იაპონიის საელჩოსთან აქცია არ შედგა და ადგილზე მხოლოდ სუმოს ქართველ ქომაგთა ერთ-ერთ ლიდერი ამირან ურუშაძე მივიდა, რათა საელჩოს წარმომადგენლებისთვის ქართველი გულშემატკივრების მიერ მომზადებული პეტიცია გადაეცა.
"რა თქმა უნდა, სუმოში არის ხოლმე საკამათო მომენტები, მაგრამ არასდროს ყოფილა, რომ მონაწილე ასე დაჩაგრულიყო. იაპონელებიც კი აღშფოთდნენ მსაჯების გადაწყვეტილებით. რამდენიმე მეგობარმა მომწერა კიდეც, რომ ეს არ იყო სამართლიანი.
არ მინდა მჯეროდეს, რომ კონსპირაციას აქვს ადგილი, მაგრამ ამ ამბავს რაღაც ცუდი სუნი უდის. ჩვენ იაპონიის საელჩოს პეტიციას გადავცემთ, რათა იცოდნენ, რომ საქართვლოში სუმოს ბევრი მოყვარული ჰყავს, ტოჩინოშინს კი ბევრი ქომაგი და ასეთ უსამართლობას ვერ ავიტანთ", - განაცხადა იაპონის საელჩოსთან მისულმა ამირან ურუშაძემ
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3