Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > მოგების გადასახადის არგადახდა


Posted by: agava 2 Dec 2020, 23:28
რუსეთში მემკვიდრეობით მივიღე ბინა. აღმოჩნდა, ახლა თუ გავყიდი 30% მაქვს გადასახდელი. ნათესავმა მირჩია იქ ჩასვლას შენ არ აპირებ და ნუ გადაიხდიო. არგადახდის გამო რამე პრობლემები არ შემექმნას ან აქ ან საზღვარგარეთ წასვლისას. არ ვიცი ასეთი რაღაცეები როგორ რეგულირდება

Posted by: PrimoVictoria 2 Dec 2020, 23:43
ჯობია ვინმე გამოცდილთან გაიარო კონსულტაცია, სავარაუდოდ აქ დაიბეგრები, ქართული წესებით , რადგან საქართველოს რეზიდენტი ხარ, ასევე, რუსეთთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებაც გვექნება დადებული. მოკლედ ეგეთ საკითხებში ვინმე გამოცდილი საგადასახადო კონსულტანტი გინდა, რომელმაც იცის ეგეთი დეტალები და პრაქტიკულადაც ეგეთ საკითხებზე მუშაობს.

Posted by: N_e_o_N 2 Dec 2020, 23:53
მემკვიდრეობით მიღებული ქონება მოგებაა რუსეთში ? spy.gif

Posted by: ბუდარია 3 Dec 2020, 00:40
QUOTE
ნათესავმა მირჩია იქ ჩასვლას შენ არ აპირებ და ნუ გადაიხდიო.


სწორედ უთქვამს.

Posted by: agava 3 Dec 2020, 19:33
მემკვიდრეობით მიღებული სამ წელზე ნაკლები თუა საკუთრებაში 30 %=ით იბეგრება გაყიდვისას, რახან არარეზიდენტი ვარ. ინსტიტუტი ყიდულობს ოფიციალურად, თორემ კერძოს ჩუქებას გავუფორმებდი და ის გადაიხდიდა 13 პროცენტს. არ ვიცი, სამი წელი როგორ გავიჩერო და ტყუილად ვიხადო კომუნალურები, მითუმეტეს ჩამსვლელი მართლა არ ვარ. რომ ვიცოდე პრობლემა არ მექნება მართლა არ გადავიხდიდი

Posted by: USER001 3 Dec 2020, 23:53
QUOTE (agava @ 3 Dec 2020, 19:33 )
მემკვიდრეობით მიღებული სამ წელზე ნაკლები თუა საკუთრებაში 30 %=ით იბეგრება გაყიდვისას, რახან არარეზიდენტი ვარ. ინსტიტუტი ყიდულობს ოფიციალურად, თორემ კერძოს ჩუქებას გავუფორმებდი და ის გადაიხდიდა 13 პროცენტს. არ ვიცი, სამი წელი როგორ გავიჩერო და ტყუილად ვიხადო კომუნალურები, მითუმეტეს ჩამსვლელი მართლა არ ვარ. რომ ვიცოდე პრობლემა არ მექნება მართლა არ გადავიხდიდი

თუ შენია და არავინ ცხოვრობს ახლა უკვე, კომუნალურები რატომ გექნება გადასახდელი?

საქმეს ნუ გაიფუჭებ იმ იმედით რომ მე იქ არ ჩავალ, რაიცი რახდება wink.gif

Posted by: agava 4 Dec 2020, 20:26
არავინ არ ცხოვრობს მაგრამ მაინცაა რაღაც გადასახდელი მგონი ყოველ თვეში 2000 რუბლი, ნაგავი დენი და წყალი კიდევ ცალკე მოდიოდა და წლის ბოლოს კიდევ საკადასტრო ფასის 0.1 პროცენტი, ბევრი არ უნდა იყოს, მაგრამ ამისიშორეზე ძნელია კონტროლი. მოკლედ სანერვიულოდ დამიტოვეს, კი ვიყავი დაწყნარებული ახლა ნერვოზი მაქვს დამართული, რა ჯობს არ ვიცი

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)