forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რამდენად რეალურია "თვითნასწავლისთვის" სამსახური?
ƎVOLVE
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 542
წევრი No.: 196561
რეგისტრ.: 15-January 15

გამოგზავნილია: 20 Mar 2017, 03:59  #50186397      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა.

მოკლედ მაქვს ესეთი სიტუაცია - ვმუშაობ, მაქვს არც თუ ისე მაღალი ხელფასი და ყელში მაქვს ამოსული თვიდან თვემდე ტილაობა.

ძალიან მინდა რომ ვისწავლო რაიმე ისეთი Skill რაც გამომადგება და კარგ შემოსავალსაც მომცემს. ადრე ვიყავი CodeCademy-ზე დარეგისტრირებული და HTML &CSS კურსები გავიარე. უბრალოდ ინტერესის გამო ეგეც, სანამ მუშაობას დავიწყებდი. საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო შთაბეჭდილება დამრჩა მაგრამ დროის უქონლობის გამო აღარ გამიგრძელებია. ეხლა ეს ბოლო დრო უფრო აქტიურად ვფიქრობ ამ თემაზე რომ რამე უკეთესი პირობები შევიქმნა... უნივერსიტეტში არაფერს მასწავლიან, ისევ ჩემით თუ წავიკითხე რამე ინგლისური წიგნი.

ეხლა ეს 2 დღეა კიდევ გავდივარ CodeCademy-ზე კურსებს და კიდევ უფრო მეტი ინტერესით ვარ განწყობილი. მინდა რომ სამსახურის პარალელურად ვისწავლო პროგრამირება.. დღეში საათნახევარი-ორი საათი რომ დავუთმო, რამდენად რეალურია რომ 1 წლის შემდეგ რაიმე სამსახური ვიშოვო საქართველოში?

არ მაქვს რაღაც უაზრო ილუზიები რომ რაღაც 3000 ლარიან სამსახურს მოვახტები 1 წელიწადში ან რამე მსგავსი...

უბრალოდ მაინტერესებს, ესე ჩემით რომ ვისწავლო, ონლაინში, HTML, CSS, java[ertad]script, რამე Back-End-იდან ძირითადი რაც საჭიროა, ვიშოვი რამე სამსახურს ცოტა ადამიანური ანაღაურებით?

ძალიან ადვილად ვითვისებ ყველაფერს. ინგლისური ვიცი მშობლიური ენასავით, ნებისმიერ უცხოურ კურსს/პროგრამას შემიძლია ვუყურო და მივიღო ინფორმაცია.

ხოდა ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რას იტყვით აქვს საერთოდ აზრი ამ ჩანაფიქრს? გამოცდილებას ექცევა ყველაზე დიდი ყურადღება ვიცი და მაგიტომ მაქვს ეჭვები. არც განათლება თუ გაქვს ამ სფეროში ოფიციალური და არც გამოცდილება, ვინ აგიყვანს?

საერთოდ ფრილანსერობა უფრო კარგი ვარიანტი ხომ არაა? უცხოელებთან თავისუფლად შემიძლია კონტაქტი, ეხლა სადაც ვმუშაობ მაგის მეტს არაფერს ვაკეთებ biggrin.gif

მოკლედ მადლობა წინასწარ ამ ნაბოდიალებს ვინც წაიკითხავს და პასუხს გამცემს smile.gif

This post has been edited by ƎVOLVE on 20 Mar 2017, 04:33
Svani91
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 7329
წევრი No.: 73460
რეგისტრ.: 4-November 08

გამოგზავნილია: 20 Mar 2017, 04:02  #50186403      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ƎVOLVE

pluralsight ზე 3 თვიანი უფასო მემბერშიპი კეთდება მაიკროსოფტის ექაუნთი თუ გაქვს

მაგაზე მაგარი კურსები მე არ შემხვედრია, გააკეთე მემბერშიპი და გადახედე

https://devopscube.com/pluralsight-free-subscription/
ƎVOLVE
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 542
წევრი No.: 196561
რეგისტრ.: 15-January 15

გამოგზავნილია: 20 Mar 2017, 16:16  #50189116      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Bump

//////////////////////////
iMaximuSi
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11171
წევრი No.: 100077
რეგისტრ.: 16-September 09

გამოგზავნილია: 20 Mar 2017, 16:36  #50189280      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ƎVOLVE
QUOTE
> რამდენად რეალურია "თვითნასწავლისთვის" სამსახური?

5+ წელია ვმუშაობ რავი
ƎVOLVE
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 542
წევრი No.: 196561
რეგისტრ.: 15-January 15

გამოგზავნილია: 20 Mar 2017, 17:21  #50189603      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
iMaximuSi


მადლობა პასუხისთვის.

რა დონე არის საჭირო რომ სადმე დავიწყო Front End-ზე მუშაობა?

HTML, CSS, JS რომ ვიცოდე 10-იანზე მაგალითად, რამეს ვიშოვი?
Shredinger
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2004
წევრი No.: 166416
რეგისტრ.: 30-April 13

გამოგზავნილია: 20 Mar 2017, 17:52  #50189833      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ƎVOLVE
პროგრამისტების დიდი ნაწილი თვითნასწავლია და პრინციპში თვითსწავლის გარეშე არაფერი გამოვა. ის სწავლებები რასაც ვთქვათ უნივერისტეტი გაძლევს და კერძო კურსები არის მხოლოდ საბაზისო და "აზრზე მოსაყვანი" დანარჩენი რაღაცეებისთვის არის საჭირო ინტერნეტში ძრომიალი და ფასიანი/უფასო ვიდეო კურსების გადმოწერა რომელიც ათასობითაა და მითუმეტეს დღევანდელ დღეს ყველას შეუძლია რომ ისარგებლოს ამ ინფორმაციით.

სახლი,დრო და ცოტა ფული(წიგნების ან ვიდეო კურსების საყიდლად) და მონდომება/ინტერესი. მეტი არაფერია საჭირო.

და ცოდნა ნიშნავს თეორიულ ცოდნას და + დაგროვილ გამოცდილებას. ეს ისტორია არაა მარტო რომ ისწავლო და ვსო. თეორიასთან ერთად პრაქტიკაც გინდა, გამოცდილება მაშინ შეგილია ჩათვალო რომ რაღაც იცი.
html,css,js 10 იანზე ვერ ისწავლი თეორიის სწავლით მხოლოდ. გამოცდილებაც გინდა.

ყველა ვარიანტში ჯერ junior ად უნდა იმუშაო პატარა გამოცდილება დააგროვო და მერე mid-level ზე მოეწყობი,მერე senior ზე და ა.შ

ხო და კიდე, თუ სწავლის პროცესი არ გსიამოვნებს და იღლები ან გეზარება და მხოლოდ ფულისთვის სწავლობ მაშინ გამოდის "ხელობას" მიჰყავი ხელი და ამ შემთხვევაში არაფერი გამოვა. თუ მოგწონს რასაც აკეთებ და გსიამოვნებს კოდის წერა მაშინ კარგია smile.gif
iMaximuSi
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11171
წევრი No.: 100077
რეგისტრ.: 16-September 09

გამოგზავნილია: 20 Mar 2017, 20:20  #50190775      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ƎVOLVE
QUOTE

HTML, CSS, JS რომ ვიცოდე 10-იანზე მაგალითად, რამეს ვიშოვი?

მარტო მარკაპზე ჭირს მაგრამ იშოვი თუ ანახებ განვითარების სურვილს

ბექენდს თუ ისწავლი უფრო გაგიადვილდება საქართველოში


ისე უცხოეთში კონტაქტების მოძიება ბევრად ჯობია აქ მუშაობას
Dixtosa
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2930
წევრი No.: 95742
რეგისტრ.: 14-July 09

გამოგზავნილია: 20 Mar 2017, 20:28  #50190826      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
iMaximuSi
QUOTE
5+ წელია ვმუშაობ რავი

უნივერსიტეტი?


--------------------
25 წლის რომ გავხდები.....
ოცდამეექვსეში შევალ!


გaːψ

There are 10 types of ppl ones who understand binary, ones who don't and ones who know that this list can be endless.
ƎVOLVE
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 542
წევრი No.: 196561
რეგისტრ.: 15-January 15

გამოგზავნილია: 21 Mar 2017, 02:27  #50193231      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გაიხარეთ, კარგი პასუხებია.

პროცესი მსიამოვნებს. დრო ისე გადის რო ხანდახან მგონია 2 საათის მაგივრად 20 წუთი დავნიშნე ტაიმერზე..


* * *
QUOTE (iMaximuSi @ 20 Mar 2017, 20:20 )
ƎVOLVE
QUOTE

HTML, CSS, JS რომ ვიცოდე 10-იანზე მაგალითად, რამეს ვიშოვი?

მარტო მარკაპზე ჭირს მაგრამ იშოვი თუ ანახებ განვითარების სურვილს

ბექენდს თუ ისწავლი უფრო გაგიადვილდება საქართველოში


ისე უცხოეთში კონტაქტების მოძიება ბევრად ჯობია აქ მუშაობას

რას გულისხმობ? თუ იმას რომ ზოგადად საქართველოში მუშაობას (პროგრამისტად თუ ნებისმიერი სხვა განხრით) უცხოეთში მუშაობა ჯობია, გეთანხმები, მაგრამ უცხოეთში წასვლის "პრასვეტი" რომ მქონდეს ისედაც დაუფიქრებლად წავიდოდი...

This post has been edited by ƎVOLVE on 21 Mar 2017, 02:34
Partisan001
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2579
წევრი No.: 96165
რეგისტრ.: 21-July 09

გამოგზავნილია: 21 Mar 2017, 12:55  #50194743      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯავას OCA და OCP სერთიფიკატების აღებას ვაპირებ. პირატულად გამოვწერე რაღაც წიგნები, ვიდეოებსაც ვახმარ. ვგეგმავ Spring ფრეიმვორკისა და კრიპტაციების რაღაც დონეზე სწავლასაც.
სერთიფიკატებს ვფიქრობ იმისათვის, რათა მხოლოდ სიტყვაზე ნდობა არ გამოვიდეს და ჩემს ცოდნას რამე ადასტურებდეს ოფიციალურად.

ვფიქრობ, რომ საზღვარგარეთ დავაინტერესო რომელიმე ორგანიზაცია და ჯუნიორად შევძლო მუშაობა.

გთხოვთ მეც მირჩიოთ რამე: რამდენად გამოსადეგია ეს სერთიფიკატები, თუ ვინმეს გქონიათ გამოცდილება? ჯუნიორ ჯავა დეველოპერისთვის რა იქნებოდა აუცილებელი მინიმუმი ან/და სასარგებლო?
t-90
უტანკესი და უტონკესი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 37176
წევრი No.: 135926
რეგისტრ.: 15-September 11

გამოგზავნილია: 21 Mar 2017, 13:19  #50194894      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ƎVOLVE
არ არსებობს უნივერსიტეტიდან გამოსული პროგრამისტი.
მამენტ არცერთი სპეციალისტი არ არსებობს.
სუყველგან გჭირდება თვითნასწავლობა.


--------------------
I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.
iMaximuSi
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11171
წევრი No.: 100077
რეგისტრ.: 16-September 09

გამოგზავნილია: 21 Mar 2017, 13:40  #50195044      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Dixtosa
QUOTE
უნივერსიტეტი?

ვაბშე სხვა სპეციალობაზე ვსწავლობდი

ƎVOLVE
QUOTE
რას გულისხმობ? თუ იმას რომ ზოგადად საქართველოში მუშაობას (პროგრამისტად თუ ნებისმიერი სხვა განხრით) უცხოეთში მუშაობა ჯობია, გეთანხმები, მაგრამ უცხოეთში წასვლის "პრასვეტი" რომ მქონდეს ისედაც დაუფიქრებლად წავიდოდი...

წასვლა არაა სავალდებულო
Librocubicularist
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 38
წევრი No.: 183834
რეგისტრ.: 26-March 14

გამოგზავნილია: 25 Mar 2017, 15:22  #50225298      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეც შემოკვეხები ამ თემაში რა. user.gif

დიდი ხანია მაინტერესებს პროგრამირების შესწავლა . Google Careers / Guide to Technical Development-ის რჩევით udacity-ზე დავიწყე უფასო კურსების გავლა, მაგრამ სამსახურში გაიზარდა დატვირთვა და ვეღარ გავაგრძელე. პითონის შესწავლით იწყებოდა კურსები. მომეწონა, მაგრამ რამდენად ღირს გაგრძელება?

ისე მირჩევნია, რამე ჯგუფური ან ინდივიდუალური კურსები გავიარო. შეგიძლიათ, მირჩიოთ ვის მივმართო?



პ.ს ხო, კიდე. პროგრამისტი გოგოები იჩაგრებიან თუ თანაბარი შესაძლებლობები გვაქვს ბიჭებთან შედარებით. spy.gif



user.gif


--------------------
Books and Chocolate make life bearable.
Dixtosa
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2930
წევრი No.: 95742
რეგისტრ.: 14-July 09

გამოგზავნილია: 25 Mar 2017, 18:31  #50226394      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Librocubicularist
QUOTE
პ.ს ხო, კიდე. პროგრამისტი გოგოები იჩაგრებიან თუ თანაბარი შესაძლებლობები გვაქვს ბიჭებთან შედარებით. 

სტიგმა ნამდვილად არის.

QUOTE
მომეწონა, მაგრამ რამდენად ღირს გაგრძელება?

QUOTE
მომეწონა

თუ მოგეწონა აღარ უნდა მეტი კითხვა მაგას უნდა გააგრძელო.
t-90
უტანკესი და უტონკესი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 37176
წევრი No.: 135926
რეგისტრ.: 15-September 11

გამოგზავნილია: 25 Mar 2017, 22:08  #50227835      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Librocubicularist
QUOTE
ხო, კიდე. პროგრამისტი გოგოები იჩაგრებიან თუ თანაბარი შესაძლებლობები გვაქვს ბიჭებთან შედარებით. spy.gif

Dixtosa
QUOTE
სტიგმა ნამდვილად არის.

რა სტიგმა არის? biggrin.gif
სად არის ეგ სტიგმა?
ჩემი კურსელი გოგოები არიან საკმაოდ კარგი პროგრამისტები, მსგავს სტიგმაზე არცერთხელ მსმენია biggrin.gif მშვენიერი მცოდნე გოგოები არიან, მშვენივრად მუშაობენ.
ეხლა თქვენ თუ გინდათ არაფრის კეთებაშI ფული გადაგიხადონ ან თქვენ გგონიათ რო დაგჩაგრენ როგორც წესი თქვენი შეხედულებაა და არა ობიექტურობა.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0258 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]