შენ წარმოიდგინე, არც მე მიგულისხმია ლოკალური "კედლის გაზეთი"
ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ცოცხალი ბუნების შემსწავლელი ფაკულტეტი (თუ არ ვცდები ასე ქვია ფაკულტეტს) აპირებს ინგლისურენოვანი ჟურნალის გამოშვებას (ელექტრონულ ვერსიას), სადაც არა მარტო ქართველ, არამედ არაქართველ მეცნიერებსაც ექნებათ საშუალება გამოაქვეყნონ სტატიები კავკასიის ბიომრავალფეროვნების შესახებ.
რაც შეეხება ბიო-მეცნიერებებისათვის ერთიანი ჟურნალის გამოშევებას, ამ იდეას ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებ, რადგანაც სხვადასხვა მიმართულებებს განსხვავებული მოთხოვნები გააჩნიათ. მაგ. ბოტანიკა/ზოოლოგიაში მიმაჩნია, რომ ასეთი ლოკალური ჟურნალი აუცილებელია, რადგანაც საქართველოში გავრცელებული ფლორა/ფაუნის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ასეთი ლოკალური ჟურნალის მეშევეობით შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი არაქართველი მეცნიერებისათვის. ასეთი ჟურნალის საჭიროება რომ არსებობს ამაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ ნებისმიერი უცხოელი მეცნიერი, რომელიც საქართველოში გავრცელებულ მცენარესა თუ ცხოველზე მუშაობს აუცილებლად უთითებს ქართველების ნაშრომებს ამ ტაქსონების შესახებ (თუნდაც ქართულენოვან და ვიწრო ლოკალურ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიებს).
რაც შეეხება სამედიცინო კვლევებს მათ ლოკალურ ჩაროჩოებში ძნელად თუ მოაქცევ. ბოტანიკა/ზოოლოგიისაგან განსხვავებით, არა მგონია, რომ უცხოელი მეცნიერები სანთლით ეძებდნენ ქართველების მიერ გამოქვეყნებულ სტატებს მაცნესა თუ მოამბეში...