Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Hello World > რამდენად რეალურია "თვითნასწავლისთვის" სამსახური?


Posted by: ƎVOLVE 20 Mar 2017, 03:59
გამარჯობა.

მოკლედ მაქვს ესეთი სიტუაცია - ვმუშაობ, მაქვს არც თუ ისე მაღალი ხელფასი და ყელში მაქვს ამოსული თვიდან თვემდე ტილაობა.

ძალიან მინდა რომ ვისწავლო რაიმე ისეთი Skill რაც გამომადგება და კარგ შემოსავალსაც მომცემს. ადრე ვიყავი CodeCademy-ზე დარეგისტრირებული და HTML &CSS კურსები გავიარე. უბრალოდ ინტერესის გამო ეგეც, სანამ მუშაობას დავიწყებდი. საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო შთაბეჭდილება დამრჩა მაგრამ დროის უქონლობის გამო აღარ გამიგრძელებია. ეხლა ეს ბოლო დრო უფრო აქტიურად ვფიქრობ ამ თემაზე რომ რამე უკეთესი პირობები შევიქმნა... უნივერსიტეტში არაფერს მასწავლიან, ისევ ჩემით თუ წავიკითხე რამე ინგლისური წიგნი.

ეხლა ეს 2 დღეა კიდევ გავდივარ CodeCademy-ზე კურსებს და კიდევ უფრო მეტი ინტერესით ვარ განწყობილი. მინდა რომ სამსახურის პარალელურად ვისწავლო პროგრამირება.. დღეში საათნახევარი-ორი საათი რომ დავუთმო, რამდენად რეალურია რომ 1 წლის შემდეგ რაიმე სამსახური ვიშოვო საქართველოში?

არ მაქვს რაღაც უაზრო ილუზიები რომ რაღაც 3000 ლარიან სამსახურს მოვახტები 1 წელიწადში ან რამე მსგავსი...

უბრალოდ მაინტერესებს, ესე ჩემით რომ ვისწავლო, ონლაინში, HTML, CSS, java[ertad]script, რამე Back-End-იდან ძირითადი რაც საჭიროა, ვიშოვი რამე სამსახურს ცოტა ადამიანური ანაღაურებით?

ძალიან ადვილად ვითვისებ ყველაფერს. ინგლისური ვიცი მშობლიური ენასავით, ნებისმიერ უცხოურ კურსს/პროგრამას შემიძლია ვუყურო და მივიღო ინფორმაცია.

ხოდა ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რას იტყვით აქვს საერთოდ აზრი ამ ჩანაფიქრს? გამოცდილებას ექცევა ყველაზე დიდი ყურადღება ვიცი და მაგიტომ მაქვს ეჭვები. არც განათლება თუ გაქვს ამ სფეროში ოფიციალური და არც გამოცდილება, ვინ აგიყვანს?

საერთოდ ფრილანსერობა უფრო კარგი ვარიანტი ხომ არაა? უცხოელებთან თავისუფლად შემიძლია კონტაქტი, ეხლა სადაც ვმუშაობ მაგის მეტს არაფერს ვაკეთებ biggrin.gif

მოკლედ მადლობა წინასწარ ამ ნაბოდიალებს ვინც წაიკითხავს და პასუხს გამცემს smile.gif

Posted by: Svani91 20 Mar 2017, 04:02
ƎVOLVE

pluralsight ზე 3 თვიანი უფასო მემბერშიპი კეთდება მაიკროსოფტის ექაუნთი თუ გაქვს

მაგაზე მაგარი კურსები მე არ შემხვედრია, გააკეთე მემბერშიპი და გადახედე

https://devopscube.com/pluralsight-free-subscription/

Posted by: ƎVOLVE 20 Mar 2017, 16:16
Bump

//////////////////////////

Posted by: iMaximuSi 20 Mar 2017, 16:36
ƎVOLVE
QUOTE
> რამდენად რეალურია "თვითნასწავლისთვის" სამსახური?

5+ წელია ვმუშაობ რავი

Posted by: ƎVOLVE 20 Mar 2017, 17:21
iMaximuSi


მადლობა პასუხისთვის.

რა დონე არის საჭირო რომ სადმე დავიწყო Front End-ზე მუშაობა?

HTML, CSS, JS რომ ვიცოდე 10-იანზე მაგალითად, რამეს ვიშოვი?

Posted by: Shredinger 20 Mar 2017, 17:52
ƎVOLVE
პროგრამისტების დიდი ნაწილი თვითნასწავლია და პრინციპში თვითსწავლის გარეშე არაფერი გამოვა. ის სწავლებები რასაც ვთქვათ უნივერისტეტი გაძლევს და კერძო კურსები არის მხოლოდ საბაზისო და "აზრზე მოსაყვანი" დანარჩენი რაღაცეებისთვის არის საჭირო ინტერნეტში ძრომიალი და ფასიანი/უფასო ვიდეო კურსების გადმოწერა რომელიც ათასობითაა და მითუმეტეს დღევანდელ დღეს ყველას შეუძლია რომ ისარგებლოს ამ ინფორმაციით.

სახლი,დრო და ცოტა ფული(წიგნების ან ვიდეო კურსების საყიდლად) და მონდომება/ინტერესი. მეტი არაფერია საჭირო.

და ცოდნა ნიშნავს თეორიულ ცოდნას და + დაგროვილ გამოცდილებას. ეს ისტორია არაა მარტო რომ ისწავლო და ვსო. თეორიასთან ერთად პრაქტიკაც გინდა, გამოცდილება მაშინ შეგილია ჩათვალო რომ რაღაც იცი.
html,css,js 10 იანზე ვერ ისწავლი თეორიის სწავლით მხოლოდ. გამოცდილებაც გინდა.

ყველა ვარიანტში ჯერ junior ად უნდა იმუშაო პატარა გამოცდილება დააგროვო და მერე mid-level ზე მოეწყობი,მერე senior ზე და ა.შ

ხო და კიდე, თუ სწავლის პროცესი არ გსიამოვნებს და იღლები ან გეზარება და მხოლოდ ფულისთვის სწავლობ მაშინ გამოდის "ხელობას" მიჰყავი ხელი და ამ შემთხვევაში არაფერი გამოვა. თუ მოგწონს რასაც აკეთებ და გსიამოვნებს კოდის წერა მაშინ კარგია smile.gif

Posted by: iMaximuSi 20 Mar 2017, 20:20
ƎVOLVE
QUOTE

HTML, CSS, JS რომ ვიცოდე 10-იანზე მაგალითად, რამეს ვიშოვი?

მარტო მარკაპზე ჭირს მაგრამ იშოვი თუ ანახებ განვითარების სურვილს

ბექენდს თუ ისწავლი უფრო გაგიადვილდება საქართველოში


ისე უცხოეთში კონტაქტების მოძიება ბევრად ჯობია აქ მუშაობას

Posted by: Dixtosa 20 Mar 2017, 20:28
iMaximuSi
QUOTE
5+ წელია ვმუშაობ რავი

უნივერსიტეტი?

Posted by: ƎVOLVE 21 Mar 2017, 02:27
გაიხარეთ, კარგი პასუხებია.

პროცესი მსიამოვნებს. დრო ისე გადის რო ხანდახან მგონია 2 საათის მაგივრად 20 წუთი დავნიშნე ტაიმერზე..


* * *
QUOTE (iMaximuSi @ 20 Mar 2017, 20:20 )
ƎVOLVE
QUOTE

HTML, CSS, JS რომ ვიცოდე 10-იანზე მაგალითად, რამეს ვიშოვი?

მარტო მარკაპზე ჭირს მაგრამ იშოვი თუ ანახებ განვითარების სურვილს

ბექენდს თუ ისწავლი უფრო გაგიადვილდება საქართველოში


ისე უცხოეთში კონტაქტების მოძიება ბევრად ჯობია აქ მუშაობას

რას გულისხმობ? თუ იმას რომ ზოგადად საქართველოში მუშაობას (პროგრამისტად თუ ნებისმიერი სხვა განხრით) უცხოეთში მუშაობა ჯობია, გეთანხმები, მაგრამ უცხოეთში წასვლის "პრასვეტი" რომ მქონდეს ისედაც დაუფიქრებლად წავიდოდი...

Posted by: Partisan001 21 Mar 2017, 12:55
ჯავას OCA და OCP სერთიფიკატების აღებას ვაპირებ. პირატულად გამოვწერე რაღაც წიგნები, ვიდეოებსაც ვახმარ. ვგეგმავ Spring ფრეიმვორკისა და კრიპტაციების რაღაც დონეზე სწავლასაც.
სერთიფიკატებს ვფიქრობ იმისათვის, რათა მხოლოდ სიტყვაზე ნდობა არ გამოვიდეს და ჩემს ცოდნას რამე ადასტურებდეს ოფიციალურად.

ვფიქრობ, რომ საზღვარგარეთ დავაინტერესო რომელიმე ორგანიზაცია და ჯუნიორად შევძლო მუშაობა.

გთხოვთ მეც მირჩიოთ რამე: რამდენად გამოსადეგია ეს სერთიფიკატები, თუ ვინმეს გქონიათ გამოცდილება? ჯუნიორ ჯავა დეველოპერისთვის რა იქნებოდა აუცილებელი მინიმუმი ან/და სასარგებლო?

Posted by: t-90 21 Mar 2017, 13:19
ƎVOLVE
არ არსებობს უნივერსიტეტიდან გამოსული პროგრამისტი.
მამენტ არცერთი სპეციალისტი არ არსებობს.
სუყველგან გჭირდება თვითნასწავლობა.

Posted by: iMaximuSi 21 Mar 2017, 13:40
Dixtosa
QUOTE
უნივერსიტეტი?

ვაბშე სხვა სპეციალობაზე ვსწავლობდი

ƎVOLVE
QUOTE
რას გულისხმობ? თუ იმას რომ ზოგადად საქართველოში მუშაობას (პროგრამისტად თუ ნებისმიერი სხვა განხრით) უცხოეთში მუშაობა ჯობია, გეთანხმები, მაგრამ უცხოეთში წასვლის "პრასვეტი" რომ მქონდეს ისედაც დაუფიქრებლად წავიდოდი...

წასვლა არაა სავალდებულო

Posted by: Librocubicularist 25 Mar 2017, 15:22
მეც შემოკვეხები ამ თემაში რა. user.gif

დიდი ხანია მაინტერესებს პროგრამირების შესწავლა . Google Careers / Guide to Technical Development-ის რჩევით udacity-ზე დავიწყე უფასო კურსების გავლა, მაგრამ სამსახურში გაიზარდა დატვირთვა და ვეღარ გავაგრძელე. პითონის შესწავლით იწყებოდა კურსები. მომეწონა, მაგრამ რამდენად ღირს გაგრძელება?

ისე მირჩევნია, რამე ჯგუფური ან ინდივიდუალური კურსები გავიარო. შეგიძლიათ, მირჩიოთ ვის მივმართო?



პ.ს ხო, კიდე. პროგრამისტი გოგოები იჩაგრებიან თუ თანაბარი შესაძლებლობები გვაქვს ბიჭებთან შედარებით. spy.gif



user.gif

Posted by: Dixtosa 25 Mar 2017, 18:31
Librocubicularist
QUOTE
პ.ს ხო, კიდე. პროგრამისტი გოგოები იჩაგრებიან თუ თანაბარი შესაძლებლობები გვაქვს ბიჭებთან შედარებით. 

სტიგმა ნამდვილად არის.

QUOTE
მომეწონა, მაგრამ რამდენად ღირს გაგრძელება?

QUOTE
მომეწონა

თუ მოგეწონა აღარ უნდა მეტი კითხვა მაგას უნდა გააგრძელო.

Posted by: t-90 25 Mar 2017, 22:08
Librocubicularist
QUOTE
ხო, კიდე. პროგრამისტი გოგოები იჩაგრებიან თუ თანაბარი შესაძლებლობები გვაქვს ბიჭებთან შედარებით. spy.gif

Dixtosa
QUOTE
სტიგმა ნამდვილად არის.

რა სტიგმა არის? biggrin.gif
სად არის ეგ სტიგმა?
ჩემი კურსელი გოგოები არიან საკმაოდ კარგი პროგრამისტები, მსგავს სტიგმაზე არცერთხელ მსმენია biggrin.gif მშვენიერი მცოდნე გოგოები არიან, მშვენივრად მუშაობენ.
ეხლა თქვენ თუ გინდათ არაფრის კეთებაშI ფული გადაგიხადონ ან თქვენ გგონიათ რო დაგჩაგრენ როგორც წესი თქვენი შეხედულებაა და არა ობიექტურობა.

Posted by: Dixtosa 26 Mar 2017, 10:35
t-90
QUOTE
რა სტიგმა არის? 

რომ სუსტი სქესის წარმომადგენლებს "არ შეუძლიათ"

QUOTE
სად არის ეგ სტიგმა?

მე მაქვს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: t-90 26 Mar 2017, 12:01
Dixtosa
QUOTE
რომ სუსტი სქესის წარმომადგენლებს "არ შეუძლიათ"

ხო მარა როდესაც ეგ გიშლის ხელს წარმატების მიღწევაში მაშინ მართალ ღირსი ყოფილხარ. biggrin.gif

Posted by: Dixtosa 26 Mar 2017, 12:13
t-90
QUOTE
ხო მარა როდესაც ეგ გიშლის ხელს წარმატების მიღწევაში მაშინ მართალ ღირსი ყოფილხარ.

wtf

აი წარმოიდგინე მსუქანი ხარ და არავინ გეუბნება არაფერს მაგრამ ყველა ცუდად ფიქრობს შენზე. მარტივია ეგეთ გარემოში?

Posted by: t-90 26 Mar 2017, 12:27
Dixtosa
QUOTE
აი წარმოიდგინე მსუქანი ხარ და არავინ გეუბნება არაფერს მაგრამ ყველა ცუდად ფიქრობს შენზე. მარტივია ეგეთ გარემოში?

ნუ თუ რაღაცის გაკეთება გინდა უნდა დაიკიდო.
თორე ყოველთვის მოიძებნება ვიღაცა ვინც შენზე ცუდად იფიქრებს.

Posted by: somnambuli 1 Jun 2017, 14:31
მოკლედ ახალი თემა რომ არ გავხსნა, თითქმის იგივე სიტუაციაში ვარ, ვმუშაობ მაგრამ ეს არ არის ის რაშიც კარგად ვგრძNობ თავს.
მინდა დავეუფლო რამე ,,გამოსადეგს" , ინგლისური მშობლიურივით არ ვიცი, მაგრამ 10 დან 6-7 გავქაჩავ. გონებაც არც ისე დახშული მაქვს და ღია ვარ მთლინად ამ ახალი საქმისთვის.
მაინტერესებს რა შემიძLია გავაკეთო, რა ვისწავლო, რომელი უფრო გამოსადეგია. მეგობარი პროგრამისტი მყავს ერთერთ ბანკში და მირჩია C# ისწავლეო, ამით დაიწყეო და მერე MS SQL -ო. ვაპირებ ჩემით დავეუფლო საბაზისო ცოდნას და მერე გავიღრმავო ჩემთვითOნვე. რას მირჩევთ და მეტყვით, სწორ გზაზე ვდგავარ?
http://howtocode.ge/home
ამ საიტს მივაგენი და რამდენად ღირს გავყვე?

Posted by: zgarb7 1 Jun 2017, 14:43
somnambuli
C# და MS SQL სწორად ურჩევია. მაგეებს თუ დაეუფლები მშვენიერ სამსახურს იშოვი მომავალში. ნუ თავიდან სტაჟიორი იქნები დაბალ ხელფასსზე ან უმცროსი პროგრამისტი.

საიტები რა როგორ არ ვიცი სხვები გირჩევენ

Posted by: Metal_Head 1 Jun 2017, 16:04
საინტერესო და გამოსადეგი თემა ჩანს , დავფიქსირდ ..

ც++ გადაშენდა თუ რა ხდება , არ მითხრათ ახლა ტყუილად ვიტყნავ ტვინს :დ

Posted by: zgarb7 1 Jun 2017, 16:12
დღეს საქართველოში თუ გინდა ნორმალური სამსახური იშოვო .Net Developer-ი უნდა იყო.

ამაში შედის .net-ის დესკტოპ და ვებ ტექნოლოგიები და ms sql server-ი.

Metal_Head
.net -ს მიაწექი და ისწავლეთ როგორ კეთდება პროექტები .net-ში C# ენაზე და მერე იშოვით ნორმალურ სამსახურს. თავიდან დაბალ ხელფასზე მარა მერე მაღალი გექნებათ.
თუ დაინტერესდებით ტექნოლოგიების სახელებსაც ჩამოვწერ რაც უნდა იცოდე .net-ის

Posted by: samkhara 1 Jun 2017, 16:53
ƎVOLVE

მთავარია მოტივაცია და საქმეს რომელსაც აკეთებ გსიამოვნებდეს , დალშე ყველაფერი დროის თემაა და არც 3000 ლარიანი ხელფასი არაა შორს.

Posted by: Metal_Head 1 Jun 2017, 20:43
QUOTE
.net -ს მიაწექი და ისწავლეთ როგორ კეთდება პროექტები .net-ში C# ენაზე და მერე იშოვით ნორმალურ სამსახურს. თავიდან დაბალ ხელფასზე მარა მერე მაღალი გექნებათ.
თუ დაინტერესდებით ტექნოლოგიების სახელებსაც ჩამოვწერ რაც უნდა იცოდე .net-ის

ოკ და რიტი დავიწყო , ანუ რისი სწავლა დავიწყო პირველი ?! მასალა თუ მოგეპოვება ინტერნეტში ან წიგნი ?

Posted by: somnambuli 1 Jun 2017, 21:20
რა პროგრამები დავაყენოკომპში რომ შევუდგე საქმეს?


https://www.youtube.com/watch?v=SXmVym6L8dw&list=PLAC325451207E3105

ამ ინდოელს უნდა გავყვე

Posted by: zgarb7 1 Jun 2017, 21:58
Metal_Head
ესე კონკრეტული რამე კარგი წიგნი ან მასალა არ ვიცი C# რომ რამე კარგი იყოს. ან მე ვერ ვიპოვე. მგონი ნორმალური წიგნი დამწყებისთვის არ არსებობს.
პმ-ში მოგწერე C# ენის ფუნქციონალი. თითოეულ მაქიდან ჩამოთვლილს თუ დაგუგლავ იპოვი მასალას.

somnambuli
visual studio 2015 უნდა დააყენო.

Posted by: somnambuli 1 Jun 2017, 22:13
zgarb7
ვაყენებ და მაგას მოჰყვება რაღაცები 6.5გბ გმაოვიდა ჯამში როდის დააყენებს....

ქუთაისში ხომ არ გეგულებათ ვინმე კარგი მცოდნე ამ საქმეში, კარგი დამხმარე რომ დაიყენოს გვერდით და თან ასწავლოს
მარა პრინციპში ქუთაისიდან ყველა თBილისში წამოვიდა ვინც რამე შესძლო და....

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)