იოანეს გამოცხადება
თავი ოცდამეერთე
12. ვრცელი და მაღალი გალავნით შემოზღუდულს თორმეტი ბჭე ჰქონდა, ბჭეებზე - თორმეტი ანგელოზი, და ზედ ეწერა ისრაელის თორმეტი ტომის სახელი.
13. აღმოსავლეთით სამი ბჭე, ჩრდილოეთით სამი, სამხრეთით სამი, დასავლეთით სამი.
14. ქალაქის გალავანს თორმეტი საძირკველი ჰქონდა, და მათზე კრავის თორმეტი მოციქულის თორმეტი სახელი.
15. ჩემთან მოუბარს საზომად ოქროს ლერწამი ჰქონდა, რათა გაეზომა ქალაქი, მისი ბჭენი და გალავანი.
16. ხოლო ქალაქი ოთხკუთხედად ძევს, და მისი სიგრძე იგივეა, რაც სიგანე. გადაზომა ქალაქი ლერწმით თორმეტი ათას უტევანზე, და მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე ერთმანეთის ტოლნი აღმოჩნდნენ.
17. გაზომა მისი გალავანი, და გამოვიდა ას ორმოცდაოთხი წყრთა, კაცის საზომით, ანუ იგივე საზომით ანგელოზისა.
18. თვით გალავანი იასპით იყო ნაგები, ქალაქი კი წმიდა მინის მსგავსი ბაჯაღლო ოქროთი.
19. ქალაქის გალავნის საძირკვლები ნაირგვარი ძვირფასი ქვით იყო შემკული: პირველი საძირკველი - იასპით, მეორე - საფირონით, მესამე - ქალკედონით, მეოთხე - ზურმუხტით,
20. მეხუთე - სარდონიკით, მეექვსე - სარდიონით, მეშვიდე - ქრისოლითით, მერვე - ბივრილით, მეცხრე - ტოპაზით, მეათე - ქრისოპრასით, მეთერთმეტე - იაკინთით, მეთორმეტე - ამეთვისტოთი.
=======================================================================
ალმასი - ძალაუფლების, სიმდიდრის, სილამაზისა და სიბრძნის სიმბოლო"კოხ-ი-ნორი""ჰოუპი"ფერი: გხვდება სხვადასხვა შეფერილობის, ძირითადად თეთრი, თუმცა არის ვარდისფერი, ყვითელი, ფორთხოხლისფერი, მწვანე, ცისფერი, წითელი, ცისფერი და შავიც კი. ფერადი ბრილიანტის (დამუშავებული ალმასი) ფასი უფრო დიდია, ვიდრე თეთრის.
მინერალი: ალმასი თავისთავად წარმოადგენს კრისტალურ ნახშირბადს, თუმცა ზოგჯერ აქვს შენაერთებიც (მაგალითად, რკინის ზეჟანგი, ამის გამო ალმასს მოყვითალო ფერი ეძლევა).
სიტყვის წარმოშობა: სიტყვა ალმასი მოდის სანსკრიტიდან და ნიშნავს: `ის, რაც არ იშლება~. მეორე ვერსიით, ეს არის ბერძნული სიტყვა `ადამსი~ (დაუძლეველი).
ასტროლოგიური შეთავსება: სასურველია ატარონ ვერძის, კირჩხიბის, ლომის, სასწორისა და თევზების ნიშნით დაბადებულმა ადამიანებმა.
ისტორიიდან: ის ყოველთვის გამარჯვების სიმბოლოდ ითვლებოდა და სწამდათ, რომ მას წარმატება მოჰქონდა. ის იყო იულიუს კეისარის, ლუი XIV-ისა და ნაპოლეონის თილისმა. ალმასი ევროპაში პირველად 6-5 საუკუნეებში ჩვ. წ. აღ-მდე.
ყველაზე ცნობილი ალმასები
"კულინანი" (3106 კარატი. ზომები იყო 100X65X50 მმ) _ მოპოვებული იქნა სამხრეთ აფრიკაში, 1905 წელს და აჩუქეს ინგლისის მეფეს ედუარდ VII-ს. მისგან დამზადდა 105 ბრილიანტი. უდიდესს უწოდეს - "აფრიკის დიდი ვარსკვლავი"(530,2 კარატი). ყველა ბრილიანტმა ერთად შეადგინა 1036,65 კარატი.
"ექსცელსიორი" (971,5 კარატი) - მოპოვებული იქნა სამხრეთ აფრიკაში, 1893 წელს. დამზადდა 21 ბრილიანტი _ უდიდესი 69,8 კარატი.
"სიერა ლეონეს ვარსკვლავი" (968,9 კარატი) - დასავლეთ აფრიკა. 1972 წელი. დამზადდა 17 ბრილიანტი _ უდიდესი 153,96 კარატი.
"დიდი მოგოლი" (787 კარატი) - ინდოეთი. XVII საუკუნე. დამზადებული ბრილიანტების საერთო წონა 279 კარატი.
"მდინარე უოიე, იგივე გამარჯვების ალმასი" (770 კარატი). დასავლეთ აფრიკა. 1945 წელი. დამზადდა 30 ბრილიანტი _ უდიდესი 31,35 კარატი.
"პრეზიდენტი ვარგასი" (726,6 კარატი) - ბრაზილია. 1938 წელი. დამზადდა 29 ბრილიანტი _ უდიდესი 48,26 კარატი.
"ჯონკერი" (726 კარატი) - სამხრეთ აფრიკა. 1934 წელი. დამზადდა 12 ბრილიანტი _ უდიდესი 125,65 კარატი.
დამზადებული ბრილანტების საერთო წონა 370,87 კარატი.
"საიუბილეო" (650,8 კარატი) - დასავლეთ აფრიკა. 1895 წელი. დამზადდა 2 ბრილიანტი _ უდიდესი 245,3 კარატი.
"უსახელო" (616 კარატი) - დასავლეთ აფრიკა. 1974 წელი. უწახნაგო.
"ბაუმგოლდი" (609,25 კარატი) - დასავლეთ აფრიკა. 1974 წელი. დამზადდა 14 ბრილიანტი - უდიდესი 50 კარატი.
"ლესოტო ბრაუნი" (601,25) - ლესოტო. 1967 წელი. დამზადდა 18 ბრილიანტი _ უდიდესი 71,73 კარატი.
"გოიასი" (600 კარატი) - ბრაზილია. 1906 წელი. დამზადდა რამოდენიმე ბრილიანტი _ უდიდესი 80 კარატი.
"ვენტერი" (511,25 კარატი) - დასავლეთ აფრიკა. 1951 წელი. დამზადდა 32 ბრილიანტი.
"კიმბერლი" (503 კარატი) - სამხრეთ აფრიკა. 1900 წელი.
"ვიქტორია" (469 კარატი) - სამხრეთ აფრიკა. 1884 წელი. დამზადებული ბრილანტების საერთო წონა 184,5 კარატი.
"დარსუ ვარგასი" (460 კარატი) _ ბრაზილია. 1939 წელი.
"ნიზამი" (440 კარატი) - ინდოეთი. 1835 წელი. დამზადებული ბრილანტების საერთო წონა 227 კარატი.
"სამყაროს მანათობელი" (434 კარატი) - სიერა-ლეონე. 1969 წელი.
"დე ბირსი" (428,5 კარატი) - სამხრეთ აფრიკა. 1888 წელი. დამზადებული ბრილანტების საერთო წონა 234,5 კარატი.
"რეგენტი", იგივე "პიტი"(410 კარატი) - ინდოეთი. 1701 წელი. დამზადებული ბრილანტების საერთო წონა 136,9 კარატი.
გამოიცვალა ბევრი პატრონი და ბოლოს იგი მუზეუმმა `ლუვრმმა~ შეიძინა.
"წითელი ჯვარი" (375 კარატი) - სამხრეთ აფრიკა. 1948 წელი. დამზადებული ბრილანტების საერთო წონა 205 კარატი. იგი იყიდა ბრიტანეთის წითელმა ჯვარმა.
"მალტანის რაჯა" (367 კარატი) - ბორნეო. 1787 წელი. ერთ-ერთი ყველაზე განუმეორებელი შეფერილობის.
"პირველი ვარდი" (353,9 კარატი) სამხრეთ აფრიკა. 1978 წელი.
"სტიუარტი" (296 კარატი) - სამხრეთ აფრიკა. 1972 წელი. დამზადებული ბრილანტების საერთო წონა 123 კარატი.
"ტიფანი", იგივე "აფრიკული ვარსკვლავი" (287,42 კარატი) - სამხრეთ აფრიკა. 1878 წელი. დამზადებული ბრილანტების საერთო წონა 128,51 კარატი.
"თეთრი ტავერნა" (250 კარატი) - ინდოეთი. XVI საუკუნე.
"სამხრეთის ციალი" (201,88 კარატი) - ბრაზილია. 1853 წელი. ცისფერი შეფრილობის.
"ორლოვი", ძველი სახელწოდება "დერიანური" (189,62 კარატი) - ინდოეთი. XVI-XVII საუკუნე. მომწვანო-მოცისფრო შეფერილობის. იგი გრაფმა ორლოვმა ამსტერდამში იყიდა და ეკატერინე II-ს მიუძღვნა.
"კოხ-ი-ნორი" იგივე `მთის შუქი~ (186 კარატი) - ინდოეთი. 56 წელი ჩვ. აღ-მდე. XIV საუკუნიდან ალმასმა გამოიცვალა უამრავი პატრონი და ბოლოს მოხვდა ინგლისში (იგი არ იყიდება). დაწახნაგების შემდეგ - 106 კარატი.
"უინსტონი" (154,5 კარატი) - სამხრეთ აფრიკა. 1952 წელი. დამზადებული ბრილანტების საერთო წონა 62,05 კარატი.
"ფლორენტიეცი", იგივე `ტოსკანის დიდი ჰერცოგი~, იგივე `ავსტრიის ალმასი~ (173,3 კარატი) _ ინდოეთი. XVI საუკუნე.
"კარტიე" (130 კარატი) - აფრიკა. 1974 წელი. დამზადებული ბრილანტების საერთო წონა 107 კარატი.
"შაჰი აკბარი" (116 კარატი) - ინდოეთი. 1618 წელი. დამზადებული ბრილანტების საერთო წონა 71,1 კარატი.
"გასტინგსი" (101,2 კარატი) - ინდოეთი. XVI საუკუნე.
"შაჰი" (90 კარატი) - ინდოეთი. 1450 წელი. ყვითელი შეფერილობის. 1738 წელს იგი ნადირ-შაჰმა გაიტაცა, თუმცა, იგი 1829 წელს სპარსეთში რუსი დიპლომატების (მათ შორის გრიბოედოვი) დახოცვის შემდეგ, იგი რუსეთს კომპენსაციის მიზნით გადასცეს.
"ჰოუპი" (45,5 კარატი). ინდოეთი. XVI საუკუნე. ერთ-ერთი ყველაზე "დაწყევლილი ბრილიანტი", რომელმაც თითქმის ყველა პატრონი მოკლეს ან გაღატაკდა (მათ შორის, პრინცესა ლამბალა, დედოფალი მარია ანტუანეტა, ინგლისელი ჰოუპი, რომლის სახელსაც ატარებს ეს ქვა და სხვები).
P.S. ფირმა "დე ბირსის" შეფასებით, ერთ წელში ალმასის მოპოვება ღირებულების მიხედვით, ლიდერი ქვეყნები ასე ნაწილდება:
• ბოსტვანა - 2,5-3 მილიარდი დოლარი
• რუსეთი - 1,8-2,4 მილიარდი დოლარი
• კანადა - 1,2-1,5 მილიარდი დოლარი
• სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - 1,1-1,4 მილიარდი დოლარი
• ანგოლა -1-1,2 მილიარდი დოლარი
• ნამიბია - 0,5-0,7 მილიარდი დოლარი
© geoastrolog
This post has been edited by geoastrolog on 18 Aug 2009, 14:23