#60999479 · 4 Feb 2024, 12:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვაშენებთ ნელა და უხარისხო,--------კრახი კაკაძე!
რამდენ ხანში აშენდა თბილისში მეტრო ვინმემ იცის??
პირველი ხაზი[წყაროს რედაქტირება] ##1952 წლის იანვარში ჩამოყალიბდა თბილმეტრომშენის სამმართველო. ##1953 წელს დაიწყო პირველი შახტის მშენებლობა და გადასარბენი გვირაბების აგება. ##1957 წელს მეტროპოლიტენის მშენებლობა შეჩერდა და დაიწყო სხვადასხვა დანიშნულების გვირაბების (რკინიგზის, ავტოტრანსპორტის, ჰიდროტექნიკური) მშენებლობა, რისთვისაც მეტრომშენის სამმართველო გარდაიქმნა თბილგვირაბმშენად. ##1959 წელს განახლდა მეტროპოლიტენის პირველი რიგის მშენებლობა. ##1962 წელს შეიქმნა მშენებარე მეტროპოლიტენის დირექცია. ##1965 წლის 8 თებერვალს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით შეიქმნა თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველო. ##1965 წლის 28 ნოემბერს გაიარა პირველმა მატარებელმა საცდელი რეისით ##1966 წლის 11 იანვარს ექსპლუატაციაში ჩაბარდა პირველი რიგის პირველი უბანი (6,3 კმ) ექვსი სადგურით: დიდუბე, ელექტროდეპო, ოქტომბერი, სადგურის მოედანი, მარჯანიშვილი და რუსთაველი. ##1967 წლის მარტში მოწესრიგდა ორლიანდაგიანი მოძრაობა დიდუბე-ელექტროდეპოს მონაკვეთზე მოტარებელთა მობრუნებით სადგურ დიდუბეში. ##1967 წლის ნოემბერში ხაზის 4 კილომეტრით გაგრძელების შემდეგ სადგურ 300 არაგველამდე შესაძლებელი გახდა შემადგენლობების მობრუნება ხაზის მეორე ბოლოში, ხოლო გადასარბენი გვირაბის სადგურ ოქტომბერის მშენებლობის დამთავრების შემდეგ შესაძლო გახდა მთელ ტრასაზე ორლიანდაგიანი მოძრაობის გახსნა. ##1971 წლის მაისში 2,5 კილომეტრიანი უბნის ექსპლოატაციაში გაშვებით სადგურ სამგორამდე დამთავრდა მეტროპოლიტენის პირველი რიგის მშენებლობა 11 სადგურით 12,3 კილომეტრი ტრასით. ##1985 ნოემბერში ერთდროულად იქნა შეყვანილი ექსპლოატაციაში ორი უბანი ერთი 3,4 კილომეტრის დიდუბის სადგურიდან სადგურ თემქამდე და მეორე 2,0 კმ სადგურ სამგორიდან სადგურ ვარკეთილამდე. ##1989 წლის იანვარში სადგურები გურამიშვილი (დღეს სარაჯიშვილი) და გლდანი (დღევანდელი ახმეტელის თეატრი) გაიხსნა.
ბიჭო, ბიჭო, ბიჭო, შეხედეთ ხალხი რა ტემპში როგორ გრანდიოზულ საქმეეებს აკეთებდა და შეადარეთ მაშინდელი ტექნიკა და დღევანდელი,
წელიწად ნახევარი ერთი სადგურის გარემონტებას რად უნდა თქვენიიიიიიიი............
This post has been edited by tengo9786 on 4 Feb 2024, 12:52
--------------------
ფიზიკური ვარჯიში ჩაანაცვლეს ფეხბურთის ყურებით , სიმამაცე -ისტერიით, სექსი- პორნოგრაფიით, პატრიოტიზმი-რუსოფობიით, რისხვა-წარმოსახვითი სადიზმით, განათლება-ზედაპირული ინფორმაციით, თავისუფლება-უდისციპლინობით
|