#56539688 · 12 Jul 2020, 10:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით, მეც ჩავერთვები განხილვაში The13thFloor ზოგი მაგაზე მეტსაც შოულობს. გამომდინარე იქიდან, რომ 70% არის ნაქირავები ავტომობილი ტაქსოპარკიდან, დღიურად კი 50 ლარს იხდიან, ზოგიც 2012 წლიან პრიუსში თხევადი გაზით 70 ლარსაც, 3 წლიანი კონტრაქტით, რომ 3 წლის შემდეგ ავტომობილი პირად საკუთრებაში გადადის. ანუ იურიდიულად ტაქსოპარკი ამ 3 წლის შემდეგ ხედავს მოგებას. (ყველა მანქანას, ინდივიდუალურად უდგებიან) ტაქსოპარკები რასაც აკეთებენ ყველამ იცის. სხვადასხვა პიროვნებებზე აფორმებენ მანქანებს, დედა, მამა, შვილი, ბიძა, დეიდა და ა.შ. რომ შემოსავალი არ იხადოს ერთმა კონკრეტულმა პიროვნებამ, არამედ საერთოდ, არავინ. მე, რომ ვიქირავო სიტყვაზე 70 ლარად დღეში, წელიწადში 25 000 ლარია, (არ ვანგარიშობ იმ კვირა დღეს "დასვენებას"), წელიწადში ბრუნვა კაი მშრომელ ტაქსის მძღოლს 50 000 ლარიც გამოსდის. მაგრამ როგორ უნდა დაავალო შემოსავლების დაბეგვრა, მაშინ როცა ძირითადი სახსრები ხარჯებში გასდის, ამასთან ავტომობილს ამორტიზაციაც აქვს, ანუ ცვეთადი მოძრავი ქონებაა. ჯერ ტაქსოპარკები უნდა გააკონტროლონ, მერე დაელოდონ განვითარებულ მოვლენებს და მის და მიხედვით დაუწესონ ტაქსებს გადასახადი. შეიძლება წლიურიც იყოს რაღაც ფიქსირებული, მერიამ კი იცის კარგად, თბილისში რამდენს აქვს თეთრად შეღებილი მანქანა, და რამდენს აქვს ლიცენზია, მაგის და მიხედვით დაიანგარიშებენ რამდენად უნდათ რო ჯიბეები გაუსქელდეთ და მერე შემოიღებენ კანონს, ისე რომ ტაქსის მძღოლებიც არ შემცირდნენ და ბიუჯეტიც ივსებოდეს. ეს იქნება ევროპული მოდელი ქართულად :-D
--------------------
Tu quoque, Brute : შენც, ბრუტოს ___________________________________________ მადლობელი, თუნდაც იმიტომ რომ სუნთქავ, რადგან ვიღაცამ ამ წამს ბოლოჯერ ამოისუნთქა.
|