#57758372 · 8 Apr 2021, 22:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Datulika
დასვათ შეკითხვა ისე, როგორვ თქვენ გსურთ, არავის საქმე არ არის - გაქვთ უპირობო უფლება!!!
მაგრამ ... ამ შეკითხვაზე QUOTE | შეგიძლიათ მირჩიოთ ამ შემთხვევაში რაიმე გამოსავალი თუ არის |
პასუხი შესაძლებელია, თუ შეკითხვას მოამზადებთ შესაბამისად. ანუ რაში მდგომარეობს და როგორ გამოიყურება "საპენსიო სააგენტოში უთხრეს უარი" - მივიდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რომელიმე ტერიტორიულ ორგანოში და არ შეავსებინეს განცხადება, გამოისტუმრეს უარით, საუბარში გამოთქვეს ეს უარი ...
თუ ... დაიწერა განცხადება და წარედგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რომელიმე ტერიტორიულ ორგანოში და ამ განცხადებაზე მოვიდა ოფიციალური უარი?
თუ ეს უკანასკნელი ვარიანტი მოხდა, გადმოეცით იმ განცხადებაში ჩაწერილი უარი სიყვასიტყვით, თქვენი ინტერპრეტაციების გარეშე, როგორც წერია, იმ "ოფიციალური ტონით".
რაღაც პირველყოფილ ველურობას ჰგავს "იმისგამო რომ არაა რეგისტრირებული მისამართზე.". მსგავს ჩანაწერს ვერ გაბედავდა ისეთი თამამი, გულცივი ორგანოც კი, როგორიცაა სოციალური მომსახურების სააგენტო.
This post has been edited by Правовед on 8 Apr 2021, 22:34
|