forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (99) « პირველი ... 96 97 [98] 99   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საჯარო რეესტრი - N A P R - vol 2, FAQ - და არა მარტო
Christopher Robin
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1003
წევრი No.: 141260
რეგისტრ.: 7-January 12

გამოგზავნილია: 10 Apr 2017, 21:01  #50338845      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რეესტრის საიტი სად გაქრა
ძველ ვერსიას აგდებს...
უძრავ ქონებაზე ვეძეებ ინფოს


--------------------
© ♊
koch404
კოჩ404


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 50
წევრი No.: 216357
რეგისტრ.: 27-March 16

გამოგზავნილია: 13 Aug 2017, 07:43  #51136759      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა. იმის დადგენა თუა შესაძლებელი ვიზეა გაფორმებული ესა თუ ის მიწის ნაკვეთი და როგორ?
dongabo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1655
წევრი No.: 218386
რეგისტრ.: 10-May 16

გამოგზავნილია: 13 Aug 2017, 09:21  #51136877      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აქ ჩაწერეთ პიროვნების სახელი და გვარი. ან ობიექტის საკადასტრო კოდი და ყველაფერი გეცოდინებათ
https://oldnaprweb.reestri.gov.ge/


--------------------
https://www.youtube.com/watch?v=p4zluA60hjs
polemos0108
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 106
წევრი No.: 128896
რეგისტრ.: 18-March 11

გამოგზავნილია: 15 Aug 2017, 17:48  #51151970      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საკომლო წიგნში ერთ-ერთი ჩანაწერი გაკეთებულია ფანქრით. მითითებულიც არის ასე: ჩანაწერი გაკეთებულია ფანქრით.
ხომ არ იცით ფანქრით რატომაა გაკეთებული? დროებითია და იმიტომ ხომ არა?
ყველა სხვა ჩანაწერი გაკეთებულია კალმით.
დამეხმარეთ რა.


--------------------
[IMG]http://s018.radikal.ru/i526/1206/b7/32cfba34ce93.jpg[/IMG]
Goglima
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 237838
რეგისტრ.: 7-November 17

გამოგზავნილია: 7 Nov 2017, 13:48  #51630465      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა.
ჩვენი საქმიანობაა ვებ-საიტების შექმნა. შექმნის დროს შევაწყდით პრობლემას, ვერ მოვიძიეთ საქართველოს ქალაქების ქუჩების სწორ, განახლებულ ჩამონათვალს.
მაგალითად რუსეთის ფედერაციაში ქუჩების სია არის ამ საიტებზე https://www.gnivc.ru/inf_provision/classifi...eference/kladr/ https://fias.nalog.ru/
არსებობს თუ არა ქუჩების ჩამონათვალის ერთიანი კლასიფიკატორი, ერთიანი სია საქართველოში?
ან სად შეიძლება მოვიპოვოთ საქართველოს ქალაქების ქუჩების ჩამონათვალი?

This post has been edited by Goglima on 7 Nov 2017, 13:58
khatuna89
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 26
წევრი No.: 181068
რეგისტრ.: 3-February 14

გამოგზავნილია: 14 Nov 2017, 22:44  #51670127      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა ჩემს ოჯახის ახლობელს უნდა სახლის გაყიდვა რომელიც ძლივს იყიდა თითქმის 3 თვის წინ.. უცბათ გადაწყდა მისი უცხოეთში წასვლა შვილებთან 70 წლის არის და სამართლებრივად შეიძლება რაიმე პრობლემა შეექმნას? რა ფასადაც იყიდა იმ ფასად ცდილობს გაყიდვას და თუ ვერ მოახერხა შეიძლება უფრო ნაკლებად გაყიდოს.. მე ვერ ვერკვევი და იქნებ გამარკვიოთ?
Charles_Forstman
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 444
წევრი No.: 223114
რეგისტრ.: 24-August 16

გამოგზავნილია: 15 Nov 2017, 01:47  #51671171      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
khatuna89
როგორც გავიგე ბინა შეიძინა, ანუ მაგ პიროვნების საკუთრება გახდა.

როგორც უნდა ისე მოექცეს მაგ ბინას. გინდ იგივე ფასად გაყიდოს, გინდ უფრო იაფად და გინდ უფრო ძვირად.

მესაკუთრესა და მყიდველზე არის დამოკიდებული თუ რა თანხაზე შეთანხმდებიან.
Anonymous User
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1155
წევრი No.: 84407
რეგისტრ.: 11-February 09

გამოგზავნილია: 21 Nov 2017, 11:37  #51703013      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
khatuna89
უფრო ძვირად თუ გაყიდის შეძენიდან 2 წლის განმავლობაში, სხვაობიდან საშემოსავლოს გადახდა მოუწევს 20%-ის.
gio7654321
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 266
წევრი No.: 174330
რეგისტრ.: 3-October 13

გამოგზავნილია: 19 Dec 2017, 20:45  #51862629      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა, რაიონში მაქ მიწა და შენობები 400 კვადრატულია შენობა და მინდა არასასოფლოზე რო გადავიყვანო იმიტო რო არასასოფლო საქმიანობის დაწყებას ვაპირებ. ბითკოინის ფერმა უნდა გავხსნა. სახლი არაა ძველი რაიკომის შენობებია კომუნისტების დროინდელი და რა მაინტერესებს. სად მივიდე იმ რაიონის მუნიციპალიტეტში თუ თბილისში იუსტიციის სახლში? შეუცვლიან სტატუსს თუ ტყუილად უნდა მაწვალონ? და რამდენი ხანი დასჭირდება ამ პროცედურას და რა ეღირება დაახლოებით? წინასწარ დიდი მადლობა, ველი რჩევებს კომპეტენტური ადამიანებისგან.
შევარდენი1906
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14100
წევრი No.: 16940
რეგისტრ.: 6-February 06

გამოგზავნილია: 22 Dec 2017, 12:25  #51877460      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq · aim · yim · msn
gio7654321

საგონსულტაციო ბარათს დაგიკოპირებ :

მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა
რას ნიშნავს მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა?

მიწა შეიძლება იყოს როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ასევე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს შეეცვალოს მიზნობრიობა და გადაყვანილ იქნეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად (და არა პირიქით).

რომელი მიწის ნაკვეთები ექვემდებარება მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას?

მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას ექვემდებარება სარეკრეაციო ტერიტორიების და ქალაქ თბილისის და ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და ასევე სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები.

მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას არ ექვემდებარება სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრების გარეთ მდებარე, საქართველოს მოქალაქეების (კომლების, ოჯახების) კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათზე მესაკუთრის პირადი საცხოვრებელი სახლის, სამეურნეო და დამხმარე ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში.

რა შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა?

სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა შეიძლება განხორციელდეს: ა) საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში ან/და ბ) სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების დასაბუთებული აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში.

ექვემდებარება თუ არა მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა საკომპენსაციო თანხის გადახდას?

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისათვის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი იხდის საკომპენსაციო თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი მდებარეობს სარეკრეაციო ტერიტორიების ან/და ქალაქ თბილისის და ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარეობს სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრებში, საკომპენსაციო თანხა 1 ჰექტარზე იქნება 100 000 ლარი, ხოლო ქალაქ თბილისის და ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისათვის - 1 ჰექტარზე 34 001 ლარი.

რომელი ორგანო ახორციელებს მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას?

მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების დასაბუთებულობის საკითხის წინასწარი შეფასებისა და ამ საკითხთან დაკავშირებით დასკვნის შემუშავების მიზნით, სააგენტოს თავმჯდომარე ქმნის სამუშაო ჯგუფს კომისიის სახით, რომელშიც თავად არ მონაწილეობს.

კომისია განცხადებებს/ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებს იხილავს მათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში რეგისტრაციის თარიღის მიხედვით,ქრონოლოგიური პრინციპის დაცვით, და დასკვნას ამტკიცებს 10 დღის ვადაში.

თუ კომისიის მიერ განცხადების/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის განხილვისას აღმოჩნდა, რომ აუცილებელია, მოპოვებულ იქნეს დამატებითი ინფორმაცია, კომისია შეაჩერებს საკითხის განხილვას. ასეთ შემთხვევაში სააგენტოს შესაბამისი სამსახური დაუყოვნებლივ მოითხოვს განმცხადებლისაგან მიწის მიზნობრივი დანიშნულების შესაცვლელად აუცილებელ ინფორმაციას, რომელიც კომისიას უნდა წარედგინოს მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში. ამ შემთხვევაში, კომისია მომდევნო სხდომაზე განაახლებს საკითხის განხილვას და უზრუნველყოფს დასკვნის დამტკიცებას.

კომისიის ნებისმიერი დასკვნა განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება სააგენტოს თავმჯდომარეს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს დასკვნის წარდგენიდან 5 დღის ვადაში.

რეგისტრაციის წესი და პირობები

მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს, ნოტარიუსს ან სხვა ავტორიზებულ პირს.

სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები:

განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);
დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი;
დასაბუთებული განცხადება საზოგადოებრივი საჭიროების არსებობის შესახებ, შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით ან იმ უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ან დასაბუთებული განცხადება, რომლის საკუთრებაშიც არის მოცემული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
საკომპენსაციო თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში);
მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი – 50 ლარი (10 დღის).
სარეგისტრაციო ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის/რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის 9.00 საათზე. ეს წესი არ ვრცელდება მომსახურების დაუყოვნებლივ და განცხადების შეტანის დღეს მიღების შემთხვევებზე.

თუ მომსახურება უნდა განხორციელდეს განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის ვადაში, სარეგისტრაციო ვადა დამთავრდება ვადის ბოლო დღის 9.00 საათზე იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე განაცხადი შემოტანილია არაუგვიანეს 12.00 საათისა. ხოლო თუ განცხადება შემოტანილია დღის 12.00 საათის შემდეგ, ვადა დამთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად.

თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

დამატებითი ინფორმაცია

თუ დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის განხორციელება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის.


--------------------
შ ე რ ი გ დ ი თ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
piko1989
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 361
წევრი No.: 232239
რეგისტრ.: 23-May 17

გამოგზავნილია: 24 Jan 2018, 21:07  #52055220      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ საკადასტრო კოდით როგორ ვნახო სახლი ან მიწის ნაკვეთი ხომ ვერ მასწავლიდით? გმადლობთ
dabidubi
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 6
წევრი No.: 239905
რეგისტრ.: 20-January 18

გამოგზავნილია: 24 Jan 2018, 23:14  #52055920      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დანიშნულების შეცვლისთვის მერიის შესბმისი სამსახურის თანხმობაა საჭირო. მნიშვნელოვანია რომელ ზონაში მდებარეობს. რაც შეეხება თანხას. რაიონების მიხედვით განსხვავება საფასურიც
Fortodaypod
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 28
წევრი No.: 239462
რეგისტრ.: 6-January 18

გამოგზავნილია: 25 Jan 2018, 13:38  #52058489      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მამაჩემი მუშაობდა სასამართლოში და მისცეს ნაკვეთი წყლულეთში შემდეგ ააშენა ერთ სართულიანი სახლი
სახლი გაძარცვეს და ეხლა დარჩენილია იმ ერთ სართულიანი სახლიდან უზარმაზარი დიდი ბლოკები ანუ ჭერი მოხსნილია და კარფანჯარა ამოღებული
სეტკა არტყია ორი მხრიდან, 1987-88 ში მისცეს 89ში ააშენა სახლი და 90 ში გარდაიცვალა სამწუხაროდ

2017 წელს ვცადეთ გადაფორმება დედაჩემმა როგორც მემკვიდრემ
წარვადგინეთ შემდეგი საბუთები

დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
სუბსიდირების პროექტი
საკადასტრო აზომვითი ნახაზი
თანახმა ვარ დოკუმენტაცია გადაეგზავნოს აღიარების კომისიას
თანახმა ვარ დამენიშნოს მედიატორი/მედიატორი ნოტარიუსი
ელ.ვერსია
საქაგროკოოპპროექტის ასლი
ორთოფოტოს ასლი
ამხანაგობის წევრების სია (დანართი 1 გვერდი)
სამკვიდრო მოწმობა იხ. საქმეში N 882016482677
სახლის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა

და აღიარების კომისიამ გვითხრა უარი

თან თუ ერთ წელში არ დავიბრუნეთ ჩივილით ან არვიცი როგორ მერე გადადის სახელმწიფო საკუთრებაში თურმე

შეგიძლიათ ვინმეს ამ საქმეს რო ხელი მოკიდოთ? ანაზღაურება იქნება თავისთავად.
dabidubi
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 6
წევრი No.: 239905
რეგისტრ.: 20-January 18

გამოგზავნილია: 25 Jan 2018, 16:05  #52059419      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საბუთები რომ გადაეცა აღიარების კომისიას, ამის შემდეგ უნდა მისულიყავით და წარგედგინათ მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, სურათები... ჩაბრძანდით და ადგილზე გაესაუბრეთ და აშემდეგ ახლიდან მიმართეთ საჯაროს
Fortodaypod
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 28
წევრი No.: 239462
რეგისტრ.: 6-January 18

გამოგზავნილია: 25 Jan 2018, 20:08  #52060812      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dabidubi
QUOTE
საბუთები რომ გადაეცა აღიარების კომისიას, ამის შემდეგ უნდა მისულიყავით და წარგედგინათ მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, სურათები... ჩაბრძანდით და ადგილზე გაესაუბრეთ და აშემდეგ ახლიდან მიმართეთ საჯაროს

ვისაც უკვე რეგისტრირებული აქვს ხო? და რამდენი კაცი?
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (99) « პირველი ... 96 97 [98] 99  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0477 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]