forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (39) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> NHL, Welcome to Ice World!
GS88
Ice man


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9396
წევრი No.: 179711
რეგისტრ.: 12-January 14

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 05:15  #50243713      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

მოკლე მიმოხილვა:
ყინულის ჰოკეი, შაიბიანი ჰოკეი (ინგლ. hockey < ძველფრანგ. hoquet _ მწყემსის კაკვიანი კომბალი). პოპულარული გუნდური სპორტული თამაში ყინულზე. მოთამაშენი ყვანჭებით ერთმანეთს გადასცემენ შაიბას და ცდილობენ მეტოქის კარის დალაშქვრას.
ევროპის ჩემპიონატი იმართება 1910 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი კაცთა შორის _ 1930-იდან, ქალთა შორის _ 1990-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1920-იდან _ კაცები, 1998-იდან _ ქალები.
სპორტის სახეობად ჩამოყალიბდა კანადაში. შაიბიანი ჰოკეის წინამორბედად ითვლება ბურთყვანჭიანი ჰოკეი _ ჰოლანდიაში XVII-XVIII საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული თამაში, რასაც ადასტურებს იმდროინდელ ჰოლანდიელ მხატვართა არაერთი გრავიურა და სურათი. ჰოლანდიიდან ყინულის ჰოკეი მოხვდა ინგლისში, იქიდან კი _ კანადაში. პირველი ოფიციალური მატჩი გაიმართა 1875 წლის 3 მარტს მონრეალში, საციგურაო “ვიქტორიაზე”. თითოეული გუნდი 9-9 მოთამაშისგან შედგებოდა, შაიბა ხისა იყო. 1879 წელს მონრეალის უნივერსიტეტის სტუდენტმა უ. რობერტსონმა შეიმუშავა ახალი თამაშის პირველი წესები. მანვე შემოიღო რეზინის შაიბა. 1886 წელს პირველად გამოქვეყნდა თამაშის ოფიციალური კოდექსი, რომელიც რ. სმიტმა შეადგინა.იმავე წელს მოეწყო პირველი საერთაშორისო მატჩი კანადისა და ინგლისის გუნდებს შორის (გაიმარჯვეს კანადელებმა). 1890 წელს ჩამოყალიბდა კანადის ჰოკეის ასოციაცია. ყოველწლიურად იმართებოდა ჩემპიონატები. გამარჯვებულ გუნდს გადასცემდნენ სტენლის თასს, რომელიც 1893 წელს დააწესა კანადის გენერალ-გუბერნატორმა, ბრიტანელმა ლორდმა სტენლი პრესტონმა. სტენლის თასი ჯერ კანადის სამოყვარულო ჰოკეის უმაღლესი პრიზი იყო, შემდეგ _ კანადისა და აშშ-ის პროფესიონალთა გუნდების უმთავრესი ჯილდო. ეს გუნდები 1914 წელს გაერთიანდნენ ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL). უფრო ადრე, 1908 წელს, პარიზში გამართულ კონგრესზე დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ბოჰემიის, შვეიცარიისა და ბელგიის წარმომადგენლებმა დააფუძნეს ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია.
ყინულის ჰოკეისთვის პირველი დახურული, ხელოვნურსაფრიანი, 10000-ადგილიანი სტადიონი აშენდა მონრეალში 1899 წელს. ერთი წლის შემდეგ კანადელმა ფრენსის ნელსონმა გამოიგონა ჰოკეის კარის ბადე. მოგვიანებით განისაზღვრა სათამაშო მოედნის ზომა (61X30 მ), მატჩი დაიყო სამ 20-20-წუთიან პერიოდად, მოედნის მოთამაშეთა რაოდენობა კი ექვსამდე შემცირდა. 1929 წელს შემოიღეს მეკარის ნიღაბი, რომელიც პირველად მოირგო კლინტ ბენედიქტმა (“მონრეალ მერუნზი”). XX საუკუნის დასაწყისში ყინულის ჰოკეი ევროპის მრავალ ქვეყანაში გავრცელდა.ყინულის ჰოკეის ოლიმპიური დებიუტი შედგა ზაფხულის VII თამაშებზე (1920, ანტვერპენი). მონაწილეობდა 7 ქვეყანა. გაიმარჯვა კანადამ, რომლის ღირსებასაც იცავდა საკლუბო გუნდი “ვინიპეგ ფოლკენსი”. 1924 წლიდან ყინულის ჰოკეი ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია. კანადელებმა კიდევ ზედიზედ 3 ოლიმპიადა მოიგეს, 1936 წელს კი I ადგილზე დიდი ბრიტანეთი გავიდა. მომდევნო ორი თამაშები (1948, 52) კვლავ კანადელებმა მოიგეს, 1956 წლიდან კი ოლიმპიურ ასპარეზზე გამოჩნდა სსრკ ნაკრები, რომელმაც 7 თამაშებში გაიმარჯვა (1960 და 1980 წლების გამოკლებით). 1992 წელს რუსები უკვე რუსეთის სახელით გამოვიდნენ და კვლავ ჩემპიონები გახდნენ. ყველაზე მეტი _ 3-3 ოქროს მედალი აქვთ მოპოვებული ვიტალი დავიდოვს, ვიქტორ კუზკინს, ალექსანდრ რაგულინს, ვლადისლავ ტრეტიაკს, ანატოლი ფირსოვს და ანდრეი ხამუტოვს (ყველა _ სსრკ). 1998 წლიდან ოლიმპიურ თამაშებში ჰოკეისტ ქალთა გუნდებიც მონაწილეობენ.

ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია (International Ice Hockey Federation-IIHF )

დაარსდა 1908 წლის 16 მაისს პარიზში (საფრანგეთი). დამფუძნებელი ქვეყნები: ბელგია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და შვეიცარია. აერთიანებს 63 ქვეყნის ფედერაციას.
მსოფლიოს ჩემპიონატი (კაცები). ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 1930 წელს ჩაატარა, თუმცა იმავე წელს გამართულ კონგრესზე 1924 და 1928 წლების ოლიმპიურ ტურნირებსაც მსოფლიოს ჩემპიონატების სტატუსი მიანიჭა. მას შემდეგ ეს შეჯიბრება ყოველწლიურად ეწყობა (გამონაკლისი იყო მხოლოდ II მსოფლიო ომის პერიოდი და 1980, 1984, 1988 წლები, როცა ასპარეზობა არ ჩატარდა ოლიმპიური ტურნირის გამო). 1968 წლის ჩათვლით ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამით გამართულ ჰოკეისტთა ტურნირები მსოფლიოს ჩემპიონატებადაც ითვლებოდა. 1975 წლიდან შეჯიბრებაზე პროფესიონალებიც დაუშვეს.

ევროპის ჩემპიონატი (კაცები). ევროპის ქვეყნების ეროვნული გუნდების უძველესი ტურნირი. პირველად გაიმართა 1910 წელს შვეიცარიაში. 1927-მდე და 1929, 1932 წლებში დამოუკიდებელი შეჯიბრება იყო, სხვა დროს კი ევროპის ჩემპიონი მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიურ ტურნირში ვლინდებოდა. 1991 წლიდან ევროპის ჩემპიონატები ცალკე იმართება.
დამოუკიდებელ ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებულები: 1910 დიდი ბრიტანეთი, 1911 ჩეხეთი, 1912 ჩეხეთი, 1913 ბელგია, 1914 ჩეხეთი, 1921 შვედეთი, 1922 ჩეხოსლოვაკია, 1923 შვედეთი, 1924 საფრანგეთი, 1925 ჩეხოსლოვაკია, 1926 შვეიცარია, 1927 ავსტრია, 1929 ჩეხოსლოვაკია, 1932 შვედეთი.

მსოფლიოს ჩემპიონატი (ქალები). 1990 წლიდან გამართულ რვავე ჩემპიონატში კანადის ნაკრებმა გაიმარჯვა.

შეჯიბრების წესი:
თამაშობს ორი გუნდი ყინულით დაფარულ მოედანზე, რომლის სიგრძეა 56-61 მ, სიგანე _ 26-30 მ (ჩრდილოეთ ამერკაში მოედანი ტრადიციულად უფრო ვიწროა, ვიდრე ევროპაში). გუნდში 20 კაცია, მაგრამ მოედანზე თითოეული გუნდიდან ერთდროულად იმყოფება 6-6 მოთამაშე (მათგან ერთი მეკარეა). მოედნის მოთამაშეებისა და მეკარის შეცვლა ნებადართულია თამაშის ნებისმიერ მომენტში, შეუზღუდავად. თამაშის მიზანია მეტოქის კარში რაც შეიძლება მეტი გოლის გატანა. კარის სიგანეა 1,83 მ, სიმაღლე _ 1,22 მ, აქვს ბადე. გოლი გატანილად ითვლება, თუ შაიბა კარის პირით ხაზს გადაკვეთს. მოედანი შემოსაზღვრულია ხის ან პლასტიკის თეთრად შეღებილი კედლით, ე.წ. ბორტით, რომლის სიმაღლეა 1,20-1,22 მ. ჰოკეისტები დგანან სტანდარტულ ციგურებზე (აკრძალულია ფიგურული სრიალისა და ჩქაროსნული რბოლისთვის განკუთვნილი ციგურების გამოყენება), ხელში უჭირავთ ხის ყვანჭი (შეიძლება პლასტიკის ან ალუმინისგან დამზადებული ყვანჭის ხმარებაც), რომელსაც შაიბას ურტყამენ. ყვანჭის სწორი ნაწილის სიგრძეა 135 სმ, სიგანე _ 3 სმ, სისქე _ 2,5 სმ; მოკაუჭებული ნაწილის სიგრძე _ 37 სმ, სიგანე _ 7,5 სმ. მეკარის ყვანჭი განსხვავებულია: მოკაუჭებული ნაწილისა და სწორი ნაწილის ქვედა მონაკვეთი (61 სმ) სიგანით 9 სმ-ია. თამაშობენ ვულკანიზებული რეზინისგან დამზადებული, 2,54 სმ-ის სიმაღლისა და 7,62 სმ დიმეტრის შაიბით, რომლის წონაა 156-170 გ. ჰოკეისტები მოედანზი გამოდიან სპორტული ფორმით, ხელთათმნებით, დამცავი ჩაფხუტებით (მეკარეებს, დამატებით, სახის დამცავი ნიღაბიც უკეთიათ), ფორმის ქვეშ ატარებენ გულმკერდის, კისრის, მხრების საფარს, წვივსაფარს, სამუხლეებს, საიდაყვეებს. მეკარის ერთი ხელთათმანი განკუთვნილია ნატყორცნი შაიბის ჰაერში დასაჭერად (მისი სიგრძეა 41 სმ, სიგანე _ 23 სმ), მეორე ხელთათმნის ზურგის მხარე ერთგვარი ფარია, რომლის სიგრძეა 41, ხოლო სიგანე _ 23 სმ. თამაში შედგება სამი 20-20-წუთიანი პერიოდისაგან, (ითვლება მხოლოდ ის დრო, როცა შაიბა თამაშშია), შესვენება_15 წთ. ყოველი პერიოდის შემდეგ გუნდები კარებს ცვლიან. დამატებითი პერიოდი (10 წთ) ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ პლეი-ოფის სისტემით აუცილებელია გამარჯვებულის გამოვლენა. გოლის გატანისთანავე თამაში წყდება. თუ დამატებითი პერიოდი გამარჯვებულს ვერ გამოავლენს, ინიშნება საჯარიმო დარტყმების სერია. ყოველ გუნდს თამაშის განმავლობაში შეუძლია ერთი 30-წამიანი ტაიმ-აუტის აღება. თამაშს სჯის მთავარი მსაჯი, აგრეთვე ორი გვერდითი მსაჯი, ორი მსაჯი კარებს უკან. ყინულის ჰოკეიში ნებადართულია ძალისმიერი ორთაბრძოლა. წესების დარღვევისა და უხეში თამაშისთვის მსაჯი სჯის წესის დამრღვევს. სასჯელი სხვადასხვაგვარია: მცირე ჯარიმა (დამრღვევს მოედნიდან აძევებენ 2 წუთით, მის მაგიერ კი მოედანზე თანაგუნდელი გამოდის); დიდი ჯარიმა (დამრღვევს აძევებენ მოედნიდან 5 წუთით, მის ნაცვლად თანაგუდელის გამოსვლა აკრძალულია). თუ იგივე მოთამაშე მეორედ მიიღებს დიდ ჯარიმას, მას თამაშის ბოლომდე აძევებენ (მის ნაცვლად თანაგუნდელს მოედანზე გამოსვლის უფლება 5 წუთის შემდეგ ეძლევა); დისციპლინარული ჯარიმა (დამრღვევი მოთამაშის გაძევება მოედნიდან 10 წუთით ან თამაშის ბოლომდე. ორივე შემთხვევაში სათადარიგო მოთამაშეს უფლება აქვს მაშინვე შეცვალოს გაძევებული); მატჩ-ჯარიმა (დამრღვევის გაძევება თამაშის ბოლომდე. მისი შემცვლელი 5 წუთის შემდეგ გამოდის მოედანზე). საჯარიმო ტყორცნა, ანუ ბულიტი შემდეგნაირად სრულდება: მსაჯი შაიბას დებს გასათამაშებელ ცენტრალურ წერტილზე და ჰოკეისტს ნიშანს აძლევს, მოთამაშე იწყებს შაიბიანად მოძრაობას დაჯარიმებული გუნდის კარის მიმართულებით და ცდილობს გოლის გატანას. ტყორცნის შემდეგ საჯარიმო დარტყმა შესრულებულად ითვლება.

This post has been edited by GS88 on 28 Mar 2017, 05:15


--------------------
Blackhawks
Gunners
Roger
Suns
Sox

Markelle Fultz
GS88
Ice man


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9396
წევრი No.: 179711
რეგისტრ.: 12-January 14

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 05:21  #50243715      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GS88
Ice man


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9396
წევრი No.: 179711
რეგისტრ.: 12-January 14

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 05:25  #50243717      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GS88
Ice man


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9396
წევრი No.: 179711
რეგისტრ.: 12-January 14

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 05:38  #50243728      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დაგროვებული ქულები რეგულარულ სეზონში

1.Wayne Gretzky - 2857- ქულა
2. Jaromir Jagr - 1,909- ქულა
3. Mark Messier - 1887- ქულა
4. Gordie Howe - 1850- ქულა
5. Ron Francis - 1798- ქულა
6. Marcel Dionne - 1771- ქულა
7. Steve Yzerman - 1755- ქულა
8. Mario Lemieux - 1723- ქულა
9. Joe Sakic - 1653- ქულა
10. Phil Esposito - 1590- ქულა

user posted image

პლეიოფში დაგროვებული ქულები

1.Wayne Gretzky - 382- ქულა
2. Mark Messier - 295- ქულა
3. Jari Kurri - 233- ქულა
4. Glenn Anderson - 214- ქულა
5. Jaromir Jagr - 201-ქულა
6. Paul Coffey - 196- ქულა
7. Brett Hull - 190- ქულა
8.Joe Sakic - 188
9. Doug Gilmour - 188- ქულა
10. Steve Yzerman - 185- ქულა


user posted image

Most Valuable Player
1.Wayne Gretzky - 9 ( 1979–80 - 1980–81 - 1981–82 - 1982–83 - 1983–84 - 1984–85 - 1985–86 - 1986–87 - 1988–89 )
2.Gordie Howe - 6 ( 1951–52 -1952–53 - 1956 - 57- 1957–58 - 1959–60 - 1962–63 )
3. Eddie Shore - 4 (1932–33 - 1934–35 - 1935–36 -1937–38 )
4. Howie Morenz - 3 ( 1927–28 - 1930–31 - 1931–32)
5. Bobby Clarke - 3 (1972–73 - 1974–75 - 1975–76 )
6. Mario Lemieux- 3 (1987–88- 1992–93 - 1995–96)
710. Alexander Ovechkin - 3 ( 2007–08- 2008–09 12-13)

8. Nels Stewart - 2 (1925–26 - 1929–30)
9. Bobby Hull - ( 2 1964–65 -1965–66)
10. Sidney Crosby - 2 ( 06-07 - 13-14)

user posted image

ყველაზე მეტი სტენლის თასის მფლობელი მოთამაშე

1 Henri Richard* (Montreal Canadiens) - 11
2 Jean Beliveau* (Montreal Canadiens) - 10
3 Claude Provost (Montreal Canadiens) 9
4 Yvan Cournoyer* (Montreal Canadiens) 8
5 Red Kelly* Detroit Red Wings / Toronto Maple Leafs 8
6 Jacques Lemaire* (Montreal Canadiens) 8
7 Maurice Richard*(Montreal Canadiens) 8
8 Serge Savard*(Montreal Canadiens) 7
9 Jean-Guy Talbot (Montreal Canadiens) 7
10 Glenn Anderson*Edmonton Oilers / New York Rangers 7


user posted image

ყველაზე მეტი სტენლის თასის მფლობელი გუნდი

Montreal Canadiens: 23
1924, 1930, 1931, 1944, 1946, 1953, 1956, 1957, 1958, 1959, 1960, 1965, 1966, 1968, 1969, 1971, 1973, 1976, 1977, 1978, 1979, 1986, 1993

Toronto Maple Leafs: 13
1918, 1922, 1932, 1942, 1945, 1947, 1948, 1949, 1951, 1962, 1963, 1964, 1967

Detroit Red Wings: 11
1936, 1937, 1943, 1950, 1952, 1954, 1955, 1997, 1998, 2002, 2008

Boston Bruins: 6
1929, 1939, 1941, 1970, 1972, 2011

Chicago Blackhawks: 6
1934, 1938, 1961, 2010. 2013. 2015

Edmonton Oilers: 5
1984, 1985, 1987, 1988, 1990

New York Rangers: 4
1928, 1933, 1940, 1994

New York Islanders: 4
1980, 1981, 1982, 1983

Ottawa Senators: 4
1920, 1921, 1923, 1927

Pittsburgh Penguins: 4
1991, 1992, 2009 , 2016

New Jersey Devils: 3
1995, 2000, 2003

Colorado Avalanche: 2
1996, 2001

Philadelphia Flyers: 2
1974, 1975

Los Angeles Kings
2012. 2014


This post has been edited by GS88 on 28 Mar 2017, 05:39
GS88
Ice man


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9396
წევრი No.: 179711
რეგისტრ.: 12-January 14

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 05:45  #50243738      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შარშანდელი ჩემპიონი

user posted image



This post has been edited by GS88 on 28 Mar 2017, 05:45
shanedoan1919
<high stakes>


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1660
წევრი No.: 163097
რეგისტრ.: 7-March 13

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 06:02  #50243748      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GS88

up.gif

სგ კაი თემაა


აბა კაი პლეიოფი გველის წინ და კაი წეწვა-გლეჯვები და შაიბის თავზე დახევები გვენახოს bis.gif sa.gif vik.gif


--------------------
AZ coyotes

PS1 4evEr
GS88
Ice man


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9396
წევრი No.: 179711
რეგისტრ.: 12-January 14

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 06:49  #50243766      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Here is the video of Carolina Hurricanes goaltender Eddie Lack suffering a head injury following a collision with Detroit Red Wings forward Andreas Athanasiou.
Lack gave a thumbs up as he was leaving the ice.

user posted image

Dopilsya
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7005
წევრი No.: 130313
რეგისტრ.: 20-April 11

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 12:22  #50244930      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გიო ვეგასიც ჩაგემატებინა ვესტში boli.gif

ვეგასინიო კაზინიო, ტიერი შპილი რამე biggrin.gif


პლეიოფს ცალკე თემა იასნა ,


--------------------
Ottawa Senators
GS88
Ice man


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9396
წევრი No.: 179711
რეგისტრ.: 12-January 14

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 12:25  #50244951      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dopilsya
ჯერ იდრაფტაონ biggrin.gif მოყარონ სასტავი და ჩავამატებ მერე თან თემაც გაუხსნათ biggrin.gif
Celeste
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18164
წევრი No.: 157746
რეგისტრ.: 22-December 12

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 22:15  #50249408      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GS88

საღოლ ჩუვაკ, საკაიფო თემაა up.gif


--------------------
Non Saprai Mai Quanto Ti Amo!!!
Gateways
The Normal One


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6448
წევრი No.: 166997
რეგისტრ.: 10-May 13

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 22:41  #50249601      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს


ვინ გვყავს ახლა ამის ამპინავი? biggrin.gif:D:D:


--------------------
Liverpool FC ❤
We Won it Five Times !!!
⭐⭐⭐⭐⭐
GS88
Ice man


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9396
წევრი No.: 179711
რეგისტრ.: 12-January 14

გამოგზავნილია: 29 Mar 2017, 10:47  #50251994      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეთიუზმა ფრენჩაიზ რეკორდი მისცა რუქი სეზონში გატანილ გოლებში

ოვეჩკინმა 17 ჰეთრიკი

წელს დეტროიტი ვერ გავიდა პლეიოფში ბოლო 24 წელში ეს პირველად მოხდა biggrin.gif

უახლოსი ჰოკეიში ასეთი შედეგი აქვს პიგვინებს ზედზიედ 11 წელია პოს დებენ
shanedoan1919
<high stakes>


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1660
წევრი No.: 163097
რეგისტრ.: 7-March 13

გამოგზავნილია: 31 Mar 2017, 11:11  #50265727      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კაროლინამ ძაან უნდა გაიგიჟოს თავი და ბოლომდე იბრძოლოს, აუ როგორ გაასწორებს ეგენი რო გავიდნენ biggrin.gif, ნუ მიზერულია შანსი მაგრამ, ბოლომდე იბრძოლონ და იქნებ სენსაცია მოახდინონ
GS88
Ice man


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9396
წევრი No.: 179711
რეგისტრ.: 12-January 14

გამოგზავნილია: 31 Mar 2017, 11:26  #50265803      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
shanedoan1919
კაროლინა იქეთ იყოს და აი ტამპა როვერ გავიდეს კუჩეროვის ცოდვით დავიწვები

ტიპი MVP რასაცქვია თუ გაათრია გუნდი პოში

გავკარი კონორას მარშან დს და კროსბისასც

05.04.2017 ბოსტონი: ტამპა აი ეს თამაში გადაწყვეტს ალბათ ბევრ რამეს

მანმდე ბოსტონს გასვლა აქვს ჩიაკგოში სანამ ესთამაში იქნება აი თუ დაკარგა ქულებ იჩიკაგოში ვაფშე წეწვა თამაში ატყდება

ტამპასც მაგარი რთული კალანდარი აქ ტორონტოსაც ხვდება მოკლედ თავი უნდა გაგიჟონ რა

მე კაროლინაზემ ეტად კუჩეროვს ვბალეშიკობ თან სტემკოსი დაბრუნდა yes.gif ვაფშე შეიძლება ვაშინგტონი ააყლისთავონ პირველივე რაუნდში mad.gif თუ გავიდნენ
shanedoan1919
<high stakes>


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1660
წევრი No.: 163097
რეგისტრ.: 7-March 13

გამოგზავნილია: 31 Mar 2017, 11:31  #50265835      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GS88

ტამპა კაროლინა, ამათგან გაძვრეს რომელიმე და ბოსტონ ვაბშე მესამეჯერ ჩამძღნერდეს რეგულარკას ბოლოს უბრალოდ სასაცილო იქნება biggrin.gif, ტამპას გასვლა ძაან კარგი იქნება, ნებისმიერ გუნდთან ანგარიგასაწევები იქნებიამ, თუ სტამკოსიც დაბრუნდა ხო და აი კაროლინას იმ პონტში გამიხარდება რო, ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარი, მანდ 15 კაცი რო ჰყავს ჰურიკეინს biggrin.gif, ალბათ ვერც წარმოიდგენდნენ რო სეზონის ბოლოს შანსი ექნებოდათ პოში გასვლის
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (39) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0299 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]