Advisor
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 4
წევრი No.: 269742
რეგისტრ.: 17-March 23
|
#60251353 · 3 Apr 2023, 05:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Nikoo.eth თუ გგონია რომ სამსახურში მასეთი საუბრები არ იქნება - ძაან ცდები, მითუმეტეს საქართველოში. ერთმანეთის გაჭორვები, უაზრო თემებზე ლაპარაკი, რათა თავი მაგარ ტიპებად წარმოაჩინონ... რასაც შენ გაურბიხარ, სამსახური ვერ გიშველის, რადგან ძაან უნდა გაგიმართლოს რომ ისეთ გუნდში მოხვდე სადაც მასეთი ******** არ არის.
რაც შენ აღწერე საქართველოში სადაც არ უნდა მოხვდე, რომელ სამსახურშიც არ უნდა მოხვდე 90% მასეთ გარემოში მოხვდები. შეიძლება გაგიმართლოს და რაღაც მცირე გუნდში მოხვდე, მარა ძაან უნდა გაგიმართლოს... ამიტომ მაგ პრობლემას სამსახურის შოვნით ვერ გადაჭრი.
როგორმე ან 1. ისეთ წრეში უნდა მოხვდე სადაც მასეთი თემები არ იჩითება ან 2. დაიკიდო და შენი შეუბერო ან 3. შენ მოიზიდო შენს გარშემო მასეთი ხალხი.
მეგობრის არჩევა ადვილი საქმე არაა. ის შენ უნდა გიგებდეს და მასთან უნდა შეგეძლოს გახსნილად საუბარი. და მასაც იგივე განცდა უნდა ჰქონდეს. ამას მხოლოდ ცხოვრება განახებს, ვინ გამოდგება შენს მეგობრად, ან ვის გამოადგები შენ მეგობრად.
რაც შეეხება ჯარის თემას და მაგის გამო საქართველოდან წასვლას. გირჩევ პრობლემას პირისპირ შეხვდე და არ გაექცე. რადგან მთავარია შენი პიროვნული ზრდა და არა დროებით პრობლემისგან გაქცევა.
თუ მიგაჩნია რომ არაა საქართველო შენი სამშობლო(სულიერ-ემოციური ბმა თუ არ გაქვს) ანდა მისი გულისთვის არ გიღირს შენი სიცოცხლის დათმობა ან რაიმე სხვა შენი პირადი მიზეზით არ გინდა ჯარში წასვლა. 1. შეგიძლია არ გაიქცე და არის საქართველოში ჯგუფები, მაგალითად გირჩის რაღაც ბაბლი და მათ დაუკავშირდი, მაგ მხრივ თუ თავის დაძვრენის რაიმე ლეგალური ვარიანტი გაიჩითება მათგან უფრო სწრაფად მიიღებ პასუხს. 2. ან შეგიძლია საქართველოდან წახვიდე, მაგრამ თუ უკვე გარკვეული არ გაქ სამსახურის თემა, შენი მომავალი 5 წელი სად იქნები (27 წლამდეა მგონი გაწვევა) - მაშინ ფულის ტყუილად გაფლანგვა გამოგივა. 3. შეგიძლია აირჩიო ჯარის ალტერნატიური სამსახური - მაგ. 3 დღეში ერთხელ მორიგეობები რომაა დაცვის პოლიციაში.
ჯარის გამო საქართველოდან წასვლა არ მგონია სწორი გადაწყვეტილება, რადგან 1 წლით კი არა მინიმუმ 5 წლით მოგიწევს იქ ყოფნა. და ამ დროის მანძილზე თუ მოუნდათ შეუძლიათ სისხლის სამართლის საქმე აღძრან შენს წინააღმდეგ.
ამიტომ წასვლით მაგ პრობლემას ვერ მოაგვარებ. ჯობს ლეგალური გზებით აირიდო თავი, რასაც მასეთ თემებში უფრო გარკვეული ხალხი დაგეხმარება ან მოგიწევს შენთვის ნაკლებად ზიანის მომტანი გზა აირჩიო(თუნდაც ჯარის ალტერნატიური სამსახური), ვიდრე ციხე ან დიდი ჯარიმები ტყუილად ყარო.
აუცილებლად დაუკავშირდი აქ მომუშავე ჯგუფებს და გაიგე რა ვარიანტები გაქვს.
ზოგადად ცხოვრებაში ბევრჯერ გექნება სიტუაცია, როდესაც თითქოს ყველა არჩევანი ცუდია, ამ დროს შეეცადე რომ რაციონალურად იმსჯელო და ამ ცუდებიდან, შენთვის ყველაზე ნაკლებად საზიანო აირჩიო. ხოლო თუ რომელია ეს გზა შენთვის, ეს შენ უნდა გაარკვიო.
cercetae_cacari_3
ბევრს აქვს მსგავსი პრობლემა. მთავარია რომ პრობლემების იდენტიფიცირება შესძლო.
პატარა ხარ ჯერ. მთელი ცხოვრება წინ გაქვს.
მიუხედავად იმისა რომ ადამიანები სოციალური არსებები ვართ, ჩვენ ერთმანეთში ურთიერთობას "ვსწავლობთ" და ეს ბუნებით არ გადმოგვეცემა. ის ცუდი გამოცდილება რაც შენს ცხოვრებაში იყო, ახლა გაბრკოლებს, იმიტომ რომ დაბალი თვითშეფასება გაქვს.
პირველი რაც უნდა გააკეთო არის რომ თვითშეფასება აიმაღლო და შენი თავი იპოვო. რადგანაც ასეთ მდგომარეობაში უკვე წლებია რაც ხარ, ეს ნიშნავს რომ ეს შენი "ჩვეულებრივი" მდგომარეობაა. ამიტომ ახლა რასაც აკეთებ, თუნდაც დილიდან საღამომდე, ან კვირიდან კვირამდე - ამ მოქმედებების ერთობლიობა არის შენი "თითქოს ახლა კომფორტის ზონა". ჭამ, სვამ, ცოცხალი ხარ. მაგრამ წინ ვერ მიდიხარ, ან ძალიან ნელა - ყოველ შემთხვევაში არც კი იცი საითკენ მიდიხარ.
ყველაზე რთულია შენი გონების შეცვლა, ამიტომ აუცილებლად დაიწყე და შეცვალე შენი მოქმედებები ჯერ. ის ცხოვრების სტილი რაც ახლა გაქვს შენთვის ძალიან ცუდია. შეცვალე.
დაიწყე ფიზიკური ვარჯიში - უბრალოდ მიზნად დაისახე ან რაღაც წონის კლება ან კუნთის მასის გაზრდა ან რაიმე. რა მიზანიც არ უნდა დაისახო, ფორმის ცვლილება ყოველთვის ხანგრძლივია, რაც გულისხმობს რომ სისტემატიურად მოგიწევს ვარჯიში, რაც ნიშნავს რომ ცხოვრების სტილს ნელ-ნელა შეიცვლი. უბრალოდ რაიმე დარბაზში მიდი და იქ შეეცადე ამის გაკეთება და არა სახლში, გარეთ გადი. ნუ შეგეშინდება ან მოგერიდება. დამიჯერე არავის აინტერესებს ვინ ხარ, რა წარსული გაქვს და ა.შ. მათთვის შენ ხარ კლიენტი, რომელიც ფულს უხდის რომ მათი ინფრასტრუქტურა იქირაოს. შენ კი გჭირდება მათი ინფრასტრუქტურა თუნდაც გირები, ტურნიკები, სარბენი ბილიკი და ა.შ. რადგანაც ადამიანებთან კონტაქტის დამყარება გიჭირს(პირველი მისვლა და გამარჯობის თქმა და ა.შ) არ აიყვანო პირადი "მწვრთნელი", არამედ უბრალოდ მიდი სავარჯიშოდ და თუ რომელიმე ვარჯიშის სწორად გაკეთება არ გეცოდინება ან რა როგორ გამოიყენო/გააკეთო აიღე ტელეფონი და იქვე უყურე youtube-ზე ვიდეოებს და როგორც ისინი აკეთებენ ისე გააკეთე შენც. ვიდეოების ყურება და სწავლი კი არასდროსაა სასირცხვილო - ამას ყველა აკეთებს. უბრალოდ ეს შენ არი იცი. აუცილებლად იქ უყურე ვიდეოებს youtube-ზე. ხალხი თვითონ გამოგელაპარაკება რამდენიმე მისვლაში, ვის უყურებ, რას სწავლობ, რა მოძრაობებს, თავადაც გირჩევენ როგორ მოიქცე, ვის უსმინო და ა.შ.
ნელ-ნელა გექნება უცხო ადამიანებთან კომუნიკაცია. გაგიმარჯოს-გამარჯობის დონის. ამით დაწყება იდეალური იქნება შენთვის.
აიღე რაიმე პატარა ინტერვალები, თუნდაც 1 კვირიანი და შენს თავს დაუსახე რაიმე მიზანი, თუნდაც 100 გრამის დაკლება. თავიდან მხოლოდ 1 მიზანი გქონდეს, ვთქვათ 100 გრამის დაკლება, ან შეუსვენებლად 1 კმ-ის სირბილი. ან რაიმე.
როდესაც ამას შეასრულებ, მხოლოდ 10 %-ით გაზარდე შენი მიზანი მომდევნო კვირაში. და შეეცადე რაიმე ახალი მიზანიც მიამატო. მეგობარო, მთავარი არაა 10 კგ-ის დაკლება ან 10 კმ-ის სირბილი ან რაიმე მსგავსი. ის რისი გამომუშავებაც შენ უნდა შეძლო ესაა გამძლეობა და სიმტკიდე, როგორც გონების, ისე შენი სხეულის. და უნდა აიმაღლო თვითშეფასება. უნდა გადააფასო მთლიანად შენი განვლილი ცხოვრება და დასკვნები გამოიტანო - რა ისწავლე! რა გასწავლა ცხოვრებამ?
როდესაც ამ პირველ ეტაპს ფქსიქოლოგიურად/ფიზიკურად შეეგუები - 1-2 თვე მაინც დაგჭირდება, რომ ცხოვრების სტილის ცვლილება დაიწყო, აირჩიე რაიმე ჰობი და დარბაზთან ერთად რაიმე საქმე აკეთე. თუნდაც თევზაობა, ან იაღაღის სროლა ან რაიმე, ისეთი რაც ფიზიკურად დაგაკავებს და ბუნებასთან მეტ კავშირს მოგცემს. არ გეგონოს რომ დიდ ფინანსებს მოითხოვს ჰობი ან დარბაზი. დამიჯერე იმდენად მცირე და იმდენად მეტად შეუძლია შენი ცხოვრების შეცვლა რომ...
ყველაფერს რასაც ახლა აკეთებ არის უმიზნო. შენ არ გაქვს მიზანი, რისთვისაც ცხოვრობ. რაღაც საიტის აწყობა არაა ეს შენი ცხოვრების მიზანი. დაფიქრდი, 1 წელი რომ გქონდეს დარჩენილი სიცოცხლე. გედარდება რას იტყვიან სხვები შენზე? ან რას დატოვებ ამ ცხოვრებაში იცი? რისი გაკეთება გინდა? ან ასეთი გაუბედავი იქნებოდი? გგონია ის ნაძირლები დღედაღამ შენზე ფიქრობენ? გგონია წელიწადში ერთხელ მაინც გაიფიქრებენ შენზე? სამში? რატომ ხარჯავ მათზე ფიქრზე დროს? ისწავლე რაიმე მათთან ურთიერთობით? აიღე ფურცელი და ჩამოწერე რა ისწავლე. როგორი ადამიანი არ უნდა იყო. როგორ არ უნდა მოექცე სხვას. მასეთ ადამიანებს როგორ უნდა მოექცე. რა აქვთ მაგ ნაძირლებს საერთო? რა არის ის პატარა მიმიკები, ქმედებები რითიც მასეთი ადამიანები აჩენენ სახეს? ნუთუ არაფრის სწავლა არ შეგიძლია?
ჩამოწერე, და თუნდაც მოთხრობის ან რაიმე ბლოგის სახით გადმოეცი შენი გამოცდილება, დაკვირვება და გვითხარი რა ისწავლე მათგან. რა არის შენი ცხოვრებისეული გამოცდილება. ინტერნეტის უდიდესი დადებითი თვისება, არის "ანონიმურობა", რაც უბრალო ადამიანებს აძლევს გამბედაობას თქვას მისი სათქმელი. მომსმენი კი უამრავი ადამიანია. მთავარია პირველი ნაბიჯი შენ გადადგა.
თუ ცხოვრებას არ შეიცვლი ... ამ ჩაკეტილი წრიდან ვერ გამოხვალ და სულ იმ ნაძირლებზე იფიქრებ და მათ და ბავშვობის ტრამვებს დააბრალებ შენს დღევანდელ ყოფას. შეეცადე რომ პრობლემებზე ილაპარაკო, რადგან შენ რომ გაწუხებს რაღაც, ეგ პრობლემები სხვასაც აწუხებს, მაგრამ მათ არ აქვთ გამბედაობა თქვან. შენ ახლა ხარ მაგალითი იმ უამრავი ადამიანისთვის რომლებიც შენს ნაწერს წაიკითხავენ და მიეცემათ გამბედაობა გადადგან პირველი ნაბიჯი ანდა სხვა თვალით შეხედონ ცხოვრებას.
მადლობა!
ჩვენც გვიყვარხარ!
პს. ამ საიტის მაგივრად შეეცადეთ ანონუმირად უფრო ხალხმრავალ ადგილას ისაუბროთ პრობლემებზე. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელთაც სურთ სხვას დაეხმარონ, მოუსმინონ, თვითონაც ისწავლონ ახალი. ამიტომ ნურაფრის მოგერიდებათ.
|