მაგთიკომმა სამთავრობო სტრუქტურებისათვის გამოცხადებული ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერი უკვე მეორედ მოიგო
სამთავრობო სტრუქტურებისათვის გამოცხადებული ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებულ ტენდერში ხელმეორედ გამარჯვებასთან დაკავშირებით, მაგთიკომმა პრესკონფერენცია 2013 წლის 30 აპრილს კომპანიის სათაო ოფისში გამართა.
3-თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ხელმეორედ გამართული ტენდერი კვლავ მაგთიკომმა, ამჯერად 2013 წლის ბოლომდე მოიგო.
ტენდერის შესყიდვის ობიექტს ფიჭური სატელეფონო მომსახურება წარმოადგენდა, შემსყიდველი კი - ერთიან ელექტრონულ სისტემაში შემავალი ყველა ორგანიზაცია იყო.
"ყველაზე დაბალმა ტარიფებმა, მაღალმა ხარისხმა, ფართო დაფარვამ და მოთხოვნილი სერვისების სრულად უზრუნველყოფამ მაგთიკომის მიერ ტენდერის მოგება განაპირობა. სამართლიანი ტენდერის პირობებში მაგთიკომმა უკვე მეორედ დაამტკიცა, რომ საუკეთესო ფასს, ხარისხს და მომსახურებას უზრუნველყოფს" - აცხადებენ მაგთიკომში.
ტენდერის შედეგად, სამთავრობო ქსელში გაერთიანებული ყველა სამინისტროს, უწყების, სააგენტოსა და ორგანიზაციის თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს ერთმანეთთან სრულიად უფასოდ საუბრის საშუალება ეძლევათ.
დღეისათვის მაგთიკომი 2.8 მილიონ მომხმარებელს ემსახურება და შესაძლებლობას აძლევს ერთდროულად ისარგებლონ როგორც მობილური, ისე ფიქსირებული ტელეფონიით, მაღალსიჩქარიანი უსადენო ინტერნეტითა და თანამგზავრული ტელემაუწყებლობით.
როგორ იქნა საქართველოში ეგ მოხდა ინტერნეტ პაკეტები წარმოუდგენელ ფასად
30 მბ -0.49 ლარი
50 მბ -0.99 ლარი
500 მბ -1.99 ლარი
1000 მბ - 2.99 ლარი
5000 მბ - 3.99 ლარი
15000 მბ- 4.99 ლარი