forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (27) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> IBU Biathlon world cup - 2017-18 თემა #2, ბიატლონის ფანები აქ
NROS06
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 558
წევრი No.: 211955
რეგისტრ.: 28-December 15

გამოგზავნილია: 7 Nov 2017, 23:46  #51633683      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით მეგობრებო!
ვინაიდან წინა თემაში ვსაუბრობდით ამ სპორტის სახეობაზე ისინი ვინც ჩახედულები ვიყავით და სხვები ვერ ხვდებოდნენ თუ რაზე იყო საუბარი, ამ თემას დავიწყებ ზოგადად ბიატლონზე საუბრით და ვეცდები მაქსიმალურად გასაგებად ავხსნა მისი წესები. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სახეობა დიდ ინტერესს გამოიწვევს ხალხში. მაშ ასე დავიწყოთ
ისტორია
ბიატლონი ზამთრის სპორტის სახეობაა, რომელიც შედგება თხილამურებით სირბილისა და შაშხანის სროლისგან. მას, ბრიტანული წყაროების მიხედვით სკანდინავიაში ჩაეყარა საფუძველი და შემდეგ სხვა ქვეყნებში განვითარდა. თავდაპირველად, მე_18 საუკუნეში, ნორვეგიელები სამხედრო ვარჯიშის დროს იყენებდნენ ამ სახეობას. ისინი ატერებდნენ საბრძოლო შეჯიბრებებს 4 სახეობაში: 1. მაღალ სიჩქარეზე სრიალისას სამიზნეში სროლაში, 2. გორაკზე დაშვებაში ხეების შორის, 3. დიდ მთებზე სწრაფდაშვებაში წაქცევის გარეშე და 4. გრძელ დისტანციაზე იარიაღის და საბრძოლო აღჭურვილობის ტარებაში. თავდაპირველად ოლიმპიურმა კომიტეტმა ეს კომბინაცია შეიტანა თავის სახეობებში და 1924, 1928, 1936 და 1948 წლებში ტარდებოდა კიდეც შეჯიბრი, თუმცა, მოგვიანებით მათ ამოიღეს ეს სახოება ოლიმპიური დისციპლინების სიიდან იმიტომ, რომ სხვადასხვა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა ამ სახეობის წესებს. საინტერესოა, რომ პირველ შეჯიბრში 1924 წელს, შამონში (საფრანგეთი) შვეიცარიელებმა მოახერხეს ოქროს მედლის მოპოვება რომელთა გუნდსაც კაპიტანი დენის ვაუხერი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით ამ სპორტის სახეობამ ფართო გავრცელება ჰპოვა სხვადასხვა ქვეყნებში და 1958 წელს პირველი მსოფლიო ჩემპიონატიც ჩატარდა ავსტრიაში, 1960 წელს კი ოლიმპიურმა კომიტეტმა საბოლოოდ მიიღო ეს სპორტი თავის სახეობად.
user posted image

აღჭურვილობა
მოთხილამურეები ვალდებულნი არიან გამოიყენონ ის თხილამურები, რომლებიც ბიატლონის საერთაშორისო ფედერაციის მიერაა დამტკიცებული. თხილამურის მინიმალური სიმაღლე უნდა იყოს 4სმ_ზე დაბალი. რაც შეეხება შაშხანას. მოთხილამურეები იყენებენ მცირე ზომის შაშხანას, რომელიც უნდა იწონიდეს მინიმუმ 3.5 კილოგრამს და ის უნდა ატაროს მთელი შეჯიბრის მანძილზე. სულ არის 5 სამიზნე, რომლებიც განთავსებულია სასროლი დისტანციიდან 50 მეტრზე. მათი დიამეტრი კი დამოკიდებულია სასროლ პოზიციაზე. მონაწილეებს უწევთ, როგორც დაწოლილ
user posted image
ისე დამდგარ მდგომარეობაში სროლა
user posted image
(მინიმუმუმ ერთხელ მაინც) (ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ) პირველ შემთხვევაში სამიზნის დიამეტრია 45 მმ ხოლო მეორეში კი 115მმ. ეს სამიზნეები მოთხილამურის სასროლი პოზიციის გათვალისწინებით ავტომატურად იცვლება.
ზოგადი ინფორმაცია (რომელიც ჩემი აზრით ცოტა უინტერესოა biggrin.gif) ამით დავასრულოთ და გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, წესებზე.
წესები
შევეცდები მაქსიმალურად მარტივად და გასაგებად ავხსნა ყველაფერი. ბიატლონში გვაქვს სხვადასხვა ტიპის დისციპლინები, რომელთაც თავიანთი წესები აქვთ.
ინდივიდუალური რბოლა - ეს სახეობა ყველაზე ძველია და ამიტომ ამით დავიწყებ. მონაწილეები კენჭისყრის მიხედვით იღებენ ნომრებს, რომლის მიხედვითად დგებიან სტარტის ხაზზე. როდესაც პირველი სპორტსმენი აიღებს სტარტს, 30 წამის შემდეგ მას გამოყვება მეორე, ისევ 30 წამში მესამე და ასე შემდეგ. როგორც წესი ინდივიდუალურ რბოლაში ყველაზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს და ყველაზე მოულოდნელი შედეგებიც ფიქსირდება ხოლმე. კაცებს უწევთ 20 კმ_იანი დისტანციის დაფარვა, ქალებს კი 15 კმ_იანი. შესაბამისად მათ უწევთ 5 წრის გავლა. როდესაც სტარტიდან 1 წრეს დაარტყავს მოთხილამურე, მან უნდა ისროლოს მიზანში ხუთჯერ, როგორც ზევით ვისაუბრე, შემდეგ მეორე წრის დარტყმის შემდეგ კიდევ 5_ჯერ და ასე მოუწევს 4_ჯერ სროლა, შემდეგ კი წავა ბოლო წრეზე სადაც სტადიონთან მისვლის და სროლის ნაცვლად ფინიშისკენ გადაუხვეს და გადაკვეთავს მას. გამარჯვებული იქნება ის ვინც ყველაზე ნაკლებ დროს მოანდომებს ფინიშამდე მისვლას, თუმცა ალბათ გაჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს იმას მოთხილამურე ყველა ტყვიას გაარტყავს მიზანში თუ არა. სწორედ აქ ვხვდებით ყველაზე დიდ სირთულეს. ტყვიების აცილება ყველაზე ძვირად სწორედ ინდივიდუალურში ფასობს. ჯერ ვთქვათ ის, რომ 1 და 3 ჯერზე მოთხილამურეს უწევს დაწოლილი სროლა, ხოლო 2 და 4 სროლაზე ფეხზე დამდგარი, რაც უფრო რთულია და შესაბამისად სამიზნეც უფრო დიდია. (ამის შესახებაც ვისაუბრეთ ზევით) მოთხილამურე რამდენ სროლასაც გააფუჭებს, მის დროს დაემატება იმდენი წუთი, მაგალითად: თუ ვინმე პირველ სროლაზე მივიდა და დრო აქვს 3 წუთი და 26 წამი, და ამ დროს პირველი ააცილა, მისი დრო გახდება 4:26, თუ კიდევ ააცილებს ისევ 1 წუთით მეტი და ასე მოხდება ოთხივე სროლაზე, არადა მიზანი ის არის, რომ რაც შეიძლება ნაკლებ დროში დაასრულო შენი გამოსვლა. ამის გათვალისწინებით მიზანში მორტყმა უმნიშვნელოვანესი და ამავდროულად ძალიან რთულია, განსაკუთრებით თუ ამინდი არ უწყობს ხელს მოთხილამურეს. სროლაზე ძალიან დიდ გავლენას ახდეს ქარი, რომლის გამოც ხშირად გადადებულა შეჯიბრი. ასევე წრეების გავლასთან ერთად მონაწილეებიც უფრო და უფრო იღლეებიან და ვერ წარმოიდგენთ თუ რამდენად რთულია არეული სუნთქვით სამიზენში ზუსტად მორტყმა. ამრიგად. ინდივიდუალური სახეობაში სროლას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა, თუმცა გვყავს რამოდენიმე ,,გიჟი" რომელთაც შესახებაც მოგვიანებით ვისაუბრებთ, მაინც. და შესაბამისად იშვიათად ხდება, რომ ვინმე 20_დან 20_ჯერ მოახერხოს სამიზნეში მორტყმა.
სპრინტი და გამოდევნება - მიუხედავად იმისა, რომ ამ 2 დისციპლინაში მედლები ცალ-ცალკე თამაშდება და სხვადასხვა დღეს ტარდება, მე მაინც გავაერთიანე და მალე ნახავთ თუ რატომ. სპრინტში სტარტის აღების პრინციპი ზუსტად ისეთივეა, როგორც ინდივიდუალურში, და მონაწილეებიც კენჭისყრის მიხედვით ლაგდებიან, თუმცა აქ კაცებს უწევთ 10, ქალებს კი 7.5 კმ_ის გავლა, შესაბამისად 3-3 წრის და 2 სროლის განხორციელება, პირველის დაწოლილ, მეორეს კი დამდგარ მდგომარეობაში, თუმცა როგორც გითხარით, აცილება ყველაზე ძვირად ინდივიდუალურში ფასობს, რადგან აქ რამდენ სროლასაც გააფუჭებ, იმდენი საჯარიმო 150 მ_იანი საჯარიმო წრის დარტყმა მოგიწევს, რომელიც სასროლეთიდან გამოსვლისას მალევეა განთავსებული, ან ჩვეულებრივად ადგები და თუ 1 გაქვს აცილებული 1 წრეს დაარტყავ და გააგრძელებ გზას, თუ 2 - 2წრეს და ასე შემდეგ. თუმცა ამ წრეების გავლა ბევრად მარტივად შეიძლება, ვიდრე იმ 1 წუთის ამოღება, რაც ინდივიდუალურის დროს გემატება. გამარჯვებული აქაც საუკეთესო დროით ვლინდება. ახლა რაც შეეხება გამოდევნებას. გამოდევნებაში მონაწილეები სტარტზე 4 მწკრივად არიან ჩალაგებული (ვფიქრობ ეს სურათი დაგეხმარებათ)
user posted image
ისინი სტარტს იღებენ იმ ინტერვალით, რამდენიათაც წააგეს სპრინტში გამარჯვებულთან. ანუ, თუ მეორე ადგილმა სპრინტი წააგო 15 წამით ლიდერთან, ის 15 წამით გვიან აიღებს სტარტს, მესამემ თუ 17 წააგო, შესაბამისად ის 2 წამში გამოყვება მეორეს და ასე გაგრძელდება, თუმცა აქ მონაწილეობას არ იღებს ყველა, მხოლოდ ის 60 სპორტსმენი რომელმაც სპრინტში ამდენი ადგილი გაინაწილეს. ამ შემთხვევაშ მონაწილეებს უწევთ 4 სროლის განხორციელება, კაცები ურტყავენ 12.5 ქალები კი 10 კმ_ს და აცილებების პრინციპი ზუსტად ისეთია, როგორიც სპრინტში, ანუ საჯარიმო წრე, თუმცა აქ გამარჯვებული გახდება ის ვინც პირველი მივა ფინიშთან.
მასს-სტარტი - ეს სახეობა როგორც წესი ყველაზე სანახაობრვი გამოდის ხოლმე. ამ შემთხვევაში ისევ 4 რიგში თანმიმდევრობით დგას რეიტინგის ქულებით 30 საუკეთესო მოთხილამურე (ქულებზე ქვევით ვისაუბრებ) და ისინი ერთდროულად იღებენ სტარტს. ამ შემთხვევაში ქალები გადიან 12.5 კაცები კი 15 კმ_ს. აქაც 4 სროლაა, აცილებაზე საჯარიმო წრეებით, გამარჯვებული კი ის იქნება ვინც პირველი მივა ფინიშთან.
გუნდური (ცალკე ქალების და ცალკე მამაკაცების) - ამ დისციპლინაში კი ყველაფერი გუნდურობაზეა დამოკიდებული, თუმცა შეიძლება ერთმა მოთხილამურემ ყველაფერი გააფუჭოს. (როგორც შარშან ფრანგებს მოსდიოდათ biggrin.gif) თითოეულ გუნდში არის 4 მონაწილე. (რა თქმა უნდა სათითაოდ გამოდის ყველა) მწვრთნელები მათ თანმიმდევრობას თავიანთი სურვილისამებრ ირჩევენ. მოთხილამურეები გადიან სპრინტის დისტანციას (ქალები 7.5 - კაცები 10 კმ_ს), 2 სროლით (1 დაწოლილი, 1 ფეხზე), თავიანთი გამოსვლის შემდეგ კი ფინიშის ხაზისკენ უხვევენ სადაც მათ ხვდებათ მომზადებული თანაგუნდელი, მიარტყავენ მას ხელს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე მისი გუნდელი ერთვება ესტაფეტაში. თუმცა, აქ აცილებების პრინციპიც განსხვავებულია. თითოეულ მონაწილეს დამატებით აქვთ 3 ტყვია, 5 სროლის დასრულების შემდეგ რამდენსაც ააცილებენ, იმდენჯერ სათითაოდ უწევს მისი ჩატენვა და სროლა და თუ ეს 8 ტყვიაც არ აღმოჩნდა საკმარისი 5 სამიზნის დასახურად, შემდეგ საჯარიმო წრეზე უწევს წასვლა. გამარჯვებული აქაც ის გუნდი გახდება, რომელთაც ბოლო სპორტსმენიც პირველი მივა ფინიშზე.
შერეული გუნდური (მიქსი) - ამ დისციპლინის პრინციპი თითქმის იგივეა, თუმცა აქ გუნდშია 2 ქალი და 2 მამაკაცი, ჯერ ქალები გადიან თავიანთ დისტანციებს, (7.5კმ_ს) შემდეგ კი მამაკაცები. (10კმ)
ერთეულთა შერეული გუნდური - აქ კი მხოლოდ 1 ქალი და 1 მამაკაცია და ეს დისციპლინა ზოგადად სულ 2_ჯერ გამოიყენება მთელ სეზონში. ჯერ ქალი ურტყავს თავის დისტანციას, შემდეგ მამაკაცი, შემდეგ ისევ ქალი და შემდეგ ისევ მამაკაცი.
და ბოლოს ერთი საინტერესო რამ. ყოველი რბოლის დაწყების წინ ამა თუ იმ დისციპლინის ლიდერს აცვია გარედან დამატებით ყვითელი მაისური, ანუ სპრინტის ქულების ლიდერს ცალკე, გამოდევნების ცალკე და ასე შემდეგ, საერთოდ ქულების ლიდერს კი წითელი მაისური. ხოლო თუ დავუშვათ ვინმე ქულების ლიდერიცაა და სპრინტისაც, მას წითელ-ყვითელი მაისური ეცმევა გარედან დამატებით.
დიდი იმედი მაქვს გასაგებად დავწერე ყველაფერი, თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ შეგიძლიათ დაწეროთ.
ახლა გადავიდეთ ქულების პრინციპზე.
ქულები
ბიატლონში ქულას იღებს ყველა 1_დან 40_ს ჩათვლით.
user posted image
საბოლოო ჯამში მონაწილეები იღებენ დიდ და პატარა ბროლის გლობუსებს. ცალკეულ დისციპლინებში პატარა ბროლის გლობუსებს, საერთო ჩათვლაში დიდ ბროლის გლობუსს.
შარშანდელი დიდი გლობუსის გამარჯვებულები ლაურა დალმაიერი (გერმანია) და მარტინ ფურკადი (საფრანგეთი)
user posted image
საპრიზო ფონდი
ინდივიდუალურ რბოლებში (სპრინტი, მასს-სტარტი არ აქ მნიშვნელობა) 1 ადგილი იღებს 13000 ევროს, მეორე - 10000 და მესამე - 7000
ესტაფეტებში - 1ადგილი იღებს 20000, მეორე - 14000 და მესამე - 110000
დიდი გლობუსის გამარჯვებული - 28000 ევროს იღებს, მეორეზე გასული - 23000 და მესამე - 18000
დამატებით, რბოლაში ყვითელი მაიკით გამოსული იღებს 1000 ევროს და წითელით გამოსული 750
მსოფლიოს ჩემპიონები
ქალები
user posted image
მამაკაცები
user posted image
მოგებებით ლიდერები
კაცები
user posted image
ქალები
user posted image

მუქი ლურჯად რომელი სპორტსმენებიც არიან, დღესაც მონაწილეობენ.
2017-18 სეზონი (ოლიმპიური სეზონი)
user posted image
დამატებითი ინფორმაცია
კურორტების ვებ-საიტები

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ბიატლონთან დაკავშირებული ვებ-საიტები
ინგლისური საიტები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

გერმანული საიტები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

რუსული საიტები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

საყურებელი არხები და ლინკები


Eurosport HD1
Eurosport HD2
Матч ТВ
Матч АРЕНА
http://sports-live.tv
http://livesx.ru [spoiler]
პარალელურად ლაივების დროს ვეცდები მოგაწოდოთ ხოლმე სხვადასხვა სთრიმები
ბიატლონის წინა თემა
ბიათლონი

This post has been edited by NROS06 on 8 Nov 2017, 01:39
Dopilsya
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7238
წევრი No.: 130313
რეგისტრ.: 20-April 11

გამოგზავნილია: 8 Nov 2017, 01:53  #51634269      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
NROS06


გაიხარე ძმაო... კარგი იყო . bis.gif



პ.ს უბრალოდ შვედები რო ვერ ქაჩავენ, მუღამით ვეღარ ვუყურებ cry.gif


--------------------
Ottawa Senators
Rammstein
One for Sorrow


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6332
წევრი No.: 11239
რეგისტრ.: 5-July 05

გამოგზავნილია: 8 Nov 2017, 12:43  #51635569      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მიყვარს ეს სპორტი...

ახალი სეზონი იწყება და ფბ გვერდსაც ავამუშავებ...ვეცდები მაქსიმალურად აქტიური იყოს ეს გვერდი, მითუმეტეს წინ ოლიმპიადაა.

https://www.facebook.com/BiathlonGeorgia/

NROS06
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 558
წევრი No.: 211955
რეგისტრ.: 28-December 15

გამოგზავნილია: 8 Nov 2017, 18:41  #51637468      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
Dopilsya

მადლობა
QUOTE
Rammstein

კარგი იქნება ფბ_ზეც თუ იქნება გვერდი, იქნებ დაინტერესებაც გაიზარდოს
offspringer
I want to make a tiki torch


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3767
წევრი No.: 14073
რეგისტრ.: 30-October 05

გამოგზავნილია: 17 Nov 2017, 15:31  #51684114      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
NROS06

შენ გაიხარე რომ არ დაიზარე და გააკეთე ესეთი სრულყოფილი თემა.
თანაც ოლიმპიური სეზონის წელს დაემთხვა smile.gif

ნოემბრის ბოლოს შვედეთში არის პირველი ეტაპი ტრადიციულად და რა თქმა უნდა ყველა სპორტსმენი გონებრივად ოლიმპიადაზე იფიქრებს და
ეცდება რომ პიკი თებერვლის თვეს დაამთხვიოს.

ვნახოთ მარტენას ჰეგემონია როგორ გაგრძელდება.
ვნახოთ როგორ დაბრუნდება დაშა, დალმაიერმა კიდე უნდა მოუმატოს, კაისა სპრინტებს ირბენს, გაბი მას-სტარტებს, უსახური კუზმინა მედალს აიღებს ოლიმპიადაზე,
და ა.შ

This post has been edited by offspringer on 17 Nov 2017, 15:31


--------------------
Fuck you, I won't do what you tell me
Rammstein
One for Sorrow


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6332
წევრი No.: 11239
რეგისტრ.: 5-July 05

გამოგზავნილია: 17 Nov 2017, 16:55  #51684568      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (offspringer @ 17 Nov 2017, 14:31 )

ვნახოთ მარტენას ჰეგემონია როგორ გაგრძელდება.

მგონი ისევ გაგრძელდება...ბო რომ სროლას ისწავლის მაგის იმედი აღარ მაქვს უკვე, შიპულინი კიდევ ოლიმპიადაზე გააკეთებს აქცენტს.

აქვე გთხოვთ, ფბ გვერდზე იაქტიუროთ, კომენტარით თუარა მოწონებით დააფიქსიროთ თქვენი ყოფნა.
NROS06
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 558
წევრი No.: 211955
რეგისტრ.: 28-December 15

გამოგზავნილია: 17 Nov 2017, 17:09  #51684644      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
offspringer
მადლობა
QUOTE
გაბი მას-სტარტებს

რაღაც ტრავმა აწუხებს და სეზონის სტარტს გამოტოვებსო, თავიდან შანსი იყო რო ოლიმპიადაც გამოეტოვებინა მარა ეხა უკეთესი სიტუაციააო
NROS06
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 558
წევრი No.: 211955
რეგისტრ.: 28-December 15

გამოგზავნილია: 22 Nov 2017, 12:51  #51709432      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image
ესეც პირველი ეტაპის განრიგი (დროები მითითებულია ჩვენი დროით)
offspringer
I want to make a tiki torch


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3767
წევრი No.: 14073
რეგისტრ.: 30-October 05

გამოგზავნილია: 26 Nov 2017, 15:05  #51732594      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
საინტერესო სასტავები დაიდო მიქსებში,

ნორვეგიას რა კარგი გუნდი ყავს, ეს ინგრიდა არ ვიცი ვინ არის, დალშე ტირილა, ბო და ემილა,

ფრანგებმა უკეთესი გუნდა სინგლ-მიქსში დააყენეს, მარტენა და მაღი დორენ აბერი


დოროტიც ირბენს, მშვენიერ ფორმაშია smile.gif


* * *
ხო არა აი ლესერი ხო დიდი ვერაფერი მარა წინა ოლიმპიადაზე კი დადო ვერცხლი ინდივიდუალურ რბოლაში, პლიუს მსოფლიოებიც აქ მოგებული.
შვედები შემეცოდნენ, კაისამ რა მაგრად იარა.

ქალებში დიდი ომი იქნება მგონია, აი კაცები ვნახოთ.



* * *
ხო არა აი ლესერი ხო დიდი ვერაფერი მარა წინა ოლიმპიადაზე კი დადო ვერცხლი ინდივიდუალურ რბოლაში, პლიუს მსოფლიოებიც აქ მოგებული.
შვედები შემეცოდნენ, კაისამ რა მაგრად იარა.

ქალებში დიდი ომი იქნება მგონია, აი კაცები ვნახოთ.





მიმაგრებული სურათი
download.png
gege84
☆ ☆ ☆ ☆


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19265
წევრი No.: 19182
რეგისტრ.: 11-April 06

გამოგზავნილია: 26 Nov 2017, 18:16  #51733459      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
offspringer
კარგი რბოლა გამოვიდა, ლესერმა დაგლიჯა ბოლოს, მარა ედერი სასწაული იყო შანსი არ დატოვა, შვედების მედალს ველოდი უკვე ბოლოსკენ მარა ინერვიულა ეტყობა იმ ბიჭმა,
ყაახეთის მედალს არ ველოდი ნაღდად biggrin.gif და ფურკადის ასე ცუდ გამოსვლას მარა მაინც როგორ ცოტა დააკლდა მედალამდე biggrin.gif biggrin.gif

შერეული წყვილის ესტაფეტაც არის ხო ცოტა ხანში?

This post has been edited by gege84 on 26 Nov 2017, 18:19

მიმაგრებული სურათი
111111111111111111111222222222222222.jpg


--------------------
ახლანდელი გეოპოლიტიკური კლიმატი აიძულებს ყველა ევროპულ ქვეყნებს, რომ გაერთიანდნენ მაგრამ იტალიელები არა რა მაგათ ვერ ვიტან :D

სანამ ბავშვი ფეხბურთში გაერკვევა მოუყევით 1934, 1938, 1968, 1982, 2006, 1985 წლების შესახებ, რომ მომავლისთვის სწორი ხედვა ჩამოუყალიბდეს :)

ჩასაბოღმი კიდევ ბევრია!!!
gege84
☆ ☆ ☆ ☆


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19265
წევრი No.: 19182
რეგისტრ.: 11-April 06

გამოგზავნილია: 26 Nov 2017, 19:07  #51733677      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არ იყო ცუდი, ისე ვანესა ცოტა შენელებული მეჩვენა sad.gif

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
222.jpg
NROS06
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 558
წევრი No.: 211955
რეგისტრ.: 28-December 15

გამოგზავნილია: 26 Nov 2017, 23:47  #51735553      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სამწუხაროდ დღეს ვერ ვუყურე არ მეცალა, მარა ინდივიდუალურებს უეჭველად ვუყურებ
ყაზახების მესამე გამიკვირდა ძაან
offspringer
I want to make a tiki torch


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3767
წევრი No.: 14073
რეგისტრ.: 30-October 05

გამოგზავნილია: 27 Nov 2017, 14:32  #51737867      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
აქვე ტრადიციულად ვთამაშობთ ხოლმე sports.ru-ს ფენტეზის, შევქმენი forum.ge-ს ლიგები
შემოდით

4261ea419f67
forum.ge-F


e9cc090a9d04
forum.ge-M


gege84
☆ ☆ ☆ ☆


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19265
წევრი No.: 19182
რეგისტრ.: 11-April 06

გამოგზავნილია: 27 Nov 2017, 14:44  #51737934      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რატომ არ გამოიყვანა გერმანამ ისე დალმაიერი და შემპი?
ფაიფერის ფინიშზე რატომ დააყენა ვერ ვხვდები, ჯერ ცალკე დოლმა ხომ მოისაქმა მარა ფაიფერმა შტრაფნოი კრუგიან კაცს ვერ ამოუღო 5 წამიანი ატრივი, ნუ მედალი მაინც კარგი იყო მარა ამ რბოლას გინდა შემპი გინდა ლესერი მოიგებდნენ,
არაუშავს სეზონის სტარტია და გამოსწორდება მერე, საფრანგეთიც ძალიან ცუდად გამოვიდა,

სოუკალოვას მე მგონი ტრამვა აქვს და გუნდის ჰელფ დესკის როჟა გამხდარა ცუდად იმის მაგივრად ჩამჯდარა biggrin.gif biggrin.gif საყვარელი გოგჩოა biggrin.gif

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
gabi.jpg
NROS06
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 558
წევრი No.: 211955
რეგისტრ.: 28-December 15

გამოგზავნილია: 29 Nov 2017, 19:54  #51750835      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gege84
QUOTE
სოუკალოვას მე მგონი ტრამვა აქვს

ხო თავიდან სეზონის გამოტოვების საფრთხე იყო მარა ეხა 1 ან 2 ეტაპს გამოტოვებს და დაბრუნდებაო

ეხა ინდივიდუალური იწყება ქალებში, ვნახოთ ვინ რას იზამს
* * *
ბრორსონიიი, 4 ნოლით
ლაუკანენმა სად გააფუჭა ბოლოს
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (27) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0257 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]