Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > სააკაშვილის ღარიბი მთავრობა


Posted by: rockforever 28 Feb 2012, 13:38


user.gif user.gif აბა რას იტყვით

Posted by: ანუნაკი 28 Feb 2012, 13:40

...............................

Posted by: MikheilSukhiashvili 28 Feb 2012, 13:40
მოკლე მეხსიერება ძალიან ცუდი ნიშანია.
ბევრ ცხოველს შეუძლია მოტვინოს ბევრი რამ, მაგალითად რვაფეხას შეუძლია მოტვინოს, როგორ გახსნას კოკა-კოლას ბოთლი.
მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მეორე დღეს ავიწყდება და ახლიდან უწევს ფიქრი.

ასეთ თემებზე აღშფრთოვანებულ თემებს რო ხსნით, კარგად გაიხსენეთ 2003-მდე ვინ როგორ და რამდენ ფულს აკეთებდა მთავრობაში.

Posted by: Sophist 28 Feb 2012, 13:42
MikheilSukhiashvili
ის რაც შევარდნაძის დროს ცუდი იყო, სააკაშვილის დროსაც ცუდია..

Posted by: ბურზო 28 Feb 2012, 13:43
აუ ფარჩაკები არიანო, რეებს ამობს პრეზიდენტი კაცი lol.gif

Posted by: turabelidze 28 Feb 2012, 13:44
QUOTE
აუ ფარჩაკები არიანო, რეებს ამობს პრეზიდენტი კაცი

ეგეთები უთქვია? გიჟია გიჟი !!!


Posted by: Sharky 28 Feb 2012, 13:44
MikheilSukhiashvili
სირაქლემობა და ქვიშაში თავის ჩარგვა როგორი ნიშანია?
ტყუილების ლაპარაკი?
ყველანაირი ღლეობის გაპრავება როგორია, ამაზე არაფერს ვიტყვი.... biggrin.gif

საწყალი ადეიშვილი, ეგ გაუბედურებული, ეგა.... sad.gif

Posted by: U-33 28 Feb 2012, 13:45
QUOTE
ის რაც შევარდნაძის დროს ცუდი იყო, სააკაშვილის დროსაც ცუდია..

და ყოველთვის ცუდი იქნება

Posted by: mamalo2 28 Feb 2012, 13:48
QUOTE
სირაქლემობა და ქვიშაში თავის ჩარგვა როგორი ნიშანია? ტყუილების ლაპარაკი? ყველანაირი ღლეობის გაპრავება როგორია,


+1

Posted by: MikheilSukhiashvili 28 Feb 2012, 13:49
Sophist
QUOTE
ის რაც შევარდნაძის დროს ცუდი იყო, სააკაშვილის დროსაც ცუდია..

Sharky
QUOTE
სირაქლემობა და ქვიშაში თავის ჩარგვა როგორი ნიშანია?


შავზე აცხადებთ რო თეთრია და გიხარიათ.

კალმახელიძეზე და სხვა მინისტრებზე თემებს რო ხსნით, აუ წელიწადში 100 ათას ლარამდე აქვს ხელფასი და 100 კვ. მ. ბინა შეიძინა, ეს კორუმპირებული, ესა.

სხვა შემოსავლებზე ჭორების გამომგონებელი მარტივ ფაქტებსაც რომ არ ამოწმებს და "ბიზნესები" კალმახელიძის არ არსებულ ძმას მიაწერა, არ გიტყდებათ?

Posted by: Luccas* 28 Feb 2012, 13:49
დიახ ღარიბი ოჯახებიდან არიანო, არ არის ეგრე?

Posted by: Ze Moreira 28 Feb 2012, 13:51
MikheilSukhiashvili
საბჭოთა კავშირში იცოდნენ კაი გვიან პერიოდამდე მეფის რუსეთთან შედარება, მაგალითად სოფლების ელექტრიფიკაციას, ტრაქტორებს რაოდენობას და ასეთ რამეებს ადარებდნენ ხოლმე მეფის რუსეთს. facepalm.gif

იგივე არ მოგივიდეს

Posted by: LARSI 28 Feb 2012, 13:51
ყველაზე მდიდრულ სახლს ეძებდნენო biggrin.gif up.gif

Posted by: Sophist 28 Feb 2012, 13:52
MikheilSukhiashvili
კარგი რა, მართლაც კარგი რა.. ეს უკვე არასერიოზულია...

Posted by: zuziko 28 Feb 2012, 13:52
Sharky
QUOTE
საწყალი ადეიშვილი, ეგ გაუბედურებული, ეგა.... sad.gif

ფული შევუგროვოთ, biggrin.gif

ისე მართლა ვერ ვგებულობ ძველი მთავრობის დაბრუნებაზე რო საუბრობს, ვის გულისხმობს,

ბიძინა და მისი მოკავშირეები არასდროს ყოფილან ხელისუფლებაში და რა ვიცი,

Posted by: DaNGeR_DaNGeR 28 Feb 2012, 13:52
MikheilSukhiashvili
QUOTE
კალმახელიძეზე და სხვა მინისტრებზე თემებს რო ხსნით, აუ წელიწადში 100 ათას ლარამდე აქვს ხელფასი და 100 კვ. მ. ბინა შეიძინა, ეს კორუმპირებული, ესა.


წელიწადში 100 000 ლარი რომ გაქვს ადამანს შენის აზრით შეძლებ 100კვმ სახლის, ჰიუნდაის ახალი მანქანის და როლესის საათის ყიდვას?


კეზერაშვილზე რას მეტყვი? ბიზნესიდან მოვიდა და მაგიტომ აქვს ამდენი ფული?

Posted by: Sharky 28 Feb 2012, 13:53
MikheilSukhiashvili
ადეკვატურო, რა შუაში იყო კალმახელიძე? ან სად მნახე, თემა რომ გავხსენი კალმახელიძეზე ან რამე მივაწერე მას? კონკრეტულად ჩემთან ან აი ამ თემასთან რა შუაში იყო ეგ რაც დაწერე?

აი ეს ვიდეო ნახე და ფულს რომ არ აკეთებენ თურმე და ყველაზე გაუბედურებულ სახლში ცხოვრობს ადეიშვილების ოჯახი ყვარელში, მაგაზე თქვი რამე, რა კალმახელიძე, რის გარგლის კურკის ტოლა?

აჰა შენ, დაიმსახურე

Posted by: hardway 28 Feb 2012, 13:53
უკვე გული მერევა ამათ შემხედვარეეე :|||| სად ვიბრიდებიით ღმერთო ))))))

Posted by: MikheilSukhiashvili 28 Feb 2012, 13:58
DaNGeR_DaNGeR
QUOTE
წელიწადში 100 000 ლარი რომ გაქვს ადამანს შენის აზრით შეძლებ 100კვმ სახლის, ჰიუნდაის ახალი მანქანის და როლესის საათის ყიდვას?

რამდენი წელია მინისტრი. კი შეზლებ, ბინის და არა სახლის.

QUOTE
კეზერაშვილზე რას მეტყვი? ბიზნესიდან მოვიდა და მაგიტომ აქვს ამდენი ფული?

რამდენი აქვს კეზერაშვილს?

Sharky
QUOTE
რა შუაში იყო კალმახელიძე?

user posted image

Sophist
QUOTE
კარგი რა, მართლაც კარგი რა.. ეს უკვე არასერიოზულია...

რა არის არასერიოზული? ის რომ 2003-ში საქართველოს მთავრობა 60 ლარიანი ხელფასებით გარდა ფულის ხერვით არაფრით იყო დაკავებული?
რომ მთელი სახელმწიფო აპარატი და საკადრო პოლიტიკაც (!) იმაზე იყო აწყობილი "აუ იქ ამერიკელების ფულს ხერხავენ და მჭირდება ტიპი, ვინც გააკოტროლებს თუ რამდენს, ჩემი წილი რო მომცენ".

დღეს რა გაქვთ ჭორების გარდა?

Ze Moreira
QUOTE
საბჭოთა კავშირში იცოდნენ კაი გვიან პერიოდამდე მეფის რუსეთთან შედარება, მაგალითად სოფლების ელექტრიფიკაციას, ტრაქტორებს რაოდენობას და ასეთ რამეებს ადარებდნენ ხოლმე მეფის რუსეთს.

იგივე არ მოგივიდეს

ახალი მთავრობის წინა მთავრობასთან შედარება "მეფის პერიოდთან" შედარებაა, არა? საქართველოს წინა მთავრობის ნაცვლად, შვეიცარიის მთავრობას უნდა შევადარო? help.gif

Posted by: Sharky 28 Feb 2012, 13:59
MikheilSukhiashvili
QUOTE
რამდენი აქვს კეზერაშვილს?

facepalm.gif facepalm.gif
კეზერაშვილიც გაუბედურებულებში ჩავწეროთ და ფული შევუგროვოთ?

QUOTE
დღეს რა გაქვთ ჭორების გარდა?

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif კეზერაშვილის გალფის, შანგრი-ლას და გარე რეკლამების მეწილეობა ჭორი ყოფილა....

შენ ისევ ევროპიდან გვაკვირდები? ლამაზია მაქედან წილხვედრი? biggrin.gif

ვაა, მოგეწონა საკუთარი პორტრეტი? მაგადია.... biggrin.gif

Posted by: MikheilSukhiashvili 28 Feb 2012, 14:10
Sharky
QUOTE
კეზერაშვილიც გაუბედურებულებში ჩავწეროთ

კეზერაშვილი არის ტიპიური წარმომადგენელი საქართველოს მთავრობის? ანუ მთავრობის ყველა წევრზე დარწმუნებით შეგიძლია თქვა რო ფულს ხერხავენ? rolleyes.gif

QUOTE
შენ ისევ ევროპიდან გვაკვირდები?

Ad hominem


QUOTE
პორტრეტი

facepalm.gif

Posted by: sandroia 28 Feb 2012, 14:15
zuziko
QUOTE
ისე მართლა ვერ ვგებულობ ძველი მთავრობის დაბრუნებაზე რო საუბრობს, ვის გულისხმობს,

ბიძინა და მისი მოკავშირეები არასდროს ყოფილან ხელისუფლებაში და რა ვიცი,

რაღაცაზე ხომ უნდა ისაუბროს biggrin.gif

Posted by: Sharky 28 Feb 2012, 14:29
MikheilSukhiashvili
QUOTE
კეზერაშვილი არის ტიპიური წარმომადგენელი საქართველოს მთავრობის? ანუ მთავრობის ყველა წევრზე დარწმუნებით შეგიძლია თქვა რო ფულს ხერხავენ?

ფულის ხერხვა რაღაც ახალია biggrin.gif ფულს ღუნავენ, სხვა რამეს ხერხავენ
ჯერ ერთი, მე არ ვამბობ იმას, რაც დარწმუნებით არ შემიძლია ვთქვა, შესაბამისად ტყუილად დამაბრალე წეღან კალმახელიძეზე თემის გახსნა და ა.შ.
მეორეც - რა მნიშვნელობა აქვს ტიპიური წარმომადგენელია თუ არა, გააპრავე ეხლა ამით კეზერას მიერ ფულების ღუნვა? biggrin.gif
და მესამე - ყველა არ ღუნავს შეიძლება, მაგრამ გაუბედურებულები არიან და ა.შ. შემდეგ არის ბულშითი, და შენ ისიც კი არ შეგიძლია, რომ თქვა ბულშითზე ბულშითიაო. ვანოს, უგულავას და სხვების ნათესავებს რომ ბიზნეს-ნიჭები "აღმოაჩნდათ", ესეც ცნობილია და არა ჭორის დონეზე.


პ.ს. იმბეცილ კობა ბექაურს რომ გზების მშენებლობაზე მილიონები აკეთებინეს, ეგეც არ ჩანს ეუროპიდან, ხომ? და მერე ად ჰომინემო იძახი აქ... biggrin.gif

Posted by: CodeWarrior 28 Feb 2012, 14:37
0:51
lol.gif lol.gif lol.gif
მიშა მაგარია
drug.gif

Posted by: chegesto 28 Feb 2012, 14:42
MikheilSukhiashvili
ხანდდახან გაოცებული ვარ ისეტ პოსტს გააძრობ

არადა არ ხარ მთლად ასეთი წყალწაღებული :დ

მითუმეტეს სოციალ დემოკრატი ვარო ამბობ :დ

Posted by: storage 28 Feb 2012, 14:45
მაგენი ყველანი არიან ###ები!!! yes.gif

Posted by: estragon 28 Feb 2012, 15:25
Sharky
QUOTE
საწყალი ადეიშვილი, ეგ გაუბედურებული, ეგა....


მაგიც ფულს აკეთებს?

Posted by: Kmuno 28 Feb 2012, 15:28
ბურზო


44-46 წამზე, ქალი: "საღოლ!!!" lol.gif


MikheilSukhiashvili
QUOTE
ასეთ თემებზე აღშფრთოვანებულ თემებს რო ხსნით, კარგად გაიხსენეთ 2003-მდე ვინ როგორ და რამდენ ფულს აკეთებდა მთავრობაში.



და მთავრობაში ვინ იყვნენ საინტერესოა? lol.gif


Posted by: gochino80 28 Feb 2012, 15:29
ისე კეზერაშვილს გამდიდრება არ ეკუთვნოდა? კაცი გმირულად იბრძოდა აგვისტოს ომის დროს.კაი რა ადეიშვილი ღარიბიაო , კაცს 5 მოსამსახურე ჰყავს სახლში

Posted by: Hellhammer 28 Feb 2012, 15:38
gochino80
QUOTE
კაცი გმირულად იბრძოდა აგვისტოს ომის დროს

ჰო, გაჩხერილი, სნიკერსით და რედბულით yes.gif

Posted by: Sharky 28 Feb 2012, 15:44
estragon
QUOTE
მაგიც ფულს აკეთებს?

ნტუ, ეგ გაუბედურებული ყოფილა, აგერ მიშას თქმით.... biggrin.gif

Posted by: ბეჟანბეჟანი 28 Feb 2012, 15:49
Ze Moreira
QUOTE
საბჭოთა კავშირში იცოდნენ კაი გვიან პერიოდამდე მეფის რუსეთთან შედარება, მაგალითად სოფლების ელექტრიფიკაციას, ტრაქტორებს რაოდენობას და ასეთ რამეებს ადარებდნენ ხოლმე მეფის რუსეთს

ზუსტად მახსოვს, 1913 წელს ადარებდნენ war.gif

Posted by: MikheilSukhiashvili 28 Feb 2012, 15:50
Kmuno
QUOTE
ასეთ თემებზე აღშფრთოვანებულ თემებს რო ხსნით, კარგად გაიხსენეთ 2003-მდე ვინ როგორ და რამდენ ფულს აკეთებდა მთავრობაში.

და მთავრობაში ვინ იყვნენ საინტერესოა

ვინ იყვნენ, ნუ დაგვიმალავ. rolleyes.gif
სააკაშვილს დაუწუნე მინისტრობა, მიდი აბა.

სააკაშვილი მინისტრი შევარდნაძე


Sharky
QUOTE
ჯერ ერთი, მე არ ვამბობ იმას, რაც დარწმუნებით არ შემიძლია ვთქვა, შესაბამისად ტყუილად დამაბრალე წეღან კალმახელიძეზე თემის გახსნა და ა.შ.

საუბარი არაა შენს სიტყვებზე.
საუბარი არაა კონკრეტულ პირებზე მთავრობიდან.
საუბარია იმაზე "რა იყო და რა არის" საქართველოს მთავრობა.
იყო 100% კორუფცია. გახდა X%-იანი. ეს X-ი რას უდრის, გენაცვალე, ნუ დამალავთ.

QUOTE
მეორეც - რა მნიშვნელობა აქვს ტიპიური წარმომადგენელია თუ არა, გააპრავე ეხლა ამით კეზერას მიერ ფულების ღუნვა?

სხვაობა იგივეა რაც კანონს და გამონაკლისს შორის. საპირისპიროს ნიშნებია.

Posted by: Choncxis mzera 28 Feb 2012, 15:52
QUOTE (rockforever @ 28 Feb 2012, 13:38 )


user.gif user.gif აბა რას იტყვით

მაგ სიმართლით გატაროს მამაზეციერმა
:* :* :* :* :*

Posted by: Sharky 28 Feb 2012, 15:53
MikheilSukhiashvili
QUOTE
სხვაობა იგივეა რაც კანონს და გამონაკლისს შორის

გამონაკლისი ამტკიცებს კანონს, კი უნდა იცოდე.....

და არაა კეზერა გამონაკლისი, გიორგი არველაძის ბიზნესებზეც გეცოდინება, კობა ბექაურისაც, უგულავას და ვანოს ნათესავებისაც...
ნუ შენ შეიძლება არ იცოდე, შენ შორიდან იყურები და თან ვარდისფერი სათვალე გიკეთია.. biggrin.gif



Posted by: Kmuno 28 Feb 2012, 15:54
MikheilSukhiashvili

ოკ, კაი... wink.gif

იმინნა ადეკვატური ხარ...
იმინნა რა...


პ.ს. თავდაცვის მინისტრი ბიზნესმენი ხდება...
ოპერის "მეგობართა საბჭოს" სათავეში მოდის...


და კიდე, ნაბუხოდონოსორზე რომშ ეკიტხვა გაუძრეს ეგ საერთოდ ბონუსია... lol.gif


თავდაცვა, ბიზნესი, ოპერა...
შესაშურია... yes.gif

Posted by: gochino80 28 Feb 2012, 15:54
QUOTE (Choncxis mzera @ 28 Feb 2012, 15:52 )
QUOTE (rockforever @ 28 Feb 2012, 13:38 )


user.gif  user.gif აბა რას იტყვით

მაგ სიმართლით გატაროს მამაზეციერმა
:* :* :* :* :*

ისე მიშას ზედ არ ეყობა ღარიბი როა, კურტკაც კი ნათხოვარი აცვია. ამერიკელებს რომ არ ეჩუქნათ ეგ კურტკა ხომ გაიყინებოდა ამ ზამთარს lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: shamugiashvili 28 Feb 2012, 15:56
MikheilSukhiashvili
QUOTE
ასეთ თემებზე აღშფრთოვანებულ თემებს რო ხსნით, კარგად გაიხსენეთ 2003-მდე ვინ როგორ და რამდენ ფულს აკეთებდა მთავრობაში.

ხოდა რო გვახსოვდა იმიტომაც მოუწყეთ ვარდების რევოლიუცია !
ხოდა ესენი რისი ღირსები არიან ?!

Posted by: ბეჟანბეჟანი 28 Feb 2012, 15:56
QUOTE
კარგად გაიხსენეთ 2003-მდე ვინ როგორ და რამდენ ფულს აკეთებდა მთავრობაში.

იმიტომაც მოვისროლეთ ის მთავრობა მოუსავლეთში.
ნოღაიდელი 2003-დე სეკვესტრა და გათახსირებული იყო, 2003-ის შემდეგ წარმატებული პრემიერი. შემდეგ ისევ დაცემა და რუსეთუმე.
ტოტალური კორუფცია დამარცხდა, თორემ ელიტური როგორც ყვაოდა, ისევ ისე ყვავის.

Posted by: MikheilSukhiashvili 28 Feb 2012, 16:00
ამ კითხვაზე პასუხი ვერა, თქვე ობიექტურებო, თქვენა? biggrin.gif

იყო 100% კორუფცია. გახდა X%-იანი. ეს X-ი რას უდრის, გენაცვალე, ნუ დამალავთ.

Posted by: prologic 28 Feb 2012, 16:01


მეც მინდა ვიყო ღარიბი........ როგორც საწყალი კეზერაა და ვანოა..... მაგათსავით ღარიბი მინდა ვიყო.

ვის გინდათ კიდევ?!

Posted by: Camel 28 Feb 2012, 16:03
არადა გვერდით თემაში ხათუნას ბაითის ნავასელიას ავღნიშნავთ , იქით მალე ნიკოლაიშვილი გვეპატიჟება შინდისში დაჩას იშენებს .. ამან კიდე ღარიბებიო.

Posted by: Sharky 28 Feb 2012, 16:04
MikheilSukhiashvili
სუხიაშვილი, შე ადეკვატურო
ჯერ ერთი 100% არ იყო, თუ შენ იმის თქმა გინდა, რომ არ იყვნენ მინისტრები ეძიკას დროს, ვინც არ იღებდა (ხერხავდა, როგორც შენ იტყოდი biggrin.gif) ფულს? biggrin.gif
მეორეც - ეგ X რამდენია ზუსტად რომ არ ვიცით, ამიტომ არ ვწერთ, მერე მოხვალ და "დარწმუნებით რაც არ იცით - ნუ წერთო" იტყვი biggrin.gif
მესამე - ფაქტია რომ ეგ X არსებობს, ფაქტია რომ კორუფცია კი არ დამარცხდა - გამსხვილდა და "ზუსტი პროცენტები და ვიდეოჩანაწერები დადეთ" არის იაფფასიანი დემაგოგია

Posted by: Unlucky Jonathan 28 Feb 2012, 16:04
ყველაზე მეტად უჭირს უგულავას. ავსტრიაში რომ ამშობიარა ცოლი და თან ზაჰერში ცხოვრობდა აპარტამენტებში.

Posted by: Luccas* 28 Feb 2012, 16:07
QUOTE
ისე მიშას ზედ არ ეყობა ღარიბი როა, კურტკაც კი ნათხოვარი აცვია. ამერიკელებს რომ არ ეჩუქნათ ეგ კურტკა ხომ გაიყინებოდა ამ ზამთარს   


lol.gif lol.gif lol.gif
ძველია :/

Posted by: markes 28 Feb 2012, 16:08
რა ქენით შეუგროვეთ ღარიბ მთავრობას პურის ფული?
biggrin.gif

Posted by: luna 28 Feb 2012, 16:10
რას გადაეკიდეთ ამ კალმახელიძეს smile.gif))) მაგაზე უკეთესი ვერავინ ნახეთ? რომელი ერთია შეჭირვებული მთავრობაში დღეს, ზოგიერთ მინისტრის მოადგილეს მინისტრზე მეტი ხელფასიც აქვს, შემოსავალიც და გავლენაც.

ვერა ქობალია რომ გვყავს სუპერ ღარიბი მინისტრი, რომელმაც შარშან ვანკუვერში ბინა შეიძინა, ბათუმში ბინა შეიძინა, საირმეზე ბინას იშენებს, და შემოსავალი რომ ხელფასის სახით მინისტრის ხელფასი აქვს და პრემია მხოლოდ 161 ლარი smile.gif))) ერთი პრეზიდენტის ფონდში ჩამახედა იქიდან რომელი ოფშორით ურიცხავს ვერიკოს საკონსულტაციო მომსახურებისთვის თანხას და სხვებს კიდევ რამდენს.

ეკა ტყეშელაშვილი, რომელიც გაჯეჯილდა მთავრობაში მოსვლის შემდგომ, მისი ქონება 2003 წლამდე და 2003 წლის მერე მოიკითხეთ კარგად - ნახავთ როგორ თავბრუსდამხვევად წარმატებულია ეკონომიურად ეს ქალბატონი მას შემდეგ რაც შეეუღლა სახელმწიფო სამსახურს.

ნუ ადეიშვილზე, მერაბიშვილზე და მათ მოადგილეებზე საუბარი არც ღირს. ისინი ზე უკვდავთა ფინანსურ კასტაში არიან გადასულები, და მათ შემოსავლებს მამა ზეციერი ვერ დაითვლის კარგა ხანი ისე აქვთ მოკვარახჭინებული.

გილაური ხომ ძალიან ღარიბი გვყავს დღესაც.

ბარამიძეზე რა ვთქვა - მაგ კაცს ცხოვრება არ უნახავს სახელმწიფო სამსახურის გარეთ. თუ დაინტერესდით მაგალითად პალიკო კუბლაშვილის, მიხეილ მაჭავარიანს შემოსავალ გასავლებით?
და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ.


Posted by: markes 28 Feb 2012, 16:14
luna
QUOTE
გილაური ხომ ძალიან ღარიბი გვყავს დღესაც.

ბარამიძეზე რა ვთქვა - მაგ კაცს ცხოვრება არ უნახავს სახელმწიფო სამსახურის გარეთ. თუ დაინტერესდით მაგალითად პალიკო კუბლაშვილის, მიხეილ მაჭავარიანს შემოსავალ გასავლებით?
და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ.


ესენი იაპონიის პრემიერ მინსიტრს ბაძავენ და ნახევარ ჯამაგირს ბიუჯეტში აბრუნებენ
biggrin.gif

Posted by: benito777 28 Feb 2012, 16:15
markes
QUOTE
რა ქენით შეუგროვეთ ღარიბ მთავრობას პურის ფული?



ჯერ არა, მაგრამ ვუგროვებთ

ყოველ თვე 20 თეთრს ჩამოვდივართ ტელეფონიდან yes.gif

Posted by: Unlucky Jonathan 28 Feb 2012, 16:16
კონკურსი დავასახელოთ ყველაზე ღარიბი მთავრობის წევრი.გამარჯვებულს ფული ავუგროვოთ. მართლა პრემიების დასაბუთება თუ ხდება და თუა რის შეზღუდული თანხის ოდენობა ჩვენთან? იმიტომ მაინტერესებს რომ ესენი იღებენ 50 ათასიან პრემიებს .

Posted by: ggg77 28 Feb 2012, 16:19
სამაგიეროდ,სიდედრ - სიმამრები ჰყავთ მდიდრები და ცოლებსაც, ბიზნშესის კეთების შესაშური ნიჭი აღმოაჩნდათ............. biggrin.gif

Posted by: Trance In Trance 28 Feb 2012, 16:20
ეხა აქ რო რომელიმე მიშისტს ფარჩაკი ვუწოდო დამარეპორტებს და ბანს დამადებენ შეურაცხყოფისთვის

და მერე ისევ ის მიშისტი დაიწყებს პრავებას რო სიტყვა ფარჩაკი ცუდი სიტყვა არაა და მიშას არავისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია




Posted by: estragon 28 Feb 2012, 16:24
Sharky
QUOTE
ნტუ, ეგ გაუბედურებული ყოფილა, აგერ მიშას თქმით....


ახალწელს ვიყავი მაგასთან და წიგნების მეტს არაფერს ყიდულობს? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: triumpi 28 Feb 2012, 16:24
თუ ბილ გეიტსს და ქართველ მილიარდელ ბიძინას შეედრებიან ოფიციალურად ---საოცრად ღატაკნი არიან....
არაოფიციალურად კი თავზე დაგვყურებენ, როგორც მძარცველი პოლიციელი დასცინის მასთან საჩივლელად მისულ მისგანვე დაზარალებულ გაძარცვულს....
ქურდ-ცინიკოს მელ-აფერისტთა კრწანისული ედო-სკოლის კურსგავლილნი..... vik.gif

Posted by: skarfasse 28 Feb 2012, 16:39
ქართველი მინისტრები და ხელისუფლების წარმომადგენლები ფულს არ შოულობენ და ხელფასზე სხედან! ეს ვისაც ჯერა მათთვის: მტყუვნის დედა მოვ...ან!!!!
ვისაც რამე პრეტენზია გაგიჩნდებათ მათთვის ვწერ:
პატივისცემით უჩა ჩუბინიძე ზესტაფონიდან. მსურველებს მოგართმევთ ტელეფონის ნომერსაც. smile.gif

Posted by: kvarkvare 28 Feb 2012, 16:50


სისულეების ბჟუტურში ბადალი არ ყავს ჩვენს პრეზიდენტს....

Posted by: MikheilSukhiashvili 28 Feb 2012, 16:52
იყო 100% კორუფცია. გახდა X%-იანი. ეს X-ი რას უდრის, გენაცვალე, ნუ დამალავთ.
შარკიმ ვერაო, "ზუსტი რიცვი არ ვიცი" ამიტომ ჩემს შეფასებას ვერ მოგახსენებთო. biggrin.gif

Sharky
QUOTE
ჯერ ერთი 100% არ იყო, თუ შენ იმის თქმა გინდა, რომ არ იყვნენ მინისტრები ეძიკას დროს, ვინც არ იღებდა (ხერხავდა, როგორც შენ იტყოდი ) ფულს?

ვახ. ისეთები იყვნენ, ვინც 60 ლარიანი ხელფასით ცხოვრობდა? biggrin.gif
სგ სგ.

QUOTE
მეორეც - ეგ X რამდენია ზუსტად რომ არ ვიცით, ამიტომ არ ვწერთ

აჰ, თურმე რა გიშლის... biggrin.gif

QUOTE
ფაქტია რომ ეგ X არსებობ

დამისახელე ქვეყანა, რომელშიც ეგ X არ არსებობს (0-ს უდრის). rolleyes.gif

Posted by: niniaa 28 Feb 2012, 16:55
MikheilSukhiashvili
მინდა დავიჯერო, რომ შენამდე ჯერ არ მოსულა უტყუარი ფაქტები. ქრთამის აღება არაა აუცილებელი იმისთვის, რომ უკანონოდ გამდიდრდე. ვინმე დაინტერესდა თუნდაც ლარად ვინ რა ქონება ჩაიგდო ხელში?აღარ ვამბობ არაადექვატურად დაბალ ფასებში ჩაგდებულ მილიონიან ქონებაზე...და ეს ყველაფერი ხდება და ხდებოდა ამ ხელისუფლების პერიოდში...პრეზიდენტს ატყუებენ?

Posted by: Sharky 28 Feb 2012, 17:01
MikheilSukhiashvili
QUOTE
ვახ. ისეთები იყვნენ, ვინც 60 ლარიანი ხელფასით ცხოვრობდა?

ანუ - ყველა მინისტრი იღებდა ქრთამს? კი ან არა პასუხი მინდა... biggrin.gif
QUOTE
დამისახელე ქვეყანა, რომელშიც ეგ X არ არსებობს

არ გინდა ბულშიტი რა... smile.gif
შენ დამისახელე ქვეყანა, სადაც ხელისუფლებაში მოსულ ტიპებს და მათი ოჯახის ახლობლებს ბიზნესის ნიჭები აღმოაჩნდათ უცებ და მონოპოლიზაცია მოახდინეს საწვავის ბაზრის, სამშენებლო სექტორის, სარეკლამო სექტორის და ა.შ. კობა ბექაურისნაირი ღლეები რომ მილიონებს შოულობენ და სახელმწიფო ტენდერს ტენდერზე იგებენ, ეგეთი ქვეყანაც დამისახელე. შეადარა აქ..... facepalm.gif

Posted by: rockforever 28 Feb 2012, 17:02
MikheilSukhiashvili
http://www.youtube.com/watch?v=Khc9Vmb-EZg

ეს ხალხი გეცნობა? შენ გინდა თქვა რომ ეს ხალხი ფულს იპარავდა ? biggrin.gif biggrin.gif
ანუ აღიარებ რომ ეს ხალხი ვინც ვიდეოშია უკანანოდ შოულობდა ფულს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ისე რთულად გასაპრავებელ რამეს მოკიდე ხელი user.gif user.gif

Posted by: MikheilSukhiashvili 28 Feb 2012, 17:09
niniaa
QUOTE
მინდა დავიჯერო, რომ შენამდე ჯერ არ მოსულა უტყუარი ფაქტები.

არ ვამტკიცებ რომ ამ მთავრობაში ყველა სუფთაა.
ამ კითხვაზე გამეცით პასუხი, თუ შეიძლება (შარკიმ ვერაო, ნიტოჩნი დანნიე ნე რასპასტრანაიუო biggrin.gif) საუბარია სუბიექტურ შეფასებაზე.

იყო 100% კორუფცია. გახდა X%-იანი. ეს X-ი რას უდრის, გენაცვალე, ნუ დამალავთ.


rockforever
QUOTE
http://www.youtube.com/watch?v=Khc9Vmb-EZg
ეს ხალხი გეცნობა? შენ გინდა თქვა რომ ეს ხალხი ფულს იპარავდა ?

ბარამიძეზე არ ვიცი, მაჭავარიანი დარწმუნებული ვარ რომ გასვრილია.


Sharky
QUOTE
ვახ. ისეთები იყვნენ, ვინც 60 ლარიანი ხელფასით ცხოვრობდა?

ანუ - ყველა მინისტრი იღებდა ქრთამს? კი ან არა პასუხი მინდა...

ქრთამის არ აღება იყო გამონაკლისი. ერთი ორი გამონაკლისი იყო, ერთერთი მათ შორის სააკაშვილი.

Posted by: rockforever 28 Feb 2012, 17:11
MikheilSukhiashvili
QUOTE
, მაჭავარიანი დარწმუნებული ვარ რომ გასვრილია.

ხომ გვაქვს დემოკრატია ,რატომ არ მოიხადა სასჯელი
გეცოდინება შენ user.gif user.gif

Posted by: Sharky 28 Feb 2012, 17:13
MikheilSukhiashvili
QUOTE
ქრთამის არ აღება იყო გამონაკლისი. ერთი ორი გამონაკლისი იყო, ერთერთი მათ შორის სააკაშვილი.

ანუ 100% ვერ ყოფილა, თუ "ერთი-ორი გამონაკლისი" იყო?

და კორუფცია შენ მარტო ქრთამის აღება გგონია? biggrin.gif
მე რომ ჩემს ბიძაშვილს ტენდერი მოვაგებინო, ეგ არის კორუფცია თუ არა?
ყველა სახელმწიფო შეკვეთა დაახლოებულ პირებზე რომ მიდის ხოლმე, ეგ?

ამ ღლე კითხვას რომ დააფრიალებ წითელი დროშასავით, კობა ბექაურის ფირმამ გზის მშენებლობაზე ტენდერები როგორ და რა გზებით მოიგო, ეგეც გვითხარი რა..... გიორგი არველაძემ სად იშოვნა იმის ფული, რომ იმედის 50% "ეყიდა", ეგეც გვითხარი კიდევ...
QUOTE
შარკიმ ვერაო

მაგ X-ის შეფასების მექანიზმი არ გამაჩნია, ისევე როგორც შენ არ გაგაჩნია ეძიკას დროინდელი X-ის შეფასების მექანიზმი, 100% კიდევ გრამაფონშია biggrin.gif

Posted by: korven_dalas 28 Feb 2012, 17:15
MikheilSukhiashvili
წადი თავი მოიკალი

Posted by: MikheilSukhiashvili 28 Feb 2012, 17:15
rockforever
QUOTE
ხომ გვაქვს დემოკრატია ,რატომ არ მოიხადა სასჯელი

არა გვაქვს არც დემოკრატია არს ნორმალური სასამართლო, არ მიტყდება ამის აღიარება, თქვენ რატო გიტყდებათ იმის აღიარება რომ ბევრი პოზიტიური ცვლილება მოხდა, მათ შორის კორუფციის მხრივ და მათ შორის მაღალ ეშელონებში?

და ისე, ბევრ შემთხვევაში, რომც გვქონოდა, მაინც ვერ დაისჯებოდნენ, ბრალს დამტკიცებაც უნდა. (ჩვენ შემთხვევაში არც უცდიათ, ბაზარი არაა)

Posted by: niniaa 28 Feb 2012, 17:16
MikheilSukhiashvili
QUOTE
არ ვამტკიცებ რომ ამ მთავრობაში ყველა სუფთაა.
ამ კითხვაზე გამეცით პასუხი, თუ შეიძლება (შარკიმ ვერაო, ნიტოჩნი დანნიე ნე რასპასტრანაიუო ) საუბარია სუბიექტურ შეფასებაზე.

ამ კითხვაზე პასუხს ვერავინ ვერ გაგცემს...აშკარად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე შევარდნაძის დროს, მაგრამ ეს გვაძლევს თვითკმაყოფილების და გამართლების უფლებას?! ყველა სუფთა რომ არ არის და უკანონობაც ხდება, თვითონვე მიდასტურებ ,თუმცაღა არ მესმის, რატომ უნდა გავჩუმდეთ უკანონობაზე?

Posted by: iuristka 28 Feb 2012, 17:17
„ჩემი მთავრობის წევრების უმეტესობა არიან ძალიან ღარიბი ოჯახებიდან და არც არაფერი გაუკეთებიათ მთავრობაში ყოფნისას. იყო ხალხი, ვინც შედარებით შეძლებული ოჯახებიდან არის, ეს არის სრული უმცირესობა"

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: turabelidze 28 Feb 2012, 17:19
QUOTE
ისე რთულად გასაპრავებელ რამეს მოკიდე ხელი   

არ წამიკითხია და გააპრავა?



Posted by: rockforever 28 Feb 2012, 17:20
QUOTE
არა გვაქვს არც დემოკრატია არს ნორმალური სასამართლო, არ მიტყდება ამის აღიარება, თქვენ რატო გიტყდებათ იმის აღიარება რომ ბევრი პოზიტიური ცვლილება მოხდა, მათ შორის კორუფციის მხრივ და მათ შორის მაღალ ეშელონებში?

დაბლა კიდე არაუშავს და მაღალ ეშელონებში კატასტროფაა, ყველაფრის წილებში ცდილობენ ჩაჯდომას

Posted by: niniaa 28 Feb 2012, 17:20
Sharky
QUOTE
მე რომ ჩემს ბიძაშვილს ტენდერი მოვაგებინო, ეგ არის კორუფცია თუ არა?

რავა, ტენდერის გარეშე შემთხვევით პირებზეა გაცემული მილიონის ქონება,თუ?

Posted by: MikheilSukhiashvili 28 Feb 2012, 17:21
rockforever
QUOTE
ხომ გვაქვს დემოკრატია ,რატომ არ მოიხადა სასჯელი

არა გვაქვს არც დემოკრატია არს ნორმალური სასამართლო, არ მიტყდება ამის აღიარება, თქვენ რატო გიტყდებათ იმის აღიარება რომ ბევრი პოზიტიური ცვლილება მოხდა, მათ შორის კორუფციის მხრივ და მათ შორის მაღალ ეშელონებში?

და ისე, ბევრ შემთხვევაში, რომც გვქონოდა, მაინც ვერ დაისჯებოდნენ, ბრალს დამტკიცებაც უნდა. (ჩვენ შემთხვევაში არც უცდიათ, ბაზარი არაა)

korven_dalas
QUOTE
წადი თავი მოიკალი

წადი რამე ისწავლე.

Sharky
QUOTE
ანუ 100% ვერ ყოფილა, თუ "ერთი-ორი გამონაკლისი" იყო?

ამას ჰქვია nitpicking. ვროდე ბი მაგარი არგუმენტია, სინამდვილეში ფუჭი.
იმაზე არაა, ჩვენ შორის ვინ უფრო მაგარი სპორშიკია. შენ ხარ, გენაცვალე, ბაზარი არაა.

QUOTE
მაგ X-ის შეფასების მექანიზმი არ გამაჩნია

ანუ გიტყდება იმის აღიარება, რომ დღესდღეობით მთავრობის მხოლოდ ნაწილი არის მიჩნეული კორუმპირებულად.

QUOTE
ისევე როგორც შენ არ გაგაჩნია ეძიკას დროინდელი X-ის შეფასების მექანიზმი, 100% კიდევ გრამაფონშია

ყველა იყო კორუმპირებული, ერტი ორი გამონაკლისის გარდა.

niniaa
QUOTE
არ ვამტკიცებ რომ ამ მთავრობაში ყველა სუფთაა.
ამ კითხვაზე გამეცით პასუხი, თუ შეიძლება (შარკიმ ვერაო, ნიტოჩნი დანნიე ნე რასპასტრანაიუო ) საუბარია სუბიექტურ შეფასებაზე.


ამ კითხვაზე პასუხს ვერავინ ვერ გაგცემს...აშკარად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე შევარდნაძის დროს, მაგრამ ეს გვაძლევს თვითკმაყოფილების და გამართლების უფლებას?!

არაფერშუაშია თვითკმაყოფილება. უბრალო ფაქტების (არ) აღიარებაზეა ჰოპოურად განწყობილი იუზერების მხრიდან. შეადარე ამ წინადადებას "პრო მთავრობო" იუზერის მხრიდან:
http://forum.ge/?showtopic=34362039&st=60&#

rockforever
QUOTE
დაბლა კიდე არაუშავს და მაღალ ეშელონებში კატასტროფაა, ყველაფრის წილებში ცდილობენ ჩაჯდომას

გილაურიც? კალმახელიძეც?

Posted by: Sharky 28 Feb 2012, 17:25
MikheilSukhiashvili
არავითარი ნიტპიკინგი ეგ არაა, 100% არ ყოფილა და შენ უტრირებ, რადგანაც არ გაქვს იმდროინდელი X-ის შეფასების საშუალება, თუმცა ეგ რომ აღიარო, მერე იმ შენს კითხვას, წითელი დროშასავით რომ დაარბენინებ აქეთ-იქეთ, აზრი დაეკარგება. სულ ეგაა smile.gif

და გასაგებია რომ დაბალ დონეზე კორუფცია აღარაა, სამაგიეროდ მოხდა კორუფციის მაღალ დონეზე ასვლა/გამსხვილება. თანხობრივად როდის იყო მეტი ეს კორუფცია, კიდევ საკითხავია.

და დანარჩენი რომ მიაიგნორე, მაგადია..
QUOTE
მე რომ ჩემს ბიძაშვილს ტენდერი მოვაგებინო, ეგ არის კორუფცია თუ არა?
ყველა სახელმწიფო შეკვეთა დაახლოებულ პირებზე რომ მიდის ხოლმე, ეგ?

ამეებზე პასუხი ვერ, ხომ?

როგორ მოიგო კობა ბექაურის ფირმამ გზის მშენებლობის ტენდერები, საიდან იშოვა გიორგი არველაძემ იმედის 50% წილის საყიდელი თანხა - ამ კითხვებსაც აიგნორებ და მერე სირაქლემა არ გსიამოვნებს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: natia_m77 28 Feb 2012, 17:30
MikheilSukhiashvili
QUOTE
შავზე აცხადებთ რო თეთრია და გიხარიათ.


შენ რომ ამას წერ, ალბათ ღმერთი რა გულიანად ხარხარებს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: rockforever 28 Feb 2012, 17:30
QUOTE
დაბლა კიდე არაუშავს და მაღალ ეშელონებში კატასტროფაა, ყველაფრის წილებში ცდილობენ ჩაჯდომას

გილაურიც? კალმახელიძეც?

გილაური არ ვიცი
მაგრამ კალმახელიძის გარემონტებულ ციხეებში პატიმრებს უმოწყალოდ ცემენ და აწამებენ
ქალს 90 000 ათასზე მეტი აქვს შემოსავალი წელიწადში
საიდან შოულობს ნამდვილად საინტერესოა

Posted by: burke 28 Feb 2012, 17:32
QUOTE (ბურზო @ 28 Feb 2012, 13:43 )
აუ ფარჩაკები არიანო, რეებს ამობს პრეზიდენტი კაცი lol.gif

ძალიან ტეხავს რა
რაც არ უნდა მართალი ამბობდეს
რაც არ უნდა სიმართლეს ღაღადებდეს
ასეთი ლექსიკა ტეხავს რა
თან ძალიან

Posted by: korven_dalas 28 Feb 2012, 17:48
QUOTE
წადი რამე ისწავლე.

რა ხე ხარ

Posted by: niniaa 28 Feb 2012, 17:52
MikheilSukhiashvili
QUOTE
უბრალო ფაქტების (არ) აღიარებაზეა ჰოპოურად განწყობილი იუზერების მხრიდან

იმაში ნამდვილად გეთანხმები, რომ ოპოზიციურად განწყობილი ფორუმელები ნამეტანი ამლაშებენ და ყველაფერზე/კარგზეც კი/ნეგატიური განწყობა აქვთ, მაგრამ არც პროსამთავრობო ფორუმელები არიან ყოველთვის მართლები...

Posted by: korven_dalas 28 Feb 2012, 17:59
ტიპმა იმდენი ქნა საუბარი სულ სხვა მიმართულებითწაიყვანა

და აქტუალური ტემა ჩაძირა
პლიუს კიდევ აქეთ დაიწყო პრეტნზიების წამოყენება
ეგეთებს ნუ პასუხობთ
ტროლები არიან

MikheilSukhiashvili ამაზეა საუბარი

Posted by: Kakha 28 Feb 2012, 18:22
არსენიშვილი იღებდა ქრთამს?
მიშას პოლიტიკაა გასვარე და იბატონე, ეხლა არ გინდათ რა ეს თვალთმაქცობა, მოვა დრო და შეგრცხვებათ საკუთარი პოსტების.

Posted by: triumpi 28 Feb 2012, 18:27
რატომღაც კოკაინ ნასრუტივით გაბერილ-გაბღენძილ- ჩასაფრებული მწვანე შხამიანი გომბეშოები გამახსენდა.....
სატანის დანერგილი ეშმაკური პარადოქსი: ,,ცოდვილებს თავები მართალნი ჰგონიათ და მართლებს კი ცოდვილი.''
,,მართალთა კი არა --- ცოდვილთა სახმობლად მოვედიო!''
ეს მართალთა არსებობის მტკიცებულებაა!...... ნელთბილებისათვის. yes.gif

Posted by: luna 28 Feb 2012, 18:54
iuristka
Sharky
QUOTE
და გასაგებია რომ დაბალ დონეზე კორუფცია აღარაა, სამაგიეროდ მოხდა კორუფციის მაღალ დონეზე ასვლა/გამსხვილება. თანხობრივად როდის იყო მეტი ეს კორუფცია, კიდევ საკითხავია.


მე კიდე მგონია რომ ეს ფარდობითია. კორუფცია დაბალ დონეებზე, მთავარი სპეციალისტების დონეზე ძირითადად შეიძლება აღარ იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ არ არის კორუფცია საჯარო სამსახურში. ზემოდან იწყება და მოყვება ყველა დონეზე.

ახლა რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას იმის თაობაზე რომ მთავრობის წევრთა უმეტესობა ღარიბი ოჯახებიდან არის - ამაში ალბათ არ სცდება. საჯარო სამსახურში გაბედნიერებული, გამდიდრებული, დაბრძენებულ გაქსუებულები გვყავს ოპტამ. სად წავლენ ეგენი, შეეგუებიან ახლა უჯიპებოდ, მძღოლების, თანაშემწეების, მოსამსახურეების და ფულის გარეშე ცხოვრებას?


Posted by: mister_wonder 28 Feb 2012, 19:03
MikheilSukhiashvili
აგერ, იქნება გაეცეს შენს კითხვას პასუხი 2011 წლისთვის. თუ კარგად მოძებნი, შეიძლება წინა წლებიც იყოს smile.gif

http://cpi.transparency.org/cpi2011/results/

მაინც იყოს: 2002 წელს ჩვენი მაჩვენებელი იყო 2.4, რაც რუსეთის დღევანდელი მაჩვენებელია. 2011წელს ეს ინდექსი 4.1 გახდა ჩვენთვის, რაც სერიოზულ გაუმჯობესებას ნიშნავს. უმაღლესი ქულა 10-ია. ფორმულას ნუღარ დამაწერინებ, ბავშვობიდან ვერ ვიტან X-ებს biggrin.gif

Posted by: ტერა 24 Jan 2020, 23:56
ფაქტია, რომ სიტყვა "ფარჩაკები" საქართველოში დიდი ისტორიის მქონ, სტანდარტიზირებული მიმართვაა.
ხშირად გამოიყენება პოლიტიკოსების მიმართ. old.gif

Posted by: Ninelku 25 Jan 2020, 23:46
ტერა
QUOTE
ფაქტია, რომ სიტყვა "ფარჩაკები" საქართველოში დიდი ისტორიის მქონ, სტანდარტიზირებული მიმართვაა.

დღეს, ამ "სტანდარტიზირებული მიმართვის" გამო ცემა-ტყეპა დააკანონა საკრებულომ!
ვაშა და ურა! gigi.gif down1.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)