განვაგრძობთ საგანმანათლებლო საქმიანობას.ამჯერად არ ვისაუბრებთ ვარდისფერი ფლოიდების შემოქმედებაზე, ამჯერად საუბარი იქნება 80იანების ყველაზე შტერულ პროექტებზე.მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო, არავითარი დავით გოგიჩაიშვილი - თქვენს წინაშეა ხუთი უდიდესი კვერცხობა - Modern Talking, Bad Boys Blue, Sandra, Sabrina და უგენიალურესი Boney M.სკლეროზიანებს შევახსენებ, თუ რას წარმოადგენდა ესა თუ ის ჯგუფი თუ სოლისტი.
მოდერნ ტოკინგი - ანუ, უბრალო ენაზე - По морде током.ვფიქრობ, სახელწოდება კარგად შეესაბამება ჯგუფის მუსიკალურ კონცეფციას.პირველივე ჰიტებიდან იგრძნობა ეს სითბო - თუნდაც იგივე Brother Louie (დუბი, დუბი, დუბი) უკვე რეცხავს ნერვებს, რამე თუ უკვე ის ფაქტი, რომ კოლექტივმა თავის მომაკვდავ შემოქმედებაში გამოიყენა უკვდავი კლასიკის ქმნილების ''ერთხელ ამერიკაში'' კადრები, უკვე დამანგრევლად მოქმედებს გემოვნებიანი ხალხის გონებაზე.აქვე აღსანიშნავია ვირტუოზი გიტარისტის დიტერ ბოლენის (დიტერ ბოდენი არ გეგონოთ!) ცნობილი მანერა გიტარაზე დაკვრის და ასევ ცნობილი ჟესტი - აწეული თითი და ხელი ჰაერში.
თავად კოლექტივი აღარ მახსოვს როდის გაჩნდა ჩვენდა საუბედუროდ, რამე თუ ეს ავტომატურად იმას ნიშნავდა, რომ ერთ დღეს იგი დაიშლება და შემდეგ კვლავ აღდგება, რაც, სამწუხაროდ, მოხდა კიდეც 1997 თუ 1998 წელს - თქმა და საქმის გაკეთება ერთი იყო - გამოვიდა მეზობლების მხერხავი ალბომი ძველი სიმღერების რემიქსებით, რის შემდეგაც დუეტმა იფიქრა, რომ ნამდვილად ღირს ახალი იდეების ძიება და ევროპული დისკოს მოყვარულთა გასახარებლად რამდენიმე გულისამაჩუყებელი ალბომი გამოუშვა.საბედნიეროდ, ამან საბოლოოდ დაარწმუნა ჯგუფი იმაში, რომ ამით კარგი არაფერი გამოდის და მუსიკალური იდეები გამოლეულია და ბიჭებმა, აღარ გვინდა ამდენი, აქედან პირდაპირ ჩემთან მივდივართ, ნათელა ქათამს დაკლავს, ჭადიც მალე დაცხვებაო.ეგ იყო და ეგ.ასე რომ კოლექტივი აღარ არსებობს.დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საიდანმე გადმოწერონ მათი ჰიტები და დარწმუნდნენ, რომ ასეთი კვერცხობა მეორე არ არსებობს.
თუმცა, ამ ფიქრებს გააქარწყლებს Bad Boys Blue.აღარ მახსოვს, სადაური კოლექტივი, პრინციპში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არც აქვს.იმისათვის, რომ დარწმუნდე წინა დუეტისა და ამ ტრიოს ''მუსიკის'' არაიდენტურობაში, უბრალოდ უნდა მოისმინო ორივე კარგად.ტრიო სამი ბ-სგან ნამდვილად ცრემლების ზღვას იწვევს იმით, რომ მის შემოქმედებაში ჭარბობს სევდიანი ვოკალები.კიდევ ერთი განსხვავება იმაშია, რომ ტრიო აშკარად ახალ ტექნოლოგიებს მიჰყვება და რეპ-რეჩიტატივებსაც ამატებს მელანქოლიური მელოდიებისაგან და მტირალი ტექსტებისაგან შემდგარ ისედაც დამღლელ ფონს.მოკლედ, როგორც ხვდებით, არავის რომ არ სჭირდება, ისეთი სიმღერებია.და, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ეს უკვდავი თემა - სიყვარული და გაგება.სიმღერიდან სიმღერაში გადადის გულგატეხილობის თემატიკა, მაგრამ მას ასევე ემიჯნება ბედნიერი სიყვარული, რაც, როგორც ყოველთვის, ლოგიკური აზროვნების საშუალებას გაკარგვინებს.და სწორედ აქ ხვდები, რატომ არის, რომ პოპსა ადამიანს ადებილებს და აგოიმებს.
მოვრჩით კაცებზე საუბარს...თუმცა ამ ხალხს კაცებს ვერ უწოდებ.მოკლედ, გადავედით ქალებზე.80იანების ევროპულმა დისკომ გვაჩუქა მისი ორი შესანიშნავი წარმომადგენელი.რატომ და რა ლოგიკით ავირჩიე მე ეს ორი ქალი, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი, რომ მათი წვლილი ევროპული კვერცხობის განვითარებაში დიდია, აშკარაა.
სანდრა, რომელსაც მე მთლად ჩაქცეული ხალხის რიგებს ვერ მივაკუთვნებ, რამე თუ არ მინდა ვაწყენინო ''ენიგმას'' ფანებს (ამ ჯგუფის ბევრმა ქართველმა მსმენელმა არც კი იცის, რომ მათ სიმღერებში სანდრას ვოკალი ჯღერს, არც ის იცის, ვინ არის სანდრა და არც ის იცის, რომ სანდრა მაიკლ კრეტუს, ჯგუფის მთავარი იდეოლოგის და კომპოზიტორის მეუღლეა).
სანდრამ, რომელსაც გვარი ნაკლებად სჭირდება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის პირველ ლედის, ცნობისათვის, სახელი გაითქვა მისთვის სპეციალურად შექმნილი სიმღერით Maria Magdalena.სამწუხაროდ, ამ ქალზე ვერაფერს ვიტყვი ბევრს იმიტომ, რომ არც არაფერს წარმოადგენს, ვითომც და რაღაც ქნა მუსიკაში და არც არაფერი უქნია.სიმღერების თემატიკა, როგორც ყოველთვის, იგივე რჩება.ეს იყო და ეს.
საბრინა, რომელზეც, ბოდიში და ყველა ჩემი თანატოლი ათავებდა (თუმცა კი ჯერ არ ვიყავით მომწიფების ასაკში), ალბათ, განსაკუთრებული მოვლენაა მსოფლიო ფსიქიატრიაში.ამასთან, პლასტიკურ ქირურგიაშიც.თუმცა, მის მკერდს და საერთოდ, სხეულს, სულ არ ესაჭიროება პლასტიკური ოპერაცია, მისი სახე მაინც განიცდის ამის აუცილებლობას, ვფიქრობ, ამაში ნებისმიერი დარწმუნდება, თუკი ვინმეს სთხოვს, უცხოეთში იშოვოს საბრინას კლიპების გაცვეთილი კასეტა ან სადმე თბილისში გამოართვას იგი ვინმე ასაკოვან ნაცნობს, რომელსაც აქვს ძველი ვიდეომაგნიტოფონი.ანდა, დარწმუნებული ვარ, ტელევიზიების არქივებში იქნება ეს ოქროს ვიდეო-კოლექცია, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილიც არის ექსცენტრიული და მადის აღმძვრელი ნამუშევარი Boys.მის პოპულარობაზე უკვე ის ფაქტი მოწმობს, რომ მუსიკალური არხის VH1 მაყურებლებმა იგი ყველა დროის კლიპების ათეულში გაიყვანეს.თუმცა, ყველაზე ცუდი კლიპების...რაც ასევე არ არის მთლად ცუდი, ია ტაკ დუმაიუ.
ეს ღირსშესანიშნავი ვიდეო აღინიშნება:
1.საბრინას დიდი მკერდით
2.საბრინას დიდი საჯდომით
3.საბრინას ბევრი სხვა რამით
4.ატეხილი კაცებით, რომლებიც ხტებიან წყალში
5.უგემოვნო ვიდეომონტაჟით.
და ბოლოს - ეპილოგის მაგიერ - ამ ქალის პოსტერი ჩემს სოფელში ერთ საკმაოდ ასაკოვან ლოთ გამყიდველს ეკიდა თავის მაღაზიაში კედელზე მრავალი წლის განმავლობაში.21ე საუკუნეში იგი მხოლოდ ჯენიფერ ლოპეზის ფიგურამ შეცვალა.
უკანასკნელი ამ სიაში იქნება ბონი ემი, რომელიც ვერც ერთ კრიტიკას ვერ უძლებს და რომლიც სტუმრობაც ჩვენს ქალაქში ამ რამდენიმე წლის წინ უკვე თავისთავად ამაზრზენი ფაქტია...შეიძლება ითქვას, ისეთივე ალოგიკური, როგორც სნეპის ჩამოყვანა, რომელიც ამ რამდენიმე თვის წინ განხორციელდა.
ბონი ემი, რომელიც ცნობილია, როგორც ფონოგრამისტი ჯგუფი, აერთიანებს საკუთარ თავში ზემოთმოყვანილი ორ კატეგორიას - აქ ქალებიც არიან და კაცებიც.ჯგუფი ჩამოყალიბდა 1976 წელს გერმანიაში, უფრო სწორედ, მის იმჟამინდელ ფედერაციულ ნაწილში და წყეულიმც იყოს ის დღე, ჯეკ, როდესაც მაგათი ბინძური უკ....ები სცენაზე აღმოჩნდნენ.მათი სახელები ოქროს ასოებით დასაწერია კედელზე.უფრო სწორად, დასაწერი იყო ბერლინის კედელზე, რომელთან ერთად ისინი, ლოგიკურად, უნდა ჩაძირულიყვნენ.საბჭოთა კავშირის არსებობამ შემოგვტენა ეს ანსამბლიც.სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ ოფიციალურად შემოეყარათ როკ-მუსიკის კორიფეების ფირფიტები, აი ასეთი საკანალიზაციო მუსიკით გვიტენიდნენ გონების ჯერ კიდევ საღად მოაზროვნე ნაწილაკებს.აქვე ვიტყოდი, რომ ეს ჯგუფი უფრო ჩასაშვებია საკანალიზაციო ხვრელში, ვიდრე კახა ლომაია, რაზეც აქტიურად საუბრობენ ბავშვები უნივერსიტეტის კიბეებზე.
მარშა ბარეტი, ბობი ფარელი, ლიზ მიტჩელი და მეიზი უილიამსი - აი ის ოთხი სახელი, რომელთა უკვდავმა ჰიტებმა სამუდამოდ დაისადგურა შედარებით შერყეულგემოვნებიან ხალხში, რომელთან რიცხვიც დაახლოებით მაინც არის ცნობილი - ევროპაში წლების განმავლობაში მათი 50 მილიონზე მეტი ფირფიტა თუ დისკი გაიყიდა (არალეგალურ, ე.წ. პირატულ პროდუქციაზე ხომ აღარ მაქვს საუბარი).
1980 წლიდან მათ არაფერი უკეთებიათ, 15 წლის განმავლობაში კვლავ გამოდიოდნენ ძველი პროგრამით.1993 წელს მათ კვლავ წამოიწყეს ტური, რამაც ასევე დიდი არაფერი მოიტანა (და რატომ უნდა მოეტანა?).მთავარი კი ის იყო, რომ ისინი პლუს ფონოგრამაზე შემსრულებლების პიონერთა რიგში იდგნენ.
აი ასეთი ხალხით გვაბეზრებდნენ თავს და იმის მაგივრად, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი როლინგები ჩამოეყვანათ (ამისი ფული არ ჰქონდა ახლა მთავრობას?), საჩუქრად მოგვართმევდნენ ხოლმე მოდერნ ტოკინგებსა და მათ ძმებს, რამე თუ, ალბათ, ეს მიაჩნდათ ნამდვილ მუსიკად.
მიმაგრებული სურათი