forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> << განყოფილების წესები >>, თემის გახსნამდე ან დაპოსტვამდე გაეცანით
datiko
ჩაგვაკარტიჩკე ბიძა VOL 2


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 17969
წევრი No.: 151
რეგისტრ.: 22-June 01

  გამოგზავნილია: 17 Mar 2004, 01:03  #402655      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · yim
სანამ ახალ თემას გახსნით, ანდა არსებულ თემებში სანამ დაპოსტავთ, გადაიკითხეთ ...::საჭირო თემების კატალოგი::...



აუცილებლად უნდა ემორჩილებოდეთ ფორუმის წესებს, ამას დამატებით მოცემულია განყოფილების შინაგანწესი:



1.3 ფორუმის ადმინისტრაცია არ იძლევა გარანტიას ფორუმში გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტეზე და სარგებლობაზე. ყოველი გზავნილი გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ მისი ავტორის აზრს და შეიძლება არ ემთხვეოდეს ფორუმის ადმინისტრაციის შეხედულებებს იმავე საკითხზე. ფორუმის მფლობელებს და ადმინისტრაციას არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ზარალზე, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული ფორუმში გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენების/არგამოყენების შემთხვევაში.

2.2.2 აკრძალულია ისეთი თემების გახსნა, რომლებიც უკვე არსებობს ფორუმზე. სანამ გახსნიდეთ ახალ თემას მოიძიეთ იგი ფორუმის ძებნის საშუალებით.

2.2.4 აკრძალულია თემების გახსნა არაინფორმაციული სათაურით, მაგალითად: "დამეხმარეთ" ან "შეკითხვა მაქვს". თემის სათაურში ნათლად უნდა ჩანდეს განსახილველი საკითხი.

2.3.4 აკრძალულია სარეკლამო ხასიათის პოსტინგების გაკეთება, რაიმე პროდუქციის ან მომსახურეობის ღია ან ფარული რეკლამირება, ასევე ამასთან დაკავშირებული ინტერნეტ-რესურსის ბმულების მოყვანა პოსტინგში, თუ ეს არ არის პირდაპირ კავშირში განსახილველ თემასთან და ეს ინფორმაცია არ იყო მოთხოვნილი ფორუმის მონაწილის მიერ. რეკლამის მსურველებმა გთხოვთ დაუკავშირდეთ ფორუმის ადმინიტრაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი პოსტინგები წაიშლება ან შესწორდება.

This post has been edited by MANAXH on 20 Jul 2008, 18:11
MANAXH
loading ™


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 26213
წევრი No.: 35715
რეგისტრ.: 31-May 07

  გამოგზავნილია: 20 Jul 2008, 20:12  #10485815      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
ზემოთ ხსენებული წესები არის ამონარიდი ფორუმის ძირითადი წესდებიდან, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ!!

ფორუმის ძირითადი წესები ვრცელდება მთელ ფორუმზე, განყოფილებაში მიღებულია შინაგანწესი, რომელიც ძირითად წესებს ემორჩილება

ყველა ფორუმელი, რომელიც ამ განყოფილებით ისარგებლებს ვალდებულია დაემორჩილოს ფორუმის წესებს, გახსოვდეთ, წესების არცოდნა არ გათავისუფლებთ პასუხისმგებლობისაგან


გარდა ზედა პოსტში ჩამოთვლილთაგან, ასევე იკრძალება:

1. ნებისმიერი სახის ზიანის მომტანი კომპიუტერული ინფომაციის გავრცელება, ასევე დეზინფორმაცია
2. ბილწსიტყვაობა, ფორუმელის შეურაცხყოფა, გინების შემთხვევაში მკაცრად დაისჯებით
3. ფლუდი (უშინაარსო გზავნილები პოსტების რაოდენობის გაზრდით მიზნით, მარტო სმაილის დაპოსტვა, მხოლოდ "+1" და ა.შ)
3. ქართული სიტყვების ლათინური შრიფტით წერა
4. თემიდან გადახვევა (OffTopic)
5. თემის გაჩეთება
6. მოდერატორის მიერ დახურული თემის თვითნებურად გახსნა


მიაქციეთ ყურადღება ამ წესს HELP და დამეხმარეთ !!! სათაურის თემები არ გახსნათ

მოდერატორი უფლებამოსილია დასაჯოს მომხმარებელი, რომელიც წესებს დაარღვევს..

იცოდეთ წესები და იქნებით დაცული.. user posted image

ასევე არის მოდერატორებთან საკონტაქტო თემა, ამ განყოფილების შესახებ რაიმე სახის კითხვების, რჩევებისთვის.. თუ რამე იდეა გექნებათ არ მოგერიდოთ smile.gif.. ასევე განყოფილებასთან დაკავშირებით რაიმე სახის გაუგებრობა მოხდება პირადად მოგვმართეთ.. ერთად გავხადოთ ჩვენი განყოფილება უფრო მეგობრული, საინტერესო და ინფორმატიული..

This post has been edited by MANAXH on 30 Jul 2008, 22:33


--------------------
CPU: Intel Core 2 Duo E6750 2.66 @ 3.68 Ghz
Cooler: CoolerMaster Hyper 212
M/B: GA-P35-DS3
RAM: 2x2GB Mushkin Xp2 1066Mhz Dual Channel Kit
Video: MSI 9800GT OC
HDD: 500GB Samsung SATA II 3Gb/s
PSU: KMEX PW500
UPS: Powercom Imperial Series IMD-825AP
Monitor: Samsung SyncMaster T220
MANAXH
loading ™


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 26213
წევრი No.: 35715
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 30 Jul 2008, 22:48  #10601442      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
აკრძალულია განყოფილების შეუსაბამო თემების გახსნა!! მაგ. მაშოვნინეთ ეს ნაწილი, სად ვიყიდო ოპერატიული; ვყიდი ნაწილებს, ყიდვა მინდა.. ასევე: დრაივერი მჭირდება სასწრაფოდ; ვინდოუსს რაღაც დაემართა; ეს პროგრამა სად ვიშოვო.. ასეთი თემები არ უნდა გახსნათ ამ განყოფილებაში, არსებობს ყიდვა-გაყიდვა და ასევე პროგრამები.. ასეთი შინაარსის თემები ხშირად იხსნება და ყურადღება მიაქციეთ..

ამ წესზე განსაკუთრებით ვამახვილებ ყურადღებას, რადგან მომრავლდა ამ ტიპის თემები, განყოფილებას აღწერაშიც აწერია
QUOTE
ტექნიკური პრობლემები, სიახლეები, კომპიუტერული ნაწილების დეტალური მიმოხილვა

ნათლად ჩანს რომ ეს განყოფილება ტექნიკურ საკითხებს ეხება..

This post has been edited by MANAXH on 30 Jul 2008, 22:50
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0223 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]