ჩქიმ ჭიჭე საქართველო
შენს შემოგევლე მე და გირტყი კრუგები
აგერ სულ მალე, ფაქტიურად რამოდენიმე საათში დადგება ცეცხლოვანი მამლის წელიწადი. ანუ კიდევ ერთხელ დადგება ახალი წელი
განსხავვებით 01 და 14 იანვრისა, აღმოსავლურ ახალ წელს მართლა აქვს საეტაპო მნიშვნელობა და აქა-იქ წლის პროგნოზის გაკეტებასაც ცდილობენ ვიღაცეები.
ალბათ მოგეხსენებათ რომ ნამდვილი, ასტროლოგიური ახალი წელი გაზაფხულის დღე-ღამ ტოლობას არის 21/22 მარტი.
მოდი ჩვენს შევეცადოთ ჩვენი ჩაინიკური დონით გავიხედოთ მომავალში და ეგებ რამე დავინახოთ
თბილისის დროით, მამლის წელიწადი დადგება 2017 წლის 28 იანვარს, ზუსტად 04:05 საათზე.
აი ამ დროზე გავაკეთე ჰოროკოპი და დავადევი (ამ სიტყვის ასტროლოგიური გაგებით) იგი საქართველოს ჰოროსკოპს.
რა გამოვიდა აგერ ხედავთ სურათზე
[URL=https://postimage.org/]</a>
მეორე სურათაზე კი გამოსახულია ჩემი შეშფოთებისა და ეჭვების მიზეზი, კერძოდ - 2017 წლის 02 თებერვლიდან, ტრანზიტული პლუტონი კვადრატს გააკეთებს საქართველოს ნატალურ მზესთან. არ უნდა იყოს ეს კარგი ნიშანი. მე ადრეც ვაკვირდებოდი დიდი პლანეტების მოძრაობას და ასპექტებს მაგ ზონაში (მე-10 სახლში) და ჩემი აზრით საკმაოდ მგრძნობიარეა ეგ ზონა.
პლუტონის კვადრატი მზესთან პირად ჰოროსკოპშიც კი არასდროს გადის შეუმჩნევლად, ჭმუნვების გარეშე და ეჭვი მაქვს, რომ საქართველოს ჰოროსკოპშიც თავისი ბუნებისამებრ იმუშავებს ეს ყველაფერი და რაღაც კრიზისს გაგვიჩალიჩებს
მოდით ვისმჯელოთ ამ თემაზე, გული გამოვუკეთოთ ერთმანეთს
<a href='https://postimg.org/image/3zulon8en/' target='_blank' rel='nofollow'>
[/URL]<a href='https://pixxxels.org/' target='_blank' rel='nofollow'></a>
* * *
კარგი,
რადგან ერთი მოძრაობაც არავინ გააკეთა ისევ მე შევეცდები რამე ვთქვა, იმედია მიშცაგარელზე და კაკულიაზე უარესად არ გამომივა
პირველ სურათის ინტერპრეტაციით დავიწყოთ (თუ მართლა რამე პროგნოზული მნიშვნელობა აქვს აღმოსავლურ ახალ წელს) -
პირველი რასაც ყუაღება უნდა მიაქციოთ (როგორც სოლარში) ეს არის ახალი წლის ასცედენტი - 5გრადუსი და 24 მინუტი მშვილდოსნის. ანუ ახალი წლის ასცედანტი საქარვთველოს ჰოროსკოპის მე-5 სახლში მოხვდა.
რაც ალბათ იმას უნდა ნიშნავდეს რომ მომდევნო წლის მანძილზე ჩვენი ნაციისთვის აქტუალური იქმენა მე-5 სახლის თემატიკა.
რა არის მე-5 სახლის თემატიკა?! - შობადობა, კინო, თეატრი სოპორტი, შოუბიზნესის და გართობის ფერო. ასევე სპეკულაციაბი და მათი კავშირი ნაციონალურ ეკონომიკასთან.
ისე ძალიან საეჭვოა ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ვინმემ გართობა-მხიარულებებისათვის მოიცალოს, მაგრამ ვნახოთ.
ახლა ვნახოთ სად მოხვდება ხალი წლის MC - 28 გრ და 31 მინუტი ქალწული. ეს საქართველოს ჰოროსკოპის მე-3 სახლია.
რაც შეიძლაბ ისე აიხსნას რომ საქართველოს ხელისუფლებისათვის მომავალი წლის მთავარი თემა და პრობლემატიკა იქნება მე-3 სასხლის შინაარსი -
კომუნიკაცია, განათლების სისტება, საერთო საინფორმაციო სივრცე. ასევე მეზობელი ქვეყნები და მათთან ურთიერთობები.
ალბათ რ2 საქმე, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის საკითხები, განათლების სისტემის რეფორმა, ურთიერთობების რუსეთთან და თურქეთთან - ის პრობლემები იქნება, რომელშიც აქტიურად იტრიალებს ჩვენი ხელისუფლება ( და ხალხისთვის არ ეცლება როგორც ყოველთვის).
ახალი წლის იუპიტერი საქართველოს მე-4 სახლში - ეროვნული იდეოლოგიის, ღირებულებების, უძრავი ქონების საკითხები კანონმდებლობის ფორმატში მოექცევა. იქნება ამ საკითხების ფართო განხილვა. საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხიც შეიძლება ამ კონსტელაციაში გავატაროთ. შეიძლება უძრავი ქონების ბაზარს დაუწესდეს უფრო მკაცრი რეგულაციები (იუპიტერი ხომ მე-6 სახლის მმართველია),
ვენერა, ქვეყნის ეკოკომიკა და დოვლათი - მე9 სახლშ მოხვდა. ალბათ უცხოეთიდან ინვესტიციები და საერთოდ უცხოეტთან ეკონომიკური კავშირები იქნება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მთვარი წყარო. ვიზელიბერალიზაციასაც მოქვცემენ უეჭველი - ვენერა ეგზალტირებულია თევზებში
პლუტონი ტრანზიტის ანალიზზე სხვა დროს ვილაზღანდარებ, ახლა დრო არა მაქვს.
This post has been edited by ხელმკუხე on 27 Jan 2017, 10:32