შენ წინა გვერდი არ წაგიკითხია თუ პირდაპირ მეორე გვერდზე შემოდი?...
ჯერ ერთი ეგ უბრალო კვების ბლოკები რომელსაც ეხლა 10 ლარად დაითრევ არის რეალურად 150...200 ვატამდე სიმძლავრის, ზოგმა შეიზლება 300-ამდეც გაქაჩოს გააჩნია ეხლა კონკრეტურ მოდელებს და ამ მოდელებში ჩადებულ სქემებს...
მეორეც რეგულირებად მდგომარეობაში მაქსიმუმ შეიზლება აქაჩო ჰა-ჰა 16...18 ვოლტამდე. თუ ეხლა შიგნით კარგად ჩაძვერი და ორ დიოდიანი სხემა 4 დიოდად შეცვალე შეიზლება აიყვანო 30 ვოლტამდე მაგრამ ამპერს უკვე 10-ს ვერ დაიჭერს სიმძლავრე აღარ გეყოფა...
მესამეც არ რეგულირდება 0.-დან, გააჩნია სქემებს პირადად მე მაგალითად ვერ დავწიე 6.....7 ვოლტის ქვემოთ, და ამ 6 ვოლტიდანაც კი ძალიან დიდი პულსაცია იყო, იყო შემთხვევა 5 -იდანაც გამიკეთებია თუმცა როგორც ვამბობ ძაან ქვედა ზღვარიდან პულსაცია დიდი აქვს და ვერ ჩაითვლება ნორმალურ მახასიათებლად. ნორმალური რეგულირება იწყებოდან 9 ვოლტიდან.
მეოთხეც ამპერის რეგულირება ძაან ცუდი მახასიათებლებით არის, თუ დააყენებ ძაბვას 12 ვოლტს და ამპერს 5-ზე და იცი რომ გამორთავს, ეს ამპერი ძაბვის რეგულირებასთან ერთად იცვლება მაინდამაინც იმ ნიშნულზე არ თიშავს, რომ იტყვიან ძაან გრუბი მახასიათებელია,
გავაგრძელო ჩამოთვლები?.....ბევრი გამოვა, იმიტომ რომ ბევრი მინუსები აქვს პლიუსი ერთია მხოლოდ... კარგად რეგულირდება 10...15 ვოლტის შუალედში და თანაც მარტივად....
ეგ ATX კვების რეგულირებად გადაკეთება მე ეგ სქემა რაც აქ დადვეს წინა გვერდზე და სხვა კიდე სქემები რაც არის მსგავს ინტერნეტში მე ეგ სქემები 20 წლის უკან მაქვს ნაკეთები და უკვე რომ იტყვიან ჭირმოჭმული, მაშინ იმ პერიოდში ეს ახალი ხილი იყო და ასე რომ თუ ვინმე გადააკეთებდა არიქა მაგარი რამ გააკეთაო, დღესდღეობით კიდე ბევრი ბევრად უკეთესი ვარიანტებია და ფასიც მისაღები, მსგავსი რეგულირებადი ლაბორატორიური კვებები 20 წლის უკან უფრო ძვირი ღირდა დღეს ესენიც გაიაფდა, ტექნიკა წინ მიდის....
procesora ჩემი უბნელია, თავის დროზე მანამაც დაიწყო ამ კვების ATX ბლოკების გადაკეთება ვუთხარი არ მოგეწონება მეთქი მისგან რეგულირებადი კვების აწყობათქო, არ დამიჯერა, მთელი წელი ჩალიჩობდა რა კვებები მან არ დაშალა და გადააკეთა მაგრამ სასურველი რასაც ლაბორატორიული კვების წყარო ქვია ამ ATX -დან რა კვებებიც დაშალა და გადააკეთა ვერცეთისგან ვერ მიიღო...
ვისაც არ ჯერავს და ჰა გააკეთეთ, დიდი არაფერია, პატარა შუალედის ძაბვის რეგულირება ATX-დან შესაძლებელია და კარგადაც მუშაობს, დიდი შუალედი და 0-იდან რეგურილება გამორიცხეთ, ამპერის რეგულირებას ჯობია დაანებოთ თავი და იყოს იმდენი რამდენზედაც მუშაობს რეალურად 10 ამპერზე ექნება თუ 15 ზოგ ATX-ზე 20 ამპერსაც იჭერს და 22-საც გააჩნია ეხლა კვების წყაროს.... რათქმაუნდა ლაპარაკი მაქვს უბრალო კვების წყაროებზე 10,,,30 ლარის შუალდეში რომ ყრია ყველგან....
წარმატებებს გისურვებთ ყველას, მსგავსი სქემები მე 20 წლის უკან განვიხილე და დავანებე თავი კიდეც, თუ ვინმეს უნდა გადაკეთება რეკომენდაციებსაც გავუწევ.
This post has been edited by Amper on 3 Mar 2020, 00:52