წარმოიდგინეთ, რო თქვენი ცხოვრება არის ერთი გრძეეელი ფილმი...
რა ჟანრის იქნებოდა?
ვინ ითამაშებდა თქვენს როლს?
ვინ იქნებოდა რეჟისორი?
კომპოზიტორი..
თუ გინდათ ოპერატორიც
უფრო საინტერესო რო იყოს შეგიძლიათ დროც შეცვალოთ, ანუ რა დროში მოხდება მოქმედება მაგალითისთვის მე ვიტყვი როგორი წარმომიდგენია ჩემს ცხოვრებაზე გადაღებული ფილმი
ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე რო ფილმი გადაიღო, ალბათ ყველაზე მეტად დრამა იქნება
მაგრამ ძალიან მძიმე სანახავი არა.. მსუბუქი დრამა, მრავლად სასაცილო მომენტებით
მომენტებში რომანტიკაც იქნება (მსუბუქად ესეც
)
მუსიკალური მხარე ექნება ფილმს საოცრად მრავალფეროვანი და მრავლისმთქმელი
ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს ამ ფილმში მუსიკა, იმაზეც კი ვფიქრობ, მთლიანი ფილმის განმავლობაში მუსიკა რო არ შეწყდეს.. მოკლედ გეტყვით დაახლოებით რა მუსიკა იქნება ფილმში. აუცილებლად იქნება:
Radiohead, Tom Waits, Metallica, Eric Clapton, The Beatles, Frederic Chopin, Bright Eyes ალბათ Muse-იც და Pink Floyd-იც. შეიძლება ნორა ჯონსიც და ქეთი მელუაც... და კიდე ბევრი რაღაცა...
მსახიობი ძალიან ძნელი მოსაფიქრებელია
ორლანდო ბლუმი რო მომწონდეს, როგორც მსახიობი, ალბათ აქ დავასახელებდი, იმიტო, რო რაღაცით მგავს
(მგონი)
მაგრამ მაინც ვინმეს დავწერ... მაგალითად Jeff Bridges (ახალგაზრდობაში)
ან თუნდაც Ethan Hawke.. Leo DiCaprio ან Matt Damon...
რაც შეეხება რეჟისორს, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ვერ გადავწყვიტე
პრინციპში იმიტო ვერ ვწერ რეჟისორს, რო კარგად არც თუ ისე ბევრი რეჟისორის შემოქმედებას ვიცნობ...
უი ხო... ჰეფი ენდი ექნება აუცილებლად
არაუშავს, თუ ორიგინალური დასასრული არ იქნება...
ალბათ მიხვდით რისი თქმა მინდა
თუ თქვენი აზრით თემა თითიდან გამოწოვილია, შეგიძლიათ დახუროთ...