Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > ვეგეტარიანული კერძები


Posted by: SPC 2 Feb 2009, 16:41
ასეთი თემა მგონი უნდა იყოს, ნუ გასაგებია რომ სხვადასხვა თემებში რომ შევიდე იქიდან რაღაცეების ამოკრეფა შესაძლებელია მაგრამ დამეთანხმებით ძნელია შეხვიდე ყოველ თემაში და ამოკრიფო კერძები , რომლის შემადგენლობაშიც ხორცი არაა და ა.შ.


მე ვარ Lacto-ovo vegetarian ანუ არ ვჭამ ხორცს და თევზს . თუმცა მივირთმევ რძის პროდუქტს და კვერცხს და ძირითადად თუ ასეთი რეცეპტები იქნება კარგია, თუმცა უფრო რადიკალური მხარის მიმდევრებიც არ დავივიწყოთ

Posted by: BigCrow 2 Feb 2009, 17:02
ხოოორცი!
სისხლიანი ხორცი!

Posted by: SPC 3 Feb 2009, 13:43
ჰჰა ეხლა დადეთ ვააა sad.gif
...............................

Posted by: iverson 14 Feb 2009, 20:06
SPC
http://www.vegcooking.com


up.gif

Posted by: axavild 14 Feb 2009, 20:34
iverson ეხ.. რუსულად არაა? cry.gif

Posted by: Don Quixote 14 Feb 2009, 21:31
SPC
QUOTE
მე ვარ Lacto-ovo vegetarian ანუ არ ვჭამ ხორცს და თევზს . თუმცა მივირთმევ რძის პროდუქტს და კვერცხს და ძირითადად თუ ასეთი რეცეპტები იქნება კარგია, თუმცა უფრო რადიკალური მხარის მიმდევრებიც არ დავივიწყოთ

2kiss.gif იმედია მალე ლაქტო-ვეგეტარიანელი გახდბი. ან და სულაც ვეგანი smile.gif მე ლაქტო-ვეგანი ვარ. ანუ რძეს მივირთმევ, მაგრამ ტყავს, ჟელატინს და სხვა ნივთიერებებს, რომელიც ცხოველების სიკვდილის შედეგად მიიღება - არა! მე ოვო-ებს ვეგეტარიანელებად არ ვთვლი tongue.gif wink.gif

Posted by: SPC 15 Feb 2009, 15:36
Don Quixote
QUOTE
ჟელატინს და სხვა ნივთიერებებს, რომელიც ცხოველების სიკვდილის შედეგად მიიღება

მოიცა ეს არვიცოდი, ჟელატინი რა პონტში მიიღება ცხოველებისგან???

QUOTE
ტყავს

ხო ნუ ეს ჩაცმა დახურვაზეა უკვე, რათქმა უნდა ეს არ უნდა გამოიყენო.

ანუ რაც ცხოველის სიკვდილს იწვევს მე არ ვიყენებ მას..... რაც შეეხება კვერცხს და რძეს ისინი არ იწვევენ ცხოველის სიკვდილს ასე რომ....

Posted by: axavild 15 Feb 2009, 16:58
QUOTE
ჟელატინს და სხვა ნივთიერებებს, რომელიც ცხოველების სიკვდილის შედეგად მიიღება


spy.gif

Posted by: Don Quixote 16 Feb 2009, 09:40
SPC
QUOTE
მოიცა ეს არვიცოდი, ჟელატინი რა პონტში მიიღება ცხოველებისგან???

ჟელატინი ცხოველის ძვლების ხრტილისაგან მიიღება smile.gif
QUOTE
ანუ რაც ცხოველის სიკვდილს იწვევს მე არ ვიყენებ მას..... რაც შეეხება კვერცხს და რძეს ისინი არ იწვევენ ცხოველის სიკვდილს ასე რომ....

თუ კვერცხი ცხოველის სიკვდილს არ იწვევს, მაშ არც აბორტია მკვლელობა. აბა სცადე და 2 დღით კვერცხი თბილ ადგილას შეინახე... ეგრევე ძარღვებით დაიფარება მთელი ზედაპირი შიგნიდან და შუაშიც ჩანასახს შეამჩნევ. ცოტაც და ამ თემაში რო სურათებია, მსგავსებსაც ნახავ.
http://forum.ge/?f=19&showtopic=33929384

Posted by: SPC 16 Feb 2009, 15:52
Don Quixote
არა smile.gif როგორ ვთქვამ ფერმაში კვერცხები არაა განაყოფიერებული კი არადა რაღა რა, ანუ მამალი სჭირდება მაგ საქმეს smile.gif ასრ პმ ფერმის კვერხებიდა სადაც მამალი არაა წიწილა ვერ გამოიჩეკება

Posted by: Don Quixote 16 Feb 2009, 22:37
SPC
QUOTE
არა  როგორ ვთქვამ ფერმაში კვერცხები არაა განაყოფიერებული კი არადა რაღა რა, ანუ მამალი სჭირდება მაგ საქმეს  ასრ პმ ფერმის კვერხებიდა სადაც მამალი არაა წიწილა ვერ გამოიჩეკება

biggrin.gif თავიდან მეც მასე მატყებდნენ smile.gif მაგრამ იცოდე, რომ ფერმებში მამლები არიან და თანაც ბლომად smile.gif ეგ კვერცხის დების მომატებას უწყობს ხელს smile.gif. აბა დაუკმაყოფილებელი დედალი ვერ იქნება კარგი მეოჯახე wink.gif biggrin.gif

Posted by: Q 7 28 Mar 2010, 20:21

2007 წლის მონაცემებია. ინდოეთში 40% ვეგეტარიანელი ყოფილა და იტალიაში 10%, არ მეგონა იტალიაში თუ ამდენი იყვნენ. შვეიცარია და გერმანია 9%.
http://www.euroveg.eu/lang/en/info/howmany.php

საქართველოში რამდენია ნეტა.rolleyes.gif მარხვის მერე სასაკლაოა ხოლმე

Posted by: Utopian 29 Mar 2010, 21:25
კარგი თემაა : )


______________________

Posted by: geosubtitles 8 Aug 2010, 00:47
რესტორანი არის სადმე თბილისში ვეგეტარიანული ხალხნო და ჯამაათნო>?????????????????

Posted by: SkullGrid 17 Jun 2011, 16:03
სოიოს პროდუქტების ყიდვა შეიძლება სადმე?
მაგალითად სოიოს რძე,კარაქი,ნაყინი?
ხო ისე ვეგანი ვარ smile.gif

Posted by: Peppi 18 Jun 2011, 17:46
რა მაინტერესებს - რა სხვაობაა ვეგანის და მარხვაზე მყოფი ადამიანის დიეტას (კვების რაციონს) შორის?
(ნუ არც თევზით ხსნილს ვგულისხმობ და არც "ეთიკურ ვენამიზმს" განვიხილავ.. წმინდა კულინარიული თვალსაზრისით მაინტერესებს.. თაფლი და ზოგი ღვინო ვიცი რომ განსხვავებაა, სხვა?)

QUOTE
ინდოეთში 40% ვეგეტარიანელი ყოფილა

ინდოელებს რამდენიმე რელიგიურ მიმდინარეობაში აქვთ განსაზღვრული ვეგან-დიეტა - ამიტომ არის მრალი პროცენტი ვენაგების და ვეგეტარიანელების


SkullGrid
არ ვიცი.. რომ ვიკითხე, თითქოს "ბევრი არის უკვეო" .. მაგრამ რეალურად რომ დავძებნე ვერ ვიშოვე..




Posted by: Mr Adam 20 Jun 2011, 14:15
QUOTE
ვეგეტარიანული კერძები,


თემას დავხედე თუ არა გულს გაუხარდა, შემოვედი და 2 გვერდი დამხვდა სულ : /


Posted by: ninicool 20 Jun 2011, 21:58
Don Quixote
QUOTE
მე ლაქტო-ვეგანი ვარ. ანუ რძეს მივირთმევ, მაგრამ ტყავს, ჟელატინს და სხვა ნივთიერებებს, რომელიც ცხოველების სიკვდილის შედეგად მიიღება - არა! მე ოვო-ებს ვეგეტარიანელებად არ ვთვლი

დერმატინის ფეხსაცმელს იცვამთ?

Posted by: LTB1948 22 Jun 2011, 16:49
SkullGrid
იყიდება ბევრგან, პოპული, გუდვილი.... ორი პრობლემაა:
1. არის გაუმართლებლა ძვირი (სოსოს რძე 9 ლარი, როცა 2 წლის წინ ლონდონსი 59 პენსად ვრიდულობდი 1,5 ლარად)
2. სოიოს პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღEბა მავნებელია ჯანმრთელობისთვის, რადგანაც სოიო ფიტოესტროგენებს შეიცავს, რაც ჰორმონულ ბალანსს არღვევს და ბევრი უკუჩვენება აქვს...

Posted by: SkullGrid 27 Jun 2011, 09:57
ninicool
QUOTE
დერმატინის ფეხსაცმელს იცვამთ?

კი
QUOTE
იყიდება ბევრგან, პოპული, გუდვილი.... ორი პრობლემაა:
1. არის გაუმართლებლა ძვირი (სოსოს რძე 9 ლარი, როცა 2 წლის წინ ლონდონსი 59 პენსად ვრიდულობდი 1,5 ლარად)
2. სოიოს პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღEბა მავნებელია ჯანმრთელობისთვის, რადგანაც სოიო ფიტოესტროგენებს შეიცავს, რაც ჰორმონულ ბალანსს არღვევს და ბევრი უკუჩვენება აქვს...

ზოგჯერ მინდება კატლეტი და სოიოსგან ვაკეთებ smile.gif
აგრეთვე tofu-ს ვეძებ მარა უშედეგოდ.

Posted by: LTB1948 27 Jun 2011, 16:10
SkullGrid
აუ ამ ფორუმზე იდო როგორ კეტდება ტოფუ, ძალიან მარტივდია... ისე სოიოს რძე შეგუიძლია პირდაპირ იყიდო
http://www.youtube.com/watch?v=eAZsuzaBmOc&feature=related

Posted by: SkullGrid 28 Jun 2011, 12:51
LTB1948
მადლობა ინფოსთვის.
გავაკეთებ ჰოუმ მეიდს და დავწერ რა გამოვიდა smile.gif

Posted by: ninicool 28 Jun 2011, 16:54
SkullGrid
QUOTE
კი

არ მჯერა, რომ არც ერთი ვეგეტარიანელი არ მოიხმარს ნატურალური ტყავისაგან დამზადებულ რაიმე ნივთს. არ მჯერა და მომკალით თუ გინდა. ერთხელ ეკლესიაში ერთმა ქალმა ჩემი დაქალი კინაღამ სცემა, ქურქით რატომ შემოხვედი, ეგ ხომ ცხოველების დახოცვის შედეგად არის შეკერილიო და თვითონ ნატურალური ტყავის ლაბადა ეცვა biggrin.gif
მეც ძალიან ხშირად მრცხვენია ხოლმე ხორცს რომ ვჭამ, სინდისი მაწუხებს, მაგრამ მწვადები ძალიან მიყვარს, თანაც არ კრძალავს ღმერთი და ეკლესია ხორცის ჭამას. ქრისტე ჭამდა თევზს.

Posted by: axavild 29 Jun 2011, 00:57
ninicool იცი რა მაინტერესებს.. აი ასეთი ჩაძიება.. ლუპობა და გამოჭერები რა საჭიროა.. როცა ვეგეტარიანლობა გაცილებით უფრო დიდ ფილოსოფიას და ცხოვრების წესს მოიცავს? (მითუმეტეს თუ ეს ვეგეტარიანლობა, არა ბუნებრივი - არამედ შეგნებული ნაბიჯია.. და ეს უკანასკნელი თავისთავად გულისხმობს შენი ჩამონათვლილი ეჭვობების არ მოხმარებას..)..

ეს ერთი..
მეორე არის ვეგეტარიანლები, რომლებსაც დაბადებიდან ეზიზრებათ ხორცი.. არა იმიტომ, რომ ამაზე იფიქრეს - უბრალოდ ეზიზღებათ.. ამ დროს თევზაობენ და მოიხმარენ ნატურალურ ტყავს..

მაგრამ ეს კატეგორია მკიდია.. აი, შენსნაერ ტიპებს რა უნდათ და რატომ ცინიკოსობენ.. ამას ვერასოდეს მივხვდები .. რა გამოძრავებთ ხორბლის თავთავებზე რატომ არ ვრცელდებით კანონ დამცველობა?

Posted by: veragi 29 Jun 2011, 01:03
QUOTE
ქრისტე ჭამდა თევზს.

ninicool
პირადად ნახე ეს? biggrin.gif:D
LOL
QUOTE
თანაც არ კრძალავს ღმერთი და ეკლესია ხორცის ჭამას.

ღმერთი საერთოდ არაფერს არ კრზალავს, კრძალავენ ადამიანები... ღმერთი სიყვარულისკენ მოუწოდებს და ისე მოექეცი სხვას , როგორც გინდა რომ მოგექცნენო შენო.. დადექი და ჭამე ამის მერე სხვისი სხეული.. თანაც სასტიკი სიკვდილით მოკლული..biggrin.gif:D:D


QUOTE
არის ვეგეტარიანლები, რომლებსაც დაბადებიდან ეზიზრებათ ხორცი.. არა იმიტომ, რომ ამაზე იფიქრეს - უბრალოდ ეზიზღებათ.. ამ დროს თევზაობენ და მოიხმარენ ნატურალურ ტყავს..

სად ჩაურტყა??!!!..LOL :გიგი:

Posted by: ninicool 30 Jun 2011, 23:06
QUOTE
იცი რა მაინტერესებს.. აი ასეთი ჩაძიება.. ლუპობა და გამოჭერები რა საჭიროა.. როცა ვეგეტარიანლობა გაცილებით უფრო დიდ ფილოსოფიას და ცხოვრების წესს მოიცავს? (მითუმეტეს თუ ეს ვეგეტარიანლობა, არა ბუნებრივი - არამედ შეგნებული ნაბიჯია.. და ეს უკანასკნელი თავისთავად გულისხმობს შენი ჩამონათვლილი ეჭვობების არ მოხმარებას..).

უბრალოდ ვეგეტარიანელობა თუ სწორად არაა წარმართული, მაგარ ხიბლსა და ამპარტავნებაში აგდებს ადამიანს. გააჩნია რა მიზეზით ხდება ვეგეტარიანელი, ნუ, თუ ეზიზღება ხორცი, ეგ სხვა ამბავია, მაგას ვეგეტარიანელი არც ჰქვია, უბრალოდ ხორცმოძულეა, მეტი არაფერი. ხოლო, თუ ადამიანი იმის გამო ხდება ვეგეტარიანელი, რომ ცხოველების დახოცვა და ეგეთი რამეები გულს სტკენს, მაშინ ტილები რომ დაეხვევა თავი უნდა გადაიპარსოს და ტილები არ უნდა დახოცოს biggrin.gif biggrin.gif და ბუნებრივია, არც ცხოველების დახოცვის შედეგად მიღებული ნაწარმისაგან წარმოებული საქონელი არ უნდა გამოიყენოს, ჰოოდა სწორედ აქ მიჩნდება ყველაზე დიდი ეჭვი, ტყავის ფეხსაცმელს იცვამს ყველა ადამიანი, ვისაც ამის მატერიალური საშუალება აქვს.

Posted by: axavild 30 Jun 2011, 23:34
QUOTE
ხოლო, თუ ადამიანი იმის გამო ხდება ვეგეტარიანელი, რომ ცხოველების დახოცვა და ეგეთი რამეები გულს სტკენს, მაშინ ტილები რომ დაეხვევა თავი უნდა გადაიპარსოს და ტილები არ უნდა დახოცოს


ეხლა რა ხდება...
მაგალითად ავტრალიაში ფერმის განვითარებას ხელს უშლიდა რაღაც კონკრეტული დასახელების მწერი, რომელიც სპობდა პლანტაციებს..
დაჯდნენ ავსტრიელი და ევროპელი მეცნიერები და საერთო კოლაბორაციით გადაწყვიტეს, რომ ამ მწერების განადგურება მხოლოდ ერთი გზით შეიძლებოდა.. ბაყაყის (ევროპული ჯიშის თუ არ ვცდები) მოშენებით, რომელიც ადვილად შესძლებდა რთულ ადგილებში გამრავლებული მწერების მოსპობას...

მოკლედ ერთ დღესაც, გაამრავლეს ეს ბაყაყები..
მაგრამ ერთი წელიც და დაიწყო კატასტროფა..
ავსტრალიული მიწა და ფაუნა არ იყო მომზადებული ახალი ცხოველის მისაღებად.. არ ჰქონდა საუკუნეების გამომუშავებული იმუნიტეტი - თავი დაეცვათ მისგან.. ამ ბაყაყს კი ჰქონდა ყოვლად იდეალური გარემო, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამრავლებულიყო..

და რადგანაც მისი კანი შხამიანია, ეს იწვევდა უამრავი ქვეწარმავლის.. თევზების.. ფრინველების.. განადგურებას (მხოლოდ ბოლო წლები გამოუმუშავდათ თევზებს ქვირითის უკან გადმოფურთხების რეფლექსი)..
დღეს, ამ ბაყაყებს უჭირავს უზარმაზარი ტერიტორია..

აქედან კითხვა.. რამდენად გამართლებულია მათი განადგურება და ამ ”ოპერაციის” წაქეზება?!

რა თქმა უნდა გამართლებულია, იმიტომ რომ მისი მაშტაბურობა უამრავი პრობლემას უდრის..

იგივე პასუხი ტილებზე.. ჭიებზე და ასე შემდეგ.. რაც შენს ჯანმრთელობას, სივრცეს და ფლორა-ფაუნას უშლის ხელს.. იმისგან უნდა დაიცვა თავი..
ხოლო თუ არ გიშლის.. უბრალოდ მიეცი იმის საშუალება, რომ იარსებობს..

smile.gif

Posted by: ninicool 1 Jul 2011, 18:59
axavild
QUOTE
იგივე პასუხი ტილებზე.. ჭიებზე და ასე შემდეგ.. რაც შენს ჯანმრთელობას, სივრცეს და ფლორა-ფაუნას უშლის ხელს.. იმისგან უნდა დაიცვა თავი..
ხოლო თუ არ გიშლის.. უბრალოდ მიეცი იმის საშუალება, რომ იარსებობს..

ძროხები თუ არავინ შეჭამა, გადაძოვენ ბალახის საფარს და ბუნებრივი ჯაჭვი მაინც დაირღვევა. მერე ხალხს არსებობაში ხელს შეუშლის და ხორცის ჭამას დაიწყებენ ისევ.
თანაც თუ მაგ ლოგიკით ვიმსჯელებთ, ცხოველები, რომლისგანაც ამზადებენ ფეხსაცმელ-ტანსაცმელს, ისევე უწყინარები არიან, როგორც ძროხები,

Posted by: axavild 1 Jul 2011, 19:28
ninicool გებადება ისეთი კითხვები, რომელებზეც პასუხები ძალიან მარტივია..
მაგ: მეკითხები "ძროხები თუ არავინ შეჭამა, გადაძოვენ ბალახის საფარს".. რატომ სხვა გარეული ცხოველი არ გადაძოვს? (და არ გადაუძოვია?!) და რატომ გადაძოვს ძროხები? (ესეც საკამათოა) პასუხი ძალიან მარტივია.. იმიტომ, რომ ეს პროცესი ადამიანების დაწყებულია, ფერმების მაშტაბური ბიზნესის და გამო.. ბიზნესი - ჭამისთვის.. ბიზნესი - ჩაცმისთვის და ა.შ. (მარტო ამ ორს რამდენი ცხოველი სჭირდება? smile.gif ბევრი.. შესაბამისად პროცესიც დაჩქარებულია)

QUOTE
თანაც თუ მაგ ლოგიკით ვიმსჯელებთ, ცხოველები, რომლისგანაც ამზადებენ ფეხსაცმელ-ტანსაცმელს, ისევე უწყინარები არიან, როგორც ძროხები,


ეს წინადადება ვერ გავიგე sad.gif


Posted by: upwave 2 Jul 2011, 00:06
axavild
ისე, არ ხოცავდნენ მგლებს და ისე გამრავლდნენ, თავს ესხმიან ყველას და ყველაფერს.
სამყაროში ერთი მეორეს აბალანსებს და თუ ბალანსი ირღვევა, მერე ყველასთვის ცნობილი რაღაცეები იწყება.
რამდენიც არ უნდა ვიფიქროთ, ადამიანი ყველაზე დიდი მტაცებელია ამქვეყნად.
ასე, რომ ადამიანიც აბალანსებს.
ნუ, უგნურებზე არ მაქვს ლაპარაკი, ვინც ,,თანამდებობას" გადამეტებულად იყენებს biggrin.gif
ხო, მე ისიც წავიკითხე, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თურმე სტაფილოს მიწიდან ამოღებისას თავისებული ,,შეშფოთებები" ეწყება.
ალბათ ასე იქნებიან სხვა მცენარეებიც და სულ ნუ შევჭამთ მაშინ ნურაფერს.
ყველა მხარეს, ალბათ, თავისი არგუმენტები აქვს.
პ.ს. უკიდურესად ხორცის მოყვარული არც მე ვარ, მაგრამ ხშირად კარგად ვხედავ, რომ ვეგეტარიანელობა ზოგს თავს სხვებისგან განსხვავებულად აგრძნობინებს და სულ ესაა. smile.gif
პ.ს.ს. ნუ შემდგებით ახლა, ეს უბრალოდ ჩემი არგუმენტია biggrin.gif

Posted by: shtori 2 Jul 2011, 00:49
თემა ამერია
.......................................

Posted by: LTB1948 6 Jul 2011, 15:09
რატომ დავობთ საერთოდ? ვისაც რა უნდა ის აკეთოს თუ ამით საზოგადოებასა და სამყარტოს ზოანი არ ადგება.... თუ არ უნდა ადამიანს, ნუ ჭამს ხორცს და არავის საქმე არ არის რატომ.... გინდათ? მიირთვით, რა პრობლემაა.... არაა საჭირო თავის გამოდება და გამოქილიკება, ყველას გვაქვს არჩევანის გაკეთების უფლება, თუ ეს ჩვენი არჩევანი სხვას არ აზიანებს....
* * *
მე ვემხრობი რომ ყველაზე ჯანმრთელი ხმელთაშუაზღვის დიეტაა...
ბევრი ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები, ზეითუნი და მარცვლოვნები და ეგრეც ვიკვებები, ვისი რა საქმეა?

ხოდა დავჭერ აქ უგემრიელეს ვეგეტარიანულ რეცეპტს, ბულგურის სალათს:

1/3 ჭ ბულგური (იყიდება თურქულ მარკეტებში და და თურქულ სუპერმარკეტში დიდუბე პლაზაში) დაასხით 1 და 1/4 ჭ წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე, რომ კარგად ადუღდება-ათუხთუხდება დაუწიეთ და ძალიან დაბალზე ათუხთუხეთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთით, სითხე რომ ჩააშრება, უნდა იყოს ფანტია ბრინჯივით და ძალიანაცა არ უნდა იყოს გადახარშული...


გააგრილეთ...


რომ გაგრილდება შეურიეთ 3 ს/კ ზეითუნის ზეთი (ხარისხიანი, ცივი დაწურვის)

2 საშუალო ზომის წვრილად დაჭრილი პომიდორი
1 საშაულო კიტრი ისიც წვრილად დაჭრილი
4-5 მწვანე ხახვი
ნახევარი ჭიქა დაჭრილი პიტნა (ცოცხალი ან გამხმარი)
ნახევარი ლიმნის წვენი
მარილი
პილპილი
რამდენიმე ღერი დაჭრილი ოხრახუში
შეიძლება ცოტა გახეხილი სტაფილოც დავამატოთ


არის უგემრიელესი და უჯანსაღესი სალათი....

Posted by: Don Quixote 10 Jul 2011, 22:57
ninicool
QUOTE
დერმატინის ფეხსაცმელს იცვამთ?

ხო, ტყავს არ ვიცვამ,
LTB1948
QUOTE
(სოსოს რძე 9 ლარი

არა და სოსო კაცის სახელი მეგონა wink.gif

Posted by: LTB1948 15 Jul 2011, 17:28
Don Quixote
სოიოს რძე ვიგუისხმეsmile.gif)

Posted by: niniGG 18 Jul 2011, 12:42
LTB1948
QUOTE
სოიოს რძე ვიგუისხმეsmile.gif)

სოიოს რძე ჩვენთან იყიდება? თუმცა ამბობენ რომ ის რძე მაღაზიებში რომ იყოდება ნახევრად სოიოსიაო...
rolleyes.gif

Posted by: LTB1948 18 Jul 2011, 13:26
niniGG
ალპრო-სი გოდვილში და პოპულში იყიდება.... მაგრამ ძვირია... რა ვიზი საზღვარგარეთაც ალპროს რძეზს ვყიდულობდი,. თუმცა ლარებშI რომ გადმომყავს აქ ძალიანძვირი გამოდის, სადღAც 9 ლარამდე ღირს ლიტრი....
ისე არ შეიძლება ბევრი სოიოს პროდუქტები

Posted by: niniGG 18 Jul 2011, 19:36
LTB1948
QUOTE
ისე არ შეიძლება ბევრი სოიოს პროდუქტები

კი მაგაში გეთანხმები თან ძირითადი სოიოს პროდუქტი რაც ჩვენთან შემოდის გენმოდიფიცირებულია და ამიტომ ვერიდები სოიოს პროდუქტებს არა და ძალიამ სასარგებლოა smile.gif

Posted by: Herz0G 18 Jul 2011, 20:02
კულინარიის განყოფილებაში, ვეგეტარიანული რეცეპტების თემაში გაქვთ დისკუსია ქრისტე თევზს ჭამდა თუ არა. ლოლ ...

ვეგეტარიანული საჭმელებიდან ყოველთვის ძნელია საკმარისი პროტეინის მიღება. სხვა მხრივ ცხოვრების საკმაოდ ჯანმრთელი გზაა, ცხოველების შეცოდებას რომ დავანებოთ თავი : )

ასე რომ გაურიეთ კერძს ლობიო, ბროკოლი, სატაცური, თოFუ, ნიგოზი, ყვავილოვანი კომბოსტო და ა.შ პროტეინისთვის.

თუ ვარჯიშობთ და საკმაოდ დიდი დოზით გჭირდებათ პროტეინი, პროტეინ შეიქები კარგია ლანჩისთვის :

1) რაიმე ხილი (გაყინული, თუ არა და ყინული ჩაყარეთ)
2) პროტეინის ფხვნილი (სოიოსიც არის ვიგანებისთვის)
3) რძე (ძროხის ან სოიოსი)

ათქვიფეთ და 30 გრამიან პროტეინიანი შეიქი მზადაა : )


http://www.vegetariantimes.com/ აქ ბევრი რეცეპტებია, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაც ძნელი საშოვნი იქნება საქართველოში.


Posted by: ValenTine_Kelly 19 Jul 2011, 20:21
მოკლედ საჩემო თემაა ,შემოვედი მეთქი რეცეპტებს ვნახავ და რეცეპტების გარდა ყველაფერია biggrin.gif

ისე ყაბაყი მირჩიეს როგორც ვეგეტარიანელს,სრულიად უბრალოდ მოთუშვაც კი საკმარისია

Posted by: _იუზერნეიმი_ 25 Sep 2011, 00:02
ამხელა განყოფილება აქვს კულინარიას , ვეგეტარიანულ კერძებზე კი მხოლოდ სამგვერდიანი თემაა.
ისიც იმას ეთმობა, ვინ რატომ გახდა ვეგეტარიანელი და ა.შ vis.gif



იქნებ დაწეროთ რეცეპტები..
უცხოურ საიტებზე კი შეიძლება უამრავი რეცეპტის ნახვა,მაგრამ უმეტესობა ინგრედიენტები არ იშოვება ჩვენთან.
ამ წლების განმავლობაში მეც ამომეწურა ფანტაზიის უნარი და შემომთავაზეთ რამე user.gif

SPC
axavild
Don Quixote
თქვენის ნებართვით ნიკებს მოვნიშნავ, როგორც მივხდი ხორცისმჭამელები არ უნდა იყოთ..

Posted by: ValenTine_Kelly 25 Sep 2011, 00:13
-username-
QUOTE
მხელა განყოფილება აქვს კულინარიას , ვეგეტარიანულ კერძებზე კი მხოლოდ სამგვერდიანი თემაა.
ისიც იმას ეთმობა, ვინ რატომ გახდა ვეგეტარიანელი და ა.შ

მარტო ამ განყოფილებაში არა,რომელ განყოფილებაშიც არ უნდა გახსნა გაუთავებლად შემოდის ყველა და იმის გარჩევას იწყებს რატომ ხდება ხალხი ვეგეტარიანელი,როცა ხშირ შემთხვევაში თემა არცაა მაგაზე

QUOTE
უცხოურ საიტებზე კი შეიძლება უამრავი რეცეპტის ნახვა,მაგრამ უმეტესობა ინგრედიენტები არ იშოვება ჩვენთან.

+1 მისის კარტოფილს დავემსგავსე უკვე biggrin.gif


Posted by: _იუზერნეიმი_ 25 Sep 2011, 00:20
ValenTine_Kelly
QUOTE
მარტო ამ განყოფილებაში არა,რომელ განყოფილებაშიც არ უნდა გახსნა გაუთავებლად შემოდის ყველა და იმის გარჩევას იწყებს რატომ ხდება ხალხი ვეგეტარიანელი,როცა ხშირ შემთხვევაში თემა არცაა მაგაზე

ხო, ძირითადად მასეა. ვერსად გავექცევით. მე არასდროს დავინტერესებულვარ სხვა რას ჭამს,არც გამიკიცხია არავინ,ვისაც რა უნდა ის ჭამოს,მაგრამ ტვინს ნუ ჭყლეტენ ამ შეკითხვებით და ხორცის ჭამის გამართლებით, გადავიკითხე და ცუდ ხასიათზე დავდექი :/ :vic:
მოკლედ ისევ ამ მიმართულებით არ გვინდა წარმართვა საუბრის biggrin.gif

QUOTE
მისის კარტოფილს დავემსგავსე უკვე

givi.gif კარტოფილი ჩვენი არსობისა pop.gif

გეცოდინება რამე კაი სახელდახელო კერძი.. wink.gif

Posted by: SPC 25 Sep 2011, 14:35
-username-
QUOTE
თქვენის ნებართვით ნიკებს მოვნიშნავ, როგორც მივხდი ხორცისმჭამელები არ უნდა იყოთ..

smile.gif ასეა ასე


მაგრამ რავიცი მე მხოლოდ ხორცს და თევზს არ ვჭამ. ანუ ყველს, კვერცს ვჭამ და რავიცი რამე ისეთი პრობლემა არ შემქმნია, მაგრამ თუ უფრო გაიქაჩება ეს თემა მაგას რა სჯობს

Posted by: ValenTine_Kelly 25 Sep 2011, 16:28
-username-
QUOTE
გეცოდინება რამე კაი სახელდახელო კერძი..

არა კულინარიაში დიდი არაფერი ვარ biggrin.gif მეც სულ რაიმე ახალს ვეძებsmile.gif

SPC
QUOTE
მაგრამ რავიცი მე მხოლოდ ხორცს და თევზს არ ვჭამ. ანუ ყველს, კვერცს ვჭამ და რავიცი რამე ისეთი პრობლემა არ შემქმნია, მაგრამ თუ უფრო გაიქაჩება ეს თემა მაგას რა სჯობს

მეც ასე ვარsmile.gif ვეგანები ამბობენ ამათზეც უარს როგორც ვიცი,ანუ ყველანაირ ცხოველურ ცხიმზე smile.gif

ისე ვისაც არ მოგიმზადებიათ ბოსტნეულის რაგუს გირჩევთ,უგემრიელესია ნამდვილად.თან ყაბაყიც შედის რაც ვიტამინებითაა სავსე
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=259

Posted by: _იუზერნეიმი_ 25 Sep 2011, 18:27
ValenTine_Kelly
QUOTE
ბოსტნეულის რაგუ

ბადრიჯანიიი mad.gif მაგის გარშე ვცდი მერე, დიდი მადლობა smile.gif
რა კარგი საიტი ყოფილა, შეიძლება რაღაცების ამორჩევა.

Posted by: ValenTine_Kelly 25 Sep 2011, 18:38
-username-
QUOTE
ბადრიჯანიიიმაგის გარშე ვცდი მერე, დიდი მადლობა

შეგიძლია ამოაკლო

დედამ გააკეთა ერთხელ ზუსტად მაგ რეცეპტით,მაგრამ შემდეგ მუდამ ცვლიდა ინგრედიენტებს(იმის მიხედვით რა გვქონდა biggrin.gif)

Posted by: nia4u 24 Feb 2015, 16:00
Mr Adam
QUOTE
"სამარხვო კერძები" ცალკეა თემა გახსნილი და თან აპინულია 

მერე სასაცილო და საკოტრიალო რა არის მანდ?
თემა იმის მიხედვით იპინება, რამდენად აქტუალური და მოთხოვნადია...
QUOTE
რა თქმა უნდა აქ არავინ შემოვა.

აქ შემოვა ის, ვისაც ვეგეტარიანული კერძები აინტერესებს.
შენ თუ შემოხვალ-ხოლმე, საინტერესო რეცეპტებს დადებ და თემას გააცოცხლებ, ძალიან კარგი იქნება! smile.gif
QUOTE
შოკოლადის ნამცხვარი კვერცხის გარეშე:

ეს ნამცხვარი გაკეთებული გაქვს შენ?
იქნებ ფოტო დაგედო, რეალურად როგორი გამოდის?

Posted by: Internet 24 Feb 2015, 18:09
http://forum.ge/?f=82&showtopic=34450657

აქ არის ბევრი ვეგეტარიანული კერძის რეცეპტი. ვეგანური თემაა. up.gif



user posted image

Posted by: ValenTine_Kelly 24 Feb 2015, 22:02
ვეგეტარიანული და სამარხვო თემა ერთად ვერ იქნება,შეიძლება იყოს ვეგანური და სამარხვო,მაგრამ ვეგეტარიანელები კვერცხსაც მიირთმევენ და რძის პროდუქტებსაც,ამიტომ არამგონია იმათთვის ვისაც სამარხვო კერძები აინტერესებთ,დიდად გამოსადეგი იყოს ეს ორი ერთად.

Posted by: nia4u 25 Feb 2015, 00:55
Mr Adam
QUOTE
შევედი სამარხვო თემაში და იმაზე მიდის კამათი თუ რას ნიშნავს საერთოდ მარხვა, ვიღაცეების ციტატები მოყავთ და ჭკუას ასწავლიან ვითომ ერთმანეთს.

მაგას სჭირდება მოდერი და თემის გაწმენდა, რომელიც ამ განყოფილებას არ ეღირსა!
შენ რომ შეხვედი და მერე აქ შემოხვედი და იცინე, რა მაგით?
QUOTE
და შენ გგონია ეგრე თემა გაცოცხლდება? უმეტესობა მართლმადიდებელია და რა თქმა უნდა ეგრევე სამარხვო თემაში გაიქცევიან.

ყველა თვითონ აირჩევს ცხოვრების წესს და რომელ თემაშჳც მოსწონს, იქ "გაიქცევა"!
და შენ თუ რამე გაქვს მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო, ნუ შეხვალ იმ თემაში და შემოდი აქ.
ვერ გავიგე, რა გაწუხებს?!

Posted by: Scoorp 5 Oct 2015, 11:45
დავფიქსირდები მაინც ამ თემაში :/

კია ჩამკვდარი და არაფერი იპოსტება, მაგრამ მაინც
იქნება რამე ეშველოს : (

Posted by: ინფინიტი 5 Oct 2015, 12:05
დილას შევწვი რგოლებად დაჭრილი ცუკინი, მოვაყარე ცოტა მწვანილი და ნიორი, დავადე პურზე, მოვახეხე ყველი და რომ დადნა , მივირთვი კოხტად საუზმეზე
ეგეც შენი ვეგეტარიანული საუზმე , ნოყიერი და გემრიელი

Posted by: Q 7 5 Oct 2015, 17:19
Scoorp
რამე რეცეპტიც მოგეყოლებინაsmile.gif))

Posted by: Scoorp 5 Oct 2015, 17:24
Q 7


რეცეპტებისგან და მომზადებისგან შორს ვარ სამწუხაროდ
ჯერჯერობით მაინც )))


Posted by: ninicool 12 Feb 2020, 01:41
რა მაინტერესებს, თევზის ხიზილალის ჭამა დაშვებულია ვეგეტარიანელობის დროს?


Posted by: deiar123 24 Jun 2020, 18:18
QUOTE (ninicool @ 12 Feb 2020, 01:41 )
რა მაინტერესებს, თევზის ხიზილალის ჭამა დაშვებულია ვეგეტარიანელობის დროს?

კვერცხის ჭამა თუ არის დაშვებული ეგ რატო არ უნდა იყოს, თითქმის 2 თვეა საერთოდ გამიქრა ხორცის ჭამის ან თევზის ჭამის სურვილი მგონი მეც მაქეთკენ მოვდივარ

Posted by: ninicool 27 Jun 2020, 12:37
deiar123
QUOTE
კვერცხის ჭამა თუ არის დაშვებული ეგ რატო არ უნდა იყოს, თითქმის 2 თვეა საერთოდ გამიქრა ხორცის ჭამის ან თევზის ჭამის სურვილი მგონი მეც მაქეთკენ მოვდივარ

მე გადავწყვიტე, რომ ხიზილალაც არ ვჭამო. მითუმეტეს, თუ თევზის მოკვლის შემდეგ არის მოპოვებული.
კვერცხი მშვიდობიანად იდება უფრო, ვიდრე ხიზილალა. სად ვარკვიო მოწველილია თუ გაფატვრის შემდეგ ამოღებული. ისე კი, მოწველაც ინვაზიური მეთოდია, კვერცხის დადებისგან განსხვავებით.

ტაკ შტო, არ მინდა. იმედია, ნელ-ნელა კვერცხის ჭამასაც გადავეჩვევი.

Posted by: Never~Never 4 Jul 2020, 16:56
ადვილი რეცეპტი მომეცით რაა








,,,,,,,,

Posted by: deiar123 30 Jul 2020, 17:23
QUOTE (ninicool @ 27 Jun 2020, 12:37 )
deiar123
QUOTE
კვერცხის ჭამა თუ არის დაშვებული ეგ რატო არ უნდა იყოს, თითქმის 2 თვეა საერთოდ გამიქრა ხორცის ჭამის ან თევზის ჭამის სურვილი მგონი მეც მაქეთკენ მოვდივარ

მე გადავწყვიტე, რომ ხიზილალაც არ ვჭამო. მითუმეტეს, თუ თევზის მოკვლის შემდეგ არის მოპოვებული.
კვერცხი მშვიდობიანად იდება უფრო, ვიდრე ხიზილალა. სად ვარკვიო მოწველილია თუ გაფატვრის შემდეგ ამოღებული. ისე კი, მოწველაც ინვაზიური მეთოდია, კვერცხის დადებისგან განსხვავებით.

ტაკ შტო, არ მინდა. იმედია, ნელ-ნელა კვერცხის ჭამასაც გადავეჩვევი.

მეც გადავწყვიტე და კვერცხსაც არ ვჭამ

Posted by: lilu777 13 Aug 2020, 01:36
იცით რა მაინტერესებს. ღუმელში რომ ბოსტნეულს აკეთებენ და ძაან გემრიელი რომ გამოსდით იუთუბზე, მაგის კარგი რეცეპტი გააქვთ? რამდენჯერაც გავაკეთე ისეთი არაა რაც უნდა იყოს.

ნუ მე ისე მიყვარს ბოსტნეული ყველაფერს ვჭამ ასეთსაც და ისეთსაც, მაგრამ გერმიელიც რომ იყოს კარგი იქნება biggrin.gif

გამიზიაროთ იქნებ ვინმემ გამოცდილება პლზ smile.gif


Posted by: Scoorp 13 Aug 2020, 13:22
lilu777


https://www.facebook.com/groups/mtsenareuli/

ამ ჯგუფში დაემატე თუ არ ხარ
კარგი რეცეპტები იდება ხოლმე

Posted by: JOKONDA 31 Mar 2021, 14:38
კუნჟუტის ზეთი თუ იყიდება სადმე თუ იცით იქნებ დამწეროთ სად

Posted by: Q 7 31 Mar 2021, 19:19
QUOTE (JOKONDA @ 31 Mar 2021, 14:38 )
კუნჟუტის ზეთი თუ იყიდება სადმე თუ იცით იქნებ დამწეროთ სად

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)