ჩვენს ეპოქაში მაქსიმუმ წარმატებულ ბლოგერამდე გაქაჩავდა
დიახ. სულ ცოტა ხნის წინ ისინი გულწრფელ თანაგრძნობასაც კი იმსახურებდნენ
მე მშვენივრად მახსოვს "ავღანელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლით" (
) გამოწვეული აღფრთოვანება
მახსოვს პალესტინელი ტერორისტების მხარდაჭერა, ვისაც დანარჩენ არაბულ სამყაროსთან ერთად ჟიდო-მასონური ისრაელი უნდა გაენადგურებინა
მახსენდება, როგორ ასხამდნენ ხოტბას ირანის ისლამურ რევოლუციას, როგორც კაპიტალიზმისა და ამერიკული იმპერიალიზმის საწინააღდეგო მოვლენას
კარგად მახსოვს დუგინისეული ევრაზიული კავშირის იდეა, გაჟღერებული რუსული ოფიციოზის მიერ, რასაც ამ ფორუმზევე უწევდნენ აქტიურსა და გულის ამრევ პროპაგანდას
სინამდვილეში ანტიისლამიზმი არ არსებობს. რაც დღეს ხდება, იმას საერთო არაფერი აქვს არც ისლამთან და არც ტერორიზმთან. ეს წმინდა ანტიდასავლურობა, ანტიევროპულობა, ანტიმოდერნულობაა. საქმე გვაქვს კლასიკურ Ressentiment-თან.
მთავარი კი აქ ის გახლავთ, რომ არაფერიც არ მოხდებოდა, თავად ევროპასა და ამერიკაში რომ არ გასჩენოდათ ამის სურვილი გარკვეულ ჯგუფებს. დღევანდელი ანტიდასავლურობა დასავლეთშივე დაიბადა და მისივე პროპაგანდის საშუალებებეით გავრცელდა დანარჩენ მსოფლიოში, რაც თუნდაც აქაური ინტერნეტ-ტროლების ტერმინოლოგიაში სჩანს. მაგალითისთვის მათი საყვარელი "კულტურული მარქსიზმიც" კმარა, რასაც დიდი ხანია, აკადემიურ წრეებში აღარავინ იყენებს. ეს ტერმინი უკანასკნელ ხანებში დაამკვიდრეს დასავლურმა ტაბლოიდებმა.
ბედის ირონიით ჩვენი განთქმული კონსპიროლოგები თავადაც საზარელი კონსპირაციის მსხვერპლნი არიან
This post has been edited by Alfred_Albion on 24 Mar 2017, 20:01
აღარც ღმერთი... ვეღარაა... - თორნიკე ოქრიაშვილი