ძვირფასო თანაფორუმელებო!
რიგით მეათე ნაწილი იხსნება ამ თემის,სადაც ვახასიათებთ ერთმანეთს, ყველა ხილული თუ უხილავი ნიუანსით, ჩვენი წარმოდგენებით და იმ მცირედი მოცემულობით, რომელიც ერთი შეხედვით არც თუ ისე ბევრის მთქმელია.
ჩემთვის,როგორც ერთ-ერთი აქტიურად დამახასიათებელი იუზერისთვის ეს თემა დაიწყო ამ ფრაზაზე ,,ერთი და იგივე მდინარეში ორჯერ ცეცხლი არ დაინთებაო'' პასუხით, თუმცა თავის დროზეც დამტკიცდა და ახლაც იმედი მაქვს რომ ეს თემა ძველებურ დიდებას დაიბრუნებს.
გთავაზობთ განახლებულ წესებს:
•შეიქმნება დახასიათების მსურველთა სია.
•შეიქმნება დამხასიათებელთა სია (რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითი, თუმცა თაგების მეშვეობით სია მოგვცემს საშუალებას აქტიურად ვადევნოთ თვალყური თემაში არსებულ სიახლეებს.)
•დახასიათდებიან ის იუზერებიც, რომლებიც გვინდა რომ ჩვენ დავახასიათოთ,თუმცა მათ შეიძლება არც კი იცოდნენ ამ თემის შესახებ.ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დაურთეთ კონკრეტული იუზერისათვის თაგი.
•სურვილისამებრ,მოვიწვიოთ თემაში ის იუზერები, რომლებიც, ჩვენი აზრით, გამოხატავენ ინტერესს მსგავსი თემის მიმართ.
ეს ე.წ ,,წესები" მხოლოდ სატესტო ვერსიაა, იმ შემთხვევაში თუ თემის ამგვარი ფორმატი არ გაამართლებს, თემა დაუბრუნდება ძველ ფორმატს ყოველგვარი პრობლემის გარეშე.
სიების ორგანიზებას კი ჩვენი თანაფორუმელი
ვივიანა მიაქცევს ყურადღებას, მას აქვს გამოცდილება მსგავს თემაში ,, დიასახლისობის'' და მადლობა ვივიანას დახმარებისათვის. მე კი სრულად დახასიათებებით დავკავდები.
გისურვებთ უამრავ კარგ დახასიათებას, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანისგან, შესაძლოა სწორედ ამ თემაში მოიძებნებიდნენ ის ადამიანები, ვინც უკეთესად გხედავდეთ თქვენ, თქვენი უმცირესი დეტალებით, ვიდრე გარშემომყოფები.
აქვე, მოგიწოდებთ ურთიერთპატივისცემისაკენ. ნებისმიერი უცენზურო დახასიათება ,,დაისჯება'' ფორუმის წესების შესაბამისად.
პატივისცემით ქარის წისქვილისაგან
წინა თემის ათი ყველაზე აქტიური იუზერები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Artist
Windmühle
livets-spil
Naniko1
Turf
ვივიანა
GentleGirl
Tissier
პითონი
don_achoo
წინა თემების ლინკები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ადამიანის პირადი ,,მე" და მისი არჩეული "ავატარი "ადამიანის პირადი ,,მე" და მისი არჩეული "ავატარი "ადამიანის პირადი ,,მე" და მისი არჩეული "ავატარი "არჩეული ავატარი, signature და პირადი "მე"...არჩეული ავატარი, signature და პირადი "მე"...არჩეული ავატარი, signature და პირადი "მე" . VIIარჩეული ავატარი, signature და პირადი "მე" (VIII)არჩეული ავატარი, signature და პირადი "მე" (IX) ჩემი მოწვეული იუზერები კი არიან:
GeorgeSword
littlemiss
_Pablo_
women_
chipmunk
ეკინროთ
Alisaka
This post has been edited by Windmühle on 21 Dec 2016, 22:26