მოკლედ ესეთი პრობლემა მაქვს, სილქნეტის დსლ ინტერნეტი ტელევიზია და ტელეფონი მაქვს სახლში (zte 831Cii - მოდემი) , თითქმის ყოველდღე დღეში 1-2 ჯერ ინტერნეტთან წვდომას კარგავს კომპიუტერი, ტელევიზია ჩვეულებრივად მუშაობს, სხვა მოწყობილობებს აქვთ წვდომა ინტერნეტთან.
ვცადე გამერკვია კომპიუტერის ბრალი ხომ არ იყო, ამიტომ ვინდოუსი გადავაყენე რამოდენიმეჯერ, დრაივერებიც განვაახლე, თუმცა პრობლემა არ მოგვარებულა. სილქნეტში დავრეკე და მოდემი გამომიცვალეს იმავე მოდელის მოდემი მოიტანეს მაგრამ მაინც ითიშება ინტერნეტი ხოლმე.
თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა, იქნებ მასწავლოთ როგორ მოვაგვარო.
მადლობა