Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ISP FAQ > Wi-Fi Router


Posted by: LeeKum 18 May 2012, 20:30
გამომყავს GeLink-ის wi-fi, მითხრეს როუტერი უნდა იყიდოო. დიდად ვერ ვერკვევი როუტერებში და ვინმემ მირჩიეთ რომელი ჯობია ))

Posted by: koshogio 18 May 2012, 22:25
LeeKum
მთავარი ფასია, 40 ლარიანი ტპ-ლინკი გეყოფა.

Posted by: GeorgeT 19 May 2012, 16:05
QUOTE (LeeKum @ 18 May 2012, 20:30 )
გამომყავს GeLink-ის wi-fi, მითხრეს როუტერი უნდა იყიდოო. დიდად ვერ ვერკვევი როუტერებში და ვინმემ მირჩიეთ რომელი ჯობია ))

გააჩნია ფართობს,
80 კვადრატულამდე http://yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=37255

თუ მსხვილი კედლებია ან უფრო დიდი ბინა http://yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=37256
ან ეს: http://yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=34529

თუ 300 კვადრატულზე მეტია : http://yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=32268


Posted by: Tenno 20 May 2012, 15:34
ქცედა სადთულზე (რკინის კარებით დაცული ოთახია რა...) რო დავაყენო როუტერი, ზედა სართუ ლზე რო დაიჭიროს რა... სქწლი კედლებია (დაწესებულებაა)...


ეს წავა თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი როუტერიდან რომელიმე ავირჩიო...
http://myshop.ge/shop_section.php?shop_id=573&product_id=2532381

Posted by: IkaMac 20 May 2012, 15:36
QUOTE
მთავარი ფასია, 40 ლარიანი ტპ-ლინკი გეყოფა.

+ 8იანი ანტენა თხარე


http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=35116
http://www.yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=32488

ანუ ყიდულობ ამ 2-ს ამოხრახნი თავის ანტენას ჩახრახნი ამას, სიგნალი მაგრა ძლიერდება+ 150-ზე რო აყენია დაუწევ და კიდევ შორს გაიტანს

Posted by: BRETTELI 20 May 2012, 15:56
დელინკ დირ 615 იყიდე 5წელია მაქ და ელემენტარული არც კი დამიბროსებია მუშაობს უძაანმაგრესად

http://www.radikal.ru



Posted by: maverick16 20 May 2012, 17:29
სილკნეტზე ვარ და მინდა კო-ს 40მბ-იანი პაკეტი დავაყენო 2 კომპზე ქსელის კაბელით მაქვს ახლა სვიჩით. როუტერი უნდა ვიყიდო მაგრამ ვაიფაი როუტერი რო ვიყიდო მაგაზე კაბელითაც შეიძლება გავაკეთო 2 კომპზე? ამ მოდელზე მაგალითად http://pcshop.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage-gur.tpl&product_id=2970&category_id=68&option=com_virtuemart&Itemid=6&lang=ka

თუ ეს მოდელი გამომადგება? http://pcshop.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage-gur.tpl&product_id=2984&category_id=5115&option=com_virtuemart&Itemid=6&lang=ka

Posted by: compus 20 May 2012, 18:36
maverick16
QUOTE
ვაიფაი როუტერი რო ვიყიდო მაგაზე კაბელითაც შეიძლება გავაკეთო 2 კომპზე?

yes.gif
Wi-Fi მომავალში ტელეფონზე ან პლანშეტზეც გამოიყენებ

Posted by: GeorgeT 20 May 2012, 22:59
QUOTE (Tenno @ 20 May 2012, 15:34 )
ქცედა სადთულზე (რკინის კარებით დაცული ოთახია რა...) რო დავაყენო როუტერი, ზედა სართუ ლზე რო დაიჭიროს რა... სქწლი კედლებია (დაწესებულებაა)...


ეს წავა თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი როუტერიდან რომელიმე ავირჩიო...
http://myshop.ge/shop_section.php?shop_id=573&product_id=2532381

თუ ძალიან მიუწვდომელია, ჯობია კაბელით გაიყვანო,
ზეპირად საჭირო მოწყობილობას ვერ გათვლი.
თუ მაინც Wireless გინდა:
http://yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=37256 ეს ცადე

თუ ვერ დაიჭერს, გაიგებ რა მანძილზე იჭერს და რამდენად უფრო ძლიერი გჭირდება, მერე გადაცვლი შენთვის საჭიროში, კონსულტაციასაც გაგიწევენ და შეგარჩევინებენ.

* * *
QUOTE (maverick16 @ 20 May 2012, 17:29 )
სილკნეტზე ვარ და მინდა კო-ს 40მბ-იანი პაკეტი დავაყენო 2 კომპზე ქსელის კაბელით მაქვს ახლა სვიჩით. როუტერი უნდა ვიყიდო მაგრამ ვაიფაი როუტერი რო ვიყიდო მაგაზე კაბელითაც შეიძლება გავაკეთო 2 კომპზე? ამ მოდელზე მაგალითად http://pcshop.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage-gur.tpl&product_id=2970&category_id=68&option=com_virtuemart&Itemid=6&lang=ka

თუ ეს მოდელი გამომადგება? http://pcshop.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage-gur.tpl&product_id=2984&category_id=5115&option=com_virtuemart&Itemid=6&lang=ka

თუ wifi გინდა "ანტენიანი" smile.gif უნდა აიღო, მაგრამ შენს მიერ შერჩეულ მოდელს ანტენა არ ძვრება, რომ დაგჭირდეს ვერ დაუყენებ
http://yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=32488

ზევით რომ დავწერე ესე გაგიადვილდება შერჩევა:
"გააჩნია ფართობს,
80 კვადრატულამდე http://yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=37255

თუ მსხვილი კედლებია ან უფრო დიდი ბინა http://yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=37256
ან ეს: http://yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=34529

თუ 300 კვადრატულზე მეტია : http://yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=32268"

Posted by: s1mpsOnA 21 May 2012, 12:09
100-110 კვადრატულზე რომელი wi გამოდგება?
იაფიც რო იყოს smile.gif

Posted by: compus 21 May 2012, 12:13
s1mpsOnA
QUOTE
თუ მსხვილი კედლებია ან უფრო დიდი ბინა http://yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=37256

ეს წავა, ოღონდ სახლის ერთ ბოლოში არ უნდა დაამონტაჟო მაინც.

Posted by: xpress-11 13 Jun 2012, 18:06
5 ოთახიან ბინაში, კავკასუსის 20 ლარიან პაკეტზე( 5მეგაბაიტი) რომელი როუტერი ვიყიდო? ისე რომ მთელ სახლში დაიჭიროს რა.

Posted by: xpress-11 15 Jun 2012, 11:49
არავინ არ იცის?

30 character

Posted by: compus 15 Jun 2012, 12:56
xpress-11
QUOTE
თუ მსხვილი კედლებია ან უფრო დიდი ბინა http://yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=37256

დევს ლინკები და... ეს არ გაწყობს რამით?

Posted by: iase 15 Jun 2012, 13:02
რამე მიმღების გამაძლიერებელი არსებობს?
...........................


Posted by: GeorgeT 15 Jun 2012, 14:31
თუ ძლიერ როუტერს ან აქსეს პოინტის დაყენების საშუალება არ გვაქვს, მაშინ ან ძალიან ძლიერი ქსელია პლატა გჭირდება

http://www.yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=18520
საკმაოდ ძვირიანი სიამოვნებაა, ან ეს შედარებით მისაღები ფასით:

http://www.yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=32528

უფრო მისაღები გადაწყვეტა იქნება აქსეს პოინტის ჩართვა რეპიტერად, ან პირდაპირ რეპიტერის დადგმა:
http://www.yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=27939
ან
http://www.yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=37251
ეს მოწყობილობა უნდა დავდგათ სადაც ვაიერლესი იჭერს, ჩავრთოთ რეპიტერის რეჟიმში, დავანახოთ ვაიერლესი, შევიყვანოთ პაროლი.
იმუშავებს ასე - დაიჭერს და გადასცემს, გაიმეორებს იგივეს, სახელი და ქსელი იგივე იქნება, შეიძლება კომპიუტერს დამახსოვრებული ჰქონდეს ძველი, ამიტომ წაშალე და თავიდან დააკონექტე


Posted by: Leone990 20 Jun 2012, 14:20
მოგესალმებით. მაქვს 30 ლარიანი კაუკასუსის ge link ის ინტერნეტი. wi fi ს დაყენება უფასოა ამაზე? თუ იცით

Posted by: kniaz22 20 Jun 2012, 23:44
Leone990

აქტივაცია უფასოა, მარტო როუტერს ყიდულობ


Posted by: Leone990 21 Jun 2012, 15:53
kniaz22
მოკლეთ 2 ოთახიანი სახლი მაქ და რომელს მირჩევთ რომ მთელ სახლში ნორმალურად იჭერდეს? თუ შეიძლება აქაური ლინკიც და amazon.com იდანაც დამიდეთ ლინკი.

Posted by: GeorgeT 24 Jun 2012, 11:26
QUOTE (Leone990 @ 21 Jun 2012, 15:53 )
kniaz22
მოკლეთ 2 ოთახიანი სახლი მაქ და რომელს მირჩევთ რომ მთელ სახლში ნორმალურად იჭერდეს? თუ შეიძლება აქაური ლინკიც და amazon.com იდანაც დამიდეთ ლინკი.

http://www.yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=35116
37 ლარი

Posted by: brobus 5 Aug 2012, 18:49
თუ იცით ახალ ქსელებზე wifi მუშაობს?

Posted by: khatia87 6 Aug 2012, 09:35
ბოჭკოვანი მაქვს ახალი ქსელების და რომელი როუტერის დაყენება ჯობია?სახლი არის 120კვ.მ

Posted by: shota199408 18 Aug 2012, 15:50
სიკლნეტი ინტერნეტი მაქ ვაიფაი მოდემი რო ვიყიდო და ინტერნეტი შევუერთო რაიმე იპების გაწერა ხომ არ დაჭირდება_?პირდაპირ შევაერთბ და იმუშავებს ხო??

Posted by: maverick16 4 Sep 2012, 18:25
ტპ ლინკის როუტერები არ იყიდოთ ###ობაა

Posted by: SALEX 13 Sep 2012, 14:43
40 კვადრატულზე მინდა ეს ვაიფაი მოდემი ვერ ვერკვევი რა ვიყიდო და სად.22MB-იანი კაუკასუსი მაქ ინეტი.ყველაზე იაფად სად შეილება?

Posted by: mettalmag 3 Oct 2012, 12:21
SALEX
ივერსი ვაჟაზე ტპლინკი, 33.09 გელ. იაფია მუშაა, თუ შენ ვერ დააყენებ გამოძახებას გაგიფორმებენ და უფასოდ დაგიყენებენ მაგრამ ჯობია რო დარეკო გიკარნახონ და ისე დააყენო

Posted by: lexomik 3 Oct 2012, 13:29
khatia87
QUOTE
ბოჭკოვანი მაქვს ახალი ქსელების და რომელი როუტერის დაყენება ჯობია?სახლი არის 120კვ.მ

brobus
QUOTE
თუ იცით ახალ ქსელებზე wifi მუშაობს?


ახალი ქსელები, კავკასუს ნეტვორკი და ჯე-ლინკი რა შუაშია??? ყველანაირ ინტერნეტზე შეიძლება დაყენდეს WI-FI. მტავარია ტელეფონის შნურს რომ ვუერთებდით ადრე პირდაპირ კომპიუტერს Dial-Up რომ იყო ეგ არ იყოს biggrin.gif
http://iversi.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=37256
ძალიან კარგი რუტერია. ჯერ შეაერთე ლურჯ პორტში და ნახე თუ იმუშავებს ინტერნეტი თუ არ იმუშავა მერე 4 ყვითელი პორტიდან ნებისმიერში.

maverick16
QUOTE
ტპ ლინკის როუტერები არ იყიდოთ ###ობაა


შენ თუ ცუდი გამოგადგა, რა TP-Linkის ბრალია?

გერმანიაში ნაყიდი 3COM ფირმის რუტერი მქონდა და სისხლი გამიშრო, წარამარა გადატვირთვა ჭირდებოდა. 3COM საშუალოზე მაღალი დონის რუტერებში გადის. ანუ Tenda-ზე, TP-Link-ებზე, D-Link-ებზე უკეთესი (წესით), სადღაც Netgear-ის და US-Robotics-ის დონის და Cisco-ზე ნაკლები.

მე მაქვს პირადად 3 რუტერი სამივე TP-Link-ისაა და სამივე იდეალურად მუშაობს.

თან TP-Link-ს მაგარი ადვილი მენიუ აქვს და ძალიან ბევრი შესაძლებლობები. ადვილად აკეთებ ნებისმიერ კონფიგურაციას და ადვილადაც ერკვევი მენიუში.

პირველი რომ ვიყიდე მაშინ იაფიანები არ იყო და 80ლარამდე გადავიხადე და მერე მეორე უკვე იაფად ვიყიდე, იმიტომ რომ ეს პირველი, სახლის ერთ ბოლოში იდგა და მეორე ბოლოში აუცილებლად მჭირდებოდა ინტერნეტი. ამიტომ ვიყიდე მეორე და მეორეს ვამუშავებ როგორც ინტერნეტის სიგნალის გამაძლიერებელ-გამამეორებლად. მერე მეორე ბინაში რომ დამჭირდა უსადენო ინტერნეტი, ისეთი კმაყოფილი ვიყავი, რომ დაუფიქრებლად ვიყიდე ისევ TP-Link.

40-50 კვადრატულ მეტრამდე ერთ ანტენიანი საკმარისია

80-100 კვადრატულამდე ორ ანტენიანია საკმარისი

100 კვადრატულის მერე 3 ანტენიანია კარგი.

თუ შემდგომში ფართობის გაზრდის პონტი გაქვთ და ეხლა ცოტა ფულის გადახდა გინდათ, მაშინ ეცადეთ ისეთი იყიდოთ, რომელსაც ანტენა ეხსენება. ანუ ყველა რუტერზე მოძრაობს ანტენა და ტრიალებს (ისეთ პოზიციაში დააყენებ, როგორშიც გინდა) მაგრამ ყველა რუტერზე ვერ მოაძრობ ანტენას. TP-Link რუტერებზე თუ მოდელის ბოლოში ND ასო წერია, ესეიგი ანტენას უბრალოდ მოუშვებ და მოსძვრება, რომელსაც მხოლოდ N უწერია იმას არ ეშვება. უპირატესობა მოსახსნელიანში ის არის რომ შეგიძლია უფრო ძლიერი ანტენა დაუყენო. სტანდარტულად რუტერებს აქვს 2.5 ან 5 დეციბალიანი ანტენები მაგრამ თუ დაჭირდა სიგნალის გაძლიერება არსებობს (ცალკე გაყიდვაშია) 8; 9 ან 10 და უფრო მეტ დეციბალიანი ანტენები.

Posted by: allsymb 7 Oct 2012, 02:42
http://mumbai.olx.in/d-link-10-100-fast-ethernet-switch-des-1008d-iid-385430747

ამას არ აქვს წიფი?

rolleyes.gif

Posted by: koshogio 7 Oct 2012, 10:54
allsymb
QUOTE
ამას არ აქვს წიფი?

ეგ უბრალო სვიჩია. არ აქვს.

Posted by: _D_I_T_O_ 9 Oct 2012, 23:19
3 სართულიანი სახლია, ერთი სართული 100 კვადრატული
user posted image

რომელი wifi როუტერი დავაყენო რომ კარგად დაიჭიროს ყველა სართულზე...

შიგა ტიხრები ძირითადად გიფსოკარდონია

Posted by: mettalmag 12 Oct 2012, 12:05
_D_I_T_O_
http://www.yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=39912

ეს თვითონ რატუერჩიკი

ანტენები გინდა თითო სართულზე თითო
მაგრამ გააჩნია როგორი გინდა რომ იყოს სიგნალის მიწოდება
არის წერტილოვანი იაგი
არის წრიული ომნი
ანუ რელურად გააჩნია ანტენებს სად დააყენებ

http://www.yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=37759 ეს იაგი ინ და აუთდორი რენჯს და ფართს გააჩნია

http://www.yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=37757 ესეც ომნი ინდორი


მოკლედ მნიშვნელობა აქვს სად აყენებ ამ ანტენებს ანუ შენობის რომელ კუთხეში თუ ცენტრში


Posted by: Shady. 12 Oct 2012, 12:27
mettalmag
QUOTE
მაგრამ ჯობია რო დარეკო გიკარნახონ და ისე დააყენო

კარგი რა, აზრზე არ არიან.

Posted by: mettalmag 12 Oct 2012, 12:41
Shady.
QUOTE
კარგი რა, აზრზე არ არიან.

აზრზე არ არიან მანდ არაფრის

Posted by: Bull_ 12 Oct 2012, 12:48
ვაიერლეს როუტერის ყიდვა მინდა და ალგირითმში მივიდე, ივერსში თუ ალტაში?
სად უფრო დიდი არჩევანია?

Posted by: koshogio 12 Oct 2012, 13:10
Bull_
QUOTE
ივერსში


Posted by: mettalmag 12 Oct 2012, 15:28
Bull_
ივერსი კარგია
ტპლინკები აქვთ
იაფი ღირს თუ ბევრს არ ითხოვ wifi-სგან
თუ ბევრი ამბებისთვის გინდა ეგენიც აქვთ
ფასები კონფეტ ისეთი კარგებია

Posted by: Bull_ 12 Oct 2012, 17:29
mettalmag
QUOTE
ტპლინკები აქვთ
იაფი ღირს თუ ბევრს არ ითხოვ wifi-სგან


ჩვეულებრივი მოხმარებისთვის მინდა ისეთი არაფერი განსაკუთრებული
რა ღირს მაინც?

Posted by: MEGA 12 Oct 2012, 17:34
Bull_
http://www.yversy.com/e-store/?SECTION_ID=2879

Posted by: mettalmag 12 Oct 2012, 17:50
Bull_
ფართი რამხელაა ?
33 ლარიდან იწყება ფასები

Posted by: beduin 13 Oct 2012, 14:46
რომელი ვიყიოდ რას მირჩევთ?120 კვადრატულია სახლი ...40 ლარიანი პაკეტი მაქვს GE ლინკი არავისთან არ ვიყოფ... დღეს უნდა გავიდე და რას მირჩევთ?

Posted by: mettalmag 13 Oct 2012, 14:49
beduin
QUOTE
რომელი ვიყიოდ რას მირჩევთ?120 კვადრატულია სახლი ...40 ლარიანი პაკეტი მაქვს GE ლინკი არავისთან არ ვიყოფ... დღეს უნდა გავიდე და რას მირჩევთ?

კვადრატულობას მნიშვნელობა სახლის პირობებში იმდენად არააქვს რამდენადაც ტიხრებს და კედლებს


Posted by: Decease 13 Oct 2012, 17:25
ჩვეულებრივ PC-ზე რა უნდა მივაერთო რო Wi-Fi დავიჭირო?

http://yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=34524 ეს ხო არაა?

Posted by: koshogio 13 Oct 2012, 22:01
Decease
QUOTE
ეს ხო არაა?

კი ეგაა.

Posted by: samxara91 13 Oct 2012, 22:11
beduin
http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=37766 >>> ამას გირჩევ wink.gif

Posted by: Bull_ 15 Oct 2012, 12:06
mettalmag
QUOTE
ფართი რამხელაა ?
33 ლარიდან იწყება ფასები


ფართი 130 კვადრატულია. მაქვს 5-იანი გელინკი...

Posted by: mettalmag 15 Oct 2012, 13:04
Bull_
ფართი დიდია იყიდე ერთი როუტერი მოსახსნელი ანტენით და ინდორ ომნი ანტენა
ან თU გაწვდები შეგიძლია ორი როუტერი იყიდო ერთი ვდს მხარდაჭერით მაგას უბრალოდ შეაერთებ დენშI და იმუშავებს

ტიხრების და კედლების ამბები როგორ არის და/ან რომელ ოთახში უფრო პრიორიტეტულია დაყენება ?
ანუ ვთქვათ საძინებელში თუ პერსონალური გაქ და wifi-ს ძირითადად სხვა ოთახში იხმარ შეგიძლია იმ ოთახში როუტერი დადგა და პისიმდე კაბელი მიიყვანო

ადგილი რო ვიცოდე ზუსტად გეტყოდი boli.gif

Posted by: Bull_ 15 Oct 2012, 14:35
mettalmag
QUOTE
Bull_
ფართი დიდია იყიდე ერთი როუტერი მოსახსნელი ანტენით და ინდორ ომნი ანტენა


DIR300 მიყენია და კარგად იჭერს ყველგან, პროსტა ხან მუშაობს და ხან არა და მაგიტომ მინდა შევცვალო....

QUOTE
ფართი დიდია იყიდე ერთი როუტერი მოსახსნელი ანტენით და ინდორ ომნი ანტენა

ეს რომელი როუტერია? შეგიძლია ლინკი ჩამიგდო?

Posted by: mettalmag 15 Oct 2012, 15:08
Bull_
დირ 300-ზე არ მახსოვს ანტენა ეხსნება თუ არა
თუ ეხსნება დააყენე დიდი ანტენა
ან კონფიგი შეამოწმე

Posted by: Bull_ 15 Oct 2012, 16:20
mettalmag
QUOTE
დირ 300-ზე არ მახსოვს ანტენა ეხსნება თუ არა
თუ ეხსნება დააყენე დიდი ანტენა
ან კონფიგი შეამოწმე


სახლში რომ მივალ ვნახაც და მოვიწერები

Posted by: mettalmag 15 Oct 2012, 16:30
Bull_
QUOTE
სახლში რომ მივალ ვნახაც და მოვიწერები

ოკოკ

Posted by: david1010 28 Oct 2012, 17:58
ხალხნო დამეხმარეეეეეეეეთ smile.gif
ე.ი მინდა ივერსში ვიყიდო როუტერი რომელიც მთელ სახლში კარგად დაიჭერს და რომელს მირჩევთ?
სახლი არის 60 კვ მ. აი სურათზე წითელი წერტილი სადაც ზის იქ იდგება როუტერი. კედლები სქელი არ არის მაქს 20 სმ.
http://www.radikal.ru

Posted by: khatia87 17 Nov 2012, 16:43
ეხლა მირჩიეთ რამე ინგლისიდან მიგზავნიან როუტერს, ფირმა არ მახსოვს აქ იმუშავებს? აქვს მნიშვნელობა სიხშირეს?

Posted by: IkaMac 28 Nov 2012, 01:21
david1010
ყველაზე იაფი 2 ანტენიანი ტპ ლინკი აიღე
841 ქვია მგონი



khatia87
იმუშავებს

Posted by: ent1c3d 29 Dec 2012, 15:48
ახალი ქსელების ნეტი მაქვს adsl, ანუ ბოჭკოვანი არ არის.
ხოდა როგორც ვიცი wifi მოდემი მჭირდება რო მთელ სახლში იყოს ნეტ, რომელს მირჩევთ? მოდემსა და იმ წერტილებს შორის სადაც მინდა რო იჭრდეს ნეტ დიდი არ არის. და მაღაზიაც მირჩეით

Posted by: khatia87 31 Dec 2012, 01:23
ხალხო დამეხმარეთ,მოკლედ ინგლისიდან გამოგზავნილი ვერ დავაყენე,მერე ვიყიდე TP-LINK მოვიყვანე ხელოსანი დამიყენა... 1საათში გაითიშა მარტო საიპი მუშაობდა მოვიდა და ახლიდან დაარეიზა...მეორე დგესაც და დღესაც ასეთი პრობლემა მაქვს,თუ არ დავაინსტალირე გამორთვის მერე აღარ შედის საიტებზე.ამ ხელოსანმა მითხრა რომ გამოსაცვლელია როუტერიო... თქვენ რას მირჩევთ,სხვა ხელოსანს დავაყენებინო თუ გამოვცვალო როუტერი?ვინმეს გქონიათ ასეთი პრობლემა?

Posted by: IkaMac 31 Dec 2012, 02:06
khatia87
მანახე ერთ დღეს და გაგისწორებ, ვერ ქნა ეტყობა იმან კარგად smile.gif

Posted by: NIKI. 11 Feb 2013, 15:09
სად იყიდება ეს ტპ ლინკები, იქნებ მაღაზიიზ მისამართები დადოთ. 30-40 კვადრატზე მჭირდება.

Posted by: koshogio 11 Feb 2013, 18:56
NIKI.
ამათ ქონდათ იაფიანი. http://yversy.com/ ახლა არ ჩანს საიტზე. შენ wr741nd თავისუფლად გეყოფა. ამათ ახლა ყველაზე იაფი ეს აქვთ http://yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=43999

Posted by: NIKI. 11 Feb 2013, 22:07
koshogio გმადლობ smile.gif

Posted by: qetidolche 18 Feb 2013, 11:38
გამარჯობა. მაქვს კავკასუსის ბოჭკოვანი ინტერნეტი 15 ლარიანი.ახლა მომივიდა წერილი 20 ლარიანი ხდება და 5 ჯერ იზრდება სიჩქარე. სახლი არის მოსკოვის პროექტის 1.5. 55 კვ,ზალაში დგას PC კომპ სადაც მინდა როუტერი დავაყენო.ასევა გვაქვს 2 ლეპტოპი.რომლებიც ერთი საძინებელში მეორე ლოჯში უნდა იყოს.კავკასუზში მითხრეს რომ თავისუფლად გაქაჩავსო.გვაქვს ტელეფონები რომლიდანაც შეიძლება მოგვინდეს შესვლა (რათქმაუნდა ყველა ერთდროულად არაbiggrin.gif). ახლა მაინტერესებს რომელი როუტერი უნდა ვიყიდო ძვირი რო არ იყოს და გამიქაჩოს კარგად.შეფერხებების გარეშე.კონკრეტულად თუ მეტყვით მოდელს და სად ვიყიდო კარგ ფასად გამახარებთ ძალიან იმიტო რო მალე უნდა მოვიდნენ და დავაყენებინო.და ამ როუტერის გარდა ხო არაფერი დასჭირდება ?

Posted by: Destty 23 Feb 2013, 15:26
QUOTE
ხალხო დამეხმარეთ,მოკლედ ინგლისიდან გამოგზავნილი ვერ დავაყენე,მერე ვიყიდე TP-LINK მოვიყვანე ხელოსანი დამიყენა... 1საათში გაითიშა მარტო საიპი მუშაობდა მოვიდა და ახლიდან დაარეიზა...მეორე დგესაც და დღესაც ასეთი პრობლემა მაქვს,თუ არ დავაინსტალირე გამორთვის მერე აღარ შედის საიტებზე.ამ ხელოსანმა მითხრა რომ გამოსაცვლელია როუტერიო... თქვენ რას მირჩევთ,სხვა ხელოსანს დავაყენებინო თუ გამოვცვალო როუტერი?ვინმეს გქონიათ ასეთი პრობლემა?


მარტო Skype თუ ირთვება ესეგი DNS სერვერის მისამართები ვერ გაუწერია სწორედ )
ან შენ კომპში გაწერე IP ები და DNS Address ხელით
შეგიძლია DNS Address 8.8.8.8 მიეწერო იმუშავებს Google -ს მისამართია.

Posted by: picpic 26 Feb 2013, 18:03
გაგიმარჯოთ სუყველას!
ახალ თემას არ გავხსნი და აქ დავწერ თუ შეიძლება:

მოკლედ მაქვს კავკასუსის ინტერნეტი (22მბტ-იანი პაკეტი 30ლარი) და გასანაწილებელი მაქვს ორ კომპზე, უკაბელოდ.

გაგებაში არ ვარ როუტერებში არადა ინტერნეტი სავსეა მოწყობილობებით, და თუ არ შეწუხდებით, მაგალითად ამ მოდელებიდან რომელი მაწყობს რომ ვიყიდო:
http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=35072
http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=32489
http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=37251
http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=27939
http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=43309
http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=43999
http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=44000
http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=44002
http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=42551

ყველაზე გადასვლა არ არის აუცილებელი, რა პრინციპით ავარჩიო ის მიმითითოთ იქნება.






Posted by: koshogio 26 Feb 2013, 18:56
Destty
Access Point არ იყიდო, დანარჩენი როუტერი ფასის მიხედვით, რისი საშუალებაც გაქვს.
სხვა მაღაზიებში მოძებნე TL-WR741ND, თავისუფლად გეყოფა.

Posted by: MMS 28 Feb 2013, 13:14
სილქნეტის ოპტიკური და ტელევიზია მაქვს, იმათ დავურეკე და 2 კვირაა არ მაღირსეს დაყენება ხოდა 100კვადრატულზე რომელ მოდემს მირჩევდით ? smile.gif
wifi მინდა smile.gif

Posted by: kapkapa 4 Mar 2013, 14:46
koshogio
Access Point არ მუშაობს კავკაზუსზე? აუცილებლად როუტერი უნდა იყოს?

Posted by: MEGA 4 Mar 2013, 14:51
QUOTE
Access Point არ მუშაობს კავკაზუსზე?

no.gif

Posted by: koshogio 4 Mar 2013, 15:11
MEGA
QUOTE
Access Point არ მუშაობს კავკაზუსზე? აუცილებლად როუტერი უნდა იყოს?

მე ვამუშავებ, მაგრამ ქსელის ორ კარტას ვიყენებ. ანუ ინტერნეტი შედის ერთ კარტაზე, რომელსაც ვაზიარებ და მეორე კარტაზე მიერთებული მაქვს აქსეს პოინტი. (რეალურად როუტერი აქსეს პოინტის რეჟიმში).

Posted by: MEGA 4 Mar 2013, 15:18
koshogio
ეგრე კი, ინტერნეტს ყოფს ქსელის კარტა ,კომპიუტერი სულ ჩართული უნდა იყოს
სტანდარტულ პირობებში რთულია მაგ სქემის გამოყენება

თუ რათქმაუნდა ტრაფიკის გაფილტვრა არ გინდა ან სხვა რამ რასაც სტანდარტული როუტერი ვერ ქაჩავს და ამ დროს ცისკო, მიკროტიკი ან სხვა პროგრამირებადი როუტერი არ გაქვს

Posted by: koshogio 4 Mar 2013, 16:14
MEGA
QUOTE
კომპიუტერი სულ ჩართული უნდა იყოს

ჰო, ეგ ნაკლი აქვს. (ჩემ სახლში სულ ჩართულია )

Posted by: kapkapa 4 Mar 2013, 18:28
QUOTE (MEGA @ 4 Mar 2013, 15:18 )
კომპიუტერი სულ ჩართული უნდა იყოს

მოკლედ არ ღირს , ჯობია როუტერი ვიყიდო

Posted by: koshogio 4 Mar 2013, 20:24
kapkapa
QUOTE
მოკლედ არ ღირს , ჯობია როუტერი ვიყიდო

მეგონა აქსეს პოინტი უკვე ნაყიდი გქონდა და მისი გამოყენება გინდოდა. თუ ჯერ არ გიყიდია, მაშინ როუტერი იყიდე.

Posted by: gvirjo 4 Mar 2013, 21:22
MMS
QUOTE
100კვადრატულზე

QUOTE
2 კვირაა არ მაღირსეს დაყენება

100 კვადრატულის დაფარვა იმათ მოდემს ძალიან გაუჭირდება, ჯობია შენით იყიდო

Posted by: MRlurch 8 Mar 2013, 10:32
30 ლარიანი კაუკასუსი მაქ 100 კვადრატულზე კარგად რო იმუშავოს რომელ როუტერს და ადაპტერს მირჩევთ?rolleyes.gif

Posted by: -Alex- 5 May 2013, 03:32
ინტერნეტი დამიყენეს 1 მაკზე. და გაყოფა თუ გინდა როუტერი უნდა იყიდო და მაკის კლონირება გააკეთოო.

არ შეიძლება პროვაიდერს(თუ თანახმაა) მაკი გავაწერინო სვიჩის მაკზე რომელიც მაქვს და რაზეც ვაერთებ ყველაფერს ისედაც და ასე გავყო 2 კომპზე და +wifi access point-ზე. თუ სვიჩზე არ გამოვა?

Posted by: IkaMac 5 May 2013, 03:45
-Alex-
უბრალო სვიჩს მაკი არ აქ smile.gif






....................

Posted by: N-Ghost 25 May 2013, 21:34
ბიჭებო ანდროიდი გავჩითე სილქნეტის ინტერნეტი მაქვს 65 ლარიანი პაკეტი და ცოტა იაფად რომელ ვაი ფაის მოდემს მირჩევთ? საერთოდ რაა საჭირო რომ დავაყენო? ხო კიდევ მე და ჩემს მოკედლეს გვინდა ერთად და ბეტონის კედელსი რომ გააღწიოს ისეთი მინდა,,, მადლობთ წინასწარ biggrin.gif

Posted by: tAzZ 5 Sep 2013, 00:19
გამარჯობათ, რაღაც ამ ბოლო 1 თვის მანძილზე ჩემი wifi უბერავს მგონი, wifi, რომ ვიყიდე რამოდენიმე თვე იჭერდა ყველა ტექნიკა, მაგრამ ეხლა იჭერს მაგრამ საიტებზე და არსად არ შედის, უბრალოდ იჭერს. და რისი ბრალი იქნება თქვენი აზრით ? იქნებ დამეხმაროთ

Posted by: academykos 13 Sep 2013, 13:58
გამარჯობათ, მაქვს სილქნეტის 37 ლარიანი ინტერნეტი (კერძო ბინაში)
მინდა სახლში გავუშვა wi-fi მარა მეზობელს გაყვანილი ყავს შნურით და ესევე რო დარჩეს + silk-tv რა მოდემს მირჩევთ იაფში რო გამოვიდე? სილქნეტში 15-20 ლარად შემომთAვაზეს მოდემები და ვარგა? მადლობა წინასწარ

Posted by: koshogio 13 Sep 2013, 14:19
academykos
მოდემი არა. როუტერი გჭირდება wi-fi -თ. იაფი და მუშა tp-link-ებია.
აქ შეარჩიე http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=53392

Posted by: academykos 13 Sep 2013, 16:25
koshogio
უი ხო ხო )) და რა მიდნა გკითხო 1-2 ანტენიანს შორის ფასის განსხვავება სადღAც 10 ლარია და რამდენით მეტ მანძილზე ფარავს2 ანტენიანი?

Posted by: koshogio 13 Sep 2013, 17:08
academykos
QUOTE
რამდენით მეტ მანძილზე ფარავს2 ანტენიანი?

სამსახურში ერთ-ანტენიანიც მაქვს და სამ-ანტენიანიც, მაგრამ დიდი განსხვავება ვერ შევამჩნიე.

Posted by: academykos 13 Sep 2013, 20:06
koshogio
მადლობა გაიხარე )

Posted by: zviozvio 15 Sep 2013, 16:23
http://www.tp-link.com/lk/products/details/?model=TL-WA5210G#over
რამდენ მეტრაზეა შესაძლებელი ინტერნეტის კაბელით რომ გავიტანო ? მაქსიმალური რამდენია 50? 100 მეტრი?

Posted by: gvirjo 15 Sep 2013, 16:35
zviozvio
100 თუ შუაში არაფრის ჩაყენებას არ აპირებ

Posted by: zviozvio 15 Sep 2013, 20:10
gvirjo
შუაში თუ რამეს ჩავაყენებ 100ზე მეტზე გავიტან მაგ ტპლინკს?
სადმე უწერია 100 მეტრი თუ ეგ ზოგადი სტანდარტია?

Posted by: manvela 3 Oct 2013, 05:18
koshogio
QUOTE

მოდემი არა. როუტერი გჭირდება wi-fi -თ. იაფი და მუშა tp-link-ებია.
აქ შეარჩიე http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=53392

ჯელინკი რომ შევაერთო ამაზე 20 ლარიანი ხო წავა, რამე ნასტროიკა უნდა?

რა მაინტერესებს კიდე, პერსონალჯური ხო არ იჭერს ვაიფაის და ამ როუტერში რო შევაერთებ შნურს მერე კომპს როგორ მივაწოდო ნეტი/

Posted by: samxara91 3 Oct 2013, 08:26
manvela
მაკ კლონი დაგჭირდება.
პერსონალურში როუტერიდან ჩაიყვანე შნურით smile.gif

Posted by: RZ-S TT 27 Oct 2013, 21:15
გამარჯობათ, cisco linksys E4200 მოდელი, დუპლექსის ტიპის ბინაში(საერთო ფართი 300კვ.მ) დაიჭერს ორივე სართულზე ნორმალურად?(ქვედა სართულზე ვაპირებ დაყენებას) ეხლა tplinkის 1 ანტენიანი მიყენია და ქვემოთ სართულზე 100% ფარავს მეტნაკლებად საშუალო მიღება აქვს, ზედა სართულზე მარტო იქ, სადაც როუტერია ახლოს(+/-10კვ.მ) მოკლედ, tplinkის 1 ანტენიანზე ფართო range არ ექნება linksys E4200ს? :S

Posted by: BABYLON13 2 Nov 2013, 14:50
გამარჯობა
შეგიძლიათ მირჩიოთ როუტერი Mთელს სახლში უპრობლემოდ რომ იჭერდეს მინდა TV-ზერომ იჭერდეს და რამე სპეციფიკური როუტერია საჭირო ?
3 მოდელი შევარჩიე რომელიმე გამოდგება ?
http://pcshop.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage-gur.tpl&product_id=21113&category_id=69&option=com_virtuemart&Itemid=6&lang=ka
http://pcshop.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage-gur.tpl&product_id=21114&category_id=69&option=com_virtuemart&Itemid=6&lang=ka
http://pcshop.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage-gur.tpl&product_id=21116&category_id=69&option=com_virtuemart&Itemid=6&lang=ka

Posted by: koshogio 2 Nov 2013, 18:46
BABYLON13
როუტერი მხოლოდ ეს არის http://pcshop.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage-gur.tpl&product_id=21116&category_id=69&option=com_virtuemart&Itemid=6&lang=ka

Posted by: BABYLON13 2 Nov 2013, 19:01
koshogio
ანუ ეგ მოდელი საკმარისია Mთელ სახლში უპრობლემოდ რომ იმუშავოს?

Wireless USB Adapter ტელევიზორზე რომ ყენდებოდეს შეგიძლიათ მირჩიოთ ?

Posted by: zviozviadi 22 Nov 2013, 20:21
მაქვს tp-link tl-wa701nd და თუ შემიძლია ამ როუტერის საშუალებით ინტერნეტი გავყო ორი ლეპტოპისთვის wifi რომ მქონდეს?

Posted by: koshogio 22 Nov 2013, 22:23
zviozviadi
ეგ არაა როუტერი. The TP-LINK Wireless N Access Point TL-WA701ND.

QUOTE
ინტერნეტი გავყო ორი ლეპტოპისთვის wifi რომ მქონდეს?

გააჩნია რა ინტერნეტი გაქვს და რა სქემითაა ჩართული.

Posted by: zviozviadi 22 Nov 2013, 23:22
კაუკასუსის ოპტიკური ინტერნეტია.........................................

Posted by: koshogio 22 Nov 2013, 23:32
zviozviadi
QUOTE
კაუკასუსის ოპტიკური ინტერნეტია.......

ანუ კაბელი პირდაპირ კომპშია შეერთებული. შიგ ქსელის მეორე კარტას თუ ჩადგამ, მაშინ გამოგადგება ვაიფაის გამავრცელებლად.

Posted by: Davidgeo 7 Dec 2013, 00:18
მოკლედ კავკასუსის ლინკი გვაქვს მე და ჩემს მეზობელს 30 ლარიანი პაკეტი შესააბამისად ვაიფაი როუტერით გვაქვს გაყოფილი. ეხლა ჩემთან მოდის ინტერნეტი ჩველუებრიივად კაბლეიით და ვაიფაი რომ დავაყენო მეც შეიძლებაა? ან რომელ როუტერს მირჩევთ?

Posted by: koshogio 7 Dec 2013, 00:37
Davidgeo
QUOTE
ვაიფაი რომ დავაყენო მეც შეიძლებაა?

კი.
QUOTE
რომელ როუტერს მირჩევთ?

http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=54857
ჩართვა ამ სქემით გააკეთე: http://hdweb.dsl.ge/view_post.php?id=27

Posted by: Davidgeo 7 Dec 2013, 00:52
QUOTE
ჩართვა ამ სქემით გააკეთე: http://hdweb.dsl.ge/view_post.php?id=27

აქ დსლ ინტერნეტიის დროსო და მე რაღაც უფრო მარტივად ვაკეთებდიი ხოლმე biggrin.gif აქ რაღაც რთულადაა ყველაფერი biggrin.gif

ისე ეგ ტპ ლინკი რამხელა ფართისთვისაა? რატომ ტპ ლინკი და არა ტენდა მაგალითად

Posted by: koshogio 7 Dec 2013, 08:44
Davidgeo
QUOTE
აქ დსლ ინტერნეტიის დროსო

იგივეა რაც მეზომლიდან გამოსული კაბელი.
QUOTE
ეგ ტპ ლინკი რამხელა ფართისთვისაა?

50 მ რადიუსი, თხელი კედლების დროს.
QUOTE
რატომ ტპ ლინკი და არა ტენდა

ტენდა არ გამაგონი, სხვა შენი ნებაა.

Posted by: devdariani_29 1 Jan 2014, 22:11
გამარჯობათ. 30 ლარიანი ინტერნეტი მაქვს კავკასუსის, G ლინკი, ხოდა Wi-Fi-ის როუტერი მინდა პლანშეტისთვის და რომელს მირჩევთ??? მაინცდამაინც ძვირიანი არა, ნორმალური რა

Posted by: zazavar 30 Jan 2014, 16:15
QUOTE
გამარჯობათ. 30 ლარიანი ინტერნეტი მაქვს კავკასუსის, G ლინკი, ხოდა Wi-Fi-ის როუტერი მინდა პლანშეტისთვის და რომელს მირჩევთ??? მაინცდამაინც ძვირიანი არა, ნორმალური რა

მეც იგივე ინტერნეტი და სურვილი მაქვს. თან დაყენაბაც არ ვიცი როგორ უნდა და იქნებ მირჩიოთ

Posted by: Accident 30 Jan 2014, 18:45
devdariani_29
zazavar

http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=54857
http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=45594

http://hdweb.dsl.ge/view_post.php?id=21



Posted by: france 6 Feb 2014, 22:01
wi-fi როუტერი tp-wr841N (300 mpbs) ვიყიდე და ნოუთბუქიც და მობილურიც კარგად იჭერს, მაგრამ სხვა კომპიუტერსაც მინდოდა wi-fi დაეჭირა და ადაპტერი TL-WN725N V2 ვიყიდე. დავაინსტალირე, მაგრამ მაინც ვერ სედის ინტერნეტში.
ან შეზღუდულია წვდომას მიწერს ან საერთოდ no access, მაგრამ wi-fi-ს ძებნის მგონი, ყოველ შემთხვევაში რაც დავარქვი დავარქვი და პოულობს.
ხო, როუტერის დრაივერი თუ არ ვიცი, რაღაც დავაინსტალირე როგორც გიდში ეწერა და რაღაც მოვნიშნე მახსოვს მაკ კლონის გაკეთება, თუ რაღაც ეგეთი.
სადმე დავუშვი შეცდომა? რისი ბრალი შეიძლება იყოს.

Posted by: koshogio 6 Feb 2014, 22:28
france
QUOTE
სადმე დავუშვი შეცდომა?

ალბათ.
აქ ცოტა სხვანაირად მიწერია, http://hdweb.dsl.ge/view_post.php?id=26 მაგრამ გაზიარება სწორედ ასე უნდა გააკეთო. სადაც ინტეგრირებული ადაპტერი მიწერია, იქ შენი ადაპტერი TL-WN725N V2 იგულისხმე.

Posted by: france 7 Feb 2014, 22:58
koshogio

მადლობა პასუხისთვის. იმედია გამოვა რამე /))

Posted by: Werner Voss 8 Feb 2014, 00:07
აუ დამტაჯა ამ დედააფეთქებულმა როუტერმა (ტენდა) ზოგი კომპიტერი და ტელეფონი ჩვეულებრივად შედის ზოგი კი საერთოდ ვერ აფიქსირებს სიგნალს. რისი ბრალია და რა უნდა ვქნა?

Posted by: gamer2010 10 Feb 2014, 23:45
რა განსხვავება 150mbps და 300mbps ვაიფაის მოდემებს შორის იქნებ კონკრეტულად დაწეროს ვინემ smile.gif

Posted by: OldSantos 25 Feb 2014, 12:41
QUOTE (Werner Voss @ 8 Feb 2014, 00:07 )
აუ დამტაჯა ამ დედააფეთქებულმა როუტერმა (ტენდა) ზოგი კომპიტერი და ტელეფონი ჩვეულებრივად შედის ზოგი კი საერთოდ ვერ აფიქსირებს სიგნალს. რისი ბრალია და რა უნდა ვქნა?

2 192 997 ტენდას ტექნიკური დახმარების ცხელი ხაზია.

Posted by: homera 28 Feb 2014, 11:29
იქნებ მიდამეხმაროთ კავკასუსი 22 მბ wi-fi TP-LINK (((((თავიდან ყველაფერი მუშაობდა ბოლო ერთი კვირა ასე)))) ანუ კომპიუტერიდან შედის ყველა საიტზე ოგონდ როცა გავწერე dns- ები გავწერე ასეე 8 .8.8.8 და ქვემოთაც ასე ოგნდ ბოლო ცოპრი 6.. არ ვიცი მარა ამან უშველა და ამის მერე შედის ყველგან.... მარა აი ტელეფონიტ არ შედის youtube. google.com. ge.ru .. facebook zee დანარცჰენებზე რავი ყველგან მგონი.. როპგორც გლობალი ისე ლოკალებზეე.. ტან 3 ტელეპონიტ ვცადეტ და ყველგან ასეტი პრობლემა.. დნს ებსჰიაა პრობლემაა ტუ სად...?? ცოტა არეულად დავწერე ისეე smile.gif))

Posted by: sugiorgi 26 Mar 2014, 15:31
გამარჯობათ, wifi დავაყენე დირ-300 და სახელის და პაროლის დადებაზე დლინკის გვერდზე რო სჰევდივარ ვცვლი სახელს, security - protected და პაროლს ვუწერ ბოლო გვერძე სადაც სეივის ვაწვები დაახლოებით 15 წუთი ფიქრობს და არინახავ არც სახელს ცვლის არც პაროლს ადებს. იქნებ დამეხმაროთ

Posted by: FCB-87 26 Mar 2014, 15:40
gamer2010
QUOTE
რა განსხვავება 150mbps და 300mbps ვაიფაის მოდემებს შორის იქნებ კონკრეტულად დაწეროს ვინემ
სიჩქარე, ერთის მაქსიმალური სიჩქარეა 150 მეორე 300. ანუ მაგ სიჩქარეზე მეტი თუ გინდა გქონდეს ლოკალურად, მაშინ სხვა როუტერის ყიდვა მოგიწევს. რად გინდა მაგაზე მეტი? სრულიად საკმარისია სახლის და პატარა ოფისისთვის.

Posted by: ADDmin 26 Mar 2014, 15:46
gamer2010
QUOTE
რა განსხვავება 150mbps და 300mbps ვაიფაის მოდემებს შორის იქნებ კონკრეტულად დაწეროს ვინემ

QUOTE
სიჩქარე, ერთის მაქსიმალური სიჩქარეა 150 მეორე 300. ანუ მაგ სიჩქარეზე მეტი თუ გინდა გქონდეს ლოკალურად, მაშინ სხვა როუტერის ყიდვა მოგიწევს. რად გინდა მაგაზე მეტი? სრულიად საკმარისია სახლის და პატარა ოფისისთვის.

ოღონდ გაითვალისწინე რომ არც 150 და არც 300-იანი ვაირლესი არ იძლევა მაგხელა მოცულობის გატარების საშუალებას. მე მაქვს 150N და მაქსიმუმი გატარება არსებულ დივაისებზე 76მბპს არ ცდება.

Posted by: FCB-87 26 Mar 2014, 16:02
homera
QUOTE
იქნებ მიდამეხმაროთ  კავკასუსი 22 მბ wi-fi  TP-LINK  (((((თავიდან ყველაფერი მუშაობდა ბოლო ერთი კვირა ასე)))) ანუ  კომპიუტერიდან შედის ყველა საიტზე ოგონდ როცა გავწერე  dns- ები გავწერე ასეე 8 .8.8.8 და ქვემოთაც ასე ოგნდ ბოლო ცოპრი 6.. არ ვიცი მარა ამან უშველა და ამის მერე შედის ყველგან.... მარა აი ტელეფონიტ არ შედის  youtube. google.com. ge.ru .. facebook zee  დანარცჰენებზე რავი ყველგან მგონი.. როპგორც გლობალი ისე ლოკალებზეე.. ტან 3 ტელეპონიტ ვცადეტ და ყველგან ასეტი პრობლემა.. დნს ებსჰიაა პრობლემაა ტუ სად...??  ცოტა არეულად დავწერე  ისეე ))

კავკაზუსში დარეკე და dns ები ჩაიწერე რასაც გეტყვიან.

Posted by: GREENBULLA 25 Apr 2014, 11:48
სილკნეტის ინტერნეტი დავაყენე მომიტანეს zte620 და მაქ ჩემი tplinkis როუტერი DHCP გათიშული მაქ კომპიუტერები ჩერეზ ვიფი მუშაობენ მარა მობილურს ვერ ვამუშავებ დამეხმარეთ რა სხვა ვაიფაიში მუშაობს

Posted by: FCB-87 3 May 2014, 17:03
QUOTE
სილკნეტის ინტერნეტი დავაყენე მომიტანეს zte620 და მაქ ჩემი tplinkis როუტერი DHCP გათიშული მაქ კომპიუტერები ჩერეზ ვიფი მუშაობენ მარა მობილურს ვერ ვამუშავებ დამეხმარეთ რა სხვა ვაიფაიში მუშაობს

wifi-ის რა სტანდარტზე ამუშავებ? a/b/g/n ? mixed-ზე დააყენე. შეიძლება N სტანდარტი იყოს და შენს ტელეპონს არ ჰქონდეს მხარდაჭერა. ასევვე რომელი როუტერი არიგებს აიპებს? თუ სტატიკურად გაქვს?
ვერ გავიგე ცოტა დეტალურად დაწერე რა.

Posted by: GREENBULLA 10 May 2014, 23:38
FCB-87
3 წელი მშვენივრად მუშაობდა ნებისმიერ მობილურზე (ეხლა რაც მაქ ამაზეც) ,
zte620 მომიტანეს დამიყენეს შემიერთეს lan-to-lan ჩემ ვაიფაიში დჰცპ გამითიშეს მუშაობს კომპიუტერი მაგრამ მობილური არ მუშაობს

Posted by: macciavelli 10 May 2014, 23:41
GreeNBulla
dhcp თუ გათიშულია, IP ხელით არ უნდა გაწერო?

Posted by: GREENBULLA 10 May 2014, 23:50
macciavelli
QUOTE
dhcp თუ გათიშულია, IP ხელით არ უნდა გაწერო?

ეგრეც ვქენი ჩამაწერინეს სხვა თემაში რაღაც იპები მარა არ ჩაირთო მგონი არასწორი იპები ჩავწერე
იქნებ იცოდე რა იპები უნდა ჩავწერო ? user posted image

Posted by: macciavelli 10 May 2014, 23:57
GreeNBulla
QUOTE
მგონი არასწორი იპები ჩავწერე
იქნებ იცოდე რა იპები უნდა ჩავწერო

გააჩნია. gateway-ში რაუტერის აიპი უნდა იყოს სავარაუდოდ 192.168.(0 ან 1).1
და ტელეფონს უნდა მიანიჭო პირველი სამი ციფრი იგივე და ბოლოში რამე ციფრი 2-დან 255-მდე

თუ არ მუშაობს, შეიძლება შენი რაუტერი 192.168.0.1-ზეა 1.1-ის ნაცვლად (როგორც შენ გიწერია)
ან შეიძლება .1.31 აიპი დაკავებულია სხვა კომპიუტერზე

network prefix length არ ვიცი რას ნიშნავს...

Posted by: GREENBULLA 11 May 2014, 00:58
macciavelli
dnsები ?

Posted by: macciavelli 11 May 2014, 01:04
GreeNBulla
QUOTE
dnsები ?

დნს რავი, წაშალე. რაუტერში ხო წერია დნს და რაღად უნდა ტელეფონს.
სხვა ყველაფერი სცადე?

Posted by: _Burzum 14 May 2014, 00:41
QUOTE
network prefix length არ ვიცი რას ნიშნავს...

/24
ანუ 24 ბიტიანი საბნეთი
(255.255.255.0)

11111111.11111111.11111111.00000000


user posted image

Posted by: catwoman 16 Jun 2014, 01:10
TP-link-ის რუტერი კაბელით შევაერთე კომპიუტერში და არაფრით არ შედის 192.168.0.1-ზე, რომ სამართავ პანელში მოვხვდე. რისეტიც არ შველის, ათჯერ გავუკეთე რისეტი და ქსელების ჩამონათვალში მაინც სილქნეტი ქვია. გადავაგდო?

Posted by: HauntTheDemonAway 16 Jun 2014, 01:18
catwoman
Local Area Network-ში სტატიკურად გაქვს აიპი გაწერილი თუ ავტომატურზეა? შეამოწმე აბა.. თუ ყველაფერი რიგზეა მაშინ სხვა პორტში ცადე კაბელის შეერთება

Posted by: catwoman 16 Jun 2014, 01:29
HauntTheDemonAway
ორივე ვცადე და კონფიგურაციის პანელში ვერ მოვხვდი ვერანაირად. სხვა პორტებიც ვცადე. ethernet-ით მუშაობს ინტერნეტი ჩვეულებრივად, wifi-ს პაროლი არ იცოდა პატრონმა და შეცვლა მინდოდა, მაგრამ არაფრით არ შევიდა არც 0.1-ზე, არც 1.1-ზე

Posted by: kniaz22 16 Jun 2014, 09:33
catwoman

tplinklogin.net ცადე აბა

----------------

Posted by: catwoman 16 Jun 2014, 09:36
kniaz22
ეგეც ვცადე, domain for sale

Posted by: HauntTheDemonAway 16 Jun 2014, 10:35
catwoman
გეითვეი ნახე რა აქვს როუტერს.. იქნებ არაა არც 192.168.0.1 და არც 192.168.1.1

Posted by: catwoman 16 Jun 2014, 12:22
HauntTheDemonAway
ინსტრუქცია რომ მოყვა, იმაში უწერია ეგ 192.168.0.1 / 192.168.1.1 და მაინც შეიძლება სხვა იყოს? ახლა არ ვარ იქ და ვერ ვამოწმებ

Posted by: gvirjo 16 Jun 2014, 12:27
catwoman
ვერ შეხვალ ეგრე, ტპ ლინკზე გაქვს კაბელი პირდაპირ მიერთებული? და ეგ ტპ ლინკი რაზეა დაერთებული რა ფირმის მოდემზე?

Posted by: catwoman 16 Jun 2014, 13:02
gvirjo
huawei

იმის გამო, რომ პაროლი არ ვიცი, ვცდილობდი სამართავ პანელში მოხვედრას და ინსტრუქციაში, რაც მოყვა, ეგრე ეწერა, კაბელით შეაერთე რუტერი და კომპი, აკრიფე 192.168.0.1 / 192.168.1.1 და username/password-ს მოგთხოვსო, მაგრამ არაფერსაც არ მთხოვს, საერთოდ არ შედის. მივალ მალე და შევამოწმებ მაინც გეითვეის

მე ის ვერ გავიგე, reset რატომ არაფერს შვება, წესით ხომ უნდა აბრუნებდეს factory default-ზე

Posted by: gvirjo 16 Jun 2014, 13:16
catwoman
192.168.100.100 ამით შეხვალ

Posted by: catwoman 16 Jun 2014, 17:32
gvirjo
192.168.100.100 არა, მაგრამ 192.168.100.1 შევიდა huawеi-ს კონფიგურაციის პანელში, როცა ტპ ლინკი შეერთებული იყო ჰუავეიში. მე ტპ ლინკის კონფიგურაციაში მინდა მოხვედრა და ვერ მოვხვდი

Posted by: koshogio 16 Jun 2014, 19:33
catwoman
აქ ნახე http://hdweb.dsl.ge/view_post.php?id=1 მეორე კომპი არ გჭირდება.

Posted by: catwoman 16 Jun 2014, 21:03
სილქნეტის მესამე ოპერატორი უფრო advanced აღმოჩნდა და სტანდარტული რჩევების მერე სხვა ინსტრუქციები მომცა. საბოლოოდ უპრობლემოდ გავაკეთეთ ტელეფონით.

დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და დახმარებისთვის smile.gif

Posted by: chanelgirl999 28 Jun 2014, 17:24
დამეხმარეთ რა, LB link ის wifi- ს მოდემი ვიყიდე და ლეპტოპი ვერ ხედავს, გამოვარერთე, შევაერთე, მარა ვაბშე ვერ ხედავს ლეპტოპი და ზოგი მობილური იჭერს და რისი ბრალია? wifi-ს სახელიც კი ვერ ეცვლება თორემ იკარგება

Posted by: HauntTheDemonAway 28 Jun 2014, 19:39
chanelgirl999
LB link თუ TP-link? რა მოდელია? და სად ვერ ხედავს ლეპტოპი ან რას ვერ ხედავს? დაკონფიგებულია ეგ როუტერი? რა ინტერნეტი გაქვს? ცოტა ვრცლად თუ შეიძლება თორე ესე ვერავინ დაგეხმარება smile.gif

Posted by: chanelgirl999 29 Jun 2014, 11:16
QUOTE (HauntTheDemonAway @ 28 Jun 2014, 19:39 )
chanelgirl999
LB link თუ TP-link? რა მოდელია? და სად ვერ ხედავს ლეპტოპი ან რას ვერ ხედავს? დაკონფიგებულია ეგ როუტერი? რა ინტერნეტი გაქვს? ცოტა ვრცლად თუ შეიძლება თორე ესე ვერავინ დაგეხმარება smile.gif

TP LINK არა, ვიყიდე fifivsawLB LB LINK ვაირლეს მოდემი. მაგრამ ჩემი ლეპტოპი ვერ ხედავს ამ ვაირლესს, მეზობლებისას ხედავს. ანუ ჩართულია ეს ვაირლესი, მაგრამ ჩემი ლეპტოპი ვერ იჭერს და სხვა ლეპტოპი იჭერს. აგრეთვე, მობილურებიც ასეა: ოთხი მობილურიდან 2 იჭერს და 2 ვერ იჭერს ვაბშე. იმ ოთახშივე, სხვა ოთახებზე ლაპარაკიც ზედმეტია. და ეს აშკარად თვითონ მაგ მოდემის ბრალია ხო? შეიძლება ეგეთი რამე რო ეს LB LINK მოდემი ზოგ ლეპტოპზე არ მიდიოდეს?

Posted by: HauntTheDemonAway 29 Jun 2014, 11:45
chanelgirl999
ესეთია?

user posted image

ეს რამ გაყიდინა? ჩინური ნაგავია..

შეიძლება სიხშირის შეცვლამ უშველოს

user posted image

Posted by: koshogio 29 Jun 2014, 11:47
chanelgirl999
QUOTE
შეიძლება ეგეთი რამე რო ეს LB LINK მოდემი ზოგ ლეპტოპზე არ მიდიოდეს?

არ გამიგია მასეთი.
შენს ლეპტოპში ხელით დააკონფიგურე მაგ როუტეის ქსელი.

Posted by: Werner Voss 29 Jun 2014, 12:06
chanelgirl999
ზუსტად იგივე პრობლემა მქონდა, ზოგი დივაისი ხედავდა, ზოგი ვერა (ხანდახან ეხლაც უბერავს) და ჩენელის შეცვლამ უშველა. AUTO ზე არ დააყენო, სხვა რომელიმე სცადე მაგალითად 9 ან 11 ან ცადე ყველა, სანამ რომელიმეზე არ დაიჭერს სიგნალს, წესით შენც უნდა გიშველოს ამან.







ბარემ ჩემს პრობლემაზეც დავწერ, მოკლედ როცა ტორენტიდან ვიწერ და მაქსიმალურ სიჩქარეზე ადის ინტერნეტი მეთიშება და სანამ არ გადავტვირთავ როუტერს მანამდე არაფერი შველის. მარტო ტორენტიდან გადმოწერისას შვება ასე, ვარეზებიდან პრობლემ არა აქვს და რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: gvirjo 29 Jun 2014, 12:10
Werner Voss
ტორენტ კლიენტიდან დააშეიპე სიჩქარე ცოტა ნაკლზებზე რაც გაქვს და ისე ნახე

Posted by: Werner Voss 29 Jun 2014, 13:09
gvirjo
QUOTE
ტორენტ კლიენტიდან დააშეიპე სიჩქარე ცოტა ნაკლზებზე რაც გაქვს და ისე ნახე

ანუ დავალიმიტო?

Posted by: gvirjo 29 Jun 2014, 13:12
Werner Voss
ხო, ანუ თუ 5 მბ გაქვს სიჩქარე ლიმიტი დაადე 450 კბ ზე და ეგრე ნახე

Posted by: Werner Voss 29 Jun 2014, 14:35
gvirjo
QUOTE
ხო, ანუ თუ 5 მბ გაქვს სიჩქარე ლიმიტი დაადე 450 კბ ზე და ეგრე ნახე

ხო ეგრეც ვაკეთებ 3მბ ვაყენებ ხოლმე, მაგრამ როცა 5.6მბ შეუძლია გადმოწერა რატომ უნდა ვიწერო 3მბ თი? sad.gif
არადა ვარეზებიდიან როც მოაქვს 5.5 ით ჩვეულებრივადაა ყვეაფერი, სხვა საიტებზე შევიდივარ პარალელურად უპრობლემოდ

Posted by: gvirjo 29 Jun 2014, 17:09
Werner Voss
მაგხელა სხვაობას ნუ დატოვებ შენც, დსლ გაქვს?

Posted by: chanelgirl999 30 Jun 2014, 15:36
დღეს ვიყავი იმ მაღაზიაში სადაც ვიყიდე და მოკლედ როგორც გაირკვა, ვაირლესის სახელს და პაროლს რომ ვცვლიდი მაგიტომ ირეოდა მერე, ესეთი რაღაც არ გამიგია, პაროლის შეცვლა დიდ ჩალიჩთან არისო დაკავშირებულიო :/ ეხლა კი ჩვეულებრივად მუშაობს. ნუთუ ასეთი ძნელია LB LINKის სახელის და პაროლის შცვლა...

Posted by: koshogio 30 Jun 2014, 16:09
chanelgirl999
QUOTE
პაროლის შეცვლა დიდ ჩალიჩთან არისო დაკავშირებულიო

ციფროვიკში ხომ არ იყიდე? იქ ყვარებიათ კლიენტების დაბოლება. facepalm.gif

Posted by: chanelgirl999 1 Jul 2014, 10:26
QUOTE (koshogio @ 30 Jun 2014, 16:09 )
chanelgirl999
QUOTE
პაროლის შეცვლა დიდ ჩალიჩთან არისო დაკავშირებულიო

ციფროვიკში ხომ არ იყიდე? იქ ყვარებიათ კლიენტების დაბოლება. facepalm.gif

არა, მანდ არ მიყიდია. აუ რა ვქნა, არ მინდა 123456789 პაროლი, ყველამ იცის ეგ :@@@@@ არადა რო ვცვლი მართლა ირევა მერე და ვაბშე ვეღარ ხედავს ვაირლესს

Posted by: goglikaaa 2 Jul 2014, 00:18
კაროჩე ეს მაქვს და კავკაზუსის 30 ლარიანი ინტერნეტი GE-Link 3 ოთახიან სახლს ეყოფა?
http://www.amazon.com/dp/B0041LYY6K/ref=asc_df_B0041LYY6K3207491?smid=A1LUNY2S3QVG2L&tag=mysimon-ce00-mp01-20&linkCode=df0&creative=395129&creativeASIN=B0041LYY6K
და კიდე პროსტო უნდა დავრეკო კავკაზუსში და ვუთხრა რო WIFI მინდა და მოვლენ?

Posted by: koshogio 2 Jul 2014, 00:52
goglikaaa
QUOTE
ვუთხრა რო WIFI მინდა და მოვლენ?

უფასოდ არავინ მოვა. იქედან გიკარნახებენ რაც უნდა გააკეთო.

Posted by: zvio__zviki 5 Jul 2014, 16:27
დახმარება მჩირდება მაქვს ერთი ZTE როუტერი მაქვს სილქნეტის და ვიყიდე trebdas wi-fi და ვერდავაყენე რაგაცა იპების პრობლემაა მემგონი და ვინმემ ხომარიცით როგორ გავასწორო. სილქნეთში დავრეკე და არაერზე პასუხი არგამცეს ეგ ჩვენი საქმე არარისო :S

Posted by: koshogio 5 Jul 2014, 18:51
zvio__zviki
QUOTE
და ვერდავაყენე

და რა სქემით აერთებ? ერთერთი ვარიანტი აქ მიწერია http://hdweb.dsl.ge/view_post.php?id=27

Posted by: gigaia55 17 Aug 2014, 08:17
BRETTELI
QUOTE
დელინკ დირ 615 იყიდე 5წელია მაქ და ელემენტარული არც კი დამიბროსებია მუშაობს უძაანმაგრესად

მეც დელინკი გამომიგზავნეს, ოპტიკურ ინტერნეტზე ვერ წავა ხო?

Posted by: koshogio 17 Aug 2014, 11:16
gigaia55
QUOTE
ოპტიკურ ინტერნეტზე ვერ წავა ხო?

კავკასუსზე პირდაპირ წავა, სილქნეტის ოპტიკაზე მეორე როუტერად.

Posted by: gvirjo 17 Aug 2014, 11:21
koshogio
http://forum.ge/?showtopic=33917343&view=findpost&p=41949562 დსლ მოდემი აქვს smile.gif

Posted by: Revenant 20 Aug 2014, 00:11
მოკლედ ესეთი პრობლემა მაქ biggrin.gif კერძო ბინაში მაქ ოპტიკური ინტერნეტი კაუკასუსის ხოდა ამათი მოდემი მიყენია მაგრამ ჩემ ოთახამდე სიგნალი არმოდის და შნურმა კიდე დამტანჯა და მეორე ვაიფაი მოდემის ყიდვა მინდა და იმუშავებს მაგ შემთხვევაში ვაიფაი ჩემ ოთახში?

Posted by: gvirjo 20 Aug 2014, 00:30
Revenant
კი................................................

Posted by: Revenant 20 Aug 2014, 10:44
gvirjo

მადლობა..

Posted by: d1GmeLa 18 Oct 2014, 23:46
ჩემი ვაიფაი მოდემი ატრაკებს ლეპტოპებზე წყდება ხოლმე კავშირი და მერე დარეფრეშებას მთხოვს. ეშველება რამე თუ გამოვცვალო? ძალიან დამტანჟა

Posted by: ratianee 22 Oct 2014, 16:04
ამათ შორის სხვაობა ფასის გარდა რა არის ძმურად მითხარით ვინმემ რა ხვალე უნდა ვიყიდო იაფიანი რომლეციაა არ დაგეზაროთ ნახეთ და დაწერეთ 2kiss.gif

ორ სართულიანი კაპიტალური პატარა სახლი მაქვს და ხომ გამიქაჩავს,თხელი ქვის კედლებია

ეს იაფიანი http://www.amazon.com/gp/product/B001FWYGJS/ref=ox_sc_act_title_1?ie=UTF8&psc=1&smid=ATVPDKIKX0DER

ეს ძვირიანი http://www.amazon.com/TP-LINK-TL-WR841ND-Wireless-Detachable-Antennas/dp/B0019EQ1RW/ref=sr_1_1?s=electronics&ie=UTF8&qid=1413979154&sr=1-1&keywords=TL-WR841ND

თითქოს ერთიდაიგივეა მარა მოდელის სახხელებშია სხვაობა 841N და 841ND რას ნიშნავს ეგ?

Posted by: mish77384377 22 Oct 2014, 16:14
QUOTE (ratianee @ 22 Oct 2014, 16:04 )
ამათ შორის სხვაობა ფასის გარდა რა არის ძმურად მითხარით ვინმემ რა ხვალე უნდა ვიყიდო იაფიანი რომლეციაა არ დაგეზაროთ ნახეთ და დაწერეთ 2kiss.gif

ორ სართულიანი კაპიტალური პატარა სახლი მაქვს და ხომ გამიქაჩავს,თხელი ქვის კედლებია

ეს იაფიანი http://www.amazon.com/gp/product/B001FWYGJS/ref=ox_sc_act_title_1?ie=UTF8&psc=1&smid=ATVPDKIKX0DER

ეს ძვირიანი http://www.amazon.com/TP-LINK-TL-WR841ND-Wireless-Detachable-Antennas/dp/B0019EQ1RW/ref=sr_1_1?s=electronics&ie=UTF8&qid=1413979154&sr=1-1&keywords=TL-WR841ND

თითქოს ერთიდაიგივეა მარა მოდელის სახხელებშია სხვაობა 841N და 841ND რას ნიშნავს ეგ?

ძვირიანს ანტენები ეხსნება biggrin.gif

მემგონი მარტო ეგაა განსხვავება biggrin.gif

Posted by: ratianee 22 Oct 2014, 17:22
mish77384377
ისე რა მუღამიაქ მაგის ანტენის მოხსნას,რატო უნდა მოხსნა საერთოდ? smile.gif) მგონი მაგას დავითრევ,დალშე ანალოგიურია ხო ყველანაირად?

Posted by: iverson 17 Nov 2014, 01:47
QUOTE (mish77384377 @ 22 Oct 2014, 16:14 )


ეს იაფიანი http://www.amazon.com/gp/product/B001FWYGJS/ref=ox_sc_act_title_1?ie=UTF8&psc=1&smid=ATVPDKIKX0DER

მოკლედ მე ვიყიდე რამდენიმე თვის წინ ნახმარი ლინკსისი და 5 მეტრში არ იჭერს ვაიფაი აი იმავე ოთახში რო გადადგავ რამდენიმე ნაბიჯს უკვე 2 ხაზზე იჭერს biggrin.gif

ხოდა სამაგიეროდ მეზობლის ვაიფაის იჭერს ნახევარ სახლში (არ ვიცი რომელი მეზობლის) და აქვს ეგ მოდელი (TP Link WR841N)
ხოდა მეც ამის ყიდვას ვაპირებ და დიდი სახლი მაქ და სანამ საბოლოოდ გადავწყვიტავ თუ გაქვთ ვინმეს გამიზიარეთ შთაბეჭდილებები გთხოვთ :3 რაღაც იმ ლინქსისის მერე ფობია მაქ კიდე ცუდი დაფარვის არ ვიყიდო
fig.gif

Posted by: ratianee 17 Nov 2014, 09:42
iverson
მე ჩამოვიტანე ამერიკიდან ეგ როუტერი რაც მანდ არი იაფიანის ლინკი და რავი მშვენივრად მუშაობს,საერთოდ არ წყდება მიღება და თან სიჩქარესაც იდეალურად მაწვდის,დაფარვის ადგილი კიდე რავი 2 სართულიანი სახლი მაქვს და ეზოში რო ჩამოვდივარ იქაც იჭერს ბოლო ხაზამდე

Posted by: spichuka 17 Nov 2014, 16:24
ვაიფაი როუტერი ვიყიდე.. კავკასუსის ოპტიკური ინტერნეტი მაქვს, და შეგიძლიათ ამიხსნათ როგორ დავაყენო ? ჩვეულებრივად შევაერთე კაბელები, მაგრამ არ მუშაობს, რაღაც ჩაინიკურს ვამბობ მარა არვიცი და რავქნა :X

Posted by: koshogio 17 Nov 2014, 18:18
spichuka
QUOTE
რაღაც ჩაინიკურს ვამბობ მარა არვიცი და რავქნ

არც ისე ჩაინიკურს, აქ მეორე ნაწილი წაიკითხე http://hdweb.dsl.ge/view_post.php?id=21

Posted by: iverson 17 Nov 2014, 22:38
QUOTE (ratianee @ 17 Nov 2014, 09:42 )
iverson
მე ჩამოვიტანე ამერიკიდან ეგ როუტერი რაც მანდ არი იაფიანის ლინკი და რავი მშვენივრად მუშაობს,საერთოდ არ წყდება მიღება და თან სიჩქარესაც იდეალურად მაწვდის,დაფარვის ადგილი კიდე რავი 2 სართულიანი სახლი მაქვს და ეზოში რო ჩამოვდივარ იქაც იჭერს ბოლო ხაზამდე

მე ივერსში ვაპირებ რო ვიყიდო 40 ლარი ღირს იმედია იგივენაირად კაი იქნება :3
* * *
მოკლედ ვიყიდე და შუაში დავაყენე და მთელ სახლში იჭერს bis.gif ეხა იმ უბედურ ლინკსისს რა ვუყო ვფიქრობ, სვიჩად არ გადამაკეთEბინებს ნეტავი თავს?! მარა სვიჩიც არ მჭირდება user.gif მოკლედ არ იყიდოთ ნახმარი ხოლმე

Posted by: LEOwish 18 Nov 2014, 23:17
QUOTE (koshogio @ 17 Nov 2014, 18:18 )
spichuka
QUOTE
რაღაც ჩაინიკურს ვამბობ მარა არვიცი და რავქნ

არც ისე ჩაინიკურს, აქ მეორე ნაწილი წაიკითხე http://hdweb.dsl.ge/view_post.php?id=21

მე ასე გავაკეთე. კავკასუსის დაყენებულ სვიჩზე დავტოვე მთავარი კაბელი, რომელიც შემოდის სახლში, ტელევიზიის კაბელი და ვაიფაის კაბელი, ხოლო ვაიფაის როუტერზე კომპიუტერში შემავალი კაბელი. დავრეკე კავკასუსშუ და ჩამირთეს.

Posted by: ladman 19 Nov 2014, 22:14
koshogio
სხვა თემაშიც დავსვი კითვა მაინც არ გასწორდა.
პერიოდულად ითიშება ვაიფაი მთელ სახლში ლეპტოპებზე და ტელეფონებზე.
დესკზე მუშაობს ჩვეულებრივად, გაჭედვას რომ იწყებს სიხშირეს ვუცვლი როუტერს და სწორდება ცოტა ხნით, ხან მთელი დღით.
რა ვუშველო აღარ ვიცი ოჯახში ბუნტია

Posted by: amodantist 6 Dec 2014, 00:07
iverson
QUOTE
ეხა იმ უბედურ ლინკსისს რა ვუყო

ცისკოზე იძახი? smile.gif პირველად ვნახე კაცი ცისკოს ემდუროდეს

Posted by: 3I3EPb 6 Dec 2014, 00:45
QUOTE (amodantist @ 6 Dec 2014, 00:07 )
iverson
QUOTE
ეხა იმ უბედურ ლინკსისს რა ვუყო

ცისკოზე იძახი? smile.gif პირველად ვნახე კაცი ცისკოს ემდუროდეს

ლინკსისი კაი ხანი უკვე ცისკოსი აღარ არის (2013 წლიდან თუ არ ვცდები). თუ სწორე მახსოვს BELNKIN-ს მიჰყიდეს და არანაირი კავშირი აღარ აქვს ცისკოსთან

Posted by: iverson 6 Dec 2014, 02:25
amodantist
რავი ნახმარი რო ვიყიდე ალბათ refurbished იყო ან არ ვიცი მეც არ ველოდებოდი ასეთ პრობლემას :/ mymarketზე ვიყიდე

3I3EPb
ეს ძველია Cisco აწერია

Posted by: amodantist 6 Dec 2014, 21:29
QUOTE
ლინკსისი კაი ხანი უკვე ცისკოსი

ვა ეგ არ ვიცოდი
QUOTE
ეს ძველია Cisco აწერია

ხო ჩემიც ძველია ცისკოსი, ესეთი
user posted image

Posted by: spichuka 14 Dec 2014, 21:49
user posted image
აი ეს როუტერი მაქვს და კავკასუსის ოპტიკური ინტერნეტი 35 ლარიანი პაკეტი და პაროლი როგორ დავაყენო wifi-ზე შეგიძლიათ მითხრათ?

Posted by: amodantist 15 Dec 2014, 00:24
ვაიფაი კაბელით შეაერთე კომპზე და რამე ბრაუზერში აკრიფე მისამართში 192.168.1.1 ან 192.168.0.1 ზედ უნდა ეწეროს რომელია მაგის გეითვეი და შეხვალ როუტერში,პაროლიც და ლოგინიც წესით admin ან user უნდა იყოს,ეგეც ზედ ეწერება. იქ ნახავ დალშე პაროლს რა,ან ვაირლეს სექურითი ეწერება ან ეგეთი რამე

Posted by: kkatrin 14 Feb 2015, 18:15
გამარჯობათ,რაღაც მინდა გკითხოტ. კავკასუსის ინტერნეტი მაქვს მაგრამ მოდემი არა აქვს,გარედან სჰემოყვანილი კაბელი პირდაპირ კომპის კეისშია შეერთებული,ეხლა მინდა ვაი ფაი-ს როუტერის ყიდვა და როგორ დავაყენებ? სადაც ვიყიდი ისინი ამიხსნიან თუ რა ვქნა?

Posted by: koshogio 14 Feb 2015, 19:25
kkatrin
QUOTE
რა ვქნა?

ზევით ლინკი დავდე.

Posted by: LashaNBA 14 Feb 2015, 19:27
QUOTE (kkatrin @ 14 Feb 2015, 18:15 )
გამარჯობათ,რაღაც მინდა გკითხოტ. კავკასუსის ინტერნეტი მაქვს მაგრამ მოდემი არა აქვს,გარედან სჰემოყვანილი კაბელი პირდაპირ კომპის კეისშია შეერთებული,ეხლა მინდა ვაი ფაი-ს როუტერის ყიდვა და როგორ დავაყენებ? სადაც ვიყიდი ისინი ამიხსნიან თუ რა ვქნა?

ჩვეულებრივ, იყიდი როუტერს, მთავარ პორტში შეაერთებს ინტერნეტის მომავალ კაბელს. გექნება Wifi ყველგან, შემდეგ როუტერს ექნება დამატებით 4-5 პორტი და მანდედან გამოიყვან კაბელით და რასაც გინდა მიუერთებ. მაგრამ კაუკასუსის ინტერნეტი დაბლოკილია ერთ მაკზე. ანუ როუტერს აღიქვამს როგორც კომპიუტერს. როცა როუტერს მიუერთებ კაბელს და შემდეგ კომპზე გადაიყვან ძირითადს, უკვე კომპში აღარ გექნება ინტერნეტი. დარეკვა და გადაყვანა დაგჭირდება. მოკლედ ასეთი პრობლემა მქონდა მე. ახლა შენ როგორც გინდა გქონდეს ისე მაქვს მე მაგრამ სხვა პროვაიდერზე. ნორმალური აიტიშნიკი მაგ პრობლემასაც მოგიგვაებს ოგორც ვიცი wink.gif

Posted by: kkatrin 15 Feb 2015, 13:29
koshogio
QUOTE
ზევით ლინკი დავდე.

ვერაფერი ვერ გავიგე,არა გასაგებად წერია უბრალოდ მე ვერ გავიგე იმიტომ რომ საერტოდ ვერ ვერკვევი.რა რტული ყოფილა ამ ვაიფაის დაყენება. მაინც მადლობა.
LashaNBA
QUOTE
ნორმალური აიტიშნიკი მაგ პრობლემასაც მოგიგვაებს ოგორც ვიცი

სად ვნახო?

Posted by: koshogio 15 Feb 2015, 14:25
kkatrin
QUOTE
სად ვნახო?

ცოტა ზევითgivi.gif

Posted by: kkatrin 15 Feb 2015, 15:20
გასაგებია biggrin.gif .............................

Posted by: Blunt 28 Mar 2015, 21:57
http://www.ebay.com/itm/Belkin-G-Wireless-Router-10-100-4-Port-ROUTER-ONLY-NO-PSU-F5D7231-4-Ref-BIG-/331511468613?pt=LH_DefaultDomain_3&hash=item4d2f9f9245


ამის ყიდვა მინდა და რას მირჩევთ wink.gif

Posted by: tutara 23 Apr 2015, 19:47
გამარჯობა,

მაქვს tp-link tl-wr941nd wifi, ძალიან ხშირად მუშაობს ცუდად, კაბელს რომ შევართებ ბევრად სწრაფია, რისი ბრალი შეიძლება იყოს ? რამე ნასტროიკებში ხომ არ არის შესაცვლელი ?


Posted by: bet555 25 Apr 2015, 01:41
გამარჯობა,
მოკლედ ესეთი პრობლემა მაქვს, 2 ლეპტოპი მაქვს (Fujitsu და HP), როცა Fujitsu არის ჩართული ინტერნეტი მუშაობს როგორც ამ კომპიუტერზე მობილურებზეც ... ხოლო როცა HP-ც ჩავრთავ ეკიდება ინტერნეტი და როუტერი თუ არ გადავტვირთე კავშირი არ მაქვს ცუდი ის არის რომ შიძლება 10-15 წუთში ისევ დაეკიდოს და ყველა დევაისზე გაითიშოს ინტერნეტი, ყველანაირად ვცადე მხოლოდ HP ჩავრთე, მაინც ითიშება ინტერნეტი, თუ სხვა ყველა დევაისი არის ჩართული ყველგან ითიშება ინტერნეტი... მეგონა როუტერის ბრალი იყო და ახალი ვიყიდე იგივე პრობლემა მაქვს, რამოდენიმე დღე არ ვიყავი სახლში და HP მქონდა წაღებული და მშვენივრად მუშაობდა იქ, სილქნეტში რომ დავრეკე მითხრეს რომ შეიძლება კონფიგურაცია არასწორად გააკეთეო და შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ?

წინასწარ მადლობა

Posted by: CDMA 25 Apr 2015, 08:59
ვისაც WRT310N გაქვთ ლინკსის ცისკოსი, ზედ დააყენეთ TOMATO-USB პრაშივკა, გადასარევად მუშაობს, დაჟე მულტიკასტის ფორვარდინგი კეთდება, ასე რომ თუ კავკაზუსის ტელევიზია გაქვთ, იმათი როუტერი არ დაგჭირდებათ დამატებით, ამითვე გააკეთებთ გაყოფას.

Posted by: ARMINDA 10 May 2015, 16:22
დამეხმარეთ რა
მოკლედ ლეპტოპი მაქვს და შესაბამისად ვაიფაის ვიყენებ.
მეგობრები რომ მოდიან და მობილურიტ/პლანშეტით შედიან ინტერნეტში ძაან მაკლდება სიჩქარე და ზოგჯერ არც მაქვს ხოლმე ინტერნეტი და შეიძლება რამენაირად გავანაწილო სიჩქარე?
ტენდას როუტერი მაქვს

Posted by: I3eqa 12 May 2015, 14:58
bet555
მეც მსგავსი პრობლემა მაქვს იქნებ ვინმემ იცოდეს და დაგვეხმაროს
ტპ ლინკის როუტერი მაქვს ლეპტოპს როცა ვაკავშირებ ვაიფაისთან დაახლოებიტ ათი წუთი ნორმალურად მუშაობს
მერე ეკიდება თან ყველაფერზე ითიშება აღარც მობილურით შედის
ლეპტოპს თუ არ დავუკავშირებ ჩვეულებრივ მუშაობს ყველაფერზე
კავკასუსშიც დავრეკე რაღაც სექურითიში შემაცვლევინა მერე გადატვირთა ინტერნეტი დაახლოებით 1საათი იმუშავა მერე ისევ ისე დაეწყო
როუტერის კონფიგურაციაში ამას რო ვთიშავ DHCP ლეპტოპზე აღარ მეთიშება ინტერნეტი
მაგრამ სამაგიეროდ სხვა ყველაფერზე ითიშება
იქნებ იცოდეს ვინმემ ეს პრობლემა როგორ მოვაგვარო sad.gif

Posted by: crawl 11 Oct 2015, 18:59
პერსონალურ კომპიუტერზე wifi-სთვის რა მოწყობილობაა საჭირო მითხარით ვინმემ user.gif წარმოდგენა არ მაქვს ამ როუტერებზე და რაღაც ჯანდაბებზე

Posted by: shikr 15 Oct 2015, 21:21
რა მოდემი მჩირდება დაახლოებით 30-40 მეტრის რადიუსზე რო დაიჩიროს კედლების გავლით ?

Posted by: gionja 16 Oct 2015, 20:01
გაუმარჯოს ბიჭებს. მე ვერ გავერკვიე და ამაზე Alcatel-Lucent VPN Brick 50 Firewall თქვენ რას მეტყვით, რა არის და რამდენად გაიყიდება თუ შეგიძლიათ მითხრათ?

Posted by: s1mpsOnA 27 Oct 2015, 21:53
QUOTE (Blunt @ 28 Mar 2015, 21:57 )
http://www.ebay.com/itm/Belkin-G-Wireless-Router-10-100-4-Port-ROUTER-ONLY-NO-PSU-F5D7231-4-Ref-BIG-/331511468613?pt=LH_DefaultDomain_3&hash=item4d2f9f9245


ამის ყიდვა მინდა და რას მირჩევთ wink.gif

არ გაეკარო მაგ როუტერს help.gif

Posted by: FreeUser 28 Oct 2015, 00:47
crawl
Wi-Fi adapter გჭირდება ინტერნეტის მისაღებად.

Posted by: ZORBEGI 4 Nov 2015, 11:10
გამარჯობათ
tenda n3 გადავაპრაშივკე და დამებრიდა, მარტო lan-ზე აქვს რეაქცია და იქაც ip-ს ვერ პოულობს, ხელით ვუწერ მაგრა აზრი არ აქვს არ იპინგება და ინტერფეისშიც ვერ შევდივარ
არც რესეტის ღილაკზე აქვს რეაქცია და რა ვუშველო ვინმემ ჰო არ იცით რომ დამეხმაროთ?

Posted by: lobja 30 Jan 2016, 18:42
სახლში მინდა მეორე ვაიფის დაყენება.


კავკასუსის როუტერიდან შნურით მიერთებული მაქ ჩემი ტპ ლინკის ვაიფაი. ეხლა მინდა მეორე ტპ ლინკი მივუერთო. ხო და კი მივაერთე მარა ამ ახალ ტპ ლინკში როგორ შევიდე რო დავაკონფიგურო ?

192.168.1.1 ძველ ტპ ლინკში შევდივარ და ახალში როგორ შევიდე? ან როგორ გავიგო მისამართი ?






Posted by: ვახტანგი 31 Jan 2016, 17:13
lobja
ზველი რო გამორთო არა?

Posted by: lobja 31 Jan 2016, 22:33
ვახტანგი
2 მინდა რო მედგას smile.gif)

1 არ ყოფნის. დიდი სახლია. არ იჭერს ბოლო ოთახებში tongue.gif


პ.ს რავა ხარ

Posted by: ვახტანგი 1 Feb 2016, 01:21
lobja
მაგას გეუბნები ძველი გამორთე დროებით და ახალი დაანასტროიკე 162.191,1,1 რაღაცა
* * *
https://www.google.ge/webhp?sourceid=chrome-instant&ion=1&espv=2&ie=UTF-8#q=%D0%BD%D0%B0%D1%81%D1%82%D1%80%D0%BE%D0%B9%D0%BA%D0%B0+2+%D1%80%D0%BE%D1%83%D1%82%D0%B5%D1%80%D0%BE%D0%B2

Posted by: Accident 2 Feb 2016, 00:30
lobja
ანუ, როუტერის დანიშნულებაა ინტერნეტ-პაკეტების მარშრუტიზაცია (მარშRoute), ე.ი. სხვადასხვა მოწყობილობებზე, სწორად განაწილება.
მეორეს რომ აყენებ, იმასაც იმავე საქმეს ხომ არ გააკეთებინებ? რა საჭიროა ორივებ ip-ები არიგოს?

ანუ, ერთი როუტერი უნდა ამუშაო თავის საქმეზე, ხოლო მეორეს გამოურთო router-ის ფუნქციები და ამუშაო როგორც დამატებითი ინტერნეტის წყარო - Access Point.
ან, პირველი გაბრიჯო (Bridge) და მეორე ამუშაო მთავარ როუტერად.
repeat-ერადაც შეგიძლია მეორე გამოიყეონ, სიგნალის გასაძლიერებლად..


QUOTE
ძველ ტპ ლინკში შევდივარ და ახალში როგორ შევიდე?

კომპიუტერს, შნურით შეუერთე ახალი როუტერი და ძველი გამორთეო, გითხრეს.
შესაბამისად, ავტომატურად ახალში შეხვალ.

ეს თემაც ნახე
https://forum.ge/?showtopic=34277290&st=2670

Posted by: Giorgijee 3 Feb 2016, 12:02
Yvvv laze iafis ra fasi aq??????

Posted by: keandra 3 Feb 2016, 12:06
Giorgijee
QUOTE
Yvvv laze iafis ra fasi aq??????

35 ლარზე ნაკლებად არასდროს მინახავს

Posted by: giorgi...giorgi 3 Feb 2016, 16:44
გამარჯობათ, tenda router მაქვს საკმაოდ ახალი მოდელია.რამდენიმე თვეა ვამუშავებ და იდეალურად მუშაობდა და უცბად დაიწყო სიჩქარის დაკლება.კაბელით 5 ჯერ მეტია სიჩქარე თითქმის.მირჩიეთ რამე რა ვუშველო.

Posted by: Giorgijee 3 Feb 2016, 17:48
Kabeliani interneti Tu ar maq wifis ver davayeneb??

Posted by: Accident 4 Feb 2016, 01:47
Giorgijee

მაშინ მობილური ინტერნეტი უნდა დააყენო 4G.
და როგორც მობილური ტელეფონი მუშაობს უკაბელოდ, მასე მიიღებს WiFi-იც ინტერნეტს უკაბელოდ.
ოღონდ, სადაც ცხოვრობ, უნდა იჭერდეს 4G ქსელს.

http://silknet.com/index.php?lang=ka&mid=246&s=content&id=9
http://www.magticom.ge/mobile_phones/?product=4g-mifi-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98-e5373s-155-mobile-wifi
https://beeline.ge/ge/Catalog/Devices/Mobile-Devices/Wifi-Routers/WiFi-Router-Y858VO/p/0915001670

Posted by: zabzu 6 Feb 2016, 21:53
ბიჭებო გთხოვ დამეხმარეთ, მაქვს ტენდას wifi მოდემი, დღეს ჩვეულებრივად მუშაობდა, მოდემის რაღაც ნომრებით 192.168.0.1 ამით ვცდილობდი პაროლების შეცვლას, მაგრამ რაღაცას დამეჭირა ხელი და საერთოდ აღარ შედის მაგ ნომრებით, ახალი ქსელების ინტერნეტი მაქვს, დავუკავშირდი და ვერაფერში დამეხმარენ, იქნებ გქონიათ მსგავსი შემთხვევა და დამეხმაროთ როგორმე, ახლც ძლივს ტელეჰონით ვპოსტავ

Posted by: KDI 24 Feb 2016, 15:10
http://www.ebay.com/itm/U-S-CELLULAR-NETGEAR-4G-LTE-ROUTER-LG2200D-WIRELESS-ADAPTER-/191593427342?hash=item2c9bdbb18e:g:7zIAAOSwBahVbfmo ამ როუტერზე ხომარგაქვთ ინფორმაცია, ძან მაგარ ფასად იყიდება,

4G simi იდება და ჩვენი სიხშირეების მხარაჭერაც აქვს
Mobile Broadband: o 4G LTE o Tri-Band 4G LTE: Bands 4, 5, and 12 (700, 850, and AWS 1700/2100 MHz)
* * *
QUOTE (KDI @ 24 Feb 2016, 15:10 )
http://www.ebay.com/itm/U-S-CELLULAR-NETGEAR-4G-LTE-ROUTER-LG2200D-WIRELESS-ADAPTER-/191593427342?hash=item2c9bdbb18e:g:7zIAAOSwBahVbfmo ამ როუტერზე ხომარგაქვთ ინფორმაცია, ძან მაგარ ფასად იყიდება,

4G simi იდება და ჩვენი სიხშირეების მხარაჭერაც აქვს
Mobile Broadband: o 4G LTE o Tri-Band 4G LTE: Bands 4, 5, and 12 (700, 850, and AWS 1700/2100 MHz)

ოპერატორზე ყოფილა დაბლოკილი, კიდე კარგი არ ვიყიდე.

Posted by: bediashvililuka 25 Mar 2016, 13:38
გამარჯობა,

http://www.amazon.com/TP-LINK-TL-WR941ND-Wireless-Detachable-Antennas/dp/B001954DPI?ie=UTF8&psc=1&redirect=true&ref_=ox_sc_act_title_2&smid=A34613NA1X33TU
ამ როუტერს თუ მირჩევდით, 120 კვ-ია ჩემი სახლი.

ეხლა მიყენია http://www.tendacn.com/uk/product/W302R.html ეს როუტერია, თავიდან ნორმალურად მუშაობდა (არა იდეალურად) მერე ანტენა მომიტყდა და ძალიან ნელა მუშაობს.

მადლობა წინასწარ

Posted by: gvirjo 25 Mar 2016, 14:24
bediashvililuka
http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=68906

Posted by: bediashvililuka 25 Mar 2016, 15:03
QUOTE (gvirjo @ 25 Mar 2016, 14:24 )
bediashvililuka
http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=68906

დიდი მადლობა smile.gif დრო და ფული დამაზოგინე !

Posted by: gvirjo 25 Mar 2016, 15:10
bediashvililuka
3 სართულიან სახლში დავუყენე ბიძაშვილს და ყველგან მაგრად იჭერს, ასე რო აშკარად გამოგადგება

Posted by: bediashvililuka 26 Mar 2016, 01:41
QUOTE (gvirjo @ 25 Mar 2016, 15:10 )
bediashvililuka
3 სართულიან სახლში დავუყენე ბიძაშვილს და ყველგან მაგრად იჭერს, ასე რო აშკარად გამოგადგება

ინსტალაცია მარტივია?

Posted by: bediashvililuka 7 Apr 2016, 18:00
QUOTE (bediashvililuka @ 26 Mar 2016, 01:41 )
QUOTE (gvirjo @ 25 Mar 2016, 15:10 )
bediashvililuka
3 სართულიან სახლში დავუყენე ბიძაშვილს და ყველგან მაგრად იჭერს, ასე რო აშკარად გამოგადგება

ინსტალაცია მარტივია?

ვიყიდე, მაგრამ დიდად უკეთესი არ არის ტენდაზე sad.gif იჭერს მაგრამ არც ისე კარგად როგორც მეგონა smile.gif

Posted by: anukela_ 12 Apr 2016, 17:02
ხალხო დამეხმარეთ გთხოვთ.. ნოუთბუქი ვერ ხედავს სახლის WiFi.. მეზობლებისას ხედავს.. ასევე ტელეფონები და სხვა კომპი ამ WiFi ხედავს.. რა გავაკეთო?

Posted by: Accident 14 Apr 2016, 17:13
anukela_
თუ როუტერს ამუშავებ 5GHz და ტელეფონს არ აქვს მაგის მხარდაჭერა, ვერ დაინახავს
http://ours.baidu.com/forum/archive/index.php?thread-268.html

Posted by: admin1234 29 May 2016, 17:24
100 ლარის ფარგლებში რომელი როუტერი ჯობია რო ვიყიდო, ორსართულიანი სახლისთვის მინდა, საკმაოდ სქელი კედლები აქვს სახლს და მთლიანად რო დაფაროს და უპრობლემოთ იმუშაოს.
მირჩიეთ რაა ვინც ერკვევით..
მადლობა წინასწარ

Posted by: the undertaker 29 May 2016, 20:59
გამარჯობა.თქვენი დამხაარება მჭIრდება.მაქვს ერთ ანტენიანი ტპ ლინკის როუტერი.პრობლემა რაშია.მოწყობილობები ხშირად კარგავს როუტერის სიგნალს და მიწერს მიერთEბის პრობლემას.თვითონ როუტერზე უნდა ციმციმებდეს ვაიფაის ნიშანი?როგორც მახსოვს ადრე არ ციმციმებდა და რო დაიწყო მის მერე აურია.როუტერის პრობლემაა თუ კონფგურაციის?

Posted by: tengo1024 2 Sep 2016, 21:18
სილქნეტის ოპტიკური ინტერნეტი ჩავრთე, ტელევიზია და ინტერნეტი. ძირითად მოდემად HUAWEI-ის როუტერი დამიყენეს (საიდანაც ნაწილდება კაბელები ტელევიზიისა და WIFI-ის მოწყობილობებზე) WIFI-ისთვის TENDA-ს მოდემი დამიყენეს. ვაიფაის პაროლის შესაცვლელად ვერ შევდივარ TENDA-ს პარამეტრებში. აიპი მისამართს რომ ვკრეფ საერთოდ არ მიხსნის არაფერს ინტერნეტში, მათ შორის არც 192.168.1.1 და 192.168.0.1. მხოლოდ ამას ხსნის http://192.168.100.1 და ისიც HUAWEI-ის პარამეტრებში შედის სადაც ვაიფაიზე არაფერი წერია. როგორ შევიდე TENDA-ს პარამეტრებში ვაიფაის პაროლის შესაცველელად?

Posted by: dvbt2 2 Sep 2016, 21:32
QUOTE (tengo1024 @ 2 Sep 2016, 21:18 )
სილქნეტის ოპტიკური ინტერნეტი ჩავრთე, ტელევიზია და ინტერნეტი. ძირითად მოდემად HUAWEI-ის როუტერი დამიყენეს (საიდანაც ნაწილდება კაბელები ტელევიზიისა და WIFI-ის მოწყობილობებზე) WIFI-ისთვის TENDA-ს მოდემი დამიყენეს. ვაიფაის პაროლის შესაცვლელად ვერ შევდივარ TENDA-ს პარამეტრებში. აიპი მისამართს რომ ვკრეფ საერთოდ არ მიხსნის არაფერს ინტერნეტში, მათ შორის არც 192.168.1.1 და 192.168.0.1. მხოლოდ ამას ხსნის http://192.168.100.1 და ისიც HUAWEI-ის პარამეტრებში შედის სადაც ვაიფაიზე არაფერი წერია. როგორ შევიდე TENDA-ს პარამეტრებში ვაიფაის პაროლის შესაცველელად?

თუ თვითონ იმათი მოტანილია დარეკე და შეგიცვლიან.
ან არა და ხელით გაუწერე აიპი კომპიუტერს
ip: 192.168.0.10
default gateway 192.168.0.1
მერე შევა. ინტერნეტი არ გექნება, შეცვალე პაროლი და დააყენე ისევ ავტომატურზე.

Posted by: tengo1024 2 Sep 2016, 21:38
QUOTE (dvbt2 @ 2 Sep 2016, 21:32 )
QUOTE (tengo1024 @ 2 Sep 2016, 21:18 )
სილქნეტის ოპტიკური ინტერნეტი ჩავრთე, ტელევიზია და ინტერნეტი. ძირითად მოდემად HUAWEI-ის როუტერი დამიყენეს (საიდანაც ნაწილდება კაბელები ტელევიზიისა და WIFI-ის მოწყობილობებზე)  WIFI-ისთვის TENDA-ს მოდემი დამიყენეს. ვაიფაის პაროლის შესაცვლელად ვერ შევდივარ TENDA-ს პარამეტრებში. აიპი მისამართს რომ ვკრეფ საერთოდ არ მიხსნის არაფერს ინტერნეტში, მათ შორის არც 192.168.1.1 და 192.168.0.1.  მხოლოდ ამას ხსნის  http://192.168.100.1 და ისიც HUAWEI-ის პარამეტრებში შედის სადაც ვაიფაიზე არაფერი წერია. როგორ შევიდე TENDA-ს  პარამეტრებში ვაიფაის პაროლის შესაცველელად?

თუ თვითონ იმათი მოტანილია დარეკე და შეგიცვლიან.
ან არა და ხელით გაუწერე აიპი კომპიუტერს
ip: 192.168.0.10
default gateway 192.168.0.1
მერე შევა. ინტერნეტი არ გექნება, შეცვალე პაროლი და დააყენე ისევ ავტომატურზე.

უფრო მარტივად არ გაკეთდება ეგ საქმე?

Posted by: zura_zura888 2 Sep 2016, 21:46
გამარჯობა ძლიერი როუტერი მინდა და რომელს მირჩევთ.

უნდა დაიჭიროს ეზოში მდგარი შენობის მეორე სართულზეც და ეს შენობა მოდემიდან სადღაც 30-40 მეტრშია.

მოდემი სახლში უნდა დავდგა მოკლედ biggrin.gif

Posted by: gvirjo 2 Sep 2016, 21:53
tengo1024
192.168.100.100 ზე ცადე შესვლა

zura_zura888
რამდენის გადამხდელი ხარ? smile.gif

Posted by: mikheill1 2 Sep 2016, 21:54
QUOTE (zura_zura888 @ 2 Sep 2016, 21:46 )
გამარჯობა ძლიერი როუტერი მინდა და რომელს მირჩევთ.

უნდა დაიჭიროს ეზოში მდგარი შენობის მეორე სართულზეც და ეს შენობა მოდემიდან სადღაც 30-40 მეტრშია.

მოდემი სახლში უნდა დავდგა მოკლედ biggrin.gif

TP-Link-ის მოდელს გირჩევ 3 ანტენიანს. მაგალითად: http://www.tp-link.us/support/download/TL-WR940N.html#Firmware ამ მოდელს, ან აქ აირჩიე.
http://www.tp-link.us/support/download-center
* * *
აი ეს მოდელიც ძაან მაგარია. ფასი 100 ლარი მაინც ეღირება. http://www.tp-link.us/support/download/TL-WR941ND_V6.html#Firmware
* * *
სოფტს ამ საიტიდან განაახლებ TP-Link-ის მოდელზე. მოკლედ მაგარი ბრენდია. მე მაქვს ზემოთ რაც დავლინკე ეგ მოდელი და 2 სართულიან სახლს ფარავს, პლუს გარეთ 200 მეტრამდე ვრცელდება.

Posted by: zura_zura888 2 Sep 2016, 22:20
gvirjo
100 ლარის ფარგლებში smile.gif)

mikheill1
მადლობა რჩევისთვის, გაიხარე. მეც 3 ანტენიან ტპ ლინკს ვფიქრობდი სავარაუდოდ და შენი რეკომენდაციაც დამეხმარება რომ ვიყიდო biggrin.gif
* * *
აი ამ 2 ცალ "3 ანტენიან" ტპ ლინკებში რა განსხვავებაა 941nd და 940n-ში?

Posted by: gvirjo 2 Sep 2016, 22:31
zura_zura888
მაგ ფასში ზემოთ რაც გირჩიეს იდიალურია

Posted by: sharingi117 2 Sep 2016, 23:08
აი ეს არის ძაან კარგი ფასიც და ხარისხიც.TL-WR841HP
http://www.tp-linkru.com/products/details/cat-9_TL-WR841HP.html

Posted by: zura_zura888 3 Sep 2016, 17:49
მოკლედ ვიყიდე ეს http://www.tp-link.us/products/details/TL-WR940N.html

დავაყენე და რომ ველოდი ისე ვერ იჭერს biggrin.gif ეზოში კიარა მესამე ოთახში ძლივს იჭერს და რა მოვუხერხო?

რამე მარშუტიზატორის დაყენება შეიძლება შუაში რომ დავაყენო და გაძლიერებული სიგნალი გადააწოდოს? აზრზე არ ვარ ამეების და მირჩიეთ რა შეიძლება გაკეთდეს

Posted by: ვახტანგი 15 Sep 2016, 20:45
zura_zura888
სხვა პრაშივკა ცადე open wrt მაგალითად

Posted by: bayern1995 11 Oct 2016, 03:43
გამარჯობა ესეიგი თქვენი დახმარება მჭირდება ვისაც შეგიძლიათ დამეხმაროთ მაქვს tenda -ს wifi ლეპტოპით ჩვეულებრივ შევდივარ არაფერი პრობლება არაა მარა ტელეფონი ნუ კერძოთ ალკატელის მობილური მაქვს ვერ ხედავს საერთოდ ვერც ჩემსას და ვერც სხვას მაგრამ არის მომენტები როცა დაინახავს ჩაირთვება მარა ისევ გაქრება რამდენიმე წუთში რისი ბრალი შეიძლება იყოს პაროლი შეცვლილი მაქვს როუტერზე მარა არამგონია მაგის ბრალი იყოს

Posted by: RayV 17 Oct 2016, 15:39
ჩეხურ ოროთახიან ბინაში ყველა ოთახში ნორმალურად რომ დაიჭიროს ინტერნეტი
ეგეთი ვაიფაის მოდემი მირჩიეთ

Posted by: gvirjo 17 Oct 2016, 22:15
RayV
ნებისმიერი როუტერი დაფარავს მაგ სივრცეს, ტეპელინკის 1 ან 2 ანტენიანი როუტერი იყიდე შენი სურვილის და ფინანსებიდან გამომდინარე

Posted by: RayV 18 Oct 2016, 22:19
gvirjo
http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=74464
თუ იცი ეს ნორმალურია ?

Posted by: gvirjo 18 Oct 2016, 22:28
RayV
კი და ზედმეტიცაა მე თუ მკითხავ 2 ოთახიანისთვის, უბრალოდ ინტერნეტის მიღება თუ გინდა და მეტი არაფერი მოთხოვნა არ გაქვს 2 ანტენიანი თუ არ ვცდები 40 ლარის ფარგლებში ღირს და ის აირე

Posted by: RayV 18 Oct 2016, 22:34
gvirjo


ანუ ეს ხო ? http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=45594

Posted by: gvirjo 19 Oct 2016, 00:10
კი .

Posted by: RayV 19 Oct 2016, 09:50
gvirjo
ძალიან დიდი მადლობა

Posted by: G2009G 19 Nov 2016, 14:32
რაღაცა ამიხსენით რა, ვერ ვერკვევი, ცალკე თემაც გავხსენი და არავინ არ ნახულობს... sad.gif

შემომყავს ოპტიკური ინტერნეტი... მინდა კარგი როუტერი, რომელშიც შეერთდება ეს ინტერნეტი (ოპტიკური კაბელი), როუტერს უნდა ქონდესპორტებიც და wififififfii
-ც... დესკტოპ კომპიუტერს დავსვამ პორტზე და ლეპტოპები, პლანშეტები, სმარტფონები და სხვა რაღაცეები იქნება wifififfii-ზე....

Posted by: forum-ge 19 Nov 2016, 14:43
გუშინ გამეთიშა ინტერნეტი და დღეს ჩაირთო, მაგრამ პირდაპირ კაბელით თუ შევაერთე კომპზე მაქვს ინტერნეტი და wi-fi როუტერში თუ შევაერთე კაბელი არ მაქვს ნეტი. მიწერს, რომ dns არასწორიაო თუ რაღაც ეგეთს. რამე უნდა შევცვალო როუტერის კონფიგურაციაში? გუშინდლამდე რაც იყო იგივე კონფიგურაცია აქვს და აქამდე თუ კარგად იყო ყველაფერი ეხლა რა ეტაკა?

http://pix.ge/

Posted by: G2009G 19 Nov 2016, 23:27
როდესმე გამცემს ვინმე პასუხს?..

Posted by: gvamer 18 Apr 2017, 14:47
გამარჯობა,

მაგთის ინტერნეტი მაქვს (კავკასუსის ოპტიკა) და Tp-link-ის wi-fi როუტერი და ტორენტით რომ ვქაჩავ ხოლმე უცხროურიდან ფაილებს, ვაიფაი იჭედება არა მარტო კომპზე (სადაც ტორენტია), არამედ ზოგადად (მობილურებიც ვერ უერთდება) და ძახილის ნიშანს წერს.
რესტარტი შველი და მერე ისევ ეკიდება და ესე.

კაბელზე მუშაობს კარგად.

რა შეიძლეაბ იყოს?

Posted by: macciavelli 18 Apr 2017, 15:47
gvamer
გაუმარჯოს
დროებით მოხსენი პაროლი ვაიფაის და ისე სცადე აბა

Posted by: gvirjo 18 Apr 2017, 16:46
gvamer
ან ტორენტს დაადე შეიპი რომ ბოლომდე არ გაგივსოს ტრაფიკი, 2-3 მბ მოიტოვე "ზეპასში" თუ გაქვს საშუალება

Posted by: gvamer 19 Apr 2017, 12:31
gvirjo
QUOTE
ან ტორენტს დაადე შეიპი რომ ბოლომდე არ გაგივსოს ტრაფიკი, 2-3 მბ მოიტოვე "ზეპასში" თუ გაქვს საშუალება

ეგრე ვშვებოდი, მაგრამ მაინც.

ტვითონ ტორენტ აპის ბრალის შეიძლება იყოს? uTorrent-ს ვიყენებ.

Posted by: gvirjo 22 Apr 2017, 08:54
gvamer
არამგონია, პაროლუს მოხსნა რომ გირჩიეს ცადე?

Posted by: handsome777 4 May 2017, 14:18
გამარჯობათ, ვარ კავკასუსის ანუ ეხლანდელი მაგთის ინტერნეტის მომხმარებელი. რამოდენიმე დღის წინ შევცვალე wifi - ს სახელი და პაროლი. შეცვლის შემდგომ, wifi- ს დაემატა მეორხე არხი, ანუ გაიყო ორ ნაწილად და სიჩქარეც საკმაოდ შენელდა. აი ესე მიჩვენებს და Magt- ზე პაროლის შეყვანისას, მეორე არხზეც ჩვეულებრივად შევდივარ, უბრალოდ უფრო ნელი და ზოზინა სიხშირე აქვს და თითქმის ყველა გამვლელ - გამომვლელი იყენებს ამ wifi- ს. Saba - ზე სულსხვა პაროლი მიყენია, რომელიც მე შევცვალე. აი Magti- საზე კი სტანდარტული ერთიდან ცხრამდეა ( იმიტომ იყენებს ყველა ) :დდ მოკლედ ვერაფერი ვერ მოვუხერხე. თუ ვინმეს შეგიძლიათ დამეხმაროთ, ძალიან დიდი მადლობელი დაგრჩებით. როუტერში შესვლისას გადაღებულ სურათებსაც დავწერ კომენტარებში, იქნებ რაიმე არასწორად მივუთითე და ამის ბრალია.
1) http://www.picz.ge/img/s4/1705/4/3/3c353e063489.png
2) http://www.picz.ge/img/s3/1705/4/a/a631bfa24e57.jpg
3) http://www.picz.ge/img/s2/1705/4/a/a111baf276de.jpg

Posted by: gvirjo 4 May 2017, 19:34
handsome777
მეორე სურათში სსიდ სელექთ რომაა მანდ ნახე ყველა და შენი (საბა) სსიდ ის გარდა მონიშვნა რომაა ენეიბლზე ზემოთ, ყველას მოუხსენი და შეინახე, ეფლაი ან სეივ იქნება დაბლა

Posted by: dima78999 19 Jun 2017, 20:14
გამარჯობათ. tp-link model. tl-mr3420 მაქვს ეს როუტერიი რაგაც აირია ძაან თავისით, ინტერნეტს აგარ უშვებს (the connection between your access point, router, or cable modem and the internet is broken) ამას წერს, სხვა ინტერნეტზეც ვცადე უამრავ ტელეფონზე თუ კომპზე მაგრამ ვერაფერი ვუშველეე, იქნეებ რამე მირჩიოოოთ, აშკარად აერია გონება და რახდებაა დამეხმარეეთ რაა, კაბელის და ეგეთი რაგაცეების ბრალი რო იყოს სხვა ინტზე ჩაირთვებოდა ან და რამეს მაინც იტყოდაა, გადასაგდებიაა ვითოომ? 551093773 ან რო ამიხსნათ რა გავაკეთოო

Posted by: dima78999 9 Jul 2017, 11:06
????????????????????????????????????????????

Posted by: okupanti 10 Jul 2017, 12:27
dima78999
სხვა ინტერნეტზეც თუ მაგას აკეთებს ვინდოუსი გადააყენო ჯერ ჯობია. თუ მაგ ტპლინკზე შვება მაგას მარტო, უნდა შეამოწმო პირდაპირზე, ანუ ISP-ს მოწყობილობაზე დაკავშირებით თუ არის ნეტი. რა ინტერნეტი გაქ საერთოდ?

Posted by: Dopilsya 11 Sep 2017, 17:23
მოკლედ ტპ ლინკს და ჩემ ლეპოტპს აქვს ჩეპე, ინტერენტი ითიშება და დაქონექთება უნდა, რენდომზე რა, ხან 2 წუთში ერთხელ მიყოლებით რამოდენიმეჯერ, ხან შეილება 3-4 სათში ერთხელ, მოკლედ მაგარი შემაწყუხებელია რა, არც ტელეფონებს აქვს პრობლემა მსგავსი და არც სხვა კოპმებს, სახში კიდე მაკი მაქვს იმაზეც არ უქნია არასდროს, ხოდა ამ ჩემ კომპს სხვაგან თუ წავიღებ მაშინაც არასდროს არ შვება ესე..

ანუ იმენა ამ ვიფის და ამ ლეპტოპის პრობლემაა რა. :დდ მილიონი რაღაცა ვნახე ინტერეტში, ყველაფერი ვქენი, ვინდოუსიც გადავაყენე, დრაივერებიც გადმოვწერე :დ იმენა ჩუსტვა არ აქვს...

იტოკში ან მამაოს უნდა შევალოცინო :დ ან ახალი როუტერი ვიყიდო, უბრალოდ პრინციპის თემაა, მაგრად მაინტერესებს რაშია საქმე :დ...


Posted by: Accident 11 Sep 2017, 17:42
Dopilsya
სხვა სისტემა რომ ჩაწერო?
https://forum.ge/?showtopic=34970773&view=findpost&p=51210137

Posted by: 123omari123 15 Sep 2017, 15:08
გამარჯობა
ეს როუტერი მაქვს და მაინც არ იჭერს კარგად მობილურზე wifi_ს, დაახლოებით 1-2 ხაზს იჭერს (S7 edge_ზე). სახლის ფართობი 120 კვ.მ, მაგრამ მანძილი მობილურსა და როუტერს შორის ალბათ 15-20 მეტრი იქნება მაქსიმუმ. სამი საკმაო სისქის კედელი. ინტერნეტის სიჩქარე 370 კბ/წმ. და ანუ ასე რომ იჭერს ნორმალურია თუ რამე გასწორება უნდა როუტერს? რაღაცა ორ სიხშირიანი როუტერიაო თუ რაღაც, ამ ერთ როუტერს რომ ვრთავ მობილურზე ორ wifi მოწყობილობას მიგდებს. ჩველუებრივ მოდემზე მაქვს მიერთებული ქსელის პორტით.
http://www.tp-link.com/la/products/details/Archer-C25.html

Posted by: oscillator 15 Sep 2017, 17:17
123gia123
სიმძლავრეს მოუმატე მენიუდან

ისე 2.4 მუშაობს მობილური თუ 5 გჰც?

Posted by: 123omari123 15 Sep 2017, 17:23
oscillator
როგორ უნდა მოვუმატო სიმძლავრე არ ვიცი.

ორივე სიხშირეზე შეუძლია მუშაობა. ისე დაახლოებით ერთნაირი დაჭერა აქვს 5 გჰც_აც თუ უფრო დაბალი არა.

Posted by: oscillator 18 Sep 2017, 11:08
2.4 Ghz Wireless Setting-ში ნახე Transmit Power (ქარხნულად დგას middle-ზე) და შეცვალე High-ზე. იგივე გააკეთე 5Ghz-თვის.

Posted by: skytailor 16 Nov 2017, 13:11
გამარჯობა. ვისაც გესმით როუტერი კარგად იქნებ დამეხმაროთ.
ბინა მაქვს 110 კვ/მ. მეყენა Lynksis E1500, რომელიც ძველი მოდელია და მხოლოდ ერთი სიხშირე აქვს. სახლში მეყენა დაახლოებით ცენტრში, საიდანაც ყველაზე შორს მდებარე ოთახამდე ორი კედელია. გაჭირვებით, მაგრამ მაინც იჭერდა იქამდე და მოკლედ ვახერხებდი ინტერნეტს გამოყენებას.

თუმცა უკეთესი სიგნალის მისაღებად ამაზონიდან გამოვიწერე ახალი https://www.amazon.com/gp/product/B00BUSDVBQ/ref=oh_aui_detailpage_o04_s00?ie=UTF8&psc=1, რომელსაც ორი სიხშირე აქვს და 6 ანტენა - სამი შიდა, სამი გარე (ამაზონზე 10 ყველაზე გაყიდვად როუტერში შედის).

iPhone SE ჩავრთე 5ghz-ზე, ხოლო ლეპტოპებმა, Galaxy S5 და HTC M8-მ ვერ დაინახეს 5ghz და დავაკავშირე 2.4Ghz-ს.
ყველაზე შორ ოთახშიც კი ყველა ტელეფონზე და ლეპტოპზე სიგნალს აჩვენებს ყველა ხაზს, თუმცა პრობლემა ის არის რომ 2.4ghz-ზე ძალიან ახლოს უნდა მივიტანო როუტერთან, რომ ინტერნეტმა იმუშაობს, ხოლო 5ghz-ზე პირდაპირ თუ უყურებს როუტერს ტელეფონი და არაფერი ეფარება, 8-10 მეტრამდე იჭერს ინტერნეტს. არა და რეკლამა აქვს ისეთი რო დიდ ორსართულიამნ კერძო სახლში უნდა იჭერდეს, და ვიდეობიც ვნახე ხალხმა ვინც იყიდა ძალიან კმაყოფილია ყველა.

ვიფიქრე იქნებ პარამეტრებშია რამე შესაცვლელითქო. Advanced Setting-ში რო შევდივარ ჩინურია იქ ჩემტვის ყველაფერი.
სილქნეთიდანაც გამოვიძახე ტიპი.იმანაც ვერაფერი გაუგო. მარტო ერთი ბრძნული რამე მითხრა, დიდი სახლია და მაგიტომ ვერ იჭერსო old.gif თუ გინდა extender-ს დაგიყენებთ, 70 ლარადო...

ამაზონს დავურეკე და TP-Link-თან გადამამისამართა. თუმცა ვერც იმათ მიშველეს. რაღაც wireless chanel შემაცვლევინეს მარტო და ვერც მაგან უშველა.
იქნებ აქ ვინმე უკეთ მიხვდეთ რაშია საქმე.
მადლობა წინასწარ!

Posted by: Artgeo 18 Nov 2017, 12:59
skytailor
ანტენების რაოდენობას დაფარვასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მთავარია სიმძლავრე.
ანტენების რაოდენობა მხოლოდ სიხშირეების და სიჩქარის ამბავია.


შენს შემთხვევაში უფრო ძველ სტანდარტზე იძულებით გადაყვანამ შეიძლება უშველოს. N-ზე გადაყვანა სცადე 2,4 ზე

QUOTE
iPhone SE ჩავრთე 5ghz-ზე, ხოლო ლეპტოპებმა, Galaxy S5 და HTC M8-მ ვერ დაინახეს 5ghz და დავაკავშირე 2.4Ghz-ს.

აი ეს უფრო საინტერესოა. ორივე ტელეფონს აქვს 5 გიგაჰერცის მხარდაჭერა

Posted by: oscillator 19 Nov 2017, 19:20
skytailor
თუ ნამდვილი ც7 , მაშინ სამივე ანტენა დუალბენდია და ერთ-ერთი საუკეთესო როუტერია თავის კლასში.
ოფიციალურ საიტზე შედი და ახალი ვერსიის სოფტი ჩაასხი
http://www.tp-link.com/en/download/Archer-C7_V4.html#Firmware
ასე ინგლისურ ვერსიას დააყენებ და მერე თუ რამის მომატება დაგჭიდება , შეძლებ უპრობლემოდ.

ესეც ემულატორის ლინკი...
http://www.tp-link.com/resources/simulator/ArcherC7V4_Emulator/index.html

Posted by: shveloGonshik 24 Nov 2017, 16:17
გამარჯობათ 1 wifi მოედმიდან მინდა 2 ქსელის გაყვანა ანუ დაუშვათ სტუმრებისთვის და მომუშავე პერსონალისთვის wifi1 და wifi2 .დამეხმარეთ რა

Posted by: gvirjo 24 Nov 2017, 17:41
shveloGonshik
რა როუტერია? აქვს მული სსიდ ის მხარდაჭერა?

Posted by: shveloGonshik 24 Nov 2017, 17:54
gvirjo
კიიი კაი როუტერია

Posted by: gvirjo 24 Nov 2017, 17:59
shveloGonshik
aba ra giSlis xels, CarTe multiesesaidi erTs sxva saxeli da paroli daade da moeores sxva, კაი როუტერი კიდე პირობითია smile.gif

Posted by: shveloGonshik 24 Nov 2017, 18:04
gvirjo

kargi routeri ra funqciebi aqvss racunda qondess maximalurad da meti ravii gaixare spasiba ..

Posted by: gvirjo 24 Nov 2017, 18:07
shveloGonshik
ვერ გავიგე სიმართლე გითხარა რა მკითხე თუ მიპასუხე smile.gif

Posted by: shveloGonshik 24 Nov 2017, 18:09
gvirjo

kargi routeri kide pirobitiao ro mowmre magis pasuxi gageci biggrin.gif

Posted by: Dybala 28 Feb 2018, 11:42
უცებ რომ მირჩიოთ 100 ლარამდე რამე როუტერი.

ტპ ლინკი მაქვს ერთ ანტენიანი და გამაწამა სულ წყდება კავშირი და თავიდან უკავშირდება ყოველ 5 წუთში.




Posted by: HauntTheDemonAway 28 Feb 2018, 14:23
Dybala
http://pcshop.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage-gur.tpl&product_id=539&category_id=63&option=com_virtuemart&Itemid=6&lang=en

Posted by: l-e-v-a-n 28 Feb 2018, 14:36
ეგ როუტერი რო გამოწერო უფრო იაფი ღირს


https://www.amazon.com/TP-Link-Wireless-Router-450Mbps-TL-WR940N/dp/B003Y5RYNY/
https://www.amazon.de/TP-Link-TL-WR940N-Router-Anschluss-GlasfaserModem/dp/B00VVHONRM/

იბეიზე უყუთოს ახალი გარანტიით 16$ ში
https://www.ebay.com/itm/TP-LINK-TL-WR940N-Wireless-N450-Home-Router-450-Mbps-3-Antennas-No-Box/183043458166?epid=108884109&hash=item2a9e3d8476:g:ZKAAAOSw3wVaT~8W

Posted by: Dybala 28 Feb 2018, 15:25
HauntTheDemonAway
მადლობა .


* * *
l-e-v-a-n
ლოდინი.მეზარება ხოლმე და ალბათ აქვე ვიყიდი რამე ტეპელინკს.

მამენტ 40 კვადრატი მაქვს სულ და 840N ტეპეილიკი ვერ გამიქაჩავს?

Posted by: l-e-v-a-n 28 Feb 2018, 15:53
Dybala
კი 40 კვადრატშI როგორ არ გეყოფა
მეც ეგ მაქ პროსტა გამორთვის ღილაკი არ აქ ერთი ეგ მინუსი აქ biggrin.gif

Posted by: Dybala 3 Mar 2018, 23:59
l-e-v-a-n
ხო ეგ ვიყიდე და მშვენივრად მუშაობს

Posted by: Niku7a 23 Mar 2018, 23:13
მაქვს სილკის ინტერნეტი+ტელევიზია
http://yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=79083
ამ როუტერს ^ (მიმღები) შეუძლია მიიღოს სილკის (გამცემი) wi-fi სიგნალი და გარდამიქმნას Lan სიგნალად? (ანუ ამ მიმღებ როუტერზე ჩვეულებრივი დაჯეკილი კაბელით რომ მივაერთო სმარტ ტვ ან ლეპტოპი) გამოვა ეგეთი რამე? http://yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=79083

ან ქინებ მირჩიოთ სად ვიკითხო იაფად და იორღად რომ გამოვიდე? ვერ ვერკვევი ქსელურ ამბებში user.gif

Posted by: beso1968 1 Apr 2018, 16:11
Gamarjobat erti zmurad mirchiet magtis interneti jobia tu silknetis ? Tanabari baitebis shemtxvavashi vgulisxmob

Posted by: gobisha 22 Dec 2019, 21:10
როუტერი რო ვიყიდო მე თვითონ დავაყენებ? ინტერნეტის ტარიფი იგივე მექნება? მაგთი მაქ

Posted by: ilia132 13 Jan 2020, 21:27
gobisha
QUOTE
მე თვითონ დავაყენებ? ინტერნეტის ტარიფი იგივე მექნება?

რა თქმა უნდა

Posted by: gobisha 17 Jan 2020, 10:31
რიუტერის დაყენება მინდიდა მობმა ვერ იპოვა ხოდა პირველი სახელი ვაიფაის ვინციყო.. იმას დავაჭირე დაჩართო ვერ გავიგე სხვისაზე ვარ თუ არა

Posted by: okupanti 19 Jan 2020, 02:23
gobisha
ინტერნეტი ხომ გაქვს რაც მთავარია, რას დაეძებ ვისაზე ხარ

Posted by: gobisha 19 Jan 2020, 19:59
როუტერს ღამით რთავთ? Chavrte xhemze davarestarte da ipova sakutari tavi

Posted by: david_888 20 Jan 2020, 23:18
QUOTE
როუტერს ღამით რთავთ?
როუტერს კი არა კომპს არ ვთიშავ, ვინმე თიშავს როუტერს? spy.gif

Posted by: l-e-v-a-n 17 Feb 2020, 02:33
QUOTE (david_888 @ 20 Jan 2020, 23:18 )
QUOTE
როუტერს ღამით რთავთ?
როუტერს კი არა კომპს არ ვთიშავ, ვინმე თიშავს როუტერს? spy.gif

კი მე ვთიშავ ყოველთვის, საძინებელში თუ მაქ მითუმეტეს
რატო უნდა იყოს ტყუილად ჩართული? biggrin.gif

Posted by: gobisha 22 Mar 2020, 17:24
მწვანეც ანთია თან წითელს მინთებს და ინტერნეტი მაინც მაქ რა ხდება ჩვეულებრივ წითელს კი არა მწვანედ№უნდაანთებდეს არადა ეგეც.

Posted by: .ქომ 4 Apr 2020, 00:08
gobisha

რა ფირმის როუტერია, რა ქვია პაროლი მოგთხოვა თუ არა

Posted by: gig@@@ 21 Aug 2020, 12:39
TP LINK როუტერის ეს მოდელი TL-WR845N(UN) კარგია ? ანუ 4 ოთახიანი ჩეხური პროექტის ბინისთვის გამოდგება ?

Posted by: lobja 4 Jun 2021, 15:30
Mesh WiFi System ზე რა აზრის ხართ?

deco m5 ის გამოწერას ვფიქრობ აგარაკისთვის. ჩვეულებრივ როუტერის და გამაძლიერებლის დათრევას მგონი ეს ჯობია ცოტა უფრო ძვირი კი გამოდის მარა ...

Posted by: Hotstreak 27 Dec 2021, 16:31
50 ლარამდე რომელ როუტერს მირჩევთ? TP-link TL-WR840N ჯობს თუ Xiaomi Mi Router 4C Global Version

Posted by: Santa_papa 5 Feb 2022, 00:21
QUOTE (lobja @ 4 Jun 2021, 15:30 )
Mesh WiFi System ზე რა აზრის ხართ?

deco m5 ის გამოწერას ვფიქრობ აგარაკისთვის. ჩვეულებრივ როუტერის და გამაძლიერებლის დათრევას მგონი ეს ჯობია ცოტა უფრო ძვირი კი გამოდის მარა ...


მგონი ჯობია WIFI 6E რო გამოჩნდება გასაყიდათ ბარემ უახლესი სტანდარტის ყიდვა

Posted by: soslanbeg 29 Sep 2023, 13:16
25 სართულიდან ეზოში რომ მივიღო სიგნალი სმარტფონში და ინტერნეტი მქონდეს, ყველაზე იაფფასიანს რა ვაიფაი მოწყობილობას მირჩევდით?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)