Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მოგზაურთა კლუბი > უნგრეთი / Magyarország. N2


Posted by: Compostela 22 Aug 2016, 01:28
მეგობრებო, წინა თემამ https://forum.ge/?f=69&showtopic=33722370&st=0 100 გვერდს გადააჭარბა და ვხსნი ახალს

ინფორმაცია ვიკიში

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98


Üdvözlöm Magyarországon !

http://postimage.org/

love.gif love.gif love.gif

Posted by: gagripsh 24 Aug 2016, 10:01
სუვენირების ყიდვა თუ გენდომებათ გირჩევთ რომ წახვიდეთ ბუდას მხარეს Fisherman's Bastion-ზე რომ ადიხართ აღმართს რომ აივლით იქ არის პატარა ბაზრობასავით სულ სუვენირები იყიდება და ცენტრთან შედარბით საკმაოდ იაფია.

Posted by: Dimitriusi1541 25 Aug 2016, 00:00
სალამი მოკლეთ მაინტერესებს ბინის ქირაობა რა ღირს ბუდაპეშტში ნუ 3 კაცი რომ დაეტიოს და აპარტამენტებიც ნუ იქნებაbiggrin.gif

Posted by: vaho 25 Aug 2016, 11:32
ერჟბერშტის ქუჩა.............................

https://www.youtube.com/watch?v=7QZRdsGMaCo&feature=youtu.be

Posted by: Lomulusi 14 Sep 2016, 18:41
ერთკვირიანი ტური ახალი წლის დღეებში ბუდაპეშტი-პრაღა 190 ევროდ https://www.turebi.ge/tours_out?id=23731#content

Posted by: oldgio 14 Sep 2016, 19:12
უიაფესზე რა მოგახსენოთ და უმშვენიერესი ქალაქი რომაა ევროპული საზომითაც კი, ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემი ვიზუალური ნაცნობობა ევროპასთან ბუდაპეშტით დაიწყო. ფერიჰედის (ფერენც ლისტი) აეროპორტმა მთლად კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა, აეროპორტიდან ჰოტელამდე გზაც მესამე მასივსა და აფრიკას წააგავდა (ნუ მიწყენენ ამუბნელები) და, ცოტა არ იყოს, შევშფოთდი ევროკომისიის დამკვირვებელივით, მაგრამ მერე რაც ვნახე, დიდ ხანს მეყოფა კიდევ ტკბილ სიზმრად. გარდა ამისა, შეიძლება დავამატო, რომ საერთაშორისო კონფერენციის ხაზით ვიყავი და ასეთი ორგანიზებული ფორუმი მის მერე არ მინახავს..
მოკლედ, ყველას ვურჩევ, არ გამოტოვოს შანსი და მოინახულოს ბუდაპეშტი – აღმოსავლეთ ევროპის პარიზი.
აი, ჩემი გადაღებული ფოტო განწყობისთვის – საექსკურსიო გემი დუნაიზე.

Posted by: Hahman 15 Sep 2016, 15:28
ვაჰ, არ ვიცი წავიდე თუ არ წავიდე.... ვერ გადავწყვიტე. თითქოს რაღაც მენანება ფულის ხარჯვა ამ ქვეყნისთვის. ნეტა მწარედ ვცდებოდე. smile.gif

Posted by: gagripsh 15 Sep 2016, 15:59
Hahman
წადი არ ინანებ! მე ძალიან მომეწონა, სხვანაირი მუხტიანი ქალაქია <3

Posted by: vaho 15 Sep 2016, 16:40
QUOTE
რაღაც მენანება ფულის ხარჯვა ამ ქვეყნისთვის.


1. არ ინანებ ნამდვილად.

2. ბაქოში ჩასვლაზე იაფია მგონი...

Posted by: oldgio 15 Sep 2016, 21:05
QUOTE (Hahman @ 15 Sep 2016, 15:28 )
ვაჰ, არ ვიცი წავიდე თუ არ წავიდე.... ვერ გადავწყვიტე. თითქოს რაღაც მენანება ფულის ხარჯვა ამ ქვეყნისთვის. ნეტა მწარედ ვცდებოდე. smile.gif

დამიჯერე მეც და ამ იუზერებსაც, - მთელი ცხოვრება გეყოფა მოგონებებად. ოღონდ აქედანვე დაგეგმე დრო, - საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ღირსშესანიშნაობები, საცხოვრებელი და ასე შემდეგ. აუცილებლად ისარგებლე საექსკურსიო გემის ტურით ღამის დუნაიზე, - იშვიათი სიამოვნებაა. აი, ამ ლინკსაც უყურე, შესანიშნავი სახელმძღვანელოა:
https://www.youtube.com/watch?v=rs_w9cwJ1Fg

ერთი რჩევა - რუსულად არ დაილაპარაკო არსად, ხმას არ გაგცემენ და სიძულვილით სავსე მზერით გაგაცილებენ.
* * *
https://www.youtube.com/watch?v=G5dnZCfn_wY

ესეც განწყობისთვის smile.gif
* * *
QUOTE (Dimitriusi1541 @ 25 Aug 2016, 00:00 )
სალამი მოკლეთ მაინტერესებს ბინის ქირაობა რა ღირს ბუდაპეშტში ნუ 3 კაცი რომ დაეტიოს და აპარტამენტებიც ნუ იქნებაbiggrin.gif

booking.com -ზე უკეთესს ვერაფერს გირჩევ. აქაა ჰოტელებიც, მოტელებიც და ჰოსტელებიც. ყველანაირი ფასი, ყველა გემოვნება..

Posted by: Hahman 16 Sep 2016, 08:46
გმადლობთ ბიჭები სურვილის გამყარებისთვის!!

Posted by: gagripsh 16 Sep 2016, 10:02
oldgio
მე მივქარე, პარლამენტის ექსკურსიაზე ინგლისურ ტურს ვერ დავემთხვიე და რუსულზე შევედი. მოლარემ ისეთი ზიზღით შემომხედა, რომ ეგრევე განმარტებები დავიწყე რომ რუსი არ ვიყავი და მეც არ მევასებოდნენ smile.gif)

Posted by: Trump 16 Sep 2016, 10:23
ულამაზესია ბუდაპეშტი.. ღამის ცხოვრება მომეწონა და ruin bar -ები. ამდენი და ასეთი ლამაზი ბარები ევროპაში არ მახსოვს სადმე მენახოს , ამავდროულად ყველა ერთ უბანშია..

Posted by: oldgio 16 Sep 2016, 12:16
QUOTE (gagripsh @ 16 Sep 2016, 10:02 )
oldgio
მე მივქარე, პარლამენტის ექსკურსიაზე ინგლისურ ტურს ვერ დავემთხვიე და რუსულზე შევედი. მოლარემ ისეთი ზიზღით შემომხედა, რომ ეგრევე განმარტებები დავიწყე რომ რუსი არ ვიყავი და მეც არ მევასებოდნენ smile.gif)

აბა, შენ ეგა თქვი... რა ააყროლეს ამ ოხერძაღლებმა მსოფლიო, რომ ამ ენის გაგონებაზე ხალხს ტანში ბურძგლავს... არადა, როგორც რუსული ვიცი, ნეტავი 3 ენა ვიცოდე ასე smile.gif. თანამშრომელთან ერთად დავდიოდი მაღაზიებში კონფერენციის სესიების შემდეგ. დედა რუსი ყავდა და სახით ჩამოგავს. ფულის გადახდის შემდეგ საქონელს მოგვიყრიდა მოლარე, არც პარკში გვილაგებდა და ხურდასაც ლამის სახეში გვესროდა. სპეციალურად ხმამაღლა ქართულად ვლაპარაკობდით, რომ გული მობრუნებოდათ. მერე ხვდებოდნენ, რომ რუსები არ ვიყავით და სახე უმშვიდდებოდათ.. არადა, რუსი ტურისტებიდან რომ ფული შემოდით, ისე არავისგან.. მაგრამ 50-იანებს ვერ დაივიწყებენ უნგრელები, 1000 წელი რომ გავიდეს.

ბუდაპეშტში ტაქსით სარგებლობას არ ვურჩევ არავის.. ელიზაბეტ ხიდის ოდნავ მოშორებიდან (უნგრულად ხიდი ხიდს ნიშნავსsmile.gif) ბარა ჰოტელამდე (3 კმ) ტაქსისტმა 10 დოლარი იცოტავა და კაჩაობა დაგვიწყო, კინაღამ ჩხუბამდე მივიდა საქმე.. მაგარი უნამუსო კასტაა..

Posted by: tekwawa 16 Sep 2016, 12:25
Avtobusi 200E gamis romel saatamde muahaobs tu icit? Agar maxsovs sad.gif
Trump
Budapeshti martlac ulamazesia smile.gif...magram gamis cxovreba da barebi sxvagan ufro Ari's tvalshi sacemi... zgvispira qveynebi wink.gif

Posted by: oldgio 16 Sep 2016, 12:32
QUOTE (tekwawa @ 16 Sep 2016, 12:25 )
Avtobusi 200E gamis romel saatamde muahaobs tu icit? Agar maxsovs sad.gif
Trump
Budapeshti martlac ulamazesia smile.gif...magram gamis cxovreba da barebi sxvagan ufro Ari's tvalshi sacemi... zgvispira qveynebi wink.gif

როგორც მახსოვს, ეს პოპულარული მარშრუტი დილის 4-დან ღამის 10-მდეა.

Posted by: oldgio 23 Sep 2016, 20:59
არ ჩავკლათ ეს დიდებული თემა, გავახალისოთ სურათებით. წარმოგიდგენთ ჩემ მიერ გადაღებულ წმ. იშტვანის (St. Stephen's Basilica) ტაძარს. ამის უნახავად ბუდაპეშტის დატოვება ნამდვილად ცოდვაა.

Posted by: oldgio 23 Sep 2016, 21:13
აქ ვნახე პირველად ჰაი ტექ ტუალეტი smile.gif

Posted by: oldgio 23 Sep 2016, 21:19
სამი მტკვრის სიგანე დუნაი და ლომების ხიდი:

Posted by: oldgio 23 Sep 2016, 21:28
ა, ბატონო, კიდევ, SZENT GELLÉRT PÜSPÖKRE:

Posted by: piki-a 24 Sep 2016, 22:55
ლატვიის საელჩო გასცემს თუ არა ვიზას სასტუმროს და ბილეთის მხოლოდ ჯავშნების წარდგენით? მადლობა წინასწარ

Posted by: oldgio 24 Sep 2016, 23:03
QUOTE (piki-a @ 24 Sep 2016, 22:55 )
ლატვიის საელჩო გასცემს თუ არა ვიზას სასტუმროს და ბილეთის მხოლოდ ჯავშნების წარდგენით?  მადლობა წინასწარ

http://www.vfsglobal.com/Latvia/Georgia/index.html
აქ გაეცანი. წესით კი, უნდა გასცეს. დოკუმენტების ჩამონათვალში იქნება, რა არის საჭირო.
2015 წლიდან სავიზო აპლიკაცია ონლაინ ივსება.

Posted by: gagripsh 25 Sep 2016, 13:17
piki-a
კი ჯავშნით მომცეს მე smile.gif

Posted by: oldgio 25 Sep 2016, 19:50
ბუდაპეშტის "რუსთაველის გამზირი", - Szabad Sajto ut. ელიზაბეტ ხიდის შემდეგ. ფეხით რომ გაუყვები, უამრავი ტურისტული საფეხმავლო ზონაა. ყველა შენობა ინდივიდუალურია, ხელოვნების ნიმუში.

Posted by: oldgio 25 Sep 2016, 19:54
არ წააგავს ბამბის რიგს? ასეთი ლამაზი ქუჩა მრავლადაა.

Posted by: will smith 25 Sep 2016, 19:57
oldgio
ვიყავი ზაფხულში 2 დღით,მოვიარე ქალაქი ფეხით,ინგლისური იცოდნენ,მეტროში არსად წერია ინგლისურად.

ხიდზეც გავისეირნ გამოვისეირნე,მართალია მარტოდ ვიყავი და წავედი,დამეზარა მარტოდ ხეტიალი

Posted by: oldgio 25 Sep 2016, 19:58
ასეთი ლამაზი სინაგოგა, როგორიც ბუდაპეშტშია, მე არ მინახავს (შეიძლება არის სადმე, სადაც ჩემი მზერა ჯერ არ მიწვდენია).
* * *
QUOTE (will smith @ 25 Sep 2016, 19:57 )
oldgio
ვიყავი ზაფხულში 2 დღით,მოვიარე ქალაქი ფეხით,ინგლისური იცოდნენ,მეტროში არსად წერია ინგლისურად.

ხიდზეც გავისეირნ გამოვისეირნე,მართალია მარტოდ ვიყავი და წავედი,დამეზარა მარტოდ ხეტიალი

სამწუხაროდ, 2 დღე მხოლოდ "გახურებას" უნდა smile.gif. უფრო გულდაწყვეტილი ჩამოხვიდოდი, ბევრი სანახავი რომ ვერ ნახე...

Posted by: oldgio 25 Sep 2016, 20:10
ესეც ბუდაპეშტის "ოპრა ჰაუს", - ოპერის მართლა დიდებული შენობა.
პ.ს. ნაგვის ურნა არ გეცნოთ? smile.gif

Posted by: piki-a 25 Sep 2016, 22:15
oldgio

მადლობა პასუხისთვის. თუ შეიძლება სადმე ვნახო სპონსორის/დამფინანსებლის წერილის ნიმუში?


Posted by: oldgio 25 Sep 2016, 22:57
QUOTE (piki-a @ 25 Sep 2016, 22:15 )
oldgio

მადლობა პასუხისთვის. თუ შეიძლება სადმე ვნახო სპონსორის/დამფინანსებლის წერილის ნიმუში?

ანუ, შენგენის ზონაში თქვენს ფინანსურ გარანტორს გულისხმობთ? მართალი გითხრათ, მე სამეცნიერო ხაზით ვიყავი და ეგ არ მეხებოდა. არა მგონია, რამე განსაკუთრებული იყოს, სიტყვიერ გარანტიას შეიძლება საბანკო ამონაწერი მოაყოლოს ალბათ.

Posted by: will smith 26 Sep 2016, 00:13
oldgio
QUOTE
ამწუხაროდ, 2 დღე მხოლოდ "გახურებას" უნდა . უფრო გულდაწყვეტილი ჩამოხვიდოდი, ბევრი სანახავი რომ ვერ ნახე...

მე მეყო ორი დღე,ბევრი რამეც არმაინტერესებდა biggrin.gif

Posted by: oldgio 26 Sep 2016, 21:35
ახლა კიდევ უფრო მოსახერხებელია ბუდაპეშტამდე მიღწევა. მე რომ ვიყავი, ლუფტჰანზა- თბილისი-მიუნხენი-ბუდაპეშტი, უკან- ლოტ- ბუდაპეშტი-ვარშავა-თბილისი. თანაც, ლუფტჰანზა გვიან გავიდა თბილისიდან, ნახევარი საათი გვქონდა გადაჯდომა მიუნხენში გრაფიკით, რომ ჩავფრინდით, 10 წუთი იყო დარჩენილი, ცხადია, ვერ მოვასწარით და ის ქვაბავაზაკები არც კი დაგველოდნენ. კიდევ კარგი, საერთოდ არ გაგვიუქმეს ბილეთები, - 4 საათში გავფრინდით.. ახლა კი "ლაფაა" - ვიზეარი და ჯანი!

Posted by: hpl1906 26 Sep 2016, 22:59
აუ ხალხები დამეხმარეთ რა, ჩემს და მიდის ბუდაპეშტში და მერე ჩაფრენისთანავე პირდაპირ ვენაში მიდის და ყველაზე იაფი გზა რომელია? ავტობუსი თუ მატარებელი და იქნებ დამილინკოთ რამე საიტი რომ აქედანვე ვიყიდო ბილეთები მშვიდად რომ ვიყო? ან იქ ჩასულს იმ დღის რეისზე ბილეთები დაგვხვდება? ვისაც გამოცდილება აქვს გამიზიარეთ რა

Posted by: iosebovich 26 Sep 2016, 23:00
ულამაზესია ბუდაპეშტი. თან არაა ძვირი ჩასვლა. მერე უკვე მანდედან საითაც გინდა რაა ...


Posted by: oldgio 27 Sep 2016, 18:14
QUOTE (hpl1906 @ 26 Sep 2016, 22:59 )
აუ ხალხები დამეხმარეთ რა, ჩემს და მიდის ბუდაპეშტში და მერე ჩაფრენისთანავე პირდაპირ ვენაში მიდის და ყველაზე იაფი გზა რომელია? ავტობუსი თუ მატარებელი და იქნებ დამილინკოთ რამე საიტი რომ აქედანვე ვიყიდო ბილეთები მშვიდად რომ ვიყო? ან იქ ჩასულს იმ დღის რეისზე ბილეთები დაგვხვდება? ვისაც გამოცდილება აქვს გამიზიარეთ რა

არა, შენ შემოგევლე, აქედან აღებას რა აზრი აქვს, - რეისი რომ გადაიდოს ან გაუქმდეს, ხომ ჩაგეყარა წყალში ფული.. არც არის საჭიროება, ყოველ 2-3 საათში დადის მატარებელი და ავტობუსი.. აგერ, ავტობუსისა და მატარებლის ლინკები... მაქსუმუმ მოუხდეს ის წვალება, რომ ავტობუსის ანდა რკინიგზის სადგურში მოუწიოს აეროპორტიდან წასვლა...
ვიზეარით მიფრინავს?

https://www.flixbus.com/bus-routes/bus-vienna-budapest
http://www.goeuro.com/?departure_fk=383168&arrival_fk=368571&utm_source=google&utm_medium=cpc&utm_campaign=I.III%5BTrain_01_Rou%5D500%7C500%7CEN-UX%3ATrain&utm_term=budapest%20vienna%20train&adgroup=Train_01_Rou%7C__%7CBudapest_383168_HU%7CVienna_368571_AT%7C276%7CEN-UX_COM%7CE%7C&gclid=Cj0KEQjwsai_BRC30KH347fjksoBEiQAoiaqscnHUwH0fEoqwgk19_YFDWMXf0W3PTBJ-iQrIkIszAsaAhI18P8HAQ

ა, კიდევ ავტობუსები:
http://www.goeuro.com/search/MzMzNDc3ODM1OkNNdnZnWjhCRWhJSkNVTlUtQV9fRG5NUkVVd2dXVTBNWElnYURBalV6cGJnOWlvU0ExVlVReUlIQ09BUEVBa1lIVERBc1JjNHU3OFdRaElJSXhJT0NnTnZZbUlTQjBSRlJrRlZURlJRQUZBQlVBSlFBMW9vQ2hveWFHMXpaREp0TldSdmFHcHNOMkpoZERkeWFYTjJabWxzTWhDV0FSb0RZMjl0SWdKbGJn

ისე, ავტობუსი უფრო იაფია.

Posted by: mn30 27 Sep 2016, 19:20
თქვენ გაიხარეთ რა. კი ვიზაირით მიფრინავს. ავტობუსის ან მატარებლის ბილეტები ხომ იქნება იმავე დღეს რომ იყიდოს იქ?

Posted by: oldgio 27 Sep 2016, 19:29
როგორც წესი, სულ არის ხოლმე, გამომდინარე მჭიდრო გრაფიკიდან. თუ სასწაული მოხდა, ე.წ. ბლა-ბლა კარ სერვისიცაა, ანუ, ტაქსის აღება დაშეარებით, ესეც იაფია, მაგრამ ავტობუსი ყველაფერს ჯობია. დისტანცია ვენამდე მცირეა, - 240 კმ.

ისე, ამ გახსენებაზე, ვიზეარზე ონლაინ ჩექ-ინიც ხომ გაიარა? ქუთაისში რომ გაიარო, აეროპორტში, 30 ევრო უნდა დაამატო. იმედია, ვიზეარის დეტალები იცით.

Posted by: bacaco 27 Sep 2016, 20:16
Rogor velodebi axal samsaxurs rom budapeshti davlashqro exla sadac vmushaob kartaze ar mericxeba xelpasi da axal samsaxurshibgaavdovar da pirveli aq wavaaaalll. Bolo ramdeni tvis amonaweri undat bankshi? Ravis gindat ertad davlashqrot(gogos vgulisxmob) meugle ar momyveba samwuxrod sad.gif((((

Posted by: oldgio 27 Sep 2016, 20:27
QUOTE (bacaco @ 27 Sep 2016, 20:16 )
Rogor velodebi axal samsaxurs rom budapeshti davlashqro exla sadac vmushaob kartaze ar mericxeba xelpasi da axal samsaxurshibgaavdovar da pirveli aq wavaaaalll. Bolo ramdeni tvis amonaweri undat bankshi? Ravis gindat ertad davlashqrot(gogos vgulisxmob) meugle ar momyveba samwuxrod sad.gif((((

როგორც წესი, ბოლო 3 თვის ამონაწერს ითხოვენ. შეგიძლია, ანაბარზე განათავსო თანხა და ამის ამონაწერი მიუტანო. მე, მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ სახელფასო ბრუნვა მათხოვრული მქონდა, ანაბარზე განვათავსე 3000 $ და ამის საფუძველზე 2012-ში იტალიის საკონსულომ ერთწლიანი ჩამირტყა. მაგრამ აქ იმანაც მოახდინა გავლენა, რომ სამეცნიერო ხაზით მივდიოდი. ეს თანხა რომ არ მქონოდა, 3-თვიანზე მეტს ვერ მივიღებდი.

Posted by: bacaco 27 Sep 2016, 20:42
oldgio
Madloba gamoxmaurebistvis.anu gazafxulze davlashqrav evropas lalaalaa. Anu damsaqmebelio rom weria shps unda mivutito xo? Shps saxelwodeba?

Posted by: oldgio 27 Sep 2016, 20:50
QUOTE (bacaco @ 27 Sep 2016, 20:42 )
oldgio
Madloba gamoxmaurebistvis.anu gazafxulze davlashqrav evropas lalaalaa. Anu damsaqmebelio rom weria shps unda mivutito xo? Shps saxelwodeba?

კი, ორგანიზაცია, სადაც მუშაობ. აბა, შეფი ვის აინტერესებს smile.gif

Posted by: bacaco 27 Sep 2016, 21:02
oldgio
lol.gif lol.gif shepi kai iko smile.gif) au ravi ise minda mogzauroba da uari rom mtyipon magrad gamitydeba sad.gif(((

Posted by: oldgio 27 Sep 2016, 21:26
ნუ გეშინია, მთავარია, აპლიკაცია სწორად შეავსო და ტყუილი არ დაწერო. პირველ ჯერზე მოკლევადიანი ვიზა უნდა მოითხოვო წესით.. ისე, სანამ წასვლას დააპირებ, იქნებ ვიზალიბერალიზაციამ მოგისწროს smile.gif

Posted by: bacaco 27 Sep 2016, 23:02
oldgio
Au ar mjera mag ambebis me sad.gif sad.gif

Posted by: oldgio 30 Sep 2016, 20:23
ბუდაპეშტცი, სად ხართ? ბუდაპეშტის მუღამი ვინც დაიჭირეთ, არ გინდათ, ერთ მშვენიერ ზაფხულს ჩარტერული რეისით (ან რეგულარულით) ვესტუმროთ უნგრეთის გულს, არ გინდათ? დავიანგარიშოთ ხარჯები, ტურისტული კომპანია არ გვჭირდება, სასტუმრო-ვიზა-ფიფრინავი-შიდა სეირნობა+ჩვენი ნუნუა (გულიაშთან) და მრავალჟამიერი, არ გინდათ?

Posted by: oldgio 6 Oct 2016, 20:19
რა ხდება, ხალხო, უნდა მოკლათ თემა? უნგრეთი, როგორც ეგზოტიკური ქვეყანა, რომელმაც მოახერხა, რომ წარმატებით დაეძლია რეფორმის სიმწვავეები, მოსახლეობის უკმაყოფილება, რომელიც, ითვალისწინებს რა მოქალაქეების მოთხოვნებს, უარს ამბობს ევროზე გადასვლაზე და ფორინტს აწვება ვირივით, ქვეყანა, რომელმაც შეინარჩუნა და ავითარებს მეცნიერებას, განათლებას, სოფლის მეურნეობას, ტურიზმს, არ იმსახურებს ჩვენს ყურადღებას? ჩემთვის, პირადად, უნგრელები არიან მისაბაძი ხალხი, რომელთაც მტერიც ახსოვთ და მოყვარეც. სიტყვაზე, რუსეთზე გული არასდროს მოუტრიალდებათ, ავსტრიის ძმაბიჭები არასდროს გახდებიან (პარტნიორები - პაჟალუსტაsmile.gif).. რესპექტ, ბუდაპეშტ!

Posted by: vaho 6 Oct 2016, 21:35
QUOTE
ფორინტს აწვება ვირივით,


მახსოვს, ასი ევრო რომ გადავახურდავე, იმდენი ქაღალდები მომცეს, ენგურბუმკომბინატის დირექტორი მეგონა თავი...


Posted by: gagripsh 7 Oct 2016, 09:49
oldgio
ნამდვილად იმსახურებენ პატივისცემას. მებრძოლი ხალხია. ფაქტობრივად 1956 ში 2 კვირით ჩამოაგდეს კომუნისტური ხელისუფლება აჯანყების დროს.

Posted by: oshi 9 Oct 2016, 19:56
წინა თემაშიც დავწერე და აქაც ავღნიშნავ, რომ ბუდაპეშტი ერთადერთი ქალაქია ჩემთვის დღემდე, სადაც წამოსვლის მერე ისევ უკან დაბრუნება და ქუჩებში გავლა მინდება. სენტიმენტალური, რომანტიული, ნისლიანია. ბევრ მოგონებას აღვიძებს ჩემში, რაღაცნაირად ამოუხსნელს და ნაცნობს. ალბათ თბილისსაც ვუკავშირებ, საბჭოურ ელემენტებსაც, პარიზსაც, მაგრამ მაინც თვითმყოფადია. ძალიან ინდივიდუალური და ნოსტალგიური. განსაკუთრებით შემოდგომას მინდება იქ წასვლა. სულ სამჯერ ვარ ნამყოფი და მეოთხედ აუცილებლად ვესტუმრები უახლოეს მომავალში.
მიყვარს ბუდაპეშტი! ევროპაში ჩემთვის ყველაზე მაგარი ქალაქია!

Posted by: melana-melania 10 Oct 2016, 01:55

oshi
ასე მგონია ჩემს განცდებს გადმოსცემ smile.gif
ზუსტად იგივე გრძნობა მაქვს მეც. ულამაზესი და რაღაცნაირად ახლობელი. რვა თვე ვიცხოვრე და ყოველი ქუჩაში გასვლა დღესასწაული იყო. საოცარი არქიტექტურა,გემოვნებით გაფორმებული კაფე - ბარები ღია კაფეები,უამრავი ტურისტი, ყვავილები ყველა აივანზე,გაპრიალებული,ყვავილებით და ხალიჩებით მორთული სადარბაზოები... მიყვარს ეს დუნაის მარგალიტი ძალიან...

Posted by: meu 10 Oct 2016, 02:01
oshi

ჩეხეთში ვაპირებ ეხლა თვის ბოლოს წასვლას, პროსტა მარტო მიწევს და თუ არ დამეზარა გადავალ და ბუდაპეშტსაც მოვინახულებ, ბევრმა აღნიშნა რო ძალიან მაგარი ქალაქია

Posted by: Compostela 10 Oct 2016, 05:48
meu
QUOTE
ჩეხეთში ვაპირებ ეხლა თვის ბოლოს წასვლას, პროსტა მარტო მიწევს და თუ არ დამეზარა გადავალ და ბუდაპეშტსაც მოვინახულებ, ბევრმა აღნიშნა რო ძალიან მაგარი ქალაქია

ვენა უფრო ახლოა და დრეზდენიც

Posted by: oshi 10 Oct 2016, 09:31
melana-melania
ჰო, ნამდვილად ლამაზი არქიტექტურაა, დაგეგმარება ზოგადად. სულით და გულით ნაშენები და მერე მზეჩასვენებული. სადარბაზოები, სახლებიც გემოვნებით მოწყობილია. რვა თვე კარგი დროა! smile.gif

meu
თუ მოახერხებ აუცილებლად ნახე, ოღონდ მინიმუმ სამი დღე დაუთმე. გადარბენით ისე ვერ აღიქვამ.
პრაღაში თუ მიდიხარ ეგაც კარგია.

ვენა ახლოა, როგორც აღნიშნეს და მისი ნახვაც აუცილებელია, თუმცა ვენას, ავსტრია-გერმანიას მაინც სხვა კატეგორიაში გავიყვანდი, ვიდრე უნგრეთ-ჩეხეთს.

Posted by: meu 10 Oct 2016, 10:50
oshi
Compostela

ჰო პრაღაში მივდივარ, ვიცი კი ვენასაც ვფიქრობდი, პროსტა მარტო ბოდიალი თუ არ დამეზარა თქო მაგას ვიძახი, თორე ისე მინდა რო ვნახო

Posted by: Compostela 10 Oct 2016, 12:00
meu
QUOTE
ჰო პრაღაში მივდივარ, ვიცი კი ვენასაც ვფიქრობდი, პროსტა მარტო ბოდიალი თუ არ დამეზარა თქო მაგას ვიძახი, თორე ისე მინდა რო ვნახო

მე მარტო უფრო მისწორდება მოგზაურობა და ძირითადად მასეც ვაკეთებ
ერთი კვირის წინ ლონდონში ვიყავი მაგალითად მარტო, ძალიან კარგი იყო

Posted by: oldgio 10 Oct 2016, 21:15
QUOTE (meu @ 10 Oct 2016, 02:01 )
oshi

ჩეხეთში ვაპირებ ეხლა თვის ბოლოს წასვლას, პროსტა მარტო მიწევს და თუ არ დამეზარა გადავალ და ბუდაპეშტსაც მოვინახულებ, ბევრმა აღნიშნა რო ძალიან მაგარი ქალაქია

აუცილებლად მოინახულე, არ ინანებ.. საექსკურსიო ავტობუსით შეგიძლია ყველაფერი მოიარო.. ოღონდ, ლარისა ივანოვნა არ იკითხო, დიდი ხანია გამოაგდეს ბუდაპეშტიდან smile.gif

Posted by: ირლანდია 10 Oct 2016, 22:09
ვაპირებ წასვლას, ჩემი ა=ხოდით და ჩემი შედგენილი მარშრუტებით, ტურისტულით არ მინდა წასვლა, დაწერეთ იაფიანი ბილეთები ვის აქვს და რა საბუთები დამჭირდება.

Posted by: oldgio 10 Oct 2016, 22:33
QUOTE (ირლანდია @ 10 Oct 2016, 22:09 )
ვაპირებ წასვლას, ჩემი ა=ხოდით და ჩემი შედგენილი მარშრუტებით, ტურისტულით არ მინდა წასვლა, დაწერეთ იაფიანი ბილეთები ვის აქვს და რა საბუთები დამჭირდება.

იაფი ბილეთები აქვს ვიზეარს, მაგრამ ახლა თუ გსურს წასვლა, გვიანაა შეძენა.. საბუთებს რაც შეეხება, უნგრეთის (შენგენის, პირველად უნგრეთში შესვლის უფლებით) ვიზას იძლევა ლატვიის საკონსულო. წაიკითხე წინა გვერდები, საჭირო ინფორმაციები იქ გვიწერია მე და სხვა იუზერებსაც. კარგი გადაწყვეტილებაა, შენით რომ გსურს წასვლა.

ახლა ვნახე, არის კიდევ ბილეთები ბუდაპეშტზე, გააჩნია, როდის გინდა წასვლა smile.gif

Posted by: ირლანდია 11 Oct 2016, 00:39
oldgio
კონკრეტულად არ ვიცი როდის, ალბათ იაფიან ბილეთებს დაველოდები როცა იქნება. და პრობლემა ხომ არ არის ვიზის? ამათ რო ველოდო ვიზალიბერალიზაციაზე აზრი არ აქვს. როდის აქვს ხოლმე ვიზაირს იაფიანი ბილეთები?

Posted by: oldgio 11 Oct 2016, 16:18
QUOTE (ირლანდია @ 11 Oct 2016, 00:39 )
oldgio
კონკრეტულად არ ვიცი როდის, ალბათ იაფიან ბილეთებს დაველოდები როცა იქნება. და პრობლემა ხომ არ არის ვიზის? ამათ რო ველოდო ვიზალიბერალიზაციაზე აზრი არ აქვს. როდის აქვს ხოლმე ვიზაირს იაფიანი ბილეთები?

იაფიანი ბილეთები? გააჩნია, ოლსტერიდან არის მგზავრი თუ დედა ირლანდიიდან (შუტკა, - ბამბარბია, კირგუდუ smile.gif). ისე, ცნება "იაფი" ფარდობითია. ბუდაპეშტში (და ბუდაპეშტიდან) 65 ლარიდან იწყება ბილეთების ფასი, სეზონს გააჩნია. შედარებით მიყუჩებულ ტურისტულ სეზონზე ეგ ღირს, მაგრამ ზაფხულში ცეცხლი უკიდია, - 280+280 ლარამდე ადის ხოლმე. ხშირად უნდა შეხვიდე ვიზეარის საიტზე და ამოწმო ფასები. საკმაოდ წინსწრებით გიჩვენებს ღირებულებას. ვიზალიბერალიზაციას დაელოდო თუ არა, შენი გადასაწყვეტია, ჩემი აზრით, - სანამ ფრაუ მერკელი ქართველ ჯიბე-ბინის ქურდებს ამფეთქებელ-დამხვრეტზე უარესებად თვლის, სიკეთე არ იქნება. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაშიც კი უნდა ამოიდო იღლიაში იგივე დოკუმენტები, რაც საკონსულოში იყო მისატანი და საბაჟოს ჩინოვნიკმა უნდა გადაწყვიტოს შენი შეშვება შენგენში. ვიზაზე პრობლემას რას ეძახი? შენგენი გჭირდება. ინფორმაცია, როგორც გითხარი, წინა გვერდებზეა. რაღაც თანხა კი უნდა გედოს ანგარიშზე, - საბანკო ამონაწერი საჭირო ატრიბუტია ვიზის მისაღებად. ღარიბ-ღატაკი შენგენის ზონას არ ჭირდება (ასე თვლიან ისინი).

Posted by: Compostela 11 Oct 2016, 16:37
oldgio
QUOTE
ღარიბ-ღატაკი შენგენის ზონას არ ჭირდება (ასე თვლიან ისინი).

საქართველოს ჭირდება ? შენ როგორ თვლი

Posted by: oldgio 11 Oct 2016, 19:25
QUOTE (Compostela @ 11 Oct 2016, 16:37 )
oldgio
QUOTE
ღარიბ-ღატაკი შენგენის ზონას არ ჭირდება (ასე თვლიან ისინი).

საქართველოს ჭირდება ? შენ როგორ თვლი

მოსახლეობის მასობრივი სიღატაკე ქვეყნის სირცხვილია. საქართველოს ჭირდება თუ არა, გაურკვევლად დასმული საკითხია, მითუმეტეს, ასეთია მოსახლეობის ნახევარზე მეტი.. შენგენში შეშვებაზე კი აშკარად დისკრიმინაციულია წესი, ვინაიდან ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას ეწინააღმდეგება. იქნებ მე წელებზე ფეხი ვიდგი, 10 წელიწადში დავაგროვე ბილეთისა და 3-დღე-ღამის სასტუმროს ფული, ანგარიშზე დამრჩა 150 ევრო, - რატომ მართმევენ, ეს დალოცვილი, უფლებას, ვინახულო ევროპა? კარგი, ბატონო, არ ვიდაოთ ამაზე, არ ავცდეთ თემას.. ვწეროთ უნგრეთზე და მის ქალაქებზე, პლზზ.

Posted by: Compostela 11 Oct 2016, 19:33
oldgio
QUOTE
საქართველოს ჭირდება თუ არა, გაურკვევლად დასმული საკითხია,

გარკვეულად გეტყვი -

საქართველოს ჭირდება? - საცოდავი აფრიკელები, ავღანელები, სირიელები და აშ ...

Posted by: oldgio 11 Oct 2016, 20:12
QUOTE (Compostela @ 11 Oct 2016, 19:33 )
oldgio
QUOTE
საქართველოს ჭირდება თუ არა, გაურკვევლად დასმული საკითხია,

გარკვეულად გეტყვი -

საქართველოს ჭირდება? - საცოდავი აფრიკელები, ავღანელები, სირიელები და აშ ...

დემოგრაფიულად ვერ გაუძლებს საქართველო ამხელა შემოტევას, თორემ რამდენიმე ნატურალიზებულს ვიცნობ, ძალიან კარგი, მშრომელი ადამიანებია. ისე, ტურისტად გვინდა..

* * *
პატივცემულო თემის ავტორო, თემას ნუ გადავუხვევთ smile.gif))
* * *
მითუმეტეს, რომ მეც ტურიზმი მქონდა მხედველობაში, არშეშვებაზე როცაა საუბარი, და არა ემიგრაციაზე. yes.gif

Posted by: nodara95 12 Oct 2016, 00:32
მაქსიმუმ რამდენ დღეს მირჩევთ ბუდაპეშტში რო გავჩერდე? გავითვალისწონოთ - ძალიან მიყვარს ფეხით სიარული და ყველზე მეტად არატურისტული ადგილების დათვალიერება. 3 დღეს საკმარისია?

Posted by: oldgio 12 Oct 2016, 00:54
QUOTE (nodara95 @ 12 Oct 2016, 00:32 )
მაქსიმუმ რამდენ დღეს მირჩევთ ბუდაპეშტში რო გავჩერდე? გავითვალისწონოთ - ძალიან მიყვარს ფეხით სიარული და ყველზე მეტად არატურისტული ადგილების დათვალიერება. 3 დღეს საკმარისია?

მე მგონი არასაკმარისია, მაგრამ რას იზამ.. მთავარია, ღამის დუნაის ტური არ გამოტოვო გემზე.. ჰოპ ონ-ოფფ ავტობუსითაც ისარგებლე. დანარჩენი აქედანვე დაგეგმე. არატურისტული ადგილების მონახულებას ვერ მოასწრებ, რადგან ტურისტული ადგილი ბევრი გექნება მოსავლელი.. იქაურ ფუნიკულიორსაც მოინახულებ ალბათ. ტრამვაი ადის smile.gif

Posted by: davita76 12 Oct 2016, 09:49
გამარჯობათ.საფრანგეთის ვიზით რომ წავიდე ბუდაპეშტში პრობლემა ხომ არ შემექმნება.ანუ პარიზში რომ აღარ წავიდე და პირდაპირ უნგრეთში გადავფრინდე

Posted by: oldgio 12 Oct 2016, 11:58
QUOTE (davita76 @ 12 Oct 2016, 09:49 )
გამარჯობათ.საფრანგეთის ვიზით რომ წავიდე ბუდაპეშტში პრობლემა ხომ არ შემექმნება.ანუ პარიზში რომ აღარ წავიდე და პირდაპირ უნგრეთში გადავფრინდე

მოიცა და პირველი შესვლა სად გქონდა, საფრანგეთში? მაშინ არაა პრობლემა, თუ მულტივიზაა. მაგრამ, მგონი, ახალი აღებული გაქვს შენგენის ვიზა, რომელიც საფრანგეთის საკონსულომ მოგცა. ასე არაა? მაშინ, წესების თანახმად, რომელი ქვეყნისაც გაქვს, პირველად იმ ქვეყანაში უნდა შეხვიდე. მერე კი ველქამ ტო შენგენ. ხანდახან თვალს ხუჭავენ ამაზე საბაჟოზე, მაგრამ გარისკვად არ ღირს.

Posted by: achi00089 12 Oct 2016, 12:16
სალამი, მოკლედ დეკემბერში მივდივარ დიდი ალბათობით 6 ღამე გამომდის და მებევრება ცოტა და რას იტყვით? რა ფასებია ზოგადად? ანუ კვება/ტრანსპორტი, რამე განსაკუთრებული ადგილი თუ იცით?smile.gif მადლობელი წინასწარsmile.gif

Posted by: oldgio 12 Oct 2016, 12:32
QUOTE (achi00089 @ 12 Oct 2016, 12:16 )
სალამი, მოკლედ დეკემბერში მივდივარ დიდი ალბათობით 6 ღამე გამომდის და მებევრება ცოტა და რას იტყვით? რა ფასებია ზოგადად? ანუ კვება/ტრანსპორტი, რამე განსაკუთრებული ადგილი თუ იცით?smile.gif მადლობელი წინასწარsmile.gif

მაინცდამაინც ბევრი არაა 6 ღამე. ისე, 1-2 დღით ვენაშიც შეგიძლია შეისეირნო, ახლოა და მიმოსვლაც მალმალეა. რაც შეეხება ინფოს, წინა გვერდებს გადახედე, ნეტშიც ნახე.. იაფი არაა, მაგრამ ძალიან ძვირიც არ ეთქმის. ტურისტული ზონებიდან ოდნავ მოშორებით შეიძლება იკვებო. ტრანსპორტი - ავტობუსი, მეტრო, ტრამვაი.. ბილეთები კიოსკებში, სასტუმროებში და ეგეთ ადგილებში უნდა იყიდო და ტრანსპორტში ვალიდაცია გაატარო. ტაქსი უკიდურეს შემთხვევაში. ტურისტების დაგოიმება უყვართ, როგორც ბევრ ქვეყანაში, ცუდი ხალხია იქაური ტაქსისტები. მეტი რა გითხრა... ევროს ღებულობენ კერძო მცირე-მცირე მაღაზიებში, დიდ მარკეტებში მხოლოდ ფორინტია. მასტერ-ვიზა ყველგან გაჭრის, რა თქმა უნდა smile.gif. დანარჩენი, როგორც გითხარი, წინა გვერდებზე ნახე.

Posted by: oldgio 14 Oct 2016, 00:47
ნეტავი მე გამომდიოდეს 6 დღე მაგიარებთან, ატილას ამოვიყვანდი საფლავიდან... ხალხო, ბუდაპეშტში რასაც დროს გაატარებთ, ვერ იგემებთ სხვაგან, დამიჯერეთ... ოღონდ აქედან დაგეგმეთ მოგზაურობის თითოეული საათი, ტურისტულ ზონებში გაატარეთ დროები (ოღონდ, საკვები სხვაგან მიირთვით), იშოპინგეთ (ტანსაცმელი, ძეხვეული, სუვენირები), მოუსმინეთ ქუჩის მუსიკოსებს, გადმოხედეთ ქალაქს ზემოდან, გაისეირნეთ გემით დუნაიზე.. სულდამშვიდებული ჩამობრძანდებით.. ოღონდ რუსული სიტყვა არ დაგცდეთ არსად!

Posted by: bugalteri2 14 Oct 2016, 09:58
achi00089
QUOTE
სალამი, მოკლედ დეკემბერში მივდივარ დიდი ალბათობით 6 ღამე გამომდის და მებევრება ცოტა და რას იტყვით? რა ფასებია ზოგადად? ანუ კვება/ტრანსპორტი, რამე განსაკუთრებული ადგილი თუ იცით?smile.gif მადლობელი წინასწარsmile.gif

ორჯერ ვიყავი 6-6 დღით და ნამდვილად არაა ბევრი.
დრო თუ გექნება ნახევარი საათის სავალზეა სენტენდრე და წადი.

Posted by: Waterloo 14 Oct 2016, 12:48
უნგრეთი ევროპაში ყველაზე იაფი ქვეყანაა მომსახურების ხარისხი-ფასის შეფარდებით
ძალიან გემრიელი სამზარეულოთი
ჰო, რუსული მართლა ჯობია დაივიწყოთ, და არა მარტო უნგრეთში - საერთოდ

Posted by: oldgio 14 Oct 2016, 23:35
QUOTE (Waterloo @ 14 Oct 2016, 12:48 )
უნგრეთი ევროპაში ყველაზე იაფი ქვეყანაა მომსახურების ხარისხი-ფასის შეფარდებით
ძალიან გემრიელი სამზარეულოთი
ჰო, რუსული მართლა ჯობია დაივიწყოთ, და არა მარტო უნგრეთში - საერთოდ

არ დაივიწყოთ რუსული, მტრის ენა ყველაზე კარგად უნდა იცოდე.. და კიდევ, სანამ ყაზახი, ყირგიზი, აზერი, სომეხი, იგივე უკრაინელი ინგლისურს ისწავლის, მიმიკების ენაზე მათთან საუბრისას კუნთები დაგადგებათ smile.gif

არ გადაუხვიოთ თემას, პლზ, განვიხილოთ უნგრეთი და გავითვალისწინოთ, რომ უნგრეთი მხოლოდ ბუდაპეშტი არაა smile.gif მე არ ვყოფილვარ ბუდაპეშტის გარეთ, ბალატონზე მინდოდა წასვლა, ვერ მოვასწარი. ვინც ყოფილა, ბუდაპეშტგარე შთაბეჭდილებებიც დადოს!

Posted by: Waterloo 15 Oct 2016, 01:07
oldgio
QUOTE
მტრის ენა ყველაზე კარგად უნდა იცოდე.

ვერ ვხედავ საჭიროებას, ამით მტერი უფრო სარგებლობს

QUOTE
სანამ ყაზახი, ყირგიზი, აზერი, სომეხი, იგივე უკრაინელი ინგლისურს ისწავლის,

მაგათთან ურთიერთობა არც მაქვს და არც ვაპირებ, ყოველ შემთხვევაში იმ დონის ხალხთან, ვინც ინგლისურიც კი არ იცის

QUOTE
ვინც ყოფილა, ბუდაპეშტგარე შთაბეჭდილებებიც დადოს!

სენტ ენდრეზე დაწერეს ზემოთ, ბუდაპეშტთან ახლოს პატარა ლამაზი ქალაქია, ბევრი კაფეებით და მაღაზიებით.
ლამაზი კათედრალია სეგედში, უგემრიელესი თევზის ცხარე წვნიანიც, ჰალასლე ქვია
შოპრონიც ლამაზია, ზედ ავსტრიის საზღვართან, კარგი ღვინოები მოჰყავთ
კარგი საღვინე რეგიონია ეგერთანაც, სადაც განთქმული ტოკაის ღვინო მოდის

Posted by: oldgio 15 Oct 2016, 20:03
QUOTE (Waterloo @ 15 Oct 2016, 01:07 )
oldgio
QUOTE
მტრის ენა ყველაზე კარგად უნდა იცოდე.

ვერ ვხედავ საჭიროებას, ამით მტერი უფრო სარგებლობს

QUOTE
სანამ ყაზახი, ყირგიზი, აზერი, სომეხი, იგივე უკრაინელი ინგლისურს ისწავლის,

მაგათთან ურთიერთობა არც მაქვს და არც ვაპირებ, ყოველ შემთხვევაში იმ დონის ხალხთან, ვინც ინგლისურიც კი არ იცის

QUOTE
ვინც ყოფილა, ბუდაპეშტგარე შთაბეჭდილებებიც დადოს!

სენტ ენდრეზე დაწერეს ზემოთ, ბუდაპეშტთან ახლოს პატარა ლამაზი ქალაქია, ბევრი კაფეებით და მაღაზიებით.
ლამაზი კათედრალია სეგედში, უგემრიელესი თევზის ცხარე წვნიანიც, ჰალასლე ქვია
შოპრონიც ლამაზია, ზედ ავსტრიის საზღვართან, კარგი ღვინოები მოჰყავთ
კარგი საღვინე რეგიონია ეგერთანაც, სადაც განთქმული ტოკაის ღვინო მოდის

ოკ, პირველ ორ აბზაცზე აღარ ვიდაოთ, გასაგებია შენი პოზიცია. რაც შეეხება ამ პატარა და მოხდენილ ქალაქებს, ისე მადიანად აღწერე, შანსი თუ მექნება, აუცილებლად ვნახავ. ძალიან მსურს ტოკაის ღვინო დავლიო პირდაპირ უნგრელების მარანში. ისე იცოცხლე, კონფერენციის ქეთერინგზე კარგა ბლომად გვასვეს, მაგრამ ადგილზე დაგემოვნება სულ სხვაა.

Posted by: meu 15 Oct 2016, 21:45
QUOTE
მაგათთან ურთიერთობა არც მაქვს და არც ვაპირებ, ყოველ შემთხვევაში იმ დონის ხალხთან, ვინც ინგლისურიც კი არ იცის


facepalm.gif

Posted by: Waterloo 15 Oct 2016, 22:57
oldgio
QUOTE
ოკ, პირველ ორ აბზაცზე აღარ ვიდაოთ, გასაგებია შენი პოზიცია.

თავისთავად, უნგრელები და სხვა აღმ. ევროპელები რომ არ სწავლობდნენ "მტრის ენას" წააგეს რამე? მგონი პირიქით
რუსული ენა აბანძებს ხალხებს, იგივე შენს მიერ ჩამოთვლილებიდანაც ჩანს

QUOTE
ისე მადიანად აღწერე, შანსი თუ მექნება, აუცილებლად ვნახავ.

უნგრეთს ვერ შეიცნობ, თუ პარალელურად სადაც ჩახვალ იქაურ სამზარეულოს არ დააგემოვნებ, ჩემის აზრით იტალიურის და ფრანგულის შემდეგ ევროპაში საუკეთესოა

საერთოდ არ მესმის როცა ადამიანი ამა თუ იმ ქვეყანაში ჩადის და იქ ჰამბურგერებით იკვებება, ზედ კოლას და ჰაინეკენს აყოლებს

Posted by: davita76 22 Oct 2016, 18:03
წინა გვერდზეც დავწერე.უნგრეთში მინდა შესვლა საფრანგეთის ვიზით.მაქვს ტუდა აბრატნი ქუთაისი ბუდაპეშტი ქუთაისი.მაქვს პარიზის სასტუმროს ჯავშანი და ტრანზიტის(ფეიკი)გავაალ ადვილად ქალაქში აეროპორტიდან?ანუ პარიზში არ მინდა წასვლა.უნგრეთში მინდა გაჩერება 2 კვირით

Posted by: oldgio 22 Oct 2016, 20:05
QUOTE (davita76 @ 22 Oct 2016, 18:03 )
წინა გვერდზეც დავწერე.უნგრეთში მინდა შესვლა საფრანგეთის ვიზით.მაქვს ტუდა აბრატნი ქუთაისი ბუდაპეშტი ქუთაისი.მაქვს პარიზის სასტუმროს ჯავშანი და ტრანზიტის(ფეიკი)გავაალ ადვილად ქალაქში აეროპორტიდან?ანუ პარიზში არ მინდა წასვლა.უნგრეთში მინდა გაჩერება 2 კვირით

რა ვიცი, მეგობარო, მე მგონი, გამოვთქვი ჩემი აზრი.. ნეტა ვცდებოდე, მაგრამ არა მგონია, გაგიშვან. თუ ახალი აღებული გაქვს ვიზა, ჯერ იმ ქვეყანაში უნდა შეხვიდე, რომლითაც გაქვს აღებული შენგენი.

Posted by: Guantanamo 22 Oct 2016, 21:19
davita76
მე კი მგონია შენგენის ვიზით ნებისმიერი ქვეყნიდან შეგიძლია ევროპაში შესვლა, ასე რომ უნგრეთიც არ იქნება პრობლემა

Posted by: davita76 22 Oct 2016, 22:39
აეროპორტში რომ მკითხავენ რა მიზნით ჩამოხვედიო,ვეტყვი ტრანზიტით ვარ მეთქი.ვაჩვენებ ტრანზიტის ფურცელს და სასტუმროს ჯავშანს პარიზის.არა მგონია პრობლემა შემიქმნან

Posted by: oldgio 22 Oct 2016, 23:42
QUOTE (davita76 @ 22 Oct 2016, 22:39 )
აეროპორტში რომ მკითხავენ რა მიზნით ჩამოხვედიო,ვეტყვი ტრანზიტით ვარ მეთქი.ვაჩვენებ ტრანზიტის ფურცელს და სასტუმროს ჯავშანს პარიზის.არა მგონია პრობლემა შემიქმნან

დიდი ხანია საფრანგეთმა რაც მოგცა შენგენის ვიზა? ამ ვიზით იყავი უკვე სადმე? თუ უკვე იყავი, პრობლემა აბსოლუტურად არაფერია.

Posted by: davita76 23 Oct 2016, 09:18
ეხლა ავიღე პირველად.არსად არ ვყოფილვარ

Posted by: oldgio 24 Oct 2016, 21:22
QUOTE (davita76 @ 23 Oct 2016, 09:18 )
ეხლა ავიღე პირველად.არსად არ ვყოფილვარ

მაშინ მოდი, რაკი რისკავ, პლან ბი მაინც გქონდეს იმ შემთხვევისთვის, რომ არ შეგიშვან ბუდაპეშტში..

Posted by: davita76 25 Oct 2016, 09:35
ალბათ მომიწევს გადაფრენა პარიზში

Posted by: Hahman 25 Oct 2016, 10:40
QUOTE (davita76 @ 25 Oct 2016, 09:35 )
ალბათ მომიწევს გადაფრენა პარიზში

მე პირადად არ მგონია რომ პრობლემა შეგექმნას. საფრანგეთის საკოსნსულოდან ვიზის აღება არაა ადვილი მარტო იმიტომ რომ დასავლეთ ევროპაა! ბუდაპეშტი კიდე აღმოსავლეთ!! პირიქით რომ გინდოდეს წასვლა აი მაშინ არ შეგიშვებდა საფრანგეთი.

ეს ხო შენგენის ვიზაა?! თუ ლოგიკურად აუხსნი რატომ გადაწყვიტე უნგრეთი და არა საფრანგეთი არ იქნება არანაირი პრობლება.

Posted by: davita76 25 Oct 2016, 10:59
საფრანგეთის სასტუმროს ჯავშანიც მაქვს და ტრანზიტის ფურცელიც.ვითომ პერესადკას ვაკეთებ.ვეტყვი რომ არ მინდოდა ჩერეზ თურქეთი.ამიტომ გადავწყვიტე უნგრეთიდან ტრანზიტი

Posted by: oldgio 25 Oct 2016, 14:27
QUOTE (Hahman @ 25 Oct 2016, 10:40 )
QUOTE (davita76 @ 25 Oct 2016, 09:35 )
ალბათ მომიწევს გადაფრენა პარიზში

მე პირადად არ მგონია რომ პრობლემა შეგექმნას. საფრანგეთის საკოსნსულოდან ვიზის აღება არაა ადვილი მარტო იმიტომ რომ დასავლეთ ევროპაა! ბუდაპეშტი კიდე აღმოსავლეთ!! პირიქით რომ გინდოდეს წასვლა აი მაშინ არ შეგიშვებდა საფრანგეთი.

ეს ხო შენგენის ვიზაა?! თუ ლოგიკურად აუხსნი რატომ გადაწყვიტე უნგრეთი და არა საფრანგეთი არ იქნება არანაირი პრობლება.

არა, პატივცემულო მეგობარო, ნუ აიმედებ და შეცდომაში ნუ შეგყავს. შენგენის ვიზის წესებში ნათლად წერია, რომ ვიზის აღებისას პირველად ზუსტად იმ ქვეყანაში უნდა გადაკვეთო საზღვარი, რომელმაც მოგცა ვიზა, მერე კი იქიდან გადადი, სადაც გინდა. თუ მულტივიზა გაქვს, მეორე შესვლაზე სადაც გინდა, იქ დურთე თავი, ოღონდ შენგენის ზონაში. კი, ხანდახან ხუჭავენ თვალს ამაზე, მაგრამ ეს გარანტია არაა.. ამდენი ხარჯი კაცს ტყუილად დაეკარგოს და თანაც ეჭვები დაბადოს და ტვინი წაუღონ იქ დაკითხვებით, - ნამდვილად არ ღირს.. კი ბატონო, არ გჯერათ? კითხეთ გამოცდილ ხალხს..

Posted by: cuore 25 Oct 2016, 16:56
მე საფრანგეთმა მომცა პირველი მულტი ვიზა და პოლონეთში ჩAვედი ამ ვიზით კი მკითXა აქ რა გინდაო მებაჟემ, მე ვუთXარი რომ ეს გზა იაფი და საინტერესო იყო ჩEმთVის ვანახე პრაღIს ჯავშNები პრაღAშI ვჩEრდებოდი დ. იმიტო მოკლედ კატოვიცეშU ცავფრინდი კრაკოვი ვნახე დ. ნერე პრაგა. პრობლემა ა. მქონია რავი

Posted by: Hahman 25 Oct 2016, 17:00
oldgio
პატივცემულო, მე ჩემი აზრი გამოვთქვი და ამიტომაც ვთქვი "მე პირადად არ მგონია"- თქო. გამოცდილება რაც მაქვს იქიდან გამომდინარე ვთქვი. ბუდაპეშტის ვიზა ერთ–ერთ ერთი უადვილესი ვიზაა ასაღებად მაშინ როცა საფრანგეთი ერთ–ერთი ურთულესი იყო ყოველთვის. ასე იყო ახლა, ბოლო სამ თვეში რა ხდება არ ვიცი. თუ შეგიძლია რომ ლოგიკურად აუხსნა რატომ ჩადიხარ მათ ქვეყანაში არ იქნება პრობლემა.

Posted by: davita76 25 Oct 2016, 18:08
მებაჟეს ვეტყვი პერესადკით ვართქო.ვაჩვენებ ამბასადორის(სასტუმრო)ბრონს

Posted by: Hahman 25 Oct 2016, 18:37
davita76
ვერ ვხვდები რაში გჭIრდება ტყუილის თქმა?

Posted by: cuore 25 Oct 2016, 18:42
davita76
მულტი ვიზა თუ გაქვს რათ გინდა ტყუილები უთხარი მე ასე მინდათქო აჩვენე ჯავშნები და უკანა ბილეთები
შენგენის წესდებით არ აქვთ უფლება უთხარი გითხრან შეშვებაზე, თუ წესრიგში გაქვს ყველაფერი
რა მნიშვნელი აქ რომელი ქვეყნის ვიზა გაქვს შენგენი შენგენია. მთავარია მულტი იყოს და ჯავშნები გქონდეს

Posted by: davita76 25 Oct 2016, 18:43
QUOTE
ვერ ვხვდები რაში გჭIრდება ტყუილის თქმა?

საფრანგეთში არ მინდა შესვლა.უნგრეთში მაქვს საქმე.5 დღე მინდა გაჩერება ბუდაპეშტში
* * *
QUOTE
მულტი ვიზა თუ გაქვს რათ გინდა ტყუილები უთხარი მე ასე მინდათქო აჩვენე ჯავშნები და უკანა ბილეთები
შენგენის წესდებით არ აქვთ უფლება უთხარი გითხრან შეშვებაზე, თუ წესრიგში გაქვს ყველაფერი
რა მნიშვნელი აქ რომელი ქვეყნის ვიზა გაქვს შენგენი შენგენია. მთავარია მულტი იყოს და ჯავშნები გქონდეს

უნგრეთის სასტუმროს ფული გადახდილი მაქვს 5 დღის.ვითომ დამალვას ვაპირებდიჯავშნის.მერე რომ გამიშვებდნენ წავიდოდი ჩემ გზაზე.მულტი ვიზა მაქვს ერთთვიანი საფრანგეთის

* * *
მაინტერესებს დეპორტის უფლება თუ აქვს უნგრეთის საბაჟოს.პირველად მაგ ქვეყანაში რომ შევდივარ და არა საფრანგეთში
* * *
მაგრად დავიბენი ანუ შეიძლებაა დეპორტი მაჯახოონ უნგრეთში პირველად მანდ რომ შევდივარ.მირჩიეთ რამე როგორ მოვიქცე

Posted by: oldgio 25 Oct 2016, 19:56
QUOTE (Hahman @ 25 Oct 2016, 17:00 )
oldgio
პატივცემულო, მე ჩემი აზრი გამოვთქვი და ამიტომაც ვთქვი "მე პირადად არ მგონია"- თქო. გამოცდილება რაც მაქვს იქიდან გამომდინარე ვთქვი. ბუდაპეშტის ვიზა ერთ–ერთ ერთი უადვილესი ვიზაა ასაღებად მაშინ როცა საფრანგეთი ერთ–ერთი ურთულესი იყო ყოველთვის. ასე იყო ახლა, ბოლო სამ თვეში რა ხდება არ ვიცი. თუ შეგიძლია რომ ლოგიკურად აუხსნა რატომ ჩადიხარ მათ ქვეყანაში არ იქნება პრობლემა.

უკაცრავად, თუ ოდნავ მაინც უკმეხი გეჩვენა ჩემი ტონი. მართალი ბრძანდები, კი, დიდი ალბათობაა, რომ შეუშვან, მაგრამ ეს ისევე რომელიმე მებაჟის კეთილ განწყობაზე იქნება დამოკიდებული. თუ ვინმე მჟავე პახმელიაზე ადგა და სახლის მახლობლად მარკეტი დაკეტილი დაუხვდა, გაბრაზებულზე შეიძლება არ გადააკვეთინოს საზღვარი smile.gif . და კიდევ მსურს ვურჩიო ბატონ დავითს, - სხვათა შორის შენც გამოთქვი ეს სწორი აზრი, რომ ტყუილი არ თქვას. ყველაფერი მოწმდება, ყველაფერი მონაცემთა ბაზაშია, შეიძლება - ინფო სასტუმროს ჯავშნის შესახებაც. ევროკავშირში კი ძალიან ღიზიანდებიან ტყუილზე. სამუდამოდ არ ჩაუკეტონ კაცს შენგენი...

Posted by: cuore 25 Oct 2016, 20:02
davita76
მეგობარო მგონი გარკვევით დავწერე პირადათ ჩემი გამოცდილება ზუსტად მასე მქონდა 1 თვიანი მულტი საფრანგეთის და კატოვიცეში ჩავედი.(ეს იყო ჩემი პირველი ვიზა ცხოვრებაში და გავხსენი პოლონეთში) არანაირი პრობლემა უბრალოდ მებაჟემ მკითხა საფრანგეთის ვიზით აქ რატო ჩამოხვედიო მე ავუხსენი რო ასე იაფია და მე არ ვარ მდიდარი ტურისტი რომ ასე მაწყობდა. ზუსტად ასე სიტყვა სიტყვით არც არაფერს ვაკლებ და არც არაფერს ვამატებ. მერე მკითხა რამდენად იაფიაო ხოდა ვუთხარი ციფრებში. მერე ჯავშნები ვანახე დ აუკანა ბილეთი გაეცინა და ჩაარტყა შტამპი

Posted by: oldgio 25 Oct 2016, 20:04
QUOTE (davita76 @ 25 Oct 2016, 18:43 )

მაგრად დავიბენი ანუ შეიძლებაა დეპორტი მაჯახოონ უნგრეთში პირველად მანდ რომ შევდივარ.მირჩიეთ რამე როგორ მოვიქცე

ბატონო დავით, ა, ჩემი რჩევა:
http://www.edreams.com/travel/?mktportal=google&TD=1&type=R&title=mcampaign.BUD.PAR&gclid=CLXhi-mp9s8CFQEG0wodV9wOxQ#/results/type=O;dep=2016-10-31;from=PAR;to=BUD;collectionmethod=false;airlinescodes=false;internalSearch=true

იაფი ფრენა შენგენის ზონის შიგნით. ბილეთები არის ყოველთვის. დაჯავშნე აქედან.

Posted by: davita76 25 Oct 2016, 20:21
მადლობა რჩევებისთვის გაიხარეთ.გავითვალისწინებ ყველაფერს

Posted by: Guantanamo 25 Oct 2016, 23:33
davita76
შენ ცადე უნგრეთში შესვლა, თუ არადა არ არის პრობლემა, გადაფრინდი პარიზში და იქიდან 25 ევრო ღირს რაიან აირით ბუდაპეშტში გადმოფრენა

მაგრამ მე დარწმუნებული ვარ უპრობლემოდ შეგიშვებენ

Posted by: davita76 29 Oct 2016, 11:15
გავედი უპრობლემოდ.საერთოდ არაფერი არ უკითხავს მებაჟეს.მადლობა ბიჭებო თანადგომისთვის და რჩევებისთვის.გაიხარეთ

Posted by: cuore 29 Oct 2016, 12:56
davita76
აბა რას გეუბნებოდით up.gif
წარმატებები

Posted by: Gu3st 29 Oct 2016, 13:06
ღამე სად შეიძლება გაერთო ? ბუდაპეშტში..

Posted by: oldgio 29 Oct 2016, 20:04
QUOTE (davita76 @ 29 Oct 2016, 11:15 )
გავედი უპრობლემოდ.საერთოდ არაფერი არ უკითხავს მებაჟეს.მადლობა ბიჭებო თანადგომისთვის და რჩევებისთვის.გაიხარეთ

ძალიან სასიხარულოა, რომ ჩემი ფრთხილი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არ გამართლდა, კარგი დროის გატარებას გისურვებ!

Posted by: ვივიანა 29 Oct 2016, 22:32
ბუდაპეშტი ვიყავი და არ მომეწონა, საღამოს ბუდაპეშტი ნამდვილად ლამაზია, მაგრამ დანარჩენი დიდად ვერ გავგიჟდი, ვაბრალებ იმასაც რომ პრაღისა და ვენის შემდგე ვიყავი, შეიძლება დაღლილიც.

Posted by: bugalteri2 30 Oct 2016, 00:21
ვივიანა
QUOTE
პრაღისა და ვენის შემდგე ვიყავი,

პრაღის მერე ვიყავი მეც, მაგრამ მეორედ წავედი ბუდაპეშტში და პრაღაში წასლას არ ვაპირებ.

Posted by: ვივიანა 30 Oct 2016, 20:49
bugalteri2
საშუალება თუ მექნება პრაღაში აუცლებლად წავალ მეორედ, ბუდაპეშტში მას შემდეგ რაც ყველა სხვა ქალაქს მოვივლი :დ
ძალიან "დამამძიმა" ბუდაპეშტმა.

Posted by: უცხოპლანეტელი 30 Oct 2016, 20:53
QUOTE (ვივიანა @ 30 Oct 2016, 20:49 )
ძალიან "დამამძიმა" ბუდაპეშტმა.

მართლაც რომ ინდივიდუალურია გემოვნება და აღქმა smile.gif

შემიძლია დითირამბები ვუძღვნა, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ქალაქია love.gif

Posted by: oldgio 30 Oct 2016, 20:57
თქვე კაი ხალხო, რატომ აპირისპირებთ ამ 3 მარგალიტს - პრაღას, ბუდაპეშტსა და ვენას, წადით სამივე ქალაქში, სამივეს თავისი ინდივიდუალური ხიბლი აქვს smile.gif . თუ არჩევანზეა, მე პრაღაში წავიდოდი, - მაგიარებთან ნამყოფი ვარ smile.gif . კეთილი შურით მშურს თქვენი, ახალგაზრდების, - დიდი დრო გაქვთ წინ და ყველაფერს მოასწრებთ smile.gif.

Posted by: vaho 30 Oct 2016, 23:37
QUOTE
პრაღას, ბუდაპეშტსა და ვენას


ბელგრადიsmile.gif 80-იანი წლების თბილისს ჰგავს.

ისეთი უბნებია, ზოგჯერ სოლოლაკში ან ვერაზე მეგონა თავი.

მარა ბუდაპეშტს ვერ ჯობია, თუმცა ხალხი ბელგრადში უფრო ცოცხალი და მხიარულია...

Posted by: altezza_altezza 2 Nov 2016, 07:34
ამ ერთი თვის განმავლობაში თუ აპირებთ წასვლაა ვინმე შემეხმიანეთ. მარტო ვარ და ერთად მეტი შანსიც გვაქვს ვიზაზე smile.gif

Posted by: Hahman 2 Nov 2016, 19:02
გააცოცხლეთ თემა! smile.gif

https://www.youtube.com/watch?v=B_Hfmp-z7AE

Posted by: Guantanamo 2 Nov 2016, 19:10
უნგრეთის უმაგრესი ფოტოები ვიპოვე, თან ქართულენოვან გვერდზე up.gif

https://www.facebook.com/evropeli/photos/?tab=album&album_id=555772137782374

Posted by: oldgio 2 Nov 2016, 20:40
აბსოლუტურად ვუჭერ მხარს თემის სიცოცხლის პათოსს... ბუდაპეშტი ტყუილად კი არაა წოდებული აღმოსავლეთ ევროპის პარიზად. ვისაც ნაითლაიფი აინტერესებს, არავიზე ნაკლები არაა იქ, –საფეხმავლო ზონები რომ მოინახულოთ, შეგერგებათ ბოლომდე, – მუსიკა, ურთიერთობა, სადღეღამისო შოპინგი... დუნაის დონეზე მოგწყინდებათ გართობა? – ახვალთ ფუნიკულიორზე... დრო თუ გეყოფათ, წადით მეღვინეობის რაიონებში (ტოკაი).. არ მოიწყენთ!!!
დამავიწყდა, ესეც არ გამოტოვოთ, ბუნებრივი ცხელი აბაზანები:
http://www.szechenyibath.hu/

Posted by: oldgio 4 Nov 2016, 23:05
რა გამახსენდა... ბუდაპეშტში შეგიმჩნევიათ, გზის პირას, თუნდაც მანქანების სიმრავლე ყოფილიყო, მუდამ რომ სუფთა ჰაერია? არავითარი მყრალი გამონაბოლქვი, ნახრჩოლი.. გასაგებია, გაუმართავ მანქანას არავინ გააჭაჭანებს, მაგრამ ბენზინის იდეალური ხარისხიც აღსანიშნავია.

Posted by: melana-melania 5 Nov 2016, 21:34

მყრალი გამონაბოლქვი და ნახრჩოლი სანაპიროზეა ზაფხულში.იმდენი ტრანსპორტი მოძრაობს დუნაიზე სუნთქვა შეუძლებელია. ძალიან კარგი სატრანსპორტო სისტემაა აქვთ. ქუჩებში ნამდვილად არ შეიმჩნევა მანქანების სიმრავლე და თანაც ძალიან ბევრი ხალხი გადაადგილდება ველოსიპედებით.

Posted by: oldgio 6 Nov 2016, 14:27
QUOTE (melana-melania @ 5 Nov 2016, 21:34 )
მყრალი გამონაბოლქვი და ნახრჩოლი სანაპიროზეა ზაფხულში.იმდენი ტრანსპორტი მოძრაობს დუნაიზე სუნთქვა შეუძლებელია. ძალიან კარგი სატრანსპორტო სისტემაა აქვთ. ქუჩებში ნამდვილად არ შეიმჩნევა მანქანების სიმრავლე და თანაც ძალიან ბევრი ხალხი გადაადგილდება ველოსიპედებით.

არ ვიცი, არ ვიცი.. მე მაისის თვეში ვიყავი, ტურისტული სეზონი გახურებული იყო, მაგრამ გამონაბოლქვის სუნი არ მიგრძვნია smile.gif. ჰედიალია-დან ანდრაშ ავენიუმდე ფეხით დავდიოდი, მაგრამ სუფთა ჰაერის დანაკლისი - ნოლლ.

Posted by: Belfast 6 Nov 2016, 23:45
კიი, მარტო საჭმელადაც ღირს ჩასვლა, აღმოსავლეთ ევროპაში ვერსად უნგრეთივით გემრიელად ვერ შეჭამ, ერთი სული მქონდა ისევ როდის მომშივდებოდა რომ რამე ახალი უნგრული გამესინჯა, ან ძველი კიდევ ერთხელ

Posted by: Stroller 10 Nov 2016, 10:40
იანვარში ვაპირებ ვეწვიო ბუდას, ამ დროს ყოფილხართ ვინმე? ტემპერატურა როგორია?
და სავიზო მოსაკრებელი რამდენია ხომ არ იცით ?

Posted by: vaho 10 Nov 2016, 11:58
QUOTE
იანვარში


+3, +5 წვიმებია.

35 ევრო..........

Posted by: altezza_altezza 16 Nov 2016, 12:42
QUOTE
და სავიზო მოსაკრებელი რამდენია ხომ არ იცით ?

QUOTE
35 ევრო..........


60 გახდა
* * *
რა მაინტერესებს ბოლოს უნგრეთის ვიზაზე ვიცნ ხართ შესული


როგორც ვიცი 60 ევრო გახდა მოსაკრებელი და ეს თანხა ევროში შეიტანეთ თუ ლარში ?


მე ადრე 35 ევრო როცა იყო ევრო მივიტანე


დაწერეთ რა კომპედენტურმა



მადლობა

Posted by: achi00089 19 Nov 2016, 11:21
სალამი, მოკლედ 20 დეკემბერს მივდივარ ბუდაპეშტში 6 დღით. მანამდე მქონია 3 შენგენის ვიზა (საფრანგეტის საელცოდან) ხოდა ეხლაც მოწვევას მიკეტებენ საფრანგეტიდან და არანაირად არ ველი უარს ხოდა პირველი სესვლა პრობლემა ხომ არ იქნება უნგრეტსი რომ იყოს? მაინც არმოსავლეტ ევროპააsmile.gif

Posted by: Belfast 19 Nov 2016, 11:28
achi00089
QUOTE
სალამი, მოკლედ 20 დეკემბერს მივდივარ ბუდაპეშტში 6 დღით. მანამდე მქონია 3 შენგენის ვიზა (საფრანგეტის საელცოდან) ხოდა ეხლაც მოწვევას მიკეტებენ საფრანგეტიდან და არანაირად არ ველი უარს ხოდა პირველი სესვლა პრობლემა ხომ არ იქნება უნგრეტსი რომ იყოს? მაინც არმოსავლეტ ევროპაა

არა

წინა გვერდზე დაწერა ერთმა უკვე, ისიც საფრანგეთის ვიზით იყო

Posted by: womanly 19 Nov 2016, 11:51
altezza_altezza
მე შევიტანე ეხლახანს სავიზო ცენტრში, საელჩოში ისევ 35 ევროა ევროდ შესატანი მაგრამ იქ ყოველ ოტხშაბათს არის ჩაწერა მხოლოდ და სავიზოში 60 ევროს ექვივალენტი ლარში , მე პირადად გადავიხადე 167 ლარი

Posted by: altezza_altezza 19 Nov 2016, 21:05
womanly

აჰამ, გასაგებია


დიდი მალდობა

ანუ 60 ევროს ქვივალ;ენტი ლარში მივიტანო


მალდობა

პასუხი 10 სამუშაო დღეა ხომ ?

Posted by: achi00089 22 Nov 2016, 15:58
Belfast

მადლობა გაიხარე

200-300 ევრო 6 დღეზე მეყოფა ნორმალურად? (სასტუმროს გარეშე) რა ფასებია ვერ ვხვდები ცოტა, ანუ ტრანსპორტი, 1-2 მუზეუმი, კვება. შოპინგს მე არ ვაპირებ ნაღდადsmile.gif

Posted by: gagripsh 22 Nov 2016, 18:50
achi00089
კვება ძაან იაფია, თუ მაინც და მიანც ძვირიან რესტორანში არ გინდა ჭამა. დღეში სადღაც 10 ევრო გეყოფა მაქსიმუმ ესეც. ჩემს ჰოსტელთან იყო თურქული რესტორანი საკმაოდ გემრიელი საჭმელენით და 3-4 ევროდ ვსადილობდი ხოლმე. სასმელიც იაფია, ლუდი 1-1.5 ევრო.

Posted by: altezza_altezza 24 Nov 2016, 04:20
ლიტვის ვიზით პრობლემა ხომ არ შემექმნება ?


ბუდაპეშტში რომ გავხსნა და მერე შვედეთში მინდა წასვლა



იმხელა რიგებია უნგრეთზე ჩაწერისას რომ რავი

14 დღე ადგილები არაა და ვერ ვასწრებ





Posted by: Belfast 24 Nov 2016, 21:08
achi00089
QUOTE
200-300 ევრო 6 დღეზე მეყოფა ნორმალურად? (სასტუმროს გარეშე) რა ფასებია ვერ ვხვდები ცოტა, ანუ ტრანსპორტი, 1-2 მუზეუმი, კვება. შოპინგს მე არ ვაპირებ ნაღდად

კიი, დღეში €50 ყელში ამოგივა

gagripsh
QUOTE
კვება ძაან იაფია, თუ მაინც და მიანც ძვირიან რესტორანში არ გინდა ჭამა. დღეში სადღაც 10 ევრო გეყოფა მაქსიმუმ ესეც. ჩემს ჰოსტელთან იყო თურქული რესტორანი საკმაოდ გემრიელი საჭმელენით და 3-4 ევროდ ვსადილობდი ხოლმე. სასმელიც იაფია, ლუდი 1-1.5 ევრო.

არ ვურჩევ უნგრეთის დონის სამზარეულოს მქონე ქვეყანაში, თურქული იდიოტობების ჭამას

უნგრეთი ეს არის შანსი, უნიკალური სამზარეულოს მქონე ქვეყანა, არცთუ ძვირად

პს. მონახეთ რესტორანი ტროფეა, გადაიხდი €20-ს ექვივალენტს, პარასკევ-შაბათს - €25, და ჭამე-სვი რაც გინდა და რამდენიც მოგინდება, მათ შორის უნგრული და სხვა საჭმელები, თავის პირველებით, მეორეებით, დესერტებით და ალკოჰოლიანი თუ უალკოჰოლო სასმელებით, თუ გინდა გასკდი

პპს. ოღონდ არ გირჩევთ პიცის, ჰამბურგერის და ეგეთი სისულელეების შეკვეთას, სხვა უამრავ გემრიელობებს ვეღარ შეჭამთ

Posted by: oldgio 4 Dec 2016, 20:10
QUOTE (altezza_altezza @ 24 Nov 2016, 04:20 )
ლიტვის ვიზით პრობლემა ხომ არ შემექმნება ?


ბუდაპეშტში რომ გავხსნა და მერე შვედეთში მინდა წასვლა



იმხელა რიგებია უნგრეთზე ჩაწერისას რომ რავი

14 დღე ადგილები არაა და ვერ ვასწრებ

ბოლობოლო, რა ქენი ვიზაზე? რამდენი გადაგახდევინეს?

Posted by: altezza_altezza 4 Dec 2016, 20:18
oldgio



მოსაკრებელკი 60 ევროს ექვივალენტია


აი რიგები კი დიდი იყო

პასუხს ველოდები ჯერჯერობით

Posted by: oldgio 4 Dec 2016, 20:50
QUOTE (altezza_altezza @ 4 Dec 2016, 20:18 )
oldgio



მოსაკრებელკი 60 ევროს ექვივალენტია


აი რიგები კი დიდი იყო

პასუხს ველოდები ჯერჯერობით

ტურიზმი ჩაწერე მოგზაურობის მიზანში? 60 ევრო რა კომპონენტებისგან შედგა? როგორც ვიცი, 35 ევროა საკონსულო მოსაკრებელი. სავიზო მომსახურების ცენტრით ხომ არ გისარგებლია? ზოგი ქვეყნის საკონსულოს აქვს ესენი გახსნილი, მაგალითად - იტალიისას. თავად ის საკონსულოები არ იძლევიან ვიზას და იძულებით გტენიან დამატებით მოსაკრებელს 35 ევროს გარდა. შენს შემთხვევაში ასე არ იყო? ლატვიის საკონსულოს მიმართე?

Posted by: altezza_altezza 4 Dec 2016, 23:13
oldgio


არა სავიზო ცენტრში ვიყავი

ქუჩიშვლიზე


იქ გადავიხადე 60 ევრო ტურისტული კი

Posted by: mikron23 5 Dec 2016, 16:43
გამარჯობა
უნგრეთის შენგენის ვიზა რომ ავიღო და ბერლინში ჩავფრინდე პრობლემა შემექმნება აეროპორტში თუ იცით? ზოგი მეუბნება პირველი უნდა შეხვიდე რომელი ქვეყნის ვიზაც გაქვს იქ, ზოგმა არ არის პრობლემა შენგენის ზონაშიო

Posted by: oldgio 5 Dec 2016, 21:20
QUOTE (mikron23 @ 5 Dec 2016, 16:43 )
გამარჯობა
უნგრეთის შენგენის ვიზა რომ ავიღო და ბერლინში ჩავფრინდე პრობლემა შემექმნება აეროპორტში თუ იცით? ზოგი მეუბნება პირველი უნდა შეხვიდე რომელი ქვეყნის ვიზაც გაქვს იქ, ზოგმა არ არის პრობლემა შენგენის ზონაშიო

ამაზე იყო სჯა-ბაასი ერთი იუზერის შემთხვევაში. გადახედე წინა გვერდებს. კანონით ეგრეა, კი, ვიზის გამცემ ქვეყანაში უნდა შეხვიდე ჯერ, მაგრამ ხანდახან თვალს ხუჭავენ შენგენის ქვეყნების მესაზღვრეები ამაზე. ის იუზერი საფრანგეთის მიერ გაცემული ვიზით უნგრეთში შევიდა უპრობლემოდ, მაგრამ აქ "მეტი პრიორიტეტის" დასავლეთევროპული ვიზა თამაშობდა როლს (ესეც ჰიპოთეტურად) smile.gif. შენს შემთხვევაში კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის ვიზა გაქვს და დასავლეთ ევროპის ქვეყანაში შედიხარ.. რისკი არის, გადაწყვეტილება შენზეა. ისე, რა პრობლემაა, ჩადი უნგრეთში და მერე შიდაევროპული იაფი ფრენებით ისარგებლე..

Posted by: mikron23 6 Dec 2016, 00:41
QUOTE
მაზე იყო სჯა-ბაასი ერთი იუზერის შემთხვევაში. გადახედე წინა გვერდებს. კანონით ეგრეა, კი, ვიზის გამცემ ქვეყანაში უნდა შეხვიდე ჯერ, მაგრამ ხანდახან თვალს ხუჭავენ შენგენის ქვეყნების მესაზღვრეები ამაზე. ის იუზერი საფრანგეთის მიერ გაცემული ვიზით უნგრეთში შევიდა უპრობლემოდ, მაგრამ აქ "მეტი პრიორიტეტის" დასავლეთევროპული ვიზა თამაშობდა როლს (ესეც ჰიპოთეტურად) . შენს შემთხვევაში კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის ვიზა გაქვს და დასავლეთ ევროპის ქვეყანაში შედიხარ.. რისკი არის, გადაწყვეტილება შენზეა. ისე, რა პრობლემაა, ჩადი უნგრეთში და მერე შიდაევროპული იაფი ფრენებით ისარგებლე..


აჰა გასაგებია ანუ რისკი არის მაინც ]] და რომარ შემიშვან ეგრევე საქართველოში გამომიშვებენე? :დ

Posted by: oldgio 6 Dec 2016, 21:34
QUOTE (mikron23 @ 6 Dec 2016, 00:41 )
QUOTE
მაზე იყო სჯა-ბაასი ერთი იუზერის შემთხვევაში. გადახედე წინა გვერდებს. კანონით ეგრეა, კი, ვიზის გამცემ ქვეყანაში უნდა შეხვიდე ჯერ, მაგრამ ხანდახან თვალს ხუჭავენ შენგენის ქვეყნების მესაზღვრეები ამაზე. ის იუზერი საფრანგეთის მიერ გაცემული ვიზით უნგრეთში შევიდა უპრობლემოდ, მაგრამ აქ "მეტი პრიორიტეტის" დასავლეთევროპული ვიზა თამაშობდა როლს (ესეც ჰიპოთეტურად) . შენს შემთხვევაში კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის ვიზა გაქვს და დასავლეთ ევროპის ქვეყანაში შედიხარ.. რისკი არის, გადაწყვეტილება შენზეა. ისე, რა პრობლემაა, ჩადი უნგრეთში და მერე შიდაევროპული იაფი ფრენებით ისარგებლე..


აჰა გასაგებია ანუ რისკი არის მაინც ]] და რომარ შემიშვან ეგრევე საქართველოში გამომიშვებენე? :დ

კი, ეგრევე გამოგიშვებენ დეპორტით, თანაც რაღაც ვადით შესვლა აღარ შეგეძლება. იმ იუზერსაც იგივეს ვურჩევდი, მაგრამ, საბედნიეროდ, მის შემთხვევაში მშვიდობით დამთავრდა. არც არაფერი უკითხავთ ბუდაპეშტის აეროპორტში. მაგრამ შენთან, როგორც ხედავ და ზემოთ ვახსენეთ, სიტუაცია სხვაა და რისკიც უფრო მაღალია. გადაწყვეტილება შენზეა. მე არ გავრისკავდი. რაღა დარჩა ბუდაპეშტიდან ბერლინამდე? საათნახევარი ფრენა, სადღაც 50 ევრო..

Posted by: mikron23 7 Dec 2016, 01:50
QUOTE
მე არ გავრისკავდი. რაღა დარჩა ბუდაპეშტიდან ბერლინამდე? საათნახევარი ფრენა, სადღაც 50 ევრო..


ერთი კვირით მივდივარ გაწერილი ბიუჯეტით და მაგიტო დამატაებითი ფრენის და ხარჯის მოკლება მინდა smile.gif
აი ჩემა ნაცნობმა მომიყვა რომ 3 ჯერ არის ესე პოლონეთი უნგრეთის შენგენის ვიზით შესული ბერლინში.
უბრალოდ აეროპორტში ეუბნება რომ ბილეთი ესე უფრო იაფი ღირდა და თან მეგობრის ნახვას აპირებს ბერლინში გზად და არ შექმნია პრობლემა smile.gif) თუმცა რაღაც რისკი არის ალბათ.

Posted by: oldgio 7 Dec 2016, 11:02
QUOTE (mikron23 @ 7 Dec 2016, 01:50 )
QUOTE
მე არ გავრისკავდი. რაღა დარჩა ბუდაპეშტიდან ბერლინამდე? საათნახევარი ფრენა, სადღაც 50 ევრო..


ერთი კვირით მივდივარ გაწერილი ბიუჯეტით და მაგიტო დამატაებითი ფრენის და ხარჯის მოკლება მინდა smile.gif
აი ჩემა ნაცნობმა მომიყვა რომ 3 ჯერ არის ესე პოლონეთი უნგრეთის შენგენის ვიზით შესული ბერლინში.
უბრალოდ აეროპორტში ეუბნება რომ ბილეთი ესე უფრო იაფი ღირდა და თან მეგობრის ნახვას აპირებს ბერლინში გზად და არ შექმნია პრობლემა smile.gif) თუმცა რაღაც რისკი არის ალბათ.

კი ბატონო, წარმატებები. სიიაფეზე მიწოლა მართლაც არგუმენტია. ეტყობა, მესაზღვრეებს ძალიან ხშირად შეხვედრიათ ასეთი შემთხვევები და ნაკლებად ეჭვიანები გახდნენ.

Posted by: M_A_D_R_I_D_I_S_T_A 7 Dec 2016, 18:25
20 მდე არ იყო ადგილები და 20 ში ჩავეწერე,არადა მინდოდა რომ ახალი წლისთვის მომესწრო sad.gif

Posted by: oldgio 7 Dec 2016, 19:57
QUOTE (altezza_altezza @ 4 Dec 2016, 23:13 )
oldgio


არა სავიზო ცენტრში ვიყავი

ქუჩიშვლიზე


იქ გადავიხადე 60 ევრო ტურისტული კი

უკაცრავად, ერთი კითხვით კიდევ უნდა შეგაწუხო: სავიზო მომსახურების ცენტრში წასვლა შენი არჩევანი იყო თუ იძულებითი აუცილებლობა? თავად ლატვიის საკონსულო აღარ გასცემს უნგრეთის ვიზებს?

Posted by: altezza_altezza 7 Dec 2016, 20:21
oldgio

არა რა სეწუხება

მერე როგრც გავიგე მარტო ოთხშაბათობით არის ლატვიის საკონსულოში შესვლა

აქ ამხელა ამბავია ჩაწერაზე და რიგებზე სავიზო ცენტრში როცა ყოველდღე მუშაობენ სამუშაო დღეებში და იქ კვირაში ერთი დღე რავი წინასწარ ალბათ 3 თვით ადრე თუ ჩაეწერები


მე ტურისტულისგან გავიგე და მან ჩამწერა ელექტრონულად მანდ ( სავიზო ცენტრში )

Posted by: oldgio 8 Dec 2016, 22:44
QUOTE (altezza_altezza @ 7 Dec 2016, 20:21 )
oldgio

არა რა სეწუხება

მერე როგრც გავიგე მარტო ოთხშაბათობით არის ლატვიის საკონსულოში შესვლა

აქ ამხელა ამბავია ჩაწერაზე და რიგებზე სავიზო ცენტრში როცა ყოველდღე მუშაობენ სამუშაო დღეებში და იქ კვირაში ერთი დღე რავი წინასწარ ალბათ 3 თვით ადრე თუ ჩაეწერები


მე ტურისტულისგან გავიგე და მან ჩამწერა ელექტრონულად მანდ ( სავიზო ცენტრში )

ე ბიჯო, დღევანდელი ამბებიდან გამომდინარე, ტყუილი ხარჯი არ გაგიხდეს ეგ 60 ევრო და ლიბერალიზაციამ არ მოგისწროს smile.gif.

Posted by: altezza_altezza 9 Dec 2016, 01:24
QUOTE
ე ბიჯო, დღევანდელი ამბებიდან გამომდინარე, ტყუილი ხარჯი არ გაგიხდეს ეგ 60 ევრო და ლიბერალიზაციამ არ მოგისწროს .


ეგ ან იქნება და ან არა ))

თანაც ეგ რომვ იყოს ცუდი იქნება (ნუ ყველას
ტვის კაი აე იქნება)

ისრაელთანაც გვაქვს უვიზო მაგრამ 99 პროცენტს აბრუნებენ
მასე იქნება ევროპაშიც
არ დაევასები და უკან

თანაც ტოლვილობაც აღარ იქნება ))

Posted by: bigmaster 9 Dec 2016, 01:48
altezza_altezza
გილოცავ ვიზას............ გირჩევ რო ჩახვალ ეგრევე ხელის მოწერაზე იჩალიჩე რაც შეიძლება სწრაფად დიდხანს თუ აპირებ დარჩენას . გყავს ვინმე შვედეთში?

Posted by: altezza_altezza 9 Dec 2016, 03:31
bigmaster

მადლობა ძმა,გაიხარე


იმედია ჩავალ

ისეთი არავინ sad.gif

მოწყობილი და ასე შემდეგ,მაგრამ 1 წლის ჩაბარებულები არიან შინაურები


QUOTE
გირჩევ რო ჩახვალ ეგრევე ხელის მოწერაზე იჩალიჩე რაც შეიძლება სწრაფად დიდხანს თუ აპირებ დარჩენას .


კი დიდხანს მინდა მარა ამის თანხები არ მაქვს (((

სხვა არვიცი როგორ ვიჩალიჩო : s

Posted by: altezza_altezza 10 Dec 2016, 15:01
აბა ხაართ ვინმე ბუდაპეშტში ? გნახავდით პარლამენტთან ვარ ეხა ♥♡♥

Posted by: oldgio 11 Dec 2016, 14:31
QUOTE (altezza_altezza @ 10 Dec 2016, 15:01 )
აბა ხაართ ვინმე ბუდაპეშტში ? გნახავდით პარლამენტთან ვარ ეხა ♥♡♥

სასიამოვნო დროის გატარებას გისურვებ! ფორინტების ნულებმა არ შეგაცდინოს smile.gif.

Posted by: Belfast 11 Dec 2016, 19:34
oldgio
QUOTE
კანონით ეგრეა, კი, ვიზის გამცემ ქვეყანაში უნდა შეხვიდე ჯერ,

შეგიძლია მიმითითო სად წერია ეგ კანონში ?

Posted by: oldgio 11 Dec 2016, 22:40
QUOTE (Belfast @ 11 Dec 2016, 19:34 )
oldgio
QUOTE
კანონით ეგრეა, კი, ვიზის გამცემ ქვეყანაში უნდა შეხვიდე ჯერ,

შეგიძლია მიმითითო სად წერია ეგ კანონში ?

https://eeas.europa.eu/sites/eeas/files/shengenis_zona_-_xshirad_dasmuli_kitxvebi.pdf

აი, ეს ვიპოვე

Posted by: Belfast 11 Dec 2016, 22:53
oldgio
QUOTE
https://eeas.europa.eu/sites/eeas/files/she...li_kitxvebi.pdf

აი, ეს ვიპოვე

კაია, მაგრამ ეს

შენგენის სავიზო განაცხადი იმ ქვეყნის საკონსულოში უნდა შეიტანოთ, სადაც
გამგზავრებას აპირებთ ან თუკი შენგენის ერთ სახელმწიფოზე მეტ ქვეყანაში
ჩასვლას აპირებთ, იმ ქვეყნის საკონსულოში, სადაც დროის ყველაზე დიდ
მონაკვეთს გაატარებთ.


აქარწყლებს ყოველგვარ წესს, რადგან შეხვალ ნებისმიერი ქვეყნიდან ტრანზიტის ან მოკლევადიანი საქმის მომიზეზებით.
ყოველ შემთხვევაში მე არ მინახია ადამიანი მაგის გამო დაებრუნებინოთ...


Posted by: oldgio 11 Dec 2016, 23:18
QUOTE (Belfast @ 11 Dec 2016, 22:53 )
oldgio
QUOTE
https://eeas.europa.eu/sites/eeas/files/she...li_kitxvebi.pdf

აი, ეს ვიპოვე

კაია, მაგრამ ეს

შენგენის სავიზო განაცხადი იმ ქვეყნის საკონსულოში უნდა შეიტანოთ, სადაც
გამგზავრებას აპირებთ ან თუკი შენგენის ერთ სახელმწიფოზე მეტ ქვეყანაში
ჩასვლას აპირებთ, იმ ქვეყნის საკონსულოში, სადაც დროის ყველაზე დიდ
მონაკვეთს გაატარებთ.


აქარწყლებს ყოველგვარ წესს, რადგან შეხვალ ნებისმიერი ქვეყნიდან ტრანზიტის ან მოკლევადიანი საქმის მომიზეზებით.
ყოველ შემთხვევაში მე არ მინახია ადამიანი მაგის გამო დაებრუნებინოთ...

სხვათა შორის, არც მე მინახავს, რომ გამოებრუნებინოთ, მაგრამ ჩემს ერთ თანამშრომელს ტვინი ******ეს იტალიის ვიზით ავსტრიას რომ მიადგა (გამგზავრების დღეს სასწრაფო საქმე შეექმნა ვენაში). 1 საათი უბურღეს ტვინი, მანაც არ დათმო, - საბოლოოდ გაატარეს მაინც..

Posted by: altezza_altezza 14 Dec 2016, 23:13
oldgio
მადლობა გაიხარე. პირველად არ ვარ უნგრეთში ტაკ შტო ფორინტის ბევრ ნულზეც კარგად ვიცი ) ბევრი ფორინტი რომ არ მაქვს ამიტომ ვიყავი პარლამენტთან ))) თუმცა ეს ის ქვეყანაა და ის ქალაქი სადაც უფულოდაც ბედნიერად გრძნობ თავს ) პირველზე იმდენად არა მაგრამ მეორე ჩასვლაზე ძალიან შემაყვარა თავი. უმშვენიერესია,სტუმართმოყვარე ნაღვლიანი ბუდაპეშტი.მართლა ყველას ვურჩევდი ვინც ერთი დღით ჩადის ბუდაპეშტში და მერე 3 დღით გადადის ვენაში,ჯერ უკეთ დააათვალიეროს ბუდაპეშტი ) რომელიც ბევრ ქვეყანას მირჩევნია ტურისტული თვალსაზრისით ) http://www.picz.ge

Posted by: achi00089 16 Dec 2016, 14:19
20-ში გამთენიისას იქ ვარ, ერთი სული მაქვს გავიდეს ეს დღეები. მაგრა მაინტრესებსsmile.gif პროსტა მაგარი სიცივეებია რაც ვნახე, ნიჩიო ჩეკუშკა ჯიბეში და ეგააsmile.gif))

Posted by: oldgio 16 Dec 2016, 23:21
QUOTE (achi00089 @ 16 Dec 2016, 14:19 )
20-ში გამთენიისას იქ ვარ, ერთი სული მაქვს გავიდეს ეს დღეები. მაგრა მაინტრესებსsmile.gif პროსტა მაგარი სიცივეებია რაც ვნახე, ნიჩიო ჩეკუშკა ჯიბეში და ეგააsmile.gif))

აბა, წარმატებები და კარგი დროის გატარება..

Posted by: achi00089 17 Dec 2016, 11:53
oldgio

დიდი მადლობა, გაიხარე smile.gif

Posted by: oldgio 19 Dec 2016, 19:53
QUOTE (achi00089 @ 17 Dec 2016, 11:53 )
oldgio

დიდი მადლობა, გაიხარე smile.gif

რა ქენი, ალაგებ ჩემოდნებს? smile.gif ....
* * *
QUOTE (altezza_altezza @ 14 Dec 2016, 23:13 )
oldgio
მადლობა გაიხარე. პირველად არ ვარ უნგრეთში ტაკ შტო ფორინტის ბევრ ნულზეც კარგად ვიცი ) ბევრი ფორინტი რომ არ მაქვს ამიტომ ვიყავი პარლამენტთან ))) თუმცა ეს ის ქვეყანაა და ის ქალაქი სადაც უფულოდაც ბედნიერად გრძნობ თავს ) პირველზე იმდენად არა მაგრამ მეორე ჩასვლაზე ძალიან შემაყვარა თავი. უმშვენიერესია,სტუმართმოყვარე ნაღვლიანი ბუდაპეშტი.მართლა ყველას ვურჩევდი ვინც ერთი დღით ჩადის ბუდაპეშტში და მერე 3 დღით გადადის ვენაში,ჯერ უკეთ დააათვალიეროს ბუდაპეშტი ) რომელიც ბევრ ქვეყანას მირჩევნია ტურისტული თვალსაზრისით )

როგორ ხარ, მოიარე მადიარების ქვეყანა? შვედეთში აპირებდი გადასვლას, გამოგივიდა?

Posted by: altezza_altezza 19 Dec 2016, 23:00
შვედეთში ვარ.მადლობა.მოკლედ უნგრეთს ქვეყანა არ მირჩევნია smile.gif

Posted by: oldgio 21 Dec 2016, 12:47
QUOTE (altezza_altezza @ 19 Dec 2016, 23:00 )
შვედეთში ვარ.მადლობა.მოკლედ უნგრეთს ქვეყანა არ მირჩევნია smile.gif

შვედეთსაც აქვს თავისი განუმეორებელი ხიბლი smile.gif. სტოკჰოლმში ხარ? მშვენივრად შეიძლება დროის გატარება შვედეთის მშვენიერ, პატარა და ცივ ქალაქებში smile.gif ისე, მართალი ხარ, ბუდაპეშტი განუმეორებელია, მართლაც აღმოსავლეთ ევროპის პარიზია!

Posted by: altezza_altezza 22 Dec 2016, 05:10
oldgio

სტოკჰოლმი კი, ცენტრალზე


კი მარა უჯიშოები არიან, ოზურგეთში უფრო იგრძნობა წინაასახალწლო მზადება ვიდრე აქ

კიდიათ იმენა აქ

კომუნისტური წყობა უფროა ვიდრე ევროპა, უცნაური ევროპელები არიან იტოკში


დადებითი რაც აქვს ღმამაღლა არ ღირს საუბარი და არც ძალიან მიზიდავს მე ))


ცოტახანი ვიქნები და ვნახოთ მერე, ისლანდიაზე ვფიქრობ



მოკლედ, უნგრეთმა შემაყვარა თავ, ნებისმიერ სეოზნის დროს საუკეთესოა ყველანაირად )

Posted by: oldgio 22 Dec 2016, 10:27
QUOTE (altezza_altezza @ 22 Dec 2016, 05:10 )
oldgio

სტოკჰოლმი კი, ცენტრალზე


კი მარა უჯიშოები არიან, ოზურგეთში უფრო იგრძნობა წინაასახალწლო მზადება ვიდრე აქ

კიდიათ იმენა აქ

კომუნისტური წყობა უფროა ვიდრე ევროპა, უცნაური ევროპელები არიან იტოკში


დადებითი რაც აქვს ღმამაღლა არ ღირს საუბარი და არც ძალიან მიზიდავს მე ))


ცოტახანი ვიქნები და ვნახოთ მერე, ისლანდიაზე ვფიქრობ



მოკლედ, უნგრეთმა შემაყვარა თავ, ნებისმიერ სეოზნის დროს საუკეთესოა ყველანაირად )

მოკლედ, რაღა შენ და რაღა სულხან-საბა, რომ ჩამოხვალ, დაწერე "მოგზაურობა ევროპაში 2" smile.gif . მოგზაურობ უბრალოდ თუ დარჩენაზე ფიქრობ? მოკლედ, ჯანი, სიმრთელე და წარმატებები!

Posted by: CigarettesAfterSex 25 Dec 2016, 21:36
გამარჯობა სასწრაფოდ მჭირდება თქვენი დახმარება ...


ესეიგი საქართველოში გარკვეული პრობლემების გამო ვერ ვახერხებ ცხოვრებას ფინანსებიდან გამომდინარე რასაკვირველია.



უნგრეთში მინდა წავიდე , პირველ რიგში ვიცი რო ევროპის პასპორტი უნდა ავიღო დალშE არაფერი sad.gif(..


სამსახური მქონდა 4 თვე მერიცხებოდა ხელფასი მაგრამ ეხლა აღარ მაქვს , + თუ ვინმემ იცით ანგარიშზე თანხა რო დამიდონ რა დამიჯდება ასევე 4 K მაქვს საქართველოს ბანკში ვალი მაგრამ პრობლემურში არაა გადასული არც არაფერი მაქვს დაყადაღებული სად უნდა შევიდე რა საბუთები უნდა მოვაგროვო რამდენი პროცენტი მაქვს წასვლის შანსი და ა.შ გთხოვთ დამეხმარეთ და დამაკვალიანეთ რა

Posted by: oldgio 25 Dec 2016, 23:42
ევროპის პასპორტი არ არსებობს. უნდა აიღო საქართველოს მოქალაქის პასპორტი (იუსტიციის სახლში, პირადობის საფუძველზე). უნგრეთის ვიზას იძლევა ლატვიის საელჩო, ოღონდ, დიდი რიგების გამო ხალხი მიდის ვიზამომსახურების ცენტრში. იხილე ინფოები წინა გვერდებზე. ანგარიშზე თანხა რომ დაგიდონ, რა უნდა დაგიჯდეს? მხედველობაში გაქვს გარიგება უცხო პირთან გასამრჯელოს საფასურად? - თუ ასეა, არ ვიცი.. ისე, საბუთებში შედის ბოლო 3 თუ 6 თვის საბანკო ამონაწერიც.. არ ვიცი, მაგრამ ვშიშობ, ამონაწერის მიღებისას ვალიც არ გამოჩნდეს..
გაეცანი:
http://www.mfa.gov.ge/MainNav/ConsularInformation/VisaInfoGeorgian/%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98.aspx

Posted by: CigarettesAfterSex 26 Dec 2016, 22:26
oldgio
QUOTE
ევროპის პასპორტი არ არსებობს. უნდა აიღო საქართველოს მოქალაქის პასპორტი (იუსტიციის სახლში, პირადობის საფუძველზე). უნგრეთის ვიზას იძლევა ლატვიის საელჩო, ოღონდ, დიდი რიგების გამო ხალხი მიდის ვიზამომსახურების ცენტრში. იხილე ინფოები წინა გვერდებზე. ანგარიშზე თანხა რომ დაგიდონ, რა უნდა დაგიჯდეს? მხედველობაში გაქვს გარიგება უცხო პირთან გასამრჯელოს საფასურად? - თუ ასეა, არ ვიცი.. ისე, საბუთებში შედის ბოლო 3 თუ 6 თვის საბანკო ამონაწერიც.. არ ვიცი, მაგრამ ვშიშობ, ამონაწერის მიღებისას ვალიც არ გამოჩნდეს..
გაეცანი:
http://www.mfa.gov.ge/MainNav/ConsularInfo...7%E1%83%98.aspx

მადლობა

Posted by: altezza_altezza 27 Dec 2016, 11:57
oldgio

ჯერ არვიცი ))


მადლბა გაიხარე




პ.ს ვალებს არავინ უყურებს, დამიჯერეთ smile.gif


ყადაღები არ გედოთ მხოლოდ, რომ თანხის დადება ვერ შეძლოთ ანგარიშზე

Posted by: achi00089 28 Dec 2016, 16:50
სალამი კაი ხალხს

მოკლედ ვიყავი 6 დღე და ძალიან ვისიამოვნე. მიუხედავად იმისა რომ მაგრა ციოდა და შუადღეზე 4-ზე უკვე ბნედებოდა მაინც გაასწორა, მოვიარე რაც შევძელი გარდა მარგარეტის კუნძულისა. კაი საჭმელი და სასმელი. ხო, სზიმპლა კერტშიც ვიყავი და ძალიან კარგი სიტუაცია იყო. მოკლედ, ვინც მიდიხართ ახლო მომავალში კაი დრო გაატარეთsmile.gif გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! smile.gif

Posted by: oldgio 28 Dec 2016, 17:05
დუნაიზე გემით თუ არ ჩაიარ-აიარე, რა არის უნგრული მამული? smile.gif) ძალიან გამეხარდა, რომ კარგი დრო გაატარე, მე 2011-ში ვიყავი და დღემდე მესიზმრება smile.gif. ცუდი ისაა შენთვის, რომ 1 კვირა მაინც დაგჭირდება აქაური ადაპტაციისთვის smile.gif

Posted by: achi00089 28 Dec 2016, 17:53
oldgio

კი მაგარი იყო ნამდვილადsmile.gif ადაპტაცია შენ ნახე იაპონიიდან როდესაც ჩავოვდივარ ხოლმე 1 კვირა გათიშული ვარ. დროის ფაქტორი + ზოგადად იაპონია smile.gif)

Posted by: oldgio 28 Dec 2016, 18:04
დროის ფაქტორს თავი ანებე smile.gif . იაპონელი საზოგადოებრივ ტრანსპორტში მობილურს რომ არ პასუხობს ირგვლივ მყოფი საზოგადოების შეწუხების რიდით, - ამას რომ მიეჩვევი, მერე ნახე შენ აქაური ადაპტაცია smile.gif)))))))))))

Posted by: Charba 5 Jan 2017, 16:59
გამარჯობათ ,
გილოცავთ ყველას ახალ წელს
მოკლედ რა მაინტერესებს , ხომ არ იცით აქ სადმე თუ არის შესაძლებელი ვიყიდო უნგრული ფორინტი

Posted by: CigarettesAfterSex 5 Jan 2017, 17:47
გამარჯობა , თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი 4 თვე ხელფასი მერიცხებოდა 800 ლარი ეხლა 1 თვეა აღარ დამრიცხვი და სახელფასო აღარ ვმუშაობ და ცნობაში ეს არ გამომადგება რამე რო მოვიფიქრო მაგალითად კადრებში გადამიყვანეს დროებით და რამდენიმე ხანში ისევ დამაბრუნებენ თქო ?

Posted by: oldgio 7 Jan 2017, 00:08
QUOTE (Charba @ 5 Jan 2017, 16:59 )
გამარჯობათ ,
გილოცავთ ყველას ახალ წელს
მოკლედ რა მაინტერესებს , ხომ არ იცით აქ სადმე თუ არის შესაძლებელი ვიყიდო უნგრული ფორინტი

შეიძლება ალბათ, მაგრამ ცუდი კურსი იქნება. და რად გინდა აქ ყიდვა? თუ ბუდაპეშტში ჩადიხარ, დოლარი წაიღე და აეროპორტშივე გადაახურდავე. კარგი კურსი აქვთ.

Posted by: სერაფიტი 7 Jan 2017, 00:29
Charba
QUOTE
ხომ არ იცით აქ სადმე თუ არის შესაძლებელი ვიყიდო უნგრული ფორინტი


დოლარი წაიღე და იქ იყიდე, სჯობს.

Posted by: oldgio 7 Jan 2017, 10:43
QUOTE (CigarettesAfterSex @ 5 Jan 2017, 17:47 )
გამარჯობა , თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი 4 თვე ხელფასი მერიცხებოდა 800 ლარი ეხლა 1 თვეა აღარ დამრიცხვი და სახელფასო აღარ ვმუშაობ და ცნობაში ეს არ გამომადგება რამე რო მოვიფიქრო მაგალითად კადრებში გადამიყვანეს დროებით და რამდენიმე ხანში ისევ დამაბრუნებენ თქო ?

რა ვიცი, რა გირჩიო, მეგობარო... ტყუილ ცნობას სამინისტრო არ მოგცემს, ცნობის გაყალბებას კი არ გირჩევ.. შარია მაგარი.. სახელფასო ამონაწერს წინა თვეებისას მაინც მიიღებ. ცადე მაინც ვიზის გაკეთება იმ რეალობით, რაც ახლა გიდგას.
* * *
QUOTE (altezza_altezza @ 27 Dec 2016, 11:57 )
oldgio

ჯერ არვიცი ))


მადლბა გაიხარე




პ.ს ვალებს არავინ უყურებს, დამიჯერეთ smile.gif


ყადაღები არ გედოთ მხოლოდ, რომ თანხის დადება ვერ შეძლოთ ანგარიშზე

გილოცავ შობა-ახალ წელს, იღბალი შენკენ. როგორ ხარ, როგორ მიდის შენი ევროვოიაჟი?
https://www.youtube.com/watch?v=6PDmZnG8KsM
ეს შენ, შენი რეალობის შესაბამისად smile.gif

Posted by: nick_el_son 17 Jan 2017, 11:33
ორჯერ ვიყავი ბუდაპეშტში და მგონი ყველაზე მეტად ეს ქალაქი მიყვარს <3

ცოტა გამოთბება და კიდევ უნდა შევიარო )

Posted by: pukaaa 1 Feb 2017, 12:15
ვინც ბოლო პერიოდში იყავით საელჩოში, დაწერეთ რა ადვილად გასცემენ ვიზას?

Posted by: მაიტო 1 Feb 2017, 14:59
გამარჯობა

მოკლედ ასეთი კითხვა მაქვს

თუ მინდა წავიდე პუდაპეშტში და პარალელურად ვნახო ვენაც და პრაღაც, ვიზა როგორ უნდა ავიღო? მხოლოდ უნგრეთის?

და ბილეთებს სად ყიდულობთ ხოლმე?

Posted by: pukaaa 2 Feb 2017, 16:03
ხალხო ვიზ ეარის ბილეთის მაგივრად სხვა ავიაკომპანიის ბილეთის ჯავშანი რომ მივიტანო საელჩოში პრობლემაა? ვიზ ეარი არ იჯავშნება და ჯერ არ მინდა ყიდვა

Posted by: gagripsh 3 Feb 2017, 09:46
pukaaa
არაა პრობლემა, რაც გინდა მიიტანე smile.gif

Posted by: Alice_In_Wonderland 9 Feb 2017, 01:54
მაიტო

შენგენის ვიზას მოგცემს უნგრეთი და იმით შენგენის ტერიტორიაზე ყველა ქვეყანაში გადახვალ, ანუ ავსტრიაშიც და ჩეხეთშიც

Posted by: sandroEVO 9 Feb 2017, 10:54
ერთხელ აუცილებლად წავალ ოზორას ფესტივალზე უნგრეთში)))

Posted by: მაიტო 9 Feb 2017, 11:05
Alice_In_Wonderland

აუ წვაიდეთ, წავიდეთ

სხვათაშორის მოვიჩხრიკე რაღაცები და თანდათან გავერკვიე, როგორ ვიშოვოთ ხოლმე ბილეთები იაფად biggrin.gif

Posted by: gagripsh 9 Feb 2017, 14:45
sandroEVO
სზიგეტზე ვიყავი შარშან, სასწაულია ^__^

Posted by: sandroEVO 9 Feb 2017, 23:37
gagripsh
QUOTE
სზიგეტზე ვიყავი შარშან, სასწაულია ^__^

არ ვიცი ეს რომელია
მე ვოლტ ფესტზე ვიყავი ამსტერდამში
ოზორა მინდა ძალიან

Posted by: Pey1 13 Feb 2017, 16:58
ბუდაპეშტი ==> პრაღას მატარებლის ბილეთებს სად შევიძენ ყველაზე იაფად?

Posted by: illusions 13 Feb 2017, 20:41
QUOTE (მაიტო @ 9 Feb 2017, 11:05 )
Alice_In_Wonderland

აუ წვაიდეთ, წავიდეთ

სხვათაშორის მოვიჩხრიკე რაღაცები და თანდათან გავერკვიე, როგორ ვიშოვოთ ხოლმე ბილეთები იაფად biggrin.gif

მეც მოვდივარ თუ წინააღმდეგი არ ხარ user.gif

Posted by: Pey1 14 Feb 2017, 16:27
რამე თქვით ბუდაპეშტზე, ფასები, ჰოსტელი ჯობს თუ სახლის ქირაობა და ა.შ

4 კაცი მივდივართ და სახლი ვიქირავო თუ ჰოსტელი ვერ გადავწყვიტე ჯერ.

დაახლოებით რამდენი გვინდა კაცზე რო კარგად გავერთოთ, დავისვენოთ? (ბილეთებიან, სახლიან, ყველაფრიანად biggrin.gif)

Posted by: NIN_O 15 Feb 2017, 01:04
ბუდაპეშტზე გაღატაკებული ქალაქი მეორე არ მინახავს
თბილისიც კი უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს ვიდრე ბუდაპეშტი
მეტროპოლიტენი, მიწისქვეშა გადასასვლელები, ქუჩაში ხალხი. 90-იანების თბილისია იქ ჯერ კიდევ
ნამდვილად არ მეგონა ასეთი სიტუაცია თუ იქნებოდა იქ.
ისე კი რისი დათვალიერებაც მოვასწარი, ლამაზია ნამდვილად. არქიტექტურა, დუნაის ნაპირი.

Posted by: Alice_In_Wonderland 16 Feb 2017, 01:22
QUOTE (illusions @ 13 Feb 2017, 20:41 )
QUOTE (მაიტო @ 9 Feb 2017, 11:05 )
Alice_In_Wonderland

აუ წვაიდეთ, წავიდეთ

სხვათაშორის მოვიჩხრიკე რაღაცები და თანდათან გავერკვიე, როგორ ვიშოვოთ ხოლმე ბილეთები იაფად biggrin.gif

მეც მოვდივარ თუ წინააღმდეგი არ ხარ user.gif

ეს ვინ არის? biggrin.gif მაიტო

Posted by: womanly 16 Feb 2017, 11:57
Pey1
სახლის ქირაობა საუკეთესოა ძალიან იაფია ... www.airbnb.com/c/ninod2 ამ ლინკით თუ დარეგისტრირდებით კიდევ დამატებით ფასდაკლებას მიიღებთ -20$
მე პირადად 47 ევროდ 2 ღამე ვიყავი (3 კაცი) ქალაქის ცენტრში

Posted by: მაიტო 17 Feb 2017, 17:39
Alice_In_Wonderland


არ ვიცი, მარა გასაუბრებაზე დავიბაროთ biggrin.gif biggrin.gif




Posted by: oldgio 26 Feb 2017, 18:13
QUOTE (Pey1 @ 13 Feb 2017, 16:58 )
ბუდაპეშტი ==> პრაღას მატარებლის ბილეთებს სად შევიძენ ყველაზე იაფად?

http://www.raileurope-world.com/?cmpid=PA0205142&utm_source=PA0205142 ეს მატარებელი
http://www.goeuro.com/travel-search2/results/375939969/flight?v= ეს ავტობუსი და ფიფრინავი smile.gif

შიდაევროპული ფრენა მატარებელზე იაფი ყოფილა. ისე, ავტობუსი უიაფესია, არ გინდა?

პ.ს. იმედია, ლინკები არ დავაგვიანე. ჯერ არ გამგზავრებულხართ? კეთილი მგზავრობა.

Posted by: LazyButterfly 10 Mar 2017, 15:25
გამარჯობა : )

მაისში ვგეგმავ ბუდაპეშტის მონახულებას და მაინტერესებს უნგრულ ფორინტს თუ ვიშოვი საქართველოში?

თუ ჯობია ევრო ვიყიდო და იქ გადავახურდავო? თუ ასეა, მაშინ სადაა ყველაზე კაი კურსები ხოლმე
აეროპორტებში საშინელებაა ხოლმე ჰო, როგორც წესი? ))

P.S. უნდა გავტესტო უვიზო მიმოსვლა, იეიიი :დ <3

Posted by: LazyButterfly 13 Mar 2017, 13:41
oldgio
თქვენ ჰო ვერ დამეხმარებით ჩემს წინა პოსტთან დაკავშირებით? : )))
როგორც პოსტებით მივხვდი, კარგად იცნობთ იქაურობას

Posted by: womanly 13 Mar 2017, 19:01
LazyButterfly
ევრო წაიღეთ და იქვე აეროპორტში არის სუპერმარკეტი სპარისადაც წყალიც რომ იყიდოთ უკვე ნორმალურ კურსში დაგიბრუნებენ ხურდას... შემდეგ უკვე დანარჩენს ვაცი უტკას ანუ ვაცი ქუჩის თავში ხიდთან როგორც ჩაუხვევთ კარგად ახურდავებე მანდ.. ოღონდ მიაქციეთ ყურადღება საკომისიო 0 % ეწეროს

Posted by: LazyButterfly 14 Mar 2017, 10:36
womanly
დიიიდი დიდი მადლობა, გავითვალისწინებ ^_^

Posted by: medea13 30 Mar 2017, 18:19
ბილეთების ფასი სად შემიძლია ვნახო?

Posted by: womanly 1 Apr 2017, 21:58
medea13
https://wizzair.com/ka-ge/main-page#/

Posted by: pukaaa 4 Apr 2017, 20:31
6 დღე ვიქნები ბუდაპეშტში და რის ნახვას მირჩევთ? ახლო-მახლო ქალაქებიც შეიძლება smile.gif

Posted by: ვივიანა 4 Apr 2017, 23:46
pukaaa
გადადი ვენაში up.gif 10 ევრომდე ღირს ავტობუსი.

Posted by: pukaaa 5 Apr 2017, 07:30
ვივიანა

სულ 10 დღით მივდივარ, 6 ბუდაპეშტში, 4 ბრატისლავა. ვენა და პრაღა არ მინდოდა, მაგთთვის ცალკე წავალ, 5 დღე ორივე ქალაქისთვის ცოტა მგონია.

სანტენდრე და ვიშეგრადი წავიკითხე აქ, რომ ლამაზი ქალაქებია. კიდევ რა შეიძლება მოესწროა უნგრეთში 6 დღეში შეღუდული ბიუჯეტის გათვალისწინებით?

Posted by: ვივიანა 5 Apr 2017, 10:52
pukaaa
ადამიანის ინტერესებს გააჩნია რა თქმა უნდა, მაგრამ 6 დღე რა უნდა აკეთო ბუდაპეშტში, ბრატისლავაც 4 დღე ბევრი მგონია.
10 დღე რომ მქომდეს 1 დღე ბუდაპეშტი, 1 დღე ბრატისლავა და დანარჩენი ვენა :დ
ან ვენაში სულ ცალკე უნდა წახვიდე ადამიანი.
პრაღაც ცალკე სჯობს 5-6-7 დღე მე თუ მკითხავ.
დღემდე ვნანობ რომ 2 ღამე დავრჩი ბუდაპეშტი და ვენას არ მივამატე ეგ დღეები.
ეს ჩემი პირადი აზრია.
ახლო-მახლო არ ვარ ნამყოფი ვერ ვიტყვი ვერაფერს.

Posted by: pukaaa 5 Apr 2017, 11:05
ვივიანა

მადლობა. ჩემ გარშემო ბევრია ბუდაპეშტით აღფრთოვანებული და მირჩიეს მაქსიმალურად ბევრი დღე გავჩერებულიყავი ამ ქალაქში. პრაღას და ვენას ცალკე ვაპირებ მომავალში

Posted by: oldgio 11 Apr 2017, 23:30
QUOTE (ვივიანა @ 5 Apr 2017, 10:52 )
დღემდე ვნანობ რომ 2 ღამე დავრჩი ბუდაპეშტი და ვენას არ მივამატე ეგ დღეები.

კარგი რა, შემოგევლე, კარგი რა............. ნუ მიკლავ გულს... facepalm.gif help.gif

Posted by: Mr-Raptor 12 Apr 2017, 11:42
QUOTE (pukaaa @ 4 Apr 2017, 20:31 )
6 დღე ვიქნები ბუდაპეშტში და რის ნახვას მირჩევთ? ახლო-მახლო ქალაქებიც შეიძლება smile.gif

თუ ისევ ბუდაპეშტში ხარ და არ ჩამოხვედი მაშინ ღირს ამის წაკითხვა lol.gif

ფეხით სიარული არ დაგეზაროს და ბეეევრი იარე, აუცილებლად წადი სეჩენის აბანოებში, პირსახოცი თუ გინდა არ წაიღო biggrin.gif 2500 / 2700 ფორინტს მისცემ ადგილზე და 5-ზე თუ დააბრუნებ ფულს უკან მოგცემენ, აუცილებლად ფეხით ადი ფიშერმანის ციხეზე და ტური გააკეთე იქ, ყველა ტოჩკა დაათალიერე, ანდრაშზე გაისეირნე ფეხით მთელი გამზირი, თუ გინდა ანდრაშის დასაწყისში კაფე ხაჭაპურში-ც შეიარე თუმცა მითხრეს წვენები არ გვივარგაო biggrin.gif ანდრაშის ბოლოში გახვალ მერე უნგრელების ე.წ. გმირთა მოედანზე და იქიდან მაგათ ცენტრალ პარკში რომელიც ძალიან მაგარია სასეირნოდ, ცენტრალ პარკიდან ახლოა და აუცილებლად შეიარე და დაათავლიერე ვაროშლიგერტის პარკიც, თუ გინდა შიგნით შენაბაც მუზეუმია და შედი, მაქედან მოჟნა ფეხით მოჟნა ტურ-ავტობუსით წადი რამდენიმე კვარტლის იქით ალბათ ბუდაპეშტის მთავარ ღირსებაზე მერჯიტ აილენდზე - ქართულად მარგარიტას კუნძულზე და რამდენიც გინდა იარე და დაისვენე, ნეტა ეგეთი რამე თბილისშიც იყოს sad.gif

აუცილებლად კარგად გაისეირნე და დაათვალიერე კუნძულთან მდებარე მერჯიტ ბრიჯი/ხიდი, ასევე ამ ხიდიდან დაინახავ და სეირნობით ჩაუყევიდა სანაპიროზე ჯერ დაათვალიერე პარლამენტის შენობა - წინ და უკანა ტერიტორია მთლიანად და მერე ისევ იქვე სანაპიროს გაუყევიდა ჯერ ნახე ფეხსაცმელების პლაჟი და მერე იქვეა მალე მეორე ულამაზესი ხიდი ჩეინ/ჯაჭვის ხიდი, ასევე მაგის აყოლებაზე ლიბერთის ხიდი, იმის იქით აღარ გინდა წასვლა, მეორე სანაპიროზე თუ გადახვალ და მოახერხებ ადი გელერტის მთაზე და იქიდან ხედი იშლება, 2 ხედია სულა გელერტიდან და ფიშერმანის ციხედან, გელერტზე ფუნიკულიურით კარგი იქნება

ასევე თუ მოახერხებ წადი და ნახე ბუდაპეშტის მღვიმე,მანდ ტრანსპორტი დაგჭირდება ფეხით ცენტრიდან 6-7 კილომეტრია მეტი თუ არა

ასევე ნახე ბიბლიოთეკა, მგონი სენტ იშტვანის ქუჩაზეა ეგ და იქვეა ე.წ. ძალიან ძველი ვაგზალი, შემინულია გარედან და მიხვდები ეგრევე

მაგისგან 2 კვარტლის იქით კი ბაზილიკას ნახავ კარგი სასურათე ადგილებია და ბოლოს აუცილებლად გაისეირნე და კარგად დაათვალიერე და გაერთე ვაცი უტკაზე ( უტკა ქუჩას ნიშნავს როგორც მითხრეს იქ ) მოკლედ ლამაზია მანდ, სასეირნო ქუჩაა და მანქანები არაა, სუ კაფეებია და ბრენდების მაღაზიები

აუცილებლად ჩაჯექი და მოიწყე დუნაი ტური გინდა დიდი გინდა პატარა ტურისტული გემით და მიზეზ გარეშე მერე ჩაჯექი მდინარის ავტობუსში და ავტობუსით იკატავე დუნაიზე biggrin.gif მე ეგ ვერ მოვახერხე დროის გამო და მაგრა დამწყდა გული biggrin.gif არადა როგორია ავტობუსით რო მდინარეში ცურავ და მერე ოპლაც ქალაქში ისევ biggrin.gif

აუფ რამდენი ვწერე biggrin.gif მოკლედ რაც მახსოვს ესენია რა biggrin.gif

Posted by: oldgio 12 Apr 2017, 20:52
დავამატებდი, აუცილებლად ინახულე სენტ იშტვანის ტაძარი, სან პიეტროა უნგრელების! სეჩენის აბანოები ტურბულენტური აუზებით სამოთხეა smile.gif . ბაზარშიც შეიარე, თვალები გაგექცევა აქეთ-იქით.. მისტერ რაპტორს უპირობოდ ვეთანხმები, - დუნაი ტურის გარეშე არ დატოვო ბუდაპეშტი. ოღონდ საღამო ხანი აირჩიე, - ისეთი რომანტიკაა, არ დაგავიწყდება..
* * *
QUOTE (medea13 @ 30 Mar 2017, 18:19 )
ბილეთების ფასი სად შემიძლია ვნახო?

მოგცეს ლინკი, – იაფი ფრენები ვიზეარის საიტზე, მაგრამ ნიუანსებია მანდ უამრავი და დააკვირდი (ბარგი, ონლაინ ჩექინი... და სხვ).. უკეთესი იქნება, თუ მოინახულებ ვიზაერის თემას. https://forum.ge/?showtopic=34351613&hl=

Posted by: Kirchi 11 May 2017, 06:44
ჩემი გადაღებული

Posted by: Badura 17 May 2017, 12:49
ბუდაპეშტში უნდა წავიდე ივლისის შუა რიცხვებში, რაც ვნახე ვიზ ეარზე ყველაზე იაფია ხო ბილეთი?
ბევრი გადაჯდომა გიწევს?

Posted by: oldgio 17 May 2017, 23:42
QUOTE (Badura @ 17 May 2017, 12:49 )
ბუდაპეშტში უნდა წავიდე ივლისის შუა რიცხვებში, რაც ვნახე ვიზ ეარზე ყველაზე იაფია ხო ბილეთი?
ბევრი გადაჯდომა გიწევს?

რა გადაჯდომა, კაცო, პირდაპირი რეისია. ვიზეარს პირდაპირები აქვს. ოღონდ დეტალებში გაერკვიე. თემის ლინკიც დავდე ვიზეარის.

Posted by: parketi 7 Jul 2017, 00:15
მოგესალმებით მეგობრებო smile.gif აგვისტოში ვაპირებ ბუდაპეშტი-ვენა ერთი კვირა წასვლას.ამ დროის განმავლობაში რამდენი დაგჭირდება თანხა დაახლოებით smile.gif საშოპინგოდ თუ არის მაღაზიები და კარგი სეილები smile.gif)

Posted by: parketi 9 Jul 2017, 19:51
რატოა ეს თემა ასე მკვდარი,აღარ დადის ხალხი ბუდაპეშტში? : )))

Posted by: ძამა 15 Jul 2017, 15:16
სეზონურ სამუშაოებზე ევროპაში,, ცალკე თემაც მქონდა გახსნილი მაგრამ პასიურობა იყო ძალიან,,,,
აი რა მოხდება რო ვინც პორტუგალიაში, ჰოლანდიაში, ბელგიაში,იტალიაში, საფრაგეთში, ესპანეთში და დანარცჰენ ევროპაში ცხოვრობთ, რაიმე გვითხრათ სეზონურ სამუშაოებზე,,,
მოგეხსენებათ ეგ ქვეყნები, ყურძნის, ზეთისხილის, თხილის, თევზის , მეფრინველეობის, მეცხოველეობის, ციტრუსი, მიტრუსი და ათასნაირი ფერმების ქვეყანაა,,
იმათაც აწყობთ იაფი მუშა, სეზონურ სამუშაოებზე ხალხი სჭირდებათ და თუ არ იცით, ვინმემ გაგვიგეთ რამე ამის შესახებ, ძალიან რთული ამბავია????
....
ბოლო ბოლო მოდით შევეჯიბროთ სომხებისა და ებრაელების დიასპორებს,, არ გინდათ????biggrin.gif
იმ ქვეყნების თემებშიც დავწერ ამ პოსტს,,,
რა იცი მარცხი ელანძეა wink.gif

Posted by: medea13 15 Jul 2017, 21:35
ქუთაისიდან ბუდაპეშტამდე რა დრო უნდა გზას?

Posted by: zazamos 20 Jul 2017, 18:01
medea13
QUOTE
ქუთაისიდან ბუდაპეშტამდე რა დრო უნდა გზას?

3 სთ 15 წთ

Posted by: oshi 13 Oct 2017, 00:16
შემოდგომის ბუდაპეშტი! ეს სეზონი ყველაზე მეტად უხდება ამ ქალაქს.. ჰოდა ძალიან მალე!


ძალიან მომწონს ამ სასტუმროს ინტერიერი.... სხვა სამყაროა!
ბოსკოლო, გამორჩეული არქიტექტურით!
user posted image

Posted by: altezza_altezza 16 Oct 2017, 22:14
ვინმეს ნოემბრის ბოლო რიცხვების, ან დეკემბრის დასაწტყისის ბილეთები ხომ არ აქვს 1 მგზავრე ?



ვიყიდდი smile.gif))

Posted by: tekwawa 16 Oct 2017, 23:28
oshi
მაშინ Gerbeaud ის კაფეც მოგეწონენა smile.gif
ინტერიერი მივამსგავსე
ძალიან ცნობილი და ძველი კაფეა

Posted by: oshi 17 Oct 2017, 01:22
tekwawa
QUOTE
მაშინ Gerbeaud ის კაფეც მოგეწონენა

რა კარგი ჩანს, ეს არ ვიცოდი, დავიმახსოვრე და მოვინახულებ აუცილებლად.

მადლობაsmile.gif
* * *
user posted image
.........................................

Posted by: tekwawa 17 Oct 2017, 19:58
oshi
ჰო კარგია მართლაც
ერთ პაბს გირჩევ კიდე, განსხვავებული ინტერიერით....კარგი ლუდია და გემრიელი გულიაში კარგი ფასებიც, შეკვეთის მოტანამდე მიწისთხილით გაიყვან დროს wink.gif
For sale pub
თუ მოახერხო არ ინანებ smile.gif

Posted by: oshi 22 Oct 2017, 21:21
tekwawa
ეხლა ვნახე, მყუდრო ჩანს smile.gif) აუცილებლად ვეცდები მივიდე. და თუ რამე საინტერესო იცი კიდევ მითხარი, დამავალებsmile.gif

Posted by: zigfried 23 Oct 2017, 00:36
ხალხო რამე კარგი ღამის კლუბი იცით ბუდაპეშტში? smile.gif

Posted by: altezza_altezza 23 Oct 2017, 16:29
გამაჯრობათ

ბრონის გაკეთებაში ხომ ვერ დამეხმარებით ?

სასტუმროს ჯავშნები მინდა მხოლოდ.....

Posted by: oshi 27 Oct 2017, 23:13
ღირს აქ მოსვლა, ცოცხალი მუსიკის მოსმენა და ჩაგრადუსება. ბოსკოლინო..

user posted image

Posted by: ვივიანა 27 Oct 2017, 23:16
QUOTE (oshi @ 27 Oct 2017, 23:13 )
ღირს აქ მოსვლა, ცოცხალი მუსიკის მოსმენა და ჩაგრადუსება. ბოსკოლინო..

user posted image

ბუდაპეშტში საუკეთესო ადგილია love.gif

Posted by: altezza_altezza 28 Oct 2017, 01:36
zigfried
QUOTE
ხალხო რამე კარგი ღამის კლუბი იცით ბუდაპეშტში? 


ძალიან ბევრი კარგი კლუბია


kraft

აი ამას გირჩევდი wink.gif <3



ეცადე პარასკევი საღამო ან უიქენდები დაამთხვიო აუცილებლად

Posted by: oshi 31 Oct 2017, 02:39
ვივიანა
ნამდვილად შთამბეჭდავია ნიუიორკი, თუ საერთოდ შეხვედი შიგნით

ჩემთვის საყვარელი ქალაქი ევროპაში ჩამოქვეითდა ამ დღეებში მოწინავე რიგებიდან. სამწუხაროდ საშინელი საჭმელი აქვთ უმეტეს ადგილას. არ აქვს აზრი იაფს გადაიხდი, ძვირს. არაფერი ვარგა, არაფერს გემო არ აქვს ან ისეთი ნაკეთებია, რო გული არ მიგივა. სიტყვა გულიაში რო არ იცოდნენ რას დაააწერდნენ რესტორნების წინ გამოდგმულ დაფებს საინტერესოა. ამ დღეებში სულ გარეთ ვჭამდი, თითქმის ათამდე რესტორანში ერთხელ-მაქსიმუმ ორჯერ თუ დავნაყრდი და ეს დანაყრებაც იყო ცალსახა. მერე იმდენად იმედგაცრუებული ვიყავი რაღაც საცხობს მივადექი და რაღაც საშინელი გემოს "პერაშკისებური" შემრჩა პირში, რომელიც პირველივე ჩაკბეჩისთანავე მოვისროლე. ერთი სიტყვით ესპანეთის მერე რომელიმე ქვეყანა ასე თუ გამიცრუებდა იმედს აღარ მეგონა.

ამას გარდა ქალაქი იმდენად სავსეა, რო თითქმის ყველგან რიგებია. რო ღირდეს რიგში დგომა კიდევ ხო. ამჯერად ძალიან ბევრი ნეგატიური დამიგროვდა. ამინდმა ხო საერთოდ ისე გაახურა უფრო გაამძაფრა ეს უარყოფითი მხარეები. კიდევ კარგი თბილი, ნათელი და მყუდრო ბინა მაქვს, სადაც თავს კარგად ვგრძნობ.

თურმე სადაც ვცხოვრობ აქვე ქართული რესტორანი " ხაჭაპურია", გუშინ შემთხვევით აღმოვაჩინე და დღეს შევედი. უნდა ვთქვა რო ყველაზე გემრიელად ვჭამე რაც აქ ვარ და გარემოც ძალიან თბილია. ხვანჭკარამ, გემოვნებიანად შერჩეულმა მუსიკამ, ქართველმა თავაზიანმა მიმტანმა ძალიან დადებითად იმოქმედა! აუცილებლად შედით თუ აქ მოხვდებით და დაიკიდეთ ეძებოთ სასწაული უნგრელების სამზარეულოში. ვერ იპოვნით მაინც/)
user posted image
ესეც ქართული, მაგრამ ევროპულად კულტივირებული რაღაც მწვადისდამაგვარიbiggrin.gif ხინკალი ყველაზე გემრიელი იყო ისეbiggrin.gif
user posted image

ასე რომ ბუდაპეშტმა ამჯერად ვერ ვარ ხოდზეო, ან შენ პრეტენზიული ტიპი ხარო

Posted by: tekwawa 31 Oct 2017, 10:12
oshi
ცოტა არ იყოს გამიკვირდა წინა გვერდზე რო ამბობდი ოქტომბერი საუკეთესო თვეა ბუდაპეშტისთვსო smile.gif თითქმის სულ წვიმს ოქტომბერში...
კიდე უფრო გაკვირვებული ვარ ესპანეთმა რომ გაგიცრუა იმედები ( რატო ?) და ეხლა ბუდაპეშტმა smile.gif
ზოგადად არ უნდა იკვებო ტურისტულ ადგილებში ,ჯობია უფრო შორს .
ოპერასთან არის კიდე ერთი უგემრიელესი რესტორანი მიმტანები იწყებენ ცეკვას მოულოდნელად სახელი აღარ მახსოვს....ან მართლა პრეტენზიული ხარ ან რავიცი biggrin.gif
ქართულ რესტორანში არ მომინდება შესვლა სხვა ქვეყანაში როცა რამდენიმე დღით ვარ smile.gif

Posted by: oshi 31 Oct 2017, 11:10
tekwawa
ოქტომბერში და გაზაფხულზე ოროვე დროს ვარ ნამყოფი და მაშინ ალბათ გამიმართლა, რადგან ასე არ ციოდა. ამ ქალაქში ოდნავ მაინც უნდა თბილოდეს, რო შეიგრძნო.biggrin.gif თან მაშინ ასე სავსე არ მომჩვენებია, რავი. გადავსებულია ყველგან ხალხით. ტურისტებით ყველაფერი. მუზეუმებში როგები, საცურაო აუზებზე რიგები...etc...
ტურისტულ ადგილას მარტო ორგან ვჭამე და დანარჩენი მოშორებით, რადგან მაგათი ხრიკები ვიცი კარგა ხანია. მე არ ვცხოვრობ საქართველოში, შესაბამისად ყველაზე კარგი ალტერნატივა ამდენი იმედგაცრუების მერე იყო ის რო ქართულად მეჭამაsmile.gif თუმცა იაფი სიამოვნება ნამდვილად არ იყო.
ზოგადად აქ არაა წარმოდგენილი კარგად სამზარეულოები, არც აზიური, არც ევროპული, დავუშვათ იტალიური. აი კაპუჩინო ვერ დავლიე ვერსად ისე რო მომწონებოდა, ერთ ნაჭერ ნამცხვარზე აღარაფერს ვამბობ. გლდანში გადასასვლელ ადგილებში უფრო კარგ ვაშლის ნამცხვარს აცხობენ ვიდრე აქ "ტრადიციული საკონდიტროები" პერო სტატუსებითsmile.gif . ძაან ცუდი კრიტიკაა, მაგრამ ასეა!
მზე თუ ანათებს და დიდებული ხედებით ტკბები კიდე ხო და ისე არ ვიცი. აი ასე ეძახიან მგონი ამას აქ: kürtőskalács, თუ იცი,ხეზე რო ახვევენ და აცხობენ ღუმელშიbiggrin.gif ვჭამ ხოლმე დიდი სიამოვნებით, მაგრამ აქ გემო ვერ ვუნახე, არადა გერმანიაში შობის ბაზრობებზე ისეთს აცხობენ მეორის ყიდვაზე ვფიქრობ ხოლმე. დიდი ბაზრობაც ისეთი გატრუხებულოა ამ ტურისტთა ნაკადის გამო, რო ტუფლი რო მოხარშო და დაფქული ბულგარული მოაყარო იმას გამოგტაცებენ ხელიდანbiggrin.gif

ესპანეთის სამზარეულო არ მომწონს ზოგადად! ჩემთვის მოგზაურობის გზა სამზარეულოზეც გადის და თუ ქვეყანა მაგით ვერ მანებივრებს ძაან ვიცრები მერეbiggrin.gif არადა ისევ ესპანეთი მაქვს გეგმაში ორ თვეში, თუმცა იქ შემზადებული ვარ წინასწარ. სახლში თვითონ კეთების იდეით ვარ შეპყრობილიbiggrin.gif ჯანმრთელად და იაფად. მარტო ოქტობუსების საჭმელად თუ გავალ სადმე, რადგან მაგათი მომზადება არ ვიცი.

ისე ქართველებს რო სამზარეულო გვაქვს, ბარეორი ვერ დაუდგება გვერდით. გინდაც ტურისტულ ადგილებში თბილისში!

პ.ს შენი ნარჩევი პაბი ვერ მოვინახულე.biggrin.gif დღეს თუ მოვახერხე მივალ.:
* * *
დადებითს დავამატებ ამ ყველაფერსsmile.gif) ვხდებიsmile.gif) დილით სირბილი და მერე იმაზე ფიქრი არ მაწუხებს რა ვჭამოsmile.gif ძაან პრაქტიკული რამეაsmile.gif ესეც სახლის სიმყუდროვე.გარეთ როცა ყინავს, წვიმა და ქარია, სანთლები მშვენიერი არჩევანიაbiggrin.gifuser posted image
ისე ზოგჯერ 90 წლებში მაბრუნებს აქაური მოსახლეობის ჩაცმულობის სტილი. თან რაღაცნაირი მელანქოლია აქვთ სახეზე. მგონია რო ინტროვერტირებულები არიან და სიხალასე დუნაის გაატანეს.

Posted by: cigarettes 31 Oct 2017, 11:40
QUOTE (pukaaa @ 4 Apr 2017, 20:31 )
6 დღე ვიქნები ბუდაპეშტში და რის ნახვას მირჩევთ? ახლო-მახლო ქალაქებიც შეიძლება


აუცილებლად მიდი ღია, თერმულ აბანოში, ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა ბუდაპეშტის. ეროვნული მუზეუმია ძალიან საინტერესო და რაც მთავარია ბეეევრი იარე ფეხით, საოცარი ქალაქია, განსაკუთრებით დუნაის სანაპირო

Posted by: tekwawa 31 Oct 2017, 15:06
oshi
მგონი ქართული გენატრება ყველაფერი და იმიტო იყავი ასეთი მკაცრი smile.gif
ან ადამიანები ვართ სხვადასხვა ნაირი და სხვანაირად ვხედავთ რაღაცეებს ...
არც მე ვცხოვრობ საქართველოში მაგრამ მაინც ვცდილობ ადგილობრივი გავსინჯო ყველაფერი ვიდრე ქართული მოვიძიო რამე .მელანქოლიაზე გეთანხმები ,ზოგადად ცივი ქალაქები მგონია ყველგან ეგრეა რასაც ვერ ვიტყოდი ესპანეთზე .სულ თბილა ...ხალხიც მხიარულია,ყველაფერი მომწონს ფეხბუთიან, კალათბურთიან ,სამზარეულოთი biggrin.gif
ეგ ტკბილეული ხეზე რო ახვევენ სხვათაშორის თბილისშიც შევნიშნე რამდენიმე თვის წინ ტურისტულ ადგილებში და გამიკვირდა biggrin.gif

Posted by: oshi 31 Oct 2017, 15:31
tekwawa
არა არა, ქართული არ მენატრება და არც მიძებნიაbiggrin.gif ასე გამოვიდა უბრალოდ. სადაც ზოგადად ვცხოვრობ იმ ქალაქში სამი ქართული რესტორანია, მაგრამ არ მიჩნდება სურვილი წასვლის, თანაც იმაზე ხშირად ვარ საქართველოში, ვიდრე წარმოსადგენია. მოქეიფე ტიპიც არ ვარ მუცელში ვიყრიდე ყველაფერს და იმაზე ვფიქრობდე რა ვჭამო.biggrin.gif ერთი სიტყვით ამ ჩამოსვლაზე ძაან არ მომეწონა აქაურობა. ნუ შენობები რო ულამაზესი და გიგანტურია ამაზე არ მაქვს საუბარი.

ესპანეთზე გეთანხმები საკვების გარდა. ჰა ჰა ზღვის პროდუქტები კიდე ხო, სხვა მხრივ ვერ ქაჩავენ. ევროპაში ჩემი ფავორიტებია იტალია , დალოცვილია. საფრანგეთი, გერმანიაც ოღონდ კონკრეტულად ბავარია.
ბულკის ცომია ეგ და აცხობენ მერე. მარტივი რამეა. Szentendre-ში მივდივარ ახლაbiggrin.gif საღამოს იმ პაბში შევალ, მანდვე ვარ ტერიტორიულად თურმეbiggrin.gif.

Posted by: ვივიანა 31 Oct 2017, 22:40
oshi
რიგში ვიდექი, მაინც მოვახერხე შესვლა.
მე არ მიყვარს ბუდაპეშტი, 90-ინების თბილისს მახსენებს, ვერ აღვიქვი წესიერად.
მეორედ წასვლის სურვილი მაქვს, ოღონდ წლების მერე.
საჭმელი ჩვენც ვერ ვნახეთ გემრიელი, იტალიურ რესტორანშიც კი საშინელება ჰქონდათ.

Posted by: Royal_Flash 1 Nov 2017, 05:07
ხურდაში მოტყუება ამათი ეროვნული სპორტია? smile.gif

Posted by: oshi 1 Nov 2017, 17:08
ვივიანა
რიგში მეც ვიდექი და შევედი, მაგრამ ნაციონალურმა მუზეუმმა გამიცრუა იმედი.. ეგრეა კი სამწუხაროდ, ძირითადად უგემურ კერძებს ყიდიან, თან ცოტაა და თან ძვირიც!
გუშინ ეთნოგრაფიულ მუზეუმში ვიყავი, ქალაქიდან 40 წუთი უნდა და მერე იმ სცენტრედეში გამოვიარე, გალერიები და კერამიკის ნაკეთობები აქვთ, ჰოდა მანდ იყო რაღაც რესტორანი. ერთადერთი ადგილი იყო სადაც გემო ჩავატანე კერძს. ლაბირინთი ერქვა თუ სწორად მახსოვს. იდოს მაინც რავი..

Posted by: Jorik 4 Nov 2017, 13:41
QUOTE
მე არ მიყვარს ბუდაპეშტი, 90-ინების თბილისს მახსენებს, ვერ აღვიქვი წესიერად.

ტანში ჟრუანტელმა გამიარა

Posted by: altezza_altezza 10 Nov 2017, 07:39
QUOTE
zigfried
QUOTE
ხალხო რამე კარგი ღამის კლუბი იცით ბუდაპეშტში? 


ძალიან ბევრი კარგი კლუბია


kraft

აი ამას გირჩევდი  <3



ეცადე პარასკევი საღამო ან უიქენდები დაამთხვიო აუცილებლად

user posted imageuser posted image

Posted by: l_e_v_a_n 13 Nov 2017, 05:16
Badura
იყავი ბუდაპეშტში?


Posted by: altezza_altezza 2 Dec 2017, 15:09
როგორ ჩაგიძირიათ ეს თემა )))


ბოლოს ვინც წახვედით მაინტრესებს ქეშის ნახვა თუ მოგთხოვეს მესაზღვრეებმა და დღეზე რამდნეია გათვალსიწინებული ?

არასდროს შემქმნია პრობლემა და წელს მაინტერესებს რა როგორ არის smile.gif


მადლობა წინასწარ

Posted by: altezza_altezza 5 Dec 2017, 21:38
ვინმე ხომ არ ხართ აქეთ ? )
* * *
https://www.facebook.com/internationalbudapestevents/videos/558651051145603/
* * *
https://www.facebook.com/kraftbudapest/videos/1988332781391658/ უფრო გაქაჩულა ეს კრაფტი :დდ

Posted by: Gellert 8 Dec 2017, 10:21
oshi
არ გცოდნია, რა და სად ჭამო, გულაში ტურისტებისთვისაა :დ
არადა უნგრული სამზარეულო ევროპაში ერთერთი საუკეთესოა

პს. ესპანურზე გეთანხმები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა

Posted by: oshi 8 Dec 2017, 22:03
Gellert
მე თუ არ ვიცი მაშინ შენ ჩამოწერეbiggrin.gif სად რა უნდა ჭამოს ადამიანმა, იქნებ სხვები მაინც დანაყრდნენ გემრიელად. გულიაში ვინ მოგახსენა რო ტურისტებისთვისაა?biggrin.gif ერთი უნგრელი კოლეგა მყავდა 4 წელი და მაგის მეტს არაფერს აკეთებდა.

Posted by: sაlოmეa 8 Dec 2017, 22:14
გულიაში ტურისტებისთვისაა რას ნიშნავს?
უნგრელებს ჭამა ეკრძალებათ?
ჩემი ფავორიტი ქვეყანაა უნგრეთი აღმოსავლეთ ევროპაში ❤️

Posted by: Feeling 21 Dec 2017, 11:59
რა პერიოდში ჯობს წასვლა ბუდაპეშტში? როდისაა ყველაზე კარგი რომ შემოიარო ყველაფერი?

Posted by: kaiser Soze 21 Dec 2017, 13:32
ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ უნგრული სამზარეულო კარგია, ანდაც რაიმე განსაკუთრებულია. ჩვეულებრივია, საკმაოდ ახლოა გერმანულთან. სამხრეთელებს ვერც შეედრება. ვერც ჩვენ.

მაგრამ ბუდაპეშტში არის რამოდენიმე ძალიან კარგი რესტორანი.

ჩემი ფავორიტით დავიწყებ:
1. Konyvbar - http://konyvbar.hu/en/ - "წიგნების ბარი" გურმე ტიპის რესტორანია, სადაც ყოველ კვირას ახალი წიგნის თემატიკის მენიუ აქვთ. ფასი ბუდაპეშტის კვალობაზე საშუალოა/მაღალია. კაცზე ასე 50-70 ლარი მენიუ და ერთი ჭიქა ღვინო. დაბრონვა როგორც წესი საჭიროა, რადგან სავსეა ხოლმე.
2. LaciKonyha - http://lacikonyha.com/ - ეგეც გურმე ტიპისაა. ცოტა ძნელი მისაგნებია ტურისტებისთვის, მაგრამ ღირს. 12 დან 3 მდე ლანჩ მენიუ აქვთ 25 ლარად, რაც ალბათ საუკეთესო value for money ლანჩ მენიუა ქალაქში.
3. Borkonyha (winekitchen) - მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორანი (ბუდაპეშტში ოთხია). სხვებთან შედარებით იაფია და კარგი კერძენი აქვთ. მეინ კორსი 35 დან 70 ლარამდე (სულ 7 არის მენიუში). სტარტერები 25-45 ლარი. ღვინოების კარგი არჩევანი, ჭიქა ასე 20 ლარი. ორი კვირით ადრე დაბრონვა საჭიროა, რადგან მოთხოვნაა დიდი.

კარგია ქართული "ხაჭაპური", იტალიურები: "Trattoria Pomo D'oro" და "Cafe Gian Mario", ფასტ ფუდებიდან "Vapiano" არის ნორმალური. ადგილობრივი/fusion: Manna Lounge, Varosliget Cafe, Ket Szerecsen, Menza, Paris Budapest, Vak Varju. ამერიკული: TGI Fridays (მაგრამ მხოლოდ ლანჩ მენიუზე ღირს წასვლა - კვირის დღეებში 11:00 - 2:00 - 15 ლარი), ნაღდი არგენტინული სტეიკი თუ გინდათ - Pampas.

ქუჩის საჭმელიდან ყველაზე კარგია ბურგერების წერტილები.

საკონდიტროებიდან Gerbaud. ძვირია მაგრამ საუკეთესოა. ასევე Auguszt Cukrazda და Ruszwurm (ქესლ დისტრიქტში).

Posted by: ILIA1702 21 Dec 2017, 15:01
QUOTE
ქუჩის საჭმელიდან ყველაზე კარგია ბურგერების წერტილები.

Black Cab Burger-ს გავუწევდი რეკომენდაციას

Posted by: Trump 21 Dec 2017, 17:19
QUOTE
რა პერიოდში ჯობს წასვლა ბუდაპეშტში? როდისაა ყველაზე კარგი რომ შემოიარო ყველაფერი?



ოქტომბერში ვიყავი და საღამოობით ციოდა. დუნაის საკმაოდ ცივი ჰაერი შემოაქვს ქალაქში და ბულვარისკენ მეტად ცივა.

მე უფრო სექტმბერს გირჩევდი ან მაისი-ივნისს..


Posted by: kaiser Soze 21 Dec 2017, 17:25
QUOTE
ოქტომბერში ვიყავი და საღამოობით ციოდა. დუნაის საკმაოდ ცივი ჰაერი შემოაქვს ქალაქში და ბულვარისკენ მეტად ცივა.

მე უფრო სექტმბერს გირჩევდი ან მაისი-ივნისს..


+1

შემოდგომის და გაზაფხულის ბუნიობების დროს არის ბუდაპეშტი საუკეთესო.

Posted by: youngstar 28 Dec 2017, 19:55
უნგრელი ქალები გასინჯეთ არ ინანებთ bis.gif tongue.gif

Posted by: tintoreto 7 Feb 2018, 00:38
ეტყობა ამ თემაში თვეში ერთხელ შემოდის კაცი
იქნებ ბედმა გამიღიმოს და ვინმემ მალე მითხრას ბუდაპეშტიდან ვენაში წასასვლელი რომელი ვარიანტია კარგი?
რა ღირს ბილეთი და სად უნდა შევიძინო?
არის რამე საიტი?

Posted by: sაlოmეa 7 Feb 2018, 00:43
tintoreto
ევროლაინით ვიმგზავრე
18-22 ევრო ღირს
ბილეთს შეიძენ სადგურზე
2-3 საათში ერთხელ გადის ავტობუსები
განრიგს უფრო კონკრეტულად გუგლი გეტყვის

ჩათვალე ბედნა გაგიღიმა :დ

ბედნიერი მგზავრობა

Posted by: Foxlike 7 Feb 2018, 01:19
tintoreto
https://www.goeuro.com
ფლიქსბასით 9 ევრო და 3 საათში იქ ხარ

Posted by: tintoreto 8 Feb 2018, 00:01
sაlოmეa
Foxlike
გაიხარეთ, დიდი მადლობა!

Posted by: სპორტი 13 Feb 2018, 21:44
პატივცემულო ხალხო. ეხლა ვენიდან ბუდაში მივდივარ და 16 საღამომდე აქ ვარ.
დღეს ვერაფერს ვეღარ მოვასწრებ დაღლილობის გამო და იქნებ ეს 2-3 დღე კარგად დამაგეგმინოთ.
რაღაცრაღაცეებს გადავხედე და რაც უნფრო კარგებს მეტყვით... ჰეჰ...

ძალიან დამეხმარე ვენის თემა და იმედია....

პუსუ
სპლიყვი ვარ და სპორტი არა

არ დამტროლოთ და ###ობები არ დამათვალიერებინოთ gigi.gif spy.gif
* * *
user posted image
პიპლ.ზემოტ ეს რა "ციხესიმაგრეა" ასვლა მინდა და იქნებ მითხრათ რომ მოვნიშნო მაპზე
* * *
კს
გავარკვიე
მადობააა


30 ბუდა

Posted by: Crazy_Sin 27 Mar 2018, 01:02
ვინმემ მირჩიეთ ბუდაპეშტში რა ვნახოოოოო? 2 თვეს გაძლევთ დროს smile.gif))))))

Posted by: ravi_shen 23 Apr 2018, 09:30
ორი დღის წინ ჩმაოვედი ბუდაპეშტიდან და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.
ლამაზი, სხვა ევროპულ ქალქებთან შედარებით იაფი ( ორ კაცზე საჭმელი+ორი პარტია სასმელი 18 ევრო :ყბისდაღებაsmile.gif, მთთელს ქალქში სივრცე იგრძნობა.
ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ გემი საყ. ტრანსპორტია ჰამბურგივით და დღის სამგზავრო ბილეთი მოქმედია.

რავი რაც არ მოეწონა ხალხია, ცოტა უჟმური და გრუბი. საქართველო გამახსენდა ცოტა biggrin.gif

Posted by: oldgio 23 Apr 2018, 09:46
QUOTE (Crazy_Sin @ 27 Mar 2018, 01:02 )
ვინმემ მირჩიეთ ბუდაპეშტში რა ვნახოოოოო? 2 თვეს გაძლევთ დროს smile.gif))))))

https://www.tripadvisor.com/Attractions-g274887-Activities-Budapest_Central_Hungary.html

წინა გვერდებიც დაათვალიერე აქ.

Posted by: freecooler 28 Apr 2018, 19:13
მოკლედ ჩავფრინდი სალონიკი-საბერძნეთი ქუთაისიდან (93 ლარი) (ევრო-კავშირი შენგენი), წავედი ავტობუსით 300 კმ - ბულგარეთში (სოფია-ევრო-კავშირი, არაშენგენი), იქიდან ავტობუსით სერბეთში (ნიშ)-150 კმ, სერბები მეკაჩავენ - სერბული ვიზა გვინდაო (ავუხსენი, რომ მოხსნეს), შევედი სერბეთში (არა-ევროკავშირი, არა-შენგენი), მერე ნიშ-დან ბელგრადში 250 კმ., მერე იქიდან ბუდაპეშტში წავედი მატარებლით 20 ევრო, 400 კმ-ა, 200 კმ, რომ გავიარეთ მივედით საზღვარზე, სერბებმა ჯერ ჩვენი ვიზა სად არისო, მერე უნგრეთში რომ მიდიხარ, სად არის შენგენის ვიზაო, მე ვაჩვენე შტამპები - საბერძნეთი(ევრო-კავშირი და შენგენი)-ბულგარეთი (ევროკავშირი) ვიზა აღარ გვინდა თქო - 1 წელია თქო, უნგრელ კოლეგას დაურეკა, უნგრელი საზღვრის უფროსი იგლიძავს - ვიზა მინდაო, უვიზოთ არ გამოუშვათო არ შევუშვებთო (იდიოტი იყო), გამომიშვეს უკან სხვა მატარებლით ბელგრადში - სერბეთში უკან.
ჩავედი ბელგრადში და ბელგრადიდან -სერბეთიდან გადავფრინდი ავსტრია-ვენაში, შემიშვეს უპრობლემოთ, მერე იქიდან ჩეხეთში - ბრნოში ვიყავი (135 კმ), იქიდან სლოვაკეთში-ბრატისლავაში (130 კმ) და იქიდან უკვე წავედი უნგრეთში-ბუდაპეშტში (200 კმ).... ბუდაპეშტიდან ქუთაისი smile.gif (120 ლარი)

Posted by: Jorik 29 Apr 2018, 13:17
freecooler
კაი თავგადასავალი კი გამოგივიდა up.gif

Posted by: kvantanamera 3 Oct 2018, 16:56
დეკემბრის დასაწყისში ბუდაპეშტში ვარ და გთხოვთ მირჩიოთ ყველაფერი მანდაურობის შესახებ.
კვება --ფასი ხარისხის თანაფარდობით. (მირჩიეთ ერთი ნაციონალური კერძი რომელიც უნდა გავსინჯო აიცილებლად და სად გავსინჯო)
ბინა-სად ვიქირაოთ (6 ადამიანი მივდივართ) თუ რომელიმე კონკრეტულიუ ბინა იცით ეგეც დაწერეთ
გადაადაგილება-საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი ბარათი თუ არსებობს და ღირს თუ არა მისი შეძენა
ღირშესანიშნაობები-ჩამონათვალი, სადაც ფასიანი შესვლა ყველაზე ძვირი რომელია?

გთხოვთ არ დაიზაროთ პასუხის გაცემა

Posted by: kvantanamera 9 Oct 2018, 15:51
რა იყო უნგრეთში არავინ აღარ დადის?

Posted by: kvantanamera 31 Oct 2018, 15:43
ევრო ან დოლარი სად დავახურდავო ბუდაპეშტში ნორმალურად?

Posted by: В.И. Ленин 3 Nov 2018, 11:10
QUOTE (kvantanamera @ 31 Oct 2018, 15:43 )
ევრო ან დოლარი სად დავახურდავო ბუდაპეშტში ნორმალურად?

ვაგზალზე, ოღონდ ხელზე დაახურდავე. ბევრად კარგი კურსი აქვთ.

Posted by: kvantanamera 5 Nov 2018, 17:25
ვლადიმერ ილიჩ
რომელ ვაგზალზე? რკინიგზის სადგური თუ ავტობუსების?

Posted by: В.И. Ленин 5 Nov 2018, 22:44
QUOTE (kvantanamera @ 5 Nov 2018, 17:25 )
ვლადიმერ ილიჩ
რომელ ვაგზალზე? რკინიგზის სადგური თუ ავტობუსების?

რკინიგზის ნიუგატზე. ალბათ სხვებზეც იქნება.
* * *
კანტორში 100€ 24000 იყო, ხელზე 30000.

Posted by: Lomulusi 25 Nov 2018, 17:44
ხომ არ იცით ბუდაპეშტის ცენტრში შემნახველი საკანი თუ არის სადმე და რა ღირს? რამდენიმე საათით რომ შევინახოთ ჩანთა

Posted by: belimbor 18 Dec 2018, 12:56
მეგობრებო, გამარჯობა,

კვირის ბოლოს მივდივართ ბუდაპეშტში 2-ნი 4 დღით, მერე პრაღაში და პირველ რიგში ბუდაპეშტზე მაინტერესებს ეს სამგზავრო ბარათები. ცოტა ვერ გავიგე, მაგალითად

https://bkk.hu/en/budapest-72-hour-travel-card/
https://bkk.hu/en/tickets-and-passes/prices/budapest-pass-one-week-supplement/

ამ ორს შორის რა განსხვავებაა 1 კვირიანი რომ უფრო იაფი ღირს. კიდევ რის ნახვას მირჩევთ და რა საჭმელი აქვთ კარგი. წინა ნაწილი ცოტა ძველია და ამიტომ პირდაპირ აქ ვპოსტავ. დიდი მადლობა წინასწარ, ძალიან დამეხმარებით

Posted by: kvantanamera 18 Dec 2018, 20:28
ბელიმბორ
4 დღით მიდიხარ ბუდაპეშტში რად გინდა სამგზავრო ბარათი?! მასიმალურად ფეხით იარე რომ შეიგრძნო ქალაქი !! მე სამი დღით ვიყავი და ეგრე გავაკეთე.შეიძლება ისეთ რამეს გადააწყდე სულ რომ არ ეწეროს არსად.დღეში ორჯერ ან მაქსიმუმ 4 ჯერ გამოიყენო. ეს 1400 ფორინტია ანუ 14 ლარი. 4 დღეზე რომ ვიანგარიშოთ კაცზე 56 ლარი გამოდის. ეგ სამგზავრო ბარათები უფრო იაფი არ იქნება. დანარჩენს ხვალ დავწერ.

Posted by: kvantanamera 20 Dec 2018, 10:04
მაშასადამე, ბუდაპეშტის აეროპორტიდან რომ გამოხვალთ ხელმარცხნივ 50 მეტრში ავტობუსის გაჩერებაა. ცენტრამდე პირდაპირ მიდის ავტობუსი 100ე. ღირს 900 ფორინტი (100 ფრ =1 ლარს) ბილეთებს მძღოლი ყიდის, ან შეგიძლიათ გაყვეთ 200 ე-ს მეტროს ლურჯი ხაზის ბოლო გაჩერებამდე და იქიდან მეტროთი. ავტობუსის გაჩერებაზევეა ბილეთების აპარატი.
ბუდას მხარე- როგორც კი ჯაჭვის ხიდს გადახვალ არის ფუნიკულორი (ღირს 1200) , რომელიც აგიყვანს ბუდას ციხესიმაგრის კომპლექსში, ან ფუნიკულორთან ხელმარჯვნივ გაუყევი გზას და 650 მეტრში მიხვალ მეთევზის ბასტიონთან და მათიასის ეკლესიასთან. იქიდან წამოხვალ და მიხვალ ბუდას ციხის კომპლექსში. მაქედან ბილიკით დაეშვები და ჩამოხვალ ისევ ფუნიკულორთან მაქედან ხიდის ქვეშ ტრამვაი 41, 19 დააჯდები და მიხვალ გელერტის მთის ძირთან. საიდანაც დაახლოებით 700 მეტრიანი აღმართი რომ მთაზე რომ ახვიდე და ნახო თავისუფლების ქანდაკება და ციტადელი ( ეს უკანასკნელები დიდი ვერაფერი, თუმცა თუ ყველგან გინდა მისვლა და ფოტოგრაფირება მაშინ უნდა მიხვიდე). ფუნიკულორიდან 500 მეტრში, მეთევზის ბასტიონიონთან მიმავალი ქუჩის პარალელურად fo. utka-ზე(ქუჩა) არის რესტორანი horgasztanya etterem სადაც უგემრიელესი თევზის სუპები აქვთ, დუნაიში დაჭერილი თევზიდან გაკეთებული.
პეშტის მხარე- აუცილებლად ნახე პარლამენტი (უუულამაზესიიიი, მეტრო kossuth lajos ter ), და გაისერნეი დუნაიზე გემით. დანარჩენი სტანდარტულად, ოპერა სინაგოგა, შეჩენის აბანოები, სენტ იშტვანის ბაზილიკა, ბაზარი ვაცი ქუცა, მოკლედ დაგუგლე და აარჩიე რისი ნახვაც გინდა, ზოგს რა მოწონს ზოგს რა. შეჩენის აბანოებამდე მიდის მეტროს ყვითელი ხაზი. პრინციპში მეტროც არაა მიწისქვეშა ტრამვაი უფროა. უბრალოდ გაისეირნე მაგით, უძველესია.
გულიაში მიირთვით ყველასთვის ნაცნობ for sale pub ში. მოპირდაპირე მხარესაა ბაზარი და შენობის უკანა მხარედან იწყება ვაცი ქუჩა (კილომეტრი სიგრძეში). მაგ პაბის გვერძე არის საცხობი სადაც იაფად იყიდება ახალგამომცხვარი ნაწარმი.
გულიაში (1700 ფრ) იმხელა პორციაა რომ ორ კაცს თავისუფლად გეყოფათ ერთი. სანამ მოიტანენ მიწის თხილს შეექცევით და ნაჭუჭებს ძირს დაყრით. კედლებზე ბევრია ქართველების დანატოვარი ბარათები (მათ შორის ხანიგურებიც ,, აგინეთ ბიჭებო ამათ, ქართული არ იციან").
ლანგოში იაფი და გემრიელი სენტ იშტვანის ბაზილიკიდან 150-200 მეტრში მეტრო arany janos utca-სთან არის სწრაფის კვების ობიექტი ,,რეტრო ლანგოშ"
კურტოშკოლაცის ჭამა არ გინდა მსგავსი უაზრო რაღაც მე არ მინახავს. ღია ცეცხლზე წვავენ სქელ შამფურზე დახვეულ ცომს და ყიდიან 1000 ფორინტად.
ცენტრის მეტროებთან უკვე გახსნილია საშობაო სოფლები და იქაც ბევრ სასუსნავს ყიდიან.
ფული არ დაახურდავო აეროპორტში. კომისიის გათვალისწინებით 100 ევროში აიღებ 31200 ფოინტს (312 ლარი). თუმცა არის უკომისიო სავალუტოები. ყველაზე მაგარი კურსი (100 ევრო 32200 ფორინტი ) აქვთ kiraly utca ზე , მეტრო deak ferenc ter ის მხრიდან რომ შედიხარ, გაივლი ცოტას და მიადგები. მიხვდები იმიტომ რომ სულ რიგებია. ავტობუსის ფული შეგიძლია აქ იყიდო საქართველოს ბანკში და წაიღო.
ზოგადად იაფი ქალაქი არ არის. მუზეუმები ძვირია, მაგალითად პარლამენტში შიგნით შესვლა 17 ევრო ღირს ( ლუვრში შესვლისთვის 9 ევრო გადავიხადე) თუმცა რა გინდა შიგნით გარედან ისეთი სილამაზეა დღეც ნახე და ღამეც.

Posted by: belimbor 21 Dec 2018, 08:35
QUOTE (kvantanamera @ 18 Dec 2018, 20:28 )
ბელიმბორ
4 დღით მიდიხარ ბუდაპეშტში რად გინდა სამგზავრო ბარათი?! მასიმალურად ფეხით იარე რომ შეიგრძნო ქალაქი !! მე სამი დღით ვიყავი და ეგრე გავაკეთე.შეიძლება ისეთ რამეს გადააწყდე სულ რომ არ ეწეროს არსად.დღეში ორჯერ ან მაქსიმუმ 4 ჯერ გამოიყენო. ეს 1400 ფორინტია ანუ 14 ლარი. 4 დღეზე რომ ვიანგარიშოთ კაცზე 56 ლარი გამოდის. ეგ სამგზავრო ბარათები უფრო იაფი არ იქნება. დანარჩენს ხვალ დავწერ.

ვაუ, არ ველოდი ასეთ სრულყოფილ გამოხმაურებას, დიდი მადლობა დახმარებისთვის

Posted by: lado123 1 Feb 2019, 14:16
სალამი მეგობრებო
თებერვლის ბოლოს მივდივარ ბუდაპეშტში. წინა თემაში ამბობდნენ ბარათით ვიხდიდი ყველგანო და მაინტერესებს რამე სპეც ბარათია საჭირო თუ აქაური ექსპრეს და მისნაირი (სახელფასო) ბარათებიც წავა.
ასევე მაინტერესებს ინტერნეტის თემა. თუ არის ქალაქში უფასო ქსელი ან რამე ხალიავნი ტოჩკები თუ იცით.
მადლობა წინასწარ

Posted by: sაlოmეa 1 Feb 2019, 14:37
ეს ის ქალაქია სადაც ასჯერ წავიდოდი
lado123
ბარათით არ გადამიხდია
რადგან კინვერტაციას აუცილებლად შენთვის არახელსაყრელინკურსით გააკეთებს
არც ევროთი გადამიხდია რადგან ფიორინტს და ევროს ერთი და იგივე ფასი აქვს
ევრო დავახურდავე ფიორინტზე და ჩვეულებრივად ქეშად ვიხდიდი

თუ გადახურდავებას დააპირებ დააკვირდის საკომისოს
ზოგს ძალიან წვრილად უწერია რო დახურდავების საკომისო 15-20
%_ია მაგალითად biggrin.gif
არის 0 საკომისიოთი

აეროპორტიდან ვინგზავრე 200 ე ლურჯი ავტობუსით მეტრომდე
მეტროთი ქალაქამდე
სუ სამი ფერის ხაზია მეტრო ასე რო არ დაიკარგები :დდ

Posted by: korneliusi 2 Feb 2019, 22:41
გამარჯობათ
მაინტერესებს , ჰოსტელის ყიდვა ბუქინგიდან უფრო იაფი ჯდება თუ ადგილზე მისვლის და იქვე ოთახის აღების შემთხვევაში

Posted by: lado123 5 Feb 2019, 10:46
sაlოmეa მადლობა

თბილისში ვერ ვიშოვი ფიორინტს?

ქალაქის მაშტაბით თუ არის უფასო Wi-Fi?

Posted by: kvantanamera 5 Feb 2019, 11:02
ლადო
საქართველოს ბანკში იყიდი. წინასწარ უნდა დარეკო და შეუკვეთო. იმავე დღეს ან მეორე დღეს დაგახვედრებენ.
კაფეებში არის. ისე არ შემიმჩნევია.

Posted by: sაlოmეa 5 Feb 2019, 11:27
lado123
QUOTE
თბილისში ვერ ვიშოვი ფიორინტს?

ალბათ კი, დაწერა კიდეც ზედა უზერმა მარა აქ არ გიღირს ყიდვა რა თქმა უნდა
QUOTE
ქალაქის მაშტაბით თუ არის უფასო Wi-Fi?

არა, ქალაქის მასშტაბით მე რო ვიყავი , 4 წლის წინ არ იყო
ეხა აღარ ვიცი

Posted by: Werner Voss 5 Feb 2019, 13:26
lado123
QUOTE
სალამი მეგობრებო
თებერვლის ბოლოს მივდივარ ბუდაპეშტში. წინა თემაში ამბობდნენ ბარათით ვიხდიდი ყველგანო და მაინტერესებს რამე სპეც ბარათია საჭირო თუ აქაური ექსპრეს და მისნაირი (სახელფასო) ბარათებიც წავა.
ასევე მაინტერესებს ინტერნეტის თემა. თუ არის ქალაქში უფასო ქსელი ან რამე ხალიავნი ტოჩკები თუ იცით.
მადლობა წინასწარ

მე ვიხდიდი თიბისის ჩვეულებრივი პრაიმ ბარათით და მშვენიერ კურსში აკონვერტირებდა, ბევრად ცუდ კურსში მომიწია ევროს ფორნიტში გადაცვლა, უფასო ვაი ფაი ბევრგანაა.

Posted by: ფრენო 10 Feb 2019, 01:16
გამარჯობა შვებულება მაქვს აპრილში და მინდა დავგეგმო ასე თუ ისე იაფი მოგზაურობა, ბუდაპეშტში რომ ჩავია 2-3 დღით იქიდან კიდევ 3 დღე მექნება და სად მირჩევთ წასვლას იაფად? ანუ სხვა სად შემიძლია გადავიდე საინტერესო ადგილას, რა ტრანსპორტით? პირველად ვგეგმავ მოგზაურობას და ძალიან მჭირდება რჩევები, ზოგადად პრაღაში მინდოდა თავიდან, მაგრამ აპრილში ძალიან ძვირდება ბილეთები და ბუდაპეშტში უფრო იაფია.

გელით გულის ფანცქვალით
* * *
ასევე ვიღებ რჩევებს ბუდაპეშტში დასარჩენ ადგილზე, ჰოსტელი სასტუმრო ბინა, როგორ სად , ძალიან გთხოვთ ხელი შეაშველეთ ჩემს მოტივაციას, თორემ დავრჩები თბილისში

Posted by: ელენ 18 Mar 2019, 09:15
აპრილში მივდივარ ბუდაპეშტში 4 დღე. რა ადგილას მირჩევთ ბინის დაჯავშნას?

Posted by: POKERISBLUFF 10 Apr 2019, 01:21
sad.gif








Posted by: sაlოmეa 10 Apr 2019, 02:25
ელენ
ვაცის ქუჩა
ცენტრშია
ფრენო
ბუდაპეშტიდან ვენას გირჩევ
პრაღა მე არ მომეწონა

Posted by: bugalteri2 14 Apr 2019, 15:45
QUOTE
ბუდაპეშტიდან ვენას გირჩევ
პრაღა მე არ მომეწონა

მეგონა მარტო მე ვიყავი მასე.
პრაღა იყო დიდი იმედგაცრუება, არ ჩამქოლოთ. ალბათ ძალიან დიდი მოლოდინი მქონდა და მაგიტომ

Posted by: etc... 1 May 2019, 17:25
გამარჯობა.

ფიფლ, ბუდაპეშტში ვინც ცხოვრობთ, ან ინფორმაციას ფლობთ, შეგიძლიათ მირჩიოთ ადგილობრივი საკონდიტრო, სადაც ნამდვილად გემრიელ და ხარისხიან ნამცხვრებს/ტორტებს აცხობენ და დილივერიც რომ ჰქონდეთ ? ინტერნეტში კი მოვიძიებ, მაგრამ იქ გემო არ ჩანს smile.gif

ტორტის შეკვეთა მინდა, ჩემი დის დაბადების დღეა და მაგ პერიოდში Muse_ის კონცერტზე ჩადის თბილისიდან, მეგობრებთან ერთად, მე, სამწუხაროდ ვერ ჩავდივარ....
ხოდა მინდა სასტუმროში მიუტანონ ^^

დიდი მადლობა, წინასწარ.

Posted by: Ostati 16 May 2019, 15:40
QUOTE (Crazy_Sin @ 26 Mar 2018, 21:02 )
ვინმემ მირჩიეთ ბუდაპეშტში რა ვნახოოოოო? 2 თვეს გაძლევთ დროს smile.gif))))))

ბუდაპეშტში სანახავი ადგილები, როგორ უნდა გადაახურდაო ფული, როგორ უნდა იმგზავრო და როგორ ისიამოვნო smile.gif

-- https://www.memogzauri.com/category/qalaqebi/%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%A2%E1%83%98/

user posted image

Posted by: Gone_girl 27 May 2019, 11:08
ბუდაპეშტში თუ ღირს მობილური ტელეფონის ყიდვა? როგორი ფასებია თუ იცით.. ან რამდენად სანდოა ორიგინალობის მხრივ.. ან იქნებ იცოდეთ სად და რომელ ქსელში სჯობს ყიდვა..

Posted by: Ambitious_Person 4 Jun 2019, 13:06
რა ღირს ფრენა ბუდაპეშტამდე საქართველოდან ?


https://szigetfestival.com/en/tickets


ეს ფესტივალი იცით?

Posted by: lilu777 5 Jun 2019, 04:46
Ambitious_Person

60 ევრო ბგადავიხადე მე 3 წლის წინ ორივე მიმართულებაში ქუთაისიდან

Posted by: Ambitious_Person 6 Jun 2019, 01:35
lilu777
ვააა რა იაფია ტო

ამ დუბაიდან ყველაფერი ძვირია აბა ((((




//



Posted by: lilu777 6 Jun 2019, 05:35
Ambitious_Person

ვიზეარია იაფი და იმიტომ, თორე თბილისიდან ძვირია ფრენები. დუბაი ზოგადად ხო ძვირიანია და ეტყობა დაბალბიუჯეტიანი კომპანიები არ შემოუშვეს

Posted by: Ambitious_Person 6 Jun 2019, 16:50
lilu777
QUOTE
დაბალბიუჯეტიანი

ყველას ჯვარი სწერია მაგრა ეს სიტყვა მაგრად მაშინებს ფრენებში
დაბალბიუჯეტიანში ეკონომიას რაში აკეთებენ , იმედია უსაფრთხოებაში არა
ანუ მოგების შეკვეცის ხარჯზეა იმედია ეს დაბალი ფასები და რა დანახარჯების უსაფრთხოებაზე

Posted by: Ostati 8 Jun 2019, 20:41
QUOTE (Ambitious_Person @ 6 Jun 2019, 12:50 )
lilu777
QUOTE
დაბალბიუჯეტიანი

ყველას ჯვარი სწერია მაგრა ეს სიტყვა მაგრად მაშინებს ფრენებში
დაბალბიუჯეტიანში ეკონომიას რაში აკეთებენ , იმედია უსაფრთხოებაში არა
ანუ მოგების შეკვეცის ხარჯზეა იმედია ეს დაბალი ფასები და რა დანახარჯების უსაფრთხოებაზე

პირიქით, დაბალბიუჯეტიანებს უფრო ახალი თვთმფრინავები აქვთ და უსაფრთხოებაც მაღალ დონეზე. თუ რაში აკეთებენ ეკონომიას აგერ აქ მაქვს აღწერილი smile.gif

https://www.memogzauri.com/biujeturi-aviakompaniebis-saidumlo/

user posted image

Posted by: Zarathos 13 Sep 2019, 16:12
გამარჯობა , სამუშაო მოწვევა უნდა მივიღო ბუდაპეშტიდან და მაინტერესებს საკონსულოში რა საბუთები და ამბები დამჭირდება იქნებ ვინმემ გამარკვიოთ, პირველად გავდივარ სამუშაო მიწვევით და არ მინდა საბუთებში და ამბებში პრობლემა შმექმნას.

Posted by: misha20123 27 Oct 2019, 15:12
Zogadad amboben ungretit unda daiwyoo
Iafia da mag pontshi
Magram ra aris mand sanaxavi?

Posted by: mkgnmc 29 Jan 2020, 15:24
გამარჯონა!
ბუდაპეშტში რა ვალუტის წაღება ჯობია? ევრო თუ დოლარი?
რომელი უფო უკეტესი კურსით ხურდავდება და რომელიმეს ხომ არ ენიჭება უპირატესობა? ალბათ გადაცვლის პუნქტებში ორივეს ახურდავებენ და მისაწვდომობის თვალსაზრისით ერთი და იგივე იქნება.
ისე თუ შეიძლება რომელიმეს გამოყენება მაღაზიაში, კაფეში?

Posted by: sაlოmეa 29 Jan 2020, 15:31
mkgnmc
ევრო ჯობია
გადახურდავების დროს დააკვირდი რომ ნული საკომისიო იყოს
შეეკითხე თუ არაფერი აწერია გარედან

რომ არ დაახურდავო და ევროთი გადაიხადო არაა შენთვის კარგი
ზუსტად ფიორინტის ოდენობით გადაგახდევინებენ

Posted by: Werner Voss 29 Jan 2020, 15:42
mkgnmc
QUOTE
ბუდაპეშტში რა ვალუტის წაღება ჯობია? ევრო თუ დოლარი?

ევროსი, ევროპაა მაინც, თუნდაც მესაზღვრესთან წარსადგენად
QUOTE
რომელი უფო უკეტესი კურსით ხურდავდება და რომელიმეს ხომ არ ენიჭება უპირატესობა? ალბათ გადაცვლის პუნქტებში ორივეს ახურდავებენ და მისაწვდომობის თვალსაზრისით ერთი და იგივე იქნება.

ორივეს ახურდავებენ რა თქმა უნდა ჩვეულებრივად, პირადად არასოდეს მისარგებლია დოლარით, მაგრამ არ გამიგია რამე უპირატესობა ქონდეს გადახურდავების დროს რომელიმეს
QUOTE
ისე თუ შეიძლება რომელიმეს გამოყენება მაღაზიაში, კაფეში?

არა, ძალიან იშვიათად სადმე რო მიიღონ ფორნიტის გარდა სხვა ვალუტა

არ არის პრობლემა გადახურდავებაკარგ კურსში, ბევრგან არის პუნქტები, ოღონდ აეროპოტში მინიმალური თანხა უნდა გადაახურდავო, რაც ქალაქამდე მისაღწევად დაგჭირდება, თორემ საშინელი საკომისიოს პროცენტი აქვთ და ტურისტულ ადგილებში საკომისიოები აქვთ მაღალი, კარგად დააკვირდი კურსს და საკომისიო არ ეწეროთ.


Posted by: 23:45 30 Jan 2020, 00:42
Ambitious_Person
არის ვიზეარი დუბაი-ბუდაპეშტი, ზაფხულში ვიმგზავრე. უპრობლემოდ. 120$ ღირდა . მაგრამ მე 2 დღით ადრე ვიყიდე. ალბათ რამოდენიმე კვირით ადრე რომ იყიდო უფრო იაფი იქნება . საზღვარზე არაფერი უკითხავთ საერთოდ , დაზღვევაც კი არ მქონია , დამავიწყდა აღება მაგრამ არანაირი პრობლემა არ ყოფილა

Posted by: Ostati 3 Feb 2020, 10:45
QUOTE (mkgnmc @ 29 Jan 2020, 11:24 )
გამარჯონა!
ბუდაპეშტში რა ვალუტის წაღება ჯობია? ევრო თუ დოლარი?
რომელი უფო უკეტესი კურსით ხურდავდება და რომელიმეს ხომ არ ენიჭება უპირატესობა? ალბათ გადაცვლის პუნქტებში ორივეს ახურდავებენ და მისაწვდომობის თვალსაზრისით ერთი და იგივე იქნება.
ისე თუ შეიძლება რომელიმეს გამოყენება მაღაზიაში, კაფეში?

აქ გადაახურდავეთ, კარგი კურსია და თან საკომისიო 0 - https://www.memogzauri.com/change-budapest/

user posted image

Posted by: aLLiN 17 Feb 2020, 11:02
გმარჯობა,
მარტში ვაპირებთ ბუდაპეშტში წასვლას სამეგობრო, ხოდა რჩევები მინდა.
სად ჯობია სახლის დაქირავება;
ბარები-კლუბები სად შეიძლება მისვლა;
ბარიგა როგორ ვიპოვოთ და ზოგადად პირველად მივდივართ ევროპაში და ყველა რჩევა მისაღებია.

Posted by: diliskaptenachunchxa 17 Feb 2020, 17:45
QUOTE (aLLiN @ 17 Feb 2020, 11:02 )
გმარჯობა,
მარტში ვაპირებთ ბუდაპეშტში წასვლას სამეგობრო, ხოდა რჩევები მინდა.
სად ჯობია სახლის დაქირავება;
ბარები-კლუბები სად შეიძლება მისვლა;
ბარიგა როგორ ვიპოვოთ და ზოგადად პირველად მივდივართ ევროპაში და ყველა რჩევა მისაღებია.

სახლები airbnb.com
საღამოს რომ გამოხვალ გარეთ თვითონ მოვლენ...

Posted by: hondacbr1000 17 Mar 2021, 17:24
მეგობრებო მაინტერესებს ტურისტულად უნგრეთი თუ უშვებს , როგორც ვიცი იხსნება ყველაფერი და რა მდგომარეობაა მაინტერესებს ბუდაპეშტის მონახულება მინდა

Posted by: Benimsenin 15 May 2021, 01:51
QUOTE (hondacbr1000 @ 17 Mar 2021, 17:24 )
მეგობრებო მაინტერესებს ტურისტულად უნგრეთი თუ უშვებს , როგორც ვიცი იხსნება ყველაფერი და რა მდგომარეობაა მაინტერესებს ბუდაპეშტის მონახულება მინდა

დაკეტილია ამჟამად უნგრეთი კოვიდის გამო

Posted by: Mike Wazowski 25 Aug 2021, 02:46
QUOTE (Benimsenin @ 15 May 2021, 01:51 )
QUOTE (hondacbr1000 @ 17 Mar 2021, 17:24 )
მეგობრებო მაინტერესებს ტურისტულად უნგრეთი თუ უშვებს  ,  როგორც ვიცი იხსნება ყველაფერი და რა მდგომარეობაა მაინტერესებს  ბუდაპეშტის მონახულება მინდა

დაკეტილია ამჟამად უნგრეთი კოვიდის გამო

ეხლა რა სიტუაციაა ხო არ იცით? სექტემბრის მეორე ნახევარში მინდა ბუდაპეშტში ჩასვლა. საელჩოში დავრეკე და, სექტემბრამდე რა შეიცვლება ვერ გეტყვით, მაგრამ ამჟამად კოვიდ პასპორტით შესვლა შეიძლებაო. იმის კითხვა დამავიწყდა, მუზეუმები და მსგავსი ადგილები თუა ღია. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)