#60202751 · 17 Mar 2023, 18:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა. ადრეც გავხსენი თემა და მოკლედ იგივე პრობლემა მაქვს ისევ.
12 კლასში ვარ და ჯერაც ვერ გადამიწყვეტია რაზე ჩავაბარო. აქამდე ვაპირებდი იურიდიულზე ჩაბარებას, მაგრამ სხვების გამოცდილებიდან გავიგე რომ უპერსპექტივო პროფესიაა, რთულია სამსახურის მოძებნა, ხელფასები დაბალია, work-life ბალანსი ფაქტობრივად არ არსებობს და ა.შ. ხოდა ამის გამო ეჭვი შემეპარა ჩემს გადაწყვეტილებაში. ნამდვილად არ მინდა მთელი ცხოვრება სამსახურს ვეძებდე და სტაჟიორობას ვეხვეწებოდე ვიღაცეებს. თან არც ვიცი მომეწონება თუ არა აქ სწავლა, როგორც ვიცი საკმაოდ შრომატევადია ისევე როგორც ყველა სხვა პროფესია და ამდენი დროის და ენერგიის დახარჯვა საქმეში, რომელიც მომავალში დამსტრესავს და სამუშაოს ან ვერ მაშოვნინებს ან თუ მაშოვნინებს პირობებით ვიქნები უკმაყოფილო, არ მინდა.
ხოდა გადაწყვეტილი მაქვს ბიზნესზე ჩაბარება. ეს იმიტომ გადავწყვიტე, რომ ბევრი მიმართულება აქვს ამ პროფესიას: მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა, ბიზნეს ქონსალთინგი და ასე შემდეგ. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეხლა რომ წარმოვიდგენ რომ ბიზნესში ვმუშაობ და მაგ სფეროში ვტრიალებ, ეჭვები მღრღნის. არ ვიცი რამდენად მომეწონება, ან რამდენად გავქაჩავ, მოკლედ რა.
ზოგადად პოლიტიკა მომწონს. პოლიტიკური ნიუსების გაცნობა რავი ამდენი წელია ყოველდღე ესე ვცხოვრობ. აკადემიური წერაც მეხერხება. კრეატიული არ ვიცი რამდენად ვარ ეხლა ჯერ არ გამომივლენია სკოლაში, არც მქონია მაგის შესაძლებლობა. მაგრამ მხოლოდ ჰობის მიხედვით პროფესიის არჩევა არ მიმაჩნია მიზანშენწონილად.
თან პრობლემა რაშია იცით, კი ვიცი რომ პროფესიის შეცვლა ყოველთვის შემიძლია და ეხლა რას ავირჩევ არ იქნება გადამწყვეტი და საბოლოო, მაგრამ მაინც ვერ ვაგებინებ საკუთარ თავს. ზედმეტად განვიცდი ამ ამბავს და რავი იმ დღეს ღამე გამაღვიძა მაგ ფიქრებმა :დდდ ხანდახან მგონია ვაფშე ფსიქიკის თემა უფროა ვიდრე უბრალოდ კარიერის დაგეგმვის.
ხოდა მოკლედ თქვენ რას მირჩევთ როგორ მოვიქცე? პრაგმატულად მინდა გადაწყვეტილება მივიღო და არა მარტო ჩემი ჰობის და რაღაცეების გამო. ან ის მაინც მირჩიეთ როგორ ავუხსნა საკუთარ თავს რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ყოველთვის შემიძლია პროფესიის შეცვლა.
--------------------
They didn't know it was impossible, so they did it- Mark Twain
For with much wisdom comes much sorrow; the more knowledge, the more grief- Ecclesiastes 1:18
|