არის ადამიანების კატეგორია ვისაც სურს რეგიონში ყოფნა.
ეს კატეგორია იყოფა ორად
1) კატეგორია ქალაქში მცხოვრები კატეგორია. არასაკმარისი ფინანსების გამო ვერ იძენენ რეგიონებში სამეურნეო ნაკვეთებს, ახლა სახლის აშენება ძვირი სიამოვნებაა, გამზადებული უფრო იაფია შედარებით, მაგრამ რუსეთიდან გამდიდრებული ქართველების ჭარბი დაიტნერესების გამო სოფლის ფასმაც აიწია, სადაც ადრე 10 ში ნორმალური სახლი მოგდიოდა თავისი ნაკვეთით ახლა იგივე 20 კ ჯდება. თუ სოფლის მთავარი გზის პირასაა ფასი ასტრალში გადადის. ეს დასავლეთის რეგიონებში. რომ არსებობდეს რაიმე ეროვნული პროგრამები, დახმარება, შეღავათიანი დაბალ პროცენტიანი სესხები ბევრი ქალაქელი მოეკიდებოდა სოფელს. სამწუხაროდ დღეს ეს საკმაოდ ციცაბო რთული გზააა. ბანკი გაგატყავებს, სოფელს ხელს არ უწყობს სახელმწიფო ისედაც და ყიდვიდან ეგრევე ვერაფერს ვერ გამართავ იქ, წლები გინდა, ამაზე არც ბანკი დაგელოდება.
2) კატეგორია ვინც სოფელში ცხოვრობს და დარჩენა ურჩევნია მაგრამ რიგი მიზეზების გამო გამორბის.
გზები! 21 საუკუნეა და დღესაც კი სოფლებში გზის პრობლემაა, ზოგიერთ სოფელში მომზადებული სუვის გარეშე ვერ ახვალ. იქ მეურნეობის გამართვა და პროდუქტების გასაყიდად ტრანსპორტირებაზე ოცნებაც კი ზედმეტია!
ნორმალური ინტერნეტი! მაგთიფიქსის მსგავსი ლეღვობა კი არა. ინტერნეტი თუ არაა ახალგაზრდა კი არა უფროსი აღარ ჩერდება უკვე. ინტერნეტი კი არა არის სოფლები სადაც მობილური ხარვეზიტ იჭერს
განათლების და მკურნალობის პრობლემა! სკოლები! სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრები! ასეთი რამეები რაიონის ცენტრში რომ იყოს თავმოყრილი და იქამდე მისასვლელი გზები კარგად მოწყობილი ეს პრობლემა აღარ იქნებოდა. სოფლებს სასკოლო ავტობუსები რომ ემსახურებოდეს. სად ქალაქში გაჩერებაზე გახვალ და 15-20 წთ ში სკოლაში ხარ ყოველდღე და სად კილომეტრები ტალახში უნდა ამოიზილო, გაიყინო და ისე მიაღწიო სკოლამდე 40 წთ მაინც. სასწრაფოს გამოძახების იმედი რომ არ ექნება კაცს და ღვთის ანაბარა იქნება იმას რა გააჩერებს სოფელში?
ფერმერების მხარდაჭერის არ არსებობა! ასევე მეცხოველეობის! რესტორნებს მიაქვს ქვეყანა მაგრამ რად გინდა, ნედლეული ირანიდან და თურქეთიდან რომ შემოდის და ადგილობრივს შანსს არ აძლევს ასე ვერ აეწყობა ცხოვრება!
This post has been edited by Mr Angry on 18 Jun 2023, 20:14