forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> C++ საქართველოში, R.I.P or ... ? any chance ?
letmedodiss
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 10
წევრი No.: 233974
რეგისტრ.: 20-July 17

  გამოგზავნილია: 24 Jul 2017, 01:46  #51018713      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამ თემაში მინდა განვიხილოთ თუ რამდენად პერსპექტიულია ამ ენის ანუ C++ საბაზისო ცოდნა და შემდეგ დაუფლება რაღაც ლეველზე საქართველოში. რამდენადაც ვიცი საქართველოში Game development - თამაშების შექმნა , გრაფიკა და ა.შ ძალიან არამოთხოვნადი და იშვიათია. ვაკანსიებსაც რო გადახედო უმეტესად Web Programming ენებს ითხოვენ სულ (ნუ გასაგებია რაღაც დოზით C++ შესაძლებელია ვებისთვის გამოიყენო მაგრამ , ვებისთვის განკუთვნილ ენებს რა თქმა უნდა ვერ შეედრება). საერთოდ არც მაქვს ნანახი ვინმეს ან რამე კომპანიას ეს ენა და ზოგადად Game კულტურის განვითარება საქართველოში , კრიტერიუმად სჭირდებოდეს ან საერთოდაც ადარდებდეს. მოკლედ მე მაინტერესებს თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან ბევრი მეგობარი მყავს რომელსაც ძალიან დიდი სურვილი აქვს ამ ენის დაუფლების . C++ დაუფლება კი სახუმარო რამე არაა. დიდი წვალება , დრო , შრომა, მონდომებაა და ნებისყოფაა საჭირო. ვისაც უცხოეთში წასვლა არ შეუძლია სხვადასხვა მიზეზების გამო და უწევს საქართველოში დარჩენა ( ნუ ამ შემთხვევაში მომავალ პროგრამისტებს ვგულისხმობ ვინც დაინტერესებულია ამ საქმეში და აპირებს რაიმე ენას დაეუფლოს), ღირს თუ არა ამხელა დროის და ენერგიის დახარჯვა საქართველოში ამ ენაზე თუ მაინც დასაქმებისა და ხელფასის შანსი ბევრად დაბალი იქნება ვიდრე სხვა ენებზე ? spy.gif


--------------------
I WANT TO INSPIRE PEOPLE. I WANT SOMEONE TO LOOK AT ME AND SAY BECAUSE OF YOU , I DIDN'T GIVE UP.
zgarb7
The Burning Crusade


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2538
წევრი No.: 186741
რეგისტრ.: 27-May 14

გამოგზავნილია: 24 Jul 2017, 01:50  #51018722      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემი აზრით ეგ ენა საქართველოში არ არის პერსპექტიული. თუ აქ რჩები და გინდა იმუშავო და ნორმალური ხელფასიც გქონდეს C# დაეუფლე მთელი თავისი ტექნოლოგიებიანა. ვებიც და დესკტოპიც და ms sql server-იც ისწავლე და ეგ არის.

ეს არის C#-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიები რომელიც უნდა იცოდე რო დიდი ხელფასი გქონდეს:

ASP.NET, Windows Forms, ASP.NET MVC, WPF, ADO.NET, Linq to Sql, Entity Framework, WCF, ASP.NET Web Api

+ ამას MS Sql Server-იც უნდა იცოდე (ბაზები)

დღეს ეს არის საქართველოში პერსპექტიული. ამით სამსახურს ყოველთვის იშოვი და გექნება.

This post has been edited by zgarb7 on 24 Jul 2017, 01:51


--------------------
***ძველი კომპითაც ითამაშებთ***
https://www.warmane.com/
ბევრმა არ იცის რომ ასეთი კარგი თამაშის თამაში შეიძლება ძველი კომპით
Shredinger
/dev/null


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1970
წევრი No.: 166416
რეგისტრ.: 30-April 13

გამოგზავნილია: 24 Jul 2017, 02:52  #51018890      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე თუ მკითხავთ ჩემი მოსაზრებაა, რომ ნებისმიერი საქმე რაც კარგად იცი აუცილებლად იშოვი სამსახურს.
გინდაც ეს C++ იყოს,რომელზედაც იშვიათია ვაკანსიები.

P.S და თუ მოგწონთ C++ და გსიამოვნებს მასზე წერა ისწავლეთ ვიდრე წვალებით ისწავლოთ C#. მასზე ვერ განვითარდებით თუ არ გსიამოვნებთ C# ზე წერა. ერთხელ იშოვი სამსახურს შეიძლება მარა განვითარება მე მგონია, რომ გაჭირდება თუ არ მოგწონს მაგაზე წერა.

This post has been edited by Shredinger on 24 Jul 2017, 02:58
ბიჭური
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12909
წევრი No.: 157590
რეგისტრ.: 20-December 12

გამოგზავნილია: 24 Jul 2017, 08:08  #51019114      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
CODE
ტექნოლოგიები რომელიც უნდა იცოდე რო დიდი ხელფასი გქონდეს


Making IT popular was a fucking mistake.
პ.ს

ვიტყვი რომ "თუ დიდი ხელფასი გინდა" და თან სწრაფად, საერთოდ ფრონტ-ენდშიკი გახდი ტო.....ჯავასკრიპტი, რეაქტი, ანგულარი, html, css და ეგ არის.
დიდი ხელფასიც გექნება და სმუზი + გიროსკუტერიც გეყოლება როგორც ნამდვილ ჰიპსტერ ვებ მაკაკას, მეტი რა გინდა ცხოვრებისგან, არა? smile.gif




letmedodiss

არის C++ ვაკანსია, დღეში 70$ ხელფასის შემოთავაზებით. აუთსორს კომპანიაა, remote administration tool-ს წერენ + რაღაც ენტერპრაიზ სერვერულ ვეშებს. უკვე რამდენიმე თვეა უდევთ და ვერ იპოვეს კადრი.
მოთხოვნების დიდად არ შეგეშინდეს, მანდ ჩამოწერილის ნაწილი დარწმუნებული ვარ საერთოდ არ სჭირდებათ, ზოგადად სივი მგონი სულ არ მისვლიათ და ვინმემ რომ გაუგზავნოს იქნებ გაუხარდეთ და აგიყვანონ რამე მაინც თუ იცი

http://hr.ge/ViewVacancy.aspx?ID=192373

This post has been edited by ბიჭური on 24 Jul 2017, 08:21


--------------------
Shredinger
/dev/null


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1970
წევრი No.: 166416
რეგისტრ.: 30-April 13

გამოგზავნილია: 24 Jul 2017, 09:30  #51019223      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბიჭური
QUOTE
უკვე რამდენიმე თვეა უდევთ და ვერ იპოვეს კადრი.

ნწ. 2 წელია უკვე ზედიზედ ყოველ თვე დებენ. ე.ი ჭირს მსგავსი კადრების პოვნა საქართველოში.
t-90
უტანკესი და უტონკესი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 36431
წევრი No.: 135926
რეგისტრ.: 15-September 11

გამოგზავნილია: 24 Jul 2017, 12:37  #51020173      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბიჭური

knowledge of OpenGL;
knowledge of DirecX;
knowledge of HLSL and GLSL shading languages;
general knowledge of GPU programming;
knowledge of Assembler.

თავიბოლო ეგ არის 1400 დოლარის ბაზარი (20 სამუშაო დღე კვირაში)
ჯუნიორის ხელფასი აქვთ პრაქტიკულად.
სენიორი რა პონტშI უნდათ?
QUOTE
ვიტყვი რომ "თუ დიდი ხელფასი გინდა" და თან სწრაფად, საერთოდ ფრონტ-ენდშიკი გახდი ტო.....ჯავასკრიპტი, რეაქტი, ანგულარი, html, css და ეგ არის.
დიდი ხელფასიც გექნება და სმუზი + გიროსკუტერიც გეყოლება როგორც ნამდვილ ჰიპსტერ ვებ მაკაკას, მეტი რა გინდა ცხოვრებისგან, არა?

გიროსკუტერი გავიგე და სმუზი რა არის? biggrin.gif
სპინერი არ გამოგრჩეს biggrin.gif


--------------------
I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.
RedShark
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1311
წევრი No.: 196278
რეგისტრ.: 9-January 15

გამოგზავნილია: 24 Jul 2017, 14:41  #51021030      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რამდენად პერსპექტიულია ამ ენის ანუ C++ საბაზისო ცოდნა და შემდეგ დაუფლება რაღაც ლეველზე საქართველოში

საბაზო ცოდნის მიღება პერსპექტიულია თუ პერსპექტივაში აქედან წასვლას აპირებ... smile.gif რაღაც ლეველზე დაუფლებისთვის პრაქტიკული მუშაობაა საჭირო... სადმე თუნდაც პატარა კომპანიაში, თუნდაც არც თუ ისე დიდ ხელფასზე... ამის გარეშე სახელმძღვანელოს ბოლომდე როგორღაც გააღწევ, პატარ - პატარა პრაქტიკულ მაგალითებსაც გააკეთებ, მაგრამ მერე მალევე დაკარგავ მოტივაციას და მალევე რეგრესირდები... C++ არ არის პითონივით ან C# - ივით გემრიელად სამუშაო და შედარებით ადვილად ათვისებად - დამახსოვრებადი ენა smile.gif
letmedodiss
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 10
წევრი No.: 233974
რეგისტრ.: 20-July 17

გამოგზავნილია: 24 Jul 2017, 15:17  #51021264      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ისე თუ იცით საქართველოში პროგრამული ენების წიგნები იყიდება ? ინგლისურად რო იყოს . თუ აუცილებლად გამოწერაა საჭირო ?
Roofus
chi


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5761
წევრი No.: 366
რეგისტრ.: 6-October 01

გამოგზავნილია: 24 Jul 2017, 15:29  #51021338      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
t-90
QUOTE
გიროსკუტერი გავიგე და სმუზი რა არის?

სმუზი საჭმელია რაღაც...

C# დაამუღამე ბრად... აფთიაქებისთვის და ლომბარდებისთვის სოფტია კიდე დასაწერი boli.gif

user.gif

როცა თვეში 10 000$ გაძლევენ იქ სიტყვა "საქართველო" და "აქ"... ცოტა ზედმეტია biggrin.gif

ხოდა ამ 10 000$ ვინ მოგცემს რა მნიშვნელობა აქვს... და რა ენაზე წერაში... ამგასაც მნიშვნელობა აქვს?

შენ პრო იყავი და თუ გინდა სულ CSS-ში წერე ყველაფერი )))


--------------------
ხელმოწერის მოსაფიქრებლად კრეატიულობა არ მყოფნის...

http://saba.longevity.ge - სულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონი
Dixtosa
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2917
წევრი No.: 95742
რეგისტრ.: 14-July 09

გამოგზავნილია: 24 Jul 2017, 20:21  #51022818      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
შენ პრო იყავი და თუ გინდა სულ CSS-ში წერე ყველაფერი )))

თან მითუმეტეს რომ ცსსში თამაშების დაწერაც არის შესაძლებელიbiggrin.gif

This post has been edited by Dixtosa on 24 Jul 2017, 20:22


--------------------
25 წლის რომ გავხდები.....
ოცდამეექვსეში შევალ!


გaːψ

There are 10 types of ppl ones who understand binary, ones who don't and ones who know that this list can be endless.
ბიჭური
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12909
წევრი No.: 157590
რეგისტრ.: 20-December 12

გამოგზავნილია: 24 Jul 2017, 23:09  #51023779      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვაკანსია ახსენეთ და დაიდო ახალიც...

http://www.jobs.ge/eng/147580/


გავაგზავნიდი СV-ს მაგრამ ჩემი ახალი სამსახური ჯერ ჯერობით მომწონს და არ მინდა გადასვლა. სცადე ბედი letmedodiss
letmedodiss
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 10
წევრი No.: 233974
რეგისტრ.: 20-July 17

გამოგზავნილია: 25 Jul 2017, 01:35  #51024650      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Thankzz , ვნახავ აუცილებლად rolleyes.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0186 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]