამოხშირულ აფრიკას გადაეყარა და სწორედ რომ რანდრანდრას წყალობით კოხტად მოუგო

ინგლისმა უშველათ

პარიზში, საყოველთაო გადაღლის ფონზე, ჯგუფები მეტად აირია: ორგან სამ-სამ გუნდმა დააგროვა ტოლი ქულა, ერთგან – ორმა და ორი თამაშიც ფრედ დასრულდა

ფიჯი 22:19 ძლია კენიამ, აფრიკა 14:12 – შოტლანდიამ, მაგრამ პირველობის ორივე მაძიებელი მაინც გავიდა ზემო პლეი’ოფში, თასზე

აქ აფრიკას ინგლისმა უშველა – მეოთხედ’ფინალში ბოლო, 26-პასიანი შეტევით დააშამათა ფიჯი. ოთხი ჯილიდან გავარდა სამი, და კინაღამ აფრიკასაც დაუცდა ფეხი – ესპანეთმა ორ სინბინზე გაუძლო, მაგრამ ოვერ’ტაიმის ბოლო წუთზე, სამ მეტოქესთან ბრძოლაში, ჯასთინ ხედულდმა მაინც გაიტანა "ოქროს ლელო"

28 კაცით

თუ ფიჯი V ადგილს (აწ უკვე გაუქმებულ სინს) მაინც აიღებდა, აფრიკას ჩემპიონობისთვის თასის მოგება დაჭირდებოდა. ასეც მოხდა. ჰოდა, წვიმაში ისევ ივაჟკაცა ჩია, ნორჩმა და მულატმა დევალდ იუმანმა, მისი ფერისავე ხედულდმა კი ჯარიმა კარშიც დაარტყა

აფრიკამ სერიაში სულ 28 კაცი ათამაშა, ყველაზე მეტი ბოჭვა შეასრულა და ჩემპიონობაც შეინარჩუნა. სამაგიეროდ, "ოლ სთარში" ერთბაშად ოთხი ფიჯელი მოხვდა

თუ "მსოფლიო რაგბის" პროპაგანდას დაეჯერება, ამ, XIX სეზონში პირველად მოხდა, რომ ჩემპიონი ბოლო ეტაპის ბოლო მატჩმა – თასის ფინალმა გამოავლინა, შემდეგი ვეება შვიდკაცა – 24-გუნდა "მსოფლიო თასი" კი 20-22 ივლისს, სან’ფრანცისკოშია დანიშნული


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XIX სეზონი * 2017-18


IX ეტაპი * 2-3/06 ლონდონ (ინგლისი)

<< ჯგუფები >> https://youtu.be/iTVGCiR_nlE

(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით)

(ა) ფიჯი 3-0, ზელანდია 2-1 / არგენტინა 1-2, შოტლანდია 0-3
(ბ) ავსტრალია 3-0, ირლანდია#(=0) / უელსი(-18) ესპანეთი(-22) 1-2
(გ) შტატები 2-0*1, ინგლისი 2-1 / კენია 1-1*1, საფრანგეთი 0-3
(დ) აფრიკა^ კანადა 2-1 / რუსეთი^ სამოა 1-2

<< მეოთხედ’ფინალი >> https://youtu.be/bGdB9poZTYI

ფიჯი (ა1) 40:7 კანადა (დ2)
შტატები (გ1) 12:22 ირლანდია (ბ2)
აფრიკა (დ1) 14:5 ზელანდია (ა2)
ავსტრალია (ბ1) 17:21 ინგლისი (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

ფიჯი 38:12 ირლანდია
აფრიკა 29:19 ინგლისი

<< ფინალი

(XIII) სამოა 34:10 შოტლანდია
ალაფა (IX) კენია 33:19 უელსი
(V) ზელანდია 26:5 შტატები
ბრინჯაო (III) ირლანდია 21:19 ინგლისი
ოქრო + თასი (I) ფიჯი 21:17 აფრიკა

<< ფიჯი

1 სევულონი მოთე’ნათანგი, 3 კალიონე ნასოკო, 4 პაულა ნდრანი’ სინუკულა, 5 სემი რანდრანდრა, 7 ჯოსუა ტუისოვა, 9 ჯერი ტუვაი^კაპ, 12 ამენონი ნასილა’სილა *
2 ჯოსუა ვაკურუ’ნამბილი, 6 ჯასა ვერამალუა, 8 ვატემო რავოუვოუ, 10 ვაისეა ნათუნქუ, 11 ერონი საუ * მწ) გარეს ბეიბერ (უელ)

<< უჩაუქესი (ბოჭვა + გარღვევა + ოფლოუდი + სოლო):

მარტინ იოსეფო (აშშ), ბილი ოდჰიამბო (კენ), ვლადიმირ ოსტროუშკო (რუს), ოუენ ჯენქინს (უელ) – 46 ქმედება

<< ქულა

167 ფიჯი (5თ: ჰემილთონ ვანქუვერ ჰონკონგ სინგაპურ ლონდონ);
160 აფრიკა (თ: დუბაი); 133 ზელანდია (თ: ქეიპ’თაუნ);
118 ავსტრალია (თ: სიდნი); 105 შტატები (თ: ლას’ვეგას);
103 ინგლისი; 101 კენია ... 42 უელსი – 25 რუსეთი (ვარდება)


ბოლო, X ეტაპი * 9-10/06 პარიზი (საფრანგეთი)

<< ჯგუფები (# მიწვეული, (+00) სხვაობით)

(ა) ფიჯი(+29) ზელანდია(+15) / კენია(-2) 2-1, სამოა 0-3
(ბ) აფრიკა(+28) კანადა(+10) / შოტლანდია(-7) 2-1, რუსეთი 0-3
(გ) ირლანდია# 2-0*1, ესპანეთი 2-1 / ავსტრალია 1-2, უელსი 0-2*1
(დ) შტატები(+33) ინგლისი(+16) 2-0*1 / საფრანგეთი 1-2, არგენტინა 0-3

<< მეოთხედ’ფინალი >> https://youtu.be/u0VPm3ISGOw

ფიჯი (ა1) 17:19 ინგლისი (დ2)
ირლანდია (გ1) 5:19 კანადა (ბ2)
შტატები (დ1) 7:33 ზელანდია (ა2)
აფრიკა (ბ1) 15:10*დდ ესპანეთი (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

ინგლისი 26:12 კანადა
აფრიკა 24:12 ზელანდია

<< ფინალი

(XIII) კენია 21:20 შოტლანდია
ალაფა (IX) არგენტინა 33:26 უელსი
(V) ფიჯი 28:7 შტატები
ბრინჯაო (III) ზელანდია 38:5 კანადა
ოქრო + თასი (I) აფრიკა 24:14 ინგლისი

<< აფრიკა

1 რიან უსტ’ჰეიზენ, 2 ფილიპ სნეიმან^კაპ, 3 დილან სეიჯ, 5 ვერნერ კოკ, 7 დევალდ იუმან, 8 სივივე სოიზვაპი, 9 ჯასთინ ხედულდ *
4 ზეინ დევიდს, 6 ჰეინო ბესუიდენ’ჰოუტ, 10 კევინ ნდლოვუ, 11 სიბელო სენატლა, 12 რუან ნელ, 13 რეინო სმით * მწ) ნილ პაუელ

<< უჩაუქესი (ბოჭვა + გარღვევა + ოფლოუდი + სოლო):

რობი ფერგიუსონ (შტლ) – 50 ქმედება



user posted image




სეზონის შვიდეული:

ამენონი ნასილა’სილა, კალიონე ნასოკო, ერონი საუ, ჯერი ტუვაი (ფიჯ);
დილან სეიჯ (აფრ); ბენ ო’დონელ (ავს); ოსკარ ოუმა (კენ)


>> თასის მფლობელი

1999-2018 (166 ეტაპი)
56 ზელანდია; 36 ფიჯი; 29 აფრიკა;
18 ინგლისი; 11 სამოა; 7 ავსტრალია;
2 არგენტინა შოტლანდია შტატები;
1 კანადა კენია საფრანგეთი


>> სერიის ჩემპიონი

ზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 3 2006, 2015, 2016
აფრიკა 3 2009, 2017, 2018
სამოა 1 2010

@

Posted by: iverieli 25 Jun 2018, 17:22
საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები საფრანგეთში გაემგზავრა
საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები დღეს საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც 5-დღიან შეკრებას გაივლის და რაგბი ევროპის გრან პრის მეორე ეტაპს ითამაშებს.

ჩვენმა გუნდმა პირველ ეტაპზე 19-20 მაისს, მოსკოვში ითამაშა და მხოლოდ ბოლო, მეხუთე თამაში მოიგო, რის შემდეგაც მე-11 ადგილი დაიკავა. მას შემდეგ 7-კაცა საქართველოში ემზადებოდა და მარტყოფის ბაზაზე 1-კვირიანი შეკრებაც გაიარა.

დღეს 14-კაციანი შემადგენლობა საფრანგეთში გაემგზავრა და ორლეანში 5-დღიანი შეკრება ექნება, რის შემდეგაც პარიზის მახლობლად, მარკუსიში, "ლე ბლეს" (საფრანგეთის ეროვნული ნაკრები) ბაზაზე ჩავა და 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს გრან პრის მეორე
ეტაპზე ითამაშებს.
ილია სპანდერაშვილი (არმაზი), ზურაბ ძნელაძე (აია), გიორგი ჭუაძე (აკადემია), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), ლაშა ლომიძე (აია), ოთარ ძაგნიძე (აია), თენგიზ პერანიძე (ლელო-სარასენსი), რეზი ხარაზიშვილი (იუნკერები), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), გიორგი გოგოლაძე (კასტანიანი, საფრანგეთი), რამაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), იოანე ხელაია (აკადემია), თორნიკე მანაგაძე (აია), სოსო მათიაშვილი (აკადემია).
https://sportall.ge/ragbi/skhvadaskhva/119998-saqarthvelos-7-kaca-ragbis-nakrebi-safrangethshi-gaemgzavra.html

Posted by: jora84 25 Jun 2018, 17:40
ვა ბალღებიც წაუყვანიათ. smile.gif

არაფერს განსაკუთრებულს არ ველი.

Posted by: davita_1977 25 Jun 2018, 17:57
ცოტა ჭუაძეს და ხელაიას წაყვანაა გაურკვეველი, რატო მიყავთ რა ბენეფიტს ელიან? სავარაუდო სანაკრრებო ან შვიდკაცაში განსაკუთრებით ძლიერი მორაგბე როცა მიგვყავს გასაგებია დანარჩენი ცოტა გაუგებარია

Posted by: giorgi77 25 Jun 2018, 22:53
ყოველ სერიაზე ახალი შემადგენლობით... საექსკურსიო ტურებია.

Posted by: Gio_G83 26 Jun 2018, 00:38
QUOTE
ყოველ სერიაზე ახალი შემადგენლობით... საექსკურსიო ტურებია.


ვინმემ შუქი მაინც აანთოს - ჩამოყალიბდება ხალხი

Posted by: jora84 26 Jun 2018, 08:45
Gio_G83

არადა შარშან რომ დაინიშნა მწვრთნელად პატივცემული, მაშინ თქვა 20-25 კაციანი ბირთვი იქნებაო, ისაო, ესაო.
მგონი დაავიწყდა რაც თქვა.

Posted by: Gio_G83 26 Jun 2018, 13:53
7_კაცას იმ ფორმით რითაც ასე 2014 დან გვაქვს ლამის აპენდიციტივით მოსაკვეთად განწირულობა რომ ემუქრება, მაგრამ იყოს მაინცო და ამიტომ არის
და რეალურად ვერ ვიყენებთ - რამე კონცეპფიას რომ დაექვემდებაროს არა?

ერთაერთი ნათელი წერტილი და ძვრა U18 7_კაცაა

ან U20 ელი ბექები მოვამზადოთ, ან ეროვნულის დიდი-10 ელი უკანახაზელები, ან არავინ და იმენაა 7-კაცას მივაწვეთ

შკინინი და გეგენავა - გასაგებია: ორივე ვეტერანია
ხარაზიშვილი, ძნელაძე, გიგოლაშვილი - ამათ ბირთვობაზეც უარს ვიტყოდი (ნელნელა მაინც)
სპანდერაშვილი და მჭედლიშვილი საერთოდ ვერ მესმის ამ ფორმაციაში, ვერც შუბითიძე
smile.gif
ი.სვანიძეს უბრალოდ არ მოვაცდენდი
smile.gif
სიჭინავა-მათიაშვილს დავტვირთავდი
ვსინჯავდი მესხს და მიმინოშვილს, მათთან ერთად კარგია იურინი და გოგოლაძეც რომ ირჯება,
ძაგნიძეს, ლომიძეს, აბჟანდაძეს, თაფლაძეს, გ.სვანიძეს, მარჯანიშვილს-ქავტარაძე-ჭიჭინაძეს ძაან ყელში ამოვუყვანდი ამ 7-კაცას
smile.gif

ნაკარავების და ბოთიების მსგავსებით 7-კაცობანას ფუფუნება მხოლოდ ფიჯის აქვს
smile.gif

Posted by: jora84 26 Jun 2018, 14:01
Gio_G83

QUOTE
ვსინჯავდი მესხს


მესხი რემონტზე ყოფილა, ტორმუზები არ უჭერს და ჰიდრავლიკას გაუსხამს biggrin.gif

QUOTE
7_კაცას იმ ფორმით რითაც ასე 2014 დან გვაქვს ლამის აპენდიციტივით მოსაკვეთად განწირულობა რომ ემუქრება, მაგრამ იყოს მაინცო და ამიტომ არის


რა სტრატეგიაც განაცხადეს იმის საპირისპიროს აკეთებენ.

Posted by: Dr NULL 26 Jun 2018, 18:53
7კაცაში არ შეიძლება ვინმე ფიჯალი მწვრთნელი ავიყვანოთ? თუ თამაშს ვერ გვასწავლის, ნერვებს მაინც ავუშლით smile.gif

Posted by: ferrari1000 26 Jun 2018, 21:22
QUOTE (Dr NULL @ 26 Jun 2018, 18:53 )
7კაცაში არ შეიძლება ვინმე ფიჯალი მწვრთნელი ავიყვანოთ? თუ თამაშს ვერ გვასწავლის, ნერვებს მაინც ავუშლით smile.gif

თვითონ ფიჯელებს ინგლისელი მწვრთნელი ყავთ კარგი ხანია და ჩვენ ფიჯელი გვიშველის ნეტა? gigi.gif

Posted by: Dr NULL 28 Jun 2018, 08:45
ferrari1000
QUOTE
თვითონ ფიჯელებს ინგლისელი მწვრთნელი ყავთ კარგი ხანია და ჩვენ ფიჯელი გვიშველის ნეტა?

ჩვენ არც ინგლისელი გვიშველის, მე ფიჯელი იმით იქნება კარგი, ხანდახან დაიყვირებს მაინც ნერვებმოშლილი , ასე შვიდკაცას თამაში არ შეიძლებაო smile.gif თორემ ჩვენებს ჰგონიათ რომ შვიდკაცას თამაშობენ

Posted by: giorgi77 29 Jun 2018, 13:18
პარიზის შვიდკაცას და შვიდქალას სტრიმი https://www.dailymotion.com/video/x6mttyp

Posted by: zaal1969 29 Jun 2018, 22:24
ძაგნიძე და ლომიძე განაცხადს მიღმა დარჩნენ, ამ ბიჭების გამოსაწრთობად მაინც გამოვიყენოთ შვიდკაცა

Posted by: tarash07 30 Jun 2018, 10:43
ჩვენები რომელ საათზე თამაშობენ ძმებო, ვერ დაწერთ?

Posted by: jora84 30 Jun 2018, 10:49
tarash07

user posted image

სტრიმი აქ: https://www.rugbyeurope.eu/live-rugby-europe-mens-womens-7s-grand-prix-series-2018-marcoussis

Posted by: Excentrifuge 30 Jun 2018, 11:44
ეს კაი შემადგენლობა ჩანს და ვითომ სერიოზული შედეგი არ იქნება?

Posted by: bernasconi1234 30 Jun 2018, 12:33
სირცხვილია გერმანიასთAნ წაგება ......

Posted by: dxm1 30 Jun 2018, 12:39
ექიმის, მასაჟისტის, მენეჯერის და ა.შ შტატს -პარიკმახერიც, რომ დავუმატოთ არა? რა უბედურებაა ეს წვერი (((((

Posted by: giorgi77 30 Jun 2018, 13:17
კარგა ხანია ჩვენი შვიდკაცა ისე დაბლა დაეცა რომ არავისთან წაგება სირცხვილი აღარაა, მითუმეტეს გერმანიასთან რომელიც შვიდკაცაში საკმაოდ კარგად თამაშობს ბოლო წლებია. 17-10 -ზე ცუდ მარცხს ველოდი.


Posted by: bernasconi1234 30 Jun 2018, 13:29
giorgi77
ეგ ფაქტი ავღნიშნე ზუსტად რო დაბალ დონეზე ვართ შვიდკაცაში და სირცხვილია

Posted by: giorgi77 30 Jun 2018, 13:32
QUOTE
ეგ ფაქტი ავღნიშნე ზუსტად რო დაბალ დონეზე ვართ შვიდკაცაში და სირცხვილია


yes.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Jun 2018, 14:27
მარკუსის I ტურის შემდეგ #7 ვართ --
დაწყებამდე #11 ვიყავით

http://site.rugby.ge/ka-GE/0/ >> ტაბლო მარჯვნივ


Posted by: Excentrifuge 30 Jun 2018, 14:59
ცუდად არ უთამაშიათ. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით რომ წინა ეტეპზე გერმანია მეორეზე გავიდა ხოლო ჩვენ ბოლოდან მეორეზე. ფრეს შანსიც იყო გარდასახვა რომ არ გეგვეცუდებინა პირდაპირ ძელებს შუიდან.

ისე იუნიორების ნახვას ველოდ. ეს შემადგენლობა ჩემთვის უცნობია.

Posted by: giorgi77 30 Jun 2018, 17:47
რუსეთთან 38-14. კარგია ორი ლელო დავდეთ მაინც.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Jun 2018, 18:34
http://site.rugby.ge/ka-GE/home/

მაგ წაგებით დავეშვით მე-8 ადგილამდე

პლეი’ოფის რვეულში დავრჩებით, თუ
1 (ერთი) ქულით მოვუგებთ პორტუგალიას
@ 21.54 საქ
და სხვაგან კატა’კლიზმები არ მოხდება

Posted by: ramazi-rugby 30 Jun 2018, 22:02
აბეზალოვკაა შვიდკაცას თამაში?
სულ რომ შევეშვათ და ეგ თანხები სხვა რამეს მოხმარდეს,არა?
თუ არც ვიცით და არც ვეშვებით...


* * *
პორტუგალია 7-36
აგერ ახლა მორჩა თამაში

Posted by: Levan ch 30 Jun 2018, 22:33
7 კაცაში ისეთი გუნდი ვართ რა, ვარლამ არავიძე რომ ეკითხება : დოქსოპულო შენ დედა გყაავს?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Jun 2018, 23:29
http://site.rugby.ge/ka-GE/home/

ჯგუფში დავიკავეთ ბოლო ადგილი
კვირას ვითამაშებთ ალაფაზე [IX - XII ადგილი]
ნახ’ფინ @ 10.45 ესპ = იქეთა წყვილია პოლ - შვდ
* * *
რო დავაკვირდი, 10.45 არა’სწორად მეჩვენა

არა მგონია, 13.28-მდე გვათამაშონ

Posted by: Excentrifuge 1 Jul 2018, 07:21
ramazi-rugby
QUOTE
აბეზალოვკაა შვიდკაცას თამაში?
სულ რომ შევეშვათ და ეგ თანხები სხვა რამეს მოხმარდეს,არა?

ოლიმპიური სახეობა და ამიტომ შეიძლება პირიქითაც კია. მაგის თამაშს შემოაქვს ფული რაგბიში.

QUOTE
თუ არც ვიცით და არც ვეშვებით...

ნამდვილად სამარცხვინოა ასეთი თამაში. სრულიად არაორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. ტაქტიკური მონახაზის უქონლობა. შეტევა როგორ განახორციელონ აზრზე არ არიან. მწვრთნელის ხელი არ ეტყობა.

Posted by: jora84 1 Jul 2018, 07:24
Excentrifuge
QUOTE
მაგის თამაშს შემოაქვს ფული რაგბიში.


ზღაპარია, ყოველშემთხვევაში ჩვემთან.

Posted by: Excentrifuge 1 Jul 2018, 07:37
jora84
სამინისტროდან ოლიმპიური სახეობების დაფინანსების პროგრამა არ არის?

საერთოდ სპორტის სახეობის ოლიმპიადაში ჩართვის ერთერთი ეფექტი ის არის რომ დაფინანსება შემოდის სახელმწიფო პროგრამებიდან. კონკრეტულად ჩვენთან რა ხდება არ ვიცი.

Posted by: jora84 1 Jul 2018, 09:39
Excentrifuge

არ მოდის დაფინანსება კონკრეტულად შვიდკაცასთცის.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 1 Jul 2018, 11:30
ამათაც უსწავლიათ ეგეთი ფოტოს გადაღება,
მაგრამ რუსი აკლიათ = არ დაიბარეს? დათვრა? დაავიწყდა?

user posted image


Posted by: giorgi77 1 Jul 2018, 11:50
ლუკასა და ნიკოს მამა

ყველაფერი ერთად - არ დაიბარეს, დათვრა, დაავიწყდა biggrin.gif

გავაერთიანოთ ეს თემა იუმორთან

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 1 Jul 2018, 12:54
რაგბი ევროპიდან არ ირთვება,
მაგრამ ადესელებმა მაინც გააჩალიჩეს
https://rugger.info/news/20883

Posted by: jora84 1 Jul 2018, 14:11
ლუკასა და ნიკოს მამა

რაგბი ევროპიდან ვუყურე მე.

ჩვენებმა ესპანელებს მოუგეს ჰოი საოცრებავ biggrin.gif

Posted by: Excentrifuge 1 Jul 2018, 14:29
მეცხრე ადგილისთვის პოლონეთს შეხვდებიან.

ყურება ალბათ ყველას დეილი მოუშენზე ჯობია: https://www.dailymotion.com/RugbyEurope

Posted by: giorgi77 1 Jul 2018, 17:13
ერთი არ მესმის... უკვე მერამდენედ ვხედავ. მწრთვნელის დარიგებაა ეტყობა biggrin.gif როცა ჩვენიანს შეუძლია წინ წავიდეს ბურთით ეგერევე პას აკეთებს ხაზზე.. + ძირითადად ცუდი პასებია.

წინ 10 მეტრში არავინ უდგას და მაინც როგორც იღებს ბურთს ეგრევე ხაზზე გააქვს... შედეგად წინსვლა არაა როგორც წესი. თან ყველა გადაცემა ადგილზე ხდება გაჩერებულ-გასეშებულ მოთამაშეებზე

Posted by: Excentrifuge 1 Jul 2018, 18:18
QUOTE
თან ყველა გადაცემა ადგილზე ხდება გაჩერებულ-გასეშებულ მოთამაშეებზე

პლიუს უკვე დაკეტილზე, წინ რომ უდგას კაცი და არაფრის პერსპექტივა რომ არ აქვს. მერე ის უკან უბრუნებს აბა სხვა რა ქნას. ხოდა ასე ერთ ადგილას დგანან და ხაზზე აბოდიალებენ ბურთს სანამ არ შეხუთავენ.

ამისთანა უტვინო და უნიჭი დიდი ხანი არაფერი მინახია რა. ბოლო იყო ჩემი რაგბი 7ის ყურება.


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 Jul 2018, 13:47
გუშინ იმ ბედოვლათ "რაგბი ევროპას " საითიც მოეშალა ფინალების წინ

დღეს ვითომ გაასწორეს და ყველა ტურნირისა და რაგბის სახეობის თამაში ერთმანეთშია არეული

@

ორი ეტაპის შემდეგ -- რჩება ორი (ბოლო სექტემბერშია, პოლონეთში)

http://site.rugby.ge/ka-GE/0/ ტაბლოზე

ეტაპზე დავიკავეთ X ადგილი

ქულა: 40 ირლ@, 36 გერ@, 26 ინგ რუს@ --
24 იტა სფრ, 18 პორ, 10 ესპ უელ -- 5 საქ პოლ, 4 შვდ
@ მიდიან ჰონკონგის შესარჩევზე 2019

შემდეგი ეტაპი: 7-8/07 ექსეთერ (ინგ)

@

თუ ეგრე გაგრძელდა, "გრან პრი"ზე დასარჩენად უნდა ვიზრუნოთ --
გაისად ჰონკონგში ვერანაირად ვეღარ მივდივართ

@

Posted by: jora84 6 Jul 2018, 11:37
ექსეთერის ეტაპზე ითამაშებენ



ილია სპანდერაშვილი (არმაზი), ზურაბ ძნელაძე (აია), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ლაშა ლომიძე (აია), სოსო მათიაშვილი (აკადემია), თენგიზ პერანიძე (ლელო-სარასენს), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), რეზი ხარაზიშვილი (იუნკერები), რამაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), იოანე ხელაია (აკადემია), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს), ოთარ ძაგნიძე (აია).

Posted by: tarash07 7 Jul 2018, 15:27
ჩაგვინაცვლებია მჭედლიშვილი და გოგოლაძე(წვერებიანი ბიჭი გოგოლაძეა თუ არ ვცდები),დაგვემატა ლომიძე და ძაგნიძე.
მათიაშვილიმა ვინ შეცვალა ვერ ვიხსენებ.
ძმებო ჩვენი დროით რომელზეა თამაშები ვერ დაწერთ?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Jul 2018, 15:33
წერია კავშირის ტაბლოზე
http://site.rugby.ge/ka-GE/0/

16.20 ინგლისი
18.43 რუსეთი
21.28 პოლონეთი

დააჭერთ და სთირმიც გაიღება

@


Posted by: tarash07 7 Jul 2018, 15:33
ლუკასა და ნიკოს მამა
ბატონო ზაალ დიდი მადლობა.

Posted by: jora84 7 Jul 2018, 16:40
მომეჩვენა თუ ინგლისი 6 კაცით იყო? spy.gif


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Jul 2018, 17:53
სმართ’ფონაზე ვუყურებდი და კიდევ კარგი, ჩამეძინა
რომ გამომეღვიძა, 5:43 ეწერა

@

მოკლედ, რაკი პოლონეთი ატარებს ლოძის ეტაპს,
თურმე -- მაგის წყალობით -- არ ეხება გავარდნა

ჰოდა, კონკურნტად გვერჩება შვედეთი,
ვისაც სერიის კიბეზე ვუსწრებთ 1 ქულით,
ექსეთერის ჯგუფურ ოღრაშობაში კი -- უკეთესი სხვაობით




Posted by: zaal1969 7 Jul 2018, 19:14
ჩვენი შვიდკაცა თუ ვინმეს აღელვებს არ ვიცი,მაგრამ რუსებთან თამაშისას კომენტატორები ერთობოდნენ საკაიფოდ, ცენტრიტად ბურთის შემოტანისას ბურთს ზურგით შევხვდით და თავში მოხვდა მიმღებს,ეგეთს იშვიათად ნახავ და ისიც ჩვენი შესრულებით, მოკლედ ჩვენი შვიდკაცა თავისას არ იშლის და როდემდე საინტერესოა?!

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 7 Jul 2018, 19:19
ასე აღუდგენიათ წინა ეტაპზე გაფუჭებული საითი
https://www.rugbyeurope.eu/competitions/2018-men-7s-grand-prix-series-v2

Posted by: jora84 7 Jul 2018, 19:33
zaal1969

ტაბუცაძე იყო ეგ.

შესვენებაზე ლეჟავას დარიგება გაიგე? უფრო მეტი ვეჯაჯგუროთო lol.gif

Posted by: zaal1969 7 Jul 2018, 19:38
jora84
QUOTE
შესვენებაზე ლეჟავას დარიგება გაიგე? უფრო მეტი ვეჯაჯგუროთო

და ჯაჯგურშიც ვერ ვართ, რუსები გვჯობიან ერთი ერთზეც.
პოლონეთი უგებდა ინგლის და როგორ დამთავრდა? ეს პოლონეთიც მოგვიგებს ვითომ?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Jul 2018, 19:46
მოუგო ინგლისმა 19:12

მყარად ვსუფევთ 11’ ადგილზე

თუ პოლონეთს მოვუგებთ,
შეიძლება მაინც ვერ შევიდეთ პლეი’ოფის რვეულში --
"ა" ჯგუფის ორი მაჩანჩალაც ერთმანეთს ხვდება,
ოღონდაც ... ჩვენამდე

ზოგადად >> http://site.rugby.ge/ka-GE/home/
დაწვრილებით >> https://www.rugbyeurope.eu/competitions/2018-men-7s-grand-prix-series-v2

@

Posted by: jora84 7 Jul 2018, 19:47
zaal1969

ინგლისმა მოიგო 19:12.

იოლი მოსაგები არ იქნება პოლონელებისთვის.

Posted by: jora84 7 Jul 2018, 21:51
ჩვენებს წიწაკა წაუსვა ვინმემ? რა ირბინეს biggrin.gif უნდა აღინიშნოს, რომ მეტწილად ნორჩებმა ირბინეს.

5-8 პლეიოფში გავედით, წესით შვედებს უნდა გავუზაედოთ ქულათა სხვაობა.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Jul 2018, 22:30
1-8 პლეი’ოფია აქა
http://site.rugby.ge/ka-GE/home/

ვეთამაშებით ირლანდიას პირველსავე მეოთხედ’ფინალში
@ 14.30 საქ

Posted by: jora84 8 Jul 2018, 14:49
რა სირბილი ცოდნია სპანდერას biggrin.gif

12:22 წავაგეთ ირლანდიელებთან.

Posted by: giorgi77 8 Jul 2018, 15:11
ვერ ბოჭავენ... გადაცემა არ იციან, სირბილი მხოლოდ პირდაპირ სწორ ხაზზე...

ტურისტების ნაკრები.

საქართველოს ასეთი სუსტი ნაკრები არ უნდა ყავდეს.... მიზანი თუ მხოლოდ ახალგაზრდებისთვის პრაქტიკა და ტურიზმია, გადაარქვან სახელი... ეროვნული ნაკრები სხვა განზომილებაა, და შვიდკაცაც უკვე პროფესიული სპორტია.

დაარქვან სხვა სახელი.. საქართველოს პირატები ან რამე ეგეთი biggrin.gif უამრავი ტურნირები იმართება შვიდკაცაში, სადაც შეიძლება გართობა.

Posted by: davita_1977 8 Jul 2018, 15:37
QUOTE (giorgi77 @ 8 Jul 2018, 15:11 )
ვერ ბოჭავენ... გადაცემა არ იციან, სირბილი მხოლოდ პირდაპირ სწორ ხაზზე...

ტურისტების ნაკრები.

საქართველოს ასეთი სუსტი ნაკრები არ უნდა ყავდეს.... მიზანი თუ მხოლოდ ახალგაზრდებისთვის პრაქტიკა და ტურიზმია, გადაარქვან სახელი... ეროვნული ნაკრები სხვა განზომილებაა, და შვიდკაცაც უკვე პროფესიული სპორტია.

დაარქვან სხვა სახელი.. საქართველოს პირატები ან რამე ეგეთი biggrin.gif უამრავი ტურნირები იმართება შვიდკაცაში, სადაც შეიძლება გართობა.

რაგინდა ირლანდია საუკეთესო გუნდია, ცოტა გაუგებარი კია მიზანი მაგრამ ხანდახან არაუშავთ

Posted by: dishosdzisdze 8 Jul 2018, 17:00
შვიდჯაჯგურა...
ქართველი მოშვიდმოჯაჯგურეები უფრო სწორია, თუ შვიდმოჯაჯგურეები???

Posted by: tarash07 8 Jul 2018, 18:02
მშვენივრად შევუსრულეთ გერმანიას.

Posted by: AVIATORI01 8 Jul 2018, 19:28
დავიჯერო ორი 18 წლის ბავშვის და მათიაშვილის დამატებამ მოიტანა ეს გარდატეხა? wow.gif wow.gif

Posted by: jora84 8 Jul 2018, 19:52
AVIATORI01

გინდ დაიჯერე გინდ არა, სოსო, ლომიძე და პატარა ხარაზიშვილი ძირითადი მოთავეები არიან ამ შედეგის smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Jul 2018, 20:23
http://site.rugby.ge/ka-GE/home/

V-VI 20.54 უელსი

ქულა: 54 ირლ@, 44 ინგ რუს@, 42 გერ@,
32 პორ, 30 სფრ, 27 იტა#, 20 უელ, 15 საქ, 14 ესპ#, 7 პოლ#, 5 შვდ#

ფინალთა მოგებულებს დაემატებათ 2-2 ქულა (# ამათ უკვე მივუმატე)
@ მიდიან ჰონკონგის შესარჩევზე 2019
პოლონეთს "გრან პრი"დან გავარდნა არ ეხება

ბოლო ეტაპი: 8-9/09 ლოძ (პოლ)

@

Posted by: jora84 8 Jul 2018, 20:48
ლუკასა და ნიკოს მამა

ორი ვარდება ბატონო ზაალ თუ ერთი?

ჩვენ ამ ეტაპის ქულები დაგვიმატეთ უკვე?

Posted by: zaal1969 8 Jul 2018, 21:14
ეს აუტი რამ მოაფიქრათ, ვინმე მხტომელი გვყავდა თუ ბურთის ამგდები, შეუტია ხელით რა! 7 კაცაში შეტევა სულ წინ არის და აქ ბურთი მოსაგები გაიხადეს აუტით

Posted by: Werner Voss 8 Jul 2018, 21:14
რა გააკეთეს ბოლოს, აჩუქეს რასაც ქვია უელსს მოგება, არადა რა კარგად ითამაშეს
7 კაცა პრიორიტეტული რო გავხადოთ და სისტემური სახე მივცეთ მანდაც ხოშიანი გუნდი გვეყოლება

Posted by: AVIATORI01 8 Jul 2018, 21:20
ეს ლომიძე საიდან მოიყვანეს, რა არის ბურთი ხელიდან უვარდება და გაჭრას ეგ ვერ კათებს და ვერაფერი, მითხარით ერთი თუ ნეპოტიზმით არაა გაქაჩული რა უნდა ამ 18 წლის ბავშვს ამ გუნში

Posted by: zaal1969 8 Jul 2018, 21:22
20 წლამდელების სვანიძე რატომ არ ჰყავთ ნაკრებში, უნდა ითამაშოს მან 7 კაცა და თან წაადგება კიდეც უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად
* * *
AVIATORI01
QUOTE
ეს ლომიძე საიდან მოიყვანეს, რა არის ბურთი ხელიდან უვარდება და გაჭრას ეგ ვერ კათებს და ვერაფერი, მითხარით ერთი თუ ნეპოტიზმით არაა გაქაჩული რა უნდა ამ 18 წლის ბავშვს ამ გუნში

ხარაზიშვილუს ლელო ანუ ჩვენი ბოლო ლელო ვინ შექმნა? პატარებს უნდა მისცენ თამაშის საშუალება და ამით გამიცდილებასთან ერთად დახვეწენ ტექნიკას

Posted by: ferrari1000 8 Jul 2018, 21:26
AVIATORI01
რას ამბობ საკმაოდ კარგად ჩაატარა ეს ტურნირი, ერთ-ერთი საუკეთესოც კი იყო. 20 წლამდეპებშიც კარგად ითამაშა. საერთოდ უადგილოა ნეპიტიზმზესაუბარო ამ შემთხვევში.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Jul 2018, 21:35
ვარდება ერთი, ოღონდ არა პოლონეთი

ფინალთა წინ ქულათა წინდაწინ მიმატება არითმეტიკული ოინია:
დაუმატებ წაგებისთვის სარგო მინიმუმს და თუ მოიგებს გუნდი, კიდევ 2 ქულას
(( ეგრეა ამ სერიაში პირველი რვა ადგილის შემთხვევაში ))

ბრინჯაოსა და ოქროს ფინალთა წინ ასეთი ვითარებაა:

54 ირლ@, 44 ინგ რუს@, 42 გერ@,
32 პორ სფრ, 27 იტა, 22 უელ, 15 საქ, 14 ესპ –
7 პოლ, 5 შვდ

* * *
მორჩა ეხლა ბრინჯაოსი და ირლანდიას გაუხდა 56

Posted by: jora84 8 Jul 2018, 22:02
AVIATORI01

აბა ბიჭო, რაგბში მაინც არ იყო ეგეთები და აქაც დაიწყეს, მაგრად ტეხავს რა.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Jul 2018, 22:11
სამი ეტაპის ჯამი
(( თუ რამე არ შემეშალა -- ჯამთა ჯამი სამის ჯერადი უნდა იყოს ))

ქულა: 56 ირლ@, 46 ინგ, 44 რუს@, 42 გერ@,
32 პორ სფრ, 27 იტა, 22 უელ, 15 საქ, 14 ესპ –
7 პოლ, 5 შვდ | პოლონეთს გავარდნა არ ეხება
@ მიდიან ჰონკონგის შესარჩევზე 2019
* * *
ავჯამე და სწორია: 342 = 3 * 114 (მაგდენი რიგდება ყოველ ეტაპზე)

Posted by: davita_1977 9 Jul 2018, 10:43
QUOTE (jora84 @ 8 Jul 2018, 22:02 )
AVIATORI01

აბა ბიჭო, რაგბში მაინც არ იყო ეგეთები და აქაც დაიწყეს, მაგრად ტეხავს რა.

საიდან მოგაქვთ? ლომიძე ერთერთი საუკეთესოა ქართველ ახალგაზრდებს შორის. ეხლა დამთავრებული 20 წლამდელების მსოფლიოზეც აღიარეს როგორც ერთერთი საუკეთესო თავის პოზიციაზე მიუხედავად იმისა რო ჯერ პატარაა და კიდევ 2 წელი მოუწევს თამაში, ეს შვიდკაცაც მშვენივრად ითამაშა და თუ რამე შეცდომა მოუვიდა არ შეიძლება მაგის გამო ესეთი ლაპარაკი, საერთოდ ლოგიკურობასთან ეჭვს აჩენთ ამ ნაკრებში გასკრიტიკებელს როცა მარტო ლომიძეს ხედავ sad.gif(((

Posted by: SGG 9 Jul 2018, 11:27
გაიხუმრა ხალხო smile.gif) მსოფლიოს წინ აქ ვიღაცამ დაწერა,პროტექციითაო ნაკრებში და მაგაზე გაიღადავა smile.gif)

Posted by: davita_1977 9 Jul 2018, 11:39
QUOTE (SGG @ 9 Jul 2018, 11:27 )
გაიხუმრა ხალხო smile.gif) მსოფლიოს წინ აქ ვიღაცამ დაწერა,პროტექციითაო ნაკრებში და მაგაზე გაიღადავა smile.gif)

smile.gif ეხლა ვუყურე ყველა თამაშს და დაფრინავდა კაციsmile.gif ისე პატარა ხარაზიშვილიც რა მაგარი ბიჭია მაგრად მომეწონა

Posted by: jora84 9 Jul 2018, 11:40
SGG

არ გაცლიან ტროლაობას რა, არადა დემე ფორით მისწრებს უკვე biggrin.gif

davita_1977

ლომიძე, სოსოია, პატარა ხარაზიშვილი და ძაგნიძეს დავამატებდი, მიყოლაში ძაან მაგარი იყო.
სვანიძეც შეიძლება დადგეს ნორმ მოშვიდკაცე.

Posted by: ferrari1000 9 Jul 2018, 13:28
jora84
მფრინავმა რო დაწერა ვიეჭვე ხუმრობს თქო მაგრამ შენც რო დაწერე დავრწმუნდი შენ რო დაწერ gigi.gif

გეთანხმებ შეფასებაში, ერთი ძაგნიძე არ მომეწონა. ტაბუცაძე მონეწონა კიდე. ან სერიებზე ბევრი ლელო დადო, გაგლეჯვაზეც კარგი იყო, და დამცველებსქც შენოურბინა სისწრაფის ხარჯზე. და ერთხელ მახსოვს ხაზი რო გაგვიჭრეს ამოუქაჩა დისტანცია და კაი შებოჭა. სპანდერაშვილსაც ქონდა კარგი მომენტები.

ლომიძე, სოსოია, პატარა ხარაზიშვილი, ტაბუცაძე. + მიმინოშვილი, სვანიძე, სპანდერაც კიდე მოიძებნება ხალხი და ნირნალური 7 კაცა შეიკრება. პროსტა სოსო 15 კაცაში გვინდა და...

Posted by: otia-83 9 Jul 2018, 13:43
მარჯანიშვილი ყველაზე სწრაფი მორაგბეა 20 წლამდელებშიო და მაგასაც თუ გამოსცდიან კარგი იქნება, 7 კაცას მასეთი სწრაფი ბიჭები სჭირდება.

Posted by: zaal1969 9 Jul 2018, 13:57
მარჯანიშვილი სწრაფია და ჯანსაც მოუმატებს, მთავარია ტაქტიაკა და უნარ-ჩვევები დახვეწოს
ლომიძე კარგი 12 დადგება თუ სწორ თამაშსაც ასწავლაინ და 12-ზე თამაშის პრაქტიკაც ექნება გუნდში, ანუ დარტყმაზე და გაგლეჯვაზე თამაში შემდგომ სისწრაფეში პასი-ოფლოუდით
20 წლამდელების სვანიძეს შეუძლია კარგი 13 იყოს,მთავარია სწორი მიმართულებით იაროს და ივარჯიშოს
თაფლაძე , ქავთარაძე და მიქანაძეც უნდა დატვირთონ შვიდკაცაში

Posted by: jora84 9 Jul 2018, 13:58
ferrari1000

ძაგნიძეს მიყოლა მომეწონა, ყველა გამჭრელს ბოლომდე მიყვა. ისე დიდებში გაუჭირდება, ფრთისთვის ნელია, ცენტრისთვის ტანი არ უწყობს ხელს.

სპანდერა ამ ეტაპზე კარგი იყო, აღარ იწყებდა ჭიდაობას.

სვანიძეს კარგი ფინტი და სასტარტო სისწრაფე აქვს, ცენტრში გამჭრელად შეიძლება გამოდგეს.

ნელნელა იკვეთებიან ის ბიჭები ვისაც ოლიმპიადის შესარჩებისთვის უნდა დაეყრდნოს სამწვრთნელო შტაბი.


Posted by: Gio_G83 9 Jul 2018, 14:19
QUOTE
ნელნელა იკვეთებიან ის ბიჭები ვისაც ოლიმპიადის შესარჩებისთვის უნდა დაეყრდნოს სამწვრთნელო შტაბი.


გელა იქნებოდა საინტერესო, მარგამ ვინ მოგვცემს სა_7_კაცედ

Posted by: davita_1977 9 Jul 2018, 14:44
კომენტატორი სულ იმეორებდა რო სწრაფად გადაწყვეტილების მიღების უნარი ძალიან მნიშვნელოვანია შვიდკაცაშიო, ელემენტარულ პატარა შეცდომებს რო გამოვასწორებთ რამდენიმე კაი ბიჭს დავმატებთ ნამდვილად შეიძლება წარმატებაზე ვიფიქროთ.

ისე კვესელაძე და კოშაძეც საინტერესოები არიან, ორივე სწრაფი, სხარტი და მობურთალია

Posted by: Dr NULL 9 Jul 2018, 15:03
QUOTE
გელა იქნებოდა საინტერესო, მარგამ ვინ მოგვცემს სა_7_კაცედ

ეგრე, აფრასიძეს რას უწუნებ smile.gif

Posted by: jora84 9 Jul 2018, 15:15
Dr NULL

საშვიდკაცოდ ვინ მოაცდენს გელას biggrin.gif მითუმეტეს მომავალ წელს.

Posted by: Gio_G83 9 Jul 2018, 21:48
QUOTE
გელა იქნებოდა საინტერესო, მარგამ ვინ მოგვცემს სა_7_კაცედ

ამის პასუხად
QUOTE
ეგრე, აფრასიძეს რას უწუნებ

დაწუნება სად დაინახე?

Posted by: Dr NULL 9 Jul 2018, 23:19
Gio_G83
QUOTE
დაწუნება სად დაინახე?

ცუდად წავიკითხე, თედოს ველოდი უკვე წაკითხვამდე. მე ბოდიში smile.gif

Posted by: giorgi77 19 Jul 2018, 15:09
ამ პარასკევს, შაბათს და კვირას შვიდკაცას მსოფლიო თასია სან-ფრანცისკოში


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Jul 2018, 15:21
БЭЗБОЛ-ის მაედანს ხაზამენ, მააშ!

user posted image


БЭЗБОЛ იწერებოდა სტალინის ხანაში და კიდევ РЭГБИ

user posted image


* * *
კაცთა განრიგი >> https://www.rwcsevens.com/fixtures-men

სისტემა >> ჯერ’არნახული

user posted image


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Jul 2018, 12:16
user posted image

user posted image


Posted by: giorgi77 23 Jul 2018, 11:30
ორივე თასი ზელანდიამ მოიგო. რამდენიმე თამაშს ვუყურე და თვალში რაც მომხვდა ცარიელი ტრიბუნები... მგონი სან ფრანცისკომ ამ კომპონენტში მოსკოვსაც აჯობა biggrin.gif მაგარი არჩევანი გააკეთა მსოფლიო რაგბიმ, ყოჩაღ.

გასაგებია რომ ამერიკის და იაპონიის სარაგბო ბაზარს ყველანარი ხელშეწყობა აქვს ირიბისგან მაგრამ დაძალებით არაფერი არ გამოდის კარგად....


Posted by: xDavid_S 23 Jul 2018, 12:44
user posted image

Posted by: Gio_G83 23 Jul 2018, 13:22
xDavid_S
https://forum.ge/?showtopic=34467737&view=findpost&p=53143734

ამაზე ის გამახსენდა მიხომ რომ კენგურუ ნახა
მდედრი კენგურუს მუცლიდან შვილი კენგურუ იყურებოდა და პირველად ვნახე ის პატრონს ასე ჰგავდესო
user posted image

Posted by: SGG 23 Jul 2018, 13:27
giorgi77

ხუმრობ? რა ცარიელი ტრიბუნები, ერთი კვირით ადრე
ყველა სამდღიანი აბონიმენტი გაყიდეს.
აბსოლუტურად ყველა რეკორდი მოხსნა ამ მსოფლიო ჩემპიონატმა შემოსავლების მხრივ.

დილის თამაშებზე რა თქმა უნდა ცარიელი იყო და გადამწყვეტ თამაშებზე
თითქმის სავსე და სანამ ამერიკა გამოვარდებოდა, გადაჭედილი.
9 საათი ვერავინ ვერ დაჯდება სტადიონზე.

100 ათას ბილეთზე მეტი გაყიდეს. 80-დან 300 დოლარამდე
ღირდა ერთი დღის ბილეთი. რა შემოსავალზეა საუბარი, დაიანგარიშეთsmile.gif

Posted by: giorgi77 23 Jul 2018, 14:11
SGG
ეტყობა მე შევესწარი ეგეთ თამაშებს. თითზე ჩამოსათვლელი მაყურებელი იყო.

ფინალზე თუ მივიდა ხალხი. დიდი არაფერი. ფული გასაგებია რომ აშუშუში არის, იაპონიაშიც, და ღრუსეთშიც... მაინც მე პირადად არ მსიამოვნებს ხელოვნური კულტივაცია და ფავორიტიზმი. თან ამ ყველაფრის ამოსავალი წერტილი - ფულია.

Posted by: SGG 23 Jul 2018, 14:23
giorgi77

შვიდკაცაზე სტადიონი ივსება ყოველთვის საღამოსკენ, როცა გადამწყვეტი თამაშები
მოდის. ირლანდია- უგანდის დილის თამაშს ვინ დაესწრება, ზედიზედ 3 დღე, 9-9
საათი სტადიონზე რომ დაჯდე, გიჟი უნდა იყო და არსად ეგ არ ხდება.

აქ ჩანს რამდენი ხალხია

https://twitter.com/worldrugby7s/status/1021126792172601344?s=21


არანაირი ხელოვნური კულტივაცია არაა, ამერიკაში ძალიან პოპულარულია შვიდკაცა
და ამ მსოფლიომაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ლას ვეგასის ეტაპი, ჰონგ კონგის ეტაპის
მერე საუკეთესოა მსოფლიო სერიებზე. რუსეთისგან განსხვავებით, აქ ხალხი იხდის ფულს
და გაზის მილზე არ არიან მიერთებული.




Posted by: xDavid_S 25 Jul 2018, 14:46
ტვ რეიტინგი

http://www.showbuzzdaily.com/articles/skedball-weekend-sports-tv-ratings-7-21-22-2018.html

Posted by: SGG 25 Jul 2018, 15:36
xDavid_S


სერიოზული ციფრებია,ამ შაბათ-კვირის ერთ-ერთI მთავარი სპორტული მოვლენა იყო ამერიკაშI.
ტან ნასკარი მანდ რელიგიის პონტშია.
ამერიკაში რომ ერთ დღEში მილიონ 360 ათასი კაცი გიყურებს ტელევიზიით, რას ნიშნავს წარმოიდგინე.

ჩაგვიქროლებენ ეგენი ქორივით მალე.

Posted by: Werner Voss 25 Jul 2018, 18:26
SGG
QUOTE
ჩაგვიქროლებენ ეგენი ქორივით მალე.

თუ რაგბის პოპულარობა გაიზარდა და სერიოზულად მოკიდეს ხელი, ჩვენზე უკეთესებსაც კარგად ჩაუქროლებენ, იმხელა რესურსების და ისეთი პროფეიონალი ხალხის ქვეყანაა, თან რა კომპონენტებიც რაგბს ჭირდება: კარგი ფიზმომზადება, მძლეოსნობა და ძალისმიერი სახეობები, ყველაფერში გურუები არიან.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 25 Jul 2018, 19:55
user posted image

ჰაკა ბეისბოლის არენაზე

ზელანდიის შვიდკაცა ჩვეულად დაირაზმა და
სან-ფრანცისკოში გათამაშებული "მსოფლიო თასი" შეინარჩუნა


Ovaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ შედეგები და ცხრილი -- ქვემოთაა! ))

რაც შვიდკაცა გაოლიმპიურდა, ოთხი ტიტული ლამის თანაბრად ფასობს: ოლიმპიური ოქრო, მსოფლიო თასი და თანამეგობრობის ფალავნობა 4 წელში ერთხელ თამაშდება, მსოფლიო სერია კი ყოველ’წლიურია და 10 ეტაპს მოიცავს

კივები ამ სერიის 12-გზის ჩემპიონები (2000-14) არიან, მაგრამ ბოლო ხანს ისე დასუსტდნენ, რომ ოთხ სეზონში ფიჯსა და აფრიკას ძაან ჩამორჩნენ – 39 ეტაპიდან 5’ღა მოიგეს!

და მაინც, საქმე კინკილა – და არა სერიულ – ოქროზე რომ მიდგება, "ოლ ბლექს სევენსს" ბადალი არა ჰყავს ხოლმე: ძალებს სასწაულად მოიკრებს და დედა’კაცებთან ერთად, დუბლსაც ახერხებს!

http://ovaluri.comxa.com/2018/S5/08_7COM-SNG.htm
ასე მოხდა წლეულს აპრილში, "თანამეგობრობაზე" და იანკეთშიც იგივე გამეორდა. მეტიც: მსოფლიოზეც იგივე ოთხი ბობოლა მოექცა ამქარს თავში, რაიც გოულდ’ქოუსთზე

რევოლუციური ფორმულა

არადა, ჯგუფები და ქულები სერიაზეც კმარაო და ორგანიზატორებმა რევოლუციური ფორმულა შეიმუშავეს: ვაჟთა 24 და ქალთა 16 გუნდი "სრული ოლიმპიური" სისტემით აჩაუქეს – წაგებულებიც ბოლომდე აბურთავეს და ფინალებში უკლებლივ ყველა ადგილი გაათამაშებინეს

ასპარეზიც ჯერ’არნახული იყო – ბეისბოლის სტადიონი, რომელსაც ემასპინძლა ამერიკული ბურთაობის, ევროპული ფეხბურთის, ავტო’ რბოლის, სნოუ’ბორდისა და კონცერტებისთვისაც, ხოლო სარაგბოდ პირველად ახლაღა გადაკეთდა >> https://youtu.be/jUzmJUhZgxc

ოლიმპიური სისტემა ფრეს არა სცნობს, მაგრამ ვაჟთა 52 თამაშში სულ ორჯერ დაინიშნა "დამატებითი დრო ოქროს ქულამდე". მასპინძლის ჯიბრზე, "არწივები" მეოთხედ’ფინალში, შაბათის ბოლო მატჩში, ეგრე შეიწირა დედა’ინგლისმა – თომ მიჩელმა ფილ ბერჯესს გადაუკიდა

დილის ხუთზე

უკეთესი რვეული პირველ რაუნდში ისვენებდა. მერვედ’ფინალში იერარქია ერთ წყვილშიღა დაირღვა – ავსტრალია საფრანგეთთან დამარცხდა, ალაფაზე დაიძირა და X ადგილიღა დაიკავა

შტატებმა VI ადგილზე დააფინიშეს. XVII ადგილის სარგო ფიალა ჩილემ ჩაიბარა, IX ადგილის ალაფა (სინი ასე მოინათლა) – ირლანდიამ, ოლიმპიური ჩემპიონი ფიჯი კი ბოლო ორ მატჩში დამარცხდა

http://ovaluri.comxa.com/2018/S6/15_7LON-PAR.htm
სერიის ჯილა – უსტაბილურესი "ბლიც ბოკე" ინგლისმა დალახვრა, მაგრამ ფინალში ვეღარაფერი მოუხერხა კივებს. ეს თამაში ჩვენებურად ორშაბათს, დილის ხუთზე დაიწყო

სხვისი კვართით

ქალების ფინალები კალიფორნიულად შაბათს იყო და მაყურებელი მოისაკლისა. რიოს ჩემპიონი ავსტრალია ნახევარ’ფინალში გააგდო საფრანგეთმა, ამას კი "ბლექ ფერნზ სევენსმა" ფინალი * 29:0 მოუგო

ზელანდიელმა ჩემპიონებმა სხვადასხვა – სქესის შესაფერი ჰაკები შეასრულეს. შედგა ტურნირის "შესანიშნავი შვიდეულიც". მასში მოხვდა სამი ინგლისელი (!), ერთი კივი და სამიც – სხვისი (!) კვართით მოშვიდკაცე ფიჯელი

უმაგალითო ინციდენტი

სხვაფრივ, ჩინებულ ტურნირს უმაგალითო ინციდენტმა მიაყენა ჩრდილი. შაბათს მოედანზევე იჩხუბეს უელსმა და სამოამ. საქმის გარჩევა კულისებისკენ მიმავალ გვირაბშიც გაგრძელდა

ჰოდა, სამოელმა გორდონ ლენგ’ქილდმა ცხვირი და ყვრიმალი რომ ჩაუმტვრია თომ ვილიამსს და სხვა ორიც სცემა, იმ ღამესვე დაიჭირეს და გაასამართლებენ "სხეულის განზრახ მძიმედ დაზიანებისთვის"


შვიდკაცის მსოფლიო თასი * 2018

ეი’თი ენდ თი @ სან ფრანცისკო (აშშ)

მოსკოვი 2013 >> http://ovaluri.comxa.com/2013/N7/01_7WC.htm


პარ 20/07 რჩეული >> https://youtu.be/CJzeNp__LEg

<< მეთორმეტედ’ფინალი [წაგებულები >> ფიალა]

კენია 19:7 ტონგა
კანადა 29:21 პაპუასეთი
საფრანგეთი 50:0 იამაიკა
უელსი 33:12 ზიმბაბვე
სამოა 45:7 უგანდა
რუსეთი 21:7 ჰონკონგი
იაპონია 33:7 ურუგვაი
ირლანდია 17:12 ჩილე

<< მერვედ’ფინალი [წაგებულები >> ალაფა]

შოტლანდია 31:26 კენია
არხენტინა 28:0 კანადა
ავსტრალია 17:22 საფრანგეთი
ინგლისი 19:15 სამოა
ზელანდია 29:5 რუსეთი
ფიჯი 35:10 იაპონია
აფრიკა 45:7 ირლანდია
შტატები 35:0 უელსი


შაბ 21/07 რჩეული >> https://youtu.be/oS9JdC27Frg

<< მეოთხედ’ფინალი

* ფიალა [17-24]

ჩილე 33:29 ტონგა
ურუგვაი 21:19 პაპუასეთი
ჰონკონგი 24:10 იამაიკა
უგანდა 24:10 ზიმბაბვე

** ალაფა [9-16]

ირლანდია 24:14 კენია
კანადა 35:17 იაპონია
ავსტრალია 41:0 რუსეთი
უელსი 24:19 სამოა

*** თასი [1-8]

აფრიკა 36:5 შოტლანდია
ფიჯი 43:7 არხენტინა
ზელანდია 12:7 საფრანგეთი
ინგლისი 24:19*დდ შტატები


კვი 22/07 რჩეული >> https://youtu.be/aBczJ4ACC_Q

<< ნახევარ’ფინალი

* [21-24]

ტონგა 31:5 ზიმბაბვე
პაპუასეთი 52:7 იამაიკა

* ფიალა [17-20]

ჩილე 20:17 უგანდა
ჰონკონგი 31:5 ურუგვაი

** [13-16]

სამოა 19:17 კენია
რუსეთი 26:20 იაპონია

** ალაფა [9-12]

ავსტრალია 19:7 კანადა
ირლანდია 27:12 უელსი

*** [5-8]

შტატები 28:0 შოტლანდია
არხენტინა 26:15 საფრანგეთი

*** თასი [1-4]

ინგლისი 29:7 აფრიკა
ზელანდია 22:17 ფიჯი


კვი 22/07 << ფინალი

[23-24] ზიმბაბვე 33:21 იამაიკა
[21-22] პაპუასეთი 31:14 ტონგა
[19-20] უგანდა 38:28 ურუგვაი
[17-18] ჩილე 20:7 ჰონკონგი * ფიალა!

[15-16] იაპონია 26:14 კენია
[13-14] სამოა 22:17 რუსეთი
[11-12] უელსი 35:12 კანადა
[9-10] ირლანდია 24:14 ავსტრალია ** ალაფა!

[7-8] შოტლანდია 29:24*დდ საფრანგეთი
[5-6] არხენტინა 33:7 შტატები
[3-4] აფრიკა 24:19 ფიჯი % ბრინჯაო!
[1-2] ზელანდია 33:12 ინგლისი *** მელროუზის თასი!


ზელანდია

1 სქოთ ქარი^კაპ, 2 თიმ მიქელსონ^კაპ, 4 ჯოსევა რავოუ’ვოუ, 5 დილან ქოლიე, 9 რეგან ვარე, 10 კურტ ბეიქერ, 12 სიონე მოლია /
3 თრელ ჯოუეს, 6 აკუილა როკოლისოა, 7 სალესი რაიასი, 8 ენდრიუ ნიუსთაბ, 11 ჯონა ნარეკი * მწ) ქლარქ ლეიდლოუ

მსოფლიოს შვიდეული:

ფილ ბერჯეს (ინგ), ჰარი გლოვერ (ინგ), ტავიტე ვერე’ნდამუ (სფრ), ჯოზეფა ლილი’ნდამუ (იაპ),
თომ მიჩელ (ინგ), ჯოსევა რავოუ’ვოუ (ზელ), დილან ქოლიე (ზელ)


ყველა ჩემპიონი

ისტორია @ ვიკი >> https://en.wikipedia.org/wiki/Rugby_World_Cup_Sevens

ზელანდია 3 2001, 2013, 2018
ფიჯი 2 1997, 2005
ინგლისი 1 1993
უელსი 1 2009

საქართველო შვიდკაცის "მსოფლიო თასზე" [= საზიაროდ]

2001 X @ მარ’დელ’პლატა (არხენტინა)
2005 XI= @ ჰონკონგი (ჩინეთი)
2009 XXI= @ დუბაი (არაბეთი)
2013 XIX= @ მოსკოვი (რუსეთი)


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XX სეზონი * 2018-19

განრიგი

1 30/11-1/12 დუბაი (არბ)
2 8-9/12 ქეიპ’თაუნ (აფრ)

3 26-27/01 ჰემილთონ (ზელ)
4 2-3/02 სიდნი (ავს)

5 1-3/03 ლას’ვეგას (აშშ)
6 9-10/03 ვანქუვერ (კან)

7 5-7/04 ჰონკონგ (ჩინ)
8 13-14/04 სინგაპურ (სნგ)

9 25-26/05 ლონდონ (ინგ)
10 1-2/06 პარიზ’ი (სფრ)


თასის მფლობელი

1999-2018 (166 ეტაპი)

56 ზელანდია; 36 ფიჯი; 29 აფრიკა;
18 ინგლისი; 11 სამოა; 7 ავსტრალია;
2 არხენტინა შოტლანდია შტატები;
1 კანადა კენია საფრანგეთი


სერიის ჩემპიონი

ზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 3 2006, 2015, 2016
აფრიკა 3 2009, 2017, 2018
სამოა 1 2010

@

Posted by: jora84 26 Aug 2018, 17:14
ამათ ორ კვირაში უწევთ და შვებიან რამეს?

Posted by: jora84 5 Sep 2018, 23:09
შვიდკაცას შემადგენლობა და განრიგი ლოძის ეტაპზე:

user posted image
user posted image

Posted by: ordena82 8 Sep 2018, 11:56
თამაშების ლინკი ხომ არ იცით რომ ვუყურო?

Posted by: giorgi77 8 Sep 2018, 12:04
ordena82

Watch all games LIVE https://www.rugbyeurope.eu/live-mens-sevens-grand-prix-lodz-2018

Posted by: davita_1977 8 Sep 2018, 13:19
2 ქულით წაგებაც ტეხავს, მაგრამ ეტყობა კარგად ითამაშეს ბიჭEბმა საფრანგეთია რაა ხელწამოსაკრავი, ასე მგონია მოოუმატებენ ბიჭები

Posted by: tarash07 8 Sep 2018, 13:35
davita_1977
გულდასაწყვეტი წაგება იყო.
ცოტა იღბალი და მოვიგებდით.მეც მგონია რომ მოუმატებენ.შვედებს კარგად უნდა მოვუგოთ და ინგლისთან ცოტატი წავაგოთ(კარგი გუნდით არიან),გავალთ 8 გუნდში.
* * *
6 რაღაც დიდი ხანი ვართ,გააწითლეს ვინმე?თავიდან არ მიყურებია?

Posted by: wolfmax 8 Sep 2018, 15:28
QUOTE
6 რაღაც დიდი ხანი ვართ,გააწითლეს ვინმე?თავიდან არ მიყურებია?


სვანიძე გააწითლეს კისერში ბოჭვისთვის.
მერე კიდევ ერთი გააგდეს და ხუთმა კაცმა დაამთავრა.
ტურისტებს მეტი არც მოეთხოვებათ

Posted by: GioNage 8 Sep 2018, 16:22
დღეს რომელ სათზე გვიწევს მოდევნო თამაში?

Posted by: tarash07 8 Sep 2018, 17:02
GioNage
17:30 ინგლისი,28 წუთში.

Posted by: rolexa 8 Sep 2018, 17:21
QUOTE
6 რაღაც დიდი ხანი ვართ,გააწითლეს ვინმე?თავიდან არ მიყურებია?


თან მეორე წუთზე კისერზე ბოჭვისთვის... და თან მათ ნახევარზე იყო თამაში... ნამდვილად არ იყო ამის საჭიროება...

Posted by: bernasconi1234 8 Sep 2018, 17:30
გამოდიან ჩვენები
-------------------
* * *
7-5 მოვუგეთ ტაიმი ინგლისელებს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: rolexa 8 Sep 2018, 17:41
QUOTE
7-5 მოვუგეთ ტაიმი ინგლისელებს 


აი ვუყურებ ინგლისთან და.... შვედებთან როგორ წავაგეთ(((

Posted by: bernasconi1234 8 Sep 2018, 17:49
მოვიგეთ აეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

Posted by: ramona 8 Sep 2018, 17:51
შვედებთან რა დაგვემართა? ინგლის რა კარგად ვეთამაშეთ. წარმატებები!!!!

Posted by: Ghveda 9 Sep 2018, 02:15
ხვალ კიდე ერთი 6 ერის გუნდი მივაყოლოთ და გულს მაინც მოვიოხებთ smile.gif))

Posted by: jora84 9 Sep 2018, 02:25
ramona

2 წუთზე სვანიძე გააწითლეს, 12 ზე ხარაზიშვილი, 5 კაცით დავამთავრეთ თამაში.

Posted by: giorgi77 9 Sep 2018, 14:02
6 კაცით ვუგებთ უელსს 14-0... უაზრო შეცდომების კორიანტელია ჩვენების თამაში... უაზრო უხეშობა, უდისციპლინობა და მაგიტომაც წავაგეთ შვედებთან

დადებითი რაც შეიმჩნევა, ამ შემადგენლობით სწრაფად ათამაშდნენ. აღარ დადიან მოედანზე როგორც ადრე. შვიდკაცას გავს უკვე ჩვენების თამაში

ორი სინბინით მოუგეს უელს 28-5.... არ შეიძლება ამდენი შეცდომა... მაღალი ბოჭვები...

Posted by: Ghveda 9 Sep 2018, 14:13
უელსი როგორ დავჩაგრეთ smile.gif)) ნელნელა 7კაცაშიც მოვუმატებთ
რაგბი ჩვენი თამაშია!!!

Posted by: giorgi77 9 Sep 2018, 14:13
შემდეგი თამაში იტალიასთან, რომლებაც ძალიან იწვალეს პოლონეთთან/

Posted by: tarash07 9 Sep 2018, 14:15
პროგრესი აშკარად ჩანს.
შვედებთან რომ არა შეიძლება ოთხეულისთვისაც ებრძოლა ამ გუნდს.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Sep 2018, 16:23
მთავარია, მაგ მოგებითა და
შვედების ირლანდიასთან წაგებით
დავრჩით "გრან პრი"ზე --
ვეღარ გვეწევა შვედეთი

ახლა მთავარია ეს 12 ბიჭი +
კიდე ერთი მაგდენი (ანაც 8) = ჯამში 20-24
(( მინუს მათიაშვილი, რა თქმა უნდა! ))
კავშირმა გადაიყვანოს ცალკე, შვიდკაცის კონტრაქტზე --
ანუ ამათ ჯამაგირი უნდა ეძლიოთ შვიდკაცაობისთვის
და არა კლუბში 15-კაცა რაგბის თამაშისთვის

ეს 20-24 მოშვიდკაცე მთელი წელი (შესვენებებით) უნდა ვარჯიშობდეს ერთად
და დადიოდეს ტურნირებზე --

ხანდახან, თუ დიდი პაუზა აქვთ, ზოგს შეიძლება მიეღეს 15-კაცას თამაშის უფლებაც --
მაგალითად, სატურნირო 12-ეულში ვერ მოხვდა და სათამაშო პრაქტიკა ჭირდება

ამ მოდელს იყენებს ყველა მოწინავე მოშვიდკაცე ქვეყანა --
სხვა გამოსავალი არ არსებობს, რადგან შვიდკაცას სხვანაირი წრთობა ჭირდება =
ამტანობის | დახარჯის | აღდგენის სულ სხვა რიტმი

:::

Posted by: giorgi77 9 Sep 2018, 16:28
გრანპრიდან ვინ ვარდება? შვედეთი და პოლონეთი? თუ პოლონეთი ხელშეუხებელი მაჩანჩალაა ლოძის გრანპრის გამო?

აწი ჩვენებმა ჩაატარონ თბილისის გრანპრი... მაზალო ზაფხულის ტურნირის გარდა რამე იგეგმება კანტორის მიერ?

Posted by: jora84 9 Sep 2018, 16:31
ლუკასა და ნიკოს მამა

გეთანხმებით ბატონო ზაალ, სეოკსაც თუ წაცინცლავენ ფულს მთლად უკეთესი.

Posted by: სურამელი 9 Sep 2018, 16:44
QUOTE
გეთანხმებით ბატონო ზაალ, სეოკსაც თუ წაცინცლავენ ფულს მთლად უკეთესი.


ეკუთვნის კიდეც სეოკს ორი კაპიკის გაღება

Posted by: giorgi77 9 Sep 2018, 17:10
მათიაშვილი ლიდერად იქცა. კარგი ლელო დაუდო პირველი. მეორე მგონი 5-6 ოფლოუდს მოყვა

14-0 იტალიასთან
* * *
სპანდერაშვილმა მოუკლო აშკარად. მგონი ყველაზე სუსტია ამ შემადგენლობაში

Posted by: zaal1969 9 Sep 2018, 18:13
giorgi77
QUOTE
მათიაშვილი ლიდერად იქცა. კარგი ლელო დაუდო პირველი. მეორე მგონი 5-6 ოფლოუდს მოყვა

მათიაშვილმა დაცვას მიხედოს,თორემ შეტევა უკან მორჩება,ცოტა მეტი უნარები და თავგანწირვა დაცვისას,ჯანი და მასა ნორმალური აქვს

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Sep 2018, 18:26
დაცვა არც ქვეიდას უყვარდა ... 2011 წელს
* * *
user posted image

1 წევრი ათვალიერებს ამ თემას

Posted by: giushki 9 Sep 2018, 18:37
https://www.crystalsport.ge/news/10935

უელსთან

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Sep 2018, 21:06
2018 | ევროპის შვიდკაცა
გრან პრი ბოლო, IV ეტაპი ლოძ (პოლ)

ეტაპზე დავიკავეთ IX ადგილი, სერიაში X

ქულა: 76 ირლ@, 60 გერ@, 56 რუს@ –
54 ინგ, 48 პორ, 46 სფრ, 30 იტა; 24 ესპ უელ; 19 საქ –
11 შვდ (გავარდა), 8 პოლ (დარჩა როგორც ეტაპის მასპინძელი)

@ წავლენ ჰონკონგის შესარჩევზე | 2019

:::

Posted by: davita_1977 10 Sep 2018, 10:23
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 9 Sep 2018, 16:23 )
მთავარია, მაგ მოგებითა და
შვედების ირლანდიასთან წაგებით
დავრჩით "გრან პრი"ზე --
ვეღარ გვეწევა შვედეთი

ახლა მთავარია ეს 12 ბიჭი +
კიდე ერთი მაგდენი (ანაც 8) = ჯამში 20-24
(( მინუს მათიაშვილი, რა თქმა უნდა! ))
კავშირმა გადაიყვანოს ცალკე, შვიდკაცის კონტრაქტზე --
ანუ ამათ ჯამაგირი უნდა ეძლიოთ შვიდკაცაობისთვის
და არა კლუბში 15-კაცა რაგბის თამაშისთვის

ეს 20-24 მოშვიდკაცე მთელი წელი (შესვენებებით) უნდა ვარჯიშობდეს ერთად
და დადიოდეს ტურნირებზე --

ხანდახან, თუ დიდი პაუზა აქვთ, ზოგს შეიძლება მიეღეს 15-კაცას თამაშის უფლებაც --
მაგალითად, სატურნირო 12-ეულში ვერ მოხვდა და სათამაშო პრაქტიკა ჭირდება

ამ მოდელს იყენებს ყველა მოწინავე მოშვიდკაცე ქვეყანა --
სხვა გამოსავალი არ არსებობს, რადგან შვიდკაცას სხვანაირი წრთობა ჭირდება =
ამტანობის | დახარჯის | აღდგენის სულ სხვა რიტმი

:::

ხო მაგრამ აქ არიან ლომიძე, ხარაზიშვილი, ძაგნიძე ესენი ახალგაზრდულის ნაკრებშია რიან. მათიაშვილი დიდ ნაკრებში და ამინდსდ ესენი ქმნიან და ამათ გარეშე იქნება ეს შვიდკაცა კონკურენტუნარიანი?

Posted by: jora84 10 Sep 2018, 13:07
davita_1977

ხარაზიშვილი რომელ ასაკიბრივშია? ძაგნიძე დიდებამდე ვერ მიაღწევს.

Posted by: davita_1977 10 Sep 2018, 13:27
ხარაზიშვულს 20 წლამდელები უწევს 99 იანია, მე მომწონს მაგარი ბიჭია

Posted by: Gio_G83 10 Sep 2018, 13:32
კარგი იყო
უფრო კონკრეტულად კი კარგი ის იყო, რომ რაღაც გამოჩნდა

Posted by: ferrari1000 10 Sep 2018, 16:19
15 კაცაში რა პოზიციაზე თამაშობს პატარა ხარაზიშვილი?

Posted by: tarash07 10 Sep 2018, 19:27

ferrari1000
10 ნომერია,საკმაოდ კარგი,უბრალოდე ასაკობრივებში თედოს ჩრდილში მოექცა,1999-იანია.
მომავალ წელს 20-იანები უწევს.

Posted by: ferrari1000 10 Sep 2018, 19:42
ძაან კაი, საჭიროა მეორე 10 ნომერი ნაკრებში. სამივე წელი ფაქტობრივად ერთი 10 ნომრით ვითამაშეთ მსოფლიოზე; ჯერ მოძღვრიშვილი მერე ორჯერ თედო.

Posted by: giorgi77 27 Nov 2018, 17:34
რუსების შვიდკაცას მწრთვნელი ფიჯელი ვაისალე სერევი იქნება, ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს შემდეგი გაგრძელების ვარიანტით.

user posted image


Posted by: jora84 28 Nov 2018, 13:00
მომავალი წლისთვის მზადება დავიწყეთო

http://site.rugby.ge/ka-ge/news-view/?newsid=6987&callerModID=17364

Posted by: wolfmax 30 Nov 2018, 18:52
დღევანდელი თამაშების შედეგები იცით ვინმემ?

Posted by: komsi_komsa 30 Nov 2018, 19:59
ფლეშსქორზეა ყველა შედეგი
დრესვე მტავრდება თუ ხვალ იქნება ფლეიოფები?

Posted by: komsi_komsa 6 Dec 2018, 12:16
ვინმე არის 7 კაცას ამბებში ჩახედულიიი? ინფორმაცია სად მოვიპოვო შაბათს იწყება როგორც ვიცი

Posted by: tarash07 6 Dec 2018, 19:57

komsi_komsa
თქვენ ალბათ 7 კაცას მსოფლიო სერიას გულისხმობთ.
8,9 დეკემბერს 2018-2019 მსოფლიო სერიის მე-2 ეტაპია,კეიპტაუნში.
ჩვენ მანდ არ ვმონაწილეობთ.
მანდ რომ მოვხვდეთ, 2019-ში ევროპის გრან პრიდან უნდა მოვხვდეთ 2020-ში გასამართ ჰონკონგის შესარჩევზე და ჰონკონგის შესარჩევის გამარჯვებული ჩაებმება 2020-2021- ის სერიებში.
გრძელი გზაა.
* * *
ჩვენები ემზადებიან ევროპის გრანპპრისთვის და პარალელურად ოლიმპიადის შესარჩევში ჩაებმებიან.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Dec 2018, 16:33
მეორე ეტაპის პლეი’ოფი ქეიპ’თაუნში

სთრიმი https://www.world.rugby/sevens-series/video/385418
ან https://www.world.rugby/sevens-series/stage/1878/match

თასის ნახევარ’ფინალები @ საქართველოს დროით

18.34 აფრიკა - ფიჯი
18.56 ზელანდია - შტატები

21.44 ფინალი

პირველი ეტაპი, წინა ტუქმეებზე, დუბაიში მოიგო ზელანდიამ

კიბე:

NZL 22, USA 19, ENG 17, AUS 15
FIJ 13, RSA 12, SCO ARG 10
SAM 8, FRA 7, CAN ESP 5
WAL 3, JPN 2, KEN 1 (ვარდება)

ZIM (დამსწრე) 1

:::

Posted by: komsi_komsa 10 Dec 2018, 12:06
შემდეგი სერია როდის იქნება ხომ არ იცით?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 10 Dec 2018, 15:41
სერია ერთია = შედგება 10 ეტაპისგან
ეტაპები წყვილ-წყვილადაა

შვიდკაცის მსოფლიო სერია
XX სეზონი * 2018-19

1 30/11-1/12 დუბაი (არბ)
2 8-9/12 ქეიპ’თაუნ (აფრ)

3 26-27/01 ჰემილთონ (ზელ)
4 2-3/02 სიდნი (ავს)

5 1-3/03 ლას’ვეგას (აშშ)
6 9-10/03 ვანქუვერ (კან)

7 5-7/04 ჰონკონგ (ჩინ)
8 13-14/04 სინგაპურ (სნგ)

9 25-26/05 ლონდონ (ინგ)
10 1-2/06 პარიზ’ი (სფრ)

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Dec 2018, 21:36
http://ovaluri.comxa.com/2018


user posted image

ჯანზე მოსულან

"მსოფლიო შვიდკაცის" XX სეზონს ორი ეტაპის შემდეგ ლიდერობს შტატები,
რომელიც ორივე ფინალში გავიდა და ორჯერვე დამარცხდა


((( დამწყებებს! ჯერ იხილეთ შედეგები >> ქვემოთაა )))

ბოლო ორი "მსოფლიო სერია" აფრიკამ მოიგო. ფიჯი ოლიმპიური ჩემპიონია, ზელანდია კი – მსოფლიო თასის მფლობელი. კიდევ ერთი გრანდი ინგლისია, შტატები კი თანდათან ძლიერდება, რადგან – რაგბის გაოლიმპიურების გამო – უთუოდ იყენებს გამოკვების მოწინავე მეცნიერულ მეთოდებს და რაზმში "ამერიკის სამოადანაც" აჰყავს ნიჭიერი მობურთალები

თუ როგორ ჯანზე არიან იანკები, დენი ბარეთის ამ რეიდიდანაც ჩანს

https://youtu.be/-2mjFa7IoPU

"არწივები" 1 ქულით უსწრებენ ზელანდიას და სამით – ფიჯს, და მათ ორივე ბობოლა უკვე დაუმარცხებიათ ახალი სეზონის სტარტზე

9 კაცის ამარა

ეს სერიაც 10 ეტაპისგან შედგება. ტურნირები სიახლოვის მიხედვითაა შეწყვილებული. ამ გაგებით ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა ერთი რეგიონია, რის გამოც დასი დუბაიდან ქეიპ’თაუნში გადაფრინდა

არაბეთში, პირველსავე დღეს, მულატმა ინგლისელმა დენ ნორთონმა სერიაში პირველმა მიითვალა მე-300 ლელო. შარშან და შარშანწინ აყვავებულ უდაბნოში "ბლიც ბოკე"ს ემარჯვნა, ამჯერად კი მან ჯგუფში* 12:17 რომ წააგო არხენტინასთან, მეოთხედ’ფინალშიც დამარცხდა ინგლისთან და მეხუთე ადგილის ფინალში – ფიჯთან

ზელანდიამ 6-მატჩა გზა წაუგებლად გალია, მაგრამ ისე დაილეწა, რომ თასის ფინალი 9 კაცის ამარამ ითამაშა. კივებს ამერიკა ჯგუფში უკვე ეძლიათ * 24:7. მათ გადამწყვეტ მატჩშიც მსგავსი ფარდობით იმარჯვეს და 2009 წლის აქეთ, პირველად იპირველეს საამიროებში

შეცდნენ და ჩამორჩნენ

კივებმა აფრიკაშიც შემართეს შარშან თასი. კალათებიანი, ოღონდაც ბრმა წილისყრით, ოდინდელი მეტოქეები ჯგუფში ერთად მოხვდნენ. ზელანდიას უკვე წაეგო სამოასთან * 17:21 და მასპინძელსაც ჩამორჩებოდა, სირენის მიდამოში ორი ლელო რომ გაიტანა * 26:21 და ძლეულთან ერთად, ზემო რვეულში შეძვრა

მაგრამ პირველობა თურმე ვერცერთს ეწერა. აფრიკამ ფიჯთან წააგო, გათანგული ზელანდია კი შტატებმა გააბურთავეს. ამათ მერე ფიჯსაც იგივე დაუპირეს, მაგრამ ბევრჯერ შეცდნენ და ბლომად ჩამორჩნენ, უზომოდ აჭრელებული კვართით მოთამაშე მასპინძლებმა კი კივებზე მაინც იყარეს ჯავრი და ქულებით ჯერჯერობით მეხუთენი არიან


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XX სეზონი * 2018-19


I ეტაპი * 30/11-1/12 დუბაი (არაბეთი)

<< ჯგუფები (# მიწვეული, (+00) სხვაობით)
რჩეული >> https://youtu.be/8zM0sFwXI7w

(ა) აფრიკა(+33) არხენტინა(+6) 2-1 / სამოა(-3) 2-1, ზიმბაბვე# 0-3
(ბ) ფიჯი 3-0, შოტლანდია(+19) 1-1*1 / საფრანგეთი(-37) 1-1*1, კენია 0-3
(გ) ზელანდია 3-0, შტატები 2-1 / ესპანეთი 1-2, უელსი 0-3
(დ) ავსტრალია 3-0, ინგლისი 2-1 / კანადა 1-2, იაპონია 0-3

<< მეოთხედ’ფინალი
რჩეული >> https://youtu.be/O1AopNghfn0

აფრიკა (ა1) 5:22 ინგლისი (დ2)
ზელანდია (გ1) 21:7 შოტლანდია (ბ2)
ავსტრალია (დ1) 38:0 არხენტინა (ა2)
ფიჯი (ბ1) 14:24 შტატები (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

ზელანდია 7:5 ინგლისი
შტატები 22:17 ავსტრალია

<< ფინალი

(XIII) უელსი 31:7 იაპონია
ალაფა (IX) სამოა 33:24 საფრანგეთი
(V) ფიჯი 24:19 აფრიკა
ბრინჯაო (III) ინგლისი 15:14 ავსტრალია
ოქრო + თასი (I) ზელანდია 21:5 შტატები
ვიდეო >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=68862&d=1543700371

<< ზელანდია

2 ლუქ მასირევა, 3 ჯეიმზ ნგ’შიუ, 4 ნგაროჰი მაკ’გარვი-ბლექ,
5 დილან ქოლიე, 8 ენდრიუ ნიუ’სთაბ, 12 სიონე მოლია,
13 ვილიმონი კოროი * 1 სქოთ ქარი^კაპ, 6 აკუილა როკოლისოა,
7 სემ დიქსონ, 9 რეგან ვარე, 10 სქოთ გრეგორი, 11 ამანაკი ნიქოლ
* მწ) ქლარქ ლეიდლოუ


II ეტაპი * 8-9/12 ქეიპ’თაუნ (აფრიკა)

<< ჯგუფები (# მიწვეული, (+00) სხვაობით)
რჩეული >> https://youtu.be/9W07UWKzWw4

(ა) აფრიკა(+48) ზელანდია(+36) 2-1 / სამოა(+15) 2-1, ზიმბაბვე# 0-3
(ბ) შტატები 3-0, ესპანეთი 2-1 / არხენტინა 1-2, იაპონია 0-3
(გ) ფიჯი 3-0, ინგლისი 2-1 / საფრანგეთი 1-2, კენია 0-3
(დ) ავსტრალია 3-0, შოტლანდია 2-1 / კანადა 1-2, უელსი 0-3

<< მეოთხედ’ფინალი
რჩეული >> https://youtu.be/TZGy1BxhLlY

აფრიკა (ა1) 21:12 შოტლანდია (დ2)
ფიჯი (გ1) 46:7 ესპანეთი (ბ2)
ავსტრალია (დ1) 17:26 ზელანდია (ა2)
შტატები (ბ1) 19:12 ინგლისი (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

ფიჯი 17:12 აფრიკა
შტატები 31:12 ზელანდია

<< ფინალი

(XIII) კენია 33:26 უელსი
ალაფა (IX) არხენტინა 38:14 სამოა
(V) ინგლისი 14:7 ესპანეთი
ბრინჯაო (III) აფრიკა 10:5 ზელანდია
ოქრო + თასი (I) ფიჯი 29:15 შტატები
ვიდეო >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=69038&d=1544403502

<< ფიჯი

1 სევულონი მოთე’ნათანგი, 3 კალიონე ნასოკო^კაპ, 6 მელი ნდერე’ნალანგი, 7 ვილიმონი მბოტიტუ,
8 ვაისეა ნათუნქუ, 9 ჯერი ტუვაი, 11 ამინიასი ტუი’მამბა * 2 მესულამი კუნალოლო,
4 მბენიამინო ნდამუ-ვოტა, 5 აპენისა თაკაუ’მბალავუ, 10 ალოსიო ნანდუვა, 12 ვატემო რავოუვოუ
* მწ) გარეს ბეიბერ (უელ)


ქულა

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

38 შტატები; 37 ზელანდია (თ: დუბაი); 35 ფიჯი (თ: ქეიპ’თაუნ);
30 ინგლისი; 29 აფრიკა; 25 ავსტრალია; 20 შოტლანდია;
18 არხენტინა; 17 ესპანეთი; 15 სამოა; 12 საფრანგეთი; 10 კანადა;
5 უელსი; 4 კენია – 3 იაპონია (ვარდება) | 2 ზიმბაბვე##


განრიგი

1 30/11-1/12 დუბაი (არბ)
2 8-9/12 ქეიპ’თაუნ (აფრ)
3 26-27/01 ჰემილთონ (ზელ)
4 2-3/02 სიდნი (ავს)
5 1-3/03 ლას’ვეგას (აშშ)
6 9-10/03 ვანქუვერ (კან)
7 5-7/04 ჰონკონგ (ჩინ)
8 13-14/04 სინგაპურ (სნგ)
9 25-26/05 ლონდონ (ინგ)
10 1-2/06 პარიზ’ი (სფრ)


თასის მფლობელი

1999-2018 (168 ეტაპი)

57 ზელანდია; 37 ფიჯი; 29 აფრიკა; 18 ინგლისი;
11 სამოა; 7 ავსტრალია; 2 არხენტინა შოტლანდია შტატები;
1 კანადა კენია საფრანგეთი

სერიის ჩემპიონი

ზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 3 2006, 2015, 2016
აფრიკა 3 2009, 2017, 2018
სამოა 1 2010

:::

Posted by: ferrari1000 18 Dec 2018, 12:01
Ben Ryan საუბრობს ფიჯიში გატარებულ დროზე, 7 კაცა ნაკრებზე და ოლიმპიადაზე. ბოლოს 15 კაცასაც ეხებიან.

https://www.youtube.com/watch?v=LSkuqm6WNYo

Posted by: komsi_komsa 21 Jan 2019, 15:06
26 ში დაიწყება და რას ფიქრობთ ვინაა ფავორიტი?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 Jan 2019, 16:35
38 შტატები; 37 ზელანდია (თ: დუბაი); 35 ფიჯი (თ: ქეიპ’თაუნ); 30 ინგლისი; 29 აფრიკა;

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 4 Mar 2019, 17:03
ვეღარ ვიცლი დასაწერად ,,,
https://www.world.rugby/sevens-series/standings/mens

იანკები ზედიზედ მეხუთედაც გავიდნენ ფინალში და
მოიგეს, როგორც იქნა – შინ, ლას ვეგასში

1 USA 19 19 19 19 22 - - - - - 98
2 NZL 22 15 17 22 17 - - - - - 93
3 FIJ 13 22 22 15 12 - - - - - 84
4 ENG 17 13 8 17 13 - - - - - 68

5 RSA 12 17 15 13 10 - - - - - 67
6 AUS 15 10 10 12 10 - - - - - 57

ოთხი მოწინავე პირდაპირ იღებს 2020 ოლიმპიადის საგზურს
(( ბრიტანეთს შესარჩევში წარადგენს ინგლისი – შტო | უელ ტყუილად ჩაუქობენ ))

:::

Posted by: სურამელი 5 Mar 2019, 13:09
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Mar 2019, 23:15
ვალები

user posted image

http://files.rugby.ge/OVA-2019/T3/06_7HML-SYD-LSV.htm#OQMEBI

საოლიპიადოდ

"მსოფლიო შვიდკაცის" XX სეზონს პირველი ნახევრის, ანუ 5 ეტაპის შემდეგ,
კვლავაც სასწაულად მოძლიერებული შტატები მოწინავეობს


იანკებს უწინაც არა უშავდათ რა, მაგრამ გრანდებად ახლაღა იქცნენ. გუნდი არ მალავს, რომ 2020 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე, ოქროს უმიზნებს, იაპონიის საგზურის დაბევება კი ბობოლებს წელსვე შეუძლიათ – "მსოფლიო სერიის" მოწინავე ოთხეულში დაფინიშებით

დეკემბრის წყვილი ეტაპის შედეგად "არწივები" 1 ქულით უსწრებდნენ ზელანდიას და სამით – ფიჯს. მას აქეთ სამი ტურნირიც მოეწყო:

ზელანდიაში ფიჯმა ტიტული დაიცვა – ისევ შემართა თასი; ავსტრალიაში – სიდნის რომელიღაც, რაგბისთვის აქამდე უცხო სტადიონზე – ზელანდიამ იპირველა, შტატებში კი შარშანდელივით მასპინძელმა იმარჯვა

მეხუთე ფინალში’ღა

მედიის გასახარად ისე გამოვიდა, რომ სერიის III-IV ეტაპებზე, ვინც თასს აიღებდა, იანკებს ქულებით ეწეოდა და სხვაობით უსწრებდა, ხოლო როცა არწივებმა გატეხეს 4-წაგებიანი ნავსი და პირველად სეზონის მეხუთე ფინალში’ღა იმარჯვეს, ფორამ 5 ქულა შეადგინა!

შტატებმა შინ, ლას’ვეგასში, ზელანდია ამ სერიაში მესამედაც გააგდეს ნახევარ’ფინალში. თამაშის მიწურულს, ფრეზე, კივები თავს იცავდნენ და ზედიზედ ჯარიმდებოდნენ; იანკები კარში არ ურტყამდნენ, უჩაუქესმა ქარლინ აილზმა კი სირენის შემდეგ მაინც გაიტანა ლელო და ჰეთ’თრიქი გაიფორმა


შვიდკაცის მსოფლიო სერია
XX სეზონი * 2018-19

(( შედეგები | ბმულები | ჩემპიონის რაზმი >> სტატიაში
http://files.rugby.ge/OVA-2019/T3/06_7HML-SYD-LSV.htm#OQMEBI ))

ქულა

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

98 შტატები (თ: ლას’ვეგას); 93 ზელანდია (2თ: დუბაი სიდნი);
84 ფიჯი (2თ: ქეიპ’თაუნ ჰემილთონ); 68 ინგლისი (გადიან ოლიმპიადაზე) –

67 აფრიკა; 57 ავსტრალია; 49 სამოა; 46 არხენტინა; 42 შოტლანდია;
39 ესპანეთი; 28 კანადა; 25 საფრანგეთი; 17 კენია; 13 უელსი –

12 იაპონია (ვარდება) | 5 ჩილე# ტონგა##; 2 ზიმბაბვე##

განრიგი

1 30/11-1/12 დუბაი (არბ)
2 8-9/12 ქეიპ’თაუნ (აფრ)
3 26-27/01 ჰემილთონ (ზელ)
4 2-3/02 სიდნი (ავს)
5 1-3/03 ლას’ვეგას (აშშ)

6 9-10/03 ვანქუვერ (კან)
7 5-7/04 ჰონკონგ (ჩინ)
8 13-14/04 სინგაპურ (სნგ)
9 25-26/05 ლონდონ (ინგ)
10 1-2/06 პარიზ’ი (სფრ)

თასის მფლობელი

1999-2019 (171 ეტაპი)

58 ზელანდია; 38 ფიჯი; 29 აფრიკა;
18 ინგლისი; 11 სამოა; 7 ავსტრალია; 3 შტატები;
2 არხენტინა შოტლანდია; 1 კანადა კენია საფრანგეთი

სერიის ჩემპიონი

ზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 3 2006, 2015, 2016
აფრიკა 3 2009, 2017, 2018
სამოა 1 2010

:::

Posted by: jora84 11 Mar 2019, 15:55
ჩვენი შვიდკაცა წავიდა გასტროლებზე

http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=7151&callerModID=17364&Title=7-კაცა%20|%20ორი%20კვირით%20აფრიკაში

Posted by: giorgi77 25 Mar 2019, 00:27
ტურნირი მოუგიათ. კარგია თუნდაც ასეთი მოგებები, დასაწყისისთვის

https://1tv.ge/news/saqartvelos-shvidkaca-nakrebma-zimbabveshi-saertashoriso-turniri-moigo/

Posted by: pxovela 1 Apr 2019, 15:36
ჰონგ კონგში მოდის წელს ნაკრები თუ იცით? თუ მოდიან, ვინ მასპინძლობს აქ ეგეც ხომ არ იცით?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 1 Apr 2019, 19:03
ჩვენები ვერ გავიდნენ 12-გუნდა შესარჩევში

16-გუნდა ძირითადშიც ვიღაც სხვა მიიწვიეს

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 3 Apr 2019, 14:11
ვისაც გეცლებათ ...
ისთრიმება ხარისხიანად იმ ქვეყნებში,
სადაც ტელევიზიით არ გადაიცემა

აქა >> https://www.world.rugby/sevens-series/stage/1883/match


user posted image

28 კაპიტანი = 16 სერიის + 12 შესარჩევის

მაგათი მოგონილია ეგეთი სურათების ღება

პირველი 1989 წელს ვნახე, როცა ბრუნაიც ერია 24 გუნდში

:::

კიბე >> https://www.world.rugby/sevens-series/standings/mens

4 მოწინავე პირდაპირ ხვდება 2020 ტოკიოს ოლიმპიადაზე

1 USA 113
2 NZL 106
3 FIJ 101
4 RSA 89

5 ENG 80
6 AUS 65

თუ ინგლისმა ვერ გაიყვანა ბრიტანეთი,
ევროპას რჩება 1 ადგილი = ევრო’სერიის ჩემპიონისთვის
+ შესაძლო 1 = 16-გუნდა მსოფლიო რეპეშაჟის მოგებულისთვის

:::

განრიგი >> https://www.world.rugby/sevens-series/stage/1883/fixtures
საქართველოს დროით = ნურაფერს დააკლებთ | მიუმატებთ

5\04 პარ 13.42 - 16.26 პირველი რაუნდი
6\04 შაბ 07.16 - 13.41 მეორე და მესამე რაუნდები
7\04 კვი 05.30 - 08.05 მეოთხედ’, 09.16 - 12.03 ნახევარ’, 13.00 - 15.00 ფინალები

ჯგუფები

ა: აფრიკა სამოა შოტლანდია იაპონია
ბ: საფრანგეთი არხენტინა კანადა პორტუგალია* (მიწვეული)
გ: ფიჯი ზელანდია ავსტრალია კენია
დ: შტატები ინგლისი უელსი ესპანეთი

:::

შესარჩევის განრიგი >> https://www.world.rugby/sevens-series/stage/1930/fixtures

ჯგუფები

5\04 პარ 07.30 - 12.30 პირველი და მეორე რაუნდები
6\04 შაბ 05.00 - 06.52 მესამე რაუნდი, 14.06 - 15.12 მეოთხედ’ფინალი
7\04 კვი 08.32 - 08.54 ნახევარ’ფინალი, 12.30 ფინალი = მოგებული შედის სერიაში!

ე: ჰონკონგი ტონგა ზიმბაბვე ფილიპინები
ვ: ირლანდია რუსეთი ურუგვაი ჯემეიქა
ზ: ჩილე გერმანია უგანდა ქუქეთი

++ სახელოვანი წარსული = მანდ იქცა შვიკდაცა სპორტად!

Past winners:

2018: Fiji
2017: Fiji
2016: Fiji

2015: Fiji
2014: New Zealand
2013: Fiji
2012: Fiji
2011: New Zealand
2010: Samoa
2009: Fiji
2008: New Zealand
2007: Samoa
2006: England

2005: Fiji
2004: England
2003: England
2002: England
2001: New Zealand
2000: New Zealand
1999: Fiji
1998: Fiji
1997: Fiji
1996: New Zealand

1995: New Zealand
1994: New Zealand
1993: Samoa
1992: Fiji
1991: Fiji
1990: Fiji
1989: New Zealand
1988: Australia
1987: New Zealand
1986: New Zealand

1985: Australia
1984: Fiji
1983: Australia
1982: Australia
1981: Barbarian F.C.
1980: Fiji
1979: Australia
1978: Fiji
1977: Fiji
1976: Cantabrians

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Apr 2019, 10:34
დედის ტჲჲნა, მამის შიმშილი

2019 World Rugby Sevens World Series Qualifier,
Quarter Finals, Match 20
IRELAND 7S V RUSSIA 7S
Your Time - 14:28, Sat 06 Apr 2019

არადა, ამ დილით’ვე, ჯგუფში
IRELAND 7S 33 - 7 RUSSIA 7S
Your Time - 06:08, Sat 06 Apr 2019

სთრიმი >> https://www.world.rugby/sevens-series/stage/1883/match

:::

Posted by: giorgi77 6 Apr 2019, 16:57
ირლანიამ 47-0 უქნა რუსეთს. ირლანდია ავიდა მსოფლიო სერიაში. რუსეთი დარჩა მაჩანჩალებში. ჩვენც იქა ვართ.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Apr 2019, 20:13
ხვალ ჯერ ნახევარ’ფინალებია და მერე ფინალიც --
სერიაში მარტო ჩემპიონი ადის

World Series Qualifier, Semi Finals, Match 23
GERMANY 7S V IRELAND 7S
Your = საქ = Time - 08:32, Sun 07 Apr 2019

World Series Qualifier, Semi Finals, Match 24
CHILE 7S V HONG KONG 7S
Your Time - 08:54, Sun 07 Apr 2019

World Series Qualifier, Final, Match 25
WINNER M23 V WINNER M24
Your Time - 12:30, Sun 07 Apr 2019

:::

Posted by: Sno 7 Apr 2019, 13:56
რა მაგარი რამე ყოფილა ეგ შვიდკაცა რაგბი smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Apr 2019, 14:38
Sno
1) მოედანი 20 მეტრით ვიწრო რომ ჰქონდეს
2) ლელო 2 ქულა იყოს და გოლი 1
3) დერეფნისა და შერკინების ნაცვლად უცებ ათამაშებდნენ თავისუფალივით
4) დრო სუფთად ითვლებოდეს -- ორჯერ 3’30’’ = ჯამში რომ დაგინებული 7’ გამოვიდეს
5) ტაიმი სირენაზე თავდებოდეს -- წითელი დროის გარეშე

მაშინ იქნებოდა სერიოზული ოლიმპიური სპორტი,
უამისოდ კი კვლავაც უმწიფარი, კოლონიზატორული სირობაა

:::

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 7 Apr 2019, 15:50
ირლანდია ავიდა

თასის ფინალში ფიჯი > საფრანგეთი

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Apr 2019, 16:01
მსოფლიო სერიის 15-ეული:

1 USA 19 19 19 19 22 15 17 - - - 130
2 FIJ 13 22 22 15 12 17 22 - - - 123
3 NZL 22 15 17 22 17 13 12 - - - 118
4 RSA 12 17 15 13 10 22 10 - - - 99

--- მოწინავე ოთხეული პირდაპირ ხვდება ტოკიო 2020-ზე ---

5 ENG 17 13 8 17 13 12 10 - - - 90 = წარმოადგენს ბრიტანეთს
6 SAM 8 7 12 3 19 10 15 - - - 74
7 AUS 15 10 10 12 10 8 5 - - - 70
8 ARG 10 8 5 8 15 10 13 - - - 69
9 FRA 7 5 2 10 1 19 19 - - - 63
10 SCO 10 10 13 1 8 5 8 - - - 55 = ოლიმპიადა არ ეხება
11 ESP 5 12 5 10 7 3 3 - - - 45
12 CAN 5 5 10 5 3 7 1 - - - 36
13 KEN 1 3 7 1 5 1 5 - - - 23
14 JPN 2 1 1 7 1 2 7 - - - 21

--- ბოლო ვარდება და შედის ირლანდია ---

15 WAL 3 2 1 5 2 5 2 - - - 20 = ოლიმპიადა არ ეხება

:::

გასამართია 3 ეტაპი :

13-14/04 სინგაპურ (სნგ)

25-26/05 ლონდონ (ინგ)
1-2/06 პარიზ’ი (სფრ)

:::

ქულათა ნიხრი:

თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 /
ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Apr 2019, 13:08
პიშომ აქაცაო ... არიქა, წამოვიღოთ ვაკეში -- პარკისკენ, პატარა სტადიონზე

Many want a second division of the Sevens World Series.
Including World Rugby vice-chairman and chairman of sevens, Gus Pichot.

"The biggest objective for the next cycle is to have a second competition, and
we are working very hard for that," says Pichot on the second day of competition.

"Where it is going to be held is still under discussion and it is part of a broader discussion but
we decided in the Executive Committee (ExCo) strategic plan that part of the resources, money, is there
to cover the expansion of the circuit for a second tier.

"I don't like to call it a second tier but it would be a different tournament
that will provide access to other countries that don't play regularly and they have a sevens program."

As World Rugby prepare for key strategic meetings in Dublin,
many hope that the lesser visited sevens nations get their shot as host.

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 10 Apr 2019, 22:24
user posted image

ფიჯელთა საუფლო

შვიდკაცის ფიჯელმა ჯადოქრებმა ზედიზედ მეხუთედაც იპირველეს ჰონ’კონგში,
მაგრამ "მსოფლიო სერიაში" ჯერაც 7 ქულით ჩამორჩებიან ლიდერს – შტატებს


ჩინეთამდე მოჩაუქე დასმა ლას’ვეგასიდან ვანქუვერში შეიარა. ამ დროს ფიჯი 14 ქულით (84-98) ჩამორჩებოდა შტატებს და 9-ით – ზელანდიას

კანადის ეტაპი მეოთხე წელია, დარბაზში ტარდება. ჯგუფებში ორი სენსაცია აღინუსხა: ესპანეთმა * 26:24 ძლია კივები, კანადამ კი * 26:19 ფიჯი. ფავორიტები მაინც თასზე მოხვდნენ, ხოლო არიფები ალაფაზე დაიძირნენ

მეოთხედ’ფინალში გავარდა ოთხიდან სამი (!) ჯგუფის ჯილა: კივები დაითხოვა ვინ, ვინ და ... ფიჯმა! ივარგა მხოლოდ გადახალისებულმა აფრიკამ, ვინაც ჯგუფში შტატებიც დაამარცხა * 19:7

ნახევარ’ფინალებში წყვილი რბევა აღინუსხა: შინ ნაჩემპიონარი იანკები 28 ქულით მოსრა საფრანგეთმა და 2012 წლის აქეთ პირველად გავიდა თასის ფინალში, მაგრამ იქ ვეღარაფერი გააწყო თვით ფიჯის გამგდებ "ბლიც ბოკესთან"

ტუვაი ერთადერთია

ჰონ’კონგში სერიის 15 მონაწილე, ერთი წვეული (პორტუგალია) და 12 კანდიდატი ოთხი კვირის შემდეგ მოგროვდა. 28 კაპიტანმა ტრადიციული, ერთობლივი ფოტო გადაიღო ცათამბჯენთა ფონზე

ფიჯზე მორაგბის ღვაწლი ჰონ’კონგში პირველობის რაოდენობით იზომება! ამიტომაა, რომ ჯადოქრები სულსა და გულს აქსოვენ თამაშში. ახლაც მათ ჯგუფშივე * 24:5 გააბურთავეს ზელანდია, ვინაც მეოთხედ’ფინალში გააგდო ... გაკადნიერებულმა საფრანგეთმა

გალებმა ზედიზედ მეორედ უწიეს ფინალს, იქ კი დამარცხდნენ ჯერი ტუვაის კომპანიასთან – 30 წლის ვირტუოზი ერთადერთია, ვისაც 2015 - 2019 წლებში "შვიდკაცის მექაში" ხუთჯერ შეუმართავს თასი

შტატებმა ჯგუფში * 19:21 წააგეს უელსთან და * 22:28 ინგლისთან, მაგრამ მეოთხედ’ფინალში აფრიკა დაითხოვეს და ბოლოს ბრინჯაოც აიღეს, ქარლინ აილსმა კი ტურნირი 9 ლელოთი დაასრულა, რაც ახალი ჩინური რეკორდი ყოფილა

ჰოდა, ფინიშამდე სამი ეტაპით ადრე იანკები არათუ ფიჯსა და ზელანდიას უსწრებენ, არამედ 40-ქულიანი ფორა აქვთ V ადგილზე მყოფ ინგლისთან, რაც იმას მოასწავებს, რომ შტატები 2020 წლის, ტოკიოს ოლიმპიადის საგზურს ამ უქმეებზევე, სინგაპურში დაიბევებენ

ოლიმპიადის ხათრით

ოლიმპიადაზე სულ ვაჟთა 12 გუნდი იჩაუქებს. 4 ვაკანსია ამ სერიაში თამაშდება და საქმეს ეგეთი პირი უჩანს, რომ ევროპა მშრალზე დარჩება

6 საგზური თითოდ ერგებათ რეგიონულ პირველობათა ჯილებს; ერთი – მასპინძელი იაპონიისაა, ბოლო კი გაისად გადაეცემა რეგიონთა’ შორისი რეპეშაჟის მოგებულს

ევროპის რჩეული წლეულს, 13-14 ივლისს, კოლომიე’ში (საფრანგეთი) გამოვლინდება, ჰონ’კონგში კი გაირკვა, რომ მსოფლიო სერიაში შემდეგი სეზონიდან შევა ირლანდია, ვინაც ბოლო ხანს’ღა და ისიც ოლიმპიადის ხათრით, შეხედა მოწყალე თვალის "სალაღობო რაგბს"

მეორე წრედი ვაკეში?

კელტებმა ჩინეთში შაბათს ორჯერვე მოსრეს რუსეთი * 33:7 და 47:0, კვირას კი გრანდიოზული გეგმები ჩაუშალეს ჯერ გერმანიას და მერე ოფიციოზის მიერ მათზე არა’ნაკლებ ნალოლიავებ ჰონ’კონგსაც

სხვა’ფრივ, მედიაში გაჟონა დიდი რაგბის "მსოფლიო ლიგის" თაოსნის, არხენტინელი "გას" პიჩოტის მორიგმა იდეამ, "მსოფლიო სერიის" მსგავსად, დონით მეორე "წრედიც" (სერქით) შევქმნათო

ჰოდა, თუ ეს მართლა შესრულდა, ეგებ აღვადგინოთ და მაგ წრედში ჩავართვევინოთ ბოლოჯერ 2008 წელს გამართული "ვაკის შვიდკაცა"


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XX სეზონი * 2018-19


VI ეტაპი * 9-10/03 ვანქუვერ (კან)

<< ჯგუფები (# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით)

(ა) აფრიკა 3-0, შტატები 2-1 / უელსი 1-2, ჩილე# 0-3
(ბ) სამოა(+40), ფიჯი(+31) / კანადა(-9) 2-1, კენია 0-3
(გ) ზელანდია^, საფრანგეთი 2-1 / ავსტრალია^, ესპანეთი 1-2
(დ) ინგლისი 3-0, არხენტინა 2-1 / შოტლანდია 1-2, იაპონია 0-3

<< მეოთხედ’ფინალი

აფრიკა (ა1) 33:12 არხენტინა (დ2)
ზელანდია (გ1) 21:22 ფიჯი (ბ2)
ინგლისი (დ1) 19:21 შტატები (ა2)
სამოა (ბ1) 12:35 საფრანგეთი (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

აფრიკა 31:12 ფიჯი
საფრანგეთი 33:5 შტატები

<< ფინალი

(XIII) ესპანეთი 15:10 იაპონია
ალაფა (IX) ავსტრალია 35:21 კანადა
(V) ზელანდია 26:19 ინგლისი
ბრინჯაო (III) ფიჯი 24:14 შტატები
ოქრო + თასი (I) აფრიკა 21:12 საფრანგეთი

<< აფრიკა

1 ზეინ დევიდს, 3 იმპი ბრეხერ, 6 იოჰანეს პრეტორიუს, 8 სელვინ დევიდს, 9 ჯასტინ ხედულდ, 10 სტედმან ხანს, 11 სივივე სოიზვაპი^კაპ’ *
2 ფილიპ სნეიმან^კაპ, 4 საკოისა მაკატა, 5 ვერნერ კოკ, 7 ბრანკო დიუ’პრე, 12 მიულერ დიუ’პლესი, 13 კურტ-ლი არენცე *მწ) ეშლი ევერტ


VII ეტაპი * 5-7/04 ჰონ’კონგ (ჩინ)

<< ჯგუფები (# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით)

(ა) აფრიკა 3-0, სამოა 2-1 / შოტლანდია 1-2, იაპონია 0-3
(ბ) საფრანგეთი 3-0, არხენტინა 2-1 / კანადა 1-2, პორტუგალია# 0-3
(გ) ფიჯი 3-0, ზელანდია 2-1 / ავსტრალია 1-2, კენია 0-3
(დ) ინგლისი 3-0, შტატები(+21) / უელსი(-31), ესპანეთი(-62) 1-2

<< მეოთხედ’ფინალი

აფრიკა (ა1) 12:21 შტატები(დ2)
ფიჯი (გ1) 29:24 არხენტინა (ბ2)
ინგლისი (დ1) 12:14 სამოა (ა2)
საფრანგეთი (ბ1) 14:12 ზელანდია (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

ფიჯი 28:19 შტატები
საფრანგეთი 19:12 სამოა

<< ფინალი

(XIII) ესპანეთი 19:14 უელსი
ალაფა (IX) შოტლანდია 26:24 იაპონია
(V) არხენტინა 21:14 ზელანდია
ბრინჯაო (III) შტატები 22:10 სამოა
ოქრო + თასი (I) ფიჯი 21:7 საფრანგეთი

<< ფიჯი

1 სევულონი მოთე’ნათანგი, 4 პაულა ნდრანი’სინუკულა^კაპ, 6 მელი ნდერე’ნალანგი, 7 ვილიმონი მბოტიტუ, 8 ლივაი კოროი’ ნგასა’ნგასა, 9 ჯერი ტუვაი, 11 ამინიასი ტუი’მამბა *
2 ჯოსუა ვაკურუ’ნამბილი, 3 ისოა ტამბუ, 5 აპენისა თაკაუ’მბალავუ, 10 ალოსიო ნანდუვა, 12 ტერიო ვეილავა * მწ) გარეს ბეიბერ (უელ)


ქულა

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

130 შტატები (თ: ლას’ვეგას);
123 ფიჯი (3თ: ქეიპ’თაუნ ჰემილთონჰონ’კონგ);
118 ზელანდია (2თ: დუბაი სიდნი);
99 აფრიკა (თ: ვანქუვერ) (გადიან ოლიმპიადაზე) –

90 ინგლისი; 74 სამოა; 70 ავსტრალია; 69 არხენტინა; 63 საფრანგეთი; 55 შოტლანდია; 45 ესპანეთი; 36 კანადა; 23 კენია; 21 იაპონია –

20 უელსი (ვარდება) |

6 ჩილე##; 5 ტონგა##; 2 ზიმბაბვე##; 1 პორტუგალია#


განრიგი

1 30/11-01/12 დუბაი (არბ)
2 08-09/12 ქეიპ’თაუნ (აფრ)
3 26-27/01 ჰემილთონ (ზელ)
4 02-03/02 სიდნი (ავს)
5 01-03/03 ლას’ვეგას (აშშ)
6 09-10/03 ვანქუვერ (კან)
7 05-07/04 ჰონ’კონგ (ჩინ)
8 13-14/04 სინგაპურ (სნგ)
9 25-26/05 ლონდონ (ინგ)
10 01-02/06 პარიზ’ი (სფრ)


თასის მფლობელი

1999-2019 (173 ეტაპი)

58 ზელანდია; 39 ფიჯი; 30 აფრიკა;
18 ინგლისი; 11 სამოა; 7 ავსტრალია; 3 შტატები;
2 არხენტინა შოტლანდია; 1 კანადა კენია საფრანგეთი

სერიის ჩემპიონი

ზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 3 2006, 2015, 2016
აფრიკა 3 2009, 2017, 2018
სამოა 1 2010


XXI სეზონის * 2019-20 შესარჩევი

<< ჯგუფები

(ე) ჰონ’კონგი(+30) 3-0, ტონგა(+29) 2-1, ფილიპინები(-23) 1-2 / ზიმბაბვე 0-3
(ვ) ირლანდია 2-0*1, რუსეთი(+16) 2-1, ურუგვაი 1-1*1 / იამაიკა 0-3
(ზ) გერმანია(+22) 3-0, ჩილე(+40) 2-1 / უგანდა(-28) 1-2, ქუქეთი 0-3

<< მეოთხედ’ფინალი

2#გერმანია (ზ1) 12:7 7#ურუგვაი (ვ3)
3#ირლანდია (ვ1) 47:0 6#რუსეთი (ვ2)
4#ჩილე (ზ2) 15:12 5#ტონგა (ე2)
1#ჰონ’კონგი (ე1) 17:7 8#ფილიპინები (ე3)

<< ნახევარ’ფინალი

ირლანდია 19:10 გერმანია
ჰონ’კონგი 7:5 ჩილე

<< ფინალი

ირლანდია 28:7 ჰონ’კონგი

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Apr 2019, 13:37
დღეს, სინგაპურში, საქართველოს დროით



ფინალები

14.11 (V) ზელანდია - სამოა
14.35 ბრინჯაო (III) შტატები - ინგლისი
15.00 ოქრო + თასი (I) ფიჯი - აფრიკა

ნიხრი: 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12
+ დაბევებული მინიმუმი = ჯამი (+ ნაზრდი შესაძლო მოგებაზე)

130 შტატები +15 = 145 (+2)
123 ფიჯი +19 = 142 (+3)
118 ზელანდია +12 = 130 (+1)
099 აფრიკა +19 = 118 (+3)
---- გადიან 2020 ტოკიოს ოლიმპიადაზე
090 ინგლისი +15 = 105 (+2)
074 სამოა +12 = 86 (+1)

:::
* * *
სამივე ზედამ წააგო ფინალი და მონაგარს ვერაფერი შეჰმატა

145 შტატები
142 ფიჯი
130 ზელანდია
118 აფრიკა

---- მოწინავე ოთხეული პირდაპირ გადის 2020 ტოკიოს ოლიმპიადაზე

105 ინგლისი
086 სამოა


user posted image

თეთრები ცალკე


user posted image

დუჟინიდან თეთრი ხუთიღაა


user posted image

შუაში -- რიჩარდ ქელი


user posted image

მაგან ზუსტად 6 წლის წინ -- 2013 წლის 14 აპრილს -- იმსაჯა საფიჩხიაზე
http://site.rugby.ge/ka-GE/premier-division-2012-13/

აია # 3 - ლოკომოტ # 6 [შ1] 14/04 15.30 დინამო 35:16 ქელი [ზელ] გ.მიქაბერიძე


user posted image

თანა’მსაჯებად ჰყავდა ნიკა და შოთა


user posted image

ესეც -- შერკინების ნათელი მომავალი

:::


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Apr 2019, 23:53
user posted image

რასობრივად ჭრელმა

შვიდკაცის მსოფლიო სერიიდან
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ჩაუქობა აქამდე ვერავინ დაიბევა


სერიის ფინიშამდე ორი ეტაპით ადრე ვინც 43 ქულით გაუსწრებდა მეხუთე ადგილოსანს, იაპონიის საგზურს გაინაღდებდა, მაგრამ ბობოლანი იმდენად თანაბარი ძალისანი არიან, რომ ყოველ ტურნირში მრავლად ხდება სენსაცია

აგერ, სინგაპურის დარბაზში, ფიჯი ჯგუფში ორჯერ დამარცხდა – სქოთებთან * 12:19 და აფრიკასთან * 7:17, მაგრამ თასზე მაინც გაძვრა, იქ მიყოლებით დაითხოვა ზელანდია და ინგლისი, ისევ ბლიც’ბოკეს გადაეყარა და ტაიმი * 19:0 მოუგო

შვიდკაცის ჯადოქრებს გადამწყვეტი მატჩი გამარჯვებამდე რომ მიეყვანათ, ქულებით გაუტოლდებოდნენ შტატებს და მას უკეთესი ჯამური სხვაობით გადაუსწრებდნენ, მაგრამ რასობრივად ჭრელმა აფრიკამ სასწაული მოახდინა – სამი ლელოთი ორამდე დაიყვანა ჩამორჩენა, ბოლო შეტევაში კი ჯარიმის კარში დარტყმა არ იუკადრისა და ერთით მოიგო * 20:19

მაქსიმუმ ორი

ასე და ამგვარად, ლიდერებს საგაისო ოლიმპიადაზე გასვლა მაისის ბოლომდე გადაედოთ, მაგრამ შტატები 38 ქულით რომ უსწებს ინგლისს, ფიჯი 35-ით, ზელანდია 23-ით და აფრიკაც 14-ით, ძნელად, რომ ამ ოთხეულმა ფორა დაანიავოს,

ეს კი იმას მოასწავებს, რომ ევროპას ტოკიოს დუჟინში მაქსიმუმ ორი გუნდი ეყოლება – ევროპის წლევანდელი გრან’პრის ჩემპიონი და ეგებ, გლობალური რეპეშაჟის გამარჯვებულიც


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XX სეზონი * 2018-19

VIII ეტაპი * 13-14/04 სინგაპურ (სნგ)

<< ჯგუფები (# მიწვეული, (+00) სხვაობით)

(ა) აფრიკა 3-0, ფიჯი(+21) / შოტლანდია(-42), კანადა(-51) 1-2
(ბ) ავსტრალია 3-0, არხენტინა 2-1 / საფრანგეთი 1-2, ჰონკონგი# 0-3
(გ) შტატები 3-0, ინგლისი(+2) / უელსი(-12), კენია(-27) 1-2
(დ) ზელანდია 3-0, სამოა 2-1 / იაპონია 1-2, ესპანეთი 0-3

<< მეოთხედ’ფინალი

აფრიკა (ა1) 21:12 სამოა (დ2)
შტატები (გ1) 12:10 არხენტინა (ბ2)
ზელანდია (დ1) 5:19 ფიჯი (ა2)
ავსტრალია (ბ1) 19:31 ინგლისი (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

აფრიკა 24:12 შტატები
ფიჯი 26:12 ინგლისი

<< ფინალი

(XIII) კენია 21:5 ესპანეთი
ალაფა (IX) საფრანგეთი 22:19 შოტლანდია
(V) სამოა 19:17 ზელანდია
ბრინჯაო (III) ინგლისი 28:7 შტატები

ოქრო + თასი (I) აფრიკა 20:19 ფიჯი

<< აფრიკა

3 იმპი ბრეხერ, 4 რიან უსტ’ჰეიზენ, 5 ვერნერ კოკ, 7 ბრანკო დიუ’პრე, 9 ჯასტინ ხედულდ, 10 სტედმან ხანს, 12 ანჯელო დევიდს *
1 ქრის დრაი, 2 საკოისა მაკატა, 6 კურტ-ლი არენცე, 8 სელვინ დევიდს, 11 სივივე სოიზვაპი, 13 ჯეიმზ მერფი * მწ) ნილ პაუელ


ქულა

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

145 შტატები (თ: ლას’ვეგას);
142 ფიჯი (3თ: ქეიპ’თაუნ ჰემილთონ ჰონ’კონგ);
130 ზელანდია (2თ: დუბაი სიდნი);
121 აფრიკა (2თ: ვანქუვერ სინგაპურ) (გადიან ოლიმპიადაზე) –

107 ინგლისი; 87 სამოა; 80 ავსტრალია; 79 არხენტინა;
71 საფრანგეთი; 62 შოტლანდია; 47 ესპანეთი; 41 კანადა;
26 კენია; 25 უელსი – 22 იაპონია (ვარდება) |

6 ჩილე##; 5 ტონგა##; 2 ზიმბაბვე##; 1 პორტუგალია# ჰონკონგი#

>> ლელო

44 ქარლინ აილზ (აშშ); 33 დენ ნორთონ (ინგ); 32 ამინიასი ტუი’მამბა (ფიჯ);
30 ალოსიო ნანდუვა (ფიჯ); 29 მაქს მაკ’ფარლენდ (შტლ)

>> ჩაუქობა (ბოჭვა + გარღვევა + ოფლოუდი + სოლო):

298 ქონორ ბრეიდ (კან); 272 ვილიმონი მბოტიტუ (ფიჯ);
271 ალამანდა მოტუნგა (სამ); 267 ბენ პინქელმან (აშშ); 263 მაქს მაკ’ფარლენდ (შტლ)


განრიგი

1 30/11-01/12 დუბაი (არბ)
2 08-09/12 ქეიპ’თაუნ (აფრ)
3 26-27/01 ჰემილთონ (ზელ)
4 02-03/02 სიდნი (ავს)
5 01-03/03 ლას’ვეგას (აშშ)
6 09-10/03 ვანქუვერ (კან)
7 05-07/04 ჰონ’კონგ (ჩინ)
8 13-14/04 სინგაპურ (სნგ)
9 25-26/05 ლონდონ (ინგ)
10 01-02/06 პარიზ’ი (სფრ)


თასის მფლობელი

1999-2019 (174 ეტაპი)

58 ზელანდია; 39 ფიჯი; 31 აფრიკა;
18 ინგლისი; 11 სამოა; 7 ავსტრალია; 3 შტატები;
2 არხენტინა შოტლანდია; 1 კანადა კენია საფრანგეთი

<< სერიის ჩემპიონი

ზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 3 2006, 2015, 2016
აფრიკა 3 2009, 2017, 2018
სამოა 1 2010

:::

Posted by: giorgi77 23 May 2019, 17:23
25-26 მაისს ჩვენი გუნდები მონაწილეობენ რაღაც ტურნირზე პეტერბურგში... იგივე კრეტინი წამოჭიმეს აფიშაზე, როგორც კალინინგრადში.

http://rugby7.spb.ru/

user posted image

Posted by: jora84 24 May 2019, 13:56
შვიდ კაცა კი არა ვინც მოგვრჩა ის უნდა დაერქმიათ biggrin.gif
http://site.rugby.ge/ka-ge/news-view/?newsid=7322&callerModID=17364

Posted by: jora84 25 May 2019, 14:38
ბიჭებმა ბოლო წამზე წააგეს ბაყაყებთან 10:14 ჩემდა გასაკვირად კარგად ითამაშეს. ნინიაშვილი მართლა გამორჩეული ბიჭია, 60 მეტრიანი ლელო დადო.

16:00 გვაქვს მეორე თამაში.

Posted by: ferrari1000 25 May 2019, 15:31
jora84
სად უყურებ? ლინკი მიბოძე გეტაყვა.

Posted by: jora84 25 May 2019, 15:40
ferrari1000

20 წუთში გვიწევს დაახლოებოთ

https://youtu.be/c6FU4wqP0L0

Posted by: ferrari1000 25 May 2019, 22:14
jora84
მაგარი სახიფათოა ნინიაშვილი ბურთით ხელში. კიდე რამოდენიმე მარდი და ცქვიტი ბიჭია გუნდში.

ამ ტურნირზე ასაკობრივი შეზღუდვა არ არის ხო?

Posted by: jora84 25 May 2019, 23:08
ferrari1000

კაცთა ტურნირია, ჩვენებს ყავთ მარტო ბავშვები გაგზავნილო, 2 ბიჭი 16 წლისაა საერთოდ smile.gif
მაგარი მურტალი მოედანი ყოფილა, კუნთები დაჭიმვიათ ბაღნებს.

Posted by: Gio_G83 25 May 2019, 23:19
QUOTE
ნინიაშვილი მართლა გამორჩეული ბიჭია, 60 მეტრიანი ლელო დადო.


U18 - ხვამლი?

ყოჩაღ!

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 26 May 2019, 10:34
ლონდონის ჰუუზლი’ბაბინგი 12.20-დან



1) გუშინ ინგლისი მოასრიალა ირლანდიამ
2) აშშ და ფიჯი ეჯახებიან ნახევარ’ფინალში

თასის 1\4 ფინალები

აფრ 13.58 ავს | ზელ 14.20 სფრ
აშშ 14.42 კან | ფიჯ 12.04 ირლ

17.48 და 18.10 = 1\2 ფინალები

20.57 = ოქროს ფინალი

::: ქულა

გუშინ დაიბევეს ტოკიო 2020:
145 შტატები (თ: ლას’ვეგას);
142 ფიჯი (3თ: ქეიპ’თაუნ ჰემილთონ ჰონ’კონგ);
130 ზელანდია (2თ: დუბაი სიდნი);

მეოთხეს საგზურს უმიზნებს
121 აფრიკა (2თ: ვანქუვერ სინგაპურ) –

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10

107 ინგლისი = დღეს აიღებს მაქსიმუმ 13 ქულას

:::

Posted by: jora84 26 May 2019, 21:20
ჩვენი 18 წლამდელების ყველა ლელო პიტერის ტურნირზე.

https://youtu.be/R6fn8KHWPpg

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 26 May 2019, 21:24
jora84
დიახ, სულ იმათ ჯანში ფიჯური ფლავი, ვისაც არ ევასება ფოლაუ!

:::

* * *
user posted image

ოთხი ეტაპია, ვეღარ გადის შტატები ფინალში,
რის გამოც დაწინაურდა ფიჯი

გაირკვა ტოკიოს ოთხივე საგზურის მფლობელი,
ანუ ევროპიდან დუჟინში მაქსიმუმ ორი გუნდი მოხვდება --
ერთი ევრო’გრან’პირდან და მეორე (ეგებ) მსოფლიო რეპეშაჟიდან

დარჩა პარიზის ეტაპი -- გასარკვევია სერიის ჩემპიონი და
ერთი მაჩანჩალა, ვის მაგივრადაც შემდეგი სეზონიდან შემოვა ირლანდია

:::


Posted by: ferrari1000 26 May 2019, 22:28
QUOTE (jora84 @ 26 May 2019, 21:20 )
ჩვენი 18 წლამდელების ყველა ლელო პიტერის ტურნირზე.

https://youtu.be/R6fn8KHWPpg

ლაღად თამაშობენ კაია.

რა ვქენით მეორე დღეს?

Posted by: jora84 26 May 2019, 22:39
ferrari1000

ორი წავაგეთ და ერთი მოვიგეთ, ჯამში მეშვიდე ადგილზე გავედით.

პირველი თამაში ისევ პიტერის ზასტავასთან წააგეს, 10:24 მგონი, მერე ინგლისელ სამურაებთან 0: ბევრი და ბოლოს გრასჰოპერსი დაიბრიყვეს 31:7

Posted by: giorgi77 27 May 2019, 00:44
************************************************

user posted image

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 1 Jun 2019, 13:12
შაბათი = პარიზის 7კ ჯგუფური = თავიდან ბოლომდე (ცოცხლად | გადახვევით)



:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 Jun 2019, 13:26
კვირა 2\06 = პლეი’ოფი თავიდან ბოლომდე



მეოთხედ’ფინალები მალე ...

13.28 FIJI - FRANCE
13.50 USA - KENYA
14.12 NEW ZEALAND - ARGENTINA
14.34 SOUTH AFRICA - SAMOA

17.23 ფიჯი და შტატები ნახევარ’ფინალში ეჯახებიან

ფინალი 20.33 საქ

:::


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 10 Jun 2019, 11:02
http://ovaluri.comxa.com/2019
http://files.rugby.ge/OVA-2019

user posted image

შვიდკაცაში ფიჯი ზეობს

ფიჯელმა ჯადოქრებმა სეზონის ფინიშზე აიწყვიტეს –
ლონდონსა და პარიზში თასები შემართეს, და
"მსოფლიო სერიის" კიბეზე 9 ქულით გაუსწრეს შტატებს


უწინ ასევე მძლავრობდა ზელანდია, ამჟამად კი ფიჯის ხანაა – კუნძულოვანი ქვეყანა პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ხომაა და თუმც არა’სტაბილურობა ჯერაც ახასიათებს, როცა’კი დაჭირდება, ტურნირებს სულ თამაშ’თამაშ იგებს

ასე მოხდა XX სეზონის ბოლო ორ, ევროპულ ეტაპზეც. მაქამდე ფიჯი 3 ქულით ჩამორჩებოდა გაყოჩაღებულ შტატებს, მაგრამ იანკებს ორივეგან ნახევარ’ფინალში გადაეყარა და გააგდო, ფინალებში კი ოზები და კივები უშანსოდ გააბურთავა, და ჯამში მეოთხედ იპირველა

მაქსიმუმ ორი

დასრულებულ სერიას მნიშვნელობას ჰმატებდა ის, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის პირველი შესარჩევიც იყო. ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე ინგლისი ისედაც გვარიანად ჩამორჩებოდა ოთხ მოწინავეს, ევროპაში კი მთლად ჩაფლავდა – ორივეჯერ ჯგუფში ჩარჩა

ასე და ამგვარად, საგზურები თვიქნემშივე ერგოთ ფიჯს, შტატებს, ზელანდიასა და აფრიკას. ამავე ოთხეულმა იმარჯვა ეტაპებზე (5 ფიჯ; 2 ზელ აფრ; 1 აშშ); გავარდა სტრატეგიულად ფრიად საჭირო იაპონია – შვიდკაცაში ბოლო ხანს’ღა დაბრუნებული ირლანდია შეცვლის გაისად; ევროპის შესარჩევი კი მალე გაჩაღდება და შუა ივლისში დასრულდება

ოფიციოზი დეტალებზე დუმს, მაგრამ ცხადია, რომ შერჩევა სერიად’ვე – ევროპის გრან’პრის ფარგალში მოეწყობა. ჩემპიონს ტოკიოს საგზური პირდაპირ ერგება; რამდენიმე (!) ხელ’მოცარული საგაისო, 16-გუნდა მსოფლიო რეპეშაჟში გავა, ეს კი ნიშნავს, რომ ევროპიდან ოლიმპიურ 12-ეულში მაქსიმუმ ორი ქვეყანა მოხვდება


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XX სეზონი * 2018-19


IX ეტაპი * 25-26/05 ლონდონ (ინგ)

<< ჯგუფები (# მიწვეული, (+00) სხვაობით)

(ა) აფრიკა 3-0, კანადა 2-1 / არხენტინა 1-2, იაპონია 0-3
(ბ) ფიჯი 3-0, საფრანგეთი 2-1 / კენია 1-2, სამოა 0-3
(გ) ზელანდია(+36), ირლანდია#(+8) / ინგლისი(+4) 2-1; შოტლანდია 0-3
(დ) შტატები 3-0, ავსტრალია 2-1 / უელსი 1-2, ესპანეთი 0-3

<< მეოთხედ’ფინალი

აფრიკა (ა1) 22:29 ავსტრალია (დ2)
ზელანდია (გ1) 14:19 საფრანგეთი (ბ2)
შტატები (დ1) 29:14 კანადა (ა2)
ფიჯი (ბ1) 33:24 ირლანდია (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

ავსტრალია 31:24 საფრანგეთი
ფიჯი 17:10 შტატები

<< ფინალი

(XIII) იაპონია 29:14 ინგლისი
ალაფა (IX) სამოა 26:17 შოტლანდია
(V) ზელანდია 35:14 ირლანდია
ბრინჯაო (III) შტატები 31:14 საფრანგეთი
ოქრო + თასი (I) ფიჯი 43:7 ავსტრალია

<< ფიჯი

1 სევულონი მოთე’ნათანგი, 4 პაულა ნდრანი’სინუკულა^კაპ, 6 მელი ნდერე’ნალანგი, 7 ვილიმონი მბოტიტუ, 8 ვაისეა ნათუნქუ, 9 ჯერი ტუვაი, 11 ამინიასი ტუი’მამბა *
2 ჯოსუა ვაკურუ’ნამბილი, 3 ასაელი ტუი’ვუაკა, 5 აპენისა თაკაუ’მბალავუ, 10 ალოსიო ნანდუვა, 12 ლივაი კოროი’ნგასა’ნგასა * მწ) გარეს ბეიბერ (უელ)


X ეტაპი * 01-02/06 პარიზ’ი (სფრ)

<< ჯგუფები (# მიწვეული, (+00) სხვაობით)

(ა) ფიჯი 3-0, არხენტინა 2-1 / ირლანდია# 1-2, ინგლისი 0-3
(ბ) აფრიკა 3-0, კენია 1-1*1 / უელსი 1-2, ავსტრალია 0-2*1
(გ) შტატები 3-0, სამოა 2-1 / ესპანეთი 1-2, კანადა 0-3
(დ) ზელანდია 3-0; საფრანგეთი(+6) / იაპონია(-15), შოტლანდია(-17) 1-2

<< მეოთხედ’ფინალი

ფიჯი (ა1) 24:5 საფრანგეთი (დ2)
შტატები (გ1) 26:14 კენია (ბ2)
ზელანდია (დ1) 21:12 არხენტინა (ა2)
აფრიკა (ბ1) 40:7 სამოა (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

ფიჯი 33:14 შტატები
ზელანდია 33:7 აფრიკა

<< ფინალი

(XIII) შოტლანდია 31:26 იაპონია
ალაფა (IX) კანადა 28:12 ირლანდია
(V) საფრანგეთი 40:5 სამოა
ბრინჯაო (III) აფრიკა 24:7 შტატები
ოქრო + თასი (I) ფიჯი 35:24 ზელანდია

<< ფიჯი

1 სევულონი მოთე’ნათანგი, 2 ჯოსუა ვაკურუ’ნამბილი, 4 პაულა ნდრანი’სინუკულა^კაპ, 6 მელი ნდერე’ნალანგი, 9 ჯერი ტუვაი, 11 ამინიასი ტუი’მამბა, 12 ნაპოლიონი მბოლათა *
3 ასაელი ტუი’ვუაკა, 5 აპენისა თაკაუ’მბალავუ, 7 ვილიმონი მბოტიტუ, 8 ვაისეა ნათუნქუ, 10 ალოსიო ნანდუვა, 13 ისოა ტამბუ * მწ) გარეს ბეიბერ (უელ)


user posted image


>> ლელო

52 ქარლინ აილზ (აშშ); 46 ამინიასი ტუი’მამბა (ფიჯ); 39 მაქს მაკ’ფარლენდ (შტლ), დენ ნორთონ (ინგ); 37 ალოსიო ნანდუვა (ფიჯ)

>> ქულა

307 ენდრიუ ნიუსთაბ (ზელ); 299 მედისონ ჰიუზ (აშშ); 260 ქარლინ აილზ (აშშ); 254 ნეითან ჰირაიამა (კან); 244 ჟან-პასკალ ბარაკ (სფრ)

>> ჩაუქობა

356 ვილიმონი მბოტიტუ (ფიჯ) = 124 ბოჭვა + 24 გარღვევა + 49 ოფლოუდი + 159 სოლო;
338 ბენ პინქელმან (აშშ); 333 მაქს მაკ’ფარლენდ (შტლ); 329 ალამანდა მოტუნგა (სამ); 309 ქონორ ბრეიდ (კან)

>> სეზონის შვიდეული

ვილიმონი მბოტიტუ, მელი ნდერე’ნალანგი, ჯერი ტუვაი, ამინიასი ტუი’მამბა (ფიჯ);
სთივენ თომასინ, ფოლაუ ნიუა, ბენ პინქელმან (აშშ)

თასის მფლობელი

1999-2019 (175 ეტაპი)
58 ზელანდია; 41 ფიჯი; 30 აფრიკა; 18 ინგლისი; 11 სამოა;
7 ავსტრალია; 3 შტატები; 2 არხენტინა შოტლანდია; 1 კანადა კენია საფრანგეთი

<< სერიის ჩემპიონი

ზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 4 2006, 2015, 2016, 2019
აფრიკა 3 2009, 2017, 2018
სამოა 1 2010

<< თამაში

447 დი’ჯეი ფორბს (ზელ); 437 დენ ნორთონ (ინგ); 426 თიმ მიქელსონ (ზელ); 423 ჯეიმზ როდველ (ინგ); 409 ქოლინზ ინჯერა (კენ)

<< ლელო

338 დენ ნორთონ (ინგ); 271 ქოლინზ ინჯერა (კენ); 230 სანტიაგო გომეს-კორა (არხ); 224 სიბელო სენატლა (აფრ); 220 ბენ გოლინგს (ინგ), თიმ მიქელსონ (ზელ)

<< ქულა

2652 ბენ გოლინგს (ინგ); 2026 ტომასი თამა (ზელ); 1718 ნეითან ჰირაიამა (კან); 1704 დენ ნორთონ (ინგ); 1537 თომ მიჩელ (ინგ)

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Jun 2019, 12:13
2020 ტოკიოს ოლიმპიადის შესარჩევთა ფორმულა
"რაგბი ორღობეს" დაუდია 26 აპრილს, საბუთებში,
მაგრამ გამომრჩენია

მოკლედ დავწერე "მეორე დონის ფორუმზე"

აქედან https://www.rugbyeurope.eu/rugby-europe/documentation
იღება https://www.rugbyeurope.eu/sites/default/files/document/190411_re_staff_7s_competitions_manual_final.pdf

2019 RE STAFF 7S MANUAL MEN AND WOMEN 2019

სქემა CHART @ p.10 -- მეორე მოყვება სიტყვიერადაც

::: ფორმულა უსასტიკესი და კრიჟანგულია --
ოღონდ ჩაატარონ და არაფერი დახარჯონ

GPS contains just TWO legs and
ONLY first of them figures as OLY QUALifier

ONLY Top NINE from Moscow proceed to Colomiers Finals
+ TWO from Trophy + ONE from Conference = 12 in ALL

From Colomiers ONLY the winner goes to TOKYO 2020
and further TWO -- to Global Repechage 2020 (this is also CUT down to 12 from 16)

Dates:

22-23/06 Moscow = GPS Leg 1
13-14/07 Colomiers = no connection to GPS 2019
20-21/07 Lodz = GPS Leg 2

:::

იქეთა შაბათ-კვირის მოსკოვის ჯგუფები

ა: ირლ სფრ იტა რუმ
ბ: გერ პორ უელ (\ოლი) პოლ
გ: რუს ინგ (= ბრტ) ესპ საქ

კოლომიეში რომ წავიდეთ,
მოსკოვში უნდა დავაფინიშოთ მოწინავე ცხრეულში

2020 ტოკიოში რომ წავიდეთ,

1) ან უნდა მოვიგოთ კოლომიეს ტურნირი

2) ანაც კოლომიეში დავიკავოთ მეორე-მესამე ადგილი
და 2020 ივნისში მოვიგოთ 12-გუნდა მსოფლიო რეპეშაჟი

:::

user posted image

Posted by: jora84 18 Jun 2019, 09:10
შვიდკაცას განრიგი მოსკოვებში

user posted image

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 18 Jun 2019, 19:35
გმადლობთ, ნაღდი დროები ჩავამატე,
თორემ იმ სირ ორღობეს ყველა თამაშზე 22.00 ეწერა!

:::

ბიარიცით დასრულდა ქალთა მსოფლიო სერიაც
https://www.world.rugby/sevens-series/standings/womens

"ალიმპიადა"ზე გავიდნენ: ზელანდია "აშუშვი" "ქენედა" "გეი’სთრეილია"

ჩრდილო ამერიკას ეკუთვნის კიდევ 1 ადგილი და ეგ ალბათ იქნება მექსიკა!

და კიდევ ორი მაქაური გუნდი ითამაშებს რეპეშაჟს, რაც რაგბული აბსურდია

:::

კაცებში მაგ რეგიონიდან ტოკიოში ნაღდად მოხვდება კანადა (( აშუშვი უკვე გავიდა ))
და ორი სიაფანდი -- სიტყვაზე, ჯემეიქა და ბარბადოს, იქნება რეპეშაჟზე

არადა, ევროპიდანაც ორი გუნდი მოხვდება მანდ --
ვინც კოლომიეში მეორე - მესამე ადგილზე გავა,
და ევრო სერიის ნებისმიერი მონაწილე გაბერავს მაგ ჯემეიქებს

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 Jun 2019, 11:22
jora84
ეგებ პლეი’ოფის დროებიც მიშოვოთ მაგავე ფორმით
და დავსვამ ტაბლოზე

++

დღეს ზე’რაგბის კივური დარბი რომ თავდება,
მანდილოსნების ლიგური ორიჯინი იწყება!

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Jun 2019, 13:33
https://www.rugbyeurope.eu/moscow-sevens-grand-prix-2019

საქართველო -

22/06

13.50 რუსეთი
16.13 ინგლისი
18.58 ესპანეთი

:::

Posted by: ferrari1000 22 Jun 2019, 14:18
სულ ძალით წავაგეთ sad.gif 1 ტაიმში ყვითელი ქონდა რუსეთს და აუტში გადავიტანეთ, ვერ მოვიგეთ წამოიღეს და დაგვიდეს. ერთ დასადებ მომენტში მეორე ტაიმში კიდე წინპასი უაზრო არადა ლელო იყო... თორე ერთი შეტევისთვის კიდე გვრჩებოდა დრო.

მოკლედ 7 კაცა ჯერ კიდე ვერ გავითავისეთ რა. ვნახოთ შემდსგ თამაშებში იქნებ ასეთი უაზრო შეცდომები აღარ დაუშვან.

Posted by: davita_1977 22 Jun 2019, 14:21
-----------------რა ვქენით რა ანგარიშით წავაგეთ?

Posted by: giorgi77 22 Jun 2019, 14:29
ერთი გარდასახვით წავაგეთ.... 14-12 მე მაგასაც არ ველოდი, მაგრამ რუსებს ჩვენთან სულ უჭირთ შვიდკაცაში, გვიგებენ მაგრამ ძნელად. დანარჩენ მეტოქეებთან სავარაუდოდ კომფორტულად წავაგებთ.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Jun 2019, 14:29
http://site.rugby.ge/ka-GE/home/

12:14 სულ ვაგებდით და ვერ ვეწეოდით
იმათ ორი სინბინი მიიღეს

ავედით მეშვიდე ადგილზე -- ხვალისთვის თასზე ვხვდებით

:::

Posted by: enorme 22 Jun 2019, 15:58
რა შედეგი იქნა ჩვენთვის ამ ეტაპზე მისაღები? ანუ რომელ ადგილზე უნდა გავიდეთ , რომ ოლიმპიადისთვის ბრძოლის შანსი გვქონდეს/?

Posted by: Ghveda 22 Jun 2019, 16:11
სადმე შემოძლია ვუყურო ცვენების თამაშ?”ს? ლინკი ხო არ გაქვთ?

Posted by: giorgi77 22 Jun 2019, 16:16
ინგლისს ვხვდებით ახლა და გვიგებენ ჯერჯერობით 5-0

ასე უგულოდ თამაშს რა აზრი აქვს... ისე დებენ ლელოს ინგლისელები როგორც არაფერი...

Posted by: Ghveda 22 Jun 2019, 16:18
giorgi77

სად უყურებ?

———————-

Posted by: giorgi77 22 Jun 2019, 16:21
Ghveda

აგერ აქ მაგრამ გამოვთე უკვე... ჯობია არ უყურო

https://news.sportbox.ru/Vidy_sporta/regbi/spbvideo_NI1034398_translation_Jevropejskaja__serija_Gran_Pri_Muzhchiny

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Jun 2019, 16:25
ერთი გვერდის აფურცვლაც გეზარებათ ...

აღარ კავშირის საითს სცნობთ ...
http://site.rugby.ge/ka-GE/0/

სთრიმი
https://www.rugbyeurope.eu/moscow-sevens-grand-prix-2019

წერია ოქროსფერ ფონზე

მოწინავე ცხრეული [უელსის გარეშე]
გადის 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის
12-გუნდა შესარჩევში | 13-14/07 კოლომიე (სფრ)

:::

Posted by: enorme 22 Jun 2019, 16:27
რა ვთქვა არ ვიცი . თუ არ გინდა თამაში და ესე უგულოდ უნდა ითამაშო რაღატო მიდიხარ საერთოდ?
ტეხავს უბრალოდ.

იმედია საღამოს უყურებენ 20წლამდელების თამაშს და მიხვდებიან რას ნიშნავს ეროვნული ნაკრების სახელის ქვეშ თამაში და როგორ უნდა იბრძოლო.


სირცხვილიაა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Jun 2019, 16:30
QUOTE
რაღატო მიდიხარ

მოსკოვია, მუქთია ... და არა ჵჵჵ ევრო

ეხლაც მაგას მისტრის ჩემი თაობა,
37 რუბლი ღირდაო

მაცნე ქალბატონსაც კი უტყდებოდა თქმა
"ჯორჯია ზიროუ" და ... გადააბა

:::

Posted by: giorgi77 23 Jun 2019, 16:48
რუსეთთან დაგვრჩა ხომ სათამაშო ფინალი დღეს...

რუსების წარუმატებლობა გასაკვირია ცოტა არ იყოს. მეორე შემადგენლობით არიან?

Posted by: jora84 23 Jun 2019, 17:01
giorgi77

15 კაცამ არ დაუთმო ლიდერები, ხოდა ჩამოლაბორანტდნენ, 5-6 კაცი მაინც არ ყავთ იმათგან ვინც ადრე ყავდათ ხოლმე.

ჩვენებს 5-6 ნაკრების კაცი რომ მიცე გადახნავენ ევროპას biggrin.gif

Posted by: giorgi77 23 Jun 2019, 17:07
გასაგებია მაშინ. ინგლისთან ჩვენზე უარესად შეირცხვინეს თავი ... სამოცით ქულით წააგეს biggrin.gif

მაშინ მოუგოთ იქნებ ამ სუსტ რუსეთის ნაკრებს

Posted by: zaal1969 23 Jun 2019, 17:28
სავალდებულოა ხომ,რომ შვიდკაცაში გუნდი გვყავდეს და ტურნირებში მივიღოთ მონაწილეობა?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Jun 2019, 18:14
zaal1969
ეგაა უუუ [უ’უ’ხერხ’ულ’ესი] კითხვა ...

კი მაგრამ, მერე პაესტკები?

მინიმუმ ოთხია წელიწადში ... (( თუ რამე არ გამომრჩა ))

წელს: ზიმბაბვე, მასკავა, კოლომიე, ლოძ ...

რა, მაგისი ფული სასწავლო წიგნების | აპლიკაცების გამოცემას მოვახმაროთ?

იგივეა, დიდი 10 რომ შევკვეცოთ ზე 6-მდე!

:::

Posted by: zaal1969 23 Jun 2019, 19:27
ლუკასა და ნიკოს მამა
თუ არ ვცდები ზაალ სავალდებულოა გუნდის ყოლა 7 კაცა რაგბში, როგორც ქალთა რაგბის გუნდის, თუ არც მასეა საქმე? უბრალოდ შვიდკაცაში ამ ფორმით მონაწილეობა აზრს მოკლებილია,სარგებელი თითქმის არაფერი!

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Jun 2019, 19:52
სავალდებულო არაფერია --
ირლანდიას წლობით არ ჰყავდა და ახლა აღადგინა

შოტლანდია სულაც შლიდა -- მაგრამ შერცხვა, სამშობლო ვარო
და მარტო მსოფლიო სერიაზე ათამაშებს

ჩვენ რომ დავშალოთ, ჩვენივე ოლიმპიური კომიტეტი დაგვემდურება

შვიდკაცაობაში ეგენი თუ რამეს გვაძლევენ, ეგეც ვერ ვიცი --
ეჭვი მაქვს, რომ წილში შემოდიან ოლიმპიადის წინა წელს

ისე, ყინულის ჰოკეი 2022 ზამთრის ოლიმპიადის შესარჩევზე
მაგათვე არ მიავლინეს უფულობის გამო -- წინაზე (2018) იყვნენ



კოლომიეს ჯგუფები და მორიგი ჩიხი
http://site.rugby.ge/ka-GE/home/

შესარჩევის ჯგუფები

ა: 1 სფრ, 6 პორ, 7 იტა, 12 უნგ
ბ: 2 ირლ, 5 ესპ, 8 რუს, 11 ალფ2
გ: 3 ბრი, 4 გერ, 9 საქ, 10 ალფ1

ალაფის ორი ეტაპის ჯამში სამმა გუნდმა – ბელ უკრ ლიტ –
დააგროვა ტოლი ქულა და ორგანიზატორები ჩიხში მოაქცია,
რადგან დებულებაში ეგ შემთხვევა გამორჩენილია


:::

Posted by: jora84 5 Jul 2019, 12:52
შვიდკაცას ამბები:

http://site.rugby.ge/ka-ge/news-view/?newsid=7406&callerModID=17364

Posted by: GioNage 5 Jul 2019, 14:06
QUOTE
შვიდკაცას ამბები:

მგონი ბოლო წლების ოპიტმალური შემადგენლობაა. ნუ ნაკრების წევრები არ ითვლებიან ისედაც 7კაცას კანდიდატებად.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Jul 2019, 11:36
უი, არხენტინა და კანადა უკვე გასულან 20-20 ალიმპიათაზე!

ბრაზილია, ჩილე; იამაიკა, მექსიკა -- კი რეპეშაჟში

:::

კოლომიეს შესარჩევის ჯგუფები

ა: 1 სფრ, 6 პორ, 7 იტა, 12 უნგ
ბ: 2 ირლ, 5 ესპ, 8 რუს, 11 უკრ
გ: 3 ინგ (ბრი), 4 გერ, 9 საქ, 10 ლიტ

პლეი’ოფი: ((ა1 - 8) - (ბ2 - გ2)) - ((ბ1 - 7) - (გ1 - ა2))

:::

Posted by: jora84 9 Jul 2019, 11:54
ჩვენი ბენდი კლოლომიეს კონცერტისთვის.

user posted image

Posted by: giorgi77 9 Jul 2019, 14:03
ესეც იყოს, თამაშების განრიგი......

user posted image

Posted by: jora84 9 Jul 2019, 14:09
giorgi77

დროებით ჯობია smile.gif

user posted image

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Jul 2019, 15:34
კვირას თურმე მაინც თამაშდება ყველა ადგილი --

არადა, 8 თამაში = 4 მფ + 2 ნფ + ბრინჯაო + ოქრო იკმარებდა

ეს ტურნირი ევრო’სერიაში არ შედის და ქულები არ იწერება

მაგრამ რითი შეავსონ პაუზები, ალბათ ვერ მოიფიქრეს

user posted image


Posted by: GioNage 13 Jul 2019, 14:37
წლებია ასეთი სამარცხვინო შედეგები გვაქცს ნუთუ არავის არ მოსდის თავში სამწცრთნელო შტაბის შეცვლა.

Posted by: enorme 13 Jul 2019, 15:45
გაგვაუქმეთ ვინმემ , ხო ხედავთ ჩვენით ვერ ვხვდებით , რომ ეს 7კაცა რაგბი ჩვენთვის არაფერი სასარგებლოს მომტანი არაა.

ზაზა ლეჟაავას კიდევ უნდა დავემშვიდობოთ , რაც შეიძლება სწრაფად.

Posted by: Gio_G83 13 Jul 2019, 16:38
QUOTE
წლებია ასეთი სამარცხვინო შედეგები გვაქცს ნუთუ არავის არ მოსდის თავში სამწცრთნელო შტაბის შეცვლა.


აბა შედეგები?
QUOTE
ზაზა ლეჟაავას კიდევ უნდა დავემშვიდობოთ , რაც შეიძლება სწრაფად.

თუ არაა შედეგები - რა თქმა უნდა

QUOTE
ეს 7კაცა რაგბი ჩვენთვის არაფერი სასარგებლოს მომტანი არაა.

ასე ცალსახადაც, რა ვიცი...

Posted by: tarash07 13 Jul 2019, 19:54
გავედით მე მგონი 8 გუნდში.
რუსეთმა ვერ უნდა მოუგოს უკრაინას 72 ქულით და ეგაა.
მართალი ვარ ძმებო?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Jul 2019, 00:26
გავედით -- რუსეთი კი გავარდა: ვეღარ გავა ალიმპიადაზე

ხვალ 13.00 (იქაურად 11.00) ვეთამაშებით ფრანგებს --
თუ გავაგდეთ, მერე ნახეთ სეირი: ორიაკს დაგვიხურავენ!

მაგის მერე ვეჯახებით ირლ | გერ

ბადის იქეთა ნახევარია (ესპ | პორ) | (ინგ | იტა)

:::

კვირას ოღრაშულად ასეა:

ვინც იგებს სამივეს, გადის ტოკიოში

ვინც თავიდან იგებს ორს, მაგრამ აგებს ფინალს -- იკავებს მეორეს
ვინც იგებს პირველს, აგებს მეორეს, მაგრამ იგებს მესამეს -- იკავებს მესამეს

და ეს მეორე და მესამე გადიან 12-გუნდა მსოფლიო რეპეშაჟში,
საიდანაც ერთიღა მიდის ტოკიოში

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Jul 2019, 23:24
user posted image

იტალიაც თურმე ჩვენსავით დასუსტდა შვიდკაცაში

მარკო კანალინას სტატია და სტატ’შეჯამება

Il cammino dell’Italia negli Europei di rugby 7s

Uomini. 2002 assente / 2003 assente / = არ იყო
2004 ARGENTO / 2005 BRONZO / 2006 BRONZO /
2007 6° / 2008 5° / 2009 BRONZO /
2010 7° / 2011 7° / 2012 10° / 2013 4° /
2014 11° / 2015 11° / 2016 8° / 2017 10° /
2018 7° / 2019 (8° dopo la prima tappa, sabato la seconda tappa).

:::

Posted by: jora84 18 Jul 2019, 15:12
ლოძის ამბები
user posted image
user posted image

Posted by: Dr NULL 18 Jul 2019, 16:36
QUOTE
ლოძის ამბები

ერთს იმედია მოვიგებთ ჯგუფში... ? smile.gif

Posted by: jora84 20 Jul 2019, 14:30
ინგლის მოუგეს 21:12.

არ მჯერა biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Jul 2019, 14:33
ვინაც ალიმპიადაზე გავიდა -- ისვენებს!
ბევრ წამალს გამოსაყვანად ბევრი სმა ჭირდება

Posted by: giorgi77 20 Jul 2019, 15:51
QUOTE
ინგლის მოუგეს 21:12.

არ მჯერა biggrin.gif


კაი დროსია, თან როგორც ზემოთ დაიწერა ეგ ის ინგლისი არაა ოლიმპადის საგზური რომ მოიპოვა.

მაინც კარგია იქნებ მსოფლიო სერიის შესარჩევში მოხვდნენ... ჰონკონგში ხომ?


Posted by: jora84 20 Jul 2019, 15:53
giorgi77

კი, ჰონგკონგში მოხვედრის შანსი არის.
რუსებიც სუსტად არიან და იქნებ წავაყუდოთ.

მეორეს მხრივ ლეჟავა შეგვეტენება biggrin.gif

Posted by: giorgi77 20 Jul 2019, 15:57
jora84

მე მაგრად მეიმედებოდა ლეჟავასი მაგრამ.... შეიძლება ლეჟავაშიც არაა მარტო პრობლემა.

თან უფრო მაღალი რანგის მწრთვნელს შვიდკაცას არ ჩამოუყვანენ... ჩვენი კავშირი მთავარი ნაკრების გარშემო ვალსირებს მხოლოდ, საკლუბო და შვიდკაცა ფორმალობაა.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Jul 2019, 16:08
აგე ვითარება http://site.rugby.ge/ka-GE/0/

ქულა: 20 სფრ, 18 ირლ, 16 ინგ, 14 გერ, 12 უელ,
10 ესპ, 8 პორ, 6 იტა, 4 რუს, 3 საქ, 2 პოლ – 1 რუმ

(( აქედან ცხადია ნიხრი -- სულ ორი ეტაპია! ))

ვარდება ბოლო, ოღონდ არა ეტაპის მასპინძელი: რუს | პოლ

ამათგან – გერ პორ იტა რუს საქ პოლ რუმ:
სამი უკეთესი გადის
მსოფლიო სერიის საგაისო (2020) 12-გუნდა შესარჩევში | ჰონ’კონგ

მიზანი ნათელი: ქულებით უნდა გადავუსწროთ იტალიასა და რუსეთს

ტოლ ქულაზე დარდება გატანილ-გაშვებულის სხვაობა ორივე ეტაპის ყველა მატჩში

მოსკოვში ნათამაშევის სხვაობები აქაა

user posted image

Posted by: giorgi77 20 Jul 2019, 20:14
მოუგეს რუსებს, გავედით მეორე ადგილზე ჯგუფში

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Jul 2019, 20:34
ვეთამაშებით იტალიას @ კვი 14.06 = ერთი საათით გვიან ჩააჩოჩეს ყველაფერი
მერე ესპ | უელ
ბოლოს (ირლ | პორ) (გერ | სფრ)

რუსეთს გადავასწარით ქულებით

ჰონკონგში რომ წავიდეთ გაისად, უნდა ჩამოვიტოვოთ იტალიაც --
ჩამოვრჩებით 3 ქულით

Posted by: AVIATORI01 20 Jul 2019, 20:50
ეხლა რა მაინტერესებს, იმათ დაიკიდეს თუ ლომიძე-თაფლაძე- ლაშხმა და ა.შ. ასე შეცვალეს ძალთა ბალანსი?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Jul 2019, 20:57
ინგლისმა დაიკიდა -- ოლიმპიადაზე გავიდა და ევროპა სულ ჰკიდია

რუმინეთი უკვე გავარდა, რადგან რუსეთი და პოლონეთი არ ვარდებიან

რუსეთი ვერ გავიდა ალიმპიადაზე და გაისად ვეღარც ჰონკონგში წავა მსოფლიო სერიის შესარჩევზე

:::

Posted by: jora84 20 Jul 2019, 21:08
AVIATORI01

რეალურად რუსები იყვნენ მოსაჭიმები და მოიჭიმნენ, წელს 15 კაცამ ხალხი აღარ დაუთმო და დასუსტდნენ.

20 წლამდელებმაც ცოტა შეასველეს ხელი ჩვენებს.

იტალიას აუცილებლად უნდა მოვუგოთ ხვალ.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Jul 2019, 21:13
მაგით სხვაობა დავა 1 ქულამდე:
ჩვენ დავიბევებთ 14 ქულას, მაგრამ
იმათ მაინც შეეძლებათ აიღონ 12

ანუ ჩვენ კიდევ რამე უნდა მოვიგოთ და იმათ აგონ

ეგრე იცის ბევრით ჩამორჩენამ, და
სერიაში ორი ეტაპიც ძაან ცოტაა --
სულ ოლიმპიადის ბრალია და მორარიუსი

:::

Posted by: jora84 20 Jul 2019, 21:56
ლუკასა და ნიკოს მამა

იტალიასთან მოგება პირველი პირობაა, მერე ვნახოთ smile.gif

ისე ექსეთერის ეტაპი რატომ ჩატყდა წელს?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 Jul 2019, 10:02
ალბათ მასპინძელს ეძვირა, მსოფლიო თასის წელიაო

თანაც კავშირში მენეჯერი შეიცვალა

ისე, რა ჭაპან’წყვეტაა ეგ 7კ >> http://site.rugby.ge/ka-GE/Archive/

გამოყონ რა მსოფლიო მასშტაბით ცალკე სპორტად
და საითიც თავისი გაიკეთონ

:::

Posted by: jora84 12 Aug 2019, 23:05
ამ უქმრებზე პატარა მოშვიდკაცეების ევროპაა.

https://www.facebook.com/189576204472820/posts/2365208750242877/

Posted by: ferrari1000 12 Aug 2019, 23:12
კარგი გუნდია, ითამაშებენ, არ შეირცხვენენ თავს.

Posted by: jora84 17 Aug 2019, 13:56
10 წუთში იწყება ჩვენების თამაში

https://www.rugbyeurope.eu/rugby-europe-boys-u18-sevens-championship-2019

Posted by: BigG 17 Aug 2019, 14:24
საქართველო - რუსეთი უ18 შვიდკაცა 29-12

Posted by: jora84 17 Aug 2019, 14:34
BigG

კარგად არიან მომზადებულები, ყოჩაღ ობოლაძეს.

Posted by: zaal1969 17 Aug 2019, 14:44
დაახიეს ბურთი თუ არა თავზე რუსებს?! ტექნიკური ბიჭები არიან და თავიც უმუშავებთ!

Posted by: Werner Voss 17 Aug 2019, 15:51
მატკავა და ნინიაშვილი ძალიან ნიჭიერები არიან, კარგი გუნდია მთლიანად

Posted by: jora84 17 Aug 2019, 16:37
10 წუთში იწყება ლუქსენბურთან, მანამდე ირლ რუს არწყევინა

https://www.rugbyeurope.eu/rugby-europe-boys-u18-sevens-championship-2019

Posted by: BigG 17 Aug 2019, 19:20
jora84

ჩვენი 7 ნომერი ვინ არის?

ჩვენების შემასგენლობა სად ვნახო?

Posted by: zviadcardio 17 Aug 2019, 19:23
კარგად ბურთაობენ ჩვენები. ლაღად და ლამაზად.
ირლანდიასაც მიაწვენენ ესენი თავისუფლად

Posted by: BigG 17 Aug 2019, 19:25
zviadcardio

მიაწვებიან კი არა, უკვე 24-0
https://www.rugbyeurope.eu/rugby-europe-boys-u18-sevens-championship-2019


მოიგეს 31-7

Posted by: zviadcardio 17 Aug 2019, 19:32
31:7 ირლანდიაც დამარცხებულია.
მგონი კარგი მეშვიდკაცეებიც გვეზრდებიან
* * *
BigG
QUOTE
ჩვენების შემასგენლობა სად ვნახო?


ეს ის ხალხია ვინც პოლონეთს გაემგზავრა. ნომრების მიხედვით სამწუხაროდ არ ვიცი

ბექა შვანგირაძე (აია), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), ლევან მგალობლიშვილი (ნიუ იორკის რაგბის აკადემია, აშშ), ლაშა კაკაურიძე (ხვამლი), ლუკა მატკავა (არმაზი, კაპ.), დავით ნინიაშვილი (ხვამლი), თემურ კოხოძე (აია), ზურაბ მინდიაშვილი (აკადემია), ირაკლი ბებია (ხვამლი), იაგო ხაბულიანი (აია), ნიკა ცინცაძე (ხვამლი), ლევან ქუშაშვილი (ლელო-სარასენსი).

მთავარი მწვრთნელი: ლევან ობოლაძე

Posted by: Ghоst writеr 17 Aug 2019, 19:38
ჩოუარეს ქორებივით – კაი იყო, დამაჯერებლად გაიმარჯვეს,
კარგი თამაში აჩვენეს, ტაქტიკურად გამართული, ეტყობოდათ ნამუშევარი. alk.gif

კარგი ფრენჩაიზი როგორ დახატავდა ამ და მომავალ თაობებს.

Posted by: BigG 17 Aug 2019, 19:47
ფლეი-ოფში, როგორც ჩანს ბელგიას შევსხვდებით (სამივე ჯგუფში საუკეთესო მესამე ადგილოსანს).

Posted by: jora84 17 Aug 2019, 19:52
BigG

კოხოძეა ჩვენი შვიდიანი.

Posted by: zviadcardio 17 Aug 2019, 19:56
QUOTE
ბელგიას შევხვდებით

ეგრეა, ბელგიაზე უკეთესი მესამე ადგილოსანი ვერ იარსებებს - 6 ქულა აქვს.
სხვა ყველა მესამე ადგილოსანს 5 ქულა ექნება

Posted by: lankasteri 17 Aug 2019, 20:06
ბელგიას რატო

შეიძლება გერმანიას შევხვდეთ

Posted by: zviadcardio 17 Aug 2019, 20:59
lankasteri
ბელგიას ვხვდებით.
აი ლინკი
https://www.rugbyeurope.eu/competitions/2019-7s-u18-boys-championship

Posted by: jora84 17 Aug 2019, 21:10
ბელგიას ვხვდებით ხვალ 12:22 ზე, იმის იქით ესპანეთი-პორტუგალიის შესაბამისი წყვილია

Posted by: giorgi77 18 Aug 2019, 01:03
გამეორების ნახვა მინდოდა და სეცდომას მიჩვენებს. ყოჩაღ ჩვენ ახალგაზრდებს up.gif

Posted by: OSTAP 18 Aug 2019, 01:07
არის რაგბი ევროპის საიტზე ყველა ტამაშის ანაწერი. წეღან ვუყურე

Posted by: giorgi77 18 Aug 2019, 02:12
OSTAP

ახლა ვცადე კიდევ ერთხელ და იგივე შეცდომას აგდებს, ეტყობა დაბლოკილია აქ

Posted by: lankasteri 18 Aug 2019, 09:06
QUOTE (zviadcardio @ 17 Aug 2019, 20:59 )
lankasteri
ბელგიას ვხვდებით.
აი ლინკი
https://www.rugbyeurope.eu/competitions/2019-7s-u18-boys-championship

ხო, ამერია.

მარა 2 ქულა დაგვაკლეს მგონი.

რუსეთთან 29-12 არ მორჩა? 27-12 აქვთ ჩათვლილი, ბოლო გარდასახვა არ გაითვალისწინეს.

Posted by: zaal1969 18 Aug 2019, 09:33
ვინმეს თუ შეგიძლიათ საქართველო-ირლანდიის თამაშის ატვირთვა და სოცქსელში განთავსება, ნამდვილად ღირს ამის ნახვა,რომ შესძლონ ზოგადად სპორტის მოყვარულებმა, რაგბისთვის მშვენიერი პიარი იქნება,რაც ნამდვილად არ აწყენს!

Posted by: jora84 18 Aug 2019, 12:04
დაიწყო მეორე სათამაშო დღე:

12:22 ჩვენი თამაში

https://www.rugbyeurope.eu/rugby-europe-boys-u18-sevens-championship-2019

Posted by: giorgi77 18 Aug 2019, 12:11
jora84

ისევ არ აჩვენებს ჩემთან.

იქნებ ვინმემ ატვირთოს სადმე გუშინდელი თამაშები.... ნაკრების თვალის ჩაპაჭუნებას და ბორბლების გორიალს.... ჰეიგის ცარიელ გამოსვლებს ნაღდად მირჩევნია
* * *
zaal1969

ატვირთეს ფეისზე ჩვენების ყველა ლელო გუშინდელი თამაშებიდან.

5 ნომერი კარგად ფინტაობს up.gif

ყველა კარგია ჩვენი ნაკრებიდან.. თუ ნახავთ ვიდეოს, ირლანდიასთან ჩვენი პირველი ლელო რაღაც სასწაული იყო, ჩვენმა შვიდმა ნომერმა რამდენი ბოჭვა აიცილა დაითვალეთ.... შვიდივე ირლანდიელმა სცადა მგონი.

Posted by: lankasteri 18 Aug 2019, 13:03
წითელის ბარათის გამო 1/2 ფინალსაც გამოატოვებინებენ?


P.შ.

საფრანგეთი ძლიერი გუნდი ჩანდა, მარა ესპანეთთან ჩვენები არიან წესით ფავორიტები.

Posted by: Werner Voss 18 Aug 2019, 16:42
წავაგეთ ძალიან დრამატულ თამაშში, მაგრად გაუჭირდათ ნინიაშვილის გარეშე
მსაჯი მაგარი პიდარასტი ვინმე კი იყო, არ ამოგვასუნთქა ტიპმა

Posted by: wolfmax 18 Aug 2019, 16:49
ყველაზე ნაკლებად მსაჯის ბრალი იყო ჩვენი წაგება.
ორი ისეთი მაღალი ბოჭვა გააკეთეს,გასაგდები იყო,მაგრამ არ გააგდო.
მაგასაც ხო მოფიქრება უნდა, არჩევანი გვქონდა, ან 22 ან ჩვენს 5მეტრიანში შერკინება....შერკინება აირჩიეს

Posted by: Werner Voss 18 Aug 2019, 16:55
wolfmax
QUOTE
ყველაზე ნაკლებად მსაჯის ბრალი იყო ჩვენი წაგება.
ორი ისეთი მაღალი ბოჭვა გააკეთეს,გასაგდები იყო,მაგრამ არ გააგდო.
მაგასაც ხო მოფიქრება უნდა, არჩევანი გვქონდა, ან 22 ან ჩვენს 5მეტრიანში შერკინება....შერკინება აირჩიეს

ბოჭვები იყო, მაგრამ მომეჩვენა, რომ ერთი-ორჯერ წინ დავარდაზე დახუჭვა თვალი, იმ ხუთმეტრიან შერკინებაშიც ჯარიმა საეჭვო იყო. მსაჯის ბრალი არ იყო წაგება, ნინიაშვილის არყოფნის ბრალი იყო.
QUOTE
მაგასაც ხო მოფიქრება უნდა, არჩევანი გვქონდა, ან 22 ან ჩვენს 5მეტრიანში შერკინება....შერკინება აირჩიეს

თან მანამდე შერკინებაში მაგრად მოგვაწვნენ, ძლივს გამოიტანეს ბურთი

Posted by: lankasteri 18 Aug 2019, 16:55
შერკინებით მოგვიგეს user.gif

მსაჯი ყველაფერზე მაღალ ბოჭვას სტვენდა. კაროჩე ან კოჭებში უნდა წახვიდე, ანდაც გაატარო კაცი, ეგრე გამოდის...

ბურთზე დაგვიმყარეს კონტროლი და მაგიტომაც მოგვიგეს, იქ ჩვენი 2 შერკინება წავაგეთ + მსაჯი ყველაფერზე მაღალ ბოჭვას სტვენდა...


იმედია ფრანგებს მაინც მოვუგებთ, არა და ირლანდია მოუგებს წესით ამ ესპანეთს ფინალში.


Posted by: zaal1969 18 Aug 2019, 17:54
lankasteri
QUOTE
და ირლანდია მოუგებს წესით ამ ესპანეთს ფინალში.

ჩვენ გუშინ მავუგებდით დიდი ალბათობით, ფიზიკურად დავჯექით და დავიჩაგრეთ

Posted by: lepori 11 Nov 2019, 00:15
user posted image
"თბილისის მერიის თასი 2019"
თბილისის ღია პირველობა 17 წლამდე ასაკის მორაგბეთა შორის 7-კაცაში
გუნდების საბოლოო ადგილები

---
ბათუმის 16წ. გუნდმა 17წ. გუნდს აჯობა biggrin.gif



--
U17-ს 17წ. არ ჯობია რო რამე?
33+5 ასო გვაქვს ბოლო-ბოლო, ლათინურისგან რომ არ ვისესხოთ smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Nov 2019, 14:05
საითზე ეგრეა დაკანონებული: 20წ 17წ

ოღონდ ხანდახან ეხამუშებათ | უყურადღებობით "20 წ." წერენ =
მანდ ზედმეტია ჴარი (სპეისი) და წერტილი

:::

Posted by: jora84 11 Nov 2019, 14:17
18 წლამდელები დუბაიში მიდიან დეკემბერშიო rolleyes.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Nov 2019, 22:15
user posted image

ტოკიოს 2020 ოლიმპიადაზე გავიდნენ:

იაპონია -- როგორც მასპინძელი

ფიჯი, შტატები, ზელანდია, აფრიკა -- მსოფლიო სერიიდან

არხენტინა -- სამხრეთი ამერიკიდან @ 30\06
კანადა -- ჩრდილოეთი ამერიკიდან @ 07\07
ბრიტანეთი -- ევროპიდან @ 14\07
ავსტრალია -- ზღვისრეთიდან @ 09\11
კენია - აფრიკიდან @ 09\11

გამოსავლენია ორი გუნდი’ღა:

აზიის ჯილა @ 24\11 კორეა -- მაგრები: ჰონკონგი კორეა ფილიპინები შრი’ლანკა
და რეპეშაჟის ფალავანი 21\06_2020 სად? -- მარტო ბიარიცს სურსო მასპინძლობა

მაგ გლობალურ რეპეშაჟში გავიდნენ:

საფრანგეთი ირლანდია
სამოა ტონგა
ბრაზილია ჩილე
ჯემეიქა მეხიკო
უგანდა ზიმბაბვე

+ ორი ხელ’მოცარული აზიელი

:::

Posted by: doxaburi 15 Nov 2019, 10:23
QUOTE (lepori @ 11 Nov 2019, 00:15 )
user posted image
"თბილისის მერიის თასი 2019"
თბილისის ღია პირველობა 17 წლამდე ასაკის მორაგბეთა შორის 7-კაცაში
გუნდების საბოლოო ადგილები

---
ბათუმის 16წ. გუნდმა 17წ. გუნდს აჯობა biggrin.gif



--
U17-ს 17წ. არ ჯობია რო რამე?
33+5 ასო გვაქვს ბოლო-ბოლო, ლათინურისგან რომ არ ვისესხოთ smile.gif

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვიამაყო ამ ახალგაზრდით.


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 25 Nov 2019, 14:36
(( განახლება ))

user posted image

ტოკიოს 2020 ოლიმპიადაზე გავიდნენ:

იაპონია -- როგორც მასპინძელი

ფიჯი, შტატები, ზელანდია, აფრიკა -- მსოფლიო სერიიდან

არხენტინა -- სამხრეთი ამერიკიდან @ 30\06
კანადა -- ჩრდილოეთი ამერიკიდან @ 07\07
ბრიტანეთი -- ევროპიდან @ 14\07
ავსტრალია -- ზღვისრეთიდან @ 09\11
კენია -- აფრიკიდან @ 09\11
კორეა -- აზიიდან @ 24\11

გამოსავლენია ბოლო, მე-12 გუნდი’ღა --
გლობალურ რეპეშაჟში @ 21\06_2020
ამ დუჟინიდან:

ბრაზილია ჩილე
ჯემეიქა მეხიკო
საფრანგეთი ირლანდია
სამოა ტონგა
უგანდა ზიმბაბვე
ჰონკონგი ჩინეთი

მასპინძლობა სურსო მარტო ბიარიცს

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Dec 2019, 16:45
2020 ალიმპაიადაზედა და ჰონკონგშიც ხო ვერ გავედით
და მახვშებს ახალი სერიაც მოუგონიათ ... უჩვენოდ
New Challenger Series to boost rugby sevens’ expansion

ჰონკონგამდე სწორედ მაგისი ორი ეტაპია
https://www.world.rugby/sevens-series/news/548830

The men’s series will feature 13 core teams from the six World Rugby regions
who will compete over two rounds alongside three invitational teams.

The two legs of the inaugural World Rugby Sevens Challenger Series will be played in South America in
Viña del Mar, Chile (15-16 February, 2020), and Montevideo, Uruguay (22-23 February, 2020)

The top eight core teams after the two rounds will
then compete in the final playoff tournament for a spot in the HSBC World Rugby Sevens Series,
replacing the bottom placed core team in the World Series in the following season.

The teams who will compete in the 2020 World Rugby Sevens Challenger Series are
Brazil, Chile, Germany, Hong Kong, Italy, Jamaica, Japan, Papua New Guinea,
Portugal, Tonga, Uganda, Uruguay and Zimbabwe.

They will be joined by three invitational teams
from the Americas in Colombia, Mexico and Paraguay.

The final play-off tournament will be hosted
alongside the Cathay Pacific/HSBC Hong Kong Sevens event on 3-5 April, 2020.
თუ მანდ შესარჩევში აქამდე 12 გუნდი იყო, ამიერიდან დარჩა 8

:::

ამიერიდან იქნება სერიათა სამი დონე

1) მსოფლიო
2) ჩელენჯ
3) რეგიონული = ჩვენთვის ევროპა ...

:::

Posted by: jora84 18 Dec 2019, 16:28
ლუკასა და ნიკოს მამა

ანუ ჩვენ ჩვენ რეგიონში რომ ვიჩაუქოთ იმ ჩელენჯზე დავწინაურდებით და იქიდან ვეცდებით სერიაზე გასვლას?

ვიოცნებე ცოტა biggrin.gif

Posted by: Gio_G83 18 Dec 2019, 23:34
QUOTE
ვიოცნებე ცოტა


ასე 30 წლის წინ ამ ფრაზაზე გეტყოდნენ - კაცი არ მუკლავსო, მაგამ ბოლო დროს მავნე ჩვევად იქცა ოცნება
boli.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 26 Jan 2020, 11:39
შვიდქალას ფინალია მაგარი
https://www.world.rugby/sevens-series/super-session

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 13 Feb 2020, 12:06
ერთბაშად ორივე!

03-05\04 = Hong Kong sevens postponed due to coronavirus - report
11-12\04 = Singapore sevens postponed due to coronavirus - source

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Jun 2020, 19:12
https://www.world.rugby/sevens-series/standings/mens

დღეს გამოაცხადეს, რომ ვეღარ ჩაატარებენ დარჩენილ 4 ეტაპს

LONDON
PARIS
SINGAPORE
HONG KONG

:::

ჩატარებული 6 ეტაპით

DUBAI
CAPE TOWN
HAMILTON
SYDNEY
LOS ANGELES
VANCOUVER

ლიდერი ზელანდია გამოაცხადეს ჩემპიონად

:::

სამაგიეროდ, მაჩანჩალა ჳელსი არ გააგდეს და
"ჩელენჯის" ლიდერი იაპონია აღაზევეს მე-16 ბობოლად,

რაც ნიშნავს, რომ შემდეგ სეზონში = თუკი გაიმართა!
ყველა ეტაპზე ერთი და იგივე 16 გუნდი იჩაუქებს
და ვეღარავის მიიწვევენ

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Jul 2020, 16:50
მაგ შემდეგი სეზონის საწყისი ორი ეტაპიც ქესტუმ!

Dubai, Cape Town rounds of [2020-]2021 Sevens Series
cancelled due to pandemic

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Mar 2021, 20:34
არ მეგონა, თუ ოდესმე განახლდებოდა

ლიტვური გაზეთის თანახმად
https://www.lrytas.lt/sportas/startai/2021/03/18/news/panevezys-islieka-favoritu-surengti-europos-regbio-cempionato-finalini-tura-18685541/

ევრო’შვიდკაცა 2021 ჩატარდება არა სამ, რამადე ორ ეტაპად -- ივნისში in Russia and Georgia [ბათუმი?]

წელს მესამე ეტაპი უნდა გამართულიყო პანევეჟის’ში, მაგრამ moved to 2022

:::

Posted by: jora84 12 May 2021, 17:58
შვიდკაცაზეც გაგვახარა ორღობემ:
ივნისის პირველ შაბათ-კვირას პორტუგალიაში და ბოლო შაბათ-კვირას მოსკოვებში.
სულ 8 ნაკრები იქნებაო, დანსრჩენები სად მოტყდნენ/მოქესტეს არ ამბობენ smile.gif

https://www.rugbyeurope.eu/news/rugby-europe-7s-season-announced/

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 May 2021, 19:28
წავიკითხე და 108 გუნდი როგორ გამოდის?

ვაჟებში დათესილა მთელი 5 ერი და მაგიტომ დავრჩით რვანი

Posted by: jora84 12 May 2021, 20:16
ლუკასა და ნიკოს მამა

გვიანღა გამახსენდა, ოლიმპიადაა წელს და ელიტა მანდ მოტყდა ეტყობა smile.gif

ჩვენი საქმე როგორ არის? მწვრთნელად ვინ გვეყოლება?

სტატიის ბოლოში 18 წლამდელებიც გაუკვეხებიათ, თუ რამე არ შეიცვალა ივლისში იქნებაო.

Posted by: jora84 25 May 2021, 13:54
10 დღეში იწყება ტურნირი და რა ვითარებაა? რა მოქმედებაა?

საპაეზდკო ხალხი შეირჩა უკვე?

ერთი ის გავიგე სანდრო სვანიძე იქნება შვიდკაცაშიო და 7 ქალას მაწრთობი მალაღურა გადმოიყვანეს კაცებშიო.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 25 May 2021, 14:37
მალაღურა შვიდქალის მწვრთნელი იყო –
მაწრთობი ფრინველა [ცხოველას ძმა] და მენეჯერი კი ია

:::

Posted by: OSTAP 25 May 2021, 16:25
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 25 May 2021, 14:37 )
ფრინველა [ცხოველას ძმა]


:::

ეგ ახალი თიკუნია? ახალგაზრდობაში არ მსმენია ეგ თიკუნი smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 25 May 2021, 22:33
მე ეგრე გავიცანი ბარემ 10 წლის წინ

Posted by: levanizg 31 May 2021, 17:25
QUOTE
10 დღეში იწყება ტურნირი და რა ვითარებაა? რა მოქმედებაა?

არაფერია სიახლე? საერთოდ მიდიან?

Posted by: Sophist 31 May 2021, 17:28
ეს რა ხდება საერთოდ?

ლიეტუვის 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები თბილისში საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ ჩამოვიდა, მაგრამ დაგეგმილი ექვსივე შეხვედრა გაუქმდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ქართველ მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ძალიან უცნაურია, მაგრამ საქართველოს რაგბის კავშირმა ქართველი მორაგბეების ინფიცირების თაობაზე ლიეუტუველებს ჩამოსვლამდე არ აცნობა. ტვ პირველის ცნობით, საქართველოს რაგბის კავშირიდან ლიეტუველებს აეროპორტში არავინ დახვდა და ლიეტუვის დელეგაცია არც მაშინ მოიკითხეს, როცა ისინი სასტუმროში დაბინავდნენ.

ლიეტუვის რაგბის ფედერაციის წარმომადგენელი:
“როცა ჩამოვფრინდით, არავინ დაგვხვდა. თქვეს, რომ პრობლემები ჰქონდათ გუნდში და ვერ დაგვეხმარებოდნენ. მეტი არაფერი უთქვამთ, სულ ეს იყო. არ მინდა, რომ კიდევ ბევრი ცუდი რამ ვთქვა, მაგრამ ეს ძალიან უცნაური იყო და გაკვირვებული დავრჩი. ჩვენს ქვეყნებს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. მიუხედავად ამისა, არ მგონია, რომ მომავალში ვითანამშრომლებთ. ეს იყო ყველაზე დიდი უპატივცემულობა როგორც ლიეტუვის რაგბის კავშირისათვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის. ჩვენ საქართველოში ჩამოვედით და ერთი პირიც კი არ გამოგვიყვეს, ვინც დაგვხვდებოდა. მადლობას ვუხდით კლუბებს, რომლებიც თავისი ინიციატივით დაგვეხმარნენ.”

ლიეტუვის 7-კაცა ნაკრების წინააღმდეგ თამაშის სურვილი სამმა ქართულმა კლუბმა – “ლოკომოტივმა”, “იუნკერებმა” და “სამხატვრო აკადემიამ” გამოთქვა.

ჯერ-ჯერობით საქართველოს რაგბის კავშირს ამ საკითხზე განცხადება არ გაუკეთებია.

https://fanebi.com/qhvelaze-didi-upativtsemuloba-lietuvis-7-katsa-nakrebs-thbilisis-aeroportshi-aravin-dakhvda/?fbclid=IwAR3XzZ_E_tV72azjXoRd3vAZPFpAOMN5WpDNsY9XhsQttLlLO1nrhtULXgI

Posted by: borjgali1964 31 May 2021, 23:33
Sophist
QUOTE
ჯერ-ჯერობით საქართველოს რაგბის კავშირს ამ საკითხზე განცხადება არ გაუკეთებია.


ეს ,,ჯერ-ჯერობით'' რამდენ/ხნიანი პროცესია , ნეტავ?

ხომ არ დაუსველებია ვინმეს, სადმე სიტყვა?
ვთქვათ ასეთი- ჩვენ არ დაგვიპატიჟია, თვითონ ჩამოვიდნენ.


Posted by: მადეირა 1 Jun 2021, 01:12
https://popsport.com/article/35192-chventan-varjishi-da-bazaze-tskhovreba-shevtavazet-pasukhi-lietuvelebs

ასე აპრავებენ

Posted by: David-F4X 1 Jun 2021, 10:58
“ეს იყო ჩვეულებრივი თავხედობა” – ბაჩო ხურციძის პასუხი ლიეტუვის რაგბის ფედერაციას

https://fanebi.com/es-iqho-chveulebrivi-thavkhedoba-bacho-khurtsidzis-pasukhi-lietuvis-ragbis-phederatsias/?fbclid=IwAR1_cVQF-bIXf0KseszDohi_n-FsvaMDmL3cvTBKqhz02muB35O4OZbypLk


Posted by: jora84 1 Jun 2021, 11:48
David-F4X

იქაური კავშირის ფეისბუკ გვერდს გადავავლე თვალი, მწუხარებას გამოთქვამენ ნაკრებს რომ ვერ შეხვდნენ კოვიდის გამო. ეტყობა მარტო ტვ პირველთან იწუწუნეს.

Posted by: David-F4X 1 Jun 2021, 13:12
jora84

თან გადაცემაც ისეთი აქცენტით გაკეთდა რომ სრკ არის ქართული რაგბის სირცხვილი და შევრცხვით ''კონტინენტური'' მასშტაბით smile.gif)))) ჟურნალისტმაც კარგად იაქტიურა, დაამძიმა და დაამძიმა ეს თემა

Posted by: levanizg 1 Jun 2021, 14:41
ამასობაში
user posted image

Posted by: jora84 1 Jun 2021, 14:58
levanizg

საერთოდ მივდივართ რო? spy.gif
თუ კორონა შეგვეყარა მასე შეგვიშვებენ იქ?

Posted by: levanizg 1 Jun 2021, 15:08
jora84
აბა რავიცი როგორ ყოველთვის უდნა ვიმკითხაოთ

Posted by: jora84 1 Jun 2021, 21:26
levanizg

ავშენდით smile.gif

ლევან ნარიმანიძე (ხარები, რუსთავი), პაატა ბურჭულაძე (ხარები), ალექსანდრე კალმახელიძე (არმაზი, მარნეული), ლუკა მატკავა (არმაზი, მარნეული), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი, მარნეული), გიორგი ყუფარაძე (იუნკერები, კიკეთი), გიორგი შკინინი (ლოკომოტივი, თბილისი), ლევან ქუშაშვილი (ლელო-სარასენსი, თბილისი), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი, თბილისი), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები, კიკეთი), ნიკოლოზ ბაგაშვილი (ლელო-სარასენსი, თბილისი), ნიკო ტაბაღუა (არმაზი, მარნეული).

Posted by: levanizg 2 Jun 2021, 00:04
jora84
გაიხარე, ყველა გარემოების გათვალისწინებით კარგი ნაკრებია

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 Jun 2021, 10:15
პატ.ჟორა!

ნუ დაიზარებთ ხოლმე დედნის მინი რედაქტირებას

მარნეული და კიკეთი ძაან მჭრის ყურს
სარასენსი ხო მთლად კურიოზია

და ლოკომოტივი რომ თბილისაა, მაგას განა თქმა უნდა ...

თიანური სალმით, სერ ყაფლანი

:::

Posted by: levanizg 5 Jun 2021, 13:46
14:22 ჩვენი დროით
https://www.rugbyeurope.eu/men-s-7s-championship-2021/lisbon-7s-championship-men-2021/portugal-v-georgia/

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 Jun 2021, 14:31
https://www.vipbox.lc/melbourne-storm-streams

Posted by: jora84 5 Jun 2021, 14:44
ვინ რომელი ნომერია ჩვენგან არ დევს სადმე? გოშას და მატკავას მეტს ვერ ვცნობ ვერავის სახეზე.
შლემიანი პატარა ხარაზაა.

Posted by: levanizg 5 Jun 2021, 14:51
სხვა თამაშებს უწერია ჩვენსას არა, ძაან ინერტულად თამაშობნენ ჩვენები, როცა უნდა ეჩქარათ რომ თამაშში მობრუნებულიყვნენ ნელა მოძრაობდნენ

Posted by: jora84 5 Jun 2021, 14:54
levanizg

ბანალური მიზეზია: დაიღალნენ.

Posted by: levanizg 5 Jun 2021, 14:57
jora84
ნუ ჩვენ 7 კაცაში არასოდეს გვილხინდა, ეს ნაკრებიც უცბათ ვინც ნახეს იმითი შეკრიბეს მაგრამ თამაშის მოგება მაინც შეეძლოთ

Posted by: jora84 5 Jun 2021, 14:59
levanizg

ზოგადად ფეხებზე მკიდია მიდგომაა შვიდკაცას მიმართ, პაეზდკებში სიარულთან ასოცირდება მარტო.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 Jun 2021, 15:03
jora84
https://www.rugbyeurope.eu/men-s-7s-championship-2021/lisbon-7s-championship-men-2021/portugal-v-georgia/

ხალხს არ შეუძლია, სულ რაღა 13-ჯერ:
ჯერ სახელი დაწეროს და მერე გვარი, ან პირიქით!

ალბათ სკოლაში არ უვლიათ და ეგაა --
სანამ "საგულაოდ" მივავლინებთ, ჯერ "ლიკ’ბეზი" ჩაუვუტაროთ

:::

Posted by: levanizg 5 Jun 2021, 15:11
ვიპოვე, შემდეგი თამაშის ლინკზე წერია შემადგენლობა
https://www.rugbyeurope.eu/men-s-7s-championship-2021/lisbon-7s-championship-men-2021/germany-v-georgia/

Posted by: jora84 5 Jun 2021, 15:11
QUOTE
ხალხს არ შეუძლია, სულ რაღა 13-ჯერ:
ჯერ სახელი დაწეროს და მერე გვარი, ან პირიქით!


lol.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 Jun 2021, 15:18
jora84
რომინელებს ემართებათ ეგრე --
რამდენიმე წელი ხან კრისტიან პეტრე იყო, და ხანაც პეტრე კრისტიან

კუნძულელები რომ ჰყავთ, იმათშიც ერევათ სახელი და გვარი

ჩვენთან კი მაქსიმუმ ბოჩია ხასია | ხასია ბოჩია აგერიოს --
თანა’მშრომელი მყავდა, კაი კაცი!

:::
* * *
მორჩა პირველი რაუნდი, ამათ კი ნულები ვერ გაუქრიათ

user posted image
* * *
მართლა რო უძნელესი ჩასასწორებელია!

user posted image

მაგრამ მაგათ ძრავი ეყენებათ უთანამერდოვესი -- სირბანოზული!

:::

Posted by: jora84 5 Jun 2021, 15:53
ლუკასა და ნიკოს მამა

რა დროს ნულებია, გრაფიკოსმა პირველ თამაშებს მეორეს ნახევარი მოაბა biggrin.gif

user posted image

Posted by: dishosdzisdze 5 Jun 2021, 16:23
აფხაზეთი კი არადა...
შვიდკაცა ჩვენი ტკივილია!!! vis.gif help.gif facepalm.gif

პ.ს. ასე უაზროდ ფულის ხარჯვა... არვიცი ... არვიცი...

Posted by: zaal1969 5 Jun 2021, 16:41
როგორც ყოველთვის!!! სავალდებულოა შვიდკაცას თამაში? აქ წასვლა სავალდებულო იყო?

Posted by: korbulone 5 Jun 2021, 16:54
თამაშების ლინკი არსად დევს??

.....................................

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 Jun 2021, 17:01
korbulone
https://www.rugbyeurope.eu/men-s-7s-championship-2021/lisbon-7s-championship-men-2021/
გადახვევა გადმოხვევით

Posted by: iverieli 5 Jun 2021, 17:37
ჩვენი დევიზია "მთავარია მონაწილეობა". ოლიმპიური თამაშების დევიზი.

Posted by: korbulone 5 Jun 2021, 18:04
ლუკასა და ნიკოს მამა
მადლობა.

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 5 Jun 2021, 19:02
ვინ უნდა წაგვეყვანა...

დიდი 10ის 4 ყველაზე კარგ გუნდს ნახევარ'ფინალები აქ
ნაკრების ხალხი შეკრებაზეა
20 წლამდე ბიჭებიც


Posted by: jora84 5 Jun 2021, 19:34
Datvlas-vin-gtxovs

QUOTE
ვინ უნდა წაგვეყვანა


სანამ ცალკე სტრუქტურა არ ექნება შვიდკაცას სულ ასე იქნება, იმიტომ რომ ნაკრების ხალხი სულ ნაკრებს ეყოლება და ოცწლქმდელები ოცწლამდელებს. 20-25 ბიჭი დააკონტრაქტონ და შეუბერონ ცალკე. უკანონო მიშენებასავით არიან ეხლა და დადიან გასტროლებზე.

Posted by: მადეირა 5 Jun 2021, 20:31
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
რამდენიმე წელი ხან კრისტიან პეტრე იყო, და ხანაც პეტრე კრისტიან

აუ გამახსენდა. biggrin.gif ბოლობოლო რომელი იყო სწორი?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 Jun 2021, 20:35
პეტრე იყო გვარი

:::

1\4ფ ვეთამაშებით რუსეთს
1\2ფ -- გერ | პოლ
ფ ---- ესპ | ლიტ || პორ | იტა

დროებს ალბათ დაწერენ

:::
* * *
ეს ხალხი რაღაც ვერაა --
ცხრილები დააბრუნა მეორე ტურზე
და ბადეც უსწოროდ შეავსო

მოკლედ, რაც ალხანა, ის ჩალხანაო

user posted image
* * *
აბსურდია ეგეთი ბადე -- შეუვსებელი კი სწორად ეწერა

ჯგუფთა ჯილებს აბა ვინ ნორმალური დააჯახებს ნახ’ფინალში?

:::

Posted by: მადეირა 5 Jun 2021, 21:24
აქ შკინინის ლელოა პორტუგალიასთან

https://popsport.com/article/35333-shkininis-saotsari-lelo-portugaliastan-sakartvelos-martskhi-lisabonshi

აქ გიგაურის ლელო ლიეტუვასთან

https://popsport.com/article/35343-gigauris-superleloti-sakartvelom-lietuvis-nakrebs-mougo

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Jun 2021, 09:00
გავიღვიძე და ბადე გაუსწორებიათ – რას ერჩი!

user posted image

დროებიც დაუწერიათ – ვიწყებთ სამის ნახევარზე (14.30 საქ)

ცხრილებში მესამე ტური მაინც ჰკიდიათ – ჩვენც დავიკიდოთ!

ასეთი რამ კი არასოდეს მინახავს – პორტუგალია თავის თავს ხვდება

user posted image

:::

Posted by: rrrugby 6 Jun 2021, 16:43
რუსებთან რა ანგარიშია?-------------


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Jun 2021, 16:46
.................................................. http://vue.ge/

Posted by: BigG 6 Jun 2021, 21:41
იტალიასაც მოუგეს 10-5. ტურნირზე ამდენ გამარჯვებას არ ველოდი.
სხვებიც, რომ ყოფილიყვნენ მეტი წარმატება იქნებოდა.

Posted by: jora84 15 Jun 2021, 21:05
ამ უქმეებზე გოგოები ზაგრებში იწყებენ სეზონს.

user posted image

Posted by: ToPotami 16 Jun 2021, 07:42
ეს რომელი გენიოსის თავში მოდის კლიჩკების მიწერა ოფიციალურ შემადგენობაზე? რა პასატა და კევინა, ხო კარგად ხართ smile.gif)

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Jun 2021, 11:41
QUOTE
ოფიციალურ შემადგენობაზე

ალბათ თავად მოითხოვეს გოგოებმა, ხალხმა რომ ახლოს გაიცნონ

Posted by: Santa_papa 16 Jun 2021, 17:39

გაუქმდეს შვიდკაცა რაგბი ! რაში გვჭირდება ეს დაჭერობანა?

სასწრაფოდ მოვძებნოთ კიდევ მორაგბე გოგონები და ვათამაშოთ წესიერი რაგბი !


ოლიმპიურია და ხაზის სამჭედლო და რიჟა არგუმენტები არ გვინდა smile.gif)

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Jun 2021, 09:29
ანა და სულხანი დავუმატოთ -- ამ უქმეებზე ზაგრებში იმსაჯებენ

https://www.rugbyeurope.eu/the-game/match-officials/officiating-appointments/

:::


* * *
Santa_papa

ა’ფალითიჩესქი რას’სუჟდაეშ, ფაფა-ჯან! [ლჲონჲა გაჲ’დაჲ: ქავ’ქაზ’სქაჲა ფლენ’ნიცა]

დაჭერობანა არა: ფლუს [+] ორი დროშა + კაბადი [ზაბარ’გაგანა] ...

წესიერ რაგბში = სადაც შერკინება მალი’მალ იქცევა,
გოგო[ნ]ები ვერ ივარგებენ:
კამბეჩები დაგვჭირდება ბურჯებად

QUOTE
რიჟა არგუმენტები არ გვინდა


არც მე მინდა, მაგრამ სასტავს [ქლასთერს] ეწყინება, ხო იცი ...

"ჩვენ პაესტკისთვის ვთამაშობდით" [ძველი რეგბისტების აღსარება]

და სანამ მუქთად იღება კიდევ ზუუ’პარკის აფისში,
აიღე შენი ბიბლიოთეკისთვის ესა

user posted image

http://biblio.qaflan.net/STAMBA/2020_MRELASHVILI-MEMWARI.pdf

სიახლის დანერგვის | ქალების მოჩანგლვის | საქმის ჩაწყობის
პრაქტიკული სახელმძღვანელო ხრუщოვ - ბრეჟნევის ხანისა

ოულუ’რი სალმით,
თქვენი ყაფლან ჯანდიერი

:::

მიხარია, რო დაგვიბრუნდი -- განყი გახალისდება ...

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Jun 2021, 13:08
ორ’დღიანი ბურთაობა

https://www.rugbyeurope.eu/women-s-7s-trophy/zagreb-7s-women-s-trophy/

:::
* * *
user posted image

პირველი დღის შედეგი და მეორის ბადე

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 Jun 2021, 19:16
user posted image

მონაკოს ხუზლი'ბაბობა:
ვაჟებში ივარგა ირლანდიამ, ქალებში – საფრანგეთმა და რუსეთმა

:::


Posted by: jora84 23 Jun 2021, 14:13
მოსკოვის ეტაპის შემადგენობა:

user posted image

Posted by: otia-83 24 Jun 2021, 10:59
QUOTE (jora84 @ 23 Jun 2021, 14:13 )
მოსკოვის ეტაპის შემადგენობა:

user posted image

ამგნების კლიჩკები სადანაა?

დისკრიმინაციას აქვს ადგილი!

ოღონდ ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი, დისკრიმინაციის მსხვერპლნი კაცები არიან თუ ქალები spy.gif

Posted by: jora84 24 Jun 2021, 11:21
otia-83

მაგ ბიჭებიდან ერთერთის თიკუნი პერაშკაა და მაგიტომ შეიკავეს ეტყობა თავი lol.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Jun 2021, 12:59
და ემბაზი (ფონტი, შრიფტი) რაფლა მოგწონთ?

ლათინურად ნაღდად იმიტომ უწერენ,
რომ ქართულად სწორად ამოვიკითხოთ!

ვინ დაგვწყევლა, ან ვინ მოგვისაჯა?

რომ არ მცოდნოდა,
ლუკა მაჟკავა, იოანე ხალაია, ნიკოლოზ ბიბაური და გიორგი კომაძე
მეგონებოდნენ

:::

Posted by: jora84 26 Jun 2021, 11:24
12:28-ზე ვიწყებთ პორტუგალიით.

https://www.rugbyeurope.eu/men-s-7s-championship-2021/moscow-7s-championship-2021/

Posted by: iverieli 26 Jun 2021, 12:53
ეჰ ძალით წააგეს პორტუგალიელებთან. ესპანელები უფრო კარგი გუნდია. პოლონელების მოგების იმედად ვართ

ისე ძველი გვარდია რატო არ გამოდის? ვთქვათ მეკო, მალაღურა, ყიასა, რიჟა. გოშა ამჯერზე არაა.უფრო კარგად გამოვიდოდით მემგონი

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 26 Jun 2021, 13:13
მიშა ხარშილაძე და გივი ავლასტიმოვი დაგლიჯავდნენ

Posted by: iverieli 26 Jun 2021, 14:49
მე მოქმედი მორაგბეები ვიგულისხმე smile.gif

თორე მაგათ ლაბო და თედო ჯობია

Posted by: BigG 26 Jun 2021, 15:39
ვუყურებ თამაშს ესპანელების წინააღმდეგ - კომენტარების გარეშე.

Posted by: iverieli 26 Jun 2021, 15:48
გავთიშე ეგ თამაში. ცალკარა იყო sad.gif

ძაან უჯიგროდ თამაშობენ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 26 Jun 2021, 19:47
ჯგუფში დავიკავეთ ტრადიციული მესამე (1მ–2წ)

ხვალის (27/06) სვლაგეზი >> http://vue.ge/ ან http://vue.ge/SMART.htm

1/4 12.36 რუსეთი
1/2 15.00 - 16.06 პორ | ლიტ
ფ 18.00 - 19.10 გერ | პოლ || ესპ | იტა

:::

ამჯერად თუ შეავსებს ორღობის პერსონალი თავისსავე თარგს სწორად პირველივე ცდით?

წინა ორ ტურნირში – სადაც ვითამაშეთ – ეგ ვერ შეძლეს
და ღამითღა გაასწორეს პროტესტების შედეგად

:::
* * *
მესამედაც წაუსირეს!

ამჯერად ბადე სწორად შეავსეს

user posted image

მაგრამ თამაშები მაინც მცდარად დაგეგმეს

user posted image

:::

ეშველება ამ სპორტს ოდესმე რამე?

ითამაშონ რა უცხრილებოდ და უგანრიგოდ,
როგოც ბარემ საუკუნე შვრებოდნენ

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 Jun 2021, 19:54
დღეს ბოლო ორი მოვიგეთ და დავიკავეთ V ადგილი

წყალწაღებული ლიტვა (ჯგუფში –85) კი მთლად ფინალში გავიდა:
ზედიზედ ძლია პორტუგალია და მასპინძელი რუსეთი

:::

Posted by: jora84 28 Jun 2021, 14:06
ორღობის 2021 შვიდკაცაში მეხუთე ადგილი დავიკავეთ.

user posted image

Posted by: jora84 2 Jul 2021, 12:43
17-18 ივლისს 18 წლამდე ევროპაა და ჩვენ რას ვშვებით?
ამათი მწვრთნელიც ჯაბა მალაღურაძეა?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Jul 2021, 22:35
https://www.rugbyeurope.eu/women-s-7s-trophy/budapest-7s-trophy/

კარგა ხანია ასე არაფერი გამხარებია:

მიხვდნენ ბუდაპეშტის შვიდქალის ორგანიზატორები და
ჯგუფური სტადიის ბოლო, მეხუთე (!) ტური ხვალ დილისთვის გადაიტანეს

თორემ ეგრე გამოდიოდა, რომ თუ ვაჟები 3+3 დარტვირთვით თამაშობენ,
გოგოებს 4+2 უწევდათ, ორ მაჩანჩალას კი სულაც 4+1

ლაკონურად აქ >> http://vue.ge/SMART.htm

:::

Posted by: jora84 13 Jul 2021, 22:41
ამ უქმეებზეა თვრამეტწლამდე ევროპა, დავიჯერო ჩვენებს დაავიწყდათ გუნდის მივლინება?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 13 Jul 2021, 22:46
ესა? https://www.rugbyeurope.eu/boys-u18-7s-championship-2021/

Boys U18 7s Championship 2021
The competition will take place in Gdansk
The Boys U18 Rugby Europe 7s Championship take place over one leg of competition. This event take place in Gdansk between 17-18 July.

ვინმე მონაწილეობს რო?

:::

Posted by: iverieli 29 Nov 2021, 19:11
7-კაცა დუბაიში ბრუნდება.

ვაა მწვრთნელებში სიახლეები გვქონია. მთავარი მწვრყნელი ანტილოპა. დამზმარე ლაბო.

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 29 Nov 2021, 19:46
ჩვენები user posted image

და სხვები user posted image

Posted by: Gio_G83 29 Nov 2021, 23:44
QUOTE
ჩვენები


ჩვენები და თან მაგარი ჩვენები..!

Posted by: wolfmax 2 Dec 2021, 13:19
დუბაის ლინკზე თუ მიგიწვდებათ ხელი გაგვიზიარეთ
ერთ საათში იწყება ჩვენი თამაში

Posted by: rachveli1 2 Dec 2021, 19:00
user posted image

Ireland Development 29 - 7 Georgia
Georgia 36 - 0 Ticino 7 Sirs

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 2 Dec 2021, 19:12
wolfmax
ხვალ იქნება დილის 9დან
https://www.youtube.com/watch?v=UnqirNKJ4cA

Posted by: levanizg 2 Dec 2021, 19:48
Datvlas-vin-gtxovs
ეგ მსოფლიოს სერიაა

ჩვენ სადაც ვართ სხვა ტურნირია International Invitation Men sevens ეგეც დუბაიშია ლინკი ვეძებე მაგრამ ვერ ვნახე დღეს. https://dubairugby7s.com/schedule-results/
ვერ გავუგე ამ შვიდკაცას რა, ჩვენი მთავარი ნაკრებია, ირლანდიის მეორე ნაკრები, საფრანგეთს კიდე ორი ნაკრები ყავს ამ ტურნირში. ზასტავა და სამურაი კლუბებია მემგონი?

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 2 Dec 2021, 21:42
levanizg
QUOTE
ვერ გავუგე ამ შვიდკაცას რა, ჩვენი მთავარი ნაკრებია, ირლანდიის მეორე ნაკრები, საფრანგეთს კიდე ორი ნაკრები ყავს ამ ტურნირში. ზასტავა და სამურაი კლუბებია მემგონი?

დღეს 7ქალას და 7კაცას, ორივეს განვითარებად ირლანდიასთან უნდა ეთამაშა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 Dec 2021, 22:18
levanizg
QUOTE
ზასტავა
ქუთაისის უბანია sa.gif

ჩემი ნათესავები ცხოვრობენ – დედის დედის მხრივ



Posted by: valiadolidi 3 Dec 2021, 17:25
კაცები
ირლანდიის მეორე გუნდთან წავაგეთ 7:29
შვეიცარიის სამოყვარულო გუნდს მოვუგეთ 36:0

ქალები
პოლონეთთან წავაგეთ 0:61
გერმანიასთან წავაგეთ 0:41

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 3 Dec 2021, 19:17
61 ქულა 14 წუთში როგორ უნდა გაუშვა?

Posted by: rachveli1 3 Dec 2021, 19:31
Froggies Club 14 - 29 Georgia

user posted image

1/4 ფინალები
user posted image

Posted by: valiadolidi 3 Dec 2021, 23:23
ქალები
ფენიქსთან წავაგეთ 5:51
ფრანგების მეორე გუნდთან 0:62

კაცები
ფროგისთან მოვიგეთ 29:14
სამურაისთან წავაგეთ 12:33

Posted by: Gio_G83 4 Dec 2021, 00:57
ეს თემა Love The Sun -ს 2012 ნოებმერს გაუხსნია...
და აგერ უკვე ლამის მე-200 კეპს იხვეჭს
smile.gif

Posted by: rachveli1 4 Dec 2021, 09:57
Georgia 12 - 33 Samurai

შემდეგი თამაში:
LAR S22 v Georgia
დღეს 14:20 საათზე
* * *

LAR Speranza22 12 - 26 Georgia

16:44 Plate Final, Match 43
Zastava 7s v Georgia

* * *
Zastava 7s 31 - 5 Georgia

Posted by: jora84 9 May 2022, 13:07
შვიდკაცას ამბები.

https://rugby.ge/7-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/

Posted by: Anatory 9 May 2022, 14:08
QUOTE (jora84 @ 9 May 2022, 13:07 )
შვიდკაცას ამბები.

https://rugby.ge/7-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/

მე რაღაც ისეთი შთაბეჭდილება მქონდა რო 7 კაცა უბრალოდ დაიკიდეს. როგორც ჩანს რაღაც მოქმედებები ხდება, უბრალოდ ცოტა?

Posted by: jora84 9 May 2022, 14:43
Anatory

რავი, სტანდარტულად ემზადებიან ევროპის შვიდკაცასთვის, არ მახსოვს მანამდე სხვა აქტივობებისთვის მოვმზადებულიყავით ბოლო წლებში.
განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ნაკრების ხალხს აღარ უშვებენ საშვიდკაცოდ.

Posted by: Anatory 9 May 2022, 15:04
QUOTE (jora84 @ 9 May 2022, 14:43 )
Anatory

რავი, სტანდარტულად ემზადებიან ევროპის შვიდკაცასთვის, არ მახსოვს მანამდე სხვა აქტივობებისთვის მოვმზადებულიყავით ბოლო წლებში.
განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ნაკრების ხალხს აღარ უშვებენ საშვიდკაცოდ.

ანუ 7 კაცას ჩემპიონატი არ გვაქვს. იმის მერე რაც დიდი 10 თავდება, ხდება 7 კაცისთვის შერჩეული ხალხის გამოძახება და მზადება ტურნირებისთვის. მე თუ სწორედ გავიგე, რაც თქვენ თქვით, წინა წლებში ესეც არ ხდებოდა?

Posted by: jora84 9 May 2022, 15:14
Anatory

პანდემიამდე 3 სერიიანი ჩემპიონატი იყო, თუმცა თვითონ კლუბები დიდი ენთუზიაზმით არ იყვნენ განწყობილი.
იყო იდეა, რომ შვიდკაცასთვის ცალკე დაეკონტრაქტებინათ მოთამაშეები, თუმცა სავარაუდოდ ფინანსების სიმწირის გამო ეგ იდეა იდეად დარჩა.
ასე რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება შვიდკაცაში, იმედია იმას მაინც მოახერხებენ, რომ ყვლეა სერიაზე ერთი და იგივე შემადგენლობა ივლის.

Posted by: Anatory 9 May 2022, 15:19
QUOTE (jora84 @ 9 May 2022, 15:14 )
Anatory

პანდემიამდე 3 სერიიანი ჩემპიონატი იყო, თუმცა თვითონ კლუბები დიდი ენთუზიაზმით არ იყვნენ განწყობილი.
იყო იდეა, რომ შვიდკაცასთვის ცალკე დაეკონტრაქტებინათ მოთამაშეები, თუმცა სავარაუდოდ ფინანსების სიმწირის გამო ეგ იდეა იდეად დარჩა.
ასე რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება შვიდკაცაში, იმედია იმას მაინც მოახერხებენ, რომ ყვლეა სერიაზე ერთი და იგივე შემადგენლობა ივლის.

გასაგებია. იმედია მომავალში რაღაც მოძრაობები იქნება.

Posted by: Gio_G83 9 May 2022, 16:08
"ჩვენ" ვერ ჩამოვყალიბდით პრინციპზე
საფუძველი თუ ბავშვთა რაგბია - პირამიდის მწვერვალი ნაკრებია
ყველა ქვედა რგოლი პირამიდის მწვერვალს ემსახურება, მაგრამ ეს მწვერვალი განაპირობებს ყველა ქვედა რგოლში აქტივობას
შესაბამისად 7_კაცას როლი პირამიდის მწვერვალისთვის სანამ ბუნდოვანი ან სადღეგრძელოს დონეზეა არც არაფერს ან უსისტემო და რაქტკულად ფულის ფლანგვას მივიღებთ
"ა" (XV) ნაკრებში ადგილის დამკვიდრება და დიდ ნაკრებში ტრამპლინამდე მესამე ხაზი+7ბექი თუ 18-21 წლის ასაკში 7_კაცაში გამოიწვრთნება სადაც შედარებით ადვილია უნარებზე აქცენტირება - სწორი იქნება
სხვა შემთვხევაში 7_კაცა დაემსგავსება აპენდიციტს - თუ გაქვს ხომ კარგი და თუ ამოიჭრი არც არაფერი

Posted by: valiadolidi 9 May 2022, 19:39
QUOTE (Gio_G83 @ 9 May 2022, 16:08 )
"ჩვენ" ვერ ჩამოვყალიბდით პრინციპზე
საფუძველი თუ ბავშვთა რაგბია - პირამიდის მწვერვალი ნაკრებია
ყველა ქვედა რგოლი პირამიდის მწვერვალს ემსახურება, მაგრამ ეს მწვერვალი განაპირობებს ყველა ქვედა რგოლში აქტივობას
შესაბამისად 7_კაცას როლი პირამიდის მწვერვალისთვის სანამ ბუნდოვანი ან სადღეგრძელოს დონეზეა არც არაფერს ან უსისტემო და რაქტკულად ფულის ფლანგვას მივიღებთ
"ა" (XV) ნაკრებში ადგილის დამკვიდრება და დიდ ნაკრებში ტრამპლინამდე მესამე ხაზი+7ბექი თუ 18-21 წლის ასაკში 7_კაცაში გამოიწვრთნება სადაც შედარებით ადვილია უნარებზე აქცენტირება - სწორი იქნება
სხვა შემთვხევაში 7_კაცა დაემსგავსება აპენდიციტს - თუ გაქვს ხომ კარგი და თუ ამოიჭრი არც არაფერი

გეთანხმები თუ სისტემაში არ მოიყვანე ისე აზრი არ აქვს

Posted by: jora84 9 May 2022, 21:29
Gio_G83

შვიდკაცას სტრატეგია მარტივია, ვინც მორჩება ისინი იკრიბებიან biggrin.gif

Posted by: Gio_G83 9 May 2022, 22:14
jora84
QUOTE
ვინც მორჩება

smile.gif
ხოდა ეგაა პრობლება

Posted by: jora84 23 May 2022, 18:16
საფრანგეთში მიდის შვიდკაცა:

https://rugby.ge/7-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%90-%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%96%e1%83%94/

Posted by: Gio_G83 23 May 2022, 18:49
QUOTE
საფრანგეთში მიდის შვიდკაცა:


სულ რომ მიზეზებია
smile.gif

რადგან,
იმიტომ რომ...
შესაბამისად...
იმ შემთხვევაში თუ,
სხვა რა გზა იყო
აბა შავი ზღვის ფსკერზე ხომ არ გავუშვებთ...

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 8 Jun 2022, 09:29
შვიდქალა

დგანან/უკანა რიგი, მარცხნიდან -> გიორგი მურადაშვილი (ფიზიო), ოთარ თაბაგარი (ექიმი) - მოთამაშეები: ლიკა ხუფენია, თეკლე შენგელია, ნათია გავაშელიშვილი, ანა კაპანაძე, ანა დათიაშვილი, სალომე მაკასარაშვილი, თამარ მანაგაძე, თეონა ჩიტაიშვილი - ია ხურცილავა (მენეჯერი), ჯაბა მალაღურაძე (მთავარი მწვრთნელი)

წინა რიგი, მარცხნიდან -> ლიკა პერტაია, სალომე საღარაძე, მარიამ ბერნაძე, ანა ხაბულიანი, ირმა გულიაშვილი, მანონი საღარაძე, მარიამ გოგუაძე

user posted image

Posted by: jora84 12 Jun 2022, 13:52
გოგოებმა მეოდხედფინალი წააგეს პორტებთან.

user posted image

Posted by: levanizg 20 Jun 2022, 14:57
25 ლისაბონის შვიდკაცა იწყება, ჩვენებს საერთოდ ხო არ დაავიწყდათ? 0 ინფორმაციააა, შეიკრიბნენ? ვინ მიდის?

Posted by: ferrari1000 21 Jun 2022, 14:24
levanizg
რა საჭიროა მაგის ცოდნა, გამოჩნდება მერე რო ვიღაცაა მწვრთნელი, ვიღაცეები არიან შეკრებაზე, სადღაც მიდიან სათამაშოდ და რაღაც ვქენით gigi.gif

Posted by: valiadolidi 23 Jun 2022, 13:03
https://www.rugbyeurope.eu/men-s-7s-championship-2022/lisbon-men-s-7s-championship-2022/

ესპანეთი
პორტუგალია
ჩეხეთი
ბელგია
საქართველო

საკმაოდ სუსტი ჯგუფია და თუ ნორმალურად მოვემზადეთ არ არის რთული აქედან ჯგუფი დან გასვლა.

თან წელს ინგლისი, ირლანდია, უელსი დაბალი დივიზიონიდან იწყებენ, რუსეთსაც ბანი ადევს. მოკლედ წელს ყველაზე კარგი შანსი გვაქვს რაც აქამდე გვქონია მსოფლიო ზე გასვლის


Posted by: Anatory 23 Jun 2022, 13:27
QUOTE (valiadolidi @ 23 Jun 2022, 13:03 )
https://www.rugbyeurope.eu/men-s-7s-championship-2022/lisbon-men-s-7s-championship-2022/

ესპანეთი
პორტუგალია
ჩეხეთი
ბელგია
საქართველო

საკმაოდ სუსტი ჯგუფია და თუ ნორმალურად მოვემზადეთ არ არის რთული აქედან ჯგუფი დან გასვლა.

თან წელს ინგლისი, ირლანდია, უელსი დაბალი დივიზიონიდან იწყებენ, რუსეთსაც ბანი ადევს. მოკლედ წელს ყველაზე კარგი შანსი გვაქვს რაც აქამდე გვქონია მსოფლიო ზე გასვლის

მე წარმომიდგენია რო ესპანეთი და პორტუგალია საკმაოდ ანგარიშგასაწევი ნაკრებებია? არა?

Posted by: valiadolidi 23 Jun 2022, 15:15
QUOTE (Anatory @ 23 Jun 2022, 13:27 )
QUOTE (valiadolidi @ 23 Jun 2022, 13:03 )
https://www.rugbyeurope.eu/men-s-7s-championship-2022/lisbon-men-s-7s-championship-2022/

ესპანეთი
პორტუგალია
ჩეხეთი
ბელგია
საქართველო

საკმაოდ სუსტი ჯგუფია და თუ ნორმალურად მოვემზადეთ არ არის რთული აქედან ჯგუფი დან გასვლა.

თან წელს ინგლისი, ირლანდია, უელსი დაბალი დივიზიონიდან იწყებენ, რუსეთსაც ბანი ადევს. მოკლედ წელს ყველაზე კარგი შანსი გვაქვს რაც აქამდე გვქონია მსოფლიო ზე გასვლის

მე წარმომიდგენია რო ესპანეთი და პორტუგალია საკმაოდ ანგარიშგასაწევი ნაკრებებია? არა?

ესპანეთი სავარაუდოდ ძალიან კარგი იქნება მსოფლიო სერიაზე ასპარეზობს, მაგრამ პორტუგალია დიდი არაფერი

Posted by: jora84 25 Jun 2022, 12:10
ჩვენი რაზმი შვიდკაცაზე, 13:30 ვიწყებთ პორტრბით, რაგბი ორღობეზე იქნება სტრიმი.user posted image

Posted by: wolfmax 25 Jun 2022, 12:57
მართლა ორღობეა....

7-გიორგი კოშაძე

11-თეიმურაზ კოშაძე?

კოხოძე უნდა იყოს

Posted by: Anatory 25 Jun 2022, 14:08
რაღაც არ დატოვა 7 კაცამ დამაჯერებელი შთაბეჭდილება სამწუხაროდ sad.gif

Posted by: valiadolidi 25 Jun 2022, 17:46
2 დან 2 წავაგეთ პორტუგალია და ბელგია არაფერი საინტერესო უფანტაზიო თამაშები.

Posted by: rachveli1 25 Jun 2022, 19:42
მაგარი უაზრო სახეობაა ეს შვიდკაცა,

Posted by: მადეირა 25 Jun 2022, 23:47
QUOTE
მაგარი უაზრო სახეობაა ეს შვიდკაცა,

+ ჩვენი გუნდი ტრადიციულად უნიათო

Posted by: valiadolidi 26 Jun 2022, 11:34
7 კაცა ძალიან კარგი სახეობაა თან ოლიმპიური, მაგრამ ჩვენ ვუდგებით ცუდად.

Posted by: rachveli1 26 Jun 2022, 16:03
QUOTE
7 კაცა ძალიან კარგი სახეობაა თან ოლიმპიური, მაგრამ ჩვენ ვუდგებით ცუდად.


რითია კარგი? ძაან შტერობაა

Posted by: Anatory 26 Jun 2022, 18:58
QUOTE (rachveli1 @ 26 Jun 2022, 16:03 )
QUOTE
7 კაცა ძალიან კარგი სახეობაა თან ოლიმპიური, მაგრამ ჩვენ ვუდგებით ცუდად.


რითია კარგი? ძაან შტერობაა

მე მგონი აქ გემოვნებაზე არაა საქმე. ჯერ ერთი რო ოლომპიური სახეობაა და მეორე რო ხაზის მოთამაშეების გამოსაზრდელად კარგი ინსტრუმენტია. ძაან ცუდია რო ამას არ ექცევა სათანადო ყურადღება sad.gif

Posted by: valiadolidi 26 Jun 2022, 22:09
QUOTE (rachveli1 @ 26 Jun 2022, 16:03 )
QUOTE
7 კაცა ძალიან კარგი სახეობაა თან ოლიმპიური, მაგრამ ჩვენ ვუდგებით ცუდად.


რითია კარგი? ძაან შტერობაა

რახან სუსტი ნაკრები გვყავს არ ნიშნავს რომ ცუდია, მსოფლიო სერია ზოგადად რაც არის მსგავსი ღონისძიებები იშვიათია სპორტი ს ისტორია ში.

Posted by: rachveli1 27 Jun 2022, 15:59
QUOTE
რახან სუსტი ნაკრები გვყავს არ ნიშნავს რომ ცუდია


მაგის გამო არ მითქვამს ეს, საერთოდ უაზრო სახეობად ვთვლი.

Posted by: Beka_g 27 Jun 2022, 16:42
რაც არ უნდა ილაპარაკოთ სანახაობრივი კუთხით არ მომწონს შვიდკაცა. კი დინამიურია და უფრო მაღალ ტემპში მიდის თამაში, მაგრამ ჩემი აზრით რაგბის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს არ შეესაბამება, კერძოდ ყველა ზომის და ფორმის ადამიანისთვის არაა.

Posted by: levanizg 13 Jul 2022, 23:20
ამ ტურნირში გამარჯვებული მსოფლიო სერიაზე გადის მემგონი ხომ?
user posted image

Posted by: Anatory 13 Jul 2022, 23:56
მგონი აქ ლოცვის გარდა არაფერი გვიშველის სამწუხაროდ.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)