გილოცავ, გისურვებ დღეგრძელობას, მზეგრძელობას.
უფალმა შეგაძლებინოს და მოგცეს გამძლეობა, სულიერი სიმტკიცე, გონების სიწმინდე, პიროვნული სიმშვიდე,
რათა შენი უფლისმიერი ამქვეყნიური მისია ღირსეულად განვლო, აგაშოროს ბოროტი მის საქმეებთან ერთად,
დაე, ჩვენმა შემოქმედმა - წმიდა სამებამ შეგაცნობინოს მისი ჭეშმარიტება ყველგან, სადაც არ უნდა იყო,
ყოველთვის, რა დროც არ უნდა იყოს და ყველასთან, ვისთანაც არ უნდა იყო.. მისი გზიდან ნუ გადაგიყვანს.
ყოველივე საუკეთესოს გისურვებ, რაც უფლისმიერად, ადამიანურად, მორალურად გამართლებულია.
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.