forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> IBU Biathlon world cup - 2017-18 თემა #2, ბიატლონის ფანები აქ
NROS06
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 558
წევრი No.: 211955
რეგისტრ.: 28-December 15

გამოგზავნილია: 7 Nov 2017, 23:43  #51633669      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით მეგობრებო!
ვინაიდან წინა თემაში ვსაუბრობდით ამ სპორტის სახეობაზე ისინი ვინც ჩახედულები ვიყავით და სხვები ვერ ხვდებოდნენ თუ რაზე იყო საუბარი, ამ თემას დავიწყებ ზოგადად ბიატლონზე საუბრით და ვეცდები მაქსიმალურად გასაგებად ავხსნა მისი წესები. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სახეობა დიდ ინტერესს გამოიწვევს ხალხში. მაშ ასე დავიწყოთ
ისტორია
ბიატლონი ზამთრის სპორტის სახეობაა, რომელიც შედგება თხილამურებით სირბილისა და შაშხანის სროლისგან. მას, ბრიტანული წყაროების მიხედვით სკანდინავიაში ჩაეყარა საფუძველი და შემდეგ სხვა ქვეყნებში განვითარდა. თავდაპირველად, მე_18 საუკუნეში, ნორვეგიელები სამხედრო ვარჯიშის დროს იყენებდნენ ამ სახეობას. ისინი ატერებდნენ საბრძოლო შეჯიბრებებს 4 სახეობაში: 1. მაღალ სიჩქარეზე სრიალისას სამიზნეში სროლაში, 2. გორაკზე დაშვებაში ხეების შორის, 3. დიდ მთებზე სწრაფდაშვებაში წაქცევის გარეშე და 4. გრძელ დისტანციაზე იარიაღის და საბრძოლო აღჭურვილობის ტარებაში. თავდაპირველად ოლიმპიურმა კომიტეტმა ეს კომბინაცია შეიტანა თავის სახეობებში და 1924, 1928, 1936 და 1948 წლებში ტარდებოდა კიდეც შეჯიბრი, თუმცა, მოგვიანებით მათ ამოიღეს ეს სახოება ოლიმპიური დისციპლინების სიიდან იმიტომ, რომ სხვადასხვა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა ამ სახეობის წესებს. საინტერესოა, რომ პირველ შეჯიბრში 1924 წელს, შამონში (საფრანგეთი) შვეიცარიელებმა მოახერხეს ოქროს მედლის მოპოვება რომელთა გუნდსაც კაპიტანი დენის ვაუხერი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით ამ სპორტის სახეობამ ფართო გავრცელება ჰპოვა სხვადასხვა ქვეყნებში და 1958 წელს პირველი მსოფლიო ჩემპიონატიც ჩატარდა ავსტრიაში, 1960 წელს კი ოლიმპიურმა კომიტეტმა საბოლოოდ მიიღო ეს სპორტი თავის სახეობად.
user posted image

აღჭურვილობა
მოთხილამურეები ვალდებულნი არიან გამოიყენონ ის თხილამურები, რომლებიც ბიატლონის საერთაშორისო ფედერაციის მიერაა დამტკიცებული. თხილამურის მინიმალური სიმაღლე უნდა იყოს 4სმ_ზე დაბალი. რაც შეეხება შაშხანას. მოთხილამურეები იყენებენ მცირე ზომის შაშხანას, რომელიც უნდა იწონიდეს მინიმუმ 3.5 კილოგრამს და ის უნდა ატაროს მთელი შეჯიბრის მანძილზე. სულ არის 5 სამიზნე, რომლებიც განთავსებულია სასროლი დისტანციიდან 50 მეტრზე. მათი დიამეტრი კი დამოკიდებულია სასროლ პოზიციაზე. მონაწილეებს უწევთ, როგორც დაწოლილ
user posted image
ისე დამდგარ მდგომარეობაში სროლა
user posted image
(მინიმუმუმ ერთხელ მაინც) (ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ) პირველ შემთხვევაში სამიზნის დიამეტრია 45 მმ ხოლო მეორეში კი 115მმ. ეს სამიზნეები მოთხილამურის სასროლი პოზიციის გათვალისწინებით ავტომატურად იცვლება.
ზოგადი ინფორმაცია (რომელიც ჩემი აზრით ცოტა უინტერესოა biggrin.gif) ამით დავასრულოთ და გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, წესებზე.


0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0134 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]