გოგოებო, მოკლედ ჩამოვწერ ჩემს კითხვებს :
1. ბავშვი როდის მოდის ცოტა აზრზე? როდის ასე მგონია რომ ვერ მცნობს, ატრიალებს ამ თვალებს და ყველაფერი კიდია
ან ძინავს ან ჭამს. ნუ კუკების მინისტრია
2. ჭიპი თუ დაგიმუშავებიათ ველედას ფხვნილით ?
3. გუშინ ვერ დავბანე ძალიან დაღლილი ვიყავი და ძალიან დავაშავე ?
4. სახეზე აყრის არის 10 დღის, ძუძუზე, გადაუვლის ტუ სულ ასე ექნება სანამ ძუძუზე იქნება? (ჩემი კვების ამბავში)
5. ყოველი კვების მერე აბოყინებინებთ? აუცილებელია?
6. სულ კრიახობს და იწელება, ტირილით კი არ ტირის თქვენი აზრით რა აწუხებს? მაგ დროს არ შევიმჩნიო ტუ ხელში ავიყვანო?
7. პამპერსის პრემიუ ქეა გაწყდა თბილისში დეფიციტშია და რომელ პამპერს მირჩევთ კიდევ (ელიტ სოფთი არ მინდა რადგან შეკვრაში 84 და მანამდე მოიმატებს წონაში და ტყუილად შემრჩება )
8. ჭამის შემდეგ რძის გამოწველა აუცილებელია? ჯერ არ გამომიწველია და საშინლად არ მომწონს ეგ პრცედურა და ვერ ვაკეთებ. რამე დაშავდება? ხომ არ დაშრება ეს რძე მარტო ბავშვმა რომ ჭამოს?
მოკლედ თუ ბოდიალა კითხვებია გაატარეთ არ შეიმჩნიოთ
)
მადლობა წინასწარ გოგოებო