forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (87) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Pittsburgh Penguins!, A Great Day For Hockey
true_blood
#3Peat


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15762
წევრი No.: 126005
რეგისტრ.: 15-January 11

გამოგზავნილია: 20 Jan 2012, 22:47  #29301648      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
user posted image

კონფერენცია: აღმოსავლეთი
დივიზიონი: ატლანტიკა
შტატი, ქალაქი: პენსილვანია, პიტსბურგი
დაარსდა: 1967 წელს (Pittsburgh Penguins - დღემდე)
საშინაო არენა: Consol Energy Center (ტევადობა: 18 872)


მფლობელები: მარიო ლემიე და რონ ბერკლი
გენერალური მენეჯერი: რეი შერო

მთავარი მწვრთნელი: დენ ბაილსმა
ამჟამინდელი კაპიტანი: სიდნი კროსბი


ფარმ-კლუბი: Wilkes-Barre/Scranton Penguins(AHL)


სტენლის თასის მფლობელი: 3-ჯერ (990-91, 1991-92, 2008-09)
პრეზიდენტის თასის გამარჯვებული: 1-ხელ (1993)
კონფერენციის გამარჯვებული: 4-ჯერ (1990-91, 1991-92, 2007-08, 2008-09)
დივიზიონის გამარჯვებული: 6-ჯერ (1990-91, 1992-93, 1993-94, 1995-96, 1997-98, 2007-08)


user posted image user posted image user posted image user posted image

პიტსბურგ პინგვინზი ატლანტიკის დივიზიონში გამოდის შემდეგ გუნდებთან ერთად: New Jersey Devils, New York Islanders, New York Rangers, Philadelphia Flyers

ისტორია
პიტსბურგული გუნდი ნაციონალურ ჰოკეის ლიგაში (NHL) 1967 წლიდან ასპარეზობს. ეს ის წელია, როდესაც NHL-ის მფლობელებმა გადაწყვიტეს გუნდთა რაოდენობის 12-მდე გაზრდა. პიტსბურგს ჰოკეის გუნდი მანამდეც ჰყავდა, თუმცა ისინი ამერიკის ჰოკეის ლიგაში(AHL) გამოდიოდნენ და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდნენ. მათი იმჟამინდელი სახელწოდება იყო: Pittsburgh Hornets. ბევრი ფიქრის შედეგად გადაწყვიტეს გუნდისათვის სახელის შეცვლა და 1967 წლის 6 ივნისს მათ ეწოდათ "პიტსბურგ პინგვინზი" რომელიც დღემდე მათი ზედმეტსახელია. სწორედ ამ დღეს გახდა ოფიციალურად პიტსბურგული გუნდი NHL-ის წევრი.

70-იანი წლები
გუნდად ჩამოყალიბების პროცესი ძალიან გაიწელა. პინგვინები ვერაფრის მიღწევას ვერ ახერხებდნენ 1974 წლამდე. 1974-1975 წლების სეზონი საუკეთესო გამოდგა მათი არც თუ ისე დიდი ისტორიის განმავლობაში. რეგულარულში ისინი 89 ქულას აგროვებენ და პლეი-ოფის მეორე რაუნდამდე აღწევენ, სადაც ლიდერობენ სერიაში 3:0. მათი სვლა შეაჩერა New York Islanders-მა. პინგვინები კი მეორე გუნდი ხდება NHL-ის ისტორიაში, რომლებმაც "მოახერხეს" 3:0-დან სერიის წაგება.

80-იანი წლები
პიტსბურგი აგრძელებდა გამოსვლას ნაციონალურ ჰოკეის ლიგაში, თუმცა განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, ისინი ჩამოყალიბდნენ საშუალო დონის გუნდად, სანამ არ მოვიდა 1983-1984 წლების სეზონი, სადაც პინგვინები საშინლად გამოვიდნენ და უკონკურენციოდ დაიკავეს ცხრილის ბოლო საფეხური. ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი კრახია ზოგადად გუნდისათვის, თუმცა NHL-ში ამას ერთადერთი და საკმაოდ დიდი პლიუსი აქვს, რადგან ბოლო ადგილზე გასულ გუნდს შეუძლია შემდეგი სეზონისთვის პირველმა აირჩიოს მოთამაშე დრაფტზე. ეს მოთამაშე გამოდგა მარიო ლემიე(სუპერმარიო), რომელიც გუნდის ნამდვილ თილისმად ჩამოყალიბდა შემდგომში, თუმცა მივყვეთ თანმიმდევრულად. თანმიმდევრულად, რადგან თავიდან სუპერმარიოს სულაც არ ესიამოვნა პიტსბურგელთა რიგებში ჩარიცხვა, რადგან როგორც ყველა მაშინდელი კანადელი, ისიც ოცნებობდა კანადურ გრანდ Montreal Canadiens-ში თამაშზე. 1984 წლის 9 ივნისი ითვლება პიტსბურგული გუნდისთვის მარიო ლემიეს ეპოქის დაწყების თარიღად, ეპოქისა რომელშიც გუნდმა ორი სტენლი მოიგო.

user posted image
სუპერმარიო, რომელიც გუნდის
ამჟამინდელი მეპატრონეა


90-იანი წლები
მარიო ლემიეზე ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება, თუმცა ამ ყველაფერს ჯობს ვნახოთ გოლი, რომელიც სუპერმარიომ Dallas Stars-ს(მაშინდელი Minnesota North Stars) 1991 წლის ფინალურ სერიაში გაუტანა

ლემიე გამოირჩეოდა ტრამვიანობით, თუმცა როგორც ნამდვილ ჰოკეისტს შეესაბამება, იგი ვაჟკაცურად უმკლავდებოდა ყველა მათგანს. თუმცა 1996-1997 წლების სეზონის შემდეგ მას მოუწია დიდი ჰოკეიდან წასვლა, რათა ემკურნალა კიბოზე და ასევე ზურგზე, რომლის ქრონიკული ტრამვაც ჰქონდა. თუმცა 3.5 წლის შემდეგ იგი უბრუნდება პინგვინების შემადგენლობას ყველასაგან მოულოდნელად და მშველელად ევლინება მათ.
ესეც მისი დაბრუნების კადრები, მთელი პენსილვანია ფეხზე წამომდგარი შეხვდა ლეგენდას

პიტსბურგი და ლემიე უკვე განუყოფელი ცნებები გახდა. რა თქმა უნდა მარიოს წვლილი უდიდესია 91 და 92-ში მოგებულ სტენლის თასზე, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს იმ დროისათვის ბრწინვალედ მოასპარეზე მოთამაშეები: იარომირ იაგრი, რონ ფრენსისი, პოლ კოფი, ლარი მერფი და კარებში შესანიშნავად მოთამაშე ტომ ბარასო. 1992 წლის შემდეგაც პიტსბურგული გუნდი კარგად გამოიყურებოდა და მუდმივად ახერხებდა პლეი-ოფში გასვლას, ერთხელ საერთოდ მესამე სტენლის დაპატრონებასთანაც ძალიან ახლოს იყო, თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს.

21-ე საუკუნე: კროსბი-მალკინის ერა
მარიო ლემიეს დაბრუნების შემდეგ 2000 წელს გუნდმა მოახერხა გასულიყო სტენლის გათამაშების ფინალში, სადაც New Jersey Devils-თან დამარცხდა ანგარიშით 4:1. ამის შემდეგ გუნდში იწყება კრიზისი. 2001-2002 წლების სეზონიდან 2006-2007 წლების სეზონამდე პინგვინები იკავებენ ბოლო ადგილს დივიზიონში და ვერ ახერხებენ პლეი-ოფში გასვლას. ეს ყველაფერი პინგვინებს კვლავ დაეხმარა იმაში, რომ ფეხზე დამდგარიყო და მომავლის გუნდი აეშენებინა. დრაფტის შედეგად პინგვინებს პატარა ვარსკვლავები ემატებოდათ ესენი გახლავთ: მარკ-ანდრე ფლორი(2003 წელი), ევგენი მალკინი(2004 წელი), სიდნი კროსბი(2005 წელი). სწორედ ამ მოთამაშეებს უკავშირდებათ ის წარმატება, რომელსაც გუნდმა 2007-2008 წლების სეზონში მიაღწია. ფლორი შესანიშნავად ატარებს რეგულარულის ბოლო ნაწილს და მთლიანად პლეი-ოფს, ჯინო ხდება საუკეთესო ბომბარდირი, რომელიც აგროვებს 106 ქულას და აქედან 47 გატანილი შაიბაა, სიდნი კროსბი კი ხდება საუკეთესო ბომბარდირი სტენლის გათამაშებისა 27 ქულის დაგროვებით. თუმცა მათი ძალისხმევა უძლური გამოდგა მათზე ბევრად გამოცდილ გუნდთან Detroit Red Wings-თან. ფინალური სერია პინგვინებმა 4:2 წააგეს.
თუმცა 2009 წელს პინგვინებმა მესამედ მიაღწიეს ყველასათვის სანატრელ მიზანს და სტენლის თასი მოიგეს. ბედის ირონიაა, რომ ეს სწორედ Detroit Red Wings-თან მოხდა. 7 მატჩიანი დაძაბული სერიის შედეგად "ბავშმა" სიდნი კროსბიმ თავს ზემოთ აღმართა სტენლის თასი bis.gif ევგენი მალკინი კი პირველი რუსი ჰოკეისტი გახდა, რომელიც პლეი-ოფის ყველაზე პროდუქტიული მოთამაშე გახდა.

This post has been edited by Donnie on 20 Feb 2012, 09:39


--------------------
http://www.last.fm/user/trueee_blood
true_blood
#3Peat


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15762
წევრი No.: 126005
რეგისტრ.: 15-January 11

გამოგზავნილია: 20 Jan 2012, 22:52  #29301712      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბოლოდ წლებში საუკეთსო წუთები გუნდისათვის

user posted image

ეს კი მატჩი, რომელმაც პინგვინებს მესამე სტენლი მოუტანა chups.gif

უბრალოდ რაც თამაშის შემდეგ ხდება ამის აღწერა სიტყვებით შეუძლებელია love.gif



გუნდის ლოგოს ფორმირება:
1967-1968
user posted image
1968-1972
user posted image
1972-1992
user posted image
1992-2001
user posted image
2001–2007
user posted image
since 2001
user posted image


Ice Girls
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



2011-2012 წლის შემადგენლობა:

user posted image


user posted image

user posted image

გაუქმებული ნომრები:

#. 21 Michel Briere, C (1969–70) taken out of circulation following his death (1971) but not officially retired until January 5, 2001

#. 66 Mario Lemieux, C (1984–97) & (2000–06) number retired November 19, 1997; his number was "unretired" when he began his comeback on December 27, 2000. '66' was then re-retired on October 5, 2006.

#. 99 Wayne Gretzky, C: Number retired league-wide by NHL on February 6, 2000 (No official banner at Consol Energy Center)



მასკოტი პინგვინი biggrin.gif
user posted image

This post has been edited by Donnie on 20 Feb 2012, 09:41

მიმაგრებული სურათი
ept_sports_nhl_experts_750737253_1254335440.jpg
true_blood
#3Peat


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15762
წევრი No.: 126005
რეგისტრ.: 15-January 11

გამოგზავნილია: 20 Jan 2012, 22:55  #29301775      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Tyler Kennedy
user posted image

Kris Letang
user posted image

Brooks Orpik
user posted image

Marc-Andre Fleury
user posted image


მიმაგრებული სურათი
great_day_for_hockey_banner.png
Jarkko Ruutu
Undone


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6794
წევრი No.: 90535
რეგისტრ.: 4-May 09

გამოგზავნილია: 20 Jan 2012, 23:17  #29302175      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იმსახურებენ თემას პინგვინები!
ყველაზე საძულველი გუნდი ვაშინგტონთან ერთად biggrin.gif

რუუტუს წასვლის მერე გუნდიდან არავინ დარჩა ვის გამოც შეილება პატარა სიმპატია მაინც მქონოდა biggrin.gif

ფლეი-ოფში გასვლას გისურვებთ წელს.. სხვა დანარჩენზე ბოდიში biggrin.gif
BeBe_MU
Play Off Is Coming at MSG ☀


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5884
წევრი No.: 61363
რეგისტრ.: 16-May 08

გამოგზავნილია: 20 Jan 2012, 23:45  #29302772      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ყველაზე საძულველი გუნდი ვაშინგტონთან ერთად

არა ვაშინგტონი იმენა ტოპ არის biggrin.gif

წარმატებები და რამე წელს (ჩვენამდე) givi.gif



--------------------
4/4
=
http://forum.ge/?showtopic=34332160&view=findpost&p=28703642 თემა
=
NY Giants-Super Bowl XLVI Champions!
sabo_nero
ზანგი მემბერი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4703
წევრი No.: 50201
რეგისტრ.: 27-December 07

გამოგზავნილია: 21 Jan 2012, 02:04  #29305046      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
მშვენიერია!

პინგვინებს გაეშვით და კეპიტალზი მეც მეზიზღება biggrin.gif

Go, Go Pens!


--------------------
NULLA E IMPOSIBILE PER QUESTO INTER!
-------------------------------------------------------
JubaGr
⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 33633
წევრი No.: 107151
რეგისტრ.: 10-December 09

გამოგზავნილია: 21 Jan 2012, 07:33  #29306447      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კიდე ოვერტაიმით მოიგეს !

კარგი თემაა საღოლ : )


--------------------
კაი ვაფშე რაზე ლაპარაკობთ კულეები ტიპს უფრო მეტი კუბიკი აქვს პრესზე ვიდრე ბარსას ლიგის თასი © Mikerson
true_blood
#3Peat


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15762
წევრი No.: 126005
რეგისტრ.: 15-January 11

გამოგზავნილია: 21 Jan 2012, 11:32  #29307149      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
5:4 bis.gif
ლეტანგმა უკვე დადო ბომბა გოლი!


user posted image


მოკლედ ეს ჰაილაითი გუშინდელი თამაშისა
http://video.nhl.com/videocenter/console?hlg=20112012,2,695

ეს მთლიანი თამაშის გადმოსაწერი იმათთვის ვინც ვერ ვუყურეთ sad.gif
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3910691



ტრადიციად ჩამოყალიბდა უკვე biggrin.gif
მალკინმა მოგვაგებინა ისევ
user posted image

This post has been edited by Duff on 21 Jan 2012, 19:08
sabo_nero
ზანგი მემბერი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4703
წევრი No.: 50201
რეგისტრ.: 27-December 07

გამოგზავნილია: 21 Jan 2012, 13:24  #29308267      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE
ტრადიციად ჩამოყალიბდა უკვე 
მალკინმა მოგვაგებინა ისევ

ჩემი საყვარელი კომენტარი ტრამვიანობის ჟამს:

sacrifice a virgin to the hockey gods before something happens to Malkin!!!! love.gif
true_blood
#3Peat


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15762
წევრი No.: 126005
რეგისტრ.: 15-January 11

გამოგზავნილია: 21 Jan 2012, 18:01  #29311749      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
sabo_nero
QUOTE
sacrifice a virgin to the hockey gods before something happens to Malkin!!!! 

biggrin.gif


მოდერს ვთხოვ რო პირველ და მერე პოსტში იუთუბის ვიდეოები მაქვს არასწორად ჩასმული და ვეღარ ვასწორებ მე..
ანუ მთლიანი ლინკი მაქვს ჩასმული იუთუბის ტეგში, დაჟე დღევანდელ კომენტარშიც ეგრეა და Duff ჩაასწორე რა user.gif
sabo_nero
ზანგი მემბერი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4703
წევრი No.: 50201
რეგისტრ.: 27-December 07

გამოგზავნილია: 21 Jan 2012, 18:14  #29311943      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
true_blood
კაპიტანი დაგვიბრუნდეს და მერე ვნახოთ საჩემპიონო შანსები smile.gif რეგულარულის დედაც - მთავარია პლეიოფში 4 თამაში მოიგონ! alk.gif

Amadeo
შემოგვიერთდი შე კაცო 2kiss.gif
Duff
seattlehead


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 32615
წევრი No.: 7585
რეგისტრ.: 30-November 04

გამოგზავნილია: 21 Jan 2012, 18:39  #29312294      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
true_blood


ვერ მივხვდი რა გინდა


--------------------
I think it's gonna rain when I die...


...she'll leave me but she won't forget
and she wonders why she ain't right?

true_blood
#3Peat


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15762
წევრი No.: 126005
რეგისტრ.: 15-January 11

გამოგზავნილია: 21 Jan 2012, 18:48  #29312411      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
sabo_nero
QUOTE
რეგულარულის დედაც - მთავარია პლეიოფში 4 თამაში მოიგონ!

რა თქმა უნდა!
დარწმუნებული ვარ პლეი-ოფში შანსი არ გვექნება ნორმალური გუნდი თუ შეგვხვდა ეხლანდელი სასტავით sad.gif

QUOTE
კაპიტანი დაგვიბრუნდეს და მერე ვნახოთ საჩემპიონო შანსები

იეა ბრო sa.gif



Duff
ანუ იუთუბის ვიდეოები მინდოდა რო ჩამესვა პირველ და მეორე პოსტში, ხო და ტეგში ხო ტოლობის მერე რაცაა ლინკში ის უნდა ჩასვა, მე კიდე მთლიანი ლინკი ჩავწერე ტეგებში და არ ჩანს ეხლა ვიდეოები..
კიდე ლეტანგის გოლიც უნდა დამედო, მარა იგივენაირად ვქენი და ეგეც არ ჩანს.. თუ შეიძლება ჩაასწორე რო გამოჩნდეს
გასაგებად ავხსენი?

This post has been edited by true_blood on 21 Jan 2012, 18:49
Amadeo
მულღაზანზარელი ჭაბუკი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16418
წევრი No.: 30881
რეგისტრ.: 5-March 07

გამოგზავნილია: 21 Jan 2012, 21:10  #29314549      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
sabo_nero
QUOTE
შემოგვიერთდი შე კაცო

ამ გუნდზე თავის დროზე იყო თემა გახსნილი,მაგრამ ჩემს გარდა რომ აღარავინ პოსტავდა,ჩაიკარგა smile.gif
sabo_nero
ზანგი მემბერი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4703
წევრი No.: 50201
რეგისტრ.: 27-December 07

გამოგზავნილია: 21 Jan 2012, 21:14  #29314626      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
Amadeo
სამნი ვართ უკვე 2kiss.gif love.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (87) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0233 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]