ძაან დიდი ჩხუბი წავიდა წყლის დამატება არ დამატებაზე და მეც დავინტერესდი, დამწყები "მეღვინე" ვარ ვცდილობ ვისწავლო რამე და საოჯახოდ მაინც დავაყენო ხარისხიანი ღვინო.
რაც შეეხება წყლის დამატებას ვეცადე უცხოენოვან წყაროებში მეპოვა სიმართლე და როგორც ვნახე ქარხნულ დონეზე საკმაოდ მიღებული ამბავია ეგ ევროპაში და შაქრიანობას სწორედაც რომ წყლით არეგულირებენ. ასე რომ მთლად სასაცილო ამბავიც არ ყოფილა, როგორც თავიდან მეგონა. აგერ კალკულატორებიც ვნახე გამოგადგებათ, ავსტრიის და ესპანეთის ღვინის კვლევის ინსტიტუტების ლინკებია, სანდოა აშკარად (აქვე უნდა დავამატო და არ მეკამათოთ ოღონდ რო ევროპაში 100-ჯერ მაღალ დონეზეა ღვინის კულტურა და ტყუილად არ გავიბრიქოთ მაგათ რა იციანო):
https://www.winebusiness.com/tools/?go=winemaking.calc&cid=5https://www.awri.com.au/industry_support/wi...ater-additions/მე პირადად რამოდენიმე ლიტრ ალადასტურს და საფერავს ვაყენებ ბოლო წლებია (ერთად არა ცალცალკე), არც შაქარს ვამატებ და არც წყალს, ცოტა მჟავე კი გამომდის მარა ბლანტი და გემრიელია, ჭაჭაზე ვადუღებ ორი-სამი კვირა, მერე ჭაჭა ქვემოთ რო წავა გადავიღებ და კვირაში ერთხელ ვიღებ ხოლმე სანამ არ დაიწმინდება. მერე მე თვითონ ვსვამ და თავს ვიჯერებ რო სასწაული ღვინო გამომივიდა, ისე ღმერთმა იცის რა არის, დიდი სპეცი არ ვარ ჯერჯერობით.
This post has been edited by mebadury on 18 Nov 2018, 18:54