გამარჯობა ფორუმელებო,
თქვენი აზრი მაინტერესებს ჩემს სტარტაპზე, რომელიც მზადების პროცესშია.
eAsk - იქნება ონლაინ ყიდვა-გაყიდვის პლატფორმა (Web,Android,IOS), სადაც ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს შეუძლია გაყიდოს ან იყიდოს სასურველი ნივთი ტენდერის პრიციპით.
პლატფორმაზე არ იქნება განთავსებული პროდუქცია. ქონთენთი საიტზე იქნება სავარაუდოდ სხვა ადამიანების მიერ მიმდინარე და დასრულებული მოთხოვნები, პირადი ინფორმაციის დაფარვით, რომლებიც მომხმარებლებს შეეძლებათ დაათვალიერონ და თავიანთ მოთხოვნად აქციონ
გამყიდველი (ახლის ან მეორადის) რეგისტრირდება პლატფორმაზე და მონიშნავს იმ კატეგორიებს რომლის ნივთებიც აქვს გასაყიდად, და ელოდება მოთხოვნებს. მოთხოვნების მიღებისას ნივთის არსებობის შემთხვევაში უგზავნის შეთავაზებას, სურვილის მიხედვით აშაბლონებს ამ შეთავაზებას, რომელსაც ასევე ექნება სხვა დროს მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში ავტომატური გაგზავნის ფუნქცია(ესაც სურვილის შემთხვევაში).
მყიდველი შედის პლატფორმაზე და ანთავსებს მოთხოვნას სასურველ ნივთზე. მოთხოვნის გაკეთებისას საიტი დაეხმარება მისი საძიებო სიტყვების მეშვეობით სწორად ჩამოაყალიბოს მოთხოვნა, მიანიჭოს კატეგორია, დააზუსტოს ნივთის პარამეტრები და ა.შ. - ეს მოთხოვნა ავტომატურად გადამისამართდება სელერებთან ვინც უკვე დარეგისტრირებულია და გამოწერილი აქვს შესაბამისი კატეგორიები, და იღებს შემოთავაზებებს, ირჩევს მისთვის საუკეთესოს სხვადასხვა პარამეტრის (ბრენდის, ფასის, მდებარეობის, მიწოდების სერვისის და ა.შ) მიხედვით. და ადგილზევე ახდენს შეძენას.
გადახდის სისტემა უზრუნველჰყოფს ორივე მხარის დაცულობას, ბარათით გადახდისას, თანხა დაიბლოკება, და მანამ არ გადაერიცხება გამყიდველს, სანამ არ მიიღებს ნივთს მისამართზე, და არ დაადასტურებს მიღებას პლატფორმაზე.
მიტანის სერვისი იქნება ჩაშენებული პლატფორმაზე, რომლით სარგებლობა შეეძლებათ მათ ვისაც თავისი მიტანის სერვისი არ ექნებათ. ჩვენი მიტანის სერვისის სარგებლობის შემთხვევაში კურიერი მივა გამყიდველთან და მიუტანს ნივთს მყიდველს. ამ შემთხვევაში მყიდველს არ მოუწევს პლატფორმაზე მიღების დადასტურება.
შეფასების სისტემა იქნება ორივე მხარისთვის, 2-3 პუნქტიანი გამყიდველისთვის (სისწრაფე, კომუნიკაცია, ფასი და ა.შ.) და მსგავსი მყიდველისთვისაც (კომუნიკაცია, სწრაფი დადასტურება, და ა.შ.)
ეს არის მოკლე აღწერა ფუნქციონალის, აქვე ვაგდებ გუგლ-ფორმის გამოკითხვას რომელიც დამეხმარება უკეთ რაღაცების გაკეთებაში, და ვისაც სურვილი გექნებათ შეავსეთ. სულ 6 კითხვაა..
თუ ვინმეს კითხვები ექნება, გავშლი თემას
მადლობა
https://forms.gle/56ZLx5NWcxaFmGGQA This post has been edited by kurshaaa on 25 Jun 2022, 15:12