#52004397 · 15 Jan 2018, 20:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით ყველას
მე და ჩემმა მეგობარმა ვიყიდეთ ზემოთ ნახსენები მანქანა. ეს იყო ჩვენი ოცნება რომელიც ხელიდან არ გავუშვით.
მანქანა ვიყიდეთ 1000 ლარში გარკვეული მიზეზების გამო:
მანქანას უდგას ნივის ძრავი რომელიც მუშაობს მარტო გაზზე. წინა მარჯვენა სუპორტი დაზიანებულია, სალონი განადგურებული იყო თუმცა ეს არც გვაღელვებდა რადგან გადაკეთებას ვუპირებთ მთლიან ინტერიერს. კიდე ბევრი წვრილ-წვრილი პრობლემა აქვს რომელზეც თვალი დავხუჭეთ.
მანქანა იყო ხოდზე, მუხიანიდან წამოვიყვანეთ მაგრამ შუა გზაში (ვაშლიჯვარში) გაგვიჩერდა, აღმართზე ვეღარ ადიოდა და მთლიანად დავწვით ფერადო. ბოლოს ჩავაბუქსირეთ და დავაყენეთ მეგობრის გარაჟთან სადაც ეს მანქანა უნდა დაიბადოს თავიდან.
გუშინ მთელი დღე სალონის დაშლას მოვანდომეთ, ამოვიღეთ გაზის ბალონები, მოვხსენით აბივკები და სალონი გავაშიშვლეთ.
სამომავლოდ ვაპირებთ რამე დიზელის ძრავის ჩაყენებას რომელსაც დიდი ალბათობით წყალბადს დავახმართ (ეს ბოლოს გადაწყდება). ასევე გვინდა ჩავაყენოთ ლოგინი, სამზარეულო და ა.შ და ა.შ. ვფიქრობთ რომ ზაფხულში მანქანა სრულ მზადყოფნაში იქნება და გავლაშქარვთ კიდევაც შორ მანძილებზე.
გარედან შეიღებება და დავახატავთ მხიარილ ფერებს და გამოსახულებებს.
იმდენად ვართ გადართული ამ მანქანის დაშლაში და დაპროექტებაში, სურათებიც არ გვაქვს გადაღებული.
თუ გეგულებათ სადმე გოლფ 3-ის 1.9 დიზელის ძრავი, იქნებ დამაკავშიროთ. მთლიანი სბორი გვჭირდება, დინამო, სტარტერი, შემშვწბი და გამშვები კოლექტორები და ა.შ და ა.შ.
სურათებს ხვალ ან ზეგ დავდებ და იმედია მოგეწონებათ. ერთადერთი მიზეზი რის გამოც გადაწყდა წამოყვანა, იყო ძარის მდგომარეობა. ძალიან უმნიშვნელო კოროზია აქვს რაც 32 წლის მანქანისთვის საკმაოდ კარგი შედეგია. ამიტომაც ვამყარებთ დიდ იმედებს
--------------------
“In truth,there was only one christian and he died on the cross.”
|