forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (6) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> შეტევა კანონის უზენაესობაზე;, პატრიარქის მესიჯი.
ZAZAi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6705
წევრი No.: 43862
რეგისტრ.: 12-October 07

გამოგზავნილია: 9 Jan 2017, 21:07  #49666790      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
იქნებ მორალის კითხვის მაგივრად პირადი მაგალითი გვაჩვენონ მამაოებმა?

მათი მორალი და მათი საღრმრთო კანონები არ მუშაობს. აგერ უკვე 20საუკუნეზე მეტია მორალს გვიკითხავენ, მაგრამ მათი მცდელობით სულაც არ შემცირებულა არც შური, არც ამპარტავნება, არც ქურდობა, არც მკვლელობა. პირიქით გაიზარდა და დაიხვეწა


--------------------
https://modivisaubrot.wordpress.com/
mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1532
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13

გამოგზავნილია: 9 Jan 2017, 21:55  #49667144      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ELguja90
QUOTE
QUOTE შვილმა რომ პატიება გთხოვოთ, როგორ მოიქცევით?

მე ღმერთი არ ვარ და ვაპატიებ,

_ მით უფრო აპატიებს ღმერთი, რომელსაც ჩვენზე შეუდარებლად მეტი სიყვარული გააჩნია.
QUOTE
ბაბუაჩემი ჯოჯოხეთშია, იმიტომ რო მღვდლები არ უყვარდა?

_ თუკი ანტიმღვდლები არ უყვარდა და არა მღვდლები, კარგი კაცი ყოფილა. _ შეწყალებულ ყოფილიყოს!


--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული!
ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..)
ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
ELguja90
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10323
წევრი No.: 172464
რეგისტრ.: 29-August 13

გამოგზავნილია: 9 Jan 2017, 22:27  #49667365      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mRvdeli giorgi sxiladze
QUOTE
მით უფრო აპატიებს ღმერთი, რომელსაც ჩვენზე შეუდარებლად მეტი სიყვარული გააჩნია.

და სხვებსაც წაახალისებს?
არ მგონია მე ეგ სამართლიანი იყოს მაინცდამაინც
თუმცა რა ვიცი... იქნება და პირიქითაა...
ანდა სამართლიანობა და სიკეთესთან და სიყვარულთან რა კავშირშია
მარა ეგ იქნება თუ არა "დაზარალებულების" მიმართ უსამართლობა?!
რა ვიცი, რა ვიცი
QUOTE
თუკი ანტიმღვდლები არ უყვარდა და არა მღვდლები, კარგი კაცი ყოფილა. _ შეწყალებულ ყოფილიყოს!

კაი კაცი იყო ბაბუაჩემი, მართლა კაი კაცი იყო საწყალი cry.gif
აცხონოს ღმერთმა
მღვდლები არ უყვარდა, თორე ღმერთი წამდა
ყოველდღე სამსახურისკენ გზად ეკლესია უნდა გაევლო
ბავშვობაში მეც დავყავდი ხოლმე ხშირად სამსახურში
არ მახსოვს პირჯვარი არ გადაეწეროს ეკლესიასთან გავლისას
mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1532
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13

გამოგზავნილია: 9 Jan 2017, 22:42  #49667516      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ZAZAi
QUOTE
იქნებ მორალის კითხვის მაგივრად პირადი მაგალითი გვაჩვენონ მამაოებმა?

ერთი მეორეს ხელს უშლის? _ პირიქით.

მცირე შენიშვნა: ,,მამაოებმა" გრამატიკულად არასწორი ფორმაა.

Hermyon
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9710
წევრი No.: 134590
რეგისტრ.: 8-August 11

გამოგზავნილია: 9 Jan 2017, 23:12  #49667804      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფორუმზე გახსნილი რელიგიის თემების მიმდინარეობას ვაკვირდები და ერთი ძალიან მაგარი რაღაც დავასკვენი
ადრე რომ იხსნებოდა მსგავსი ტემები შემოვარდებოდნენ ათეისტები და ქრისტიანები და მიდიოდა გაწევ-გამოწევა
საქმის გარჩევები, "შეუძ₾ია ღმერთს შექმნას იმსიმძიმე ქვა რომელსაც თავად ვერ აწევს? " არგუმენტები და ა.შ.
მერე ნელ-ნელა მოიკლო ქრისტიანების რაოდენობამ, განა იმიტომ რომ ურწმუნოები გახდნენ, პირიქით უფრო გაძ₾იერდნენ რწმენაში
და ვინ ხსნის დღეს ასეთ თემებს და ვინ პოსტავს შიგ, ვინ კითხულობს პატრიარქის ეპისტოლეებს, ვინ განიხილავს მამა იაკობის გაკუებას საპატრიარქოს ტუალეტში?
ათეისტები lol.gif

ტიპებს ისეთი არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ საპატრიარქოს საიტზე ზიან დღედაღან ლიჟბი რამე კომპრომტი ნახონ ქრისტიანობის წინააღმდეგ
რამდენი ილია ცუდად გახდება ესენი ნერვიულობენ ქრისტიანებს კიდიათ უკვე, რამდენი კრება გაიმართება ესენი განიხილავენ და იძლევიან რჩევებს
რამდენი 25 დეკემბერი მოვა იმდენს ნერვიულობენ რატომ არ აღნიშნავს ქრისტიანული სამყარო შობას 7 იანვარს და არა 25 დეკემბერს:

ახლა ამან კანონის უზენაესობას უტევენო, არადა რა თქვა კაცმა არსებობს ცოდვა რომელიც კანონით არ ისჯებაო
განა მოითხოვა კანონი შეიცვალოს და მრუშობის გამო ვინმე დაიჭირონო, ან ამპარტავნობის გამო ჯარიმა დააკისრონოsmile.gif

ცნობისთვის კანონები დაფუძნებულია 10 ცნებაზე და ის სულაც არ არის უზენაესი რადგან დაწერილია ადამიანის მიერ, ადამიანი კი ხშირად ცდება
ისე საინტერესოა ამ ფაქტით აღშფოთებულები რატომ არ აპროტესტებთ გირჩის მიერ მარიხუანის დათესვას, აშკარად ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე

პ.ს. ათეისტების აქტიურობა რელიგიურ თემებში მეტყველებს მათი განვითარების დაბალ დონეზე, ვიცი ახლა იტყყვიან ქვეყნის ბედი გვაღელვებსო
ნუ ახლა ზოგ-ზოგიერთებს ილიები გგონიათ თავი მაგრამ მინდა იმედი გაგიცრუოთ და გითხრათ რომ ჩვეულებრივი ლუზერები ხართ yes.gif
dariali
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 428
წევრი No.: 114426
რეგისტრ.: 23-April 10

გამოგზავნილია: 9 Jan 2017, 23:42  #49668045      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარება, განკითხვა, მრისხანება, შური, ამპარტავნება, ეგოიზმი, შიში, მტრობა, სიძულვილი

არადა როგორ ერგება დღეს "მოღვაწე" ეკლესიის თანამშრომლებზე(კაბიანებზე) facepalm.gif facepalm.gif yawn.gif
mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1532
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 07:44  #49669583      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ELguja90
QUOTE
mRvdeli giorgi sxiladzeQUOTE მით უფრო აპატიებს ღმერთი, რომელსაც ჩვენზე შეუდარებლად მეტი სიყვარული გააჩნია.

ეგ იქნება თუ არა "დაზარალებულების" მიმართ უსამართლობა?!

ღმერთი მოსიყვარულეცაა და სამართლიანიც. ერთი შეხედვით, ცოდვილისგან დაზარალებულის მიმართ უსამართლობა იქნებოდა მისი (ცოდვილის) უნანელი პატიება. სატანა შეუნანებლობის გამოა, რომ არ შეიწყალება. მაგრამ აქ განვიხილავთ, სწორედ, გულწრფელი სინანულის შემთხვევას (როგორც თქვენვე დაწერეთ), რაც ზღვარს შლის სიყვარულსა და სამართლიანობას, დაზარალებულსა და დამზარალებელს შორის, რამეთუ სინანული ისეთი დიადი მოვლენაა, რომ ძველ კაცს ჰკლავს და ახალ ადამიანს ჰქმნის; ზნეობრივი შეგნებით, დამზარალებელს შეიქმს დაზარალებულად, ხოლო პირველდაზარალებულს _ გახარებულად, რადგან წმ. გრ. ნაზიანზელის სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა ვეძიებდეთ არა ძმებზე გამარჯვებას, არამედ მათ დაბრუნებას!
Zorro77777
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2800
წევრი No.: 193642
რეგისტრ.: 9-November 14

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 08:55  #49669640      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
QUOTE (Hermyon @ 9 Jan 2017, 23:12 )
ფორუმზე გახსნილი რელიგიის თემების მიმდინარეობას ვაკვირდები და ერთი ძალიან მაგარი რაღაც დავასკვენი
ადრე რომ იხსნებოდა მსგავსი ტემები შემოვარდებოდნენ ათეისტები და ქრისტიანები და მიდიოდა გაწევ-გამოწევა
საქმის გარჩევები, "შეუძ₾ია ღმერთს შექმნას იმსიმძიმე ქვა რომელსაც თავად ვერ აწევს? " არგუმენტები და ა.შ.
მერე ნელ-ნელა მოიკლო ქრისტიანების რაოდენობამ, განა იმიტომ რომ ურწმუნოები გახდნენ, პირიქით უფრო გაძ₾იერდნენ რწმენაში
და ვინ ხსნის დღეს ასეთ თემებს და ვინ პოსტავს შიგ, ვინ კითხულობს პატრიარქის ეპისტოლეებს, ვინ განიხილავს მამა იაკობის გაკუებას საპატრიარქოს ტუალეტში?
ათეისტები lol.gif

ტიპებს ისეთი არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ საპატრიარქოს საიტზე ზიან დღედაღან ლიჟბი რამე კომპრომტი ნახონ ქრისტიანობის წინააღმდეგ
რამდენი ილია ცუდად გახდება ესენი ნერვიულობენ ქრისტიანებს კიდიათ უკვე, რამდენი კრება გაიმართება ესენი განიხილავენ და იძლევიან რჩევებს
რამდენი 25 დეკემბერი მოვა იმდენს ნერვიულობენ რატომ არ აღნიშნავს ქრისტიანული სამყარო შობას 7 იანვარს და არა 25 დეკემბერს:

ახლა ამან კანონის უზენაესობას უტევენო, არადა რა თქვა კაცმა არსებობს ცოდვა რომელიც კანონით არ ისჯებაო
განა მოითხოვა კანონი შეიცვალოს და მრუშობის გამო ვინმე დაიჭირონო, ან ამპარტავნობის გამო ჯარიმა დააკისრონოsmile.gif

ცნობისთვის კანონები დაფუძნებულია 10 ცნებაზე და ის სულაც არ არის უზენაესი რადგან დაწერილია ადამიანის მიერ, ადამიანი კი ხშირად ცდება
ისე საინტერესოა ამ ფაქტით აღშფოთებულები რატომ არ აპროტესტებთ გირჩის მიერ მარიხუანის დათესვას, აშკარად ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე

პ.ს. ათეისტების აქტიურობა რელიგიურ თემებში მეტყველებს მათი განვითარების დაბალ დონეზე, ვიცი ახლა იტყყვიან ქვეყნის ბედი გვაღელვებსო
ნუ ახლა ზოგ-ზოგიერთებს ილიები გგონიათ თავი მაგრამ მინდა იმედი გაგიცრუოთ და გითხრათ რომ ჩვეულებრივი ლუზერები ხართ yes.gif

ერთადერთი ადეკვატური პოსტი ამ თემაში.

და კიდე ერთი,
იმაზე მეცინება ზოგი ( ათეისტები ) ორგაზმს განიცდიან თავისი ცინიკური გამოხდომებით თუ მორწმუნეს იმ დონეზე აიყვანენ რომ თუ შეიგინა ან რაიმე ამის მსგავსი დააცდევინეს პირიდან. smile.gif
* * *
alabama437

მეტი კანონზე შეტევის ფაქტები არ იცი ხო ? boli.gif

This post has been edited by Zorro77777 on 10 Jan 2017, 09:00


--------------------
ჭეშმარიტება სულის უკდავებაშია ! @ არქიმანდრიტი ბერი გაბრიელი
ვინც ცხოვრობს ისე, რომ თითქოს არასდროს მოკვდება, ისე მოკვდება თითქოს არასდროს უცხოვრია. @ დალაი ლამა
მუდამ შეუძლებელი გეჩვენება ვიდრე არ გააკეთებ @ ნელსონ მანდელა
110iani
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2887
წევრი No.: 164450
რეგისტრ.: 28-March 13

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 09:06  #49669654      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
100% ვეთანხმები პატრიარქს. უსამართლოა სახელმწიფოს კანონები.
აი, მაგალითად ის, რომელიც მაიძულებს მე ვიმუშაო კვირაში 60 საათი და ჩემი ნამუშევრის 20% გადავრიცხო საპატრიარქოს ფონდში.
სასწრაფოდ შეცვალეთ ქოცმაცუნებო კანონი და აღადგინეთ სამართლიანობა - დაუბრუნეთ ხალხს წვერებიანი ყაჩაღების მიერ წართმეული ქონება!!!

This post has been edited by 110iani on 10 Jan 2017, 09:09


--------------------
Dangerous combination, Chess and Cons

დემოკრატია ეს არის მმართველობის ფორმა,როცა ორი იმბეცილის ხმა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ერთი ჭკვიანი კაცისა.Adolf Hitler

ამქვეყნად არ არსებობს ორი მოქალაქეობა,ორი სამშობლო,ორი მიწა და ორი წყალი.ამქვეყნად ყველაფერი ერთია,მათგან კი სამშობლო უპირველესი.
gige
გადარეული GRUZINI


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4149
წევრი No.: 23407
რეგისტრ.: 19-September 06

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 09:52  #49669770      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
აკი უფალი სიყვარულიაოო და ცოდვების მიმტევებელიოო.

ვაა იქნებ შიგნით ჩამოყალიბდნენ რა არის მართლმადიდებლობა დანმერე იქადაგონ.

ეს ბანჯგვლიანებინისე არიან მართლმადიდებლობასთან , როგორც ე ჩინეთის მინის დინასტიის მეორე იმპერატორის მამიდაშვილის მეზობელთან.
ღმერთონშენ დაგვიფარე ამ ტარტაროზებისგან.


--------------------
..ყველას ისე მოექეცი როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ"

"ერს, რომელსაც არ ახსოვს საკუთარი წარსული, არ აქვს მომავალი",` სერ უინსტონ ჩერჩილი.

,,სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ" ნოდარ დუმბაძე
alabama437
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1822
წევრი No.: 211252
რეგისტრ.: 10-December 15

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 16:28  #49672018      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Hermyon

ქრისტიანულ სწავლებაში არის შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა, რომელსაც მართლმადიდებელ ეკლესიაც აღიარებს. ესენია: მრისხანება, ანგარება, უქნარობა, ამპარტავნება, სიძვა, ნაყროვანება და შური. ჰოდა, რომელი ერთია ამათგან აკრძალული და რომელი არაა "ოფიციალურად აღიარებული?" ან როდის იყო რო? ერთი კომუნისტებს ჰქონდათ მუქთახორობაზე პატიმრობა. ისიც მარტო კაცებს ეხებოდა biggrin.gif
DM-23
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1043
წევრი No.: 84799
რეგისტრ.: 17-February 09

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 16:59  #49672255      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
alabama437
QUOTE

QUOTE
მცდელობები აქვთ, ცოდვა ოფიციალურად ნებადართული გახადონ.

თქვენ გესმით მსგავსი წუხილი?


რას ნიშნავს ,,გესმით წუხილი"? ანუ,პატრიარქი რატომ წუხს,რომ ზოგიერთი ცოდვის ჩადენა კანონმდებლობითაა დაშვებული?


QUOTE
სახელმწიფო კანონი ზრუნავს მხოლოდ სხვაზე; შენ თუ გინდა თავით დაეხახე კედელს, არავინ გაგებინებს პასუხს(ყველ შემთხვევაში ასე უნდა იყოს, ამას ითხოვს ლიბერალიზმი). საღვთო კანონი კი ჩარეულია შენს პირად სივრცეში.

შეიძლება,მაგრამ ვერ უარვყოფთ,რომ დანაშაულის ჩადენის საფუძველს და ბიძგს სწორედ ის გრძნობები და თვისებები აღძრავენ ადამიანში,რასაც ქრისტიანობა ცოდვად განიხილავს: სიძულვილი,მტრობა,ვერცხლისმოყვარეობა,ანგარება და ა.შ

This post has been edited by DM-23 on 10 Jan 2017, 17:44
alabama437
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1822
წევრი No.: 211252
რეგისტრ.: 10-December 15

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 20:44  #49673789      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
DM-23
QUOTE
რას ნიშნავს ,,გესმით წუხილი"? ანუ,პატრიარქი რატომ წუხს,რომ ზოგიერთი ცოდვის ჩადენა კანონმდებლობითაა დაშვებული?

ქრისტიანობა გვასწავლის(როგორც მორწმუნეები თვლით), რა არის კარგი და რა - მიუღებელი, რა არის ცოდვა და რა - მადლი, მაგრამ არჩევის უფლებას, მგონი პიროვნებას უტოვებს?
DM-23
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1043
წევრი No.: 84799
რეგისტრ.: 17-February 09

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 21:08  #49673952      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
alabama437
QUOTE
ქრისტიანობა გვასწავლის(როგორც მორწმუნეები თვლით), რა არის კარგი და რა - მიუღებელი, რა არის ცოდვა და რა - მადლი, მაგრამ არჩევის უფლებას, მგონი პიროვნებას უტოვებს?


ქრისტიანული მიდგომა არჩევნის თავისუფლებასთან დაკავშირებით დგას ამ უფლების უზენაესობაზე და არ განისაზღვრება ასარჩევი ფასეულობების მიხედვით.შესაბამისად, იგულისხმება, რომ გაკეთებული არჩევანი ყოველთვის შეიძლება არ იყოს საყოველთაოდ მისაღები, მაგრამ უფლება, რომ გააკეთო თუნდაც მცდარი არჩევანი ეს ღვთივბოძებული უფლებაა.შესაბამისად, ქრისტიანი პატივს სცემს ნებისმიერი ადამიანის არჩევნის თავისუფლებას, როგორც ღვთივბოძებულ და ფუნდამენტურ უფლებას, მაგრამ, ამავდროულად, რჩება ავტონომიური ასევე ღვთივდადგენილი ნორმების შესაბამისად მოიწონოს, ან არ მოიწონოს გაკეთებული არჩევანი."ამ შემთხვევაში ქრისტიანული პრინციპია: „მე პატივს ვცემ შენს არჩევნის უფლებას, მაგრამ არა შენს ნებისმიერ არჩევანს“
alabama437
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1822
წევრი No.: 211252
რეგისტრ.: 10-December 15

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 10:40  #49677248      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
DM-23
QUOTE
„მე პატივს ვცემ შენს არჩევნის უფლებას, მაგრამ არა შენს ნებისმიერ არჩევანს“

ეს იქედან ხომ არ არის; ლიბერალები პატივს ცემენ ადამიანის უფლებას, მაგრამ არა ადამიანს.

უფლება თვითონ არის არჩევანი. თუ ყველა არ არის ფერი, ცისარტყელა სად არის?!
თუ მსგავსება არაფერია, არჩევანი სად არის?! !!!
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (6) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0222 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]