CORSOარა ჩემო კარგო დაგუგლე და ნახე დანიური დოგი რომელია სულაც არ არის ახალი ჯიში
* * *
Great Dane, Danish Hound, Danish Gallant, Deutsche Dogge, Boarhound, Grand Danois or German Mastiff
სამშობლო - გერმანია.
ჯიშის გაჩენის დრო - შუა საუკუნეები.
გამოყენება - ადრე - მებრძოლი ძაღლი, მონადირე. დღეს - კომპანიონი, მოდარაჯე.
სიცოცხლის ხანგრძლივობა - 9-10 წელი.
სხვა დასახელება - გერმანული მასტიფი, დოგი.
მედიდური, მაგრამ ნაზი და მოსიყვარულე დოგი. გერმანიის ნაციონალური ძაღლია. მისი წარმოშობა დაკავშირებულია ევროპაში ალანებთან მოხვედრილ ძაღლებთან. ამ მებრძოლ მასტიფებს, ლბათ გრეიჰაუნდებთან აჯვარებდნენ, რის შედეგადაც წარმოიშვა დახვეწილი და გაწონასწორებული თანამედროვე ძაღლი.
გერმანულ დოგს აქვს მოკლე ხშირი ბალანი, იგი შეიძლება იყოს ჩალის ფერი, შავი, ცისფერი მარმალიროსფერი ვეფხისებრი შეფერილობის. ლამაზ კისერზე კანი მჭიდრით ეკვრის, თვალები საშვალო ზომისაა. კუდი გრძელი და ბოლოში ვიწროა.
* * *
ესეც სურათი
ძალიან ლამაზია მაგრამ მე არ მომწონს ძალიან მოუქნელი და მოუხეშავია თავისი დიდი მასის გამო , ლეკვობაში ხომ საერთოდ საშინელი სანახავია უშნოდ აწოწილი უზარმაზარ ფეხებზე და ძალიან გამხდარი თითქმის რახიტული
ლეკვობისას ძალიან ფაქიზი მოვლა და წვრთნა უნდა რადგან ძალიან სწრაფად იყრის ტანს და საშიშროება იმისა რომ რახიტი განვითარდეს ძალიან დიდია
ბევრი რამ მაქს წაკითხული ამ ძაღლის შესახებ და ვიცი რა საშინელი მოსავლელიც არის სამ არგენტინულ დოგს მოვუვლი და აგვზრდი ამის ერთი ლეკვის სანაცვლოდ
* * *
წარმომავლობა. ძვ. წ. 36 წლით დათარიღებული ზოგიერთი ბერძნული მონეტის უკანა მხარეზე ამოჭრილია ძაღლის გამოსახულება, რომელიც ძალიან ჰგავს თანამედროვე გერმანულ დოგს. თუ თქვენ მზად ხართ მიიღოთ ის მოსაზრება, რომ გერმანული დოგის სამშობლო საბერძნეთია, მაშინ მშვენივრად მიხვდებით, თუ რატომ უწოდებენ მას “აპოლონს ძაღლებს შორის”. უფრო უტყუარი ცნობები ამ ჯიშის შესახებ ჩნდება რამდენიმე საუკუნის შემდეგ. ახ. წ. 407 წელს გერმანიის გალის მხარე, იტალიის ნაწილი და ესპანეთი დაიპყრეს აზიატურმა ტომებმა – ალანებმა. სწორედ ამ უკანასკნელებმა მოიყვანეს ძლიერი მასტიფისმაგვარი ძაღლები. გერმანიაში ამ შესანიშნავი ცხოველების გამოყენება დაიწყეს დათვებისა და გარეული ტახებისაგან დასაცავად, ასევე მათზე სანადიროდ. სწორედ აქ დაიწყო ამ ჯიშის სელექციის პროცესი. დიდ ბრიტანეთში მრავალი საუკუნის მანძილზე დოგებს გერმანულ ტახისებურ ძაღლებს უწოდებდნენ. სელექციისას დამატებულ იქნა ირლანდიური გრეიჰაუნდების სისხლი და შედეგად გამოვიდა ლამაზი, დიდი, ტანადი, ძლიერი და სწრაფი ძაღლი, რომელსაც დღეს ვეძახით დოგს ან გერმანულ დოგს. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში ამ ძაღლებს დანიურ დოგს ეძახიან, დანიასთან მათ არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. უმეტეს წილად, ამ ჯიშის გამოყვანას ხელი შეუწყო ბისმარკმა. სწორედ მან მიიღო ამჟამად არსებული დოგის ტიპი. იგი აჯვარებდა სამხრეთ გერმანიის მასტიფისმაგვარ ძაღლებსა და ჩრდილოეთ გერმანიის ძაღლებს, რომლებსაც იქ დანიურ დოგებს უწოდებდნენ. პირველად დოგი გამოფენაზე გაიყვანეს ჰამბურგში 1963 წელს ორი ნაირსახეობის სახით: ულმური დოგი და დანიური დოგი. 1876 წელს ისინი ერთ ჯიშად აღიარეს და მისცეს საერთო სახელი – გერმანული დოგი. ამის შემდეგ იგი ითვლება გერმანიის ეროვნულ ჯიშად.
ჯიშის აღწერა. გერმანული დოგი – ძალიან დიდი ძაღლია, რომელიც ითავსებს საკუთარ თავში კეთილშობილებასა და სიმამაცეს, სიძლიერესა და ელეგანტურობას. მინიმალური სიმაღლე მინდაოში: ხვადი – 76 სმ, ძუ – 72 სმ.
* * *
აი ასეთია გერმანული ეგრეთწოდებული "დანიური დოგი"
This post has been edited by kvatunia24 on 8 Jun 2010, 14:23
"პატიოსნება გრიპი არ არის, რომ ორ ან სამ თვეში გაგიაროს, პატიოსნება უკურნებელი და გადამდები სენივით უნდა გვჭირდეს და მასთან ერთად ჩავიდეთ სამარეში..."
/ნოდარ დუმბაძე/