forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (3) [1] 2 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Edmonton Oilers, მენავთობე კაცები
BOBO
47-ე ჩვენია ტომ


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13648
წევრი No.: 6176
რეგისტრ.: 29-August 04

გამოგზავნილია: 25 Feb 2012, 04:33  #29892938      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

ქვეყანა - კანადა
ქალაქი - ედმონტონი, ალბერტის შტატი
დაარსების წელი - 1972
სახელწოდება - "ალბერტა ოილერზ" (1972-1973), "ედმონტონ ოილერზ" (1973-დან დღემდე)
საშინაო არენა - Rexall Place[B] იტევს 17 100 მაყურებელს

user posted image

user posted image

ფორმა - გრეცკის ეპოქის (ამ ფორმით მოიგეს 5 სტენლის თასი)

user posted image

დღეის მდგომარეობით
user posted image

კონფერენცია - დასავლეთი
დივიზიონი - ჩრდილო-დასავლეთი, სადაც ედმონტონთან ერთად თამაშობენ Vancouver CANUCKS, Calgary Flames, Minnesota Wild და კოლორადო ეველანშ
მფლობელი - საინვესტიციო ჯგუფი "Rexall Sports"
გენერალური მენეჯერი - სტივ ტამბელინი
მწვრთნელი - ტომ რენი
კაპიტანი - შონ ჰორკოფი
კლუბის საიტი - http://oilers.nhl.com/
ფარმკლუბი - http://www.okcbarons.com/

სტენლის თასის 5-გზის გამარჯვებული - 1983-1984, 1984-1985, 1986-1987, 1987-1988, 1989-1990
რეგულარული სეზონის გამარჯვებული - 1985-1986, 1986-1987
კონფერენციის გამარჯვებული - 1981-1982, 1982-1983, 1983-1984, 1984-1985, 1085-1986, 1986-1987, 2005-2006
დივიზიონის გამარჯვებული - 1981-1982, 1982-1983, 1983-1984, 1984-1985, 1085-1986, 1986-1987

უკვდავყოფილი ნომრები


2 - ელ ჰემილტონი, მცველი (1972-1980)
7 - პოლ კოფი, მცველი (1980-1987)
9 - გლენ ანდერსონი, თავდამსხმელი (1980-1991)
11- მარკ მესიე, თავდამსხმელი (1979-1981)
17- იარი კური, თავდამსხმელი (1980-1990)
31- გრანტ ფიური, მეკარე (1981-1991)
99- უეინ გრეცკი, თავდამსხმელი (1978-1988)


მიმდინარე შემადგენლობა - http://oilers.nhl.com/club/stats.htm
კლუბის ლოგო user posted image


NHL-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი და ლეგენდარული გუნდი 1972 წელს დაარსდა კანადის პროვინცია ალბერტის ქალაქ ედმონტონში. თავდაპირველად მას "ალბერტა ოილერზი" უწოდეს. სწორედ ამ დასახელებით მიიღო მან მონაწილეობა NHL-ს ალტერნატიულ ლიგაში, რომელსაც WHA (World Hockey Asotiation) ეწოდებოდა. 1973-1974 წლების სეზონში გუნდს "ედმონტონ ოილერზი" ეწოდა. WHA-ში მენავთობეებს დიდი წარმატებისთვის 1979 წლამდე არ მიუღწევიათ, 1978-1979 წლების სეზონში კი მათ პლეიოფის ფინალს უწიეს, თუმცა "ვინიპეგ ჯეტსთან"დამარცხდნენ. გუნდის ეს პირველი წარმატება მაშინ ყმაწვილ, 18 წლის უეინ გრეცკის სახელს უკავშირდება, რომელიც "ინდიანაპოლის რეისერსისგან" იქნა შეძენილი 850 000 დოლარად. სწორედ გრეცკის გარშემო დაიწყო იმ ლეგენდარული გუნდის შენება, რომლის სახელიც ქუხდა 80-იან წლებში და რომელიც ყველა მეტოქეს აცამტვერებდა.
ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ მენავთობეები 1979-1980 წლები სეზონიდან უკვე NHL-ის მიერ ორგანიზებულ ჩემპიონატში ჩაერთვნენ (WHA-მ ვერ გაუძლო კონკურენციას და გაკოტრდა) და როგორც დებიუტანტებმა დრაფტის გაფართოებული უფლებები მიიღეს. ოილერზმა შესანიშნავი არჩევანი გააკეთა, შეიძინა რა მომავალი მეგავარსკვლავები მარკ მესიეს, პოლ კოფის და ფინელი იარი კურის სახით. პირველივე სეზონიდან გრეცკიმ მიყოლებით დაიწყო ლიგის რეკორდების დამყარება.გუნდის შეთამაშებასა და საბოლოო სახით ჩამოყალიბებას სულ ორიოდე წელი დასჭირდა. უკვე 1981-1982 წლების სეზონიდან ედმონტონი მიყოლებით 6 წლის განმავლობაში რეგულარულ სეზონში 100 ქულაზე მეტს აგროვებდა, 1982-1983 წლების სეზონში კი მენავთობეებმა სტენლის თასის თავიანთი პირველი ფინალი ითამაშეს, თუმცა 0-4 დამარცხდნენ მაიკ ბოსის ლეგენდარულ აილენდერსთან. რევანშმაც არ დააყოვნა და შემდეგ სეზონშივე გრეცკი ენდ კომპანიმ 4-1 დაამარცხა აილენდერსი და პირველად დაეუფლა სტენლის თასს. აქედან იწყება ოილერზის ხანა - გუნდი 5 წელიწადში 4-ჯერ დაეუფლა სტენლის თასს, ხოლო გრეცკიმ სულ რაღაც 6 წელიწადში NHL-ს ფაქტიურად ყველა რეკორდი მოხსნა, გარდა ერთისა - გორდი ჰოუმ თავისი ბოლო მატჩი 48 წლის ასაკაში ითამაშა ლიგაში. ყველა ამ გამარჯვების შემოქმედი მწვრთნელი გლენ სატერი იყო.

1988 წელს ოილერზი და სრულიად კანადა შოკში ჩავარდა - უიენ გრეცკი ლოს ანჯელესში გადავიდა. აქედან იწყება დიადი გუნდის დაღმასვლა. მიუხედავად იმისა, რომ მარკ მესიეს გენიალური თამაშის წყალობით ედმონტონმა კიდევ ერთი სტენლის თასი მოიგო 1989-1990 წლების სეზონში, უკვე აშკარა იყო, რომ გუნდი თავისი სიდიადის დასასრულისკენ მიექანებოდა. 1991-1992 წლების სეზონში მენავთობეთა რიგები მესიემაც დატოვა (რეინჯერსში გადავიდა) და ამის შემდეგ 1996-1997 წლის სეზონამდე ოილერზმა პლეიოფსაც ვეღარ უწია.

2000 წლამდე გუნდი რეგულარულად გადიოდა პლეიოფში, თუმცა იქ ძირითადად პირველივე წრეში მარცხდებოდა. 2000 წელს გლენ სატერმა, რომელიც უკვე გუნდის გენერალურ მენეჯერად მუშაობდა დატოვა ოილერზის რიგები, ახალი მენეჯერი კევინ ლოუ (ოილერზის ლეგენდარული ეპოქის მცველი, პოლ კოფის მეწყვილე) და მწვრთნელი კრეიგ მაკტავიში ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე იძულებული გახდნენ გაეყიდათ ან გაეცვალათ გუნდის წამყვანი მოთამაშეები. ამის მიუხედავად ედმონტონი კვლავ რეგულარულად ხვდებოდა პლეი ოფში, თუმცა იქ პირველივე წრიდან ვარდებოდა. საინტერესოა ის გარემოება, რომ ხუთივე წელს გუნდი დალას სტარზმა გამოთიშა გათამაშებას.

2005-2006 წლების სეზონში ოილერზმა ნამდვილი ფურორი მოახდინა, როდესაც ყველასთვის მოულოდნელად სტენლის თასის ფინალში გავიდა, თუმცა იქ 7 მატჩიან ტრილერში კაროლინასთან დამარცხდა. ამ წარმატების მთავარი შემოქმედნი მეკარე დუეინ როლოსონი, გენიალური მცველი კრის პრონგერი და თავდამსხმელი ფერნანდო პიზანი გახლდნენ.

ოილერზი ვერც მიმდინარე სეზონში ბრწყინავს, თუმცა გუნდის საკმაოდ ახალგაზრდული შემადგენლობა (4-5 მოთამაში ასაკს თუ არ გავითვალისწინებთ, ოილერზის საშუალო ასაკი 25 წელს შეადგენს) და ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდის რაიან ნაგენტ-ჰოპკინსის შეძენა უკეთესი მომავლის იმედს გვიტოვებს გუნდის ქომაგებს.

აქვე ერთი პატარა ისტორიულ-ლირიული გადახვევა. 18 წლის გრეცკის მეთაურობით ედმონტონმა 4-3 დაამარცხა1978-1979 წლების სუპერტურნეში ჩრდილოეთ ამერიკაში წაბრძანებული საბჭოთა კავშირის ნაკრები. გრეცკიმ 2 შაიბა შეუგდო ლეგენდარულ ტრეტიაკს, ორიც საგოლე პასი გააკეთა და შეიძლება ითქვას მარტომ მოუგო საბჭოელებს. მატჩი ჩანაწერში გვაჩვენეს და მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია გასული, თითქმის ზეპირად მახსოვს. ეხლა ერთი რუსი დამპირდა მაგ მატჩის ტორენტ ფაილს და თუ შეასრულა თავის პირობა, აუცილებლად დავდებ ამ თემაში, რათა თქვენც დატკბეთ და ისიამოვნოთ ჰოკეის ჯერ კიდევ ნორჩი მეფის ბრწყინვალე თამაშით.

This post has been edited by T@chka on 25 Feb 2012, 12:55


--------------------
თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია

New England Patriots
Boston Celtics
Boston Red Sox
Montreal Canadiens
delpo
scarlett lover


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15067
წევრი No.: 53529
რეგისტრ.: 15-February 08

გამოგზავნილია: 25 Feb 2012, 05:01  #29893009      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვაა ედმონტონის თემა არ გვქონდა?smile.gif

BOBO
გაიხარე გაკეთებისთვისsmile.gif

ეს გუნდი მიყვარს რაღაცნაირად)
ალბათ იმიტომ რო პრონგერი რო დამევასა,ამ გუნდში იყო biggrin.gif
იმ გუნდში ბოლო ტურში რო შევიდნენ 8ადგილით და კაროლინასთან რო წააგეს სუპერფინალი 4-3 smile.gif
ისიც სახლის უპირატესობის არ ქონამ დაღუპათbiggrin.gif

Ryan Smyth
Ryan Whitney
ეს ხალხი მიყვარს და განსაკუთრებით ეს
Ales Hemsky
love.gif
რო არა ტრავმები...

This post has been edited by delpo on 25 Feb 2012, 05:02


--------------------
RIP georgia7777...

Forca juve!Forca italy!
NHL _Anaheim ducks!!!
NBA_San antonio spurs!!!
NFL_Baltimore Ravens!!!
Tennis_Venus wiliams (black panter)
Lleyton Hewitt
Juan Martin Del Potro
ტიმოთე მეფე ხარ მეფე!(c)T@chka
BOBO
47-ე ჩვენია ტომ


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13648
წევრი No.: 6176
რეგისტრ.: 29-August 04

გამოგზავნილია: 25 Feb 2012, 05:04  #29893017      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
delpo

QUOTE
იმ გუნდში ბოლო ტურში რო შევიდნენ 8ადგილით და კაროლინასთან რო წააგეს სუპერფინალი 4-3


უჰუ ... სასწაულები აკეთეს მაშინ როლოსონმა და პრონგერმა ......
delpo
scarlett lover


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15067
წევრი No.: 53529
რეგისტრ.: 15-February 08

გამოგზავნილია: 25 Feb 2012, 05:08  #29893031      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვა ეს ეხლა წავიკითხე

QUOTE
მეკარე დუეინ როლოსონი, გენიალური მცველი კრის პრონგერი და თავდამსხმელი ფერნანდო პიზანი გახლდნენ.

QUOTE
გენიალური მცველი კრის პრონგერი

ჩემი კრისი love.gif
მაგ წელს დავიწყე ასე თუ ისე აქტიურათ ყურება და პლეიოფში ისეთები აკეთეს რო არ დამვასებოდა არ შეიძLებოდაsmile.gif
რაღაც აქვს რა ამ კაცს,ანაჰაიმში იყო და დადო სტენლიsmile.gif
ფილაში გადავიდა და კიდე 8ადგილიდან გასული ფილა ფინალში გაიყვანა,იქ უბრალოდ ისეთი გადაღლილები იყვნენ,ბოსტონს ისეთი მოუტრიალეს 3-0სერიიდან რო იმ ჩიკაგოსთან თავიდანვე ცხადი იყო შანსი არ ქონდათbiggrin.gif


QUOTE
უჰუ ... სასწაულები აკეთეს მაშინ როლოსონმა და პრონგერმა ......

yes.gif

This post has been edited by delpo on 25 Feb 2012, 05:09
BOBO
47-ე ჩვენია ტომ


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13648
წევრი No.: 6176
რეგისტრ.: 29-August 04

გამოგზავნილია: 25 Feb 2012, 10:43  #29893607      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პრონგერი თამამად შეიძლება მივაკუთვნოთ უდიადეს, ლეგენდარულ, მეგავარსკვლავთა რიგებს .... ჩემი მოკრძალებული აზრით რეი ბურკის, პოლ კოფის და ბობი ორის დონეა, კაცი, რომელსაც შეუძლია მარტომ ათრიოს ნებისმიერი გუნდი, თან სუპეროსტატობასთან ერთად უდიდესი ქარიზმით გამოირჩევა, რაც მხოლოდ უდიადესთა ხვედრია



ესეც მენავთობე ქალები

user posted image

პირველ პოსტში ვეღარ ვამატებ, მაგრამ არა მგონია პრონგერს ეწყინოს ამ ცუნცულებთან ერთად ყოფნა
* * *
QUOTE
აქვე ერთი პატარა ისტორიულ-ლირიული გადახვევა. 18 წლის გრეცკის მეთაურობით ედმონტონმა 4-3 დაამარცხა1978-1979 წლების სუპერტურნეში ჩრდილოეთ ამერიკაში წაბრძანებული საბჭოთა კავშირის ნაკრები


აქ შეცდომა გამეპარა - 1982 წლის დეკემბრის ბოლოს მოხდა აი ამბავი ... გრეცკი 21 წლის იყო და რუსების კარში მიშკინი იდგა, ტრეტიაკს ტრავმა ქონდა მაშინ .... იმედია მომიტევებთ მცირე ტექნიკურ უზუსტობას user.gif
* * *
ეჰჰჰ როგორ დაბეჩავდა ოილერზი sad.gif Yვერჩიტა კოიოტებთან უშანსოდ აგებენ ....... ამაზეა ნათქვამი უმგელო ქვეყანაში კოიოტები წკავწკავებენო

This post has been edited by BOBO on 25 Feb 2012, 12:44
BOBO
47-ე ჩვენია ტომ


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13648
წევრი No.: 6176
რეგისტრ.: 29-August 04

გამოგზავნილია: 28 Feb 2012, 15:17  #29946821      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჰე ჰეე გუშინ ჯეტსი მიღერძა ედმონტონმა 5-2 ..... გარდა ამ კონკრეტული წარმატებისა, რომელმაც კოიოტებთან მარცხის მერე ძალიან გამახარა, ოილერზმა ძალიან კარგი საქმე გაუკეთა ბაფალოს ვინიპეგის დასტოპებით ... ჯეტსს ისევ 68 ქულა დარჩა და ხმლებთან შედარებით უკვე 3 მატჩით მეტი აქვს ნათამაშები ... ასე რომ თეორიულად, დაკარგული ქულების მიხედვით, ბაფალო გაუთანაბრდა კონფერენციის მე-8 ადგილოსანს

ესეც მიმოხილვა, მართალია, მხოლოდ 3 პერიოდის ფრაგმენტებია, მარა მაინც იყოს fig.gif

http://espn.go.com/video/clip?id=7623307
* * *
მაგარი რაღაც გავჩითე, ტრეტიაკი მოსკოვში მასპინძლობს გრეცკის ....... ნაღდად არ ვიცოდი ამის ვიდეო თუ არსებობდა, მაგარია ორი ლეგენდის მოედანსმიღმა ურთიერთობის ამსახველი კადრების ხილვა



This post has been edited by BOBO on 28 Feb 2012, 15:19
Jarkko Ruutu
Undone


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6794
წევრი No.: 90535
რეგისტრ.: 4-May 09

გამოგზავნილია: 6 Mar 2012, 20:18  #30069981      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წესით ებერლე-ჰოლი-ჰოპკინსზე უნდა აიწყოს ახალი გუნდი
ჩემი აზრით, ჰემსკის გუნდშI დატოვებით დიდი შეცდომა დაუშვეს, აღარაა ჰემსკი ის კაცი ოილერზს რო გამოადგეს, უნდა დაეტრეიდებინათ ვინმე კარგ მცველში.. ტომ ჟილბერტიც არ უნდა გაეშვათ..
წარმატებები ოილერზს!
მარა ამათ თამაშებზე დარბაზი ვეჩნად ჩაბნელებული რატო მეჩვენება არ ვიცი biggrin.gif
და ყინული კიდე ცუდ მდგომარეობაში..
true_blood
#3Peat


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15762
წევრი No.: 126005
რეგისტრ.: 15-January 11

გამოგზავნილია: 6 Mar 2012, 20:24  #30070098      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Jarkko Ruutu
QUOTE
მარა ამათ თამაშებზე დარბაზი ვეჩნად ჩაბნელებული რატო მეჩვენება არ ვიცი

+1


QUOTE
და ყინული კიდე ცუდ მდგომარეობაში..

რავიცი ეს არ დამიმუღამებია, შეიძლება ლინკების ბრალია ხოლმე biggrin.gif


--------------------
http://www.last.fm/user/trueee_blood
Makulatura
Urban Legend


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 73405
წევრი No.: 9597
რეგისტრ.: 20-March 05

გამოგზავნილია: 13 Mar 2012, 02:10  #30174865      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
დღეს ვერაფერი გადაგარჩენთ no.gif


--------------------




ჰორიზონტზე მიწაა!
delpo
scarlett lover


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15067
წევრი No.: 53529
რეგისტრ.: 15-February 08

გამოგზავნილია: 13 Mar 2012, 02:17  #30174909      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Makulatura
QUOTE
დღეს ვერაფერი გადაგარჩენთ

ერთი კვირაა ესე დადიხარ თემებში და ამს წერ biggrin.gif
თუმცა პირიქით ხდება ჯერჯერობით სულ biggrin.gif
Makulatura
Urban Legend


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 73405
წევრი No.: 9597
რეგისტრ.: 20-March 05

გამოგზავნილია: 13 Mar 2012, 02:27  #30174988      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
delpo
QUOTE
ერთი კვირაა ესე დადიხარ თემებში და ამს წერ

ცილისწამებას აქვს ადგილი ბ. დელფო?
პირველად დავწერე მოწინააღმდეგე თემაში მსგავსი პოსტი
delpo
scarlett lover


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15067
წევრი No.: 53529
რეგისტრ.: 15-February 08

გამოგზავნილია: 13 Mar 2012, 02:38  #30175064      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Makulatura
QUOTE
ცილისწამებას აქვს ადგილი ბ. დელფო?
პირველად დავწერე მოწინააღმდეგე თემაში მსგავსი პოსტი

ხო შეილება შემეშალა მაგრამ სადღაც ხო წერდი?biggrin.gif
აშკარად შემხვდა ერთი ორჯერ biggrin.gif

პ.ს.ჩვენი თამაშის დროს,შეგიძLია მესტუმრო თემაში biggrin.gif
Makulatura
Urban Legend


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 73405
წევრი No.: 9597
რეგისტრ.: 20-March 05

გამოგზავნილია: 13 Mar 2012, 02:41  #30175082      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
delpo
QUOTE
ხო შეილება შემეშალა მაგრამ სადღაც ხო წერდი?
აშკარად შემხვდა ერთი ორჯერ

არსად არ დამიწერია :
QUOTE
ჩვენი თამაშის დროს,შეგიძLია მესტუმრო თემაში

ჰო აბა სხვა დროს მანდ რა შემომიყვანს biggrin.gif
dzola
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 17399
წევრი No.: 92715
რეგისტრ.: 1-June 09

გამოგზავნილია: 13 Mar 2012, 05:21  #30175621      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ერთი კვირაა ესე დადიხარ თემებში და ამს წერ

lol.gif lol.gif lol.gif

დღეს როვერ მოიგოს შარქსებმა სამუდამოდ გადავემტერები


QUOTE
ჰო აბა სხვა დროს მანდ რა შემომიყვანს

lol.gif lol.gif

This post has been edited by dzola on 13 Mar 2012, 05:22
Makulatura
Urban Legend


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 73405
წევრი No.: 9597
რეგისტრ.: 20-March 05

გამოგზავნილია: 31 Mar 2012, 05:42  #30483627      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
გოუ გოუ ედმონტონ!

დღეს ყველა კალიფორნიელი ედმონტონელია!

ჰოპკინს, ებერლი, დღეს ზვიგენები ხართ!

p.s. დაწერილი არ მქონდა და 1'წუთზე გაუშვეს facepalm.gif

ჯორდაააააააააააააააააააააან 1-1 bis.gif

ჰოპკინსი ახსენე
ჯორდანს გაატანინოსო !

This post has been edited by Makulatura on 31 Mar 2012, 05:56
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) [1] 2 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0252 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]