Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშენებლობა და რემონტი > საკადასტრო კოდის გამიჯვნა


Posted by: _ELF_ 9 Dec 2017, 17:51
მოგესალმებით მეგობრებო, გვინდა დახმარება/კონსულტაცია.

მოკლედ საქმე იმაშია რომ ვცხოვრობთ სახლში 6 ოჯახი (მთაწმინდაზე ძველი აშენებული), რომელიც პირდაპირ დგას მთავარ ქუჩაზე. ჩვენს საკადასტრო კოდზე ასევე არის რამდენიმე შენობა, რომელიც დგას ჩვენი სახლის უკან. ე.წ იტალიურ ეზოში.

გვაქვს სურვილი რომ გავემიჯნოთ იტალიურ ეზოს რადგანაც ბევრ მაცხოვრებელთან გვაქვს პრობლემა საერთო საკითხების გადაწყვეტაზე. კერძოდ ჩვენი სახლის საერთო სარგებლობის ფართებს მიიჩნევენ საკუთრებად როცა ინვესტორთან მიდის საუბარი, ხოლო როცა ხარჯია გასაღები, მაგ. გამაგრება და ამ საერთო ფართების რეაბილიტაციისთვის მაშინ მხოლოდ ჩვენი თავსატკივარია.

ერთი სიტყვით წლებია სახლი იშლება და საკითხებს ვერ ვაგვარებთ ამათ გამო, შესაბამისად გვაინტერესებს როგორ არის შესაძლებელი რომ გავემიჯნოთ, რა სამართლებრივი გზები არსებობს?

Posted by: ივანიჩ 11 Dec 2017, 18:07
QUOTE
შესაბამისად გვაინტერესებს როგორ არის შესაძლებელი რომ გავემიჯნოთ, რა სამართლებრივი გზები არსებობს?

მესაკუთრეები უნდა შეთანხმდეთ ვისი რა არის და რომელი შენობა რომ გაკეთდეს გამიჯვნა.
ამ შეთანხმების შედეგად უნდა მოიყვანოთ ამზომველი რომელიც გააკეთებს შესაბამისი გამიჯვნის აზომვით ნახაზს.
ამ აზომვით ნახაზებს წაიღებთ საჯარო რეესტრში და იქ დაარეგისტრირებთ უკვე ცალცალკე საკადასტრო ერთეულებად.

Posted by: _ELF_ 12 Dec 2017, 01:25
QUOTE
მესაკუთრეები უნდა შეთანხმდეთ ვისი რა არის და რომელი შენობა რომ გაკეთდეს გამიჯვნა.ამ შეთანხმების შედეგად უნდა მოიყვანოთ ამზომველი რომელიც გააკეთებს შესაბამისი გამიჯვნის აზომვით  ნახაზს.ამ აზომვით ნახაზებს წაიღებთ საჯარო რეესტრში და იქ დაარეგისტრირებთ უკვე ცალცალკე საკადასტრო ერთეულებად.


თუ მოხდა ისე რომ რამდენიმე მესაკუთრე (1 მაინც) წინააღმდეგია, მაშინ რა გზები არსებობს?

Posted by: ივანიჩ 12 Dec 2017, 14:36
QUOTE
თუ მოხდა ისე რომ რამდენიმე მესაკუთრე (1 მაინც) წინააღმდეგია, მაშინ რა გზები არსებობს?

სასამართლო დავა და გაიწელება წლობით და უაზროდ.

Posted by: _ELF_ 18 Dec 2017, 18:58
ივანიჩ

ეჰ მოკლედ არაა გამოსავალი როგორც ჩანს (

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)